შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოლოგი {1 ნაწილი}


14-03-2019, 16:45
ნანახია 183

ფსიქოლოგი {1 ნაწილი}

- გამარჯობა გრეის.
იმის მიუხედავად, რომ ბიჭმა საკმაოდ ჩვეულებრივი ხმით წარმოსთქვა ეს სიტყვები,მაინც ექოთ გაისმა, თითქმის ცარიელ, თეთრ ოთახში. სადაც მხოლოდ ერთი საწოლი და პატარა 'ტუმბო' იდგა.
ბიჭი ოთახის შუაგულში შევიდა და იქვე მდებარე სკამზე ჩამოჯდა. შემდეგ კი მზერა გოგონაზე გადაიტანა, რომლესაც თეთრი ტანისამოსი ეცვა, ფანჯრის რაფაზე იჯდა და გისოსებიან ფანჯარას უემოციოდ გაჰყურებდა.
-აბა გრეის, იქნებ, დღეს მაინც გამესაუბრო? უკვე 3 დღეა აქ ხარ. ჩვენ შენი გამოჯანრმთელება გვინდა. მე აქ ამითვის ვარ. - წყნარად და გაწონასწორებული ხმით საუბრობდა ბიჭი. გოგონამ წამით მოაშორა ფანჯარას თვალი და ექიმს შეხედა, რომელიც საკმაოდ სიმპატიური იყო. თავისი ცისფერი თალებით და საკმაოდ სერიოზული გამოხედვით. მაგრამ ეს გოგოს არ ხიბლავდა, ნუ ამ მომენტში მაინც, როცა ის 'გიჟად' იყო წოდებული, ეს ბიჭი კი 'გიჟის ექიმად'.
- და რაზე გინდათ, გესაუბროთ ექიმო ტომლინსონ?- სამი დღის სიჩუმის შემდეგ ხმა ამოიღო გოგონამ და მის ექიმს შეხედა. ექიმმაც წამებში ჩაიწერა ეს სიახლე მის ბლოკნოტში და კვლავ ახედა მის 'პაციენტს'.რომელსაც საუბარი ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია. - იმაზე, თუ რატომ მოვკალი ჩემი მშობლები?
- ანუ, აღიარებ,რომ ეს შენ გააკეთე?
- ეს მე არ გამიკეთებია! - მტკიცედ წარმოსთქვა გოგონამ ეს სიტყვები.
- მაგრამ, ახლახანს ეგ თქვით.
- თქვენც, ხომ ამის მოსმენა გინდოდათ?
- მე სიმართლის მოსმენა მინდა, გრეის. - გოგონამ წამით შეავლო ექიმს მზერა,შემდეგ კვლავ ფანჯრისკენ გაიხედა. ექიმი კი ბლოკნოტში ინიშნავდა ყველა მის რეაქციას და შედეგებს.
- იცით, არ მესმით თქვენი.
- რას გულისხმობ, გრეის?- წყნარი ხმით იკითხა ექიმმა.
- როდესაც სიმართლეს ვამბობ, თქვენ ამის არ გჯერათ. შემდეგ კი, სიმართლის თქმას მთხოვთ. ამიტომაც მხოლოდ ერთი არჩევანია, ვთქვა ის, რისი გაგებაც თქვენ გინდათ. იმის და მიუხედავ, რომ ეს არასწორია.
მაგრამ, მე მაინც ვაგრძელებ იმის თქმას, რომ გიჟი არ ვარ. მე არ მომიკლავს ჩემი მშობლები.
- დამნაშავე,ყოველთვის უარყოფს დანაშაულს. - გოგონამ ჩაიცინა და ექიმს შეხედა.
- და უდანაშაულო? უდანაშაულო რას აკეთებს, ექიმო?
- უარყოფს დანაშაულს.- გოგონამ ნიშნის მოგებით გადახედა ექიმს და კვლავ ფანჯრისკენ იხედება.
- მაგრამ, არსებობს ბევრი მტკიცებულება, იმის, რომ ეს შენ გააკეთე. ამას როგორ ახსნით.
- ვფიქრობ, თქვენ უნდა დამეხმაროთ, იმაში, რომ გამოვმჯანმრთელდე. და არ უნდა იძიებდეთ თქვენ,ამ ყველაფერს.
- ანუ, ფიქრობ, რომ დახმარება გჭირდება?
- თქვენ ფიქრობთ ასე. - ექიმმა ამოიოხრა.
- და რას იტყბი იმაზე, რომ შეიძლება მე შენი მჯერა?
- თქვენ თვითონვე გეპარებათ ამაში ეჭვი. თქვენ არ გჯერათ ჩემი. ისევე როგორც ყველა აქ მყოფს.
- კარგი.- დანებდა ექიმი. - მაშინ ის მითხარი, რატომ არ იღებ იმ წამლებს, რასაც გაძლევენ?
- არ მჭირდება.
- გჭირდება. ეს აუცილებელიც კია. ნუთუ არ იცი, რას უკეთებენ ჯიუტ პაციენტებს?
- გინდოდათ გეთქვათ, გიჟებს? - გრეისმა ირონიით გადახედა ექიმს.
ხოლო ლუი ნამდვილად გაკვირვებული და დაინტერესებული იყო მისი პაციენტით. მისი საუბრით და მისი ირონიით.
ერთი შეხედვით, ის თითქოს საერთოდ არ გავდა ფსიქოპადს. მაგრამ ლუი იმით იმტკიცებდა თავის ეჭვებს, რომ გრეისმა საკუთარი მშობლები მოკლა.
თუმცა გულის სიღრმეში მაინც ღრღნიდა რაღაც და აფიქრებინებდა იმას, რომ ეს გოგო სრულიად უდანაშაულო იყო და აქ სხვა რაღაც ხდებოდა.

ექიმმა ამოიოხრა. თავის ბლოკნოტი დახურა და გრეის შეხედა, რომელიც ამჯერად საწოლზე დამჯდარიყო და რაღაც სივრცეს თვალდაუხამხამებლად უყურებდა.
- კარგი გრეის. დღეის სიანსი დამთავრებულია. იყავი დამჯერი გოგო და გააკეთე ის, რასაც გეტყვიან. გახსოვდეს, რომ ჩვენ მხოლოდ შენი დახმარება გვინდა. - ექიმი ფეხზე წამოდგა და გოგონას შეხედა, რომელიც საერთოდ არ აპირებდა პასუხის გაცემას. დანანებით გააქნია თავი და ოთახი დატოვა. ხოლო გოგო კვლავ მარტო დატოვა, ოთხ, თეთრ კედელში და თავის ფიქრებში გამოკეტილი.
სიჩუმეა.
ეს სიჩუმე უკვე აუტანელი ხდებოდა.
გრეისი იქვე საწოლზე იჯდა, ფეხები მკერდზე ჰქონდა აკრული, ხელები კი მათ გარშემო. ის წინ, ფანჯარაში, უსასროლობაში იყურებოდა.
ეს უკუნითი სიჩუმე, აიძულებდა მას, რომ ეფიქრა იმ საშინელ დღეზე.
სისხლში ამოსვრილ ოჯახზე.
დანაშაულზე, რომელზეც ყველა მას ადანაშაულევდა.
წამით ეჭვი ეპარებოდა და იმასაც კი ფიქრობდა.
"ნუთუ ეს მე გავაკეთე? ნუთუ მართლა გიჟი ვარ?" მაგრამ მას არაფერი ახსობდა. მხოლოდ მისი ოჯახი ახსოვს, სისხლი და მომაკვდავი სხეულები.
მისი გონება დაბინდული იყო,ის ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რეალობას.
მან დაუჯერა მის ექიმს.
წამლები მიიღო.
თუმცა ეს წამლები კიდევ უფრო ცუდად ხდიდა მას. კიდევ უფრო აფიქრებინებდა იმას,რომ მან მოკლა მისი ოჯახი, თუმცა ის მომენტები, თითქოს ყველაფერი გამქრალი იყო მისი გონებიდან.
არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ვისთვის დაეჯერებინა, რა მოემოქმედა.
მან არაფერი არ იცოდა, რაც კიდევ უფრო გადაყავდა ჭკუიდან.
თუმცა, ის მაინც მყარად იდგა. ის მაინც სწორად და საინტერესოდ საუბრობდა.
ვერავინ შეამჩნევდა, რომ ის გიჟი იყო, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.

დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ, კარების გაღების ხმა გაისმა. გრეისი იმდენად იყო შეჩვეული სიჩუმეს,რომ ამ ხმაურმა ცოტა შეაშინა. მაგრამ როდესაც დაინახა თუ ვინ იყო კარებთან მოეშვა და ამჯერად ქვევით დაიხედა.
- გამარჯობა გრეის.- გაისმა ლუის ხმა. გრეისი ჩუმად იყო. ის არ თვლიდა, რომ უნდა მისალმებოდა.
ლუი როგორც ყოველთვის, იქვე მდებარე სკამზე დაჯდა,გრეისის პირდაპირ და თავის ჩანაწერების ბლოკნოტი ამოიღო.
- გავიგე, რომ წამლებს სვავ. - განაგრძო საუბარი. - ძალიან გამიხარდა, რომ დამიჯერე. დამერწმუნე, ის გამოგაჯანმრთელებს.
- როგორ სიტუაციაში მიპოვნეს? - მოულოდნელად გაისმა გრეისის ხმა. ექიმმა გაკვირვებული შეხედა. გოგონამ იგრძნო მისი მზერა და კვლავ გაიმეორა. - პოლიციამ, როგორ მდგომარეობაში მიპოვნა?
- არ გახსოვს?
გრეისმა თავი გააქნია და კიდევ უფრო ძლიერად შემოხვია ხელები მის ფეხებს.
- მე.. ბუნდოვნად.- ამოილუღლუღა მან.
- შენ მათ გვამებთან იყავი. ხელები სისხლიანი გქონდა. ამ დროს პოლიცია მოვიდა და აგიყვანეს. გაიხსენე გრეის.- ლუი წყნარად და გაწონასწორებულად ესაუბრებოდა მის წინ მჯდომ 'პაციენტს'.
გრეისმა ხელები ამჯერად თავზე მოიკიდა და ნერვიულად შეიცურა თმებში.
- მე არ მომიკლავს.- ამოილუღლუღა გოგონამ. - მე როდესაც სახლში მივედი, ისინი მკვდრები იყვნენ. მე არ მომიკლავს.
- ეს ისტორია ვიცი. მაგრამ, მგონი შენთვითონ გეპარება ეჭვი ამ სიტყვებზე, არა გრეის? - გამომცდელი ხმით კითხა ლუიმ. გოგონამ თავი გაიქნია, ექიმს შეხედა და მტკიცედ წარმოსთქვა.
- მე არ მომიკლავს, ჩემი მშობლები. მე მათ ვერ მოვკლავდი.- ბოლოში მაინც გაუტყდა ხმა. ექიმმა ამოიოხრა.
- კარგი გრეის. მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ, კარგი?
გოგონამ თავი დაუქნია და ცრემლებს, რომლებსაც საშინლად უნდოდათ გადმოსვლა, შეიკავა და კვლავ მტკიცე სახე მიიღო.
- კარგი. მოდი შენს თავზე მომიყევი. რა გიყვარს? ან რაზე ოცნებობ?
- ამას რატომ მეკითხებით? - იკითხა გოგომ. რადგან ნამდვილად უკვირდა, რომ მისი ექიმი, რომელიც პირველივე დღიდან ცდილობდა სიმართლე გაერკვია და ყოველთვის იმ ღღეზე საუბრობდა, ახლა ასეთ კითხვებს უსვამდა.
- რაც უფრო მეტად გადაიტვირთავ თავს, ფიქრისგან. და რაც უფრო ბევრჯერ შევეხებით ამ თემას, კიდევ უფრო ცუდად გახდები. ამიტომაც, ცოტა ხანს მოვეშვათ და ვისაუბროთ თავისუფლად. არ იფიქრო არაფერზე. დღეს დაივიწყე ის დღე და უბრალოდ მიპასუხე. რა გინდა ახლა ყველაზე მეტად? - ღიმილით თქვა ბიჭმა და გოგონას შეხედა, რომელმაც ფანჯრისკენ გაიხედა და ამოიოხრა.
- გარეთ გასვლა. - თქვა ჩუმად. ექიმი უყურებდა გოგონას, რომელიც გარეთ იმედგაცრუებული იყურებოდა. თითქოს გული შეეკუმშა ამის დანახვაზე. მან იცოდა,რომ ის ცუდად იყო და ეს, თითქმის ცარიელი ოთახი, კიდევ უფრო თრგუნავდა და ცუდად ხდიდა.
რაღაც სჭირდა, თითქოს ეს გოგო იზიდავდა და უნდოდა, რომ ყველაფერი გაეკთებინა რადგან ის კარგად ყოფილიყო.
თუმცა მან თითქოს იცოდა ამ გაურკვეველ გრძნობაზე პასუხი. მას ის ეცოდებოდა. მას გულისიღრმეში სჯეროდა,რომ ეს გოგო მართალი იყო. და ეცოდებოდა იმის გამო, რომ ღმერთმა ასე გასწირა ეს ახალგაზრდა და უმწეო გოგო.
- გეცოდებით, არა?- გოგონამ ექიმზე გადაიტანა ყურადღება, რომელიც გოგონას ნაღვლიანი უყურებდა. მისმა ხმამ ბიჭი გამოაფხიზლა. თავი გააქნია და გოგონას შეხედა.
- ასე არ არის. - გრეისმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.
მაგრამ ეს სიჩუმე გრეისის ხმამ გაწყვიტა.
- შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
- გისმენ, გრეის.
-შეგიძლიათ გარეთ გამიყვანოთ? - თქვა და იმედიანი თვალებით შეხედა ბიჭს.
- გრეის ეს ძალიან რთულია. - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა. გოგონამ ამოიოხრა.
-კარგით. ასეც ვიცოდი.- თქვა და საწოლზე დაწვა. - შეიძლება დავასრულოთ? მეძინება.- ჩაილაპარაკადა ექიმის ზურგშექცევით დაწვა. ლუიმ ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.
- კარგი. ძილინებიდა გრეის. - თქვა და ოთახი დატოვა.
გრეისი ზურგით დაწვა და ჭერს ახედა. შემდეგ კი, იმ დღის შემდეგ, პირველად წამოუვიდა ცრემლები. თითქოს ის უემოციო და მტკიცედ მდგომი გოგო გამქრალიყო და მის ნაცვლად უმწეო გოგო ჩასახლებულიყო. ის ოთხად მოიკეცა და ქვითინი დაიწყო.
აღარ შეეძლო.
ამ კედლებს, ოთახს და სიჩუმეს ჭკუიდან გადაყავდა. ნატრობდა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი ყოფულიყო.
- დედა, დამეხმარე, გთხოვ.- ჩუმად ჩაილაპარაკა მან. ბალიშს კიდევ უფრო მოხვია ხელები და ტირილი განაგრძო.
ამ წუთას იგი, უსამართობას.
ტკივილს.
ყველას მიმართ სიძულვილს და ამასთანავე უსაზღვრო მონატრებას გრძნობა იგი.
ტკიოდა, რადგან ასე იტანჯებოდა.
ეზიზღებოდა ყველა, რადგან არავინ უჯერებდა და ასე სასტიკად ექცეოდნენ მას.
ხოლო ენატრებოდა, ის ადამიანები, ვინც ყოველთვის მის გვერდში იდგნენ ყველა მომენტში. მაგრამ ახლა, სრულიად მარტო იყო ამ უსამართო ქვეყანაში. ის მარტო იყო.
მას მხოლოდ თავისი თავი ჰყავდა.
თავისი თავი და სხვა არავინ.
-მესმის, რომ არ არის მისაღები ახლა მისი გარეთ გაყვანა სხვებთან ერთად. მაგრამ დამერწმუნეთ, რაც უფრო ჩაკეტილი იქნება ოთხ კედელში, კიდევ უფრო ცუდად გახდება. - უკვე ნახევარი საათია ლუი სთხოვს მთავარ ექიმს, რომ გრეისის გარეთ გაყვანაზე დათანხმდეს. ექიმი კი უკვე მობეზრებული შეჰყურებს ბიჭს და ვერ გაუგია თუ რატომ ღელავს ასე ძლიერ ლუი გრეისზე.
- კარგი.- ბოლოს დასთანხმდა და ამოიოხრა,- მხოლოდ ორმოცი წუთით.
- კარგი.- ღიმილით წამოდგა ფეხზე ლუი. - მადლობა.- მისი კაბინეტი დატოვა და გრეისის ოთახისკენ წავიდა.
კარების შეღებისთანავე დაინახა გრეისი,რომელიც საწოლზე იწვა და კედელს მობეზრებით გაჰყურებდა.
კარებისხმაზე გამოიხედა და ლუის შეხედა რომელოც საეჭვოდ იღიმოდა.
- გამარჯობა გრეის.- მიესალმა ექიმი. გრეისი საწოლზე ჩამოჯდა და მისალმების ნიშნად თავი დაუქნია.
ლუი გისოსებიან ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.
- გრეის, რას ფიქრობ, სასეირნო ამინდია? - იკითხა მან და გოგონას გახედა რომელიც მისი კითხვისგან გაკვირვებული უყურებდა ფანჯარას.
- ამ..დიახ, კარგი ამინდია.- ბოლო სიტყვები დამწუხრებულმა წარმოსთქვა.
- მშვენიერია! მაშინ შეგვიძლია გავისეირნოთ.- სრულიად სერიოზულად წარმოსთქვა და გრეისს შეხედა, რომელიც ვერ იაზრებდა თუ რა უთხრა.
- რა? - გაკვირვებულმა წარმოსთქვა.
- შეგვიძლია, გარეთ გავისეირნოთ.- გარკვევით წარმოსთქვა.
- სერიოზულად?- აღტაცებულმა წარმოსთქვა და ფეხზე წამოდგა. ლუიმ ღიმილი ვეღარ შეიკავე და ფართო ღიმილით დაუქნია თავი.
- ღმერთო, როგორ?!
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ახლა გავალთ, მაგრამ მხოლოდ ორმოცი წუთი.
გოგონამ სწრაფად დაუქნია თავი. იქვე მდებარე თეთრი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ლუის შეხედა მოუთმენლად. მის საქციელზე ლუის ჩაეცინა, ოთახის კარი გააღო და გასასვლელისკენ წავიდნენ.
გასასვლელამდე უამრავი 'გიჟი' შეხვდათ. ცოტა არ იყოს ამან გოგონა შეაშინა და ამ დროის მანძილზე ლუის გვერდიდან არ მოშორებია.
და თან ამას იმაზე ფიქრი ემატებოდა, რომ შეიძლება როდესმე ისიც მათნაირი გამხდარიყო.
გარეთ გასვლისთანავე გოგონამ ფართოდ გაიღიმა და ნიავის შეხებაზე თვალები დახუჭა. მიხვდა, თუ როგორ მონატრებია თავისუფლება. მაგრამ სამწუხაროდ ის ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი, ამან კიდევ უფრო დაუძიმა გული, მაგრამ ის ამ ყველაფერს გულში იკლავდა.
- წამოდი. - გაიგო მისი ექიმის ხმა. მან ლუის შეხედა და მასთან ერთად დაიწყო სეირნობა.
- გრეის.
- გისმენთ.
- შენ მაინც ჯიუტად იმეორებ იმას, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია. ასეა?
გოგონამ ამოიოხრა.
- დიახ.
- კარგი. მაშინ თუ ასეა, მითხარი, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? ვის შეიძლებოდა ნდომებოდა, რომ, შენი თქმით, ეს ყველაფრი მოეწყო და შენთვის გადმოებრალა ეს საქმე? - ამ კითხვამ გოგონა დააბნია. რადგან ასეთი რამ არავის არ დაესვა, სულ იმას ეკითხებოდნენ, თუ რატომ მოკლა მან მისი მშობლები.
თუმცა მას ბევრჯერ უფიქრია ამაზე. თითქმის ყოველ დღე. ვის შეეძლო ეს ჩაედინა? ის ხედავდა, რომ მისი მშობლები ყველას უყვარდა. ყველა დიდ პატივს სცემდა. მათ არასდროს ყავდათ მტერი. თუმცა, იცოდა თუ არა მან ყველაფერი? იცოდა ყველაფერი მის მშობლებზე?
ეს კითვები თავს არ ანებებდნენ. ყოველ ღამე ეძებდა ამ კითხვებზე პასუხს, მაგრამ უშედეგოდ.
- გრეის?- ფიქრებიდან ლუის ხმამ გამოარკვია. ამოიოხრა და ლუის შეხედა.
- არვიცი. - თქვა და თვალი აარიდა. იქვე მდებარე სკამზე ჩამოჯდნენ და წინ გამწვანებულ მინდორს დაუწყეს ყურება. - ყოველ ღამე ვფიქრობ ამაზე. ვის შეეძლო ეს ჩაედინა? ან რატომ? რაში დასჭირდა ეს? ეს ფიქრები თავს არ მანებებს. ვიცი არავინ დამიჯერებს, სანამ ნამდვილად არ გაირკვევა მკვლელის ვინაობა. ახლა შენც არ გჯერა იმის რასაც გეუბნები. მაგრამ,- ამოიხვნეშა და ლუის შეხედა,- გეფიცები, წარმოდგენა არ მაქვს ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა. როგორც მე ვიცი ჩემს მშობლებს არ ჰყავდათ მტრები. და მაინც, მე არმომიკლავს ისინი. რატომ უნდა მომკლა? მათ გარდა არავინ მყავდა.- თავი ხელებში ჩარგო და ხმაგამტყდარმა ამოილაპარაკა,- ისინი ძალიან მიყვარდნენ, მათ გამო ყველაფერზე თანახმა ვიყავი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ავიღებდი დანას და მათ ხელის აუკანკალებლად ჩავარტყავდი? მართლა ასე ფიქრობთ?! - თვალებზე მომდგარი ცრემლი შეიშრო და ლუის შეხედა რომელიც ამ დროის მანძილზე გოგონასთვის თვალები არ მოუშორებია.
- იცი, უამრავი პაციენტი მყოლია. მათ არც კი შეეძლოთ საღად საუბარი. მათთან ყოფნისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნამდვილად მათი ადგილი იყო, რომ მათ ნამდვილად სჭირდებოდათ მკურნალობა. თუმცა შენ. პირველივე დღიდან მაოცებ და იმ ეჭვქვეშ მაყენებ, რომ ეს შენი ადგილი არ არის. შენ სიმართლეს ამბობ და მართლაც რაღაც ხდება. თუმცა, დამერწმუნე, რაც არ უნდა დაგიჯერო, სანამ სიმართლე არ გაირკვევა არაფერი შეიცვლება.
ამიტომაც მინდა, რომ კარგად დაფიქრდე. ყველაფერი კარგად გაიაზრო, ყოველი დეტალი. და მითხრა, ან ჭვი შეიტანო იმაში, თუ ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე. - ლუიმ გოგონას ხელი ხელზე მოკიდა და ამოილუღლუღა,- გპირდები, გავარკვევ ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე. მაგრამ შენც უნდა დამეხმარო, შენს გარეშე ვერაფერს გავაკეთებ.
- რატომ ცდილობ ჩემს დახმარებას? - ჩუმად ამოუილუღლუღა გრეისმა და ლუის ქვემოდან ახედა. - ხომ შეგიძლია, რომ უბრალოდ 'გიჟად' ჩამთვალო და სამუდამოდ აქ გამომკეტოთ?
- დაგავიწყდა? მე შენი ექიმი ვარ და სახვათაშორის, ექიმს ევალება პაციენტის კარგად ყოფნა. მე კიდევ, კარგი ექიმი ვარ.- ფართოდ გაიღიმა ლუიმ. მის სიტყვეზე გრეისს ჩაეცინა და მას ლუიც აჰყვა.
კიდევ ცოტახნით ისხდნენ, შემდეგ ისევ შენობაში შევიდნენ და კვლავ ცალ-ცალკე დარჩნენ ერთმანეთისგან. თუმცა სხვა დღეებისგან განსხვავებით, დღეს, ორივე კმაყოფილი და ბედნიერი იყო. თუმცა არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა შემდეგ და ეს ბედნიერება რაში ჩაენაცვლებოდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ის მართალს ამბობს?- ეჭვნარევი ხმით იკითხა შავგვრემანმა და ლუის შეხედა, რომელიც მეგობარს მისი 'პაციენტის' სიმართლეში არწმუნებდა. - დაგავიწყდა სად მუშაობ?
- ზეინ, დამერწმუნე, ის სხვანაირია. - ამოიოხრა ლუიმ და მდივანს ზურგით მიეყრდნო.
- კარგი,- დანებდა ზეინი,- ყველანაირად ვეცდები, რომ გავარკვიო.
- მადლობა.
- დღეს ისვენებ?- კითხა ზეინმა და იქვე მდებარე ლუდის ბოთლი აიღო.
- კი.
- ლიამს დავურეკოთ და ბარში წავიდეთ რა. ნამდვილად გესაჭიროება ცოტა გართობა, ძმაო.
- კარგი. ეს სიმართლეა. - ამოიოხრა ლუიმ და ტელეფონზე მეგობრის ნომერი აკრიფა.

***
სიჩუმეს კარის გაღების ხმა არღვევს, გრეისი კრთება და კარისკენ იხედება საიდანაც მთავარი ექიმი შემოდის.
გრეისი ვერ იტანდა მას. რადგან არასასიამოვნო შესახედის იყო და ყოველთვის ბოროტული ღიმილი აკრავდა მის სახეს.
- გამარჯობა, გრეის. - მისმა ხმამ საშინლად გაიჟღერა თითქმის ცარიელ ოთახში. გრეისი ფეხზე წამოდგა.
- ეს დღეები კარგი გოგო იყავი, ამიტომაც გადავწყვიტე გარეთ გამოგვეშვი. - ამ სიტყვების შემდეგ გოგონას თავი ცხოველი ეგონა, რომელიც კარგად იქცეოდა და გალიიდან უშვებდნენ. ეს ყველაფერი ამაზზრზენი იყო მისთვის.
მთავარი ექიმი, მეთიუ, გოგონასკენ წავიდა და მკლავში ხელი ჩაავლო. გრისმა ჯერ მის ხელს შეხედა შემდეგ კი მას.
- იყავი კარგი გოგო. - როდესაც მეთიუმ დაინახა, რომ მას შეწინააღმდეგება უნდა გაეწია, ირონიული ტონით მიმართა და შემდეგ ოთახიდან გაიყვანა.
გრეისს პრობლემები არ სჭირდებოდა ამიტომაც მორჩილად გაჰყვა მას.
მეთიუმ გოგონა უზარმაზარ, ნათელ ოთახში შეიყვანა. სადაც უამრავი გოგოები და ბიჭები იყვნენ. მათ შემხედვარე, გრეისი მიხვდა, რომ ისინი 'პაციენტები' იყვნენ და ეს მათი 'დასასვენებელი' ადგილია.
- კარგად მოიქეცი.- კვლავ გაიგო ექიმის ხმა. შემდეგ კი მოშორდა მას და სადღაც წავიდა.
გოგონას უხაროდა, რომ მთელი დღე კვლავ ოთახში არ გაატარებდა. თუმცა არ იცოდა რა ეკეთებინა აქ. მან თვალი მოავლო მის გარშემომყოფლებს.
ზოგი ტელეფონზე ლაპარაკობდა, რომელიც არ მუშაობდა. ზოგი ერთ ადგილას იჯდა, უმისამართოდ იყურებოდა და თან ირწეოდა. ზოგი უბრალოდ დადიოდა და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ.
გრეისმა ამოიოხრა.
მან კარგად იცოდა, რომ ეს სიტუაცია დახვდებოდა. ის ხომ საგიჟეთში იყო.
ის ნელა დაიძრა და წინ წავიდა. თვალიერების შემდეგ იქვე, დიდ ფანჯარასთან მდებარე მაგიდა და სკამი დაინახა და მისკენ წავიდა. სკამზე მოთავსდა და გარეთ გაიხედა.
შემოდგომა იყო, ყვითელი ფერის ფოთლები ძირს იყო მიმოფანტული და ხეები თითქმის გატიტვლებულნი იყვნენ. თუმცა მაინც ლამაზი ხედი იშლებოდა.
დიდი ეზო, უამრავი ყვითელი ფოთლები მიმოფანტული, ნისლიანი ამინდი და იქვე მდებარე სკამი, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებდა ეზოს.
გრეისი ამ სილამაზით იყო გართული, როცა ხმა მოესმა.
- ლამაზია, არა?- მან გაკვირვებული გაიხედა ხმის პატრონისკენ. იქ კი მის მსგავსად, ნაცრისფერ, სპორტულ შარვალში და თეთრ მაისურში მყოფი, ცისფერთვალება ბიჭი დაინახა. რომელიც გრეის სულაც არ უყურებდა და ისიც გრეისის მსგავსად გარეთ იყურებოდა. გრეისმა ხმა არ ამოიღო.
-შეიძლება?- ბიჭმა ამჯერად მისი ცისფერეი თვალები გრეისს შეანათა და მის წინ მდგომ სკამისკენ ანიშნა. გრეისმა თავი ფრთხილად დაუქნია რის შედეგადაც ბიჭი მის წინ დაჯდა და მათ შუაში მდგომ მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
- ახალი ხარ, არა? - გრეისი კვლავ თავის დაქნებით შემოიფარგლა.
- მსმენია შენზე.- ბიჭმა თავი დაუქნია. - მე ნაილი მქვია. შენ კი, გრეისი, როგორც გავიგე.
სიჩუმის შემდეგ კვლავ ნაილმა განაგრძო.
- აქ უბრალოდ იმისთვის მოვედი, რომ საერთოდ არ გავხარ გიჟს, როგორც იძახდნენ.- მან მხრებია აიჩეჩა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- არც შენ.- ხმა ამოიღო გრეისმა. ბიჭს ჩაეცინა.
- მე აქ უკვე 6 წელია ვმკურნალობ. მგონი რაღაც შედეგი არის. ექიმები ამბობენ,რომ მალე გამოვჯანმრთელდები. - მან გვერდზე გაიხედა და იმათ შეხედა, ვიზეც ნამდვილად ვერ იტყოდი, რომ კარგად იყვნენ. - ხედავ იმათ?- კითხა ბიჭმა და გრეისს შეხედა. გრეისმა გვერდზე გაიხედა და შემდეგ ისევ ბიჭს შეხედა და თავი დაუქნია.
- დამერწმუნე, მათზე კიდევ უფრო უარესი ვიყავი. 15 წლის ვიყავი, როცა აქ მომიყვანეს.
- რატომ?
- ხმები მესმოდა, და გაუაზრებელ რაღაცეებს ვაკეთებდი. 15 წლის ვიყავი, როცა მეგონა, რომ ფრენა შემოძლო და სახლის სახურავიდან გადახტომა ვცადე. თუმცა უფლება არ მომცეს. და ამის შემდეგ აქ მომიყვანეს. 6 წელია რაც აქ ვარ.
- და ახლა?
- ახლა კარგად ვარ.- გაიღიმა ბიჭმა. - და შენ? შენზე ამბობენ, რომ.. მმ..- ნაილი დაიბნა და ბოლომდე ვერ დაასრულა.
- რომ მშობლები მოვკალი. - მისი სიტყვა გრეისმა დაასრულა. ნაილმა კი დამწუხრებით დაუქნია თავი.
- მე არ მომიკლავს. - როგორც ყოველთვის დარწმუნებით წარმოსთქვა ეს სიტყვები გრეისმა.
- ასეც ვფიქრობდი. ნამდვილად არ გავხარ ფსიქოპატ მკვლელს. მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ, მათთვის მთავარია უფრო მეტი ადამიანი შემოყარონ აქ. - თვალები აატიალა ნაილმა. მის სიტყვებზე გრეისს გაეცინა.
მოეწონა ნაილი.
ის საყვარელი იყო და საერთოდ არ გავდა ყველა იქ მყოფელებს. და თან ნამდვილად არ აწყენდა გამომლაპარაკებელი. ყოველ შემხვევაში იმ დროს მაინც თუ ლუი არ იქნებოდა მასთან.
- შენი ექიმი ვინ არის?
- ლუი ტომლინსონი.
- ის ნამდვილად კარგი ადამიანია.- თქვა ნაილმა და გაიღიმა. გრეისმა მას შეხედა.
- იცნობ მას?
- 3 წლის წინ მოვიდა ამ საავადმყოფოში და პირველად ჩემთან შემოუშვეს. რადგან ჩემი ექიმი ნამდვილი ფსიქოპატი აღმოჩნდა.- მის სიტყვებზე გრეისს გაეცინა რაზეც ნაილიც აყვა. - ის ნამდვილად დამეხმარა და ახლა მისი დამსახურება უფროა, რომ მე კარგად ვარ. შემდეგ შენ მოგიყვანეს და ისიც შენთან შემოუშვეს. მე კი ახლა ნამდვილად ძალიან სექსუალური ექიმი მყავს.- წარბები აათამაშა ნაილმა რამაც კიდევ უფრო გაამხიარულა გრეისი.
- ლუის ჯერა ჩემი.- გასაგონად, ხმადაბლა თქვა გრეისმა.
- ეჭვი არ მეპარება, ხომ გითხარი, ის კარგია.- უთხრა ნაილმა ღიმილით და შემდეგ კარებისკენ გაიხედა საიდანაც მთავარი ექიმები შემოვიდნენ. ამოიოხრა.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა გრეის, მართლა. ახლა კი წასვლის დროა, ოთახებში გვაბრუნებენ. დიდი იმედი მაქვს კიდევ გნახავ.- თქვა და ფეხზე წამოდგა. გრეისმაც მას მიბაძა.
- ჩემთვისაც, ნაილ. - გაუღიმა გოგონამ. ნაილმაც ღიმილით უპასუხა და მას მოშორდა. გოგონასთან კვლავ მეთიუ მივიდა და თავის ოთახში დააბრუნა. შემდეგ კი უთქმელად დატოვა მისი ოთახი და კარები ჩაკეტა.
გრეისი კი კვალვ მარტო დარჩა ოთხ კედელში.
თუმცა ნამდვილად ნასიამოვნები იყო ამ დღით. მან ნაილი გაიცნო, და უხაროდა, რომ ამხელა შენობაში, ამდენ ადამიანებთან, ერთი ადამანი მაინც გაეცნო. რომელსაც უთმელად დაუჯერევდა მას და არ დაუწყებდა იმის კითხვას, თუ რატომ მოკლა მან მისი მშობლები.
ეს ნამდვილად სასიხარულო იყო.
ნაილის სიტყვები კი თავიდან არ ამოსდიოდა, მის ექიმზე.
ის მართალია, ლუი მართლაც კარგი ადამიანია და უხარია, რომ ის მის გვერდითაა.
ის და არა სხვა.

იმედია პირველი თავი მოგეწონათ ველოდები თქვენს შეფასებას <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Maryam_

ძალიან მომწონს ❤ გამართულად და გრამატიკულად გიწერია, ასევე საინტერესო და დამაინტრიგებელია აუცილებლად გააგრძელე და წარმატებები❤


პს. ჰარიც იყოს ვინმე რა, თორე მეწყინა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent