შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 4


24-03-2019, 11:25
ავტორი katiusha
ნანახია 843

მარტოხელა  დედა. თავი 4

ხშირად მიფიქრია რა აიძულებთ გოგოებს დაადგნენ არასწორ გზას და გახდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. ვფიქრობ ამისკენ თავისი ოჯახის წევრები უბიძგებენ მათ,როცა ასე რიყავენ და სახლიდან აგდებენ, მითუმეტეს ასეთ პატარა ასაკში. ისინი მარტივად ცდებიან და ერთი ხელიდან მეორეში გადადიან. შესაძლოა გამოჩნდნენ ძლიერებიც, ისეთები როგორადაც მე ვთვლი ჩემს თავს, ეწინააღმდეგებიან ცხოვრებას და მის გამოცდას აბარებენ.ფეხზე დგებიან. ღირსეულად და ამაყად ცხოვრობენ.როგორი ხმამაღალი განაცხადია არა?მეც კი მეცინება ხოლმე ხანდახან ამაზე.
არასოდეს არ მივცემდი არც თავს და არც არავის რომ ელენეს დაცემა და განადგურება ენახათ.მას აუცილებლად დავაყენებდი ფეხზე და ღირსეულ ქალს დავაყენებდი მისგან. გაანალიზებული მქონდა რომ ახლა ერთი კი არა,დღეიდან სამი ბავშვი მეყოლებოდა აღსაზრდელი…
საღამომდე ერთი პატარა ოპერაცია და უკვე ნაოპერაციევი პაციენტების მონახულება მოვასწარი,მძიმე შემთხვევები დღეს არ იყო,ამიტომ დროულად მოვრჩი მუშაობას. გამოვიცვალე და ელენეს და გიოს მივაკითხე.
-აბა მზად ხართ?წავედით სახლში.
ელენე არ წამომდგარა,გიო კი მაშინვე წამოხტა და კარისკენ გაიქცა.
-ადექი რას ელოდები?
-მერიდება და მცხვენია მარიამ.იქნებ სახლში წავიდე.
-შენები არ მოსულან,არც დაურეკიათ, არ მგონია მათ მიგიღონ და კარი გაგიღონ,სახლში შეგიშვან,ცოტა ხნით მაინც წამოდი.-მისი პატარა სპორტული ჩანთა ხელში ავიღე.
-ელენე ხომ დამპირდი შენს სათამაშოებს ვნახავო?წამოდი გაჩვენებ, თუ მოგეწონება რამე გაგახარებ და გაჩუქებ.-ხელი ჩაჰკიდა გიომ და წამოდიო დაეჯაჯგურა.
დამფრთხალი ჩიტივით იყურებოდა აქეთ-იქით და თითქოს ყველა ადამიანში ოჯახის წევრებს ეძებდა, ელოდა თუ ეშინოდა მათი წარმოდგენა არ მქონდა,არც ის ვიცოდი რას ფიქრობდა გულში, გვერდით მომყვებოდა და ცრემლებს იკავებდა.
ტაქსში ჩავჯექით,სახლის მისამართი ვუკარნახე,გიო როგორც ყოველთვის გარემოს დათვალიერებით იყო გართული.ჩვენ კი ორივე ვდუმდით.
გზად მაღაზიაში გავიარეთ, საკვები პროდუქტები შევიძინეთ და სახლში წავედით.
დაბნეული და მორიდებული მომყვებოდა უკან და სახლშიც ასევე მორიდებით შემოვიდა. გიოს მაშინვე დავავიწყდით, როგორც კი მივედით.მაშინვე თავის ოთახში გაიქცა.ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და პარკები სამზარეულოში გავიტანე.
-ელენე,მოდი მანდ ნუ დგახარ, დღეიდან ეს უკვე შენი სახლიცაა,-გავძახე სამზარეულოდან.
გოგომ თხელი დუტი იქვე მიაკიდა და ჩანთიანად შემოვიდა ჩემთან.მისაღებში გავიყვანე და ჩანთა გამოვართვი.-
-დაჯექი შენ აქ ან წამოწექი თუ გინდა,დაისვენე,ტელევიზორს უყურე,ან რა ვიცი რაც გინდა ის გააკეთე,თავისუფლად იყავი,მე მანამდე წავალ საჭმელს მოვამზადებ და ვივახშმოთ.
-გაწუხებ ხოო?
-რითი?იმით რომ აქ ხარ?კარგი რაა,მიეჩვიე,დღეიდან სულ ასე იქნება,იქამდე ყოველშემთხვევაში სანამ რამე არ შეიცვლება ან შენი ოჯახის მხრიდან ან ვახოს მხრიდან….
მორიდებით დაჯდა,ჩანთა გვერდით მოიდო და ეკრანს მიაჩერდა,სადაც ცნობილი გადაცემა გადიოდა. აღარაფერი მითქვამს,ტანსაცმელი გამოვიცვალე და ვახშმის მომზადებას შევუდექი. დროდადრო გავხედავდი ხოლმე,ჩუმად იჯდა თავისთვის. გიომაც ინება მერე თავის ოთახიდან გამობრძანება და მიუცუცქდა ელენეს,ერთად ერთობოდნენ. მეცინებოდა მათზე,ორი პატარა ბავშვი იყო ჩემს წინ.
ვახშამმა მდუმარებაში ჩაიარა, მაგრამ მერე გიოს მობეზრდა და მაიმუნობა დაიწყო. ცდილობდა ისეთი რამეები გაეკეთებინა რომ ყურადღება მოექცია,ელენეს ეღინებოდა და ისიც უარესს აკეთებდა.ბოლოს რომ აღარ მოისვენა შენიშვნა მივეცი და დაწყნარდა,ჭამა მშვიდად დაასრულა. სანამ სუფრა ავალაგე კიდევ ითამაშეს ცოტა ხანს,მერე კი ძილი მოერია, საძინებელში გავიყვანე,სანამ მოვაწესრიგე, დავბანე და დავაწვინე საკმაო დრო გავიდა.მერე ელენესთვის მოვამზადე საწოლი,მაგრამ მდივანზე ჩასძინებოდა, შემეცოდა,ისე საყვარლად და უდარდელად ეძინა,თითქოს სულ არ ჰქონდა პრობლემები. საბანი გამოვიტანე,მივაფარე და სინათლე ჩავაქრე.
ალბათ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ გადადიოდა და წინ რა სირთულეები ელოდა.მაგრამ ვიცოდი რომ ამ გზას აუცილებლად წარმატებით გაივლიდა. ელენე იყო მიტოვებული და ოჯახიდან გარიყული გოგონა,რომელშიც საკუთარ ანარეკლს ვხედავდი როცა ვუყურებდი,მაგრამ საზოგადოებას ხშირად ავიწყდება ერთი რამ,რომ სწორედ ეს გვაიძულებს დავდგეთ ფეხზე და დავუმტკიცოთ მათ რომ ჩვენ ვართ ძლიერები და ყველანაირი განსაცდელის გადასატანად მზად ვიყავით ჩვენი შვილებისათვის.
დილით ადრიანად გავიღვიძე. ფრთხილად ავდექი და სააბაზანოში გავედი,წყალი გადავივლე,მერე ტანსაცმელი ჩავცვი და სამზარეულოში სუფრის გაშლას შევუდექი საუზმისთვის. ვფრთხილობდი,არ მინდოდა ელენე გამეღვიძებინა,მაგრამ მას უკვე ეღვიძა.შევნიშნე ნამტირალევი თვალები ჰქონდა.
-ისევ იტირე?-ვკითხე მოურიდებლად.ხმა არ გაუცია.
-ელენე რა გჭირს?რამე მოხდა?
-ახლახანს მშობლებმა დამირეკეს, ცოტა დამშვიდებულები ჩანდნენ,აღარ უყვირიათ,მაგრამ გასაგებად ამიხსნეს რომ დღეიდან ქალიშვილი აღარ ჰყავთ.აღარც სახლი მაქვს და უნდა დავივიწყო ისინი.
-ჰოდა იყავი ჩემთან.
-შენ რომ ეს ბავშვი მოგეშორებინა,ასე არ მოხდებოდა,ამას ვერასოდეს გაიგებდნენ და ისევ თავის ადგილზე დალაგდებოდა ყველაფერი.
-მე შენ რა გითხარი?რა აგიხსენი?აბორტით პრობლემა არ მოგვარდებოდა. შემომხედე,-გვერდით მივუჯექი და მხრებზე მოვეხვიე.-აი,ჩემი მაგალითი აიღე და დაისახე მიზნად რომ შენ აუცილებლდ იქნები წარმატებული და ბედნიერი ქალი,მიუხედავად იმისა რომ მარტოხელა დედა იქნები და შესაძლოა ხშირად წააწყდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას გაგახსენებენ.
-შენ არ ხარ ბედნიერი მარიამ,ეს ყველაფერი მოჩვენებითია,შენ სიცრუეში ცხოვრობ,თავს იტყუებ,ეს ბედნიერება სრულყოფილი არაა.შეიძლება შენ გყავს შვილი და დედა გქვია,რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს,მაგრამ არ გყავს გვერდით ქმარი,რაც ასევე მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ იყო სრულყოფილად ბედნიერი ამისთვის ქმარიც უნდა გყავდეს, ოჯახი მინიმუმ სამი წევრისგან უნდა შედგებოდეს და ბავშვს უნდა ჰყავდეს მშობლები.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა,თან იმდენად დამაფიქრა,რომ პასუხი ვერ გავეცი.ან რა უნდა მეთქვა,განა მე არ ვიცოდი გულის სიღრმეში რომ ის მართალი იყო?ახლა მივხვდი რომ ელენე აღარ იყო პატარა გოგონა,ერთ ღამეში გაზრდილიყო და ჩემს წინ ჩამოყალიბებული ქალი იჯდა და ის მელაპარაკებოდა.
-ალბათ ოდესმე იქნება ეგეც,მე იმედი არ დამიკარგავს. -ჩავილაპარაკე.
-ჩემი ძმა ისევ გიყვარს,ვიცი, ვხვდები,როცა მას ახსენებ თვალებში სიხარულის სხივი გიკრთება,ვხვდები რომ შენ სხვას ვერ შეიყვარებ,ეს რომ შეგეძლოს აქამდე გააკეთებდი ამას.
-ახლა ვეცდები ელე.-გავიმხნევე თავი.
-ვერ შეძლებ.გინდა რაღაც გითხრა?დღემდე ვერ ვხვდები რატომ მოიყვანა მან ცოლად ნათია ან რატომ დასრულდა ასე მოულოდნელად თქვენი ურთიერთობა.სახლში სულ ეკითხებოდნენ,მაგრამ სულ ღიზიანდებოდა და პასუხს თავს არიდებდა.არც მათი მზერა ყოფილა ერთმანეთის მიმართ ისეთი,როგორიც თქვენი და არც ისეთი სიყვარულით ჩახუტებიან ერთმანეთს,როგორც თქვენ.
-ხო მაგრამ,დღეს მაინც ისაა მისი ცოლი და არა მე,არ ყოფილა სიყვარული მთავარი ხომ ხედავ.
-რომ გაიგოს გიო მისი შვილია, დარწმუნებული ვარ,მაშინვე შენთან გამოიქცევა.
-არა ელენე,ახლა არა,ჯერ არ დამდგარა დრო.
-როდის დადგება ეგ დრო?
-არ ვიცი.
-ვფიქრობ მას უნდა უთხრა,აი მე ხომ ვუთხარი ვახოს და არ დავუმალე,მანაც გააკეთა თავისი არჩევანი,შენც უნდა უთხრა,ერთმანეთი არ დააკარგვინო მამა-შვილს.
-ვიფიქრებ მაგაზე.ახლა წამოდი ვისაუზმოთ,მერე კი მე და გიო წავალთ,შენ ხომ სახლში დამხვდები საღამოს რომ დავბრუნდები?
-ალბათ.აბა სად წავალ?
-იცოდე რომ ეს შენი სახლიცაა,შენ უცხო არ ხარ, ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილის მამიდა ხარ.-გავუცინე.
-დეე მამიდა რა არის?-შემობაჯბაჯდა ოთახში ფეხშველა გიო პიჟამოებით და აბურძგნული თმებით.კალთაში ჩამიხტა.
-მამიდა არის მამის და,ელენეს უნდა დაუძახო მამიდა.
-კარგი,მაგრამ მამა ვის დავუძახო?-მიამიტურად მკითხა ბავშვმა
ელენეს გადავხედე,ისიც დაბნეული მიყურებდა.
-არავის,-ჩავილაპარაკე და წამოვდექი,-გავიქცეთ,ჩავიცვათ და მერე ბაღში წავიდეთ.
-არ მინდაა,-აბუზღუნდა ისევ.
-შენ მე დამპირდი,-მკაცრად გადავხედე და ისიც მაშინვე გაჩუმდა.
მალე ორივე მოვემზადეთ და წასასვლელად მზად ვიყავით.
-დამპირდი რომ საღამოს სახლში რომ დავბრუნდებით,აქ დამხვდები.
-გპირდები,აბა სად წავალ? წასასვლელი მაინც არ მაქვს.-გამიღიმა.
-კარგი,თუ რამე დაგჭირდეს,ჩემი ნომერი იცი და დამირეკე, საჭმელი მაცივარშია,მშიერი არ იყო იცოდე.
-ნახვამდის მამიდა,-ხელი დაუქნია გიომ.კარგად დაიმახსოვრა წეღანდელი ნათქვამი.
-ნახვამდის პატარა,-კოცნა გამოუგზავნა და კარი დახურა.
გიო ბაღში დავტოვე,მე სამსახურში წავედი, გულდამძიმებული ვიყავი მთელი დღე,ვნერვიულობდი ელენეზე.ისევ არ ეცადა.რამდენჯერმე დავურეკე. ხმაზე შევატყვე რომ მშვიდად იყო.მეც ცოტა დავწყნარდი.
ველოდი რომ ოჯახის რომელიმე წევრი მოიკითხავდა, მაგრამ რატომღაც არავინ გამოჩენილა.
საღამოს ჩვეულ დროს გამოვედი,გიო წამოვიყვანე ბაღიდან და სახლში წავედით.
-აბა როგორ ხარ?როგორ ჩაიარა დღემ?-ვკითხე მაშინვე.
-ჩვეულებრივად,მთელი დღე ვიწექი და ფილმებს ვუყურებდი.
-მე ბაღში ბევრი ვითამაშე, მაგრამ მაინც არ დავღლილვარ, გინდა ჩვენც ვითამაშოთ?-ჰკითხა გიომ.
-შენ ჯერ ტანსაცმელი გამოიცვალე,გაიქეცი მიდი.
-კარგი,მერე ვითამაშოთ ხო?
ელენესგან თანხმობა რომ მიიღო ბედნიერი გავარდა ოთახში.
-გინდა რომ ვივახშმებთ,გარეთ გავიდეთ,სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ,საგრძნობლად დათბა უკვე?
-მირჩევნია სახლში დავრჩეთ.- უარი განაცხადა.
-როგორც გინდა.მაშინ აქ გავერთოთ.გიო რამეს მოიფიქრებს,-გამეცინა და ისიც ამყვა,-მიხარია რომ იცინი.
ვახშმის მერე გიომ მართლაც გაგვართო,ჯერ დამალობანა ვითამაშეთ,მერე გვიცეკვა და გვიმღერა,ბოლოს დაიღალა და დავიძინებო ოთახში წავიდა.
-დიდი ბიჭი ვარ,არ მოხვიდე დეე,-განაცხადა და ამაყად გაემართა ოთახისკენ..
ჩვენ ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურეთ,ცოტა ვილაპარაკეთ, მერე საძინებელში გავიყვანე, უარს ამბობდა,არ უნდოდა იქ დარჩენა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე,ჩემი ოთახი დავუთმე და მე გიოს ოთახში გადავბარგდი…
მომდევნო ორი დღე წინა ორ დღეს ჰგავდა,დილით ადრე ვდგებოდით,ვსაუზმობდით,მერე ჩვენ მივდიოდით და ელენე მარტო რჩებოდა სახლში.საღამოობით მიყვებოდა დღის ამბებს და ვახშმობის მერე ვიძინებდით..
საერთოდაც ბოლო რამდენიმე დღე ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა,რაც ელენე სასწრაფომ საავადმყოფოში შემოიყვანა,მას მერე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. თითქოს ის განგებ გამომიგზავნა უფალმა,თითქოს ის და მისი ოჯახი ჩემი გამოცდა იყო,სადაც ადამიანობა და დაცემულის გვერდში დგომა იყო მთავარი საგამოცდო საკითხი…
სამსახურში შესვენებაზე ვიყავი საავადმყოფოს წინ კაფეში გადავედი. უკან ვბრუნდებოდი,მოულოდნელად გზა გიორგიმ გადამიჭრა.
-ჩემი სულ როგორ გეშინია,-გაეღიმა ირონიულად,ალკოჰოლის სუნი მაშინვე ვიგრძენი.
-არ მეშინია,ნუ ხარ საკუთარ თავში ასე ძალიან დარწმუნებული.
-მაშინ რატო გაგიკვირდა ჩემი ნახვა?
-როგორ ფიქრობ მიზეზი არ მაქვს,რომ შენი დანახვა არ მიხაროდეს ან მიკვირდეს?
-გაქვს,გეთანხმები ნამდვილად გაქვს,- მის ხმაში სევდა გაერია.
-რადგან აქ ხარ,ესეგი მიზეზი გაქვს,მიდი გისმენ მითხარი რა გინდა, ოღონდ მალე და გაფრთხილებ იმდღევანდელი გიორგი არ დამანახო.
-გიორგი მოკვდა,შენ მოკალი.-ჯიუტად შემომხედა.
-მეე?-გამიფართოვდა თვალები და იმდენად მინდოდა აქვე,ახლავე მეთქვა ყველაფერი რაც გულში მქონდა წლების მანძილზე დაგროვილი,რომ როგორ შევიკავე თავი თვითონაც გამიკვირდა.
-ჰო,ნუ მიყურებ ასე ძალიან გთხოვ,მაგ თვალებით ნუ მიყურებ მარიამ,ჩემი თვალებით ნუ მიყურებ.-ისევ სევდიანად მითხრა,გამახსენდა ერთ-ერთ პაემანზე როგორ მითხრა შენი თვალები ჩემია,შენ ჩემი თვალები ხარ,მაგ თვალებით ვხედავ სამყაროსო.
-შენ ეს თვალები სულ არ შეგეცოდა და ცრემლებისთვის გაიმეტე გახსოვს?- ჯიუტად დავაჭირე ფეხი მტკივნეულ ადგილას.
-ნუ გგონია რომ მე არ დავიტანჯე, იქნებ უფრო მეტადაც კი.ამას შენ ვერ გაიგებ..
-არ მაინტერესებს,მორჩა,მითხარი მალე რა გაქვს სათქმელი,მეჩქარება.
-ელენე სად არის?
-აჰაა,აი თურმე რაშია საქმე, გაგახსენდა რომ და გყავს?
-მითხარი სად არის,სიტყვაა ბანზე ნუ მიგდებ.
-არ ვიცი.
-იცი,აქედან ისე ვერ წავიდოდა,შენ რომ არ მიგეცა ნებართვა.მისი მკურნალი ექიმი ხარ.
-მაგას ახლა იაზრებ და ახლა კითხულობ?იმ დღეს თავზე დაიმხე აქაურობა,ისეთი გამხეცებული იყავი. ისეთი რამეები გააკეთე,მსგავსი ცხოველები კიდევ თუ არსებობდნენ არ მეგონა ან ამ ამბავზე ისევ ასეთი რეაქციები თუ ექნებოდათ ვინმეს, ქვის ხანაში ხომ აღარ ვართ? გამოფხიზლდი ბოლოსდაბოლოს.
-მოკლედ იცი თუ არა სადაა ელენე?აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი.
-არ ვიცი.რომელიღაც ბავშვთა და არასრულწოვანთა ორგანიზაციამ წაიყვანა,ისინი მიხედავენ..
-უნდა გამირკვიო.
-ნუ მიბრძანებ,არაფერსაც არ გაგირკვევ.-მოვბრუნდი და ზურგი შევაქციე,
-კი,გაარკვევ,-მკლავში მტაცა ხელი და თავისკენ მიმაბრუნა,-დალაპარაკება მინდა,მხოლოდ დალაპარაკება.
-არაფერს დაუშავებ?
-არა,გპირდები,მის თავს გეფიცები, რაღაცეები მაქვს სათქმელი და უნდა ვუთხრა.
-ერთი პირობით,ამ შეხვედრას მეც დავესწრები და იურისტიც,და კიდევ შეხვედრა ჩემს კაბინეტში შედგება.არ მინდა გავრისკო და ისევ საფრთხის ქვეშ დავაყენო მისი სიცოცხლე.
-გპირდები.
-ხვალ დილით მოდი და პასუხს გეტყვი,ან ელენეც იქ იქნება თუ მოინდომა შეხვედრა.წავედი,კარგად ბრძანდებოდე.-სწრაფად დავემშვიდობე და სწაფად გავეცალე იქაურობას,მაგრამ მაინც გავიგონე, როგორ ჩაიბუტბუტა ალბათ ჩემს გასაგონად.
„-ყოველთვის ჩემი გოგო იქნები.“
მის სიმთვრალეს მივაწერე ეს,მაგრამ მაინც იმოქმედა და მთელი დღე არეული ვმუშაობდი…
ამჯერად ელენემ შემატყო რომ ხასიათზე ვერ ვიყავი,ჩვეულებრივზე ნაკლებს ვლაპარაკობდი და არ ვხუმრობდი.
-რამე მოხდა?დაძაბული მეჩვენები.
-არა,ისეთი არაფერი,გიოს დავაძინებ და გეტყვი.
-მშვიდობაა?-შეშინდა.
-ეს შენს პასუხზე იქნება დამოკიდებული.,-ვუპასუხე და გიო დასაძინებლად წავიყვანე…
ალბათ როგორ მელოდა და როგორ ნერვიულობდა,ნეტავ რას ფიქრობდა? თითებს აწვალებდა.გვერდით მივუჯექი.
-დღეს შენი ძმა ვნახე,ჩემთან მოვიდა საავადმყოფოში.
-ხომ არაფერი დაგიშავა?-მკითხა შეშინებულმა.
-არა,დამშვიდდი,უბრალოდ მითხრა რომ შენი ნახვა უნდა,შენ შეგიძლია შეხვდე ან არ შეხვდე,მაგრამ მარტო არ იქნები,მე და ჩემი მეგობარი თაკოც წამოვალთ,ის ადვოკატია და იურიდიულად დაგიცავს,არ მისცემს უფლებას შეგეხოს ან რამე დაგიშავოს. ეს შენი გადასაწყვეტია გინდა თუ არა შეხვედრა.
-ვიცოდი რომ არ მიმატოვებდა,- იმედის სხივი გაუკრთა თვალებში ელენეს და ამ დროის განმავლობაში პირველად ვნახე მის სახეზე ბედნიერი ღიმილი.-შევხვდები.
არც მე და ალბათ არც მას არ სძინებია მთელი ღამე,მოსალოდნელი შეხვედრა ორივეს გვანერვიულებდა.
სულ სხვა ელენე დავინახე დილიდანვე,ისეთივე ლაღი,მხიარული და ბავშვური როგორსაც ვიცნობდი.
თაკო წუხელვე ჩავაყენე საქმის კურსში,მანქანით გამოგვიარა და შეხვედრაზე წავედით,ჯერ გიო დავტოვეთ ბაღში როგორც ყოველთვის ბუზღუნით და წუწუნით, გზაში უფრო დეტალურად ავუხსენი სიტუაცია თაკოს და ისიც დაგვპირდა ყველაფერს მოვაგვარებო…
ელენე კაბინეტში დავტოვე თაკოსთან ერთად,მე კი მიმღებში ჩავედი,რომ იქ დავხვედროდი გიორგის.არ მალოდინა დიდხანს,მალე მოვიდა.
-წამომყევი და იცოდე პირობა არ დაგავიწყდეს.კარგიო თავი დამიქნია, საკონფერენციოში შევიყვანე,თაკოს შეტყობინება მივწერე და მათ მოლოდინში სკამზე ჩამოვჯექით, მისგან შორს.ხმას არ იღებდა,ალბათ ისიც განიცდიდა და ნერვიულობდა. ეს მისი კიდევ ერთი განსხვავებული სახე იყო მოწყენილი და სევდიანი.
კარი ოდნავ ხმაურით გაიღო,ჯერ თაკო გამოჩნდა,მერე შეშინებული და დამფრთხალი ელენე.გიორგი რომ დაინახა,სახე გაუნათდა და თაკოს გამოასწრო.
-ძმაო,ვიცოდი რომ მოხვიდოდი და არ მიმატოვებდი,-მისმა ნაზმა ხმამ დაიწკრიალა და თითქოს მზის სხივები შემოტანა,ხელები გაშალა,რომ ჩახუტებოდა,მაგრამ ადგილზევე გააშეშა ძმის პასუხმა.
-დაჯექი მანდ,-მკაცრად უბრძანა
-უხეშობის,ყვირილის და ლანძღვის გარეშე ბატონო გიორგი.-გააფრთხილა თაკომ.
ვხედავდი როგორ უჭირდა ორივეს, როგორ ითმენდა რომ არ წამომხტარიყო და და გულში არ ჩაეკრა,სევდა შევნიშნე მათ თვალებში.ტკივილი და წყენა გიორგის სახეზე.დუმდნენ,ერთმანეთს უმზერდნენ და საუბრის დაწყება უჭირდათ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,რა გითხრა, სიტყვებს ვარჩევ,რომ რამე ისეთი არ წამომცდეს,რამე ისეთი არ გაკადრო. რის გამოც მერე მთელი ცხოვრება ვიდარდებ…
-მაპატიე ძმაო,არ მინდოდა,-ნიკაპი აუცახცახდა გოგოს.გიორგი ცოტა დაიბნა.
-რა არ გინდოდა?ეს რომ გაგვეგო თუ ის რაც მოხდა?დაგაძალეს? გაიძულეს?- თითქოს ხავსს ჩაებღაუჭა ის.
-არა,არაფერი დაუძალებიათ,მაგრამ არც დაგეგმილად მოხდა, გაუზარებლად მოგვივიდა
-გოგო შენ ნორმალური ხარ?გინდა მითხრა რომ ბოზ..ა გინდოდა და ეს გააზრწბულად გაკეთე?-მაგიდას დაარტყა ხელი და იყვირა,ელენე შეხტა,მე და თაკო კი წამოვხტით და გვერდით ამოვუდექით,რომ მისგან დაგვეცვა, ისევე უცებ დაწყნარდა, როგორც აფეთქდა და ჩვენც ადგილზე დავბრუნდით.
-ვინ არის ბავშვის მამა?
-არავინ.
-ელენე,ძალიან მიჭირს თავის შეკავება,ჩემს ნერვებზე თამაშობ.
-მაგას არასოდეს გეტყვი.იმიტომ კი არა,რომ იმას ვიცავ?იმიტომ რომ შენ გიფრთხილდები.ვიცი წახვალ და რამეს დაუშავებ.
-ახლა მიფრთხილდები?ახლა ფიქრობ ოჯახზე?მაშინ რატომ არ ფიქრობდი, როცა ამას აკეთებდი?
-ვფიქრობდი,სულ ვფიქრობდი. ამიტომაც დავლიე წამლები და ვცადე.
-ნახა გამოსავალი,-ცინიკოსობაზე გადავიდა გიორგი.-წარმოდგენა მაინც გაქვს რა დღეში ვართ?რა ხდება სახლში?თითქმის ყოველდღე სასწრაფოს ვიძახებთ,დედა ისე ცუდად ხდება,ნიკუშა სახლში აღარ მოდის, ვშიშობ წამალზე შეჯდა მგონი,რომ დაივიწყოს მომხდარი,მამა სასმელს მიეძალა,მე კი ვზივარ,ვუყურებ მათ განადგურებულებს და არ ვიცი რა ვქნა,ვნატრობ დრო დავაბრუნო და იმ გასტროლებზე არასოდეს გაგიშვა. ნაწილებად ვიგლიჯები,გული ისე მაქვს დაფლეთილი ვერაფერს ვშველი,დალევაც ვცადე,უგონოდ გავითიშე,მაგრამ მაინც არ დამავიწყდა, მაინც არ გაიარა ამ ტკივილმა.სიცოცხლე აღარ მინდა.
წამით მის ადგილზე წარმოვიდგინეთ თავი და ისიც შემეცოდა,ისე შემეცოდა,ძლივს შევიკავე თავი რომ არ ავტირებულიყავი..ელენე ტიროდა.
-ნეტავ მოვმკვდარიყავი და ეს ამბავი არ გაგეგოთ…
-ხალხიც უკვე აჭორავდა,ნათესავებმაც გაიგეს,მოდიან,არ წყდება მათი წადი-მოდი და ვიშ-ვიში.არადა რამდენს უხარია.
ელენეს უეცრად ჩაეცინა,გიორგის სახე ეცვალა.
-რა გაცინებს გოგო?
-აი თურმე რა გადარდებთ და რატომ ხართ ცუდად,ჩემზე კი არ დარდობთ რა მომივა ან როგორ ვიქნები,ის გადარდებთ,რომ სახელი და თავმოყვარეობა შეგელახათ.შენი ცოლი რას შვება?ისიც ცუდადაა? გამშვიდებთ თუ ცეცხლზე ნავთს ასხავს?
-ელენე რას ამბობ?ამის თქმა არ შეიძლება,ყველა დაძაბულია და ნერვიულიულობს,დამშვიდდი,- ჩავერთე მე.
-ნუ მაჩუმებ მარიამ,განა შენ თვითონ არ დაინახე ქართველიშვილების სანაქებო და თითით საჩვენებელი ოჯახის ნამდვილი სახე?ცხოველებიც კი არ იცილებენ შვილს გვერდიდან, ამათმა კი გულიდან ამომიგლიჯეს. მათზე უარესები არიან.
-ამას ახლა მართლა ასე ფიქრობ თუ ჩემს გასაბრაზებლად ამბობ?- თავის შეკავება გაუჭირდა ბიჭს.
-რომ ვფიქრობ,იმიტომ ვამბობ.
-სამწუხაროა რომ შენს შეცდომას და შენს დანაშაულს ვერ ხვდები.ვერ ხვდები იმას როგორ მტკივა სული,რომ ჩემი პრინცესა,რომელზეც მზე და მთვარე ამომდიოდა,რომელზეც ჭკუას ვკარგავდი,რომლის მსგავსი ქალიშვილის ყოლაზე ვოცნებობდი, ვერ დავიცავი,ვერ გიპატრონე,არადა ჩემს ხელში გაიზარდე,თექვსმეტი წლის ვიყავი შენ რომ დაიბადე, დედასაც კი არ ვატანდი შენ თავს,მხოლოდ მაშინ მიმყავდი,როცა გშიოდა,ხელში მეჭირე კისერზე გისვამდი და ისე დაგატარებდი,ნიკაც არანაკლებად გიჟდებოდა შენზე და გიფრთხილდებოდა,შენ ჩვენი პრინცესა იყავი,ახლა კი..ახლა რომ გიყურებ გული მერევა,,,არ მინდა შვილი მყავდეს,არ მინდა გოგო მყავდეს,რადგან ის სულ შენს თავს გამახსენებს,შენს სამარცხვინო საქციელს…
-შენ არ იმსახურებ შვილს და იმიტომ არ გაძლევს უფალი,ვინ იცის,ისეთი მექალთანე და ცოდვიანი ხარ იქნებ გყავს კიდეც და დაგიმალეს,რომ შენს ბინძურ გვარს მოარიდონ.მეც ხომ ამ გვარის ღირსეული „ბინძური“ წარმომადგენელი ვარ,სამარცხვინო ლაქა,სინამდვილეში კი სამარცხვინოები თქვენ ხართ,როცა სახლში მიხვალ,სიტყვა სიტყვით გადაეცი ეს შენს ძვირფას ოჯახს..
დავიძაბე,ელენეს რომ არაფერი წამოსცდენოდა.
-როგორ შეიცვალე,ვერ გცნობ,-გაკვირვებულმა შეხედა ძმამ.
-კარგი,არაუშავს,რაც მინდოდა გითხარი,ახლა მთავარზე გადავალ. უკვე იცი რომ სახლში აღარ და ვეღარ დაბრუნდები,რას იზავ მშობლებს არ აინტერესებთ,მე კი ბოლომდე ვერ გწირავ,ამ კონვერტში ფულია,არაა იმდენი,რომ მთელი ცხოვრება გეყოს და უზრუნველად იცხოვრო,ამისთვის ჭკვიანად უნდა მოქცეულიყავი და ყველაფერი გექნებოდა,რაში დახარჯავ არ მაინტერესებს,თუ გინდა ბავშვი მოიშორე ან ისევ მას დაახარჯე.კიდევ რაღაცეები წამოგიღე სახლიდან,რაც დაგჭირდებოდა, მაგრამ ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი ვაღიარებ,გაზრდილხარ და გაუზრდელებულხარ,არ გიხდება,ელენეს სახეს ნუ დაკარგავ, კიდევ იქ წიგნებია,აუცილებლად დაასრულე სწავლა,არ მიატოვო. მთელი წლის ფული გადახდილია და კარგად იცი ეს რად დაგვიჯდა შენ რომ იმ კერძო სკოლაში გესწავლა. ამიერიდან აღარ შეგხვდები,ჩვენ აღარ გვყავს და.-მკაცრი და შეუვალი იყო გიორგი.აღარც ელენემ დათმო.
კონვერტი აიღო,შიგნით ჩაიხედა,ფული გადათვალა და ჩაეცინა.
-ამდენად მაინც თუ მაფასებთ კარგია, არ ვაპირებდი აღებას,მაგრამ ავიღებ,იმიტომ რომ არსებობს ადამიანი ვისაც ეს ფული ბევრ რამეს გაუკეთებს,შენ კი უმცროსი დისგან პატარა საჩუქარს დაგიტოვებ.- დამცინავი ღიმილი აუთამაშდა გოგოს სახეზე,ჩანთაში დაიწო ქექვა,იპოვა როგორც იქნა,ხელი გაშალა და გიორგის წინ დაუდო…
-ეს ერთეთრიანია,ყველაზე იაფი და უმნიშვნელო ფული ვითომ ერთი შეხედვით,სინამდვილეში კი ყველაზე ძლიერი და მყარი,რატომ?ის არ ხურდავდება ძმაო,არ იშლება როგორც სხვა ყველა დანარჩენი კუპიურა თუ მონეტა,ასეა ცხოვრებაშიც- ერთი რამე სიამაყე და თავმოყვარეობა არც იყიდება და არც ისწავლება,მე თუ ახლა ორსულად ვარ,იმას არ ნიშნავს რომ გადამთელეს და გადამიარეს.მე თუ სახლიდან გამაგდეთ,იმას არ ნიშნავს,რომ ფეხზე ვერ დავდგები, პირიქით ნელა,მაგრამ მაინც შევიქმნი მომავალს და ვიპოვი ბედნიერებას, შეიძლება კაპიკი ღირდეს ის,მაგრამ ვიცი რომმყარი იქნება,შენ კი დაიმახსოვრე,რომ სიყვარული არ უნდა გაგეყიდა და არც ისეთი იაფფასიანი და მერყევი ყოფილიყავი,რომ კუპიურებივით დაეშალე და ეყიდე იმ ქალბატონს.ჩემზე კარგად იცი რასაც ვგულისხმობ,ამაყად გადახედა ძმას ზემოდან,რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა და ღიმილით დატოვა ოთახი,თაკო უკან გაჰყვა. მასთან მარტო დავრჩი.
-ვერაფერს იტყვი შენი დაა და შენი გაზრდილია,ისე შენ ერთი რამე გამოგრჩა ამ ისტორიაში მეც ვიღაცის შვილი ვიყავი და ვიღაცის და ასე არცმე არ უნდა მომქცეოდი.
-ცხოვრებამ უკან დამიბრუნა ჩემი ცოდვები,-ჩაილაპარაკა და ცრემლი მოიწმინდა,ამაყი და ამპარტავანი გიორგი ქართველიშვილი ჩემი კი არა,მისი დის წინაშე ტიროდა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

მომეწონა ძლიერი ელენე, რაც უთხრა გიორგის ღირსი იყო კიდევ ბევრი ეკუთვნოდაა, ისე დაიწყო ისტორია გიორგი მაინც მომწონდა მაგრამ მისმა ამ საქციელმა გული ამიცრუა, ძალიან სუსტი პერსონაჟია ჯერჯერობით არ ვიცი აწი რა უნდა გააკეთოს რომ გული მომიბრუნდეს, მისი ქცევებიდან გამომდინარე მარიამს არ იმსახურებს, მაგრამ ბავშვის ამბავი მაინც უნდა იცოდეს.

 


№2  offline წევრი Rania

მოუთმენლად ველოდი და გამიხარდაა
. ახლა მომდევნოზე უნდა ვიჯავრო. არვიცი რაუნდა ვთქვა. მძულს კლიშეები. მართალია არ მივესალმები ელენეს საქციელს. მაგრამ არ შეიძლება გიყვარდეს შვილი მაშინ. როცა კარგად იქცევა და მიატოვო გაჭირვებისას. გიორგი ინანებ თავის საქციელს. არამარტო ის. მთელი ოჯახი. რატომ მგონია რომ ვახო გამოჩნდება არვიცი. მოუთმენლად გელოდებიი
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
მომეწონა ძლიერი ელენე, რაც უთხრა გიორგის ღირსი იყო კიდევ ბევრი ეკუთვნოდაა, ისე დაიწყო ისტორია გიორგი მაინც მომწონდა მაგრამ მისმა ამ საქციელმა გული ამიცრუა, ძალიან სუსტი პერსონაჟია ჯერჯერობით არ ვიცი აწი რა უნდა გააკეთოს რომ გული მომიბრუნდეს, მისი ქცევებიდან გამომდინარე მარიამს არ იმსახურებს, მაგრამ ბავშვის ამბავი მაინც უნდა იცოდეს.

მოდი ცოტა დავიცადოთ,რა იცი რა ხდება:)

Rania
მოუთმენლად ველოდი და გამიხარდაა
. ახლა მომდევნოზე უნდა ვიჯავრო. არვიცი რაუნდა ვთქვა. მძულს კლიშეები. მართალია არ მივესალმები ელენეს საქციელს. მაგრამ არ შეიძლება გიყვარდეს შვილი მაშინ. როცა კარგად იქცევა და მიატოვო გაჭირვებისას. გიორგი ინანებ თავის საქციელს. არამარტო ის. მთელი ოჯახი. რატომ მგონია რომ ვახო გამოჩნდება არვიცი. მოუთმენლად გელოდებიი

აქ არამხოლოდ შვილში არამეს ზოგადად არის პრობლემა იმაში რომ ადამიანს თუ ფეხი დაუცდა ყოველთვის მზად არიან გადათელონ,შეუარწყონ და გადაუარონ,

katiusha
დარინა
მომეწონა ძლიერი ელენე, რაც უთხრა გიორგის ღირსი იყო კიდევ ბევრი ეკუთვნოდაა, ისე დაიწყო ისტორია გიორგი მაინც მომწონდა მაგრამ მისმა ამ საქციელმა გული ამიცრუა, ძალიან სუსტი პერსონაჟია ჯერჯერობით არ ვიცი აწი რა უნდა გააკეთოს რომ გული მომიბრუნდეს, მისი ქცევებიდან გამომდინარე მარიამს არ იმსახურებს, მაგრამ ბავშვის ამბავი მაინც უნდა იცოდეს.

მოდი ცოტა დავიცადოთ,რა იცი რა ხდება:)

Rania
მოუთმენლად ველოდი და გამიხარდაა
. ახლა მომდევნოზე უნდა ვიჯავრო. არვიცი რაუნდა ვთქვა. მძულს კლიშეები. მართალია არ მივესალმები ელენეს საქციელს. მაგრამ არ შეიძლება გიყვარდეს შვილი მაშინ. როცა კარგად იქცევა და მიატოვო გაჭირვებისას. გიორგი ინანებ თავის საქციელს. არამარტო ის. მთელი ოჯახი. რატომ მგონია რომ ვახო გამოჩნდება არვიცი. მოუთმენლად გელოდებიი

აქ არამხოლოდ შვილში არამეს ზოგადად არის პრობლემა იმაში რომ ადამიანს თუ ფეხი დაუცდა ყოველთვის მზად არიან გადათელონ,შეუარწყონ და გადაუარონ,

ხო ვახო გამოჩნდება,მაგრამ მოდი ამას გავამხელ,რომ მისი გამოჩენა გვიანი იქნება თუ რატომ ამას ნელ-ნელა გაიგებთ

 


№4 სტუმარი ნაინა

აიიი ძალან ძალიან კარგი იყო, ნუმანერვიუე რაც შეილება სწრაფად დადეთორე ამემქრა გულის ,,პრანჭვები"":(

ნაინა
აიიი ძალან ძალიან კარგი იყო, ნუმანერვიუე რაც შეილება სწრაფად დადეთორე დამემარა გულის ,,პრანჭვები"":(

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

შემდეგს როდის დადებ

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი ნინო
შემდეგს როდის დადებ

ვეცდები მალე დავდო

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

მომწონს თქვენი ისტორიები სასიამოვნო წასაკითხია,წარმატებები.

 


№8  offline წევრი LI_BE

რატომღაც არ მიმაჩნია, რომ ადამიანს თუ ფეხი დაუცდა, მას ყველა გადაუვლის და გადათელავს.

საქართველოში, საბედნიეროდ, ასე არ არის, განსაკუთრებით დღეს. შეიძლება წინა საუკენეებში მართლაც სხვანაირად იყო და ციციკორეები ბევრი არსებობდნენ, მაგრამ დღეს ელენეს მსგავსი შემთხვევები მართლაც ბევრია და უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ოჯახია ის საყრდენი და ფარი, რომელსაც ელენესნაირი ადამიანები ეყრდნობიან და ეფარებიან. შეიძლება ოჯახის წევრები ძალიანაც გადაირიონ და გაგიჟდნენ, ხელითაც შეეხონ და ლანძღვა-გინებაც არ მოაკლონ, მაგრამ, ქუჩაში არ ტოვებენ და არ კარგავენ. ვიღაც ოჯახიდან ან სანათესაოდან მაინც არის საღ გონებაზე, სანამ დანარჩენები დაშოშმინდებიან.

ამიტომ ძალიან მიკვირს და ვერ გავუგებ ელენეს ოჯახს და განსაკუთრებით გიორგის. მეგონა მეორე დღეს მოვიდა იმიტომ, რომ დაშოშმინდა, რაღაცაები გაანალიზა, რაღაცაები გადახარშა და რაღაც ღირებულს ეტყოდა მის დას, მაგრამ უფრო მეტი სისულელე გააკეთა და თქვა, ვიდრე წინა დღეს. აფექტურ მდომარეობაში მისი საქციელი, კიდევ შეიძლება გაამართლოს კაცმა.

რაც შეეხება მარიამს, მაინტერესებს ნებისმიერს ასე წაყვანდა სახლში, თუ მხოლოდ ელენე, რადგან ის გიორგის და იყო?

 


№9  offline წევრი Nessa

შემდეგს როდის დადებ? ❤️

 


№10  offline წევრი ablabudaa

მომეწონა ელენეს საქციელი გიორგის მიმართ, რა ცუდია რომ დღესაც ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, გიორგის მიმართ ძალიან ანტიპათიით ვარ განწყობილი, რაღაც სასწაული მიზეზი უნდა ჰქონდდეს რომ გავამართლო მარიამის მიმართ მისი მოქმედება. იმედია მალე გაგვახარებ ახალო თავით :))

 


№11  offline წევრი Nessa

როდის დადებ ახალ თავს

 


№12 სტუმარი სტუმარი თამთა

ველოდებით ახალ თავს;, როდის იქნება??????????????

 


აღარ აგრძელებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent