შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ტერიტორიები /სრულად/


22-03-2019, 10:17
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 947

აკრძალული ტერიტორიები /სრულად/

თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს Ólafur Arnalds - Only The Winds-ის თანხლებით მივუყვები. მუსიკა და წვიმისგან აგრილებული ჰაერი სულში ჰარმონიულად მეღვრება. დილის 9საათის მიუხედავად საკმაოდ ბნელა, კაეშანური უღიმღამობით მომღიმარი უღმერთო ღრუბლები, სამყაროს დაებატონა და სულიც ისეთივე ნაცრისფერია, როგორც მთლიანად არემარე. ქუჩები ცარიელია. გარემოებასთან სიმარტოვის იდეალური თანხვედრა ხდება. მხოლოდ მე და არავინ სხვა. სრულყოფილების შეგრძნება მეუფლება. საკუთარ ნაბიჯებს ვაკვირდები. თითქოს მიწას არ ვეხები. სიჩუმეში გადაკარგულ ადამიანს ვგავარ, მსუბუქი მოძრაობით, რომელიც ჰაერს ერწყმის და მისი ნაწილი ხდება. უხილავი. შინაგანი და გარეგანი სამყაროს სრულყოფილი პერფორმანსი... მეტროში ჩავდივარ. ხუთი წუთის შემდეგ მატარებელიც მოდის. ყველა ვაგონი ცარიელია, შევდივარ, დიდხანს ვარჩევ რომელ სკამზე დავჯდე. ბოლოს კედელს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ...
ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან, სკოლის ეზოს შესავლელი კარგად ჩანდა. ნოე ყოველ დილით მოდიოდა. ერთიანად დაძენძილი ტანსაცმლით ძლივს ახერხებდა სხეულის დაფარვას, სკოლის შესასვლელთან ფეხმორთხმით ჯდებოდა და ყოველგვარ დამცირებას შეგუებული, სამოწყალოდ ხელგაწვდილი, მანამ იჯდა სანამ სკოლიდან უკანასკნელი ადამიანი არ გავიდოდა. ყოველ დღე ვაკვირდები მის ცხოვრებას. ყოველი დღე ერთნაირი, არაფრით განსხვავებული დამღლელი, დამამცირებელი რუტინა იყო მისთვის და სხვა არაფერი. შემოდგომის ერთ თბილ დღეს მთელი სკოლა შესვენებაზე ეზოში იყო გამოფენილი. გასართობ მოედანზე ვთამაშობდით. მოულოდნელად კი ჩემი მზერა უფროსკლასელი ბიჭების საქციელმა მიიპყრო, ისინი ნოეს აიძულებდნენ ოთხზე დამდგარიყო და პირუტყვივით ეჭამა ბალახი. მეგობრებს გამოვეყავი და მათკენ წავედი. ნოე არ ტიროდა, თუმცა ბევრიც არ აკლდა, ისინი კი სიცილით იხრჩობოდნენ.
- აქ რას აკეთებ. დამიღრიალა ერთ-ერთმა. - ვიხრები, მუჭით ბალახს ვგლეჯ და პირისკენ მიმაქვს, ვღეჭავ, ვყლაპავ. ისევ ვიხრები, კიდევ ერთ მუჭა ბალახს ვგლეჯ და იმ ბიჭს ვუახლოვდები ვინც დამიღრიალა.
- ჭამე, გემრიელია. - ვეუბნები მშვიდად და ბალახს ვაწვდი. ჩემი საქციელით შეურცხყოფილი ბიჭი ჯერ მიყურებს, მერე ჩანთას იღებს და თავის მეგობრებთან ერთად მიდის. ნოეს წამოდგომაში ვეხმარები. ცრემლებს ჭუჭყიანი ტანსაცმლით იწმენდს და მადლობას მეუბნება. მეგობრებთან ვბრუნდები.
მეტრო დანიშნულ სადგურში ჩერდება და მეც გამოვდივარ. უკან ვიხედები, ბოლო პერიოდია მსხვერპლისთვის მახასიათებელი შიშები მიპყრობს. მგონია ვიღაც მომყვება. ჩემს უკან მოტოვებულ ტერიტორიას, შიგადაშიგ შიშნარევი მზერით ვამოწმებ. მეტროდან ამოვდივარ. არემარე ისევ ნაცრისფერია, ჩემი ოცწუთიანი მიწისქვეშა მოგზაურობის პერიოდში არც არაფერი შეცვლილა. გზას საყვარელი ბარის მიმართულებით დავადექი. უკვე წლებია, სამსახურში მიმავალს ჩვევად მექცა ამ ბარში შესვლა და ყავის დალევა. როგორც ყოველთვის, ახლაც მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და ბარმენი ვართ ბარში. შესვლისთანავე სალამი მომაგება.
- ტრადიციულად? - მეკითხება ღიმილით.
- რა თქმა უნდა. - ორ წუთში ყავა მოაქვს. მადლობას ვეუბნები. ფანჯრიდან ჩაბნელებულ ქალაქს გავცქერი. უჩვეულოდ აშლილი ემოციების მიზეზის პოვნას ამაოდ ვცდილობ... წვიმა, რომელიც დილიდან ემზადება დედამიწის ასატალახებლად, შავ ღრუბლებს შორის უკვე გამოჩნდა, ჯერ ერთი წვეთი, შემდეგ სამი, ათი, ასი და უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგად გაწვიმდა. ფანჯრის მინებზე სეტყვა თამაშს მოჰყვა და ისედაც ცარიელი თბილისის ქუჩებს კიდევ უფრო სევდიანი იერსახე შესძინა. - ნეტავ სად არის ახლა ნოე. - ვფიქრობ ჩემთვის. ბალახის ჭამის ინციდენტის შემდეგ ნოე ჩვენი სკოლის წინ არასოდეს შემინიშნავს. გაქრა, გაუჩინარდა, მიწამ პირი უყო, ჰაერს შეერწყა სწორედ ისე როგორც მე ამ დილით... წვიმამ გადაიღო. ბარიდან გამოვდივარ და სამსახურისკენ მივდივარ. გზად ერთი ორჯერ ისევ მოვიხედე უკან. ვიღაცის აკიდების წარმოსახვა მგონი აკვიატებად მექცა.
სამსახურში შესულს, სამუშაო მაგიდაზე, ფოსტით მოსული წერილი მხვდება, ჯერ გარედან ვათვალიერებ, გამომგზავნი არ არის მითითებული, ვჯდები და ვხსნი... ბავშობიდან მიყვარდა წერა, ხშირად მჩუქნიდნენ რვეულებს, ოთხმოცდაათიანი წლები არ იყო ის პერიოდი, როდესაც ყველა ოჯახს კომპიუტერის შეძენის ფუფუნება გააჩნდა, შესაბამისად მე რვეულის მომხმარებელი ვიყავი... წერილს ვხსნი. შავყდიან სქელ ბლოკნოტს, რომელიც კონვერტში იდო ოქროსფერი წარწერა ამშვენებდა "ლიზა ბერიძე" (ჩემი სახელი და გვარი)... მეორე უჯრას ვაღებ და მასაც იმ ნივთებთან ერთად ვათავსებ რაც წინა დღეებში მხვდებოდა მაგიდაზე. კომპიუტერს ვრთავ და მუშაობას ვიწყებ.
მახსოვს ნოეს გაუჩინარების შემდეგ სკოლის დირექტორთან შევედი და მის შესახებ კითხვები დავუსვი, წარმოიდგინეთ რა იმედგაცრუება ვიგრძენი, როდესაც აღმოჩნდა, რომ მან ჩემზე მეტი არც არაფერი იცოდა... წლების განმავლობაში საკლასო ოთახის ფანჯრიდან ამაოდ ველოდი მის დანახვას. დრო გადიოდა მაგრამ ნოე არ მავიწყდებოდა. წარმოსახვით მეგობარს, რომელიც მუდამ თან მახლავს და აი ახლაც თავად მკარნახობს სიტყვების თანმიმდევრობას, მასაც კი ნოე დავარქვი.
პატარა ოფისის ყველა თანამშრომელი ლანჩზე გავიდა, მე დავრჩი და მუშაობა განვაგრძე. თავში მოფარფატე აზრებს გაწმენდით სამუშაოებს ვუტარებდი და შემდეგ გამზადებულს და დახარისხებულს სრულ იერსახეს ვაძლევდი. უეცრად შუქი ქრება. მაგიდას ვშორდები და ოთახიდან გამოვდივარ, ბნელი ოფისის ყველა კუთხე ისეა ჩაბნელებული საკუთარი სხეული აჩრდილი მგონია და რეალობა ფანტასტიური ჟანრის სიზმარი. ჯიბიდან სანთებელას ვიღებ და გზას მისი საშუალებით ვინათებ. უეცრად მოვარდნილმა შიშმა სრულიად მოიცვა ჩემი სხეული და არაამქვეყნიური ფიქრებით შეპყრობილს მთელი სხეული მიოფლიანდება... შუქი ინთება. კედელთან მდგარ დისპენსერთან მივდივარ და წყალს ვსვამ. ოთახში ვბრუნდები.
- გამარჯობა. ამბობს ჩემ სკამზე კომფორტულად მოკალათებული უცხო მამაკაცი. ჭიქა ხელიდან მივარდება და რეფლექსურ კივილს ვიწყებ. დინჯად დგება, საჩვენებელ თითს ტუჩზე მადებს. - ნუ კივი, ამბობს ძალიან მშვიდი ხმით. ვემორჩილები და არ ვიცი ტკივილის თუ შეურაცხყოფის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ საკუთარ სხეულზე კონტროლს, როგორ ვკარგავ. - რა გატირებს? ამბობს და იღიმის. მინდა პასუხი გავცე მაგრამ სიტყვები მავიწყდება. - სად წავიდა ის გოგო არავის შიში რომ არ ჰქონდა? - მეკითხება და გაწეწილ თმებს მისწორებს. ტირილს ვწყვეტ და თვალებში ვუყურებ. სხეული ნელ-ნელა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.
- არ გინდა ბალახი ვჭამოთ? თუ აღარ ჭამ? - გულიანად იცინის. უკან ვიხევ... ვათვალიერებ. ახლაღა ვამჩნევ რომ დამნაშავის იერი სულაც არ აქვს. დიდრონი შავი თვალები, პატარა სწორი ცხვირი, სავსე ტუჩები. LUIS VUITTON-ის პიჯაკი ტანზე ისე აქვს მორგებული იფიქრებთ, რომ პირადად მისთვის შეუკერავთ, Hermes -ის ფეხსაცმელს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად ერთი წვეთი ჭუჭყი არ ეტყობა. ხელში chanel-ის სათვალეს აწვალებს, მარცხენა მაჯას კი tommy hilfiger -ის საათი უმშვენებს.
- როგორ შეცვლილხარ ნოე. - ვამბობ და ვეხვევი.
- შევეცადე.
- ბოლომდე ვერა. - ვეუბნები და პიჯაკის ამობრუნებულ საყელოს ვუსწორებ...
- არ გინდა ყავა დავლიოთ? - მოულოდნელი ეიფორია სადღაც უჩინარდება და რეალობის შიში მიასმაგდება. - ნუ ნერვიულობ. არაფერს დაგიშავებ ლიზა.
- ეს არც მიფიქრია.
- მაშინ რას ელოდები? - ზედმეტად მომხიბვლელი იყო ნოე რომ მისთვის უარის თქმა შემძლებოდა, ჩანთა ავიღე და გავუღიმე.
- ერთი საათი.
- დასაწყისისთვის ვფიქრობ მშვენიერი დროა. - გზა დამითმო და მეც ოფისი დავტოვე. - სად წავიდეთ? - ვეკითხები გარეთ გამოსვლის შემდეგ.
- შენს საყვრელ ბარზე რას იტყვი?
- რა იცი რომელია ჩემი საყვარელი ბარი.
- მე თითქმის ყველაფერი ვიცი შენს შესახებ. - გამიღიმა და შავი რენჯ როვერის კარი გამიღო.
- შენია?
- გახლავს. - მანქანაში მოვთავსდი და უხერხულობისგან ტუჩების კვნეტა დავიწყე, ამასობაში ნოე ჩემს გვერდით მოთავსდა, ძრავა აამუშავა და თბილისის სევდისფერ ქუჩებს ნელი სვლით გაუყვა.
- სად იყავი მთელი ეს დრო?
- გრძელი ამბავია?
- მოყოლას არ აპირებ?
- ბარამდე ვერ მოიცდი? მინდა თვალებში გიყურო როდესაც ვისაუბრებთ. - დაძაბულობამ კიდევ უფრო მიმატა მისი ასეთი დახვეწილობის გამო, თვალი მისი თითებისკენ გამექცა, კოხტად რომ მოკალათებულიყვნენ მანქანის საჭის ირგვლივ, თხელი მოვლილი თითები ჰქონდა ისეთი, ბევრ ქალს რომ შეშურდებოდა, ემოციისგან პირი გამიშრა და პირს მომდგარი ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, რაზეც ნოეს ძალიან გაეცინა. ბართან ისე მივიდა მისამართი არც უკითხავს. ავტომობილი სადგომზე გააჩერა, ბარში შევედით, ჩემს საყვარელ მაგიდასთან დავჯექით და ყავა შევუკვეთეთ, ორ წუთში შეკვეთა მოიტანეს და ჩვენც მარტო აღმოვჩნდით ერთმანეთის პირისპირ. იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და მზერა გამისწორა.
- ასე ნუ მიყურებ ნოე.
- მომენატრა ეს თვალები. - გაიღიმა და ყავა მოსვა.
- საიდან გახსოვს ჩემი თვალები?
- არასოდეს დამვიწყებია ის მამაცი გოგო ჩემს გადასარჩენად უფროსკლასელებს წინ რომ აღუდგა.
- არ მეტყვი სად იყავი მთელი ეს დრო.
- ვემზადებოდი ლიზა.
- რისთვის?
- შენთან შეხვედრისთვის.
- ჩემთან შეხვედრას რა მომზადება უნდოდა?
- მინდოდა შენთვის სასურველი და საინტერესო ვყოფილიყავი.
- ნოე.
- ვიცი ლიზა, ვიცი რომ გათხოვილი ხარ. - დიდრონი შავი თვალები ყავის ჭიქას მიაპყრო და რამდენიმე წამს დადუმდა.
- ასეთი როგორ გახდი?
- ასეთი როგორი?
- აი ასეთი. - ხელით ვანიშნე თავისი სხეულისკენ.
- ბევრს ვშრომობდი.
- რას საქმიანობ?
- ლონდონში სავაჭრო ქსელის მეპატრონე ვარ.
- ლონდონში? - გაოცებისგან სრულიად გავფითრდი.
- იმ დღეს როდესაც შენ ჩემსა და უფროსკლასელ ბიჭებს შორის უშიშრად აღიმართე, ჩემში დიდი გადატრიალება მოახდინე, მაშინ დავიფიცე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა წარმატებისთვის უნდა მიმეღწია და შენს წრეში უნდა შემოვსულიყავი, მუშაობა მშენებლობაზა დავიწყე, პირველი ხელფასით წიგნები ვიყიდე, მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, ნელ-ნელა საკმაოდ დიდი ცოდნა დავიგროვე და ცხოვრებასაც სხვაგვარად შევხედე. დასაკარგი არაფერი მქონდა, არაფერს ვერიდებოდი, ყველგან ვმუშაობდი სადაც მუშა ხელი ჭირდებოდათ, დანაზოგს თავი მოვუყარე და ჩვიდმეტი წლის ასაკში აქედან წავედი. ლონდონში თავიდან გამიჭირდა თუმცა ბოლოს გამიმართლა, შევხვდი საკმაოდ გავლენიან ადამიანს, ეს უფრო გამართლება იყო, ის ქუჩაზე გადადიოდა როდესაც მისკენ გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მანქანა შევნიშნე. არ დავიბენი, გავიქეცი და მოვახერხე მისი სიცოცხლის გადარჩენა, მადლობის ნიშნად თავისთან დამპატიჟა. გამოიცანი ვინ აღმოჩნდა?
- ვინ?
- ქალაქის ყველაზე გავლენიანი იურისტი. მისი დახმარებით ელიტაში შესვლა მოვახერხე და ასე დაიწყო ჩემი ლონდონური მოღვაწეობაც. თავად დამეხმარა პირველი სავაჭრო ქსელის გახსნაში, მერე წარმატებასაც მივაღწიე. რისთვისაც ვიწვალე გამომივიდა და ახლა აქ ვარ. რამდენიმე თვეა რაც ჩამოვედი.
- საინტერესო ისტორია გადაგხდომია. ახლა რისთვის დაბრუნდი.
- შენი ნახვა მინდოდა, მე ხომ ეს ყველაფერი შენს გამო მსურდა.
- რატომ ჩემს გამო?
- არასდროს დამვიწყებია შენი ცისფერი თვალები ლიზა, თვალები სადაც სიკეთე ბუდობდა, ის ძლიერი გამოხედვა და მეომარი ხასიათი. როდესაც იმედგაცრუება წამიღებდა ყოველთვის ამ თვალებს ვიხსენებდი.
- მიხარია თუ შენს წარმატებაში ჩემს არსებობას რაღაც წვლილი აქვს. - მხოლოდ იმიტომ გავიღიმე რომ მისგან წამოსული ვნებისგან თავი როგორმე დამეცვა.
- გიყვარს შენი ქმარი? - მოულოდნელად შეცვალა ნოემ თემა.
- რატომ მეკითხები?
- იმ თვალებს ვერ ვხედავ, მე რომ მახსოვდა.
- ბევრი დრო გავიდა, შენს თავს შეხედე როგორ შეიცვალე. მეც შევიცვალე ნოე.
- მე შენ მიყვარხარ ლიზა.
- შენ არც კი მიცნობ. - გავუღიმე და ადგომა დავაპირე.
- მე ვიცი შენი საყვარელი ბარი, მე ვიცი რომელ საათზე სვამ ყავას, ვიცი რამდენ კოვზ შაქარს ყრი, ვიცი რა მუსიკას უსმენ, ვიცი რატომ მგზავრობ მეტროთი, ვიცი რომელ სალონში დადიხარ, ვიცი სად გიყვარს საღამოს გატარება, ვიცი შენი საუკეთესო მეგობრის სახელი, ვიცი რომელ სპორტდარბაზში დადიხარ კვირაში სამჯერ საღამოს რვა საათზე. ვიცი რომ არაქისზე ალერგია გაქვს, ვიცი შენი საყვარელი მწერალი, ვიცი რომელი წიგნის მაღაზია გიყვარს.
- გეყოფა ნოე. - გულწრფელად შევევედრე რადგან ემოციებისგან უკვე ტირილს ვაპირებდი.
- მე იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ იცნობ შენ თავს. - ფეხზე ადგა ნოე, ანგარიში გადაიხადა და ხელი გამომიწოდა. - ინსტიქტურად დავეყრდენი მის ხელს, ხელის გულის შეხებით ვიგრძენი მისი გულის ცემა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის გულზე სამჯერ სწრაფად მაინც ცემდა. - სამსახურში დაგტოვებ.
- კარგი. - ჩემს სამსახურამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია, როდესაც მანქანა შესასვლელთან გააჩერა მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა.
- ლიზა.
- ბატონო.
- მაპატიე თუ აგაფორიაქე.
- არაუშავს. - გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
- ლიზა.
- რა იყო?
- კიდევ გნახავ? - რამდენიმე წამი ვუცქერდი მის თვალებს, რომლებიც განაჩენივით ელოდნენ ჩემგან წამოსულ პასუხს.
- ვფიქრობ იმდენად კარგად იცი ჩემი განრიგი რომც მოვინდომო ვერსად დაგემალები. - გავუღიმე და შევტრიალდი. არ მივბრუნებულვარ მაგრამ ვიცი მანამ არ მოუშორებია თვალი სანამ შენობაში არ გავიჩინარდი, შემდეგ კი მანქანა დაძრა და ქუჩაც ატეხილმა ხმაურმა გამოაფხიზლა.

ვიჯექი კომპიუტერის წინ, რეალობას სრულიად მოწყვეტილი და თვალებიდან არ ამომდიოდა ნოეს დახვეწილი გარეგნობა, ასეთივე დახვეწილი საუბარი, თავისი მშვიდი ხმით, ღიმილით რომლის ცქერისასაც ტანში უჩვეულო სიმხურვალეს ვგრძნობდი, ფაქტი ის იყო რომ დიდი ხანია მამაკაცისგან ასეთი მუხტი და ვნება არ მიგრძვნია, ამან სიამოვნებით ამივსო მთელი გონება და ცოტა ხნით მაინც დამავიწყა რეალური ყოფის აუტანლობა. ოცნებებში წასული ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, ეკრანს დავხედე და სხეულში გამეფებული სასიამოვნო ნირვანა წამებში შემეცვალა გაურკვევლი სიცივით.
- გისმენ ბაჩო.
- დღეს საღამოს რესტორანში მივდივართ. შეეცადე ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებოდე. - მოსალმების გარეშე მეუბნება ჩემი ქმარი.
- იქნებ ჯერ მკითხო თუ როგორ ვარ?
- როგორ ხარ?
- ახლა რა აზრი აქვს ამ შეკითხვას?
- ლიზა ამდენი დრო არ მაქვს. - ყურმილს თიშავს ბაჩო. რამდენიმე წამს სულელური გამომეტყველებით ვზივარ ყურმლმიდებული, მერე გონს მოვდივარ, ტელეფონს მაგიდაზე ვდებ, თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. დიდი ხანი არ იქნება რაც ნერვული უჰაერობა დამეწყო, ამის გამო უფრო დავიწყე სპორტდარბაზში სიარული, ვიფიქრე ჯანსაღი ცხოვრება ჩემს დასტრესილ გონებასა და სხეულს რაღაც დოზით მაინც მოუტანდა სიმსუბუქესა და სილაღეს. თვალები გავახილე, ვორდის სუფთა ფაილს მზერა გავუსწორე, რამდენიმე თვეა რაც ერთი გადაბმული წინადადებაც კი ვერ დავწერე, როცა იმ საქმეს ეჭიდები რასაც მწერლობა ჰქვია გონება გათავისუფლებული უნდა გქონდეს ყოველგვარი ყოველდღიური რუტინისაგან, თუ ვერ ახერხებ შენში თავმოყრილ ემოციებს კონტროლი გაუწიო, გრძნობები გაასალაშინო და ფურცელზე გადმოიტანო ესე იგი რიგზე ვერ არის შენი გონებრივი ასპარეზი. მეც სწორედ ამ გონებრივ კრიზის განვიცდი აგერ უკვე რამდენიმე თვეა. ჩემი ყოველდღიურობა და მასში არსებული სირთულეები, ცხოვრებასთან ჩემი შეუთავსებლობა უკვე ჭკუიდან მშლიდა.
მე და ბაჩო სამი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ, ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, ორი წელი მაინც დასჭირდა სანამ ჩემში სიყვარულის გრძნობა გააღვიძა, საბოლოოდ მოახერხა კიდეც და ასე შევქმენით ოჯახი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ბაჩო მოსიყვარულე მეუღლე იყო, წარმატებული პარლამენტარი, მე თავისუფალი მწერალი. ჩვენ საზოგადოებაში მალე გავხდით ქალაქის ყველაზე იდეალური წყვილის სტატუსის მქონე ოჯახი, თუმცა დროთაგანმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, ბაჩო რაც მეტად ერთვებოდა ქვეყნის პოლიტიკაში მით უფრო მშორდებოდა, სახლში ცოტა დროს ატარებდა და როცა იყო მაშინაც ან ტელეფონზე საუბრობდა ანაც დღის მძიმე ქარტეხილის გამო უგონოდ ეძინა. მორჩილად ვიტანდი მის გარდაქმნას, სიყვარულით და მზრუნველობით ვეკიდებოდი მის ხასიათს, მაგრამ როდესაც სახლში დარჩენასაც გადაეჩვია მეც მოთმინების ფიალა ამევსო. მშვიდად მოვითხოვე გაყრა მაგრამ გამოიცანით რა მოხდა? მწარე უარი მივიღე და რაც მთავარია მუქარა, მას მერე ჩვენ შორის ყოველგვარი ვნება გაქრა, გრძნობა სადღაც გაფრინდა და ჩვენი ცხოვრებაც უნიჭო მწერლის მიერ დაწერილ მოთხრობას დაემსგავსა, სადაც ორი მოქმედი გმირი ერთმანეთის ცხოვრებაში სოციუმის თვალის ასახვევად უფრო იყვნენ ვიდრე ერთმანეთის გასაბედნიერებლად.

- სახლში წასვლის დროა. - ოთახში თავი შემოჰყო ჩემმა თანაშემწემ.
- უკვე?
- ჰო ლიზა. - უხალისოდ წამოვდექი ჩანთა ავიღე და შენობა დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და გეზი სახლისკენ ავიღე.

- დაგაგვიანდა. - ამბობს ბაჩო ისე, რომ ზედ არ მიყურებს.
- საცობი იყო. - მის გვერდით ვჯდები და თვალებს ვხუჭავ.
- როგორ მიდის შენი წერის საქმე?
- ხომ იცი რომ აღარ ვწერ.
- ამასაც მე ხომ არ მაბრალებ შემთხვევით? - სიგარეტს მოუკიდა ბაჩომ.
- რამდენჯერ გთხოვე სახლში ნუ მოწევ-მეთქი. - ბაჩო ჩემს გასაბრაზებლად ღრმა ნაპას არტყამს და გამონაბოლქვს სახეში მაბოლებს. - რა გემართება ბაჩო?
- მანქანა რომ გიყიდე რატომ დადიხარ მაინც მეტროთი?
- ხომ იცი რომ დილით მეტროთი სიარული მიყვარს.
- რამდენჯერ გითხარი არ მინდა ჩემმა ცოლმა მეტროთი იაროს-მეთქი!
- მე რა მინდა შენთვის თუ აქვს მნიშვნელობა?
- და რა გინდა ლიზა?
- გაყრა! - ბაჩომ მშვიდად ჩასრისა სიგარეტი საფერფლეში, მთელი ტანით ჩემსკენ მობრუნდა, ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია, ცერა თითი ქვედა ტუჩზე უხეშად გადამიტარა, ვიცოდი ეს რასაც მოასწავებდა და სხეული სრულიად გამეყინა. სახე წამებში მოიქცია მუჭში და ვნებით დამაცხრა ტუჩებზე, როგორც ყოველთვის ახლაც უხეში და მომთხოვნი იყო.
- წლის ბოლოს კენჭს მერობაზე ვიყრი პატარავ, როგორ ფიქრობ გაყრილობის სტატუსი ჩემს კარიერას ხელს არ შეუშლის?
- როდემდე უნდა ვიყოთ ასე? შენ კარიერის გარდა არაფერი გადარდებს.
- ცოტაც მოითმინე.
- ცოტა რამდენი ბაჩო?
- მერი გავხდები, მერე ყველაფერი დალაგდება.
- შენ ოჯახისთვის ვერ მიგიხედავს, ქალაქს რაში ჭირდება შენისთანა მერი.
- ლიზა! - მშვიდი მაგრამ მკაცრი იყო მისი ხმა. - ახალი კაბა გიყიდე. მინდა დღეს ძალიან ლამაზი იყო, ბოლოსდაბოლოს პრეზიდენტის ოჯახთან ერთად ვვახშმობთ.
- შენზე გული მერევა. - ვამბობ და საძინებელში შევდივარ. ზურგს უკან მიხურულ კარს მთელი სხეულით ვეკვრი, ცრემლებს მხოლოდ იმიტომ ვიკავებ რომ არ მინდა ვახშამზე თვალებდასიებული ვეახლო პირველ ლედის, რომელიც ჩემში ყოველთვის დიდ სიმპატიას იწვევდა. აბაზანაში შევედი და სხეული ცხელ წყალს მივუშვირე, თვალები დავხუჭე და მაშინვე ნოე წარმომიდგა თვალწინ, გამაჟრჟოლა და სხეულში დავლილმა ტალღებმა გული ამიჩქარა, მისი სახის გონებიდან განდევნას შევეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, პირიქით ამჯერად მისი ხმა ჩამესმა ყურებში და ფეხებშორის ძლიერი ვიბრაცია ვიგრძენი, სიმწრით ვიკბინე ტუჩზე და გაუაზრებლად წავიღე ხელი ქვემოთ, კიდევ უფრო დამიარა სხეულში ცხელმა ტალღებმა, სწორედ ამ დროს ვიგრძენი მხარზე ხელის შეხება, შიშით შევხტი, ფეხი ამიცურდა და წამში აღმოვჩნდი ბაჩოს მკლავებში, რომელიც ხარბად ათვალიერებდა ჩემ სხეულს.
- მინდიხარ. - ამბობს და გაშმაგებით მეკვრის ტუჩებზე, მისი სიუხეშე ყოველგვარ საზღვრებს ცდება, უკვე დიდი ხანია რაც ნორმალური სექსი არ გვქონია, არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი, ეს გაშმაგებული კაცის ვნების დაკმაყოფილებას უფრო გავდა. დაკმაყოფილების შემდეგ აბაზანიდან გავიდა. - მალე მორჩი, უკვე ვაგვიანებთ. ონკანი დავკეტე, აბაზანიდან გამოვედი და უხმოდ შევუდექი მოწესრიგებას. ჩაცმის შემდეგ სარკეში საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე, ჩამქრალი თვალებისა და შეურაცხყოფილი ქალის გარდა ვერაფერი დავინახე. ამის გამო საკუთარი თავი უფრო შემეზიზღა ვიდრე შემებრალა. ღრმად ამოვისუნთქე და მისაღებში გავედი, სადაც ბაჩო მოუსვენრად მელოდა. - ლამაზი ხარ. - ყელზე ამჯერად ფრთხილად მაკოცა. - მაპატიე ლიზა, ზედმეტი მომივიდა.
- ვახშმის შემდეგ ჩვენს გაყრაზე სერიოზულად დავილაპარაკებთ. - ვამბობ და გასასვლელისკენ მივდივარ.
რესტორნამდე უხმოდ ვიარეთ. როგორც კი ბაჩომ ავტომობილი სადგომზე გააჩერა ჩემსკენ მოტრიალდა. დაჟინებით დამაცქერდა და საუბარი დაიწყო.
- ვიცი რომ კარგ ქმრობას ვერ გიწევ ლიზა, ისიც ვიცი რომ აღარ გიყვარვარ, გეთანმხები იმაშიც რომ მთელი არსებით კარიერაში გადავეშვი, გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ.
- შენი არ მჯერა ბაჩო და იცი ახლა ამას რატომ მეუბნები? მხოლოდ იმიტომ რომ გაყრას თავი აარიდო, შენ ახლაც შენს კარიერაზე და მომავალზე ფიქრობ და არა ჩვენზე, შენთვის მნიშვნელოვანი ის უფროა ხალხი რას იტყვის და არა ის მე რას განვიცდი.
- შეგიძლია ახლა ამაზე არ ვისაუბროთ და ყველას ისე მოაჩვენო თავი თითქოს ბედნიერი ხარ?
- ამაში ბადალი არ მყავს, უკვე რამდენი ხანია ასე ვიქცევი. - კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვედი, ბაჩოც უკან მომყვა, რესტორანში შესულებს, „პორტიე“ თავის დაკვრით გვესალმება და ჩვენთვის განკუთვნილი მაგიდისკენ მიგვაცილებს, სადაც უკვე გველოდება პრეზიდენტი თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად.
- გამარჯობათ. - ხელზე ამბორით ესალმება ბაჩო პირველ ლედის. შემდეგ პრეზიდენტს ესალმება.
- ბაჩო! - მკაცრი იყო პრეზიდენტის ხმა. - ასეთ შესანიშნავს მეუღლეს სად მალავდი?
- დიდი პატივია თქვენი გაცნობა. - ხელის ჩამორთმევით ვესალმები და პირველი ლედის გვერდით ვიკავებ ადგილს.
- ლამაზი კაბა გაცვიათ.
- ბაჩოს საჩუქარია.
- შესანიშნავი გემოვნება ჰქონია თქვენს მეუღლეს, როგორც კაბებში ასევე ქალებში. - გამიღიმა პირველმა ლედიმ და სასმელი მოსვა.
- მადლობ. - ვიღიმი და მოსაწყენი, ოფიციალური საღამოსთვის ფსიქოლოგიურ შემზადებას ვიწყებ.
- ბუნებრივი ფერის თმა გაქვთ? - თმაზე მეხება მოულოდნელად ლაურა.
- დიახ.
- უცნაური ფერია, არც ოქროსფერი, არც ყავისფერი. ზუსტად რა ფერია?
- მე უფრო ქერას ვიტყოდი.
- თქვენც ისევე გძულთ ასეთი ვახშმები როგორც მე?
- ასე მეტყობა? - გულწრფელად გამეღიმა ლაურას შეკითხვის გამო.
- მოდი უბრალოდ დავლიოთ. - ჭიქა ასწია პირველმა ლედიმ და მეც იგივეს გამეორებისკენ მიბიძგა. ჭიქა ავიღე და ნება-ნება მოვსვი სასმელი. - იცი ერთადერთი პლიუსი რა აქვს ასეთ თავყრილობებს?
- რა?
- არავის სცალია იმის სათქმელად, რომ მითხრას თუ როგორი ალკოჰოლიკი ვარ. - გამიღიმა და სასმელი ნახევრად ჩაცალა. ჩემთვის ცნობილი იყო ლაურას ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება, მის შესახებ პრესა ბევრ სისაძაგლეს წერდა, მე კი რატომღაც მჯეროდა რომ ეს ქალი შეუდარებელი პიროვნება უნდა ყოფილიყო, რაც შეეხება მისი სასმლის მიმართ დამოკიდებულება ამას მხოლოდ ერთ ახსნას ვუძებნიდი, ის ყოფილი მსახიობი იყო, ოჯახის შექმნის შემდეგ სამსახიობო კარიერას თავი დაანება, ვხვდებოდი ალკოჰოლი იმ დანაკლის უვსებდა რაზეც უარის თქმა მოუწია, ის სულით და გონებით შემოქმედი ადამიანი იყო, შემოქმედები კი ყოველთვის მარტოსულები არიან, მარტოსულობას კი უმრავლესობა სასმლით იქარვებდა, მისი მესმოდა რადგან მეც ხშირად ვიქცეოდი ასე. - შენს შესახებ რამდენიმე ისტორია მოვიძიე.
- მართლა? რისთვის?
- საუბრის დაწყება რომ არ გამჭირვებოდა.
- და რა მოიძიეთ?
- თითქმის ყველაფერი და ერთადერთი კითხვა მაქვს.
- გისმენთ.
- წერა რატომ შეწყვიტე?
- ჩემი მუზა შვებულებაში გავიდა. - გავუღიმე და სასმელი მოვსვი.
- ეს უნდა გამოვასწოროთ.
- როგორ?
- თავგადასავლები გჭირდება. - თვალი ჩამიკრა პირველმა ლედიმ და სასმელი მოსვა. ბაჩოს გავხედე, რომელიც ისე იყო პრეზიდენტთან საუბრით გართული რომ არც კი ახსოვდა ჩემი იქ ყოფნა.
- მართალი ხართ. თავგადასავლები მჭირდება. - ვამბობ და მაშინვე ნოეს სახე მიდგება თვალწინ. მისი სახის წარმოდგენას კი აჩქარებული გულის ცემა და სხეულში დატრიალებული ქაოსი ანაცვლებს.
- ასე მკაფიოდაც ნუ მიეცემით ოცნებაში ფრენას. - ეშმაკურად ჩაიღიმა ლაურამ.
- ჯანდაბა. თქვენ გრძნეული ხართ? - გამეღიმა და აღგზნებული სხეულის ცივი სასმლით დამშვიდებას ჩევეცადე.
- უამრავი რჯულის ადამიანის განსახიერება მომიწია როდესაც აქტიურად ვეწეოდი სამსახიობო მოღვაწეობას. ეს მეხმარება ადამიანების ამოცნობაში.
- და ჩემში რას ხედავთ?
- ქალს რომელსაც სიყვარული აკლია, ქალს რომელიც კარიერულ კრიზის განიცდის, ქალს რომელსაც წარსულიდან დაბრუნებული მოჩვენება გონებას ურევს, ქალს რომელიც აკრძალულ ტერიტორიებში გაჭრას ფრიქობს, ქალს რომელსაც უბრალოდ ბედნიერება სურს.
- ახლა მგონი მართლა დავიჯერებ რომ გრძნეული ხართ.
- შენობით მესაუბრე, ვფიქრობ მე და შენ დავმეგობრდებით.
- მეც ასე ვფიქრობ. - ვიღიმი და სასმელს ბოლომდე ვცლი.
სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდით. დაღლილი სავარძელში ჩავესვენე, მაღალქუსლიანი ფეხსამელი რომელიც მთელი საღამო სულს მიხუთავდა იქვე მივყარე, ფეხები მინის მაგიდაზე შემოვაწყე, თვალები დავხუჭე და სხეულს დასვენების საშუალება მივეცი.
- რაზე იცინოდით მთელი საღამო შენ და ლაურა? - მეკითხება ბაჩო და ჩემს გვერდით თავსდება, სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს იღებს და მაწვდის.
- რა იცი რომ მოწევა მინდა?
- მოწიე ასე მაინც არ გამიჭედავ სახლში მოწევის გამო. - მეღიმე და სიგარეტს ვართმევ.
- ხედავ ახლაც შენს თავზე ფიქრობ.
- არ დაიწყო რა ლიზა, ძალიან დაღლილი ვარ.
- რა თქმა უნდა. - სიგარეტს მოვუკიდე და შხამი ფილტვებში შევუშვი.
- მაინც რაზე იცინოდით?
- ეჭვიანობ?
- კარგი რა. ქალზე როგორ ვიეჭვიანო?
- მომეწონა.
- გეტყობა.
- ვფიქრობ დავმეგობრდებით.
- ეს ჩემთვისაც კარგი იქნება პატარავ.
- ამას შენს გამო არ გავაკეთებ ბაჩო. - სიგარეტი ჩავაქრე და წამოვდექი.
- ლიზა. - მკლავში ხელი წამავლო და მაიძულა მის მუხლებზე დავმჯდარიყავი, ხელი ძლიერად მომიჭირა ფეხზე, ტკივილისგან წამოვიყვირე და ახლა უფრო ზემოთ შეაცურა ხელი. მაჯაში ჩავაფრინდი თუმცა ის ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო და არ გასჭირვებია ჩემს საცვალში შეღწევა.
- ბაჩო, არ მინდა. - მთელი ძალა მოვიკრიბე და მისი მკლავებისგან თავი დავაღწიე.
- მერე პრეტენზია ნუ გექნება რომ ყურადღებას არ გაქცევ!
- და შენი აზრით ამგვარი ძალადობა ყურადღებაა?
- წავალ დავიძინებ. - ამბობს და ოთახიდან გადის. სამზარეულოში შევდივარ, კარადიდან ვისკის ბოთლს ვიღებ და ჭიქას პირამდე ვავსებ. ფანჯარას ბოლომდე ვაღებ და სიგარეტს ვუკიდებ. არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ის მინდა მალე გათენდეს, ღამეს ვერ ვიტან, ამ დროს ყველა შეგრძნება მიასმაგდება და სუი*იდის სურვილი მებატონება. ვერც კი გავიაზრე როგორ ჩამეწვა სიგარეტი თითებში, ვისკი ბოლომდე ჩავცალე. ფანჯარა დავკეტე და დასაძინებლად წავედი. ბაჩოს უკვე ღრმად ეძინა. საწოლში მისკენ როგორც ყოველთვის ახლაც ზურგშექცევით მოვკალათდი და მალევე ჩამეძინა.

მეორე დილით ადრიანად ავდექი, წუხანდელი დაღლილობა ცხელი წყლით ჩამოვირეცხე გავემზადე და სამსახურში ისევ მეტროთი წავედი. თბილის ისევ სევდისფერი დასდებოდა, ზოგჯერ ეს ქალაქი ისე დეტალურად გადმოსცემდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას რომ თავი ფილმის გმირი მეგონა, რომელიც მარტო დაეხეტაბა ნაცრისფერ ქუჩებში რადგან უეცრად მოვარდნილმა ლავამ მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა, მე კი ის ერთადერთი გადარჩენილი ვიყავი, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა ამ ყოველივეს, მეტროს ცარიელ ვაგონებს თვალი მოვავლე და როგორც ყოველთვის ახლაც უბრალოდ მივეყრდენი ვაგონის კედელს და თვალები დავხუჭე. ისევ ნოე მომაგონდა და მისი ნახვის სურვილით მთელი სხეული ამიდუღდა. გზად ბარში შევიარე, ტრადიციულად ერთი ჭიქა ყავა დავლიე და შემდეგ ოფისისკენ ავიღე გეზი. მთელი დილა ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ნოეზე ვფიქრობდი, მისი ნახვა მსურდა და არ მადარდებდა ამას რა შედეგი მოჰყვებოდა. ორ საათამდე როგორღაც გავძელი. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო. აქაურობა უკვე სულს მიხუთავდა, ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. ის იყო გზას უმისამართოდ უნდა დავდგომოდი ფეხებთან რომ შავი რენჯ როვერი გამიჩერეს.
- წაგიყვანოთ? - ღიმილი შემაგება ნოემ. მომენტალურად დამეუფლა სიმშვიდე და უხმოდ ჩაჯექი მანქანაში. - სად წავიდეთ?
- შორს.
- დარწმუნებული ხარ?
- არ ვიცი.
- მენდობი?
- კი. - საპასუხოდ ნოემ მხოლოდ გამიღიმა და მანქანაც ადგილს მოსწყდა. - აბა როგორ ხარ? - მეკითხება და თან გზას ყურადღებით აკვირდება, მე კი ძალიან მახარებს რომ თვალებში ყურება არ შეუძლია, ასე უფრო შემიძლია მისი ცქერით ტკბობა. - გეყოფა ლიზა, ასე მაბნევ. - გაიღიმა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. - ტუჩები გაუაზრებლად გავილოკე და შევეცადე თავი როგორმე ხელში ამეყვანა.
- სად მივდივართ?
- ხომ მითხარი რომ მენდობი.
- არც იმდენად რომ შენს სახლში ამოვიდე.
- არ მიმყავხარ სახლში. ამდენად არც მე ვენდობი ჩემ თავს.
- მოკეტე. - ვამბობ და ორივეს გვეცინება.
- ღიმილი გიხდება ლიზა, ხშირად უნდა გაიღიმო.
- ამისთვის საჭიროა ხშირად მნახო. - ვამბობ და მაშინვე ვნანობ, ვხვდები რომ მის გვერდით სრულ სისულელეებს ვროშავ.
- არსად აღარ ვაპირებ წასვლას. - მანქანას აჩერებს ნოე და აი მისი ვნებით ავსებული თვალებიც მხოლოდ ჩემი ცქერით კავდებიან.
- სად ვართ?
- ეს ერთადერთი ადგილია სადაც დაძაბული არ იქნები ლიზა.
- მაინც?
- ჩემთან.
- ხომ თქვი რომ სახლში არ წამიყვანდი. - წამიერმა სისუსტემ მთელი სხეული მომიცელა.
- მინდა ჩემი სამყარო გაჩვენო.
- დასალევი გააქვს? - სულელურად გავიკრიჭე. საპასუხოდ ნოე ისევ ჩემს ხელს ეამბორა. ტანზე ერთიანად დამაყარა ეკლებმა და ხელი ფრხილად გამოვაცურე უკან. ნოე მანქანიდან გადავიდა. - ღმერთო შენ მიშველე. - ჩავიბუტბუტე და მეც გადმოვედი.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება. - კარი გააღო ნოემ და ხელით მანიშნა შედიო, მეც დავემორჩილე და სახლში გაუბედავად შევდგი ფეხი. თვალი უზარმაზარ მისაღებს მოვავლე, ყველაფერი ისეთი სადა და გემოვნებიანი იყო, ზუსტად ისეთი სახლი სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მიუხედავად იმისა რომ ბაჩოს არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემები უფრო დიდი ბინის ყიდვაზე ვერაფრით დავითანხმე, მე კი ვგიჟდები როდესაც სახლს დიდი სივრცე, მაღალი ჭერი და გასაოცარი აკუსტიკა აქვს, ვიდექი მისაღების შუაგულში და ვგრძნობდი რომ ეს ზუსტად საჩემო სახლი იყო. - მოგწონს? მხრებზე შემეხო ნოე და ქურთუკის გახდაში მომეხმარა.
- იდეალურია.
- შენთვის არის. ვიცოდი რომ სწორედ ასეთი სახლი მოგეწონებოდა.
- ნოე.
- ხო ვიცი რომ გათხოვილი ხარ. - გაიღიმა და სასმლით სავსე ბარი გამოხსნა. - რას დალევ?
- ვისკს.
- კარგი. - ვისკს ორივესთვის ამზადებს. - მოგვიანებით შენს კაბინეტს გაჩვენებ, სადაც მომავალში იმუშავებ.
- გეყოფა. - მხარი ვკარი ჩემს გვერდით მჯდომს.
- შეიძლება? - მკლავი გაშალა და მეც მის მკერდს მივეყრდენი, მის აჩქარებულ გულის ცემას ვუსმენდი, რომელიც სიყვარულის ბგერებით გაჟღერებული მელოდია უფრო იყო ვიდრე უბრალოდ აჩქარებული გულის ცემა. მისი თითები ფრთხილად დასრიალებდა ჩემს თმებში, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ მე მართლა ამ სახლში ვცხოვრობდი, სიმართლეს ვიტყვი... ეს ძალიან მომეწონა. არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე სიჩუმეში, თვალი რომ გავახილე პირველი რაც გავიაზრე გარედან შემოსული სიბნელე იყო.
- ჯანდაბა ნოე.
- მაპატიე. - დამნაშავე ბავშვივით ჩახარა ნოემ თავი. - ყოველთვის ვვოცნებობდი ამაზე, ჩაგეძინა და არ შემეძლო შენი გაღვიძება.
- შეიშალე? - გიჟივით დავუწყე ტელეფონს ძებნა. - ხმა როდის გაუთიშე? - დავიყვირე როგორც კი თხუთმეტი გამოტოვებული ზარი დავინახე ბაჩოსგან.
- ლიზა მაპატიე.
- თხუთმეტ წუთში სახლში უნდა ვიყო. - გიჟივით გამოვარდი სახლიდან და ნოეც უკან დამედევნა.
- გპირდები ეს აღარ განმეორდება.
- დაქოქე ეს წყეული მანქანა! - ვყვირი ბოლო ხმაზე და ბაჩოს მესიჯს ვწერ.
"- რა გინდოდა? " - მაშინვე მისგან შემომავალი ზარი ჩნდება ჩემი ტელეფონის ეკრანზე.
- გააჩერე. - ვეუბნები ნოეს და ისიც მემორჩილება. - გისმენ. - ვპასუხობ და პასუხის მოლოდინში ერთიანად ვკანკალებ.
- სად ჯანდაბაში ხარ? - ღრიალებს ბაჩო.
- ხმა მქონია გათიშული რა გინდა?
- სამი დღით ქალქიდან მომიწია წასვლა.
- გასაგებია.
- იმედი მაქვს რამე სიურპრიზს არ მომიწყობ სანამ დავბრუნდები. - ყურმილი დაკიდა ბაჩომ. ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე, თავით მანქანის სავარძელს მივეყრდენი და თავლები დავხუჭე.
- კარგად ხარ?
- ჰო. მაპატიე რომ გიყვირე.
- გაპატიე. - ძრავა აამუშავა ნოემ და გზას გაუდგა. სახლიდან მოშორებით გავაჩერებინე მანქანა. - კიდევ გნახავ? მეკითხება და ვგრძნობ როგორ უშტერდება მზერა ჩემს ტუჩებზე. სახე ახლოს მივუტანე, ხელები ყელზე მოვხვიე.
- ჰო. - ვამბობ ზედ მის ტუჩებთან და უკან ვიხევ.
- ლიზა.
- რა?
- ასე აღარ მოიქცე. - მეღიმება. ისევ მისკენ ვიწევი და იგივეს ვიმეორებ რაც რამდენიმე წამის წინ გავაკეთე, თუმცა ამჯერად უკან დახევას ვერ ვასწრებ რადგამ მისი ხელები ჩემ სახეს ადგილზე აშეშებს. - ახლა რას იზამ? - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებთან
- ვიყვირებ.
- ნუთუ? - იღიმის და ხელს მიშვებს. - ხვალ შემოგივლი.
- კარგი. - ღიმილით გადმოვდივარ მანქანიდან და სახლისკენ მივდივარ.

სახლში შესულს იქ დახვედრილი სიჩუმე მალამოდ მედება, აღგზნებულ გონებას ყურადღებას არ ვაქცევ, სავარძელში ვეშვები, სიგარეტს ვუკიდებ და იმაზე ვფიქობ თუ რა იქნება ხვალ, მერე მახსენდება რომ ბაჩო სამი დღე ქალაქში არ იქნება, უეცრად მოვარდნილი ემოციებისგან უაზროდ ვიწყებ სიცილს, მერე პირველი ლედის სიტყვები მახსენდება, „თავგადასავლები გჭირდება“ ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო ვივსები ემოციურად, მუსიკას ვრთავ და ცეკვას ვიწყებ. წარმოსახვით სამყაროში ერთიანად ვეშვები და ცოტა ხნით ვივიწყებ რომ მომავალი მერის ფიქტიური ცოლი ვარ. ჩემი მყუდრო იდილია კარზე დარეკილმა ზარმა დაარია. მუსიკა გამოვრთე, საათს დავხედე უკვე ძალიან გვიანი იყო, ვისკის ჭიქა მაგიდაზე დავდგი და კარის გასაღებად წავედი.
- გისმენთ. - ვეკითხები ზურგით მდგომ ქალბატონს.
- გამარჯობა ლიზა.
- ლაურა? შემოდი. - დაბნეულმა შევიპატიჟე სახლში პიველი ლედი.
- ვიცი ძალიან გვიანია მაგრამ უნდა მენახე.
- რა თქმა უნდა. ბოდიშს გიხდი არეულობისთვის, მეც ახლახანს დავბრუნდი.
- არაფერია.
- რას დალევ?
- რამე ძლიერს.
- ვისკი?
- იყოს. - ვისკს ორივესთვის ვამზადებ და სავარძელში მის გვერდთ ვჯდები.
- მოხდა რამე?
- მინდა რაღაც გთხოვო.
- თუ რამე შემიძლია.
- მინდა ჩემს შესახებ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერო.
- ეს დიდი პატივია მაგრამ ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო. - დაბნეულმა მოვსვი ვისკი.
- ვფიქრობ ამით შენც ისეთივე სიამოვნებას მიიღებ როგორც მე, მე და შენ ორივენი გზას აცდენილი ქალები ვართ, ორივენი სოციუმის აზრის გამო ვინარჩუნებთ ოჯახს, ჩემი ქმარი პრეზიდენტია, შენი ქმარი მომავალი მერი, როგორ შეიძლება მათ სახელს და კარიერას ზიანი მიადგეს, ახლა ისინი ერთად არიან წასულები რომ კითხო საქმიან ვიზიტზე, მაპატიე საყვარელო მაგრამ ვიცი მე მაგათი საქმიანი ვიზიტები, ჩემი ქმარი არც ერთ ლამაზ ქალს არ უშვებს ხელიდან. თუ ბაჩო ახლა არ გღალატობს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის გიერთგულებს, ისინი ყველანი ერთნაირიები არიან. - აღგზნებული საუბრობდა ლაურა და ვისკით ისველებდა გამშრალ ყელს, ყურადღებით ვისმედი ცოტა არ იყოს და გატეხილი ქალის მონოლოგს და მისი დახმარების გაუსაძლისმა სურვილმა ერთიანად მომიცვა.
- ავტობიოგრაფიული წიგნი რატომ გინდა?
- შენი აზრით, რომელი ქვეყანა არსებობს ისეთი, რომლის პირველი ლედიც ყოფილი მსახიობი, ნარკომანი, კაბარეს მოცეკვავე და რაც მთავარია ქალების მოყვარულია.
- სერიოზულად? - ვისკი ხმაურით მოვსვი და კიდევ უფრო მოვიხიბლე მისით.
- რა იყო? ახლა არ მითხრა რომ შენც მოგწონს ქალები, ისეთი სასურველი ხარ დამიჯერე უარს არავითარ შემთხვევაში არ გეტყვი, ისე თუ გინდა სკანდალი ამაზე უნდა დაწერო... პრეზიდენტის და მომავალი მერის ცოლები სარეცელს იყოფენ ან რამე სმგავსი. - გადაიხარხარა ლაურამ, ჯერ გაოცებული ვუყურებდი, მოგვიანებით თავი ვერ შევიკავე და მეც ავხარხარდი, ძალიან მომწონდა მის საზოგადოებაში ყოფნა, ის ისეთი საინტერესო და მრავალმხრივი იყი, მხიარული მაგრამ ამავე დროს ძალიან სევდიანი. დახვეწილი საუბარი ჰქონდა, აშკარად კარგი მსახიობი იყო, თავი ნამდვილ ქალბატონად ეჭირა სინამდვილეში კი ერთი თავზეხელარებული ვნებიანი ქალი იყო. - აბა თანახმა ხარ? - კითხულობს როგორც კი სიცილისგან იღლება.
- არ ვიცი ლაურა.
- წარმოიდგინე. ნაკლები დრო შენს ფიქტიურ ქმართან და მეტი დრო შენს აჩრდილთან.
- რა იცი ჩემს აჩრდილზე? - ეჭვით შევკარი წარბები.
- ვგრძნობ რომ შენში ვიღაც ხელებს აფათურებს და ეს შენი ქმარი არ არის.
- მგონი მართლა გრძნეული ხარ იცი?
- რა ჰქვია იმ ბედნიერს ასეთ სასურველ ქალს რომ ართმევს ქალაქის მომავალ მერს.
- ნოე.
- გამაცნობ?
- არა რა თქმა უნდა.
- რატომ?
- ჰო ალბათ გაგაცნობ. - გავიღიმე და ვისკი მოვსვი.
- იდეა მაქვს.
- დარწმუნებული ვარ საშინლად ცუდი იდეა მოგივიდა. - ნერვულალად ავატრიალე თვალები.
- კლუბში წავიდეთ.
- ჯანდაბა ლაურა, მართლა შეშლილი ხარ, შენ ხომ პირველი ლედი ხარ.
- იმედს ნუ გამიცრუებ და მითხარი რომ ხალხის აზრი დიდად არ გაინტერესებს.
- ვხვდები მარტო ყოფნა არ გინდა, ახლა ალბათ საშინლად ხარ შენ ქმარზე გაბრაზებული და ყველაფერზე ხარ წამსვლელი ოღონდ მას ზიანი მიაყენო, მე კი უბრალოდ გირჩევ სისულელე არ ჩაიდინო და სიმშვიდე არ დაკარგო, საბოლოოდ ინანებ შენს საქციელს. არავინ არ ღირს შენი ცრემლების ფასად მაგრამ ვერც ვინმესთვის სამაგიეროს გადახდით მოიპოვებ სიმშვიდეს, შენივე გადადგმული ნაბიჯები წინ დაგხვდება და საბოლოოდ სინდის ისე დაგიმძიმებს რომ ჭკუიდან შეგშლის, არ ღირს იფიქრო თუ როგორ ატკინო მას გული, იმაზე იფიქრე რომ შენ მასზე გაცილებით მაღლა დგახარ, რომ მისნაირი არ ხარ, რომ შენ შესანიშნავი ქალი ხარ და არ გჭირდება უპრინციპო, უმორალურო, ვინმეს ჯიბრში ჩადგომის გამო ჩადენილი მსგავსი სისულელეები, გულს მოუსმინე, რას გეუბნება? რომ წახვიდე კლუბში და პირველივე შემხვედრთან ი*იმაო? ახლა სიბრაზე გამოძრავებს, მარტო ყოფნა არ გინდა და მზად ხარ ყველაფერზე წახვიდე, არ იფიქრო რომ სოციუმის აზრი მაინტერესებს ან მადარდებს, სულაც არა, შეგიძლია აქ დარჩე მაგრამ უფლებას არ მოგცემ კლუბში წახვიდე, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და მერე ინანო.
- იცი მოვიფიქრე რას დავარქმეთ წიგნს რომელსაც ჩემს შესახებ დაწერ.
- მაინც რას?
- პირველი ლედი და მისი ფსიქოლოგი. - გულწრფელად გამეღიმა მისი სიტყვების გამო.
- მე ფსიქოლოგად არ გამოვდგები ლაურა.
- შესაძლოა საკუთარი თავისთვის არა, მაგრამ სხებისთვის კი. მართლა შემიძლია აქ დავრჩე?
- რა თქმა უნდა. - გავუღიმე და ჭიქები ისევ შევავსე.

გვიან ღამემდე ვსვამდით მე და ლაურა, არ შევმცდარვარ, ის საოცარი მოსაუბრე და იუმოით სავსე ადამიანი იყო, მასთან არ მოიწყენდი, ნებისმიერ საკითხზე რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის ჰქონდა რამე სასაცილო კითხვა-პასუხი. როდესაც კარგად შევზარხოშდით დაძინება მოისურვა, სტუმრების ოთახში საწოლი გავუშალე და ისიც დასაძინებლად წავიდა. მე თანაშემწეს შეტყობინება გავუგზავნე რომ ხვალ უჩემოდ გაეღოთ ოფისი რადგან სამსახურში მისვლას არ ვაპირებდი. ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და მეც დასაძინებლად წავედი. ემოციურად დატვირთული დღის გამო დაძინება გამიჭირდა, ლაუარას წინადადებაზე ბევრს ვფიქრობდი და ვგრძნობდი რომ მის შესახებ წერა მართლაც დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა, ცალკე ნოე, არც კი ვიცი რა მემართებოდა მისი სახის წარმოდგენისას, ერთიანად ვინთებოდი ვნებით და მისი სურვილით ჭკუიდან ვიშლებოდი. ფიქრებთან ჭიდილის შემდეგ როგორც იქნა ჩამეძინა. დილით საკმაოდ გვიან გავიღვიძე, საწოლში გემრიელად გავიჭიმე, წამოვდექი, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში ყავის გაკეთების მიზნით შევედი. ლაურა უკვე მოშინაურებულიყო, სასტუმრო ოთახში ყავითა და სიგარეტით ხელში დამხვდა.
- დილამშვიდობის. როგორ გეძინა?
- წლებია ასე კარგად არ მძინებია. - გამიღიმა და სიგარეტს მოქაჩა. - შენ?
- თუ იმას არ ჩავთვლით რომ ჩემს გონებას მთელი ღამე მონაცვლეობით აწამებდით შენ და ნოე, ნორმალურად.
- მოიცა. ორივეზე ერთდროულად ფიქრიბდი? რა გარყვნილი ხარ ლიზა. - გადაიხარხარა ლაურამ.
- ხომ იცი რაც ვიგულისმხე. - ეჭვით შევხედე პირველ ლედს.
- ცოტა მოეშვი საყვარელო, ვიცი რომ მკვეთრად გამოხატული სექსუალური მიდრეკილება გაქვს მამაკაცების მიმართ.
- კიდევ კარგი. - ყავა დავისხი და მის გვერდით სავარძელში ჩავეშვი. - დღეს რა გეგმები გვაქვს?
- გვააქვს?
- რა არა?
- შენ მოჩვენებასთან სა*იმაოდ წახვალ მე კი მაღაზიებში გავივლი.
- იცი ძალიან სასაცილოა როდესაც პირველ ლედს ასეთი ბილწი ენა აქვს.
- დაიკიდე. საღამოს თუ სურვილი და თავი გექნება ჭიქა ღვინო დავლიოთ სადმე.
- მგონი აჯობებს ისევ ჩემთან მოხვიდე.
- შენ რა გეშინია ჩემთან ერთად გამოჩენის?
- ამას სერიოზულად მეკითხები? ახლა ეჭვიან ქმარს გავხარ. - სიცილი ვეღარ შევიკავე და ლაურასაც გაეცინა.
- შეგეხმიანები. - ახლა კი მადლობა მინდა გუშინდელისთვის მოგიხადო, იმისთვის რომ ტუსაღივით გამომკეტე და ჩემზე ზეწოლა მოახდინე.
- არაფერს. - ლაურა გაემზადა, ცოტა ხანში მძღოლმაც მოაკითხა და წავიდა. სავარძელში ხალათის ამარა მოვკალათდი, ტელევიზორი ჩავრთე და ფილმის ძებნას შევუდექი, დიდი დრო არ იყო ლაურას წასვლიდან გასული როდესაც კარზე ზარი დარეკეს, უხალისოდ წამოვდექი და თვალები ლამის გადმომცვივდა როდესაც კართან ნოე შემეფეთა.
- გააფრინე? - მაისურში ხელი ჩავავლე და სასწრაფოდ შევათრიე ბინაში. დერეფანი მოვათვალიერე და როდესაც დავრწმუნდი რომ არავინ იყო, მშვიდად დავკეტე კარი და ნოეს მივუბრუნდი. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? შეიძლებოდა ვინმეს დაენახე.
- მაგრამ არავის დავუნახივარ
- და რომ დაენახე? - ვერ ვცხრებოდი მისი ვიზიტით გაგულისებული.
- ლიზა.
- რა? - მზერა გავუსწორე მის თვალებს რომლებიც ხარბად ათვალიერებდნენ ჩემს სხეულს. ნოემ ჩაახველა და თვალი ამარიდა. - ჩავიცმევ და მოვალ. - საძინებელში შევედი ხალათი გავიხადე, კარადა გამოვხსენი და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. წელზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი და წამში აღმოვჩნდი ნოეს მკლავებში უმწეოდ გამომწყვდეული. - ნოე.
- გთხოვ. - თითები ნაზად შემახო ყელზე და ფრთხილად დაუყვა ლავიწიდან მკერდისკენ, მისი მზერა ჩემს ტუჩებს ვერ წყდებოდა. ვგრძნობდი როგორ ვსურდი. ხელში ნაზად მოიქცია მკერდი და ფრხილად მომიჭირა. თვალები დავხუჭე და სწორედ ამ დროს მისი გრილი ტუჩები ვიგრძენი ყელზე, ცხელი სუნთქვა კანს მიწვავდა, კიდევ ერთხელ შემეხო, ამჯერად უფრო ვნებიანად და ხანგრძლივად. ორივე ხელი ქვემოთ წაიღო, საჯდომზე ძლიერად შემომხვია და წელზე შემომისვა, თვალები გავახილე, ხელები კეფაზე მოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი. - იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ? - მკერდზე შემეხო მისი ტუჩები და ოთახში ჩემი კვნესაც გაისმა, ფეხებ შორის უკვე ვგრძნობდი ძლიერ ვიბრაციას, ჩემში შემოსული ემოციისგან სხეული ამიფეთქდა, სხეული გაუაზრებლად ავამოძრავე და ნოეს გაეღიმა. - ახლავე პატარავ. - საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და სახე ახლოს მომიტანა, ისევ ყელზე ვიგრძენი მისი კოცნა, კოცნით ჩაუყვა მკერდისკენ. ნაზად მოიქცია კერტები კბილებში და ენა წრიულად დაატრიალა მის ირვლივ. ხელი ფეხებშორის ჩაასრიალა და თითები ნაზად გადამიტარა სა*ოზე. ვგრძნობდი როგორ ემზადებოდა ჩემი სხეული აკრძალულ ტერიტოერიებში გასაჭრელად. ნოე მკერდიდან მუცელზე გადავიდა კოცნით, კანის არც ერთ მონაკვეთს არ ტოვებდა დაგემოვნების გარეშე, მე მისი სურვილით უკვე ყელი მიშრებოდა.
- ნოე. - ამოვიკვნესე რადგან მისი ენა ოსტატურად დასრიალებდა გავარვარებულ ვა*ინაზე. ორივე ხელით ზეწარს ჩავაფრინდი. - ნოე! - როგორც იქნა მიხვდა დაუმთავრებელ სათქმელს და ვნებით დამეწაფა ტუჩებზე, მომთხოვნი იყო მაგრამ არა უხეში, ვნებიანი იყო მაგრამ არა ველური, ჩემს სიამოვნებაზე ფიქრობდა და არა საკუთარი ვნების დაკმაყოფილებაზე.
- არ შემიძლია. - მისგან გათავისუფლებას ვცდილო, არ მეწინააღმდეგება, საწოლიდან ვდგები ხალათს ვიცმევ და მას მზერას ვერ ვუსწორებ.
- მისმინე ლიზა. - ჯერ კიდევ ვნებააშლილი ხმით იწყებს საუბარს. - მაპატიე კარგი?
- რა გაპატიო? - ვიღიმი, მასთან მივდიდვარ, ტუჩებში ვკოცნი და სხეულზე ვეკვრი. - უბრალოდ ამ საძინებელში არ შემიძლია.
- ჯანდაბა. - ჩაიღიმა ნოემ. - რა არ ვიფიქრე ამ ორ წუთში.
- შენ ყველაზე სასურველი აკრძალული ხილი ხარ ნოე. მაგრამ აქ არა, ჩემი ქმრის სახლში არა.
- მიყვარხარ.
- მგონი მეც. - ვიღიმი და ისევ ვკოცნი.
- მგონი?
- მგონი არა. მართლა მიყვარხარ.
- ჩემთან ერთად წამოდი.
- ჩემი ქმარი გაყრაზე არ მთანხმდება.
- როდემდე უნდა იცხოვრო მასთან?
- პოლიტიკა ბინძური სფეროა, ფიქრობ გამახარებს თუ გავშორდები?
- შენ ბევრად მეტს იმსახურებ ლიზა.
- ახლა არ შემიძლია მასთან გაყრა.
- დაგელოდები.
- ამას სერიოზულად ამბობ?
- მხოლოდ ის მაგიჟებს რომ ის გეხება.
- ის ჩემი ქმარია.
- ვიცი. - ფანჯარასთან მივიდა ნოე და მზერა სივრცეს მიაპყრო. - უყვარხარ?
- თავისებურად კი.
- და შენ?
- მე ვისაც გავყევი ის მართლა მიყვარდა მაგრამ ახლა შეცვლილია მე მისი ფიქტიური ცოლი ვარ, მხოლოდ კარიერის გამო არ მეყრება.
- ლიზა შენ მარიონეტი არ ხარ.
- რამდენიმე დღეა რაც ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდი ნოე, უფლება არ გაქვს ასე უხეშად ჩაერიო, რას ითხოვ ჩემგან? ავიკრა გუდანაბადი და შენთან ერთად გავიქცე? იცი მაინც ჩემ ქმარს როგორ კრიმინალებთან აქვს საქმე? იცი რომ ახლაც საფრთხეში ვართ ორივე?
- მითხარი გცეემს?
- არა.
- არ დამიმალო.
- არ მცემს ნოე.
- მისი გეშინია?
- ცოტა.
- რატომ?
- მინახავს როგორ გაუსწორდა ერთ პიროვნებას.
- ანუ მოძალადეა. შენ კი გინდა მშვიდად შევეგუო რომ ღამეს მოძალადის სახლში ათევ?
- ნოე გეყოფა. ის ჩემი ქმარია.
- მოძალადე ქმარი.
- და საერთო დამშვიდდი კარგი? მთელი ეს დრო სად იყავი? ახლა რომ გაგიჟდი და გადაირიე აქამდე სად დაეხეტებოდი? რამდენი წლით დამტოვე ახლა კი გამომეცხადე გარდაქმნილი, გაპრანჭული, გეგონება ფული რამეს წარმოადგენდა ოდესმე ჩემთვის, მოდიხარ მოთხოვმებით, მთხოვ გავშორდე ქმარს. სამი დღის გამოჩენილი ხარ, მე რა ვიცი რომ შენ მასზე უარესი არ ხარ.
- ლიზა.
- არც კი გიცნობ ნოე.
- მე შენ მიყვარხარ.
- ამას ვხვდები, ვგრძნობ მართლა ვგრძნობ მაგრამ ჩემგან რას ელი? არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და წამოვიდე.
- მაპატიე კარგი? - მკლავები მომხვია ნოემ და შუბლზე მაკოცა. - მართალი ხარ, უბრალოდ ვღელავ და მინდა ჩემთან იყო, იქ სადაც არავის მარიონეტი არ იქნები, გულწრფელად ეყვარები და შიშში არ იცხოვრებ.
- იქნებ ასეც მოხდეს. ოღონდ ახლა არა და ძალიან გთხოვ წადი.
- კარგი. წავალ. გპირდები არ შეგაწუხებ. როდესაც გადაწყვეტ იცი სადაც ვცხოვრობ. - ერთხელ კიდევ დამეწაფა ტუჩებზე და მარტო დამტოვა.

მარტო დავრჩვი თუ არა ტელეფონი ავიღე და ბაჩოსთანს დავრეკე. - გამდოგირეკავ ლიზა. - მპასუხობს მოკლედ და ყურმილს თიშავს. - იდიოტი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, თბილისის სევდიან ქუჩებს უმისამართოდ გავუყევი, კონკრეტულად არსად ვაპირებდი წასვლას, უბრალოდ გარეთ გავლა, ჰაერის ჩაყლაპვა და ცოტა დაფიქრება მჭირდებოდა, დაფიქრება ყოველივე იმაზე რაც ამ რამდენიმე დღეში ჩემს თავს დატრიალდა, ნოე მართალი იყო ბაჩოს მიმართ შიში მქონდა, ეს არ იყო სიყვარული, რიდი ან პატივისცემა, ეს შიში იყო, მე მინახავს როგორ გაუსწორდა ის უცნობს, რომელმაც ქუჩაში მიმავალს უბრალოდ ის მკითხა თუ რომელი საათი იყო, საღამო იყო, რესტორნიდან ვბრუნდებოდით, რატომღაც ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ, ბაჩომ აღმოაჩინა რომ სიგარეტი რესტორანში დარჩა, იმ პერიოდში მე არ ვეწეოდი, ამიტომ მაღაზიაში შესვლა და ყიდვა გადაწყვიტა, გარეთ სასიამოვნო ჰაერი იყო ამიტომ ვთხოვე აქ დაგელოდები-მეთქი. რამდენიმე წუთში უცნობი ბიჭი მომიახლოვდა და საათი მკითხა, სწორედ ამ დროს გამოვიდა ბაჩო მაღაზიიდან და ისე გაუსწორდა იმ საცოდავს, ისე სცემა არც კი ვიცი გადარჩა თუ არა, სამართალდამცავებმა ძლივს შეძლეს მისთვის უცნობის სხეული გამოეგლიჯათ, როდესაც ბაჩოს ვინაობა დაადგინეს უპრობლემოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს, უცნობს კი წარმოდგენა არ მაქვს რა ბედი ეწია. ამის შემდეგ ბაჩოს აგრესიის და ეჭვიანობის სცენების ყოველთვის მეშინოდა, ჩემზე არასდროს უძალადია თუმცა ბოლო პერიოდში სექსში აგრესიული გახდა, სიამოვმებას იღებს როცა მტკენს. ამის გახსნებაზე ახლაც გამაჟრიალა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
ტელეფონი ამოვიღე და ლაურას ნომერი ავკრიფე.
- მოიცა ასე მალე მოგენატრე?
- გეფიცები რომ არ ვიცოდე რომ ნამდვილად პირველი ლედი ხარ შენი არასერიოზულობის გამო ვერასდროს დავიჯერებდი ამას.
- სერიოზული შენც მეყოფი. - ახარხარდა ყურმილს მიღმა ლაურა.
- დახმარება მჭიდება.
- გისმენ.
- მთელი შენი გავლენა გამოიყენე და ისეთი იურისტი მიპოვე ვინც მომავალ მერთან დაპირისპირებას არ შეუშინდება.
- სერიოზულად? - ხმა შეეცვალა ლაურას.
- კი.
- ლიზა დარწმუნებული ხარ?
- სრულიად.
- ძნელი იქნება მაგრამ შევეცდები.
- მადლობა. - ყურმილი გავთიშე, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე, არ ვიცი რატომ მაგრამ შვება ვიგრძენი. მივხვდი რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი და უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა.

იმ ღამით პირველად ამდენი წლის შედმეგ, ძალიან მშვიდად და ღრმად მეძინა, თითქოს დამავიწყდა ვინ ვიყავი, რა მაწუხებდა და რა ბეწვის ხიდზე ვაპირებდი გავლას, ნოეს გამოჩენის გამო თავს ახლა უფრო დაცულად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე, ზურგს ჩემს ცხოვრებაში ლაურას შემოჭრაც მიმაგრებდა. ამ ქალს ჰქონდა ის დადებითი აურა რაც ჩემს ჩაბნელებულ სამყაროს ასე ძალიან აკლდა. მეორე დილით მხიარულად წამოვხტი საწოლიდან, მოვემზადე და ოფისში წავედი, პირველად დავარღვიე ჩვეული წესი და მეტროთი არ ვისარგებლე, ბაჩოს ნაყიდი მანქანა ავტოფარეხიდან გამოვიყვანე და თბილისის ჯერ კიდევ მძინარე ქუჩებს გავუყევი, არც საყვარელ ბარში შევსულვარ ყავის დასალევად, არ ვიცი რატომ მაგრამ გული სხვაგვარად მიძგერდა. სამსახურში მისული მხიარულად მივესალმე კოლეგებს, ნოუთბუქი ჩავრთე და გახნსილ ვორდის ფაილს ღიმილი შევანათე.
-იცი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - მე დავბრუდნი და არსად წასვლას არ ვაპირებ. - თითები მხიარულად ავათამაშე კლავიატურაზე და წერა დავიწყე.

აკრძალული ტერიტორიები
ამ ორი სიტყვის შემდეგ კმაყოფილმა შევანათა მოციმციმე ეკრანს თვალი, ტელეფონი ავიღე და ბაჩოს შეტყობინება გავუგზავნე.
- როგორ ხარ?
- თუ რამე სერიოზული არ არის მოგვიანებით დაგირეკავ ლიზა. - მომდის პასუხი, ეკრანს რამდენიმე წამს ღიმილით ვუყურებ.
- წადი შენი. - გავიფიქრე ჩემთვის და ნოეს ნომერი ავკრიფე.
- შენ ზარს ჯერ არ ველოდი. ხომ კარგად ხარ?
- შენი ნახვა მინდა.
- სად? - დაიბნა ნოე.
- საღამოს შენთან ამოვალ.
- გელოდები. - ამბობს და ყურმილს თიშავს, მთელი დღე მოუსვენრობამ შემიპყრო, ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა, როდის გავიდოდი აქედან და ნოეს ვნებიან თვალებს კიდევ ერთხელ გავუსწორებდი მზერას. როგორც იქნა მოსაღამოვდა, ოფისიდან გამოვედი, ჰაერი ღმად შევუშვი ფილტვებში, მანქანაში ჩავჯექი და ერთხელ კიდევ დავფიქრდი იმაზე თუ რის გაკეთებას ვაპირებდი.
- ჯანდაბა ლიზა აკრძალულ ტერიტორიებში აპირებ გასვლას, დაიღუპები. - ვამბობ და მანქანის საჭეს თავს ვადებ. - იყოს რაც არის. - ძრავა ავამუშავე და გზას გავუდექი, მთელი გზა ხელები მიკანკალებდა, გულის ცემასაც ვერაფერი მოვუხერხე, როგორ იქნა მივაღწიე ნოეს სახლამდე, კარზე ზარი დავრეკე და აი ისიც, წინსაფარაფარებული კიდევ უფრო სექსუალური მეჩვენა ვიდრე აქამდე.
- რას ამზადებ? - ვამბობ და ქურთუკს ვიხდი.
- შენ საყვარელ კერძს. წითელი ღვინის ფონზე.
- უკვე ვგრძნობ რომ კარგი საღამო მელის. - გავიღიმე და სამზარეულოში გავყევი.
- ღვინო დალიე. - სასმლის ჭიქა მომაწოდა და სავარძლისკენ მიმითითა.
- სიამოვნებით. - სავარძელში ჩავჯექი, სასმელი მოვსვი და სამზარეულოში მოფუსფუსე ნოეს თვალს არ ვაშორებდი.
- მორჩი ლიზა.
- რას? - ეჭვით ავზიდე წარბები.
- ფიქრებში ჩემს გაშიშვლებას. - ამბობს და მიყურებს.
- ჯანდაბა. - გადასაყლაპად გამზადებული სასმელი მცდება და ხველება მეწყება. ნოე სიცილით იგუდება. - იდიოტი ხარ იცი?
- კარგი თუ ვცდები ვიქნები იდიოტი. - თვალი ჩამიკრა და ღუმელიდან სტეიკი გამოიღო.
- რა იცოდი რომ სტეიკი მიყვარს?
- კარგი რა ლიზა. მოდი და მიირთვი. - მაგიდისკენ მიმითითა, მეც მის ნებას დავყევი და კუთვნილი ადგილი დავიკავე.
- კარგი სუნი აქვს. ნოე, წინასფარი მოიხსენი რა.
- რატომ?
- ძალიან მიჭირს თავის შეკავება იმდენად გიხდება.
- მაშინ არ მოვიხსნი. - ჩემს წინ წინსაფრიანად ჯდება ნოე და სტეიკის დაჭრას იწყებს.
- შენს ოჯახზე მომიყევი.
- ოჯახი არ მყავს ლიზა. ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე.
- და არ იცი ვინ არიან შენი მშობლები?
- არასდროს დავინტერესებულვარ.
- რატომ?
- უბრალოდ მათ გარეშეც კარგად ვარ. - დაჭრილი სტეიკი წინ დამიდო და მეც დაგემოვნება დავიწყე.
- იცი ვფიქრობ, ხშირად უნდა მომიმზადო საჭმელი. - გავუღიმე და სასმელი მოვსვი.
- როდესაც აქ გადმოხვალ ამაზე ყოველ საღამოს ვიზრუნებ.
- მართლა გინდა რომ გადმოვიდე?
- ვგავარ ადამიანს ვინც უბრალოდ ისვრის სიტყვებს?
- იურისტს ვეძებ.
- ანუ გადაწყვიტე.
- მასთან გაყრა ძალიან დიდი ხანია მინდა ნოე, უბრალოდ ამ ნაბიჯის გადადგმა მეშინოდა, ახლა კი არ ვიცი შენი გამოჩენის გამო თითქოს სიმამაცე შემემეტა.
- მიხარია ამის მოსმენა. - გამიღიმა, სასმელი მოსვა და ფეხზე წამოდგა. მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და მეც მორიდებით დავეყრდენი მის ხელს, მაგიდას მსუბუქად მიმაყრდნო და ფრთხილად აათამაშა ჩემს ყელზე ტუჩები, თვალები დავხუჭე და უფლება მივეცი თავად გადაეწყვტა ყველაფერი. - საოცარი სურნელი გაქვს ლიზა. - ზედ ჩემს ტუჩებთან ამოილაპარაკა და ვნებით დამაკრო სურვილით სავსე კოცნა, არ შევწინააღმდეგებივარ, პირიქით, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდით საძინებელში, არც ის მახსოვს როდის მოასწრო ჩემი გაშიშვლება, ალბათ ძალიან დამებინდა გონება რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები გამოვტოვე, მხოლოდ ის მახსოვს რომ რეალობის აღქმასთან ერთად ოთახში გაჟღერებული ჩემი კვნესა სმენას მიხშობდა, ჩემს სხეულს ზემოდან მოქცეული ნოე კი ძლიერი მოძრაოებიბით ცლიდობდა ჩემი სხეული ბოლომდე შეესრუტა.
- ნოე.
- ლიზა. - შეშლილი თვალები შემანათა ამ უკანასკნელმა და მთელი სხეული დაეჭიმა. მისი რეაქციის გამო თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამივარდა.
- უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მიყვარხარ. - გავიღიმე და თვალის კუთხეში დაუკითხავად მოწყვეტილი ცრემლი ვიგრძენი, კოცნით ამოაშორო ნოემ ბედნიერებით გამოწვეული ცრემლები და ძლიერად ამეკრო სხეულზე. თავი ჩემს მკერდზე მიასვენა და თითებს ფრხილად ასრიალებდა შიშველ კანზე. მე გავითიშე, რეალობას ისევ მოვწყდი, სადღაც გამოგონილ სამყაროში გადავეშვი, სადაც არაფერი იყო ყალბი, მკაცრი და მტკივნეული, იქ მხოლოდ მე ვიყავი ნოესთან ერთად, იქ მე ბედნიერი ვიყავი.
იმ ღამით ნოესთან დავრჩი, მთელი ღამე ალერსში გავატარეთ და წარმოდგენაც არ მაქვს რამდენჯერ დაეუფლა ჩემს სხეულს. თითქოს დრო გაჩერდა, თითქოს მე სამყაროს ღერძი ვიყავი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა.
შემდეგი ორი დღე სამსახურში აღარ წავსულვარ, ნოესთან ერთად სახლში გამოვიკეტე და დაუვიწყარი, ყველაზე ბედნიერი წუთებით ცხოვრება დავიწყე, დამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი, დამავიწყდა რომ ჯერ კიდევ ბაჩოს ცოლი ვიყავი, ისიც დამავიწყდა რომ ბაჩოს ასე მარტივად ვერ დავუძვრებოდი, არც ლაურას ზარებს ვპასუხობდი, სამყაროს მოწყვეტილი, ნოეს ბინაში გამოკეტილი სრული სიგიჟითა და ბედნიერებით ვტკბებოდი. არ ვფიქრობდი მომავალზე, არც იმაზე თუ რა მოხდებოდა როდესაც ბაჩო დაბრუნდებოდა, თითქოს ყველაფერი გაქრა ჩემი ყოველდღიურუ აუტანელი რუტინიდან და მხოლოდ ნოე დამრჩა. უზარმაზარ სამყაროში მხოლოდ მე და ისე ვარსებობდით და ჩვენი სიყვარულით ყველაფერს ვაფერადებდით. მესამე დღეს როდესაც ბაჩოს სახლში დაბრუნების დღე დადგა თვალცრემლიანი დავემშვიდობე ნოეს და სახლისკენ ავიღე გეზი.
საჭესთან მჯომდს ღიმილი არ მშორდებოდა, კანზე ჯერ კიდევ ნოეს სურნელი მქონდა შერჩენილი და ამის გამო კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას განვიცდიდი. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ავტომობილი ფარეხში გავაჩერე, ლიფტი გამოვიძახე, მეხუთე სართულზე ავედი, შავ რკინის კარს საკეტი მოვარგე, გავაღე და სახლში შევედი. ჩანთა და პალტო იქვე მივაგდე, ღიმილით გავედი სამზარეულოში, ერთი ჭიქა ვისკი დავისხი და მისაღებში სავარძელში დაჯდომის მიზნით გავედი.
- ჯანდაბა. - შიშით შევხტი ბაჩოს დანახვის გამო, რომელიც სავარძელში მოთავსებულიყო, ფეხები მინის მაგიდაზე შემოეწყო და თითებში ნერვულად ათამაშებდა მოუკიდებელ სიგარეტს. - შემაშინე, როდის დაბრუნდი? - ვიგრძენი ხმა როგორ გამებზარა და სხეულიც არამიწიერად გამეოფლა.
- მინდოდა სიურპრიზი მომეწყო მაგრამ სახლში არ დამხვდი. - სიგარეტს ისე მოუკიდა ჩემთვის არ შემოუხედავს. - არ დაჯდები? - სავარძელში მის გვერდით მოვთავსდი და გამშრალი ყელი ვისკით გავისველე. - სად იყავი? - სივრციდან მზერა ჩემ ფეხზე გადაიტანა, ფრთხილად შემახო თითები და ნაზად აასრიალა შიშველ კანზე.
- სამსახურში.
- ნუთუ? - ირონიულად ჩაიცინა და კიდევ უფრო მაღლა ააცურა თითები, თვალი მის მოძრაობას გავაყოლე, მივხვდი სკანდალის სუნი ტრიალებდა ჰაერში და მოსალოდნელი დაძაბულობის გამო ერთიანად მოვიცელე.
- ხო ბაჩო, სამსახურში ვიყავი.
- დავრეკე და მითხრეს რომ ორი დღეა იქ არ ყოფილხარ. - ოდნავ მომიჭირა თითები ფეხზე და კისერი შეათამაშა.
- კარგი, მართალი ხარ. ქალაქგარეთ ვიყავი. - ძლივს ამოვთქვი ეს რამდენიმე სიტყვა.
- რატომ დამიმალე? - როგორც იქნა მზერა მომაპყრო და მის თვალებში ჩაბუდებული სიგიჟე მთელი რეალობით შემანათა.
- ეჭვიანობ?
- კითხვა დაგისვი.
- უცებ გადავწყვიტე, რამდენჯერაც დაგირეკე არც ერთხელ მიპასუხე.
- შეგეძლო მოგეწერა.
- რა გინდა ბაჩო.
- თვალებში მიყურებ და მატყუებ.
- არ გატყუებ.
- ამის დედაც, მატყუებ ლიზა. - დაიღრილა ბაჩომ, ერთი ხელი კეფაზე მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა, ცხვირი ოდნავ შემახო ყელზე და ღრმად ამოისუნთა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. - მღალატობ არა? - ამოილაპარა ზედ ჩემ ტუჩებთან და ხელი კიდევ უფრო მეტად მომიჭირა.
- მტკივა.
- კაცის სურნელი აგდის ლიზა.
- ბოდავ.
- დედას მოგიტ/ნავ! - სიმწრით გამოსცრა კბილებში, ხელი მკრა და სავარძლის ზურგს მთელი ძალით მიმანარცხა. ხელიდან გავარდნილი ვისკის ჭიქა ხმაურით გაგორდა იატაკზე, ზიზღით გააყოლა თვალი, დაიხარა, აიღო და ხელში შეათამაშა, მერე მე შემომხედა. - ვისთან ჟი/აობ?
- არავისთან ბაჩო და მოეშვი ისტერიკას.
- ვისთან ჟი/აობ-მეთქი! ღრიალით მიანარცხა ჭიქა კედელს და შეშლილი თვალები შემომანათა.
- რის მიღწევას ცდილობ? გინდა არაფრის გამო ყელი გამომჭრა? გინდა სამზარეულოდან დანა თავად მოგიტანო რომ საქმე გაგიმარტივო? ეს გინდა? იქნებ ამის შემდეგ მაინც მოისვენო.
- შენი მოკვლა რომ მინდოდეს აქამდე გაგასაღებდი. - შემზარავად ახარხარდა, ორივე ხელი ჩემი სახის გასწრვივ სავარძლის სურგს მიაყრდნო, სახე იმდენად ახლოს მომიტანა რომ მისმა სუნთქვამ გული გამიჩერა. - უბრალოდ მითხარი ვისთან მღალატობ და ამით მომავალი მერის ცოლს დასახიჩრებისგან იხსნი. - ჩემი სახე მუჭში მოიქცია და ტუჩებზე გაშმაგებით დამეწაფა. რამდენიმე წუთიანმა გაბრძოლებამ უშედეგოდ ჩაიარა და სულ მალე კაბა შემოხეული, მის მკლავებ ქვეშ მოქცეული აღმოვჩნდი და მისგან წამოსულ სიგიჟეს ვერაფრით ვბლოკავდი, არც ყვირილმა გაჭრა, არც ცრემლმა, არც მუდარამ, საბოლოოდ უმწეო ფართხალით ძალა გამოცლილმა შეწინააღმდგებას თავი ვანებე და სხეულიც მთლიანად მომიდუნდა. ჩემ სხეულზე დამხობილი გაცხოველებული ბაჩო უხეშად ცდილობდა ჩემს დაუფლებას, როგორც კი წინააღმდეგობა ვეღარ იგრძნო, თითქოს წამით გონს მოეგო, ტანი უკან გასწია და ცრემლიან თვალებში მზერა გამისწორა. - არ გიყვარვარ არა? - ამოილაპარაკა და თავი ჩემ მკერდზე მიასვენა.
- არა.
- მღალატობ არა?
- კი. - სიმწრით წარმოვთქვი ეს სიტყვა და თვალები დავხუჭე. ჩემ სხეულზე დამხობილი ბაჩოს სახეზე ყბის ძვლები ძლიერად ათამაშდა, ხმას არ მცემდა, არც მიყურებდა, მხოლოდ ერთი ხელის მტევანს ასრიალებდა შიშველ მკერდზე და მძიმედ სუნთქავდა.
- გიყვარს?
- ბაჩო!
- გიყვარს? - დაიღრიალა და მკერდზე ძლიერად მომიჭირა ხელი.
- ჯანდაბას შენი თავი. - ტკივილისგან მთელი სხეული დამეკრუნჩხა და მაჯაში გააფთრებით ჩავაფრინდი.
- მიპასუხე გიყვარს? - ახლა სა/ოზე წამავლო ხელი.
- მტკივა.
- გიყვარს-მეთქი? - უფრო ძლიერად დამაჭირა ხელი.
- მიყვარს ხო მიყვარს! - ჩემში არსებული მთელი ძალა მოვიკრიბე და ბოლო ხმით ვიღრიალე. თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ოთახი გაუსაძლის სიჩუმეში გაეხვა და ერთადერთი რაც ამ სიჩუმეს არღვევდა ჩემი და ბაჩოს გულის ცემა იყო, ცივად მოშორდა ჩემ სხეულს, იატაკზე დაგდებული თავისი პერანგი აიღო, მესროლა და თვალით მანიშნა რომ ჩამეცვა. შიშველი სხეული მისი პერანგით დავიფარე და სავარძელში შესაბრალისად მივიკუჭე, დადუმებული ბაჩო სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წამში იქედან ორი ჭიქა ვისკით ხელში დაბრუნდა, უხმოდ მომაწოდა სასმელი და სავარძელში ჩემ გვერდით მოთავსდა. მზერა ჭიქის ზედაპირზე ჰქონდა გაშეშებული და ფიქრებში სავარაუდოდ ჩემი საყვარლის მოკვლის სცენას აწყობდა, ამის გაფიქრებაზე ტირილი ამივარდა.
- რა გატირებს? - სასმელი მოსვა და სიგარეტს მოუკიდა. - გეშინია? რისი გეშინია ლიზა, იმის რომ შენ რამეს დაგიშავებ თუ იმის რომ იმ არაკაცს რომელიც გჟი/ავს ტყვიას შუბლში დავაჭედებ. გგონია არ ვიცი ვისთან წევხარ? გგონია მაშინ როდესაც მე ქალაქში არ ვარ შენი ასავ-დასავლის შესახებ არაფერი ვიცი? გგონია მივდივარ და შენც თავისუფალი ხდები? გგონია არ გაკონტროელბ? მაშინ ძალიან სულელი ყოფილხარ თუ ასე ფიქრობდი. იმ გაპრანჭულ მილიონერთან რატომ დადიხარ?
- მიყვარს.
- გიყვარს არა ჩემი ფეხები. ახლახანს დაბრუნდა, ვიღაც ფულს დახამებული იდიოტია.
- ცდები.
- ასეც არ იყოს რაში მაინტერესებს ვინ არის, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ჩემი ცოლი იხმარა.
- გეყოფა. - შევევედრე მისი მოსმენით საბოლოოდ განადგურებულმა.
- წარმოიდგინე პრესა რას დაწერს ამის შესახებ? - ირონიულად ჩაიღიმა ბაჩომ. - მერს ცოლი ღალატობს. მშვენიერი სკანდალია რას იტყვი? - სასმელი მოსვა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა. რამდენიმე წუთი უხმოდ იჯდა და ეს სიჩუმე კიდევ უფრო მანადგურებდა. ბოლოს სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა და მზერა გამისწორა, ხელი შიშველ ფეხზე ნაზად შემახო. - ჩაიცვი პრეზიდენტთად მივდივართ. - სახეალეწილს ოდნავ შემახო ტუჩები და მაკოცა.
- რა? - მხოლოდ ამის თქმა შევძელი როგორც კი მისი ტუჩები მომშორდნენ.
- პრეზოდენტმა სახლში დაგვპატიჟა, რა რა?
- ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ მეუბნები რომ პრეზიდენტთან სავახშმოდ წამოგყვე?
- ლიზა, სულ რომ მთელ თბილის ჩაუწვე საწოლში სანამ მერი არ გავხდები გაყრას ვერ ეღირსები, აი როცა მერი გავხდები მერე ვიფიქრებ რა უნდა მოგიხერხოთ შენ და შენს საყვარელს, სავარაუდოთ ორივეს ყელს გამოგჭრით და სახლს ზუსტად იქ ავიშენებ სადაც თქვენ დასახიჩრებულ სხეულებს დავმარხავ. ასე რომ პატარავ, ასწიე ეგ ლამაზი უკანალი, ჩაიცვი და ისე მოიქეცი როგორც მერის ცოლს შეეფერება.
- ავადმყოფი ხარ. - თვალს მომდგარი ცრემლი შევიმშრალე, სავარძლიდან უხალისოდ ავათრიე სხეული და საძინებელში შევედი, დიდხანს ვუცქერდი სარკეში ასხლეტილ გამოსახულებას, თითქოს სადღაც გაქრა რამდენიმე დღის წინ განცდილი ბედნიერება და ყველაფერს ისევ აუტანელი ნაცრისფერი მოედო. ყველაფერი ისევ თავის ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა, მე ისევ მერის ფიქტიური ცოლი ვიყავი, თუმცა ამჯერად იმ განსხვავებით რომ ჩემი სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელიბით მის ხელში იყო. კარადიდან შავი კაბა გამოვიღე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში დავბრუნდი სადაც სავარძელში ჩაფლული, საკმაოდ შესაზრხოშებული ბაჩო მელოდა. - მთვრალი ხარ.
- მძღოლი წაგვიყვანს. - ამოილაპარაკა და სავარძლიდან წამოდგა, აცაბაცად შეკრული პერანგის გამო სასაცილოდ გამოიყურებოდა, მასთან მივედა და ტანსაცმლის შესწორებაში დავეხმარე, მონგრეული ჰალსტუხი ნორმალურად შევუკარი და მზერა გავუსწორე.
- უჩემოდ არაფერს წარმოადგენ!
- ეს შენ არ წარმოადგენ არაფერს. - ლოყაზე მაკოცა, ძლიერი მკლავი წელზე შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა, ცხვირი ოდნავ გამიხახუნა ყელზე და ტუჩები მომაკრო.
- გეყოფა! - მისი მკლავებისგან გავითავისუფლე თავი.
- დავიჯერო ის გადაპრანჭული მილიონერი საწოლში ჩემზე კარგია? - ახარხარდა ბაჩო.
- მოკეტე!
ყოვლად უინტერესო დისკუსიით დაღლილმა ლაურას მუდარით აღსავსე თვალებით გავხედე, ეს უკანასკნელიც ჩემზე არანაკლებ იდიოტურად გრძნობდა თავს, თვალებს უაზროდ აცეცებდა და ვისკის გაბერილ მუცლიან ჭიქას თხელ თითებში ათამაშებდა. როგორც იქნა პრეზიდენტმა და ქალაქის მომავალმა მერმა კაბინეტში გადანაცვლება და მომავალი არჩევნების უფრო დეტალურად განხილვა განიზრახეს, მათი გადაწყვეტილებით გამხიარულებულმა ღიმილით გავაცილე ისინი კაბინეტისკენ და როგორც კი მარტო ვიგულე თავი, სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და თვალები დავხუჭე.
- გამოგიჭირა არა? - ღიმილით გააქნია ლაურამ თავი და სასმელი მოსვა.
- კი.
- რას აპირებ?
- დამემუქრა.
- აბა რას ელოდი?
- არაფერს, მაგრამ მეგონა ფრთხილად ვიყავი.
- შეყვარებული ქალი არასდროს იქცევა ყურადღებით ლიზა.
- ადვოკატზე რა გაარკვიე?
- არავინ თანხმდება ქალაქის მომავალ მერთამ დაპირისპირებას.
- ბედის ირონიაა ეს ყველაფერი. - სიმწრით გავიღიმე და სასმელი მოვსვი.
- არ დანებდე.
- რას მთავაზობ? - ჭიქა მინის მაგიდის ზედაპირზე დავდგი და მთელი ტანით მისკენ შევბრუნდი.
- რასაც გთავაზობ ცოტა სახიფათოა.
- ჩემი ქმარი მერად გახდომის შემდეგ მე და ნოეს ყელის გამოჭრით და ჩვენს გვამებზე სახლის აშენებით მუმუქრება, როგორ ფიქრობ უკან დასახევი გზა მააქვს?
- ერთადერთი გამოსავალი თუ შეიძლება ამას გამოსავალი უწოდო მისი დაშანტაჟებაა.
- როგორ უნდა დავაშანტაჟო ადამიანი რომელიც შანტაჟის უბადლო ოსტატია? სიმწრით ავხარხარდი, მაგიდის ზედაპირიდან ვისკის ჭიქა ავასრიალე და გამშრალი ყელი გავისველე.
- მისი მუქარა უნდა ჩაიწერო. - მოკლე და ლაკონური იყო ლაურას სიტყვები.
- რა? - გადასაყლაპარად გამზადებული ვისკი უკან გადმოვაფურთხე.
- რა რა? თუ მისგან თავის დაღწევა გინდა ისე უნდა მოიქცე როგორც გეუბნები, ჩაიწერე როგორ გემუქრება, მერე ამას გამოიყენებ და მისგან თავს დააღწევ.
- როგორ გეტყობა რომ ჩემ ქმარს არ იცნობ. ასე რომ მოვიქცე იცი რა მოხდება? მაშინვე ყელს გამომჭრის. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ სინამვილეში მე არაფერს დამიშავებს, აი ნოეს კი არ გაახარებს, იცის რომ ასე უფრო დამტანჯავს.
- აბა რას აპირებ? გინდა ისევ მისი ცოლი გერქვას და ნოეზე ოცნებაში ათავ/ბდე?
- ლაურა.
- რა იყო?
- საშინელი ენა გაქვს.
- უკეთესი აზრი გააქვს?
- ჯერ არა!
დღე დღეს მიზდევდა, ღამე ღამეს, ბაჩოს მიერ დაქირავებული რამდენიმე ადამიანი ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, როგორც არ უნდა მეცადა, მათგან თავის დაღწევას ვერაფრით ვეღარ ვახერხებდი. ნოეს ზარებს არ ვპასუხობდი, არ მინდოდა მისთვის პრობლემები შემექმნა ამიტომაც მისდამი დიდი სიყვარულისა და მონატრების მიუხედავად თავს მასზე ფიქრის უფლება ავუკრძალე. ცხოვრება "ჩვეულ" კალაპოტში ჩადგა, ისევ რუტინად და მოსაბეზრებელ ყოველდღიურობად გადაიქცა ჩემი არსებობა, ისევ ჩემი ქმრის მოსაბეზრებელი პარლამენტარი მეგობრები, მათი გაუთავებელი "შეხვედრები" ჩემი მხრიდან კი მე ვიქეცი ისევ ქმრის ერთგულ და რაც მთავარია მასზე მზრუნველ მეუღლეთ. ბაჩოსთან ერთად დავდიოდი ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქებში, ვხდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვისმენდი მათ პრობლემებს და რა თქმა უნდა ბაჩოსგან განსხვავებით მართლა გულთან მიმქონდა მათი გასაჭირი. ერთი სიტყვით მე ვიქეცი მომავალი მერის ყველაზე საყვარელი ცოლი და ხალხმა უზომოდ შემიყავარა. მთელი ქვეყანა ჩემზე საუბრობდა და მოსახლეობის უმრავლესობაც ბაჩოს ხმას მხოლოდ იმის გამო აძლევდა რომ ჩემი მეუღლე იყო... მოკლედ რომ ვთქვა კარგი „მასალა“ გამოვდექი ბაჩოსთვის, რომ ხალხი მისკენ გადაებირა.
ასე გავიდა ორი თვე და ბაჩოსთვის სანატრელი არჩევნების თარიღიც მოახლოვდა.
- ლიზა ვაგვიანებთ. - მესმის საპირფარეშოს კარს მიღმა ბაჩოს ხმა. - ამდენ ხანს რა ჯანდაბას აკეთებ? ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა.
- არა. - ვამბობ, თვალს მომდგარ ცრემლს ვიმშრალებ და ფეხმძიმობის ტესტს, რომელმაც ჩემი ორსულობის შესახებ მამცნო ნაგვის ურნაში ვაგდებ. სარკეში საკუთარ აშლილ გამოსახულებას სიმწრით შევავლე თვალი და თავს ატირების უფლება არ მივეცი.
- ჯანდაბა. გამოდი! - დაიღრილა ბაჩომ და სწორედ ამ დროს ჩამოვწიე კარის სახელური. - რა გჭირს? - მკლავებში ხელი ჩამავლო და დაკვირვებით მომაშტერტა აცრემლებულ თვალებში.
- ახლა ამის დრო არ არის, დღეს შენი დღეა. - მისგან გათავისუფლებას ამაოდ ვეცადე რადგან ხელი არ გამიშვა.
- კიდევ რა სიურპრიზი გაქვს ჩემთვის? - ეჭვით შეათამაშა ყბის ძვლები.
- ბავშვს ველოდები. - თავს გაღიმება ვაიძულე და მზერა გავუსწორე. - და ის შენი შვილი არ არის.
- ამის დედაც! - ხელი ცივად გამიშვა, აბაზანის კედელს ზურგით აეკრო და ორივე ხელი თავზე შემოიწყო. - მოვკლავ იმ ნაბი/ვარს! - არაამქვეყნიური ხმით იღრიალა და იქვე ჩაიკეცა, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაგრამ მის მიმართ სიბრალულის გრძნობამ ერთიანად მომიცვა, ყველაფრის მიუხედავად მისი ტანჯვის ყურება სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებდა.
- ბაჩო.
- არაფერი თქვა! - ხელის აწევით შემაწყვეტინა საუბარი. - დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. ახლა კი შეეცადე ამჯერადაც ისე მოიქცე როგორც მერის ცოლს შეეფერაბა, შენს ნაბი/ვარს რა მოვუხერხოთ ამაზე არჩევნების მერე ვისაუბროთ.
- რა მოვუხერხოთ?
- ახლა არა ლიზა. - საპირფარეშოდან გავიდა ბაჩო და აშლილ ფიქრებთან ერთად მარტო დამტოვა. კიდევ ერთხელ შევავლე სარკიდან მოცქირალ ანარეკლს თვალი და გული ძალიან მეტკინა ფერსაწული აჩრდილის დანახვის გამო.
არჩევნების წინ გამართულ აქციაზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი, შემაღლებულ ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა ლურჯ შარვალკოსტუმში გამოწყობილი ბაჩო, გვერდით პრეზიდენტი ედგა და ხალხს ღიმილით უქნევდა თავს. ბაჩო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებდა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ, უაზრო დაპირებებით ცდილობდა მათი გულის მოგებას, თუმცა ჩემზე უკეთ არავინ იცოდა რომ მისი მერობის გარდაუვალობა 99% პროცენტით ჩემი დამსახურება იყო. მე და ლაურაც ტრიბუნაზე მათ გვერდით ვიდექით და ოვაციებით გართულ მოსახლეობას ვუცქერდით, ძალიან მინდოდა ბაჩო კარგი მერი ყოფილოყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი სკამის მორგების პირველსავე დღეს დაივიწყებდა ყველა დანაპირებს და მხოლოდ მუცლის ამოყორვით და ჩემთვის სიცოცხლის გამწარებით გაფლანგავდა მთელ თავისუფალ დროს, ახლა ჩემს გასამწარებლად კიდევ უფრო დიდი მიზეზი გააჩნდა და სიმართლე რომ ვთქვა საშინლად არ მინდოდა დაღამებულიყო და მასთან ერთად ისევ მარტო დავრჩენილიყავი. ასეა თუ ისე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ჰალსუტუხი კმაყოფილმა შეისწორა და ღიმილით გახედა მის გვერდით მდგომ პრეზიდენტს, რომელმაც ასევე ღიმილით ჩამოართვა ხელი და წარმატება უსურვა.
არავის გაჰკვირვებია არჩევნების შედეგები, ბაჩო უპირობო ლიდერი გახლდათ და ასეც მოხდა, ის უკვე მერი იყო, ქალაქის მერი, რომელიც ღმერთმა უწყის რა უბედურებას დაატეხავდა მოსახლეობას თავს. დიდი მხიარულებით აღნიშნეს მისი მერობა, გვიანობამდე მოგვიწია რესტორანში ყოფნა, იქაურობა უკვე სულს მიხუთავდა, ერთადერთი რაც ძალას და მხნეობას მმატებდა ლაურას გვერდით ყოფნა იყო. ის რომ არა სავარაუდოდ ისტერიკა დამემართებოდა. ჩვენ როგორც „მასპინძლები“ ბოლო სტუმრის წასვლამდე მორჩილად ვიტანდით მათ უაზრო ჰაბიტუსსა და გაბერილ მუცლებს. ბოლოს როდესაც მხოლოდ მე ბაჩო, ლაურა და პრეზიდენტი დავრჩით უზარმაზარი მაგიდის ერთ კუთხეში ბაჩო ფეხზე წამოდგა და სადღეგრძელოს წარმოთქმა გადაწყვიტა.
- მადლობა მინდა გითხრა. - ღიმილით აიღო ჩემი ხელი და ნაზად შემახო ტუჩები. - შენ რომ არა ვერაფერს შევძლებდი. მითხარი სანაცვლოდ რას ითხოვ და გპირდები რაც არ უნდა მთხოვო ყველაფერს აგისრულებ.
- იცოდე სიტყვაზე გიჭერთ. - მხიარულად ჩაერთო ლაურა საუბარში.
- მითხარი ლიზა რა გინდა? - საკმაოდ ჰქონდა ხმა გაბზარული ბაჩოს.
- არ ვიცი.
- ვიცი მონსტრი გგონივარ. - გაიღიმა და სახეზე ხელი მოისვა. - ხომ იცი რომ მიყვარხარ.
- ბაჩო არამგონია ამის განხილვა აქ მიზანშეწონილი იყოს.
- იცი გიორგი. - პრეზიდენტს მიუნრუნდა ბაჩო. - ლიზა ფეხმძიმედ არის!
- რა?
- რა? - ერთხმად წამოიხახეს ლაურამ და გიორგიმ.
- ბაჩო. - სიმწრით ჩავაფრინდი ქვედა ტუჩს და მუდარით ავხედე ქმარს, რომელსაც თვალს მომდგარი ცრემლი საცოდავ იერსახეს სძენდა.
- მოსალოცად გქონიათ საქმე. - გაიღიმა გიორგიმ.
- მაგრამ ბავშვის მამა მე არ ვარ - სიმწრით დაეხეთქა ბაჩო სკამს, იდაყვები მაგიდის ზედაპირზე დაალაგა და თავი ხელებში ჩარგო. იქაურობა საშინელმა სიჩუმემ მოიცვა.
აუტანლად მძიმე იყო გატეხილი ბაჩოსა და ჯერ კიდევ შოკირებული პრეზიდენტისა და პირველი ლედის საზოგადოებაში ყოფნა, ხელის გულებში თავჩარგული ბაჩოს მხრები ოდნავ ირხეოდა, თითქოს თრთოდა, ფერშეცვლილი სახის კანი და დაბერილი კაპილარები ერთდროულად სიბრალულს და შიშშს იწვევდა ჩემში, ჩემზე თვალებგაშტერებულ გიორგის აზრად არ მოსვლია დაღებული პირი მოეკუმა და ნერწყვი ისე გადაეყლაპა, არც ლაურა ჩანდა უკეთეს მდგომარეობაში, გაფითრებული მომშტერებოდა და აკანკალებულ ხელებში მოქცეულ ღვინის ბოკალს ნერვულად ათამაშებდა თხელ თითებს შორის.
- გონს მოსვლა მიჭირს. - როგორც იქნა აუტანელი სიჩუმე დაარღვია პრეზიდენტმა.
- ეს ჩვენ არ გვეხება. - მოკლედ მოუჭრა ლაურამ და მზრუნველი მზერა შემაგება. მის თვალებში თანადგომას ვხედავდი და ამის გამო დაძაბულობა თითქოს სადღაც გაუჩინარდა, ბაჩომ როგორც იქნა ხელები მოიშორა სახიდან, სულმოუთქმელად ჩაცალა ერთი ჭიქა ღვინო, ამოისუნთქა და ბაგეზეც ძველებურმა, ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
- ჩემი ცოლი მე მადანაშაულებს ყველაფერში, მისი აზრით მე უვარგისი ქმარი ვარ, უყურადღებო, კარიერაზე მომართული რობოტი, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია.
- და არ ეთანხმები? - წარბებშეკრულმა გამოსცრა ლაურამ და ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დადგა.
- ქალები ერთმანეთს ყოველთვის უჭერთ მხარს. - ახარხარდა ბაჩო.
- ეს არ არის ქალური სოლიდარობა, ეს ის არის რასაც მე კარგად ვხედავ ლიზას თვალებში.
- ლაურა. - გიორგის ხმის მიხედვით ვიგრძენი როგორ გაღიზიანდა ქვეყნის პირველი პირი ცოლის გამოსვლის გამო.
- რა? - დანებებას არ აპირებდა ლაურა.
- ჩვენი წასვლის დროა. - ფეხზე წამოდგა გიორგი და ლაურაც უხალისოდ დაემორჩილა. მიმავალს თვალი გავაყოლე და მთელი სიცხადით შევიგრძენი რომ ამ ქვეყნად ლაურა იყო ის ერთადერთი ადამიანი ვის გვერდით ყოფნასაც ამ წამს ვინატრებდი, მის მკლავებში მივიკუჭებოდი და საკუთარი უბედობის გამო გულით ავღრიალდებოდი, თუმცა ჩემი ფიქრები როდის ერთხელ ახდენილა ახლა რომ ყოფილიყო გამონაკლისი, ფიქრები უკუვაგდე და ბაჩოს გავხედე რომელიც სასმლის ჭიქას ათამაშებდა თითებში და მზერას არ მწყვეტდა.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- ბაჩო განქორწინება მინდა.
- რატომ? რომ განქორწინების შემდეგ იმ ნაბი/ვართან გაიქცე, მის მკლავებში აკვნესდე და ბედნიერი ცხოვრება დაიწყო?
- თუნდაც.
- ვერ ეღირსები! - მკაცრი და ურყევი იყო მისი ხმა.
- შენ ხომ დამპირდი.
- რას რომ გაგეყრებოდი?
- როგორც კი მერი გახდებოდი.
- მე დაგპირდი როგორც კი მერი გავხდები ყველაფერი შეიცვლება-მეთქი და არა ის რომ გაგეყრებოდი. ასე რომ რა თქმა უნდა ყველაფერი შეიცვლება მაგრამ არა ისე როგორც შენ გსურს. თუ გინდა მაგ ნაბი/ჭვარს რომელსაც მუცლით ატარებ სიცოცხლე შეუნარჩუნო ისე მოიქცევი როგორც გეტყვი. ხვალ გერმანიაში წახვალ. ბავშვს იქ გააჩენ, შემდეგ კი იქვე დატოვებ, ვიზრუნებ რომ კარგი ოჯახი მოვუძებნო და ბავშთა სახლში არ მოხვდეს, როგორც კი მისთვის ოჯახს ვიპოვი შენ საქართველოში დაბრუნდები და ისევ მერის ცოლის სტატუს მოირგებ, ცოლის რომელიც ასე შეიყვარა ხალხმა.
- აფრენ ხომ? - მშვიდი და სარკაზმით სავსე იყო ჩემი ხმა. საკუთარმა სიმშვიდემ უფრო მეტად შემძინა გამბედაობა, იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დავეყრდენი და მთელი ტანით ბაჩოსკენ გადავიხარე, სახე იმდენად ახლოს მივუტანე რომ მისი სუნთქვა საკუთარში მერეოდა. - ნუ თუ ფიქრობ რომ შენი მეშინია?
- ძალიან ცუდი თუ არ გეშინია. - ცერა თითი ოდნავ გადამიტარა ტუჩზე და კისრის მალები შეათამაშა.
- ერთი საცოდავი, ხელმოცარული, უემოციო, კარიერისტი, გაყოყოჩებული ნაბი/ვარი ხარ, იცი რატომ ვერ მელევი? იმიტომ რომ უჩემოდ არაფერს წარმოადგენ, იმიტომ რომ საზოგადოებაში მე ვარ ის ადამიანი რომელიც შენ წარმოგაჩენს, მე ვარ ის ვის გამოც ხალხმა აგირჩია, გეშინია ჩემ გარეშე ყოფნის რადგან როგორც კი შენი ცხოვრებიდან გავქრები შენი კარიერა ფერფლად იქცევა, სავარძელში, გასიებული ღიპით ჩაფლული ფრჩხილების კვნეტას და ტირილს დაიწყებ რადგან შენი ცხოვრება ერთიანად დაინგრევა, არაფრის ტრ/კი არ გაქვს ბაჩო. ყოყოჩი ხარ, რომელმაც საუბარიც კი არ იცის და ცოლის დაწერილი ტექსტებით მიმართავს საზოგადოებას, შენ მე ვერაფერს დამიშავებ, იცი რატომ? გეშინია. გეშინია საკუთარი გარსის შემოგლეჯვის, გეშინია რომ ხალხი შენს ნამდვილ სახეს დაინახავს, ახლა რომ ავდგე და აქედან გავიდე ვერც შემაჩერებ, მომკლავ? მომკალი მაგრამ შენთან დარჩენას აღარ ვაპირებ. - მის ჩაწითლებულ თვალებს მზერა მოვაშორე, საკუთარი გამოსვლით გაბედნიერებული სკამიდან წამოვდექი, გამარჯვებული მზერა კიდევ ერთხელ ვესროლე მის ამღვრეულ თვალებს და კარიერის მწერვალზე მყოფი ჩემი ქმარი საკუთარ ფიქრებთან ერთად სრულიად მარტო დავტოვე. რესტორნიდან გამოსული რამდენიმე წამით შევჩერდი მოაჯირთან, მიძინებული თბილისის მშიდი და სუფთან ჰაერი ღრმად შევისუნთქე და სხეულში დავლილი სიამოვნების გამო შემაჟრჟოლა. ბევრი არ მიფიქრია თუ სად უნდა წავსულიყავი, ტაქსი გავაჩერე და ნოეს მისამართი ვუკარნახე, გული თხუთმეტი წლის შეყვარებული გოგოსავით მიცემდა, ჩამოწეული მინიდან მონაბერი ჰაერიც კი ვერ მეხმარებოდა ნორმალურად სუნთქვაში, როგორც იქნა გაწელილი ორმოცწუთიანი გზისა და ტაქსისტის მხრიდან მოყოლილი ვითომ და სასაცილო ამბების სმენით დაღლილმა მივაღწიე საყვარელი მამაკაცის სახლის ზღურბლს, მძღოლს თანხა გადავუხადე და კართან მივირბინე, აწეწლილი თმები ხელით შევისწორე და კარზე ზარი დავრეკე, სახლში გამეფებული სიჩუმე მამაკაცის ფეხის ხმამ გაარღვია და მეც კიდევ უფრო მეტად ამიჩქარდა ისედაც აჩქარებული გული, კარის სახელური ჩამოიწია და აი უკვე ჩემ წინ იდგა კაცი რომელიც მთელ სამყაროს მერჩია.
- ლიზა? - გაფართოვებული თვალები შუბლზე აუვიდა ნოეს და მხრებზე მომეხვია. - ასეთ დროს აქ რას აკეთებ? - გარემო მოათვალიერა და ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა.
- ისევ გინდა ჩემთან ერთად გაქცევა? - ღიმილით ჩავეკითხე და გაყინული მტევნები ყელზე მოვხვიე. საპასუხოდ მისი ძიერი მკლავები ვიგრძენი სხეულზე და თითებიც მონოტორულად ჩასრიალდა უკანალზე.
- რას მაიმუნობ? - თბილი ტუჩები შემახო ყელზე და ვნებიან მაკოცა.
- სახლიდან წამოვედი! - ჩემი თითები მის თმებში დაუკითხავად შესრიალდნენ, ვერ ვხედავდი მაგრამ კანით მივხვდი რომ გაიღიმა, ძლიერად მომხვია ხელები და ხელში ატაცებული შემიყვანა სახლში. ზღურბლთან წამით შეჩერდა.
- კეთილი იყოს შენი ოჯახში შემობრძანება.- გაიღიმა და გეზი საძინებლისკენ აიღო. მონატრებულ სხეულს სინაზით დაეუფლა და ალერსით დაღლილს მის მკერდზე უდარდელი, უცოდველი ძილით ჩამეძინა.
მზე ახალი ამოსული იყო თვალი რომ გავახილე, ჯერ კიდევ მძინარე ნოეს სიყვარულით სავსე თვალები შევანათე და მისი მშვიდი ნაკვთების ცქერით შევეცადე დილის გალამაზებას, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე და მისი სუნთქვა მოვიპარე. სიფრთხილის მიუხედავ მისი ძილი მაინც დავარღვიე, საწოლში ფრთხილად შეირხა და თვალები არც გაუხელია ისე მიმიკრო სხეულზე.
- საოცნებო დილა გათენდა. - ღიმილით ამოილაპარაკა და მაკოცა.
- დილამშვიდობის. - გავიღიმე და საწოლიდან წამოდგომას შევეცადე, თუმცა მისმა მკლავებმა უკან დამაბრუნეს.
- სად გეჩქარება?
- ახლა რომ გითხრა მშია-მეთქი დაიჯერებ?
- არა, რადგან ჯერ ძალიან ადრეა და მე მშვენივრად ვიცი რომ დილით არ ჭამ.
- უკვე ვჭამ. - ღიმილით მოვხვიე ხელები ყელზე და მის დაბნეულ თვალებს მივაშტერდი. წამით დადუმებულ ნოეს თვალებზე ცრემლი დაუკითხავად ათამაშდა და მწვანე თვალები კიდევ უფრო დიდი სიყვარულით აციმციმდა. დაჭიმული ყბის ძვლები და დაბერილი კაპილარები ერთმანეთს ჯაჭვურად შეერწყა, სხეულზე ჩასრიალებილი ხელი ვიგრძენი და მისი ტუჩები მუცელზე, მისი სუნთქვა კედლებს არყევდა, მისი ცრემლი სხეულს მისველებდა, მისი ცხელი ტუჩები კი კანს მიწვავდა.
- გამარჯობა უცნობო. - ღიმილით გადაატარა მუცელს თითები და ცრემლი შეიმშრალა. - რომ იცოდე როგორ გელოდი. - არასოდეს მენახა ასეთი ნოე, ასეთი სათნო, იმედიანია, ბედნიერი და გამარჯვებული. ჩემსკენ მოვიზიდე და ვნებით დავეწაფე ტუჩებზე.
- მიყვარხარ ნოე.
- მეც მიყვარხარ. - ბუნდოვნად ჩამესმა მისი სიტყვები რადგან ძლიერი აფეთქების გამო, სმენა და მხედველობა ერთიანად დავკარგე. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ საშინელ სიმხურვალეს და სრულ პანიკას მოეცვა ჩემი სხეული, მკლავებში ჩაფრენილ მამაკაცის სხეულს მთელი არსებით შევიგრძნობდი თუმცა მისი სახის ან ხმის გარჩევას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ გუმანით ვხვდებოდი რომ ჩემი ძალა გამოცლილი სეულის გადარჩენას გამწარებით ცდილობდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, მერე გონებაც დავკარგე.
გონს მოსულმა პირველი რაც აღვიქვი, საავადმყოფოს თეთრი კედლები და ოთახში გამეფებული წამლის სუნი იყო, რის გამოც მომენტალურად დამეუფლა გულისრევის შეგრძნება, არ ვიცი როგორ შევძელი ღებინების შეკავება მაგრამ ფაქტი იყო გამომივიდა, კარგად ვერ ვხედავდი, ძლიერი კვამლისა და სიცხის გამო ჯერ ისევ მიჭირდა მხედველობა, შიშით დავიხედე სხეულზე თუმცა მარჯვენა ფეხის ბარძაყს თუ არ ჩავთვლით სადაც დამწვრობა მეტყობოდა ყველაფერი რიგზე იყო, არც ხელები და არც სახე მქონდა დაბინტული, თმაც თავის ადგილზე იყო, აქედან გამომდინარე მარტივად დავასკვენი რომ აშკარად გადავრჩი, ის იყო ოთახს თვალი მოვავლე ლაურას მომღიმარ სახეს რომ გადავაწყდი, უნდა ვაღიარო ძალიან გამიხარდა მისი დანახვა.
- აშკარად ბედი გქონია. - გამიღიმა და თმაზე თითებით შემეხო.
- რა მოხდა?
- აგაფეთქეს! - წარბები აზიდა ლაურამ და საწოლზე ჩამოჯდა.
- ნოე? - თითქოს ყინულით სავსე აუზში ჩამაგდეს ისე მომეყინა მომენტალურად მთელი სხეული.
- ისიც გადარჩა. - ჩემი ხელი ხელებში მოიქცია ლაურამ და მზრუნველი მზერა შემაგება. - შენგან განსხვავებით ცოტა მძიმე დამწვრობა მიიღო მაგრამ კარგად იქნება. თითქოს დაბინდული გონება ნაწილ-ნაწილ უბრუნდებოდა რეალობას. მუცელზე ხელი ფრთხილად ავისვი და ლაურას კითხვით სავსე თვალები მივაპყარი. - პატარაც კარგად არის. - სხეული ისე გამიბუჟდა ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, ცრემლი დაუკითხავად მოწყდა ჩემ თვალებს და სულ რამდენიმე წამი დამჭირდა რომ ავტირებულიყავი. - გეყოფა. - მზრუნველი მკლავები მომხვია ლაურამ. - ძალები დაზოგე, თავს უნდა გაუფრთხილდე.
- არ იცი რა მოხდა?
- საიდან დავიწყო თხრობა? - სახე დაუსერიოზულდა ლაურას და უფრო კომფორტულად მოკალათდა ჩემ საწოლზე.
- რას ნიშნავს საიდან?
- იმდენად დაბრმავებული ხარ იმ კაცის სიყვარულით რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ ხომ?
- რას გულისხმობ? - შიშმა ერთიანად მომიცვა და ვიგრძენი როგორ გამეოფლა სხეული.
- ჯანდაბას შენი თავი მოკლედ საქმე ასეა იყო... არჩევნების დღეს თქვენთან შეხვედრის წამიდან რაღაც უცნაურმა განცდამ შემიპრო, ჩემი ყურადღება შენი ქმრის შენ მიმართ მზერამ მიიქცია, თვალებში ჩამდგარ სიძულვლის ვერაფრით ნიღბავდა, თავიდან ვიფიქრე რომ ეს წინასაარჩევნო აღელვების გამო მეჩვენებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ჩემი დაცვის ერთ-ერთი წევრი გამოვყავი რომ შენთვის ყურადღება მიექცია და არც ბაჩოს ქმედებები დარჩენოდა უყურადღებოდ, რესტორანში ყოფნისას კიდევ უფრო გამიმძაფრდა მოსალოდნელი საშიშროების შეგრძენება, დაძაბული ვაკვირდებოდი მის ყოველ გამოხედვას, შენ იმდენად იყავი ხალხთან საუბრით და „კარგი“ ცოლის როლის თამაშით დაკავებული არც მიკვირს რომ ვერ შენიშნე მისი მზაკვრული თვალები, მარტო ვერ დაგიხელთე, თითქოს ბაჩოც მიმიხვდა ჩემ ზედმეტ ყურადღებას და ჰაერშიც უფრო მეტი დაძაბულობა დატრიალდა, ბოლოს როდესაც მარტო დავრჩით და მისი ეს ცრემლები და სიყვარულის უაზრო გამოხატულება მოვისმინე ბოლო წერტილი აღმოჩნდა ჩემთვის რომ სიმართელში დავრწმუნებულიყავი.
- რა სიმართლეზე საუბრობ ლაურა. - საკუთარმა ხმის უსუსურობამ ბოლო მომიღო.
- დამასრულებინე! არავინ არის შეყვარებულ ქალზე მეტად სულელი და არავინ არის გაბოროტებულ, მიტოვებულ ქმარზე საშიში. მოკლედ ბაჩოს ის აღსარება ერთგვარი ფანდი იყო, ჩემთვის და გიორგისთვის თვალის ასახვევად, იმისთვის რომ თურმე როგორ უყვარს თავისი ცოლი, სინამდვილეში კი ელოდა შუაღამის დადგომას, იმას თუ როდის დარჩებოდით მარტო რომ შენთვის ყელი გამოეჭრა, მერე შენ საყვარელსაც მიხედავდა, მაგრამ შენ საერთოდ გაუმარტივე საქმე, მაგარი გოგოს იმიჯი მოირგე და რესტორანში მიატოვე. შენ უბრალოდ ისე წამოეგე მის ანკეს რომ გონს ვერ მოხვედი რა მახე დაგიგო, მასაც ეს უნდოდა, წახვედი და შენი წასვლით ის ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერდა, შენი გამოშტერება მართლა სიყვარულს დავაბრალო თუ საერთოდ არ იცნობ შენი ქმრის ნაირ ნაბი/ვრებს. მას უყვარხარ, ისე ძალიან უყვარხარ რომ ურჩევნია მოკვდე ვიდრე სხვასთან წახვიდე, ერთი სიტყვით მან ის მიიღო რაც სურდა, შენ წახვედი.
- რას ბოდავ ლაურა? - მისი მონათხრობი საშინელებათა ჟანრის სიუჟეტს უფრო გავდა ვიდრე რეალურ ისტორიას.
- ტელეფონი რომ არ გამოგერთო არაფერი მოხდებოდა. - მხოლოდ ახლა გამახსენდა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ლაურას ზარი რომ შემოვიდა ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში საგულდაგულოდ ჩავკუჭე. - აგიფეთქე ტელეფონი, მაგრამ ამაოდ, სამწუხაროდ შენი საყვარლის არც ნომერი მქონდა არც მისამართი. ჩემი დაცვის თანამშრომელი რომელიც რესტორნის შესასვლელთან დავტოვე უკან ბაჩოს გაყვა და არა შენ, რადგან არ ვიცი რანაირად მოახერხე იქედან ისე გამოსვლა რომ ვერ შეგნიშნა. შენი საყვარლის სახლი ბაჩომ ააფეთქა, ჩემი დაცვის წევრი დანით აჩეხა მხოლოდ იმის გამო რომ მისთვის ხელის შეშლას ეცადა, თუმცა საბედნიეროდ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა პოლიციის გამოძახება, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავები ხომ საშინელი სიზანტით გამოირჩევიან, საუბედუროდ აფეთქებამდე ვერ მოასწრეს მოსვლა, მაგრამ შენი და ნოეს გადარჩენა მაინც შეძლეს.
- არ მჯერა. - ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა. - უბრალოდ არ მჯერა.
- შენს კართან დაცვა დავაყენე. ამიერიდან დაცული ვერასდროს ვეღარ იქნები, ყოველშემთხვევაში მანამ მაინც სანამ შენ ქმარს არ დაიჭერენ.
- რა? - უკვე კედლები შეაზანზარა ჩემმა კივილმა.
- რა რა? გაიქცა ის ნაბი/ვარი. ვერ აიყვანეს. მაგრამ როდემდე დაიმალება, მთელი საქართველო ეძებს, ბოლოსდაბოლოს ქალაქის მერია და ბრალი ცოლის მკლელობის მცდელობაში ედება.
- ახლა რა იქნება?
- ყველაფერი ახლა იწყება საყვარელო. - მზრუნველად შემახო ლაურამ ხელი სახეზე. - შენ და ნოე უსაფრთხოდ არ ხართ, გიორგიმ მართალია ყველაგან დაცვა დააყენა და მათ გარეშე უკვე ფეხს ვერ გადადგამთ ვერსად მაგრამ ეს მაინც არ არის უსაფრთხოების სრული ზომები. დისკომფორტიც გექნებათ თავისთავად, მაგრამ მოგიწევთ მანამ აიტანოთ სანამ იმ არაკაცს არ დაიჭერენ.
- და რომ ვერ დაიჭირონ?
- მთელი ცოვრება ვინ დამალულა ეგ რომ დაიმალოს.
- გიორგი რას ამბობს?
- ჯერ ისევ შოკირებულია, ყველაფრის მიუხედავად ხომ იცი ბაჩო ძალიან უყვარდა მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდა თუ ასეთი რამის გაკეთებას იკადრებდა. ახლა პრესკონფერენციას მართავს, საზოგადოებაში სერიოზული ქაოსი ატყდა ამ ამბის გამო, სოციუმი შენზე გიჟდება ლიზა, შენმა ქმარმა ყველაფერი დაკარგა, შენ კი ახლა გმირი ხარ მათ თვალში, ახლა უფრო მეტად იქნები ყურადღების ცენტრში, არც ბოროტი ადამიანების არსებობა არ დაივიწყო, ყველას ვერ ეყვარები.
- ოდესმე ვეღირსები სიმშვიდეს?
- ოდესმე კი მაგრამ ახლა არა. - გამიღიმა და სწორედ ამ დროს პალატაში ნოე შემოვიდა, მარჯვენა ფეხს შედარებით მსუბუქად აწვებოდა ვიდრე მარცხენას, ხელის ერთი მტევანიც მთლიანად შეხვეული ჰქონდა, ამის მიუხედავად თვალებში მაინც სიყვარული და ბედნიერება ეტყობოდა. - მარტო დაგტოვებთ. - ფეხზე წამოდგა ლაურა, შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა.
- ეს რა დღეში ჩაგაგდე. - გაღიმებას შევეცადე მაგრამ არ გამომივიდა. როდესაც ნოეს ტუჩები ჩემსას შეეხო ნერვიულობა თითქოს სადღაც აორთქლდა და სხეულიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.
- მე და შენ დიდი რბოლის დასაწყისში ვდგავართ ლიზა და გპირდები რომ ამ რბოლას მოვიგებთ. - კიდევ ერთხელ მაკოცა და მეც მსუბუქად ავეკარი მის სხეულს.
- მეშინია.
- შენი ქმარი ვერასდროს ვერ მოგეკარება, ვერც შენ შეგეხება და ვერც ჩვენ შვილს, შენ ძალიან ბედნიერი მომავალი გელის ლიზა, ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ და ამაში შენი ქმარი კი არა ხელს საერთოდ ვერავინ ვერ შემიშლის. - გაიღიმა და ისევ მაკოცა. - მე შენ მიყვარხარ.
- დამპირდი რომ მე და ჩემ შვილს დაგვიცავ.
- რა თქმა უნდა დაგიცავთ.
რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელებულები მეც და ნოეც საავადმყოფოდან გაგვწერეს, მიუხედავად იმისა რომ ლაურამ ყველა ღონე იხმარა ამ ამბის დასამალად, საავდმყოფოს თავი ჟურნალისტების მხრიდან დატეხილი ცუნამის გარეში მაინც ვერ დავაღწიეთ, გარეთ გამოსულმა ახლა უკვე რეალურად აღვიქვი და გავიაზრე ჩემი სახეცვლილი ცხოვრების საწყისი ეტაპი და იმის გააზრებამ რომ სამუდამოდ დავემშვიდობე სიმშვიდესა და უჩინარ ცხოვრებას ხასიათი საშინლად დამიმძიმა, მე ვერასდროს ვეღარ შევძლებდი ქუჩაში მარტო ხეტიალს, ვერასდროს ვეღარ ვიმგზავრებდი დილით მეტროთი, ვერასდროს ვეღარ დავჯდებოდი მარტო საყვარელ ბარში და დავლევდი ყავას, ვერასდროს ვეღარ ვივლიდი წიგნის მაღაზიებში, მივხვდი რომ მე მარტო არასდროს აღარ ვიქნებოდი, ყოველი მხრიდან მუდამ იქნებოდა ჩემზე მომარჯვებული გამოშვერილი ობიექტივი, ვიქნებოდი მუდამ განხილვის ობიექტი, ვერასდროს ვიქნებოდით მე და ნოე მშვიდად და რაც მთავარია ჩემ შვილს, რომლის დაბადებამდეც ექვსი თვე იყო დარჩენილი არასდროს ექნებოდა ჩვეულებრივი ბავშობა. ჟურნალისტების ყაყანმა რეალობაში დამაბრუნა.
- მართალია რომ თქვენმა ქმარმა საყვარელთან შეგისწროთ?
- მართალია რომ მას მილიონერ ფლეიბოისთან ღალატობდით?
- მართალია რომ თქვენი მომავალი შვილის მამის ვინაობა არ იცით?
- მართალია რომ მიუხედავად ღალატისა ქმარმა გაპატიათ და მასთან დარჩენა გთხოვათ? - ჩემ მიმართ გაჟღერებული მსგავსი კითხვების გამო ცოტა არ იყოს დავიძაბე და ნოეს მკლავს მთელი ძალით მოვეჭიდე.
- აკრძალულ ტერიტორიებში გადადიხართ. - გაისმა ჩემ გვერდით მდგომი ლაურას ხმა. ლიზა და თავისი მეგობარი ახლახანს გამოვიდნენ საავადმყოფოთად, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ, ჯერ კიდევ არ მოსულან გონს მომხდარი ფაქტის გამო, კეთილი ინებეთ და უადგილო კითხვებისგან თავი შეიკავეთ, როგორც კი მზად იქნება ლიზა თავად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს, მანამდე კი მხოლოდ ერთი დაიმახსოვრეთ, მისმა ქმარმა, თქვენ მიერ მერად არჩეულმა კაცმა თავისი ცოლის მოკვლა სცადა, ის ჯერ კიდევ თავისუფალია და ახლა როდესაც თქვენ აქ დგახართ და ყოვლად უადგილო კითხვებით აწამებთ სიკვდილ გადარჩენილ ადამიანებს, თქვენი მერი სადღაც სოროში იმალება და შურისძიების გეგმას თითხნის, ის ჯერ კიდევ მერია, ჯერ კიდევ გავლენები აქვს, ჩემი როგორც პირველი ლედის რჩევა და მოწოდება იქნება ლიზასა და მის პირადში ქექვას თავი ანებოთ და სხვა უფრო სასარგებლო საქმით დაკავდეთ.
- ვგიჟდები შენზე. - ვუჩურჩულე გვერდით მდგომ ლაურას.
- შენ არაფერი ჩაგიდენია, თავი არავის დაუხარო. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი სირთულე გელის და მე არ ვაპირებ შენს მარტო დატოვებას.
- მადლობა. - გავიღიმე და მანქანაში ნოეს გვერდით მოვთავსდი.
- მომწონს შენი მეგობარი. - ღიმილით გაშალა ნოემ მკლავები და მეც მის სხეულს ავეკარი.
- ჰო, კარგი ვინმეა. ახლა სად მივდივართ?
- პრეზიდენტის მოთხოვნით ახალი სახლი იყიდეს ჩვენთვის ქალაგგარეთ, რომელსაც წარმოდგენა არ მაქვს რამდენი ადამიანი იცავს, მაგრამ ციხესიმაგრე უფროა ვიდრე სამი ადამიანისთვის საჭირო სახლი. - ღრმად ამოისუნთქა ნოემ და შუბლზე მაკოცა.
- ეს ყველაფერი მალე დასრულდება?
- იმედი მაქვს ლიზა.

მალე არაფერიც არ დასრულებულა. ლაურა მართალი იყო, ეს ამ ისტორიის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, ყოველი დილა შიშით იწყებოდა, მოსალოდნელი საშიშროების შიშით, ბაჩოს კვალს ვერ მიაგნეს, დრო კი უმოწყალოდ გარბოდა, როგორც ველოდი საზოგადოება ორად გაიყო, ზოგისთვის გმირი და ყველაზე სასურველი ქალი ვიყავი, ზოგისთვის მოღალატე, ამორალური ქმნილება, რომელმაც ქმარი ასეთ დონემდე მიიყვანა, საზოგადოებაში ჩემ გამოჩენას მუდამ ქაოსი ყვებოდა, ამიტომაც დავდიოდი ყველგან ათი კაცის თანხლებით, პირველი ლედიც კი უფრო თავისუფლად მოძრაობდა ქალაქის ქუჩებში ვიდრე მე, არც ნოე იყო უკეთეს მდგომარეობაში, პაპარაცები მასაც არ აძლევდნენ მოსვენებას და სახლში ხშირად მოდიდოდა ნერვებ აშლილი. მიუხედავად ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულისა ხშირად ვკამათობდით, გაღიაზიანებას ვერც ერთი ვეღარ ვმალავდით, ნოე მხოლოდ იმიტომ მითმობდა რომ მალე ბავშვს გავაჩენდი, აღიარება არც ერთს გვსურდა მაგრამ ეს ის ცხოვრება არ აღმოჩნდა რასაც ველოდით, ან შესაძლოა მზად არ ვიყავით ამგვარი დარტყმებისთვის, ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ როდესაც მთელი ქალაქი შენზე საუბრობს, ზოგი გკიცხავს, ზოგი გიცავს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამბობს, მთავარი ხომ ის არის რომ ყველა შენზე საუბრობს. ბაჩოს კვალს კი ისევ ვერსად მიაგნეს. ისე გაქრა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ამგვარ ქაოსში გავიდა თვეები და ქვეყანას მოევლინა ჩემი შვილი, პატარას ნია დავარქვით და მისმა დაბადებამ თითქოს დაალაგა ყველაფერი, სადღაც გაუჩინარდა მე და ნოეს შორის გაჩენილი დაძაბული ატმოსფერო, ჩვენმა ურთიერთობამ ისევ სიმშვიდე და სილაღე დაიბრუნა და ეს ნიას დაბადებით გამოწვეული ბედნიერების აღქმა იყო. თითქოს ბაჩოს არსებობაც დამავიწყდა. ერთ საღამოს, ლაურა და გიორგი გვესტუმრნენ, ნიას დაძინების შემდეგ მისაღებში ვისხედით და ჭიქა ღვინის ფონზე ქვეყანაში განვითრებულ პოლიტიკურ მდგომარეობას განვიხილავდით, როდესაც გარეთ მდგომმა ერთ-ერთმა დაცვამ მისაღების კარი შემოაღო და შემოსვლის ნებართვა ითხოვა, თანხმობის შემდეგ მომიახლოვდა და თეთრი პატარა კონვერტი გადმომცა, გამშრალ ყელში ხმაურით გადავაგორე მომდგარი ნერწყვი და ხელის კანკალით გამოვართვი კონვერტი. ოთახში მყოფთ შიშით მოვავლე მზერა და კონვერტიდან წერილი ამოვიღე. ნაცნობი კალიგრაფიით დაწერილი რამდენიმე სიტყვა სწრაფად ჩავიკითხე „განახებ როგორ უნდა გადახვიდე აკრძალულ ტერიტორიებში“ - ჩავიკითხე და გონებაც დავკარგე.
გონს რომ მოვედი ჩემ თავთან თვალებდასიებული ლაურა იჯდა. გარედან გიორგის ბრძანებით აღსავსე ტონი მესმოდა, რომელიც მითითებებს აძლევდა შეკრებილ პოლიციელბს, კედელს თავით მიყრდნობილი ნოეს დანახვისას რეალობას მთელი სიცხადით შევეფეთე და ჩემგან წამოსული არამიწიერი ხმით ვიღრიალე.
- სად არის ნია?!
- არ ვიცით ლიზა. - კედელს მუშტი დაუშვა ნოემ და ამღვრეული თვალებით შემომხედა, არასოდეს მენახა მისი თვალები ასეთ მდგომარეობაში, თვალები სადაც ზიზღს, იმედგაცრუებას და შურისძიების დაუოკებელ სირვილს ერთად დაედო ბინა.
- ნოე. - საკუთარი ხმა მეუცხოვა. - მუდარანარევი ხმის გამო მაშინვე ჩემთან გაჩნდა ეს უკანასკნელი, სხეულზე ძლიერად მომხვია ხელები და გულზე მაგრად მიმიხუტა, ტირილით დაბერილი ტუჩები ჩემსას შეუერთა და ვნებიანად მაკოცა.
- შვილს დაგიბრუნებ, იმ არაკაცს საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს, თუნდაც ამის გამო ციხეში ჩამსვან, შვილს დაგიბრუნებ ლიზა.
- ნოე. - ოთახის კარი მხიარულად გააღო გიორგიმ და ღიმილით შემოგვხედა. - დამშვიდდით. საზღვართან აიყვანეს, ბავშვი უკვე მოჰყავთ, შენი ყოფილი ქმარი დააკავეს ლიზა, ბოლოსდაბოლოს დააკავეს ის დამპალი. - ახარხარდა გიორგი. ნოემ უფრო ძლიერად მომხვია ხელები და კიდევ უფრო მეტი სიყვარულით დამიკოცნა მთელი სახე.
ფანჯრიდან ჩაბნელებულ ქალაქს გავცქერი. უჩვეულოდ აშლილი ემოციების მიზეზის პოვნას ამაოდ ვცდილობ... წვიმა, რომელიც დილიდან ემზადება დედამიწის ასატალახებლად, შავ ღრუბლებს შორის უკვე გამოჩნდა, ჯერ ერთი წვეთი, შემდეგ სამი, ათი, ასი და უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგად გაწვიმდა. ფანჯრის მინებზე სეტყვა თამაშს მოჰყვა და ისედაც ცარიელი თბილისის ქუჩებს კიდევ უფრო სევდიანი იერსახე შესძინა.
იმ საშინელი აფეთქების შედემდეგ ზუსტად ერთი წლის თავზე მოხდა ბაჩოს დაკავება, ის ზუსტად მაშინ დააკავეს როცა ჩემ შვილთან ერთად საზღვრის დატოვებას აპირებდა, ღიად გამართული სასამართლოს გამო, მთელი ქალაქი მოწმე გახდა ყოველივე იმისა რაც ამ წყეულ დარბაზში ვითარდებოდა, ბაჩომ აღიარა არა მარტო ჩემი და ნოეს მკვლელობის მცდელობა, არამედ აღიარა ყველა ის მკლელობა რაც ერთად თანაცხოვრების პერიოდში ჩაუდენია, ვისმენდი მისგან ასე ღია აღსარებას და ვერ ვიჯერებდი რომ ამდენი წელი მკლელის გვერდით მეძინა, რომ მისი სიყვარულის დასაბრუნებლად ვიბრძოდი და ყველა შესაძლო ვარიანტს მთელი გულით ვეჭიდებოდი, ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბების გადატანა, ბაჩოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, განქორწინების შემდეგ მისი ქონება მთლიანად მე გადმომეცა, არც ერთი თეთრი არ დამიტოვებია, ყველაფერი ქველმოქმედებას მოვახმარე, ყველაფერი გავეცი, ყველა საბანკო ანგარიში უკანასკნელ თეთრამდე გავანულე, სახლი და მანქანები გავყიდე და აღებული თანხა ქუჩაში მდგომ ღარიბებს დავურიგე. საზოგადოების გაყოფილი აზრი ისევ გაერთიანებულ აზრად იქცა, აღარ განვიცდიდი მათი მხრიდან აგრესიასა და ზეწოლას, ქუჩაში ისევ თავისუფლად დავდიოდი, ბედნიერების შეგრძნებით სრულიად ვტკბებოდი, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავდა, რომელზეც ჭკუა მეკეტებოდა, მყავდა პატარა ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც სიცოცხლის ყოველ წამს მილამაზებდა თავისი ღიმილითა და სითბოთი. მყავდა ლაურა, ყველაზე ერთგული და შეშლილი მეგობარი, მისთვის მიცემული პირობა სისრულელში მოვიყვანე და ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვეცი სახელწოდებით „პირველი ლედი“ წიგნს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. გავხსენი საკუთარი გამომცემლობა და ახალბედა მწერლებს თავიანთი შემოქმედების სწორად რეალიზებაში ვეხმარებოდი. მე ყველაფერი მივიღე რისთვისაც ასე ვიღწვოდი. მე მოვახდინე ჩემი თავის რეალიზება, მე გავარღვიე კედლები, გავიჭერი აკრძალულ ტერიტორიებში, ბევრ ნაღმს შევეჩეხე, ბევრჯერ ავფეთქი მაგრამ არასდროს არ დავცემულვარ.
სინამდვილეში არ არსებობს აკრძალული ტერიტორიები, არსებობს ტერიტორიები რომელთა დაპრყობაც შედარებით რთულია მაგრამ არა შეუძლებელი და თუ იმ სხვებისთვის „აკრძალლულ ტერიტორიაზე“ გაჭრას ცდილობ სადაც დიდი სიყვარული გეგულება, უკან არ მოიხედო, გაიჭერი. დასაკარგი არაფერი გაქვს, არასდრის დაკარგო საკუთარი თავი და პიროვნება, თუ გინდა დაგაფასონ ჯერ თავად ისწავლე საკუთარი თავის ფასი. შენი ცხოვრება შენ ხელშია, არ დაეცე, არ დანებდე, იბრძოლე, ცხოვრების გიჟურ რითმს ფეხი აუწყე, თუ გულით გსურს აუცილებლად მიიღებ იმას რაც გსურს მაგრამ თუ ფეხს-ფეხზე გადაიდებ ლანგრით არავინ მოგართმევს შენივე ოცნებების ოქროს გასაღებს.
გაიღვიძე.
ადექი.
იმოქმედე.



დასასრული...


ხალხო მაპატიეთ ასეთი გაუჩინარება, ძალიან მომენატრეთ, იმედია გახსოვდათ ეს ისტორია, როგორც იქნა დავასრულე :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ANNA

ვგიჟდები შენზე <3 თუმცა პირველად გიწერ კომენტარს :)

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

ANNA
ვგიჟდები შენზე <3 თუმცა პირველად გიწერ კომენტარს :)


ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება smiley
მადლობა kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი დეა

ვაიმე როგორ გელოდი... წავედი :* ნეტავ იცოდე როგორ გამახარე

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
ვაიმე როგორ გელოდი... წავედი :* ნეტავ იცოდე როგორ გამახარე


დეა kissing_heart

 


№5  offline წევრი ნინ ია

რომ იცოდე როგორ ძალიან მომენატრე და რა მოუთმენლად გიცდიდი <3 ერთი სულ მაქვს მალე ჩავუჯდე და წავიკითხო.
საღამოს ისევ მოვალ ემოციების გასაზიარებლად <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნინ ია
რომ იცოდე როგორ ძალიან მომენატრე და რა მოუთმენლად გიცდიდი <3 ერთი სულ მაქვს მალე ჩავუჯდე და წავიკითხო.
საღამოს ისევ მოვალ ემოციების გასაზიარებლად <3


ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ

 


№7  offline წევრი Elle025

როგორ მიხარია შენი გამოჩენაა..სულ ვამოწმებდი ხოლმეე ერთი სული მქონდა როდის დადებდი რამე ახალს..ახლა ჩავუჯდები და წავიკითხავ ერთი ამოსუნთქვით..❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Elle025
როგორ მიხარია შენი გამოჩენაა..სულ ვამოწმებდი ხოლმეე ერთი სული მქონდა როდის დადებდი რამე ახალს..ახლა ჩავუჯდები და წავიკითხავ ერთი ამოსუნთქვით..❤️❤️


მადლობა, ახალ ისტორიასაც დავიწყებ ახლა უკვე მალე :*

 


№9  offline წევრი L.eli13

მომეწონა,კარგი და ღრმა შინაარსის მატარენელი იყო,თუმცა შენს დანარჩენ ისტორიებზე სუსტი მომეჩვენა,ამის და მიუხედავად მაინც შესანიშნავი იყო.

 


№10 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

L.eli13
მომეწონა,კარგი და ღრმა შინაარსის მატარენელი იყო,თუმცა შენს დანარჩენ ისტორიებზე სუსტი მომეჩვენა,ამის და მიუხედავად მაინც შესანიშნავი იყო.


ყოველ შენს სიტყვას ვეთანმები kissing_heart

 


№11  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი ყველაზე მაგარი მომენტი იცი რა არის...სანამ პოსტს ვნახავდი ,იმის იმედით რომ ვხსნიდი იმედია დაბრუნდა_თქო და ამის ნახვის მერე ვიღაცა (ადვილი მისახვედრია ვინ ადის ის ვიღაცა , ამომგჯა ხმის იოგები) რომ კივის შუა დასვენებაზე...
ნეტა იცოდე როგორ ველოდი შენს დაბრუნებას, მაგრამ ამ ისტორიის დასასრულს ხომ საერთოდ...
როგორ მომწონდა თავიდან და ეჰ როგორ წაიყვანე საიტიდან ჩემი ლიზა და ნოე...
აი ყველაზე სასაცილო არის იცი? ამ ისტორიიდან მგონი ბაჩო მიყვარს ყველაზე მეტად...ამიტომ ვერ გავლანძღავ...
არა ნოეს და ლიზას წყვილი ხომ საერთოდ სხვა ამბავია...
აკვდებიანო ერთმანეთს... ☺ ❤
ამდენი წლის მერე რომ ერთმანეთი გემახსოვრებათ, ერთმანეთის გამო სრულიად სხვა ადამიანად გარდაისახებით, ერთმანეთის გამო რომ ცხოვრებას სრულიად ცვლით....
რაც არ უნდა იყოს მე რომ წყვილი შემიყვარდება ნუ აშკარად საოცარი წყვილი უნდა იყოს...
და ეს წყვილი გინდა არ გინდა მესაოცრება რა..

ნოე ამ ბიჭის აღწერისას იცი რას მივხვდი? მომეწონა ეგ დამპალი...
კაი ვიღაცა ჩანს..
ლიზასთან მიმართებაში ხომ საერთოდ...
აი ძალიან მომწონს და რა გავაკეთო..
რეალური ნოესნაირი რომ გადმომიგდოთ ოღონდ ცოტა პატარა...სულ სულ ცოტა..

ლიზა ...
ოო ამ გოგოს გინდ მოღალატე ეძახონ გინდ გმირი..
მე მაინც ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟად დამრჩება გონებაში.. აი როგორც ნოეს ლიზა..
ბაჩოსთან გამკლავებას რომ.შეძლებს ..იმ ჩემ სადისტ ბაჩანასთან ...

ნუ ახლა მე რომ ეს ისტორია მომეწონა ორი აზრი არ არსებობს...
ნუ შენ რომ საოცრება ხარ და თავი რომ მომანატრე ეგ მერამდენჯერ გითხრა...
არადა მართლა მომენატრე ...
აი დაბრუნება მინდა იცი როგორი ერთი დღის სრულად კი არა პირიქით სადღაც ერთი კვირა ყოველ დილით რომ დადებ ხოლმე.. მერე რომ წამიშლი და მთელი კვირა იმაზე ვდარდობ ის კომენტარები შემენახა მაინც_მეთქი...
აი კომენტარის დაწერაც კი მომენატრა შენს ისტორიებზე..
აი ბოლოში რომ მივაწერდი ხვალ დილით გელოდები თქო და მეორე დილას მართლა საყვარლად მაწყებინებდი....

აი ეს ისტორია მართლა რომ ძალიან მომეწონა..
ინტერესი აქამდე მჭამდა რა მოხდებოდა....
მესასწაულებ'მესაოცრები
მიყვარხარ მე შენ...
პ.ს მალე დაგვიბრუნდი რა. ❤ ☺

 


№12 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

meocnebe avadmyopi
აი ყველაზე მაგარი მომენტი იცი რა არის...სანამ პოსტს ვნახავდი ,იმის იმედით რომ ვხსნიდი იმედია დაბრუნდა_თქო და ამის ნახვის მერე ვიღაცა (ადვილი მისახვედრია ვინ ადის ის ვიღაცა , ამომგჯა ხმის იოგები) რომ კივის შუა დასვენებაზე...
ნეტა იცოდე როგორ ველოდი შენს დაბრუნებას, მაგრამ ამ ისტორიის დასასრულს ხომ საერთოდ...
როგორ მომწონდა თავიდან და ეჰ როგორ წაიყვანე საიტიდან ჩემი ლიზა და ნოე...
აი ყველაზე სასაცილო არის იცი? ამ ისტორიიდან მგონი ბაჩო მიყვარს ყველაზე მეტად...ამიტომ ვერ გავლანძღავ...
არა ნოეს და ლიზას წყვილი ხომ საერთოდ სხვა ამბავია...
აკვდებიანო ერთმანეთს... ☺ ❤
ამდენი წლის მერე რომ ერთმანეთი გემახსოვრებათ, ერთმანეთის გამო სრულიად სხვა ადამიანად გარდაისახებით, ერთმანეთის გამო რომ ცხოვრებას სრულიად ცვლით....
რაც არ უნდა იყოს მე რომ წყვილი შემიყვარდება ნუ აშკარად საოცარი წყვილი უნდა იყოს...
და ეს წყვილი გინდა არ გინდა მესაოცრება რა..

ნოე ამ ბიჭის აღწერისას იცი რას მივხვდი? მომეწონა ეგ დამპალი...
კაი ვიღაცა ჩანს..
ლიზასთან მიმართებაში ხომ საერთოდ...
აი ძალიან მომწონს და რა გავაკეთო..
რეალური ნოესნაირი რომ გადმომიგდოთ ოღონდ ცოტა პატარა...სულ სულ ცოტა..

ლიზა ...
ოო ამ გოგოს გინდ მოღალატე ეძახონ გინდ გმირი..
მე მაინც ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟად დამრჩება გონებაში.. აი როგორც ნოეს ლიზა..
ბაჩოსთან გამკლავებას რომ.შეძლებს ..იმ ჩემ სადისტ ბაჩანასთან ...

ნუ ახლა მე რომ ეს ისტორია მომეწონა ორი აზრი არ არსებობს...
ნუ შენ რომ საოცრება ხარ და თავი რომ მომანატრე ეგ მერამდენჯერ გითხრა...
არადა მართლა მომენატრე ...
აი დაბრუნება მინდა იცი როგორი ერთი დღის სრულად კი არა პირიქით სადღაც ერთი კვირა ყოველ დილით რომ დადებ ხოლმე.. მერე რომ წამიშლი და მთელი კვირა იმაზე ვდარდობ ის კომენტარები შემენახა მაინც_მეთქი...
აი კომენტარის დაწერაც კი მომენატრა შენს ისტორიებზე..
აი ბოლოში რომ მივაწერდი ხვალ დილით გელოდები თქო და მეორე დილას მართლა საყვარლად მაწყებინებდი....

აი ეს ისტორია მართლა რომ ძალიან მომეწონა..
ინტერესი აქამდე მჭამდა რა მოხდებოდა....
მესასწაულებ'მესაოცრები
მიყვარხარ მე შენ...
პ.ს მალე დაგვიბრუნდი რა. ❤ ☺


გახსოვს ერთხელ მითხარი რა არის იმის სასუალებასაც არ მაძლევ რომ მომენატროო? ჰოდა ჩამრჩა ეს სიტყვები გონებადი და გიხდი სამაგიეროს. ❤
დავბრუნდები ჩემო საყვარელო გოგო მალე და აგიშლი ყოველ დილით საღერღელს შენც და შენს მეგობარსაც.
მიყვარხართ მე თქვენ ორნი ძალიან ❤

 


№13  offline წევრი ნინ ია

დაგპირდი და მოვედი, თან უზარმაზარი ეოციებითსავსე ) ძალიან მომეწონა და ისე შევიჭერი პერსონაჟების სამყაროში რომ ჯერაც მათთან ვარ.
ენ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ და შენი ასეთი გემრიელი ისტორიები არ მყოფნის. თან ისიც არ მიყვარს როცა "სრუად" აწერია, რადგან ეს ახალი თავის მოლოდინის ემოციას მართმეევს. ყოველ დღე მინდა გიკითო და მალე დაგვიბრუნდი ახხლით
მიყვარხარ <3

დაგპირდი და მოვედი, თან უზარმაზარი ეოციებითსავსე ) ძალიან მომეწონა და ისე შევიჭერი პერსონაჟების სამყაროში რომ ჯერაც მათთან ვარ.
ენ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ და შენი ასეთი გემრიელი ისტორიები არ მყოფნის. თან ისიც არ მიყვარს როცა "სრუად" აწერია, რადგან ეს ახალი თავის მოლოდინის ემოციას მართმეევს. ყოველ დღე მინდა გიკითო და მალე დაგვიბრუნდი ახხლით
მიყვარხარ <3

 


№14 სტუმარი ენ ვლექი

ნინ ია
დაგპირდი და მოვედი, თან უზარმაზარი ეოციებითსავსე ) ძალიან მომეწონა და ისე შევიჭერი პერსონაჟების სამყაროში რომ ჯერაც მათთან ვარ.
ენ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ და შენი ასეთი გემრიელი ისტორიები არ მყოფნის. თან ისიც არ მიყვარს როცა "სრუად" აწერია, რადგან ეს ახალი თავის მოლოდინის ემოციას მართმეევს. ყოველ დღე მინდა გიკითო და მალე დაგვიბრუნდი ახხლით
მიყვარხარ <3

დაგპირდი და მოვედი, თან უზარმაზარი ეოციებითსავსე ) ძალიან მომეწონა და ისე შევიჭერი პერსონაჟების სამყაროში რომ ჯერაც მათთან ვარ.
ენ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ და შენი ასეთი გემრიელი ისტორიები არ მყოფნის. თან ისიც არ მიყვარს როცა "სრუად" აწერია, რადგან ეს ახალი თავის მოლოდინის ემოციას მართმეევს. ყოველ დღე მინდა გიკითო და მალე დაგვიბრუნდი ახხლით
მიყვარხარ <3


როგორ მახარებ შენი თითოეული სიტყვით. ❤

 


№15  offline წევრი temoelene

რა კარგი ხარ????

 


№16 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

temoelene
რა კარგი ხარ????


მადლობა ❤

 


№17  offline წევრი მაკრინე

კარგი იყო... პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მომეწონა წერის სტილი ❤ წარმატებეს გისურვებ ❤

 


№18  offline ადმინი ენ ბლექი

მაკრინე
კარგი იყო... პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მომეწონა წერის სტილი ❤ წარმატებეს გისურვებ ❤


მიხარია რომ წამიკითხე.
წინა ისტორიებს გადახედე ბევრად დიდ სიამოვნებას მიიღებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent