შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიტყუე საწოლში XVI +18


16-03-2019, 20:38
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 3 415

შემიტყუე საწოლში XVI +18

გაუჩერებლად ვტრიალებ და ცისფერს სინათლეში მთლიანად ვიძირები, თავზე წამომდგარი შავი კლდეების იდუმალი ჩრდილები სულში მაჯლაჯუნებად მიძვრება, მთვარის მოთეთრო სიცივე ტბაში ირეკლება და ყინულოვან სხივებს მაფრქვევს, ცოტა ხნით მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ სცენის დეკორაციაა, ფეხის თითებში საშინელ ჩხვლეტას ვგრძნობ, თითქოს მთვარის შუქის ბასრ ნამსხვრევებზე ვტრიალებდე და ეს არის ჩემი უკანასკნელი ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ, რომელიც საცაა დამეწევა და როგორც უნდა მოვინდომო მაინც გამახვევს თავის იდუმალ ბნელ ქსელში, ვინ იცის იქნებ ეს შვებაც კია, ნელ–ნელა ტრიალს ვანელებ და ვნებდები, თუმცა სიცოცხლე მაინც არ მეთმობა და ვცდილობ კიდევ ერთხელ გავიბრძოლო, ეს გედის უკანასკნელი მოძრაობაა სანამ მოცისფრო ბრუსში გაეხვევა თვალებიდან უნებურად ცრემლები მომდის და ჩემს ტუჩებთან ჩერდება. გედების ტბას ყველაზე მეტად ასეთი დრამატიზმი შეეფერება ამ ეპიზოდში.მე კი როლში ისე შევედი საკუთარი თავი დამავიწყდა, სცენაზე მკვდარი გედია გაწოლილი, მე კი მის შიგნით პატარა კუნჭულში ვარ მოკუნტული და ადგომის ძალა აღარ შემწევს, თუმცა მთელი დღე გაუჩერებლად მარტო იმიტომ ვვარჯიშობ, რომ მინდა სახლში ისე დაღლილი მივიდე, გათიშულს დამეძინოს და სხვა რამეზე ფიქრის დრო არ დამრჩეს. დარბაზს თვალს ვავლებ და მაინც მახსენდება როგორ მთხოვა ნიკოლოზმა ცოლობა საბალეტო წარმოდგენის პრემიერაზედა როგორ ჩამაგდო გამოუვალ მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ ამიერიდან ყოველი წარმოდგენის დასრულების შემდეგ ეს ვითომდა ბედნიერი წუთები გამახსენდება. დარბაზში დასის ხელმძღვანელი ანაა, ქალი რომელმაც ჩემი ნერვული სისტემა მთლიანად მოშალა, გაანადგურა და აღარაფერი დატოვა. ქალი, რომელმაც თვითშეფასება დამიქვეითა, არარაობად მაგრძნობინა თავი, მაგრამ ახლა ჩემ გვერდითაა ჩემივე თხონდით და საზაფხულო შვებულების მიუხედავად გედების ტბის რეპეტიციაში მეხმარება. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ვეცემი. შეუმჩნევლად, ხელის ფრთხილი მოძრაობით ვიწმენდ სიმწრის ცრემლებს. ვხდები, უკვე ისე დავიღალე, რომ სუნთქვაც მეზარება. ნერვებისმომშლელ სიჩუმეში მოულოდნელად ანა ტაშს უკრავს. იატაკიდან თავს მძიმედ ვწევ და გაყვითლებულ კბილებს და კმაყოფილების გამომხატველ ღიმილს ვაყწდები. ახლა მხოლოდ ჩემი სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა მესმის. ანა იხრება, დამჭკნარ, ჩირივით დანაოჭებულ ხელს მიწვდის, რომელიც ასაკის მიუხედავად, გრძელი თითების წყალობით, საოცრად გამოიყურება. გამოწვდილ ხელს ვეყრდნობი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის, ეს პირველი შეხებაა, რომელიც ისეთ რამეს გამოხატავს, რაც ბალეტთან და წარმოდგენის რომელიმე მოძრაობასთან კავშირში არ არის. ეს ქალი ნამდვილი მოვლენაა ბალეტის სამყაროში, უზარმაზარ თანხასაც კი გადავიხითი მისი ცეკვის სანახავად, მაგრამ როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებ მაშინვე შავი გედი წარმომიდგება თვალწინ, თავისი ცბიერი ღიმილით და გრაციოზული მოძრაობებით. სხვა წარმოდგენაში მას ვერ ვხედავ, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხედავ ბალეტში. ვფიქრობ, რომ ასეთი სულის პატრინს ხელოვნებასთან და მითუმეტეს ბალეტთან არაფერი ესაქმება, თუმცა არის მომენტები, როდესაც ასე არ ვფიქრობ, როცა თეთი გედის კოსტიუმში გამოწყობილს ვხედავ, ვნანობ, რომ მასზე ვბრაზობდი ან საშინელ ადამიანად წარმომედგინა ჩემს გონებაში, მაგრამ ამის შემდეგ ისეთ რამეს აკეთებსს რომ მაშინვე შავ გედად იქცევა, ის ასეთია და ვერავინ შეცვლის.
-ვატყობ დაიღალე,- ასაკისაგან თითქმის გამქრალ ტუჩებს მაინც ისე ბრეცს, რომ უნებურად ყველაფრის მიუხედავად მეცინება. თავს ფრთხილად ვუქნევ, იმიტომ რომ მეშინია ამის გამო არ გამაკრიტიკოს. მერე კი კუთხეში გასახდელისკენ მიმითითებს, მეც შევდივარ თუ არა პუანტებს ფრთხილად ვიძრობ. ვიცი ამ ყველაფერს რაც მოყვება და წინასწარ სახეს ვბრეც. გაწითლებულ თითებს ზიზღით შევცექრი, ერთ-ერთი ფრჩხილიდან სისხლი მომდის და ჰაერის შეხებისთანავე წარმოუდნელად მტკივა. კბილებს ისე ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს, რომ მგონია ღრძილებიდან სისხლი წამომივა. ამ ტკივილს შევეჩვიე, მაგრამ მას სხვა ტკივილიც ემატება, ყელში ბურთი მეჩხირება, იზრდება და ცრემლებად მოჟონავს, ტირილს მთელ გულს ვაყოლებ, თვალები მებინდება და სკამისკენ ვეღარ მივდივარ, უბრალოდ ვუყურებ და განძრევა არ მინდა. სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ და მგონია იქიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებს. ვხედავ გამხდარ, თმაგაწეწილ გოგოს, რომელსაც ფერადი მხოლოდ თვალები აქვს, იმ ლურჯი თვალებიდან ახლა გაუსაძლისი სიცარიელე და დაღლა იკითხება, თავბრუ მესხმის.
-დღეს არაფერი გიჭამია და ამის ბრალია,- ცივ, გაყინულ ტონს არ ცვლის ანა, მერე თავის დიდბეჭდიან, დამჭკნარ საჩვენებელ თითს სკამისკენ იშვერს.
- მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, მინდა გელაპარაკო,–ეს პირველი შემთხვევაა, როცა ანას სიტყვებში მზრულნველობა იგრძნობა. რამდენიმე წუთში გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვდგები, სკამისკენ ცალ ფეხზე დამდგარი მივხტუნაობ, ვჯდები და ვკანკალებ. ანა იცინის და ისევ ყვითელ კბილებს აჩენს, თავს უკმაყოფილოდ აქნევს და ჩემ გვერდით ისიც ჯდება, მუხლებზე ხელს ატყაპუნებს, მაგრამ მისი ამ ჟესტის მნიშვნელობას ვერ ვხდები.
-ფეხები დამადე,- მეუბნება მკაცრად და გახუნებულ თვალებს თვალებში მიყრის.
გაოცებული სახით ვუყურებ მის მუხლებს, მერე კი სახეს, თუმცა ვერც ახლა ვხვდები რა უნდა.
-რა ვთქვი ისეთი?- წარბებს კრავს და ფეხზე ხელს მიურიდებლად მავლებს, კალთაში იდებს, მერე კი ნელი მოძრაობებით მასაჟის კეთებას იწყებს. გაოგნებისაგან პირს ვაღებ, მაგრამ ცოტა ხნის მერე ზურგში ჟრუანტელი მივლის და სიამოვნების შეგრძნებით გამოწვეული ნეტარებისაგან თვალებს ვხუჭავ.
-ნინი, რასაც გეტყვი ძალიან ცუდია,- იწყებს მშვიდი ტინით,- მაგრამ მაინც უნდა გითხრა. თავს ვალდებულად ვგრძნობ. არაფერი თქვა სანამ არ დავასრულებ, კარგი?
მხოლოდ თავს ვუქნევ, მეეჭვება მისი ნათქვამიდან რაიმე გავიგო, ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცეტრირებული თუ რა სასიამონოდ ეხება ჩემსს ფეხებს მისი თითები. იმის გააზრება, რომ ის ჩემზე ზრუნავს წარმოუდგენლად სასიამოვნოა.
-შენ ამას ნამდვილად იმსახურებ! შენმდენი რომ მეშრომა, ალბათ, ახლა უფრო მაღალ საფეხურზე ვიქნებოდი და ხალხიც უფრო მეტად დამაფასებდა, მაგრამ მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი და ის მივიღე , რაც დავიმსახურე. მინდა, რომ საბალეტო სამყაროში გადატრიალება მოახდინო და რაც მე დამაკლდა შენ მიიღო, შენ ამისთვის ხარ დაბადებული. შენი გადაწყვეტილება გათხოვებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. რომ მცოდნოდა, ვინმე ნიკოლოზი ხელის სათხოვნელად სცენისკენ მოემართებოდა, ამას არ დავუშვებდი, მაგრამ რაც მოხდა მხოლოდ შენი და მისი საქმეა. შენ ბრწყინვალე მომავალი გაქვს და მე მჯერა, რომ ეს მომავალი ბავშვებს და ქმარს არ შეეწირება.
თვალებს ვახელ და მის უემოციო სახეს ვაკვირდები. ვერაფერს ვხდები, ან არ მინდა, რომ ამ თემაზე რამე გავაცნობიერო და მეტიც, ვილაპარაკო.
-ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,- გაკვირვებისგან მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და დანმაშავე ბავშვივით თავს ვხრი.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს,- ჩაიცინა მოვალეობის მოხდის მიზნით და ჩემ ფეხს დააკვირდა.
- შენ ორ დღეში ქორწილი გაქვს და რადგან აქ ხარ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბალეტი შენთვის პირველ ადგილზეა. შვილებს წარმატებული დედა სჭირდებათ და იმედს ვიტოვებ, რომ მაშინვე არ დაფეხმძიმდები. ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ ეს შენთვის აუცილებელია, შენი მომავლითის, საკუთარი თავისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დედას გიწოდებს.
-ანა იცით, მე, - ცხვირი ისე მეწვის თითქოს წიწაკა წამისვესო და ტირილს ვიწყებ. ექო ჩემს ხმას კიდევ უფრო აძლიერებს და მეც მთლიანად ვიცლები,სიამაყის გრძნობით ვარ სავსე. ახლა სწორედ ის მითხრეს, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, რაც ძალას მომცემდა რომ შემდეგი ნაბიჯები შიშის გარეშე გადამედგა.
-ნინი, შენ ბალერინა ხარ. ყველაზე ნაზი, საოცარი ქმნილება, მაგრამ აქ წარმოუდგენელი სიძლიერე გჭირდება.მესმის, რომ ეს ემოციური ფონია, მაგრამ უფრო თავდაჭერილი, ძლიერი, გაბედული და თამამი უნდა იყო ყველაფერში. პირველად რომ ბებიაშენმა ჩემთან მოგიყვანა ძალიან პატარა იყავი, მაგრამ მაშინვე მივხდი, რომ ცისფერთვალება გედი ჩვენს დასს სამომავლოდ აუცილებლად დასჭირდებოდა. ისეთი ლამაზი ფეხები გაქვს, ამდენი დატვირთვის მიუხედავად, რომ შეუძლებელია ვინმემ დაიჯეროს რამხელა ძალაა ამ სილამაზეში. გული დამწყდება თუ ამ ყველაფერს მხოლოდ შენი ქმარი ნახავს და არა მთელი მსოფლიო. ბავშვები ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი, საოცარი და კეთილი ქმნილებები არიან. ბალეტი ვერასოდეს გაგხდის ისე ბედნიერს, როგორც შენი შვილი, ვერც ბრავოს შეძახილს ამჯობინებ შენი შვილის დაძახებულ დედას, მაგრამ, დამიჯერე, ბავშვებს ძლიერი, ლამაზი და შემდგარი მოშბლები სჭირდებათ. ჩვენ განვითარებულები ვართ, შესაბამისად, ცხოველების და ფრინველებისგან განსხვავებით ინსტიქტებს არ უნდა ავყვეთ, მხოლოდ გამრავლება არ არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და არა ვიარსებოთ. მეტი აზრი და დატვირთვა უნდა მივცეთ ჩვენს ცხოვრებას. კაცებს ეშინიათ, რომ ისეთს ვერაფერს შექმნიან რითაც ხალხს თავს დაამახსოვრებენ, ამიტომ შენი ქმარი სასწრაფოდ მოითხოვს გვარის გამგრძელებელს. მისი გვარი გაგრძელდება, შენ კი მხოლოდ ფაფებით დასვრილი სამოსი შეგრჩება. ყველამ ჩვენ-ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ამ ცხოვრებაში და ყველაფერი შვილებს არ უნდა მივანდოთ. ეს უსასრულოდ გაწელილი თავის მოტყუებაა. ხელოვნება საუკეთესო, ყველაზე სუფთა და კარგი გზაა იმითვის, რომ ხალხს თავი დაამახსოვრო. იმედს ვიტოვებ, რომ იმ ულამაზეს დეკორაციებს, რომლის შესაქმნელად ამდენი ადამიანი დაუღალავად შრომობს შენ დაამშვენებ.
ანა ფეხებს დაბლა მაწყობინებს, სკამიდან დგება და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით მიდის.
-ხო, მართლა,- ტრიალდება ღიმილით.- ქორწილში აუცილებლად მოვალ.
- მადლობა!- ვამბობ და დაყრილი პუანტების ასაღებად ვდგები. ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ.
ანა უბრალოდ მიღიმის და დამშვიდობების ნიშნად ხელს შეუმჩნევლად მიქნევს, დარბაზიდან კი ისეთი მოძრაობებით გადის თითქოს გარეთ წითელ ხალიჩაზე უნდა გაიაროსო. მის ნათქვამს ვიაზრებ. ბავშვი ახლა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ის მადარდებს, რომ ნიკოლოზი ამდენ ხალხში ვერ შევარცხვინე და უარი ვერ ვუთხარი, მერე კი თანხმობით გაბედნიერებული ჩემი ოჯახის გამო სიტყვა უკან ვეღარ წავიღე და ახლა იძულებული ვარ ბედნიერი პატარძალის როლი ვითამაშო. ორთვიანი არაფრისმომცემი ურთიერთობა მხოლოდ პატივისცემაზე იყო აგებული და არა ნამდვილ სიყვარულზე, რამდენიმე შეხვედრა და ერთი–ორი მეგობრის გაცნობა სრულიად არასაკმარიასი აღმოჩნდა ოჯახის შესაქმნელად. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას პატივს ვცემ, შეიძლება მიყვარს კიდევაც და ამის გამოა სიტყვა უკან რომ ვერ მიმაქვს. დასაფიქრებელი და აზრზე მოსასვლელი დრო არ მქონია, ამიტომ ასე უმოქმედოდ მივყვები დინებას. დედა, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვარ ბედნიერია იმით, რომ ნიკოლოზი ჩვენთან გადმოდის საცხოვრებლად და მე არსად წავლა არ მიწევს. მშობლები დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდნენ და ამიტომ დედაჩემისთვის ყველაზე მათავარი ახლა ისაა, რომ მისი ერთადერთი შვილი არსად წავა. წარმატებულ, ძლიერ და მშვენიერ ქალს სიყვარული აკლია, მათ შორის ჩემგანაც, რადგან მე ბალეტს ვეკუთვნი და შემდეგ სხვა დანარჩენს. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი შეცდომაა, ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ ეს ასეა და ამ ეტაპზე მისი შეცვლა არ მინდა.
ქუჩაში ზაფხულისათვის დამახასიათებელი ცხელი უჟანგბადო ჰაერია, უკვე დაღამდა და ლამპიონებიც ნელ-ნელა ანაცვლებენ მზის შუქს. უამრავ ტურისტს შორისს გზას ვიკვლევ და მარიონეტების თეატრამდე ფეხით გაჭირვებით, მაგრამ მაინც მივდივარ. სრულ საათს რამდენიმე წუთი აკლია. უსწორმასწორო, ულამაზესი დეტალებით დატვირთულ კოშკს მეც, ტურისტების მსგავსად, ინტერესით შევცქერი. ჩვენ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მე ამ ყველაფერს ფოტოებს არ ვუღებ და სანახაობით ბოლომდე ვტკბები. სრულ საათზე პატარა კარი იღება და ანგელოზის ფიგურა ზარს რეკს, მერე კი ულამაზესი მელოდიის ფონზე სიყვარულის ისტორია იწყება, რომელსაც უცნაური ფორმის წარმოუდგენლად ლამაზი და დასამახსოვრებელი ფიგურები თამაშობენ. ჯერ არის გაცნობა, რომელმაც ღიმილი მომგვარა, მერე სიყვარული, დაოჯახება, შვილის გაჩენა და გარდაცვალება. შემდეგ კი შვილები აგრძელებენ ცხოვრებას. ეს სცენები ერთიანად მძრავს და კიდევ უფრო მაფიქრებს ჩემს მომავალზე. ვოხრავ და ეს ისე ხმამაღლა გამომდის, რომ ერთი ტურისტი გაოცებული სახით მიყურებს, თვალს ვარიდებ და გზას ვაგრძელებ.
სახლში შევდივარ. ეს დღეებია ლიაკო შინ დროზე ადრე ბრუნდება, რადგან ქორწილის დეტალებია მოსაგვარებელი. მთელ ამ საქმეში ნიკოლოზიც ჰყავს ჩართული. ეს ყველაფერი მაღიზიანებს, მაგრამ ხმას ვერვ ვიღებ. ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. დედას უნდა რომ ბედნიერი ვიყო, ცოტათი თავის ბედნიერებაზეც ზუნავს. კარს ხაკისფერ ნიღაბიანი ლიაკო აღებს და ისე მეშინია, რომ რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ. ეს მხოლოდ კანის გამაჯანსაღებელი ნიღაბია.
-დედა მშვიდობა გაქვს?- ვერ ვმალავ ჩემს უკმაყოფილებას.
-კი დედა, მოდი რძე თბილია და სანამ გაცივდება დალიე, მერე უნდა ვილაპარაკოთ,- ისეთი ემოციით საუბრობს, რომ სახეზე შემხმარი ნიღბიბის ნამტვრევები იატაკზე იყრება.
-რას შვრები?- ვეკითხები უინტერესოდ.
-დედა, შენი ქორწილია და მე რას ვშრვები ხო? ისე უნდა გამოვიყურებოდე ყველა ამბობდეს ეს რა ქალი მიატოვა იმ სულელმა კაცმაო,- სრული სერიოზულობით აცხადებს დედა სახლში მიშვებს.
-მამა მოდის ხო?
-შვილო ,მართლა კომბოსტოში კი არ მიპოვიხარ, მოვა აბა სად წავა? ისე, გაბრაზებულია ერთი ორი სიტყვა ნიკოლოზს ჩემთვისაც ეთქვაო. მე ვუთხარი, დედაშენმა რომ გითხრა ერთი–ორი სიტყვა, იმიტომ გიწევს შენი შვილის ქორწილში მოსაწვევით მოსვლათქო,- ლიაკო იცინის და ისედაც უზადო თეთრი კბილები მუქი ნიღბის ფონზე კიდევ უფრო თეთრი უჩანს. დედას უყვარს სითეთრე. სახლში ყველა ნივთი იდეალურად თეთრია, ვინმე რომ შემოვიდეს იფიქრებს ზეციურ სამყაროში მოხვდა. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ მივდივარ და თავს ვიკავებ, რომ საპნის ოპერის სასოწარკვეთილი გმირივით კარშივე არ ჩავიკეცო. ჩემ წინ კომფორტული ერთსაწოლიანი თეთრი საწოლის ნაცლად ორადგილიანი და რა თქმა უნდა თეთრი საწოლი დგას. კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აქ მე და ნიკოლოზი დავიძინებთ. მართალია დაჭერობანას თამაშს არ მოველოდი, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დიდი დარტყმაა. იმ ყველაფრის გააზრება რაც აქ უნდა მოხდეს მახვედრებს, რომ ამაღამ აქ დაძინებას ვერ შევძლებ.
-დედა მოდიხარ?- მიკივის ლიაკო სამზარეულოდან.
-კატომ დამირეკა,- ისე ვლაპარაკობ ჩემი ხმა მეც არ მესმის,- კაბის დეტალები უნდა შეათანხმოს ჩემთან.
დედაჩემი ჩემს ხმამაღალ ლაპარაკს ვერ იგებს, მაგრამ როცა საქმე ჩალაპარაკებას, წამოცდენებს, ან ისეთ რამეს ეხება, რაც მის გეგმებს ეწინააღმდეგება, შეუძლია სიტყვასიტყვით და იმავე ტონში გაიმეოროს როგორც ვთქვი.
-რა დრის კატოსთან წასვლაა, დედა, მოვიდეს აქ და გავუმასპინძლდებით ისე, როგორც საჭიროა.
-მხოლოდ შენ ხომ არ უნდა იყო იდეალურად ქორწილში. იმედია ჩემს დაჩრდილვას არ შეეცდები,- დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვამობ იმას, რაც ზუსტად ვიცი რომ ესიამოვნება.
-ძალიანაც რომ მოვინდომო არ გამომივა,- აშკარად კმაყოფილია ლიაკო ჩემი მისდამი დამოკიდებულებით. ჩემი გონიერების წყალობით შესაძლებლობა მეძლევა წყალი გადავივლო და ჯინსსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი კატოსთან წავიდე.
სიტყვა მეგობრები, სადაქალო და ა.შ. ჩემთვის ისეთივე გაუგებარია. კატოს გადამკიდე და მისივე მოთხოვნით, მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს. როგორც თვითონ ამბობს, მას ყველაფერი აქვს რაც მჭირდება. არ არის საჭირო სხვებთან ვეძებო ის, რაც კატოს ისედაც აქვს. ამ ყველაფრის ისე მწამს, რომ შეკამათებას აზრი არ აქვს. მართლაც, კატო იდეალური მეგობარია, თავისი იუმორით, თავდაჯერებულობით და არაადეკვატურობით. როცა საჭიროა სერიოზულია, როცა არა–ნამდვილი შეშლილი. ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთად ვსწავლობდით, ის ტანსაცმლის დიზაინს ეუფლებოდა, მე – ბალეტს. ორივემ სწავლის დასრულებითანავე ერთ წელში ის მივიღეთ რაც გვინდოდა. კატოს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი აქვს. მე დასის წამყვანი სოლისტი ვარ. კატოს ღრმად სწამს, რომ გადატრიალებას მოახდენს მოდის სამყაროში. ვისწავლე, რომ კატოსთან არაფერი უნდა ვთქვა იმ სიზმრებზე, რომლებშიც მის სამოსს ვირგებ, რადგან ბედნიერებისგან ტირილს იწყებს და რამდენიმე საათი მის დამშვიდებას ვუნდები.ეს მაბავი იმით მთავრდება,რომ კაბას მჩუქნის, რომელიც სიზმარში ვნახე, ამიტომ სიზმრებს აღარ ვხედავ, ჩემს ქვეცნობიერსაც უკვე რცხვენია.
სახლის კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ. კატო რამენიმე წუთის შემდეგ აღებს კარს, ყუნულიანი წყლით ხელში, უზადო სხეულს ახლა მხოლოდ ჭრელი კუბებიანი შარვალი და თხელი მაისური უფარავს. ისე მიყურებს, თითქოს ვერ მცნობსო.
-ქალო, მემგონი ჩემი კაცი ვიპოვე. შემოდი, ახლა უნდა დამერეკა შენთვის,- წყლიდან ყინულის ნატეხს იღებს და ისე ახრაშუნებს, მეგონია მის ნაცვლად კბილებიი მე დამცვივდებოდა.
-ცეცხლი მიკიდია გოგო, ახურებული დავდივარ და ეს ყინულიც აღარ მშველის, სახანძროს უნდა გამოვუძახო, რომ ჩემში დანთებული ცეცხლი როგორმე გაანელონ. მკითხე დროზე რა მოხდა.
-რა ნახე ასეთი?- კარს ვხურავ და მისაღებში შევდივარ.
-არ მითხო,- აქნევს თავს და ჭიქას მაგიდაზე დგამს.
-კატო კარგად ხარ?- სერიოზულად ვღელავ.
-სასტუმროს ოცდამეათე თუ მერამდენე სართულზე არ მახსოვს, ბიჭი გავიცანი. ისეთი მოვლილი, დახვეწილი და სექსუალური იყო ლამის ზედ შევახტი, კიდევ კარგი, ხალხით იყო სავსე ის ბარი, თორემ ვერავინ გამომგლეჯდა ხელიდან. რა მიკვირს იცი? ზედმეტად მოვლილი კაცები არ მომწონს და რატო მომეწონა ის არ მკითხავ?
-რატომ?- ვეკითხები სიცილით.
-არ მკითხო,- ჭიქიდან ისევ ყინულის ნატეხს იღებს და ისე მადიანად ახრაშუნებს, ლამის მეც ვთხოვო ერთი მეც მომცეს.
-ძალიან გემოვნებიანი იყო, ასეთი კაცი ჩვენთან თუ დადიოდა მე რატო არ ვიცოდი. კიდე იცი რა მომეწონა?
-რა?
-არ მკითხო,- თავს ისტერიულად აქნევს. - იცი რას ჭამდა?
-რას?- ვეკითხები სერიოზულად და ახლა ჩემი ორადგილიანი საწოლი უფრო მადარდება ვიდრე კატოს მორიგი გატაცება.
-დაჭრილ ანანას და მარწყვს,- მერე თვალებს ხუჭავს, თითქოს იმ მომენტს იხსენებსო.–თან ჩანგლით. ეს ისეთი სანახაობა იყო, კიდევ კარგი თხოვდები, თორემ ოჯახს დამინგრევდი.
-ხელით რომ ეჭამა ის უფრო საოცარი იქნებოდა.
-ისე, კაცი მარწვი და ანანასი ცოტა შორსაა არ მეთანხმები?
-არ ვიცი,- მხრებს ვიჩეჩ.
-ისეთი სახე გაქვს, რაღაც მოხდა!- კატო ჭიქას მიწვდის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, წყალს მაინც ზიზღით შევცქერი. ვინ იცის რამდენჯერ ჩაყო ხელი ამ ჭიქაში ყინულის ამოსაღებად. თავაზიანად, თავის გაქნევით ვიფარგლები.
-დედაჩემმა ჩემს ოთახში ორადგილიანი საწოლი დაგდა.
-მერე?
-რა მერე, ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს?
-იმას, რომ იმ საწოლში დიდი ამბები გაჩაღდება, სხვას რას ელოდი?
-კატო, მეგონა გამიგებდი, მაგრამ შევცდი. სახლიდან წამოვედი იმის გამო, რომ იქ დაძინება არ შემიძლია.
-ჯობდა ერთხელ მაინც დაგეძინა იმ საწოლში მშვიდად, თორემ შენი ბიჭი ისეთი ველურია, არამგონია მშვიდი ძილი გეღირსოთ. ისე, გოგო, კი მენანება ჩემი კაბა,იმან რომ უნდა გაგხადოს.
კატო ნიკოლოზს ვერ იტანს, რადგან მამაჩემის მსგავსად მანაც ვერ მოინელა, მისი კარგად გაცმობა რომ ვერ მოასწრო, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას სისულელედ მიიჩნევს. ერთადერთი რაც უხარია ისაა, რომ საქორწინო კაბას მიკერავს. ყოველთვის ამბობდა ქორწილზე ჩემი შეკერილი კავა უნდა გეცვასო.
კატო სერიოზულდება და ისეთ სახეს იღებს, ვხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მკითხოს ან მითხრას.
-ხუმრობა და კაცები იქეთ იყოს, იმან ჭამოს თავის ანანასი, მაგრამ შენს სამომავლო გეგმებზე არ გვილაპარაკია. ძალიან კარგად გიცნობ ნინი და ვხდები, რომ რაღაც ისე არ არის რომ უნდა იყოს. როდესაც ქორწილის ჩაშლა ან გადადება შემოგთავაზე შემეწინააღმდეგე.
-კატო, ასე ვერ მოვექცეოდი. გვერდით საერთოდ არავინ არ ჰყავს,- ვამბობ გულწრფელად ყველაზე დიდ სისულელეს.
-მერე ვიღაცის ცხოვრების გასახალისებლად შენს ცხოვრებას ინგრევ? ვერ ვხვდები, ჯანდაბას, იქ არ უთხარი, რომ მისი ცოლობა არ გინდოდა, მაგრამ კულისებიდან დაწყებული დღემდე ამაზე ერთი სიტყვაც არ უთხარი?
-კატო, ახლა ამის მოსმენა არ შემიძლია,- მუდარანარევი ხმით ვეუბნები, - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და ვერაფერს შევცვლი. სამომავლოდ ჩემი ცხოვრება ბალეტი იქნება და არა ნიკოლოზი, თავად ვერ გაუძლებს და წავა.
კატო ტუჩებს ბრეცს, ჰაერს ხმაურით უშვებს და ფეხზე დგება.
-ძალიან კარგი თეთრი ღვინო მაქვს მაცივარში, ისეთი, ზაფხულს რომ შეეფერება. იმედი მაქვს, უარს არ მეტყვი, რადგან მე ძალიან მჭირდება. შენი კაბის გადამკიდე არაადეკვატური ვხვდები. შენ კი ერთხელაც არ გინახავს. გასაგებია, რომ გათხოვება არ გინდა, მაგრამ შრომა მაინც დამიფასე.
ვითომდა ხუმრობით ნათქვამ სიტყვებში დიდი სიმართლე დევს. სამწუხაროდ, ვერაფერს ვეუბნები და მოთმინებით ველოდები ღვინოს როდის მოიტანს. გამჭირვალე ჭიქებში ქარვისფერ სითხეს ხმაურით ასხამს და ჭიქებიც რამდენიმე წამში იორთქლება. ღვინის პირველივე ყლუპი ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ასე ხმისამოუღებლად ვცლით ერთ ბოთლს. ყურებზე სიმხურვალეს ვგრძნობ და უაზროდ მეღიმება. ვაცნობიერებ, რომ მთვრალი ვარ. კატოს კი ვერავინ დაღლის, ამიტომ მეორე ბოთლის მოსატანად მოდელივით მიიკლაკნება. გრძელ თმებზე ხელს ისვამს და წარბებშეკრული ჩემსკენ ტრიალდება.
-მზად ხარ თავისუფლების ღამისთვის?- უცნაური და ბოხი ხმით მეკითხება.
უბრალოდ ვუღიმი და თავს ვუქნევ, მეორე ბოთლს ნახევრამდე დაცლის შემდეგ კატოს მიმართ დანაშაულის და სიყვარულის გრძნობა ერთიანად მიმძაფრდება.
-ხვალ შენი შექმნილი კაბის სანახავად წამოვალ, მართლა მაიტერესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესია.
-რატო არ უნდა იყოს, თითქმის ორი კვირაა ექსკლუზიურად მე გიკერავ ხელით, ყოველგარი დამხმარეების და მანქანების გარეშე. ეს დასაფასებელია და ვალად დიდხანს არ დაგრჩება.
-კატო, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?-ვეკითხები და უკვე ვიაზრებ, რომ სიმთვარლისთვის დამახასიათებელი სიყვარულის გამოვლინების მთელი სერია იწყება.
კატო თვალებს აწვრილებს და უცნაური ხმით მეკითხება:
-ბალეტზე მეტად?
-რა შედარებაა. შენ, ლიაკო და ბალეტი ჩემი სმყარო ხართ!
კატო ჩემკენ მორბის და მეხუტება.
-ჩემი დიდძუძუებიანი გოგო ხარ შენ!- მკოცნის და ჭიქას მაგიდაზე აბრუნებს.
- იცი რაზე ვფიქრობდი?
-რაზე?
-როგორ უნდა დაწვე ნიკოლოზთან?
-ამაზე შენ რატო ფიქრობდი?- ვეკითხები სიცლით.
-მგონი შენს ნაცვლად მე ვღელავ ყველაფერზე.
-მაქსიმალურად ვეცდები მიმზიდველი არ ვიყო და პირველივე ღამეს არ დამეტაკოს. მერე კი იქნებ მოვბეზრდე და თავი დამანებოს. დარწმუნებული ვარ მალე წავა ჩემგან.
-რაც არ უნდა ეცადო მაინც მიმზიდველი ხარ, ჩემო ულამაზესო, ლურჯთვალება. ეგ კაცი შენი ღირსი არ არის. შენ ორი უნდა ყოფილიყავი და შენ თავთან დაწვებოდი იმიტომ, რომ ისეთი კარგი ხარ შენ თავს მხოლოდ შენ შეეფერები.
-კატო ამ ღვინოსავით ამივარდება თავში.
-ახლა მარტივად ლაპარაკობ, მაგრამ იმას რომ შარვალში აუვარდება, შენ ვერსად ვეღარ გავარდები. ჩემი ქინძისთავივით მწარედ შეგერჭობა და გამიხსენებ.
-არამგონია მაგ დროს შენ გამახსენდე,- ვპასუხობ ხარხარით.
-მე ყველგან უნდა გახსოვდე, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე.
-მე ის მესმის, რომ ორივეს გვშია და ნასვამები ვართ.
-მე კი ძილი მინდა ძალიან, ხვალ შენი კაბის კერვას უნდა მოვრჩე.
-ხო და მაჩვენე ჩემი საწოლი და მე ვიძინებ, პერანგიც უნდა მათხოვო, ლიაკოს ისე გამოვექეცი სახლიდან არაფერი წამომიღია.
-კატოს უახლესი კოლექციიდან მოგცემ ულამაზეს პერანგს.
-ასე ძალიანაც ნუ შეწუხდები.
-უნდა შევწუხდე, მე მხოლოდ მაღალი კლასის სამოსი მაქვს კარადაში. კატო გინდა, კატო გინდა თუ კატო გინდა?
-იყოს კატო.
-სწორი არჩევანია,- საჩვენებელ თითს წევს და ჩემი ოთახისკენ მიძღვება.

დილით მზის სხივები მაღვიძებს, ფეხები გუშინდელი დატვირთვის გამო მტკივა და ღვინის დიდი რაოდენობის გამო პირიც მიშრება, პირველი რასაც ვაკეთებ სამზარეულოში გავდივარ და წყლის ჭიქას ვიღებ, ჯერ ისევ მძინავს და ჭიქა ხელიდან მივარდება.
-რა ნახე გოგო?- მესმის კატოს კივილი ოთახიდან.
-ბოდიში,- ვბურტყუნებ ჩემთვის.
-წვენი მაქვს მაცივარში და წამომიღე!
მაცივრის კარს ვაღებ და წვენს ვეძებ. ვერსად ვერაფერს ვხედავ ჯამების გარდა.
-ვერ ვპოულობ,- ვყვირი და თავი მტივდება.
-კარზეა, გოგო.

კარს ვკეტავ და წვენს გარედან ვეძებ, მერე ვიაზრებ რა სისულელეს ვაკეთებ, კარის შიგნით მიმაგრებული თაროდან ალუბლის წვენს ვიღებ და ჭიქებში ვასხამ.
-ხეზე ახვედი თუ რას აკეთებ ამდენ ხანს?- არ ჩერდება და სურვილი მიჩნდება საკუთარ საწოლში ჩავჭყლიტო.
ფეხს ვუჩქარებ, ოთახში შესულს თმაგაწეწილი და თვალებდასიებული კატოს დანახვა გულს მიხეთქავს.
-ნუ მიყურებ ასე! ახლა მითხარი, ასეთ მდგომარეობაში რომ კაცმა დამინახოს, რომელიმე ჭკუათმყოფელს ჩემთან დარჩენა მოუნდება? არა! ამიტომ ვარ თოვლში ამოსული ყვავილივით სპეტაკი და უბიწო. არ დამაგვიანდეს, თორემ ნიკოლოზს კაბის გახდაზე ბევრი წვალება არ მოუწევს,- თავის ნათქვამ ხუმრობაზე ხარხარებს, ჭიქას მართმევს და ისე იყუდებს მეშინია არაფერი მოუვიდეს. ალუბლის წვენის რამდენიმე წვეთს ზეწარზე ღვრის და თვალებგაფართოებული მომშტერებია.
-ნიშანია ვითომ?
-რისი?- ვეკითხები გაოცებული.
-არაფერი, დაივიწყე. ზეწარს არ გავრეცხავ, ჩემს თავს მაინც მოვატყუებ და გულს გაუხარდება. გადაივლე წყალი და გავედით. სანამ აქ ხარ ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვ რამე მომიმზადო. იმ ნიკოლოზს აღარ ვჯობივარ და მეტი დამსახურება არ მაქვს შენ წინაშე?
-ამხელა ტექსტი საჭირო არ არის, ისედაც ვაპირებდი,- ვეუბნები სიცილით და ოთახიდან გავდივარ. მაცივრიდან სალათის ფურცლებს ვიღებ და რაც ხელში მყვება ყველაფერს ერთმანეთში ვურევ. სანამ ამ ყველაფერს დავასრულებ კატო აბაზანიდან გამოდის. მოკლე შავი შორტი და ლურჯი ფერის გამჭირვალე მაისური აცვია. როგორც ყოველთვის ფორმაშია, მაგრამ თავდაჭერილობა ავიწყდება და ჩემს შედევრს დიდი ინტერესით აკვირდება, თავს აქნევს და ამბობს:
-მართალი იყავი, მალე დაგშორდება.
-დაგავიწყდა დედაჩემი რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ რესტორანს ფლობს?
-სადაც, დიდი ალბათობით, ის ველურული კერძები არ არის, რაც მაგ ცხოველს ეყვარება. გეუბნები მალე დაგშორდებათქო.
-კატო, ჯერ არც გიჭამია. რაც ამ მაცივარში იყო გამოვიყენე და ეს გამომივიდა.
-დიდი იმედი მაქვს, მაცივრის კარის ნაწილი კბილს არ მომკვეთს. ფორთოხლის და ყველის კმბინაცია რამე ახალია თუ მაკნატუნაში ჭამს ვინმე და შთაგონება იქედან მიიღე?
-კიდევ კარგი კაცად არ დაიბადე!
-კიდევ კარგი კაცად არ დავიბადე, თორემ იმ ორადგილიან საწოლამდე ვერც მიმასწრებდი.
-კატო, მაშინებ,-ვეუბნები სიცილით.
-იმედია, საწოლშიც ასეთი მრავალფეროვანი და საიტერესო იქნები.
მუცელი ჩემი სალათის გამო მტკივა თუ იმის გამო, რომ ბევრი ვიცინე ვერ ვხდები, მაგრამ კატოს მანქანაში მაინც მშვიდად ვსხდებით და მისი საამაყო მაღაზიისკენ მივდივართ, რომელიც ქალაქის ცენტრშია. კატო მაინც უკმაყოფილოა, უკეთესის პოვნაც შეიძლებოდაო. დღეს მშვიდი მძღოლია, არავის უყვირის და მეტიც, არავის მოძრაობაზე გაუკეთებია კომენტარი. მწვანეში ჩაფლულ მაღაზიასთან ვჩერდებით. კატო მანქანას ისეთ ადილას აჩერებს, რომ ვიტრინებს არ ჩამოეფაროს და მეც ახალ კოლექციას აღფრთოვანებული ვათვალიერებ. ჩემს ყურადღებას ხაკისფერი კაბა იქცევს, უამრავი თვველბით და ზედმეტი სიმოკლით, მაგრამ რამდენადაც მოკლეა ეს კაბა იმდენად მიფართოვდება თვალები მისი ფასის დანახვაზე. კაბა არც მეტი, არც ნაკლები 8790 ლარი ღირს.
-კატო, არ გეწყინოს, მაგრამ ამ ფასიან კაბას ყიდულობს ვინმე? რისგან გააკეთე?- ვერ ვმალავ გაკვირვებას და კაბასაც თვალს ვერ ვწყვეტ. ვცდილობ რაიმე ისეთი დავინახო, რაც ამ ფასის ადეკვატურობაში დამარწმუნებს.
-ლამაზია არა?- ჩემ გვერდით დგება კატო და მის კმაყოფილ სახეს ვიტრინის მინის ანარეკლში ვაწყდები,- ჩემი კაბაა შენი ქორწილითვის.
-აქ რატომ დევს?
-გოგო, მთელი სოციალური ქსელები ამ კაბის ფასზე და დიზაინზე ლაპარაკობს არ გინახავს? გათვლაა, რომ მოვალ იტყვიან კატოს 8790 ლარიანი კაბა ეცვა ქორწილშიო.,
-შენი შექმნილია და ვის გაუკვირდება?
-რა ვიცი, ხალხს ჰგონია, რომ მასალის დამსახურებაა, ამასობაში ერთი კაბა უკვე გავყიდე. რა თქმა უნდა სხვა დიზაინით. ხალხს ჰგონია, რომ კაბის ღირებულება მის ფასშია, მაგრამ ეგონოთ რა... ამ ფულით ახალი ავეჯი და ქსოვილები ვიყიდე.
-რომ გაიგოს?
-რა მე კი არ მითქვამს ბრილიანტებით მოვარაყებულიათქო, გადაირია მინდაო და მეც ხო იცი რა გული მაქვს, ავდექი და მივყიდე. გინდა შენი კაბაც გამოვფინო რამე სერიოზულ ფასად?
ამ გიჟურ შემოთავაზებაზე მცინება. გულის სღრმეში ჩემი კაბის ნახვა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არ მინდა კატომ რამე შემატყოს. მაღაზიაში შევსლისთანავე ულამაზესი ავეჯი და მანეკენები იქცევენ ყურადღებას. კატოს ერთ ოთახში შევყავარ, რომელიც მთლიანად ჩემს საქორწინო კაბას ეთმობა. კაბა მართლაც შთამბეჭდავია. ულამაზესი და გრანდიოზულია, დახვეწილი, ყოველგვარი დეტალების გარეშე. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ და კატოს ვეხუტები, თვალები ცრემლებით მევსება და კატო ჭკუიდან გადადის, ისიც ტირილს იწყებს და ამბობს:
-რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდე, იცოდე, მე მზად ვარ კაბა შეგიკერო.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჯერ კიდევ გასათხოვარი ჩემს მეორე ქორწილზე ვიოცნებებდი. გარეგნულად შეიძლება ცივი, უკარება, უდარდელი და ამპარტავანიც კი ვჩანვარ, მაგრამ ასეთი სულ არ ვარ. გულის სიღრმეში ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც მამის სითბო და მზრუნველობა ყოველთვის აკლდა. ვოცნებობდი, ისეთი დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი მქონოდა, როგორიც თავად არასდროს მღირსებია. მინდოდა, ჩემი ლამაზი კაბით და მშვენიერებით მოხიბლულ თვალებს შევკედლებოდი და საქორწინო მღელვარება ასე დამევიწყებინა.
-მიდი მოიზომე!- ვერ ისვენებს კატო და მეც კაბის ჩაცმას ვიწყებ.
კატო ელვას კრავს და სარკეში ჩემი თავის ცქერით სიამოვნებას ვიღებ. ასეთ მშვენიერ კაბას ჩემთვის არაფრისმომცემი , უგრძნობი დღისთვის არ ვიმსახურებდი.
მაღაზიიდან გასვლისთანავე ლიაკო რეკავს, სახლში სადილი მოუმზადებია და კატოს წაყვანას მთელი გულით მავალებს, კატოც მხრებს იჩეჩს და სახლში მივდივართ.
-რაღაც მსუბუქი კერძები მოვამზადე,- გაბრწყინებული თავალებით ამბობს ლიაკო. ვიცი, რომ გადაღლილები იქნებით და ვიფიქრე სამსახურში არ წავალთქო. ნიკოლოზი ქორწილის საქმეებს და რესტორანს აგვარებს. მიხარია, რომ რაღაცაშია ჩართული, თავს დამნაშავედედ ვგრძნობ, მაგრამ მინდა, რომ თავი ღირებულად იგრძნოს, იმაში დარწმუნდე,ს რომ მასაც შეუძლია რაღაცის გაკეთება,- ლიაკო არაამქვეყნიურად თეთრ თეფშებს წინ გვიწყობს და სალათის ჯამთან ერთად მაგიდასთან ბრუნდება.
-ლიაკო,- გულწრფელად უღიმის კატო,- მიხარია, რომ ასეთი კარგი გული გაქვს. მეც არ ვმუშაობ დღეს, მინდა ეს დრო მთლიანად ნინითან გავატარო, სანამ თავისუფალა და ქმრისგან ნებართვის აღება არ დასჭირდება ჩემს სანახავად.
გულიანად მეცინება, მაგრამ ვიძაბები.
-კატო ეს არ მოხდება, ხომ იცი?
-ძვირფასო, მე კი ვიცი, მაგრამ შენ არ იცი რა ტიპის კაცია ნიკოლოზი. ასე რომ, წინასწარ დასვკვნებს ნუ გააკეთებ, თუმცა ეჭვი მეპარება, ჩემი ვარაუდი არ გამართლდეს.
-კატო, მგონი აჭარბებ,- იკრიჭება ლიაკო ჩემს გასამხნევებლად, - შუა საუკუნეები ხომ არ არის? იმდენად კარგია ნიკოლოზი და ისე უნდა ნინისთვის სრულყოფილი და განსაკუთრებული დღე შექმნას, რომ ერთი წუთი ვერ ისვენებდა.
-ხო, მართლა,- ბრუნდება ლიაკო ჩემკენ,- ხვალ დედა ჩამოდის, გადარეულია როდის ვნახავ ჩემს ნინისო. მოკლედ, კიდევ ერთი სტუმარი გვეყოლება.
-და კიდევ ერთი დღით გადაიდება პირველი ღამე,- კისკისებს კატო.
-კატო, გთხოვ, ასეთ თემებზე ჩემთან ნუ ილაპარაკებ, ისედაც განვიცდი ამ ამბავს,- ხელით ინიავებს ლიაკო და დანა-ჩანგალს თეფშზე ხმაურით აწყობს.
-ხვალ მამაშენი და ბებიაშენიც მოვლენ. იმდენად დაძაბული დღე იქნება, არ ვიცი თუ გავუძლებ.
-დედა, გაძლებაზე შენ ნუ მელაპარაკები,- ვოხრავ. მისი სიტყვები იმდენად ეგოსტურად მეჩვენება, რომ სიბრაზისაგან ალბათ ჭიქს დავფშვნი.
-მოკლედ, ნინი, დედა,- ერიოზულდება ლიაკო და კბილებს ტრადიციისამებრ ენით ისუფთავებს, - რაღაც თანხა გამოგიყავი. მესმის, რომ არ იღებ ხოლმე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. შენ და კატო წადით თავი მოიწესრიგეთ, ხომ გესმის, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, ორივეს გჭირდებათ დასვენება, მასაჟი, კანის კრემები, ეს მნიშვნელოვანია. ახლა ჩემი ქალიშვილის ქორწილია, სხვა რაღა უნდა მოხდეს შვილიშვილის დაბადებამდე- ტანში ჟრუანტელი მივლის. - ხო და გულუხვი ვარ, ბეჭედიც მე შევარჩიე.
-ბეჭდები, დედა,- ვუსწორებ.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, შენ იყო ბენიერი, ნიკოლოზს კი მე მივხედავ. ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანი ბიჭია. რაღაცა იქნება.... მთავარია, ხვალ ბებიაშენს გავუძლოთ. ასევე, უამრავი სტუმარი მოვა, ამის ნერვები კი ნამდვილად არ მაქვს, სალონის ბარათები მისაღებ ოთახში მაგიდაზე დავდე, ბედნიერ დეასვენებას გისურვებთ! მე ცოტა უნდა წავუძინო, ხვალ მართლა მძიმე დღე მელის.
-ლიაკო ,კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ საუკეთესო ხარ!- ბედიერი სახით ეხვევა კატო დედას და რამდენჯერმე ხმაურიანად კოცნის.
-მადლობა, დედა!- ვიკრიჭრბი მეც და გული მიჩუყდება მის კეთილ განზრახვაზე. ლიაკოს სამაზრეულოდან გასვლისთანავე კატო ტუჩებს ბრეცს და ამბობს:
-დაურეკე ერთი იმას და კითხრე რას შვრება. ისე, რატომ არაფერს გეკითხება? სადაც ახლა იწყებს ასეთ ურთიერთობას, მერე წარმომიდგენია რაღას იზამს.
-მე რატომ უნდა დავურეკო, არ მესმის?
-ახლა ამის დრო არ არის, ნინი, იქნებ რა უჭირს კაცს.
-შენც ლიაკოს ჭკუაზე გადახვედი?
-მე ხვალინდელი დღის სრულყოფილად ჩატარება მინდა. გინდა თუ არა ეს შენ, ნამდვილად იმსახურებ ყველაფერი განსაკუთრებულად იყოს.
-კარგი რა, კატო, უკვე დავიღალე, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, მაინც აღრაფერი შეიცვლება.

- კეთილი ინებე და დატკბი ცხოვრებით! აიღე რაც გჭირდება და წავედით სალონებში, თუ რამდენიმე საქმეს წინასწარ მოვიშორებთ ამზე კარგი არაფერი იქნება, დედაშენი მართლა საოცრებაა.
-კიდევ ჩემს საუხცოო თვისებებზე საუბრობთ გოგოებო?- გამოგვძახა ლიაკომ.
- მიდით, ილაპარაკეთ, უფრო ტკბილად დამეძინება.
გავშრი, მეგონა ლიაკომ ყველაფერი გაიგონა. ჩემს რეაქციას კატოც აჩნევს და თავი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
-დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რომ გაეგო, ძილზე აღარ ილაპარაკებდა.

კატოს ,,დედიკო მიშველეს“ ფონზე მასაჟით სრული სიამოვნებას ვერ ვიღებ. ისე კრუტუნებს, როგორც კნუტი და ის უაზრო წყლის მინი ჩანჩქერები ოთახში უფუნქციოდ დატოვა, ვერც ვთხოვ გაჩუმდი მეთქი, რადგან კატო ნამდვილად იმსახურებს დასვენებას.
-რა მოხდება, ახლა ვინმე დაკუნთული კაცი მზელდეს და არა ეს ქალი,- კნავის კატო.
-ხო და შენ წამოძახილებს მართლა შევეწირებოდი და ეგ იქნებოდა.
-ნუ იტყვი, მართლა კარგი ხელი აქვს ამ ქალს, მიშველეთ ვინმემ!- მიუხედავად იმისა, რომ რაღაც წრეში მაქვს თავი გაყოფილი და კატოს სახეს ვერ ვხედავ, მაინც მეცინებოდა მისი გამომეტყველების წარმოდგენაზე. ასე თუ ისე მაინც დიდი სიამოვნებას ვიღებ, მგონია თავიდან დავიბადე და სხეულის ყველა წერტილმა ახლახანს დაიწყო ახალი სიცოხლე. ოთახში გრილი და სასიამოვნო ჰაერია. შუადღის მცხუნვარე მზეს ამაზე კარგ ადგილას, ალბათ, ვერსად დავემალებოდით.
-ქალო,- მეუბნება კატო.
-რა გინდა, კატო, შენ ხომ კაცი ვერ გაგაჩუმებს.
-კაცი კი გამაჩუმებს, მაგრამ სად არის? დაურეკე იმ შენს ბოთე საქმროს და კითხე, რას შვრება. იმედი,ა რამე მინდვრის ნაყარ-ნუყარით არ გააფორმებინებს დარბაზს.
-არამგონია, დედამ პაკეტის აღება შესთავაზა.
-გოგო,, შენ თუ არ გაინტერესებდა ჩემთვის მაინც შეგეხსენებინა, მივიდოდი და ვნახავდი, მაგისთვის მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, აქედან გავიაროთ და ვნახოთ რას შვება.
-კატო, შემარგე.
-მე კი შეგარგებ, მაგრამ ვნერვიულობ. დედიკო, მიშველე! ცოტა აქეთ მომფხანეთ, თუ შეიძლება, ცოტა მარჯვნივ!
მასაჟის დასრულების შემდეგ, კმაყოფილების ნაცვლად, მაინც რაღაცას წუწუნებს.
-ისეთი გაზეთილ-შეზავებული ვარ, ბინტი გადამახვიეთ, პირამიდაში შემაგდეთ და ეგ არის...
-ისე კრუტუნებდი, გამიკვირდა მაგას რომ ამბობ.
-რას ლაპარაკობ, ქალო, ჩემი თავის გარდა ვინმე ქუჩაშიც შემთხვევით რომ გამკრავს მხარს, სიამოვნებას ვიღებ და ვინმე რომ ასე მზელს, მაგაზე როგორ ვიტყვი რამეს. ახლა აწიე ერთი ადგილი და დავხედოთ რესტორანს, თან ნიკოლოზსაც კიდევ შევაფასებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქორწილის ჩაშლაში დახმარება დაგჭირდება.
-კატო, დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ამ სიცხეში იქ გინდა წასვლა?- იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა ხდება ახლა იმ დარბაზში.
-ნინი, ერთხელ მაინც გააკეთე ის რასაც გთხოვ, თამოყვარეობის ამბავია ბოლოსდაბოლოს,- სერიზულდება კატო.
თეთრ რესტორანთან ვჩერდებით. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ლიაკოს არჩევანია. დარბაზში შესვლისთანავე ქერა ქალი გვეგებება და გვიღიმის.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?- გვეკითხება ქალი.
-უბრალოდ, გვაინტერესებდა ხვალინდელი ქორწილისთვის საქმეები როგორ მიდის.
-დაჯავშილი გაქვთ?- იკრიჭება უაზროდ ქალი.
-დიახ, ლიაკოს შვილია ეს,- ისე მირტყამს ზურგზე ხელს კატო, ამოსუნთქვა მიჭირს.
-ააა, დიახ,- ისევ იღიმის ქალი და უკვე ვღიზიანდები,- მეგონა გადაიფიქრა, ხვალ გაქვთ ქორწილი?- როგორც იქნა სახიდან ღიმილი უქრება.
-დიახ, ნიკოლოზი არ მოსულა?- ეკითხება გაკვირვებული კატო.
-მითხრა მოვაო, მაგრამ არ მოსულა, ხვალიდნელი დღისთვის არაფერია დაგეგმილი.
-მე მგონი ცხელა, ნინი, და რაღაც აგვერია, დაურეკე ლიაკოს და კითხე სად არის ის რესტორანი ტერიტორიულად, რამე ხომ არ გვეშლება?
-სხვა დარბაზები ხომ არ გაქვთ?- ვეკითხები დაბნეული.
-არა, მხოლოდ ერთი და მთავარი დარბაზია, რომელშიც ზუსტად ვიცი, რომ არაფერი ხდება.
სანამ გაოცებული ქალს ვუყურებ კატომ მხარს მკრავს და მეც აზრზე მოსვლას ვახერხებ, ტელეფონს ვიღებ და დედას ვურეკავ, ორი ზარის შემდეგ მის უკმაყოფილო ხმას კიდევ უფრო გადავყავარ ჭკუიდან.
-დედა, გაგიშვით, რომ დამესვენა და თქვენც მშვიდად ყოფილიყავით.
-მისამართი მაინტერესებდა რესტორნის, შენ რამე შეცვალე?
-არა, დედა, ჩემი მეგობარისაა და მხოლოდ მას ვანდობ ჩემი შვილის ქორწილს, თან დახვეწილია და კარგ ფერებში.
-დედა, რესტორანში ვართ, წარმოდგენა არ აქვთ ხვალინდელ დღეზე, ამბობენ, რომ არაფერი არ ხდება, იქნებ დამეხმარო.
-ნიკიტოს დაურეკე, დედა, და გეტყვის. მისამართი ხო არ გეშლება?
-არა, დედა.
-ანუ ლიაკოს იცნობთ?- ისევ ვუმეორებ კითხვას მენეჯერს.
-დიახ, რა თქმა უნდა, მისი რჩევით მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები, ისიც ვიცით, რომ სიძე უნდა გამოეგზავნა ჩვენთან, მაგრამ რადგან არ დარეკა მოგვერიდა, ვიფიქრეთ, რომ ცუდი ტონი იქნებიდა...
-დედა, ნიკოლოზს ხომ მიეცი ფული?
-კი, დედა, რა მოხდა?
-არაფერი, დავურეკავ ნიკოლოზს.
ტელეფონს ვთიშავ და კატოს ვუყურებ.
-წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. ნიკოლოზის ნომერს ვკრეფ, მაგრამ ავტომოპასუხე ამბობს, რომ გამორთულია.
-გათიშული აქვს,- ვლუღლუღებ და კანკალს ვიწყებ.
ისევ ლიაკოს ვურეკავ:
-რამდენი მიეცი ნიკოლოზს, ფული?- კბილს კბილზე ვაჭერ.
-ოცდაორი...
-რა ოცდაორი?- ლამის ყვირილზე გადავდივარ.
-ოცდაორი ათასი, ნაწილი გუშინ, ნაწილი დღეს, რა არის დედა?
-ამდენი რატომ?
-ასე მითხრა, რომ ყველაფრის ხარჯებს თავად მოაგვარებდა.
-დედა, რესტორნის მფლიობელი ხარ, ას კაცს ამხელა ფული რაში დასჭირდებოდა, ან სად გქონდა ამდენი, რატომ არ მითხარი?
-ნინი, მაშინებ, რა მოხდა?
-ასზე მეტ კაცს, ყველაზე მაღალ ფასად, რამდენი დაუჯდება ყველაფერი რომ ავიღოთ?- ვეკითხები ქერა ქალს, მასაც ღიმილი სახიდან უქრება და დაძაბული მომშტერებია.
-დაახლოებით,- ვუმეორებ კითხვას.
-მაქსიმუმ შვიდიათასი, გააჩნია მოთხოვნებს.
კატოსკენ ვბრუნდები. ამ ხნის განმავლობაში იმიტომა ჩუმად, რომ პირზე ხელი აქვს აფარებული და სახეზე ფერი არ ადევს.
-შენც იმას ფიქრობ რასაც მე?- ვეკითხები შეშინებული.
კატო შეუმჩნევლად აქნევს თავს და ცხელ ჰაერს ღრმად ვსუნთქავ. ლიაკოს ხმა ტელეფონიდან ისმის, მაგრამ ვერ ვარჩევ რას ამბობს, მენეჯერი ისევ იკრიჭება, თუმცა დაბნეულობის კვალი სახეზე მაინც ეტყობა.
-გაიქცა, ფულიანად გაიქცა, სხვა ახსნა არ მაქვს,- ვეუბნები კატოს.
-ნუ ბოდავ!- ისეთი ხმით მეუბნება კატო აქეთ-იქეთ ვიწყებ ყურებას, ვინმე სხვა ხომ არ შემოვიდათქო.
- კარგით, მადლობა, დავბრუნებით,- კატო ქალს უღიმის, მკლავში ხელს მკიდებს და დარბაზიდან გავდივართ.
-კიდევ დაურეკე,- ღრიალებს კატო,- მეც დავურეკავ და თუ ნამდვილად ისეა, როგორც ვფიქრობ, ჯობია, აღარ გამოჩნდეს.
-კატო, ახლა მართლა მეშინია.
-ხომ გინდოდა ჩაშლილი ქორწილი, ხო და აჰა... მთელი სამყაროს სალაპარაკო იქნები. ჯერ იმიტომ არის ის, რაც აბია, რომ შენ მიგატივა. შენ კი იმიტომ ხარ სულელი, რომ ენდე და არ დაეჭვდი.
-კი,- ძვლივს ვსუნთქავ.
-ხო და მითხარი.

ნიკოლოზის სახლთან მისულებს დიდი წითელი წარწრა გხვდება "ქირავდება" ქვემოთ კი ტელეფონის ნომერია მითითებული.
-არ არსებობს,- კივის კატო.
-დარეკე, მიდი!
-საუბარი არ შემიძლია, კატო!
-რაღაც საღი გონებით გააკეთე, ახლა პანიკის დროა?
ტელეფინის ნომერს ვკრეფ, ვიღაც ქალი მპასუხობს.
-ბინის თაობაზე გირეკავთ.
-დიახ, გისმენთ,- ხმა უფრო ცოცხალი უხდება ქალს.
თქვენთან რომ ცხოვრობდა ის ბიჭი გადავიდა?
-კი, წავიდა. რამდენიმე თვე იყო, მაგრამ სახლს კარგად უვლიდა.
-როდის წავიდა?
-რამდენიმე დღის წინ.
-რა გითხრათ?
-არაფერი, უბრალოდ გამაფრთხილა, რომ მიდიოდა, ფული გადამიხადა და წავიდა.
-საერთოდ არაფერი უთვქამს იმაზე, რომ ცოლი მოჰყავდა?
-ვიღაც გოგო კი დაყავდა სახლში, მაგრამ მე ვინ მეკითხება, საცოლე თუ იყო არ ვიცოდი.
-მადლობა!
-მოხდა რამე?- უკვირს ქალს.
-არა, არაფერი.
ტელეფონს ვთიშავ, კატო გაოგნებული მიყურებს და დამარცლით ამბობს:
-გავიგონე!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Gemini mood

Miyvars es istoria da yovel tavs sulmoutqmelad vkitxulob ❤❤imdenad momenatra nini da nikolozis wyvili rom am tavshi gamochenam saocrad gamaxara ❤moutmenlad velodebi momdevno tavs da imedi maqvs amden xans agar malodineb tore davitanje ninis da nikolozis wvalebit❤❤gtxov axali tavi male dadeee..

 


№2 სტუმარი სტუმარი ნენე

ისე იმ დავით კი უნდა შემოცხოს ნიკოლოზმა და გაიფინოს რაა როგორ მომიშალა ნევრები იმ ტიპმა , ალბათ ნინის ადგილზე დავაინვალიდებდი არ მევასებიან პაკაზუხა ხალხი ...
რაც შეეხება ნიკოლოზს ყველაზე მაგარი კაცია გამიხარდა რომ გამოჩნდა და იმედია დაიწყება ნინის გადარევის სერია... ეს ნინი კი ბატია გედის მაგივრად და თან გარყვნილი სულ სექსი ელეანდება მართალია ნიკო laughing

 


№3  offline მოდერი GEGI გეგი

Gemini mood
Miyvars es istoria da yovel tavs sulmoutqmelad vkitxulob ❤❤imdenad momenatra nini da nikolozis wyvili rom am tavshi gamochenam saocrad gamaxara ❤moutmenlad velodebi momdevno tavs da imedi maqvs amden xans agar malodineb tore davitanje ninis da nikolozis wvalebit❤❤gtxov axali tavi male dadeee..

დიდი მადლობა.

სტუმარი ნენე
ისე იმ დავით კი უნდა შემოცხოს ნიკოლოზმა და გაიფინოს რაა როგორ მომიშალა ნევრები იმ ტიპმა , ალბათ ნინის ადგილზე დავაინვალიდებდი არ მევასებიან პაკაზუხა ხალხი ...
რაც შეეხება ნიკოლოზს ყველაზე მაგარი კაცია გამიხარდა რომ გამოჩნდა და იმედია დაიწყება ნინის გადარევის სერია... ეს ნინი კი ბატია გედის მაგივრად და თან გარყვნილი სულ სექსი ელეანდება მართალია ნიკო laughing

დიდი მადლობა.

 


კარგია, გელოდებიიი

 


№5  offline მოდერი GEGI გეგი

სიყვარული გულს გვტკენს
კარგია, გელოდებიიი

დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ეს ისტორია არის ბედნიერება, თავგადასავალი, ამაღელვებელი, შთამაგონეელი, ყველა ემოცია ერთადაა, გეგი საოცრება ხარ.

 


№7  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სტუმარი
ეს ისტორია არის ბედნიერება, თავგადასავალი, ამაღელვებელი, შთამაგონეელი, ყველა ემოცია ერთადაა, გეგი საოცრება ხარ.

დიდი მადლობა

 


№8  offline წევრი nutsa06

აუ ძაან მაგარი და ემოციური თავი იყო❤️იმ დათოს გავგლიჯავდი შუაზე :დდდ ნიკოლოზზე კი ვგიჟდები, სასწაულად გყავს აღწერილი ❤️❤️შემდეგ თავს ველიი

 


№9  offline წევრი Barbare ❤

ar myofnis... sigrmiseulad istoriashi chadzirvas ver vaswreb, rom ukve damtavrebulia.

 


№10  offline წევრი Timea25

გეგი,სულ რამდენი თავია?

 


№11  offline წევრი Barbare ❤

jobia gvalodibo da msuye tavebi dado

 


№12  offline მოდერი GEGI გეგი

მარია.
მეტირება თავის სიმცირის გამო :/
არ მყოფფნის ეს ორი.
შეუდარებლები არიან ❤️

დიდი მადლობა.

nutsa06
აუ ძაან მაგარი და ემოციური თავი იყო❤️იმ დათოს გავგლიჯავდი შუაზე :დდდ ნიკოლოზზე კი ვგიჟდები, სასწაულად გყავს აღწერილი ❤️❤️შემდეგ თავს ველიი

დიდი მადლობა.

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

Eღირსა ჩამოსვლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent