შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (4)


17-03-2019, 12:59
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 155

სხვისი ცოლი (4)

- ძალიან გთხოვ,ამაზე აღარ ვისაუბროთ,ისედაც გახეთქვას მაქვს გული,მეტი აღარ
შემიძლია,ლამის ვინატრო რომ მოვკვდე.
-არც კი იფიქრო,სიკვდილი არაა გამოსავალი,ცხოვრება უნდა გააგრძელო და ძლიერი გახდე,შენი სიცოცხლე ბევრად ძვირი ღირს ვიდრე იმ ნაგავის სული.გიკრძალავ მაგაზე ფიქრს,სანამ მე შენს ცხოვრებაში ვიარსებებ,ომარი ვერაფერს დაგიშავებს.
-სამაგიეროდ შენ გავნებს,არ იცნობ მას.
-ჩემზე ნუ დარდობ,მთავარი შენ ხარ,მართა!-მომიახლოვდა,ხელი მომხვია და ჩამეხუტა,-მშვიდად იყავი,ყველაფერი დალაგდება,-მისი სიტყვები,ჩახუტება,ყველაფერი მაწყნარებს და ისეთი განცდა მიჩნდება,თითქოს ვძლიერდები და ყველანაირი პრობლემის გადალახვა შემიძლია.ალი საოცარი ადამიანია.ზედმეტად პატიოსანი და მამაცი.მისი საუბრიდან ვხვდები,რომ ომარისი არ ეშინია და ყველაფრისთვის მზადაა.მისი მსგავსი ადამიანები იშვიათობაა.
-მადლობ გამხნევებისთვის,ალი,ვაფასებ ამას.
- უკეთ ხარ?
-კი და თუ არ გეწყინება,დავიძინებ მე.
-არ მეწყინება,დიდი სახლი არ მაქვს,შენ ჩემ ოთახში შედი,მე კი დივანზე დავწვები.
-მე დავწვები დივანზე,შენ არ შეწუხდე,-მორიდებით მივუგე.
-გაჩუმდი და წადი დაიძინე,მე ასე მირჩევნია,უფრო მშვიდად ვიქნები.
-თუ ასეა,ხვალ წავალ და ბინას მოვძებნი.
-კარგი,როგორც გინდა,წადი ახლა დაისვენე ,-მითხრა და გაიღიმა.
-სულ დამავიწყდა მეკითხა,გესტუმრა ის ქალი?
-კი, მაგრამ ვიღაცამ დაურეკა და წავიდა.
-მეგონა მე ჩაგიშალეთ საღამო,-ვუთხარი დამნაშავის გამომეტყველებით,მას კი გაეცინა და ისევ ლოყაზე მომჩმიტა.
-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონია ,- ისეთი ხმით და გამომეტყველებით მითხრა,თითქოს ჩემ გამო ქალს ხელიდან არ გაუშვებდა.გამეცინა,მაგრამ არაფერი ვუთხარი,ალბათ მართლაც არ წასულა ჩემი მიზეზით და უფრო მშვიდად ვარ,ალის გეგმები,რომ არ ჩავუშალე.ისე კი,ძალიან მაინტერესებს,როგორი გარეგნობისაა,რა აქვს ისეთი,რამაც ალი მოხიბლა?! ვკითხავდი,მაგრამ არ მინდა იფიქროს,რომ ზედმეტად ვერევი,ჯობია ინტერესმა მომკლას,ვიდრე რამე ვაფიქრებინო,თორემ ერთი თუ ჩაიხვია კასეტასავით,უკან აღარ აბრუნებს.
-ყოჩაღ,მალე სასიძოდ გიხილავ,- ეშმაკური ღიმილი ამითამაშდა ბაგეზე.ალის გაეცინა,-რამ გაგამხიარულა? - ვკითხე მე და დივანზე დავჯექი,მგონი დღეს ძილი არ მეღირსება.ალიც გვერდით მომიჯდა.ფეხი ფეხზე გადაიდო და მომაცქერდა.
-როგორ წარმოგიდგენია სასიძო ალი? - მკითხა მან.ცოტახანს შევფიქრიანდი,კარგად დავაკვირდი და გონებაში წარმოვიდგინე.საკამოდ სიმპატიური ყოფილა ჩემს წარმოსახვაში.შავი შარვალ-კოსტუმი ჩავაცვი,ყელში ჰალსტუხი წავუჭირე და გაბურძგნულ ყავისფერ თმებზე სავარცხელი გადავუსვი,თვითონ კი ისეთი თვალებით მიყურებდა,თითქოს აგვაინდებოდა ჯვრისწერაზე,ლურჯ თვალებს მიბრიალებდა და მაჩქარებდა. . .- აქ ხარ? - ხელი ამიქია სახესთან და გამოვერკვიე,გაიფანტა ჩემი ნაწვალები წარმოსახვა,როგორ გულმოდგინედ ვპრანჭავდი არადა ,- რატომ გაგიშტერდა თვალი?
-რა? -ძლივს გამოვერკვიე.
-თვალები გაგიშტერდა,რაზე ფიქრობდი?
-არაფერზე,განსაკუთრებულზე,-იმას ხომ არ ვეტყვი გონებაში გაცმევდი-მეთქი,ეგონება რომ შიშველი წარმოვიდგინე და ცუდი ფიქრები მაწუხებს.
-კარგი,დავიძინოთ ახლა,მეც მეძინება,ხვალ სამსახური გვაქვს ხომ არ დაგავიწყდა?
-არა,მაგას რა დამავიწყებს ,- ვთქვი და დავამთქნარე.
***
დილით მზის შუქმა შემაწუხა და თვალი ვეღარ მოვხუჭე,სხივები პირდაპირ ჩემს სახეს ანათებდა.საწოლიდან წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე,რა დროსაც კარზე დამიკაკუნეს.
-მალე გამოხვალ? - ისე მეკითხება,თითქოს საჭირო ოთახში ვიყო ჩაკეტილი.
-კი,რაიყო?
-არაფერი,საუზმე მოვამზადე,ერბო-კვერცხი,გახუხული პური და ფორთოხლის წვენი.
-გამოვდივარ უკვე,- თმა დავივარცხნე და კარი გავაღე ,- აი,მეც მზად ვარ,რა მომაზადე?
-ერბო-კვერცხი,არ გიყვარს?
-კი,როგორ არა.
-ყოველ დილით ასე ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ.
-კარგია,მე დილაობით სალათით ვივსებ კუჭს და დამძიმებული გამოვდივარ.
-წამოდი,თორემ დავაგვიანებთ,- ხელი მხარზე გადამხვია და წავედით.
-ოჰო,რა გემრიელად გამოიყურება შენი შემწვარი ერბო-კვერცხი.
-დამცინი თუ მართლა ამბობ?- შუბლშეჭმუხნულმა მკითხა და მაგიდასთან დაჯდა.მეც ჩამოვექი და ჩანგალი მოვიმარჯვე.
-არა,მართლა ვამბობ,ოქროს ხელები გქონია.
-ნუ აჭარბებ,უბრალოდ კვერცხია.
-კი,მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ამის კეთებას ეზარებათ და ცოლს ელოდებიან.
-სანამ ჩემი ცოლი ადგება მშიერი მოვკვდე? რა აუცილებელია ყოველდღე მისი მომზადებული მივირთვა,როცა მეც შემიძლია რაღაც გავუკეთო საკუთარ თავს.
-ყველა შენ არ გგავს.
-კი,ეგ ვიცი,ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,- დამეთანხმა და კვერცხის მირთმევას შეუდგა.დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებს,ხომ არ თვალთმაქცობს? მაგრამ ეს ისე კარგად გამოსდის,მართლაც რომ თვალთმაქცი იყოს ვაპატიებდი,იმდენად კარგია.საუკეთესოც კია ჩემს ნაცნობებს შორის.ერთხელ,სამსახურში საბეჭდი მანქანა გამიფუჭდა და კატრიჯების ამოღების დროს ორივე მელანით დავისვარეთ,ჩემთან ჩხუბის მაგივრად იდგა და იცინოდა,თან ბოლო ხმაზე და თანამშრომები ოთახში შემოგვივარდნენ,მელნით დავრილები რომ დაგვინახეს,მათაც სიცილი მორთეს.მოკლედ მაშინ კარგად ვიხალისეთ,მთელი დღე ვიხეხავდი სახეს,რომ მელანი მომეცილებინა.
საუზმე დავასრულეთ და მე დასვრილი ჭურჭელი გავრეცხე,ბევრიც მეხვეწა არ გინდაო,მაგრამ ვინ დაუჯერა,საწურზე დავალაგე და ხელები გავიმშრალე.ალი ცოტახნით აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად,მე კი მოვწესრიგდი და მისაღებში,დივანზე მჯდარი ველოდებოდი.მალევე შემობრუნდა უკან და მეც წამოვდექი,ჩანთას დავწვდი და მხარზე გადავიკიდე.
-მზად ხარ? - მკითხა და შემათვალიერა.
-კი,მზად ვარ,-ვუპასუხე მეც და გავუღიმე.
-მაშ,წავედით.
***
ყოველგვარ მიზეზგარეშე უნდა შეეძლოს ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყება.არასოდეს არ უნდა დაიხიოს უკან და გამარჯვების დროშა საკუთარი ხელებით მიაჩეჩოს,მას ვინც ასეთი ტკივილიანი ცხოვრებისთვის გაიმეტა,არამედ თავად უნდა აღმართოს დროშა და გამარჯვების სადღეგრძელო წითელი ღვინით ავსებული ჭიქით დალიოს.არავის ადარდებს შენი და ჩემი ბედი,ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს.არ ვიცი ეს რამდენად სწორია,მაგრამ ამ მომენტში მე ჩემ თავს უნდა მივხედო,ძალა მოვიკრიბო და ახალი ცხოვრება დავიწყო.ყოველ დილით ხომ მზე იმიტომ ამოდის რომ ახალი დღე იწყება და მზე გვაძლევს უფლებას ვილტვოდეთ ცვლილებებსითვის და ყოველი დაღამება,მთვარის ამოსვლა გვაძლევს იგივე იმედს რომ ახალი დილა დაიწყება.მე არ ვნებდები,რადგან ალიმ შთამაგონა,რომ ძლიერი უნდა ვიყო,რადგან სუსტები ყოველთვის იჩაგრებიან ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

მტვრით ავსებულ ოთახს თვალი მოვავლე,ეტყობა,დიდი დროა გასული,რაც აქ არავის უცხოვრია,მე კი პირველი ვიქნები,ვინც ამ სახლს კვლავინდებურ ელფერს დაუბრუნებს.გასაღები ხელში ავათამაშე და იმედით აღსავსე მივაცქერდი ჩემს ახალ საცხოვრებელს.აქედან იწყება ჩემი გარდასახვა,რომელიც ომარის წყალობით მომენიჭა.
სახლის პატრონს ორი თვის ქირა მივეცი და გავისტუმრე,ახლა სრულიად მარტო ვარ და ისღა დამრჩენია სახლი დავალაგო.მტვრისგან მთლიანად გავწმინდე,ფანჯრები გავასუფთავე და გამოვაღე,რომ ჰაერი შემოვიდეს სახლში.ოთახები დავგავე და სველი ტილოთი მოვწმინდე.საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა,როგორც კი სისუფთავის სუნი დატრიალდა,დაღლილი დივანზე მივწექი და თვალები დავხუჭე,ახლა ნამდვილად დამეძინება.
უცნაური ხმა მომესმა,თითქოს ვიღაც ისეთი ნაბიჯებით მოდის,რომ იატაკი ჭრაჭუნებს.თვალები გავახილე და ალის სახე რომ დავინახე,დივნიდან წამოვხტი.
-აქ როგორ გაჩნდი? - ვკითხე გაკვირვებულმა ,- მე ხომ კარი დავკეტე.
-უბრალოდ მიხურული იყო,ამის შემდეგ გეცოდინება რომ გასაღებით ჩაკეტო,იქნებ მე არ ვყოფილიყავ,მერე?
-წარმოდგენაც არ მინდა და გულს ნუ მიხეთქავ,როცა წახვალ აუცილებლად ჩავკეტავ.
-კარგია,ვიფიქრე ვახშმის თავი არ გექნებოდა და რაღაცები მოვიტანე.
-ჩემ გამო ამდენს რომ აკეთებ უკვე მრცხვენია კიდეც,რატომ წუხდები?
-არ გინდა ახლა,ძველმოდური ქალივით ნუ მელაპარაკები,სტუმარი ტკბილეულს რომ მიართმევს და თვალების ჭუტვით და ტუჩების პრუწვით ეუბნება რატომ წუხდებოდი,არ იყო სააჭიროო და თვალს რომ მიეფარება,ეძგერება და ხსნის.
-ნუ ხარ მწარე!
-არ გშია? მე საშინლად,ადექი და დადგი წყალი,სოსისი მოვიტანე.
-ლუდიც ხომ არ მოაყოლე?
-უკვე არჩევაზე მიდგა საქმე? კი ლუდიც მოვიტანე და მიწის თხილი კიდევ.
-გვიქეიფია,მაშინ.


პ.ს ბოდიშით ბავშვებო პატარა თავებისთვის,ყველანირად ვცდილობ რომ გავზარდო,მაგრამ მოგეხსენებათ რომ ორსული ვარ და ვერც დამჯდარი ვისვენებ,ვერც დაწოლილი. მაგარ გაჭირებაში ვარ. არ მიწყინოთ რა. მადლობა ყველას რომ კითხულობთ და აზრს აფიქსირებთ,ბევრს ნიშავს ეს ჩემთვის,მახარებს და მაბედიერებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



უჰჰჰჰ, გადასარევია, ველოდები ახალ თავს, უბრალოდ რა ვერ გავიგე იცი? ალის უყვარს ეს ჩვენი მართა? და კიდევ მართას ქმარსაც ძალიან უყვარს მართა? ცოტა გამარკვიე რა და მერე მე თვითონ მივხედავ, ძალიან კაია

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სიყვარული გულს გვტკენს
უჰჰჰჰ, გადასარევია, ველოდები ახალ თავს, უბრალოდ რა ვერ გავიგე იცი? ალის უყვარს ეს ჩვენი მართა? და კიდევ მართას ქმარსაც ძალიან უყვარს მართა? ცოტა გამარკვიე რა და მერე მე თვითონ მივხედავ, ძალიან კაია

არამგონია ომარს მართა უყვარდეს,თუმცა დაელოდე მოვლენებს.
ალიზე არ ვიცი რას გადავწყვეტ,შესაძლოა უკვე უყვარს კიდეც. <3 მადლობა რომ აზრი დააფიქსირე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი tasusuna

მომწონს..
ცხოვრებისეულია და საინტერესო :)
პატარას არ ვაწყენინოთ,იყოს ისე, როგორც ახერხებ ❤️❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

tasusuna
მომწონს..
ცხოვრებისეულია და საინტერესო :)
პატარას არ ვაწყენინოთ,იყოს ისე, როგორც ახერხებ ❤️❤️❤️

მადლობა დიდი <3 მიხარია რომ მოგეწონათ. უბრალოდ,როგორც კი ვწერ ვდებ და ვერ დავეჩვიე პატარ პატარების დაწერას როცა თავისუფალი დრო მაქვს.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline წევრი მინდა ვწერო

პირველად ვკითხულობ ისტორიას ცოლ-ქმარზე და ძალიან მომწონს.
დამაინტერესა ძალიან რა მოხდება შემდეგში.
წარმატებები❤❤❤

 


№6  offline წევრი Takk.22

ეოდის დადებ ახალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent