შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 1


19-03-2019, 21:15
ავტორი katiusha
ნანახია 1 245

მარტოხელა დედა. თავი 1

მარტოხელა დედა.
ამბობენ ცხოვრება ყოველთვის იმას გვიბრუნებს და იმის პასუხებს გვიგზავნის უკან ბუმერანგივით,რასაც თითოეული ჩვენთაგანი გააკეთებს ან ჩაიდენს.მეც მთელი ჩემი ცხოვრების ოცდახუთი წლის მანძილზე ვუცოდ რომ სიკეთე და სითბო უანგაროდ უნდა გამეცა,არაფერს უნდა დავლოდებოდი საპასუხოდ,მითუმეტეს მადლობას,მჯეროდა რომ ღირსეულად ვცხოვრობდი და არც ისეთი მიუტევებელი ცოდვა მქონდა ჩადენილი რომ ცხოვრებას ასე გავეწირე და ამ ყველაფრის საპირისპიროდ მოებრუნებინა ჩემთვის ყველაფერი.რას გაიგებ? შეუცნობელია გზანი უფლისანი,ის არასოდეს გვიგზავნის ისეთ განსაცდელს,რასაც ალბათ ვერ გავუძლებთ და ვერ გადავიტანთ…
ყველაფერი ოცდახუთი წლის ასაკში შეიცვალა,როცა ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარული მეწვია და ბედნიერების მეცხრე ცაზე მყოფი მიწას ისე მწარედ დავენარცხე,რომ გონს მოსვლა კარგა ხანს გამიჭირდა. დეპრესიიდან გამოსასვლელად წლები დამჭირდა,არადა ყველაფერი სხვანაირი იყო.ის უეცრად შემოიჭრა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში და ისეთი ქარიშხალი შემოიტანა,რომ ყველაფერი აურია,თავდაყირა დააყენა… ერთად გატარებული უბედნიერესი სამი წელი.ბედნიერი დღეები,უაზრო ხეტიალში მოვლილი ქალაქის ქუჩები,საუბრები სხვადასხვა თემებზე,სიუპრიზები.საჩუქრები,ერთმანეთის სამეგობროს გაცნობა.ამ პერიოდში მისთვის ჩაბარებული ქალიშვილობა,რომელიც სრულიად გააზრებულად მოხდა, მერე მშობლების გაცნობა,ქორწილისთვის მზადება და მოლოდინი,რომ ვიქნებოდი საუკეთესო პატარძალი, საკუთარ წარმოსახვაში შექმნილი კაბა რეალობაში გადმოვატანინე და წუთებს ვითვლიდი რომ ამ კაბით მის წინაშე წარვსდგებოდი..მერე..მერე იმ საბედისწერო დღეს გაისმა ტელეფონის ზარი,რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ამ კაბით დავრჩი რეალობის წინაშე. თავზე დამენგრა ყველაფერი ყოველგვარო ახსნის და მიზეზის გარეშე...დაიწყო ტკივილიანი დღეები, ტირილში გათენებული ღამეები, პასუხგაუცემელი კითხვები და ცრემლებისგან დასველებული ბალიში...დეპრესიის დღეები, რომლისგან თავის დაღწევა არ მსურდა.არ მინდოდა არც ჭამა,არც ძილი,არც დამშვიდება და ნუგეშისცემა, ეს უარეს დღეში მაგდებდა.მივატოვე სწავლა და წარჩინებული სტუდენტი,რომელიც პრაქტიკულ კურსს წარმატებით ვასრულებდი გამრიცხეს…
სახლში ყოფნა და ფანჯარაში ყურება. მოლოდინი იმის რომ დაბრუნდებოდა, ისევ დავინახავდი იმ ქუჩაზე ღიმილით მომავალს….
რა თქმა უნდა ადამიანს ყოველთვის ერთგული მეგობარი ან მეგობრები გიმაგრებენ ზურგს და ეს სიტუაცია არ გამორჩენიათ მათაც.სამეგობრო კი საკმაოდ დიდი მყავდა ზოგი ბავშვობის დროინდელი და ზოგიც სტუდენტობისას შეძენილი,მაგრამ ყველანი ნამდვილები..მუდამ ერთად მყოფებს არ გამოჰპარვიათ რომ ჩემს თავს იმაზე სერიოზული რაღაც ხდებოდა,ვიდრე უბრალოდ მიტოვება ან დაშორება იყო…
პირველმა ირმამ მნახა ასეთ მდგომარეობაში და მაშინვე აფრინა საგანგაშო ზარი სოფიასთან და კატოსთან.მათაც ბავშვები ბაღში დატოვეს თუ არა მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ..მთელი დღე საუბრის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ იმას მიაღწიეს რომ მხოლოდ საჭმელი მაჭამეს,ცოტა მოვფერიანდი.
-ასე რატომ იქცევი?კარგი რა,ვინ არ დაშორებია შეყვარებულს? ბოლოსდაბოლოს აწყობილი ოჯახები ინგრევა,ცოლ-ქმარი შორდება,შენ კი რა ვერ გადახარშე ეს ამბავი?თვეზე მეტი გავიდა და შენ მაინც ისევ ისე ხარ.-ბუზღუნებდა ირმა.
-კარგი ირმა,ნუ უმატებ,-დაუბრიალა თვალები სოფიამ.-დაბრუნდება,აი ნახავ დაბრუნდება,უშენოდ ვერ გაძლებს,თუ არადა შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ვინმე და შენც ბედნიერი იქნები.
-გთხოვ მეგობარო,ასე ნუ იქცევი, საკუთარ თავს მიხედე,არ გეცოდება? იმედი არ დაკარგო, ყველაფერი კარგად იქნება.
ბოლოს ითათბირეს და გადაწყვიტეს რომ მარტო ჩემი დატოვება არ შეიძლებოდა,ამიტომ ირმამ თავისთან წამიყვანა.მარტო ცხოვრობდა ქმართან და პატარა გაბრიელთან ერთად.ბავშვი ისე მამხიარულებდა, რომ ხანდახან ყველაფერს მავიწყებდა.ერთი კვირის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ორსულად ვიყავი. თვალებგაფართოებული ვიჯექი ირმას მისაღებში,წინ მეგობრები მესხდნენ და ხმას ვერც ერთი იღებდა…
-უნდა გააჩინო,-გაისმა სოფიას ხმა.
-არ შემიძლია,ცხოვრებას დავიმახინჯებ, ვეღარასოდეს შევქმნი ოჯახს,ვერც ჩემები გაიგებენ ამას და არც მიმიღებენ,უარს იტყვიან ჩემზე.
-გაჩუმდი,აბორტი არ გამაგონო,არც მე მქონდა დაგეგმილი ოთხი შვილი, მაგრამ ვერც ერთზე ვთქვი უარი.ასე რომ დაფიქრდი და მიხვდები რამხელა საჩუქარია დედობა… - კვლავ აქტიურობდა სოფია.
-უნდა იბრძოლო,მასაც უნდა უთხრა.
-არა კატო,მან არ უნდა გაიგოს.ბავშვს არ გამოვიყენებ მის დასაბრუნებლად.
-მაშინ ასე უნდა დაიტანჯო?მას აქვს უფლება იცოდეს.მარტო გაგიჭირდება გაზრდა,თანაც შექმნაში ხომ მიიღო მონაწილეობა?
-ხოდა არ გავაჩენ..
-არ გაბედო მეთქი,გესმის?აბორტის გაკეთება არ გაბედო,-ლამის მიყვირა ირმამ.-შენ ექიმი ხარ და არ გაქვს უფლება სიცოცხლე მოუსწრაფო ჯერ არ დაბადებულ,უცოდველ ბავშვ,მას ნუ აგებინებ პასუხს თქვენს შეცდომებზე.
-არ მინდა არაა,-ავყვირდი,ავკივლდი და ისეთი იტერიკა დამემართა,რომ სასწრაფო გამოიძახეს და დამამშვიდებელი გააკეთებინეს,მათი ქმრები კი გაკვირვებულები მიყურებდნენ თუ რა ხდებოდა.
მეორე დილით ცოტა დამშვიდებული სახლში დავბრუნდი,იქ აღარ დავრჩი,დაფიქრება მინდოდა…
მერე იყო უაზროდ მიღებული გადაწყვეტილება და შეცდომა, რომელიც შეიძლება ვერასოდეს გამომეწორებინა.ხელში ჩავიყარე წამლები და ერთიანად გადავყლაპე. არ გამომივიდა,ამჯერად კატომ მომისწრო..გადამარჩინეს.. უფრო სწორად გადაგვარჩინეს… საავადმყოფოში საბოლოოდ მივხვდი რას ნიშნავს დედობა,როცა ჩემი სამი მეგობარი შვილებით მომადგნენ სანახავად..მაშინ მივხვდი რომ ჩემს სხეულში იზრდება ახალი სიცოცხლე და მე უკვე მქვია დედა..
რამდენიმე დღე დამტოვეს, მოვღონიერდი…
მერე იყო მშობლებთან მისვლა და მათთვის ყველაფრის ახსნა.ვერ გამიგეს,არც მქონდა იმედი რომ მიმიღებდნენ..ცხვირწინ მომიხურეს კარი..ასეთი შვილის სცხვენოდათ. ცნობილი გვარის წარმომადგენელს ასეთი სამარცხვინო საქციელის ჩადენა არ მაპატიეს.გვარიდან მომკვეთეს კეთროვანივით.არავის უცდია ჩემი დაცვა.
უკან დავბრუნდი ჩემს პატარა ნაქირავებ ბინაში.გადაუხდელობის გამო მეორე დღეს მეპატრონე მომადგა და ბინის დაცლა მთხოვა. მხოლოდ ტანსაცმელი ჩავალაგე და ირმას მივადექი. საღამოს ისევ ერთად ვიჯექით ყველა და გამოსავლის პოვნაზე ვმსჯელობდით.მათი ქმრები ჯერ მამტყუნებდნენ, მიბრაზდებოდნენ, მერე ცოტა მოლბნენ, რომ დამინახეს რა მდგომარეობაში ვიყავი.
-აქედან უნდა წახვიდე,ცოტა ხნით მაინც,-თქვა სოფიამ.
იმ წუთში სკაიპში ზარი გაისმა,ყველამ ერთმანეთს გადახედა,მაშინვე მივხვდით გამოსავალი რა იყო..
ყველამ ერთად შეკრიბა ფული, მოამზადეს საბუთები,მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი და ჩვენს კიდევ ერთ მეგობართან თაკოსთან გამიშვეს გერმანიაში…
აქ დაიწყო სხვა ცხოვრება ჩემთვის, გერმანიაში ჩასულს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მომიწია აქაური ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა,სულ დამავიწყდა ჩემი ტკივილი და დარდი,უფრო სწორად მიყუჩდა დროებით. თაკო უზომოდ გახარებული იყო ჩემი ჩასვლით,უცხო ქვეყანაში მარტო მყოფს მისთვის ერთგვარი შვება ვიყავი,მე მისთვის ის ჩემთვის..დავდიოდით ერთად,ვათვალიერებდით ქალაქს, ვეცნობოდი აქაურობას.ის ყველაფერს აკეთებდა რომ თავი კარგად მეგრძნო...თაკომ თავისი სიტყვა თქვა ჩემს ცხოვრებაში..მამზადებდა გერმანულში და ჩემი საბუთები მაგისტრატურაში შეიტანა. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე...
გადიოდა დრო,იზრდებოდა ჩემი მუცელი და ახლოვდებოდა მშობიარობის დრო…
მერე კი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ჩემი შვილი -ჩემი გიორგი,რომელმაც კიდევ უფრო სხვა ადამიანად მაქცია და დამანახა რას ნიშნავს იყო დედა, მივხვდი რამდენი რამის მოთმენა და ატანა გიწევს შვილისთვის..
გერმანიაში რამდენიმე თვით წასული რამდენიმე წელი დავრჩი.დავამთავრე მაგისტრატურა.ვიმუშავე საავადმყოფოში, იმდენ ფულს მოვუყარე თავი,რომ თბილისში ბინის ყიდვა შევძელი.რამდენიმე წარმატებულ საავადმყოფოს ჩემი მონაცემები გადავუგზავნე,დადებითი პასუხი როგორც კი მომივიდა,ხელო მოვკიდე ჩემს შვილს და თაკოსთან ერთად დავბრუნდი…
ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა მამაკაცი, რამდენიმე გერმანელს კი ჰქონდა მცდელობა მაგრამ დასაწყისშივე დავასრულე,ალბათ იმიტომ რომ ჩემი გული ყოველთვის ერთ ადამიანს ეკუთვნოდა,ჩემი შვილის მამას...
მოკლედ ასე მე მარიამ მაყაშვილი ვარ. ახლა ოცდაათი წლის, მარტოხელა დედა და ვიწყებ ისტორიის მოყოლას,რომელიც ჩემი თბილისში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო…
****
მძიმე სამუშაო დღე იყო,ზოგადად კვირის ბოლოს სულ ასე ხდებოდა ვერასოდეს ვახერხებდი სახლში დროულად წასვლას და შვილის საბავშო ბაღიდან დროულად გამოყვანას.ამჯერადაც ასე იყო,ოპერაცია გვიან დავასრულე, პაციენტის ახლობლებს ოპერაციის შედეგი გავაცანი და მერე საავადმყოფოს დერეფანს გავუყევი რეგისტრატურისკენ რომ პაციენტის ანკეტა ჩამებარებინა,გზად ყავა ვიყიდე აპარატიდან,თან კატოს დავურეკე.
-გთხოვ გიო საბავშვო ბაღიდან გამოიყვანე თუ შეგიძლია.
-ისევ მორიგე ხარ?ცოდოა ბავშვი ასე,ან ძიძა აიყვანე ან სამუშაო გრაფიკი შეცვალე,-მორიგი რჩევა-დარიგეგებით შემოიფარგლა ის.
-კარგი,კარგი,რამეს ვიზავ,ოღონდ ამ ერთხელაც მიშველე.-შევეხვეწე.
-გამოვიყვან,და მერე ჩემებს გავუვლი, მაკდონალდსში უნდა წავიყვანო და იქ მოდი შენც..
-მადლობა მეგობარო,გკოცნი,ჩემი თბილი და საყვარელი გოგო ხარ შენ.
-აფერისტო,-გაეცინა მას.
რეგისტრატურაში ჩავედი,პაციენტის ანკეტა ჩავაბარე,ხელი მოვაწერე საჭირო საბუთებს და ის იყო გამოსაცვლელ ოთახში უნდა წავსულიყავი,რომ სასწრაფო გამაყრუებელი კივილით შემოიჭრა ეზოში.მაშინვე მივხვდი რომ მძიმე პაციენტი მოიყვანეს,ნახევრამდე ჩასული ყავის ჭიქა ურნაში მოვისროლე და იქით გავიქეცი. ახალგაზრდა გოგონა საკაცეზე იწვა გონდაკარგული და გაფითრებული, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და დროდადრო შეტოკდებოდა ხოლმე, კრუნჩხვა ემართებოდა.გოგონა სახეზე მეცნო,მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.ჯერ კიდევ ბავშვი იყო,ახლა იწყებდა დაქალებას.სასწრაფოს ექიმმა ანკეტა მომაწოდა,მაგრამ სანამ მასში ჩავიხედე,მანამ მოისმა შემოსასვლელი კარიდან ქალის კივილი და ხმაური და უცნობი ადამიანები შემოცვივდნენ,რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ,მით უფრო ნათლად ვარჩევდი ვინ იყვნენ ისინი. დასამტკიცებლად ანკეტას დავხედე. ჰო ის იყო,არ ვცდებოდი-ელენე ქართველიშვილი ამოვიკითხე და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა.ძალა მოვიკრიბე,კიდევ ერთხელ გავიხედე უკან და გოგონასთან ერთად საოპერაციოს კარს მიღმა გავუჩინარდი….
თავის ხელში აყვანა და გაკონტროლება იმდენად გამიჭირდა, კინაღამ მე თვითონ დამჭირდა ექიმი. პაციენტის ანკეტას და წინასწარ შეგროვებულ ცნობებს კიდევ ერთხელ გადავხედე და მოქმედებაზე გადავედით.
-მოწამლულია,სასწრაფოდ კუჭი ამოვურეცხოთ და ანალიზები ავუღოთ. წნევა აკონტროლეთ…
სანამ გოგონას მდგომარეობა არ დასტაბილურდა მანამდე ვიყავი მასთან ინტენსიური თერაპიის პალატაში.ალბათ უფრო იმიტომ რომ მის ახლობლებთან შეხვედრას ვერიდებოდი.ვერც სხვას გავუშვებდი,მკურნალი ექიმი მე ვიყავი და ესეც რომ არა მე ფიცი მქონდა დადებული და პირველ რიგში პაციენტის სიცოცხლე უნდა დამეყენებინა ყველანაირ პირადულზე წინ.ერთ საათზე მეტი გავიდა,მის საწოლთან ვიჯექი,მისი ხელი მეჭირა და გაყინულ თითებზე ვეფერებოდი.
-რამხელა გოგო ხარ უკვე ელე..არადა როგორი პატარა მახსოვხარ,მაშინ თერთმეტი წლის იყავი...რა დაგემართა?რა მოხდა ასეთი?არ მინდა დავიჯერო რომ სცადე.-კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა.თავში ჭიანჭველებივით დაფუსფუსებდნენ…
უკვე გვიანი იყო,ჩემი სამუშაო საათები დიდი ხნის უკან ამოიწურა. ექთანს დავუძახე,ვთხოვე მასთან დარჩენილიყო და ერთი წუთით არ დაეტოვებინა მარტო და როგორც კი ანალიზების პასუხი მოვიდოდა, მაშინვე შეეტყობინებინა ჩემთვის…
ანკეტას ხელი დავავლე და მიმღებისკენ წავედი,რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი მათ,მით უფრო ამიჩქარდა გული და ყელში მომებჯინა,ადვილი არ ყოფილა ჩემთვის მათთან პირისპირ შეხვედრა. გულმა დარტყმებს უმატა,კუთხეში მიმჯდარიყვნენ ელენეს მშობლები. ქმარს ცოლისთვის ხელი მოეხვია და ჩაეხუტებინა,დროდადრო ქალი ამოისლუკუნებდა და ცრემლებს მოიწმინდავდა ხოლმე.საპირისპირო მხარეს მისი ძმები კედელს მიყრდნობოდნენ და გულზე დაეკრიფათ ხელები,აშკარად ნერვიულობდნენ ისინიც.იქვე კი ახალგაზრდა გოგო იჯდა,მივხვდი მისი ცოლი იყო.უდარდელი სახით იჯდა და ტელეფონში რაღაცას ჩაჰყურებდა, უცხო თვალს არ გამოეპარებოდა ეს..
თავი მაღლა ავწიე,ძალა მოვიკრიბე და თამამად წავედი მათკენ.ნეტავ თუ მიცნობენ ან რა რეაქცია ექნებათ როცა დამინახავენ?რას მეტყვიან? ერთ დროს ხომ მათ სარძლოდ ვითვლებოდი.
-გამარჯობათ,-მივესალმე მათ.
ყველა უცებ წამოხტა და ჩემს წინ გამწკრივდნენ.ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვატარე მზერა ყველას და მის ცოლზე შევჩერდი.
„-ნეტავ რას ფიქრობს ახლა? “-გავიფიქრე და უცებ საკუთარი თავის შემრცხვა,ახლა ამის დრო არ იყო.ის კი შევნიშნე,როგორ გააპარა ხელი და როგორ ჩაჰკიდა მას.
-შენ?-პირველი ქალს დასცდა
-მოგესალმებით ქალბატონო მარინა, როგორ ბრძნდებით?
-როგორ ვიქნებით,ჩემი ელენე საავადმყოფოშია,-შემომტირა.
-ვიცი,მე მისი მკურნალი ექიმი ვარ.
-შენ მაინც მითხარი როგორაა ჩემი შვილი.
-ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია, კუჭი ამოვურეცხეთ,ეტყობა რაღაცამ აწყინა,ანალიზები ყოველი შემთხვევისთვის მაინც ავუღეთ და პასუხებს ველოდებით,მანამდე კი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.
-მადლობა ღმერთს,-შვებით ამოისუნთქა ქალმა და ქმარს იმედიანად შეხედა.
-მარტო ესაა?მხოლოდ უბრალო მოწამვლის გამოა ჩემი და ასეთ დღეში?-მისმა ხმამ ჰაერი გააპო და ჩემამდეც მოაღწია.ისევ ისეთი ხმა ჰქონდა,ხმა რომელიც ოდესღაც მე მეკუთვნოდა და ჭკუას მაკარგვინებდა.
-მოწამვლა უბრალოდ მოწამვლა არაა და ის საკმაოდ საშიშია,თუ დროული დახმარება არ აღმოუჩენეთ პაციენტს, ხშირად სავალალო შედეგითაც მთავრდება,ასე რომ დამშვიდდით ბატონო გიორგი და დამაცადეთ ჩემი საქმის გაკეთება,-მკაცრად ვუპასუხე მას.
-დამშვიდდი შვილო,მიდი დედაშენს ყავა მოუტანე ან წყალი,ჩვენ კი მარიამს დაველაპარაკებით…
თითქმის ძალით გაუშვა მამამ შვილი იქიდან და ჩემსკენ მობრუნდა კითხვების მოლოდინში.
-ბოლო პერიოდში თქვენი ქალიშვილისთვის უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ ან ცუდად ხომ არ გამხდარა?ან რამე მსგავსი ხომ არ დასცდენია თქვენთან?
-ისეთი არაფერი,ჯანმრთელი ბავშვი იყო.არის უფრო სწორად,მხოლოდ ერთი უცნაურობა სჭირდა ყოველი კონცერტის ან გასტროლის წინ ნერვიულობდა,იმდენად რომ ჭამითაც ნაკლებად ჭამდა და ამიტომ ვიტამინების მიცემა გვიწევდა მისთვის.ის ხომ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა,მერე დამამშვიდებლებს ვასმევდით ექიმის მითითებით და ყველაფერი ლაგდებოდა.
-და ამ ყველაფერს სახეზე ცვლილება გაფერმკრთალება და თვალების ჩაცვენა ახლდა თან?-ვკითხე ბოლოს
-არა,მსგავსი არაფერი,უბრალოდ ეგ ბოლო ერთი კვირაა რაც დაეწყო. ხო,თავბრუც დაეხვა რამდენჯერმე.
-კარგით,მეტი კითხვა არ მაქვს ამ ეტაპზე,დანარჩენს ანალიზების პასუხი რომ მოვა,მერე გაგაგებინებთ. ვფიქრობ ეს ნერვიულ ფონზე დაემართა,მაგრამ მაინც დაველოდოთ.-დავაიმედე,მაგრამ გულში ვფიქრობდი რომ ყველაფერი უფრო სხვანაირად იყო და ელენეს თავს რაღაც ხდებოდა,რაღაც სერიოზული.
-ხომ ნამდვილად კარგად იქნება ჩემი შვილი?-ხელებში მწვდა მარინა და იმედის თვალით შემომხედა.
-კი,კარგად იქნება,-მის გაყინულ ხელებს მოვეფერე.
-შვილი გადამირჩინე მარიამ,გთხოვ,- შემომტირა მან,-ვიცი სულგრძელი ადამიანი ხარ და ჩემი შვილის ცოდვების გამო ელენეს არ დასჯი.
-ეს არც მიფიქრია ქალბატონო მარინა,ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ჩემი და გიორგის ურთიერთობა წარსულია,წარსული,რომელიც წარსულში დარჩა და დიდი ხანია დავივიწყე,თანაც არ ღირს ამის გახსენება.
თავი რომ ავწიე გიორგის თვალებს შევეჩეხე.ყავის ჭიქებით ხელში იდგა და გვიყურებდა.
-დედა ცუდად ხომ არ ხარ,მოდი ჩამოჯექი,ახლა ამაზე საუბრის დრო არაა.-სიცივე გაერია მის ხმაში.
-დამამშვიდებელს მოვატანინებ.-მის წინ ჩავიცუცქე და პულსი შევუმოწმე.
-არაფერი არ უნდა,-უხეშად გამომაწევინა ხელი,არ ვიცი რატომ გაღიზიანდა ასე ან მე რა დავაშავე.
-დედა აი ყავა დალიეთ,დაბალი წნევა გაქვთ და ცოტა აგიწევთ,-გვერდით მიუჯდა რძალი და ყავის ჭიქა მიაწოდა.ო,როგორი ყალბი ჩანდა ეს ყველაფერი.
-კარგად ვარ,კარგად.არაფერი არ მინდა.მადლობა მარიამ,მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ და მაინც მიაღწიე იმას,რაზეც ოცნებობდი.
-მადლობთ ქალბატონო მარინა,-უცებ მზერა შემოსასვლელ კარზე გამიჩერდა.ღიმილი სახეზე შემეყინა. კატო გამოჩნდა ბავშვებთან ერთად და პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა..
როგორც კი გიომ დამინახა,მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა ყვირილით.
-დეე,დეე,როგორ მომენატრეე, -ხელები გაშალა, ჩამოუქროლა ყველას,მათ შორის ქართველიშვილების ოჯახს და მუხლებზე მომეხვია.
-დედიკო იცი კატო დეიდამ მაკდონალდსში წაგვიყვანა,შენც გელოდებოდით,მაგრამ არ მოხვედი და მერე აქ მოვედით შენთან .-ტიტინებდა ბავშვი და არავის არ აქცევდა ყურადღებას.ხელში ავიყვანე,მანაც თავის პატარა ხელები გაშალა,კისერზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-დედი რამდენჯერ გითხარი რომ ასე მოქცევა და ყვირილი არ შეიძლება,აქ საავადმყოფოა და ბევრი ხალხი მკურნალობს.ავადმყოფები წუხდებიან
გიოს შერცხვა და თავი დახარა. ქართველიშვილების ოჯახი პატარას უყურებდა და ვინ იცის რას ფიქრობდნენ ან რას გრძნობდნენ ახლა.ნეტავ რას გრძნობდა მამამისი?რამდენჯერ წარმომიდგენია მათი შეხვედრა,მაგრამ ასე ასე არა.
ამასობაში კატოც მოგვიახლოვდა თავის ორ ვაჟკაცთან ერთად და სიცილით მითხრა.
-მაპატიე,ვერ შევაჩერე,ძალიან ცელქია,ეტყობა მამამისს ჰგავს.
-ეტყობა,-ჩავილაპარაკე მე,ბავშვი იატაკზე დავაბრუნე და მათ მივუბრუნდი.
-ახლა დაგტოვებთ,ჩემი სამუშაო დღე დიდი ხანია დასრულდა,შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ,ელენე დილამდე იძინებს.ხვალ მობრძანდით და მის ნახვას შეძლებთ.
-ძალიან საყვარელია,არ ვიცოდი თუ გათხოვდი,-მითხრა ქალმა.
-დიახ,-ამოვილუღლუღე დაბნეულმა. მათ დავემშვიდობე და სანამ გიოს დაელაპარაკებოდნენ ან რამეს ეტყოდნენ,მანამდე ჩავკიდე ხელი და იქაურობა დავტოვეთ.ბავშვი ენას არ აჩერებდა,ტიკტიკით მიხტოდა და თან იცინოდა.მე კი იქამდე ვგრძნობდი მათ მზერას,სანამ კაბინეტში არ შევედით. კარი ხმაურით მივკეტე და შვებით ამოვისუნთქე.
-რა დაგემართა?-მკითხა კატომ,რომ დაინახა ფერი გადამივიდა.
-ვერ იცანი ისინი?
-ვერა,არ შემიხედავს.
-ის იყო,მამამისი და მისი ოჯახი.-ვუჩურჩულე და შვილს გავხედე, ის ჩემს სავარძელში იჯდა და უკვე აეთვისებინათ იქაურობა კატოს პატარებთან ერთად.
-წარმოუდგენელია,-თვალები გაუფართოვდა მასაც,-რა უნდოდათ?
-ელენეა ცუდად,დღეს მოიყვანა სასწრაფომ.მისი მდგომარეობა არ მომეწონა.
-რატომ?რა სჭირს?
-მგონი სცადა,-ისევ ვუჩურჩულე,რასაც კატოს შეკივლება მოჰყვა,მერე კი პირზე ხელი აიფარა,რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ.ისინი სულ არ გვიყურებდნენ ჩვენ.კომპიუტერში შემძვრალიყვნენ და თამაშობდნენ.
-იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
-მეც მაგის იმედი მაქვს.ანალიზის პასუხებს ველოდები,ყველაფერს მერე გადავწყვიტავ.
-მასთან დაკავშირებით რას აპირებ?-მანიშნა ბავშვზე.
-არაფერს,ყველაფერი ისე იქნება,როგორც აქამდე იყო.დაე ეგონოთ რომ გავთხოვდი და ქმრისგან მყავს შვილი,თუ მაინცდამაინც კითხვებს დამისვავენ და დაინტერესდებიან,ვეტყვი რომ დავშორდით და საზღვარგარეთაა, მაგრამ არა მგონია რომ ინტერესი გამოიჩინოს ამ თემასთან დაკავშორებით…
-შენ შეიძლება ასე ფიქრობ,მაგრამ სისხლი და გენი თავისას შვება და არ იცი როდის იყივლებს.როდის გაიღვიძებს მასში მამობრივი გრძნობა,თან როგორც ვიცი ცოლთან შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავს..
-არ მინდა იმაზე ფიქრი რა იქნება ხვალ,ზეგ,მომავალში...ახლა მთავარია ელენე იყოს კარგად..
-კარგი,წავალ ახლა მე,გვიანია ისედაც,შენ არ მოდიხარ?
-ერთხელაც ვნახავ წასვლის წინ და მეც წამოვალ მერე.
-როგორც გინდა,აბა ბავშვებო მოემზადეთ,მივდივართ..პატარები ძლივს მოსწყდნენ კომპიუტერს და ბუზღუნით და უკმაყოფილოები გაჰყვნენ უკან დედას.გიომ რამდენიმე წამით მოაშორა თვალი ეკრანს,მერე კი ისევ თამაში განაგრძო..
-მოვკალი დეე,ურჩხული მოვკალი,- იყვირა და გაბრწყინებულმა შემომანათა ბედნიერი თვალები..
-ჩემი ყოჩაღი ბიჭი,-კალთაში ჩავისვი და ლოყები დავუკოცნე..მერე მორიგე ექთანი გამოვიძახე და ელენეს მდგომარეობა ვკითხე.გონს მოვიდაო,- მახარა მანაც.ცოტა ხანს გიოსთან დავტოვე და მის სანახავად წავედი.
ფრთხილად შევაღე კარი და ასევე ჩუმად მივხურე.გოგოს გადავხედე. რეაგირება არ ჰქონია,ერთ წერტილს მიშტერებოდა და გაუნძრევლად იწვა თითქმის ჩაბნელებულ ოთახში.
-ელენე,-ხმადაბლა წარმოვთქვი მისი სახელი,ისევ არაფერი,ისევ იგივე.
-ელენე,შემომხედე,ვერ მიცანი?მე ვარ,მარიამი.ჰო,მე ვარ ის მარიამი,შენ რომ გიჟდებოდი?მაშინ პატარა იყავი. ახლა როგორ გაზრდილხარ..რამდენი წლის ხარ?თექვსმეტი?ჩვიდმეტი? უკვე აღარ მახსოვს.მაშინ ბედნიერი სიცოცხლით სავსე ბავშვი იყავი,ახლა რა დაგემართა?ასეთს რომ გიყურებ საშინლად არ მომწონს, დამელაპარაკე, გთხოვ რამე მითხარი,ნუ ხარ ჩუმად,-ნელა და დაკვირვებით ვლაპარაკობდი, სიტყვებს ვარჩევდი რომ მასზე გავლენა მომეხდინა.. მთელი საუბროს განმავლობაში რეაქციანარ ჰქონია, მხოლოდ ბოლოს მოატრიალა თავი და ტანჯული,ჩამქრალი თვალებით შემომხედა.
-ელენე,ვიცი რომ მიცანი,გთხოვ დამელაპარაკე,გარეთ შენი მშობლები არიან,მათ „ნაბოლარაზე“ ღელავენ,შენი ძმები განადგურებულები არიან ცუდის მოლოდინში.მე მელოდებიან,მე კი არ ვიცი როგორ გავიდე და როგორ ვუთხრა რომ მათმა ქალიშვილმა სცადა.
ამან ნამდვილად იმოქმედა და საბოლოოდ მობრუნდა ჩემსკენ,თვალები ცრემლით აევსო
-მითხარი გთხოვ რა მოხდა.რამ გაიძულა ამის გაკეთება,გპირდები დაგეხმარები.არ დავუშვებ ვინმემ რამე დაგიშავოს.ყველასგან დაგიცავ..
გოგომ ტუჩები ოდნავ გახსნა, შევამჩნიე რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ისევ გაჩერდა და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
-კარგი,მაშინ მე წავალ,გვიანია უკვე,შენ დაიძინე,ანალიზის პასუხებს დაველოდები და ისე მაინც გავიგებ რა გჭირს,-თავზე ხელი გადავუსვი,ვაკოცე და მოვბრნდი,რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,მისი გაპარული და შეშინებული ხმა რომ მომესმა.
-ორსულად ვარ…
თავზარი დამეცა და ერთ ადგილს მივეყინე.მაშინვე ჩემი თავი და ჩემი წარსული გამახსენდა.იგივე..ისევ იგივე მეორდებოდა ან იწყებოდა..ისევ ის რაც მე გადამხდა,ახლა ამ პატარა გოგოში ხდებოდა,მასში მეორდებოდა ჩემი ცხოვრება,თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გამიმიგზავნაო..რატომ მოხვდა ელენე მაინცდამაინც იქ,სადაც მე ვმუშაობდი,მაინცდამაინც მე მომიწია მისი გადარჩენა.რატომ მოიყვანა ბედისწერამ ჩემთან? იქნებ იმიტომ რომ რაც მისმა ძმამ მე გამიკეთა,ცხოვრება ბუმერანგივით უბრუნებდა იგივეს თავისი დის სახით.
არა,ელენეს არ უნდა ეგო ამისთვის პასუხი,ის ჯერ პატარა იყო, გამოუცდელი.ჯერ ახლა იწყებდა ცხოვრებას,ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა.მეც ცოდო ვიყავი,მაგრამ მე მასზე ბევრად უფროსი ვიყავი და ასე თუ ისე ფეხზე მყარად ვიდექი,მქონდა იმის ძალა რომ ცხოვრების სირთულეებს შევჭიდებოდი.ის? ის ჯერ პატარა იყო.მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა პასუხი გამეცა ან რა მერჩია მისთვის....



ეს ჩემი ახალი ისტორის.აქვე განვმარტავ,შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვები რატომ სულ მიტოვებული ქალები,მსგავსი წარსულით ან რატომ ხშირად ექიმები?იმიტომ რომ მეც ექიმი ვარ,ვმუშაობ საავადმყოფოში და იქ მსგავს ისტორიებს ხშირად ვისმმენთ,მერე კი გადმომაქვს აქ:)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან საინტერესო ისტორია.მომეწონა ძალიან .ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი nini

sainteresoa gaagrdzele

 


№3 წევრი Rania

Zalianbmagariaaa. Gtxov ar daagviano raaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი Anano Magradze

სულ მომწონდა ასეთი ისტორიები ♥
გააგრძელე heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია ბოლოს ერთად დარჩებიან გიორგი და მარიამი..წარმატებები საოცრად წერ

 


№6  offline წევრი katiusha

უღრმესი მადლობა ყველას.გპირდებით დიდხანს არ დავაგვიანებ და მალ-მალე მოგაწვდით ახალ თავებს

 


№7  offline წევრი დარინა

ძალიან ძალიან მიხარია ასე მალე რომ დაბრუნდი ახალი ისტორიით, აი ვერასდროს ვამართლებ ქალს როცა კაცს ბავშვის არსებობას უმალავენ მიუხედავად იმისა რა დოზით არის დამნაშავეე, ამ შემთხვევაშიც ვამტყუნებ მარიამს ბავშვი არ უნდა დაემალა, რაღაც ისე ვერ არის ასე მგონია თუ უყვარდა ბრახ და ასე უცებ ვერ მიატოვებდა, მგონია რომ გიორგის რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნებაა, მის ცხოვრებაში ცოლის არსებობა არ მომეწონა იმედია მალე მოაშორებ. ბავშვზე რომ გაიგებს რეაქცია მაინტერესებს. სულ მოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

საოცრად კარგი ისტორიაა.კარგად წერ.მომწონს თქვენი
მოთხრობები. ჩქარა დადე ახალი თავი დავინტრიგდი ძალიან.❤❤❤❤

 


№9  offline წევრი katiusha

დღეს იქნება ახალიიი,თითქმის მზადაა

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.