შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (1)


14-03-2019, 20:58
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 105

სხვისი ცოლი (1)

მან ცოტახნით მოხუჭა თვალი,მე კი გაუნძრევლად ვწევარ,თვალები ფართოდ გავახილე და ჭაღს მივაცქერდი.ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ნახევრად ანათებს.ვცდილობ ისევ დავიძინო,მაგრამ მახსენდება ჩვენი საუბარი და თვალები მეწვის,ცრემლის ჩაგროვების წინა ეტაპზე ვარ,თუმცა არ მინდა ტირილი,ამით საკუთარ სისუსტეს გამოვამჟღავნებ.ხელის გული მკერდზე მივიბჯინე და ზურგ-შექცევით დავწექი,მალევე ვიგრძენი მისი ხელი მუცელზე და წამიერად დამაჟრიალა,აი ახლა მართლა მინდა ვიტირო და ბოლო ხმაზე ვიყვირო.ტუჩების სიმხურვალეს ვგრძნობ ლოყასთან,ნაზად მკოცნის და ისევ მცილდება.
გული ამოხეთქვას მაქვს,მინდა გადავბრუნდე და მეც ვაკოცო,მაგრამ ყურებში მისი ხმა ჩამესმის და თვალებს ძალით ვხუჭავ რომ დავიძინო,დავიძინო და დამავიწყდეს რომ ჩემი ქმარია,ქმარი,რომელსაც სხვა ქალი უყვარს და მრავალი მიზეზი რომ არა,აქ მე კი არა,ის იწვებოდა.როგორ მინდა მალე გათენდეს,წამოვხტე და გავიქცე სახლიდან,სადმე შორს გადავიხვეწო,რომ დამავიწყდეს.ამ იმედით ვხუჭავ აცრემლებულ თვალებს და ძილისკენ მივიდვარ.
როგორც ყოველთვის,დილით ჩემზე ადრე ადგა,საჭმელი გაიმზადა და სახლიდან ისე გავიდა არ დამემშვიდობა.არც მაქვს მისი თვალთმაქცური საუბრის მოსმენის თავი.საწოლიდან წამოვდექი და ხალათი შემოვიცვი.მხებზე სიმძიმეს ვგრძნობ,თითქოს გუშინ ვიომე.აბაზანაში ლასლასით შევედი და ცხელი წყალი მოვუშვი,ვიმედოვნებ ეს მაინც მიშველის და ჭკუაზე მომიყვანს,თორემ ცუდი ფიქრები ბოლოს მომიღებს.ხალათი საკიდზე გადავკიდე და წყლის ქვეშ დავდექი,ღმერთო რა სასიამოვნოა თბილი წყალი,თითქოს წამით დამავიწყა კიდეც ჩემი განცდები.ტანზე გელი წავისვი,ხელებით ავიქაფე და წყალი გადავივლე,პროცედურა სამჯერ გავიმეორე და პირსახოცს დავწვდი,შემოვიხვიე და ფრთხილად გადმოვედი.ნეტავ ისევ ის მართა ვიყო,უდარდელი,ვფიქრობ და ოთახში შევდივარ,პირსახოცს ვიხსნი,საცვალს და ბიუსტჰალტერს ვიღებ და ვიცვამ.მას რომ ასეთ ფორმაში დავენახე ჩემ დასანახად ტუჩს მოიგლეჯდა.კარადა გამოვაღე და კაბა საკიდიდან ჩამოვხსენი,გადავიცვი და საწოლის მილაგება დავიწყე,შემდეგ ფანჯარა გამოვაღე,რომ ოთახში მზის შუქი შემოვიდეს,საშინელი ჩახუთულობაა.მისი სუნი ისევ ტრიალებს და არც ისე სასიამოვნოა,თითქოს მახრჩობს კიდეც.ოთახიდან გამოვედი,სამზარეულოში შევედი და ყავის მომზადება დავიწყე,თან საათი შევამოწმე,არ მინდა სამსახურში დავაგვიანო.
***
რა უცნაურიც არ უნდა იყოს ჩემ კაბინეტში ალი დამხვდა,ხელში რაღაცები ეკავა და სახეზე ეწერა რომ დიდი ხანია მიცდის.გვერდი ავუარე და მაგიდასთან მივედი,სავარძელზე ჩამოვჯექი და დაველოდე,როდის მეტყოდა რამეს.
-თავს როგორ გრძნობ? - მკითხა და სკამი გამოწია,ჩემ წინ ჩამოჯდა და ფურცლების კონა მაგიდაზე დადო.
-კარგად,შენ?
-როგორც ღმერთი ინებებს,-ღიმილით მპასუხობს.
-ღმერთს სურს რომ ყველა კარგად იყოს,თუმცა არის მომენტები,როცა ადამიანი თავად იხდის თავს ცუდად.
-შესაძლოა,გვიან რატომ მოხვედი,ქმართა უთანხმოება გაქვს?-მკითხა და დაჟინებული მზერა მომაპყრო,რატომ არ ვიცი,მაგრამ ყოველთვის გრძნობს,როცა რაღაც რიგზე არ მაქვს,ან შესაძლოა თვალები ჩემ მაგივრად ლაპარაკობენ.
-საიდან მოიტანე,შენ ხომ იცი რომ ძალიან ვუყვარვარ ომარს,- ისე დამაჯერებლად ვთქვი,ეჭვი მეც კი არ შემეპარა.არადა ეს ხომ სიცრუეა.
-მიხარია,შენისთანა მშვენიერი ქალი ვის არ ეყვარება.
-ალი,თავიდან იწყებ?
-არა,არაფერს ვიწყებ,უბრალოდ აღვნიშნე რომ ლამაზი ხარ.
-მხოლოდ სილამაზე არაა საკმარისი ოჯახურ ცხოვრებაში,თუმცა შენთან ამაზე რატომ ვსაუბრობ,მარტოხელა ხარ.
-იქნება დრო,როცა მეც მეყოლება ცოლი.
-კი,რა,თქმა,უნდა,მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გყავს.ხო მართლა,მდივანი აღარ გეპრანჭება?- გახსენებაზე სიცილი ამიტყდა და ლამის სკამიდან გადავყირავდი.
-ჩემ სათუთ წერტილს ნუ ეხებით,თუ შეიძლება ,- მითხრა და სკამიდან წამოდგა ,-არ მინდა მაგის გახსენება.
-რატომ,სახალისო იყო.
-ახლა ვიღაც ჰყავს,საღამოს მოდის და მიჰყავს-ხოლმე.
-რა ხმით ამბობს,გული ხომ არ გწყდება?
-არა,პირიქით,მიხარია რომ მე შემეშვა,-იმპროვიზაციულად აიქნია ხელი და თავთან შეიტოვა,თითები ფართოდ გაშალა და თმაში შეიცურა,მარჯვნიდან მარჯხნივ გადაივარცხნა და დამეღრიჭა ყველის ვაჭარივით.
-ალი,გამოუსწორებელი ხარ,-სიცილით მივუგე და სავარძლიდან წამოვდექი,- ვერ წარმომიდგენია რომ შენ ოდესმე დასერიოზულდები,ქალებს კი - სერიოზული კაცები მოსწონთ და ცოლად მათ მიჰყვებიან.
-დავიჯერო,ყველას საღამოს მოსაწყენ წვეულებებზე ყოფნა მოსწონს? ოფიციალურად გამოწყობილი ქმრები ჰყავთ? ტუჩის კუთხეშიც რომ არ ეპარებათ ღიმილი.
-ვერ გაიგებ,ზოგს შეიძლება ცანცარა ქმარიც ჰყავს,ყოველდღე ათასგვარ სახალისო ოინს რომ იგონებს და ხან სად დაატარებს ხან სად.
-ეგრეც უნდა იყოს,უაზრო,მოსაწყენ ერთფეროვან ცხოვრებას,ჯობია ყოველი დღე რაღაც გიჟურით იყოს სავსე.
-ეჰ,შენ ვერ გაიგებ ჩემ ნათქვამს,მაგრამ ალბათ მერე მიხვდები ცოლი როცა გეყოლება.როდესაც ცოლი და ქმარი ხდებით ყველაფერი იცვლება,არა მგონია სიყვარული ქრებოდეს,მაგრამ ისეთი რამეები ჩნდება,რაც უფლებას აღარ გვაძლევს,ისე მოვიქცეთ,როგორც შეყვარებულობის პერიოდში ვიქცეოდით.ზედმეტად ვსერიოზულდებით და ჭიანჭველას ხელა პრობლემას, სპილოს ხელად ვაქცევთ,მერე იწყება ჩხუბი,გაურკვევლობა და ბოლოს დაშორება.
-მემგონი შენთან საქმე ვერ არის რიგზე,ფსიქოლოგს ხომ არ მიმართავდით?
-რა აფსურდია,ვინ გითხრა რომ ცუდი ცხოვრება მაქვს.
-შენი საუბრიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე,როცა ამ თემაზე იწყებ რამის თქმას,ჯერ ფიქრდები,მერე მწვანე თვალები გემღვრევა და მე კიარა კედელს მიშტერებიხარ,თითქოს იქ კითხულობ რა უნდა თქვა.
-დავასრულოთ ამაზე საუბარი და მითხარი ჩემ კაბინეტში რატომ შემოხვედი?
-როგორც გინდა,მაგრამ ამ თემაზე კიდევ მოგიწევს საუბრის გაგრძელება,-თვალი ჩამიკრა და ისე გავიდა, არც ამიხსნა რატომ დამხვდა აქ.ის რომ არა,ალბათ მთელი ეს დრო გუშინდელ საუბარზე ვიფიქრებდი და გული უარესად მეტკინებოდა,თუმცა არც ახლა მაქვს მშვიდად.
მე უნდა შევიცვალო,რაღაც უნდა განვაახლო,ომარის სიყვარული რომ მოვიპოვო,არ შეიძლება ჩემი ქმარი იყოს და სხვა ქალი უყვარდეს,არ ვარ მზად რომ გადავიყვარო,კი ღამით მინდოდა გათენებულიყო და გავქცეულიყავი,მაგრამ სად ან რატომ? ჯობია დავრჩე და ვიბრძოლო საკუთარი ქმრისთვის.

პ.ს გამიხარდება თუ შემიფასებთ,ძალიან მაინტერესებს მოგეწონათ თუ არა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი grosmaisteri

Dzalian kargi iyo sasiamovno wasakitxi imedi maqvs rom male dadeb

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

grosmaisteri
Dzalian kargi iyo sasiamovno wasakitxi imedi maqvs rom male dadeb

კი მალე დავდებ ,მადლობა რომ დააკომენტარე. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი ცუცუნა

ძალიან საინტერესოდ დაიწყო,სასიამოვნოდ იკითხება,დაგელოდები❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ცუცუნა
ძალიან საინტერესოდ დაიწყო,სასიამოვნოდ იკითხება,დაგელოდები❤❤❤

მადლობა,მიხარია. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent