შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი ძმების ძმაკაცს სრულად


17-03-2019, 23:30
ნანახია 616

როგორ შევუყვარდი ძმების ძმაკაცს სრულად

აი, მოკლედ ეს ისტორიაც სრულად დავდევიიი, მოველი თქვენს შეფასებას, მიყვარხართ





მოგესალმებით, მე ვარ ლიზი გაბელია, ვარ 21 წლის, მყავს 3 ძმა,
სამივე ჩემზე უფროსები,
ყველაზე უფროსს ნიკა ჰქვია და არის 28 წლის არც ცოლი ჰყავს და არც შვილი, საშუალო ძმას გიორგი ჰქვია, გიოს ცოლ-შვილი ჰყავდ უკვე დიდი ხანია და არის 26 წლის, მის ცოლს ნანა ჰქვია, შვილს კი ნინო,
აი ყველაზე პატარა ძმა, ძმებს შორის არის დანიელი, მასთან ძალიან კარგად ვარ, სულ ერთად ვარ, ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, 25 წლისაა, არც შვილი და არც ცოლი ჰყავს, ამბობს მე ცხოვრებაში ერთი ქალიც მეყოფაო,
ხო ერთი ქალი, დედა 5 წლის წინ გარდაგვეცვალა, ძალიან რთულად გადავიტანეთ მე და ნიკამ, რადგან ყველაზე კარგად ჩვენ ვიყავით მასთან, აი მამაჩვენს კი მხოლოდ ნიკა და გიო იცნობდნენ, რადგან მიგვატოვა, საყვარელთან გაიქცა, დედა მაშინ დანიელზე იყო ორსულად, დანიელი რომ გააჩინა მერე კი თუტმე ისევ გამოჩნდა და დედასთან ღამეებს ატარებდა ჩუმათ, ამ დროს ჩავისახე მეც მაგრამ მან ჩვენზე უარი თქვა, ჩვენც მკვდრად მივიღეთ ის კაცი და გავაგრძელეთ ცხოვრება, მე ნიკა და დანიელი ერთ სამ სართულიან სახლში ვცხოვრობთ, ჩვენ ყოველთვის შეძლებული ოჯახი ვიყავით, ნიკას თავისი ბიზნესი ჰქონდა, გიოს თავისი, დანიელიც მუშაობდა, რომელიღაცა ბიზნესის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მიატოვა, რადგან დედა სახლში აღარ იქნებოდა, ნიკა და გიოც არ იქნებოდნენ, მე მაქსიმუმ 3 საათი ვიყავი უნივერსიტეტში და სახლში სადღაც 2-ისთვის ვიყავი, მერე მთელი დღე მარტო ვიყავი ამიტომ დანიელმა სამსახური მიატოვა და ჩემთან დარჩა,
ხო მართლა ზედმეტად შეშლილი დაქალები მყავს, ყველა ჩემი ტოლია: თამარი, მაკა, ქეთი და ნუცა,ძალიან კარგები არიან მაგრამ ზედმეტად შეშლილები,
შეყვარებული არ მყავს, აი თაყვანისმცემლებზე კი რა გითხრათ, ყოველ დღე ახალი ბიჭი მირეკავს ან მწერს, რომ ჩემთან შეხვედრა უნდათ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ისეთი რომ ვინმეს თავი ერთი ღამისთვის "ვახმარინო".
უი თქვენთვის არ მითქვამს ხომ? ძალიან ვიწრო წელი, ჩამოსხმული ფეხები, ლამაზი ღიმილი, ძალიან გრძელი წელამდე წაბლისფერი თმები, ცისფერი თვალები და თეთრი კანი მაქვს.
ახლა მე და დემე სახლში, ვართ მე მძინავს როგორც ყოველთვის, ხო მართლა ახალ უნივერსიტეტში ვარ, იქიდან აქ გამომგზავნეს, ძალიან კარგი მოსწავლე ხარ და იქ წადიო, მეც ავდექი და წამოვედი, ამ დრის დემე შემოდის გიოსთან და ნიკასთან ერთად და ხმაურს იწყებენ
-გაიღვიძე, დაგაგვიანდება გოგო ადექი-ყვირილით ამბობს დანი
-ადე ლი, ხო ხედავ დღეს სამსახურში არ მივდივარ-ღიმილით და თბილად მეუბნება ნიკა რაზეც გული მითბება და მაშინვე საწოლიდან ვხტები და ნიკას პირდაპირი მნიშვნელიბით ვახტები, თავიდან დაბნეულია მაგრამ მერე საწოლზე ჯდება და კალთაში მისვამს, ცალი ფეხი მარჯვნივ მაქვს, ცალი კი მარცხნივ, ასე ვარ როცა ნიკას და დემეს ვუჯდები კალთაში სულ ასე ვარ, სხვასთან არავისთან არ ვჯდები ასე არც გიოსთან, მე და გიო ნაჩხუბრები ვართ უკვე დიდი ხანია, სამი წელია ხმას არ ვცემთ ერთმანეთს, თავიდან გამიჭირდა, როგორია საკუთარი ძმა რომ აგიკრძალავს მასთან ლაპარაკს, იმიტომ გაბრაზდა რომ მე მადანაშაულებდა დედის სიკვდილში, ამის გამო კი ძმებსაც მოუვიდათ ერთმანეთში ჩხუბი ჩემს გამო, არდა ხომ ვიცი როგორ ვუყვარვარ ჩემს ძმებს, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება გიოს ჩემზე საერთოდ სიძულვილის გრძნობა მაინც ჰქონდეს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა გიოს იქ დანახვა, როგორც კი შევამჩნიე მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და ნიკაც კინაღამ თან გავიყოლე, იატაკს აჩუტებული ავღმოვჩნდი,დემემ სიცილი დაიწყო და კისკისით ფავიდა გარეთ, ტუჩი გავიხეთქე, მთელი სახე სისხლით მქონდა მოსვრილი, თურმე მარტო ტუჩი არ ყოფილა, თავიც გამიტეხავს, ნიკამ მაშინვე ვიღაცას დაუწყო საუბარი ტელეფონით
-ბატონო ზურა, დღეს ლიზი ვერ მოვა და ყველას უთხარით რა რომ ახალი სტუდწნტი გყავთ კარგიი?
-...........
-მაფლობა დიდი,
-..............
-არა, ხვალ იქნება
-........ .
-კარგი მადლობა
-......
გიოს შევხედე რომელიც თვალებ ჩაწითლებული იდგა
-მოკლედ რააა? შენ რომ ყოველ დღე რაღაც არ დაგემართოს არ შეიძლება-შეწუხებული სახით ამბობს ნიკა, ამ დროს კი კარზე ზარი ისმის-ნიკა გავაღებ კაი?
-მიდი, მაგრამ ტვინის შერყევა არ გქონდეს
-არა კაცო-სიცილით ვამბობ და ოთახიდან გავდივარ, სულ მავიწყდება რომ სახე სულ სისხლიანი მაქვს და ისე ვაღწბ სახლის კარს, ვიღაც ტიპი დგას და გაშეშებული მიყურებს
-ნიკააააა-ვყვირი ბოლო ხმაზე, ნიკა მაშინვე ჩემთან ჩნდება-მგონი სახლი აერიათ-ვამბობ და კარს პირდაპირ ცხვირწინ ვუხურავ
-გოგო რას აკეთებ
-ვიღაც სხვა იყო
-რა სხვა გოგო, ეს ბიჭი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, უბრალოდ 15 წლით ამერიკაში იყო
მაშუნვე კარი გავაღე და მოკისკისე ბიჭი დავინახე, მაშინვე ინგლისურად ვუთხარი
-do you remember georgian?(გახსოვს ქართული?
-კი მახსოვს
-მაშინ მობრძანდით ბატონო ნიკას ძმაკაცოვ.
-არ გახსოვარ არა?
-და შენ გახსოვარ?
-კი, მაშინ 12 წლის იყავი, მე 19-ის
-მართლა?
-კი, ახლა კი მითხარი რატო ხარ სულ სისხლიანი?
-ოოოო, ეს გრძელი ამბავია-დრმეტრე გამოვიდა და გადაეხვია
-მოიცა შწნც გახსოვს? ვინაა ასეთი?-ამ დროს გიო გამოვიდა და ჩაწითლებული თავლები მე შემომანათა, მაშინვე ტირილი დავიწყე, გიო აბაზანაში შევიდა, ჩემთან კი დანი მოვიდა და ფერება დამიწყო, მალე სააბაზანოდან მსხვრევის ხმა გაისმა, ნიკა და დემე იქ შევარდნენ, ის ტიპი კი ჩემთან დაჯდა და თმაზე მეფერებოდა, მალევე გაისმა სამივე ძმის ჩხუბი, ამის მოსმენა აღარ შემწძლო, წამოვვარდი სახე სამზარეულოში მოვიბანე, იმ ტიპს ჩუმათ მეთქი ვუთხარი და ტირილით გავვარდი გარეთ, ძალიან დიდხანს დავბოდიალობდი, ტელწფონს რომ დავხედე ღამის ორი საათი იყო, არადა შუადღე პირველ საათზე გამოვედი, რა გამოდის რომ 13 საათია ქუჩაში ვარ? მაშინვე სახლისკენ წავედი, მაგრამ სახლის ეზოში შესვლისთანავე გავიგე გიოს გინება, გული ლამის ამომივარდა, არადა დედას სიკვდილში მე რა დამნაშე ვარ? თუ ღმერთმა მოინდომა და წაიყვანა მე რა ჯანდაბაში ვარ დამნაშავე, ჩაწითლებული თვალები, აწეწილი თმები, გაწითლებული ცხვირი და ტუჩები მქონდა, სხვა გზა არ მქონდა, სახლში შევედი, მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე, სამივე ბიჭი მე მომვარდა, მაგრამ გიო არაფერს აკეთებდა, ამ დროს გული წამივიდა,
როცა გავიღვიძე საავადმყოფოში ვიყავი, რომელიღაც პალატაში, ოთხივე შიგნით იყო და ოთხივე ტიროდა, ცოტა არ იყოს გამიკვირდა
-რა ხდება?-მაშინვე ყველამ მე მომაქცია ყურადღება და ექიმს დაუძახეს.
საავადმყოფოდან გამომწერეს, გამოწერას კი ერთი კვირა დასჭირდა, გიო ისევ არ მცემდა ხმას, ნიკა კი მიბრაზდებოდა და მაფრთხილებდა ასე აღარ გამიხეთქო გულიო, დანი კი ამბობდა, ეს მაგარი ჩაგვიტარეო, ის ტიპი კი უკვე სამი დღე არ მჯნახავს, უკვე არადა მისი სახელიც უნდა ვიცოდე, საერთოდ ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე ადამიანზე, მაგრამ რატომღაც ამ ტიპმა ჩემი ყურადღება ვერ მიიქცია, ნუცა, ქეთი მაკა და თამარი ეს ერთი კვირააა არ მშორდებიან, ახლაც მათთან ვზივარ და ვიცინით, ისე რომ საერთოდ არ ვიცი რაზე ვიცინით
-ქეთ, ნახეე-ვეუბნები სიცილით და თითს ზევით ვწევ და ვატრიალებ, ამაზე ხუთივეს კიდევ უფრო გვეცინება, მალე ალბათ სიცილით გავიგუდებით, ამ დროს კი კარზე ზარია, არ მოველოდი საერთოდ რადგან, ნიკა და დემე სახში იყვნენ, ალბათ გიოა-თქო ვიფიქრე და წავედი, გზაში კი თამატის სიტყვები დამეწია
-მიდის ლიზი კარისკენ-ამაზე ისევ თავიდან დავიწყეთ სიცილი და კისკისით გავაღე კარები, საერთოდ არ შემიხედავს ვინ იყო, კარი ღია დავტოვე და გოგოებთან დავბრუნდი, გავიგე როგორ დაიკეტა კარი და მხოლოდ ახლა შევბრუნდი, თვალებს უბრალოდ ვერ ვახელდი იმდენს ვიცინოდი, მივედი და ჩავეხუტე და ვეუბნებოდი
-გიო, მიყვარხარ-ამ სიტყვაზე ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა, როგორც იქნა თვალები გავახილე და ხელში გიო კი არა ის ტიპი შემრჩა-ისა... მე... გოგოებთან მივდივარ-ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და გოგოებთან დავბრუნდი-აუ გოგოებო რამე დავლიოთ არ გინდათ? ან რაიმე ვითამაშოთ
-აუ კაი აზრია, ოღონდ რა დავლიოთ და რა ვითამაშოთ?-საუბარში მაკა ჩაერთო
-რავი დავუძახებ ჩემებს და გევიდეთ
-ოქეი წამო-თამო ამბობს სიცილით და სიცილ-კისკისით გავდივართ გარეთ, ნუ გარეთ რა სასტუმრო ოთახში, პირველ სართულზე
-ძმებოოოოოო, და ძმების ძმაკაცოოოოო-ვყვირი სიცილით, სამივე გამოდიან, არა ეს სამივე არააა, მოიცა გიო, გიოს რა უნდა აქ?
-გიო?-შემთხვევით წამომცდა, რამდენი ხანია ასეთი გრძნობით არ მითქვამს ეს სახელი
-ხო, მოვიდა რამდენი ხანია-ამბობს დანი და მიხუტებს
-აუ რა მინდოდა მეთხოვა, დამაცადეთ ვთქვა რა?-ავბუზღუნდი
-კაი მიდი-ამბობს დემე
-რა და, მე და გოგოებს თამაში გვინდა, და თქვენ ითამაშებთ ჩვენთან ერთად? თან რაღაცა სასმელებს გამოვიტან და დავლიოთ
-კი ბატონო-დანი მეუბნება და ლოყაზე მკოცნის
-ბაზარი არაა-ამბობს სიცილით ის ტიპი
-ნუ, კაი, სხვა რა გავაკეთო-ამას ნიკოლოზი ამბობს, პირველად ვხედავ თვით ბატონი ნიკოლოზი მთანხმდებოდეს თამაშზე
-ნიკა კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს?-ვეუბნები გაკვირვებული
-არა არ მაქვს და ხო კარგად ვარ, ახლა კი მითხარი რა ვითამაშოთ?
-მე არასდროს დავაი?
-ოქეი
გამომაქვს სასმელები, ყვეკანი იატაკზე ვჯდებით გიოს ჩათვლით და ვიწყებ
-იცოდეთ ასეთი იქნება თამაშის წესი, რომელიმე ჩვენთაგანი იტყვის რაღაც წინადადებას, და რომელსაც ეს მოქმედება გაუკეთებია ის სვამს სასმელ ოქეი ბრატ?
-ოქეიიი
-მე დავიწყებ რა?
-კაი მიდი-მეუბნება მაკა
-მე არასდროს მიკოცნია გოგოსთვის-ამაზე კი ჩემს გარდა ყველამ
გადაკრა სასმელი
-მეღადავებით?
-გავაგრძელოთ-ამბობს დამორცხვილი ქეთი, მეცინება და ვაგრძელებთ თამაშს
-მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის-ამბობს მაკა და მხოლოდ მე ვსვამ ოთხ ჭიქას
-რა ამბავია გოგო-ამბობს გაბრაზებული დანი და მიბღვერს
-ოჰ კაი ერთი, სულ რაღაც 4-5-ჯერ ვაკოცე ბიჭს დიდი ამბავი ეხლა-ამ სიტყვებზე
ის ტიპი დაიჭყანა, მას შევხედე და ვკითხე-ხო მართლა რა გქვია?-ამაზე ჩაეცინა და მითხრა
-მე დემეტრე მქვია
-დემეტრე გეი ხარ?-ამაზე ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა
-საიდან მოგაქვს გოგო ასეთი სისულელეები, სრულ ჭკუაზე არ ხარ ხო?-ბრაზდება და წარბებს კრავს, ამ დროს კი ძალიან საყვარელია, მასთან მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი, ვგრძნობ როგორ დააყარა ტაომ, როგორ ჩაეღიმა, როგორ გაქვავდა, მესიამოვნა, ძალიან, უზომოდ მესიამოვნა, მაგრამ არ ვიცი რატომ, პირველად ვიყავი ასეთი ნასიამოვნები
-რა ვიცი ისე დაიჭყანე გოგოს და ბიჭის კოცნა რომ ვახსენე ვიფიქრე რომ გეი ხარ-ყველა ახარხარდა, მხოლოდ ის იყო გაბრაზებული
-აუ არ გვინდა რა ეს თმაში მოდი რამე სხვ ვითამაშოთ-თქვა აქამდე ჩუმათ მყოფმა ნუცამ თქვა
-მაინ რა?-პასუხიბს ნიკა
-სიმართლე თუ მოქმედება დავაი? და ვინც არ შეასრულებს იმას რასაც ეტყვიან დალევს
-აუ კაი აზრია, მოიცა ბოთლს მოვიტან-ბოთლი მოვიტანე, და დავატრიალეთ, გიო მისვამდა
-ს თუ მ?-მისი ხმა რამდენი ხანია არ გამიგია, თავი გვერდით აქვს გადაგდებლი და არც მიყურებს
-ს!
-რატომ მოკალი დედაჩვენი?-ამ კითხვამ არც კი ვიცი რა დამმართა, გავშრი, გავქვავდი, ნიკასგან ერთი კაი ბწკენა მიიღო, მაგრამ მას წარბიც არ შეურხევია ისე იმეორებს-რატომ მოკალი დედაჩვენი?!
-კიდევ ვინ ფიქრობს რომ ასე გავაკეთე?-ხმას არავინ იღებს-თქვით!
-მე
-მე
-მე
სამივე ძმამ იგივე პასუხი გამცა, ცუდათ გავხდი, გოგოებს მივუბრუნდი და ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი
-გოგოებო....
-ხო ჩვენ წავალთ
-მშვიდობით, თავს გაუფრთხილდით მიყვარხართ, ოთზივეს ძალიან მაგრად გადავეხვიე და დავემშვიდობე ახლა კი დემეტრესკენ მივტრიალდი
-დემე, მემგონი და-ძმებსის საუბარს ყური არ უნდა დაუგდო ხომ ასეა?!
-კი,კი, წავალ
-მოიცა-მაშინვე გაჩერდა, მასთან მკვედი მგრად ჩავეხუტე და დავემშვიდობე,
-აბა ბიჭებოესეიგი მე ვარ მკვლელი?
ზიზღნარევი თვალებით შევხედე სამივეს
-კი
-მხოლოდ გიორგი რატომ ამბობს?-ყველამ გაიოცა, არასოდეს ვეძახდი გიოს გიორგის
-მისმინე საყვარელო-დანი ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა-შემთხვევით წამომცდა, საერთოდ არ ვფიქრობ რომ მკვლელი ხარ,
მისი ხელები ცივად მკვიშორე და ცრემლიანი თვლებით სევხედე მათ.
-მე თქვენ ......
-მე თქვენ მიყვარდით, მიყვარხართ და არ ვიცი ოდესმე კიდევ თუ შევძლებ თქვენს სიყვარულს, როგორ, ამას როგორ მეუბნებით, იცით, ხვდებით მაინც რას ამბობთ? გაინტერესებთ დედაჩემი რატო მოვკალი? ჩემში ხედავთ დედაჩემის მკვლელს? მითხარით, მიდით თქვით რატომ, რა ჯანდაბად ფიქრობთ რომ მე ვარ მკვლელი? არასოდეს გიფიქრიათ იმაზე რომ თქვენს გამო არ არის დედა? თქვენ რომ ჩხუბი არ მოგსვლოდათ ნე დედას არ ვთხოვდი წამოვეყვანე თქვენთან, და ამას თუ დავუკვირდებით, შეააბამისად არც ეს წყეული ავარია არ მოხდებოდა, არასოდეს გიფიქრიათ ხომ ამაზე? ჰაჰ-ვყვირი მთელი ძალით და ბოლოს მეცინება-თქვენ მე მთელი გულით მიყვარდით, მაგრამ ახლა საერთოდ დაივიწყეთ და რომ გყავთ, დაივიწყეთ რომ ვარსებობდი და იცხოვრეთ მშვიდად და ბედნიერად-ვამბობ ძალიან ნაწყენი, ამავდროულად თითქოს გაბრაზებული და საბოლოოდ ირონიული ტონი გამომდის, არადა არ მინდა რომ ასე ვთქვა და გული ვატკინო, მაგრამ საკმარისია, მე მათ ძალიან მატკინეს ამიტომ მოდი ახლა მათ ვატკენ
-მისმინე, მიყვარხარ გესმის? მთელი გულით მიყვარხარ, არ გაქვს ამის თქმის უფლება, არ გაქვს ჩვენი ცხოვრწბიდან გაქრობის უფლება! ვინ მოგცა ამის უფლება? მე.... მე..-სიტყვა გააწყვეტინა გიორგიმ დანიელს
-კაი რა დანი, ხომ ხედავ მიდის, გაუშვი, ხედავ? მისი დანაშაული უნდა რომ ჩვენ გადმოგვაბრალოს, რა კარგია რომ ის ჩემი და არ არის?!
-რ...რააა?-ხმა მიკანკალებს, იმის წარმოდგენა რომ მე ნაშვილები ვარ
-რას ამბობ გიო, სრულ ჭკუაზე ხარ?-ჩაერია ნიკა ყვირილით
-რა რამე ვთქვი არასწორად? მე და მაშინ დედასთან ერთად დავმარხე-ეს გიომ თქვა თუ არა გული უფრო მეტკინა, ამას მერჩივნა ნაშვილევი ვყოფილიყავი
-აბა მიყვარდით, მაგრამ მაინტერესებს, მოდი ეს ბოლო წუთები გულახდილები ვიყოთ კაი? ოდესმე გიყვარდით? დედა გარდაიცვალა და დამიკიდეთ ხო? დედის მკვლელიც გამხადრთ! ალბათ მალე საკუთარი თავის მკვლელსაც გამხდით!-ვამბობ და ვხედავ ყველას, ნიკას, გიოს და დანის, ყველას თავი აქვს ჩახრილი, არადა როგორ მინდოდა რომ მათთან ერთად მთელი ცხოვრება გამეტარებია, როგორ მინდოდა რომ სულ ერთად და ბედნიერად ვყოფილიყავით, რა სამწუხაროა რომ ასე არ არის, ეჰჰჰჰ
-კი, გვიყვარხარ ახლაც, დამიჯერე, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ ახლა აქ, აი ამ ოთახში ვინც ვართ ყველას ძალიან გვიყვარხარ-დანიელი მეუბნება, რაზეც სიცილი მიტყდება, უბრალოდ ვეღარ ვსუნთქავ, სიცილით ავდივარ ოთახში, სახეს ვილაგებ, სერიოზულ გამომეტყველებას ვიღებ და ტანსაცმლის ჩალაგებას ვიწყებ
, ამ დროს კი შემოდის დანი, მახუტება და ცრემლები მოსდის, ხელში მიყვანს და კალთაში მისვამს, ჩემს ლოგინზე ზის, მე მის ფეხებზე ვზივარ და ცხვირი მის ყელში მაქვს, არ შემიძლია მჯსი დატოვება არ შემიძლია, ისეთი... უბრალოდ ძალიან მიყვარს, არა მარტო დანი, გიოც და ნიკაც
-დანი?
-გისმენ
-რო წავიდე გეწყინება?-ვეკითხები და ცრემლები მომდის, დანიელი ამას უეჭველი გრძნობს რადგან მთელი სხეული ეჭიმება და მე ამას ვგრძნობ
-ძალიან ჩემო ლამაზო
-და ცოტახნით რო წავიდე?
-ერთ კვირას მოგცემ, მხოლოდ ერთ კვირას.
-ზომ შეიძლება ამ ერთ კვირაში რამე დამემართოს?
-მაინც?
-თავი მოვიკლა!-უცებ ვთქვი და, თავში და პიზე ხელი მომხვდა, მივიხედე და უკან ნიკა იდგა, ნიკამ თავში წამომითაქა, დანიმ პირზე მომარტყა, ამ დროს კი ტირილს უფრო და უფღო ვუმატე, საერთოდ ავქვითინდი, უკვე ჩალაგებულ ჩემოდანს ხელი დავავლე და სახლიდან ტირილით გავედი, დარწმუნებული ვიყავი რომ, დანიმ იცოდა რომ ვაპირებდი სახლში დაბრუნებას ერთ კვირაში.
მაგრამ ახლა ვინმესთან უნდა წავიდე, გოგოებთან ვერ წავალ, ყველა ერთად ცხოვრობს სამ ოთაციან ბინაში და იქ ჩემი ადგილი არ ექნებათ, მაგრამ დარწმუნრბული ვარ უარს არ მეტყვიან, არადა ხომ ვიცი ზედმეტი ვიქნები, ამიტომ მხოლოდ ერთი ვიღაც დარჩა, კაი დავურეკავ დემეს.
-ალო დემე
-......
-რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
-........
-ერთი კვირით შემიკედლებ?
-.........
-სერიოზულად?
-.......
-კაი, მაშინ მისამართი მითხარი და მოვალ
-.........
-დამელოდე კაი?
-.........
-ვიცი მაგრამ, მაინც რა იცი რა ხდება
-......
-ფუუუ, კაი რა აის ეს, იცოდე რომ მოვალ იქ ერთი ღამის გოგოები რომ არიან ისეთი არავინ დამახვედრო
-...... .
-კაი მოვდივარ
დემესთან მივედი, ცოტა ისე კი მრცხვენია, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს, კარზე ვაკაკუნებ და კარიც მაშინვე იღება
-ოჰჰ, მოსულა ქალბატონი გაბელია-მიღიმის და თან ცინიკურად
-შემომიშვებ?-ცოტა ვბრაზდები და ისე ვეუბნები
-შემოდი, შემოდი, და სხვათა შორის ჩემს სახლში ტონი აკონტროლე, რა!?
-აუუუ, ახლა შენღა მაკლიხარ რა? თუ წესებს დამიწესებ ვაფშე სასტუმრიში წავალ
-კაი, მოდი, მოდი, ისე სასტუმროში ვერ წახვალ რომ იცოდე
-რატო ვითომ?
-იმიტომ რომ საკმარისი ფული არ გაქვს.
-რა დამპალი ხარ რა!? ხვალ არდადეგები მიმთავრდება და უნივერსიტეტში მივდივარ
-ამას რატო მეუბნები მე?-ცოტა გაკვირვებულია
-იმიტომ რომ, მაღაზიებში უნდა გამომყვე და ფული დაახლოებით ხუთიათადი უნდა მასესხო
-და იქნებ არ მაქვს მაგდენი ფული?
-კაი რა? ნიკამ შენზე ყველაფერი მომიყვა აზრი არ აქვს, უბრალოდ თქვი, მასესხებ თუ არა
-ჯანდაბას, პროსტა ვის დაემსგავსე ასეთი, დედაშენი ასეთი არ იყო, შენი ძმებიც არ არიან ასეთები, უეჭველი მამაშენს ჰგავხარ-ეს როგორც თქვა ისევე მიიღო სახეში ჩემი ხელი
-არასოდეს, არასოდეს გაბედო იმ ახ*ართან ჩემი შედარება, სუფთა ნაბ*ჭვარია
-გოგოო, სიტყვები აკონტროლე
-ხო კაი-რადგან წასასვლელუ არსად მქონდა, მისი ეს იდიოტური სიტყვები დავივიწყე და კისერზე ჩამოვეკიდე
-მომშორფი-ეს როცა მითხრა იმ ადგილას სადაც გავარტყი ჩემი ტუჩები იგემა, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა-ესეიგი მაღაზიები არა?
-ჰო-ვუთხარი სივილით და მის კისერს მოვშორდი
-აბა სად წაბიდეთ პირველი?
-წამო და გზადაგზა აგიხსნი ყველაფერს
სახლიდან გავედით და მის მანქანაში ჩავჯექით
-აბა რამდენი მაღაზია გავიარეთ არც ერთი არ მოგეწონა?
-არა, აუ მოდი მოლში წავიდეთ, მერე ვაიკიკში შევიაროთ, მერე მალსში და ა. შ.
-ვაიმეეე, როგორც ჩანს კარგი დღე არ მელის
-ხო მასეა
მოლში მივედით, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, ბიუსჰალტერი და საცვლები ავიღე, სახლიდან ისე წამოვედი რომ ჩრმოდანი იქ დამრჩა, არადა როგორი მონდომებით ჩავალაგე!? ეჰ, რა გაეწყობა მისი გაწამება მომიწევს, ამ ფიქრებზე თვითონ ჩამეცინა, კიდევ მოვიარეთ ბრვრი მაღაზიები და ვიყიდე ქვეყანა ტანსაცნელი და ფეხსაცმელები
სახლში ძალიან გადაღლილები მივედით, დემემ კი დაიწყო
-გოგო ამდენრამეს ყიდულობ ხოლმე?
-უფრო მეტსაც
-ვაიმეე, ანუ კიდევ გადარჩენილი ვარ?
-ჯერ არ დამთავრებულა
-რააა?
-ხო საღამოსკენ კიდევ უნდა გავიდეთ რამდენიმე მაღაზიაში, სუნამო, მანიკურები და ა.შ. მჭირდება
-აუ მე რო წამოვიდე აუცილრბელია?
-აბა მარტო სიარული მეზარება.
-ვაიმეეე, ისედაც როგორი ცხელი ზაფხულია და კიდევ უგრო ცხელა როცა მაღაზიებში დამატარებ
-აუ კაი რა, გთხოვ რა
-კაკ ჯანდაბას, ისე მერამდენე კურსზე ხარ? რაზე აბარებ?
-მეორე კურსზე ვარ და ბიზნესზე ვაბარებ
-ვახ შენ ერთადერთი ხარ ოჯახში ვინც ბიზნესზე აბარებს ხო?
-კი, სხვამ ყველამ იურიდიულზე ჩააბარა, მაგრამ რად გინდა ყველა ბიზნესის მმართველია
-ხო ეგ მართალია
-წადი შენ ცოტა დაისვენე თორე საღამოსკენ კიდევ დაიღლები და ხვალ დილით ადრე უნივერსიტეტში ვერ წამიყვან
-რაა? მე შენი ძიძა კი არ ვარ
-ხო, შენ დღეიდან ჩემი მეგობარი ხარ
საღამოსკენ მაღაზიებში ვიყავით, რაღაცეები ისევ ვიყიდეთ, როდესაც სახლში დავბრუნდით კარზე ზარი იყო,
-კარზე ზარია, და გავაღო?
-კი მაგრამ ახლა არ შემოვედით?
-ბიჭო მე რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ
-ხო, კითხვა გამიმეორე
-კარი გავაღო-თქო?
-აა, კი რა გთხოვ
-ხო კარგი
კარი გავაღე მაგრამ არავინ დამხვდა, მხოლოდ საჩუქარი, მწვანე ლენტით
-შენთვის საჩუქარია დემეეე
-კაი
საჩუქარი გამომართვა და მე ჩემს ეგრედ წიდებულ ოთახში შევედი
ამ დროს კიდემე შემოდის
-ეს საჩუქარი ჩემი არ არის
-აბა ვისია?
-შენი
-მომეცი აბა?
-აი ნახე
საჩუქარი გამოვართვი და პირველ რიგში წერილი წავიკითხე, სახე გამებადრა, საერთოდ ფერი არ მედო
-ვინ არის?
-ალექსანდრე ტურაშვილი
-ეგ ვინ არის?
-ჩემი ყოფილი
-და რა უნდა?
-მომიკითხა
-და რაო რა თქვა?
-რა იყო ვერ წაიკითხე?
-მართალია ვერ წავიკითხეე, იაპონურად ეწერა
-შენ რა წაკითხვა გინდოდა?
-კი
-იქნება და რას მწერდა?
-რა მოგწერა-თქო?
-რავი მომენატრეო, როგორ ხარო, არ დამივიეყოო და ასე შემდეგ რა
-აჰაა
-დაკმაყოფილდი?
-არა, იაპონელია?
-არა, იცოდა აქ რომ ვიყავი და იაპონურად მაგიტომ დაწერა
-ვაიმე
-მისმინე, მე ხვალ გადავალ ჩემებთან ისევ
-რატომ?
-ბრაზმა გადამიარა
-შენი ნებაა
-შეგიძლია ეს ტანსაცნელი აქ დაიტოვო, სახლშიც ბევრი მაქვს
-და მე რაში მჭირდება ჩავიცვა?
-რაღაც რომმმმ გთხოვო ძეიძლება?
-რა თქმა უნდა
-ცოტა ხნით ამერიკაში წადი
-რა ხდება?
-არაფერი ვიფიქრე რომ განტვირთვა დაგჭირდება
-ააა, არა იყოს,
-კაი, ახლა კი შეგიძლია მარტო დამტოვო
-კარგი
მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და დანის დავურეკე, გამორთული ჰქონდა, ნიკას დავურეეკე და მასაც გამორთული ჰქონდა, ბოლოს გიოს დავურეკე აიღო, მაგრამ ხმას არ მცემდა
-......
-გიო მჭირდები
-.....
-კაი, მოკლედ ვიცი რომ გესმის, ამიტომ გეტყვი, ის ტიპი დაბრუნდა
-ვინ ტიპი?-მისი ხმა გავიგე და ცოტა მომეშვა
-ალექსანდრე ტურაშვილი
-ეგ , რაო, რა ტვინისტყვნა მინდაო?
-ძალიან გთხოვ გიო
-ხო კაი
-რაო და, თუ იმ ბიჭს არ დაშორდები მოკვდებიო, ან ჩემი იქნები ან არავისისო
-ვაიმეე, ჩავაძაღლებ მაგ პიდარასტს
-გიოოო
-ხო კაი, კიდე რაო?
-პირადად არ შევხცედრილვარ, საჩუქარი და წერილი გამომიგზავნა
-საიდან იცოდა სად იყავი?
-მე რავი, ალბათ მითვალთვალებს
-საჩუქარი რა არის?
-არ ვიცი არ მინახავს
-მიდი ნახე, არ გათიშო
საჩუქარი გავხსენი და ენა ჩამივარდა
-რა ხდება?
-.....
-ნუ მაშინებ ლიზი, რა არის?
-გიო, ბომბია, ერთი წუთია დარჩენილი, როგორ გავაუვნებელყო?
-არ ვიცი, სწრაფად გაიქეცით სახლიდან
-კაი
ტელეფონი გავთიშე და დემეს ვეძახი
-დემე გაიქეცი, ბომბი
ეს ვთქვი თუ არა დემე ოთახში შემომივარდა, ხელი დამავლო და გასასვლელისკენ მიმათრევდა
-დემე ხელი გამიშვი ვერ დავრბივარ
ხელი გამიშვა, მეც და დემეც მივრბივართ, დემე სახლიდან ძალიან შორს არის უკვე, მე კი სახლიდან ახლახანს გავდივარ, დემე ჩემსკებნ იხედება და ისევ მორბის, მაგრამ ვყვირი
-გაჩერდიიიი-და მთელი ძალით მისკენ გავრბივარ, ამ დროს ბომბი ფეთქდება, პირდაპირ დემესთან მივდივარ, მაიკაზე ცეცხლი მიკიდია, დემე მაშინვე მხდის და მიხუტებს
-კარგად ხარ?
-კი-ვტირი, ამ დროს ჩვენს ფეხებთან ჩერდება გიოს მანქანა, მაშინვე გადმოდის და გულში მიკრავს, მე უფრო მეტად ვტირი და ვეკვრი, მანქანაში ვჯდებით და სახლში მივდივართ, მე და დემე უკან ვჯდებით გიო კი წინ
-რატომ მომატყუე?
-რა მოგატყუე?
-წერილზე?
-მე...ისა...საიდან იცი რომ მოგატყუე?
-ტრანსლეიტით გადავთარგმნე
-ისა...მე...არ მინდოდა, ბოდიში
-გეყოფათ, აი მოვედით, ისე ძმა, ახლა არაფერი გაქვს და რაღაც რომ გთხოვო
-რაც გინდა გიო
-რა და, წამო ჩვენთან იცხოვრე-რაო ჩვენთანო? გიო ჩვენთან ცხოვრობს? ის ხომ თავის ცოლ-შვილთან ერთად სხვაგან ცხოვრობს?
-შეწუხდებით ძმა
-არა, წამო
-კაი, მაგრამ სამსახურს რა ვუყო?
-ჩემთან იმუშავე
-ძმა ხარ ნამდვილი რა
-გიო-წამოვიეყე, მას კი ჩაეცინა, თან მარტო ბიუსჰალტერით ვიყავი, დემე კი თვალს ვერ მწყვეტდა, ეს კი მთელს სახეს მიწვავდა
-რა იყო?
-შენ ჩვენთან ცხოვრობ?
-ჰო
-შენე...
-არ გვინდა, დავშორდი და ბავშვი დამიტოვა
-რაააა?
-ხო
-კი მაგრამ ხომ უყვარდი?
-არა, ფული უყვარდა
-ვწუხვარ
-დაიკიდე
-სახლში მივედი და შიგნით შესვლისთანავე დანი მოვიდა ჩამეხუტა და კალთაში ჩამისვა, მე რომ მიყვარდა ისე ჩავუჯექი
-დაგვიბრუნდა ჩვენი ერთადერთი-იყვირა დანიმ
-არ ავღნიშნოთ ისე ბიჭო?-წამოიწყო ნიკამ
-შენ სულ დალევაზე როგირ ფიქრობ-ვუთხარი
-მართალია, მაგას სჯობია ცოლის მოყვანაზე და ძმის შვილებზე იფიქრო-გააგრძელა დანიმ
-ხო მართალია-დაუსაბუთა დემემ
-მე ვიძინებ ჩემს შვილთან ერთად და დანარჩენი თქვენ იცით
-კი ბატონო
გიო და ნინო ავიდნენ საძინებელში, ჩვენ კი სასმელი გამოვიტანეთ და სმა დავიწყეთ, ყველა ძალიან დავთვერით, ნიკა და დანი ბოდიშს მიხდიდნენ
-ბოდიში, ძალიან გვიყვარხარ, არ გბინდა რომ წახვიდე, საერთოდ არ ვფიქრობთ რომ შენ საერთოდ რაიმე შუაში ხარ, უბრალოდ გვინდოდა ჩვრნი დანაშაული შენზე გადმოგვებრალებინა
-ვიცი, აბა რატომ დავბრუნდი თქვენის აზრით, ძალიან მიყვარხართ, წავალ მე გიოსთან
საძინებელში ავდიოდი, გზაში კი დემე დამეწია, ის ყველაზე ფხიზელი იყო
-საით ბარბო?
-ჩემს ძმასთან
-შენს ძმას სძინავს
-უნდა დაველაპარაკო
-კი ბატონო
ითახში შევედი, და გიო გავაღვიძე
-გიოო-ვყვირი მაგრამ მაჩუმებს.
-რა გაყვირებს გოგო, ძლივს დავაძინე გეყოფა
-წამო გარეთ დავილაპარაკოთ მაშინ
-წამოდი
გარეთ გავედით, მისაღებში უფრო სწორედ
-გიო მაპატიე რა
-რა?
-არ ვიცი, რაღაც ხომ გეწყინა, უკვე ხუთი წელია არ მელაპარაკები, არ მეფერები, იცი როგორ მენატრები? იცი როგორ მიყვარხარ?-ვტიროდი
-ვიცი საყვარელო, მეც მიყვარხარ, იცი ვინ დამაჯერა რომ დამბაშავე იყავი?
-ვინ? ვინ იყო ისეთი ბოროტი ვისაც და-ძმის დაშორება უნდოდა?
ჩემი ცოლი
-რატომ-ტირილს ვუმატე
-ფული უნდოდა, კარგი არ იტირო საყვარელო მოდი ჩემთან
ჩავეხუტე
-ახლა კი წადი დაიძინე
საძინებელში წავედი, ლოგინზე როგორც კი დავწექი ეგრევე ჩამეძინა, ძილში კი ვიგრძენი როგორი თბილი ხელები მომხვია ვიღაცამ მუცელზე და მჭიდროდ მიმიკრა
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს, თვალები არ მაქვს ჯერ გახელილი რომ ხმა მესმის
-ადექი პატარავ უნივერსიტეტში მიდიხარ
-კი მაგრამ...შენ აქ საიდან?
-აქ ვცხოვრობ, უკვე ხომ არ დაგავიწყდა?
-დემე დანის დაუძახე გთხოვ
-არა, ადექი, არა რა გუშინ ამდენ არ უნდა დაგელია
-მართალი ხარ
ავდექი და სულ დამავიწყდა რომ მხოლოდ საცვლები და ბიუსჰალტერით დავწექი, ვითომც არაფერი ისე გავაგრძელე გზა, ბოლოს და ბოლოს ჩვენთან იცხოვრებ და უნდა შეეჩვიოს.
-შრნ ყოველთვის ასე იძინებ?-მითხრა ძალიან დაბოხებული ცმით, მე კი ჟრუანტელმა დამიარა, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა
-კი-არაფერი შევიმჩნიე ისე ვუპასუხე
-ბანაობა გჭირდება, თორემ არყის სუნად ყარახარ
-მე გუშინ არაყი არ დამილევია?!
-ხო ვიცი, მეც დავთვერი, ძალიან, ახლაც კი მთვრალი ვარ
-მართლა?
-ხო?
-მე როგორც მახსოვს ყველაზე ფხიზელი შენ იყავი
-დამიჯერე მთვრალი ვარ, ერთი გოგო მომწონს, და როდესაც მას ვუყურებ ვთვრები
-უნდა გავიცნო აუცილებლად
-გაგაცნობ და ქორწილშიც დაგპატიჟებთ, პატარძლის როლს მოირგებ-ბოლო წინადადება ძალიან ჩუმათ ჩაილაპარაკა, მეც ვერ გავიგე და ვკითხე
-რაა?
-რაა?...ისა...მე....კიარადა...0ატარძალს გაგცნობთქო
-ვახ, ერთი სული მაქვს გავიცნო, ამ შაბათ კვირაზე რა აზრის ხარ?
-კარგი-ისე სწრაფად თქვა თვითონაც ვერ გაიაზრა, მერე ენაზე იკბინა
-შესანიშნავია
-გაემზადე და ჩამოდი
-ნუუუ, პრობლემა არ არის
ერთი საათი ვემზადებოდი, ჯერ ვიბანავე, ყოველთვის ასე ვიყავი, არ მიყვარდა საღამოობით ბანაობა, სულ დილაობით ვბანაობდი, და ამ ბანაობან ჩემი ალკოჰოლის სუნი გააქრო(მგონი რაღაც არ გამომივიდა მაგრამ იმედია ამ ეინადადების აზრს მიხვდებით), შემდეგ ქვევით ჩავედი, და ჰოი საოცრებავ, დანი ვიღაც გოგოს გამწარებული კოცნის, მასთან მივდივარ, გოგოს ვგლიჯავ და ვიწყებ
-საყვარელო ვინ არის ეს?-დავიწყე ტყუილების დაფრქვევა
-ლიზი, საყვარელო, ასე მითხრა თუ არ მაკოცებ შვილს მოგიკლავო-ისიც ამყვა, ამაზე გოგომ ამოხეთქა
-რას მაბრალებ? შენ არ თქვი უცოლო და უშვილო ვარო-ბიჭები იქეთ იდგნენ და დიცილს ძლივს იკავებდნენ
-საყვარელო არ დაუჯერო
-გინდა დამაჯერო რომ ეს ჩლუნგი გოგო შენი ცოლია?-ამაზე ავინთე, თვალრბში ცევხლის ნაპერწ....ბი დახტოდნრნ
-ეიიი, გოგონი რაღაც გეშლება მგონი, ჯერ დაუფიქრდი რას ლაპარაკობ, დარწმუნებული ვარ სკოლა არ გაქვს დამთავრებული და კაცებს უხტები საწოლში რადგან ფული იშოვო, ძალიან გთხოვ რა ჩემს ძმ... ქმარს თავი დაანებე, ის მხოლოდ მე მეკუთვნის გაიგე?
-რა იცი რომ კაცებს ვუხტები საწოლში? რა იცი რომ სკოლა არ დამიმთავრებია?
-წამო ერთი გარეთ დავილაპარაკოთ
-კი ბატონო, ქუჩური გარჩევა მოვაწყოთ დაია? მოვაწყოთ
-დავაი გარეთ
როგორც კი გარეთ გავედით პირდაპირ თმებში წავავლე ხელი,
-რაო? შენ არ ხარ ესეიგი კახპა ცო?
-ხო, და ძალიან გთხოვ ხელი გაუშვი ჩემს თმებს
-და თუ არ გავუშვებ?
-მაშინ გესვრი
-რაას?
-ამ აგურს
-მიდი აბა? დაგენიძლავები ხელშიც ვერ დაიჭერ
-დავაი, თუ ცალი ხელით დავიჭერ შენს ქმართან ერთი ღამე მეკუთვნის
-და თუ ვერ აიღებ რა?
-მაშინ წავალ და აღარ გავეკარები შენს ქმარს
-შევთანხმდით-ხელი ჩამოვართვი და დავრლოდე როდის აიღებდა აგურს, როგორც ვიფიქრე, საერთოდ ვერ აწია, ორი ხელითაც სცადა მაგრამ ვერ აწია, ჭკუაში ვაჯობე ამ უტვინოს, ეს აგური სულაც არ იყო, თითქოს აგურს ჰგავდა მაგრამ არ იყო, პატარა რომ ვიყავი დედიკოს ვთხოვე ცემენტით გავაკეთოთ რაიმე ლამაზი და მიწაში ჩავმარხოთ მეთქი, ამით მოვნიშნავ დედა ადგილს-მეთქი, ისიც დამთანხმდა და რაღაც თითქმის აგურის ფორმის მეტრა სამოცდასამი გამოგვივიდა ჩავმარხეთ მე და დედამ, რომ ვერ აწია, დანებების ნიშნად ხელები ასწია და
-ბოფიში-ო მითხრა და წავიდა
-მე სახლში შევედი და უკვე სიცილისგან გაგუდულებს ვუთხარი
-დამაგვიანდა დროზე წამიყვანე დამიი, და მართლა სანამ ამას არ ვიტყვი არ გავალ,
-არ გაბედოთ და აქ ვინმე არ მოათრიოთ, შეგიძლიათ სასტუმროში ნომერი აიღოთ და ისიამოვნოთ
-ოხ წამოგვიყენა ულტიმატუმები
-შეასრულებთ
-კი,კი წამოდი ახლა წაგიყვან-დანიმ მითხრა და მანქანაში ჩაჯდა მეს მასე მოვიქეცი და უნივერსიტეტთან გავჩერდით
-რაიმე ზედმეტი არ მოგივიდეს გაფრთხილებ
-ხო კაი, ვაიმეეე, ერთი ლექცია გავაცდინე, წავედი, უხ ამათ ხელში ვინ რას დაგაცდის რა.
უნიში შევედი და ჩემი დაქალუშკებიც იქ დამხვდნენ, ყვას მოვუყევი ყველაფერი, ისინი კი სიცილით კვდებოდნენ, მარტო ნუცა იყო დაღვრრმილი
-რა მოხდა ნუციკო-ვეკითხები
-ეგ ქალი ვისაც ეჩხუბე დედაჩემია-ამ სიტყვებზე იმხელა ხმაზე ვიყვირე მთელი უნივერსიტეტი მე მიყურებდა ალბათ, არადა ლექციაზე ვიყავი, ლექტორმა გამომაგდო, და მეც დირექტორის კაბინეტში შევედი, დირექტოტი შეუცვლიათ, ახლა ახალგაზრდა მამაკაცია, ალბათ დემეზე ერთი ორი წლით უფტოსი, როგორ გავს დემეს ღმერთო ჩემოოო?
-რატომ ბრძანდებით აქ?
-გამომაგდეს ფა წასასვლელი არსად მქონდა
-აჰჰჰ, და რატომ გამოგაგდეს?
-ლექციაზე ვიყვირე
-და რატომ იყვირე?
-იმიტომ რომ დაქალი რაღაცას მიყვებოდა რომ გამიკვირდა და წამოვიყვირე
-გასაგებია
-ვინმე დემეტრეს ხომ არ იცნობთ?
-გვარი?
-ახვლედიანი
-კი ვიცნობ
-ძალიან ჰგავხარ, მისი ძმა ხარ?
-კი, შენ საიდან იცნობ
-ჩემი ძმაკაცი ღადაობ?
-სერიოზულად?-მითხრა და ჩემს ამ საქციელზე ჩაეღიმა
-რას იტყვით ხვალ ჩვენთან მოსვლაზე? დემეც იქ იქნება
-დემეტრე აქ არის? მე ამერიკაში მეგონა
-სადღაც ერთი კვირაა ჩამოვიდა
-კაი ბატონო მოვალ
-მაშინ ხვალ ლექციები რომ დამიმთავრდება წავიდეთ
-კარგი
სახლში ვბრუნდებოდი როცა ვიღაცის ყვირილი მომესმა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე მაგრამ გაძლიერდა, ძალიან ნაცნობი ხმა იყო, ამიტომ უკან შევბრუნდი, ხელში კი დემეტრე შემრჩა
-გოგო რომ გეძახი დაყრუვდი?
-რა გინდა?
-წამო პოლიციის განყოფილებაში გელოდებიან
-რააა? იქ რა მინდა
-არა რა, ამას სკლეროზი აქვს, გოგო შენ არ იყავი ის ვინც ბომბი ნახა?
-კი
-ხო და გელოდებიან, სარჩელი უნდა შევიტანოთ
-კი მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, წამოდი
-ოხხხ, კაი კაი
პოლიციიის განყოფილებაში მივედით, შიგნით იყო ყველა, ნიკა, გიო, დანი, მე და დემე
-პრივეტ...-სიტყვა გამიწყდა როცა ალექსანდრე დავინახე, სულაც არ შეცვლილა, ისევ ისეთი სიმპატიური იყო, ისევ და ისევ...ღმერთო, მოიშორე ეს იდიოტური ფიქრები თავიდან რა გჭირს ლიზი?
-გამარჯობა ლიზი-მითხრა და ბოროტული ღიმილით გამიღიმა
-....
-არ მელაპარაკები?
-....
-ისევ ისეთი ბუტია ხარ
-შენ თუ ამას ბუტიაობას ეძახი არ ვიცი, ლამის მომკალი და შენ უნდა გელაპარაკებოდე?-რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ პოლიციელებმა წაიყვანეს
-ლიზი მისმინე, ამ ადამიანთან რა კონტაქტი გაქვთ?-ერთ ერთი პოლიციელი მეკითხება
-მემგონი სჯობს თქვენს კაბინეტში დავილაპარაკოთ
-დიახ რა თქმა უნდა-შევედი მის კაბინეტში, ბიჭები გარეთ დარჩნენ
-აბა დავიწყოთ?
-კარგი, დამისვით კითხვები და გიპასუხებთ
-რა კონტაქტი გაქვთ ალექსანდრე ტურაშვილთან?
-ჩემი ყოფილია
-მე არ მიკითხავს თქვენთვის ვინ არის -მეთქი, მე გკითხეთ რა კონტაქტი გაქვთ-თქო
-არანაირი
-ბოლოს როდინ ნახეთ?
-დღეს, სულ რაღაც 5 წუთის წინ
-თუ სერიოხულად არ ილაპარაკებთ მე ვერ დაგეხმარებით
-კარგი ხო
-ბოლოს როდის ნახეთ?
-ორი წლის წინ
-რამდენი ხანი იყავით ერთად?
-სამი წელი
-გასაგებია
-რაღაც მაინტერესებს, რაში გამოგადგებათ ეს პასუხები?
-გამომადგება, გამომადგება
-მაინც?
-ეგ უკვე ჩვენი საქმეა და არა შენი
-კარგი ბატონო
-თავისუფალი ხარ
-მადლობა
გარეთ გავედი და ბიჭებს ვუთხარი
-აბა, წავედით?
-წამო, წამო-მითხრა დანიმ და ხელი გადამხვია
-ერთი წუთი გაჩე
-რა მოხდა
-ერთი წუთი-თქო ხომ ვთქვი?
-არა რა შენ ენა შემაჩვიე რაღაც გეტყობა
-ოხხხ, მაცადე რა.
-კაი მიდი
-დემეეე-ვყვირი
-რა იყო?-ისიც ჩემკენ მოდის
-დღეს შენი ძმა ვნახე
-ვააა, მართლა ტო? სადააა? რას აკეთებს? როგორაა?
-თვითონ გაიგებ, ხვალ ჩვენთან მოვა
-აუუ, ჯიგარი ხარ, მაგრად მიყვარხარ
-ოხხ, შევუყვარდი ბიჭს
-კაი წადი ეხა, დანიელს გაყევი, ჩვენ საქმე გვაქვს
-კი ბატონო
მე და და დანი სახლში მივდიოდით რომ დაიწყო
-გუშინ ქალი რომ ნახე, იცი ვინ იყო?-მკითხა ძალიან მოწყენილმა
-ვიინ?-ვითომ არ ვიცოდი ისე ვუთხარი
-ნუცას დედააა?
-ვიცი!
-ვიცოდი რომ გეტყოდა
-თუ იცოდი რატომ მოიყვანე და...
-ხოოო, მე 1 საათის წინ გავიგე
-კი მაგრამ, რაღაც მაინტერესებს, ნუცას დედა ხომ თამუნა დეიდაა?
-ეგ ნუცას ბიოლოგიური დედა არ არის, ნაშვილევია
ამის შემდეგ ხმა აღარ ამოგვიღია, სახლის კარი ღია დაგვხვდა, ალბათ ამათ დარჩა მეთქი ვიფიქრე
-ლიზი, მე წასასვლელი ვარ და შეგიძლია რომ შინ მარტო დარჩე?
-კაი, წადი
-მიყვარხარ
-მემგონი, დღეს ყველას სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ
-კაი, შედი შედი
სახლში შევედი და რას ვხედავ, ის იქ დგას
ის იქ იყო, ალექსანდრე იქ იყო, ერთ დროს ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჰაერი, ახლა კი არარაობა იქ იყო, ჩემს წინ იდგა და თვალცრემლიანი მიყურებდა, შემზიზღდა ისიც და საკუთარი თავიც, მაგრამ მაინც არ მიყვარს როცა მის ცრემლიან თვალებს ვხედავ
-მისმინე ლიზი
-რა გინდა აქ ალექსანდრე?
-ჩემმა ტყუპისცალმა გადამარჩინა
-კი მაგრამ ის საუბარი?
-მე ვთხოვე შენთან ესაუბრა რომ ეჭვი არ შეგპარვოდა
-გთხოვ წადი
-რატომ? ჩემზე ხომ არ ნერვიულობ?
-აქ როგორ შემოხვედი?-მისი კითხვა დავაიგნორე
-შენ გასაღები რომ მომეცი დაგავიწყდა?
-წადი
-ლი, მისმინე
-არანაირი ლი არ არსებობს შენთვის
-მხოლოდ ვიმეგობროდ რა, არ მინდა, არ ვიქნები ისეთი ადრე რომ ვიყავი
-კაი რა? ღადაობ?
-არა
-შენ არა ხარ ნორმალური, ჯერ სახლში ბომბი შემომიტანე, ლამის მომკალი გესმის? ახლა კიდე ვიმეგობროთო მთხოვ
-ლი ისევ მიყ...
-არ გააგრძელო, და არანაირი ლი-თქო
-კაი, მხოლოდ მეგობრები
-არ მომშორდები არა?
-ხო
-მაშინ ერთ რამეზე შევთანხმდეთ
-ტაზეც გინდა
-მე საჩივარს გამოვიტან და შენ ბიზნესის სწავლაში დამეხმარები
-შენ არ იცი არა?
-ერთ კვირაში შენს უნივერსიტეტში ვიწყებ მუშაობას
-სერიოზულად?
-არა მართლა ვამბობ
-რატომ მაინც და მაინც ჩემსაში
-უშენობა მიჭირს, ვიცი ჯერ პატარა ხარ ამის გასაგებად მაგრამ მინდა იცოდე რომ...
-არ დაამთავრო-ზედმეტად მკაცრად მომივიდა
-კარგი
-ვაიმე, მოვიდნენ
-არაუშავს იციან
-რააა? სერიოზულად? საიდან? რანაირად? როგორ? რატომ?
და ყველა შემოვიდა, ძალიან გაბრაზებული ვიყავი მათზე, ნაწყენი დაიმედ გაცრუებული, როგორც კი შემოვიდნენ, ყველამ ალექსანდრეს ჩამოართვა ხელი
-აბა რა ქენი ალექს?-ეკითხება ღიმილით დანი
-რავი დავითანხმე, სწავლაში დამეხმარეო, მატი არაფერი
-ოოოო,ეგ კაია-ამბობს ნიკა და ზევით ადის, ამ ბოლო დრის ვამჩნევ უფრო დასტოინად იქცევა, და არა მარტო ეგ, დანიც და გიოც, ნუუ დემე ისედაც დასტოინი იყო, ყველა რატომ არის ეგეთი წყნარი და ადეკვატური? თუმცა რაღა თქმა მაგას უნდა, გაიზარდნენ
-ალექსანდრე და მე დავრჩით მარტონი
-ყავას მომიდუღებ ალექსანდრე?
-კაი, ისე ამას შენ უნდა აკეთებდე მაგრამ ჯანდაბას
-ოჰჰჰჰ, მოინდომა ბიჭმა, ხვალ საჩიმავრს გამოვიტან
-არ არის საჭირო, ბიჭებმა უკვე გამოიტანეს
ყავა მოადუღა თავისთვის ნალექიანი ჩემთვის ხსნადი
-არ მჯერა რო გახსოვს
-მე ყველაფერი მახსოვს
-აბა მოყევი, როგორ გამოჩნდი?
-როგორ და იმ ტიპთან ტომ დაგინახე ლამის იქვე მოვკალი, მაგრამ მერე გავიცანი, ისიც და შენი ძმები შემოვირიგე, იმ ბომბის საქმეც ჩაწყობილი იყო
-არ გიფიქრია გაქცევა რომ ვერ მომესწრო?
-ბომბის მართვის პულტი მქონდა მაშინვე გავაუნებელყოფდი
-საღო რა?!
-კაი აბა რა გიჭირს სწავლაში?
-აუ რავი ბევრი რამ
-კაი, ყველაფერს ამოვქაჩავთ, ბოლობოლო ბიზნესი მაქვს დამთავრებული
-ისე მთელი ეს დრო სად იყავი?
-იაპონიაში
-მიყვარს ეგ ქალაქი
-შე სულელო ეგ ქალაქი კი არა ქვეყანაა
-ხო ვიცი ვიცი, კონკრეტულად?
-დედაქალაქში, ტოკიოში
-აუუუ, ისე რა კაი ვქენი რო გასწავლე იაპონური არა?
-ხო, მადლობა, ახლა დრო მოვიდა მე გასწავლო ბიზნეზსე ყველაფერი
-გამართულად ლაპარაკობდი?
-არა თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე შენ რომ მომეცი ეგ ლექსიკონი მთლიანად შევისწავლე, გამიხარდა რომ იაპონური სიტყვები ქართულად გეწერა,
-ხოოო, მაშინ თორმეტი წლის ვიყავი
-მერე შენი მომაცემი ანბანი ვიპოვე და იეროგლიფებიც ვისწავლე
-ორივე ანბანი
-ხო
-მიხარია
-მერე იაპონელებიც დამეხმარნენ ცოტას და ახლა საერთოდ აღარ მიჭირს
-ააა, მე კიდე, იმის მერე არ გამიგრძელებია
-გინდა ცოტა გავიხსენოთ?
-დავაი.
-ქონიჩივა(გამრჯობა)
-ქონიჩივა(გამარჯობა)
-ოო გენკიდესუ კა?(როგორ ბრძანდებით)
-ვატაშივა გენკიდეს, არიგატო,ანატავა?(კარგად ვარ მადლობა, თავად როგორ ბრძანდებით?)
-ვატაშივა გენკიდეს(კარგად ვარ)ანატა ნი აეტე ტოტემო ტანოშიდესუ(მიხარია თქვენი ნახვა?
-დო იტაშიმაშტე(არ ღირს)
-სიავასედესუ(ბედნიერი ვარ)
-მოჩირონ(რა თქმა უნდა)
-კაი გვეყოფა, რა გინდა რაღაცეები გახსოვს?
-ხო რავი
-კაი წავედი მე, შევეცდები ხვალვე მოვიდე უნიში და მუშაობა ხვალიდან დავიწყო
-მაგ საქმეს მე ჩაგიწყობ გინდა?
-როგორ?
-დირექტორს მოვწონვარ-ეს ვთქვი თუ არა ალექსანრეს სახე აელეწა, მე კი სიცილი ამიტყდა
-კაი ვხუმრობ, ჩემი ახლობელი გამოდის რა და შეგიძლი ხვალიდან დაიწყო
-კარგი, მიყ... მახვამდის-უცებ ჰადააკეთას სიტყვა
-შეხვედრამდე
როგორც კი წავიდა გაბრაზებული ავდივარ ნიკასთან, პირდაპირ შევიჭეტი მის ოთახში, არ დამხვდა, დანისთან შევედი არც იქ არიან, შემდეგ გიოსთან შევედი და მხოლოდ ნინი დამხვდა რომელსაც ეძინა, ბოლოს დემეს ოთახისკენ გავწიე და ლაპარაკს ყირი დავუგდე
-აუუუ, ნეტა შერიგდნენ, იცი დემეტრე რა საყვარელი წყვილიიყო?-ეს უეჭველი დანის ხმა იყო
-აუუუ, მოდი საყვარელო გამაცანი შენი და რა?-ეს ხმა ნამდვილად არ მეცნო, ვიღქც ქალის ხმა იყო. მაშინვე გავაღე კარები და სრულიად უცხო ქალი დამხვდა ნიკას კალთაში, ალბათ ნიკაზე ორი სამი წლით უმცროსი, ძალიან თბილად შემომხედა და გამიღიმა, სულ გადამავიწყდა გაბრაზებული რომ ვიყავი, დემეს კიდე რომ შევხედე რაღაც ძალიან დაძარღვული მომეჩვენა,
-გამარჯობათ, მე ნიკას და ლიზი ვარ, ალბათ თქვენ ის ხართ ვის გამოც ამხელა ცანცარა კაცი დასტოინად იქცევა, ხომ მართავლი ვარ?-ამ დროის მანძილზე თვალს არ ვაშორებდი დემეს, თითწოს რაღაც ძალიან მსიამოვნებდა მისი ეს დაძარღვულობა
-ვფიქრობ რომ მართალი ხარ
-აბა ძამიკო არ გამაცნობ ამ მშვენიერ ქალბატონს?
-ჩემი შეყვარებული და მომავალი ვოლი რომელსაც ორ კვირაში ვირთავ ქალბატონიიიიი, ნათია
-ესეიგი ხელი თხოვე და ახლა ვიგებ ამ ყველაფერს ხომ?
-საშუალება არ მომეცა რომ ეს მეთქვა
-კაი გასაგებია, ახლა წავალ დავიძინებ, ისე რომ იცოდე დანი შენი საუბარი გავიგე და რომ იცოდე მე ალექსანდრე არ შევურიგდები, უკვე არის ვიღაც ვინც ძალიან შემაყვარა თავი-ამ დროს დემეს სახე დაეჭიმა ყველაზე მეტად, ლამის ძარღვები გადმოვარდნოდა, მე გავედი ოთახიდან მაგრამ მათ ლაპარაკს ყური დავუგდე
-რა გჭირს ტოო, რა დაძარღვული ხარ?-ეს უეეველი დანის ხმაა
-ვერ ხედავ? ან ვერ ხვდები რომ ჩემი დაიკო უყვარს?-ჩაერია გიორგი
-მოიცა მართლა ტო?-ნიკოლოზს ძალიან დიდი გაკვირვება ეტყობა ხმაში
-მართლა ამიტომაც რადგან მას სხვა უყვარს.....
თავი დავანებე, აღარ მომისმენია დავწექი და დავისვენე, მეორე დღეს უნიში წავედი, ყველა ლექციას დავესწარი, ალექსანდრეც იქ იყო რა თქმა უნდა და ერთი ლექცია მას ვუსმენდი, ბოლოს კი დირექტორის კაბინეტში შევედი
-აბა წავიდეთ ჩემთან?
-ხო რა თქმა უნდა
სახლში როცა შევედით, კობა მაშინვე ძმას გადაეხვია, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მე კი ჩემთან ოთახში ავედი, დელირიუმს ვკითხულობდი, პირველი ნაწილის ბოლო ფურცლები იყო, ავქვითინდი, და როცა კითხვა დავამთავრე ტირილი ვერაფრით შევწყვიტე, ალექსი მოკვდა და თავისი სიყვარული გადაარჩინა, ქვევით ჩავირბინე ქვითინ ქვითინით, მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე, დემესთან მივედი და ჩავეხუტე, ის თმაზე მეფერებოდა, მე კიდე ნელ ნელა ვწყნარდებოდი, მის მკლავებში ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი, როცა გავიღვიძე სრულიად სხვა სახლში ვიყავი, ხელები შეკრული მქონდა და პირზე სკოჩი მქონდა აკრული, დავინახე კარი ტოგორ გაიღო და დემე შემოვიდა,მაშინვე ჩემთან მოვიდა და სკოჩი ამაცალა
-რა მინდა აქ?
-მოგიტაცე პატარავ
-უჰჰჰ კაი კაცო, გამაცინე
-შენ ჩემი ტყვე ხარ-როცა მივხვდი რომ არ ხუმრობდა ტიტილი დავიწყე
-არა არა პატარავ, ნუტირი, რატომ ტირი?
-რა გინდა? რამე უნდა დამიშავო?
-თავი უნდა შეგაყვარო პატარავ
-მაგის აუცილებლობა არ არის
-რატომ პატარავ? იცი რამდენი ხანია მიყვარხარ?
-რამდენი?
-აიიი, თორმეტის რომ იყავი მაშინ შემიყვარდი და გულიდან ვერ ამოგიგდე საყვარელო, შენ კი მეუბნები რომ სხვა გიყვარს, მეუბნები რომ არ უნდა შეგაყვარო თავი
-იცი რატომ?
-სხვა გიყვარს და იმიტომ
-და ეს სხვა იცი ვინა?
-ვინ?
-ხელები გამიცსენი და გეტყვი-ისიც დგება და ხელებს მიხსნის
-ახლა მითხარი
-დარწმუნებული ხარ რომ თქმა გინდა? იქნებ გაჩვენო?
-მაჩვენე-მეც მაშინვე მის ბაგეებს ვიპყრობ, ისიც მყვება და როდესაც ჰაერი არ გვყოფნის ერთმანეთს ვშორდებით,
-ჩემთვის ყველაფერი გასაგებია პატარავ
შემდეგ გვქონდა ძალიან სასიამოვნო ღამე, მეორე დღეს კი ჩემი მეგობრების ჩათვლით ყველა აქ იყო

2 წლის შემდეგ
უკვე პატარა ელენიკო გვყავდა, ჩემს ძმას კიდევ ტყულები შეეძინა, ნუცა მაკა და დანარჩენები დაიფანტნენ, საკუთარ კარიერას მიხედეს, გიორგი ისევ თავის შვილს უვლის, დანიელმა კი ორი კვირის წინ შეირთო ცოლი და ახლა საქორწინო მოგზაურობაში არიან, მე კი ახლა ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად ვარ
-ორივე ძალიან მიყვარხართ
-ვიცი
-არ მეტყვი რომ შენც გიყვარვართ?
-ეს ხომ ისედაც იცი ლიზი
-მიყვარხართ
-ყველაზე მეტადскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent