შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-7 თავი)

22-03-2019, 15:32
ავტორი Alice76
ნანახია 1 264

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-7 თავი)

ყელი გამიშრა,ძლივს გადავაგორე ნერწყვი. უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს რაღაც ძალიან ცუდი მელოდა წინ.
იქნებ სწორედ ამიტომ არ ვუღრმავდებოდი ირისის ვინაობას-მეშინოდა,რომ რაღაც ძალიან ცუდს გავიგებდი.
-რას გულისხმობთ?-აკანკალებული ხმით ამოვთქვი-ირისს იცნობთ?
-არა,წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა-უბრალოდ მომიგო მართამ-მაგრამ მგონია,რომ მასზე საუბარი გჭირდება.
-ჰიმლერამ გთხოვათ.-კითხვა არ დამისვამს,სიბრაზე შემერია.
-რა თქმა უნდა,აბა ხომ არ დამესიზმრებოდა.
-ზედმეტია ასეთი დაინტერესება. ის ჩემი მეგობარია და არავის უშლის ხელს,აქ არც კი მოდის.
-დარწმუნებული ვარ,ჩემი ძმის ორიენტაცია იცი-მართას ჰიმლერას მგავსი,გამბურღავი მზერა ჰქონდა-ისიც იცი,რომ მარტოხელაა და შვილები არ ჰყავს. როდესაც ჩემთან თხოვნით მოვიდა,ვიფიქრე,რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აწუხებდა,ასეც არის. შენ მისთვის შვილივით ხარ,რომელიც არასდროს ჰყოლია. ის შენზე ზრუნავს,მიიღე ეს.
-როგორ ზრუნავს? ემტერება ჩემს მეგობარს,რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობს?-ჩემს უფროსს გავხედე ბრაზით,რომელმაც ცხვირი სასწრაფოდ ჩაჰყო ჟურნალში.
-მოდი,ასე მოვიქცეთ. მას შენი დახმარება უნდა,რაც უმიზეზოდ არ წარმოიშვებოდა. მე ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგი ვარ,არათავმდაბალი ფსიქოლოგი.-ჩაიცინა და განაგრძო-თუ არ ფიქრობ,რომ ამაზე საუბარი გჭირდება,უბრალოდ მშვიდად დავლევ ღვინოს და ჩემს ოჯახს მივუბრუნდები.სხვათა შორის,ჩემთან ერთი ვიზიტი ასოთხმოცი დოლარი ღირს.
-თქვენ დამეხმარებით,გავარკვიო,ვინაა ირისი?
-მეც ძალიან მაინტერესებს,სიმართლე გითხრა. აქ უბრალოდ კეთილი გულის გამო არ მოვიდოდი. ილიამ მიამბო ირისზე,თუ როგორ ესაუბრა და რა უთხრა. ძალიან ჭკვიანი და იდუმალი გოგონა ჩანს,რომელიც შენზე ისეთ გავლენას ახსენს,ბევრი ფსიქოლოგი რომ იოცნებებს.
-მართლა ძალიან საინტერესო ვინმეა.-მართასთან საუბარი მომწონდა,მიუხედავად იმისა,რომ ირისზე საუბარს სხვებთან გავურბოდი,ვგრძნობდი,ვინმე მჭირდებოდა,ვინმე ობიექტური.
სიმართლე ის იყო,რომ ირისზე თითქმის არაფერი ვიცოდი,შესაბამისად ერთ დღეს უბრალოდ რომ აღარ გამოჩენილიყო,ვეღღაფერს ვიზამდი,მე კი მასზე დამოკიდებული ვიყავი.
ძალიან გამიჭირდებოდა მის გარეშე,დახმარება მჭირდებოდა იმ შემთხვევისთვის,თუ ირი ჩემს მიტოვებას გადაწყვეტდა.
-მომიყევი მასზე.
დრო და დრო კლიენტებს ვემსახურებოდი,დანარჩენ დროს კი ჩემს ახლად შეძენილ მეგობარს ვესაუბრებოდი.
-როდესაც პირველად დავინახე,იმდენად აღვფრთოვანდი,რომ გავიფიქრე,ბედნიერება იყო,საერთოდ რომ შეჩერდა და გამომესაუბრა,თავი გამორჩეულად ვიგრძენი,ასეთი გოგო რომ ჩემით დაინტერესდა. ულამაზესია,მიკვირს,როცა მივდივართ,უამრავი ბიჭი რომ არ ეკიდება,ალბათ უფრო იმიტომ,რომ მკაცრი და შეუვალი სახე აქვს,ისეთი,ყველას რომ აგრძნობინებს საკუთარ ადგილს. ვერასდროს ვერავინ გაუბედავს ერთ გადაკრულ სიტყვასაც კი,თუ რაიმეს თქმა უნდა,ზუსტად არჩევს სიტყვებს,არასდროს შემიმჩნევია მისთვის ყოყმანი.არ ფიქრობს იმაზე,რომ შეცდომას დაუშვებს,არ გამორიცხავს,მაგრამ არც ადარდებს. საკუთარი აზრი უპირატესაც მიაჩნია,მაგრამ მოსმენაც იცის,საბოლოოდ მაინც თავის აზრზე რჩება,თუმცა თუ მიიჩნევს,რომ აზროვნებ,აუცილებლად მოგისმენს გულისყურით.
-იდეალური გოგონა აღწერე ახლა. -თვალები აუციმციმდა მართას-ხომ არ გინდა,თავად იყო ასეთი?
-მინდა,მაგრამ ასეთი ვერასდროს ვიქნები,ირისი... ის ისაა,ასეთად მხოლოდ იბადები.
-იქნებ ასეთად დაიბადე,მაგრამ ჯერ ვერ მიმხვდარხარ? ხანდახან საუკეთესო თვისებების გამოვლენას დრო სჭირდება,დრო და წვრთნა. ყველას აქვს პოტენციალი,იყოს ირისი ან მასზე უკეთესიც კი. მხოლოდ ცხოველებს აქვთ თანდაყოლილი სიძლიერე და იერარქია,ადამიანი გამორჩეული იმითაა,რომ ისეთი შეუძლია იყოს,როგორიც მოუნდება.
-ფიქრობთ,რომ ირისთან ურთიერთობა ისეთად მაქცევს,როგორიც მინდა,ვიყო?-თავი მოვიქექე.
-რა თქმა უნდა,არა. მასში იმას ხედავ,რისი დანახვაც გინდა,შენი შექმნილია ასეთი ირისი.
“ჩემი შექმნილი” არ მესიამოვნა,თითქოს ჩემი მეგობრის ყველა კარგი თვისება გააბათილა და თიხია ცარიელი ფიგურა დატოვა,უსულო,რომელსაც სიცოცხლეს მე ვაძლევდი.
-ამას იმიტომ ამბობთ,რომ არ იცნობთ-მოვუჭერი.
-სიამოვნებით გავიცნობდი,მაგრამ შენ კი იცნობ?
-ვიცნობ? მთელ დროს ერთად ვატარებთ,მასზე ყველაფერი ვიცი.
-მაინც? -უკვე გამოცდის ფორმატზე გადავედით,მოვიღუშე,მაგრამ მაინც მინდოდა იმის დამტკიცება,რომ ირი ზუსტად ისეთი იყო,ან უკეთესიც კი,როგორც მე ვიღებდი.
-ერთი შეხედვით ჩანს,რომ შავი ფერი უყვარს,მაგრამ იასამნისფერზე გიჟდება.როცა რამეზე ფიქრობს,ტუჩებს იკვნეტს,მულტფილმების გახმოვანებაზე ოცნებობს,სხვათა შორის,კარგად გამოსდის,ალკოჰოლი უყვარს,ნარკოტიკზე თუ სიტყვა ჩამოვარდა,ზიზღით ბრეცს ტუჩებს,ბინძური ხუმრობები მისი სფეროა და ნებისმიერ გამვლელზე შეუძლია,რამე ძალიან სასაცილო მოიფიქროს. ხშირად,გზაზე როდესაც მივდივართ,მეუბნება,რომ უფრო დაკვირვებული ვიყო,თავად ყველა დეტალი აინტერესებს,ვინ როგორ საათს ატარებს,თმა როგორ აქვთ,წვერი,ყველაფერი. ამბობს,რომ ეს ადამიანთა უკეთ შეცნობაში ეხმარება. უნდა,რომ ბოროტი იყოს,ხანდახან არის კიდეც,მაგრამ უფრო კეთილია.
-რა გვარია?-სასხვათაშორისოდ იკითხა მართამ,თითქოს ანკეტას ავსებდა.
მეგონა,ამ კითხვისთვის მზად ვიყავი,უბრალოდ ვიტყოდი,არ ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი,მაგრამ მართამ ისე ბუნებრივად მკითხა,თითქოს შეუძლებელი იყო,ეს არ მცოდნოდა.
-არ ვიცი.
-მისი ფოტო გაქვს?
-არა,არ უყვარს სურათების გადაღება... უბრალოდ,არაა საჭირო მისი პერსონალური მონაცემები იმისთვის,რომ ჩემთვის კარგი იყოს.
-პერსონალური მონაცემები საჭიროა,ყოველთვის. მითხარი,არის სანდო ადამიანი,რომელიც პირად ურთიერთობებში საკუთარ ვინაობას ასე მალავს?რამდენი ხანია,იცნობ?
-რამდენიმე თვეა...
-და შენთან ძალიან დიდ დროს ატარებს?
-კი.
-თუ ისიც ისევე გენდობა,როგორც შენ-მას,რაც არ უნდა იყოს,რატომ დაგიმალავდა?
-ალბათ,ეშინია. -უცბად გაჩნდა პასუხი გონებაში-ეშინია,რომ მისი რეალური ვინაობა არ მომეწონება.
-შენც გეშინია?
-აქამდე მეგონა,რომ კი,თუმცა ახლა... არ ვიცი,რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია,მისი ჩემთან ყოფნა მახარებს. ირისთან ერთად ბედნიერი ვარ.
-სიმართლის გაგება არ გინდა?
-მინდა,მხოლოდ იმიტომ,რომ ვიცი,რაც უფრო კარგად გავიცნობ მას,მეტად განვვითარდები თავად.
-რატომ გგონია,რომ ირისი შენს განვითარებასთან კავშირშია?
-ყოველთცის შეუძლია,გადმოსცეს ის,რასაც მე ვფიქრობ,მაგრამ ვერ ვახერხებ ხელშესახებად აღქმას. მეხმარება აზროვნებაში,მასთან უბრალოდ არ ვერთობი,ყოველი ჩვენი საუბარი კიდევ ერთი ჭეშმარიტი ფაქტის აღმოჩენაა.
-იმაზე გაცილებით ჭკვიანი გოგონა ხარ,ვიდრე გგონია. ესაუბრე ირისს იმაზე,რაც გაინტერესებს და გაწუხებს,ანუ მის ვინაობაზე. თუ ჩემთან საუბარი კიდევ მოგინდება,ილიას უთხარი.
წამოდგა,სარაფანი შეისწორა,ფუმფულა მკერდი გამოსწია და სანამ წავიდოდა,დაამატა:
-იმის გაკეთება,რაც გინდა,არც ისე რთულია. ხოლო იმის გარკვევა,რაც რეალურად გინდა-ძალიან რთული. სანამ იმოქმედებდე,ყოველთვის დაფიქრდი,ნამდვილად გინდა თუ არა რაიმე.
მადლობა გადავუხადე და თითქოს დაწყნარებულიც კი დავემშვიდობე.
ბოლოს და ბოლოს გავიაზრე,რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ირისის ვინაობას,ვინც არ უნდა ყოფილიყო,ანგელოზი,დემონი თუ უბრალოდ დეპრესიული,ან სულაც გიჟი ადამიანი,ჩემთვის შესანიშნავი იყო.იმასაც კი ვფიქრობდი,რომ სწორედ იმიტომ არ მეუბნებოდა აქამდე არაფერს-ჩემგანვე გრძნობდა,რომ ცოდნა არ მინდოდა,რადგან შესაძლოა ამას ჩვენს მეგობრობაზე ემოქმედა.

მის თვალებში ვხედავდი,რომ განიცდიდა ჩემს უნდობლობას და მხოლოდ მაშინ გაამხელდა ყველაფერს,როდესაც ჩემი ნდობა მისდამი უპირობო და ეჭვებისაგან თავისუფალი იქნებოდა.

პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი,როდესაც საუბარი სექსზე წამოიწყო.მითხრა,რომ გამოუცდელი ვიყავი და ეს გამოიწვევდა ჩემს ინტერესს იმისადმი,ვინც არ მიმსახურებდა.

-არ იცი,სიამოვნება რას ნიშნავს,ასე ნებისმიერი დაგკერავს,ორი სიტყვით.-მითხრა მაშინ- ახლა შენი სხეული სრულ მზადყოფნაშია,გამრავლების მოვალეობა აწუხებს,მომწიფებული ხარ და სექსი გინდა,უნდა ისწავლო სიამოვნების მიღება ისე,რომ ვინმე იდიოტს არ ჩაუწვე ლოგინში,ხვდები?

-ვერა-ვუპასუხე მორცხვად-რა აუცილებელია,ვინმესთან დავწვე ახლავე?დაველოდები შესაფერის ადამიანს და შემდეგ...

-ხოდა რომ დაელოდები,მაგაშია საქმე,სიამოვნებისთვის გააბამ ვიღაცასთან რომანს და არა იმ კავშირისთვის,რაც ორ ადამიანს შორის უნდა იყოს,თუ ერთად ყოფნა სურთ.

-აბა,გამოსავალი რა არის?

-შემიძლია,გასწავლო-მითხრა უდარდელად-ერთი-ორი მშვენიერი ხრიკი ვიცი.

მაშინ საშინლად არ მესიამოვნა ისის ეს მინიშნება. რას ნიშნავდა,რომ მასწავლიდა? თეორიულად ხომ არ ამიხსნიდა,ეს მას არ ჩვეოდა,უფრო მეტად კი მაშინ შევშინდი,როდესაც მაისური გადაიძრო და შიშველი,სავსე მკერდი გამოაჩინა.

-შეეხე-ისე მითხრა,თითქოს პატარა,ფუმფულა ცუგა ჰყავდა მკერდზე და მოფერების უფლებას მაძლევდა.

-არა...ვერა-ვთქვი და სწრაფად წამოვხტი,მოვიმიზეზე,რომ სიგარეტი მომინდა და მაღაზიაში ჩავვარდი.

მაშინ ირის თვალებში იმედგაცრუება დავინახე,თითქოს მიხვდა,რომ არ ვენდობოდი,წაიკითხა ის აზრები,რაც გავიფიქრე-მეგონა,სულ ერთი წამით,მაგრამ მაინც,რომ ირისს ეს ყველა დარიგება,ჩემთან სიახლოვე იმისთვის სჭირდებოდა,რომ სექსუალური პარტნიორობა გამეწია მისთვის.

ასე არ იყო,ის მართლა მასწავლიდა. უბრალოდ არაფერი ერიდებოდა და ჩემგანაც იგივეს ელოდა,მაშინ მეშინოდა იმ გზების,რომლებთანაც ირისს მივყავდი. ვჩერდებოდი გზაჯვარედინზე და ვფიქრობდი,მინდოდა თუ არა ფერისცვალება.

იმ საღამოს,როდესაც მართასთან საუბარი დავასრულე,მტკიცედ განვიზრახე,რომ ირისს დავლაპარაკებოდი. არ მინდოდა ვინმესგან შემეტყო მასზე სიმართლე,საჭირო იყო,თავად ეთქვა.

ამ ფიქრებმა იმდენად გამიტაცა,დაჩი,ტე-ს მაგიდა,მათი ცხარე საუბარი ვაიმარის რესპუბლიკაზე და მის უაზრობაზე სულ გადამავიწყდა.ირისის მნიშვნელობამ დამანახა სხვების უმნიშვნელობა.

ჰიმლერას ვთხოვე,ბარიდან ერთი ბოთლი ღვინო დაეთმო. როდესაც მკითხა,რად მინდოდა,არ დამიმალავს და ვუთხარი,რომ ირისთან საუბარს ვაპირებდი.

-კარგია,რომ გადაწყვიტე-მითხრა და მეორე ბოთლიც მიძღვნა-არეული ხარ,ეტო. ყველა თავისკენ გექაჩება,გაორებული ან გაათებულიც კი-დაჩის მაგიდას გაჰხედა და თავი გაიქნია-ძალიან კარგი გოგო ხარ,ხომ იცი,რომ ამას ბევრს არ ვეუბნები.ვიცი,რომ ყველაფერს მოაგვარებ,მთავარია,სიმართლის არ შეგეშინდეს.

-არ შემეშინდება…

-ეტო,არა. თვალი გაუსწორე,ჰო,აი ეს მინდოდა მეთქვა.-უჩვეულოდ მოწყენილი ჩანდა. იქნებ მან იცოდა,ვინ იყო ირისი რეალურად და წუხდა,რომ მეც მომიწევდა ამის გარკვევა.

-ყველაფერი კარგად იქნება,კარგი გოგონაა,ნუ ღელავ-აქეთ დავუწყე დამშვიდება მისი ნაღვლიანი თვალების დანახვისას.

-თუ რამე დაგჭირდება,დამირეკე-მხოლოდ ესღა მითხრა.

ადრე წამოვედი.ტე-ს მაგიდიდან რამდენიმე წყვილმა თვალმა გამომაცილა,ძველი,ოქროს ოთხეული შეკრებილიყო,დაჩი,ნუკრი,გუგა და ტატო. ტატო ტე-ს ბიჭებში ყველაზე წყნარი იყო,თითქმის ისეთივე შეუმჩნეველი,როგორც მე ნებისმიერ სხვა ადგილას. ნუკრი,ტრადიციულად ჰყვებოდა თავისი დიდი ბაბუის ისტორიას,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს,ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იყო და გერმანიის მხარეს იბრძვოდა,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა კავშირიდან. ბიჭი ამით ძალიან ამაყობდა,ლამის გულის ჯიბით დაჰქონდა ამობეჭდილი სურათი,სადაც მისი ბაბუა(საშინლად სიმპათიური) თანამებრძოლებთან ერთად იყო გამოსახული მესამე რაიხის დარ შესანიშნავ ფორმაში. ნუკრი იმასაც ამტკიცებდა,რომ აღნიშნული ბაბუა ძმასავით იყო ლეგიონის მეთაურისათვის-შალვა მაღლაკელიძესათვის. ეს ისტორია ათასჯერ მაინც მქონდა მოსმენილი,ტე-ს წევრებს კი,ჩემი გამოთვლებით,ნახევარ მილიონჯერ,თუმცა ბიჭები მაინც დიდი ყურადღებით უსმენდნენ მეგობარს და თავიანთ ვერსიებს აჟღერებდნენ,რა იქნებოდა,თუ გერმანია გაიმარჯვებდა,ქართველი ერი ერთ-ერთ უმაღლეს რასად აღიარდებოდა და დამოუკიდებლობას მოიპოვებდა მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა.

-პირველ რიგში,ქართველებს ის ღირსება გაგვიჩნდებოდა,რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დავკარგეთ,როდესაც რუსეთს მონად შევუდექით.-ტატოს მშვიდი ხმა იყო- როგორც ილია იტყოდა,თვითმყოფადი სული დალია,მაგრამ ჩვენი გენები ასევე სწრაფად ხომ არ გაქრებოდა? თუ დავინახავთ იმ სიამაყეს,რომელიც საკუთარი ერის სიყვარულს მოაქვს,თავადაც მივხვდებით,რამდენად დიდი სიამოვნებაა,გიყვარდეს შენი სამშობლო და თავი მოგქონდეს,მისი კუთვნილება რომ ხარ...

ბარი დავტოვე,საუბრის გაგრძელება უკვე კარად ვიცოდი,რადგანაც მათ აზროვნებას შესანიშნავად ვცნობდი,თითოეულ ინტონაციასაც კი და ბევრ რამეში ვეთანხმებოდი.

ტატო საუბარს ასე გააგრძელებდა:

-უთვალავი მტრის,ქართველი მოღალატეების ზემოქმედებით ჩვენმა მოქალაქეებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს და მეტიც,მეცხრამეტე საუკუნესთვის რუსობა ან ფრანგობა ერჩივნათ ქართველობას. დღემდე არაფერი შეცვლილა,ან პირიქით,გაუარესდა. თუ მაშინ ინტელიგენცია მაინც გვყავდა,რომელიც ქართულ კულტურას იცავდა,ახლა ინტელიგენცია საერთოდ მოისპო. თუ კი ადრე ჩაგვჩიჩინებდნენ,რომ ქართველობა გვერჩივნა გარუსებას,ახლა გვიმეორებენ,რომ ევროპელობა ჯობია. ადამიანი განსაკუთრებულად ლამაზი,გამორჩეულად გონიერი და ვარსკვლავივით მოკაშკაშე რომ იყოს მასაში,განა უნდა შეეცადოს,სხვას დაემსგავსოს? ვინ უარყოფს გამორჩეულობას,თუ ის კარგია?

ყველა ჩვენგანი მეორისაკენ იშვერს ხელს,ყველა აბრალებს ვიღაცას,რომ ის ქურდობს და მის გამო აღარ უნდა,აქაური ერქვას,სცხვენიათ. თავის ოჯახს ასე მარტივად უღალატებენ,თუ მისი რომელიმე წევრი შეუფერებელ საქციელს ჩაიდენს? გარეთ გავლენ და ყველას მოუყვებიან,თუ რა საძაგელი ძმა,და ან მშობელი ჰყავთ? რა თქმა უნდა,არა. შეეცდებიან ოჯახს შიგნით,ჩხუბითა თუ ტკბილი საუბრით მოაგვარონ წევრის უმეცრება. სწორედ ეს უჭირთ ქართველებს,გაიაზრონ,რომ საკუთარი ქვეყანა აქვთ და ის რაიმე განყენებულს არ წარმოადგენს-თავად არიან ქვეყანა.თუ კი შენს ქვეყანას აგინებ,საკუთარ თავს აგინებ.

ტატოს აზრს სრულებით ვიზიარებდი,ხანდახან იმდენად წამიღებდა ფიქრები ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და მომავალზე,რომ ჩვეულებრივი ყოფითი საკითხები სრულებით მავიწყდებოდა და ხანდახან დაჩისაც ვუგებდი-თუ მუდმივად ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრით ხარ დაკავებული,ან თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი რამით,რაც სამშობლოა,პირადი ცხოვრება გვერდით ინაცვლებს,გზას უთმობს დიად იდეებს. მაგრამ მაინც მიმაჩნდა,რომ თუ ადამიანი ჭეშმარიტად გონიერი იყო,ორივეს მოახერხებდა.
ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როდესაც სახლის კარი შევაღე. პარკით ღვინის ბოთლები შევანჯღრიე,წკარუნით გავიხადე ფეხსაცმელი და დავიყვირე.
-ორი ბოთლი შესანიშნავი ღვინო ორი შესანიშნავი გოგონასათვის!
ოთახში შევფრატუნდი და ცარიელ დივანს მივაჩერდი.
-ისი!-სააბაზანო და სამზარეულო შევამოწმე,არსად ჩანდა.-ზუსტად მაშინ გაქრება,როცა მასზე საუბარი გინდა,რა! ეშმაკის ფეხი...
გადავწყვიტე,მის მოსვლამდე დრო გამეყვანა,შხაპი მივიღე,შემდეგ კი გამახსენდა,რომ უკვე ღამის ორი საათი იქნებოდა,რაც იმას ნიშნავდა,რომ თუ ირისი იქ არ იყო,არც მოვიდოდა.
-რა დაემართა?-ფიქრიანად გავხსენი ერთი ბოთლი და ღვინო ჩამოვასხი. -იქნებ,როგორღაც გაიგო,რასაც ვაპირებდი... მაგრამ,მერე რა,მე ხომ ცუდი განზრახვა არ მქონია...
საკუთარ თავთან საუბარში მთელი ღამე გავატარე და ვცდილობდი,სულში შეპარული სიცარიელე თავადვე ამომევსო,თუმცა მარტოობა სიამოვნებას არ მანიჭებდა. ირისის საუბარი მჭირდებოდა,ისე ძილიც კი არ მეკარებოდა.
ვერც მაშინ დავიძინე,როდესაც მზე ამოვიდა. ცუდი წინათრძნობა გულს მიჭამდა,რატომღაც ვფიქრობდი,რომ მეგობარმა სამუდამოდ დამტოვა,ზუსტად ისე,როგორც ველოდი. იქნებ,იფიქრა,რომ აღარ მჭირდებოდა? მიაღწია მიზანს,გამომარკვია და ცხოვრება მასწავლა,შემდეგ კი საკუთარ გზას გაუყვა.
-არაფერიც,ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი.მას ჩემგან,მე კი მასგან. მასწავლებელი ხომ ვერ განვითარდება,უკეთესს ვერ ისწავლის,თუ არ ეყოლება მოტივატორი-მოსწავლე,რომელსაც მისი ცოდნა სჭირდება.-ხმამაღლა გამოვუცხადე სიცარიელეს,თუმცა ის ასე არ ფიქრობდა.
სიცარიელე მეუბნებოდა,რომ მასწავლებელიცა და მოსწავლეც თავად ვიყავი .
მთელი დღე ველოდებოდი,მეორეც,მესამეც...
სასოწარკვეთილი,გაგიჟებული და გაბრაზებული ვიყავი. ჰიმლერას კითხვებს,თუ როგორ ჩაიარა საუბარმა ან მართას დახმარება ხომ არ მჭირდებოდა,მოკლედ და მოღუშული ვპასუხობდი,რომ ირისი არ ჩანდა.
ხშირად ვსაუბრობდი ჩემთვის,უკვე ქუჩაშიც აღარ მერიდებოდა-თითქოს ჩემი მეგობარი გვერდით მყავდა და ასე გადამქონდა საშინელი ტკივილი,რომელიც გულს მინადგურებდა.
დაჩის რამდენიმე მოკითხვაზე უგულოდ ვუპასუხე,ტე-ს მაგიდასაც აღარ ვეკარებოდი,მუდმივად მქონდა შეტევები-მონატრების,ტირილისა და სიბრაზის,რომლებიც შეუწყვეტლივ ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო,რომ საშინლად ჩამოვხმი,გარდაცვლილს დავემსგავსე და ალბათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხსაც ვაშინებდი,თუმცა არ მადარდებდა.
შუა ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს,როდესაც მოჟამული სახით ვისმენდი ჰიმლერას ჩიჩინს,მართასთან მიდიო,თავის შეკავებას ვცდილობდი,რომ არ მეღრიალა და პარალელურად სულა-დაჩისთვის მის საყვარელ ყავას ვაკეთებდი,ჩემს ახალ ტელეფონზე,რომელიც ირისთან ერთად შევარჩიე მის გაუჩინარებამდე,შეტყობინება მომივიდა.
“ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ,ვერ ავიტან შენს სახეზე სევდას,გთხოვ,იყავი ბედნიერი იმის გამო,ვისაც მთელი გულით უყვარხარ”.
-მომწერა!-დავიღრიალე და ჰიმლერას ვეცი-ირისმა მომწერა!
-რა?-გაოგნებული ჩააჩერდა ტელეფონს და მოჭუტული თვალებით ამოიკითხა შეტყობინება.-ირისმა? შენზეა გამიჯნურებული?
-როგორ თუ გამიჯნურებული,უბრალოდ მითხრა,მიყვარხარო,მეც მიყვარს და მენატრება. ამაში რაარის გასაკვირი.
-არა,არა,მეგობრული სიყვარული სულ სხვაა. გოგო არ გეტყოდა,რომ “შენს სახეზე სევდას ვერ აიტანს”-ხმა დააწვრილა და ღიმილით ჩამიკრა თვალი-თაყვანისმცემელი იქნება ვინმე.
გულიანად გადავიხარხარე და კლიენტთა ყურადღებაც მივიქციე.
-კარგი რა,ბოს. მე? ცხოვრებაში არ მყოლია თაყვანისმცემელი,თანაც უცნობი. აქ თუ ვინმეს მოვეწონე,პირდაპირ სახლში მეპატიჟება და სხვაგან არც დავდივარ არსად. სისულელეა,ისია.
-იქნებ ვინმე ისეთს მოეწონე,ვინც გამოშტერებული არაა?-არ ნებდებოდა ჰიმლერა.
-ზუსრად იმ პერიოდში,როდესაც ირისი გაქრა და უნდა გამოჩნდეს,იმიტომ,რომ დიდი ხანია,წავიდა?
-უბრალოდ ელოდები და ყველაფერს მას უკავშირებ.-მხრები აიჩეჩა ჩემმა უფროსმა და მანიშნა,ლუდს მიუბრუნდიო.
მთელი დარჩენილი დრო ეკლებზე ვიჯექი. ვფიქრობდი,რომ ირისი ჩემთან,სახლში მელოდებოდა და ამიტომაც,სწრაფად მინდოდა წასვლა. შეტყობინებაზე პასუხი გავაგზავნე.
“გთხოვ,დაბრუნდი” და დაველოდე შენდეგს,თუმცა აღარ ყოფილა. დარეკვა არც მიფიქრია,ჯერ დაველოდებოდი,თუ არ გამოჩნდებოდა,თუ სახლში მისულს იქ არ დამხვდებოდა,შემდეგ დავურეკავდი.
ჰიმლერას ვეხვეწე,რომ ადრე გავეშვი,ბოლოს,როგორც იქნა,დავითანხმე ,აჟიტირებული პირდაპირბსახლისაკენ გავვარდი და გზად ლოცვა დავიწყე.
ძალიან,ძალიან მენატრებოდა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. ამან დამარწმუნა იმაში,რომ არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა,ვინ იყო ირისი. უბრალოდ მისი გვერდით ყოფნა მჭირდებოდა,მისი ლაყბობა,ფსიქოლოგობა... უცბად რაღაც გამახსენდა,რაზეც აქამდე არ მიფიქრია. მართა ფსიქოლოგი იყო,მასთან ისირსზე ვსაუბრობდი,გამოვიდა,რომ ჩემს ნამდვილ ფსიქოლოგზე ვსაუბრობდი ფსიქოლოგთან....
-ვუღალატე. მასზე არ უნდა მესაობრა...მაგრამ როგორ გაიგო?-ავტობუსში მჯდარი აქტიურად განვიხილავდი იმ საკითხს,თუ საიდან იცოდა ირინ ყველაფერი ჩემზე.
ლოგიკური ვერაფერი მოვიფიქრე,უბრალოდ მისი დანახვა მინდოდა და დარწმუნება,რომ რეალური იყო.

კორპუსის შესასვლელთან შევჩერდი და ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი. რა იქნებოდა, სახლში რომ არ დამხვედროდა? აქამდე მხოლოდ ვუცდიდი მის გამოჩენას და რომ არ ჩანდა,მტკიოდა,თუმცა უკვე ეიფორიაში მყოფს,იმედის ჩირაღდანი ამიბრიალსა სულში და წარმოდგენაც არ მინდოდა,რა დამემართებოდა,თუ მას ცივი წყალი დაუნდობლად და სწრაფად გადაესხმებოდა. სრულ სიბნელეში დავრჩებოდი,აღარც ნაკვერჩხალი იბჟუტებდა,საერთოდ ყველაფერი დამთავრდებოდა.
ერთი საათი კორპუსთან მდებარე პატარა პარკში გავატარე. ღამის პირველი საათი მაინც იქნებოდა,მაგრამ სახლში ასვლას ვერ ვბედავდი. ბოლოს,უბრალოდ იძულებული გავხდი,როდესაც საეჭვო გარეგნობის მამაკაცი მომიახლოვდა და მარტოობის გაქარწ....ბა შემომთავაზა.
შეშინებული წამოვხტი,არ მინდა-მეთქი მივაძახე და გამოვიქეცი.
არეული შევვარდი სადარბაზოში და ისტერიულად ჩავიცინე.
-რას ვაკეთებ? ვის გაუგია ასეთ დროს ქუჩაში ყურყუტი... -კაცის თვალები გამახსენდა და გამაჟრჟოლა-მათში უიმედობა დავინახე,სრული სასოწარკვეთა იმისა,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ლეში იყო და არაფერი გააჩნდა,არც ექნებოდა,გარდა უბადრუკი სულისა.-ასეთი ადამიანი ხომ ყველაფერზეა წამსვლელი...
აკანკალებულმა შევაღე სახლის კარი. სიბნელე იყო.რომ მოსულიყო,აანთებდა.
-ისი-ამოვიკნავლე და ქვითინი ამოვუშვი -სად ხარ? რატომ გამიმეტე ასე?
კართანვე ჩავიკეცე და მთელი ამ დროის განმავლობაში შეკავებულ ცრემლებს გასაქანი მივეცი. დიდ ხანს,ძალიან დიდ ხანს ვტიროდი,შემდეგ კი გამახსენდა,რაც ირისმა მითხრა. ის დემონი იყო და სიბნელე უყვარდა.
-როგორც იქნა,მიხვდი-ჩაიცინა გოგონას ხმამ .
თავი ავწიე,ცრემლები შევიმშრალე და შეუცნობელ სინათლის არარსობას შევაჩერდი.
-მთელი ეს დრო...
-შენთან ვიყავი,იდიოტო.
-ირი...
-რა?-ასანთის ხმა გაისმა,სინათლის სხივი მის სახეს დაეცა.
ისევ ისეთი მშვენიერი იყო,ან იქნებ,მეტადაც. ძალიან მომინდა,მივხუტებოდი,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
წარბებაწეული,ოდნავ ბრაზიანად მიყურებდა,ოდნავ კი ღიმილი ეპარებოდა. სიგარეტს მოუკიდა,ასანთი ჩააქრო და კვლავ სიბნელე მოიყვანა.
-შენ არ არსებობ?
ფხუკუნი გაისმა,შემდეგ კი გადაიხარხარა.
-როგორ თუ არ ვარსებობ? აბა ახლა ვის ესაუბრები?
-ეს ჩემს თავში ხდება.
-მართალია,მაგრამ შენს თავში რომც იყოს,რეალობა არაა?
-რა თქმა უნდა,არა! შევიშალე,გიჟი ვარ,ერთი უბადრუკი,უიმედო გოგონა,რომელმაც...-შევყოვნდი,ხმამაღლა ვერ ვთქვი ის,რაც ყოველთვის ვიცოდი.
-რომელმაც -ირისმა განაგრძო ჩემს ნაცვლად-გაიგო,რომ მისი დაბადების მომენტში გარდაიცვალა ძალიან ლამაზი გოგონა,სახელად ირისი. სიმბოლურია,არა?
“ ღმერთებმა ყვავილებისათვის წვეულება გამართეს,სადაც ყველა ყვავილი თავიას საუკეთესო ფერებში გამოეწყო...და მათ შესანიშნავი,სხვადასხვა ფერის კაბები ეცვათ,ცისსარტყელის ფერებში,მდიდრული და თვალწარმტაცი. მხოლოდ ერთი პატარა,საწყალი ყვავილი,ყვავილების სამეფოს კონკია გამოცხადდა წვეულებაზე უბრალო,ძველი კაბით.
ქალღმერთი ირისი შეწუხდა მის გამო,გული ეტკინა კონკია-ყვავილის ამგვარი გარიყულობის,უბედურების გამო და უთხრა პატარა ყვავილს,რომ მას ისევე უნდა სხმოდა,როგორც თავად ირისს.
მეორს დღეს პატარა ყვავილი წვეულებაზე გამოცხადა საუცხოო კაბით ,რომელიც მოიცავდა ცისარტყელის ყველა ფერს. მას შემდეგ ყვავილი იწოდებოდა ირისის ყვავილად”.
ხომ გახსოვს,როგორ კითხულობდი ლეგენდას ამ სახელით მონუსხული? დიდ ხანს,დიდ ხანს მქნიდი,მძერწავდი და მამუშავებდი. ჰო,ეტო,შენ მე შემქმენი და ახლა გაცილებით უფრო რეალური ვარ,ვიდრე ბევრი სხვა ადამიანი.
შუქი აინთო,ირისი ჩემს წინ იდგა,მშვენიერი და სრულყოფილი.
-რატომ წახვედი? -თვალებით მოვეფერე და ცრემლები გადმომცვივდა-ჰო,ჩემთვის ყველა რეალურზე მეტად რეალური ხარ,რატომ დამტოვე?
-იმიტომ,რომ შენ ჩემგან “განკურნების” მცდელობას დათანხმდი,თითქოს ავთვისებიანი სიმსივნე ვიყო,რომელიც სასწრაფოდ უნდა ამოიკვეთოს. რით ვერ გაიგე?შენ საკუთარ თავს წამალი დაუმზადე და არ გჭირდება ფსიქოლოგი იმისთვის,რომ ჩემზე ისაუბროთ-ზიზღით მობურცა ტუჩები-არავისთან არ უნდა ისაუბრო. ჩუმად შევძვერი შენს ტვინში.იქ,სადაც დავიბადე და ბედნიერი ვუყურებდი შენს ტანჯვას,იმიტომ,რომ დაიმსახურე.
-ავადმყოფი არ ვარ?-ამოვიკნავლე.
-რაღაც პონტში მაინც ხარ-თქვა ფიქრიანად და დივანში ჩაებერტყა-ეს ხომ ნორმალური არაა,მაგრამ უბრალოდ ასე მივუდგეთ-მე შენი ტვინის ნაწილი ვარ,რომელიც,უკეთ აღქმის მიზნით,რეალობაში გადმოიყვანე. ჩვენ საკუთარი სამყარო გვაქვს,რომელშიც ვერავინ შემოვა თავისი წესებით,ჩვენ კიდევ გამოგონილ მეგობარს ავადმყოფობად არ მიჩნევთ,სულ ესაა.
-ღმერთო...ადამიანის ტვინს სასწაულების კეთება შეუძლია-ამოვიგმინე,ცრემლები შევიმშრალე და ღიმილით წამოვდექი.კარადიდან ის ბოთლი გადმოვიღე,რომელსაც ირისის გამოჩენისათვის ვინახავდი.
ვიცოდი,ამ საკითხზე სერიოზულად უნდა დავფიქრებულიყავი,მაგრამ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და არც რაიმეზე ფიქრი მინდოდა.არ ვიცოდი,ჩემმა ტვინმა ეს როგორ მოახერხა,მაგრამ შედეგი მომწონდა-მეგობარი მყავდა,ჩემთვის იდეალური და ის ყოველთვის,ყოველთვის ჩემთან ერთად იქნებოდა.
ღვინო ჩამოვასხი და ჩემს საოცრებას მივაჩერდი.
-ძაან დებილი სახით მიყურებ.-თვალები აატრიალა ირიმ.
-ვიცი,მომენატრე-ვუპასუხე და უცბად გამახსენდა შეტყობინება,რომელიც მანამდე მივიღე.-მოიცა,თუ შენ ჩვენი სამყაროს გარეთ რეალობაზე ხელი არ მიგიწვდება...
-მესიჯი მე არ გამომიგზავნია.-დაამთავრა ირიმ-ვიღაცას მოსწონხარ,ვიღაც ძალიან რომანტიკოსს.
-არა-ა-გამეცინა.
-გეყოფა,მშვენივრად იცი,რომ ძაან მაგარი ქალი დადექი და ნუ!-თითი დამიქნია-დაჩიზე ნუ ფიქრობ. ახლა შენი ქვეცნობიერი გესაუბრება და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე გეუბნება,რომ ეგ ბიჭი არ მოგწონს.
-რატომ არ მოსწონს?-ეშმაკურად ვიკითხე.
-იმიტომ,რომ ქალებს აგდებულად უყურებს,მდედრებს ეძახის და მხოლოდ გასა*იმად იყენებს. ჰო,მამენტ მაგრად ასწორებს ცუდი ბიჭები,მაგრამ სირცხცილის მეტს არაფერს მოგიტანს მასეთი ურთიერთობა.
-აბა,ვინაა?
-მე რა ვიცი.-მხრები აიჩეჩა-მაგრამ გავარკვევთ,მაგას რა უნდა.
-და რომ მივწერე,დაბრუნდი-მეთქი?
-უეჭველი ეგონება,რომ საყვარელი გაგექცა და დაგიკიდებს-გადაიხარხარა ირიმ.
-ჯანდაბა...ხომ არ მივწერო,რომ შემეშალა...
-არაფერიც არ მისწერო,პატარა ყურადღებაზე ნუ ავარდები ხოლმე.-ჩვეული სიმკაცრე დაიბრუნა ირისმა.
-კარგი,ჰო-მოვიღუშე-ჰიმლერას ეცოდინება,ისე მეუბნებოდა,სხვა იქნებოდაო...მოიცა,ჰიმლერამ ხომ მითხრა,რომ შენ გნახა.-წამოვიძახე.
-უფ,ჰო -უსიამოვნოდ შეიშმუშნა-მთლად კარგი გადაწყვეტილება ვერ იყო,არ უნდა გამოვჩენილიყავი,მაგრამ გაითიშე და გზა დამითმე... მაინტერესებდა,როგორი იყო შენს გარდა ვინმესთან საუბარი,ან შენ გაინტერესებდა,როგორია ჩემად ყოფნა და ამიტომ გამომიშვი... მოკლედ,ხო,ვესაუბრე და ძალიანაც ვნანობ. ჩემგან ბოდიში მოუხადე.
-საერთოდ აღარ გახსენებ,თორემ საგიჟეთში წამიყვანს-გაეცინა და თავი დამიქნია.-ირი,გახსოვს,რომ მითხარი,დაჩის შენს ადგილას ჭკუას ვასწავლიდიო?
-მერე?-ისე შემომხედა,კარგს არაფერს ელოდა.
-მერე რა გიშლის ხელს? რეალურად შენ ჩემი ტვინის ნაწილი ხარ,შეგიძლია ჩაერთო ამ საქმეში.
-ისე ნუ მიხსენიებ,თითქოს რაღაც უჯრედი ვიყო-შემომიბღვირა და განაგრძო-შემიძლია,მაგრამ არა მგონია,მაქედან რამე კარგს გამოჰკრა ხელი. ჯობია,საერთოდ შეეშვა.
-კარგი რა,ვიცი,რომ შენც გინდა გართობა,თანაც შენ ხომ ჩემთან იქნები,”კარგი არაფრისგან” დამიცავ.
-ოჰ ეტო,ეტო-თავი გაიქნია-რა გინდა,რომ ვქნა?
-დამკვირვებლიდან მოქმედ გმირად გადმოინაცვლე.
-მაშინ,დაჩის ცუდი დღე ელის.
-ვიცი-ბოროტულად გადავიხარხარე,თავი დოქტორ ბოროტებად წარმოვიდგინე და გონებაში წითელ ღილაკს დავაჭირე ხელი,რომელმაც ის სავარძელი ააფეთქა,სადაც დაჩი იჯდა.

***
"და იქნებ შენც უბრალოდ წარმოსახვა ხარ, ჭეშმარიტებისგან ოცნებებში გაქცეული გონების შეცდომა..."

შარლ ბოდლერიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი beshqen

როგორი ჩამთრევი ხარ..ახლა ისევ ლოდინი..უბრალოდ კი არ წერ,არამედ ჯადოს აფრქვევ,შენ ვინ ხარ, მოკლედ არვიცი...

№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

beshqen
როგორი ჩამთრევი ხარ..ახლა ისევ ლოდინი..უბრალოდ კი არ წერ,არამედ ჯადოს აფრქვევ,შენ ვინ ხარ, მოკლედ არვიცი...

ეს სიტყვები ისე მაბედნიერებს,სულ მინდა,რომ ვწერო და ვწერო. ძალიან დიდი მადლობა.

ალისა, აი არვიცი რა დაგიწერო. დამადუმე, გამაოცე, გამაშტერე და ცხოვრების ამაოებაზე დამაფიქრე (;დ)♡♡♡
შენნაირი გასაოცარი პიროვნება ამ ათწლეულში არ მინახავს. აი თითქოს "მოყვარული მწერალი" მაგრამ რაებს ატრიალებ ამ შენს ისტორიებში?!♡♡♡
დედასგეფიცები ამ თავის კითხვა რომ დავიწყე მებრძოლთა კლუბი ამომიტივტივდა გონებაში და ვიფიქრე ახლა რაიქნება ირისი ბრედ პიტის პერსონაჟივით რომ იყოს, ეტოს გონების ნაყოფი მეთქი, მაგრამ ეგრევე უკან დავწიე ეგ აზრი იმიტომ რომ ირი ჰიმლერას ელაპარაკა და აბა ეგრე როგორ მეთქი, მაგრამ შენ რისი ალისა ხარ ფანტასტიკა და დაუჯერებლად დასაჯერებელი ამბები რომ არ გაურიო?! და აი აღმოჩნდა რომ მართლა ეგრეა. ირისი არ არსებობს, ნუ ფიზიკურად არ არსებობს.
ჰიმლერა მიხვდა ყველაფერს და ამიტომაც გამოჩნდა მართა, უნდათ რომ ეტო ,,გამოაჯამრთელონ"
მესიჯი ტატომ ხოარ გამოაგზავნა? არამგონია დაჩის ეგრე ერომანტიკოსა.
სხვათაშორის მიუხედავათ დაჩის ამდენი ცუდი თვისებისა მაინც მინდა რომ ეტო შეუყვარდეს და ირწმუნოს რომ ლავ ის რეალ. ^_^
შენზე რა მეთქმის, გადასარევი, დაუჯერებლად ნიჭიერი და ოქრო გოგო ხარ. ♡:* და ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინე ამ საიტზე. ♡
წინაზე მითხარი მობილურით ვწერ ხოლმეო ჰოდა კიდევ ერთი დიდი რესფექთი ჩემგან. პატარა ისტორიის დაწერა კიარა მეგობრის მოკითხვა მეზარება მობილურით წერით. სად მაქვს ამისი წკაპუნის თავი. ;დ ახლაც ამას რომ ვწერ ოცდაათჯერ შემეშალა და რედაქტირება გავუკეთე.
მოკლედ მეიბილინ ვიზ ლავ ოლვის ენდ fორევა . ♡♡♡♡

№4  offline წევრი Gemini mood

Titqos aqamdec vgrdznobdi titqos vicodi ro irisi ubralod etos gamogonili iyo magram mainc imdenad gamikvirda ro sulmoutqmelad chavikitxe bolomde kargad wer da dzaan momwons❤❤velodebi axal tavs da imedia male dadeb

№5  offline წევრი Rania

Ara mis uander. Saocreba xarrm chemi favoriti gogo. Gmerto chemo es ra ambebi daatriale. Moutmenlad velodebi gagrzelwbasss. Sascauli vinme xart shen da sheni gonebaaaa. Floki momikitxee
--------------------
Q.qimucadze

№6  offline წევრი Lea

ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა ყოფილიყო. კმაყოფილებისგან ვჭყლოპინებ. ოღონდ სანამ სირბილს და უცნაური ბგერების გამოშვებას დავიწყებდი, მანამდე ცოტა ხანს ერთ ადგილს მიშტერებული ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ შეგიძლია ასე იდეალურად წერო.
პასუხი არ მაქვს. არის რაღაც ზებუნებრივი შენში. :3
ანდა რაღა რაღაც, ყველაფერი!

გიძღვნით სიყვარულს, მემ.
ფანი.

№7 სტუმარი ნია

არსებობს!
ხომ ვთქვი, ეტოს წარმოსახვაა-მეთქი ირისი?
იოოოოო, გამოიხარდა თან მეწყინა, მთლიანად ირისი რომ არ არის და ეტოს ნაწილი რომაა, იდეალური გოგო იქნებოდა, მაგრამ რა ვქნათ.
შენ ხარ ძალიან მაგარი, საოცარი და ველოდები შემდეგ თავს.

№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა

მებილიიინ შენ ხარ ჩემი სიყვარული და ბედნიერება,მართლა♥️♥️
ძალიან მიხარია,რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბის აღწერა კარგად გამომივიდა,დიიდი მადლობა შენ,რომ სულ ყოველთვის აქ ხარ,ჩემი ქარბორბალა♥️
უუჰ ტელეში წერის გამო ზედმეტად მიმოწერა მეც მეზარება ხოლმე:დდდ
მიყვარხარ მე შენ♥️

Gemini mood
Titqos aqamdec vgrdznobdi titqos vicodi ro irisi ubralod etos gamogonili iyo magram mainc imdenad gamikvirda ro sulmoutqmelad chavikitxe bolomde kargad wer da dzaan momwons❤❤velodebi axal tavs da imedia male dadeb

დიდი მადლობა,ძალიან გამიხარდა,რომ მიუხედავად მოლოდინისა,ეფექტი მაინც ჰქონდა. ვეცდები,მალე იყოს ახალი♥️

Rania
Ara mis uander. Saocreba xarrm chemi favoriti gogo. Gmerto chemo es ra ambebi daatriale. Moutmenlad velodebi gagrzelwbasss. Sascauli vinme xart shen da sheni gonebaaaa. Floki momikitxee

ქეთო,უღრმესი მადლობა,როგორც ყოველვის,ძალიან მახარებ. ფლოკიმაც მოგიკითხა,ჩემს პატრონს ვინც უყვარს,მეც მიყვარსო♥️

Lea
ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა ყოფილიყო. კმაყოფილებისგან ვჭყლოპინებ. ოღონდ სანამ სირბილს და უცნაური ბგერების გამოშვებას დავიწყებდი, მანამდე ცოტა ხანს ერთ ადგილს მიშტერებული ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ შეგიძლია ასე იდეალურად წერო.
პასუხი არ მაქვს. არის რაღაც ზებუნებრივი შენში. :3
ანდა რაღა რაღაც, ყველაფერი!

გიძღვნით სიყვარულს, მემ.
ფანი.

იდეალური შენ ხარ,ასე რომ მაბედნიერებ ყოველ თავზე. მე რომ შენი ფანი ვარ,ეგეც იცი,ჰოგვორსტში რომ უნდა წამიყვანო,ის ფანი:3

ნია
არსებობს!
ხომ ვთქვი, ეტოს წარმოსახვაა-მეთქი ირისი?
იოოოოო, გამოიხარდა თან მეწყინა, მთლიანად ირისი რომ არ არის და ეტოს ნაწილი რომაა, იდეალური გოგო იქნებოდა, მაგრამ რა ვქნათ.
შენ ხარ ძალიან მაგარი, საოცარი და ველოდები შემდეგ თავს.

გამოიცანი,ძალიან დაკვირვებული მკითხველი რომ ხარ,მაგიტომ.
დიდი მადლობა შენ♥️♥️

№9 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გეტყვი...

და ახლა მე ვზივარ უზომოდ კმაყოფილი და მომღიმარი.

kissing_heart kissing_heart

№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ენ ბლექი
მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გეტყვი...

და ახლა მე ვზივარ უზომოდ კმაყოფილი და მომღიმარი.
ენ,სანამ წერას დავიწყებდი,გითხარი,რომ იმედი მქონდა ამისი. ახლა კი უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ მოვახერხე♥️

kissing_heart kissing_heart

№11  offline წევრი ლუკკიანეცცი

მოკლედ ეს ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, შენ ყველა ისტორიას მუდმივად ვკითხულობ უბრალოდ ცოტა ჩამოგრჩი და უგულოზე ვარ ჯერ:დ მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია. შენ ხარ უუუუუუნიჭიერესი ადამიანი. ძალიან მიყვარს შენი ნამუშევრები, წერის სტილი გაქვს დალაგებული ჩამოყალიბებული და გამართული. მიუხედავად იმისა რომ ძირითადად ფანტასტიკის ჟანრს წერ არ მეჩვენება შენი ისტორიები აფსურდულად (ამას იმიტომ ავღნიშნავ რომ ზოგი რეალურ ფაქტებზე და ცხოვრებაზე წერს და რასაცქვია Cringe cringe cringe!) ჯერ მარტო შაქრის მამიკომ ხომ გადამრია და გამაგიჟა. ნუ მოკლედ ზალიან მიყვარხარ ძალიან ნიჭიერიხარ, მთელი გულით გისურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს:დდ❤❤❤

№12 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან საინტერესოდ განვითარდა ისტორია, ციტა დაჩი მეციდებასავით, შეიძლება იდიოტია მაგრამ არ ატყუებს და პორდაპირ ამბობს რაც უნდა ამის გამო დასჯა??? არვიცი არვიცი :D

№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლუკკიანეცცი
მოკლედ ეს ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, შენ ყველა ისტორიას მუდმივად ვკითხულობ უბრალოდ ცოტა ჩამოგრჩი და უგულოზე ვარ ჯერ:დ მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია. შენ ხარ უუუუუუნიჭიერესი ადამიანი. ძალიან მიყვარს შენი ნამუშევრები, წერის სტილი გაქვს დალაგებული ჩამოყალიბებული და გამართული. მიუხედავად იმისა რომ ძირითადად ფანტასტიკის ჟანრს წერ არ მეჩვენება შენი ისტორიები აფსურდულად (ამას იმიტომ ავღნიშნავ რომ ზოგი რეალურ ფაქტებზე და ცხოვრებაზე წერს და რასაცქვია Cringe cringe cringe!) ჯერ მარტო შაქრის მამიკომ ხომ გადამრია და გამაგიჟა. ნუ მოკლედ ზალიან მიყვარხარ ძალიან ნიჭიერიხარ, მთელი გულით გისურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს:დდ❤❤❤

პოზიტივით დამნუხტე და გამაბედნიერე!
უდიდესი სიამოვნებაა ასეთი კომენტარის კითხვა,რომელიც არა მხოლოდ ერთ ნაწაემოებს,არამედ ზოგადად მე,როგორც ავტორს მეხება. უდიდესი მადლობა,ძალიან მიხარია,რომ ყველა ისტორიას ყურადღებით ეპყრობი♥️♥️

სტუმარი თამო
ძალიან საინტერესოდ განვითარდა ისტორია, ციტა დაჩი მეციდებასავით, შეიძლება იდიოტია მაგრამ არ ატყუებს და პორდაპირ ამბობს რაც უნდა ამის გამო დასჯა??? არვიცი არვიცი :D

მიხარია,რომ ასე ფიქრობ♥️
დავიცადოთ და ვნახავთ,ვინაა ცოდო:D♥️♥️

№14  offline წევრი DI ANA

როცა უკვე ვფიქრობდი არანაირი მისტიკა არ გაჩნდებოდა ყველანაირი აზრი ამირიე. ვერაფრით ვერ ვხვდები დაჩის და ეტოს წყვილი შედგება თუ არა. შენს შემოამედებას კი ვიცნობ მაგრამ იმდენად კარგად არა რომ მაგას მივხვდე.

ეს მაგრად გაქ დამუღამებული, იმდენს იზამ რომ დაგვავიწყებ დასაწყისში რა მოხდა და ბოლოს ყველაფერს ამ მოვლენას დაუკავშირებ. ყველაფერს ვფიქრობდი ირისზე მაგრამ არ მეგონა გამოგონილი თუ იქნებოდა:დდდ

ახლა რა იქნება იძიებენ დაჩიზე შურს და მორჩა? იქნებ ის მესიჯი დაჩის არ მიუწერია. მარიამი სად გაქრა? თავად ვაზელინის დედოფალი. არამგონია ასე უბრალოდ ამოგეგდო მოთხრობიდან, დარწმუნებული ვარ მომდევნო თავში გამოაჩენ.

გული მიგრძნობს რომ მოთხრობა მალე დამთავრდება მე კიდევ ეგ სასტიკად არ მინდა, მაგრამ რას ვიზამ... ისღა დამრჩენია რომ დიდი მოთმინებით დაველოდო შენს გამოჩენას, მანამდე კიდევ ბევრ რამეზე დავფიქრდები და აუცილებლად მოგწერ❤

№15  offline მოდერი მარია.

არ მჯერააააა!
შესანიშნავი თავი იყო
--------------------
Your happiness depends on you ))

№16 წევრი რუსკიმარუსია

ირისზე ეგ ეჭვი კი მქონდა, მაგრამ ჰიმლერას ელაპარაკაო და მეთქი რაღაც მეშლებათქო და თურმე არ მეშლებოდა :)
მიუხედავად იმისა, რომ მომწონს აქაც შენებური რომ გაუშვი უნდა გითხრა, რომ ეტო მეცოდება. ქვეცნობიერს არ უნდა აძლევდეს მასზე ბატონობის უფლებას. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდება როცა ეტო მის შექმნილ იდიალურ ქალს დაემსგავსება და ირისიც სადღაც გაქრება. მე ახლა ესემესის ავტორი უფრო მაინტერესებს ვინაა. დაჩის რაც შეეხება არ მგონია სასჯელის ღირსი იყოს, თუ კი? :) ეს ტატოც უცნაურად გამოაჩინე, აქამდე ტე-ს ბიჭებთან არ გიხსენებია და რას ხლართავ ალის?
ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო რომ ხარ ჩემს გარეშეც იცი, მაგრამ მე მაინც გეტყვი რომ საუკეთესო ხარ და დაგელოდები მორიგი ინტრიგნული თავით, რომელის სავარაუდო განვითარებაზე სულ ვფიქრობ ხოლმე ❤❤❤

№17 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მასწავლოს რა ეტომ , როგორ შევქმნათ იდეალური მეგობარი, იმიტომ რომ საშინლად მომწონს იდეა ! :)

№18  offline წევრი მაია❤

აი ხო ვთქვი "აგვბურდავ" მეთქი და აჰაააა :D:D❤
❤❤ ❤ არაჩვეულებრივი გოგო ხარ შენ❤❤❤❤

№19 სტუმარი სტუმარი Sakura

Iriisi rogor gamartlda varaudebi :((((

№20  offline წევრი Moonlight Sonata

ის მომენტი მაქ,რომ რაღაც ძაან მაგარი მინდა გითხრა და თან არც მაგონდება რაიმე ეგეთი . . . შენი ისტორიების კითხვა "შაქრის მამიკოთი" დავიწყე და იმის მერე, დავყევი და ყველაფერი გადავიკითხე რაც დაწერილი გქონდა, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა სამყაროა ❤ ირისის სახით ისეთი ვინმე შექმენი, რომ სადღაც, გულის სიღრმეში სულ მეგონა ფანტაზიის ნაყოფი, რომ იყო და თურმე მართალი ვყოფილვარ. მომწონს "ტე" დაჯგუფების შემოყვანა ისტორიის მსვლელობაში. ზოგადად, კონკრეტულ ნაწერებს ადამიანის განათლება, რომ ეტყობა ბევრ სფეროში ამაზე ვგიჟდები და მიხარია, რომ შენ ისტორიაში ეს იგრძნობა ❤ თავად ისტორიულის სტუდენტს, ძალიან მომწონს ეს ისტორიული ჩანართები ❤
მოკლედ რა გითხრაა? უბრალოდ, ამ საიტსაც უნდა გასცდეს ეს ნაწერები. მინიმუმ ბიბლუსის თაროებს იმსახურებს და მაქსიმუმ, შენ გადაწყვიტე რას :დდ ❤

№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
როცა უკვე ვფიქრობდი არანაირი მისტიკა არ გაჩნდებოდა ყველანაირი აზრი ამირიე. ვერაფრით ვერ ვხვდები დაჩის და ეტოს წყვილი შედგება თუ არა. შენს შემოამედებას კი ვიცნობ მაგრამ იმდენად კარგად არა რომ მაგას მივხვდე.

ეს მაგრად გაქ დამუღამებული, იმდენს იზამ რომ დაგვავიწყებ დასაწყისში რა მოხდა და ბოლოს ყველაფერს ამ მოვლენას დაუკავშირებ. ყველაფერს ვფიქრობდი ირისზე მაგრამ არ მეგონა გამოგონილი თუ იქნებოდა:დდდ

ახლა რა იქნება იძიებენ დაჩიზე შურს და მორჩა? იქნებ ის მესიჯი დაჩის არ მიუწერია. მარიამი სად გაქრა? თავად ვაზელინის დედოფალი. არამგონია ასე უბრალოდ ამოგეგდო მოთხრობიდან, დარწმუნებული ვარ მომდევნო თავში გამოაჩენ.

გული მიგრძნობს რომ მოთხრობა მალე დამთავრდება მე კიდევ ეგ სასტიკად არ მინდა, მაგრამ რას ვიზამ... ისღა დამრჩენია რომ დიდი მოთმინებით დაველოდო შენს გამოჩენას, მანამდე კიდევ ბევრ რამეზე დავფიქრდები და აუცილებლად მოგწერ❤

შემდეგ თავში აიხსნება,თუ რას გულისხმობს ეტო შურისძიებაში,ეს არაა კლასიკური გაგებით ცხვირის გატეხვა იმიტომ,რომ ბიჭს სიყვარული არ უნდა.
ჰო(( ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის,მაგრამ მანამდე კიდევ დიდი დროა.
მადლოვა,სულ რომ აქ ხარ,დაქალი მომიკითხე♥️

მარია.
არ მჯერააააა!
შესანიშნავი თავი იყო

დიდი მადლობა!♥️

რუსკიმარუსია
ირისზე ეგ ეჭვი კი მქონდა, მაგრამ ჰიმლერას ელაპარაკაო და მეთქი რაღაც მეშლებათქო და თურმე არ მეშლებოდა :)
მიუხედავად იმისა, რომ მომწონს აქაც შენებური რომ გაუშვი უნდა გითხრა, რომ ეტო მეცოდება. ქვეცნობიერს არ უნდა აძლევდეს მასზე ბატონობის უფლებას. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდება როცა ეტო მის შექმნილ იდიალურ ქალს დაემსგავსება და ირისიც სადღაც გაქრება. მე ახლა ესემესის ავტორი უფრო მაინტერესებს ვინაა. დაჩის რაც შეეხება არ მგონია სასჯელის ღირსი იყოს, თუ კი? :) ეს ტატოც უცნაურად გამოაჩინე, აქამდე ტე-ს ბიჭებთან არ გიხსენებია და რას ხლართავ ალის?
ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო რომ ხარ ჩემს გარეშეც იცი, მაგრამ მე მაინც გეტყვი რომ საუკეთესო ხარ და დაგელოდები მორიგი ინტრიგნული თავით, რომელის სავარაუდო განვითარებაზე სულ ვფიქრობ ხოლმე ❤❤❤

უდიდესი მადლობა მარუსი,შენი შეფასების კითხვა სულ მაბედნიერებს. მეამაყება ასეთ მკითხველი♥️♥️

სტუმარი სტუმარი
მასწავლოს რა ეტომ , როგორ შევქმნათ იდეალური მეგობარი, იმიტომ რომ საშინლად მომწონს იდეა ! :)

იქნებ,ინსტრუქციაც დავწერო,მეც არ მაწყენდა ჩემებურად კარგი^^♥️

ცუცუნა
აი ხო ვთქვი "აგვბურდავ" მეთქი და აჰაააა :D:D❤
❤❤ ❤ არაჩვეულებრივი გოგო ხარ შენ❤❤❤❤

კიდევ წინაა,ინტრიგანი ალისა წასვლას არ აპირებს:3♥️♥️♥️ დიდი მადლობა♥️♥️♥️

სტუმარი Sakura
Iriisi rogor gamartlda varaudebi :((((

არ მოიწყინო,მაინც აქაა:D♥️

Moonlight Sonata
ის მომენტი მაქ,რომ რაღაც ძაან მაგარი მინდა გითხრა და თან არც მაგონდება რაიმე ეგეთი . . . შენი ისტორიების კითხვა "შაქრის მამიკოთი" დავიწყე და იმის მერე, დავყევი და ყველაფერი გადავიკითხე რაც დაწერილი გქონდა, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა სამყაროა ❤ ირისის სახით ისეთი ვინმე შექმენი, რომ სადღაც, გულის სიღრმეში სულ მეგონა ფანტაზიის ნაყოფი, რომ იყო და თურმე მართალი ვყოფილვარ. მომწონს "ტე" დაჯგუფების შემოყვანა ისტორიის მსვლელობაში. ზოგადად, კონკრეტულ ნაწერებს ადამიანის განათლება, რომ ეტყობა ბევრ სფეროში ამაზე ვგიჟდები და მიხარია, რომ შენ ისტორიაში ეს იგრძნობა ❤ თავად ისტორიულის სტუდენტს, ძალიან მომწონს ეს ისტორიული ჩანართები ❤
მოკლედ რა გითხრაა? უბრალოდ, ამ საიტსაც უნდა გასცდეს ეს ნაწერები. მინიმუმ ბიბლუსის თაროებს იმსახურებს და მაქსიმუმ, შენ გადაწყვიტე რას :დდ ❤

შაქრის გოგონა ხარ შენ,დამატკბე ახლა მთელი დღით ან თვით,არ ვიცი. ძალიან გამახარე ამ სიტყვებით♥️ იმედია,შენი სიტყვები ორივეს აგვიხდება♥️

№22 სტუმარი ლალლაა

დამამუნჯე, რა გითხრა?
ვიცოდი რომ ირისი მხოლოდ ეტოსთვის იყო და სხვასთან შეხება არანაირად არ ჰქონდა. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი როდესაც ეტოს მის "სამსახურზე" უთხრა ნამდვილი სიგიჟეაო:დ მაგრამ ასეთი ფორმით ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
თუ გაპატიო რაა,ვინ ხარ საერთოდ:დდ

№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალლაა
დამამუნჯე, რა გითხრა?
ვიცოდი რომ ირისი მხოლოდ ეტოსთვის იყო და სხვასთან შეხება არანაირად არ ჰქონდა. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი როდესაც ეტოს მის "სამსახურზე" უთხრა ნამდვილი სიგიჟეაო:დ მაგრამ ასეთი ფორმით ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
თუ გაპატიო რაა,ვინ ხარ საერთოდ:დდ

ლალა დავამუნჯე :O აი ემ ჰეპი ნაუ:3

№24  offline წევრი ely and baby

როდის დაიდება შემდეგი?

№25  offline წევრი dakarguli

აუ..... ეს რა იყო
რანაირი გოგო ხარ შენ ❤❤❤ რამხელა შესაძლებლობები გაქვს,როგორი წარმოსახვის უნარი... იმდენი რამე მინდა ვთქვა მაგრამ შენსავით ნიჭიერი კიარ ვარ :)) მართლა განძი ხარ, ჩემი და საიტის აღმოჩენა
მიხარია რომ გიცნობ თუნდაც ვირტუალურად
ძალიან მიყვარხარ განძო ❤❤❤
პ.ს. ახლა კიდე იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი იმ სმს ის პატრონი ვინაა დაჩი?? თუ ვინმე სხვა
პ.ს.ს. მართლა აღარ წავიკითხავ შენს დაუსრულებელ ისტორიებს :დდდ

ალისა, მე და ჩემი თუთიყურში, რომელიც ახლა სრული ამ ფრაზის მნიშვნელობით თავზე მაზის ;დდდ (და ვიმედოვნებ ჩემს საამაყო თმაში არ მოუსაქმია ;დ) გელოდებით და გვაინტერესებს დღეს იქნება თუ არა. :* ^_^

№27  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
აუ..... ეს რა იყო
რანაირი გოგო ხარ შენ ❤❤❤ რამხელა შესაძლებლობები გაქვს,როგორი წარმოსახვის უნარი... იმდენი რამე მინდა ვთქვა მაგრამ შენსავით ნიჭიერი კიარ ვარ :)) მართლა განძი ხარ, ჩემი და საიტის აღმოჩენა
მიხარია რომ გიცნობ თუნდაც ვირტუალურად
ძალიან მიყვარხარ განძო ❤❤❤
პ.ს. ახლა კიდე იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი იმ სმს ის პატრონი ვინაა დაჩი?? თუ ვინმე სხვა
პ.ს.ს. მართლა აღარ წავიკითხავ შენს დაუსრულებელ ისტორიებს :დდდ

ჩემო უსაყვარლესო და უგანძესო♥️♥️ დიდი მადლობა,ასეთი სიტყვებით რომ მანებივრებ სულ♥️♥️
მე ყოველ ჯერზე ვამბობ,არ ავტვირთო,სანამ არ დავასრულებ,მაგრამ მოთმინება არ მყოფნის(

ely and baby
როდის დაიდება შემდეგი?

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ალისა, მე და ჩემი თუთიყურში, რომელიც ახლა სრული ამ ფრაზის მნიშვნელობით თავზე მაზის ;დდდ (და ვიმედოვნებ ჩემს საამაყო თმაში არ მოუსაქმია ;დ) გელოდებით და გვაინტერესებს დღეს იქნება თუ არა. :* ^_^

ძალიან დიდი ბოდიში ჩემო კარგებო,უნივერსიტეტის გამო ვერ მოვახერხე წერა,ხვალ იქნება,საღამოს 10:00 -სთვის.♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent