შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა ( დაბრუნება)


22-03-2019, 20:07
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 241

ნადირობა ( დაბრუნება)

„ თავისუფლება დანაშაულისკენ გიბიძგებს და თვით თავისუფლებაც დანაშაულია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!“



" ნ ა დ ი რ ო ბ ა"

მაღალმა, წვერ მოშვებულმა მამაკაცმა მარმარილოს მაგიდის ზედაპირზე ხმაურით დაახეთქა, საშუალო ზომის გარეული თხის ყელ გამოჭრილი სხეული და მაგიდის მოპირდაპირედ მდგარ შავ პალტოში გამოწყობილ მამაკაცს შეხედა.რომელიც სიგარეტს ეწეოდა და სახეზე გამოსახული ზიზღნარევი შეშფოთებით თვალს არ აშორებდა იდაყვებამდე სახელოებ აკეცილ წვერიანს, რომელსაც სისხლიან ხელებში ხორცის დასამუშავებელი სპეციალური დანა ეჭირა და ისეთი სისათუთით ექცეოდა მკვდარ ცხოველს თითქოს მის ნაწილ-ნაწილ აკეპვას კი არა მისგან შედევრის შექმნას აპირებსო. მაგიდიდან ერთი მეტრის მოშორებით ორი მონადირე ძაღლი წამოსკუპებულიყო და თვალს არ აშორებდნენ საქმიანობაში გართულ პატრონს.
-და როგორ ფიქრობ ჩემში მაგიისადმი ფარული მიდრეკილება იმალება თუ რა ჯანდაბაა?!-ისევ თხას მიუბრუნდა წვერიანი და ზედმეტად ფრთხილად დაიწყო ხორცის ტყავისგან გაცალკევება.-მონადირის საიდუმლო იცი რაშიაა? როდესაც შენი ნანადირევის საკუთარი ხელით დამუშავებას იწყებ,აქ თითქოს ყველა დეტალი გათვლილი გაქვს...ხო, არაფერი?! შენს თვალში ახლა მე სისხლში ამოთხვრილი ადამიანი ვარ რომელიც საშინელებას სჩადის.არადა აქ მთელი შემოქმედებითი რიტუალია.ჩემი საყვარელი რიტუალი.-ხორციდან აცლილ ტყავში ძლიერად ჩაავლო თითები და მთელი ძალით დაქაჩა.
-აქ მონადირის საიდუმლოებების თეორიული შესწავლისთვის არ ამოვსულვარ და შენც კარგად იცი.-ღრმა ნაპასი დაარტყა პალტოში გამოწყობილმა მამაკაცმა.
-აბა,რისთვის მოხვედი?!-საქმიანობა არ შეუწყვეტია ისე ჰკითხა წვერიანმა და მის ტონში თვალნათლივ იგრძნობოდა დიდად რომ არც აინტერესებდა,მისი სტუმარი რისთვის იყო დედაქალაქიდან ამხელა გზაზე ამოსული.
-მორჩი,ამის დედაც...-სიგარეტის ღერი უდიერად დაასრისა,მცირე ზომის მაგიდაზე მოთავსებულ საფერფლეში მამაკაცმა და ხმას აუწია.-დახმარება მჭირდება.
-მისამართი შეგეშალა.-დანა მაგიდის ზედაპირზე ხმაურით დაახეთქა წვერიანმა და ინება სტუმრისთვის თვალებში ჩახედვა.-დიდი ხანია აღარ ვმუშაობ.
-ნიკო...
-შანსი არ გაქვს გიორგი.-ხელები ფართოდ გაშალა ზემოდ ხსენებულმა ნიკომ და შემდეგ მაგიდაზე მიგდებულ სისხლისგან დასვრილ მოზრდილ ტილოზე ხელების გაწმენდას შეუდგა.
-შენს მეტი ვერავინ დამეხმარება.-ხავსს მოეჭიდა გიორგი.
-არ მინდა შენი დახმარება.-ისევ დანას მიუბრუნდა წვერიანი და სანახევროდ გატყავებული ცხოველის დამუშავება განაგრძო.-შეგიძლია დღეს დარჩე და გარეული თხის მწვადებზე დამეწვიო.დამერწმუნე არ ინანებ.-ისე მიუგდო ვახშამზე დაწვევის შეთავაზება ზედ აღარ შეუხედია.
გიორგიმ ღრმად ამოიოხრა,პალტო გაიხადა და მოშორებით მდგარი ჩალის სკამის საზურგეზე გადაკიდა.თავად კი მეორე სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა თან თვალს არ აშორებდა წვერ მოშვებული მეგობრის საქმიანობას,რომელმაც ხორცი,ტყავისგან სრულიად გაანთავისუფლა და ტყავი ნაგვისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის შავ პარკში ჩააგდო.ხელები ისევ გაიწმინდა ტილოზე და დანების ჩასაწყობი,ხის სათავსოდან მოზრდილი ვერცხლისფერ ტარიანი დანა ამოარჩია.ტყავ გაცლილ ცხოველთან დაიხარა და ზედმეტი სიზუსტით დაიწყო მუცლის ჩაჭრა.საიდანაც შიგთავსის გამოღება და გასუფთავება იყო საჭირო.რომელსაც შემდეგ მცირე ზომის ნაჯახით დაანაწევრებდა და უკვე დამუშავებულ და გამზადებულ ხორცს, ნაწილს გარეცხავდა საჭმლის მოსამადებლად. ნაწილს კი დააფასოებდა სპეციალურ კონტეინერში და მაცივრის საყინულეში შეინახავდა.ექვსი თვე ხდებოდა რაც დედაქალაქს გამოქცეული მაღალმთიანი სოფლის თითქმის განაპირას.ტყის პირზე, ერთ სართულიან ხის კოტეჯში დაიწყო ცხოვრება.ცივილიზაციას მოწყვეტილი,განდეგილივით ცხოვრობდა და ცხოვრების მთავარ კრედოდ გადაქცეული ნადირობით ირთობდა თავს, რომელიც ამავდროულად საკვების შოვნის მარტივი გზაც გახლდათ.მთელი დღის განმავლობაში ტყე-ტყე დაეხეტებოდა და იმდენი დრო ჰქონდა საკუთარ წარსულზე დასაფიქრებლად ხანდახან ნერვებიც კი ეშლებოდა.

*********
-აქ რამდენ ხანს აპირებ ყოფნას?-ვახშმობას მორჩა თუ არა სიგარეტს მოუკიდა გიორგიმ და სკამის საზურგეს მიყრდნობილი მეგობარს დააკვირდა,როემლიც წარბის შეუხრელად მიირთმევდა დილას მონადირებული ცხოველის შემწვარ ხორცს.
-ბოლოს სარკეში როდის ჩაიხედე?-არ აპირებდა გაჩუმებას მამაკაცი.
-ნარცისი არასდროს ვყოფილვარ...-მხრები უდარდელად აიჩეჩა წვერიანმა.
-არც ტყის კაცი ყოფილხარ... ტყეში გაჭრილი,ცხოვრლების ხოცვით რომ ირთობს თავს.
-აბრაგად არ გავჭრილვარ...არც მაუზერს ვმალავ ბალიშის ქვეშ და არც შენს დაყაჩაღებად ვაპირებ.-ხმამაღლა გაეცინა წვერიანს.
-ბიზნესმენ არჩილ ჩერქეზისშვილი ქალიშვილი დაიკარგა.-თვალები მოისროსა გიორგიმ-მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ააწრიალეს მაგრამ კვალსაც ვერსად მივაგენით.
-არ უცდია თავად მოეძებნა? ბოიფრენდთან,ღამის კლუბებში, დაქალებთან,ტუსოვკებზე ან რავიცი...
-ის 16 წლის არის..
-ასაკიც ხელს უწყობს.-მხრები აიჩეჩა წვერიანმა.-"დეე,დაქალთან ვრჩები" ...დაქალი ბოლოს შესაძლოა მამრობითის სქესის აღმოჩნდეს,რომელიმე სასტუმროში სულის ამოხდვამდე იჟომავებს და დაბრუნდება.
-ასე მარტივად უყურებ ყველაფერს?!-სახე დამანჭა გიორგიმ და მის ფეხებთან გაწოლილ ძაღლს დააკვირდა.მონადირის ჯიშის კოპლებიანი "კურცხალი" ნეტარი მზერით შესციცინებდა პატრონს და კუდის მონარჩენს აქტიურად აქიცინებდა.
-საერთოდ ვერ ვხედავ ვერაფერ საგანგაშოს.-სიგარეტს მოუკიდა წვერიანმა.-თან მე ხომ არ ვიძიებ ამ საქმეს არაა?!
- დახმარება მართლა მჭირდება ნიკა.
-შემიძლია რჩევა მოგცე...-მხრები აიჩეჩა წვერიანმა.-უბრალიდ დაიკიდე და დინებას მიჰყევი.იქნებ დროა ამჯერად სხვამ გააკეთოს შენი გასაკეთებელი საქმე?
-ასე მარტივად არ არის ყველაფერი ნიკო...
-ატრა*კებ...-გაიცინა წვერიანმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.-რთული არასდროს არაფერი არ არის, თუ იცი მოცემულ მომენტში სიტუაციას როგორ მიუდგე...
-და შენ იციი?!-ინტერესით მიაშტერდა თვალებ დაწვრილებულ მეგობარს გიორგი.წვერიანმა ორაზროვნად გაიცინა.
-ესეიგი იცი...იქნებ მეც გამანდო შენეული მიდგომის ტაქტიკა.
- მე,ყლ*ეზე !-მხრები აიჩეჩა წვერიანმა.
გარეთ საკმაოდ ჩამობნელებულიყო.დილანდელივით წვრილი ფიფქებით ცრიდა. სახლში საკმაოზე მეტად თბილიდა,ბუხარში ხმელი შეშები ტკაცუნობდა, მოხტუნავე ცეცხლის ალი კი უცნაურ ფიგურებს ხატავდა.სახლის შორი-ახლოს მგელმა დაიყმუვლა და მთებში უცნაურ ექოდ დაირხა მისი ძილისპირული.ბუხრის წინ, მოწნულ საცარძელში მჯდარმა წვერიანმა, ფეხები წინ გაშალა და სიგარეტს მოუკიდა.არც ერთი არ აპირებდა ღამის მყუდროების დარღვევას...საკუთარ ფიქრებში ჩაძირულნი თვალს არ აშორებდნენ ბუხარში მოხტუნავე ცეცხლის ალს და სიგარეტს მდუმარედ აბოლებდნენ.



მოვედიიი... :))) ესეიგი,აქვე გაგარკვევთ მერე რომ არ დაიწყოთ ეს რომელიააა?! ეს რატოაააა?! აუ ისე რატოააა?! :)))) ეს არის ნადირობა ნაწილი 2 ჩემეული ვერსია,რომელიც არ ამიტვირთია საიტზე.ახლა კი გადავწყვიტე ავტვირთო.

ჰო,ნება თქვენია.გნებავთ წაიკითხეთ( რითაც ძალიან გამახარებთ) გნებავთ,არ წაიკითხოთ.ვისაც არ გეყოფათ ნებისყოფა,თავს ვერ შეიკავებთ ავტორის ლანძღვისგან და ასე შემდეგ...სჯობს მართლა ნუ წაიკითხავთ.


ძალიან მომენატრეთ ჩემო ერთგულო მკითხველო...ძალიან მიყვარხართ...ძალიან მახარებთ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიი. :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

დაბრუნებას გილოცააავ, ნამდვილად აკლდა საიტს შენი სიახლეები, ისე მომნატრებიხარ, ეს საზიზღარი ეგოისტიი ნიკოლოზის დაბრუნებაც კი გამიხარდაა, დავიბენიი, რეალურად არანაირი აზრი არ მომდის თავში, როგორც ყოველთვის ნიკოლოზი ფორმაშიააა. გიორგის გამოჩენა ისე მიხარიიააა, განსაკუთრებით მიყვარს მისი პერსონაჟი.

 


№2  offline წევრი Takk.22

როგორ მომებატრა ნიკოლოზი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნენე

როგორ ყოველთვის თავიდანვე ინტრიგა ჩააგდე ხოო ახლა რა მოითმენს როდის დადებ თავ თავებად . პირველი ის მაინტერესებს ნენე სად გაქრა ან ნიკოლოზი რატომ გაქვს ტყვის კაცს მაგრამ იმედი მაქვს მეორე თავში რამეს მაინც გავიგებთ და ესეთი პატარა და მოკლე არ იქნება და ისეთიიქნება ადრე რომ დებდი დიდი და ნოყიერი ... მართალია ავტორი ვისაც არ მოგწონთ არ წაიკითხოთ laughing

 


№4  offline წევრი თინა-თინი

ძალიან მომწონს უკვე ატვირთული "ნადირობა 2", იმ ნაწილში ნიკა ბევრად უფრო ადამიანური და კეთილია ვიდრე პირველში, ნენე კი ძალიან კარგი და საყვარელი. წავიკითხავ ამასაც მაგრამ მგონია უკვე ატვირთულს ვერ აჯობებს satisfied

 


№5  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

რამდენჯერაც მინდა ეს კაცი შევიძულო წინა "ნადირობა 2" -ის მერე იმდენჯერ უფრო მიყვარდება..
რომ ვამბობ მძულს -თქო მერე ვატყობ რომ მგონი იმდენად მიყვარს სიძულვილში გადამდის ...
არადა ბოლოს სასტიკად გავლანძღე.. მაგრამ არ შემიძლია ამის შეძულება, კი არა არ მოწონებაც ნუ....

აი ახლა უბრალოდ განსახილველი მართლა არაფერი მაავს ნიკოლოზის გარდა...

აი დაბრუნებაც მესმის...

პ.ს იმედია "გეგმა ბ " -ს დასასრულს მალე ვიხილავთ

 


№6  offline წევრი Gotham

ინტრიგა რომ ჩააგდე ეს უკვე ფაქტია???????? რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გამიჭირდეს შენი ისტორიის მითუმეტეს ნიკას ისტორიის გამოტოვებას არ ვაპირებ ???? ნიკა ზე კაცია,ნაგავი და გათახსირებული, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც მიყვარს თავისი ირონიით რომ შეუძლია სიცოცხლე მოგიშხამოს და ამავდროულად გამონათებებით იყოს ყველაზე ადამიანური???? არ ვიცი რაყომ მიყვარს რითი დაიმსახურა მაგრამ განვმეორდები ჰი იზ მაი აიდოლ ფერსონ???? არვიცი რამდენად სწორად მივხვდი ეს ნაწილი სავარაუდოდ ნენეს გაცნობამდეა ხო????

 


№7  offline წევრი Tatutatu

აუ გვეშველა არიქა :დდ ჯერ კიარ წამიკითხია მარა კითხვით მოგმართავ - ნადირობა 2 აიღე და ესაა პირვსლის გაგრძელება? ვიქნები ბოროტი და ნენე თუ არ გამოხტება ხო კაი :დ

მოვიცლი და ჩავუჯდები :** გამიხარდი

 


№8  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

დარინა
დაბრუნებას გილოცააავ, ნამდვილად აკლდა საიტს შენი სიახლეები, ისე მომნატრებიხარ, ეს საზიზღარი ეგოისტიი ნიკოლოზის დაბრუნებაც კი გამიხარდაა, დავიბენიი, რეალურად არანაირი აზრი არ მომდის თავში, როგორც ყოველთვის ნიკოლოზი ფორმაშიააა. გიორგის გამოჩენა ისე მიხარიიააა, განსაკუთრებით მიყვარს მისი პერსონაჟი.

მადლობა ჩემო კარგო.გიორგის და ნიკოლოზის დუეტი განუყრელია და აბა მის გარეშე როგორ იქნებოდა

meocnebe avadmyopi
რამდენჯერაც მინდა ეს კაცი შევიძულო წინა "ნადირობა 2" -ის მერე იმდენჯერ უფრო მიყვარდება..
რომ ვამბობ მძულს -თქო მერე ვატყობ რომ მგონი იმდენად მიყვარს სიძულვილში გადამდის ...
არადა ბოლოს სასტიკად გავლანძღე.. მაგრამ არ შემიძლია ამის შეძულება, კი არა არ მოწონებაც ნუ....

აი ახლა უბრალოდ განსახილველი მართლა არაფერი მაავს ნიკოლოზის გარდა...

აი დაბრუნებაც მესმის...

პ.ს იმედია "გეგმა ბ " -ს დასასრულს მალე ვიხილავთ

გეგმა "ბ" აუცილებლად იქნება სრულად უბრალოდ ცოტა ისეთ სიტუაციაში ვიყავი მთელი თვე ვერ შევძელი აქტიურაობა. აუცილებლად ვასრულებ პირობას ამის მაგალითი კი "თვითმარქვიაა" ცოტა დრო მჭირდება და აუცილებლად ვიაქტიურებ.

 


№9  offline წევრი Tatutatu

მე მაპატიეთ წავიკითხე და გავერკვიე კიდეც :დ))

 


№10  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Tatutatu
აუ გვეშველა არიქა :დდ ჯერ კიარ წამიკითხია მარა კითხვით მოგმართავ - ნადირობა 2 აიღე და ესაა პირვსლის გაგრძელება? ვიქნები ბოროტი და ნენე თუ არ გამოხტება ხო კაი :დ

მოვიცლი და ჩავუჯდები :** გამიხარდი

გიპასუხებატ კითხვებზე :)))) რა პრობლემაა.ეს არის დეტექტივი ციკლიდან "ნადირობა" გმირები იგივე..ისტორია სხვა.იმედი მაქვს ესეც მოგეწონებათ.ჩათვალეთ რომ ეს არ არის წინა ნადირობის გაგრძელება.ხომ აქვს ბევრ მწერალს ერთი და იგივე სახელწოდების დეტექტივები სხვადასხვა ისტორიებით.მაგალითად მაია ბურჭულაძეს თუ არ ვცდები შვიდი თუ რვა დეტექტივი აქვს დიმიტრი ძნელაძეზე. ან თვითმარქვია დეტექტივზე იმ ჟურნალისტი ქალის სახელი დამავიწყდა.
არა არ ვბაძავ არავის...უბრალოდ ეს გმირები ზედმეტად მიყვარს და ვფიქრობ დეტექტივს ეპატიება ( აგრეთვე ავტორს) დაწეროს რამდენი ისტორიაც უნდა იმდენი
ახლა ვიღაც იტყვის ( სანტა ბარბარაა მამაძაღლიი?! ბევრს მობეზრებული აქვს,ბევრს აგრესია აქვს ამ გმირების მიმართ მაგრამ მე რატომღაც სურვილი მაქვს რომ ვწერო და იმედი მაქვს მომყვებით)

 


№11  offline წევრი Gemini mood

Nikolozi chemi favoritia es personaji sul mikvarda yvelafrit da imedi maqvs ro es istoriac winebis msgavsad agmafrtovanebs da mimajachvebs❤❤erti kitxva maqvs ninia wereteli dabrundeba?? Sheidzleba txovnac ikos chemgan imdenad vgulshematkivrobdi mat wyvils da ertad ro ver davigule dzaan guli dmwyda...dzalian male velodebi axal tavs❤❤

 


№12  offline წევრი მაია❤

ვაიმე ფეფო როგორ გამიხარდიიიი ❤❤❤
რა სანტა ბარბარა,კაი რააა,გვიმრავლე ასეთი "სანტა ბარბარები" :D კბილები მიკაწკაწებს მომავალი სიამოვნებისგან რაც წინ მელოდება შენი გადამკიდე ❤❤❤❤❤❤
მაკლდი მეც და საიტსაც ❤❤❤❤❤

 


№13  offline წევრი kora

არ მჯერა ახლა მართლა ამ სათაურს რომ ვკითხულობ. საიტის პაროლიც კი ძლივს გამახსენდა რომ შემოვსულიყავი და კომენტარის დადებით დამეჯერებინა.
ნიკა ჩემი სიყვარულია! უბრალოდ ვგიჟდები ამ პერსონაჟზე და შენ ეს იცი.
ახლა ამ მდგომარეობაში აქ რომ ვარ და ამას ვკითხულობ მეც კი მიკვირს, საოცარი ემოციით დამმუხტა და მოუთმენლობით ამავსო.
სასწაული გოგო ხარ, ისედაც ხომ მიყვარდი და ამის მერე უბრალოდ გაგიჟებული ვარ შენზე ❤️
--------------------
kira.G

 


№14 სტუმარი სტუმარი elo

ახლა წავიკითხე ისტორიაც და შენი კომენტარები , მართალი ხარ პერსონაჟებიშენია და შეგიძლია სხვა ისტორია შექმნა მაქედან ასე რომ მე მომწონს ესეთი დაწყება და მიხარია რომ იმ ნადირობის გაგრძელება არაა იმიტომ რომ ეგ ისტორია მორჩა და ახალი ისტორია იწყება, პირველი აქ სხვა ნიკოლოზ ვხედავ, მეორე გიორგის გამოჩენა ყოველთვის მახარებს კარგი მეგობარია . ინტრიგანი ვინმე ხარ ესეთ რამეებს რომ წერ , და როგორც კი შედძლებ დადე .
ავტორი ხარნ შენ და როგორც გინდა ისე გააკეთე ვისაც მოსწონს ყველა გამოგყვება და იმედია ბევრი არ გამოხტება იმის ძახილით მე ესეტი დასასრული მინდა შეეშვით ავტორს და უბრალოდ ისტორიით დატკბით.
პ.ს ამ პერსონაჟებისგან ველოდები ახალ საოცარ და კარგ ისტორიას არ ვაპირე პარალელი გავალო წინა ისტორიაზე ასე რომ ეს იტორია არის ახალი ახალი პერსონაჟებით და თვისებებით.

 


№15  offline წევრი Ma No

დაბრუნდი შენ და დავბრუნდი მეც❤ ჩემი ოქრო გოგო ხარ, უკვე მეც კი ინტრიგაში ვარ:)))❤

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია აქ ნენე აღარ გამოჩნდება და ისევ ლიზასთან დარჩება

 


№17  offline წევრი Elennee

აუუ როგორ გამიხრდააა<3 როგორ მენატრებოდა ნიკოლოზი და გამოძიებები???? ძალიან დავინტერესდი და ველოდები ????☺️

 


№18  offline წევრი ნინ ია

როგორ მიარიაა ამ ისტორიის ისევ გამმოჩენა

როგორ მიარიაა ამ ისტორიის ისევ გამმოჩენა

 


№19  offline წევრი ნანა73

რადგან დაბრუნდი და გხედავ, რა მნიშვნელობა აქვს ვისზე დაწერ? მთავარია დაწერ და წავიკითხავ. მომენატრე ❤️❤️❤️

 


№20 წევრი აბლაბუდა

ვაიმე დაბრუნდა არანორმალური გოგო თავისი არანორმალური ისტორიით და კიდევ ნიკო, ველი მომდევნოს თავებს მოუთმენლად -:*

 


№21 სტუმარი ბაკი

ფეფოო იქნებმიპასუხო რა ამ ისტორიაში ნეენეე ან ლიზა გამოჩნდებიან?

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინო

ნენემაც მიატოვა კაცო?! მგონი წავა ლიზასთან მეორე კრუგზე :დ :დ :დ

 


№23  offline წევრი ხოსე

რამდენი ხანია არ შემოვსულვარ და ისე ყოველი შემთხვევისთვის შემოვიარე, შემოვიარე და ისეთი სათაური დამხვდა წამის მეათასედში აკიფანცქალდა გული მოვიცლი და ჩავუჯდები. როგორ მიყვარს ნიკა და ნადირობა, პირველად ეს წავიკითხე შენი და მორჩა ფავორიტია :-D ხალხს როგორ გაუხარდა ნენეს არ არსებობა :-D მაგამ ნენეს მოყვარულებიც აქვე ვართ :-D

ხოსე
რამდენი ხანია არ შემოვსულვარ და ისე ყოველი შემთხვევისთვის შემოვიარე, შემოვიარე და ისეთი სათაური დამხვდა წამის მეათასედში აკიფანცქალდა გული მოვიცლი და ჩავუჯდები. როგორ მიყვარს ნიკა და ნადირობა, პირველად ეს წავიკითხე შენი და მორჩა ფავორიტია :-D ხალხს როგორ გაუხარდა ნენეს არ არსებობა :-D მაგამ ნენეს მოყვარულებიც აქვე ვართ :-D

ხო ფეფო განმარტება კი წავიკითხე მაგრამ მაინც ვერ მივხბდი ეს ნაწილი ქრონოლოგიურად მთელინისტორიის მანძილზე სად უნდა ჩავსვა :-D თუ არ უნდა ჩავსვა და სხვა ალერნატიული მეორე ნაწილია? :-D

 


№24 სტუმარი სტუმარი ნატუკა

წინა ოსტორია არ წამიკითხავს მაგრამ ეს რაც დავიწყე ძაან საინტერესოა და ერთი სული მაქვ როდის დადებ ახალ თავს...ძაან შოკი ისტორიაა და არ გვალოდინო დიდი ხნით.

 


№25 სტუმარი ნათია41

ღმერთოოო... ვინ დაბრუნებულა და თან რა ისტორიით. გამახარეე...
ამბობ რომ ნადირობა ორია, მე კი სამს დავარქმევ. ახალი ინტრიგა და ახალი პერსონაჟები, კაია, ალბათ გოგოც ახალი გამოჩნდება(იმედი მაქვს). არა განა წინას ვიწუნებ პირიქით ძალიან მიყვარდა მაგრამ ახალ ისტორიას ახალი გოგო მოუხდება. რაც მთავარია ნიკო უცვლელია. კაცი საოცრება პირველი ისტორიიდან ვაფანატებ ამ ზე კაცზე.
მიხარია რომ გეგმა ბ გააგრძელებ და სრულად ვიხილავ. ❤

 


№26  offline წევრი სიბილა

მხოლოდ ერთს ვიტყვი-დააშავებ, ბოლომდე თუ არ წამაკითხებ.დიახ, ძალიან მაინტერესებს/

 


№27 სტუმარი სტუმარი თამთა

დაგვიბრუნდიიი უბროდ საოცრებაა, ინტრიგა უკვე ჩააგდე?? უბრალოდ ქრონოლოგიურად როგორ მოარგებ დანარჩენ ნაწილებს. ძალიან მინდა ამ ნაწილში ლიზა დამიბრუნო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent