შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-5 თავი)


16-03-2019, 16:54
ავტორი Alice76
ნანახია 1 229

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-5 თავი)

-დაინტერესდა-შუბლშეკრულმა მიპასუხა ირიმ,როდესაც დილის შვიდ საათზე დაბრუნებული,ღამეულ ამბებს ვუყვებოდი.
მოსაყოლი კი ბევრი იყო.
ტე-ს მაგიდასთან მაინც აღმოვჩნდი. ჰიმლერა სახლში წავიდა და ბარის დაკეტვა მე დამავალა,სანაცვლოდ კი ას ლარიანი ჩამიჭყუნა ჯიბეში ისეთი სახით,თითქოს სახელმწიფო მოხელე ვიყავი და ქრთამს მაძლევდა.
დილის სამი საათისთვის სულ “ბუნკერში” ათიოდე ადამიანი იყო დარჩენილი. მეთაური და მისი ერთგული ქვეშევრდომები ზეიმს მორჩენილიყვენენ და სერიოზულად განიხილავდნენ რაღაცას. გუგა არსად ჩანდა,რაც ძალიან მახარებდა.
ბარის მაგიდაზე ვთვლემდი,როდესაც ხელზე ვიღაც შემეხო. მგონი სიზმარში გველებს ვხედავდი,ამიტომაც შევხტი და წამოვიკივლე.
-ტკბილად გეძინა-დაჩი ოდნავ შემთვრალი,ლამაზი თვალებით მათვალიერებდა-შემშურდა და გაგაღვიძე.
-ცუდი ადამიანი ხარ-თვალები მოვიფშვნიტე და გამოშტერებული შევაჩერდი. ცოტა დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ მე მესაუბრებოდა.
-ამას გარდა,სასმლის გამო გაგაღვიძე,უფრო ცუდი არ გამოვდივარ?
-საშინელი. -მზერით რაც შემეძლო,გავამძაფრე ამ სიტყვის მნიშვნელობა.
-მოდი ოდნავ გამოვისყიდი,უმშვენიერესი მინი ჰიმლერა გვყავს.
თვალები ოდნავ მოვჭუტე და შესაბრალისად გავუღიმე.
-მინი ჰიმლერა? ახლა კომპლიმენტის მცდელობა იყო თუ მცდელობით შეფარული ირონია?
-მთვრალი ვარ და ვერ გამომდის,მაგრამ თქვენ,ქალები,ნამდვილი ალქაჯები რომ ხართ,ეგ აშკარაა-ხელები ასწია-სიტყვა “მშვენიერი” რატომ დააიგნორე?
-მინი ჰიმლერამ გააბათილა. შეგეძლო ასე გეთქცა-“უმშვენიერესი ბარისტა გვყავს და მისი ხელით მოწოდებულ ლუდს სულ სხვა გემო დაჰკრავს”.
-უკეთესს მოვიფიქრებ. -თვალი ჩამიკრა-მშვენიერ ბარისტას მაგიდასთან მივიპატიჟებ და თავად მოვემსახურები.
ჩავფიქრდი.თული იყო ჭადრაკზე ფიქრი მაშინ,როდესაც ოცნების ბიჭი მის მაგიდასთან მეპატიჟებოდა,თუმცა აუცილებელი იყო მისი სვლების გათვლა. თუ ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავივიწყებდი ამ პრინციპს,დანარჩენ ქმედებებს აზრი ეკარგებოდა.
დავთანხმდი,მაგიდას მივუჯექი და ღიმილით დაველოდე,როდის ჩამოასხავდა დაჩი ლუდს.
მისი ასეთი დაინტერესება უცნაურად მეჩვენებოდა. ბოლოს და ბოლოს,ადრეც შევხვედრილვართ,არაერთხელ,თუმცა ყურადღება არ მოუქცევია,რა იყო ის განსხვავება,რაც “ბუნკერში” წარმოიშვა?
“მინი ჰიმლერა” გამიელვა თავში და მივხვდი.
მამოწმებდა,რამდენად სანდო ვიყავი. აშკარა იყო,აქ სერიოზულ თემებს განიხილავდნენ,რაც ნაწილობრივ,დანაშაულსაც შეეხებოდა.აინტერესებდა,ვინ ვიყავი და რამდენად ვიაზრებდი მათი დაჯგუფების იდეოლოგიას.
ჩემს ამ ვარაუდში მალევე დავრწმუნდი,რადგანაც დაჩი განზრახ აწვდიდა მაგიდასთან შეკრებილ საზოგადოებას ისეთ ზოგად თემებს,როგორიცას ლიბერალიზმი,ფემინიზმი,ნაციონალიზმი და ხშირად მეკითხებოდა აზრს. თავი გასაუბრებაზე მეგონა,თუმცა იყო სულ პატარა განსხვავება,გამსაუბრებელს სხვა ინტერესსაც ვატყობდი. გარდა იმისა,რომ გველურად მამოწმებდა,რეალურ სურვილს ვხედავდი მის თვალებში.
ჩემი პასუხები კი ისეთივე ზოგადი იყო,როგორც კითხვები.
ტყუილი არ მითქვამს,ავხსენი,რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა,ყველა პოლიტიკოსს ნაგვად მივიჩნევდი,ოღონდ განსხვავებული ხარისხის-ზოგი უკვე გახრწნილიყო,ზოგიც ახლა იწყებდა.
პატრიოტი ვიყავი,მიმაჩნდა,რომ ქართველები ცდებოდნენ,როდესაც სხვა ერების წარმომადგენლებს თანამემამულეებზე უკეთესად ექცეოდნენ.
-ნერვები მეშლება-მღგზნებარედ ვსაუბრობდი მაშინ-ნებისმიერი გამვლელი ავიღოთ,ქართველმა რომ ჰკითხოს გზა,ან საათი,უკმეხად უპასუხებენ,ტურისტს კი ჩამოუდგებიან და რუსულის ან ინგლისურის შესაშური ცოდნის დემონსტრირებით,სიხარულით გაუბამენ საუბარს. სტუმართმოყვარეობა კარგია,მაგრამ ის კაცი რად ვარგა,რომელიც სახლში დღე და ღამ ჩხუბობს და მხოლოდ სტუმრებს უღიმის? სტუმარი წავა,ჩვენ კი აქ დავრჩებით,ერთმანეთით მოწამლულები. ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა,რომ ქართველები სძულთ,ის კი ავიწყდებათ,თავადაც რომ ამ ქვეყნის შვილები არიან.
აბა სთხოვეთ,საკუთარი გვარი აგინონ? ამას ხომ არაფრის დიდებით არ იზამენ,დაივიწყეს,გესმით? დაივიწყეს,რომ ქართველები არიან და განზოგადებულ ევროპელებად იქცნენ,ხალხად,რომელთაც სამშობლო აქვთ,მაგრამ ამას ვერ იაზრებენ.
-და შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის?-მკითხა სულამ,სერიოზულად,ირონიის გარეშე.
-პირველ რიგში,მიყვარს-ვუპასუხე დაუფიქრებლად-არა ხინკლის ან ღვინის გამო,არამედ ჰაერის,ხალხის,მთების,მდინარეების,ისტორიის,ენის,გამორჩეულობის და კიდევ ათასი რამის გამო. ჯერ არაფერი შემიმატებია ჩემი ქვეყნისთვის,მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს და აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს.
ამის შენდეგ იყო კითხვები უცხოელების,ძირითადად კი შავკანიანთა და არაბთა მასიურ შემოსვლაზე ქვეყანაში.აქაც სიმართლე ვთქვი-აზრზე არ ვიყავი და აქამდე არც დავინტერესებულვარ,რამდენი ან რა ფერის ადამიანი შემოდიოდა საქართველოში და რატომ იყო ეს ცუდი.
-პრობლემა არც იქნებოდა,რომ არა მათი გაუნათლებლობა და ყველაფრის მტაცებლურად მოპოვების სურვილი. ისინი ჩვენს ქვეყანას ჭამენ-სულას თვალებში უცნაური ნაპერწკალი აენთო,რამაც ,ვაღიარებ,შემაშინა.-უვიცი და ხარბი ისედაც ბევრი გვყავს,მასიური სიდებილეა ქვეყანაში,გამოშტერებული ახალგაზრდობა,რომელიც ფიქრობს,რომ მათი ცხოვრებისეული მოწოდება პიდა**ტების და ზანგების დაცვაა,უფრო გამოყ... გამოშტერებული უფროსი თაობა,რომელიც სტალინს მისტირის და ხსნას პუტინში ხედავს,რეალურად კი ვერავინ ვერ ხვდება,რა ხდება.იცი,რატომ? არაფერი იციან და არც არავინ ასწავლით.
საზოგადოების ძალიან ცოტა ნაწილს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილება,რაიმე შეიმეცნოს,დანარჩენები იმას ისმენენ და ისე ფიქრობენ,რასაც აწვდიან. მიმწოდებელი კი თავადაა ბოდიში,მაგრამ გამოევებული. ხვდები? ამას კიდევ ემატება უამრავი განუვითარებელი აფრიკელი,არაბი და ღმერთმა იცის,კიდევ ვინ. ქართველ ქალებს საიდანღაც მოთხრილი ფულით აბამენ,ერს ანადგურებენ...
სულა კიდევ დიდ ხანს,დიდი სიძულვილით საუბრობდა.მის აზრებს ნაწილობრივ ვიზიარებდი,მაგრამ ეს ზიზღი მაფრთხობდა,ერთია საკუთარი ქვეყნისთვის კარგი გინდოდეს,მაგრამ მეორე-გულით გძულდეს განურჩევლად ყველა,ვინც შენს სტანდარტებში არ ჯდება. მისი ასეთი მგზნებარე საუბარი ალკოჰოლსაც დავუკავშირე,ნაწილობრივ.
იმასაც ამბობდა,რომ რადიკალურ ნაციონალიზმს ისევე ვერ იტანდა,როგორც ლიბერალიზმს,მაგრამ საერთო ჯამში გამიჭირდა გაგება,რა მიზანი ჰქონდა. ერთი სვლით წინ ყოფნა კი აუცილებლად მჭირდებოდა,ამიტომაც ნელ-ნელა შევაპარე სულას და მის მეგობრებს,რომ თენდებოდა.
ბიჭებიც ბოლოს წამოიშალნენ,ერთმანეთს ზურგზე ხელების ტყაპუნით დაემშვიდობნენ და “ბუნკერიდან” გაიკრიფნენ. სულა ხელზე მეამბორა და ბოდიში მომიხადა ამ დრომდე შეწუხებისთვის. ოდნავ მეწყინა,რომ გაცილება არ შემომთავაზა,მაგრამ ეს ხომ გასაუბრება იყო და არა პაემანი?
სამზარეულოში ჭურჭელი გავზიდე,საშინლად დაღლილმა მივახვავე ერთ მხარეს და ღმერთს მადლობა მოვუხადე,რომ მისი დარეცხვა მე არ მევალებოდა,მაგიდები გადავწმინდე,იატაკი დავგავე და ისიც კი გავიფიქრე,აქვე ხომ არ დავიძინო-მეთქი.
ბოლოს და ბოლოს,უკვე იმ დროს,როდესაც მზის სხივები თამამდებოდნენ,”ბუნკერის” კარი გამოვიხურე და მთავარი ქუჩისაკენ გავემართე.
სახლში ტაქსით მომიწევდა წასვლა,თუმცა მიღებული გასამრჯელო საკმაოდ ბევრი იყო და აღარ მიდარდია,თუმცა სიურპრიზი მელოდა.
ბარს როგორც კი მოვშორდი,მანქანის ხმა გავიგონე,რასაც მალე მოჰყვა ხმის გამომცემის გამოჩენაც-მერსედესის ლოგო ვიცანი,ჩემი ყურადღება კი მარცხენა მხარეს შეჭყუნულმა კარნა მიიპყრო.
ავტომობილი ნამდვილად არ იყო აღმაფრთოვანებელო,თუმცა მძღოლი...
დაჩიმ მანქანა ზუსტად ჩემს წინ გააჩერა და ფანჯრიდან თავი გამოჰყო.
-თავს მოვალედ მივიჩნევ,სახლამდე მიგაცილო.-არ იღიმებოდა,დაღლილი და მოღუშული სახე ჰქონდა.
-არაა საჭირო,ტაქსით წავალ-აბა,პირველივე მიპატიჟებაზე სიხარულით ხომ არ ჩავუხტებოდი?
-საჭიროა.-ისე მომიჭრა,სწრაფად გამოვაღე კარი და ჩუმად ჩავჯექი სავარძელში.
მისამართი მკითხა და ცოტა ხანს არც ერთს არ ამოგვიღია ხმა,სრული სიჩუმე იყო,მუსიკაც კი არ ისმოდა სალონში,რომელიღაც ნაწილი მონოტონურად ურტყავდა მანქანის უკან. უხერხულად ვგრძნობდი თავს,არ ვიცოდი,ხელები სად წამეღო,ან საით გამეხედა,ბოლოს გულზე დავიკრიფე და უღიმღამო ქუჩას დიდი ინტერესით მივაჩერდი.
-სწავლობ,ხო?-მკითხა ბოლოს და ბოლოს.
ტე-ს ბიჭებმა კარგად იცოდნენ,სად ვსწავლობდი და რომელ კურსზე ვიყავი. ნუთუ დაჩიმ ოდნავადაც ვერ მიცნო,ან მათ არ უხსენებიათ?
-კი,სხვათა შორის,შენს ფაკულტეტზე-რა აზრი ჰქონდა იმის დამალვას,რაც იცოდა?
-ასეთი სამსახური რად გინდა? სხვა,უფრო ნორმალური ვერაფერი ნახე?
- მაგალითად?
-აი,ლამაზი გოგოები რომ გიჭამენ ტვინს,ეს იყიდეო,პრომო რა.
-ტვინის გემო დიდად არ მომწონს-მოვიღუშე,რა დაჩის საქმე იყო,მე სად ვიმუშავებდი? ისევ გრძელდებოდა გამოკითხვა?-თანაც,ჰიმლერა კარგი უფროსია. როცა მჭირდება,მათავისუფლებს,უაზრო კაპრიზები არ აქვს,კარგად მიხდის და ჩემზე ზრუნავს კიდეც.
-როგორ მიაგენი „ბუნკერს“?
-ამ ქუჩაზე ყველა ბარში დავტოვე ნომერი,ჰიმლერამ დამირეკა,სულ ეს იყო.-უსიამოვნო გრძნობა სულ უფრო მიმძაფრდებოდა. ვინ ვეგონე, აგენტი? ან იქნებ თავი მართლაც მხედართმთავრად მიაჩნდა.
-გასაგებია-ჩაილაპარაკა-ჩაკეტილ პოზაში ზიხარ.-ცალი თვალით გადმომხედა და ხელებზე მანიშნა.
ჯიქურ,უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე ხელები და გამომწვევად შევხედე.
-გახსნილ პოზაში რატომ უნდა ვიყო? თავი დაკითხვაზე მგონია.
გაეცინა და თავი გაიქნია.
-კარგი,კარგი,მოვრჩი.
სახლამდე ორიოდე სიტყვა გავცვალეთ სწავლაზე და ლექტორებზე.გავიგე,რომ უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა და საკუთარი მცირე ბიზნესიც წამოეწყო. მანქანიდან გადმოსულმა,შვებით ამოვისუნთქე და რატომღაც ძალიან გაბრაზებული გავემართე სადარბაზოსკენ. გზაზე დაგდებულ პლასტმასის ბოთლს გულმოსულმა გავკარი ფეხი და უარესად ავიშალე ნერვები,რადგანაც მეზობელმა დამინახა და დამიყვირა,რომ ნაგავი უნდა ავიღო და სანაგვეში ჩავაგდო,არა თუ ფეხბურთი ვითამაშო.
კიდევ ერთი ქილა,ამჯერად თუნუქისა, პროვოკაციულად გავაფრინე და სახლში შევვარდი.
ირი თავის ჩვეულ ადგილას მძინარე ვიპოვე-დივანზე გაშხლართულიყო,ჩემი პიჟამის შორტი და მაისური ეცვა,მკერდზე წიგნი ესვენა და მშვიდად ფშვინავდა.
გავაღვიძე და ყველაფერი ვუამბე,საშინლად გულ დაწყვეტილი ვიყავი,თუმცა კარგად ვერ გამეგო,რატომ.
-დაინტერესდა-მიპასუხა ბოლოს.
-კარგი,რა,ისი! ამდენი ხანია გიხსნი,დაინტერესდა კი არა,უნდოდა გაეგო,სანდო ვარ თუ არა,რომ მაგისი შავ-ბნელი საქმეები არ გავახმაურო.
-ეგეც მართალია,კი ბატონო. მეც მასე მოვიქცეოდი,თუ რაიმე სერიოზული გეგმები აქვს,თანაც „ბუნკერი“ მათი შტაბია,რა გასაკვირია,რომ შენზე ყველაფრის გარკვევას ცდილობს,მაგრამ მაგას ისედაც მშვენივრად მოახერხებდა. მგონია,რომ ამით შენს სანდოობას კი არა,პიროვნებას ამოწმებდა. როგორი ხარ,ჭკვიანი თუ სულელი. დარწმუნებული ვარ,მისი დანახვისას აღგზნებულ მდედრ გორილას ჰგავდი. ახლა არკვევს,რომელი ჯობია-შენი ლოგინში ჩაწვენა თუ მაგის სამომავლოდ გადადება და დამეგობრება.
თავი გავიქნიე,მინდოდა,მართალი ყოფილიყო,მაგრამ უარყოფით გრძნობას ვერ ვიშორებდი,უფრო და უფრო საშინელ ხასიათზე ვდგებოდი.
-აბა რა გეგონა,პირველივე დანახვისას ხელს გთხოვდა და ბავშვების სახელებს შეგითანხმებდა?-გაეცინა ირისს და ყავის მოსამზადებლად ადგა.
-არ ვიცი,რას ველოდი. ალბათ ყველაფერი უფრო რომანტიკულად წარმომედგინა-ამოვიოხრე-ახლა ვხვდები,რომ მისთვის მთავარი საკუთარი საქმეა,გოგოები ფეხებზე ჰკ*იდია.
-მშვენივრად იცი,რომ არ მინდა,ახლო მომავალში სიყვარულით დამწვარი გიხილო.შენს ადგილას დაჩის მივბაძავდი და მეორე ნახევრის ძებნაზე უკეთეს საქმეს გამოვნახავდი. შეიგნე,რომ არაფერი არ მოვა მანამ,სანამ ელოდები. ხომ უკეთესად გაიცანი ეგ შენი დაჩი?
-უფრო სწორად,გავიცანი. აქამდე არც ვიცნობდი-ჩავილაპარაკე.
-მერე,ისევ ისე მოგწონს,თუ ძველი სიმპათიის გავლენაა?
-ცოტ-ცოტა ორივე-ფიქრის შემდეგ ვუპასუხე-უცნაური შეხედულებები აქვს,ასე ვთქვათ... საკმაოდ რასისტული.აგრესიულიც კი.
-ყველა თავისებურად აფრენს-ბრძენივით დაიქნია თავი ისიმ-მათ შორის შენი სულაც,ამიტომაც სანამ ვინმეს შეიყვარებდე,გაარკვიე,რა სახის „გაფრენები“ აქვს და მოგწონს თუ არა ეგ შენ. შორიდან ყველა საყვარელია,ნუ თუ ერთი-ორს არ გამოვაკლებთ.
-არც ისეთი უცნაური გაფრენები აქვს-მივხვდი,უკვე დაჩის გამართლებას ვიწყებდი-კარგად არც ვიცი,შეიძლება ერთი შეხედვით ჩანს აგრესიული,წარმოდგენა არ მაქვს,ტე-ს რა აქვს ჩაფიქრებული.
-ოპა!-წამოიძაცა ისიმ.
-რა?
-იმის გამო,რომ ბიჭი მოგწონს,შენი მსოფლმხედველობა არ უნდა შეიცვალო. ერთხელ გაგესაუბრა და უკვე იმას აწვები,რომ შეიძლება მართალია,შეიძლება შავკანიანების ხოცვა და ინვალიდების დაწვა არც ისე ცუდია?
-ეგ არ მითქვამს-აღვშფოთდი.
-ერთი რამ აშკარაა-მის გამო მზად ხარ,ყველაფერი დაიჯერო. ვიღაც რომ მოგწონს და გიყვარს,ვალდებული არ ხარ,ყველაფერი გაიზიარო,რასაც ის ფიქრობს. იმიტომ,რომ ადრე თუ გვიან ყელში ამოგივა,მაგრამ უკვე გვიან იქნება,ან უარესი,მონად იქცევი. ყველაზე ცუდი ისაა,რომ ურთიერთობაში არც ერთი არ უნდა იყოს ავტორიტეტი,გაიგე? არც ჩემი შეხედულება უნდა მიიღო ასი პროცენტით სწორად და არც არავისი,რადგან ადამიანები ცდებიან,მათ შორის ის ადამიანებიც,რომლებიც აღგვაფრთოვანებენ! შეიძლება ისეთ შეცდომაში შეხვიდე,რომელიც ვეღარ გამოასწორო. და-მო-უკი-დებ-ლად ი-ფიქ-რე!-დამიმარცვლა და პიჟამები გაიძრო-ჩავიცვამ და წავედი მე,შენ კიდევ, დაიძინე.
-არ მეძინება-ჯიუტად მოვსვი მისი ყავა.
-თუ ნაგვურ ხასიათაზე ყოფნა გინდა,შენი ნებაა-მხრები აიჩეჩა.
ირი ხუთ წუთში წაბრძანდა,თან დამიბარა,შენი ქალიშვილობა ცოტა ხანს კიდევ შეინახე,დაჩის ყველაფერს ერთად ნუ მისცემო.
ამან აღმაშფოთა,მაგრამ მეორე წამს ჩემი და დაჩის სექსუალური სცენა წარმომიდგა თვალწინ და სულ გადამავიწყდა ირიც და მისი დარიგებებიც. ტკბილ ფიქრებში ჩამეძინა და მხოლოდ მეორე დილის ხუთ საათზე გამომეღვიძა.

იმ დილით ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რომ წინა ღამით ქალაქში საზარელი რამ მოხდა. კერძოდ კი,ერთ-ერთ ცნობილ,ტურისტებით სავსე ქუჩაზე სროლა ატყდა,რასაც ოთხი შავკანიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,ორი კი მძიმედ დაიჭრდა.
ქუჩა,სადაც ეს მოხდა,”ბუნკერიდან”ორი კვარტლის მოშორებით მდებარეობდა.
აღნიშნული ამბავი კი გავიგე არა ტელევიზიით,არა ინტერნეტით ან ვინმეს გადმოცემით,არამედ ფრიად უცნაური გზით,რომელმაც სრულებით გამომაშტერა.
მთელი ორი დღით დასვენებული,კმაყოფილი და გაბადრული მივაბიჯდებდი “ბუნკერისაკენ”
ზაფხულის ცხელი საღამო იდგა,თუმცა სიცხე არასდრო მაწუხებდა. თხელი,ცისფერი,მუხლს საკმაოდ აცდენილი სარაფანი მეცვა,რომელიც სპეციალურად შევარჩიე-კაბები არ მიყვარდა,მაგრამ სულას ვინმე ხომ უმდა გაპრანჭვოდა? და ეს ვინმე ჰიმლერა ვერ იქნებოდა.
ბართან მიახლოვებულმა შევამჩნიე,რომ დიდი ხანი იყო,რაც დაბურულმინებიანი მანქანა მომყვებოდა.
თავიდან ვიფიქრე,მე ვინ სად გამომყვება,ალბათ რაიმეს ეძებენ-მეთქი,შემდეგ ფარული თაყვანისმცემელი მეგონა,მაგრამ აშკარაც ძალიან ცოტა მყავდა,ამიტომ ეს ვერსიაც გამოვრიცხე,სანამ კიდევ რაიმე გრანდიოზული სისულელე მომაფიქრდებოდა,მანქანამ გზა გადამიღობა და მუქი მინაც ჩაიწია.
ფანჯრიდან გამოჩენილი,ახალგაზრდა მამაკაცის თავი შევათვალიერე. კლასიკური,შავი პიჯაკის საყელო მოუჩანდა,მუქი ქერა თმა გვერდულად გადაევარცხნა,თხელი ტუჩები და ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი ცბიერ იერს აძლევდა.
ჩემი სახელი და გვარი წარმოთქვა,კითხვის ნიშნის ფორმით.
თავი ნელა დავუქნიე,ნაბიჯი უკან გადავდგი და ჩანთაში ტელეფონი მოვძე.
-გთხოვთ,დაბრძანდეთ. უნდა ვისაუბროთ.-მითხრა მკაცრად. ისე,თითქოს უკან მიბრუნება და მოკურცხვლა ჩემი ნება არ იყო.
-გიცნობთ?-ფრთხილად ვკითხე.
-არა,თუმცა აქ ვერ ვისაუბრებთ,სწრაფად დაჯექი.
-ტაქსისტი ხართ?-წარბები ავწკიპე.
-არა-გაოგნებულნა შემომხედა.
-უცხო ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავუდები მანქანაში,თუ ის ტაქსისტი ან ჯეისონ მომოაა. თქვენ კი არც ერთი არ ყოფილხართ-უკან დავიხიე და შემოვლით გზისკენ ავიღე გეზი. მანქანის კარის ჯახუნის ხმა მომესმა,მივხვდი,დამედევნა და უკან მივიხედე.
-მოიცადე!-ნაბიჯს აუჩქარა და წინ ამესვეტა. ჩემზე მაღალი იყო,გამხდარი და დახვეწილი ტანი ჰქონდა. დავინტერესდი,რა უნდოდა.
-გისმენთ.-ჯიქურ შევხედე და გულზე ხელები დავიკრიფე.
-აქ ვერ ვილაპარაკებთ-გაბრაზებულმა დამხედა-მე გამომძიებელი შოთა კასრიშვილი ვარ-ჯიბიდან მოწმობა ამოიღო და ისე დამანახა,თითქოს დილერი ყოფილიყო და ნარკოტიკს მასყიდებდა-უნდა წამომყვე.
-გამომძიებელი?-მოწმობა გამოვგლიჯე და კარგად შევათვალიერე. ბოლო სემესტრში კრიმინალისტიკის ლექციებს ვესწრებოდი,სადაც გაყალბებული საბუთების ძირითად ნიშნებზეც იყო საუბარი.
სამწუხაროდ,გამომძიებლოს მოწმობა აქამდე ნანახი არ მქონდა,მაგრამ კარგად დავიმახსოვრე ყველა დეტალი,შემდეგში გადამოწმების მიზნით.
მოჭუტული თვალებით შევათვალიერე და უკან დავუბრუნე.-ჩემთან რა საქმე აქვს გამომძიებელს?
-ყველაფერს გეტყვი,ოღონდ ახლა გამომყევი.
-სამსახურში მაგვიანდება-თავის დაძვრენა მინდოდა.
-მალე დაგაბრუნებ.
თვალები ავატრიალე და მხოლოდ ინტერესის გამო მივყევი.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო საუბარი.
-წუხელ ქალაქში ოთხი შავკანიანი ტურისტი დახოცეს,რასისტული მიზნით.
-რა?-გული ამომიტრიალდა,მაშინვე მივხვდი,ჩემგან რაც უნდოდა,თუმცა ისიც გავიაზრე,რომ თავი უნდა გამესულელებინა.-გგონიათ,მე დავხოცე?
-არა,არა-თავი შეწუხებულმა გააქნია-მაგრამ მგონია,კარგად იცი,”ბუნკერში” რა სახის თავყრილობები იმართება.-გზას უყურებდა,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს თვალებით მბურღავდა.
-ე-ე,რას გულისხმობთ? დიდი ხანი არაა,რაც აქ ვმუშაობ.
-სამი თვე და ოთხი დღე-მომიგო დარწმუნებით-საკმარისზე მეტია იმის მისახვედრად,რომ რადიკალ ნაციონალ დამნაშავეებს ემსახურები.
-ვემსახურები? ბარში ვმუშაობ და სულ არ მაინტერესებს,მისი კლიენტები დემოკრატები არიან,რესპუბლიკელებუ თუ საერთოდ,სატანისტები.
-თავს იმართლებ?
-არა,გისწორებთ. -ოდნავ მოვეშვი და გადავწყვიტე,დათმობაზე წავსულიყავი-მესმის,რაც გინდათ და რასაც გულისხმობთ. ბუნკერში ათასი რჯულის ადამიანი შემოდის,რამდენიმე მათგანი მუდმივადაც,შესაბამისად,დაახლოებით ვიცი,ვინ როგორია,მაგრამ ჩემი უფროსის მოთხოვნა და საკუთარი სურვილიცაა,რომ კლიენტებთან ახლო კონტაქტში არ შევიდე.ჰ... ილიამ გამაფრთხილა,რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ კარგად და სარფიანად მუშაობაა,სხვების საქმე-სხვების საქმეა.
ჩაიცინა და თავი გაიქნია.
-ვიცოდი,რომ გამარჯობის შემდეგ არ ჩამიკაკლავდი ყველაფერს,მაგრამ ახლა გთხოვ,გაიაზრო. ოთხი ადამიანი მოკვდა,ოთხი! ადამიანები,რომლებსაც უყვარდათ,იცინოდნენ,უხაროდათ,წუხდნენ,შენსავით ცხოვრობდნენ,მერე ვიღაც შეშლილი მიადგათ,ნაცისტური სიბინძურით ტვინგამოტენილი და ჩაცხრილათ. გგონია,რომ შენ არ გეხება? გეხება! და თუ დანაშაულს დამალავ,ისეთივე დამნაშავე გახდები,როგორც ისინი არიან.
დავიძაბე,შემეშინდა,მაგრამ ვერავის დავადებდი ხელს იმის გამო,რომ რეალურად არაფერი ვიცოდი. მე მხოლოდ ტე-ს ბიჭების შეხედულებები მომესმინა,შესაძლოა,ისინი იყვნენ ამ დანაშაულის ჩამდენები,შესაძლოა-მხოლოდ საუბრობდნენ.
ღრმად ჩავისუნთე და ვუპასუხე.
-რადგანაც ჩემი ვინაობა იცით,არც იმის გარკვევა გაგიჭირდებოდათ,ვინ სტუმრობს ბარს. ვინაა მისი მუდმივი კლიენტი და ვინ-გამვლელი. რა გსურთ ჩემგან? გგონიათ,ვინმე ოფიციანტს მოუყვება თავისი ნებისმიერი გეგმის შესახებ,თუ დანაშაულის ჩადენას აპირებს?
-არა,ეგ არ მგონია და რა თქმა უნდა,მშვენივრად ვიცი,ვინაა ამ საქმის მთავარი გმირი-დაჩი სულაძე.
შევკრთი,რაც იგრძნო და გამარჯვებულმა გაიღიმა.-ისიც ვიცი,რომ პირადად იცნობ,იმდენად პირადად,რომ სახლში მიგაცილა.
-არ ვიცნობ,უბრალოდ თავაზიანობა გამოიჩინა.
-შეიძლება შენ მასე გგონია,მაგრამ სულაძე თავაზიანობის გამო არაფერს აკეთებს . გენდობა,რადგანაც აქამდე ჰიმლერას შენი თავი არ გააგდებინა.
-ვერ ვხვდები,ამას რატომ მეუბნებით. მართლა არაფერი უთქვამს ჩემთვის სულაძეს. საერთოდ არაფერი.-სიმართლეს ვამბობდი და ამან გამბედაობა შემმატა.
-ამას რატომ გეუბნები?-გაიმეორა და ცოტა ხნით გაჩუმდა-მჯერა,რომ არაფერი იცი,მაგრამ მინდა,რომ გაარკვიო,გესმის?
თვალები შუბლზე ამივიდა,პირი დავაღე. აი,რატომ ვეგონე დაჩის აგენტი-ალბათ აქამდეც ბევრი შემთხვევა ყოფილა. სამართალდამცველები გოგონებს უგზავნიან დაჩი სულაძეს?
გადავიხარხარე,სული ძლივს მოვითქვი და თვალზე მომდგარი ცრემლი თითით მოვიწმინდე.
-მეღადავები?-მკაცრად გამომხედა,რაც ალბათ არას ნიშნავდა.
-უნდა დაგვეხმარო. სულაძის ნდობა მჭირდება,ამ საქმეს სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ. ჭკვიანია და იცის,როგორ დამალოს თავისი საზიზღარი დანაშაულები. კიდევ უამრავი ვინმე მოკვდება,ეთერ. შესაძლოა ის ბიჭებიც,რომლებიც სულაძის იდეით შეპყრობილები,ყველაფერს აკეთებენ,რასაც უბრძანებთ. ამ ღლაპებს ჰგონიათ,დიად საქმეს აკეთებენ,უნდათ,გამორჩეულები იყვენენ,ალბათ სერიალ ”ვიკინგების” ფანებიც არიან და ბრძოლა სწყურიათ,იმიტომ,რომ მოსწყინდათ კომპიუტერის ძინ ნძ....-ჩავახველე და გამოერკვა.
უხერხულად გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და განაგრძო-სანამ გვიანი არაა,სანამ მსხვერპლის რაოდენობა ათობით ან ასობით არ გამხდარა,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
-მესმის-ამოვთქვი ნერვიულად-ძალიან კარგად მესმის და ნეტავ შემეძლოს თქვენი დახმარება,მაგრამ მე ამ საქმისთვის არ გამოვდგები. ჯერ-ჯერობით არაფერი გამიკეთებია ისეთი,რაც ჩემს მშვიდ ცხოვრებას არევდა,არავის საქმეში არ ვერევი,მით უმეტეს,მკვლელობისა. მინდა,ასეც გაგრძელდეს. ახლა სინდისიც სუფთა მაქვს,არც ერთ მხარეს არ ვარ და ჰიმლერას მსგავსად,მხოლოდ ვაკვირდები,რადგან მე არ ვარ ის პერსონაჟი,ფილმის ის გმირი,რომელიც რაიმეს აკეთებს. უბრალოდ ეპიზოდური როლი მაქვს,როდესაც ლუდს შემიკვეთავთ,მოგართმევთ და იქნებ ის ლამაზი გოგოც ვიყო,ფილმის გმირი სახლში რომ მიაცილებს,მაგრამ მეტი არ მინდა.
ამას გარდა,შენს წინადადებაზე თუ დავთანხმდები,იმ ადამიანს დავაღალატებ,ვინც მენდო-ჰიმლერას. არ შემიძლია ვინმეს ასე მოვექცე,მით უმეტეს,ეს ჩემი გამოძიება არაა.-რატომღაც წარმოვიდგინე,რომ ამ სიტყვებს ჩემს მაგივრად ირისი იფიქრებდა,მე კი უბრალოდ მის ნაკარნახევს გადმოვცემდი.
-სანართალზე სწავლობ-კვლავ ჯიუტი სახე ჰქონდა,ყურიც არ შეუბერტყავს ჩემს მონოლოგზე.
-პირველკურსელი ვარ.
-უკვე მეორე.
-ჯერ სწავლა არც კი დაწყებულა.
-თუ ამ საქმეში დაგვეხმარები,შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობა გარანტირებული გექნება.
ვაღიარებ,წამით წარმომიდგა თვალწინ ის სამსახური,რომელიც უნივერსიტეტში ჩაბარებამდეც კი საოცნებო იყო,მაგრამ შემდეგ სცენა შეიცვალა-დაჩი ბრალდებულის სკამზე,მე კი მოწმედ გამოვდივარ,ვყვები იმ ყველაფერს,რაც აგენტობის პერიოდში მისგან შევიტყვე,მისი მზერაც კი ვიგრძენი...
-გააჩერე მანაქანა!-დავიყვირე.
-რა დაგემართა?-გაზისთვის ფეხი არ აუშვია.
-გააჩერე და გამიშვი! ახლავე!
-დაფიქრდი,უბრალოდ დაფიქრდი! ნუ გეშინია!
-ახლავე თუ არ გამათავისუფლებ,იცი რა იქნება ეს? თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ეს კი ნამდვილად დანაშაულია. გამოსაკითხი პირი უფლებამოსილია,გამოკითხვაზე უარი თქვას,თანაც,არანაირი საპროცესო ნორმები არ დაგიცვია!-წარმოდგენა არ მქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე,ჯერ არ შემესწავლა,მაგრამ ფანტაზია მოვიშველიე,რაც ლექციებზე მეტად,ფილმების დამსახურება იყო.
-ეს არ იყო გამოკითხვა,უბრალოდ შემოთავაზებაა-მანქანა დაამუხრუჭა და უცნაურად შემომხედა. წამით მომეჩვენა,რომ გაუხარდა კიდეც,თუმცა მაშინვე მოიღუშა,მტრულად გადმომხედა და ჩაილაპარაკა.
-გადადი.დავიმახსოვრებ იმას,ვინც მკველელებს აფარებს ხელს.
-ჯერ მკვლელი იპოვე-თვალები ავატრიალე და მანქანიდან სწრაფად გადავედი.


ბარის მაგიდასთან მოუსვენრად ვინაცვლდებდი ფეხს. აჩქარებულ გულს ვერ ვიწყნარებდი. ჰიმლერასთან საუბარი მინდოდა,მაგრამ როგორც კი მივედი,დაგვიანებისთვის ყულაბაში ორ ლარიანი ჩამაგდებინა და დამიბარა,უნდა წავიდე და გვიან დავბრუნდებიო.
ირისთან დარეკვა მინდოდა,მაგრამ მისი ნომრის შენახვა დამავიწყდა და ვერ ვიპოვე,სხვა გზა არ მქონდა,ფიქრისგან თავის დასახსნელად,საქმეს მივხედე.
ორშაბათი იყო,ამიტომაც კლიენტები ჯერ არ იყვნენ. მაგიდები გავაპრიალე,იატაკი დავგავე და გავწმინდე,ჩემს არ ყოფნაში ყველაფერი საკმაოდ არეულიყო. ყველაფერს მივწვდი,სადაც ჩვრის მოსმა შეიძლებოდა,ბოლოს,როდესაც გასაწმენდი აღარაფერი დამრჩა,ჭერზე დაკიდუკ,თეთრ,მრგვალ ჭაღებს დავადგი თვალი,ერთი მაგიდა გავათრიე,მიმოვიხედე,მხოლოდ ბარის მაგიდასთან იჯდა ჩემთვის კარგად ნაცნობი აკა,რომელიც ლუდს სვამდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. მაგიდაზე ავძვერი და წმენდას შევუდექი.
საშინელი მტვერი დამხვდა,ერთი ჭაღის გასუფთავებას ოცი წუთი მაინც მოვუნდი,შემდეგ მაგიდა მეორე სანათთან გავათრიე და მოქმედებები გავიმეორე.
რამდენიმე მკვდარი ბუზი დავკრძალე,ობობებს ვეომე და გაცხარებული ვბუტბუტებდი, ბოლოს ჰიტლერის კანცლერობის დროს გაწმინდეს აქაურობა-მეთქი,როდესაც,საქმეში გართულს,ქვევიდან ფხუკუნი შემომესმა.
უკან მივიხედე და ჩემს უკანალთან ასვეტილი დაჩი დავკანდე.
შევხტი,გამახსენდა,რომ მოკლე სარაფანი მეცვა,დავიბენი,კაბას ხელი ჩავავლე და დაბლ დავქაჩე.
-მანდ რა გინდა?-ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა.
დაბლა ჩავხტი,თმები ხელით გავისწორე და თვალებში შევაჩერდი.
ღიმიკით მიყურებდა,აშკარად ნასიამოვნები იყო ნანახით.
-ღმერთთან უფრო ახლოს ვიყავი-წამოვროშე და ჩემივე უკბილო ხუმრობაზე გავიცინე.
უარესად გავწითლდი,ჩვრები წამოვკრიფე და დაბნეული წავედი ბარისაკენ.
-ბიჭები არ მოსულან? უკვე აქ უნდა ყოფილიყვნენ-მაგიდას მიუჯდა და ტელეფონზე ტექტის წერა დაიწყო.
ვის სწერს?-გავიფიქრე და თავი გავაქნიე.-მშვიდად,ეტო.
ღრმად ჩავისუნთე,წყალი დავისხი და მთელი ჭიქა გამოვცალე. პირი მიშრებოდა,მასთან სიახლოვეს,მით უმეტეს,ასე,სიმარტოვეში,ვერ ვუძლებდი.
სულ გადამავიწყდა ცოტა ხნის წინანდელი ამბავი.ბარის დალაგებისას გადავწყვიტე,რომ მისთვის ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ ვერ დავმალავდი,თუმცა ახლა,მისი თვალების გადამკიდე,აღარაფერი მახსოვდა.
-გაიგე,რაც მოხდა?-სიგარეტს მოუკიდა და სასხვათაშორისოდ მკითხა.
-რა?-გამოშტერებული ვუყურებდი.გრძელი თითებით სიგარეტი მოხდენილად ეჭირა,როგორ უნდა მეაზროვნა?
-ოთხი ზანგი რომ ჩახოცეს-უდარდელად გამოაცხადა.
-ა-ა! ჰო. საშინელებაა.
-ნამდილად.
-მართლა?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-გგონია,ვინმეს სიკვდილი გამიხარდება?-წარბები ასწია.
-მე... მმ...არა,უბრალოდ მაშინ ისე საუბრობდი,სიძულვილით...
-სიძულვილი ერთია,გამოშტერებული,არაფრისმომცემი სისასტიკე-მეორე. მსგავსი რადიკალები ისევე მძულს,როგორც ფემინისტკებს ჰეტეროსექსუალი,ძლიერი მამრი. არ ვიცი,თავში რა უდევთ,მაგრამ რომ არ აზროვნებენ ან არასწორად აზროვნებენ,ფაქტია.
მშვიდი,ნათელი თვალები ჰქოდნა.
-დაჩი-თმის კულული ნერვიულად მოვქაჩე და სიტყვების ძებნა დავიწყე.
-ეტო.-ჩემი სახელი მისი ხმით გულს მიჩერებდა.
-მე...
-რამის თქმა გინდა? ნერვიულობ. მოდი-ხელით მანიშნა,მაგიდას მივუახლოვდი და ვეცადე,კანკალი არ დამეწყო.
მარცხენა ხელი მაგიდაზე დამადებინა,თავად კი მშვიდად ჩამხედა თვალებში და ნელა,ბუნებრივად გადამისვა თითები ხელის ზურგზე. გამაჟრჟოლა,მაგრამ თან დავმშვიდდი.იცოდა,როგორ ემოქმედა ქალზე.
აღმაგზნებდა,რადგანაც აღარ მენერვიულა და მშვიდად ეთამაშა.
-დღეს ვიღაც გამომძიებელი შემხვდა,შემომთავაზა,რომ ასე ვთქვათ...ჯაშუში გავმხდარიყავი. შენზე ინფორმაცია მომეგროვებინა.
ჩაიცინა,გაკვირვება არ დასტყობია. ხელზე მოფერება არ შეუწყვეტია. მუცლის დაბლა წვა უკვე მაწუხებდა,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ მისი ხელი არ ამეღო და პირდაპირი მნიშვნელობით,არ შემეჭამა.
-კარგი ქენი,რომ უარი უთხარი. ძალიან მომწონხარ და მინდა,რომ ასეც გაგრძელდეს.
-რა იცი,რომ...
-რომ დათანხმებოდი,ხომ არ მეტყოდი?
-ჰო,მართალია-მის თითებს,ბოლოს და ბოლოს,თვალი მოვაშორე,შემეშინდა კიდეც,იმდენად მითრევდა მისი სიახლოვე.
ხელი გამოვწიე და შევიშმუშნე.
-ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა?
-ბევრჯერ-უდარდელად დამიქნია თავი-პირველად მეწყინა,მერე უკვე ვერთობოდი. მიგზავნიან მაგარ ნაშას,მშვენიერ სექსს ვიღებ,შემდეგ კი ჯანდაბაში ვუშვებ სი*რინოზებს-ჩაიღიმა-მაგრამ არ მინდოდა,შენც მათ გვერდით აღმოჩენილიყავი.
-რატომ?
-არ ვიცი-წარბები შეჭმუხნა,თავი გაიქნია და უცნაურად მომაჩერდა-ეს არ მომწონს,მაგრამ საინტერესოა.
მინდოდა,სამუდამოდ ასე ყოფილიყო-არაფერი გარკვეულიყო,მე იმედებით სავსე,ის კი გაურკვეველი დარჩენილიყო,იქ,ბარის მაგიდასთან მე,დაჩი და მთვლემარე აკა,რომელსაც ალბათ არაფერი აღარ აინტერესებდა.
-დაჩი.
-ეტო?
-ნუ მეძახი მასე!-წარბები შევკარი-რატომ არ მკითხე,ვინ იყო გამომძიებელი?
-იმიტომ,რომ ვიცი.-მხრები აიჩეჩა.
თვალწინ გამომძიებლის ის წამიერი მზერა დამიდგა,რომელმაც გამაკვირვა. იგივე იყო დაჩის თვალებშიც. არც გაბრაზება,გაღიზიანება ან იტერესი-მხოლოდ კმაყოფილება.
-შენ გამოგზავნე.-ვთქვი და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე.
დაბნეულმა შემომხედა რამდენიმე წამით,შემდეგ ჩაიღიმა,მაგიდაზე გადმოიწია და სახე ახლოს მომიტანა-აი,რატომ არ მინდოდა,ეტო. ყოჩაღ.
საშინლად,გამაწამებლად კარგი სურნელი ჰქონდა. ისეთი,რომ მოგანდომებდა,მისი ხორცი დალურჯებამდე დაგეკბინა.
მაშინ პირველად გავიაზრე,რა აგრესიული შეიძლებოდა ვყოფილიყავი.
-სულა!-ხმა დაჩის უკან გაისმა,ნუკრი მოსულიყო. შევხტი,ის კი შეკრთა,ნელა დაიხია უკან და ისე,რომ ჩემთცის თვალი არ მოუშორები,უპასუხა.
-ნუტრი! დანარჩენები სად დაიკარგნენ?
-მოდიან,რავი. ეტო,რავა ხარ? -გამომძახა ბიჭმა და მაგიდისაკენ წავიდა-გეხვეწები,ყავა გამიკეთე შენი ლამაზი ხელებით.
ჩამეღიმა,დაჩიმ კი შუბლი შეკრა,კიდევ ერთხელ მოიწია და მიჩურჩულა.
-მომწონს ვარდისფერი,მაგრამ შემდეგში შავი ჩაიცვი.
-რა?-როგორც ყოველთვის,ახლაც მაშტერებდა.
-და მაგიდაზე აღარ აძვრე,როდესაც ეგ კაბა გეცმება. სხვა დროს შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო-თვალი ჩამიკრა და მაგიდას მოშორდა-ყავას მეც დავლევ,შენი ლამაზი ხელებით მორთმეულს-გამოსცრა ხმამაღლა და ნუკრის შეუერთდა.

იმ საღამოს გული ვერაფრით დავიმშვიდე,დაჩის ჩემთვის აღარ მოუცლია,ტე-ს მაგიდა მალევე დაიშალა,მათმა მეთაურმაც დატოვა ბარი ისე,რომ ჩემთვის სიტყვაც აღარ უთქვამს.არ ვიცოდი,რა მე ფიქრა და ფიქრის სურვილიც დიდად აღფ მქონდა.ჰიმლერას მოსვლისთანავე სახლში გავვარდი,გზად დამამშვიდებელი ვიყიდე,სახლში აღელვებული შევვარდი და კარი ისე მივიჯახუნე,თითქოს უკან გაავებული ვამპირების ხროვა მომდევდა.
-როგორც იქნა!-დაიღრიალა ირის ხმამ მისაღებიდან.
იმდენად გამიხარდა მისი იქ ყოფნა,რომ დაუფიქრებლად შევვარდი ოთახში,დივანზე მოკალათებულს ზემოდან დავახტი და გადავეხვიე.
-ჰეი,ჰეი!-დაიყვირა და ოდნავი ღიმილით მომიშორა-არ მომწონს შენი აღტკინება,საერთოდ არ მომწონს,რადგანაც დაჩის ვუკავშირებ.
-უკავშირებ? სულ ისაა,მთლიანად ისაა ჩემი სიგიჟე!
-დამშვიდდები,თუ დაგამშვიდო? ჩემი მეთოდები არ მოგეწონება,დამიჯერე.-თვალები აატრიალა.
-კარგი,მოიცა-წყალი დავისხი,დამამშვიდებელი დავლიე და ირის მივუბრუნდი.
უცნაურად მიყურებდა,ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეკავა და დრო და დრო ცხვირთან მიჰქონდა.
-ეგ ვინ გაჩუქა?-იმის გაფიქრებაზეც კი ცუდად გავხდი,რომ ირის შეყვარებული ჰყავდა.
-მე არავინ-წარბები აწკიპა და ყვავილი გამომიწოდა-შენს კარზე იყო მიწებებული,წებოვანი ლენტით.
ვარდი ჩამოვართვი და ინსტიქტურად დავყნოსე,ჩვეულებრივი სუნი ჰქონდა.
-და წარწერა-ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო ჯიბიდან-“წითელიც კარგი იქნება”. იმედია,ეს შენი საცვლის ფერს არ ეხება.
ამოვიოხრე და სიცილით ჩავეშვი სავარძელში.
-ზუსტად მაგას ეხება.
ირიმ თავში ხელი შემოირტყა,გამოაცხადა,რომ ახლა მხოლოდ არაყი თუ უშველიდა და სიგარეტს მოუკიდა.
-მოკლედ რომ ვთქვათ,დაგერხა,ეტო-ჩაილაპარაკა და დარდიანად შემომხედა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი DI ANA

ვაიჰჰ როგორ მიხარია რომ ახალი თავი დაიდო❤ მალე მოვალ

ნუ ეს რა იყოოოოო, რაღაც სასწაული იყო, ვგიჟდები შენს ტაქტიკაზე, ძაან მაგრად გამოგდის ფლირტის აღწერა.

ბევრს არაფერს ვიტყვი და არც იმის გამოცნობას დავიწყებ მერე რა იქნება, მინდა მოვლენების განვითარება ჩემთვის მოულოდნელი იყოს❤ ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ ეს წყვილი საშინლად მომწონს❤

ძაან უყვარხარ დიანას და ელოდება ახალ თავს, დიდი მოუთმენლობით❤

 


№2  offline წევრი beshqen

რა კარგი გოგო ხარ,ძალიან მაგარია როგორც წერ...მუზები ნუ მოგაკლოს ღმერთმა

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
ვაიჰჰ როგორ მიხარია რომ ახალი თავი დაიდო❤ მალე მოვალ

ნუ ეს რა იყოოოოო, რაღაც სასწაული იყო, ვგიჟდები შენს ტაქტიკაზე, ძაან მაგრად გამოგდის ფლირტის აღწერა.

ბევრს არაფერს ვიტყვი და არც იმის გამოცნობას დავიწყებ მერე რა იქნება, მინდა მოვლენების განვითარება ჩემთვის მოულოდნელი იყოს❤ ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ ეს წყვილი საშინლად მომწონს❤

ძაან უყვარხარ დიანას და ელოდება ახალ თავს, დიდი მოუთმენლობით❤

მეც ძალიან მიყვარს დიანა,სულ რომ მახარებს და მათბობს♥️

beshqen
რა კარგი გოგო ხარ,ძალიან მაგარია როგორც წერ...მუზები ნუ მოგაკლოს ღმერთმა


უდიდესი მადლობა♥️ საუკეთესო სიტყვებია♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

"....არაფერი არ მოვა მანამ,სანამ ელოდები." მუდამ ასეა :დ ^_^

ძალიან მომწონს ეტოს და დაჩის სცენები მაგრამ ირისს რაღაცაში ვეთანხმები.. ზედმეტად აღტკიცინებულია ეტო :დ იმედია დაჩის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს...

 


ალაჰ, კრიშნა, ბუდა, იესო, იეჰოვა ;დდდდდდდდ ^_'
რა სიღუნღულე თავი იყო.
ლამის ჩამოვდნი ან როგორც ჩემი ბფფ იტყოდა დაყენებული აჭარული აქცენტით და წარმოუდგენლად სასაცილო გამომეტყველებით: ,,დავდნი - ღორი ქონივითა" ;დდდდდდდდდ (ისე აჭარული აქცენტით თუ კახური აქცენტით?)
კაი მაგას არააქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უძალიანესად კარგი თავი იყო.
მთელი დღის დაღლილმა და გაწამებულმა, სულ გაბადრულმა წავიკითხე. ^_^
დაჩი რა თქმა უნდა არ არის სანატრი და იდეალური ,,ქრაში" და ადამიანი, მაგრამ ირისიც სულ ცოტას აბუქებს დაჩისთან დაკავშირებით, სულ ცოტას (ჩემი აზრით) რაღაცნაირად ჩასჩიჩინებს რომ დაჩი ცუდია და თავი უნდა შეიკავოს ეტომ მასთან ურთიერთობაზე. არადა ადრე ეუბნებოდა რომ უნდა მიეღო ის რაც უნდოდა. ამ შემთხვევაში ,,ის" დაჩია.
მოკლედ ძალიან მევედე-მოვედე ყველაფერს და აბდა-უბდა ვწერე, იმედია მიხვდები, ასევე იმედია ,,მივედე-მოვედე" და ,,აბდა-უბდა" მართლაც დეფისით იწერება და აკაკი შანიძე არ გადავაბრუნე საფლავში. ;დდდ
არ მყოფნის :( ♡♡♡♡♡
მეიბილინ ვიზ ლააავ ეგეინ ენდ ეგეინ.
♡♡♡

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანი
"....არაფერი არ მოვა მანამ,სანამ ელოდები." მუდამ ასეა :დ ^_^

ძალიან მომწონს ეტოს და დაჩის სცენები მაგრამ ირისს რაღაცაში ვეთანხმები.. ზედმეტად აღტკიცინებულია ეტო :დ იმედია დაჩის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს...

მეტი ეტო და დაჩი იქნება შემდეგში^^ მიხარია,რომ მოგწონს♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ალაჰ, კრიშნა, ბუდა, იესო, იეჰოვა ;დდდდდდდდ ^_'
რა სიღუნღულე თავი იყო.
ლამის ჩამოვდნი ან როგორც ჩემი ბფფ იტყოდა დაყენებული აჭარული აქცენტით და წარმოუდგენლად სასაცილო გამომეტყველებით: ,,დავდნი - ღორი ქონივითა" ;დდდდდდდდდ (ისე აჭარული აქცენტით თუ კახური აქცენტით?)
კაი მაგას არააქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უძალიანესად კარგი თავი იყო.
მთელი დღის დაღლილმა და გაწამებულმა, სულ გაბადრულმა წავიკითხე. ^_^
დაჩი რა თქმა უნდა არ არის სანატრი და იდეალური ,,ქრაში" და ადამიანი, მაგრამ ირისიც სულ ცოტას აბუქებს დაჩისთან დაკავშირებით, სულ ცოტას (ჩემი აზრით) რაღაცნაირად ჩასჩიჩინებს რომ დაჩი ცუდია და თავი უნდა შეიკავოს ეტომ მასთან ურთიერთობაზე. არადა ადრე ეუბნებოდა რომ უნდა მიეღო ის რაც უნდოდა. ამ შემთხვევაში ,,ის" დაჩია.
მოკლედ ძალიან მევედე-მოვედე ყველაფერს და აბდა-უბდა ვწერე, იმედია მიხვდები, ასევე იმედია ,,მივედე-მოვედე" და ,,აბდა-უბდა" მართლაც დეფისით იწერება და აკაკი შანიძე არ გადავაბრუნე საფლავში. ;დდდ
არ მყოფნის :( ♡♡♡♡♡
მეიბილინ ვიზ ლააავ ეგეინ ენდ ეგეინ.
♡♡♡

ეგეინ ენდ ეგეინ აი ლავ მებილიინ!!!
მგონი “დავდნი ღორი ქონივითა” კახურია,მეცობა,კახელი ვარ და დამეჯერება:დდ
დაჩი არაა იდეალური ქრაში და მგონი პირველი ნამდვილი ქრაშია ჩემს ისტორიებში,მარამ სასურველია,ვგონებ:3
მე,როგორც ძალად მწერალს,”აბდა-უბდა” და “მივედ-მოვედე” სწორად მიმაჩნია,მაგრამ ექსპერტი არ ვარ:დდ
მადლობა მებილინუკას ყოველთვის და მუდამ♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი მირა

ვუაიმეე საერთოდ არ ველოდი დღეს ახალთავს მაგრამ შემოვიჭყიტე და რო დამხვდა ავტეხე წივილ-კივილი მოკლედ ძალიან გამახარეეე...
ეს თავი ისე წავიკითხე ღიმილო ვერ მოვიშორე... რა ვქნა მიყვარს შენი მოთხრობის ყველა წინადადება პერსონაჟი და სიტვაცია და რა გავაკეთოო?!
ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️❤️ მადლობა ალისას❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მირა
ვუაიმეე საერთოდ არ ველოდი დღეს ახალთავს მაგრამ შემოვიჭყიტე და რო დამხვდა ავტეხე წივილ-კივილი მოკლედ ძალიან გამახარეეე...
ეს თავი ისე წავიკითხე ღიმილო ვერ მოვიშორე... რა ვქნა მიყვარს შენი მოთხრობის ყველა წინადადება პერსონაჟი და სიტვაცია და რა გავაკეთოო?!
ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️❤️ მადლობა ალისას❤️❤️

მადლობა მირას,ამ სიტყვებისთვის♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი ლალალლალა

ვერ ვკმაყოფილდები ეჰჰ
სხვანაირად არ გამიგო:დ
იმედია დაჩის იმ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს და თუ აქვს:დ რა გითხრა, ***ა.
დაჩის პერსონაჟისთვის სხვა სახელის დარქმევაც შეგეძლო, ერთი ხომ გყავს უკვე ამ სახელით. თან ერთმანეთისგან განსხვავებულები:დ ის ჩემი ფავორიტია. თუ ის დემეა? "ხახვი და ლუდში" ანას არა და მეორე გოგოს კაცი. ხო, რავი მოკლედ უფრო მეტი დაჩი მინდა:დ საინტერესო პერსონაჟია

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

ალის, ამ თავის პირველი ნაწილი ზედმეტად პატრიოტული იყო და სულაც არ ვფიქრობდი, რომ ვკითხულობდი უფერული გოგოს ისტორიას, რომელმაც არსაიდან მოსული მეგობრის წყალობით სრული ტრანსფორმაცია განიცადა. არის რაღაცები რაშიც T-ეს ბიჭებს და ეტოს ვეთანხმები და არის რაღაც რაშიც არ ვეთანხმები, რა ვქნა მეც უაზროდ პატრიოტი ვარ :)
რაც შეეხება დანარჩენს: ვფიქრობ, ერთ რამეში მართალია ისი, ეტო ძალიან მარტივად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეში. ჯერ ირისი იყო, ახლა დაჩი და მისი ბანდა.
"ვიღაც რომ მოგწონს და გიყვარს,ვალდებული არ ხარ,ყველაფერი გაიზიარო,რასაც ის ფიქრობს. იმიტომ,რომ ადრე თუ გვიან ყელში ამოგივა,მაგრამ უკვე გვიან იქნება,ან უარესი,მონად იქცევი. ყველაზე ცუდი ისაა,რომ ურთიერთობაში არც ერთი არ უნდა იყოს ავტორიტეტი,გაიგე? არც ჩემი შეხედულება უნდა მიიღო ასი პროცენტით სწორად და არც არავისი,რადგან ადამიანები ცდებიან,მათ შორის ის ადამიანებიც,რომლებიც აღგვაფრთოვანებენ! შეიძლება ისეთ შეცდომაში შეხვიდე,რომელიც ვეღარ გამოასწორო. და-მო-უკი-დებ-ლად ი-ფიქ-რე!" რატომღაც ირის ეს სიტყვები ისე ჟღერდა " ეტო, მეც არ ვარ სანდო და ფრთხილად იყავი-ო" :)
დაჩის და ეთერის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და ვფიქრობ უფრო საინტეტრსოც იქნება.
გელოდები ახალი თავით❤❤❤

 


№11  offline წევრი mariam m.k

Oho ra tavi iyo. Erti sityvit saswaulma gagachina. Natliam genacvalos shena ara ra es saxeli magrad moifiqre shen.

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალალლალა
ვერ ვკმაყოფილდები ეჰჰ
სხვანაირად არ გამიგო:დ
იმედია დაჩის იმ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს და თუ აქვს:დ რა გითხრა, ***ა.
დაჩის პერსონაჟისთვის სხვა სახელის დარქმევაც შეგეძლო, ერთი ხომ გყავს უკვე ამ სახელით. თან ერთმანეთისგან განსხვავებულები:დ ის ჩემი ფავორიტია. თუ ის დემეა? "ხახვი და ლუდში" ანას არა და მეორე გოგოს კაცი. ხო, რავი მოკლედ უფრო მეტი დაჩი მინდა:დ საინტერესო პერსონაჟია

სხვანაირაე გავიგე:3
დემე ჰქვია იმას დედი,რა გჭირს:(
მეტი დაჩი იქნება!3

რუსკიმარუსია
ალის, ამ თავის პირველი ნაწილი ზედმეტად პატრიოტული იყო და სულაც არ ვფიქრობდი, რომ ვკითხულობდი უფერული გოგოს ისტორიას, რომელმაც არსაიდან მოსული მეგობრის წყალობით სრული ტრანსფორმაცია განიცადა. არის რაღაცები რაშიც T-ეს ბიჭებს და ეტოს ვეთანხმები და არის რაღაც რაშიც არ ვეთანხმები, რა ვქნა მეც უაზროდ პატრიოტი ვარ :)
რაც შეეხება დანარჩენს: ვფიქრობ, ერთ რამეში მართალია ისი, ეტო ძალიან მარტივად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეში. ჯერ ირისი იყო, ახლა დაჩი და მისი ბანდა.
"ვიღაც რომ მოგწონს და გიყვარს,ვალდებული არ ხარ,ყველაფერი გაიზიარო,რასაც ის ფიქრობს. იმიტომ,რომ ადრე თუ გვიან ყელში ამოგივა,მაგრამ უკვე გვიან იქნება,ან უარესი,მონად იქცევი. ყველაზე ცუდი ისაა,რომ ურთიერთობაში არც ერთი არ უნდა იყოს ავტორიტეტი,გაიგე? არც ჩემი შეხედულება უნდა მიიღო ასი პროცენტით სწორად და არც არავისი,რადგან ადამიანები ცდებიან,მათ შორის ის ადამიანებიც,რომლებიც აღგვაფრთოვანებენ! შეიძლება ისეთ შეცდომაში შეხვიდე,რომელიც ვეღარ გამოასწორო. და-მო-უკი-დებ-ლად ი-ფიქ-რე!" რატომღაც ირის ეს სიტყვები ისე ჟღერდა " ეტო, მეც არ ვარ სანდო და ფრთხილად იყავი-ო" :)
დაჩის და ეთერის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და ვფიქრობ უფრო საინტეტრსოც იქნება.
გელოდები ახალი თავით❤❤❤

რა თქმა უნდა,ეს მხოლოდ ეტოს ისტორია არაა,დაჩისიცაა.^^
მიხარია,რომ ის მომენტი აღნიშნე,რომელსაც ეტოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს♥️

mariam m.k
Oho ra tavi iyo. Erti sityvit saswaulma gagachina. Natliam genacvalos shena ara ra es saxeli magrad moifiqre shen.


პირველი იყავი,ვინც ჯადოქარი მიწორდა და შესაბამისად,ნათლიის ტიტულიც დამსახურებულად მიიღე^^
მიხარია შენი დანახვა და დიდი მადლობა♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი დაშა

როდის დადებ ახალ თავს? გავჭაღარავდი ასე მგონია ;და

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი დაშა
როდის დადებ ახალ თავს? გავჭაღარავდი ასე მგონია ;და

ხვალ იქნება♥️

 


№15  offline წევრი dakarguli

აუ, რანაირი გოგო ხარ.... აწი აღარასოდეს წავიკითხავ შენს ისტორიებს






"ოღონდ დაუსრულებელს" :პპპპპპ(თუ გავძელი):))
აუ , რა კაი იყო კიდე მინდოდა, სუფთა ინტრიგანი ხარ :დდდ მომწონს ეტო და ირი,დაჩის ჯერ მეშინია :დდდ
და შენზე ვგიჟდები ჩემო განძო :****
კიდე მინდოდა,უფ

 


№16  offline წევრი Lea

რა საინტერესოა ირისი. ერთდროულად რამდენას კარგ და ცუდ გავლენას ახდენს ეტოზე. დაჩის პერსონაჟში რაღაც ბევრად საინტერესო მეჩვენება, ვიდრე ხელმძღვანელი “სულა”.
ტრადიციულად, შენი ფანი ვარ.
მეტი არ მინდა, ხვალ არ გამიგრძელო,
მოვალ და
მოგაყოლებ იცოდე დდ
ადრე რომ იყო, გაზეთი სერიალი, წინასწარ რომ კითხულობდი რა მოხდებოდა :))))))))))

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
აუ, რანაირი გოგო ხარ.... აწი აღარასოდეს წავიკითხავ შენს ისტორიებს






"ოღონდ დაუსრულებელს" :პპპპპპ(თუ გავძელი):))
აუ , რა კაი იყო კიდე მინდოდა, სუფთა ინტრიგანი ხარ :დდდ მომწონს ეტო და ირი,დაჩის ჯერ მეშინია :დდდ
და შენზე ვგიჟდები ჩემო განძო :****
კიდე მინდოდა,უფ

გადამიქანდა გული -_- სანამ ბოლოში ჩავედი:დდ
ოქრო და ალმასი გოგო ხარ♥️♥️

Lea
რა საინტერესოა ირისი. ერთდროულად რამდენას კარგ და ცუდ გავლენას ახდენს ეტოზე. დაჩის პერსონაჟში რაღაც ბევრად საინტერესო მეჩვენება, ვიდრე ხელმძღვანელი “სულა”.
ტრადიციულად, შენი ფანი ვარ.
მეტი არ მინდა, ხვალ არ გამიგრძელო,
მოვალ და
მოგაყოლებ იცოდე დდ
ადრე რომ იყო, გაზეთი სერიალი, წინასწარ რომ კითხულობდი რა მოხდებოდა :))))))))))


უჰჰ მომენატრე შენ,რომ იცოდე:))
“სერიალი” მახსოვს;დდდდდ ერთი ვინმე კითხულობდა სასტავში და მერე კაი როჟა იყო,წინასწარ იცოდა :3
ჩემი უნამუსობის ამბავი ხომ იცი,ქრთამზე წავედი მაშინვე,ამიტომაც 100$ ერთი ფაქტი,თუ ვერ მოვასწარი დღეს:3
:დდდდ♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი dakarguli

ცოტა გეხუმრე ხო :)) აბა მე შენს ისტორიებს გამოვტოვებ განძო??
ისე, მეც მომეწონა სერიალის იდეა,მაგრამ რა მეძვირე ხარ ,რაარი რა .... "პოსლეზე" არ წავა?? :დდ

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
ცოტა გეხუმრე ხო :)) აბა მე შენს ისტორიებს გამოვტოვებ განძო??
ისე, მეც მომეწონა სერიალის იდეა,მაგრამ რა მეძვირე ხარ ,რაარი რა .... "პოსლეზე" არ წავა?? :დდ

♥️♥️♥️
რეაქცია ახალ თავზე იმდენად ძვირფასია,რომ “სპოილერს” მილიონადაც არ გავყიდი^^

 


დღეს იქნება? ცალი თვალი წიგნზე მაქვს, ცალი აქ. ;დ ♡♡

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
დღეს იქნება? ცალი თვალი წიგნზე მაქვს, ცალი აქ. ;დ ♡♡

გვიან იქნება მებილინ♥️ ასე თორმეტისკენ:((

 


Alice76
Maybillineსპაროლიდაავიწყდა
დღეს იქნება? ცალი თვალი წიგნზე მაქვს, ცალი აქ. ;დ ♡♡

გვიან იქნება მებილინ♥️ ასე თორმეტისკენ:((

ოღონდ იყოს და დილამდე მოვუცდით :3 ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent