შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (2)


15-03-2019, 17:26
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 160

სხვისი ცოლი (2)

***
ჩემი საცხოვრებლის კორპუსსთან სანამ მიხვალ,ვიწრო ქუჩა უნდა გაიარო,მთავრობას დაეზარა და სამი ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული ლამპიონია,ისიც ბჟუტავი.ყოველ საღამოს ფეხების კანკალით გავდივარ ამ მონაკვეთს.მივაბიჯებ და თან ქუჩას ვათვალიერებ.მოულოდნელად,უცნაური ხმა მომესმა უკნიდან და გავჩერდი,მივიხედე და ქუჩის კატის თვალებმა,რომ შემომანათა ღრმად ამოვისუნთქე და გზა გავაგრძელე.ომარი მირეკავდა ხოლმე და სადარბაზოსთან მხვდებოდა,ახლა არ ვიცი რას იზამს,არც დაურეკავს.
ალბათ,გუშინდელი ღამის საუბარი არც მას ასვენებს.
როგორღაც,მივაღიწე სადარბაზომდე და ომარი არა,მაგრამ ალი დამხვდა,კედელს მიყრდნობოდა და ფეხები გადაეჯვარედინებინა.
-აქ რა გინდა?-ვკითხა,როცა მივუახლოვდი და გაკვირვებულმა შევხედე,მას არასოდეს მოუნდომებია ჩემს სახლში მოსვლა,არც კი ვიცოდი მისამართი თუ იცოდა.
-საღამომშვიდობის,მართა!
-საღამომშვიდობის,დილით ვერ მითხარი თუ საქმე გქონდა? - ცოტა სიბრაზე გავურიე ხმაში,არ მინდა მომეჩვიოს და ზედმეტ ტვირთად დამაწვეს.მისი თავი ნამდვილად არ მაქვს.
-საუბარში გადამავიწყდა,- სახე ამარიდა,-მოვედი,რომ მეთქვა,მაგრამ კარი არავინ გამიღო და წასვლას ვაპირებდი,კარგ დროს მოხვედი.
-ომარი ამ დროს მოდის ხოლმე,ალბათ კარის ხმა ვერ გაიგო,წამოდი სახლში ავიდეთ და იქ მითხარი რა საქმე გაქვს.
-არ მინდა ომარის თანდასწრებით რამე გითხრა,- მომიგო და კედელს ჩამოსცილდა.შავი პიჯაკი სულ გაუთეთრდა.
-დასვრილი ხარ,-ვუთხარი და ხელი დავუსვი რომ გამეწმინდა.
-მადლობა,-ღიმილით მომიგო და თვითონაც დაისვა ხელები,-საკმაოდ მიჭირს შენთვის ამის თქმა,მაგრამ რომ არ გითხრა გული არ მომისვენებს,- დავიძაბე,ძარღვები ისე დამეჭიმა,თითქოს ხელებით მიქაჩავდეს ვინმე.ხელის გულები გამეოფლა და წამიერად მთელ სხეულში დამცხა,ნუთუ რამე იცის ომარზე? კი მაგრამ რა? ხელი შუბლზე მოვისვი და მცირე ოფლის წვეთები მოვიშორე.
-რა ხდება,აღარ იტყვი? - სასოწარკვეთილს აღმომხდა და ვიგრძენი ,ისევ ამეწვა თვალები და დგომის თავიც აღარ შემწევს ,- წავალ სახლს შევამოწმებ,თუ ომარი სახლში არაა,ავიდეთ და იქ მომიყევი,საშინლად დაღლილი ვარ და აქ დგომის თავი არ მაქვს,- ვუთხარი მე,გვერდი ავუარე და კიბეებზე ავედი.ალიც უკან მომყვა და ერთად ავედით ჩემ სართულზე.კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე,მაგრამ არ გაიღო,ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და საკეტს მოვარგე.
-ხომ გითხარი,არავინ იქნება სახლში-მეთქი,-მომიგო ალიმ,როდესაც სახლში შევედით.ისევ ისე დამხვდა,როგორიც დილით დავტოვე.
-ყავას დალევ?
-არა,ამდენი დრო არ მაქვს,გეტყვი და წავალ,-მიპასუხა და სავარძელში ჩაჯდა.
-გისმენ,-მეც გვერდით დავჯექი და მივაშტერდი მის ტუჩებს,როდის აღირსებდა რამის თქმას.
-ომარს საყვარელი ჰყავს? - ამ კითხვამ რა დამმართა ვერ აღვწერ,ასე მგონია ერთი ვედრო ცივი წყალი გადამასხეს.გულმა განგაში დაიწყო.
-არა,-ძლივს ამოვთქვი სამი მარცვალი ასო და ყელში რაღაც გამეჩხირა.
-ერთი კვირის უკან,ვიღაც ქალთან ერთად დავინახე,ქუჩაში მისეირნობდნენ.
-რაღაც გეშლება,-წამოვიყვირე და წამოვხტი,ალის ხმის გაგონება აღარ მსურდა,მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა მანადგურებს.
-მათთან ძალიან ახლოს ვიყავი,არ მეშლება,მართა რატომ არ გესმის?- ისიც წამოდგა და ჩემ წინ აღიმართა.როგორ მინდა ყველა და ყველაფერი გაქრეს.ალიც კი.
-მისი და იქნებოდა,ან რომელიმე ნათესავი,- ისტერიკულად ვცდილობ თავი დავიწყნარო და ომარი ალისთან გავამართლო,მაგრამ მე ვივი,ზუსტად ვიცი,ვინც იყო ის ქალი.
-შესაძლოა,მე მის დას არ ვიცნობ,მაპატიე თუ ტყუილად გაგიხეთქე გული,უბრალოდ შენი დახმარება მინდოდა ,- საწყალის სახით დამხედა და ზურგი მაქცია.მართალი ხარ ალი,მაგრამ შენთან ამას ვერ ვაღიარებ,უკვე დიდი ხანია შევეგუე ,რომ ომარი ჩემთვის არ არსებობს.
-არაუშავს,-ძალდატანებით გავიღიმე.
-წავიდე,ჯობია სანამ ომარი მოვა,თორემ იფიქრებს რომ საყვარელი ვარ.
-დაგმალავ,რა პრობლემაა,-მივუგე და მის წინ დავდექი.
-შენც ჩემნაირი ხარ,მართა,მაგრამ არ იმჩნევ,- ღიმილით მომიგო და ჩამომშორდა,-არ მინდა მთელი ღამის კარადაში გატარება,წავედი,ხვალ შევხდებით,-ხელი დამიქნია და სახლიდან გავიდა.ალბათ,მართალიცაა მისნაირი ვარ,ძლიერების მიღმა სიგიჟეს ვმალავ,თავისუფლების ფრთები ბოლომდე მაქვს შეკეცილი,რომ სურვილმა არ ძლიოს,არ გაიშალოს და გაფრინდეს.

კაბა გადავიძრე და საღამური გადავიცვი,ხალათიც მივაყოლე და სამზარეულოში შევლასლასდი.მაცივარი გავაღე და სოკოს სალათი გამოვიღე,საწურიდან თეფში და ჯანგალი ავიღე და მაგიდაზე დავაწყე,მოვკალათდი და სალათის მცირე ულუფა თეფშზე გადმოვიღე.
სადაც უნდა იქ იაროს ომარმა,ვივახშმებ და დავიძინებ,მის ლოდინს არ ვაპირებ,ყველაფერს ჯობია ფეხებზე დავიკიდო და თავად მოეგოს გონს,მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ.
ვახშმის შემდეგ,ერთი ჭიქა წყალი დავლიე და დასაძინებლად წავედი.საწოლში ჩავწექი თუ არა მისი სუნი მეცა,ჯობია თეთრეული გამოვცვალო,სანამ დაწვება მისი სუნი რომ არ ვისუნთქო.წარმოდგენა არ გაქვთ,რა მწარეა ჩემთვის მის სურნელს რომ ვგრძნობ,სხეული მიკანკალებს და თვალებს რომ ვხუჭავ მეჩვენებ,რომ ჩემს სხეულზე მოურიდებლად დაატარებს ხელებს და უწინდელივით მეალერსება.მენატრება მის უზარმაზარ მკერდზე თავის დადება და დაძინება,შავ თმაში თმების შეცურება და თამაში.შეყვარებულები რომ ვიყავით ყვავს ვეძახდი,რადგან შავი თმა და თვალები აქვს,თმები ლამის ცხვირამდე აქვს ჩამოფხატული და წარამარა იქნევს თავს რომ სახიდან მოიცილოს.მასზე ფიქრში ძილი მითრევს და ნელ-ნელა მივიწევ მისკენ,თვალებს ვხუჭავ და ძილს ვნებდები.
-მართა,-ძილში ჩამესმის ჩემი სახელი და თვალებს ძლივს ვახელ ,- გღვიძავს? - აშკარად მისი ხმაა,საწოლიდან ვიწევი და ცალი თვალით შევყურებ,აკვანივით ირწევა,ნამდვილად ნასვამია.ჩემ წინ,საწოლის კიდეზე ჯდება და მიცქერის ,- მაპატიე,ცოტა დავლიე ,- მეუბნება და თავს ხრის.მე კი პირზე ხელს ვიფარებ,საშინლად ყარს ,- რაღაც მინდა გითხრა ,- დარდიანი ხმით მეუბნება და ჩემკენ იწევა.სასმლის სუნი უფრო მძაფრდება.
-დაწექი და დაიძინე,შენთან საუბრის თავი არ მაქვს,ნასვამი ხარ ,- მივუგე და ბალიშზე დავდე თავი,საბანი გადავიფარე და თვალები დავხუჭე.ხმა აღარ გაუცია ისე წამოდგა.ცალი თვალი მისკენ გავაპარე და დავინახე,როგორ წვალებით იხდიდა მაისურს და შემეცოდა,ჯერი შარვალზე მიდგა და ძლივს უპოვა ქამარს გასახსნელი,შარვალიც როგორც იქნა გაიძრო და ტრუსის ამარა დაეყუდა,ახლა ნაბიჯს ვეღარ დგამდა.
-მართა!-მომმართა ისევ მე ,- დამეხმარე რომ დავწვე,გთხოვ ,- ჯამდაბას ჩემი თავი.წამოვდექი და მისი ხელი მხარზე გადავიდე,ძლივს მივიტანე საწოლამდე და დავაჯინე,-მადლობა,ძვირფასო ცოლო,-მომიგო და ჩაწვა,საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.
-არაფერს,-ვუთხარი და მეც ჩავწექი.


პ.ს მადლობთ რომ კითხულობთ და აზრს აფიქსირებთ,ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მიყვარხართ ჩემო მკითხველებო ძალიან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

mia miako 15
ძალიან კარგია.ველი შემდეგ თავს

დავდებ მალე <3 მიხარია რომ მოგეწონათ.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი Takk.22

ძალიან მომწონს,კარგად წეერ მაგრამ პატარა ოყო

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესო და ცხოვრებისეულია,ველოდები

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მადლობა <3 ხვალ დიდ თავს დავდებ აუცილებლად,რადგან ასეთი მოწონება დაიმსახურა. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე მალე დააა დიდი თავებიი ♥️♥️♥️

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სტუმარი ნინა
მალე მალე დააა დიდი თავებიი ♥️♥️♥️

გავზრდი თავებს,მადლობა რომ წაიკითხე <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№8 სტუმარი Nini

პატარა თავიი იყოოო ეცადე მალე დადო ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent