შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა, თავი 2


21-03-2019, 01:31
ავტორი katiusha
ნანახია 1 030

მარტოხელა  დედა, თავი 2

ძლივს მივედი სკამამდე, ჩამოვჯექი და ელენეს გადავხედე.
-არ ვიცი რა გითხრა,არა უფრლ სწორად ვიცი როგორ არ ვიცი, გამოსავალი არაა.პირიქით,უარეს ტკივილს მიაყენებ შენი ოჯახის წევრებს.
-არ მინდა ეს ბავშვი,გთხოვ მარიამ,აბორტი გამიკეთე და არაფერი არ თქვა.
-ელე,ამას ვერ ვიზავ,არ შემიძლია,ყველაფერი რომ დავივიწყო,იმას რა ვუყო რომ არასრულწლოვანი ხარ და ეს დანაშაულია,ციხე არ ამცდება.იქნებ სხვანაირად მოვიქცეთ,გამოსავალი მოვნახოთ,ბავშვს მამა ხომ ჰყავს,მას დაელაპარაკე.
-არა,მარიამ,შენ არ გესმის, არავინ არ უნდა გაიგოს ეს,სულ არავინ,გთხოვ მომკალი,მომეცი სიკვდილის უფლება რომ ამ სირცხვილს და ამ დამცირებას ავცდე.-აყვირდა გოგო და ისტერიკული შეტევა დაეწყო….მომიწია ექთნების გამოძახება და დამამშვიდებლის გაკეთება.დილამდრ ეძინებოდა.ცოტა ხანს კიდევ დავრჩი,მერე კი მორიგრ ექთანთან დავტოვე და გამოვედი.
განადგურებული დავბრუნდი სამუშაო კაბინეტში,გიოს დივანზე დასძინებოდა,ექთანს პლედი მიეფარებინა და მის გვერდით იჯდა,თითქოს მის მშვიდ ძილს ყარაულობდა. ელენეს პრობლემების გადამკიდე საკუთარი შვილი და საკუთარი თავის კი დამავიწყდა. მისი აღიარების შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ დროის მანქანის დახმარებით წარსულში დამაბრუნდა და იმ ტკივილის პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი…
ექთანს მადლობა გადავუხადე და გავანთავისუფლე,მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე,გიო ხელში ავიყვანე და გამოვედი. უკვე გვიანი იყო და მეგონა ელენეს ოჯახის წევრები წასულები იქნებოდნენ, მართლაც დერეფანში არავინ დამხვდა.თამამად გავიარე. მიმღების წინ ტაქსი შევნიშნე მე რომ გამოვიძახე.
უეცრად ვიღაცამ დამიძახა და საკუთარი სახელის გაგონებაზე ადგილზე შევხტი.
-მე ვარ,ნუ გეშინია.-სევდა შევნიშნე მის ხმაში,ოღონდეს რის ან ვის გამო იყო დანამდვილებით ვერ გეტყოდით.
-არ მეშინია.
-გაქვს დრო?ცოტა ვილაპარაკოთ..
-წასული მეგონე.
-ვერ წავედი,ჩემი „ნაბოლარა“ ვერ მივატოვე.
„-ჰმ,ვერ მიატოვე?მე კარგად მიმატოვე„“-გავიფიქრე გონებაში.
-არ შემიძლია,მას ასეთ დღეში ვერ ვუყურებ.რას არ გავაკეთებ რომ მე ვიყო მის ადგილას
ძალიან შემეცოდა,მის თვალებზე ცრემლი შევნიშნე ან იქნებ მომეჩვენა?
-სამწუხაროა რომ მის ადგილზე ვერ იქნები,მითუმეტეს მიზეზი რომ იცოდე ამას არ იტყოდი,- გავიფიქრე ისევ.
-რატომ დუმხარ მარიამ? მითხარი რამე ძალიან გთხოვ..
-მეჩქარება,ბავშვი ცოდოა, ისედაც ნახევარი დღე საავადმყოფოში გაატარა,მთელი დღე კი არ მინახია ნორმალურად,..
-ვერ წარმოვიდგენდი რომ გათხოვდებოდი,მითუმეტეს მისი ასაკიდან თუ ვიმსჯელებთ,ეს საკმაოდ მალე მოახერხე….
-ისევე როგორც შენ მოიყვანე მალევე ცოლი და დიდხანს არ გიდარდია.ისე ბევრჯერ მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე,რას ვეტყოდით ერთმანეთს ან როგორ მოვიქცეოდით.მაგრამ ეს არასოდეს წარმომიდგენია, ღმერთია მოწმე ასეთი განადგურებული და უმწეო არ მინდოდა ყოფილიყავი.უფრო სწორად შენ ყველაფერს იმსახურებ,ის არა,ელენე ცოდოა,არ უნდა იტანჯებოდეს…
-ასე ნუ მელაპარაკები,შენგან ამას ვერ ავიტან..
-წარმოდგენა მაინც გაქვს რას მეუბნები ახლა?
-კი მაქვს,
-რა უფლებით?მიპასუხე რა უფლებით? არ გეჩვენება რომ დააგვიანე მოთხოვნების წამოყენების უფლება?-ოდნავ ავუწიე ხმას განერვიულებულმა,მაგრამ მერე გიო რომ შეიშმუშნა,ისევ გავჩუმდი.
-სახლში წაგიყვან.
-მადლობა,არ მინდა,ტაქსი უკვე აქაა.
-რატომ უნდა იარო ტაქსით,როცამე აქ ვარ და შემიძლკა წაგიყვანო.
-იმიტომ რომ არ ხარ ვალდებული,იმიტომ რომ ხუთი წელია არ მინახიხარ,იმიტომ რომ ყველაფერი მაშინ დასრულდა და არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს.
-ისევ ისე ხარ გაბრაზებული? ოდნავადაც არ გადაგიარა? მითხარი სიყვარულით გათხოვდი?შენი ქმარიც ისევე გიყვარს,როგორც მე გიყვარდი?-მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ დამქაჩა.უხეშად მოვიშორე და გააფთრებულმა შევხედე.
-კი,მიყვარს,იმაზე მეტად,ვიდრე შენ.მან მე ცხოვრების ხალისი დამიბრუნა,თავიდან დამაწყებინა, შენ თუ გეგონა რომ შენ და შენს ცოდვიან სიყვარულს შევეწირებოდი, ძალიან ცდები.
-ცოდვიანი არ იყო და არც ყოფილა,მე მართლა მიყვარდი.
-ერთი რამე დაიმახსოვრე კარგად სიყვარულს წარსული ფორმა არ გააჩნია,ის სულ იარსებებს შენს გულში, შეიძლება ერთად არ იყოთ, მაგრამ მაინც გეყვარება,არ გეგონოს რომ მძულხარ,მე არ შემიძლია შენი შეძულება, მაგრამ არც პატიება შემიძლია
-გასაგებია,-ჩაღუნა თავი,მერე გიოს შეხედა და მკითხა ისევ.
-ძალიან საყვარელია,ნეტავ ვის გავს შენ თუ მამამისს? -გადაიტანა საუბარი.
-უფრო მამამისს,მისნაირი ხასიათი აქვს.-მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი სიცრუე ვთქვი,რომ ერთი სიმართლე მეც გამიკვირდა.-ახლა მართლა უნდა წავიდე,შენც წადი, დაისვენე,ხვალ ელენეს ნახვას შესძლებთ,მას დასვენებული ძმა სჭირდება და არა ღამენათევი და დატანჯული.
მეტი აღარაფერი მითქვამს, ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი, გიოს ხელი მაგრად მივხვიე და ტანზე მივიხუტე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მას წამართმევდნენ….
*****
მთელი ღამე ვშფოთავდი,ვერ ვიძინებდი,საწოლში ვტრიალებდი და გამოსავლის პოვნას ვცდილობდი. როგორ უნდა მეთქვა მისი მშობლებისთვის,მისი ოჯახის წევრებისთვის ეს ამბავი,წარმოდგენა არ მქონდა. ვიცოდი გიორგის ხასიათი,ვიცოდი მისი ძმის ხასიათი და ისიც კარგად ვიცოდი რა შეიძლებოდა დაეშავებინათ გოგონასთვის გამწარებულზე, საშინლად ფეთქებადები და ემოციურები იყვნენ.ამას ვერ გადახარშავდნენ და ვერ გაიგებდნენ..
გამთენიისას ჩამეძინა და მალე მაღვიძარამაც დარეკა. გიო ვასაუზმე,მოვემზადეთ და კატოსთან დავტოვე,დღეს ბაღი არ იყო და წესით არც მე ვმუშაობდი,მაგრამ ცოტა ხნით მაინც გადავწყვიტე საავადმყოფოში მისვლა.
ანალიზების პასუხები მისაღებშივე მომაგება ექთანმა.ისედაც ვიცოდი იქ რა ეწერებოდა,მაგრამ მაინც გადავავლე თვალი,ყველაფერი წესრიგში იყო,მხოლოდ ჰემოგლობინი ჰქონდა დაბალი,არც გამკვირვებია.
ელენეს უკვე ეღვიძა და თითქოს მე მელოდაო.როგორც კი დამინახა, შევამჩნიე სახე როგორ გაეხსნა და დამელაპარაკა.
-როგორ ხარ?-ვკითხე.
-გუშინდელზე უკეთ.
-ძალიან კარგია,ანალიზის პასუხები ვნახე,ყველაფერი წესრიგში გაქვს, ახლა ექოსკოპიაზე წაგიყვანთ,რომ ბავშვის მდგომარეობა შევაფასოთ.
-მარიამ რატომ მაწამებ?გთხოვ გამიკეთე აბორტი და დავასრულოთ ყველაფერი,ისე თითქოს არც ყოფილა.არ უთხრა ჩემებს არაფერი.
-არ შემიძლია ელე,მართლა არ შემიძლია,ბავშვს ხო ჰყავს მამა,მას რომ დაველაპარაკოთ?იქნებ დაგთანხმდეს დაქორწინებაზე და ეს ამბავიც ისე მოვაგვაროთ.
-მას არ უნდა ჩემთან ყოფნა. იცის ყველაფერი.მითხრა რაც გინდა ის გიქნია,ერთი-ორი დღით შენთან გართობას ნუ გადამაყოლებო.
-მოდი იცი რაა,შენ მისი მისამართი მომეცი,მე დაველაპარაკები მას,ერთ-ორ დღეს ვადას მივცემ,იმედი მაქვს ამ პერიოდში რამე შეიცვლება, თუ არადა მერე უკვე მომიწევს შენებისთვის ყველაფრის თქმა.ვეღარ დავმალავ,მაგრამ გპირდები რომ დაგიცავ და არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს,მათ შორის არც შენი ოჯახის წევრებს.ხომ გჯერა ჩემი?
გოგომ იმედის თვალით შემომხედა.
-რატომ აკეთებ ამას?რატომ მეხმარები,როცა ჩემმა ძმამ ასეთი რამე გაგიკეთა და მიგატოვა?
-იმიტომ რომ შენ ჩემი წარსული ხარ.- დავიჩურჩულე და გულში ჩავიკარი.
-ვერ მიგიხვდი..-დაიბნა.
-ყველაფერს აგიხსნი,უბრალოდ ახლა მისამართი მითხარი ჯერ.
მისამართი მიკარნახა,ბიჭის სახელი და გვარი მითხრა და წარმატება მისურვა..
მითითებულ მისამართს ადვილად მივაგენი.ჩემს მეგობრებს რომ გაეგოთ,რასაც ვაკეთებდი,შეიძლება მაგრად გაველანძღე ყველას,მაგრამ ახლა მთავარი ელენე იყო და არა ჩემსა და მის ძმას შორის წარსულში მომხდარი ამბავი.
კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო,შეიძლება ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ყოფილიყო,საკმაოდ მოვლილი ჩანდა.
-გამარჯობათ,თქვენს შვილთან მინდა შეხვედრა,ვახო ჰქვია მემგონი ხომ?
-დიახ,მობრძანდით,რასთან დაკავშირებით?
-გასტროლებთან დაკავშირებით რაღაც მაქვს გასარკვევი, შეიძლება დაველაპარაკო?- ვიცრუე ოსტატურად
-მობრძანდით,მე გავდივარ, მაღაზიაში ჩავდიოდი, რამდენიმე წუთით მარტო დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები.
ამაზე ვერც ვიფიქრებდი,მასთან პირისპირ დალაპარაკების საშუალება მექნებოდა,ეს კარგი იყო.ქალმა შვილს დაუძახა, მალე ოთახში სპორტულებში ჩაცმული,თმაგაბურძგნული,შავგვრემანი,მაღალი ბიჭი შემოვიდა, ვერც იფიქრებდით თუ თვრამეტი წლის იყო.
-ალბათ ახლა ფიქრობ ვინ ვარ და რა მინდა,-ვუთხარი,როგორც კი მარტო დავრჩით.
-ნამდვილად.-მიპასუხა და უდარდელი სახით ჩაჯდა სავარძელში.მეც დაუკითხავად მის პირისპირ დავჯექი.
-მარიამ მაყაშვილი ვარ,ექიმი..
-და ჩემგან რა გინდათ?
-პირდაპირ საქმეზე გადავალ.მე ელენეს ახლობელი ვარ და ალბათ უნდა ხვდებოდე რატომ მოვედი.
-რადგან მისი ახლობელი ხარ, დაახლოებით უკვე ვიცი.
-მერე?ასე მშვიდად ხარ,როცა იცი ის რა დღეშია?
-მე რა ვქნა მითხარით? გასაგებად ავუხსენი,რომ არ მიყვარდა,ის რაც ჩვენ შორის მოხდა,მხოლოდ გართობა იყო და ვნებებს ავყებით ორივე, თავის დაცვაც კი ვერ შეძლო. არც არასოდეს მიმიცია იმედი რომ მიყვარდა ან ცოლად მოვიყვანდი.
-ღირსი ხარ ეხლანმაგ სიტყვების გამო სულ მცირე თავი მაინც გაგიტეხო,შენთვის ცემაც ალალია და რომ შემეძლოს არ მოვერიდებოდი,- გამოვცერი კბილებში.მისმა აგდებულმა ტონმა იმდენად გამაღიზიანა,რომ თავის შეკავება გამიჭირდა.
-ახლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო,ორ დღეს გაძლევ ვადას,ორ დღეში ან გადაწყვეტილებას მიიღებ ელენეს სასარგებლოდ და მას იმ საფრთხეს აარიდებ რაც ოჯახის წევრებისგან ელოდება, ან არადა პოლიციაში გიჩივლებ არასრულწლოვანთან კავშირის დამყარებაში და ეს რომ კანონით ისჯება ხომ იცი? ახალგაზრსა გოგოს მომავალს უნგრევ და ისიც კი არ გინდა,რომ პასუხი აგო თქვენს შეცდომებზე.
-ელენე რომ ცოლად მოვიყვანო, მე დამენგრევა მიმავალი, ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე ვარ და შანსი მაქვს რომ მსოფლიო ტურნეში წავიდე,მე კი მის ამას ვერ დავთმობ არავის და არაფრის გამო. -მიპასუხა ისევე აგდებულად
-თავხედი ხარ,უზრდელი,მაგრამ გპირდები ორ დღეში შენი გადაწყვეტილება თუ ისეთი არ იყო,როგორიც მე მინდა, გპირდები საქმე ცუდად წაგივა,მაგ ტურნეს საერთოდ ვერ ეღირდები.პირობას გაძლევ,მე სიტყვებს ჰაერზე არასოდეს არ ვისვრი.კაცურად მოიქეცი იცოდე, -თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და მარტო დავტოვე.
იქიდან მოშხამული და ნირწამხდარი წამოვედი. პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ელენესთვის რომ მომეყოლა ჩვენი შეხვედრის ამბავი.
მიმღებში მის მშობლებს შევეჩეხე.
-მარიამ,მოიცადე ერთი წუთით,-დამიძახა დედამისმა .-რამე ხომ არ გაირკვა?როგორ არის ელენე?
-ახლა ავალ ვნახავ და შემდეგ ექთანს ვთხოვ რომ მის სანახავად წაგიყვანოთ.
-დიდი მადლობა შვილო,-ხელებზე მაკოცა და თავი უხერხულად მაგრძნობინა..
-რა გითხრა?-ნორმალურად შესვლაც არ მაცადა გოგომ და იმედიანი თვალები მომანათა.
-დაველაპარაკე,ორი დღე მივეცი ვადა,ვნახოთ რას გადაწყვიტავს.მანამდე კი შენებს არაფერს ვეტყვი.
ორივეს გვქონდა გულის სიღრმეში იმის იმედი,რომ ვახო გადაწყვეტილებას ელენეს სასარგებლოდ მიიღებდა.
ექთანმა პალატაში ელენეს ოჯახის წევრები შემოიყვანა.
-მოკლედ საგანგაშო არაფერია,მაგრამ მაინც მოგვიწევს ერთი ორი დღით აქ დავტოვოთ,გადასმებს და დამატებით გამოკვლევებს ჩავუტარებთ,ახლა კი მასთან დაგტოვებთ, ილაპარაკეთ, ისაუბრეთ,მაგრამ არ გადაღალოთ.
-სასწაული გოგო ხარ მარიამ, სასწაული,ბედნიერი ვარ რომ ჩემს გოგოს შენ შეხვდი, -აღფრთოვანებული ქალი მომეხვია,თავი უხერხულად ვიგრძენი და მის რძალს გავხედე,რომელიც კუთხეში იდგა და გაცეცხლებული თვალებით მიყურებდა.ან შეიძლება სულაც არ იყო ასე და მე მომეჩვენა…
დავემშვიდობე და წამოვედი. შაბათი საღამო წესისამებრ მეგობრებთან გავატარეთ, ამჯერად ირმასთან შევიკრიბეთ წყნეთის აგარაკზე.კატომ პირდაპირ იქ მოიყვანა გიო.რომ დამინახა,ჩემსკენ გამოიქცა, ჩამეხუტა,მომეფერა, მერე კი ბავშვებთან თამაშზე ვერ თქვა უარი და მათთან გაიქცა..მამაკაცებმა ეზოში მწვადის შეწვა დაიწყეს თან ლუდს მიირთმევდნენ.ბავშვები იქვე თამაშობდნენ ეზოში, ჩვენ კი სამზარეულოში განვმარტოვდით როგორც ყოველთვის ყავაზე და საჭორაოდ მოვემზადეთ.
-ელენეს ამბები მოაგვარე?-მკითხა კატომ. გოგოებმა მაშინვე დაცქვიტეს ყურები.
-ვერა,-მოვიწყინე.
-რამე გამოვტოვეთ?-მკითხა ირმამ.
-აგვიხსენი ვინ ელენე? -ჩამაცივდა სოფია,-ეხლა არ თქვა რომ...
-ხო სოფი,ხოო,გუშინ შემოიყვანა სასწრაფომ გონდაკარგული,როგორც აღმოჩნდა სცადა,-მისი ამბავი მოკლედ მოვყევი,ისინი კი ყურადღებით მისმენდნენ.
-ეჰ,როგორი სამართლიანია ცხოვრება,ხომ ვამბობდი არავის არაფერი არ შერჩება-თქო?აი, ხედავ ამის მაგალითი წინ გვაქვს.სწორედ ის უბრუნდება უკან იმ ვაჟბატონს,რაც შენ გაგიკეთა.
-ასე ნუ ამბობ ირმა,კარგი რაა, ცოდოა ის გოგო.ჯერ ისევ ბავშვია.
-შენ კიდევ დედა ტერეზა და ახლა ცდილობ რომ იმ საქმეში ჩაერიო,რაც არ გეხება.
-ირმა მართალია მარიამ.- ჩაერთო კატო,-არც შენ არ დაგიშავებია არაფერი,მაგრამ ხომ ხედავ როგორ დაისაჯე და რამდენი რამ გადაიტანე.
-ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს ეს,მაგრამ თქვენ ერთი რამე გავიწყდებათ ის ჯერ კიდევ ბავშვია,მე კი ოცდახუთი წლის ვიყავი.მას არვინ არ ჰყავს.
-როგორ არ ჰყავს?ახლა მიხედოს თავის ძმამ,ვნახოთ ერთი რას იზავს..
-ირმა,-დავუბრიალე თვალები.
-გაჩერდით,ახლა თქვენი ჩხუბის დრო არაა,ეს გვაკლია მხოლოდ რაა,-ჩაერთო ჩუმად მყოფი თაკო.-რა უნდა ქნა?- მომიბრუნდა მერე.
-არ ვიცი თაკო,მარტო ის ვიცი რომ, როცა მისი ოჯახის წევრები გაიგებენ დიდი ამბები ატყდება. შეიძლება არც აცოცხლონ
-კარგი რაა,რატომ ფიქრობ ასე? თავიდა იჩხუბებენ,იყვირებენ, მერე ყველა ბედს შეურიგდება.
-მე ვიცნობ მათ,ასე არ მოხდება. იმასაც კი ვფიქრობ რომ სახლში წამოვიყვანო,თუ მასაც ჩემი ბედისწერა აქვს.
-შენ სულ გაგიფრენია,- ირონიულად ჩაეცინა ირმას.-იქნებ ისიც უთხრა რომ მისი ძმისგან შვილი ჰყავს.
-მაგის თქმას არ ვაპირებ, საერთოდაც მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს,ის ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლისაა,იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,როგორ დავიცვა?
-როგორც იურისტი გეტყვი რომ არასრულოვანის დაორსულება დანაშაულია,ასევე თავის მოკვლის მცდელობაც.ან პილიციას უნდა მიმართო ან ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს.ასევე თუ ელენე სახლიდან გამოუშვეს,შენ კი სახლში წამოიყვან,მოგიწევს მასზე მეურვეობა მოიპოვო,- სრულად ამიხსნა თაკომ.
-ძალიან ვარ დაბნეული,სულ ჩემი თავი მახსენდება,მანაც რომ სცადა,ეს მანადგურებს და მკლავს. დამეხმარეთ გოგოებო.
-კარგი,დამშვიდდი,არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება.რაც არ უნდა იყოს ჩვენ შენს გვერდით ვართ, შენ კი მოგიწევს ყველა ვარიანტში ოჯახისთვის მოგიწევს ამის თქმა.
-ვიცი სოფია და სწორედ ამის მეშინია.
-არაა საჭირო სიტუაციის დრამატიზება,როცა არიცი რა იქნება.
-იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება,-ღრმად ჩავისუნთქე და უკვე გაცივებული ყავა მოვსვი.
იმ საღამოს იქ დავრჩით, მეორე დღეს ადრე ჩამოვედი და პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ელენეს სანახავად.
-მაპატიეთ,არ მეგონა აქ თუ იქნებოდით,-უხერხულად ვიგრძენი თავი.
-მოდი მარიამ,მოდი,არაუშავს,- დამიძახა დედამისმა,-დღეს მგონი ცოტა ფერზე მოვიდა ეს ქალბატონი.საჭმელიც მიირთვა,-მარინას ხმაში ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, ვინატრე ხვალინდელი დღე არ დამდგარიყო ან ვახო მოსულიყო.
-კი ნამდვილად კარგად გამოიყურება,-ელენეს გადავხედე,დაბნეული იყო აშკარად და იძულებით იღიმოდა, ვინ იცის იქნებ ეს მისი ბოლო ჩახუტება და ბოლო წუთები იყო მის მშობლებთან. ამას ხვალინდელი დღე გვაჩვენებდა.
გოგოს გავხედე და სანამ რამის თქმა მოვასწარი,კარი გაიღო და ნაცნობმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შემიღიტინა, ქარივით ჩამიქროლა გვერდით უხმოდ და მაგიდაზე პროდუქტებით სავსე პარკები დააწყო.მერე დასთან მივიდა, გვერდით მიუჯდა,მოეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-ჩემო პრინცესა როგორ ხარ? დედამ და მამამ ხომ არ მოგაწყინეს?
-კარგად ვარ,მიხარია რომ ყველა ჩემთან ხართ,ასე მგონია ერთად ბოლო დღეს ვატარებთ.
-ეს რა ლაპარაკია ეხლა?ეგ მეორედ აღარ თქვა.-გაუბრაზდა გიორგი.
-ხვალ ელენეს გაწერენ და სახლში წავიყვანთ,-თქვა მამამისმა.
-მართლა მარიამ?-პირველად შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა.ვიგრძენი როგორ მომებჯინა გული ყელში.
-დიახ,ხვალ შეეძლება სახლში წამოსვლა.ახლა მაპატიეთ,უნდა წავიდე,საქმეები მაქვს,დღეს დასვენების დღეა,არ ვმუშაობ, მხოლოდ მის სანახავად მოვედი.
გზაში ცოტა დავწყნარდი, მასთან ყოველ შეხვედრაზე ძალიან ვნერვულდებოდი და ვიძაბებოდი.წარსული დრო მახსენდებოდა,მასთან გატარებული დრო,ის წუთები,რომლის დავიწყებას ვცდილობდი და არადა არ მავიწყდებოდა.ის ტკივილიც მიახლდებოდა,მაგრამ უბედურება ის იყო რომ ახლა აღმოვაჩინე,მასთამ ამდენი წლის შეხვედრის შემდეგ რომ მისი დავიწყების ყველა მცდელობა ამაო იყო.ის სიყვარული არ გამქრალი ისევ არსებობდა და გულის სიღრმეში ეძინა,არავინ იცოდა როდის გაიღვიძებდა ისევ….скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ცოტა იმაზე მეშლება ნერვები რომ ბავშვის ამბავს უმალავს, ეს არ არის სწორი საქციელი რაც არ უნდა დამნაშავე იყოს მამაკაცი შვილზე უნდა იცოდეს, იმედია ეს ყველაფერი მერე ცუდად არ მოუბრუნდებაა, ხო ელენე მეცოდება ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდა იმედი მაქვს სიმართლეს რომ გაიგებენ გიორგი დაიცავს მის დას, მართლა მგონია რომ რაღაც მიზეზი აქვს და იმიტომ მიატოვაა მას ეტყობა რომ კიდევ უყვარს. ძალიან მომწონს ისტორია ზუსტად დღევანდელ რეალოაბას ასახავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

უკარგესი ისტორიაა.ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს❤❤❤

 


№3 წევრი Rania

შეიძლება ცუდად იქცევა. მაგრამ მის ადგილზე მეც ეგრე მოვიქცეოდი. ნუთუ არ დააინტერესა ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა. ბავშვის გამო ყველამ მიატოვა და გამზადებული მიართვას მოჰალატე ნაძირალას. რატომ მგონია რომ ცოლი არუყვარს და სხვა მიზეზით მოიყვანა. არვიცი
--------------------
Q.qimucadze

 


№4 წევრი ablabudaa

ელენე ძალიან მეცოდება, რამდენი სიძნელის გადალახვა მოუწევს, აი გიორგისა ჯერ ვერაფერი გავიგე, მარიამი ძალიან მომწონს დ აიმედია ძალიან ბედნიერი იქნება

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.