შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (3)


16-03-2019, 18:22
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 179

სხვისი ცოლი (3)

გაღვიძებისთანავე ვიგრძენი მისი ხელი ჩემს ტანზე.მოხუტებულს ეძინა.ფრთხილად ავაწევინე ხელი და საწოლიდან წამოვდექი,მის გამო სამსახურში ვერ დავაგვიანებ.ხალათი შემოვიცვი და აბაზანისთვის კარადიდან პირსახოცი გამოვიღე.
-მართა!
-რაიყო,ომარ?
-რას აკეთებ,რატომ ადექი? - ბურტყუნით მკითხა და თავი ძლივს წამოწია ბალიშიდან.ნახევრად ღია თვალებით დამიწყო ყურება.
-აბაზანაში შევდივარ წყლის გადასავლებად,-ვუპასუხე და ზურგი ვაქციე.
-მოდი ჩემთან ცოტახნით,-კი როგორ არა,მორბივარ,უსირცხვილო,ამდენი რამის მერე კიდევ
მეპატიჟება,ჯერ ისედაც წვალებით ვათენებ ღამეს შენ გვერდით და სულელი ქალივით ვიქცევი,ქმრის ღალატს რომ ეგუება და ცხოვრებას აგრძელებს მასთან.მისკენ შევბრუნდი და ისეთი უცოდველი გამომეტყველებით მიყურებს,თითქოს მე ვუღალატე ,- რას გაჩუმდი,არ მოხვალ? - შემახსენა.
-მეჩქარება სამსახურში,-ვუპასუხე მოკლედ და ოთახიდან გამოვედი.მისი ხმაც კი მაღიზიანებს,მართლა სულელი ვარ ისევ აქ რომ ვცხოვრობ,თუმცა ჯერ არსად მაქვს წასასვლელი,ფულს შევაგროვებ და ბინას ვიქირავებ,მერე მუხლიჩოქაც რომ დამიდგეს არ შევურიგდები,ჯანდაბაშიც წასულა,ისიც და მისი საყვარელიც.
ქალი არ არის ვალდებული მოითმინოს ქმრის ღალატი,დასრულდეს „გულაობის“ ეპოქა.მე ასე მიმაჩნია,თუ კაცს ქალი უყვარს,სხვა ქალთან არ მოუნდება სექსუალური ურთიერთობის დამყარება,სულ ცალ ფეხზე მამაკაცური ღირსება.თუკი მე მიყვარს და გონებაშიც კი არ გამივლია მისი ღალატი,მას რა უფლება ჰქონდ ასე მომქცეოდა,როცა სიყვარულს მეფიცებოდა. იდიოტი . ნამუსის ძარღვიც კი გაწყვეტილი აქვს შუბლზე,როგორ ბედავს რომ მეხუტება,ვინ მისცა უფლება.სანამ ბოლომდე გავრეკავ უნდა ვიბანაო და წავიდე სამსახურში,ალის მაინც დაველაპარაკები და გულს გადავაყოლებ,ისე მიდგას გვერდში,როგორც საკუთარი ძმა და მადლობელი ვარ მისი,თავს უპატრონოდ აღარ ვგრძნობ და მაქვს ადამიანის იმედი,ვინც,ზუსტად ვიცი იმედს არ გამიცრუებს და ჩემს მხარს დაიჭერს ნებისმიერ სიტუაციაში.

აბაზანაში წყალი მოვუშვი და ცოტახნით დავდექი წყლის ქვეშ,როგორც კი ვიგრძენი რომ სხეული გამომიცოცხლდა,პირსახოცი შემოვიხვიე და გამოვედი.ტანსაცმლის ჩასაცმელად ოთახში აღარ შევბრუნდი,სხვა ოთახიც გვაქ,რომელსაც სათავსოდ ვიყენებთ და ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი იქ მაქვს.ჩავიცვი,თმა დავივარცხე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და საუზმობის გარეშე გამოვედი სახლიდან,აღარ მინდა ომარის დანახვა და მისი ოთახიდან გამოსვლამდე გამოვიქეცი სახლიდან.საკუთარ თავს ვღალატობ მისი სიყვარულით,ამიტომ უნდა ვცადო რომ დავივიწყო და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო,ნამდვილად არაა საჭირო ადამიანი.
ტაქსი გავაჩერე და სამსახურში ისე წავედი,ადრე ავტობუსით სიარული მიყვარდა,მაგრამ ამ ბოლო დროს საზოგადოებაში ყოფნა სულს მიხუთავს,თითქოს ყველა კითხულობს შუბლზე ჩემ ცხოვრებას და ყელში რაღაც მეჩხირება,თითქოს დახრჩობა უნდა.
***
არ მაგვიანდება,მაგრამ მაინც ავრბივარ კიბეებზე და სიჩქარეში ალის ვეჯახები.
-ვინმე მოგსდევს?- სიცილით მკითხა,როცა გავსწორდით - რა მოგარბენინებს ამხელა ქალს.
-გამოვცადე,დავბერდი თუ ისევ ჯანზე ვარ ,- ღიმილით ვუპასუხე და ერთმანეთი გადავკოცნეთ.
-ჯერ მხოლოდ ოცდაათი წლის ხარ,რა დროს შენი დაბერებაა,ახლა იშლები კოკორო.
-კარგი,ალი,ნუ მაწითლებ,არც ისეთი პატარა ასაკია.
-რას წუწუნებ,გაიკეთებ მაკიაჟს და ისევ პატარა გოგო იქნები,კაცმა რა ქნას?
-საქართველოში,ქალი უფრო მალე ბერდება ვიდრე კაცი,ისეთი ცხოვრების გადატანა უწევს.
-მაშინ ამიხსენი,რატომ იღუპება ასაკიანი მამაკაცი და მასზე მეტხანს ცოცხლობს ქალი.
-ოდესმე ხომ უნდა ჰქონდეს ქალს ბედნიერების წლები,- თვალის ჩაკვრით ვუთხარი.
-თუ უბედურია ქალი კაცთან რა თავს იკლავს,გაცილდეს.
-იმდენს მელაპარაკები,მართლა გვიან შევალ კაბინეტში,თან დღე ბევრი საქმე მაქვს.
-კარგი,ჩემო ქალბატონო,როგორც იტყვით,მიბრძანდით და შესვენებაზე ჩემთან შემობრძანდით,ჩემმა დამ ალუბლის ნამცხვარი მომართვა და სამსახურში წამოვიღე,კაფეტერიიდან ყავას ჩამოვიტან და დაგელოდები,არ მიღალატო იცოდე,- პატარა ბავშვივით მომწვდა ლოყაზე და მომჩმიტა.
-ვერ დაგპირდები,-მივუგე და მეც მოვჩმიტე.რა ფაფუკი ლოყა ჰქონია,თანაც ახალი გაპარსული,საპარსი ქაფის სუნი მეცა,- თუმცა,მადლობა დაპატიჟებისთვის.
-არაფერს,- მოღუშული სახით მითხრა და ჩამომცილდა,- საღამომდე ,- მომიგო და წავიდა.მეც ჩემი კაბინეტისკენ ავიღე გეზი,როდესაც შევედი და სავარძელში ჩავჯექი, ალის შემოთავაზებაზე დავიწყე ფიქრი.როგორი საყვარელია,მისი დის გამომცხვარი ნამცხვარი შემომთავაზა,ნამდვილად გულუხვი ბიჭია.სულ რაღაც ერთი წელია ვიცნობ და მან უკვე მოახერხა ჩემთან დაახლოება.ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღებია.

***
-აბა რას მთავაზობდი?- შევაღე თუ არა მისი კაბინეტის კარი,იმ წამსვე ვკითხე და შევედი.ალი მაგიდასთან იჯდა და ნამცხვარს ჭრიდა,გვერდით ორი ფინჯანი ყავა ედგა.
-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი ,- გაბადრული მზერით მითხრა,წამოდგა და სკამი გამომიწია,-დაჯექი ,- მითხრა და ადგილს დაუბრუნდა,ნამცხვრის ერთი ნაჭერი ერთჯერად თეფშზე გადმოიღო და ჩემკენ მოწია,-შეგიძლია მიირთვა.
-მადლობა,- ღიმილით მივუგე და ნამცხვრის დაგემოვნება დავიწყე,-მმ,გემრიელია,-აღვნიშნე შუა ჭამის დროს და ყავა მივაყოლე,- კარგი ხელი ჰქონია შენს დას.
-სპეც.კურსი აქვს გავლილი და ამიტომ,თორემ ადრე საშინელებებს აკეთებდა-ხოლმე.
-არც მე ვიცი ნამცხვრების ცხობა,მაგრამ მირთმევა მიყვარს.
-ვგიჟდები ტკბილეულზე,მარტო რომ ვცხოვრობ მანებივრებს და თითქმის ყოველ მესამე დღეს მოაქვს გემრიელობები.
-მარტო ცხოვრობ?
-ჰო,რაიყო,არ მითქვამს? - გაკვირვებულმა შემომხედა.
-არა,ალბათ არ მიკითხავს,თორემ როგორ არ მეტყოდი.
-რა,თქმა,უნდა.ომარი როგორ არის? გუშინ მასზე ათასი სისულელე გითხარი და ტყუილად აგაღელვე.
-კარგად არის,მადლობ,მაგრამ მასზე ნუ ვისაუბრებთ,რაც იყო,იყო,ეგ არაფერი,ყველას ეშლება.
-არ მომწონს შენი საუბარი,მთელი დღე შეგეძლო მასზე აღტაცებით გელაპარაკა.
-ძალიან ცდილობ,მაგრამ ვერ გამომტეხავ,- ვცდილობ ხასიათი არ შევიცვალო,რომ უფრო არ დავაეჭვო.
-თუ ცუდად გექცევა ,მითხარი და ჭკუას ვასწავლი,-მის ნათქვამზე გამეცინა.ისე იჭიმება,თითქოს მართლა ჩემი ძმა ან მამა იყოს.
-დამცველები არ მჭირდება,-ვუთხარი და შევუბღვირე.
-როგორც გინდა,უი ახალი ამბავი მაქვს,გუშინ ერთი საკმაოდ მომხიბვლელი ქალი გავიცანი,ღამით ქუჩაში მისეირნობა და გამოველაპარაკე.
-მერე?
-არაფერი,დღეს საღამოს ჩემთან უნდა მოვიდეს და ალბათ დარჩება კიდეც.
-გასაგებია,აღარ გააგრძელო.
-სექსი არ მიგულისხმია,ეგრე ნუ მიყურებ.
-თუნდაც გეგულისხმა,ხაზი რატომ გაუსვი,რაც გინდა ის უნდა აკეთო,მე რა შუაში ვარ.
-მართალი ხარ,ბოლოს და ბოლოს მამაკაცი ვარ,არც ვიცი შენ რატომ გესაუბრები ამ თემაზე.
-ჯობია წავიდე,მადლობა ნამცხვრისთვის და ყავისთვის,- მივუგე და სკამიდან წამოვდექი,-სახლში წასვლის დრო მომივიდა,წარმატებები ახალ შეყვარებულთან,- გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-შეყვარებული არაა,უბრალოდ ახალი ნაცნობი ქალია,- მომაყოლა სანამ გამოვიდოდი,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი.
***
-რატომ დაიგვიანე?-კართან დამხვდა ომარი.
-შენ ვინ გეკითხება?- ვკითხე და გვერდი ავუარე.
-რას ნიშნავს ვინ მეკითხება,ვინ მოგცა ასე საუბრის უფლება,- დამიღრიალა და ჩემკენ გამოიწია,უნდოდა ხელი დაერტყა,მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა,ისევ დაბლა დაუშვა და გაველურებული ცხოველივით მომაშტერდა.
-რა ჯანდაბა გინდა?- დავუყვირე მეც და უკან დავიხიე.როგორ ბედავს ჩემთან ასე საუბარს.
-შენი ქმარი ვარ,ისე უნდა მოიქცე,როგორც მე მინდა,- ჩემკენ წამოვიდა,ხელი მომკიდა და სცადა ეკოცნა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და გავექეცი,ოთახში შევვარდი და კარი ჩავუკეტე,მოვარდა და მუშტების რტყმა დაუწყო კარს.
-თავი დამანებე,არ ვაპირებ შენთან ურთიერთობას,- დავუყვირე სასოწარკვეთილმა და ცრემლები წამომივიდა.
-მე მინდა,-დამიყვირა და კარს ძლიერად დასხცო მუშტი.
-წადი და იმ ქალთან დაიკმაყოფილე შენი სურვილები,შენი დანახვა არ მინდა.
-შენი ნებით მიშვებ სხვა ქალთან?-ისტერიულად დაიწყო ხარხარი,მე კი ცრემლები წამომივიდა და თვალებიდან ვეღარ ვიყურები.საწოლზე დავემხე და სახე ბალიშში ჩავრგე.ნეტავ წავიდეს,ნეტავ წავიდეს,ჩავალაგებ ბარგს და გავიქცევი.ომარი უკვე ყველა ზღვარს გასცდა.ნერვიულობისგან თავი ამტკივდა და გული ამიჩქარდა,ასე მგონია გამისკდება.ჯანდაბაშიც წასულხარ ომარ,მძულხარ უკვე.საწოლიდან წამოვდექი,ცრემლები მოვიმშრალე და ღრმად სუნთქვა დავიწყე.ცოტა რომ დავმშვიდდი ტელეფონი ავიღე და ალის დავურეკე,ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე სადმე შემხვედროდა.ომარი კარს შეეშვა,აღარც მისი ხმა ისმის,ფრთხილად მივუახლოვდი და გავაღე,კართად აღარ დამხვდა,მთელი სახლი მოვიარე,მაგრამ არსად იყო,ამოვისუნთქე და ბარგის ჩალაგება დავიწყე.სასწრაფოდ უნდა მოვშორდე აქაურობას.
***
-! - თქვა ალიმ და ხელები მომუჭა.
-დაწყნარდი და დამეხმარე,სად წავიდე არ ვიცი.
-ჩემთან დარჩი!
-გაგიჟდი? პრობლემას შეგიქმნი.
-არ მადარდებს,მთავარია შენ არაფერი დაგიშავდეს,ჯანდაბას ჩემი თავი.
-ძალიან გთხოვ,სხვაგან დავიმალები,ოღონდ აქ არა.- ხვეწნით მივმართე,მას რომ რამე დაუშავოს ომარმა გულიც გამისკდება.ჩემი მიზეზით არავინ არ უნდა დაზარალდეს.
-მართა,გაჩუმდი და გააკეთე რასაც გეუბნები,ისიც იმყოფინე რომ ყველაფერს მიმალავდი.
-და რას მთხოვ,რომ ყველაფერი მომეყოლა?
-დიახ,უნდა მოგეყოლა და გამოცანებით საუბარი არ უნდა დაგეწყო,შენმა უცნაურმა ლაპარაკმა დამაფიქრა ზუსტადაც.
-არ შემეძლო აღიარება,- სასოწარკვეთილმა მივუგე და ხელები სახეზე ავიფარე.
-არ იტირო იცოდე,უარესად მეშლება ნერვები ომარზე,-მომიახლოვდა და ხელები სახიდან ჩამომაწევინა,-არ მესმის,რატომ გაჰყევი ცოლად?
-მიყვარდა!
-დარწმუნებული ვარ მას არა! რომ ყვარებოდი,ასე მარტივად ვერ შეძლებდა შენს გადაყვარებას. . . უბრალოდ,შეუძლებელია შენ შეგიყვაროს ადამიანმა და მერე გრძნობა შეეცვალოს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



რა კარგი იყოოოოოო. მაგრამ ცოტა გაზარდე რა თავები თორემ არ მყოფნი
----------
Ailam

 


ვაიმეეე, შემოგიერთდიიი, ძაან მაგარია გელოდები საყვარელო

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მადლობა ჩემო კარგებო.. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline წევრი mariam m.k

Ali ise laparakobs mgoni mas uyvars nu tavidanac megona magram am tavis
Bolo momentma ufro damafiqra
Anu vigulisxme alis natqvama
Xom rav shexeba istorias karg
Tempit midis

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

mariam m.k
Ali ise laparakobs mgoni mas uyvars nu tavidanac megona magram am tavis
Bolo momentma ufro damafiqra
Anu vigulisxme alis natqvama
Xom rav shexeba istorias karg
Tempit midis

მადლობა რომ კითხულობ. მივხვდი რაც იგულისხმე. ამ წინაადადებით იმიტომაც დავასრულე ეს თავი. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent