შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(დაბრუნება) №1


24-03-2019, 15:54
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 113

ნადირობა(დაბრუნება) №1

ნადირობა(დაწყევლილი მემკვიდრეობა)


დილის სუსხი ძვალ რბილში ატანდა და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა,თითქოს მთელს ტანში ყინულის პატარ-პატარა ჭიანჭველები დაძვრებოდნენ და გაიძულებდნენ უსიამოვნოდ შეგეშმუშნა.კოტეჯის მცირე ზომის აივანზე,იდაყვებით დაყრდნობილიყო გიორგი ლაღიძე და დათოვლილ მთებს წარბშეკრული ათვალიერებდა,რომელნიც იმდენად ახლოს მოსჩანდნენ თითქოს ეზოს კარის გაღება და დაუპატიჟებელი სტუმრებივით შემობრძანდებოდნენ სახელდახელოდ გაკვალულ ბილიკზე.მასპინძელი სახლის გვერდით, პატარა სათავსოში ბუხრის დასანთებ შეშას ჩეხავდა.თხელი სვიტერის ამარა ისე ენერგიულად იქნევდა გრძელ ტარიან ნაჯახს გეგონება მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა.მისი ასეთი სახეცვლილებისგან გაოცებული ლაღიძე,თითქოს ორ წყალს შუა იდგა და ვერ გადაეწყვიტა რომელში შეეცურა რადგან მისი სიღრმის გაგება უჭირდა.ასე ადვილად რომ ვერ დაითანხმებდა მეგობარს დედაქალაქს და მით უმეტეს იმ საქმეს დაჰბრუნებოდა რასაც თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე პირნათლად ასრულებდა დარწმუნებული იყო, მაგრამ ასეთ წინააღმდეგობასაც არ ელოდა და ახლა ისღა დარჩენოდა ბოლო გაბრძოლებასავით კიდევ ერთხელ ეცადა,უაზროდ გაჯიუტებული,საზოგადოებას განდგომილი მეგობრის უკან დაბრუნება.საქმე ასე რთულად რომ არ ყოფილიყო ნამდვილად არ დაიწყებდა უდღეური ბავშვივით ფეხების ბაკუნს და ქალაქიდან ამხელა გზაზე ამოსვლასაც არ გადაწყვეტდა.მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო და თავადაც იძულებული იყო კიდევ ერთხელ გაებრძოლა,მიუხედავად იმისა რომ ასი პროცენტით დარწმუნებული იყო დათუნაშვილთან ასეთი მიდგომით ფონს ვერ გავიდოდა.რა ჯანდაბა უნდა გაკეთებინა?!თავში, საღი აზრის ნატამალიც არ მოსდიოდა და ფარ-ხმალ დაყრილივით იდგა და მთის მწვერვალებს მიშტერებული,სიცივისგან გაყინული ხელების გათბობას მასზე დაორთქვლით ცდილობდა.
********
- შატილში ყველაზე ლამაზი დილა იცის.-ფიქრებში წასული ლაღიძე,რეალობაში მეგობრის ხმამ დააბრუნა.რომელსაც მკლავზე დაჩეხილი შეშა დაეწყო და ხუთ საფეხურიან ხის კიბეზე ამოდიოდა.
- შენ რომანტიკოსიც გამხდარხარ-გაეციანა გიორგის და გაყინული თითებით შარვლის ჯიბეში სიგარეტი მოიძია.
-იმ საგიჟეთის შემდეგ რაც თბილისში ხდება...აქ ამოსულმა ადამიანმა-შეშა კარის გვერდით ხმაურით დაყარა მამაკაცმა და წელში გამართულმა მკლავებზე შერჩენილი მტვერი ჩამოიფერთხა.-ძნელია არ მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე.-თვალი ღიმილით ჩაუკრა მეგობარს დათუნაშვილმა და სახლის კარი შეაღო, საიდანაც დაბრუნებულ პატრონს მხიარული ყეფით შეეგება კოპლებიანი ძაღლი და ორ ფეხზე დამდგარმა თათები ფეხებზე დააწყო.
-ჩემი გოგო- ძაღლს თავზე მიეფერა ნიკა-მოგშივდათ?
-მაინც არ მითხარი აქ დარჩენას რამდენ ხანს აპირებ.-ფეხდაფეხ მიჰყვა ლაღიძე.
-ტყუილად ცდილობ გიორგი.
-და თუ იმას გეტყვი რაც ასე ძალიან გაინტერესებს?!-ორაზროვანი ღიმილით მიაშტერდა ლაღიძე და მის დაკვირვებულ მზერას არ გამოჰპარვია დათუნაშვილის სახის წამიერი ცვალებადობა.ერთდროულად უამრავმა ემოციამ გადაურბინა სახეზე და მიუხედავად იმისა რომ თავს შესანიშნავად აკონტროლებდა მაინც შესამჩნევად დასძაბვოდა მთლიანი სხეული.
-არაფერი არ მაინტერესებს-ჯიუტად გაიბრძოლა დათუნაშვილმა და მეგობარს ზურგი შეაქცია.ბუხრის წინ ჩაჯდა და წვრილად დაჭრილი შეშის ნაჭრების ბუხარში დაწყობას შეუდგა.
-ეგ ზღაპარი ჩემზე დიდი ხანია აღარ ჭრის.-პირველი გამარჯვება იზეიმა ლაღიძემ და სკამზე კომფორტულად მოეწყო. -ნიკო, იქნებ მომისმინო და შემდეგ გადაწყვიტო წამოხვალ თუ აქ დარჩები შენს ნანადირევსა და მშიერი მგლების გარემოცვაში.
-ამის დედაც...- ასანთი ბრაზმორეულმა მიაგდო ბუხრის გვერდით და ფეხზე წამოდგა.მაგიდას მიუახლოვდა და ჩალის სკამი ხმაურით გამოსწია,მოწყვეტით დაეშვა, საზურგეს მიყრდნობილმა ხელები ფართოდ გაშალა და თვალები მობეზრებულმა აატრიალა.-ჩემი მასპინძლობით ცუდად სარგებლობა.რა ჯანდაბაა ლაღიძე? რას მოითხოვ ჩემგან?!
-დროა აზრზე მოხვიდე-ხმაში ლითონის სიმტკიცე გარეოდა წარბშეყრილ ლაღიძეს.-ბოლოს და ბოლოს შეეშვა ამ სულელურ განდეგილობანას თამშს და სამსახურს დაუბრუნდე?16 წლის ბავშვზეა ლაპარაკი და დავიჯერო შენთვის არაფერს ნიშნავს?! ჯანდაბა,სად წავიდა ჩემი მეგობარი?!
-ღმერთო,რა შეგცოდე?!-სახე ორივე ხელით მოისრისა დათუნაშვილმა და პირისპირ მჯდარ მეგობარს თვალი,თვალში გაუყარა.
-მხოლოდ ეს საქმე ნიკუშ.-ლაღიძემ შეამჩნიანელ-ნელა როგორ ტყდებოდა უაზროდ გაჯიუტებული დათუნაშვილი და ხელში აღებულ სადავეებს ძლიერად ჩაეჭიდა.-მჭირდები,ახლა ნუ მეტყვი უარს.მშვენივრად იცი ამ საქმეს შენს გარდა ბოლომდე ვერავინ მიიყვანს.72 საათია გასული რაც გოგონას ასავალ დასავალი დავკარგეთ.კაცმა არ იცის რა ხდება...საშენო საქმეა.მხოლოდ ეს ერთი საქმე ნიკო და პირობას გაძლევ საკუთარი მანქანით ამოგიყვან ამ ტყეში და ხმასაც არ ამოვიღებ.
-რა ახვარი ხარ ლაღიძე.-სიმწრით გაეცინა დათუნაშვილს და მოზრდილ წვერზე თითები ჩამოისვა.ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და მაგიდაზე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა.-რა გაძლევთ იმის საბაბს გოგონა დაკარგულად რომ გამოაცხადოთ?! იქნებ რომელიმე ნათესავთან არის,მეგობართან ან რავიცი... გასაგებია,სამი დღე გავიდა რაც არ გამოჩენილა.რა მასალები გაქვთ.დაკითხეთ მისი სანაცნობო წრე?! მხოლოდ მამის ვარაუდებზე დაყრდნობილი ამტკიცებთ ამას თუ გაქვთ სერიოზული ხელჩასაჭიდი?!იქნებ საკუთარ ოჯახზე განაწყენებულია და არ უნდა ვინმემ იპოვოს.იქნებ ამით ცდილობს მამის ყრადღების მიქცევას?-ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლი ჭერისკენ გააგზავნა.
-ბევრი არაფერი-ამოიოხრა ლაღიძემ.-ჰო,როგორც ვიცით არ ჰქონიათ იმდენად კარგი დამოკიდებულება საკუთარი მამა მესაიდუმლედ რომ გაეხადა, მაგრამ...-მხრები აიჩეჩა ლაღიძემ.-მისი მშობლები გაყრილები არიან,გოგონა მამასთან იზრდებოდა.დედას, მეორე ოჯახი ჰყავს...მამასაც,მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა ამდენი ხნით ისე გაუჩინარებულიყო მისი ადგილსამყოფელის სესახებ რომ არავის სცოდნოდა.
-აბა რას იძიებდა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო?!-თვალები მობეზრებულად აატრიალა ნიკამ და მის მუხლებზე თავ ჩამოდებულ ძაღლს ფრთხილად მიეფერა,რომელმაც ნეტარი თვალებით ამოხედა პატრონს და სიხარულისგან წამოიყეფა.ისევ გიორგის შეხედა და წამების განმავლობაში დააკვირდა.
-გამარჯობა შენი!-ხელი-ხელს შემოჰკრა დათუნაშვილმა.-ძაღლის თავი სწორედ მამამისის ოჯახში უნდა ვეძებოთ.კარგი,ამჯერად შენ გაიმარჯვე.მხოლოდ ეს საქმე და შემდეგ შემეშვებით.
-კარგი...კარგი..-თავისი პირობის გასამყარებლად თავიც დაუქნია ლაღიძემ და გაიღიმა.ნიკა კი კვლავ ძაღლს მიუბრუნდა და გაუცინა:
-რაო პატარავ,წავიდეთ სახლში?!

***********
გამომძიებელი გიორგი ლაღიძის სახლის სამზარეულოში,შუქი ღამის სამ საათამდე ენთო.საქმის მასალებში თავ ჩარგული უცვლელი დუეტი კი დაუკითხავად შემოპარულ ძილს და დაღლილობას ძლიერი ყავით იგერიებდა.
-ყველაფერი ძირ ფესვიანად გვაქვს გასარკვევი,ხვალ დილით გოგონას მამას ხელმეორედ დავკითხავთ და ყველაფერს შევაჯამებთ.არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს.მანამდე კი იქნებ გამოვიდნენ კონტაქტზე და თუ გატაცებაა გამოსასყიდი მოითხოვონ.-სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა დათუნაშვილმა.-ყველაფერი მაინტერესებს.ვინ ნახა ბოლოს, სად ნახეს,ვინ ესაუბრა,რაზე ესაუნრნენ.შესაძლოა პატარა დეტალიც კი გამოგვადგეს.გოგონას დედაც უნდა დავკითხოთ.
-ვფიქრობ ეგ არ მოხერხდება.-კეფა მოიფხანა ლაღიძემ.-საზღვარ გარეთ ცხოვრობს.
-ამის დედაც...-თვალები მოისრისა დათუნაშვილმა-ახლა მე წავალ სახლში,ადამიანის სახეს მივიღებ,მოვწესრიგდები და ხვალ დილით განყოფილებაში მოვალ.ჩემი გამოჩენისგან გაბედნიერებული შენი უფროსი სახეს ვერ გამოვტოვებ.-ირონიულად ჩაიცინა ნიკამ და სკამიდან წამოდგა.
-ისევ იმ აზრზე ხარ?-გიორგიმაც მას მიბაძა და თავადაც წამოდგა.
-რომელ აზრზე?! -წარბები შეყარა მამაკაცმა და ირონიულად ჩაიცინა.-შენი უფროსი რომ ტრა*კია?!
-იქნებ დროა წყენა დაივიწყოთ?
-არ გიხდება ლაღიძე ეს შუამავლის როლი...მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო ვარ აქ და იმედი მაქვს ეგ ნაბი*ჭვარი ფეხებში არ გამებლანდება და მაცდის ჩემი საქმე გავაკეთო.
-კარგი..კარგი-ხელები დანებების ნიშნად ასწია ლაღიძემ, კარისკენ წასულ მეგობარს უკან მიჰყვა და სადარბაზოში გასულს,რომელიც ლიფტის ამოსვლას ელოდებოდა ფართოდ გაუღიმა.
-კეთილი იყოს შენი ამ საგიჟეთში დაბრუნება.
*************
სახლის კარი ზურგს უკან ხმაურით მიხურა და დასადგურებულ სიმყუდროვეს,რომელიც სტუმართ მოყვარე მასპინძელივით შეეგება,ლარივით დაჭიმული სხეულით შეხვდა.თვეების განმავლობაში მიტოვებულ სახლში,მტვერი და უსიამოვნო,დახუთული სუნი ტრიალებდა,რომელმაც ცხვირის ნესტოები წამებში აუწვა და წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
-შენი დედამ*ოვტყან.-ყრუდ ამოილაპარაკა და ზურგჩანთა იატაკზე მიაგდო, კარადაზე მოთავის ბულ პატარა ლარნაკში ხმაურით ჩაახეთქა სახლის გასაღები.შუქი არ აუნთია. სიბნელესთან შეგუებული,მძიმე ნაბიჯებით დაიძრა მოზრდილი მისაღები ოთახისკენ და კედელზე ხელის ფათურით ჩამოსწია ჩამრთველი.ოთახში ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობაში დახვდა,უჩვეულო მხოლოდ ავეჯზე დადებული მტვერი იყო და მაგიდაზე უდიერად მიგდებული ერთმანეთზე აკინძული რამდენიმე თაბახის ფურცელი.უკვე ექვს თვეზე მეტი იყო გასული რაც სახლის კარი გაიხურა და წუთითაც არ უფიქრია დაცარიელებულ სახლს დაჰბრუნებოდა.არ უფიქრია,სახლში მისულს ისევ ბოლო ხმაზე ჩაერთო ტელევიზორი, რომელსაც მაინც არასდროს უყურებდა.არ უფიქრია, იმ საძინებელში დაეძინა რომელშიც მთელი ამ წლების მანძილზე.არც სამზარეულოში შეუხედია და ისე ამოშალა და გააქრო მეხსიერებიდან ამ სახლის არსებობა,თითქოს არც არასდროს ყოფილიყო მის საკუთრებაში.აღარც უფიქრია ემოციების შეკავება,ათრთოლებული თითებით სიგარეტს მოუკუდა და ოთახის გასანიავებლად ფანჯარა ბოლომდე გამოაღ.გრძელი დუტის ქურთუკი სწრაფად გაიძრო და სავარძელზე მიაგდო,ზურგით კედელს მიეყრდნო და ოთახი მოათვალიერა.პლაზმური ტელევიზორის ეკრანი მტვრის თხელ ფარდას დაეფარა,კედლის საათი გაჩერებულიყო და აღარ ბურღავდა ტვინს თავისი გაუთავებელი ტიკ-ტიკით.ნელა ეწეოდა სიგარეტს,თითქოს დროს წელავს და აჭიანურებს სახლში დასადგურებულ მარტოობასთან შესაგუებლადო.გონება გათიშული აბოლებდა და კვამლს გამოღებული ფანჯრიდან გარეთ აგზავნიდა.ჩამწვარი ღერი მოისროლა და სუსხიან ნიავს ამოუხსნელი სიბრაზისგან გაცხელებული შუბლი მიუშვირა.საკმაო დრო ჰქონდა ამ ყველაფრის გადასახარშად და შესაგუებლად.იქნებ ლაღიძე მართალი იყო? იქნებ მართლა სჯობდა დაესრულებინა ტყეში გახიზვნა და ნორმალურ,ადამიანურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა?!ამისთვის კი საჭირო იყო ყველა და ყველაფერი ჯანდაბაში გაეშვა და ის ნიკოლოზი დაებრუნებინა ტვინის ბნელ კუნჭულში რომ მიუჩინა ადგილი და კარი საგულდაგულოდ ჩაურაზა.
-ჰოდა შენი დედაც...-შეუძახა საკუთარ თავს და სწრაფად გადაიძრო შინდისფერი სვიტერი.-დროა ყველა საკუთარ ტრა*კზე მოვსვათ.
დიდხანს იდგა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვილ წყენას და მრისხანებას გულმოდგინედ ირეცხავდა სხეულიდან.თმას და წვერს ძველი ფორმა დაუბრუნა და სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა.მაინც იგრძნობოდა განსხვავება,ისევ ის ნიკოლოზი იყო,მაგრამ თითქოს რამდენიმე წლით გაზრდილი.თვალებიდან ის ანცად აკიაფებული ემოციები სადღაც გამქრალიყო და ახლა მისი ადგილი დანისლულ,სრულიად ამოუხსნელ,უცხო ემოციებს დაეკავებინა.ერთ დონეზე დაყენებულ დაბალ თმაში,თითქოს ერთი-ორი თეთრი თმის ღერიც გარეულიყო.შუბლზე კი მიმიკური ნაოჭები გასჩენოდა.მაგრამ ნაოჭის ყველა ხაზს თავისი ახსნა ჰქონდა,განვლილი ბობოქარი ცხოვრების თითო დაღი.
-დაბერდი ა?!-საკუთარ თავს დასცინა და სააბაზანოდან გამოსულმა კარი ხმაურით გამოიხურა.საკუთარ საძინებელს გვერდი აუქცია და სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებლის კარი შეაღო.ხვალ ისე გააქრობდა სახლიდან ყველა იმ ნივთს რაც ძველ ცხოვრებასთან აჯაჭვებდა წარბსაც არ შეიხრიდა.
გადაღლილს მალევე ჩაეძინა,არ ახსოვს რამდენ ხანს ეძინა.ტუმბოზე მიგდებული მისი მობილური რომ აწრიალდა,რომელიც ჯიუტად არ აპირებდა გაჩერებას.ბალიშში ჩარგულმა ხელის ფათურით მოძებნა და თვალი არ გაუხელია ისე უპასუხა:
-ათი წუთის უკან ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაობში.
-მოვდივარ!-მიწვდილი ინფორმაციისგან წამებში გამოფხიზლებული წამოჯდა საწოლზე და ორი წუთიც არ იყო გასული უკვე ტანსაცმლის კარადასთან მდგარი ჩასაცმელს არჩევდა.





პატარა თავია მაგრამ გპირდებით აუცილებლად გავზრდი. არ მინდოდა უპასუხისმგებლოდ ჩაგეთვალეთ და მაგიტომ ვდებ ამ პატარა თავს.შაბათ-კვირას ოჯახის დღე გვაქვს :))))) და ვერ ვიცლი ხოლმე.იქნებ მოვახერხო და გვიან კიდევ ავტვირთო.მადლობა ჩემო ერთგულებო,მიყვარხართ და ველოდები თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ისე ვარ დაბნეული რომ არანაირი აზრი არ მომდის თავში, ჯერ სიტუაციაში ვერ გავერკვიე, მაგრამ თანდათან გაგვარკვევ ყველაფერში დარწმუნებული ვარ, აი ეგოისტი კაცი კი ისევ ფორმაშიაა.

 


№2 სტუმარი სტუმარი Takk.22

ძალიან მაინტერესებს რა მოხდა და ნენე სად არის,მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№3 წევრი Elennee

უფფფ .. გახურდა სიტუაცია !!! და დაბრუნდა ჩვენი ნიკოლოზიც, რომელიც ძალიან მენატრებოდააა <3 მადლობა ფეფო

 


№4  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

meocnebe avadmyopi
ბოლოჯერ მაქვს იმის იმედი რომ ლიზას ისევ ვიხილავ დათუნაშვილთან ერთად ...
ეს იმედი უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა ,რომ ...
მართლა არ ვიცი, ახლაც როცა არაფერ შუაშია მაინც ერგემლიძეს ვახსენებ... რადგან არ წარმომიდგენია დათუნაშვილი ლიზას გარეშე და ეს ისტორია ამ წყვილის გარეშე უბრალოდ ვერ ვეგუები...
როგორ მაინტერესებს რა მოხდა მას შემდეგ რაც ჩვენ ბოლოს ვიხილეთ სრულიად სხვა დათუნაშვილი...
როგორ მკლავს იმის ინტერესი რატომაა ეს ჩვენი ნიკოლოზი მთაში გახიზნული...

როგორ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს შენ ხომ არ იცი...
უბრალოდ ვგიჟდები შენზე .. ❤ ☺

ძალიან დიდი მადლობა :* პირობას ვდებ არ დავაგვიანებ.

სტუმარი Takk.22
ძალიან მაინტერესებს რა მოხდა და ნენე სად არის,მოუთმენლად ველი გაგრძელებას

არ არის იმ ნაწილის გაგრძელება :)) უკვე ავხსენი საიტის ჯგუფშიც და პროლოგშიც. !თვალეთ რომ მეორე ნაწილი არ ყოფილა.დამთავრდა პირველი ლ ნაწილში ეს ოხერი ისტორია და უბრალოდ მომდევნო დეტექტივია უცვლელი მთავარი გმირებით.ანუ გიორგი და ნიკა არიან უცვლელი.ნუ ვინც ელოდება ახალ გოგოებს და ნიკოს აღვირ ახსნილობს იმედები უნდა გაგიცრუოთ :( დეტექტივია სხვა სთაურით ციკლიდან ნადირობა.მადლობა რომ კითხულობთ ძალიან მიხარია თქვენი შეფასებები :*

Elennee
უფფფ .. გახურდა სიტუაცია !!! და დაბრუნდა ჩვენი ნიკოლოზიც, რომელიც ძალიან მენატრებოდააა <3 მადლობა ფეფო

პირიქით,მადლობა თქვენ.მიხარია ჩემს გვერდით რომ ხართ და მიუხედავად უამრავი აზრთა სხვადასხვაობისა მაინც მომყვებით და კიტხულობთ :*

 


№5  offline წევრი kora

აზრები არეული მაქვს და ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, ამიტომაც ველი მოვლენების განვითარებას
--------------------
kira.G

 


№6 სტუმარი სტუმარი elo

უფ წინ რა საინტერესო რამე გველოდება.. ძალიან კარგი ხარ და კარგად წერ და როდესაც მიცლი მაშინ დადე .
უკვე იმდენჯერ ახსენი რომ სხვა ისტორიაა ჯობია ყველა თავის დასაწყისში ეგ დაწერო რომ აღარ გკითხონ smile

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

რა მაგარია ფეფო ისევ გამოჩნდი. ისევ ნიკოლოზი და საინტერესო თავგადასავლები. გამიხარდა და ნუ გვალოდინებ შეძლებისდაგვარად

 


№8 სტუმარი Tamo

Gamixardi fefo ???????????????? liza nikolozis dueti gamixardeboda ????????????

 


№9  offline წევრი სიბილა

მერე, მერე?))))

 


№10 სტუმარი სტუმარი ნეაკო

დამაინტრიგებელია ძალიან მომეწონა

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.