შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა (დაბრუნება)№2


25-03-2019, 21:27
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 1 807

ნადირობა (დაბრუნება)№2

ნადირობა №2


დილის ცხრა საათი ხდებოდა განყოფილების კიბეები რომ აიარა და გმირულად დააიგნორა მისი გამოჩენით გაოგნებული თანამშრომლების სახეები.დიდხანს არ გაჩერებულა,ორი სიტყვით მოიკითხა ყველა და ნაცნობი კაბინეტისკენ გაემართა რომლის კართანაც უკვე იდგა გიორგი ლაღიძე და ადამიანის სახე დაბრუნებულ მეგობარს ღიმილით უყურებდა.
-როგორ მიდის საქმეები?-მის გამოწვდილ მარჯვენას, თავისი მარჯვენა შეაგება დათუნაშვილმა.
-ექსპერტიზის წინასწარი დათვალიერების დასკვნა გვაქვს და მოგვიანებით გაგაცნობ, მანამდე ჭანტურიას უნდა შენი ნახვა.-დამნაშავესავით ამოილაპარაკა ლაღიძემ და უსიამოვნოდ შეშმუშნილ მეგობარს თვალი აარიდა.
-კარგი,კაბინეტშია?
-არა,აქ გელოდება.-თავით საკუთარი კაბინეტის კარისკენ ანიშნა ლაღიძემ და პირველმა შეაღო შავი, მასიური კარი.
ოთახის შუაგულში მაგიდასთან მაღალი,მხრებ განიერი დაახლოებით 45,48 ოდე წლის თმა შევერცხკილი მამაკაცი იდგა და შეკრული წარბებით სიგარეტს ეწეოდა.ხშირი წარბების ქვეშიდან შავად აკიაფებული თვალები უსიამოვნოდ იმზირებოდნენ და მისი უხეში სახის ნაკვთებს უფრო პირქუშ იერს მატებდნენ.თეთრი პერანგი,თითქმის ბოლო ღილზე ჰქონდა შეკრული და შინდისფერი ჰალსტუხი ისე ჰქონდა კისერში წაჭერილი იფიქრებდით სადაცაა სუნთქვა გაუძნელდება და დაიხრჩობაო.მარჯვენა ხელი, სარვლის ჯიბეში ედო.მარცხენა ხელის თითებში კი შუამდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი მოემწყვრდია და ცალი გვერდით სამუშაო მაგიდას ისე მიყრდნობოდა თითქოს წონასწორობას იცავსო.დათუნაშვილის გამოჩებაზე მაგიდიდან არ წამომდგარა,სახეზე უცნაური ღიმილი აუკიაფდა და გამჭოლი მზერა სტყორცნა დაბრუნებულ გამომძიებელს.
-კეთილი იყოს შენი გამოჩენა ნიკოლოზ.-მწეველისთვის დამახასიათებელი,ბოხი ხმით ამოილაპარაკა და თითქოს ჩაიცინა.
დათუნაშვილმა პასუხად თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია და ლაღიძეს გადახედა, რომელიც შეკრული წარბებით არანაკლებ დაძაბული იდგა მის გვერდით.
-როგორ მიდის შენი ჯანმრთელობის საქმეები?!-ისეთი ტონით იკითხა ჭანტუტიამ ძნელი არ იყო გარჩევა ნამდვილად გულწრფელად ამბობდა თუ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით.-მოგხდომია მთის ჰაერი.
-საქმეზე გადადი-ყბის ძვლები დაეძაბა დათუნაშვილს და თავს ძლივს იკავებდა მდგომარეობიდან რომ არ გამოსულიყო.
-კარგი..-მხრები აიჩეჩა ჭანტურიამ და სიგარეტის ღერი მაგიდაზე მოთავსებულ საფერფლეზე დაასრისა.მაგიდას მოშორდა და ორივე ხელი ჯიბეებში ჩაიწყო.ორი მეტრის მოშორებით იდგა თავისზე ერთი თავით მაღალ მამაკაცთან და თავით ფეხამდე უსიტყვოდ ათვალიერებდა.შემდეგ ამოისუნთქა და წარბები შეკრა.
-სამსახურში ვერ დაგაბრუნებ.-მეხის გავარდნასავით გაისმა ჭანტურიას ხმა.
-ბატონო?-თითქმის ერთ დროულად წამოიძახეს ლაღიძემ და დათუნაშვილმა.
-გაუგებრად ვსაუბრობ?!-ხმას აუწია ჭანტურიამ და ხელები ჯიბეებიდან ამოიღო,ფართოდ გაშალა და თავის ქნევით გააგრძელა:-ესე არ გამოვა..ეს სამსახურია.აქ ისე ვერ მოიქცევი როგორც შენ მოგეპრიანება.ადექი და გავარდი.ახლა დაბრუნდი და ძველ პოსტზე აღდგენას ითხოვ?!მე, ვუთხარი ლაღიძესაც-გიორგის გადახედა ჭანტურიამ.-იმ სტრესის შემდეგ რაც შენ გადაიტანე არ ვარ დარწმუნებული რომ შეგიძლია ძველებურად გააგრძელო მუშაობა.ეს საბავშვო ბაღი არ არის, ამის დედაც...
-რას მთავაზობ?-სიბრაზის შესაკავებლად ხელები მუშტებად შეკრა დათუნაშვილმა და მზერა გაუცივდა.
-თანამდებობა და სამსახური თუ გინდა ,უნდა დაემორჩილო შიდა განაწესს და დაგვიმტკიცო რომ შეგიძლია ძველებურად მუშაობის გაგრძელება.ამისთვის კი საჭიროა ჩვენს ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე იარო.მანამდე სანამ ის არ გადაწყვეტს რომ შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი სრულიად დამაკმაყოფილებელია და შეგიძლია სამსახურს დაუბრუნდე.-მხრები უდარდელად აიჩეჩა ჭანტურიამ.
-მეღადავებიი?!-კბილებში გამოსცრა დათუნაშვილმა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწი,მაგრამ იდაყვზე მოვლებულმა ლაღიძის ხელმა შეაჩერა და რეალობაში დააბრუნა.-არ მჭირდება ეგ თქვენი ყ*ლე კონსულტაციები,თავს მშვენივრად ვგრძნობ.
-რაღაც ვერ გატყობ.-ცალყბად ჩაეცინა ჭანტურიას.-ჟეტონი თუ გინდა,გააკეთე ის რასაც გეუბნებით.არა და მაპატიე ნიკოლოზ,დიდ პატივს ვცემ შენს მრავალწლიან გამოცდილებას მაგრამ არ შემიძლია ფსიქოლოგის დასკვნის გარეშე შენი აღდგენა.
-ნიკო..-იდაყვზე ხელი ძლიერად მოუჭირა ლაღიძემ გაცოფებულ მეგობარს,რონელსაც ისეთი სახე ჰქონდა უფლება რომ მიგეცათ ძვლებში დაამტვრევდა ცინიკურად მომღიმარ განყოფილების უფროსს.
-ეს,ჩემი განყოფილებაა და აქ, წესებს მე ვადგენ!-ხმას აუწია ჭანტურიამ.-დამთავრდა ბიძაშენის მეურვეობის ხანა და მე იძულებული ვარ მისი გაფუჭებული თანამშრომლები, დიდი ძალისხმევის ფასად ჩავაყენო ფორმაში.კონსულტაციაზე ჩაწერილი ხარ უკვე.დღეიდან დაიწყებ.რომ გავიგო აცდენ და სეანსებზე არ დადიხარ,პირობას გაძლევ საბოლოოდ დაემშვიდობები სამსახურს.-ხელები მოიფშვნიტა ჭანტურიამ.
-ამ საქმეში მისი დახმარება მჭირდება.-წარბი არ გაუხსნია ლაღიძეს.-აუცილებლად ივლის სეანსებზე, მე ვიღებ მასზე პასუხისმგებლობას.უბრალოდ ფსიქოლოგის დასკვნამდე მინდა რომ ჩემთან იმუშაოს.
-კარგი...-მხრები აიჩეჩა ჭანტურიამ.-მისი გადასაწყვეტია,ჰკითხე თუ იმუშავებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოხალისედ?რაღა თქმა უნდა იარაღისა და ჟეტონის გარეშე...
-შე ნაბი*ჭვარო-ყრუდ ამოილაპარაკა დათუნაშვილმა და ირონიულად მომღიმარი ჭანტურიასკენ დაიძრა.
-ნიკო!!
ლაღიძის ხმასაც კი არ შეუჩერებია დაჭრილი ცხოველივით განრისხებული დათუნაშვილი, ისე ჩააფრინდა საყელოში უფროოს და ისე დაითრია თავისკენ ლამის შუბლით შუბლზე ეხებოდა.-მოგიტან იმ ფსიქოლოგის დასკვნას და ტრა*კში გაგთხრი,შე ახვა*რო!
-ნიკო,არ გინდა.-უკან დაითრია ლაღიძემ და უფროსის საყელოში ძლიერად ჩავლებული ხელები ძლივს გააშვებინა.
-ვნახოთ,ბატონო ნიკოლოზ-ნერვიულობის დასაფარად გაიცინა ჭანტურიამ და ნიშნის მოგებით შეათვალიერა.თან აჩეჩილი პერანგის საყელო შეისწორა და ცალი წარბი ასწია.
-კიდევ ერთხელ გაბედავ ასეთ გამიხტომას და დაიმახსოვრე, კინწის კვრით გაგაგდებ ამ განყოფილებიდან.-გამოსცრა ოდნავ შეცვლილი ხმით.- ლაღიძის მეურვეობის ქვეშ იმუშავე და დიდი იმედი მაქვს,მაგ შენი ამპარტავნების გამო ერთხელაც ცხვირს წაიმტვრევ და საშუალებას მომცემ სიამოვნებით მიგაბრძანო აქედან.შემდეგ კი საქმეს ისე გაგიხდი რომ სტრუქტურაში დაბრუნების ყველანაირი შანსი დაკარგო.
ჭანტურია, დინჯი ნაბიჯებით დაიძრა გასადვლელი კარისკენ და კარი ძლიერად გამოქაჩა,ზღურბლზე შემდგარმა კიდევ ერთხელ გამოხედა მამაკაცებს და ირონიულად გაუღიმათ.-წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ბატონებო!

************
-სხვანაირად არ გამოვა ნიკო...-სახე მოისრისა იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაყრდნობილმა ლაღიძემ და გაცოფებულ მეგობარს გადახედა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და თითებში მომწყვრდეულ სანთებელას რიტმულად აკაკუნებდა მაგიდის ზედაპირზე.-ჩემზე კარგად იცი თორნიკე ჭანტურია რა ნაბიჭ*ვარიც არის და როგორ მოხვდა ამ თანამდებობაზე!ისიც კარგად იცი, რას გეტყოდა ამაზე გურამი...რაც ეგ მოვიდა ძმაო სრული საგიჟეთია განყოფილებაში.თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს.იცი ძველი ბოღმა რომ ალაპარაკებს და არ მოგასვენებს ნიკოლოზ,კუდზე დამჯდარი ყველა ნაბიჯს გაგიკონტროლებს.მიეცი მაგ ახვარს თნამდებობით დატკბობის უფლება.
-ჯანდაბა.-სიგარეტი საფერფლეზე დააგდო დათუნაშვილმა და თვალები მოისრისა.-მოდი საქმეს მივხედოთ.რა ვიცით გვამზე?
-ამის დედაც...-ამოიოხრა ლაღიძემ და მაგიდის კუთხეში მიყრილ ქაღალდებს დასწვდა.-ნინო ალავერდაშვილი,23 წლის, ფარმაცევტი.ჰყავს ხუთი წლის შვილი თაია,ქმარს სამი წელია გაშორებულია.ცხოვრობდა დედასთან და მამინაცვალთან გლდანში.წინასწარი დათვალიერებით არანაირი ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი არ აღმოგვიჩენია.სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა.ჯერ გაგუდეს,შემდეგ გვამი მოიშორეს.აუტოფსიის პასუხები დღეს საღამოს იქნება და დაწვრილებით გვეცოდინება მისი გარდაცვალების მიზეზები.
-როგორ ფიქრობ,შეიძლება რამე კავშირი არსებობდეს გაუჩინარებულ გოგონასა და მიცვალებულს შორის?
-ნაკლებ სავარაუდოა,მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.-მხრები აიჩეჩა ლაღიძემ და ფურცლები გვერდით გააცურა.
-გოგონას მამას უნდა გავესაუბროთ.უმჯობესია ეხლავე წავიდეთ შემდეგ კი ყველა მისი მეგობარი დაიბარეთ განყოფილებაში და ხელმეორედ დავკითხოთ.გამორიცხული არ არის ვინმემ რამე იცოდეს და ხმას არ იღებდეს.
-კარგი,გავიდეთ.-სკამიდან წამოდგა ლაღიძე.-დღეს მიხვალ ფსიქოლოგთან?
-აბა,ისე როგორ იქნება?კიდევ ერთი ჰალსტუხიანი ყ*ლე, რომელიც ეცდება ჩემს ტვინში აფათუროს ხელები.-ცალ ყბად გაეცინა დათუნაშვილს და წინ წასულ ლაღიძეს გაჰყვა.

ბიზნესმენ, არჩილ ჩერქეზიშვილის აპარტამენტები ნამდვილად არ შეესაბამებოდა ნორმალური ადამიანის საცხოვრებელ სახლს.მაღალი გალავნით შემოსაზღვრული, უზარმაზარი შენობა ნაგებობის შენხედვარეს პირველად მისი დამპროექტებლის ჯანმრთელ აზროვნებაზე დაგაფიქრებდათ და შემდეგ ამ ქონგურებიან, ეგრედ წოდებულ სახლში მცხოვრებ მეპატრონეზე.გამომძიებლებს დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი,მალევე ჭრიალით გაიღო გორგოლაჭებზე დამაგრებული უზარმაზარი კარი და სტუმრებს საშუალება მისცა თეთრი ქვით მოკირწყლულ სამანქანო გზაზე შესულიყვნენ,რომლის ბოლოშიც პატარა მოედანი და ამ მოედნის შუაგულში რომაელი ჯარისკაცებივით ჩარიგებული პატარა შადრევნები განელაგებინათ ბიბლიური ღმერთების ბიუსტებით. შავ თეთრში გადაწყვეტილო სახლის წინ,ორი საშუალო სიმაღლის ადამიანი იდგა წელში გამართული.ქალი და მამაკაცი რომელთაც უნიფორმაზევე ეტყობოდათ ამ სახლში მომსახურე პერსონალი რომ გახლდნენ.ყოველგვარი მისალმების გარეშე,ხელის მარტივი მოძრაობით შეიპატიჟეს სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები და სასტუმრო ოთახამდე მიცილების შემდეგ თვალთახედვის არეალიდან გაუჩინარდნენ.
-დილა მშვიდობისა!-სტუმრების დანახვაზე ვეებერთელა სავარძლიდან ,შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი წამოდგა, რომელსაც ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა და გულმოდგინედ ეცნობოდა დღის მიმდინარე მოვლენებს პრესაში.
-გამარჯობათ,ბატონო არჩილ.-მამაკაცს ხელი გაუწოდა ლაღიძემ, შემხვედრი ხელის მოლოდინში უხერხულად შეიშმუშნა და ჰაერში გაშეშებული მარჯვენა უკანვე გამოსწია.
-რამ შეგაწუხათ?-სავარძელს დაუბრუნდა ზემოდ ხსენებული არჩილი და თავის დაქნევით უფლება მისცა დამსხდარიყვნენ.
-თქვენი ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ გვინდა რამდენიმე კითხვის დასმა.-ლაღიძეს დაასწრო წარბშეკრულმა დათუნაშვილმა და მამაკაცი ცივი მზერით გაბურღა.
-თქვენ,ვინ ბრძანდებით?-სათვალე მოიხსნა არჩილმა და წარბ აწეულმა შეათვალიერა უცნობი მამაკაცი.
-ნიკოლოზ დათუნაშვილი,თქვენი ქალიშვილის გაუჩინარების საქმეში გამომძიებელს ვეხმარები.-ყბის ძვლები დაეძაბა ნიკას.
-ანუ,გამომძიებელი?-ფეხი-ფეხზე გადაიდო ბიზნესმენმა.
-არა,ჩვეულებრივი მოქალაქე. რომელიც მოხალისედ მუშაობს განყოფილებაში.
-არის რამე სიახლე?-ლაღიძეს მიმართა არჩილმა.
-ჯერ ჯერობით არაფერი.მაგრამ იმედი გვაქვს ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით მალე მოვახერხებთ კვალზე გასვლას.მანამდე კი იქნებ უპასუხოთ მის დასმულ კითხვებს.
-გისმენთ...-მხრები აიჩეჩა არჩილმა.
-მტრები გყავთ ბატონო არჩილ?-სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა დათუნაშვილმა და თავი ოდნავ ჩახარა.
-იცით წელიწადში რამდენს გამოიმუშავებს ჩემი კომპანია?-კითხვაზე კითხვითვე უპასუხა არჩილმა და მუხლზე ერთმანეთში გადაჯვარედინებული,მოვლილი თითები ჩამოიდო.
-წარმოდგენა არ მაქვს.-ტუჩები დაბრიცა ნიკამ და მხრები აიჩეჩა.
-ჰო,ძალიან ცუდი...-ჩაახველა არჩილმა.-მტრები ყველას ჰყავს,განსაკუთრებით კი ჩემი დონის ბიზნესმენს.მაგრამ აქ ჩემი მტრების არსებობა არაფერშუაშია.
მე და გვანცას არც ისეთი ხშირი და ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.მეამბოზე გოგონაა...ვფიქრობ ამ გაუჩინარებით ყურადღების მიქცევას ცდილობს და ახლა ვნანობ,საერთოდ რომ ჩავრიე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში.
-ასე დარწმუნებით რატომ?!-წარბები შკრა დათუნაშვილმა.
-უბრალოდ მისი ჩვეული საქციელია და პირველად არ იქცევა ასე...ხშირად მიდიოდა სახლიდან, მაგრამ როგორც კი ფული შემოაკლდებოდა უკან ბრუნდებოდა.ახლაც ასე იქნება, მით უმეტეს უკვე მივიღე ზომები და მისი ყველა ანგარიში დავბლოკე.
-ჯანდაბა.-ყრუდ ამოილაპარაკა ნიკამ და გაოგნებული სახით მჯდარ მეგობარს გადახედა.
-ანუ,რას ითხოვთ? ცოტა არ იყოს დავიბენით.-გაკვირვებული ხმით იკითხა ლაღიძემ.
-მინდა,რომ შეეშვათ ამ საქმეს...
-ბატონო არჩილ!-ლამის წამოიყვირა ლაღიძემ.
-მამა მე ვარ,ამიტომ რასაც ვამბობ ასე იქნება.მე უკეთ ვიცნობ ჩემს თავქარიან შვილს თუ თქვენ?-ხმას აუწია არჩილმაც და სავარძლიდან წამოხტა.-გვანცა,თავკერძა და გატუტუცებული ლაწირაკია, რომელსაც ძლიერი ხელი და კარგი ჭკუის სწავლება სჭირდება.ახლა კი პატივი დამდეთ და მიბრძანდით აქედან.
-ჯანდაბა-ფეხზე წამოხტა მოთმინება დაკარგული დათუნაშვილიც.-თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ ბატონო არჩილ?!-მის სახელს ხაზი აგუსვა და თვალი თვალში უტეხად გაუყარა.-გუშინ, შვილის მოძებნა გსურდათ და ამ საქმეში მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩარიეთ.დღეს, სხვა ტალღაზე უკრავთ და აღარ გინდათ გამოძიება გაგრძელდეს.იურისტთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია,კარგად რომ აგიხსნათ რას ნიშნავს აღძრული საქმე.გინდათ თუ არა ამ საქმის გამოძიება მაინც გაგრძელდება და თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად აქედან მივბრძანდეთ, იძულებული ვართ უარი გითხრათ.
-ნიკო-გაბრაზებულ მეგობარს მხარზე შეეხო ლაღიძე.
-თქვენი ქალიშვილის ოთახი გვაჩვენეთ და კეთილი ინებეთ და გარკვევით აგვიხსენით: სად და როგორ შეიძლება მისი მოძებნა,შემდეგ მისი მეგობრების სახელები და გვარებიც ჩამოგვიწერეთ ფურცელზე და ჰოო, საკონტაქტო ნომრები არ დაგავიწყდეთ რათქმა უნდა.
-როგორ ბედავთ?!-ხმას აუწია გაოგნებულმა არჩილმა.
-ისე,როგორც თქვენ ბედავთ.-მხრები აიჩეჩა დათუნაშვილმა.-დედამიწა თქვენს ირგვლივ არ ბრუნავს,ბატონო არჩილ და თუ თქვენი ტუტუცი ქალიშვილის მართვა არ შეგიძლიათ,ვერ მიაკვლიეთ მის კვალს და ამაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩარიეთ,ახლა კეთილი ინებეთ და ჩვენ მაინც გვაცალეთ მოგიძებნოთ უმართავი ქალიშვილი.
-იცით მაინც ვის ელაპარაკებით?-ბრაზისგან ხმა აუკანკალდა არჩილს.
-დიდად არ დავინტერესებულვარ.-გაუცინა დათუნაშვილმა და ხელით კიბისკენ ანიშნა.-იქ,ზემოთ არის გვანცას ოთახი?!


**********
წითელ პერანგიანი მამაკაცი, ზურგით ძლიერად მიყრდნობოდა მბრუნავი სავარძლის საზურგეს და გამომცდელი მზერით ათვალიერებდა მისგან ერთი მეტრით დაშორებულ,მოზრდილ ტახტზე გაწოლოლ დათუნაშვილს, რომელიც მოზაიკით გაწყობილ ჭერს მიშტერებოდა და ქაოტურად არეულ პატარ-პატარა ფიგურებს გონებაში თანამიმდევრობით აწყობდა.
-რას ფიქრობ?-დაბალი,რბილი ხმა ჰქონდა წითელ პერანგიან მამაკაცს, რომელიც ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა და რატომღაც მოდუნებისგენ გიბიძგებდა.
-როგორ დავალაგო გონებაში ეს ქაოსი,შენი ოთახის ჭერზე რომ გაქვს მოწყობილი.-თვალი ჭერისთვის არ მოუშორებია დათუნაშვილს.
-და რას გრძნობ?
-გულახდილი საუბრები არ მიყვარს,შენ კი მაიძულებ ისე გავიხსნა და გადმოგილაგო ჩემი გრძნობები მაგიდაზე,შენ რომ შეძლო და დაუკითხავად აფათურო ხელები.-ჩაეცინა ნიკოლოზს
-შენ სიმშვიდის მოპოვება გინდა,განთავისუფლება უარყოფითისგან,გრძნობებში,ემოციებში,ფიქრებში გარკვევა.მე კი შენი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა მინდა და შენი დახმარება.
-ღმერთი ხარ?-ტახტზე წამოჯდა დათუნაშვილი და მამაკაცის პირისპირ დაჯდა.
-არა.
-მაშინ სხვაგან მოვხვდი.-გაეცინა ნიკას.-მე წყეული დასკვნა მინდა, რომელსაც მივიტან და თორნიკე ჭანტურიას ტრ*აკში გავთხრი.შენ ხელფასი გინდა,რომელსაც ჩემისთანებთან ლაყბობაში გიხდიან.არ ჯობია დრო არ დავკარგოთ და მარტივად მოვრიგდეთ? შენ იტყვი რომ მე არ ვაცდენ არც ერთ სეანსს...მე, ტვინს არ გაგიბურღავ დედაკაცივით მოთქმა-გოდებით.მერე მომცემ დასკვნას და ორივე ჩვენი გზით წავალთ.-მარტივად გადაწყვიტა ნიკოლოზმა და მხრები ღიმილით აიჩეჩა.
-ანუ,ტყუილი ვთქვა?-ისე გაიკვირვა მამაკაცმა და ისეთი შეურაწყოფილი სახე მიიღო, დათუნაშვილი წამით დაფიქრდა ნეტავ შეურაწყოფა ხომ არ მუვაყენეო.
-ცხოვრებაში ყველა ვამბობთ ტყუილს.-ცხვირი შეიჭმუხნა ნიკამ
-და საქმე თუ შენს მდგომარეობას ეხება. მაინც?-გაეღიმა მამაკაცსაც.
-მშვენივრად ვგრძნობ თავს.-მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-ორი თვე კომაში,შემდეგ ექვსი თვე ტყეში...ანუ,ეს ნორმალური მდგომარეობაა?!-არ ეშვებოდა მამაკაცი და დათუნაშვილმა,იგრძნო ნელ-ნელა როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა.
-მესროლეს,ამის დედაც.-ხმა გაუტყდა ნიკას და სხეული მისდა უნებურად დაეძაბა.
-შენ,საკუთარ მანქანასთან,ნაღმზე აფეთქდი.-ზედმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა ფსიქოლოგს.
-რა?!-წამით პირიც კი გაუშრა დათუნაშვილს და ენის წვერით ტუჩები გაისველა.
-არ გახსოვს?- მამაკაცის ხმაში თანაგრძნობამ გაიჟღერა.
-დედას შევ*ეცი-ყრუდ ამოილაპარაკა ნიკამ და წინ გადახრილი,იდაყვებით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო.გრძნობდა როგორ დაასხა მთელს სხეულზე ცივმა ოფლმა.
-ძალიან ვწუხვარ ნიკოლოზ...შენ მართლა გჭირდება დახმარება და იმედი მაქვს მომცემ უფლებას დაგეხმარო.
-არ მახსოვს.-დამნაშავესავით ამოილაპარაკა დათუნაშვილმა და ამღვრეული თვალებით ამოხედა ფსიქოლოგს.
-მე დაგეხმარები გახსენებაში.-მამაკაცის ხმაში გულწრფელი დაპირება ჟღერდა.
-და იქნებ ცდილობ,თავად ამირიოთ თავგზა?-უცებ გაეცინა ნიკას და სავარძლიდან წამოდგა.
-სხეულზე გააქვს ტყვიისგან მიყენებული იარები?!-გაეღიმა ფსიქოლოგს.
-შემდეგ სეანსზე არ მოვალ და იქნებ თავად დაფიქრდეთ ჩემს შენოთავაზებაზე?!-სახე დამანჭა ნიკამ და კარისკენ ისე წავიდა მომღიმარი მამაკაცისთვის ერთხელაც აღარ შეუხედია.

**************
დედაქალაქში, გვარიანად დაღამებულიყო და ჰაერში თოვლის სურნელი ტრიალებდა.ისე უცნაურად თბილოდა,აუცილებლად მოთოვდა და ბოლოს და ბოლოს ქალაქს თეთრი საბურველით შემოსავდა.დამღლელი დღის შემდეგ,ცოტა დაბმეული,გაბრაზებული და გაურკვევლობაში მყოფი აზრებს ვერ ალაგებდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა:თითქოს მიუხედავად ყველაფრისა ერთიანად გამოფიტული და ცარიელი იყო.უამრავი ამოუხსნელი ემოციებისგან გაერილი თავს ისე გრძნობდა როგორც პატარა სხეულში გამოკეტილი სული, რომელსაც გარეთ გამოღწევა და თავისუფლება სწყუროდა.ტალახისგან მოზელილი სხეული იმდენად პატარა იყო,იამდენად უცხო, მისი მხოლოდ სახელი და გვარიღა შერჩენოდა.უკან მოიტოვა ექვს თვიანი სულის სიმშვიდე და ერთ დღეში ისე გააუფერულა,ისე გააქრო,ბრაზიც კი იბყრობდა იმ გრძნობების გამო რაც მანამდე ეგონა რომ.ნამდვილი იყო...ნამდვილი და წრფელი.გრძნობები,რომელიც თავისუფლებისგან და სიმშვიდისგან მოდიოდა და ამოდენა ადამიანურ საფიქრალზე აღარ ამტვრებინებდა თავს.აღარ უდუღებდა ტვინს და გაურკვევლობაში მყოფს ორად არ ჩეხავდა.
ჩამწვარი ღერი, მანქანის ჩამოწეული შუშიდან პირდაპირ ასფალტზე მოისროლა და სადარბაზოს ჩაბნელებულ კარს გახედა.მოდიოდა.ჯანდაბა...ქალი, სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა სადარბაზოს შესასვლელი კარისკენ.მოკლე დუტის ქურთუქი ეცვა და გრძელი,გაშლილი თმა მხრებზე ეფინებოდა.სწრაფად აირბინა ორი კიბე და სადარბაზოს ბნელ ფოიეში გაუჩინარდა.
-ამის დედაც...მანქანიდან სწრაფად გადმოხტა და კარი ხელის კვრით მიხურა.თითქმის სირბილით გადაჭრა გზა და სამივე საფეხუი ერთი ნაბიჯით აიარა.ფოიე,ლიფტის თავზე დამონტაჟებულ სენსორული ნათურის ყვითელ შუქს ცუდად გაენათებინა.ქალი კი ლიფტის კართან იდგა და მის ჩამოსვლას ელოდა.ფეხის ხმაზე,ოდნავ დამფრთხალი კარისკენ შემოტრიალდა და ლამაზი სახე გაოგნებისგან გაუფითრდა.
იდგა და თვალ მოუშორებლად უყურებდა,ვერ გაეგო რას გრძნობდა.ვერ ამოეხსნა რატომ უხურდა მთელი სხეული,ვერც თითების ტკივილს ხსნიდა და ვერც კისერში მომჯდარ აფართხალებულ გულს.ვერც იმას რატომ დაუსველა მთელი სხეული ცივმა ოფლმა და ვერც იმაში გარკვეულიყო,რატომ უთრთოდა ქალს ნიკაპი?
-ნიკა...
ნაცნობი ხმა ყურში უცხოდ ჩაესმა,ფეხებმა თავისით გადადგეს ნაბიჯები.ხელებმა კი დუკითხავად გაიწიეს ქალის სახისკენ.ყველაფერს ტვინი აკონტროლებდა, ისე როგორც დაპროგრემებულ რობოტს.გული, ზედმეტად სწრაფ რიტმში ფეთქავდა და ალბათ ახლოსაც კი არ უშვებდა, ჯანდაბისკენ საკუთარ ფეხებს რომ მიჰყავდა ცხვარივით მორჩილი და ადამიანის სხეულში გამოკეტილი ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევა.რობოტი.
-ჯანდაბა...-ყრუდ ამოილაპარაკა და თვალებ ამღვრეულ ქალს, გაშლილ თმაში ისე ძლიერად ჩააფრინდა, ტკივილისგან და მოულოდნელობისგან წამოიკივლა ქალმა და გააზრებაც ვერ მოასწრო,გახსნილ ბაგეებზე ისე დაეწაფა ზედმეტად ნაცნობი და საოცრად მონატრებული მამაკაცის ტუჩები.



скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

საწყალი ნიკოლოზი...
არაფერი აღარ ახსოვს...
აი აფეთქება-ო და მართლა შემეცოდა...
ის ქალი ვინ იყო ნეტა...
ოღონდ ის იყოს ვისაც მე ვფიქრობ.. ოღონდ ის იყოს, ღმერთმანი ოღონდ ეგ ქალი ერგემლიძე იყოს..

რამდენჯერ შევამოწმე ..
უკვე მეგონა რომ დღეს აღარ დადებდი...
ძალიან მომეწონა...
თანაც ცოტა ,სულ ,სულ ცოტა მაინც გავიგეთ რა მოხდა...
იმედია ხვალ დადებ ...
და აი მაშინ როდესაც ეს ისტორია ჩემთვის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო , მგონი ახლა მთელ ისტორიაზე გავგიჟდები.....
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად..
❤ ☺ ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

meocnebe avadmyopi
საწყალი ნიკოლოზი...
არაფერი აღარ ახსოვს...
აი აფეთქება-ო და მართლა შემეცოდა...
ის ქალი ვინ იყო ნეტა...
ოღონდ ის იყოს ვისაც მე ვფიქრობ.. ოღონდ ის იყოს, ღმერთმანი ოღონდ ეგ ქალი ერგემლიძე იყოს..

რამდენჯერ შევამოწმე ..
უკვე მეგონა რომ დღეს აღარ დადებდი...
ძალიან მომეწონა...
თანაც ცოტა ,სულ ,სულ ცოტა მაინც გავიგეთ რა მოხდა...
იმედია ხვალ დადებ ...
და აი მაშინ როდესაც ეს ისტორია ჩემთვის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო , მგონი ახლა მთელ ისტორიაზე გავგიჟდები.....
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად..
❤ ☺ ❤

ჰოო???? დაპირებებს ჰაერზე არ ვისვრიი..( აქ გაჯგიმული სმაილი მინდა) ყველანაირად ვეცდები ყოველ დღე ავტვირთო რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მიხდა.ნუ შაბათი კვირა არ ითვლება ეგ ხელშეუხებელი დღეა..ოჯახის დღე.როცა ყველა სახლში ვართ.
რაც შეეხება ისტორიას..ნუუუ ჯერ სად ვართ?:)))))დისი აფეთქება გვაქვს გეგმაში.ფოიერვერკი...

 


№3 სტუმარი სტუმარი ინგა

ფეფო ყველაზე ჭკვიანო ,ნიჭიერო და ზე განათლებულო.მიხარია შენი გამოჩენა რადგან საოცარი წერ,განსხვავებული წერის სტილი და ხედვა გაქვს.ეს იმიტომ რომ საოცრად სერიოზულ და დახვეწილ დეტექიურ რომანებს წერ.ძალიან მინდა შენი ნაწერი ვნახო წიგნის სახით .და დარწმუნებული იყავი რომ მე საპატიო ადგილი ექნება ჩემს სახლში.რა თქმა უნდა შენი ხელმოწერითა და პატარა კომენტარით.რაც შეეხება ჩვენს ნიკოლოზს ვიცი რომ საოცრებებს მოახდენს და ჩცეულ ფორმაში იქნება????.მინდა წარმატება გისურვო და დიდი რეიტინგი რაც ისედაც ვიცი ,რომ გექნება,რადგან შენს პროფესიას და გონივრულ შესაძლებლობებს მე ხომ ვიცი რომ საზღვარი არ აქვს❤❤

ფეფო ყველაზე ჭკვიანო ,ნიჭიერო და ზე განათლებულო.მიხარია შენი გამოჩენა რადგან საოცარად წერ,განსხვავებული წერის სტილი და ხედვა გაქვს.ეს იმიტომ რომ საოცრად სერიოზულ და დახვეწილ დეტექიურ რომანებს წერ.ძალიან მინდა შენი ნაწერი ვნახო წიგნის სახით და დარწმუნებული იყავი რომ საპატიო ადგილი ექნება ჩემს სახლში.რა თქმა უნდა შენი ხელმოწერითა და პატარა კომენტარით.რაც შეეხება ჩვენს ნიკოლოზს ვიცი რომ საოცრებებს მოახდენს და ჩვეულ ფორმაში იქნება????.მინდა წარმატება გისურვო და დიდი რეიტინგი რაც ისედაც ვიცი ,რომ გექნება,რადგან შენს პროფესიას და გონივრულ შესაძლებლობებს მე ხომ ვიცი რომ საზღვარი არ აქვს❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

მიყვარს შენი ისტორიები საოცრად წერ წარმატებები

 


№5 სტუმარი ია ია

თავში მაქვს დომხალი,,,,ეს ქალი ვინ იყო,რა აფეთქება, რა ტვინის არევა,რა სჭირს ჩვენს ნიკოლოზს?))))

 


№6  offline წევრი აბლაბუდა

ცოტა მარილია აკლია, შეიძლება დიდხნიანი პაუზის ბრალია. გამიხადდა რომ დაბრუნდი ისევ გიჟური ისტორიებით და შემოგვთავაზე გემრიელ და მსუყე თავებს, რატომღაც ძალიან მომწონს შენს მიერ დაწერილი ეს ჟანრი

 


ესეეგი კი ვიფიქრე რომ დაასრულებს ბოლომდე მერე დავწერ კომენტარს თქო, მაგრამ ვერ მოვითმინე :დ რა აფეთქება ფეფო, რომელი აფეთქება? რა მოხდა ნოკოლოზთან ესეთი, რომ ააფეთქეს და ყველაფერი დაავიწყდა? ან ის ქალი ვინაა ნაცნობ-უცნობი ხმა რომ აქვს?
ფეფო რატომ გვაინტრიგნებ?
პ.ს. გამიხხარდა, რომ დაბრუნდი და შენებურ ვერსიას გვთავაზობ ❤
წინა ვერსიამ კი გული დამწყვიტა მაგრამ ეს შეშლილი კაცი მაინც მევასება❤

 


№8  offline წევრი ხოსე

ვაიმეეე ოღონდ ის უფერული ერგემლიძე არა მე კიდე ამას ვიტყოდი :-D :-D მაგრამ ნუ თუ მაინც არაა პრობლემა მე ნადირობა 2-ის მეორე ვერსიას მივაწვები :-D :-D

 


№9  offline წევრი Someone wandering

ვააიმეე ნიკოო აიიი,როგორ მომნატრებია ეს ბილწობები,მისი მანერებიი,საუბარიიი.
ლაღიძე და ნიკო აიიი იმენაა სულლ სხვა განზომილებაა რააა,ჯიგრებიი არიაან,ეს ორი ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენია.
ფსიქოლოგი ყველს გვჭირდება ვფიქროობ,ნიკოო ბიჭოო მეხსიერებამ გიღალატა და ფსიქოლოგზე უარს ამბობ? გირჩევნია იმ ჭანტურიას ის დასკვნა მართლა ააფარო ერთ ადგილას,მაგრამ კონსულტანციაზე უარი არ თქვაა ჯიგაროო fearful joy
აუუუუ მეე უკვე ვგრძნობ ადრენალინსს,ნიკოოო როგორ მევასეებიი,ტო
იის გოგოოც მაინტერესეებს,გვანცაა..ჰმმმ ბობოქარიოო,აუუ როგორმაინტერესეეებს ვერც კი წარმოიდგენ რაა,ეგ რომ მკვდარი იყოოს პროსტა ჩვეულებრივად გავჭედავ, მამამისი სხვანაირად ჭიკჭიკებს,რაღაც ისე არაა საქმე,გავიგეებთ მაგასააც.
ლიზააა შენ ხარ გოგოოო იმ ტუჩების პატრონიი? გემრიელეებიიიიიიიიი დაა გიჟეებიიიი.
ცეცხლი გველიიის ცეეცხლიი

 


№10  offline წევრი kora

ნიკოც დაბრუნებულა და მეც დავბრუნდი

ახალ თავებზე "ნადირობის" სეზონი გაგიხსნია და ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდები მოვლენების განვითარებას

ოქრო გოგო ხარ და უბრალოდ ვგიჟდები შენზე <3 ნუ ნიკაზე რომ ვაბოდებ ეგ იცი და კიდევ ვინც მიყვარს ისიც თუ გამოჩნდა მერე მთლად გაგაღმერთებ smile
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent