შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-3 თავი)


7-03-2019, 18:08
ავტორი Alice76
ნანახია 1 531

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-3 თავი)

მდუმარედ მისმენდა,დრო და დრო სიგარეტს ეწეოდა,თან მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ შეჩერდა და ჩემდა გასაკვირად,რაღაც გაზეთი იყიდა.მე უბრალოდ მივყვებოდი,ასე,მონოლოგის პროცესში აღმოვჩნდი ძალიან ლამაზ,შემაღლებულ ადგილას,რომელიც მთელ ქალაქს გადაჰყურებდა.
ირისი იქვე მდგარ,მორყეულ სკამზე დასკუპდა,ფეხები მოაჯირზე შეალაგა,იდეალურ ხედს გაჰხედა და უბრალოდ ამოილაპარაკა.
-ეგ ქალი,ანიკო. არ მომწონს.
-კაი ერთი-გამეცინა და გვერდით მივუჯექი-არც მე მომწონს,მაგრამ რა გავაკეთო?
სიგარეტი გამომიწოდა და მეც თავგამოდების გარეშე გამოვართვი.
-ბევრი რამის გაკეთება შეიძლება,მთავარი სურვილია. სხვაგან გადადი,რა პრობლემაა?
არ ვიცოდი,ირისს რა წარმოდგენა ჰქონდა ჩემს ფინანსებზე,მაგრამ აღიარება არ გამჭირვებია.
-უფრო კარგი ბინის ფული არ მაქვს,ჩემები ვერ გაწვდებიან,ხელფასიც არ მაქვს ჯერ.
-შეგიძლია,ჰიმლერას სთხოვო,ნახევარი მოგცეს,რა მოხდება?
-აუფ,მერიდება-ამოვთქვი და მაშინვე მივიღე თავში გემრიელი წამორტყმა.
-რა თქვი?-ჩამეძია.
-რა?-გაოგნებულმა შევხედე.
-ჰო,ბოლოს რა თქვი?
-მერიდება?-გაუბედავად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ,საკმაოდ მტკივნეულად ჩამარტყა.
-აღნიშნული სიტყვა დასჯადია. იცოდე,კიდევ ერთხელ იტყვი და სადაც არ უნდა იყო,გიპოვი და პასუხს მოგთხოვ-ახლა მიჩქმიტა და თვალები დამიბრიალა-რაღაც გინდა? რაღაც გჭირდება? მერე? ეგ სიტყვა-დემონსტრაციულად არ წარმოთქვა და ჩაანაცვლა-სრულიად უსარგებლოა,საერთოდაც,მე რომ მკითხო,ამოღებულ უნდა იქნეს ხმარებიდან. როდესაც რაიმე ნამდვილად გინდა,უბრალოდ მიიღე. გგონია,ვინმეს აინტერესებს,გერიდება თუ არა?-ახლა მე ჩავარტყი და ღიმილით თავი დამიქნია-ზუსტად,კარგი გოგო ხარ.
-კარგი,არ მომეცუდსიტყვება-გამეცინა-ჰიმლერას სიტუაციას ავუხსნი,მაგრამ ბინა სად მოვძებნო?
მაშივნე მომაჩეჩა იღლიაში ამოდებული გაზეთი და თავად ბედნიერად მიეფიცხა მზეს.
-დაიწყე კითხვა.
სამსახურში წასვლამდე ,ირისთან ერთად,ხუთი ბინა ვნახე. ორი იმაზე უარესი იყო,ვიდრე უკვე მქონდა,ორიც იმაზე ძვირი აღმოჩნდა,ვიდრე განცხადებაში ეწერა,დარჩა ერთი პაწაწუნა ოთახი იტალიურ ეზოში ,რომელიც საკმაოდ მყუდრო და თბილი იყო. რაც მთავარია,ანიკოსნაირი დედაბერი არ იჯდა ახლო-მახლოს და სრულიად დამოუკიდებელი სამზარეულო და აბაზანა გააჩნდა.
-ვიღებთ-გადმომიჩურჩულა მეპატრონისგან მალულად ირისმა.
მეც,იმის იმედად,რომ ჰიმლერა უარს არ მეტყოდა,ბინის მესაკუთრეს გამოვუცხადე,ხვალიდან გადმოვალ-მეთქი.
ირისმა “ბუნკერამდე” მიმაცილა და დამმოძღვრა,თავი არ მოისაწყლო,არც შეგეშინდეს,პირდაპირ უთხარი,რაც გინდაო. ასეც მოვიქეცი.
-რაში გჭირდება?-მკაცრად გადმომხედა უფროსმა,როდესაც ნახევარი თვის ხელფასი ვთხოვე.
-ახალ ბინაში გადავდივარ.-მივუგე თამამად.
-დედაშენმა იცის?-დააშინა საწყალი კაცი ანამ.
-კი,დავურეკე.
ასეც იყო,ვიცოდი,ტყუილი აღარ მეპატიებოდა.
-სად გადადიხარ?-ჰიმლერას დაინტერესება მეუცნაურა.პასუხის მიღების შემდეგ წარბები შეკრა,მერე გახსნა და ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორა-აქვე ახლოს აქირავებს ჩემი ნაცნობი,ვთხოვ,ცოტა დააკლოს. ეგ უბანი შორსაა,თან არ გამოგადგება.
-არაა საჭირო , თქვენი ასე შეწუხება მე...-ის იყო,აკრძალული სიტყვა უმდა წარმომეთქვა,ირისის დაჭყეტილი თვალები მომელანდა და სასწრაფოდ მოვკუმე პირი-ისე,კარგი იქნებოდა. მადლობა.
ასე ვიპოვე ბინა,რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი.
მშვენიერი,სუფთა,მყუდრო ერთ ოთახიანი,სადაც ინტერნეტი და სარეცხის მანქანაც კი იყო.
ბედნიერებისგან გაბერილმა,ირისთან ერთად,რომელიც უნივერსიტეტის გარდა,ახლა უკვე ბართან მხვდებოდა ხოლმე,ახალ ბინაში ჩემი მცირე ბარგი გადავათრიე,ანიკოს კი სიხარულით გამოვუცხადე,რომ ჭორაობის მოყვარულ,დესპოტ დიასახლისთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებდი და ახალი მობინადრე ეშოვა.
ერთ სიამოვნებად ღირდა მისი გაავებული სახის დანახვა,წყევლა კი ბულბულის გალობად ჩამესმოდა ყურებში.
-ახლა მიხვდი?-ტაქსიში მჯდომ ირისს თვალები უელავდა,ამას პირად გამარჯვებად თვლიდა და მართალიც იყო.
-ბევრ რამეს ერთდროულად მივხვდი.
-მთავარი ისაა,რომ ყველაზე დიდი სიამოვნება საკუთარი ცხოვრების სადავეების აღებაა. ეს ერთადერთი რამაა,რასაც სიამოვნებით გააკეთებს შენს ნაცვლად ნებისმიერი,ვისაც არ დაეზარება. ახლა ხომ დაიჭირე,არავითარ შემთხვევაში აღარ გაუშვა.
-თავის უფალი-გამახსენდა მისი მოძღვრება-ჰო,მართლაც საუცხოო გრძნობაა.

ნამდვილად არ შევეცდები იმ გრძნობის გადმოცემას,რაც ახალ სახლში შესვლისას მეწვია. უბრალოდ გამარჯვების გემო საკმარისი იქნება.
მთელი დღე ვალაგებდი ნივთებს,რომლებიც მართალია,ბევრი არ მქონდა,მაგრამ დალაგება ძალიან მომწონდა,რაც ირისს აღიზიანებდა.
-დაასვენე ეგ ჭურჭლის ტილო,მასაც აქვს გრძნობები-ამოიოხრა,როდესაც მეათასედ ვკითხე,სად აჯობებდა მისი დაკიდვა-ეგ თუ არა,მე მაინც შემიცოდე-სავარძელზე გადაწვა და ლამაზი ფეხები ჰაერში აათამაშა-ისე,არ უნდა აღნიშნო?
-უკვე აღვნიშნავ-წარბები ავათამაშე და კიდევ ერთხელ წამოვიწყე ჩემს მიერ შექმნილი ჰიმნი:
“ფიქრის დრო სულაც არ იყო,
უნდა მეპოვა მე სახლი
დაე ბოროტმა ანიკომ
ვერ ნახოს მდგმური ახალი.
ირისმა გადამარჩინა,
არც მე დავაკელ წვალება,
დროებამ გამოაჩინა
ჰიმლერას გულის ამება”
ამ ჰიმნს რომელიღაც პოპ მომღერლის ცნობილი მუსიკის ჰანგებზე ვაჟღერებდი,რაც ირისის სათუთ გემოვნებას სამართებელივით ჭრიდა,ამიტომაც მიბრძამა,გაჩუმდი,თორემ გულ-ღვიძლს ამოგკვეთ და ანიკოს მივუტანო.
ცოტა ხანი მდუმარედ ვაკეთებდი ფერადი ფურცხლებისაგან პეპლებს და ვფიქრობდი,როგორი აღნიშვნა გაუხარდებოდა ირისს.
ჰიმლერას მოცემული ფულიდან ცოტა ოდენი დამრჩა,ამიტომაც ვგეგმავდი,როდესაც არ ვიმუშავებდი,ბევრი სასმელი მეყიდა და ცხოვრებაში პირველად დავმთვრალიყავი. რა თქმა უნდა,ირისთან ერთად,თუმცა ერთი პრობლემა იყო-სამსახურს ვერ გავაცდენდი,რადგანაც ჰიმლერამ ისედაც დიდი დახმარება გამიწია და ახლა დასვენების დღეს-ოთხშაბათსაც ვაპირევდი მუშაობას.
-ირისმა გადამარჩინა,არც მე დავაკელ წვალება...-სიმღერის ხმა მომესმა და ჟურნალში მოკირკიტე გოგონას გავხედე. ჩავიფხუკუნე და გამოფხიზლდა-ფუჰ,შენი! ჩავიხვიე... ეს გინდოდა?-ჟურნალი გამომიქანა.
-არ გინდა,საღამოს ბარში მოდი? ძირითადად მამაკაცები არიან,მარა კარგად გავერთობით,უკვე ბევრს ვიცნობ-შევთავაზე გულის ფანცქალით.
-რავი,მოვალ. სასმელზე დამპატიჟებ?-მხრები აიჩეჩა.
-დავლიოთ ხვალ!-ზედმეტად აჟიტირებული ვიყავი.
-მერე შენი უფროსი?-ეჭვით გამომხედა.
-ხვალ რაღაც საქმე აქვს და მარტო მტოვებს ბარში-გავიბღინძე-ცხეის მერე,პირველამდე.-იმაზე დავფიქრდი,წინააღმდეგი იქნებოდა თუ არა ჰიმლერა,მაგრამ ბოლოს დავასკვენი,რომ სულ ფეხებზე ეკ*იდა,მისთვის მთავარი იყო,ჩემი საქმე გამეკეთებინა.
აქვე მცირე ინფორმაცია ჩემს სამუშაო ადგილზე,რადგანაც,ალბათ მკითხველს აინტერესებს,რატომ ფრთხილობდა ჰიმლერა დამხმარის აყვანისას:
ბარში ძირითადად იკრიბებოდა გამორჩეული,საკმაოდ ხისტი იდეის მქონე ხალხი.
აქ იყვნენ 18 დან 50 წლამდე მამაკაცები(ძირითადი ასაკი კი მაინც 20-25 მდე მერყეობდა),რომელთაც ერთი დიდი,საკმაოდ ცნობილი პიროვნება აერთიანებდათ-ადოლფ ჰიტლერი.
მათ ქვეყნის მოწყობისა და პოლიტიკური მიმართულების ყველაზე სწორ გზად სწორედ ფიურერის იდეები მიაჩნდათ,რა თქმა უნდა,გარკვეული შესწორებებით.
ბარში შეკრებილები კი გეგმავდენენ ათასგვარ ქმედებას,რომლებიც მიმართული იყო ქვეყანაში ნაციონალიზმის გამოღვიძებისა და მემარჯვენე პოლიტიკის წინ წაწევისაკენ.
ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა,მაგრამ ხშირად ისმოდა სიტყვა”ზანგი” და “პედ*რასტი”,ამიტომაც დავასკვენი,რომ ყველაზე მეტად,საზოგადოების სწორედ ამ წარმომადგენლებს ემტერებოდნენ.
ხშირად გაცხარებით კამათობდნენ,თუ ბრძოლის რა ხერხი უნდა აერჩიათ,თუმცა ამ ხერხებს შორის არასდროს არ იყო ძალადობა,რაც,თავიდან დამფრთხალს,შედარებით მამშვიდებდა.
როგორც შემდეგ აღმოვაჩინე,მათი “ბრძოლის ველს”ძირითადად,ინტერნეტი წარმოადგენდა, სადაც გაიცნეს კიდეც ერთმანეთი.
ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად ედებოდა დაჯგუფება T-1/4 და ყველა შესაძლო საშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას,რომელიც,მათივე თქმით,დაზომბებული ხალხის გამოღვიძებისთვის იყო საჭირო.
ამ ზოგადი ინფორმაციის მიღმა,მათი საქმიანობით არ ვინტერესდებოდი,ჯერ ერთი,ჩემი საქმე არ იყო,მეორეც,რაც ნაკლები მეცოდინებოდა,უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
ამას გარდა,ინტერესიც არ მქონია დიდად,რადგანაც საკუთარი ახალი ცხოვრების მოწყობით ვიყავი დაკავებული.
“ბუნკერში” T და ერთი მეოთხედის გარდა,სხვა ხალხიც დადიოდა,ძირითადად,შემთხვევით მოხვედრილები ან ჰიმლერას ძველი ნაცნობები,ირისის ნაირ გოგონას კი იქ ძნელად ნახავდით,ამიტომ,ცოტა არ იყოს,მეშინოდა,თუმცა ჩემი “მასწავლებლის” იმედზე ვიყავი-ის ხომ ძალიან მაგარი იყო?
ირისისა და “ბუნკერის” შეხვედრა ამაღელვებელი ნამდვილად არ ყოფილა.
გოგონა მოვიდა,ბართან მდგარს ხელი შორიდან დამიქნია და ერთ-ერთ განმარტოებულ მაგიდასთან ჩამოჯდა.
იმ დროისთვის ბევრი ხალხი არ ყოფილა,რადგანაც შუა კვირა იყო,არც გაცხარებული კამათი ისმოდა ჰიტლერის მეთოდებზე,ამიტომაც თამამად მივატოვე ბარი და ორი კათხა ლუდით ხელში ირისს მივუსკუპდი.
-კარგი ადგილია,მომწონს-სასხვათაშორისოდ აღნიშნა ირიმ-შეიძლება ითქვას,საჩემოა. ერთი ეგაა,კარაოკე რომ იყოს,ესენი-თვალი შეკრებილებს მოავლო-ცოტა ბოლს გამოუშვებდნენ,ძაან დაძაბულები ჩანან.
-კარგი იდეაა-გამახსენდა,რომ ჩართულ მუსიკას,თუ მოსწონდათ,ბიჭები ყოველთვის ჰყვებოდნენ,განსაკუთრებით,რა თქმა უნდა,გერმანული სიმღერები მოსწონდათ,მაგრამ,ხელოვნების ხათრით,ინგლისურებზეც არ ამბობდნენ უარს.-ჰიმლერას ვეტყვი ერთი,თან უფრო მეტ ხალხს მოიზიდავს.
-ამათი სვასტიკები და “მეტი ხალხი” როგორ შეეწყობა მერე ერთმანეთს? აქ რომ ვინმე გეი შემოპრატუნდეს,ჩათვალე,დარხეული აქვს.
-არა-ა-რატომღაც,მათი გამართლება მომინდა-უბრალოდ შეხედულებებს არ მალავენ,არავისზე არ ძალადობენ.
-შენ რა იცი?-უბრალო,მაგრამ ჩამჭრელი კითხვა დასვა.
-ყოველ შემთხვევაში,მე არ გამიგია.-ამოვიბურტყუნე ბოლოს.
-ისე,რა რთულია,როცა ჰომოფობი ხარ-ირისმა ლუდის დიდი ყლუპი მოსვა და სიგარეტს მოუკიდა-წარმოიდგინე,შედიხარ მუზეუმში,ტკბები რაღაც გენიალური ნახატით ან ქანდაკებით,უცბად მოგახტება გიდი,ხელოვანის ცხოვრების დეტალებს გაგაცნობს და აღმოაჩენ,თურმე ჰომოსექსუალის შედევრით ტკბებოდი; უყურებ ფილმს,ძაან მაგარი კაცი თამაშობს და აღფრთოვანებული ხარ,დაგუგლავ ამ მსახიობ კაცს და ჰოი,ქმარი ჰყავს!-ირისმა ისე ბოროტულად გადაიკისკისა,მეგონა მთელი მსოფლიოს გეი საზოგადოება მისი შექმნილი იყო,ჰომოფობებზე ლაზღანდარაობისთვის-აი,კიდევ-ჭერს თვალები აღაპყრო და გააგრძელა-გადმოიწერე კარგი მუსიკა,მთელი თვეა უსმენ,დაიზეპირე და შენი ფლეილისტის საამაყო წევრად მიგაჩნია,უცბად კი ცაზრ მეხი გავარდება და აღმოაჩენ,რომ შემსრულებელი ვინაა?-თვალები დაქაჩა და მიპასუხეო,მანიშნა.
-გეი-გამეცინა.
-ზუსტად! ახლა დალიე,რას მიყურებ?
პირველი კათხის პარალელურად მიმდინარე მოვლენები მშვენივრად მახსოვს. დრო და დრო ბართან მივდიოდი,კლიენტებს ვემსახურებოდი,ძირითადად კი მშვიდად ვწრუპავდი ლუდს და ირისს ვუსმენდი.
-ფულის გარდა,ერთი უზარმაზარი პლუსი აქვს აქ მუშაობას-იდუმალი ხმით საუბრობდა-უამრავი სიმპათიური ბიჭია,შენ მარტო შეხედე,გემოვნების მიხედვით არიან ჩაწყობილები-სიცილს ვერ ვიკავებდი,ის კი სერიოზული სახით განაგრძობდა-მაღალი და გამხდარი,მაღალი და არც ისე გამხდარი,კიკინიანი,ნაწნავიანი,საყურე... მოიცა,საყურე პე**არასტიზმს არ ნიშნავს? როგორც ჩანს,არა!..
-შენ რომელი მოგწონს?-ვცდილობდი,მისი გემოვნება გამერკვია.
-მე ჭკვიანები მომწონს,აი ისეთები,*ლით კიარა,ტვინით რომ ფიქრობენ.
-მერე,არის ვინმე მასეთი?
-იქნება სადმე-ტუჩები აიბზუა-თუმცა ნამდვილად არ ველოდები.
-მგონი,მეც აღარ ველოდები-ჩავფიქრდი-ოდესმე თავისით გამოჩნდება ის ერთადერთი.
-არ არსებობს ერთად ერთი,შტერო. არსებობს სხვაზე უკეთესი. თუმცა გამიგონია,უკეთესი კარგის მტერიაო,ამიტომაც ერთადერთი კი არა,ოდესმე მოვა კარგი,თუ რა თქმა უნდა,ისევ გენდომება.
-ვის არ უნდა?
-მე. ჯობია,შენც არ გინდოდეს,მაგრამ ეგ უკვე ჩემი საქმე აღარაა.
-თავისუფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში?
-დაახლოებით. -რატომღაც,დადარდიანებული მომეჩვენს,მივხვდი კიდეც-თავისუფლების იდეისთვის ბევრი სანუკვარი სურვილის შეწირვაა საჭირო.მეტიც,უნდა გადააბიჯო საკუთარ ოცნებებს,უარი თქვა მთელ რიგ ყოველდღიურ სიამოვნებებზე,რომ საბოლოოდ გახდე საკუთარი მეს უფალი.
-შენ ის მითხარი-საავდროდ შეიმართა ირისი-ასე ცოტას რატომ სვამ?
კათხას დავხედე,ნახევარიც კი არ მქონდა დალეული.
სასწრაფოდ მოვიყუდე და თან თვალები დავჭყიტე. ირისი მოუსვენრად იყურებოდა ბარში,მივხვდი,რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
-ამდენი სიმპაათიური ბიჭიდან ერთიც კი არ მოსულა შენთან და სასმელზე არ დაუპატიჟებიხარ-გამწყრალმა შემომხედა,თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს-ცოტა თავისუფლად,რა!-ჩემსკენ გადმოიხარა და პერანგის რამდენიმე ღილი შემიხსნა.
-შენ არ თქვი,მხოლოდ სექსი უნდათო თუ რაღაც მასეთი-გამახსენდა მისი ცხვირაბზუებული საუბარი.
-ეგრეცაა,განა იმას გეუბნები,საწოლში ჩაუხტი-მეთქი!-თვალები დამიბრიალა-მაგაზე არც კი იფიქრო,ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი,სანამ სექსამდე მივალთ,უბრალოდ მამაკაცის ყურადღება განწტობის საუკეთესო წამალია და არა მარტო. ფლირტი უნდა ისწავლო,რადგანაც როცა ნამდვილად დაგჭირდება,გორილასავით არ დააღო პირი და ბანანი არ იტაკო...
არ ვიცოდი,ეს მეტაფორა ბინძური იყო თუ მხოლოდ მე გავიგე ასე,ირისი კი წარბშეუხრელად აგრძელებდა-ამას გარდა,უნდა გაიაზრო,რომ ლამაზი ხარ,ამაში კი მამაკაცი დაგეხმარებაა,ისინი ჩვენში ყველაფერ კარგს ხედავენ,უარყოფითს არ უყურებენ,ყოველ შემთხვევაში მანამ,სანამ თავისას მიიღებენ,ამიტომაც ფრთები გაშალე და ისმინე,ეტო. ისმინე,რა კარგიც ხარ. მანამდე კი დალიე,მოშვება გჭირდება,ნუ გეშინია,შენთან ვარ.
მეორე კათხის შემდეგ მახსოვს,ირისის რჩევები აღარ დამჭირვებია. დიდი ხნით ადრე დავადგი თვალი ბიჭს,სახელად გუგას. ალბათ მიხვდებით,რა არის ჩემებურად „თვალის დადგმა“-როდესაც რამეს უკვეთავდა,ენა მებმებოდა და ვწითლდებოდი,ხურდის დაბრუნებას ვუგვიანებდი,თვალებში ვერ ვუყურებდი და შორიდან,საუბარში გართულს მზერით ვბურღავდი. ახლაც აქ იყო გუგა,თუმცა ირისის საუბრითა და ალკოჰოლით გათამამებულმა,მოქმედება გადავწყვიტე.
-მერე რა?-უპასუხა ეშმაკუნამ ანგელოზს-სრულიად თავისუფალია,ცუდსაც არაფერს აპირებს,ის არამზადა დაჩიც სულ გადაიკარგა უნივერსიტეტიდან.
-ისე მართლა-ამოიოხრა ანგელოზმა-ნეტავ,სად გაქრა?
-ჩემს ფეხებს!-ჩავერთე საუბარში-მაგას ხომ არ დაველოდები მთელი ცხოვრება? არა,კარგი იქნებოდა,თუ ახლა აქ იჯდებოდა,მაგრამ სადღაც ჯანდაბაშია და წარმოდგენაც არ აქვს ჩემი არსებობის შესახებ,ამიტომაც,ჯობია,სხვაზე გადავერთო!
-ნამდვილად-თურმე ირისიც გვისმენდა.


T და ერთ მეოთხედის ბიჭები კამათში გართულიყვნენ,ამიტომაც სულაც არ ვაინტერესებდით არც მე და არც ირისი,რომელიც სრულიად დატწმუნებული მიმტკიცებდა,ეს მე არ მინდა,რომ შემამჩნიონ და იმიტომ არ მიყურებენო. მისგან განსხვავებით,მე ძალიანაც მინდოდა ყურადღება,თუმცა არ ვიცოდი,როგორ მიმეღო.
რგორც აღმოჩნდა,ხანდახან მეც მიმართლებს ხოლმე,რადგანაც მალევე მოუნდათ გუგასა და მის მეგობრებს ლუდი დამატებით,რაზეც ერთ-ერთი თანაგუნდელი გამოგზავნეს,მეც ვიყოჩაღე და თავად მოგიტანთ-მეთქი,გამოვუცხადე.
-სულ პატარა ჟესტი-მწვრთნელივით საუბრობდა ირისი-შენი ბუნებრივი სიმორცხვე ძალიან მიმზიდველია,ადამიანს გამორჩეულად აგრძნობინებ თავს.სულ ოდნავ,ოდნავ მიახვედრე,რომ მოგწონს.
რამდენიმე კათხა ერთად ავიღე,მაგიდისაკენ გავემართე და სასმლის დარიგება დავიწყე-რაც მთავარია,არ გამოაშკარავდე,ყველაფერს შემთხვევითობის ელფერი უნდა ჰქონდეს,ვითომ შენ არ გინდოდა და შემოგეწონა-სასმელი წინ დავუგი და შევეცადე,მწველი მზერა შემენათებინა გუგასავით,მაგრამ შენც არ მომიკვდე,შუბლშეკრული ეძებდა ტელეფონში რაღაცას-შემოვბრუნდი,რათა მეორე ჯერზე მეცადა,როდესაც ვიღაცის ფეხსაცმელს გამოვედე,შევტორტმანდი და პირდაპირ მაგიდასთან გვერდულად მჯდარ გუგას ჩავუსკუპდი კალთაში. გაოგნებულმა ამომხედა და ხელი შემაშვეა,წელზე ფრთხილად მომაკრო თითები და სხვების ხარხარის ხმა გადაფარა-შენც დაიწყე დალევა?
აი ახლა კი შევანათე“ მწველი მზერა“.თანაც საკამოდ ბუნებრივად,ადგომაარ მიჩქარია,მორცხვად გავუღიმე და ვუპასუხე.
-უბრალოდ აღვნიშნავ.
-რას?-არც ის ჩქარობდა ჩემს წამოყენებას.ჩემს ზურგზე თითებს ნელა ათამაშებდა.
-ახალ სახლში გადასვლას.
-მარტო ცხოვრობ?-ხმაში კმაყოფილება გაერია.
-ახლა უკვე კი.
ამის შემდეგ,როგორც იქნა,ავწიე ტაკო და დანარჩენი კათხების მოსატანად წავედი. დაბნეულმა შევნიშნე,რომ ირისი წასულიყო. ალბათ,მარტო ჯდომა მობეზრდა...
დავღონდი,მეგობრისთვის ნორმალური გასართობი ვერ მოვიფიქრე,მაგრამ დარდი დიდ ხანს არ მაცალეს-ტე და 1/4 -ის ბიჭები მეძახდნენ.
-ეტოს ახალმოსახლეობას აღვნიშნავთ!-ყვიროდა ერთი,მაღალი და გამხდარი,რომელსაც,როგორც შემდეგ გავიგე,ნუტრის ეძახდნენ,რადგანაც ნუკრი ერქვა და ძალიან უყვარდა „ნუტელა“ ,
ასე აღმოვჩნდი „ტე“ მაგიდასთან,სადაც გულღია ბიჭებმა,გუგას თამადობითით,მიმიპატიჟეს და ერთად დალევა შემომთავაზეს. იქნებ,ეს იყო ირისის გეგმა და ამიტომ წავიდა ახლა? არც აქამდე ეტყობოდა გართობის რამე.
დროის ამ მონაკვეთში,მაგიდასთან მჯდომმა,დავლიე რამდენიმე კათხა ლუდი,გავიგე,თუ რატომ ერქვა „ტე“-ს ტე,თუმცა ამაზე მერე,კვლავ დავლიე,უკვე არაყი და აქ ჩემი მეხსიერება წყდება.
გრძელდება იქ,სადაც გული კინაღამ გამისკდა.
ანუ ამბავი,თუ როგორ გავიღვიძე უცხო სახლში.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ალისა როგორ გამახარე❤ ვრცელ კომენტერს სავარაუდოდ ხვალ შემოგთავაზებ. მანამდე გეტყვი რომ სახელი ირისი მე პირველად გავიგე. ირი, როგორც ირინას შემოკლებული ფორმა გამიგია მაგრამ ირისი არა.
გამახარე დღეს ძალიან❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალისა როგორ გამახარე❤ ვრცელ კომენტერს სავარაუდოდ ხვალ შემოგთავაზებ. მანამდე გეტყვი რომ სახელი ირისი მე პირველად გავიგე. ირი, როგორც ირინას შემოკლებული ფორმა გამიგია მაგრამ ირისი არა.
გამახარე დღეს ძალიან❤❤❤

შენ როგორ გამახარე,იცი? ველი ვრცელ კომენტარს და ძალიან დიდი მადლობა,ჩემთან რომ ხარ♥️♥️

M∆IIå Beŧa^°
ცოტა უფრო განავრცე, თორემ ასე მგონია ორი სიტყვა წავიკითხე. ის რომ ეტომ ასე უცებ კარგი სამსახური და ბინა იპოვნა ბანალურია ჩემთვის, მაგრამ რაც არის არის, მოთხრობას სჭირდება:დ
ჰოდა კიდევ, ირისს ბევრჯერ ნუ ახსენებ შოკოლადები მაგონდება სულ და ფსიქიკაზე მოქმედებს. კონცენტრირებას ვერ ვახდენ და ბუუმ:დ
გელი დე❤

ირისიკო შოკოლადია,მაცდური და ხანდახან რომ ჯობია,არ გაეკარო,ისეთი;დდდ
ბოდიში პატარა თავებისთვის,რეალურად ისტორია ახლა იღებს “რაზგონს”,დედიკოს უხარია,მასთან რომ ხარ♥️

 


№3 სტუმარი Hgfdt

Ase mgonia irisi mxolod qvecnobieria da arc arsebobs.

 


№4  offline წევრი mariam m.k

Gmerto jadoqaro meweralo;
movaxerxe da komentarsac giwer ragac xarvezebis gamo chems gverdze ver shevdiodi samwuxarod,
ragac xarvezebis gamo chems gverdze ver shevdiodi da vala zemot ro weria .ase mgonia irisi
Mxolod qvecnobieriao chemi dakomentarebuli, ise shesanishnavi intuicia maqvs amas ar vuchuvi:
Momenatre qalo:! Jadoqaro mweralo.

 


№5 სტუმარი სოთამა

ოოოოფ :((( რა იყო ეს...
კაი რააა

 


№6  offline წევრი DI ANA

ვინაა შოკოლადის გოგო ვინოოო? ჩვენი ალისაო? (ჩათვალე რომ ამას ისეთივე გაცისკროვნებული სახით გეუბნები როგორითაც პატარა საყვარელ ბავშვებს ეუბნებიან ხოლმე :დდდ)

არა ბევრი კარგი მწერალი ხომაა მაგრამ აი ალისა მაინც ალისაა რააა:დ❤ შენ ცოტა ფრთხილად იყავი, 3 თავი და არანაირი მაგია ცოტა მაშინებს იცი?

ჰიმლერა არაო აბა გუგაა საბედო? განა წინააღმდეგი ვარ? დაჩის აშკარად ჯობია, ეგ ფაქტია მაგრამ ირისი სად გაქრა? ძალიან საეჭვოდ იქცევა.

ვის სახლში გაიღვიძა ეტომ? აი ეგ მართლა ძალიან მაინტერესებს, გუგასთან? ზედმეტად ბანალურია, ჰიმლერასთან? შანსი ნულია, აბა დაჩისთან? ოოო მაგასთან რომ მოხვდეს ეგ მე არ მაწყობს ამიტომ ჯერ-ჯერობით ჩავთვლი რომ ირისთან გაიღვიძებს, ეგ ვარიანტი მომწონს ყველაზე მეტად :დდდ

და კვლავ დავუბრუნდეთ ირისს. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ბევრ ვინმეზე ინფორმაცია მომიპოვებია მაგრამ ადამიანი სახელად ირისი არსად შემხვედრია, მოთხრობის პერსონაჟადაც კი, საიდან მოიტანეს რომ ეს სახელი ჭარბობს? ან საერთოდაც რატო ინტერესდებიან ვის რა სახელი ექნება? ეგრე ნახევარი პერსონაჟები ამ საიტზე მარიამები გიორგები და ალექსანდრეებია (ვიცი რომ არასწორი ფორმაა გავატაროთ) რომ რა? ასეთი ინციდენტის მომსწრე პირველად ვარ, არადა დარეგისტრორებამდე 3 წლით ადრე ვადევნებდი თვალს აქაურობას, რაცაა და როგორცააა , შენსას მიწექი ეგ ჩემგან ნამდვილად არ გესწავლება❤❤ უყვარხარ შენს დიანას და გელოდება ხვალ ახალი ნაწილით❤❤

 


№7  offline წევრი Rania

Irisi kargi saxeliaaa. Saberznetshic ki ishviataf hqviat. Tumca vicnob ramdenimess. Gamixardi zaliannnn. Opaaaa. Etos gadarevs irisi. Ogond bolomde misi principebi araa chemtvis misagebi. Tavis ufleba scored imitomaa yvelaze rtuli. Rom did nebisyofas moitxovs daicva zgvari. Tavisuflebasa da tavis uflebas shoris. Vgijdebi me shenzeeeeeee. Qetula varrrrrrrrrr. Ubralod niki maqvs shecvlilii
--------------------
Q.qimucadze

 


№8  offline წევრი Lea

საარჩევნო დაპირებად მინდა ირისი.

თითო ირისი ყველა
ოჯახს!

 


ალის, ხომ იცი ირისს რომ ჭამ (კანფეტს) და კბილზე გეწებება, ზუსტად ეგრეე ეს გოგოც. მიეწება ეტოს და თავს აღარ ანებებს :) ოღონდ რა უნდა და რას ხლართავს ვერ გავიგე. თავის- უფლებაო, ასწავლუს და ამ დროს მემგონი მთელ ცხოვრებას თავად უგეგმავს. არ მომწონს ასე სპონტანურად რომ გამოჩნდება ხოლმე და უცებ დაუწყობს მთელ გეგმებს, საეჭვოა ეგ გოგო ძალიან. ეს ჰიმლერაც საეჭვოდ მეჩვენება მე :) ეტო კიდევ ირისზე დამოკიდებული ხდება და თუ აქამდე თავისი კომპლექსების მონა იყო ახლა ირისს იქით ვეღარაფერს აღიქვამს მგონი ნელ-ნელა საკუთარ მეს კარგავს :(
ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ვის ოთახში გაიღვიძა ამ სულელმა გოგომ.
პ.ს. ჩემთან ვნახე რომ მაღაზიას ქვაი "ბუნკერი" ოღონდ სამხედრო რაღაც-რუღაცეები იყიდება და სახელი რომ წავიკითხე ეგრევე ეს ისტორია გამახსენდა ❤
ხვალ გელოდები ან დღეს❤❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

mariam m.k
Gmerto jadoqaro meweralo;
movaxerxe da komentarsac giwer ragac xarvezebis gamo chems gverdze ver shevdiodi samwuxarod,
ragac xarvezebis gamo chems gverdze ver shevdiodi da vala zemot ro weria .ase mgonia irisi
Mxolod qvecnobieriao chemi dakomentarebuli, ise shesanishnavi intuicia maqvs amas ar vuchuvi:
Momenatre qalo:! Jadoqaro mweralo.

მეც ძალიან მომენატრე!!! და რომ დაგინახე,უზომოდ გამიხარდა!
ირისის ვინაობაზე ნელ-ნელა გაირკვევა ყველაფერი:3♥️♥️

მარია.
როგორ დამაინტრიგე რო იცოდე.
ძააან მინდა შემდეგი თავი:/

ისე... არ მგონია გუგა(?) ცუდი ტიპი იყოს.
იმედია გამიმართლდება წინათგრნძობა

იმის მიუხედავად რომ ეტო ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, მაინც სხვა მხარეს მიდის.
ირისზე დამოკიდებული ხდება.
ნაგლობა და დაუმორჩილებლობა ხომ არაა
თავისუფლება არა?!
საკუთარი აზრი არ გააჩნია.
საითაც ირისი შეუბერავს, იქეთ გაფრინდება.
რავიცი...
არადა თავიდანვე მომწონს ეს გოგო და არ მინდა მის ძლივს მოპოვებულ ვითომ თავისუფლებას ცხვირით დაესოს.

ერთ-ერთი კომენტარი წავიკითხე და სულ შემეცვალა წარმოდგენა.
თუ ირისი მისი ქვეცნობიერია....
ეს მხოლოდ ვარაუდია რა თქმა უნდა, თუმცა....
უკვე მომწონს ! ;დდ

ზუსტად აღიქვი ეტოს თავში მიმდინარე ბრძოლა,ნამდვილად მასეა,გამორკვევა და ნაჭუჭის დამსხვრევა სურს,მაგრამ ცხვრის წატეხვაც არაა შორს:დდ
დანარჩენი გაირკვევა♥️♥️

სოთამა
ოოოოფ :((( რა იყო ეს...
კაი რააა


უფრო გაიზრდება თავები ამიერიდან♥️

DI ANA
ვინაა შოკოლადის გოგო ვინოოო? ჩვენი ალისაო? (ჩათვალე რომ ამას ისეთივე გაცისკროვნებული სახით გეუბნები როგორითაც პატარა საყვარელ ბავშვებს ეუბნებიან ხოლმე :დდდ)

არა ბევრი კარგი მწერალი ხომაა მაგრამ აი ალისა მაინც ალისაა რააა:დ❤ შენ ცოტა ფრთხილად იყავი, 3 თავი და არანაირი მაგია ცოტა მაშინებს იცი?

ჰიმლერა არაო აბა გუგაა საბედო? განა წინააღმდეგი ვარ? დაჩის აშკარად ჯობია, ეგ ფაქტია მაგრამ ირისი სად გაქრა? ძალიან საეჭვოდ იქცევა.

ვის სახლში გაიღვიძა ეტომ? აი ეგ მართლა ძალიან მაინტერესებს, გუგასთან? ზედმეტად ბანალურია, ჰიმლერასთან? შანსი ნულია, აბა დაჩისთან? ოოო მაგასთან რომ მოხვდეს ეგ მე არ მაწყობს ამიტომ ჯერ-ჯერობით ჩავთვლი რომ ირისთან გაიღვიძებს, ეგ ვარიანტი მომწონს ყველაზე მეტად :დდდ

და კვლავ დავუბრუნდეთ ირისს. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ბევრ ვინმეზე ინფორმაცია მომიპოვებია მაგრამ ადამიანი სახელად ირისი არსად შემხვედრია, მოთხრობის პერსონაჟადაც კი, საიდან მოიტანეს რომ ეს სახელი ჭარბობს? ან საერთოდაც რატო ინტერესდებიან ვის რა სახელი ექნება? ეგრე ნახევარი პერსონაჟები ამ საიტზე მარიამები გიორგები და ალექსანდრეებია (ვიცი რომ არასწორი ფორმაა გავატაროთ) რომ რა? ასეთი ინციდენტის მომსწრე პირველად ვარ, არადა დარეგისტრორებამდე 3 წლით ადრე ვადევნებდი თვალს აქაურობას, რაცაა და როგორცააა , შენსას მიწექი ეგ ჩემგან ნამდვილად არ გესწავლება❤❤ უყვარხარ შენს დიანას და გელოდება ხვალ ახალი ნაწილით❤❤

შოკოლადის გოგო თავად რომ ხარ,ეგ ფაქტი სად წაიღე?
უტკბესი და უთბილესი♥️
და ალისასაც ძალიან უყვარხარ,იცი შენ ეს.
ჰოო ვის სახლში გაიღვიძა,მაგაზე შემდეგ თავში ვიცინებთ;დდ
სახელს რაც შეეხება,იმდენი სჯა-ბაასი გამოიწვია,ირისზე დავფიქრდი,ეს ვინ ყოფილა-მეთქი,რა ამბები დაატრიალა ამ პატარა გოგომ:დდდ
რა თქმა უნდა,ერთეული ამპარტავანი ადამიანები ვერაფერს დამაკლებენ,როდესაც ასეთი მკითხველი მყავს♥️
ვიცი,რომ არც ცუდს დამიმალავთ და ეს მიხარია ყველაზე მეტად♥️

Rania
Irisi kargi saxeliaaa. Saberznetshic ki ishviataf hqviat. Tumca vicnob ramdenimess. Gamixardi zaliannnn. Opaaaa. Etos gadarevs irisi. Ogond bolomde misi principebi araa chemtvis misagebi. Tavis ufleba scored imitomaa yvelaze rtuli. Rom did nebisyofas moitxovs daicva zgvari. Tavisuflebasa da tavis uflebas shoris. Vgijdebi me shenzeeeeeee. Qetula varrrrrrrrrr. Ubralod niki maqvs shecvlilii


გიცანი,ქეთუნია♥️♥️
ძალიან სწორი შენიშვნები გაქვს,მაგ ზღვრის დაცვა გაუჭირდება ქეთოს და ეს ისტორიაც,დიდ წილად,მაგ ზღვარზეა.
დიდი მადლობა შენ,ყოველთვის პოზიტიური და თბილი რომ ხარ♥️

Lea
საარჩევნო დაპირებად მინდა ირისი.

თითო ირისი ყველა
ოჯახს!


აირჩიეთ ალისა წლის თავნება მწერლად და ირისი არ მოაკლდება არც ერთ სახლსა და ოჯახს :3:დდდ
მომენატრე შენ♥️

რუსკიმარუსია
ალის, ხომ იცი ირისს რომ ჭამ (კანფეტს) და კბილზე გეწებება, ზუსტად ეგრეე ეს გოგოც. მიეწება ეტოს და თავს აღარ ანებებს :) ოღონდ რა უნდა და რას ხლართავს ვერ გავიგე. თავის- უფლებაო, ასწავლუს და ამ დროს მემგონი მთელ ცხოვრებას თავად უგეგმავს. არ მომწონს ასე სპონტანურად რომ გამოჩნდება ხოლმე და უცებ დაუწყობს მთელ გეგმებს, საეჭვოა ეგ გოგო ძალიან. ეს ჰიმლერაც საეჭვოდ მეჩვენება მე :) ეტო კიდევ ირისზე დამოკიდებული ხდება და თუ აქამდე თავისი კომპლექსების მონა იყო ახლა ირისს იქით ვეღარაფერს აღიქვამს მგონი ნელ-ნელა საკუთარ მეს კარგავს :(
ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ვის ოთახში გაიღვიძა ამ სულელმა გოგომ.
პ.ს. ჩემთან ვნახე რომ მაღაზიას ქვაი "ბუნკერი" ოღონდ სამხედრო რაღაც-რუღაცეები იყიდება და სახელი რომ წავიკითხე ეგრევე ეს ისტორია გამახსენდა ❤
ხვალ გელოდები ან დღეს❤❤

ირისი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ეტოსთვის,ეგ მართალია,მთავარია,როვორ გაუმკლავდება ჩვენი გოგო:3
მგონი მეც ვნახე ეგ სამხედრო მაღაზია,მგონი საერთოდ მანამდე,სანამ ამ ისტორიის წერას დავიწყებდი,გარკვეულწილად,სამხედრო რაღაცებთან კავშირშია ბუნკერში შეკრებილი საზოგადოება და მალე გავიგებთ,რატომაც♥️♥️
ახალი თავი სუულ სულ ცოტათი დაიგვიანებს,აღარ მინდა ცოტა ავტვირთო.
გყვარობ მე შენ♥️

 


დავიწყებ იმით, რომ საშინლად, საზარლად საინტერესო ისტორიაა, პირველივე აბზაციდან ეგ გრძნობა დამეუფლა.
ეტოს სითამამე აკლია, მაგრამ ირისი, ჩემი აზრით არ არის ის ადამიანი ვინც ეს სითამამე უნდა მიანიჭოს. რადგან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ვარგა. თითქოს ეტოს იყენებს, რაღაც კონკრეტული მიზნისთვის, თითქოს სულიერად და ფიზიკურადაც წვრთნის, ოღონდ ჯერ არ ვიცით რისთვის.
არც მაგისი იდუმალი სამსახური მომწონს. გაქრება-გამოჩნდება-გაქრება-გამოჩნდება...
ეტო დაბნეულია, მომეწონა, დამოუკიდებლობისკენ რომ ისწრაფვის. არ მინდა რომ ირისის ბოროტი გავლენის ქვეშ მოექცეს მომავალში, რადგან უკვე თითქოს დამოკიდებული გახდა ამ გოგოზე. ♡ ჰომართლა, ჰიმლერა რა საყვარელი ვინმეა *__*
მალე გააგრძელე♡
მეიბილინ ვიზ ლაავ ♡

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
დავიწყებ იმით, რომ საშინლად, საზარლად საინტერესო ისტორიაა, პირველივე აბზაციდან ეგ გრძნობა დამეუფლა.
ეტოს სითამამე აკლია, მაგრამ ირისი, ჩემი აზრით არ არის ის ადამიანი ვინც ეს სითამამე უნდა მიანიჭოს. რადგან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ვარგა. თითქოს ეტოს იყენებს, რაღაც კონკრეტული მიზნისთვის, თითქოს სულიერად და ფიზიკურადაც წვრთნის, ოღონდ ჯერ არ ვიცით რისთვის.
არც მაგისი იდუმალი სამსახური მომწონს. გაქრება-გამოჩნდება-გაქრება-გამოჩნდება...
ეტო დაბნეულია, მომეწონა, დამოუკიდებლობისკენ რომ ისწრაფვის. არ მინდა რომ ირისის ბოროტი გავლენის ქვეშ მოექცეს მომავალში, რადგან უკვე თითქოს დამოკიდებული გახდა ამ გოგოზე. ♡ ჰომართლა, ჰიმლერა რა საყვარელი ვინმეა *__*
მალე გააგრძელე♡
მეიბილინ ვიზ ლაავ ♡

მებილინ,ჩემო სიყვარულო გოგო,უზომოდ მიხარია,რომ ასე დაგაინტერესა,სიმართლე გითხრა,მეც დიდი ინტერესით ვადევნებ ირისს თვალს,ეს ის პერსონაჟია,რომელიც საკუთარ თავს თავად ქმნის,ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება:D
ამ ისტორიას მთელი ყურადღებით ვწერ და ძაალიან მახარებს ის ფაქტი,რომ ჩემს გვერდით ხარ♥️

 


ძალიან კარგია❤, ჩამითრია და დიდი სიხარულით ვკითხულობ თითოეულ თავს, ❤❤მაგარი გოგო ხარ❤❤❤❤❤❤, ოღონდ თავები გაზარდე და მალე დადე. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, იმედია დიდხანს არ მალოდინებ ჩემო გოგო❤❤❤

 


№14 სტუმარი ჯბს

როდის დადებ

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

მწერალი როგორც ასეთი❤
ძალიან კარგია❤, ჩამითრია და დიდი სიხარულით ვკითხულობ თითოეულ თავს, ❤❤მაგარი გოგო ხარ❤❤❤❤❤❤, ოღონდ თავები გაზარდე და მალე დადე. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, იმედია დიდხანს არ მალოდინებ ჩემო გოგო❤❤❤

უდიდესი მადლობა შენ,ასე რომ გამახარე♥️♥️ ვბედნიერდები ასეთი შეფასების დანახვისას,ვეცდები,არ გალოდინო♥️♥️

ჯბს
როდის დადებ


ახლა იქნება მალე♥️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.