შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-6 თავი)

19-03-2019, 09:35
ავტორი Alice76
ნანახია 1 342

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-6 თავი)

მთელი ღამე ვსაუბრობდით.
ბოლო დროს თითქმის არასდროს მეძინა ღამით,ლექცებისაგან თავისუფალი,დღის განმავლობაში ვნებივრობდი საწოლში,ღამე კი ან ვმუშაობდი,რაც ძირითადად უქმე დღეებს ემთხვეოდა,ან ირისთან ერთად ვერთობოდი.
ნელ-ნელა ღამის ადამიანად გადავიქეცი,რაც ირისს ძალიან მოსწონდა.
-მზის შუქი არც მე მიყვარს,საერთოდ,დემონები სიბნელეში ვცხოვრობთ-ამბობდა ეშმაკური ღიმილით.
იმ ღამით მისი მადლიერი ვიყავი. დიდად არ მოსწონდა დაჩიზე საუბარი,თითქოს გაურბოდა კიდეც ამ თემას,მაგრამ ჩემს ლაყბობას გმირულად უძლებდა.
ბოლოს,როდესაც მივხვდი,რომ მთელი საათის განმავლობაში მხოლოდ მე ვსაუბრობდი,ვკითხე,რას ფიქრობდა.
მხრები აიჩეჩა,ცოტა ხანს დაფიქრდა და მიპასუხა.
-შენს ადგილას ტრუსს გავიხდიდი და პირში ჩავტენიდი ასეთი სითავხედისთვის,მაგრამ შენ მე არ ხარ-დარდიანად მამცნო-ამიტომაც,ჩემი რჩევა იქნება,ისე მოექცე,როგორც თავად გექცევა.
-როგორ? ხელზე მოვეფერო და ვნებიანი რამეები ვუთხრა?-თავი მოვიქექე.
-აქტიური ევთანაზია შენთვის ალალი იქნებოდა-ამოიოხრა-გამოცდებს ხომ გიტარებს? ამოწმებს,რამდენად სანდო ხარ,შენც გამოსცადე. სანამ თავში რეალურად დაუშვებ იმ აზრს,რომ მისი სიყვარული გინდა,ჯერ კარგად გაარკვიე,ვინაა.
მისი ყურადღება გაიზრდება,უფრო და უფრო მეტ კომპლიმენტს გეტყვის და ასეთი-ვარდზე მანიშნა,რომელიც ჭიქაში ჩავდე და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი-ასეთი ათასი გექნება. თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს,გეტყვის,რომ უნდიხარ ისე,როგორც არაფერი ამ ქვეყნად,მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე,ვიცი,რომ არ დაივიწყებ,რადგან კარგი გოგო ხარ-ჩაიღიმა-გამორჩეული არ ხარ. საერთოდ არავისთვის არ ხარ გამორჩეული მანამ,სანამ ერთად ბევრ რამეს არ გადალახავთ.თუ გეგონება,რომ შენ განსაკუთრებულად გეპყრობა და სხვას შენნაირად არ მოქცევია,უბრალოდ იცოდე,რომ ცდები. ბიჭებს სექსი სჭირდებათ,უნდათ თუ არა,ამისთვის გოგოს კარგად და ტკბილად უნდა მოექცნენ,რადგანაც გაუპატიურება დასჯადია. მის ნათქვამ სიტყვებს,მის მოცემულ ნივთებს ნუ აღიქვამ ძვირფასად,სანამ არ დარწმუნდები,რომ ისინი შენთვისაა განკუთვნილი და არა შენი საშოსთვის.
ირისი მართალი იყო,მისი სიმართლე მიცავდა,ცდილობდა დავეცვი გულისტკივილისაგან. ძალიან მინდოდა,გრძნობებში თავით გადავშვებულიყავი,შეუცნობელ სამყაროში მემოგზაურა დაჩისთან ერთად,კიდევ მეგრძნო ის სასიამოვნო ტალღები მუცელში,მაგრამ ისი მართალი იყო. თუ მყარი ფსიქიკისა და იმ კმაყოფილების შენარჩუნება მინდოდა,რომელიც ირისის დახმარებით და საკუთარი შრომით შევიძინე,არ უნდა მეჩქარა.
-მაინც როგორ გამოვცადო?-უკვე მოქმედებაზე ვფიქრობდი.
-ტესტი ჩამოწერე,შეავსებინე და ნახევარზე მეტს თუ გამოიცნობს,შენი ყოფილა.-მტკიცედ მიპასუხა.
-რა ტესტი? არსებობს რამე მასეთი?-ყურები ვცქვიტე.
-ეჰ! -თავი გაიქნია ირისმა და თავისი ჩვეული სიბრალულნარევი მზერით შემომხედა-არაა საჭირო რამის მოგონება,დააკვირდი მის ქცევას,აჰყევი და უბრალოდ შენთვის იცოდე,რომ გამოსაცდელ ვადაში იმყოფება,მასე თავს დაიცავ და მოულოდნელად მის ლოგინში არ აღმოჩნდები.
-ჩემთვის მეცოდინება,რომ ჯერ ვერ შევიყვარებ.-ვთქვი მტკიცედ და გადავწყვიტე,რაც არ უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა დაჩის,თავს არ მივცემდი ამის დაჯერების უფლებას.
-შენ ყოველი შემთხვევისთვის,შემახსენე ხოლმე-ვთხოვე ირისს,გამთენიისას საწოლში შევძვერი და სანამ ძილი მომერეოდა,ვცდილობდი,არ მეფიქრა დაჩის ხელებზე,თითებზე,ეშმაკურ,ოდნავ მუქარანარევ მზერაზე... მაშინებდა და ეს შიში მომწონდა,მთელი არსებით მინდოდა,მისი სიბოროტე მიმეღო და ჩემად მექცია,მაგრამ ირისი...
ამის უფლებას არ მომცემდა,სწორედ ამიტომ იყო იქ.
-არ გინდა,დაჩი ახლოდან გაიცნო?-ვუთხარი მეორე დღეს,სანამ წავიდოდა.
-რატომ გინდა,რომ გავიცნო? გგონია,მისგან დაგიცავ?
-იმედი მაქვს.
-თავხედი ბიჭია და სიამოვნებით შევებრძოლებოდი. მაგრამ ბიჭებთან ჩემს მომხიბვლელობას ვიყენებ,ამას კი შენს ბიჭთან ვერ ვიზამ. თავად მიხედე.
ძალიან დამაინტერესა ისისა და დაჩის ბრძოლამ. იმდენად,რომ კინაღამ ვთხოვე,ჩემი ადგილი დაეკავებინა,თუმცა დაჩი ზედმეტად მომწონდა,ისის საკბილოდ ვერ გავიმეტე.
ეს კი შეცდომა იყო.
თუ ვინმე შეგეცოდება შესაჭმელად,თავად შეგჭამენ. თუ ეშმაკი შენს მხარეს იბრძვის,უნდა გამოიყენო და არ შეგეშინდეს ბოროტების. მაშინ ეს არ ვიცოდი.
ვიცოდი მხოლოდ ის,რომ გულს ვერ ვიწყნარებდი. ძილშიც კი შფოთავდა,ფრიალებდა,ფარფატებდა და მკერდს მტკენდა. მაღიზიანებდა ის ფაქტი,რომ დაჩიზე ფიქრს ერთი წამითაც კი ვერ ვწყვეტდი,მინდოდა ყველაფერი მესწავლა,რაც მან იცოდა,მეფიქრა ისე,როგორც ის ფიქრობდა,მისი თითოეული ქმედების შესწავლა მსურდა და ამ სურვილს მთელი არსებით ვებრძოდი,სწორედ ეს ძაბავდა ჩემს სულსა და სხეულს ასე ძალიან. ირისი რომ არა,ალბათ გავარკვევდი დაჩის მისამართს,სახლში შევუვარდებოდი და უბრალოდ გამოვუცხადებდი,რომ მინდოდა.
“ბუნკერში” სიმშვიდე იდგა,ტრადიციულად,ყველაფერს ვაწკრიალებდი,რადგანაც უსაქმოდ ჯდომას ვეღარ ვიტანდი,ეს კი ჰიმლერას დიდ კმაყოფილებას იწვევდა.
-ასეთი სუფთა მაშინაც კი არ ყოფილა,როდესაც სამზარეულოში წესების დაუცველობისთვის დამაჯარიმეს და დამლაგებლების ხროვა დავიქირავე- ჭიქას მოჭუტული თვალით შეჰხედა სინათლეზე და ბარის გაკრიალებულ მაგიდას თითები გადაუსვა-მაგრამ სამზარეულოს დალაგება შენი მოვალეობა არაა.
-არაა,მაგრამ ვინმემ ხომ უნდა დაალაგოს-ცხვირი შევჭმუხმე,გიას დაბეზღება არ მინდოდა,მაგრამ ძალიან ზარმაცი იყო.
-დაგაწინაურებ.
-აქ სხვა თანამდებობაც არსებობს?-გამეცინა.
-ახლა შევქმნი,დღეიდან “ბუნკერის” დიასახლისი ხარ.
გულში სითბო შემეპარა და გამეღიმა. მივხვდი,რომ უცხო აღარ ვიყავი. ჩემი გამოსაცდელი ვადა გასულიყო,თანაც არა თუ “ბუნკერელი”,არამედ დიასახლისი ვიყავი.
-ლექციები რომ არ მაქვს,ყველაფერს უკეთ ვასწრებ-დავიმორცხვე.
-როცა გექნება,მირჩევნია არ მოასწრო. უნდა ისწავლო,ეტო. აქ ბევრი ჭკვიანი ახალგაზრდა დადის,ტვინი რომ გადმოსდით,ისეთები. მათ შორის,სულაძეც.-ჰიმლერას ცისფერი თვალები მბურღავდნენ,უხერხულად შევიშმუშნე-მაგრამ შენ მათ არ ჰგავხარ,გაცილებით მეტი შეგიძლია,ვიდრე იმაზე ოცნება,რომ გამორჩეული იყო.
-ირისიც ამას მეტყოდა-გამეღიმა და მხოლოდ შემდეგ მივხვდი,რომ მასთან ეს სახელი არ უნდა მეხსენებინა. მაშინვე შეკრა წარბები,ოღონდ არა გაბრაზებით,თითქოს ეწყინა,რომ ისის შევადარე.-ვიცი,რომ არ მოგეწონათ,მაგრამ დამიჯერეთ,ცუდი არაა.
-ეთერ-დაიწყო,შემდეგ გაჩერდა,წვერზე ხელი ჩამოისვა და ამოიოხრა-არა,არაფერი. შენი მეგობარია,ხომ?
-ერთადერთი.
-მესმის.-თავი მონდომებით დაიქნია-ასე მხოლოდ იმის გამო გიყვარს,რომ ერთაერთია?
-არა,უბრალოდ...-დავფიქრდი,რატომ მიყვარდა ირისი-ყოველთვის შესაფერისი პასუხები აქვს,ის ნაწილია,რომელიც ჩემს გონებას აკლდა.
აღარაფერი უთქვამს,თავი მძიმედ დამიკრა და სასმელებს მიუბრუნდა,”წყევლის” მოსამზადებლად.
დაჩის გამოჩენას შიშით ველოდი,გვიან საღამომდე. ტე-ს ბიჭები ადგილზე იყვნენ,მაგრამ ის არ ჩანდა. გულის სიღრმეში ვფიქრობდი,რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა,თუ საერთოდ გადაიკარგებოდა.
თერთმეტ საათზე გამოჩნდა,როგორც კი დავინახე,გული ისე საშინლად ამიფრთხიალდა,რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვა და ცივი წყალი დამჭირდა. უკვე მეზიზღებოდა ეს გრძნობა,მინდოდა,ჩემი სხეული დამშვიდებულიყო,სულს უკვე აღარ ვჩიოდი.
სულა თავის მიმდევრებთან მივიდა,ბარისაკენ არც გამოუხედავს,ვიცოდი,რაიმეს შეკვეთა თუ უნდოდა,თავად დაიძახებდა,მაგრამ მაინც დამჭირდა თავის დაბმა,რომ მაგიდასთან გაკრეჭილი “რას ინებებთ”-ით არ მივსულიყავი.
“დაბმა” კი ასეთი იყო-გიას აუარება ჟურნალებიდან ერთი გამოვართვი და მთელი მონდომებით დავიწყე შევსება.
დიდ ხანს ვუკირკიტებდი,რამდენიმე რთულმა სიტყვამ იმდენად გამაწამა, ისიც კი გადამავიწყდა,რომ სამსახურში ვიყავი.
ის იყო,გიასთან შესვლას და დახმარების თხოვნას ვაპირებდი,რომ ჩემი სახელი ხმამაღლა მომესმა და გამოვფხიზლდი.
ჰიმლერა მეძახდა,ხელში შვიდიოდე ჭიქა ეკავა და თვალებს მიბრიალებდა.
-შეეშვი მაგას,ლუდი ჩამოასხი.
-კარგი,კარგი-წამოვხტი და მითითების შესრულებას შევუდექი. ტე-ს მაგიდას გავხედე. დაჩი ჩუმად იჯდა და ბარისაკენ იყურებოდა,მომეჩვენა,რომ გაბრაზებული იყო.
-სპეციალურად ქენი?-გადმომილაპარაკა ჰიმლერამ.
-რა?
-სულაძე გეძახდა. ქალურ ხრიკებს იყენებ,თუ რა ხდება?
თვალები ვჭყიტე,გავწითლდი და ლუდი დავღვარე.
-არა...-ამოვილუღლუღე-ეგ ხომ სისულელეა,გავერთე უბრალოდ.
-გიას ისედაც ვემუქრები მაგის დაწვით,შენღა აკლდი!
-ბოდიში,სერ-გავიკრიჭე და სწრაფად მოვშორდი.
მაგიდას იმ ფიქრით მივუახლოვდი,რომ ალბათ დაჩიც ჰიმლერასავით იფიქრებდა.
-დაიკიდე, რა-ირის ხმა ჩამესმა და ჩავიფხუკუნე. ასე,შორიდანაც მეხმარებოდა.
მისალმების სიტყვა ჩავიბუტბუტე,ლუდი მაგიდაზე ღიმილით დავდე,დაჩისაკენ არ გამიხედავს,თუმცა ჩემი აღაჟღაჟებული ლოყები გამცემდნენ. მიყურებდა,ვიგრენი,ამან ფეხებიც კი ამიბლანდა და ისეთი სიფრთხილით წავედი ბარისაკენ,თითქოს თოკზე გავდიოდი.
როგორც კი ჩემს ადგილას დავდექი,შვებით ამოვისუნთქე თუმცა დიდ ხანს არ დამცალდა. დაჩის გავხედე,მოღუშული წამოდგა,ლუდი აიღო და ბარისკენ გამომოემართა.
-ასეთ მნიშვნელოვანს რას აკეთებდი?-ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და სკამზე ჩამოჯდა.
-ეემ-თვალი გამიშტერდა და ყველა სიტყვა გადამავიწყდა. ისე მიყურებდა,თითქოს მისი ვიყავი. მხოლოდ მისი საკუთრება და უფლება არ მქონდა,ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
ჟურნალი დავანახე და წავიბუტბუტე,რომ გავერთე.
-დავალება შეასრულე?-ლუდი მოსვა და ლექტორის მზერით მომაჩერდა.
-რა?
-დაგავიწყდა? ვიცი,რომ გახსოვდა.
მახსოვდა,რა თქმა უნდა,დავაპირე კიდეც შერულება,მაგრამ ირისი იქ იყო და ასეთი ღალატი ვერ გავუბედე.
დაჩის კი არ მივცემდი იმის უფლებას,დარწმუნებულიყო,საცვლების შერჩევისას მასზე ვფიქრობდი.
-დავალება სულელური იყო,პრინციპულად არ შევასრულე-ვიფიქრე,რომ ცოტა თუ გავაბრაზებდი,გულზე მომეშვებოდა.
-გამორიცხულია,შეასრულე და ელოდები,როდის შევაფასებ.-ხმა დაიდაბლა,ბოროტულად გამიღიმა. სულელი თავად ვიყავი,როცა მეგონა,რომ მისი აღელვება შემეძლო.
-მაინც ვერასდროს გაიგებ-მისი ჭიქა ავიღე და თავხედურად მოვსვი.
-ამიტომ ჩაიცვი შარვალი? რომ დამალო?-ჩაიცინა.
ძალიან მომინდა,ახლავე გამეხადა და გამარჯვება მიმეღო,მაგრამ ... აღმოჩნდა,რომ ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ ბარში.
-მოსაწევად უნდა გავიდე-მინდოდა ეფიქრა,რომ ვმარცხდებოდი,ამიტომაც ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებს ავუყევი. უკან არ მიმიხედავს,თითქმის არც კი მინდოდა,რომ გამომყოლოდა,ცოტა ხნით ამოსუნთქვა მჭირდებოდა.
სიგარეტს მოვუკიდე და ბოლის პირველივე ჩასუნთქვაზე მისი ხმა გავიგე.
-აღიარე!
-რომ არ ვაღიარო?
-ახალ დავალებას ვეღარ მიიღებ.-მკაცრი ხმა ჰქონდა. მემუქრებოდა,რომ შეწყვეტდა თამაშს,თუ არ დავემორჩილებოდი,ეს კი უსინდისობა იყო.
-ბავშვობაში ჩემი ძმა როდესაც აგებდა,თამაშის დატოვებით მემუქრებოდა ხოლმე. ეგონა,სხვას ვერ ვნახავდი,მისნაირს ვერც ვნახავდი ,მაგრამ ავიწყდებოდა,რომ მასაც ისევე უნდოდა თამაში და მოგება,ჩემი დამარცხება,როგორც მე. ამიტომაც აგრძელებდა,შემდეგ კი მამარცხებდა და ასე,დაუსრულებლად-მშვიდად ვსაუბრობდი,დრო და დრო ბოლს ფილტვებში ვუშვებდი და თქვენ წარმოიდგინეთ,მამშვიდებდა კიდეც.
-თავად აცხადებ უარს თამაშზე,დამარცხებას არ აღიარებ,ეგ კი სულ სხვა რამაა-თავადაც ეწეოდა,არ მიყურებდა.
მაისური ოდნავ ავიწიე,შარვლის სალტეში ხელი ჩავყავი. ჩემს მოძრაობაზე შემობრუნდა და ხველება აუტყდა. ამან უფრო გამათამამა,ტრუსი ზემოთ ამოვწიე,იმდენად,რომ კარგად დაენახა ფერი.
-ყვითელი?-ამოთქვა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როდესაც მაისური თავის ადგილას დავაბრუნე.
აშკარად არ ესიამოვნა დამარცხება,რადგანაც თვალებში მუქარა ჩაუდგა.
-მიკი მაუსიც კი ახატია-ბედნიერმა გავუღიმე.
-მნიშვნელობა არ აქვს,რას ჩაიცვამ.-უფრო მომიახლოვდა,არ მეხებოდა,მაგრამ მაინც მთელი სხეულით ვგრძნობდი-მაინც უნდა გაგხადო.
-თავს იმშვიდებ?-ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-ძალიან მინდა,ეგ ტუჩები მოგაჭამო-თავი გაიქნია და უკან დაიხია-მაგრამ სანამ მაგას ვიზამ,გაგაწამებ.
უკვე დიდი ხანი იყო,რაც მაწამებდა,ამაზე მეტად ვეღარ შემაშინებდა. ახლა ჩემი ჯერი იყო.
-სცადე-სიგარეტი დაბლა დავაგდე,ფეხით გავსრისე და “ბუნკერში” დავბრუნდი.
მასთან საუბარი,ჩემი უცნობი მხარის გამოვლინება დამეხმარა. გული უფრო მშვიდად ცემდა,მაგრძნობინებდა,რომ თამაშის ღირსეული მონაწილე ვიყავი.
შუა ღამის დასაწისისთვის ჰიმლერამ სახლში გამიშვა,მხოლოდ მას შემდეგ,რაც დაჩი წავიდა.
უფრო სწორად,ეგონა,რომ წავიდა.
მას კი ერთი სული ჰქონდა,დამარცხება გაებათილებინა.
-გაბედავ მანქანაში ჩაჯდომას?-ფანჯრიდან მიყურებდა,საჭესთან მჯდარი.
-თამაშის ახალი სტადია.-ვთქვი,ავტომობილს შემოვუარე და სწრაფად ჩავჯექი.
ბევრი,ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. შემაღლებულ ადგილას მიმიყვანა,მანქანის საქარე მინიდან ხელის გულივით მოჩანდა აციმციმებული ქალაქი.
ხელი ჩემს ფეხზე ედო და ნელა მეფერებოდა. რამდენჯერმე სცადა,რომ უფრო ახლოს მივეწიე,მაგრამ ვერ ვბედავდი.
ირისი...
ჩემს გონებაში იჯდა და უბრალოდ არ მაძლევდა უფლებას. ვერ ვივიწყებდი იმას,რომ დაჩი გამოსაცდელ პერიოდს გადიოდა.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა,როგორც ისიმ აღწერა:
ტკბილი სიტყვები,გასართობი ისტორიები წარსულიდან,ჩემი აღფრთოვანება.
ცდილობს,მოიპოვოს კოცნა,მაგრამ ვიცი,არ შეიძლება.
პროცესით ვტკბებოდი,ფიზიკური სიახლოვე არც კი მომდომებია. მისი ხმით,საუბრით ვიკვებებოდი.
ბოლოს ჩამეძინა,მის მხარზე,დიდი ხნით.
გამოვიღვიძე მაშინ,როდესაც მას ჩაეძინა. მაშინ,როდესაც ჩემს თმებზე თამაში შეწყვიტა და თითქმის მაშინვე ვინანე,რომ უფრო მეტად არ მოვუშვი.
მზე ამოსულიყო,წარმოსახვა გამქრალიყო.აღმოვაჩინე,რომ ირისის მსგავსად,მეც სიბნელით ვსაზრდოობდი.კონკიას მსგავსად,გარდავისახებოდი ღამით,ხოლო შემდეგ,როგორც ზღაპრის გმირი-შუა ღამის დადგომისას,მზის სხივებზე მეც ჩვეულებრივ ადამიანად ვიქცეოდი.
უხერხულობა.
ამის მეტი ვერაფერი ვიგრძენი,როდესაც დაჩიმ ჩემს მოძრაობებზე თვალები გაახილა და შემათვალიერა.
მინდოდა,რაც შეიძლება მალე მივეყვანე სახლში,რათა თავი ბალიშში ჩამერგო,დამეძინა და ეს ღამე აღარასდროს გამეხსენებინა.
მას იმედი ჰქონდა,რომ მეტს გავბედავდი და ჩემგან მხომოდ ეს “მეტი” უნდოდა. ამან იმდენად დამზაფრა,რომ სახლისაკენ მიმავალ გზაზე კრინტი არ დამიძრავს.

დანიშნულების ადგილას მისულმა,დავაპირე მანქანიდან უჩუმრად,შეუმჩნევლად გადასვლა.
წამით შევყოვნდი და ეს დრო მისთვის საკმარისი აღმოჩნდა,რათა მკლავში ხელი ჩაეკიდა,შევებრუნებინე,მივეზიდე და ჩამხუტებოდა.
ცრემლები მახრჩობდა,მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდი,რატომ.
ახლა ვიცი,რომ ვერ მიმეტებდა,ძალიან უნდოდა,რომ გავემეტებინე და ამიტომაც მიშორებდა.
არ უკოცნია. მხოლოდ ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა,წავსულიყავი.

ირისი სახლში დამხვდა. არ ეძინა.
მიუხედავად იმისა,რომ დილის ექვსი საათი იყო,არ ეძინა. მეგონა,მისაყვედურებდა,გამკიცხავდა,მეჩხუბებოდა,მაგრამ მისი დანახვისას მივხვდი,რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ბევრი რამე იყო,მთავარი კი მე და ის.
ირისი არასდროს გამკიცხავდა. არასდროს მაგრძნობინებდა თავს ცუდად. შეჭამდა ჩემს ტკივილს და მას მტვრად აქცევდა.
-აბსოლუტური უბედურება არ არსებობს.ვერ გაგანადგურებს,მხოლოდ ახალ სამყაროს დაუდებს საწყისს-მითხრა მაშინ,როდესაც ვუამბე გასული ღამის შესახებ-მხოლოდ წინ წაგწევს,მთავარია მიიღო ეგ უბედურება და შენს ნაწილად,შენიანად აქციო.
-ვერ გამიგია,გაიარა თუ არა გამოსაცდელი ვადა-ამოვისლუკუნე-გაუგებრობაა.
-გაუგებრობა ნიშნავს,რომ კარგად არაფერია. მიიღე და დამშვიდდი.
მივიღე.
მაგრამ ვერ დავივიწყე ის,რომ დაჩი აღარ დამლაპარაკებია. იმ საღამოს,მთქნარებით რომ შევედი “ბუნკერში”,წამითაც კი არ შემოუხედავს,თითქოს გავქრი.
თავმოყვარეობა ცოტა ხანს მეყო,უკვე ვაპირებდი,რომ გაბრაზებული,შეურაცხყოფილი ტექსტით მიმეყენებინა კუთხეში და სიბრაზე ამომენთხია,მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უცნაური რამ: “ბუნკერში” ქალი გამოჩნდა.
საშუალოზე დაბალი,ფუმფულა,წითელი თმითა და გულსაბნევით. გამობურცულ ტუჩებზე უფერული პომადა გადაესვა,მოხერხებული,უბრალო სარაფანი ეცვა და ინტერესით აკვირდებოდა ინტერიერს.
ღიმილით მოუახლოვდა ბარის მაგიდას და მშვიდად,გულთბილად მომმართა.
-ერთი ჭიქა წითელი ღვინო,თუ შეიძლება.
გაოგნებულმა შევათვალიერე,იმდენად მეუცხოვა “ბუნკერში” ასეთი ადამიანის დანახვა,რომ პირი დავაღე და გარკვეული ხანი ამ პოზაში დავრჩი.
-არ გაქვთ?-ჩამეძია და სკამზე მოკალათდა.
-კი,როგორ არა,აქ იყო სადღაც-ღვინის ბოთლები დავძებნე და ის ამოვარჩიე რომელიც თავად მომწონდა-ნახევრად ტკბილი?
-მშვენიერი იქნებოდა-თვალები სიამოვნებით ისე მოჭუტა,როგორც ანიმეს პერსონაჟმა.
სასმელი ჩამოვუსხი და მივაწოდე.
ცოტა ხანს ჩუმად წრუპავდა,ისე გემრიელად,რომ თავადაც მომინდა.
-მართა -ხელი გამომიწოდა,როცა შეამჩნია,რომ ვუყურებდი.
ახლოს მივედი და ჩამოვართვი.
-ეტო.
-უცნაური სახელია.
-ეთერი მქვია,მაგრამ ყველა ასე მეძახის.
-ყველა?-ჩამეძია და გავიაზრე,რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა მომმართავდა ამ სახელით.
-ახლობლები.
-მაგრამ ყველა ხომ არაა შენი ახლობელი?-უდარდელად მოსვა ღვინო და ინტერესით მომაჩერდა.
-რეალურად,ძალიან ცოტაა-ვაღიარე.
-შენ კი ყველას გულღიად უდგები?
-ისე,როგორც შინაურებს.
-ეგ სწორად მიგაჩნია?
-შეცდომაა-თავი ჩავხარე და დავფიქრდი,სიზმარში ხომ არ ვიყავი.
-მართალია,მეც მასე მიმაჩნია. ახლად გაცნობილი ადამიანი,რაც არ უნდა სანდო ჩანდეს,ახლობლად არ უნდა მიიღო.
თავი დავუქნიე და მაგიდას უაზროდ დავუწყე წმენდა.
-ღვინო არ გინდა?-ისე მკითხა,თითქოს მის სახლში მისული სტუმარი ვიყავი.-დამწუხრებული ჩანხარ. ეს მხოლოდ ჩემი აზრია,მაგრამ მგონია,ღვინო დაგეხმარება,ოღონდ ცოტა.
ორჭოფულად გავხედე ჰიმლერას,რომელიც მეზობელი ქალივით გვიყურებდა და სასმელი დავისხი .
-ადამიანებს გვიწევს დრო და დრო დამწუხრება.-ამოვთქვი.
-სამწუხაროდ-თქვა და გადაიკისკისა.
უცნაური ქალი იყო,მაგრამ მე ხომ სწორედ ასეთი ხალხი მომწონდა.
-შეიძლება გკითხოთ?-გავუღიმე და ღვინო დავუმატე-აქ რა გინდათ?
-აჰ,კომიკური კითხვაა,რადგანაც ეს ჩემი ბარია-უდარდელად მომიგო და ჭიქა ეშმაკური სახით აიღო.
-კი მაგრამ,ჰიმ...ილია?-უფროსს გავხედე,რომელიც, რაღაც სასწაულის წყალობით,კროსვორდს უკირკიტებდა.-აქ რაღაც რიგზე ვერაა-წავიკაპარაკე.
-ილიას და გახლავართ,ხოლო რადგანაც მას რაღაც საკუთრების ფობია აქვს,ბარი ჩემზეა გაფორმებული.-მომიგო მართამ და ჰიმლერას სიყვარულით გაჰხედა-ყოველთვის უნცაური ბავშვი იყო,მაგრამ რას ვიზამთ,ძმას ორგანოებით ვაჭრობისთვის ვერ ვიმეტებდი.
-არ უთქვამს,რომ და ჰყავდა-ღიმილს ვერ ვიკავებდი,დავაკვირდი და მართლა ჰგავდნენ ერთმანეთს,ყველაზე მეტად კი თვალებით,ოღონდ ჩემი უფროსისაგან განსხვავებით,მართა მომწვანო ფერის,ბრწყინავი თვალებით იწონებდა თავს,ჰიმლერას ქალური ვარიანტი მიყურებდა მაშინ.
-ჰო-ო,დიდად არ გვეხატება ერთმანეთი გულზე-ხელი ჩაიქნია ქალმა-მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.
-ეგ როგორ?
-ძმა გყავს?
-დიახ.
-მერე,რაღას მეკითხები?
რას ვიტყოდი,მართალი იყო. ჩავიფხუკუნე,მასთან საუბარი ძალიან მართობდა.
-აქამდე რატომ არ მინახავხართ? ჰიმლერას ასეთი მხიარული და თუ ჰყავდა,ვერც კი წარმოვიდგენდი-ამას ოდნავი სინანულით ვამბობდი.
-“ბუნკერში” ნორმალური ადამიანი ჩამოვა? გადარეული,სუსტი აზრების სუნი შემოსასვლელშივე დგას-ამრეზილმა გაჰხედა ტე-ს მაგიდას. შევნიშნე,რომ იქიდან მტრულად იყურებოდნენ. დაჩის ცალი ფეხი მეორეზე შემოედო და გულხელდაკრეფილი მიყურებდა.
უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
-რა გაწუხებს?-მკითხა მოულოდნელად მართამ.
მივხვდი,რომ ამაზე რეალურად არც დავფიქრებულვარ. ზოგადად,დაჩი იყო ჩემი შფოთვის მიზეზი,მაგრამ რა მაწუხებდა?
-მგონია,რომ ვერასდროს შევძლებ იმის მოპოვებას,რაც მინდა.
-რაც?-ჩამეძია წარბაწეული.
-ვინც.-გადავაკეთე და დაჩის მალულად გავხედე.
-რატომ ვერ შეძლებ?
მართა თავისი კითხვებით მაიძულებდა,სიმართლეში გავრკვეულიყავი,რაც კაცმა რომ თქვას,კარგი იყო,ოღონდ ვერ ვხვდებოდი,რა სრჯიდა.
-არ ვიცი...
-პასუხი ყოველთვის ჩვენს თავშია,მხოლოდ არ უნდა შეგეშინდეს მისი მოძებნის.
უცნაური სტატისტიკა შევადგინე გონებაში-ყოველი მეორე ადამიანი,ვინც მხვდებოდა,ფილოსოფოსობას იწყებდა,მიზეზი კი ის იყო,რომ ყველას ჩემი დარიგება უნდოდა. ამ აზრმა ნერვები ამიშალა,მართას თავაზიანად მოვუბოდიშე,უნდა დავრეკო-მეთქი და მოსაწევად გავვარდი.
ვფიქრობდი,რა იყო მიზეზი. რა მაკავებდა დაჩისთან ურთიერთობაში. ხომ შემეძლო მეკოცნა,ჩავხუტებოდი,მისით სრულად დავმტკბარიყავი.
-მართამ შენც მოგაგნო?-ზურგს უკან დაჩის ნაბიჯების ხმას ჩემთვის ესოდენ საყვარელი ბგერები-დაჩის ხმა შეუერთდა.
მივხვდი, მისი დაკარგვის იმდენად მეშინოდა,რომ ვერ ვუძლებდი სიახლოვეს.
-მეც?-გაკვირვების გარეშე,სიყვარულით მივბრუნდი და თვალებში ჩავხედე,იქ კი სიცივე დამხვდა. ამან გული ისე მატკინა,რომ ტირილი მომინდა.
ნუთუ ვერ ხვდებოდა,რამდენად დიდ სითბოს ვაძლევდი?თვალებით ვეფერებოდი,უდიდეს სიყვარულს ვპირდებოდი.
არ უნდოდა,ეს იყო მარტივი რეალობა,არ სურდა არც ჩემი და არც არავის სიყვარული,მე კი მისი ნაწილი არ აღმოვჩნდი,იმდენად ვერ ვიზიდავდი,რომ საკუთარ პრინციპებზე უარი ეთქვა.
-ჰო,ჰიმლერამ ყველას ჩამოუტარა თავისი ფსიქოლოგი და,ჰგონია,ყველაზე ჭკვიანი ჰყავს.
-როგორ თუ ჩამოუტარა?
-ფსიქოლოგიური საუბრები არ დაუწყია ჯერ? ჰიმლერა კარგი კაცია,მაგრამ უნებართვოდ უყვარს სხვის ცხოვრებაში ქექვა,ამაში კი დაც ეხმარება.
-ასე ნუ საუბრობ ილიაზე-შევუტიე და სიამოვნებით დავინახე მის თვალებში გაკვირვება-თუ არ მოგწონს,მარტივად შეგიძლია წახვიდე სხვა ბარში. აქ შენ არ ხარ უფროსი.
-ვიღაც ავაგდე-ჩაიცინა და უარესად გავწიწმატდი,ვიცოდი,სიამოვნებდა ჩემი გაბრაზება და სასოწარკვეთა,მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი.
-გიხაროდეს! საუკუნის საქმე მოაგვარე,ცოტა ხანში “აგდების სიგელსაც” გადმოგცემენ. შემომხედეთ,მე დაჩი ვარ,ჩემზე ცუდი ბიჭი დედამიწაზე არ დაიარება. ბლატატა!
მოიღუშა,ბოლო სიტყვაზე კი თვალები აენთო და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-რა გინდა,ეთერ?-ჩემი სახელი გამოკვეთა,უსიამოვნოდ და მკვახედ.
-შენ მინდოდი,მაგრამ ახლა უბრალოდ მივტირი ჩემს ამ სურვილს-თავი გავაქნიე და ცრემლები ჩავყლაპე.
ამოიოხრა და ოდნავ შეარბილა მზერა.
-ძალიან მომწონხარ.-თქვა და უფრო ახლოს მოიწია,წელზე ხელი მომხვია და ჩემს თმებში ჩაჰყო ცხვირი-ზედმეტადაც კი-ოდნავ ასწია თავი და თვალებში ჩამხედა-ბარში პირველი დანახვის თანავე მომინდი,გაფართოვებული,ლამაზი თვალებით რომ მიყურებდი და მაგრძნობინებდი,რომ ჩემთვის ემზადებოდი. სიამოვნებით დავეუფლებოდი შენს სხეულს და ამით ბედნიერების ერთ სრულ წრეს შემოვივლიდით -ხელი უკანალზე ჩააცურა,ძლიერად მომიჭირა,მჭირდოდ იყო მოკრული,მისი სურვილი ვიგრძენი და კინაღამ იქვე დავიწყე გახდა,მაგრამ მისმა “მაგრამმა” შემაკავა.
-მაგრამ უნდა გაიაზრო,რომ მე თავისუფალი ვარ და ასეთად ვაპირებ დარჩენას.-მოფერებას არ წყვეტდა,ისე მეუბნებოდა ამას-გულის სიღრმეში ისედაც იცი,მე არ მწამს ერთადერთობის. საერთოდ ვერ მესმის მაგ სიტყვის მნიშვნელობა,ჩემი სასიყვარულო ცხოვრება “ახლას” პრინციპით მუშაობს,ასე არც გული დაგწყდება,არც გეტკინება.
ირისიც ხომ ამას ამბობდა? ეს ორი იმაზე მეტად ჰგავდა ერთმანეთს,ვიდრე წარმომედგინა,ალბათ ამიტომ ვერ იტანდა ასე დაჩის ჩემი მეგობარი-ჩვენი მსგავსების ატანა რთულია,ჩვენნაირის დანახვა გვაღიზიანებს,მით უმეტეს,თუ ირისის მსგავსად,თავი განსაკუთრებულები გვგონია.
ჩემს ადგილას ირი რომ ყოფილიყო,ეტყოდა,აწიე ეგ ლამაზი ტაკო და ამაღამ ჩემთან მოდიო,შეიძლება,ეშმაკური მზერით ბორკილებიც კი დაებარებინა,მაგრამ მე...
ერთი გამოუცდელი,სუსტი გოგო ვიყავი,რომელსაც ეშინოდა,რომ ძალიან შეუყვარდებოდა და შემდეგ მიატოვებდნენ.
მინდოდა,გამოსამშვიდობებლად მეკოცნა,მაგრამ ჩემი პირველი კოცნა ასეთი უბედურებისთვის ვერ გავიმეტე. წვერიალ ლოყაზე მივეფერე ტუჩებით,ნაზად ვაკოცე და მოვშორდი.
“ბუნკერის” კიბეებზე ჩამავალმა გავიფიქრე,რომ აქედან დაიწყებდა ჩემს დავიწყებას და სულ მალე,მისთვის არარაობის პოზიციას დავუბრუნებოდი.
მართა მაშინღა გამახსენდა,როცა დავინახე,კვლავ ღვინოს წრუპავდა,ოღონდ,ამჯერად ბოთლი უცრო ახლოს მიეწია,აშკარად მთლიანად ისაკუთრებდა.
ესე იგი,ფსიქოლოგი იყო? რატომ უნდოდა ჰიმლერას,მის ფსიქოლოგ დასთან მესაუბრა?
-ჯანდაბას,კი მჭირდება-ჩავიბუტბუტე და ბარის მაგიდას დავუბრუნდი.მოჟამული,ცხვირჩამოშვებული დავუდექი წინ მართას.
-როგორაა საქმე?-მკითხა უდარდელად.
-არ უნდა.-ვთქვი უბრალოდ.
-თავად გითხრა?
-კი,სიტყვა-სიტყვით,სიყვარული არ მინდაო.-ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-მოიცა,სიყვარული რა შუაშია?-თვალები ვითომ გაკვირვებით შემომანათა.-შენ სიყვარული გინდა თუ ის?
-ზოგადად,ასე არ მინდა სიყვარული-ამოვიბუზღუნე-მაგრამ ვიცი,რომ მასთან სულ მინდა.
-დარწმუნებული ხარ? ადამიანები ერთმანეთს ხშირად ტოვებენ,ვინმე მოგცემს გარანტიას,რომ სულ შენთან იქნება? ან შენ მისცემ?
შეკამათება დავაპირე,მაგრამ არგუმენტების ძიების პროცესში მივხვდი,რომ სიმართლეს ამბობდა.
-მე ვუნდივარ,კი. თუმცა ისე არ იქცევა,როგორც ბიჭები უნდა მოექცნენ გოგონებს,სხვანაირია.
-ყველაფერი მსგავსი მოსაწყენია.-მხრები აიჩეჩა-არ გიფიქრია იმაზე,იმიტომ ხომ არ მოგწონს,რომ ზუსტადაც,სხვა ბიჭებივით არ იქცევა?
-არ სჯერა,რომ ერთადერთი არსებობს.
-ჰოდა,მართალიცაა. შესაძლებელია მხოლოდ ნაწილზე საუბარი. თუ ვიღაც შენი ნაწილია,ვერ გაექცევით ერთმანეთს,აუცილებლად დაუბრუნებით. ვერც ერთი ვერ მოისვენებთ მანამ,სანამ ერთმანეთს არ შეავსებთ,ასე რომ,შეიძლება ერთადერთი არ იყო,მაგრამ ისეთი ნაწილი გამოდგე,რომლის შეცვლაც დიდი უაზრობა იქნებოდა.
თვალი გამიშტერდა ფიქრისას. თავი დავიქნიე და დავიჩურჩულე-მართალი ხარ.
-ამაზე აღარ იდარდებ?
-თუ ვიდარდებ,ნაწილების თეორიას გავიხსენებ-გავუღიმე.
-მშვენიერია.-ხელი ხელს შემოჰკრა და ღვინო ჩემს ჭიქაშიც მოაქივლა.
-ახლა კი ყველაზე საინტერესო-ვინ არის ირისი?
ხმამაღლა,გაკრვევით წარმოთქვა სახელი. ისე,რომ ჩემს გარდა სხვებმაც გაიგონეს და მომეჩვენა,ინტერესით მოაბრუნეს თავები.

***
ცოტა დავაგვიანე,მაგრამ ვიცი,რომ გიყვარვართ და მაპატიებთ. ხოდა მეც მიყვარხართ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

დილა დაიწყო იდიალურად შენი ისტორიით❤ ვრცელი კომენტარი გვიან იქნება❤

№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
დილა დაიწყო იდიალურად შენი ისტორიით❤ ვრცელი კომენტარი გვიან იქნება❤

ჩემთვისაც იდეალურად,აქ ყოფნით♥️ ველოდები♥️♥️

№3 სტუმარი ANNA

არ მყოფნის, არ მყოფნის, არ მყოფნის, არ მყოფნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიის :((((((((((((

№4  offline ადმინი ენ ბლექი

მე აშკარად იმ ადამიანთა სიას განვეკუთვნები რომლებიც რაც უფრო მეტად გაწელავ თავიდან-თავამდე დროს უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ ვიდრე ყოველი ახალი დილა და ახალი თავი...

კომენტარებს რომ არ გიწერ არ იფიქრო რომ თვალყურს არ გადევნებ... გადევნებ და თან როგორ გადევნებ...

ყველაფერს ვინიშნავ, ისე როგორც მიყვარს kissing_heart

თუ ვინმე შეგეცოდება შესაჭმელად, თავად შეგჭამენ. თუ ეშმაკი შენს მხარეს იბრძვის უნდა გამოიყენო და არ შეგეშინდეს ბოროტების.
აბსოლუტური უბედურება არ არსებობს, ვერ გაგანადგურებს, მხოლოდ ახალ სამყაროს დაუდებს საწყისს, წინ წაგწევს.
უცბაური სტატისტიკა შევადგინე გონებაში-ყოველი მეორე ადამიანი, ვინც მხვდებოდა, ფილოსოფობას იწყებდა, მიზეზი კი ის იყო, რომ ყველას ჩემი დარიგება უნდებოდა. ამ აზრმა ეტოს კი არა მეც ამიშალა ნერვები :)

ჰო არ დამვიწყებია... წითელი ნახევრად ტკბილი.

საერთოდ არ ველოდები შემდეგ თავს, როცა იქნება ვიცი რომ სიამოვნებას მივიღებ. კითხვისას ისევ ბევრჯერ გავიღიმებ.

პ.ს ირისი გამაცანი მხოლოდ ამას გთხოვ, ნუ ისაკუთრებ ასე ძალიან :) მეტი შეუძლია ამ გოგოს! დამანახე kissing_heart

№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

ANNA
არ მყოფნის, არ მყოფნის, არ მყოფნის, არ მყოფნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიის :((((((((((((

უსასრულოდ მინდა გავწელო,არც მე მყოფნის((♥️♥️♥️ ძაალიან მიხარია,რომ ასე მოგწონს,დიდი მადლობა♥️

ენ ბლექი
მე აშკარად იმ ადამიანთა სიას განვეკუთვნები რომლებიც რაც უფრო მეტად გაწელავ თავიდან-თავამდე დროს უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ ვიდრე ყოველი ახალი დილა და ახალი თავი...

კომენტარებს რომ არ გიწერ არ იფიქრო რომ თვალყურს არ გადევნებ... გადევნებ და თან როგორ გადევნებ...

ყველაფერს ვინიშნავ, ისე როგორც მიყვარს kissing_heart

თუ ვინმე შეგეცოდება შესაჭმელად, თავად შეგჭამენ. თუ ეშმაკი შენს მხარეს იბრძვის უნდა გამოიყენო და არ შეგეშინდეს ბოროტების.
აბსოლუტური უბედურება არ არსებობს, ვერ გაგანადგურებს, მხოლოდ ახალ სამყაროს დაუდებს საწყისს, წინ წაგწევს.
უცბაური სტატისტიკა შევადგინე გონებაში-ყოველი მეორე ადამიანი, ვინც მხვდებოდა, ფილოსოფობას იწყებდა, მიზეზი კი ის იყო, რომ ყველას ჩემი დარიგება უნდებოდა. ამ აზრმა ეტოს კი არა მეც ამიშალა ნერვები :)

ჰო არ დამვიწყებია... წითელი ნახევრად ტკბილი.

საერთოდ არ ველოდები შემდეგ თავს, როცა იქნება ვიცი რომ სიამოვნებას მივიღებ. კითხვისას ისევ ბევრჯერ გავიღიმებ.

პ.ს ირისი გამაცანი მხოლოდ ამას გთხოვ, ნუ ისაკუთრებ ასე ძალიან :) მეტი შეუძლია ამ გოგოს! დამანახე kissing_heart

ენ,როგორ მომენატრე! მეგონა,არ გეცალა და მადლობა,რომ მითხარი,ახლა მეცოდინება,რომ სულ აქ ხარ და აი ასე დაკვირვებით კითხულობ.
წითელი,ნახევრად ტკბილის წერისას ვინ გამახსენდა,მიხვდები^^ არც მე დამვიწყებია<3
ირისს გაგაცნობ,ძალიან მალე და იმედი მაქვს,მოგეწონებათ ერთმანეთი.
მიყვარს ჩემი ენი ♥️

№6 სტუმარი ანკ

ასე მგონია რომ ირისი და დაჩი დაკავშირებულები არიან რაღაცით ერთმანეთთან...
ეს გოგო(ეტო) მოეშვას გლოვას თორე გავგლიჯავ.. გაიცნოს რა ვინმე ბიჭი უფფ ამომხდა სული ამ დაჩით :დ არ უნდა თურმე სიყვარული ბიჭს, არ გინდა და ნუ გინდა გზა დიდია გაიარე... დედააა არ შეგვიკლა ხელში :დ :დ

№7  offline წევრი Rania

Au chemo saocaro gogo ratom armeyo es taviii. Codoa eto. Aqet irisi. Iqet marta. Dachi. Tan gaurkvevlobashiaaaa. Au kai ramartla da martlaaaq. Male dade axali tavi tore movkvdebi cnobismoyvareobit mis uanderr
--------------------
Q.qimucadze

№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანკ
ასე მგონია რომ ირისი და დაჩი დაკავშირებულები არიან რაღაცით ერთმანეთთან...
ეს გოგო(ეტო) მოეშვას გლოვას თორე გავგლიჯავ.. გაიცნოს რა ვინმე ბიჭი უფფ ამომხდა სული ამ დაჩით :დ არ უნდა თურმე სიყვარული ბიჭს, არ გინდა და ნუ გინდა გზა დიდია გაიარე... დედააა არ შეგვიკლა ხელში :დ :დ

ირისის ნაირი გოგო უნდა ამ ვაჟს და მოსვამს ადგილზე :3 ეგრე ხდება ხოლმე,სულს ამოგხვდის ის ერთი ვიღაც:დდ

Rania
Au chemo saocaro gogo ratom armeyo es taviii. Codoa eto. Aqet irisi. Iqet marta. Dachi. Tan gaurkvevlobashiaaaa. Au kai ramartla da martlaaaq. Male dade axali tavi tore movkvdebi cnobismoyvareobit mis uanderr

ქეთი,ჩემო საყვარელო,ძალიან მიხარია,ასე რომ მოგწონს♥️ ვეცდები ყველანაირად,რომ მალე დავაკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა♥️♥️

№9  offline წევრი DI ANA

ახლა მოიცაააააააა :დდდ ამ ქაჯმა საიდან იცის ვინაა ირისი? დავიჯერო ჰიმლერამ უთხრა? თუ ეგრეა რაში სჭირდებათ ეტოს გონებაში ძრომიალი, ძალიან მაფიქრებს ეს ყველაფერი.

ეს შენი ერთადერთი მოთხრობაა სადაც თეორიებს ვერ ვიფიქრებ იმიტომ რომ ძალიან ბურდავ სიტუაციას, თუმცა ვფიქრობ ჩემი და შენი გუშინელი საუბარი ამ თემას ეხება, ალბათ სწორედ მართაა ის ადამიანი ვინც ეტოს ირისის რეალურ პიროვნებას დაანახებს.

დაჩიზე ნერვები მეშლება, მომინდომა ბიჭმა თავისუფლება, ეგრე სადაა ძმაო :დდდ არ ვიცი წაკითხული გაქვს თუ არა someone crazy girl_ის "ისინი" მაგრამ მანდ ერთი წყვილია ბათუ და ნანკა, საქმე იმაშია რომ ბიჭს გოგო ძალიან უყვარს თუმცა თავისუფლების გახანგრძლივებას ცდილობს და ეს მცდელობა იმდენად დიდი კრახით მთავრდება რომ ლამის მთელ ურთიერთობას ანგრევს, ხოდა ეგ შენი დაჩი ცოტა ფრთხილად იყოს, თორემ გული მიგრძნობს რაღაც მსგავსი დაემართება.

ხოდა კიდევ, ერთი პაწუა თხოვნა მაქვს შენთან ლისუნა, თუ არ გინდა რომ მიოკარდიტის შეტევა დამემართოს, შუადღის მერე დადე ახალი თავი, თორემ დღეს ქიმიაზე რომ ვნახე ახალი ნაწილი იყო დადებული მე კიდევ წაკითხვაზე ზედმეტია საუბარი, ცუდი ინტერნეტის გამო მოთხრობას ვერც კი ვხსნიდი ძაან ცუდად გავხდი :დდდ

აი ლავე იუ მაი ბეაუტიფულ ფრიენდ :დდ (ჩემმა დაქალმა მთხოვა ჩემს ნაცვლად უთხარიო) ბათ ორივეს სახელით გეუბნები რომ მიყვარხარ და ველოდები ახალ თავს❤

№10 წევრი რუსკიმარუსია

ალის, ეს ჩვენი გოგო ისედაც არეული და დაკარგულია და წარმოდგენაც არ მინდა მართას გამოჩენა რას უზამს. ორი განსხვავებული ქალის განსხვავებული რჩევები, მერე ნახე შენ ეტოს დაკარგვა და ბრინჯივით დაბნევა. ფაქტია მართა სერიოზულ როლს ითამაშებს ისის და ეტოს ურთიერთობაში.

"თუ ვინმე შეგეცოდება შესაჭმელად,თავად შეგჭამენ. თუ ეშმაკი შენს მხარეს იბრძვის,უნდა გამოიყენო და არ შეგეშინდეს ბოროტების." ეტოს ეს სიტყვები, 100% ნამდვილია, მაგრამ უცნაურად მენიშნა.

დაჩი და ეტო. ფაქტია ამ ბიჭს მოსწონს ეტო, თან ვფიქრობ ზედმეტადაც, თორემ მასთან თამაში და უფრო მეტის მიღება არ გაუჭირდება. "ერთადერთობის ვერ მჯერა" განა არ ვერ ჯერა და აქ რაღაც სხვა ამბავიც უნდა იყოს და ამ ამბავში ირისი იმედია არაა დამნაშავე. საერთოდაც ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული პიროვნება მგონია.

ალის, უფრო მეტი მინდა ირისის პიროვნებაზე. არაფერი ვიცით სახელის გარდა და ეს არ მომწონს. ეჭვები, ეჭვები და ეჭვებია ისის გარშემო. გახსენი კარტები.
და კიდევ მგონია, რომ ჰიმლერამ რაღაც იცის ირისზე და ამიტომ არ მოსწონს ეტოსთან რომ მეგობრობს.ხედავ რამდენი ეჭვია?
მოუთმენლად ველი ახლა თავს❤

№11 სტუმარი ლალალლალა

მე რომ ვწერდე ამას იცი რას ვიზამდი?
ე.ი ტელემუნდო წარმოგიდგენთ ჰიმლერა იქნებოდა იმ ქალის ქმარი რომელიც ეტოს დაბადებისას მოკვდა. ირისი იქნებოდა თვით ეგ ქალი, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა. დაიღუპა რატომ? ჰიმლერა ხომ გეია? ჰოდა გაიგო გეია ჩემი ქმარიო და დათვრა, საჭესთან დაჯდა, დაგაზა და ბრახხ.ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქაა.
:დდ კაი, განხილვას არ ექვემდებარება.
მეორე ვერსიაც მაქვს, მაგრამ ეგ ცოტა უფრო ჭკვიანურია და თავს შევიკავებ, ხომ გესმის:დ
ეჰჰ, მეტი რა ვთქვა აბა. საწყალი დაჩიკუსკუსკუსსსკუსსაა, მეც მეშინია "ერთადერთების" და მსგავსი უწიპუწების. ერთი ცხოვრება მაქვს და ისიც ერთ კაცს შევალიო? გადით გადაშენდით:დ ჰოდა, მეტი ირისი იყოს რაა, მომბეზრდა უკვე ეს ორი. მპუაა
და ჰიმლრრაც გამოჩნდეს უფრო. ძაან ეშმაკუნა ბიძიკოა:დ
გელიი

№12  offline წევრი L.eli13

მართა დამევასა,მის მხარეს ვარ,
იმედია იმედებს არ გამიცრუებს და "ბოროტმოქმედი" არ აღმოჩნდება(შენს
ისტორიებს წინასწარ ვერ ვსაზღვრავ აბა)
დაჩიიიი,როგორ მომწონს,როგოორ.
ამათი წყვილი რაღაც საოცრება იქნება და იმედია ფაფუ არ მოუვათ.
დაჩის რაღაცნაირად მესმის და მისი "ვერ მჯერა ერთადერთობის",რატომღაც ირისთან მგონია კავშირში,შეიძლება ისე არა როგორც ვფიქრობ,მაგრამ მგონია რომ რაღაც აკავშირებთ და ამიტომაც არ მოსწონს ირის დაჩი.
ეგ კიარა,ისიც კი ვიფიქრე ირისი ეტოს იყენებსთქო,თუმცა რავიცი?მაგარი არაპროგნოზირებადი ხარ და წინასწარმეტყველობისგან თავს შევიკავებ.

№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA

გადაეცი მასაც და შენც წაიკითხე კარგად,აი ლავ იუ თუ,მშვენიერო გოგოებო♥️♥️
ვუაიმე,მეგონა ახლა რაღაც ისეთს მთხოვს-მეთქი;დდდდ
ისედაც იშვიათად ვასწრებ დილისთვის ატვირთვას,არ ინერვიულო ამის შემდეგ:D მაგრამ ეგოისტურად კი მიხარია,ასე რომ არ გასვენებს ეს ისოტორია♥️

რუსკიმარუსია
ალის, ეს ჩვენი გოგო ისედაც არეული და დაკარგულია და წარმოდგენაც არ მინდა მართას გამოჩენა რას უზამს. ორი განსხვავებული ქალის განსხვავებული რჩევები, მერე ნახე შენ ეტოს დაკარგვა და ბრინჯივით დაბნევა. ფაქტია მართა სერიოზულ როლს ითამაშებს ისის და ეტოს ურთიერთობაში.

"თუ ვინმე შეგეცოდება შესაჭმელად,თავად შეგჭამენ. თუ ეშმაკი შენს მხარეს იბრძვის,უნდა გამოიყენო და არ შეგეშინდეს ბოროტების." ეტოს ეს სიტყვები, 100% ნამდვილია, მაგრამ უცნაურად მენიშნა.

დაჩი და ეტო. ფაქტია ამ ბიჭს მოსწონს ეტო, თან ვფიქრობ ზედმეტადაც, თორემ მასთან თამაში და უფრო მეტის მიღება არ გაუჭირდება. "ერთადერთობის ვერ მჯერა" განა არ ვერ ჯერა და აქ რაღაც სხვა ამბავიც უნდა იყოს და ამ ამბავში ირისი იმედია არაა დამნაშავე. საერთოდაც ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული პიროვნება მგონია.

ალის, უფრო მეტი მინდა ირისის პიროვნებაზე. არაფერი ვიცით სახელის გარდა და ეს არ მომწონს. ეჭვები, ეჭვები და ეჭვებია ისის გარშემო. გახსენი კარტები.
და კიდევ მგონია, რომ ჰიმლერამ რაღაც იცის ირისზე და ამიტომ არ მოსწონს ეტოსთან რომ მეგობრობს.ხედავ რამდენი ეჭვია?
მოუთმენლად ველი ახლა თავს❤

არეულია და წინ ძალიან ბევრი სირთულე ელოდება,მაგრამ მოგვიწევს მასთან ერთად გადატანა♥️
ირისი იქნება,აუცილებლად გაგარკვევთ რა თქმა უნდა,მასზეა ბოლო-ბოლო:D ვეცდები,აღარ მოგაკლოთ მისი უდიდებულესობა:3
დიდი მადლობა შენ,რომ სულ აქ ხარ♥️♥️♥️

ლალალლალა
მე რომ ვწერდე ამას იცი რას ვიზამდი?
ე.ი ტელემუნდო წარმოგიდგენთ ჰიმლერა იქნებოდა იმ ქალის ქმარი რომელიც ეტოს დაბადებისას მოკვდა. ირისი იქნებოდა თვით ეგ ქალი, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა. დაიღუპა რატომ? ჰიმლერა ხომ გეია? ჰოდა გაიგო გეია ჩემი ქმარიო და დათვრა, საჭესთან დაჯდა, დაგაზა და ბრახხ.ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქაა.
:დდ კაი, განხილვას არ ექვემდებარება.
მეორე ვერსიაც მაქვს, მაგრამ ეგ ცოტა უფრო ჭკვიანურია და თავს შევიკავებ, ხომ გესმის:დ
ეჰჰ, მეტი რა ვთქვა აბა. საწყალი დაჩიკუსკუსკუსსსკუსსაა, მეც მეშინია "ერთადერთების" და მსგავსი უწიპუწების. ერთი ცხოვრება მაქვს და ისიც ერთ კაცს შევალიო? გადით გადაშენდით:დ ჰოდა, მეტი ირისი იყოს რაა, მომბეზრდა უკვე ეს ორი. მპუაა
და ჰიმლრრაც გამოჩნდეს უფრო. ძაან ეშმაკუნა ბიძიკოა:დ
გელიი

გადარეული ხარ რა;დდდ
პირველი ვერსია მომეწონა,ხო იცი:D
თუ რამე ეჭვი გაქვს, ხმა არ ამოიღო,მეტი არ მინდა,რამეს მიხვდე,ინტრიგებს ვაბამ აქ ქალი:3
მოკლედ ეტოს და დაჩის გარდა ყველა გინდა შენ:( მთავარი პერსონაჟი მაინც დაინდე:დდდდ
მიყვარს ლალა♥️

L.eli13
მართა დამევასა,მის მხარეს ვარ,
იმედია იმედებს არ გამიცრუებს და "ბოროტმოქმედი" არ აღმოჩნდება(შენს
ისტორიებს წინასწარ ვერ ვსაზღვრავ აბა)
დაჩიიიი,როგორ მომწონს,როგოორ.
ამათი წყვილი რაღაც საოცრება იქნება და იმედია ფაფუ არ მოუვათ.
დაჩის რაღაცნაირად მესმის და მისი "ვერ მჯერა ერთადერთობის",რატომღაც ირისთან მგონია კავშირში,შეიძლება ისე არა როგორც ვფიქრობ,მაგრამ მგონია რომ რაღაც აკავშირებთ და ამიტომაც არ მოსწონს ირის დაჩი.
ეგ კიარა,ისიც კი ვიფიქრე ირისი ეტოს იყენებსთქო,თუმცა რავიცი?მაგარი არაპროგნოზირებადი ხარ და წინასწარმეტყველობისგან თავს შევიკავებ.

მგონი,უნდა გამიხარდეს,არაპროგნოზირებადი რომ ვარ,ასე სიურპრიზებს არ მოგაკლებთ:დდ♥️
წყვილზე ვიზრუნებ,კი დაჭამენ ერთმანეთს დიდი ალბათობით,მაგრამ ვნახოთ:D
მადლობა კომენტარისთვის♥️♥️♥️

№14  offline წევრი Lea

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავი იყო. ძალიან, ძალიან ყოჩაღი.

ღვინოს რომ მიადგა მართა, მეთქი აქ უკვე მეც დამჭირდებათქო და ერთ ბოთლს მეც ეგრევე მივადექი :))))))))))

რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფრაზა იყო ჩემი აზრით, აღარ გავშლი სათითაოდ. შენი პერსონაჟები ხშირად ამბობენ ისეთ რამეებს, ძალიან რომ გამომადგებოდა ჩემს თავში მომწიფებულიყო :)))

მიყვარხარ. გფანობ. და მალე ჩამოვალ კიდე :დ

№15 სტუმარი იდა

ალისსა, ძალიან კარგად წერთ,გრამატიკულად გამართული, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიებია, ჩახლართული სცენარებითა(+ისეთი შინაარსით აქამდე არცერთ წიგნში რომ წამიკითხავს) და ბევრი საინტერესო წვრილმანებით. ძალიან კარგად გაქვს ჩაქსოვილი ტექსტში საინტერესო ინფორმაციები, ისტორიული, მითოლოგია თუ სხვა .ამ ისტორიას რაც შეეხება, ძალიან გონივრულადაა დაფარული ის რამდენიმე დეტალი , რომლითაც წესით მკითხველი ირისის ვინაობას უნდა მიხვდეს , მაგრამ თავს შევიკავებ დაწერისგან დასპოილერება არ გამოვიდეს :დ ეტო საინტერესო პერსონაჟია, კარგად ჩანს მისი პიროვნების ცვლილება დასაწყისიდან აქამდე, მიუხედად სიმპათიისა ჰიმლერას მხარს ვუჭერ ფსიქოლოგი რომ მიუგზავნა:დდ და კიდევ , მომწონს როგორ აქვთ პერსონაჟებს სახელები შერჩეული, თითქოს თვითონ სახელები აღწერს ადამიანებს , იმდენად უხდებათ. მოკლედ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც თქვენი ისტორიების კითხვა მანიჭებს. იდაX

№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავი იყო. ძალიან, ძალიან ყოჩაღი.

ღვინოს რომ მიადგა მართა, მეთქი აქ უკვე მეც დამჭირდებათქო და ერთ ბოთლს მეც ეგრევე მივადექი :))))))))))

რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფრაზა იყო ჩემი აზრით, აღარ გავშლი სათითაოდ. შენი პერსონაჟები ხშირად ამბობენ ისეთ რამეებს, ძალიან რომ გამომადგებოდა ჩემს თავში მომწიფებულიყო :)))

მიყვარხარ. გფანობ. და მალე ჩამოვალ კიდე :დ

შენი სახელის დანახვისას,კომენტარის წაუკითხავად ,უკვე გახარებული და ბედნიერი ვიღიმი^^
წითელი ღვინის მოყვარულთა კლუბში სიამოვნებით მიგიღებ,ისედაც იმდენ კლუბში ვართ ერთად,ამასაც მოვახერხებთ))♥️
მით უმეტეს,მალე ჩამოვალო.
გამახარე♥️
მიყვარხარ და აქეთ გფანობ,ფანო♥️

იდა
ალისსა, ძალიან კარგად წერთ,გრამატიკულად გამართული, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიებია, ჩახლართული სცენარებითა(+ისეთი შინაარსით აქამდე არცერთ წიგნში რომ წამიკითხავს) და ბევრი საინტერესო წვრილმანებით. ძალიან კარგად გაქვს ჩაქსოვილი ტექსტში საინტერესო ინფორმაციები, ისტორიული, მითოლოგია თუ სხვა .ამ ისტორიას რაც შეეხება, ძალიან გონივრულადაა დაფარული ის რამდენიმე დეტალი , რომლითაც წესით მკითხველი ირისის ვინაობას უნდა მიხვდეს , მაგრამ თავს შევიკავებ დაწერისგან დასპოილერება არ გამოვიდეს :დ ეტო საინტერესო პერსონაჟია, კარგად ჩანს მისი პიროვნების ცვლილება დასაწყისიდან აქამდე, მიუხედად სიმპათიისა ჰიმლერას მხარს ვუჭერ ფსიქოლოგი რომ მიუგზავნა:დდ და კიდევ , მომწონს როგორ აქვთ პერსონაჟებს სახელები შერჩეული, თითქოს თვითონ სახელები აღწერს ადამიანებს , იმდენად უხდებათ. მოკლედ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც თქვენი ისტორიების კითხვა მანიჭებს. იდაX

უძვირფასესი შეფასება წავიკითხე ახლა,რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ თავს,არამედ მთელ ჩემს საქმიანობას მოიცავს და ძალიან მახარებს.
კომენტარის კითხვის დაწყებისას რატომღაც გავიფიქრე,რომ ირისი ამოიცანით,ბოლოში დავრწმუნდი,რომ ასეა. ძალიან დაკვირვებული მკითხველი ხართ და ვამაყობ,რომ იმ ავტორთა სიაში შევდივარ,რომლებიც მოგწონთ.
თავად უდიდესი მადლობა ამ სიხარულისთვის.♥️

ალისა, ჩემს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაოცებას არ წყვეტ.
არ შეგიწყვეტია მას შემდეგ რაც შენს მიერ დაწერილი და აქ ატვირთული პირველივე ისტორიის პირველი წინადადება წავიკითხე. (ქრისტინე ვარდიძის შესახებ ^_^)
'გაოცება' პრიმიტიულად თუ შევხედავთ 20 ურევია, არა?! ჰოდა წარმოიდგინე ოცი მეიბილინი, რომლებსაც ხელში მობილურები უჭირავთ, გაბადრული დაჰყურებენ და ოცივეს ვინმე ეუბნება რას კითხულობ ასეთს, ჩვენც გამოგვხედე, ვვარსებობთ-ო. ;დ ♡
დანარჩენ 19-ს არ ვიცი ვინ უთხრა ზემოთ ნახსენები სიტყვები, მაგრამ მე ამ მომენტში დედაჩემი მეუბნება. ;დდდდ
ახლა ცოტა რამ ამ თავზე:
სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ირისი დაჩის იცნობს, თან კარგად იცნობს.
არა, მხოლოდ დაჩი. ინ მაი მაინდ ირისს ბუნკერთან და ტესთანაც რაღაც აკავშირებს.
ჰიმლერამაც რაღაც იცის ირისზე. ოღონდ რა 'რაღაც' აზრზე არ ვარ.
აუ, დაჩი რა მარმელადი ბიჭია. ;დ
და დაჩის მიმართ ახალი ეტოც მომწონს, ჩემი გამოცდილებით ვერ ვიტან გოგოებს, რომლებიც ქრაშის დანახვაზე კრუნჩხვებში ვარდებიან.
(მათ შორის მეც... ისეთ შტერობებს ვშვები რომ ვიხსენებ მინდება რომ სუიციდით დავასრულო სიცოცხლე... ;დდ ოღონდ ჯერ გამოსათხოვარ წერილს დავტოვებ - ჩემი ქრაშის მიმართ უზომო სიყვარულმა მიმიყვანა აქამდე მეთქი ;დდდდ)

გუშინ იმდენჯერ შევამოწმე საიტი, ბოლოს არ ვიცი მე მომეჩვენა თუ მართლა დამიწერა გუგლმა - ნუ დამღალე, არ დაუდია ჯერ-ო. ;დდდდ♡♡♡

№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა

ერთი მებილინი როგორ მიყვარს და მახარებს და ახლა კიდევ გაოცებული?♥️♥️♥️
სუულ სულ თავიდანვე რომ ჩემთან ხარ და ასე მათბობ,შენი სიგიჟეებით მართობ,მოკლედ შენ ერთიც და ოციც ერთნაირი ეფექტით ხარ-ქარიშხალი რომ შემოვარდება,ოღონდ რაღაც ძალიან კარგს რომ მოიყოლებს.
დაახლოებით ისე,დიდ დიღომში ქარს ბრილიანტები რომ მოჰქონდეს და ხალხი ქარიან ამინდს ელოდებოდეს ;დდ შედარებამ მოკლა,მაგრამ გამიგებ:დდ♥️
როგორ მახარებს,რომ შენც ისევე იძირები კითხვისას,როგორც მე -წერისას.
არაერთხელ უთქვამთ,რომ მოვშვებოდი ტელეფონს და სხვა რამეც გამეკეთებინა,ახლაც მეუბნებიან,მაგრამ რას შევეშვები,როგორ?(ტელეში ვწერ ხოლმე:დდ)
სიყვარული ხარ შენ♥️♥️♥️
პ.ს. წუხელ დამეძინა და დილით ადრე სინდისმა გამაღვიძა,რომ დამემთავრებინა ეს ნაწილი((( მაპატიე,რომ გალოდინე.

№19 სტუმარი სტუმარი ანი

ირისი რო დაჩის და აღმოჩნდეს გეფიცები ისტერიული სიცილისგან მოვკვდები :დ:დ:დ

№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანი
ირისი რო დაჩის და აღმოჩნდეს გეფიცები ისტერიული სიცილისგან მოვკვდები :დ:დ:დ

ეგ მეც კი არ მიფიქრია:O არა და თითქმის ყველა ვარიანტი განვიხილე:დდდ
ვუახ,საინტერესო კი იქნებოდა.

№21  offline წევრი melanqoliki

კომენტარის დაწერას არ ვჩქარობდი. ჩემი თეორია მაქვს ირისთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლომდე არ ვიტყვი, თავს შევიკავებ. ახალი ნაწილის კითხვისას ის მომენტი გამახსენდა, როცა,, მებრძოლთა კლუბს,, ვკითხულიბდი. ეს ირისი რაღაცნაირად ტაილერს მაგონებს, რომელიც იმაზე მეტად ნამდვილია, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია. იმედია მიხვდი ჩემს თეორიას, მე კი დაველოდები მოვლენების განვითარებას დიდი სიამოვნებით. მადლობა ამისთვის ❤️ და არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა შენ ნაწერებს ვკჲთხულობ თავადაც ვიწყებ წერას ???? ამისთვისაც მადლობა ????

№22 სტუმარი სტუმარი Sakura

Rogor arminda irisi warmosaxvis nayofi iyos ????????

№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

melanqoliki
კომენტარის დაწერას არ ვჩქარობდი. ჩემი თეორია მაქვს ირისთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლომდე არ ვიტყვი, თავს შევიკავებ. ახალი ნაწილის კითხვისას ის მომენტი გამახსენდა, როცა,, მებრძოლთა კლუბს,, ვკითხულიბდი. ეს ირისი რაღაცნაირად ტაილერს მაგონებს, რომელიც იმაზე მეტად ნამდვილია, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია. იმედია მიხვდი ჩემს თეორიას, მე კი დაველოდები მოვლენების განვითარებას დიდი სიამოვნებით. მადლობა ამისთვის ❤️ და არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა შენ ნაწერებს ვკჲთხულობ თავადაც ვიწყებ წერას ???? ამისთვისაც მადლობა ????

ეგ ფილმი არ გამხსენებია აქამდე,მაგრამ მიგიხვდი ♥️
მადლობა შენ,რომ ასე მახარებ,ჩემი შემოქმედება წერას განდომებს?ამაზე კარგ კომპლიმენტს ვერ მეტყოდი. ♥️

სტუმარი Sakura
Rogor arminda irisi warmosaxvis nayofi iyos ????????

უამრავი თეორიაა მკითხველში,ვნახოთ ვინ გამოიცნობს:D♥️

მარია.
როგორ გამახარეეე^^

უჰ♥️♥️♥️

№24 წევრი მაია❤

შეუდარებელი ხარ ❤❤❤❤❤
იმდენი ვარიანტი განვიხილე ჩემს გონებაში,რომ გადავიწვი:D არადა,დარწმუნებული ვარ,კიდევ უფრო "აგვბურდავ"შენს ერთგულ მკითხველებს❤ რაც უდაოდ მიხარია. წინასწარ ვტკბები მომდევნო თავით,ვიცი დიდი სიამოვნება მელის, შენ ხარ "ქალი პიროვნება" ქალ პიროვნებებს შორის :D:D
ძალიან მაგარი ხარ ❤❤❤❤❤❤

№25  offline ახალბედა მწერალი Alice76

ცუცუნა
შეუდარებელი ხარ ❤❤❤❤❤
იმდენი ვარიანტი განვიხილე ჩემს გონებაში,რომ გადავიწვი:D არადა,დარწმუნებული ვარ,კიდევ უფრო "აგვბურდავ"შენს ერთგულ მკითხველებს❤ რაც უდაოდ მიხარია. წინასწარ ვტკბები მომდევნო თავით,ვიცი დიდი სიამოვნება მელის, შენ ხარ "ქალი პიროვნება" ქალ პიროვნებებს შორის :D:D
ძალიან მაგარი ხარ ❤❤❤❤❤❤

ღმერთო,ვერ ვიჯერებ,რომ ეს სიტყვები მე მეკუთვნის:O♥️♥️♥️
ძააალიან მიხარია,რომ ასეთ რეაქციას იწვევს ირისიკო. რაები მითხარი ახლა,ვინანე,მაშინვე რომ არ წავიკითხე,გაბადრული ვივლი მთელი დღე♥️♥️

სრულიად ბნელეთის, ნათელის, საელფეთის, ლაპლანდიის და პარალელური სამყაროების ალისავ, როდის ატვირთავ? ;დ ♡♡

№27  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
სრულიად ბნელეთის, ნათელის, საელფეთის, ლაპლანდიის და პარალელური სამყაროების ალისავ, როდის ატვირთავ? ;დ ♡♡

ვაიმე ეს ახლა ვნახე:დდდდდ
მებილიიიიინ♥️

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.