შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრავალწერტილი [სრულად]

16-03-2019, 23:55
ავტორი ელპინი
ნანახია 983

მრავალწერტილი [სრულად]

დაღამდა და როგორც ჩვეულებრივ, ცხრასართულიან კორპუსში ლურჯი ნათურა აინთო ყვითელი განათებების ფონზე.
"ნათურას აღარ ცვლი?!"
"გაგახსენდები. მე თუ არ, ჩვენი მაინც."
"რამდენჯერ შეგახსენო, რომ ყოველ საღამოს შენს ფანჯრებთან ვდგავარ?!"
"სანამ ამ ფანჯრებში ლურჯი აღარ გაანათებს."
"ჩამოდი."
"მანდ ვარ, შენში, მე არც არსად წავსულვარ."
"გთხოვ."
"ანათებს."
"ფარდა გადაწიე, გამოუშვი."
"ჩემთვის დავიტოვებ, ძილინების!"
თეთრი წებოვანი ქაღალდი უჯრიდან სწრაფად ამოიღო, ზედ დააწერა ლურჯი კალმით - "21-ე." და კედელზე დანარჩენი ფურცლების გვერდით მიაწება.

***
როდესაც წლების განმავლობაში შენთან ახლოს ცხოვრობს ერთი,
რომელიც უცებ ხდება - მომავალი,
თან - შენი,
უცებ კი აანალიზებ რომ წლები აქამდე უერთმანეთობით იკარგებოდა,
გული გწყდება,
მაგრამ
ყოველთვის რაღაც ხომ უნდა იყოს, რასაც ყოველ წუთს ელი
და
წუთში სამოცჯერ თუ არ, მეორედ ნაწილზე მეტად მაინც გაგიელვებს,
რომ მაინც აქ იყო.
თუმცა,
არის ხოლმე, როცა ღირს ლოდინი,
თუნდაც იმისთვის რომ ერთად ხელჩაკიდებული სეირნობისას,
წარმოიდგინოს მან - ხუჭუჭა თმიანი, რომელიც ტყემლის ხის ძირში იჯდა ლურჯი დღიურით ხელში და ტყემლის ყვავილის ფურცლებზე წერდა, მერე კი დღიურში ინახავდა
და
წარმოიდგინო შენ - მოუსვენარი და ცელქი, რომელიც ფეხბურთის ბურთს განგებ აგდებდა შენკენ, მოირბენდა და წამით ჩაგხედავდა თვალებში
და უცებ, შენდაუნებურად ხვდები, რომ ეს იყო ბედისწერა,
ანუ ზუსტად ის ტყემლის ყვავილი, რომელიც ზემოთ ასროლილმა ბურთმა ჩამოაგდო და სახლში ასვლისას აღმოაჩინე შენს დღიურში.
მერე კი, ერთ დღეს, როცა სარკეში ჩაიხედავ და დაინახავ შენს თავს გაზრდილს,
გადაითვლი წამებს,
ამოგიტივტივდება რომ იმ ცელქზე ფიქრობდი ხოლმე,
სადღაც, რომელიღაც წერტილში, რომელსაც წარმოსახვას ვეძახით - ჩვენ.
აქ კი, ყოველთვის იხატებოდა ილუზიები თქვენზე,
მაგრამ რატომღაც,
გვიან იგებთ ორივე ამას.
მოდი, ღმერთს დავაბრალოთ.
დაგვიანება ძირითადად მისი ბრალია - მაინც.
მანძილი თქვენ შორის - მცირეა.
რომ დავუკვირდეთ, მან უფრო მეტი უნდა გაიაროს, ვიდრე შენ,
მაგრამ რაღაც ხომ ყოველთვის არის,
რაც ამსუბუქებს ყველაფერს.
ნაბიჯებსაც.
და უკვე, როცა იწყებთ სვლას დაგვიანებით, მაგრამ მაინც,
იწყება ისტორიების წერა ქვებზე.
- ნაბიჯებით.
და უკვე, როცა დაიწერა პირველი ფრაზა ქვებზე,
სამუდამო ლაქად იქცევა
- ნაბიჯები.
და უკვე, როცა მეორედ გავლისას ამოიკითხე პირველი,
ჩალექა ბედნიერების პირველი წუთი
- ნაბიჯებმა.
და უკვე, როცა ტრიალებს თავში ყველაფერი,
აუცილებლად უნდა მივაწეროთ ეს მანძილს, რომელიც ინახავს თითოეულის
- ნაბიჯებს.
და უკვე, როცა თითებით გინდა შეეხო სიტყვებს,
მადლიერი ხარ
- ნაბიჯების.
და უკვე, დგება დრო, როცა გინდა აქციო ყველა წუთი
- ნაბიჯებად.
მერე, ტვინში იმეორებ მრავალჯერ უამრავი რამის გასახსენებლად :
- ნაბიჯებო . . .
და ხვდები, რომ აღარც სრულდება.
არც დასრულდება.
ასე იწყება.
აქედან კი, დასაწყისი ანგელოზს დავაბრალოთ.
ვიღაც ფრთიანს,
რომელზეც როგორც საზოგადოდ ამბობენ - კეთილია.
ის უცებ აანალიზებს რომ ყველას თავისი ანგელოზი ჰყავს,
შენ კი - მისი ხარ და იწყებს ფიქრს :
"ასეთები არიან ანგელოზები. მოდიან, ან მოფრინავენ. მსუბუქად. კიდევ უფრო, ვიდრე ჩანს. გჩუქნიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ. სანაცვლოდ, მხოლოდ სიყვარულს ელიან. სამყარო ბრუნავს. უცნაურად. თენდება. სულ თენდება. აღარ ღამდება. დღეა. რა დააღამებს, როცა თვალები ყოველთვის ანათებს. ცაში ჩამოკიდებული ვარსკვლავების მოწყვეტა იწყება. ოთახში ოცნების თვითმფრინავების დაკიდება. კედლებზე - პეპლების ხატვა. თითებზე - თქვენი ფრაზები. ასეთები არიან ანგელოზები. გჩუქნიან ახალ ცხოვრებას. ახლაც დღეა."
ზუსტად 00:00-ზე კი გესმის, იძახის ვიღაც, მაგრამ ვერ ხვდები - ვის ეძახიან.
წამები სჭირდება აღქმას და შენც აანალიზებ რომ ის ვიღაც ზუსტად შენ გეძახის, ოღონდ არა - ჩვეულებრივად, ისე რომ - გული აგიჩქარდეს.
უკვე 00:01-ია და თან წვიმს, თქვენ კი იწყებთ დიალოგს, რომელიც შეიძლება არაფერს ეხება, მაგრამ ყოველთვის ხომ არის რაღაც, რაც სიტყვებში იმალება.
- გაკვირდები.
- ვგრძნობ.
- ხანდახან თვალსაც ვერ გაშორებ.
- გხედავ ისე, რომ შენ არ იცი.
- უკან დაგყვები.
- ქუჩებში ჩემს სუნს ეძებ.
- ფანჯარასთან გელოდები.
- გიყურებ მეორე ფანჯრიდან ისე, რომ შენ ვერ დამინახო.
- გელოდები.
- ზუსტად იმ წამს ვანთებ ლურჯს, როცა მოდიხარ.
- მეგონა, არასდროს მოხდებოდა რაღაც.
- წლები ტყუილად არ ვიცდიდით.
00:02-ზე კი, ამჩნევ ღიმილებს. უცებ იწყება თავგადასავლები. მოჰყვება გულის აჩქარება, სწრაფი პულსი, სისხლის მოძრაობა, დახორკლილი კანი, აკანკალებული სხეული.
00:03-ზე კი წვიმას თოვლი ანაცვლებს და პირველია თქვენთვის. წამწამებზე თეთრად გათოვს, ის კი თითებით გეფერება. შენ სახეს უშვერ თოვლს, რომ ყველგან მოგეფეროს. მას ეღიმება იმიტომ რომ იცის, რასაც ელოდები.
00:04-ზე ხელებს გხვევს და თვითონაც რომ არ მოელის, ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას უსმენთ.
00:05-ზე შუბლზე ტუჩები გეკვრის, შენ შეგაჟრჟოლებს, მას კი უკვე ეცოდინება, რომ მისი შეხება გაგიჟებს.
00:06-ზე თვალებზე გკოცნის და კი არ გეუბნება, გთხოვს რომ არასდროს იტირო. მან იცის, რომ შენი ერთი ცრემლიც სიცოცხლე მოაკლდება და სული სხეულში ვერ დაეტევა.
00:07-ზე შენს ხელისგულებს სახეზე იდებს და უკვე შენ ხვდები, რომ შენი შეხება მისთვის არ არის სულერთი. იცი, რომ ათბობს.
00:08-ზე ცხვირს შენს ყელში რგავს და ამბობს როგორი უცნაური სუნი გაქვს. ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უგრძნია და ისეთი, რომელსაც ვერც ერთი სხვა სურნელი შეცვლის მასში.
00:09-ზე ცას უყურებთ, ფიქრობთ ოცნებებზე, რომლებიც ერთმანეთისას ემთხვევა, მაგრამ თვითონაც არ იცით ჯერ.
00:10-ზე კი, ორივე ერთდროულად ამბობთ - წუთები ინახავენ ჩვენს მოგონებებს. დავიჭიროთ.

***
სვანეთში ტყემლის ხეებიდან ყვავილის ფურცლები ძირს ცვიოდა და ისე გათეთრებულიყო ირგვლივ ყველაფერი, ზამთარი გეგონებაო.
- ასე დავიწყეთ ჩვენ.
- ტრადიციად ვაქციოთ აქ მოსვლა გაზაფხულზე.
- თითქოს, ყვავილებიდან სიყვარულის ანგელოზები გამოდიან.
- შენი ლამაზი სამყაროს ყურება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
- ჩემი სამყარო გიტევს შენ და ტრიალებს შენ ირგვლივ.
- შენს თვალებში ჩემს თავს ვხედავ.
- გინახავ.
- მგონი, სიყვარული შენ შექმენი.
- ჩვენთვის.
- მიყვარხარ!

***
არ არსებობს ბედნიერება ისეთი, ერთხელ მაინც რომ არ მოხდეს ცუდი.
ახლა კი - ეშმაკს დავაბრალოთ.
რაღაც ბზარები ყოველთვის ჩნდება, მაგრამ ამას სიყვარული გადაწონის, ანუ ერთადერთი სიტყვა - მიყვარხარ.
თუმცა, არის ისეთი გაუგებრობებიც, რომელიც გრძელდება.
გგონია, ხელგაშვებულს უცებ დაგიჭერს, მაგრამ არსად ჩანს,
იმიტომ რომ ეშმაკი უცებ ყველაფერს არევს.
- მშვიდობით.
ბოლო სიტყვაა, რომელიც მხოლოდ სიტყვა კი არა, წერტილია.
რატომღაც - ურთიერთობის დასაწყისში, მაგრამ დასასრულში - არა.

***
ძველი წერილები, რომლებიც ინახავენ გაფანატებულ გრძნობებს. გეგონება საგიჟეთიდან, მაგრამ იმ ოთახებიდანაა, სადაც ერთმანეთის ჩასუნთქვებს ინახავთ.
"შენ შეშლილი ქალი გიყვარს და დასრულდა. აქ - ჰორიზონტიც წყდება და სუნთქვაც.
შენი შეშლილი ქალი გაგიჟებული გაჰკივის რომ წახვიდე მისი ცხოვრებიდან, როცა აცოფებ, მაგრამ შენ იცი, წასვლა კი არა, ერთადერთი სიტყვა - მჭირდები - სჭირდება და გადმოღვრის იმ ცრემლებს, რომლებიც სულისტკივილამდე ახრჩობდა, მაგრამ იმისთვის, რომ ამაყი გამოჩენილიყო, თვალის ჯებირებში აკავებდა.
შენი შეშლილი ქალი თქვენს ოთახში გარდერობს გადმოატრიალებს, გუშინ, რომ სახელდახელოდ დაკეცა იმ პერანგებს არევს და გადმოყრის თაროებიდან, შენ კი მიხვალ და ეცდები ამ პერანგების დაკეცვას ისე, როგორც თვითონ, მაგრამ მას უცებ გაეღიმება და თან გაბრაზდება, თუმცა შენს უცებ გამთბარ თვალებს თვალებით ვერ აუვლის და იტყვის - ეგრე არ უნდა დაკეცო, გასწავლი.
შენი შეშლილი ქალი წიგნებში ჩანიშნულ გვერდებს, სადაც ფრაზები წერია სიყვარულზე და უნდა გაგიზიაროს, ამოხევს და ნაკუწებად აქცევს, მერე ცეცხლს მოუკიდებს და ვიდრე უკანასკნელი ფურცელი დაიწვება, სულს შეუბერავს ჩასაქრობად. ანთებული თვალებით გამოგხედავს, მაგრამ ჩამოფარებულ ფარდას ისე უცებ გადაწევ თბილი თითებით, დამალულს სააშკარაოზე გამოუტან, მაინც ხელებს შემოგხვევს და გეტყვის - ავადმყოფი რომ არ ვიყო, არ მეყვარებოდი. მერე კი, თავად დაწერთ ფურცლებზე ფრაზებს, რომლებიც გულიდან მოდის და წიგნში ჩაამაგრებთ, რომელსაც დაარქმევთ თქვენს სახელს.
შენი შეშლილი ქალი შუაღამით ფეხზე ადგება, აივანზე შიშველი გავა და მოაჯირებზე ფეხებით შესდგება. ზემოდან გადაჰყურებს და აფასებს იმ ასფალტის სისქეს, რომელსაც თქვენი რამდენიმე პრობლემის გამო უნდა, რომ დაენარცხოს. სწევს ჰაერში მარჯვენა ფეხს და გულში სამამდე ითვლის, რადგან იცის რომ ზუსტად მესამე წამს, როცა აწეულ მარჯვენა ფეხს წინ გასწევს, შენ დაიჭერ, ჩაიკრავ ისე მაგრად, ლამის შეისისხლხორცებ და ეტყვი - გიჟები არ კვდებიან, თვითონ კი სულში შეგიძვრება და აკანკალებული ხმით გეტყვის - მიყვარხარ, ჩემო.
შენი შეშლილი ქალი კედლიდან თქვენს ფოტოებს ჩამოხევს, შენ ამ დროს შემოუსწრებ და გეტყვის - მინდა გავანადგურო ჩვენი მოგონებები, მაგრამ შენ ამ დროს ტელეფონს ამოიღებ ჯიბიდან და თავად გაგიჩნდება სურვილი ფოტოს გადაღების, როცა აქამდე არასდროს მომხდარა ეს. გაბრაზებული ტუჩებს მოკუმავს, შუბლზე რამდენიმე ნაოჭიც კი დაეტყობა, მაგრამ უცებ თვალები გაუნათდება და სიცილით იტყვის - არ გადაიღო ჯერ, თმა ცუდად მაქვს. როცა გადაიღებთ, მაშინვე გაიქცევით ამ ფოტოს ამოსაბეჭდად და გააკრავთ კედელზე, ოღონდ ერთს კი არა, ათას ცალს, რომ ისევ გაბრაზებისას, ვერასდროს დაამთავროს ამ ფოტოების ჩამოხევა.
შენი შეშლილი ქალი შენ ნაჩუქარ ბეჭედს ფანჯრიდან მოისვრის, მაგრამ, როცა ეტყვი ერთადერთ სიტყვას - დაგიბრუნდი, სირბილით ჩავა კიბეებზე და იმ ბეჭდის მოძებნას დაიწყებს. შეიძლება ატირდეს კიდეც, ვერ ვპოულობო, მაგრამ შენ უკვე აივანზე გასული ხარ და ზემოდან ეძახი - დაიჭირე სიყვარული, ჩემო და ესვრი ზუსტად იმავე ბეჭედს. ის კი თითზე სწრაფად ირგებს, ცეკვას იწყებს, შეიძლება გაწვიმდეს კიდეც და იყოს განმეორებული ტანგო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბოლოჯერ იცეკვეთ წვიმაში.
შენ შეშლილი ქალი გიყვარს, რომლის თვალებიც თქვენს ათას ისტორიას ინახავს. დასრულდა. აქ წყდება სუნთქვა."

ახალი ჩასუნთქვა - თქვენი.
"არსებობენ შეშლილი კაცებიც. პირველი მე ვარ. შენ ასეთი გიყვარვარ. თუ რაიმე გაგახსენდება, შენი ქვეცნობიერი აუცილებლად ჩემთან დააკავშირებს იმიტომ, რომ შენ ისეთივე შეშლილი კაცი გიყვარს, როგორიც თავად ხარ.
შენი შეშლილი კაცი ლურჯი ფუნჯით დახატავს შენს პორტრეტს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასდროს დაუხატავს და ხატვა საერთოდ არ გამოსდის. იქვე, ქვემოთ კი წარწერას დაგიტოვებს :
"- უნიჭო ხელოვანისგან, რომელსაც გაფრენამდე უყვარხარ."
შენი შეშლილი კაცი ჭერში დაკიდებულ ქაღალდის თვითმფრინავებს, რომლებიც გუშინ ჩამოხიე, ხელახლა გააკეთებს დაუზარლად და გამოჰკიდებს თქვენს ოცნების ცაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლურჯად გადაღებეთ და იქვე, კედლის კუთხეში მიაწერს :
"- ვის უნახავს, ოცნებების აუსრულებლად დასრულება?! ვბრუნდებით!"
შენი შეშლილი კაცი, როცა ოთახის კუთხეში იჯდები თვალებდასიებული, გვერდით მოგიჯდება და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეხების უფლებაც არ ჰქონდეს, შენს მუხლებში თავს უკითხავად ჩარგავს და გთხოვს რომ თმებზე მოეფერო. რამდენიმე წამით თვალს დახუჭავს, გაირინდება, შენს გულისცემას ყურს დაუგდებს და უუფლებობით წაგიყენებს პირობას, რომელიც შეიძლება არც ისე დამაჯერებელია, მაგრამ გიჟებისგან არაფერია გამორიცხული - იცოდე, ტირილი შეწყვიტე, თორემ ფანჯრიდან გადავხტები.
შენი შეშლილი კაცი, რომელიც შენ მასზე უფრო შეშლილს გაგხდის და შეიძლება სიყვარულის ფსიქიატრიულშიც ამოგაყოფინოს თავი, დარაჯად დაიწყებს მუშაობას, ოღონდ წუთით მაინც შეგხედოს. მთელი ღამე დაუღალავად იდგება შენს კარებთან. მერე ექიმს სთხოვს, რომ ჩუმად შემოვიდეს შენს სანახავად, ხელში თან ლურჯ საღებავს დაიჭერს და მუხლებზე ჩოქვით მოვა შენს საწოლთან. იმ ზღვის ძებნას დაიწყებს შენს თვალებში, რომელშიც პირველივე შეხედვიდან დაცურავს, მაგრამ თან იცის ახლა რომ თვითონვე გააქრო. კედლებს ლურჯად შეგიღებავს და გეტვის - ვიცუროთ ერთად, ჩემო!
შენი შეშლილი კაცი სარეცხს, რომელსაც აქამდე უკუღმა კიდებდი, რათა სუნი არ ჩამორეცხილიყო და ახლა ჩვეულებრივად გაფინე თოკებზე, ჩამოხსნის და გაკიდებს ისევ უკუღმა, მაგრამ არათანაბრად, ისე არა, როგორც შენ, მაგრამ იცის რომ შენ ეს ღიმილს მოგგვრის და მოგინდება კიდეც რომ ხელები შემოხვიო, ჩაეხუტო.
შენ შეშლილი კაცი შეგიყვარდა, რომლის თითებიც შენ გინახავენ. გიყვარს თავდავიწყებით და ისე, რომ გადმოცემაც არ შეგიძლია. მერე არაფერს აქვს მნიშვნელობა."

ახალი ამოსუნთქვა - თქვენი.

***
არის ტკივილიანი დღეები,
როცა მის ღიმილს, ცარიელი გამომეტყველება ანაცვლებს და თქვენს ქუჩაზე თქვენი კი არა,
მანქანების გამონაბოლქვის სუნია.
თითქოს, მანძილი გაიზარდა თქვენ შორის, მაგრამ ღმერთს რომ ვკითხოთ, ყველაფერი რიგზეა.
იქნებ, ღირს ხოლმე მისი დაჯერება.
ისეთი დღეებიცაა,
როცა სარკეში მას შენში კი არა, შენ თავს - შენში ვეღარ ხედავ და გინდა ბოლო ხმაზე დაიყვირო, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ხმას ვერ მიაწვდენ.
ისევ შეგახსენებ რომ მანძილი გაიზარდა, მაგრამ ღმერთმაც არ იცის ჯერ.
ისეც ხდება რომ ტყემლის ხეებს ყვავილები სცვივა, მაგრამ არც შენ იჭერ და არც ის.
ისიც უნდა ითქვას რომ შენ ისევ შაქრიანი ყავის დალევა დაიწყე მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მან გადაგაჩვია.
ანუ,
არის დღეები,
როცა სამყარო უკუღმა ბრუნავს, მაგრამ ანგელოზები ტყუილად ხომ არ არიან.
სიყვარული ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ.

***
"გამოდი აივანზე."
ღამით შეტყობინებამ გააღვიძა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
"წარმოიდგინე, რა მცირეა ჩვენ შორის მანძილი, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში რა ახლოს ვიყავით. უყურებ ჩემს კორპუსს? მე მანდ ვარ, სადღაც. ახლა ღამის ოთხი საათია. მე კი აქედან ვხედავ შენს ტელეფონს, რომელიც მინიმალურად ანათებს. ლურჯ სინათლეს კი, განგებ არ ანთებ."
"არ მინდა დაიღალო."
"მხოლოდ მომისმინე, რა. ლამპიონის მკრთალ განათებას თვალი გააყოლე. მანდ ერთად დავდიოდით. მენატრება."
"მეც მენატრება."
"დავუბრუნოთ ჩვენს ქუჩას ჩვენი სუნი . . ."
"არ მინდა დამღალო."
"ტყემლები ყვავიან."
"არ მინდა დავღალოთ."
"მიყვარხარ არანორმალურად!"
"მოდი . . ."

მრავალწერტილი ახალი დასაწყისია.

ჩემი დაბრუნება ვუწოდოთ ამას . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

მომენატრე ❤❤

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
მომენატრე ❤❤

საშინლად მიყვარხარ!

№3  offline მოდერი Tamta.k

ხო... აქ ბევრი მწერალია, რომელიც ასე თუ ისე ერთმანეთისგან განსხავდება.
თუმცა შენ გამოიყოფი თითოეული მათგანისგან, იმიტომ, რომ შენ მხოლოდ არ წერ, ყოველ შენ სიტყვას, წინადადებას შენებური, გულიდან წამოსული ენერგია ახლავს თან...
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ელ შენს ისტორიას, დიდს და ისეთს შენებურს.
საოცრება ხარ და შენ ეს იცი❤️

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Tamta.k
ხო... აქ ბევრი მწერალია, რომელიც ასე თუ ისე ერთმანეთისგან განსხავდება.
თუმცა შენ გამოიყოფი თითვეული მაგვანისგან, იმიტომ, რომ შენ მხოლოდ არ წერ, ყოველ შენ სიტყვას, წინადადებას შენებური, გულიდან წამოსული ენერგია ახლავს თან...
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ელ შენს ისტორიას, დიდს და ისეთს შენებურს.
საოცრება ხარ და შენ ეს იცი❤️

თამთა, აი სულ გულში შემოხვედი ამ თბილი სიტყვებით და მე საწყალს, აბიტურიენტს, როგორც წესი, მძინავს ამ დროს, მაგრამ ახლა ისე ვარ, რა ძილი, რის ძილი . . .
გული გამითბე!
ძალიან დიდი, თბილი მადლობა შენ, რომ ყოველთვის გახსოვარ! ❤️

№5  offline მოდერი სალანდერი

სჯობს თოვას ჰქონდეს "უმისოდ" დარჩენის ფერი, ოღონდ "გაზაფხულს წასვლები არ იყოს"! . . .
გახსოვს გითხარი ფერების არ მჯერა მეთქი, არა და შენს სიტყვებს ფერებით ვცნობ მგონი, მიუხედავად იმისა რომ ფერებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ!
სხვათაშორის ორჯერ წავიკითხე, მაგრამ მაინც არ ვიცი რას ვწერ!
ისე იცი რა ლამაზია? ვიღაც რომ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, დიდია, თავისი აზრი და შეხედულება აქვს ყველაფერზე, თან შენგან განსხვავებული, სხვა რაღაცებზე ფიქრობს, სხვა რაღაცები სწამს, სხვა რაღაცებზე ოცნებობს, საერთოდ არაფერი გაქვთ საერთო და მაინც იღებ რა! მოგწონს, ან ან მოგწონს, ეთანხმები ან არ ეთანხმები, თუმცა მაინც მიაბოტებ მის სამყაროში. ქრისტიანს ემსგავსები, რომელიც მეჩეთში ლოცულობს! - თუმცა ამაზე სხვა დროს!
სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ მზად ხარ უთხრა "შენ ყველაზე ძვირფასი მყავხარ ამ დამპალ დედამიწაზე!"
ისე ლამაზად დაწერე რომ. . .
ჩემი საყვარელი მწერალი გამახსენე, დიდი ხანია არ გამოჩენილა არა და! ამდენი ხნის შემდეგ, ეს ის იყო რა! მე რომ აქამდე ველოდი!
ისე მომენატრე, ისე, რომ ის არ მყოფნიდა, იქ რომ მყავხარ!
თავი აღარ მომანატრო რა!
მალე დაბრუნდი და ხშირად წერე!
მე კიდევ მიყვარხარ რა! როგორც ჩემი საყვარელი მწერალი იტყოდა: "იმდენჯერ მიყვარხარ, რამდენი ფერიცაა სამყაროში"
. . . ❤

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

შენ ნორმალური ხარ საერთოდ?!
გეკითხები!
ნამუსი გაქვს?!
არადა, ხომ გაგაფრთხილე წინასწარ არ ამატირო - მეთქი. ხომ იცი, ამდენს ვერ დავიტევდი უცრემლოდ.
მოდი და შემიმშრალე ახლა ცრემლები, როგორც გინდა!
ისე, არსებობს საერთოდ სიყვარულზე დიდი ბედნიერება?!
არა!
თუნდაც არაფრით ჰგავდეთ ერთმანეთს და განუსაზღვრელი სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ჩემი ხო გჯერა?!
რამდენი ფერი "გასწავლე", გრძნობ?!
საოცრება რომ ხარ, იცი?!
ათასჯერ ხომ მითქვამს შენთვის . . .
ბოლო სიტყვებზე გული გამიჩერდა, სერიოზულად . . .
შოკი მივიღე, მგონი . . .
აი, მხოლოდ ამ სიტყვებისთვის ღირდა, შენი სიტყვებისთვის!
გავგიჟდი . . .
უსასრულოდ მიყვარხარ მე შენ, ჩემო!
❤️

№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პირველად წავიკითხე შენი ნაწერი და დასაწყისიდანვე მივხვდი,რომ სრულიად სხვანაირად წერ და ეს მომეწონა. შენეული წერის მეთოდი. კმაყოფილი ვარ და კიდევ წავიკითხავ ამის შემდეგ.კარგი ვქენი რომ გავხსენი,ახლა ტკბილად დამეძინება. მადლობა და წარმატებები.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მორი-ელი
პირველად წავიკითხე შენი ნაწერი და დასაწყისიდანვე მივხვდი,რომ სრულიად სხვანაირად წერ და ეს მომეწონა. შენეული წერის მეთოდი. კმაყოფილი ვარ და კიდევ წავიკითხავ ამის შემდეგ.კარგი ვქენი რომ გავხსენი,ახლა ტკბილად დამეძინება. მადლობა და წარმატებები.

პირიქით, მადლობა რომ დრო გამონახე ჩემთვის და შეფასებაც არ დაგეზარა. დიდი იმედი მაქვს, წარმოდგენა არ შეგეცვლება და შემდეგშიც კმაყოფილი იქნები. წარმატებები ასევე! ❤️

№9 სტუმარი სტუმარი nancho

ვკითხულობ გოგოებო თქვენს კომენტარებს და თან გაოცებული ვარ თან მიხარია.არადა საუკეთესო მწერლები მკითხველის როლში ,ძალიან მაგრები რომ ხართ თითოეული იცით ალბად,ყოჩაღ თქვენ,როგორ უჭერთ ერთმანეთს მხარს,მიყვარხართ.

№10  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

სულ პირველად რომ წაგიკითხე, მაშინაც ასე ვიყავი გაოგნებული და გაოცებული... და აი ახლაც ისე ვარ თითქოს პირველია, მაშინ როცა შენი ყველა ისტორია წავიკითხე...
აი ახლა ვხვდები რომ ამ ხნის მანძილზე შენი შესაძლებლოლები ბოლომდე ვერ ამოვიცანი , დღემდე ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყოს ყველა ისტორია აბსოლიტურად განსხვავებილი ერთმანეთისაგან და საერთოდ ყველასგან მაგრამ ყოველთვის ტოვებ შენს ხელწერას... აი ყველასგან განსხვავებულს...
ვერ წერს ვერავინ ისე როგორც შენ...
ვერავინ გვეუბნება მგონი სათქმელს ასე კარგად..ერთ წინადადებაშიც რომ მთელ გულს აქსოვ...
აი ასე მოულოდნელად მონატრებულზე რომ გამოჩნდები და შენი ახალი ისტორიები ზეიმს რომ მიმართავს გულში... ხო მონატრებულზე ნათქვამი "მე დავბრუნდი" ყველაზე მეტად მახარებს მართლა გეუბნები....

აი ის ღიმილიც მახარებს ისტორიის კითხვისას და კომენტარის წერისას რომ არ მშორდება და ლამის ყურებამდე ავიდეს...
ყველა ისტორია გინდ სევდიანი იყოს , იმდენად თბილია ,რომ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ ...
შენს მიერ განსხვავებულად გადმოცემული ყველა განსხვავებული წყვილის ამბავი ეს საოცრებაა ,რომლის მოხდენაც მხოლოდ შენ შეგიძლია...
მათი დასაწყისი ,ის ხანმოკლე დასასრული და თუნდაც ერთ ბოლო სიტყვაში გამოჩენილი ახალი საწყისი...
შენთან სიტყვასაც კი უნდა ჩაუღრმავდე რომ აზრს ბოლომდე მიხვდე შეიძლება იმ ერთმა სიტყვამ შეცვალოს მთელი ისტორია...
შენს ისტორიაში ფერები თითქოს მსახიობები არიან და სულ მთავარ როლში...
იმ წყვილის ისტორია რომელიც იმ ტყემლის ხის ქვეშ დაიწყო ,რომელიც გაზაფხულზე ზამთარს მოგვაგონებდა ვერ იქნებოდა "ყველასნაირი " ... "ბანალური"... ეს სრულიად სხვა იყო...
ყველაფერი განასხვავებდა მას სხვებისგან...
უბრალოდ რას მიშვები არ შემიძლია გავჩუმდე და ამიტომ ისიც კი არ ვიცი რას ვწერ..
აი ეს ისტორია იცი რომ საოცრება იყო?...
ეს წყვილი... მათი ამბავი... შეშლილი ქალი და კაცი...
ღმერთმანი ეს სასწაულია....
აი ბოლოს ის "მოდი..." რომ არ ყოფილიყო ხომ უნდა გავგიჟებულიყავი....

მეტი მართლა არაფრის თქმა შემიძლია... დილას ამაზე კარგად ვერ დავიწყებდი...
მონატრებული რომ დაგიბრუნდება თანაც ასე....
მიყვარხარ მე შენ....

№11 სტუმარი Mrs.Grey

ყოველი შენი გამოჩენისას უიმედოდ ველი ''პეპლების'' დასრულებას????

№12  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი nancho
ვკითხულობ გოგოებო თქვენს კომენტარებს და თან გაოცებული ვარ თან მიხარია.არადა საუკეთესო მწერლები მკითხველის როლში ,ძალიან მაგრები რომ ხართ თითოეული იცით ალბად,ყოჩაღ თქვენ,როგორ უჭერთ ერთმანეთს მხარს,მიყვარხართ.

მადლობა მხარდაჭერისთვის, ნანა! ❤️

meocnebe avadmyopi
სულ პირველად რომ წაგიკითხე, მაშინაც ასე ვიყავი გაოგნებული და გაოცებული... და აი ახლაც ისე ვარ თითქოს პირველია, მაშინ როცა შენი ყველა ისტორია წავიკითხე...
აი ახლა ვხვდები რომ ამ ხნის მანძილზე შენი შესაძლებლოლები ბოლომდე ვერ ამოვიცანი , დღემდე ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყოს ყველა ისტორია აბსოლიტურად განსხვავებილი ერთმანეთისაგან და საერთოდ ყველასგან მაგრამ ყოველთვის ტოვებ შენს ხელწერას... აი ყველასგან განსხვავებულს...
ვერ წერს ვერავინ ისე როგორც შენ...
ვერავინ გვეუბნება მგონი სათქმელს ასე კარგად..ერთ წინადადებაშიც რომ მთელ გულს აქსოვ...
აი ასე მოულოდნელად მონატრებულზე რომ გამოჩნდები და შენი ახალი ისტორიები ზეიმს რომ მიმართავს გულში... ხო მონატრებულზე ნათქვამი "მე დავბრუნდი" ყველაზე მეტად მახარებს მართლა გეუბნები....

აი ის ღიმილიც მახარებს ისტორიის კითხვისას და კომენტარის წერისას რომ არ მშორდება და ლამის ყურებამდე ავიდეს...
ყველა ისტორია გინდ სევდიანი იყოს , იმდენად თბილია ,რომ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ ...
შენს მიერ განსხვავებულად გადმოცემული ყველა განსხვავებული წყვილის ამბავი ეს საოცრებაა ,რომლის მოხდენაც მხოლოდ შენ შეგიძლია...
მათი დასაწყისი ,ის ხანმოკლე დასასრული და თუნდაც ერთ ბოლო სიტყვაში გამოჩენილი ახალი საწყისი...
შენთან სიტყვასაც კი უნდა ჩაუღრმავდე რომ აზრს ბოლომდე მიხვდე შეიძლება იმ ერთმა სიტყვამ შეცვალოს მთელი ისტორია...
შენს ისტორიაში ფერები თითქოს მსახიობები არიან და სულ მთავარ როლში...
იმ წყვილის ისტორია რომელიც იმ ტყემლის ხის ქვეშ დაიწყო ,რომელიც გაზაფხულზე ზამთარს მოგვაგონებდა ვერ იქნებოდა "ყველასნაირი " ... "ბანალური"... ეს სრულიად სხვა იყო...
ყველაფერი განასხვავებდა მას სხვებისგან...
უბრალოდ რას მიშვები არ შემიძლია გავჩუმდე და ამიტომ ისიც კი არ ვიცი რას ვწერ..
აი ეს ისტორია იცი რომ საოცრება იყო?...
ეს წყვილი... მათი ამბავი... შეშლილი ქალი და კაცი...
ღმერთმანი ეს სასწაულია....
აი ბოლოს ის "მოდი..." რომ არ ყოფილიყო ხომ უნდა გავგიჟებულიყავი....

მეტი მართლა არაფრის თქმა შემიძლია... დილას ამაზე კარგად ვერ დავიწყებდი...
მონატრებული რომ დაგიბრუნდება თანაც ასე....
მიყვარხარ მე შენ....

ღმერთო . . .
ჯადოქარი ხარ შენ?!
საიდან ამოგდის ამდენი ჩემთვის, როგორ ახერხებ ამას, გამაგებინებ?!
სულ ბოლო სიტყვა რომ დავასრულე, მერე მივხვდი, არც მე მომშორებია ღიმილი და უცნაური შეგრძნება მაქვს, შეიძლება მე ამდენს ვიმსახურებდე?!
არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ არასდროს მეყოფა სიტყვები შენთვის ემოციების დასაბრუნებლად, რომელიც ყველა სიტყვიდან მივიღე.
ლამის, გული გამიჩერდა . . .
არც ის ვიცი, რა უნდა გიპასუხო ახლა, მაგრამ დილა გამიფერადე შენ!
უზარმაზარი მადლობა . . .❤️

Mrs.Grey
ყოველი შენი გამოჩენისას უიმედოდ ველი ''პეპლების'' დასრულებას????

ეს ისეთი კომენტარი იყო, ჩემი წარსული რომ გამახსენა და ის დრო, როცა სიხარულით ვწერდი პეპლებს.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ დავასრულებ, არც ის ვიცი - როდის, მაგრამ კი, აუცილებლად დავასრულებ.
ამდენი ხანია რომ გახსოვარ, ყველაზე დიდი ბედნიერება ეგაა და უღრმესი მადლობა! ❤️

№13  offline წევრი სიბილა

წამალი ხარ,თავის ტკივილი სასიამოვნო თაბრუსხვევად მიქციე.სხვას ვის შეუძლია, ნაწერი ჩაიკითხო და_იგრძნო, მოვიდა, დალოცვილი-გაზაფხული...აუუუ,წერე მეთქიიიიი

№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
წამალი ხარ,თავის ტკივილი სასიამოვნო თაბრუსხვევად მიქციე.სხვას ვის შეუძლია, ნაწერი ჩაიკითხო და_იგრძნო, მოვიდა, დალოცვილი-გაზაფხული...აუუუ,წერე მეთქიიიიი

რუსა, სულ გაზაფხულებს გისურვებ მე შენ და იმდენ სითბოს, ბევრად ამაზე მეტს, რამდენსაც ყველა შენი სიტყვისგან ვიღებ.
დალოცვილი გაზაფხული . . .
უთბილესი მადლობა! ❤️

№15  offline წევრი -ლილუ

დამაგვიანდა ჰო...(არმეპატიება)
დიდი ხანია ჩემს ქუჩაზე ტყემლები მოჭრეს...
მაგრამ გაზაფხულის წვიმებს ისევ მოაქვთ მათი სურნელი...
უფრო სუსტი,უფრო ცივი...
მაგრამ მაინც თბება ხოლმე რაღაცა შიგნით...(იცი ხო)
სვანეთში ერთი დიდი ტყემლის ხე დგას ჩემ ეზოში...(უხუცესი ხე)
ბევრ ძალიან ბევრ წლებს ითვლის...
იცი ჩემთვის გაზაფხული მისი ყვავილობით მოდის...
და ვერც კი წარმოიდგენ რა ლამაზია თოვლში აყვავებული ტყემალი ჩემთან...
ყველა წერტილი ვიგრძენი...
ის წერტილიც კი რომელიც ჯერ არ დაგისვავს...
საოცარი მწერალი ხარ...
ის იშვიათობა რომელიც სულს იქით მიდის და ძალიან დიდხანს რჩება...(ამოუშლელად)
მწერლადდაბადებულო...
ნიჭზე მეტი ხარ...
ელპინ'ო...
სულ წერე...
ბევრი წერე...
კიდევ ბევრი რამ უნდა გვასწავლო(მასწავლო) მიხვდი ხო...
მე სულ დაგელოდები...

№16  offline ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ

ლილუ,
რაც დავდე,
იმის მერეა გაფაციცებული თვალებით გელი, რომ დამენახა,
გაზაფხული შენთან მოსულა.
ამდენი მრავალწერტილი და იმდენი რამ გრძელდება მერე, თქმულიც და ართქმულიც . . .
შენ ხარ საოცრება გოგო!
და ჩვენ (ვიცი, რომ იცი) შენ აუცილებლად შეგხვდებით,
მნიშვნელობა არ აქვს როდის,
მაგრამ აუცილებლად.
დალოცვილი გაზაფხული და ტყემალი . . .
მადლობა უბრალოდ, მერე ვეღარაფერი მეტი, ან არც კი ვიცი . . .
❤️

ელპინ, თითოეული შენი ნაწარმოების წაკითხვა ჩემთვის სპექტაკლის ნახვას ჰგავს...
მგონია, რომ ერთი მსახიობის თეატრში ვარ და საოცრად მგრძნობიარე და ემოციურ ტექსტს ვისმენ მსახიობისგან, რომელიც სიტყვებს ტანის მოძრაობას და სხეულის ენის სხვა ინსტრუქციებს აყოლებს.
ისევ სიყვარული,
ისევ გრძნობები,
ისევ ღრმა ემოციების ზღვა...
გინდა, რომ ავტორის სიტყვებს შენც თითებით შეეხო...
თითქოს მისი სიტყვები განსაკუთრებულია, თავისებური ფერი, სუნი და გემო აქვს შენს წარმოსახვებში...
აი, რა ლამაზი ფრაზა დავიჭირე:
"თითქოს ყვავილებიდან სიყვარულის ანგელოზები გამოდიან..."
თუ ყვავილები სიყვარულის ანგელოზებს მალავენ, დაე, სამყარო ყვავილებად გადაიქცეს!..
❤️❤️❤️

№18  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი

უუუუუჰ . . .
აი ასე, ჩვეულებრივად მოხვედი და ამ სიტყვებით ემოციების ქარიშხალი მოიტანე!
როგორ მიხარია, ხომ იცი . . .
საოცარი ადამიანი ხარ შენ, უთბილესი გულით და ულამაზესი სულით . . .
სულ სიყვარული,
სულ სიყვარული,
ყველგან . . .
❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent