შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (5)


22-03-2019, 23:19
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 279

სხვისი ცოლი (5)

ჩემმა ნათქვამმა ორივე გაგვამხიარულა.სიცილი ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.ალის შევყურებ და ვფიქრობ რომ ის ყველაფერს აკეთებს,რომ ჩემი ცხოვრება შეცვალოს და ნელ-ნელა გამოსდის კიდეც.მთელი ძალით ჩამბღაუჭებია და თავიდან მასწავლის სიარულს.ალი ბევრად მეტია,ვიდრე უბრალოდ ადამიანი.მისი უზადო ღირსება ჩემს წინ სუფთა ფურცელივით იშლება
და მის თვალებში მკაფიოდ ვხედავ სანდო და გამორჩეულ ადამიანს.უფლის მადლობელი ვარ,რომ მეგობრად ალი მარგუნა.მისი დახმარებით ცხოვრებას თავიდან დავიწყებ და იმაზე ძლიერი ვიქნები,ვიდრე ახლა ვარ.ჩემი მე ჯერ კიდევ მერყეობს და სასოწარკვეთილების ბურუსშია გახვეული.ომარზე ფიქრი მიპყრობს,ნუთუ მართლა აღარ ვუყვარვარ,ასე უცებ დაასამარა ჩვენი სიყვარული?! ალის ნათქვამი მახსენდება "რომ ყვარებოდი,ასე მარტივად ვერ შეძლებდა შენს გადაყვარებას. . . უბრალოდ,შეუძლებელია შენ შეგიყვაროს ადამიანმა და მერე გრძნობა შეეცვალოს. " ნუთუ მართალია?! მაგრამ რატომ აქვს ალის ჩემზე ასეთი წარმოდგენა.ერთი ჩეულებრივი ქალი ვარ და განსაკუთრებული არაფერი მაქვს.
-თვალი დაახმახმარე,თორემ დაგეწვება,- მითხრა ალიმ და ხელი ამიქნია სახესთან ,- ისე მომშტერებიხარ,მგონია ფიქრებში ტანზე მხდი ,- ამბობს და ხარხარებს.
-როგორ გეკადრებათ,-თავი გავიქნიე ,- რაღაცაზე ჩავფიქრდი,არ შეიძლება?- ვკითხე და დავებღვირე. თავი დამიქნია და გვერდით ჩამომიჯდა დივანზე.ხელი გადამხვია მხარზე და სახე ახლოს მოწია,თვალებში მომაშტერდა.
-ჩემო მართა ,- მომმართა და თვალების კუთხეებში სამი ნაკეცი გაუჩნდა,-დიდად კმაყოფილი ვარ,რომ მე მიყურებ,მაგრამ არც ისეთი გახარებული დავრჩები ჩემზე,რომ არ ფიქრობდე და ზუსტად თხუთმეტი წუთი მე მომშტერებოდე თვალმოურიდებლად,-წარბი აბზიკა და ცხვირი შეჭმუხნა.ისე ახლოს აქვს თავი მოწეული,ახლა შევამჩნიე,რომ საფეთქელთან წითელი საკმაოდ მკრთალი ხალი აქვს.
-სიცოცხლის ხალი ,- წამოვიყვირე და შეშინებულმა თავი გაწია,- საფეთქელტან წითელი ხალი გქონია,- ვუთხარი და გავიღიმე.
-ახლა დაინახე? - ამოისუნთქა და ხელი საფეთქელთან დაიდო ,- არ ვიცი რისი ხალია,მაგრამ მაქვს და ვერსად წავიღებ.
-ზუსტად არც მე ვიცი,მაგრამ ასე ამბობენ.
-რასაც ამბობენ,ყველაფერი სიმართლე როდია,მართუნა!
-ძველი ხალხისგან ვიცი.
-მეც გამიგია,რომ თუ ადამიანს ბევრი ხალები აქვს დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს,მაგრამ მე ბედნიერების არაფერი მცხია,დიდხანს სიცოცხლეს რაც შეეხება კიდევ,არ ვიცი,იქნებ ხვალ მანქანამ გამიტანოს.
-რას ბოდიალობ,ღმერთმა დაგიფაროს,ეგ მეორედ აღარ თქვა.
-იმის თქმა მინდა,რომ არასოდეს ვიცით რა გველის და დაზუსტებით და ვიღაცების მონათხრობით ვერ ვიტყვით რომ დიდხანს ვიცოცხლებთ.
-ეგ,რა,თქმა,უნდა.
-ვივახშმოთ და მე სახლში წავალ,ვიღაცას ველოდები,-წამოდგა დივნიდან და მხრებში გაიმართა.
-ვის? - ვკითხე,მაგრამ პასუხი უკვე ვიცი,იმ ქალს.
-სოფიას,-მიპასუხა კმაყოფილი გამომეტყველებით.
-სოფია იმას ჰქვია?
-დიახ,ლამაზი სახელია არა?
-კი,რავიცი,ვისთვის როგორ,- ვუპასუხე და მეც ავდექი,- ჯობია ვივახშმოთ,- მივუგე და სოსისის მოსახარშად სამზარეულოსკენ გავემართე.
-ხომ არ გწყინს სხვა ქალს რომ ვხვდები,- მომყვა უკან ალიც.
-არა,რას ამბობ,რატომ უნდა მეწყინოს,- გამეცინა.
-რავიცი,დავაზუსტე მაინც.
-გვეყოს საუბარი და მიხვედოთ საქმეს,-ვუთხარი და მცირე ზომის ქვაბი წყლით ავავსე,ქურაზე შემოვდგი და თავსახური დავაფარე.ალი სკამზე ჩამოჯდა და მიყურებდა.
-მშვენივრად ტრიალებ სამზარეულოში,მართალია ეგ სოსისები ქარხნისაა,მაგრამ მოხარშვა ხომ უნდა.დღეს ვერ შევაფასებ შენს კულინარიულ შესაძლებლობებს,მაგრამ სხვა დროს აუცილებლად გავსინჯავ და მერე ვიფიქრებ გაგათხოვო თუ არა.
-გამათხოვო? - წარბი ავზიდე,- ვინ გითხრა რომ გათხოვება მინდა.
-ვიხუმრე,ის გამოთქმა ხომ იცი,ვის ოჯახშიც შენ შეხვალო და ეგ მინდოდა მეთქვა.
-გასაგებია,- გამეცინა.ოჯახი ნამდვილად აღარ მინდა,უბრალოდ ამაზრზენია,თავს ხელემორედ ვერ ჩავიგდებ საფრთხეში.
-ქვაბს მიხედე,- შემახსენა ალიმ.თავსახური მოვხადე და ადუღებულ წყალში ერთი სუფრის კოვზი მარილი ჩავყარე,მოვურიე და გადარეცხილი სოსისები ფრთხილად ჩავალაგე,თავი ოდნავ დავახურე და დაველოდე.ალიმ ლუდი ჩამოასხა.
-მშვენიერი საღამო გვაქვს,- თქვა მან და ლუდი რომ მოსვა, ქაფი შერჩა ზედა ტუჩზე და სიცილი ამიტყდა,- რა გაცინებს?- გაკვირვებულმა მკითხა.
-ტუჩზე,ზემოთ ქაფი გაქვს,- ვუპასუხე სიცილით.
-მერე რა,- გაეცინა და ხელსახოცით მოიწმინდა.
-არაფერი,უბრალოდ სასაცილო იყავი.
-წარმომიდგენია.
-სოსისი მობრძანდება,- მივუგე და ცხელი სოსისები თეფშზე დავაწყე,ქურა გავთიშე და თეფშით ხელში ალისკენ წავედი.კარგო არომატი დადგა.თეფში შუაში დავდგი და ალის წინ დავჯექი.

***
მთელი სხეული ბედნიერების ჰორმოს გამოყოფს და გაბადრული სახით საწოლზე გულაღმა ვწვები,ჭერს ვაცქერდები და ისევ მთვარისგან განათებულ ნაწილს ვაკვირდები.ალისთან ერთად კარგი საღამო გამოვიდა,მარტო ალბათ გავრეკავდი,საკუთარი თავისთვის საჭმლის მომზადებაც დამეზარებოდა და კუჭს ყურადღებას არც კი მივაქცევდი,ისე დავიძინებდი,თუმცა ჩემს ცხოვრებაში არსებობს ალი და ის ზრუნავს ყველანაირად.თითქოს წინასწარ იცის რა უნდა გააკეთოს და რა შედეგი მოჰყვება ამას.ყოველთვის იქ არის სადაც უნდა იყოს და იმას აკეთებს რაც მართლაც საჭირო და აუცილებელია.რომელი სიკეთისთვის დავიმსახურე ასეთი მეგობარი არ ვიცი.ზოგჯერ მგონია,რომ იცის რა უნდა ვთქვა,ან გავაკეთო,ანგელოზია,რომელსაც დედამიწაზე ფრთები მოაჭრეს და ვეღარ მიდის სხვაგან.სამუდამ ჩემი ანგელოზია.

***
-შენთან ძალიან კარგია ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია,-ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი.მისი სხეულის შეხება არ მესიამოვნა,თითქოს ყელში ვიღაცამ წამიჭირა და ამის გამო მახრჩობდა.სოფია წამოდგა,სრულიად შიშველი ჩემ წინ დადგა და ხელები სახეზე მომკიდა.
-ჩვენ საერთოდ არაფერი გავქვს,ამის გარდა,მაგრამ ყოველთვის უარს ამბობ,როგორც კი საწოლამდე მიდის საქმე.
-შენ ვერ გაიგებ,არის რაღაც,რაც უფლებას არ მაძლევს შენთან ინტიმური ურთიერთობა მქონდეს,საოცარი ქალი ხარ,მიმზიდველი,მაგრამ სურვილი არ მაქვს.
-სხვა ქალი გყავს? - ეჭვით შემომხედა.
-არა,არავინ არ მყავს,სერიოზული ურთიერთობისთვის ჯერ მზად არ ვარ
-მაშინ რა ხდება? პირველი მამაკაცი ხარ ჩემთვის,ვის წინაც შიშველი ვდგავარ და ხელსაც არ მადებს,უბრალოდ იმიტომ რომ არ უნდა.
-მეც არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ არ გეწყინოს,დღეს ალბათ ზედმეტი ემოციებისგნ ვარ დაღლილი.
-კარგი,ამ ღამეს გაპატიებ,მაგრამ მერე უარს აღარ მივიღებ.
-კიბატონო,ახლა უბრალოდ დავწვები და დავიძინებ,თუ გინდა შენც აქ დაიძინე,თუ არადა წადი სახლში.
-დავრჩები და იქნებ გადაიფიქრო,- მითხრა და საწოლში დაბრუნდა.მე კი წამოვდექი,ფანჯარას მივუახლოვდი და მთვარეს გავხედე.მან მაინც მითხრას რა ხდება ჩემ თავს.სოფიას რომ ვკოცნი წამიერად მართას სახე მელანდება და ვშორდები,მგონია რომ ვცოდავ მართას წინაშე,ის ხომ ჯერ ისევ გათხოვილია და არც ისეთ ქალებს მიეკუთვნება ყველა მეგობარ მამაკაცს საწოლში ჩაუწვეს.მართა სულ სხვაა.ის სუფთაა და საოცრად ნაზი.მისი თვალები პატარა ბავშვის უმანკო და ჯერაც უდარდელი სხივებით ანათებს და საუბრის დროს ისეთ დადებით ემოციას გადმოსცეს,ვერ სწყდები,მასში ეფლობი და არ გინდა რომ გამოხვიდე.მისი გულუბრყვილო ბუნებით ისარგებლა ომარმა და ცხოვრება დაუნგრია,მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ,რომ მართას თვალები იმაზე მეტი სხივებით ავავსო,ვიდრე ახლაა. მის თვალებში არსებული მზე არასოდეს ჩაქვრება,თუკი ამის უფლებას არ მივცემ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ვაიმეეე, ეს იყო რაც იყო, ახალ თავს ველოდები და ძალიან გთხოვ არ დაიგვიანო რა

 


№2 მოდერი tasusuna

სასიამოვნოდ წასაკითხი,განსატვირთიისტორიაა-განვმეორდები.. ❤️❤️
ველი მომდევნოს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent