შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 3


22-03-2019, 19:31
ავტორი katiusha
ნანახია 882

მარტოხელა  დედა. თავი 3

ის საბედისწერო დღე გათენდა,როცა ელენეს ოჯახისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა.არავინ იცოდა რა მოხდებოდა რამდენიმე საათში და ვისთვის შეიცვლებოდა ცხოვრება.
დილით გიოს გაღვიძება ძალიან გაუჭირდა,ყოველთვის ასე იყო,როცა კატოსთან ვტოვებდი,გვიან მომყავდა იქიდან და გვიან იძინებდა.
-დედიკო,არ მინდა დღეს ბაღში,-მებუზღუნებოდა და ისე მომყვებოდა გვერდით.
-რა ვქნა მერე მე?მითხარი სად წაგიყვანო შვილო?სად დაგტოვო?
-შენს სამსახურში წამიყვანე,ძალიან გთხოვ.
-არ შეიძლება..
-გთხოვ დეე,ამ ერთხელაც და გპირდები მეტს აღარ გავაცდენ ბაღს.
ისეთი სახით შემომხედა და ისე მეხვეწებოდა,უარი ვერ ვუთხარი. თავის პატარა თვალებით შვლის ნუკრივით მიყურებდა.
-კარგი,მხოლოდ ამ ერთხელ და ეს ბოლოა იცოდე.არ იცელქებ და კაბინეტიდან არ გამოხვალ.
თავი დამიქნია და ტაქსში შეხტა. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია,ტაქსის მძღოლი გადარია,ლექსები მოუყვა, ათასი კითხვა დაუსვა,კაციც იცინოდა და მხიარულად პასუხობდა.
მალე მივედით საავადმყოფოში.ხელი ჩავკიდე,მიმღებში საშვი გავატარე და შიგნით შევედით.
-დეე,იცი რომ გავიზრდები მეც შენსავით ექიმი გამოვალ.
-მართლა?რატომ?-გამიკვირდა ბავშვი მისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ გონებაგხსნილი იყო და დიდი ადამიანივით მსჯელობდა.მისმა პასუხმა კი სულმთლად დამაბნია.
-იმიტომ რომ ადამიანებს რამე რომ ეტკინებათ მე ვუშველი და აღარ იტირებენ.
-ადამიანები მაგიტომ ტირიან? -გამეცინა
-ალბათ,აბა მე რომ წავიქცევი და რაღაც მტკივა ვტირი და მერე შენ მშველი.მეც მინდა რომ ღამე როცა ტირიხარ მოვიდე,გიმკურნალო და გიშველო,მაგრამ ჯერ პატარა ვარ და არ შემიძლია.
შვილი შევაჩერე,მის წინ ჩავიცუცქე და თვალებში ჩავხედე.ცრემლი მომერია. ის აშკარად განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან.როდის შეძლო იმის დანახვა რომ ვტიროდი,მეგონა კარგად ვახერხებდი დარდის და ცრემლების დამალვას.
-დე,შენ ამისთვის გაზრდა არ გჭირდება, უბრალოდ ჩამეხუტე ხოლმე შენი პატარა ხელებით და ესეც მიშველის,-გამეცინა და შვილი გულში ჩავიკარი.
-კარგი დედიკო.-გამიცინა ბავშვურად და თავის პატარა ხელები მომხვია. უეცრად მზერა გვერდით გამექცა და თვალები შუბლზე ამივიდა. გიორგი იდგა და გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. წამოვდექი. მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე შვილთან ერთად იქაურობას გავეცალე.ფორმა ჩავიცვი და ელენეს პალატაში შევიყვანე გიო.
-დილა მშვიდობისა,-მხიარულად მივესალმე და მას მივუახლოვდით. ელენე საწოლში წამოჯდა და მკითხა.
-ეს ვინაა?
-ეს ჩემი შვილია გიორგი.გიო დეე ეს ელენეა,ჩემი ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი.
-ჩემზე ძვირფასი?-მაშინვე მკითხა მოურიდებლად და ბავშვურად გამებუტა.ორივეს გაგვეცინა.
-არა დეე,შენ ჩემთვის პირველი ხარ.
ბავშვს ესიამოვნა ეს ნათქვამი,ელენეს საწოლთან მივიდა და წინ გაეჯგიმა.
-მე გიორგი ვარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც პატარა ,-გაეცინა ელენეს და ხელები გაუშალა.-მოდი ჩემთან.
გიო საწოლზე ახტა და ელენეს ჩაეხუტა.გოგომ მოფერება დაუწყო.
-არაფერია მისგან?
-არა,-თავი გამიქნია მან და უცებ მოიღუშა.გიო მაშინვე მისი ტელეფონით დაინტერესდა და ყურადღებას არ გვაქცევდა.
-მეტს რომ ვერ მოვითმენ ხო ხვდები? შუადღეს ყველაფერი უნდა ვუთხრა, მზად ხარ?
-არა,მეშინია მარიამ,გამიკეთე აბორტი და ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი ძველებურად იქნება.
-ძველებურად არაფერი არ იქნება,ეს ახლა გგონია რომ ეგ გამოსავალია, მაგრამ რა იქნება მერე? ვერ დაივიწყებ ამ ამბავს,შესაძლოა შვილი აღარც გეყოლოს,მითუმეტეს შენს ასაკში ეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს.
-თუ არ გამიკეთებ,ს ისევ ვცდი,-დამემუქრა გოგო.
-ახლა კარგად მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე.
-რატომ მეხმარები?
-იმიტომ რომ ოდესღაც მეც ვიყავი შენს მდგომარეობაში,მეც იგივე გადავიტანე,მეც მეშინოდა მშობლების რეაქციის,მართალი აღმოვჩნდი და უარი თქვეს ჩემზე. მეც ვცადე,მეგობრები რომ არ მყოლოდნენ გვერდით ალბათ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი და არც ეს მაიმუნი დაიბადებოდა.
-მეგონა გათხოვდი…
-ჰმ,,გავთხოვდი და შვილს ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულის სახელი დავარქვი?კარგი რაა,-ირონიულად ჩამეცინა.
-ანუ ჩემი ძმა დღემდე გიყვარს?
-ახლა ეს არაა მთავარი,ახლა მთავარი ისაა რომ როცა გიო გავაჩინე მე მარტო ვიყავი,ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ მასზე უარს ვიტყოდი.ყველა წინააღმდეგობა გადავლახე და ყველას დავუპირისპირდი,ისიც გავაანალიზე რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი და ხალხის სალაპარაკო გავხდებოდი, მაგრამ დამიჯერე შვილზე მთავარი არავინ ყოფილა ცხოვრებაში.არ დანებდე,არ შეგეშინდეს,ძლიერი იყავი,გააჩინე ეს ბავშვი.
-ყველაფერი გავიგე,გარდა იმისა რომ აშკარად რაღაცაზე მიმანიშნე.
-კი,იმას გეუბნები რომ ეს მაიმუნი შენი ძმისშვილია და შენ მისი მამიდა ხარ,ის შენი სისხლი და ხორცია.
გოგოს თვალები გაუფართოვდა და ხმა ძლივს ამოიღო.
-არ მჯერა,ვერ ვიჯერებ,შენ მისგან შვილი გყავს,რატომ?რატომ არ უთხარი?რატომ დათმე ასე ადვილად?
-იმიტომ რომ მან გააკეთა არჩევანი და ეს მე არ ვიყავი,მე კი ვერ ვიტან ისეთ ქალებს,ვინც კაცის დასაბრუნებლად ორსულობას იყენებენ.თანაც მე რომ ორსულობის შესახებ გავიგე,უკვე ქორწინდებოდნენ და აზრი აღარ ჰქონდა,თავს უარესად აღარ დავიმცირებდი…
-საოცარი ადამიანი ხარ მარიამ,-მითხრა და გიოს ჩაეხუტა.
-დეე,გამჭყლიტა,-დაიწუწუნა ბავშვმა, ისევ გაგვეცინა ორივეს
-აბა რას იტყვი?მზად ხარ?
-არ ვიცი რა ვთქვა,მეშინია.
-ვიცი რომ ჯერ პატარა ხარ და ცხოვრებას ახლა იწყებ,მაგრამ იცოდე მე შენთან ვარ და არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაგიშავოს.იქნებ ისეც მოხდეს რომ ვახო გონს მოვიდეს და დაბრუნდეს,მერე ესეც ხომ სანანებელი გაგიხდება რომ ბავშვი მოიშორე.
-არა მგონია ეგ მოხდეს,მაგრამ კარგი, თანახმა ვარ,ვიბრძოლებ ამ ბავშვისთვის.მე უკვე დედა ვარ,-თქვა იმედიანად და მუცელზე მოისვა ხელი,- უფალს მივენდობი და შენ.
-იმედს არ გაგიცრუებ,-მოვეხვიე და გიო წასაყვანად მოვამზადე.-სხვა პალატაში გადაგიყვანენ და დაცვას დაგიყენებ,რომ არაფერი დაგიშავონ, სანამ არ დაწყნარდებიან არ მივცემ შენი ნახვის უფლებას.
-მადლობა,-გამიღიმა,მაგრამ მაინც მივხვდი რომ ეს ნაძალადევი ღიმილი იყო.
*********
ელენეს ოჯახის წევრები შუადღისთვის ჩემთან დავიბარე კაბინეტში,მანამდე კი გიო ექთანს გავატანე და ვთხოვე რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორი ხმაურიც არ უნდა გაეგონათ,ბავშვი არ გამოეშვა. სავარძელში ჩავჯექი და მათ მოლოდინში თავის გამხნევებას და შესაბამისი სიტყვების მოძებნას შევუდექი.ასე მაშინაც არ მინერვიულია,როცა მშობლებთან მივედი და ჩემი ორსულობა განვუცხადე,არც მაშინ როცა მშობიარობის ყველაზე მძიმე წუთებში მარტო ვიყავი. უკვე გაანალზიებული მქონდა რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ელენე მარტო დარჩებოდა და მისი იმედი მე ვიყავი მხოლოდ…
მისი მშობლები ჩემს წინ ჩამოსხდნენ სკამებზე,ძმები და რძალი უკან ამოუდგნენ და მე მომაჩერდნენ პასუხის მოლოდინში.დაწყებას ვაგვიანებდი.
-მარიამ რა ხდება?მშვიდობაა ჩვენს თავს?-დაიძაბა მარინა.
-იცით ცოტა მიჭირს ამის თქმა, ჩემთვის ადვილი არაა და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ის რასაც ვიტყვი.
-ნუ აჭიანურებ,პირდაპირ გვითხარი
რა სჭირს ჩემს დას?-ჩაერია გიორგი და სახე შეეცვალა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ კარგი ამბავი არ იყო და ამიტომ დატოვეთ ამდენი ხანი საავადმყოფოში.-მაშინვე ატირდა დედამისი
-დამშვიდდით,ელენეს არაფერი სჭირს,არც ავადაა,-თითებს ვაწვალებდი ნერვიულობისგან.
-ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ არა?-იყვირა გიორგიმ და მეც შევხტი.
-ელენე ორსულადაა,-ძალა მოვიკრიბე და ხმადაბლა ვთქვი. პირველს გიორგის გავხედე და რიგ-რიგობით გადავავავლე თვალი მორიგეობით ყველას.ჯერ სიჩუმე ჩამივარდა,ისეთი ჭექა-ქუხილის წინ რომ იცის ხოლმე, ალბათ ჩემი ნათქვამის გადახარშვას ცდილობდნენ..
-რაა?რა თქვი...გაიმეორე კარგად,რა თქვი?ჩემი გოგო ორსულადაა?- შეშინებული მზერიდან სახე გაუქვავდა დედამისს.
-იქნებ გეშლებათ?-ჩაერთო მისი რძალი
-დიახ,ნამდვილად ასეა,ანალიზებმა აჩვენა რომ ელენე თითქმის ორი თვის ორსულია და ცუდად იმიტომ გახდა რომ სცადა.
-არაა,-იღრიალა გიორგიმ,მაგიდაზე დადგმულ წყლიან ჭიქას ხელი დასტაცა და კედელზე შემოანარცხა. -იტყუები, იგონებ,შური გინდა რომ ჩემზე იძიო,-მაგიდაზე ხელები დაარტყა და გაცეცხლებული მზერა მტყორცნა.
-ამას როგორ მოვიგონებ?ელენე რა შუაშია ჩვენს ამბავთან?
-აბა ვინაა შუაში?ამდენი წელი ჩუმად იყავი,ელოდებოდი შურს როგორ იძიებდი და აი მიზეზიც მოგეცა, -მკლავში ხელი ჩამავლო და წამომაყენა,ისე ძლიერად მიჭერდა რომ სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.
-მოვკლავ,მოვკლააავ,-მამამისის ყვირილმა გადაფარა ჩვენი ხმა. მარინა ტიროდა და ხმას ვერ იღებდა.ატყდა ერთი ამბავი,ყვირილი, ხმაური,მტვრევის ხმა,გიორგიმ და ნიკამ იქაურობა ერთიანად დალეწეს, ქალებს არც უცდიათ მათი შეჩერება. იგინებოდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ შვილს.
-ხომ გითხარი ყურადრება მიაქციე,ნუ ათამამებ, ნუ უშვებ იმ გასტროლებზე მარტო თქო? -ყვიროდა მამამისი.
-მარტო მე ვიყავი ვალდებული მისთვის ყურადღება მიმექცია?თქვენ არ ათამამებდით?თქვენ არ მეუბნებოდით გაუშვი იმ გასტროელბზეო?-აღარ დაუთმო ქალმაც, ეტყობა უკვე გაანალიზა ჩემი ნათქვამი.
-კახპაა,ჩემი შვილიც ისეთივე კახპაა როგორც სხვა დანარჩენები.
-ასე ნუ ამბობთ ბატონო…
-გაჩუმდიი,-მიყვირა მამამისმა, -შენნაირები აფარებენ ხელს ასეთ ქალებს და იმიტომაა რომ ასეთ რაღაცეებს ბედავენ.
აქ კი გადამეკეტა და აღარ დავუთმე.
-გეყოფათ,-ვიყვირე,-დაწყნარდით ერთი წუთით.გეყოფათ ჩემთვისაც და მისთვისაც შეურაწყოფის მოყენება. ჯერ კიდევ გუშინ ხელებს მიკოცნიდით,რომ ის სიკვდილს გადავარჩინე,ახლა რა შეიცვალა? მხოლოდ ის რომ მისი ორსულობის შესახებ გითხარით?ერთი წამით მაინც დაფიქრდით ის რა დღეშია.იმის მაგივრად რომ ახლა მასთან მიხვიდეთ და გვერდით დაუდგეთ, დაელაპარაკოთ და გამოსავალი მოძებნოთ, მას ლანძღავთ, დაუფიქრებლად შეაქციეთ ზურგი
-არ მჯერა რომ ელენე ვიღაცისგან ორსულადაა და ასეთი რამე ჩაიდინა.
-გაჩუმდი,შენ გაჩუმდი,-უყვირა ცოლს გიორგიმ და კაბინეტიდან გავარდა. დერეფანში ღრიალებდა ისე მიდიოდა და ილანძღებოდა.უკან დანარჩენებიც მიჰყვნენ.კიდევ კარგი რომ ის უკვე იქ აღარ იყო.
-მოგკლავ ელენე,მოგკლავ,ოჯახის შემარცხვენელი ხარ,-ყვიროდა გიორგი.ხალხიც და ექთნებიც გაოცებულები უყურებდნენ ამ სანახაობას.
-დაცვა გამოიძახეთ,-მივაძახე ერთ-ერთ ექთანს და უკან გავეკიდე მათ.
-სად ხარ,გამოდი,ნუ იმალები,- პალატაში რომ არ დახვდა უფრო გადაირია.
-მასაც მოვკლავ,ვისთანაც იყავი და შენც ზედ მიგაყოლებ,-არ აკლებდა ნიკაც.ხან ტუალეტში შეიხედეს,ხან სააბაზანოში,არსად იყო,უფრო გადაირივნენ და ყველაფერი რაც ხელში მოხვდათ და რაც იმტვრეოდა დალეწეს.
-დამშვიდდით,დაწყნარდით,ეს საავადმყოფოა,პაციენტები წუხდებიან,-ხან ერთს ვთხოვდი დამშვიდებას,ხან მეორეს და ხანაც მამამისს.-თქვენ რას დამდგარხართ? მომეხმარეთ.
-როგორ დავამშვიდო ისინი,როცა მეც იგივეს გაკეთება მინდა? -გაცეცხლებული იყო მარინაც.
-არ შეიძლება ასე მოქცევა.ელენე ცოდოა,მასზე დაფიქრდით.ის ჯერ ბავშვია,პატარაა,მარტო ნუ დატოვებთ, დედა არ ხართ?შენ მაინც გაუგე,ქალი ხარ,რატომ არაფერს ამბობ მის დასაცავად?
-მე რა უნდა გავაკეთო? დაფიქრებულიყო როცა ამას აკეთებდა, ქუჩის ქალივით რომ მოიქცა.-მიპასუხა რძალმა.ისეთი უდარდელი და უშფოთველი სახე ჰქონდა,მივხვდი რომ ეს ამბავი ესიამოვნა კიდეც.
-შენგან რას ველი?განა მეც ასე არ მომექეცი?როგორ მაქვს იმედი რომ მას დაიცავ.სამარცხვინო ქალი ხარ.
-შენ რომ მასთან კოტრიალობდი საწოლში შენ არ იყავი სამარცხვინო ქალი?-გაეღიმა დამცინავად. პასუხად თავი ვერ გავაკონტროლე და სახეში სილა გავარტყი.
-ჰეი,რას აკეთებ,-შუაში ჩაგვიდგა გიორგი.
-შენ ცოლს უთხარი.
-ახლა ამის დრო არაა საყვარელო, დაანებე თავი,-მიეაფერისტა გოგო.
-მოდი ახლავე აქ,სად წაიყვანე?სად გადამალე?
-აქ არაა,სხვაგანაა,არ დავუშვებ რომ მას რამე დაუშავოთ.
-მითხარი სადაა,ნუ აჭიანურებ, იცოდე მაინც ვიპოვი და როცა ვიპოვი არ ვაცოცხლებ,არც შენ დაგინდობ,- მკლავებში ჩამავლო ხელი და მაგრად შემანჯღია.მეტკინა,მაგრამ მის შეხებაზე მაინც მთელ სხეულში დამიარა სითბომ და ეკალმა დამაყარა.
-არ გეტყვი სადაა.მაინც ვერ მათქმევინებ. სიკვდილს გადავარჩინე და თქვენგაც დავიცავ.
-უნდა მომკვდარიყო,ასეთ სიცოცხლეს, ისევ სიკვდილი სჯობდა.არ უნდა გადაგერჩინა,რადგან ახლა მე მოვკლავ.-მის სუნთქვას სახესთან ვგრძნობდი,მეფრქვეოდა და ისევე მაბნევდა,როგორც წლების წინ.
-მას რომ რამე მოუვიდეს,თვითონ მივალ პოლიციაში და თქვენს თავს დავაჭერინებ..
-ოჯახის შემარცხვენელია,-იყვირა მამამისმა.
-იქნებ მასაც მოუსმინოთ, გთხოვთ.-უკანასკნელად ვცადე ელენეს დაცვა და მათი გონს მოყვანა,მაგრამ მათ განაჩენი უკვე გამოეტანათ.
-ვატყობ არც შენ ხარ ამ ამბავში უდანაშაულო,მანამდეც ხომ არ იცოდი შენ?მიდი გამოტყდი?-ხელებში ისევ ჩამაფრინდა გიორგი.ამ ყვირილში მაინც დავინახე როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვარდა გიო,ფეხში ჩააფრინდა გიორგის და უყვირა.
-თავი დაანებე დედაჩემს,ნუ უყვირიხარ,-მისმა ნაზმა და წკრიალა, მაგრამ ამავე დროს შეშინებულმა ხმამ ძლივს მოაღწია ჩვენს ყურამდე, გიორგიმ ინსტიქტურად გაიქნია ფეხი, ბავშვმა თავი ვერ შეიკავა და იატაკზე გახოხდა,არ ვიცი საიდან გაჩნდა ჩემში ასეთი ძალა,მაგრამ მას ვაჯობე, ხელები გავაშვებინე,ფრჩხილებით სახე ჩამოვკაწრე და თავი გავინთავისუფლე,
-მხეცო,ნადირო,ჩემი შვილისგან რა გინდა?შვილს მიკლავ?-ვუკივლე და ატირებული ბავშვი გულში ჩავიხუტე, გიო ტიროდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.ყველა ადგილზე გაშეშდა.
-არაფერია დედას სიხარულო, არაფერი,უბრალო ნაკაწრია,ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ყველანაირ ტკივილს კაცურად უნდა გაუძლო?
-არ მტკივა დეე,შენ ხომ კარგად ხარ?
ცრემლი მომერია ჩემი პატარა ბიჭის სიტყვებზე.სისხლი მოვწმინდე და ისევ ჩავეხუტე.
-ყვირილი რომ გაიგო და დაგინახა, ვეღარ შევაკავე,ბოდიში მარიამ,- ჩაილაპარაკა ექთანმა
-არაუშავს თავისუფალი ხარ,მადლობა.
გიორგი დამნაშავესავით იდგა,თავი ჩაღუნა და ჩაილაპარაკა.
-მაპატიე არ მინდოდა..
-არ გეყო მე რაც დამიშავე და როგორ მატკინე?ჩემს შვილსაც იგივეს უკეთებ?მას ვერ შეეხები.მის გამო შემიძლია ნებისმიერს დავუპირისპირდე და ნებისმიერი მოვკლა.-ვუღრიალე და თვალები ისე დავუბრიალე,რომ მიხვდა ამის გამკეთებელი ვიყავი.დავინახე როგორ წამოიღო ხელი და ბავშვს თავზე გადაუსვა.
-მაპატიე პატარა კარგი?არ დავფიქრებულვარ,ისე გავიქნიე ფეხი.- ისე დავიბენი,ავცახცახდი. მამა-შვილი ერთმანეთის პირისპირ იყვნენ და ისე უყურებდნენ,რომ ამის შესახებ არც ერთმა არ იცოდა.ისე უყურებდნენ, ვფიქრობდი ალბათ მიხვდნენ ვინ არიან ერთმანეთის-თქო და ახლა გიო მას ჩაეხუტებოდა.დანარჩენებს ავხედე, მარინა ქმარს მიხუტებოდა და ტიროდა,ნიკა კედელზე დარტყმულ მუშტს იზილავდა,ქალბატონი კი ავი თვალებით გვიყურებდა,მისი ბოროტული მზერა მკლავდა.
-შენ ცუდი ძია ხარ,-დაიტიტინა ბავშვმა
-ბოდიში ხომ მოგიხადე?მოდი შევრიგდეთ,-ხელი გამოუწოდა,-რა გქვია?
-გიორგი,-უპასუხა და ხელი კაცურად ჩამოართვა.
-მართლა?რა დამთხვევაა,მეც გიორგი მქვია.-გაეღიმა და მე გამომხედა. თვალი ავარიდე.
-დეე,მასაც ჩემი სახელი ჰქვია, გაეცინა ბავშვს.
-ჰოო,დეე,-ჩავეხუტე ისევ და კითხვის ნიშნით სავსე მზერას თვალი ავარიდე. მერე წამოვდექი და მათ მივმართე.
-მოკლედ ასეა,რადგან ცოტა დაწყნარდით,მიხარია,ახლა სახლში წადით,გაანალიზეთ ყველაფერი, დაილაპარაკეთ,გადაწყვეტილება მიიღეთ,მერე მოდით და ელენეს გაჩვენებთ,ვიმედოვნებ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ,რომ მასზე უარს არ იტყვით.
დაცვამ გააცილა ისინი,სახეზე უკვე ეტყობოდათ რასაც იზავდნენ და რასაც გადაწყვიტავდნენ,მაგრამ იმედს ვიტოვებდი რომ მაინც არ მიატოვებდნენ მას.
ელენემ შეშინებულმა შემომხედა კარი რომ გავაღე,მერე გიოს შეხედა და წამოიყვირა.
-ნუ გეშინია,უბრალოდ პატარა ნაკაწრია ცხვირზე.
-ხო არ მტკივა,მე დიდი კაცი ვარ,-უპასუხა გიომ.
-მოდი ჩემთან,-გაშალა ხელები ელენემ და ისიც მაშინვე მისკენ გაიქცა.მოკლედ მოვუყევი ყველაფერი.
-რომ იცოდეს გიო მისი შვილია,ალბათ უფრო მეტად განიცდიდა ამ ამბავს. ძალიან ინერვიულებდა.-თავის თავზე მეტად მაინც ძმაზე ფიქრობდა გოგო.
-არა ელე,არ უნდა გაიგოს,ხომ შემპირდი რომ არაფერს ეტყვი?
-როგორ ვეტყვი,როცა ჩემს ძმას ჩემი ნახვაც არ უნდა.-ირონიულად ჩაეცინა
-რას ვიზავთ,ხდება ხოლმე ცხოვრებაში ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაცეები, უბრალოდ დროს უნდა მივენდოთ და ის ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
-არ ვიცი რა იქნება მომავალში, ძალიან მეშინია,ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია,მოცეკვავის კარიერა დავასრულე,დღეს ჩემი ანსამბლი ტურნეში მიდის.აღარც მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს.ამ ერთი შეცდომით მომავალი გავინადგურე.
-ასე არაა,მოიშორე თავიდან ეს აზრები და კარგზეც იფიქრე,მე შენთან ვარ,ისინი თუ უარს იტყვიან შენზე,ჩემთან წამოხვალ.მე და გიო ვიქნებით შენი ოჯახი.
-არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა მარიამ.
-მადლობა არ მინდა,უბრალოდ გახდი დედა,მერე რაა რომ ჩემსავით მარტოხელა დედას დაგიძახებენ?არ დაგავიწყდეს ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ,მერე კი ყველას დაუმტკიცე რომ შენზე უარი არ უნდა ეთქვათ.
-გპირდები მარიამ.
-კარგი,წავალ ახლა ვიმუშავებ, მანამდე შენ გიო დაიტოვე,საღამოს კი სახლში წავიდეთ.დე დარჩები ცოტა ხანს?
-ტელეფონში თამაშები გაქვს?-მიუბრუნდა ელენეს.
-მაქვს.-გაეცინა მას.
-მაშინ დავრჩები,კარგად დედა,ხელი დამიქნია და ელენეს გვერდით კომფორტულად მოეწყო...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.მომწონს და ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№2 წევრი katiusha

mia miako 15
ძალიან კარგი ისტორია.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.მომწონს და ველი შემდეგ თავს.წარმატებები

მადლობა ჩემო კარგო

 


№3 წევრი დარინა

ასეთ გაგიჟებას არ ველოდიი, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს გიორგი დას გვერდში ამოუდგება, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე ამას როგორ ვფიქრობ არ ვიცი, უფრო მეტად მინდა რომ გავიცნოთ მისი პერსონაჟიი, იმედია მალე მიხვდება რომ პატარა გიო მისი შვილია, აი მარიამი ნამდვილად ძლიერი ქალია და მის ფონზე ჯერ გიორგი ძალიან სუსტი ჩანს, თუ არანაირი მიზეზი არ ექნება მარიამის მიტოვების არ ვისურვებდი რომ ერთდ დარჩენილიყვნენ. ისე ველოდები შემდეგ თავს.

 


№4 წევრი katiusha

დარინა
ასეთ გაგიჟებას არ ველოდიი, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს გიორგი დას გვერდში ამოუდგება, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე ამას როგორ ვფიქრობ არ ვიცი, უფრო მეტად მინდა რომ გავიცნოთ მისი პერსონაჟიი, იმედია მალე მიხვდება რომ პატარა გიო მისი შვილია, აი მარიამი ნამდვილად ძლიერი ქალია და მის ფონზე ჯერ გიორგი ძალიან სუსტი ჩანს, თუ არანაირი მიზეზი არ ექნება მარიამის მიტოვების არ ვისურვებდი რომ ერთდ დარჩენილიყვნენ. ისე ველოდები შემდეგ თავს.

დარინა
ასეთ გაგიჟებას არ ველოდიი, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს გიორგი დას გვერდში ამოუდგება, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე ამას როგორ ვფიქრობ არ ვიცი, უფრო მეტად მინდა რომ გავიცნოთ მისი პერსონაჟიი, იმედია მალე მიხვდება რომ პატარა გიო მისი შვილია, აი მარიამი ნამდვილად ძლიერი ქალია და მის ფონზე ჯერ გიორგი ძალიან სუსტი ჩანს, თუ არანაირი მიზეზი არ ექნება მარიამის მიტოვების არ ვისურვებდი რომ ერთდ დარჩენილიყვნენ. ისე ველოდები შემდეგ თავს.

ყოველთვის სიხარულით ველი თქვენს კომენტარს და ვითვალისწინებ თქვენს მოსაზრებას,,წინ დიდი ამბები გველოდება და საინტერესოოვლენები

 


№5  offline წევრი Rania

Vaime. Zalian magari ganvitarebaa. Moutmenlad gelodebitt
--------------------
Q.qimucadze

 


№6  offline წევრი marikuna987

ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოთმენლად ველოდებიი გაგრძელებას იმედია მალე დადებ

 


№7 წევრი katiusha

ჩემი მოუთმენელი და ერთგული მკითხველები ხართ თქვენ,ამიტომ ვეცდები ხვალ ავტვირთო ახალი თავი

 


№8 სტუმარი ნაინა

შესანიშნავი ხართ თქვენ და შესანშნავია თქვენი რომანი????????მოუთმენად ველი მორიგ თავს, გთხოვ ნუ მალდინებ ????????დღეში უამრავჯლ ვნახულბ, მოაინტერესებს????????

 


№9 წევრი katiusha

ნაინა
შესანიშნავი ხართ თქვენ და შესანშნავია თქვენი რომანი????????მოუთმენად ველი მორიგ თავს, გთხოვ ნუ მალდინებ ????????დღეში უამრავჯლ ვნახულბ, მოაინტერესებს????????

მადლობა საყვარელო,ვეცდები კიდევ უფრო მალე ავტვირთო

 


№10  offline წევრი PARVENU

Mdaa, ki wavikitxe maagram...
Es giorgi da tavisi sigoimis emblema ojaxi chveulebrivi kretinozavrebi arian. Gasagebia, sashinelebaa patara gogoze amas ro igeb magram aseti cirki saavadmyofoshi ravi...
Aset situaciashi jruantelis davla kide sxva ganzomilebaa ragac, rac ar mesmis
--------------------
Parvenu

 


№11 წევრი katiusha

PARVENU
Mdaa, ki wavikitxe maagram...
Es giorgi da tavisi sigoimis emblema ojaxi chveulebrivi kretinozavrebi arian. Gasagebia, sashinelebaa patara gogoze amas ro igeb magram aseti cirki saavadmyofoshi ravi...
Aset situaciashi jruantelis davla kide sxva ganzomilebaa ragac, rac ar mesmis

არც თუ ისე იშვიათია მსგავსი შემთხვევები დამიჯერეთ და უარესი ცირკებიც ხდება, ვისთვის შეიძლება მოსაწონი იყოს ვიღაცისთვის არა, ჟრუანტელს რაც შეეხება,როცა გიყვარს მისი შეხება ნებისმიერ სიტუაციაში აგაღელვებს წესით

PARVENU
Mdaa, ki wavikitxe maagram...
Es giorgi da tavisi sigoimis emblema ojaxi chveulebrivi kretinozavrebi arian. Gasagebia, sashinelebaa patara gogoze amas ro igeb magram aseti cirki saavadmyofoshi ravi...
Aset situaciashi jruantelis davla kide sxva ganzomilebaa ragac, rac ar mesmis

არც თუ ისე იშვიათია მსგავსი შემთხვევები დამიჯერეთ და უარესი ცირკებიც ხდება, ვისთვის შეიძლება მოსაწონი იყოს ვიღაცისთვის არა, ჟრუანტელს რაც შეეხება,როცა გიყვარს მისი შეხება ნებისმიერ სიტუაციაში აგაღელვებს წესით

 


№12 სტუმარი Lile

Giorgi ukve uaryopiti lersonajia chemtvis mesmis ro advili araa magram arc ukitxia ra da rogor daemarta tavis das ubralod sheugnebeli adamianis reaqcia iyo da kidev bavshvtan sashinlad moiqca gexvewebi aradaamianad nu aqcev

 


№13  offline წევრი ვიპნი

სათაურმა მიიქცია ყურადღება,საინტერესოდ წერ,გელოდები.პ.ს.წინა მოთხრობებსაც გადავავლებ ახლა თავს .

 


№14  offline წევრი Nessa

მალე დადებ ? ❤️

 


№15 წევრი katiusha

მეორე დღეა ატვირთული მაქვს და არ განოუქვეყნებიათ,ჩემი მიზეზით არ ხდება

ვიპნი
სათაურმა მიიქცია ყურადღება,საინტერესოდ წერ,გელოდები.პ.ს.წინა მოთხრობებსაც გადავავლებ ახლა თავს .

მადლობა,დაველოდები თქვენს შეფასებებსაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent