შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიტყუე საწოლში XIX +18


21-03-2019, 12:47
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 598

შემიტყუე საწოლში XIX +18

საავტორო უფლებები დაცულია. ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გავრცელება, იქნება ეს ელექტრონული თუ მექანიკური, ითვლება საავტორო უფლებების დაღვევად და ისჯება კანონით.

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ისე სწრაფად დავუბრუნდი ჩემს ძველ ცხოვრებას, ბალეტმა იმდენი საზრუნავი გამიჩინა, რომ დასაფიქრებელი დრო აღარ თითქოს ყველაფერი, რაც ამ ქალაქში მოხდა ჯადოსნური სიზმარი იყო, რომელიც ამოუხსნელ გრძნობებს მიღვიძებდა, ეს ცოტა მაშინებდა, ამიტომ მოგონებები სადღაც გულის ღრმა კუნჭულში მივჩქმალე, რომ საჭირო დროს გამომეშვა და ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები მისი დახმარებით გადამეტანა. ბავშვობაში ასე ხშირად ვიქცეოდი ხოლმე. ერთხელ, მამამ მე და დედა რომელიღაც მთის სოფელში წაგვიყვანა, ძალიან უჭმელი ვიყავი და ჰაერის გამოცვლა მოუხდებაო, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ცხადად მახსოვს, მთის კამკამა მდინარის შუაგულში მამა მუხლებამდე იყო შესული, მე მხრებზე ვყავდი შემოსმული, დედას ღია ცისფერი ფრიალა კაბა ეცვა, მისი ბოლოების მდინარის ტალღებზე ირწეოდა, მამა ხშირად იხრებოდა და დედას წყლის შხეფებს ასხამდა, დედა ხმამაღლა იცინოდა, მე კი ხელებს ვშლიდი და წარმოვიდგენდი, რომ წყლის ზედაპირთან ახლოს მფრინავი თოლია ვიყავი. ამ მოგზაურობიდან მეტი არაფერი მახსოვს, მაგრამ ბებიაჩემის გამო მატეხილი დაუსრულებელი კინკლაობის გადატანაში ეს მოგონება მეხმარებოდა. ახლა ისევ პარიზში ვარ და არ ვიცი წინ რა მელის.
ნიკოლოზი არ დამხვდა, მაგრამ ანტუანი გამოგზავნა, რომელმაც თბილად მიმიღო და მეტიც, გადამეხვია კიდევაც. როგორც ჩანს, ამ კაცისთვისაც მნიშვნელოვანია ნიკოლოზი და მისი ბენიერება. ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ხალხმა ფული სად დახარჯოს და ვის მისცეს არ იცის. უაზროდ ბევრს შრომობენ და ცხოვრების დრო აღარ რჩებათ. ახლა გამახსენდა, რომ მე ამის ვინმეზე თქმის უფლება არ მაქვს და ფიქრს ვწყვეტ. პარიზი ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შვებაა, მაგრამ მაწუხებს, რომ ლიაკო გაბრაზებული დავტოვე. წამოსვლისას დამემუქრა, რომ თუ რამე სისულელეს კიდე ჩავიდენდი ყველაფერს მამას ეტყოდა. ამჯემად ჩემი უსაყვარლესი კატოს დამსახურებით აუარებელი ჩემოდნებით მოვდივარ, რადგან ნიკოლოზი არ არის ვალდებული სამოსი მიყიდოს და არც მსიამოვნებს ეს ყველაფერი. საიდუმლოდ ვიტყვი, რომ ჩემოდანში უზომოდ სექსუალური თეთრეულიც მიდევს, ოღონდ არ ვიცი რატომ, მას ისეთი ემოციებით ვარჩევდი, რომ მაღაზიის პერსონალს დღემდე სჯერა, რომ ყველაზე თამამი ქალი ვარ ამ სამყაროში. ჩემი მთელი დანაზოგი ამ მოგზაურობაში ჩავდე, მაგრამ მგონია, რომ ეს ამად ღირს. თავგადასავლებითვის მზად ვარ, მაგრამ რა მელოდება წინ არ ვიცი. პარიზი ახლა უფრო ნაცრისფერია და ტურისტების ნაკლებობაც იგრძნობა. წვიმს და ეს ყველაფერი ამ ვიწრო და რთულ ქუჩებს საშინლად უხდება. ანტუანს კი მუსიკა ხმადაბლა აქვს ჩართული და ბედნიერებით ვივსები, მიხარია რომ აქ ვარ. ნიკოლოზის სახლთან ვჩერდები, გული თავის არსებობას მახსნებს. ანტუანი სახლის გასაღებ ბარათს მიწვდის, მეც ღიმილით ვართმევ და ბარგის გადმოტანაში ვეხმარები, რადგან უსურცხვილოდ ბევრი რამე წამოვიღე და დიდი აბათობით, ჩემი კარადა ამ ყველაფერს არ ეყოფა. სახლში შევდივარ თუ არა სიმყურდოვეს ვგრძნობ. ყველაფერი ისევ ძველებურადაა, მხოლოდ რაღაც პატარა დეტალებია შეცვლილი. ამ სეზონისთვის უჩვეულიოდ თეთრი ვარდები ლარნაკშია ჩაწყობილი და იქვე მაგიდაზე დევს. ბუხართან საგულდაგულოდ მომზადებული შეშის ნაჭრებია, ფარდების მიღმა კი პარიზის ხედი იშლება. სამზარეულოში შევივარ და პირველი რასაც ვაკეთებ ის არის, რომ ჩაიდანს ვადგამ ჩაისთვის.
-ანტუან, ჩაის ხომ დალევთ, უკვე მეორედ ჩადიხართ ბარგისთვის, მგონი დაიმსახურეთ.
-სიამოვნებით დავლევ, დიდი მადლობა!- მიღიმის და მეუბნება თავისი დამტვრეული ინგლისურით მერე კი დამორცხვებული უჩინარდება.
ჩაის სმის პროცესი ზედმეტად უინტერესო აღმოჩნდა. მე და ანტუანი სასაუბრო თემას ვერ ვარჩევთ, უხერხულობის გაფანტვაში ჩაი მეხმარება, რომელიც საოცრად გემრიელია. ნიკოლოზი ჩაის არ სვამს, მივხდი, რომ ჩემთვის იყიდა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ანტუანის წასვლის შემდეგ ჩემს ბარგს ინტერესით ვაკვირდები, მინდა ოთახში შევიტანო და სამოსი კარადებში ნიკოლოზის მოსვლამდე გადავანაწილო. ეს სასიამოვნო პროცესიც კი იქნება. რა ჯანდაბა მაბედნიერებს არ ვიცი, მაგრამ ბარგს ხელს ვკიდევ და ოთახის კარს ვაღებ, მაგრამ მოულოდნელობა ადგილზე მაშეშებს. ოთახი მთლიანად ცარიელია, არეულობა, ქაოსი, სიცარიელე და შესაღებად გამზადებული კედლები მხვდება. ვხდები, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არისნ. ნიკოლოზის ოთახში შევდივარ და მის საწოლს ვუყურებ. იგივეა, ისევ დიდი და აქაც სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, სავარძელში გაშტერებული ვჯდები და მანამდე არ ვინძრევი სანამ ვაჟბატონი თითქმის შუაღამით სახლში არ ბრუნდება. კარს ისეთი სიჩქარით აღებს, თითქოს გარეთ თავსხმა წვიმა იყოს და მაშინვე შეშდება.
-როგორ უხდები ამ სახლს,- მეუბნება და თავისი დახვეწილი სამოსით ხელებგაშლილი ჩემკენ მოდის, ხვდება, რომ გადახვევას არ ვაპირებ და ჩერდება.
-რამე მოხდა?- მეკითხება გაკვირვებული.
-ოთახი, სადაც მე უნდა ვიცხოვრო სრულ ქაოსშია.
-ხო, ვარემონტებდი და ვერ მოვასწარი.
-მე სად ვიძინებ?
-ჩემს ოთახში. პარიზი ძვირიანი ქალაქია, გათბობის გადასახადები დიდი მოდის ხოლმე, ამიტომ ერთმანეთს თუ გავათბობთ ასე ეკონომიასაც გავაკეთებთ.
-შენ გჯერა, რომ მე აქ დავიძინებ?
-აბა, სხვაგან სად?- მეკითხება ღიმილით.
-მისაღებში დავიძინებ, მაგრამ შენს ოთახში არა.
-სად იძინებ? სავარძლები შევცვალეთ ერთი დავამატეთ და ზომა შევამცირეთ, რადგან არაპრაქტილული იყო, თუმცა იგივე მოდელია.
-ამხელა სახლია და მხოლოდ ორი საძინებელი რატომ გაქვს?
-იმიტომ, რომ კომფორტი მიყვარს, სახლში ზედმეტი არაფერი მჭირდება.მართლა, მიხარია, რომ დაბრუნდი, წამოდი, ბარგის შემოტანაში დაგეხმარები, ზედმეტად მომზადებული ჩამოსულხარ, მგონი, საბოლოოდ გადმოხვედი აქ. ისე, ის ოთახი გარემონტებული რომც იყოს იქ ვერ დაიძინებ, რადგან სირცხვილია, სადაცაა უნდა ვიქორწინოთ და ერთად პირველად არ გვძინავს. დიდი ამბავი, ჩემი საწოლი დიდია, ორივეს გვეყოფა, თან საკმაოდ მყარია და გავიძლებს.
-რას ნიშნავს მყარია?
-სულ ბინძური აზრები როგორ გიტრიალებს თავში?!- მიღიმის ცბიერად და ჩემი ჩემოდნებით ხელდამშვენებული თავის ოთახში შედის, უკან მივდევ.
-ხო, მართლა, ადგილი გავათავისუფლეთ, ამდენი რა ჩამოიტანე? რამე საჭმელი და ღვინოა?
-არა, ჩემი ტანსაცმელია.
-ხო, ჩვენც დაგახვედრეთ რაღაცეები.
-რა?- გული მიჩქარდება, მაგრამ სიბრაზისგან.
-ხო, აქ ხომ თვეები უნდა იყო, ჩემს ნაცნობებს უნდა შეხვდე, ყველამ უნდა დაიჯეროს რომ დაქორწინებას ვაპირებთ.
-მე საკმაოდ კარგი სამოსი მაქვს.
-ძალიან კარგი გემოვნება გაქვს, მაგრამ გამიხარდება სამოსიც თუ უფრო კარგი გექნება,- ისე ამბობს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თავს ისევ დამცირებულად ვგრძნობ და ეს თვითონაც მშვენივრად ესმის.
-ნიკოლოზ, უკვე ვნანობ, რომ აქ ჩამოვედი!- ვამბობ გულფწრეფლად და მართლა მთელი სხეული მიკანკალებს. საწოლისკენ თვალს ვაპარებ და ვხდები, რომ აქ გაძლება ძალიან გამიჭირდება.
-კარგი, თუ სამოსის ნახვა არ გინდა ნუ ნახავ, მაგრამ ხვალ ოფისში უნდა გამომყვე და ხალხს დაენახო.
-რა?
-ხო, ვინმემ უნდა დაადასტუროს, რომ ჩემზე გიჟდები, თორემ ყველა იფიქრებს, რომ მოქალაქეობის მორიგი მსურველი ხარ.
-კი, მაგრამ არ ვაპირევ შენს ოფისში კისერზე ჩამოგეკიდო ყველას დასანახად.
-საკმაოდ მყუდრო ოთახი და დიდი მაგიდა მაქვს ოფისში, ამაზე არ იღელვო. ხო, მართლა, მაცივარი სულ სავსეა.
-აქ მზარეულად მომიწვიე?- ვეკითხები სიცილით.
-არა, ასე თუ ისე საკუთარი თავი მიყვარს და რეცეპტორებიც კარგი მაქვს, უბრალოდ, შენთვის ვამბობ, შენ გაკეთებულ საჭმელებზე იმუნიტეტი გაქვს გამომუშავებული.
-ამას როგორ აბმობ, დაგავიწყდა ბაბუაშენს როგორ მოეწონა ჩემი გაკეთებული კერძები?
-ბაბუა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,- წალ წარბს წევს ნიკოლოზი.
-ასე ხუმრობა არ შეიძლება!
-ბაბუასაც ძალიან მოეწონებოდა ეს ხუმრობა.
-ხელმოწერამდე რამდენი ხანი დარჩა?–ვცვლი თემას.
-ხელმოწერა რა არის?- მეკითხება გაკვირვებული.
-ქორწილამდე...
-არ ვიცი, ყველაზე კარგ შემთხვევაში რამდენიმე კვირა დაგვრჩა. შენ ქორწინების ღამე გეჩქარება, თუ საქართველოში დაბრუნება?
-ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი არ ვარ,- ვამბობ თუ არა თვალები უფართოვდება და პირდაღებულს ოთახში ვტოვებ. სამზარეულოში თითქმის ერთი საათის შემდეგ შემოდის. წვნიანის გაკეთებას თითქმის ვასრულებ. რეცეპტის კითხვას აზრი არ აქვს, რადგან ბუნებაში არ მოიპოვება. რაც ხელში მომხვდა ყველაფერი შიგ ჩავყრე, ვინმემ რომ მთხოვოს მეორედ ასეთს თვითონაც ვერ მოვამადებ.
-შენი ჩემოდნები კარადაში შევაწყვე, იმედია წინააღმდეგი არ ხარ,- მესმის მისი ხმა ზურგსუკან ვტრიალდები ის კი მოკლემკლავიან მაისურში და მუქ ლურჯ ნაჭრის შარვალში გამოწყობილი მხვდება, ფეხებზე არაფერი აცვია და ისე დატყაპუნობს.
-რას აკეთებ?- მეკითხება,რადგან პასუხს ვერ იღებს.
-წვნიანს.
-ფიფქიასთან წასაღები ვაშლი უნდა ამოავლო ამ ნახარშში თუ რა ხდება, რა სუნია?
თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
-მოდი, მშვიდად დავიძინოთ ორივემ.
-მე შევჭამ, შენ არ გაძალებ,- ვპასუხობ ცივად.
-მთელი ღამე საპირფარეშოში თუ უნდა ირბინო არ დამეძინება.
-დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია, ნებას მომცემ?
-რა თქმა უნდა,- წვიანს, უფრო სწორად რაღაც მასას თეფშზე ვასხამ და მაგიდასთან ვჯდები. ის კედელზე მიყუდებული მიყურებს, თვალებსაც კი არ ახამხამებს.
-მართლა უნდა ჭამო? ესეც რამე დტრადიციული კერძია ხაშივით?
-შენ შენს ლოკოკინებს მიხედე.
კოვზით ისე ჰაერივნად ვიღებ ამ მასას და ვყლაპავ თვალს არ ვახამხამებ, მაგრამ როგორ დავახამხამებ, გამაშტერა და გამაშეშა ადგილზე. საშინლად ცხარეა და რაღაცნაირი გემო აქვს, თუმცა კი ვცილობ არაფერი შევიმჩნიო. წვნიანს ბოლომდე ვჭამ და ნიკოლოზის ზიზღით სავსე მზერა კიდევ უფრო მარწმუნებს ჩემი კერძის აბსურდულობაში. სხვა რა გამეკეთებინა წვნიანის გარდა ამ ყინვაში.ცარიელ თეფშს ნიჭარისკენ მივაქანებ და ვდილობ არ წავიქცე.
-კარგად ხარ?- მეკითხება ჩურჩულით.
-გადასარევად, ვიტამინებით მდიდარი კერძი მივირთვი.
-სერიოზულად კარგად ხარ? მაგ წვნიანის ფერი გადევს სახეზე.
-არაჩვეულებრივად ვარ, კიდევ რა გავაკეთო?
-დღეს ჩემი კოცნა აკრძალული გაქვს.
-უხ, ვინ გამომგლეჯდა შენს თავს ხელიდან,- ვპასუხობ ირონიულად და წნვიანით სავსე ქვაბს მაცივარში ვდებ.
-არ გაფუჭდებს, სამწუხარო იქნება.
-საკმარისია!
-კიდევ კარგი ეგ არ გაუკეთე ბაბუას, თორემ კაცი ანდერძის დაწრასაც ვერ მოასწრებდა.
-კარგად გეახელით, ახლა წყალს გადავივლებ და დავიძინებ.
-დაგელოდები,- მიღიმის და სამზარეულოდან გადის.
წყლის გადავლებას მაქსიმალურად ვწელავ, მანამ სანამ ჩემი ხელები მთლიანად არ ნაოჭდება. შავ მაქმანებიან პიჟამას ვიცვამ და თმას ვიშრომ, მერე კი ფრთხილად მივდივარ საძინებლისკენ, არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ, კარს ფრთხილად ვაღებ, ნიკოლოზი საწოლიდან თავს ყოფს და გაბრწყინებული სახით მიყურებს.
-კოცნაზე აკრძალვა გაუქმებულია.
-თუ კიდევ რამეს იტყვი იმ წვნიანს ძალით გაჭმევ.
-კარგი, ძილინებისა,- იცინის და ტრიალდება.
- ხვალ მართლა უნდა წამოხვიდე. კარადაში ტანსაცმელია და აარჩიე რაც მოგწონს.

ღამე იმაზე მშვიდი და სასიამოვნოა ვიდრე ველოდებოდი. სახურავზე ყრუდ, მაგრამ გაბმულად ისმის წვიმის წვეთების ხმა და დაღლილს მალევე მეძინება. დილით ნიკოლოზის ხმა მაღვიძებს, რომელიც თავზე დამჩხავის:
-დედოფალო, გაიღვიძეთ!
-თვალებს ვახელ და მის თვალებს ზედ ჩემს ცხვითან ვაწყდები.
-საუცხოო თვალები გაქვთ,- იკრიჭება და უზადო კბილებს აჩენს.
-ამ დილით მამალივით რომ მაღვიძებ რომელი საათია?
-ეგ მამალი იქნება თუ წამოგიფრინდა ახლა, მამლების გაღვიძება არ გინახავს?
-რომელი საათია?
-გინდა სარგებელი მოგიტანოს მამალმა?
-პირველივე დილას ნერვებს ნუ მიშლი.
-მოემზადე უნდა გავიდეთ.
-მე რა აუცილებელია რომ წამოვიდე?!
-ჩემი საცოლე ხარ და ჩემს თანამშრომლებს რომ ჰკითხონ გინახავთ თუ არა მასთან ერთადო, რა უპასუხონ?
-დამაცადე, ავდგები.
-დილით ადრე აღარ გაგაღვიძებ, მაგრამ ასეთი ზარმაცი არ მეგონე, ჩვენ უკვე ფეხზე ვართ.
-ვინ ჩვენ?- მერე ვიაზრებ მის ხუმრობას და მაშინვე ვწითლდები.
–უბრალოდ დრო მაქვს არეული,– ვცდილობ თემა შევცვალო.

კარადას ვაღებ და ვშეშდები. ამდენი კაბები და პიჯაკები მაღაზიაშიც არ აწყვია, სულ გააფრინა, ჭკუიდან შეიშალა, ასეთ მფლანგველს ამდენი ფული როგორ აქვს ვერ ვიჯერებ, თუმცა უნდა ვაღიარო ყველაფერი ულამაზესია. მუქ ლურჯ შარვალს და ფირუზისფერ პერანგს ვირჩევ, შარვალი კოჭებამდე მწვდება, ქუსლიან ფეხსაცმელს შიშველ ფეხზე სეზონისთვის შეუფერებლად ვიცვამ. შავი მოსაცმელი მუხლამდე მწვდება. ზედმედა საქმიან ფორმაში ვარ, თმას ვიწევ და შარფს თმაზე ვიკრავ. ვაჟბატონო ოთახში ბრუნდება და თვალებგაფართოებული მიყურებს.
-ისეთი საქმიანი იერი გაქვთ, მგონი აჯობებს ჩემთან დაგაწყებინოთ მუშაობა და ყავა გთხოვოთ დღეში ძალიან ბევრჯერ, ოღონდ თქვენი მოდუღებული არა.
-სასაცილოა, მაგრამ მგონი აჯობებს შენც ჩაიცვა.
-ხო, შენ შეგიხამებ ფერებს,–მაისურს ისე ნელა იხდის, თითქოს მუსიკაზე ცეკვავსო, პირდაპირ საწოლზე აგდებს და თამომწონედ მიყურებს, ვიბნევი.
-მე გარეთ დაგელოდები,- ვამბობ და მისაღებში აკანკალებული ვჯდები. არა, ზედმეტად კარგ ფორმაშია. უფრო კარგ ფორმაში ბრუნდება, მასაც ფირუზისფერი პერანგი და მოსასხმი აცვია, სუნამოს სუნს კი მაშინვე ვგრძნობ და თავბრუ მეხვევა, მანქანაში ხმისამოუღებლად ვზივარ. პარიზის ცენტრიდან და სიტორიული უბნენიდან შორს, თანამედროვე დასახლებაში თუ ბიზნესცენტრში მივდივართ, სადაც უზარმაზარი მინის შენობებია. ნიკოლოზი ერთ–ერთ შენობასთან აჩერებს. მანქანის გასაღებს მომღიმარ ბიჭს უწვდის და შენობაში მიძღვება.
-ლიფტით, სადღაც წამოუდგენელ სიმაღლეზე ავდივართ,ხედები კი სუნთქვისშემკვრელად ლამაზია. ლიფტიდან გავდივარ თუ არა, მაშინვე ჩვენკენ მომართულ დაძაბულ სახეებს ვხდედავ და მეც მათთან ერთად ვიძაბები, ვერ ვხვდები რა გავაკეთო. ნიკოლოზი ჩემთან დისტანციას იჭერს და მასწრებს. თავს უხერხულად ვგრძნობ, ვიღაც კაცთან მიდის და რაღაცას ეუბნება, მერე კი ქერა ქალს უხმობს და ჩემზე ანიშნებს, მომღიმარი გოგონა ჩემკენ მოემართება და ისეთი სახით მიყურებს, თითქოს ველური სამყაროს რომელიმე გასაოცარი ცხოველი ვიყო. მერე კი ფრანგულად რაღაცას აყრის და ვერ ვხდები რა უნდა.
-შეგიძლიათ ინგლისურად?- ვცდილობ ხმამაღლა და უხეშად არ მომივიდეს.
-რა თქმა უნდა,- წარმოთქვამს აქცენტით, ფრანგული ენის დიდებულება ინგლისურშიც კი იგრძნობა.
- მუსიე ნიკოლოზმა მითხრა, რომ ოფისი დაგათვალიერებინოთ.
-თვითონ სად წავიდა?
-რაღაც მოხდა ქარხანაში, რამდენიმე ცისტერნა წყობიდან გამოვიდა, თუმცა სეროზული არაფერია.
-გასაგებია,
-არ გამომყვები?- მეკითხება ისეთი დამთბარი სახით თითქოს საუკუნის ემგობრები ვიყოთ.
-რა თქმა უნდა.
-ახალი ხარ?- მიკაკუნობს ჩემ წინ და ვიაზრებ რა მკითხა.
-დიახ.
-ხო, გაგიმართლა რომ აქ მოხვდი.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ, შეხედე როგორი ოფისი გავქვს, როგორი ხედები, მუსიე ნიკოლა თქვენი ნაცნობია?
-არა, უბრალოდ, ერთად ამოვედით ლიფტით და გამოველაპარაკე.
-ჩემთვისაც ასე სასიამოვნოდ რომ დაყწებულიყო დღე უარს არ ვიტყოდი. იდეალური კაცია, მაგრამ რამდენადაც სიმპათიურია, იმდენად მომთხოვნი და მკაცრია, იდიალისტია, ჩაცმულობაზეც ეტყობა.
-მაქვს შანი რომ აქ დავიწყო მუშაობა?- ვერ ვხვდები რას ვაკეთებ.
-ყავას დალევ?- მეკითხება და ჩემსკენ მაშინვე ისე ტრიალდება თოთქოს ყავა კი არ უნდა დამალევინოს რეკლამას უკეთებსო.
-დიდი სიამოვნებით,- ვუღიმი თავაზიანად, ის კი აპარათან მიდის და შავ ჭიქებში ყავას ასხამს.
-უშაქრო ხომ? ისეთი გამხდარი ხარ...
-დიახ, დიდი მადლობა!
-იცი, რაც შეეხება შენ შანსს, ძალიან ლამაზი ხარ ეს დიდი პლუსია, შემომხედე ჰაერიდან არავის აუყვანივარ და თან ჩემი საქმეც ვიცი.
-გასაგებია,- ვუქნევ თავს.
- ისე, რთულია ხომ ნიკოლოზთან მუშაობა?
-არა, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც საჭიროა. ზედმეტად კეთილიც კია, მაგრამ ხანდახან თუ ცუდ ხასიათზეა ჯობია მოშორდე, ცუდს არაფერს გეტყვის, მაგრამ ისეთი მამაკაცურია, შეიძლება ცუდად გახდე და შენს შრომაზე აისახოს.
-კარგი ერთი, ეგეთიც არ არის.
-არ მჯერა, რომ მასთან ერთად ლიფტში იყავი,- გაოცებული აღებს პირს.
-მითხრა რომ შემხვდებოდა, ახლა კი სადღაც გაუჩინარდა, ეს უკულტრობაა!
-საყვარელო, ისეთი პრობლემაა, თუ არ მოაგვარა არაფერი გამოვა, სიამოვნებით შევიდოდი მასთან კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს გზა მე უკვე გავიარე, იმედია დავმეგობრდებით და ამ ყველაფერს მას არ მოუყვები.
-არა, რა თქმა უნდა.
-არ დაიჯერებ, ზოგჯერ ისეთი სისულელეები უნდა ჭკუიდან გადავდივარ.
-მაგალითად?
-წინაზე, ზაფხულში მომთხოვა ორი გედი მეშოვა და მასთან ტბაში გამეშვა, წარმოგიდგენია? ჩემდა საბედნიეროდ, მარტივად ვნახე ვინც ყიდდა და ბუნებაში დავაბრუნდეთ.
-რა?- ყავის ცხელ ჭიქას ხელს ისე ვუჭერ, რომ თითებში სისხლის მიმოქცევა მერღევა.
-ხო, ზოგჯერ შეიძლება ასეთი რაღაცეებიც გთხოვოს, მაგრამ მზად უნდა იყო და გააკეთო.
-უცოლოა?- ძვლივს ვახერხებ კითხვის დასმას.
-საბედნიეროდ კი, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ამბობენ ცოლო მოჰყავსო, ქართველია, იცი ხომ საქართველო?
-კი, გამიგია.
-იქედან არის ის გოგო, ლამაზიაო, ასე ამბობენ.
-ხო?-ისე გულწრფელადვიკვირვებ, რომ საკუთარი თავის მე თვითონ მიკვირს.
-ხო, მაგრამ რას ვიზამთ, ისეთი იდეალურია თავისნაირი ეყოლება გვერდით. მიხარია, რომ ცოლი მოყავს. ის გოგო რომ წავიდა იმის შემდეგ არანორმალური იყო, მაგრამ ახლა შედარებით მშვიდადაა.
-მართლა?
-ხო, რას იზამ, ასეთ კაცებსაც კი ვჭირდებით.
-რატომ მაინცდამაინც ქართველი გოგო?
-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ესეც ქართველია წარმოშობით. ასეთები თუ კიდევ არიან იქ მომავალ ზაფხულს აუცილებლად წავალ და ვიპოვი ვინმეს ვინც შემეფერება,-კისკისებს და ქერა თმას გვერდით იგდებს.
- ისე ბევრი გოგო ეპრანჭებოდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს გაუმართლა და მასთან ქონდა ურთიერთობა.
-სერიოზულად?- დამაინტერესა.
-ხო, შენ რა ჭორიკანა ყოფილხარ.
-მაგრამ ვისთანაც სექსი ჰქონდა, ამბობენ, სხვა კომპანიებში გაუშვა სამუშაოდო, სულ ათი გოგო წავიდა წელს და უნდა ვივარაუდო, რომ იმ ათმა საოცარი დრო გაატარა.
-ათი?- გავაფართოვე თვალები.
-გაქანებული მექალთანეა. ასეთი გარყვნილი კაცი მეორე არ არის. მეც მიკვირს, რომ ცოლი მოჰყავს. ეს ათი რაც მე ვივარაუდე, იმის იქეთ რამდენი ყავდა ვინ იცის.
-სხვაგან რატომ უშვებს ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა?
-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ნაკლებ ანაზრაურებას არ იღებენ იქ და რა პრინციპია ვერ ვდები. მეც გადავიდოდი სიამოვნებით სადმე სამუშაოდ სანამ ცოლს მოიყვანს, მაგრამ აი შენ კი ამ ყველაფრისთვის უკვე ძალიან დაიგვიანე.
-ხო, სამწუხაროა!- ვუქნევ თავს.
-რა ჭორიკანა ხარ. მიხარია, რომ მოხვედი. იმედია, სამუშაოდ დარჩები და კიდევ ბევრ რამეს მოგიყვები,-იკიჭება ქერა გოგო.
-ხო, სამწუხაროა აქ მე რომ ვარ და არა ჩემი მეგობარი, მას ძალიან კარგად გაუგებდი.
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ ისიც შენნაირია.
-თუ ჩემნაირი მეგობარი გყავს, ესეიგი ჩვენც დავმეგობრდებით.
-იმედი მაქვს, საცოლეზე კიდევ არაფერი უთქვამთ?
-არა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ წინა დღეებში რამდენიმე ათასი ევრო გადავურიცხე პოლინას ბარათზე რომ ამ გოგოს გარდერობი განეახლებინა.
-მაინც რამდენი?
-არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი თანხა იყო, პოლინა იმ გოგოს გამო გაგიჟებული იყო და ნიკოლოზიც გალანძღა.
-პოლინა ვინ არის?
-ხო, პოლინა ნიკოლოზის მარჯვენა ხელია, დიზაინერი და შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზატორია, სამოსიც მას მიანდო. ძალიან კარგი გემოვნება აქვს, კარგი გოგოა, მაგრამ ცოტა აუტანელი ხასიათი აქვს.
-ნიკოლოზი ხომ არ უყვარს?
-ვინ?
-რა ვინ, ხომ არ უყვარს პოლინასმეთქი?
-ვინ?
-ნიკოლოზი.
-ნიკოლოზი ვინ არის?
-ნიკოლა, ბოდიში დავიბენი.
-ასე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიმართავს, ბაბუამისი კითხულობდა ხოლმე, საშინელი წარმოსათქმელია, შენ საიდან იცი?
-ხო... ბიოგრაფიას გავეცანი და იქედან.
-მასზე არსად არაფერი წერია, ჟურნალისტებთან არ მეგობრობს.
-ნინი, აქ ხარ?- მესმის ნიკოლოზის ხმა ჩემს ზურგს უკან და ლალოც თვალებს აფართოვებს.
-ლალო, გაიცანი ჩემი საცოლე, ნინი, მაგრამ უკვე გითხრა, ალბათ?
ლალოს ჭიქა ხელიდან უვარდება და ისეთი სახით მიყურებს თითქოს ჯუნგლებიდან გამოქცეული ცხოველი კი არა, რაღაც აუმოუცნობი არსება ვიყო.
-თქვენ. მე...
-ლალო, მიხარია რომ გაგიცანით, ჩემთან გეპატიჟებით და არაფერზე იღელვოთ.
-რას გულისხმობ?- მეკითხება გაოცებული ნიკოლოზი.
-ყავაში შაქარი ჩამიყარა და ისე განიცდის.
-ხო, რამე თუ ეშლება ასეთია. ზემდეტად ისჯის საკუთარ თავს, დაათვალიერე ოფისი?
-არა, საუბარში გავერთეთ.
-რაზე საუბრობდით?
ლალო კიდევ უფრო იძაბება.
-იმაზე, თუ რა საოცარი ყოფილა შენთან მუშაობა.
-მადლობა, ლალო!- იკრიჭება ნიკოლოზი.
- საქმე არც ისე კარგადაა, უამრავი საქმეა და ნინის ვთხოვ ნუ მოგაცდენს,–ლალო ძალით იღიმება და უჩინარდება
-სერიოზული პრობლემები მაქვს ბორდოში, უნდა წავიდე, შენც უკან დაბრუნება მოგიწევს, მანადე კი რამდენიმე თანამშრომელს დაენახე და ანტუანი წაგიყვანს სახლში, ოფისში რამდენჯერმე გავიარე ნიკოლოზთან ერთად და მხოლოდ ის დავინახე, რომ აქ ყველას მოდის უკანასკელ ტენდენციებზე აცვია.ახლა გასაგებია, ეს ყველაფერი მოთხოვნაა. სანამ წავალ ნიკოლოზს ვუსხლტები და ლალოსთან მივდივარ.
-მე, მე, მაპატიეთ, რაღაც უამრავი სისულელე ვთქვი.
-არაფერია, ნიკოლოზს არ უთხრა და არც მე ვეტვი, სტუმრობა ძალაშია, ქართული კერძების მომზადებას გასწავლი ხომ უნდა წახვიდე საქართველოში.
-მართლა ძალიან ვწუხვარ, მადამ თუ მადმუაზელ ნინი!
-რა მადამ ნინი, კარგი რა, უკვე მეგობრები ვარ და ჩემთან გელოდები, მარტივ სამუშაო დღეს გისურვებ და არ იღელვო ამაზე.

-რაზე ლაპარაკობდით?- მეკითხება გაკვირვებული ნიკოლოზი, როდესაც მასთან ვბრუნდები.
-ჩვენთან დავპატიჟე ვახშამზე, ქართული სამზარეულო უნდა დავაგემოვნებინო.
-როგორც უკვე გითხარი, ბორდოში სერიოზული პრობლემები მაქვს და ასეთი თანამშრომლები ახლა ძალიან მჭირდება, თავი დაანებე- იღიმის ნიკოლოზი და საიდანღაც ანტუანიც ჩნდება. გედების ამბით გულაჩუყებყლი მისთვის სასიამოვმო საღამოს მოწყობის იდეით ვივსები და ვეკითხები:
-ვახშმად რას ისურვებთ?
-მე?- მეკითხება გაკვირვებული.
-იცი, ადრე ბებია მიმზადებდა, ძალიან მარტივი მოსამზადებელია. რადგან დღეს მამალი ვახსენეთ, მამლოები მოამზადე, იცი მისი მომზადება? ჩაისთან ერთად გემრიელი იქნება.
-მამლოები?- ვერ მივხდი რაზე საუბრობს, თუმცა არ ვიმჩნევ.
-ხო, ასე ერქვა მგონი.
-კარგი,- ვუღიმი და სახლში დაბრუნებული პირველი რასაც ვაკეთებ ის არის, რომ კატოს ვურეკავ.
-რა გინდა გოგო?- მპასუხობს კივილით.
-მამლოები გაგიგია რამე?
-რა?
-საჭმელი მამლოები.
-რას ბოდიალობ, გოგო?
-ხო, ასეთი ძველი კერძი ყოფილა.
-მამალო?
-ეგ რა არის?- ვეკითხები გაკვირვებული.
-საუკუნეების წინ იყო კამფეტი, რომელსაც გამდნარი შაქრით აკეთებდნე და მამლის ფორმით ჯოხზე აცვამდნენ.
-მხოლოდ შაქარი უნდა?
-ხო, როგორც ვიცი, საშინელებაა. უბრალოდ ტაფაზე ალღობენ ამ შაქარს და მერე ფორმას აძლევენ. უგემური რაღაცაა, მაგრამ რა ჯანდაბად გინდა?
-უნდა გავაკეთო.
-სიმბოლური არის რამე?
-არა, არაფერი, მიყვარხარ და მადლობა.
იმ კამფეტის გასაკეთებლად, რომელიც ნიკოლოზს ბავშბოვაში დააბრუნებდა ამ წვიმაში გიჟივით გავრბივარ მაღაზიაში საჭირო მასალის საყუდლად. მიხარია გედების ამბავი და ის, რომ ჩემი წავლის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო. სანამ მაღაზიას ვიპოვი, სულ ვსველდები. უზარმაზარ დახლებს შორის პირველი შაქრისკენ გავრბივარ და ორ შეკვრას ვიღებ ყოველი შემთვევისთვის, პირველივე ჯერზე რომ არ გამომივიდეს... მერე კი ხორცისთვის განკუთვნილ ხის ჩხირებსაც ვაწყობ კალათაში, თუმცა იმაზე არ ვფიქრობ, როგორ მივცემ ამ ყველაფერს მამლის ფორმას. სილიკონის ნამხვრის საცხობის ძებნას ვიწყებ, მაგრამ არცერთს არ აქვს ერთგვაროვანი თხელი ძირი, ამიტომ მეორე სუპერმარკეტში მივდივარ და თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ვპოულობ რაც მინდა.სახლში სამი საათის შემდეგ სულ სველი ვბრუნდები, მაგრამ ვეღარ ვითმენ როდის დავიწყებ ამ ყველაფრის მომზადებას. თბილ სვიტერს ვიცვამ და სამზარეულოში ჩემს პროდუქტებთან ერთად ვბრუნდები. პირველი სილიკონის ფორმისგან სამზარეულოს მაკრატლით მამლის ფორმის გამოყვანას ვიწყებ. საბედნიეროდ, მართლა აქვს მამლის ფორმა, შუაგულს დანით ძალიან ფრთხილად ვჭრი და ნაპირებს მაკრატელით ვასწორებ. ერთი ფორმის შემდეგ მეორეს უფრო მარტივად ვჭრი. ფორმები უკვე მზად მაქვს და ბენიერი ვარ. ტაფას ვაცხელებ და ზედ ფორმებს ვდებ, მერე კი შაქარს ვყრი და მთელი ჩემი ემოციით ვაკვირდები როგორ იწყებს დნობას, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, ძალიან რომ არ დამეწვას ტაფას ვიღებ და გვერდით ვდგამ. მაშინვე ჯოხს ვადეებ, რომ ბოლოს ჯოხიანი კანფეტის ფორმა მივცე. ბედნიერებისგან ტაშს ვუკრავ დ საკუთარ თავს ვაქებ. ახლა პრობლემა ამ გამღვალი მასის გადმოტანაა. თეფშზე წყალს ვახამ, რომ არ მიიკრას და ოდნავ ცივი ერთგვაროვანი მასა თეფშზე ოსტატურად გადმომაქვს. ასე ვაკეთებ რამდენიმეს, მაგრამ ვიღლები და მოულოდნელად ჯოხის დადების პროცესში თითს გამდნარ შაქარში ვდებ. ვკივი და მაშინვე წყალს ვუშვირ ხელს, სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები მომდის, ისე მწარედ დავიწვი, რომ ცივი წყალიც არ მშველის, თითი გამალებით მიფეთქვას, მაგრამ საქმეს ვუბრუნდები ჩემი მამლები რომ არ გაფუჭდნენ. პირველად გაკეთებულ უკვე გამშრალ მასას ვიღებ, ცოტა ხანს ტკივილი მავიწყდება, რადგან ჩემი მამლები ნამდვილი კულინარიული შედევრი გამოდის. მათ იმდენ ხანს ვატრიალებ ხელში, სანამ არ მბეზრდბა. მამლების მომზადებაზე გაცილებით რთული დამდნარი შაქრით გაწებილი ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გარეშე გარეცხვა გამოდგა. ტაფის გარეცხვას ორ საათის ვანდომებ და ისიც ჯი არ მახსოვს, რომ არაფერი მიჭამია. ჩადიანს ასადუღებლად ვდგამ. წარმომიდგენია რა სახე ექნება ნიკოლოზს, როდესაც ამ ყველაფერს დაინახავს და დაბრუნდება იმ დროში რომელიც მისთვის ბედნიერ მოგონებებთან ასოცირდება. ისე ველოდები მის გამოჩენას, როგორც არასდროს. მინდა ასე გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის. საკუთარ თავს ვაქებ და ბენდიერებისგან ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ფანჯარასთან ვდგავარ და მის მოსვლას ველოდები. ჯიუტად არ ვიმჩნევ თითის საშინელ წვას, უფლებას არ მივცემ სიხარული გამიფუჭოს, ნიკოლოზი, საბოლოოდ, მაინც ისე მოდის ვერ ვიგებ.
-ფანჯარასთან იდექი, დაგინახე,- მიღიმის და აშკარად ძალიან დაღლილია.
- რაზე ფიქრობდი, თუ მე მელოდებოდი?
-არა, იმაზე ვფქროდი რა ლამაზი იქნებოდა აქ ჩიტები რომ ისხდნენ მეთქი, აივანზე.
-ხო, დარწმუნებული ხარ, რომ ქათამს და ჩიტს ერთმანეთისგან გაარჩევ?
გამეცინა და გული ამიჩქარდა. რატომ ვანიჭებ ამ იდიოტურ კამფეტს ამხელა მნიშვნელობას ვერ ვხვდები, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.
-გშია?- ვეკითხები.
-არა,- მპასუხობს წარბებშეკრული.
-მამლოები მოვამზადე, რეალურად მამალო ჰქვია,- ვიკრიჭები.
- ჩაი მოვამზადო?
-მაშინ დიდი სიამოვნევით,- მოსაცმელს იხდის და მეც თავპირისმტვრევით სამზარეულოში გავრბივარ და ჩაის ვადუღებ.
-შემოდი,- ვკივი, როდესაც მზად ვარ. ჩემი მამლები გამჭირვალე ჭიქებში აწყვია. ნიკოლოზის მოსვლას ველოდები, ისიც შემოდის და ბედნიერი სახით ჯდება მაგიდასთან.
-ეს რა არის?- მეკითხება გაკვირვებული და ერთ მამალს ჭიქიდან იღებს.
-რა არ გავს?
-რას?- მეკითხება წარბშეკრული.
-მამალს,- ვიბნევი.
-მამალს გავს, მაგრამ რა არის?
-მამალო, რაც გინდოდა ისე არ გამოიყურება?
-ხო, იცი, მე როგორც მახსოვს ახალ პურს კვერხში ავლებდა და მერე ტაფაზე წვავდა.
-რა?
-ხო, მამლოები.
-მაგას ყიყლიყო ქვია და არა მამალო,- ვუწევ ხმას და ლამის ნერვები დამაწყდეს, თითიც ახლა უფრო მწარედ იწყებს ფეთქვას, ან ჩემს გაღიზიანებულ ნერვებს აღარ შეუძლია მისი ატანა.
-ვერ მივხდი რატომ მეჩხუბები.
-სახელი აგერია და იმიტომ,- არ მინდა, მაგრამ დაუკითხავად მომდის თვალებიდან ცრემლები. -რამე მოხდა? რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს და ეტყობა გავამარტივე, ბოდიში, შემეშალა, მაგრამ შენ ასე რატომ განიცი?
თავს ვეღარ ვიკავებ თმებში ხელებს ვიცურებ, იდაყვებით მაგიდას ვეყრდნობი გულამოსკვნილი ისტერიულად ვსლუკუნებ.
-იიიმიტომ, რომ თითქმის მთელი დღეა ამ იდიოტობას ვაკეთებ, რომ შენთვის დამეხვედრებინა, შენ კი უბრალოდ ორ წუთში მოსამზადებელი კვერცხიანი პური გნდომებია.მინდოდა ბავშვობაში დამებრუნებინე და ასე გადამეხადა შენთვის მადლობა, მაგრამ რა.... ისევ ვაგრძელებ სლუკუნს.
-კარგი, რა მოხდა მერე, ამასაც შევჭამ, ოღონდ ნუ ტირი.
-ნუ მელაპარაკები, გთხოვ!- ისტერიულად ვაქნევ ხელებს.
-კარგი, მაგრამ ასეთ ნერვიულობად ღირს? ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ჩემს გასახარებლად ამდენი იწვალე.
–ხელი დავიწვი და მტკივა,–იხტიბარს არ ვიტეხ და ვცდილობ დავმშვიდდე. ვერ ვხვდები მაინცდამაინც ამ ბიჭთან რატომ მომინდება ხოლმე ემოციების გადმოფრქვევა
ნიკოლოზს რაღაცის თქმა კიდევ უნდა, მაგრამ არ ვაცდი.
–არაფერი მითხრა.
-კარგი.

მომდევნო თავს ნიკოლოზი გააგრძელებსскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ზინიკო

საუკეთესოა !!! ხვალ ვიხილავთ ნიკოლოზის ემოციებს? :)

 


№2 სტუმარი Melusi

Ramagaria gagijeba sheizleba am tavze ra autanelia nikolozi ra uh chanwara yvelaferi magari tavia velodebi shemdegs❤❤

Pirveli var????

 


№3 სტუმარი tamo

rogor gvawvaleeb raa :-) xo sheidzlebaa dgheshi 3 tavi dadoo :-) :-) :-) :-) mivejajve am romans da sulmoutqmelad velodebi xolme axal tavs. dghesaac dadee shemdeegiii raaaa :-) :-) :-) :-) :-) :-) :-)

 


№4  offline წევრი Rania

მივხვდი თავიდანვე ყიყლიყოს რომ გულისხმობდა ნიკოლოზი. დაწყებისას რომ ჩავისუნთქავ. ამოსუნთქვა მავიწყდება. საოცრადბმაგარია გეგი
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline მოდერი GEGI გეგი

ზინიკო
საუკეთესოა !!! ხვალ ვიხილავთ ნიკოლოზის ემოციებს? :)

მადლობა.

Melusi
Ramagaria gagijeba sheizleba am tavze ra autanelia nikolozi ra uh chanwara yvelaferi magari tavia velodebi shemdegs❤❤

Pirveli var????

დიდი მადლობა.

tamo
rogor gvawvaleeb raa :-) xo sheidzlebaa dgheshi 3 tavi dadoo :-) :-) :-) :-) mivejajve am romans da sulmoutqmelad velodebi xolme axal tavs. dghesaac dadee shemdeegiii raaaa :-) :-) :-) :-) :-) :-) :-)

დიდი მადლობა.

Rania
მივხვდი თავიდანვე ყიყლიყოს რომ გულისხმობდა ნიკოლოზი. დაწყებისას რომ ჩავისუნთქავ. ამოსუნთქვა მავიწყდება. საოცრადბმაგარია გეგი

დიდი მადლობა.

 


№6  offline მოდერი Tamta.k

საუკეთესო მწერლის, საუკეთესო ისტორია!
გელოდები.

 


№7  offline მოდერი GEGI გეგი

Tamta.k
საუკეთესო მწერლის, საუკეთესო ისტორია!
გელოდები.

ძალიან დიდი მადლობა გადაჭრბებული შეფასებისთვის.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

ნამდვილად უკარგესი ისტორიაა.

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ლია
ნამდვილად უკარგესი ისტორიაა.

დიდი მადლობა.

 


№10  offline წევრი Gemini mood

Dzaan sayvareli tavia dzaan mixaria da dzaan momwons agfrtovanebuli var am tavit da ise velodebi nikolozis mxridan ambis gagrdzelebas ro ravici ❤❤dzaan kargad wer gegi da imedi maqvs ro axal tavs dzaan male dadeb❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

მართლა ძალიან კარგად წერთ.რომ ჩაისუნთქვ და დასასრულს ამოისუნთქავ.რომ გაჟრიალებს გატირებს და გაცინებს.

სტუმარი nancho
მართლა ძალიან კარგად წერთ.რომ ჩაისუნთქვ და დასასრულს ამოისუნთქავ.რომ გაჟრიალებს გატირებს და გაცინებს.

 


№12  offline წევრი Barbare ❤

mmm gemrieloba iyoo ❤️ davrchi gakrechili :d ❤️warmatebebi

 


№13  offline მოდერი D-roni

სამსახურის ტვალეტში ვარ შემოპარული წასაკითხად და კომენტარის გარეშე ვერ გავეხიკეე .ეჰ შეყვარებული ხარ ჩემო ნინი შენ და ვერ ხვდები ჯერ :/ ისე ზოგჯერ ვფიქრობ რამდენი ხანი უნდა იფიქროს კიდე რა სჭირს და როდის უნდა გაიაზროს საბოლოოდ რომ შეყვარებულიათქო და მერე მივხვდი რომ ჩემი პირველი სიყვარული უშეყვარებულოდ 4 წელი გაგრძელდა და ის რეგვენი მთელი ოთხი წლის განმავლობაში იაზრებდა რა ანგელოზივით გოგო გამოვექეცი კანადაში :/ არა მე თავმდაბალი ვარ ძალიან :დ ხო და ჩემო ნინი გაიაზრე ბოლოსდაბოლოს ქალი ხარ და ნიკოლზმა უნდა დაგასწროს ? -_- კატო დამაკლდა ამ თავში მაგრამ ის პაწაწუნა მონაკვეთიც საკმარისი იყო ისტორიას ენერგეტიკა რომ დასტყობოდა ამ გოგოსი! ვერ გავიგე ლიაკომ რაზე გაჭედა ? ფული მაგან მისცა იმ კაცს, მაგან სთოხვა ნიკოლოზზე გათხოვდიო, მაგან გაატანა სასტუმროში ეს გოგო პირველივე ღამეს უცხო ნიკოლოზს , მაგის ხუშტურებით აპროწიალებდნენ ამ კაცს ხაშზე და სადღეგრძელოებზე და კიდე ნინის ემუქრება ? იც ნოთ ფეარ უ ნოვ? ხო და ნიკოლოზზე რომ ვგიჟდები მაგას ლაპარკი არნუნდა:დ თავში თუ საწოლს ველოდებოდი ახლა იმას ველოდები როდის გაიაზრებს ეს მართლაორი ბატი რამდენად უყვართ ერთმანეთი . ხო და გეგი შენ ძმა ხარ ♥️

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

Barbare ❤
mmm gemrieloba iyoo ❤️ davrchi gakrechili :d ❤️warmatebebi

დიდი მადლობა.

D-roni
სამსახურის ტვალეტში ვარ შემოპარული წასაკითხად და კომენტარის გარეშე ვერ გავეხიკეე .ეჰ შეყვარებული ხარ ჩემო ნინი შენ და ვერ ხვდები ჯერ :/ ისე ზოგჯერ ვფიქრობ რამდენი ხანი უნდა იფიქროს კიდე რა სჭირს და როდის უნდა გაიაზროს საბოლოოდ რომ შეყვარებულიათქო და მერე მივხვდი რომ ჩემი პირველი სიყვარული უშეყვარებულოდ 4 წელი გაგრძელდა და ის რეგვენი მთელი ოთხი წლის განმავლობაში იაზრებდა რა ანგელოზივით გოგო გამოვექეცი კანადაში :/ არა მე თავმდაბალი ვარ ძალიან :დ ხო და ჩემო ნინი გაიაზრე ბოლოსდაბოლოს ქალი ხარ და ნიკოლზმა უნდა დაგასწროს ? -_- კატო დამაკლდა ამ თავში მაგრამ ის პაწაწუნა მონაკვეთიც საკმარისი იყო ისტორიას ენერგეტიკა რომ დასტყობოდა ამ გოგოსი! ვერ გავიგე ლიაკომ რაზე გაჭედა ? ფული მაგან მისცა იმ კაცს, მაგან სთოხვა ნიკოლოზზე გათხოვდიო, მაგან გაატანა სასტუმროში ეს გოგო პირველივე ღამეს უცხო ნიკოლოზს , მაგის ხუშტურებით აპროწიალებდნენ ამ კაცს ხაშზე და სადღეგრძელოებზე და კიდე ნინის ემუქრება ? იც ნოთ ფეარ უ ნოვ? ხო და ნიკოლოზზე რომ ვგიჟდები მაგას ლაპარკი არნუნდა:დ თავში თუ საწოლს ველოდებოდი ახლა იმას ველოდები როდის გაიაზრებს ეს მართლაორი ბატი რამდენად უყვართ ერთმანეთი . ხო და გეგი შენ ძმა ხარ ♥️

შიში, აღიარების შიში აქვთ რომ მერე გაუჭირდებათ ბევრი მიზეზების გამი ურთიერთობა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.

 


№15  offline მოდერი D-roni

GEGI გეგი
Barbare ❤
mmm gemrieloba iyoo ❤️ davrchi gakrechili :d ❤️warmatebebi

დიდი მადლობა.

D-roni
სამსახურის ტვალეტში ვარ შემოპარული წასაკითხად და კომენტარის გარეშე ვერ გავეხიკეე .ეჰ შეყვარებული ხარ ჩემო ნინი შენ და ვერ ხვდები ჯერ :/ ისე ზოგჯერ ვფიქრობ რამდენი ხანი უნდა იფიქროს კიდე რა სჭირს და როდის უნდა გაიაზროს საბოლოოდ რომ შეყვარებულიათქო და მერე მივხვდი რომ ჩემი პირველი სიყვარული უშეყვარებულოდ 4 წელი გაგრძელდა და ის რეგვენი მთელი ოთხი წლის განმავლობაში იაზრებდა რა ანგელოზივით გოგო გამოვექეცი კანადაში :/ არა მე თავმდაბალი ვარ ძალიან :დ ხო და ჩემო ნინი გაიაზრე ბოლოსდაბოლოს ქალი ხარ და ნიკოლზმა უნდა დაგასწროს ? -_- კატო დამაკლდა ამ თავში მაგრამ ის პაწაწუნა მონაკვეთიც საკმარისი იყო ისტორიას ენერგეტიკა რომ დასტყობოდა ამ გოგოსი! ვერ გავიგე ლიაკომ რაზე გაჭედა ? ფული მაგან მისცა იმ კაცს, მაგან სთოხვა ნიკოლოზზე გათხოვდიო, მაგან გაატანა სასტუმროში ეს გოგო პირველივე ღამეს უცხო ნიკოლოზს , მაგის ხუშტურებით აპროწიალებდნენ ამ კაცს ხაშზე და სადღეგრძელოებზე და კიდე ნინის ემუქრება ? იც ნოთ ფეარ უ ნოვ? ხო და ნიკოლოზზე რომ ვგიჟდები მაგას ლაპარკი არნუნდა:დ თავში თუ საწოლს ველოდებოდი ახლა იმას ველოდები როდის გაიაზრებს ეს მართლაორი ბატი რამდენად უყვართ ერთმანეთი . ხო და გეგი შენ ძმა ხარ ♥️

შიში, აღიარების შიში აქვთ რომ მერე გაუჭირდებათ ბევრი მიზეზების გამი ურთიერთობა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.


მაგის შემჩნება რთული არ არის , მაგრამ მერე ეს გაწელილი პერიოდიც და ამდენი დაგროვილი ემოციაც ძალიან გეხმარება ბედნიერებას პირდაპირ ცხვირით შეეჯახო. პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, მართალია როგორც ზემოთ ვახსენე ბოლოს მაინც კრახით დასრლდა მაგრამ რასაც შენ იძახი ეგ გამოცდილი მაქვს და მართლა რთულია ... ძალიან კარგად გადმოსცემ ყველაფერს და ძალიან რთულია ასე მიგყავდეს ისტორია და მკითხველსაც ბოლომდე მიაპროწიალებდე . ყოველ თავზე უდიდესი ინტერესი მაქვს და საშინლად არ მინდა დასრულდეს! სიაომოვნებით წავიკითხავ დარჩენილი ცხოვრება ამ საგიჟეთის გადმონაშთურ ისტორიას! იმედია დაწყვილების შემდეგ მალე არ დაასრულებ და რეალური ურთიერთობის სიღრმეშიც ჩაგვიყვან. მე სულ შენთან ვარ ♥️

 


№16 სტუმარი ჭორიკანა

ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესოდ წასაკითხი. ერთი სული მაქვა ხოლმე სანამ თავს ბოლომდე წავიკითხავ , მაგრამ თან არ მინდა დასრულდეს,. შემდეგი თავის ლოდინში ათასჯერ გადავქექავ ხოლმე საიტს)). გვიან შემოგიერთდით სამწუხაროდ, თუმცა კარგი იყო, მთელი 18 თავი ერთიანად ჩავიკითხე) ჰოდა რაღაც შევნიშნე და თუ არ მიწყენთ გეტყვით, წინა თავებში წერდით, ნინი ყავას რომ სთავაზობდა, ნიკოლოზი სულ ჩაის ირჩევდა, ყავა არ მიყვარსო, ჯოდა აქ კი ჩაიზე წერია ნიკოლოზი არ სვამსო. მექანიკურად გაპარულია ალბათ. იქნებ ჩასასწორებელია მეთქი და გაგიზიარეთ. ძალიან მომწონს ისტორია. მადლობა თქვენ ამ სიამოვნებისთვის.

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ორი არანორმალური არსება ერთად

 


№18  offline მოდერი GEGI გეგი

ჭორიკანა
ძალიან კარგი ისტორიაა, საინტერესოდ წასაკითხი. ერთი სული მაქვა ხოლმე სანამ თავს ბოლომდე წავიკითხავ , მაგრამ თან არ მინდა დასრულდეს,. შემდეგი თავის ლოდინში ათასჯერ გადავქექავ ხოლმე საიტს)). გვიან შემოგიერთდით სამწუხაროდ, თუმცა კარგი იყო, მთელი 18 თავი ერთიანად ჩავიკითხე) ჰოდა რაღაც შევნიშნე და თუ არ მიწყენთ გეტყვით, წინა თავებში წერდით, ნინი ყავას რომ სთავაზობდა, ნიკოლოზი სულ ჩაის ირჩევდა, ყავა არ მიყვარსო, ჯოდა აქ კი ჩაიზე წერია ნიკოლოზი არ სვამსო. მექანიკურად გაპარულია ალბათ. იქნებ ჩასასწორებელია მეთქი და გაგიზიარეთ. ძალიან მომწონს ისტორია. მადლობა თქვენ ამ სიამოვნებისთვის.

მადლობა ამ დეტალისთვის და შეფასებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent