შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული როგორც სასჯელი (დასასრული)


26-03-2019, 17:46
ავტორი მი რა
ნანახია 679

სიყვარული როგორც სასჯელი (დასასრული)

წერეთელმა ავალიანს მკვლელი თვალებიათ შეხედა, ცოტახანს ისევ დადუმდა და როცა საბოლოოდ მოიკრიბა ძალა განაგრძო -შენი მეთოდებით და შენი ხალხით მინდა ამ საქმის მოგვარება-ავალიანი ეხლაც ვერ იჯერებდა რომ წერეთელმა დასახმარებლად მიაკითხა -მინდა საავადმყოფოდან ანასტასია ახალაია წამომაყვანინო -გააგრძელა წერეთელმა -დარწმუნებული ვარ გსმენია მასზე რამე-ავალიანისთვის სიუპრიზი აღმოჩნადა ის რომ წერეთელმა მასავით გადაწყვიტა მოქმედება პაციენტის გატაცება, მერედა ვისი?თვით ანასტასია ახალაიასი, გოგონასი რომელთან მიახლოების ყველანაირი შანსი წაართვეს რადგან მამა და ძმა მონდომებით დარაჯობდნენ საავადმყოფოს და განსაკუთრებით მის რეანიმაციის ოთახს, თან როგორც ჩანს არიცის რომ ანასტასია ვაკოსთან და მასთან კავშირშია,ან იქნებ იცის კიდეც... -მსმენია-დაეთანხმა ავალიანი, თან წერეთელს აკვირდებოდა უნდოდა გაეგო თორნიკემ რამე იცოდა თუ არა ანასტასიაზა და ვაკოზე -ისიც მსმენია მინისტრის ძმიშვილი რომაა და ეს საქმე დაგვასამარებს ასე მგონია-თავს ისე იჭერდა ავალიანი თითქოს ყოყმანობდა და ცდილობდა თავი ისე დაეჭირა თიტქოს პირადი ინტერესი არ ქონია -თავს ნუ იკატუნებ ვიცი რომ იცი, ვაკოს ეგ გოგო რომ უყვარდა, და მაგიტომაც შენ გთხოვ დახმარებას თორემ შენნაირ ადამიანთან რა მესაქმება -ესეიგი იცი...-ავალიანს არ ესიამოვნას ეს ფაქტი -მე კიდევ ბევრი რამ ვიცი, ასე რომ მიხედავ თუარა საქმეს?-წერეთელმა თვალი თვალში გაუყარა და დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს მკვლელი მზერით... მეორე საღამოს საავადმყოფოდან ანასტასია უპრობლემოდ გაიყვანეს, საქმე მარტივად კეთდება როცა ყოფილი პოლოციელი და კრიმინალები ერთად მუშაობენ, შუქი გაითიშა სათადარიგო გენერატორი არ ჩაირთო ათი წუთი, მთავარი ექიმი შუბლზე პისტოლეტმიბჯენილი საკმარისი იყო რომ საქმე მოგვარებულიყო. ანასტასია უკვე მომზადებულ ოთახში მოათავსეს თავის აპარატურიანად, თამუნა და ექიმი თავს დასტრიალებდნენდა მის გონზე მოსვლას ელოდნენ რადგან მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიიდა. მარიამი გაწერესთუარა საავადმყოფოდან ავალიანის ხალხმა პირდაპირ მის სახლში მიიყვანა,გოგონას არ გაუპროტესტებია რადგან მასაც სურდა ავალიანის ნახვა, მათი შეხვედრა იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ავალიანს წარმოედგინა წარმოიდგენდა -აქ იმიტომ მოვედი რომ გითხრა თუ კიდევ გამეკარები ყველაფერს გავაკეთწბ რომ ციხეში ჩაჯდე მერე კი თავს მოვიკლავ, იცოდე რომ რაც გამიკეთე ამას არასოდეს გაპატიებ და არც დავივიწყებ, ჩვენებაც მივეცი შენ წინააღმდეგ და დაჭერაშიც დავეხმარები კიდევ თუ გაბედავ და მომეკარები. ახლა ამ კარიდან გავალ და ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრება. მარიამმა ავალიანის სახლი დატოვა და ბათუმში დაბრუნდა, ავალიანს ხელი არ შეუშლია რადგან იცოდა თუ ისე არ იქნებოდა როგორც მარიამს სურდა მას სამუდამოდ დაკარგავდა,მითუმეტეს რომ საღ გონებაზე ნანობდა რაც ჩაიდინა და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა, ხვდებოდა რომ საყვარელი ქალი დაამცირა და გული ატკინა, ახლა იმიტომ გაუშვა რომ უნდოდა მარიამს ყველაფერი გადაეხარშა დამშვიდებულიყო და ნელნელა მისი დაბრუნება ეცადა, რადგან მარიამმა თავისუფლება მოიპოვა და მისგან წასვლა გაბედა ახლა ვეღარ დაიმორჩილებდა დაშინებით და ძალადობით. ანასტასია ერთიკვირის მერე გონს მოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მინისტრს წერეთელმა ანონიმური წერილი გაუგზავნა და დაემუქრა რომ თუ არ გადადგებოდა ჟურნალისტებს შეხვდებოდა ანასტასია და გააამხელდა ყველა საიდუმლოს. მინისტრს ისედაც წყალი ქონდა შეყენებული რადგან არაეფექტური მმართველი და კორუმპირებული გახლდათ, მითუმეტეს ჟურნალისტები აქტიურად ებრძოდნენ და ანასტასიას საქმე საერთოდ მის სახელს და კარიერას გაანადგურებდა, ამიტომ გადადგა, თემოს ბიზნესიც შეირყა რადგან ძმის მფარველი ხელი მოაკლდა. ასეთი ამბები ხდებოდა და ავალიანს წარმოდგენა არ ქონდა რომ დემეტრეს სიყვარული იყო დამნაშავე ანასტასიადმი ამ ყველაფერში, და წერეთელიც მონდომებით ცდილობდა არაფერი გაეგო მაგრამ ავალიანი იმაზე ცბიერი და ეშმაკი იყო ვიდრე მას წარმოედგინა, მითუმეტეს კრიმინალი იყო... ერთ ღამეს იმ სახლს ესტუმრა სადაც ანასტასია იმყოფებოდა და მოითხოვა მისი ნახვა, წერეთელმა უფლება არ მისცა თემცა ავალიანმა მშვიდად განუმარტა რომ ანასტასია და ისიც მისი მფარველობის გარეშე ახლა ვაკე საბურთალოს სასაფლაოს ბინადრები იქნებოდნენ. თუმცა წერეთელმა მაინც გზა რომ გადაუღობა მოთმინებადაკარგულმა ავალიანმა თამუნას მიაბჯინა პისტოლეტი და ხელბორკილი ესროლა წერეთელს -ან ახლავე მიიბავ თავს ამ მილზე ან ამ ქალს ტყვიას მუხლში დაავაჭედებ-წერეთელი არ დაემორჩილა რასაც იარაღის მეტად მიბჯენააა ქალის კივილი და შიშისგან ცრემლები მოყვა,წერეთელი დაემორჩილა და ხელბორკილი გაიკეთა -ამდენი დრო გავიდა ანასტასიას ნახვის სურვილი არ გაგჩენია და ახლა რა მოხდა? -მე ყოველთვის სასურველ დროს ველი, დრო,მთავარია სწორი დრო შეარჩიო -ანასტასიამ არაფერი იცის... ავალიანმა ანასტასიას თავიდან მოაყოლა მთელი ამბავი, დედაზე მიქარით, და დაწვრილებით მოაყოლა იმ ამბიდან როცა გაიგო გოგონამ რომ დწმეტრე მისი ძმა არაა, -ეს თავად მომახალა, მითხრა რომ ჩემი ძმა არაა, რომ ვუყვარვარ და ჩემ თავს არავის დაუთმობს არასდროს, მე ვცადე ამეხსნა რომ ჩემთვის ის არასოდეს გახდწბა იმაზე მეტი ვიდრე ძმა, მან გამარტყა და მითხრა რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნები ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა-ანასტასი ატირდა და ხმა ჩაუწყდა -მე ვაკო მიყვარდა... და ახლაც მიყვარს, ის მაიძულებდა რომ უარი მეთქვა ამ სიყვარულზე, მე ვაკო ვერ დავთმე და... -და ამ სიყვარულს შეეწირა ჩემი მეგობარი ასეა არა?-ავალიანმა ანასტასიას ნიკაპზე ხელი წაავლო და თავი ააწევინა, თვალებში ჩააცქერდა -მან მოკლა არა? შენსგამო!-ავალიანს ხმა ჩაუწყდა, ანასტასიას ცრემლები სცვიოდა, ავალიანმა თავი დაიქნია და სიმწრისგან კბილები გაახრჭიალა, რამდენი ხანი ელოდა ამ წამს... რამდენი ღამე გაათენა იმაზე ფიქრში ვინ და რატომ გაიმეტა ასე სასტიკად... რამდენი ხანი ელოდა ამ წამს... ახლა შეუძლია შეიძლია შური იძიოს... გააფთრებული ავალიანი საჭეს მიუჯდა და გეზი დემეტრე ახალაიას სახლოსკენ აიღო. მთელი ღამე გაათენა მის ლოდინში მაგრამ არც არავინ შესულა და არც არავინ გასულა სახლიდან,მაგრამ ავალიანს ლოდინი უსასრულოდ შეეძლო და აი შუადღისით გამოანათა საცოლესთან ერთად ავალიანი უკან აედევნა ტრასაზე რომ აავარდნენ დემეტრე მიხვდა რომ იქს ხუთი მას მისდევდა აშკარად და დაუფარავად, სიჩქარეს უმატა, მაგრამ ავალიანი ძალიან ახლოს მისდევდა ამიტომ გასწრება ვერ შეძლო ავალიანი უკნიდან დაეჯახა და აწყვეტილი მანქანის დამორჩილება ვერშეძლო დემეტრემ ამიტომ სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა ავალიანმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა მანქანისკენ გაქანდა საიდანაც დემეტრე უკვე გადმობობღდა და იარაღს იღებდა ბუდიდან ავალიანი თავზე წამოადგა და მუხლში ესროლა მისმა ღრიალმა გააყრუა არემარე -ეს ვაკოსთვის და ჩემთვის-დაისისინა ავალიანმა და ტყვიები დააცალა დაუნდობლად მერე იარაღი იქვე დააგდო და შეაკანკალა როცა დემეტრეს დააცქერდა მის დაფლეთილ სხეულს და თავი შეეზიზღა პოლიციის სირენებმა გონს მოიყვანა და ტყეში შევარდა,მაგრამ ყველგან დემეტრეს სახე ელანდებოდა სისხლიანი და დასახიჩრებული,მალე სულ დაებინდა მხედველობა და დაღმართზე დაგორდა, თავი დაარტყა ტაღაცას და გონი დაკარგა, თუმცა გონს მალევე მოვიდა ხმაურმა გამოაფხიზლა და წელი ძლივს აითრია,ტრასაზე ავიდა და მომავალ მანქანას გადაუდგა, იარაღის მუქარით გადმოათრია მძღოლი და მანქანა გაოტაცა, დევნა დიდხანს გაგრძელდა მაგრამ საბოლოოდ დაბნეული და თვითკონტროლდაკარგული ავალიანი მაინც მოიმწყვდიეს, ამიტომაც ხიდის ჯებირი გადაანგრია და წყალში გადავარდა გატაცებული მანქანით. რა მტკივნეულია როცა ადამიანი უეცრად მიდის შენი ცხოვრებიდან, რამდენი რამ გრჩება უთქმელი, რამდენი ცრემლი და ბედნიერი წამები მიაქვს თან და შენ სიცარიელეს გიტოვებს სულში, რამდენი რამ გინდოდა გეთქვა... რამდენჯერ გინდოდა ჩახუტებოდი გეთქვა რომ გიყვარს და ვერ შეძელი რადგან სიამაყემ არ მოგცა უფლება, ახლა,ახლა კი ცრემლები გახრჩობს რადგან იცი რომ ვეღარასოდეს ჩაეხუტები, ვეღარც უსაყვედურებ,ვერც მოეფერები და ვერც გაუბრაზდები, იცი რომ სამუდამოდ წავიდა,წავოდა იქ სადაც მარადიულად სიბნელე და სიცივეა, შენც გაგაჟრჟოლებს სიცივიაგან და მოწოლილ ცრემლებს უფლებას მისცემს გადმოედინოს რომ სულის ტკივილი ოდნავ მაინც დაიამო, მაგრამ არა!არ ნელდება, არ ამდება,პირიქით სულის სიღრმეში მიიწევს და ყოველდღე სულს გიწამლავს. შავებში შემოსილი მარიამი ავალიანის საფლავთან ვარდებით ხელში დიდხანს იდგა გარინდებული,იხსენებდა ყველაფერს კარგასაც და ცუდსაც და ხვდებოდა რომ მისმა დაკარგვამ იმაზე მეტად ატკინა გული ვიდრე წარმოიდგენდა ოდესმე,ან შეეძლო წარმოედგინა, აპატია ყველა შეცდომა ყველა ცოდვა,ილოცა მისი სულისთვის, შემდეგ შავი შარფი მოიხსნა და ვარდებთან ერთად დატოვა ავალიანის სასაფლაოზე...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ენემი

რატომღაც ავალიანის სიკვდილი მაინც არ მინდოდა მიუხედავად ყველაფრისა წარსულის გამო მონსტრად აქციეს მიუხედავად იმისა რომ შეეძლო ნორმალურ გზაზე ყოფნა არ მოისურვა. ცხოვრებისგან გამწარებულმა არჩია შური მის გარშემო მყოფებზე ეძია და ისინი გაემწარებინა მიაღწია და წავიდა. მაინც არ მინდოდა ასეთი დასასრული უბრალოდ არ მოველოდებოდი იმას უფრო ვფიქრობდი რომ მარიამი მოკვდებოდა ვიდრე ავალიანი

 


№2  offline წევრი მი რა

ძალიან მიხარია რომ თქვენი აზრი დამიფიქსირეთ, გეთანხმებით აბსოლიტურად და ვფიქრობ საზოგადოების გულგრილობის გამო იქცა ავალიანი ასეთ უღირს პიროვნევად, დამნაშავეებად ხომ არ იბადებიან ადამიანები, ცხოვრების პირობები და გარემო აყალიბებს მათ კონკრეტულ პიროვნებებათ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ შენ თუ გინდა შეცვლა გვიანი არასოდეს არ არის და ყოველთვის მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი ამქცეყნად ვისაც გულწრფელად უყვარხარ და ვისგამოც ღირს ბრძოლა. ვფიქრობ ავალიანმა ეს არ მოისურვა, არცკი ეცადა, არაფერი შეცვალა, პირიქით მარიამი შეცვალა...მისი სიკვდილი ვფიქრობ ლოგიკური იყო ყველაფრის მიუხედავად რადგან ის იყო დამოკიდებული.. დამოკიდებულება კი კლავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent