შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიტყუე საწოლში XXII +18


27-03-2019, 16:35
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 4 977

შემიტყუე საწოლში XXII  +18

დილით უზმომოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე, საკმარისზე მეტი მეძინა, დაღლილობას საერთოდ ვერ ვგძნობდი და ვერ იმას რომ ახლა ამ სეზონზე ყველაზე მეტი საქმე მქონდა, მრისხანე ქალბატონი, რომელიც გუშინ ძალიან თბილი და კეთილი იყო, ჩემს გვერდით სძინავს და საოცარ სიმშვიდეს აფრქვევს, სანახაობით კტკბობას ვიწყებ და ასე, მის ცქერაში თითქმის ერთი საათი გადის. ქალბატონს კი თითები მთელი ძლის განმავლობაში არ გაუჩერებია და სულ ბალიშზე შეუმჩნევლად ამოძრავებდა, მალე ეღვიძება ლურჯ თვალებს აფართოვებს და მომშტერებია
-მოხდა რამე?- მეკითხება დაბნეული
-არაფერი სამწუხაროდ, მაგრამ ბედნიერი დღე მაინც მისურვე- ვიღებ უკმაყოფილო სახეს
-ბედნიერ დღეს გისურვებ.
-ჩაის დალევ?- მეკითხება და საწოლიდან თავს წევს
-არა, მაგრამ ყოველი შემთვევისთვის კაცის გულის მოგება მარტო საჭმელებით არ არის შესაძლებელი.
-გუშინ რომ კრუასანები მოიტანე არ გიჭამია და ვიფიქრე მოგინდებოდა- აიჩეჩა მხრები და აუბურდული თმების გასწორებას შეუდგა- მართლა ოთახის რემონტს არ აპირებ?
-ახლა მაგისთვის არ მცალია.
-რატომ, არეულ სახლში ყოფნა სულ არ არის სასიამოვნო
-იმ ოთახს არ ვიყენებთ და რა აზრი აქვს
-მაგრამ, როდემდე უნდა ვიყო მე აქ
-თავს უხერხულად გრძნობ? მაისური და რაღაც პრინტიანი შორტი გაცვია, თან ხომ ვილაპარაკეთ საქმეს ნუ გაართულებ, არამგონია საწოლში ჩემზე მშვიდი პარტნიორი ვინმე გყავდეს.
-ხო, მაგრამ შენ პირადი გჭირდება
-ავიტან შენ ბოდვებს ღამე როგორმე
-მე არ ვბოდავ
-კი ბოდავ, გუშინ არ გაჩუმებულხარ
-რა, გამორიცხულია- აქნევს ისტერიულად თავს
-კი, ნიკოლოზ მოდი, ნიკოლოზ მიდი, ნიკოლოზ გთხოვ- ვამბობ სიცილით
-ტყუილია
-აბა დაფიქრდი გუშინ რა ნახე სიზმარში
ნინი მაშინვე წითლდება და თვალები უფართვოვდება
-მე არ ვბოდავ, კრუასანებს გაგიცხელებ
-რას იზამ?- თავს ვერ ვიკავებ და ვიცინი
-გავაცხელებ, რა მოხდა მერე
-არა არაფერი- ვეთანმები და თავს ვუქნევ
-აბაზანაში ჯერ შენ ხომ არ შეხვალ?- მეკითხება და ეს უკვე გამაღიზიანებელია
-არა შენ, შედი
-მადლობა
-ნინი საკმარისია, რაც იყო, იყო, დავიღალე უკვე თავს ნუ იდანაშაულებ
-მივდი რასაც ამბობ- გამიღიმა და საწოლიდან ადგა
-უქმეებზე რა გეგმები გაქვს
-რა გეგმა უნდა მქონდეს
-ხო და რამეს მოვიფიქრებთ და გავიდეთ თუ გინდა სადმე
-მაგალითად
-ბორდოში, ანტუანს და პოლინას ვეტყვი
-პოლინა ცუდად მექცევა არ მინდა მასთან ყოფნა, გახსოვს როგორ შევხდი და რა სახე მიიღო, გოგო აშკარად ვერ მიტანს
-იმ ფონზე რაც უთხარი, კიდევ კარგად შემოგხედა
-რა ვუთხარი ასეთი, შენ მას იცავ და მე არა
-მოდი იქედან დავიწყოთ რომ შენ ფრანგულად დიახ ვერ დაგამახსოვრებინე და ამხელა წინადადება როგორ დაიმახსოვრე გამიკვირდა და რაც შეეხება პოლინას, ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია
-ეგ როგორ გავიგო?- ტრიალდება ჩემსკენ და ისე მიყურებს ხელში რომ რამე ეკავოს მესვრის
ვხდები რომ რაღაც ისე არ არის და ამ რაღაცის გადამოწმებას ვდილობ
-კარგი გოგოა არა? ლამაზი, გემოვნებიანი ჭკვიანი
-ბევრი არაფერი- აქნევს თავს
-ხო მაგრამ ცოლი, ნამდვილი ცოლი ოდესრაც ხომ უნდა მოვიყვანო არა?
-მერე მაგით რისი თქმა გინა?- იძაბება
-შენ როგორი გოგო წარმოგიდგენია ჩემს გვერდით?
-მაგაზე არ მიფიქრია- მპასუხობს ცივად
-ქალები ქალებს ყოველთვის სხვანაირად აფასებთ, ამიტომ გეკითხებით
-საკუთარ თავში დარწმუნებული ერთი მოდური გოგოა, უხეში და ზედ გახტება ამის მოსმენა თუ გინდა კი ბატონო
-ვინ მახტება?
-პოლინა, აშკარაა რომ მოწონხარ
-ხო იმედი მაქვს რომ ასეა
-შენც მოგწონს?
-ხო რა ვიცი, საოცარი ადამიანია, ახლოს უნდა გაიცნო რომ მის სიღრმეს ჩაწვდე, თან ის ისეთი სექსუალურია, ყურადღებიანი, მგონი ღირს რომ ნაბიჯი მეც გადავდგა მისკენ
-არ გაგვიანდება?- ცვლის თემას
-ჯერ ჩაის არ მთავაზობდი?
-დარწმუნებული ვარ რომ სამსახურში ვინმე დაგალევინებს, კრუასანებიც გამთბარი არ იქნება და ცხელს მოგართმევენ, შენ არ თქვი მეტისმეტიაო?
-როგორც გინდა, მაგრამ დღეს ოფისში პოლინა უნდა მოვიდეს ის მაინც მითხარი როგორ მოვიქცე
-ხომ იცი რომ ასეთ რაღაცეებში მე ვერ ვერკვევი- მპასუხობს ცივად და ოთახიდან გადის
ეს იმას ნიშნავს რომ მოვწონვარ, თუ რა ჯანდაბა ხდება არ ვიცი, რას დაბოდიალობს წინ და უკან ან რა უნდა საერთოდ, ნერვებმოშლილი სამსახურშიც ამაზე ფიქრით მივდივარ და ყველაფერს ისე ვაკეთებ თითქოს რაღაც საჩქარო იყოს, შუადღით ლალო შემოდის ჩემთან თავისი ტექნიკით და ანგარიში უნდა ჩამაბაროს გაყიდვების, რომელიც შემაჯამებელი იქნება ამ წლის, საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგვიგრძელდა, უკვე მოსმენაც აღარ შემეძლო და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი, ეს კიდევ ოღონდ ალაპარაკე და მეტი არაფერი უნდა, ამ თვალების ცეცებაში კიდევ მინის გამყოფი კედლიდან ნაცობი სახე დავინახე, ქალბატონი ნინი მოემართება, ტანზე მომდგარი შავი შარვალი, რომელიც კოჭებამდე წვდება და ულამაზეს ფეხებს უსვამს ხაზს, ქუსლიანი ფეხსაცმელი კი ამ ყველაფერს ააორმაგებს, ტანზე თეთრი პერანგი და წითელი პიჯაკი აცვია, თმა ზემოთ აქვს აკრული და მისი სახის ფორმებს კვეთს, ტუჩებზე კი წითელი ტუჩსაცხი უსვია, ისეთი გრაციოზული მოძრაობით შემოდის თითთქოს აქაურობას კარგად იცნობდესო, დაბნეული და გაშტერებული გონს მოვდივარ და ლალოს საუბარს ვაწვეტინებ
-შეგიძლია ჩემთან უფრო ახლოს მოხვიდე, მგონი დაძაბული ხარ და გაუგებრად საუბრობ
-აქაც კარგად ვარ- მპასუხობს დაბნეული - მანდ მაგიდაზე ხომ არ დავჯდები?
-რატომაც არა
-რას ამბობთ?- კისკისებს ლალო
-მოდი!
-კი, მაგრამ მუსიე ნიკოლა
-ახლავე და დაჯექი მაგიდაზე
-მე ამას ვერ გავაკეთებ!
-ახლავე- ზედმეტად მკაცრად მომდის
ლალო ნელა ნელა მოდის და მაგიდაზე შეუმჩნევლად ეყრდნობა, ნინის ვიღაც ხვდება და რაღაცას ეკითხება, დროს ვიგებ ლალოს ფეხებთან სკამს ვაჩოჩებ და ღიმილიან სახეს ვიღებ, ლალო კი წითლდება
-ეს აუცილებელია, უცნაურად იქცევით, მე აქ მუშაობა მომწონს
-რას გულისხმობ ლალო?- ვიბნევი
-არ ვიცი, გავაგრძელო?
-რა თქმა უნდა
ლალო ჩაირთო და ნინის შემოსვლა ძალიან გაიწელა, მაგრამ ისე შემოდის კარზეც არ აკაკუნებს და ღიმილი სახეზე ეყინება, ჯერ მე მიყურებს მერე ლალოს, ლალო კი მაგიდიდან ხტება და წითლდება
-გამარჯობა- ბრიტანული აქცენტით გვესლამება ნინი და იკრიჭება, დაუჯერებლად მიმზიდველი და მკაცრი იმიჯი აქვს, პერანგი ისევ მაცდურრადაა შეხსნილი და მკედრს შორის რაღაც პრჭვიალა სამკაული თვალს მჭრის, მაგრამ რომელი უფრი ეს საკითხავია
-მოულოდნელია შენი აქ ნახვა- ვუღიმი ვითომაც არაფერი
-ვიცი, მოულოდნელობები მიყვარს- წითელ ტუჩსაცხზე ენას შეუმჩნევლად ისვამს და ლალოსკენ თვალს აპარებს
-მგონი ისეთ ფორმაში ხარ შენ მომზადებულ ჩაის სიამოვნებით დავლევდი, თუ შემომიტან რა თქმა უნდა
-დიდი სიამოვნებით- ხელჩანთას საკაზე დებს და მხრებში სწორდება
-ჩაი სად გაქვთ?- გვეკითხება ღიმილით- ლალო ხომ ვერ დამხემარები?
-რა თქმა უნდა- ჩაახველა ლალომ და მაგიდაზე ნივთები დაყარა
რამდენიმე წამი გაშტერებული ვიყავი და ვერაფერს მივხდი, თუმცა ძალიან მალე კარი იღება და ნინი ჩაის ჭიქით ხელში შემოდის და ჩემი სხეულიც გამოცოცხლებას იწყებს
-რა თავაზიანი ხარ-ვუღიმი ნინის
ისე მოდის თითქოს პოიდუმზე იყოსო, ჩაის ჭიქას ჩემ მაგიდაზე დგამს, იხრება და მისი სამკაული პირდაპირ ჩემს ჭიქას ვხდება და ხმას გამოცემს
-მადლობა- ვამბობ დაბნეული და გული გამალებით მიცემს, მის მკერდს თვალს ვერ ვწვეტ და დაბნეული ჩაის ყლუპს გაუზრებლად ვსვამ. წარმოუდნელდაც ცხელია, ისეთი რომ მიკვირს ჭიქა რომ არ გაიბზარა, ცხელი ჩაის ყლუპის ადგილსამყოფელის დაგდენა თითქმის ერთი წუთის განმავლობაში შემეძლო
-ძალიან ცხელია- ვთქვი და თვალებიდან ცრემლი მოვიშორე
-ხო?- მეკითხება ნინი და მერე ქართულად აგრძელებს- ამას საქთველოში ცეხლს დაგალევინებ ქვია
-რა? რით დავიმსახურე
-მაგას მერე გეტყვი, ახლა ხელს აღარ შეგიშლით, გარეთ გავალ, თანამშრომლებმა ძალიან თბილად მიმიღეს
-ჩვენ მალე მოვრჩებით და ერთად ვისადილოთ
-სიამოვნებით- ნინი გადის და გონზე მოსასვლელად რამდენიმე წუთი მჭირდება, თუმცა რაღაცის გადამოწმების დრო მოვიდა, ლალო ისევ ძველ ადგილას ზის სახეზე კი ფერი არ ადევს
-ლალო, გადმოდი გავაგრძელოთ- ვაპარებ ჩურჩულით
-აქაც კარგად ვარ-მპასუხობს ცივად და თავს ზემოთაც არ წევს
ბედნიერებისგან მაგიდას ხელს ვარტყამ და სახე მებადრება, ასეც ვიცოდი
-რაც არ უნდა გააკეთოთ, რამდენიც არ უნდა ურტყათ ხელი მაგიდას, იცოდეთ რომ არ გადმოვალ- ძალიან გაბრაზებულია ლალო
-ნინიმ რამე გითხრა?- ვეკითხები ღიმილით
-როგორ დაინახეთ ხომ?- ლამის იკივლა ლალომ- მაპატიეთ მაგრამ თქვენ ოჯახურ ეჭვიანობის სცენებში მე ნუ გამრევთ
-ლალო მითხარი რა გითხრა?
-გითხარით ეს მე არ მეხება- თვალებში დაჟინებით მაშტერდება და კანკალებს
-ლალო შენ ჩემთან მუშაობ და არა ნინისთან- ვდილობ ჩემმა ტონმა დაამშვიდოს და ღვიმილსაც არ ვივიწყებ
-ამას ვერ გეტყვით-ლამის ტირილი დაიწყო ლალომ
-ნუ ღელავ, როგორც ჩანს ყველაფერი სწორად გააკეთე, პრემიაც გეკუთვნის
-არ არის საჭირო, რომ გაგიოს რომ პრემია ჩამირიცხეთ რამეს იფიქრებს
-ნინი ვერ გაიგებს- თავს ვერ ვიკავებ და ვხარხარებ
-მაშინ იყოს პრემია
-თავისუფალი ხარ და ეგ მასალები იცი სადაც უნდა გადაიტანო, მე ჩემ საცოლესთან ერთად ვისადილებ თუ წინააღმდეგი არ ხარ და პოლინა თუ მოვა უთხარი სადაც ვართ, გთხოვ გაიხსენე რა გითხრა
-მან თქვა რომ- რამდენჯერმე ჩაისუნთქა და ამოისუნთქა- თუ კიდევ დაჯდები მაგიდაზეო და მერე რაღაც მიაყოლა თქვენ ენაზე
-მაინც რა?
-არ ვიცი
-გაიხსენე
-არ მახსოვს
-დაახლოებით მაინც
-ტარაკიზე ხვდებაო
-რაო?- რას ნიშნავს ქართულად მეც ვერ გავიგე, ლალო გადის, კატოს ვურეკავ
-სექსუალურ კაცებზე ვფიქრობდი და შენ დარეკე, ვფიქრობ სამყაროში რაღაც არსებობს
-კატო რას შვები
-სექსუალურობის, მიჩუმალებულო წერტილის ნაპერწკლის გარესამყაროს ამომავალო ქმნილებავ, რა ხდება?
-ტარაკი რას ნიშნავს ქართულად
-რა ტარაკი?
-ტარაკი არ ვიცი, მაგრამ პირველი რასაც მივამსგავსე ტრაკ-ი-ა
-კარგი- თავს ვერ ვიკავებ და მეცინება
-მიყვარხარ ჩემო სულის უნაზეზო აღმაფრენა
-მეც
მოიცა ლალოს ნინიმ უთხრა ტრაკ-ზე მოგხვდებაო, რა სანახაობა იქნება, ვიძაბები, მაგრამ მერე ვხდები ორი კი არა ერთთან ვერ დამილაგებია ურთიერთობა
კაბინეტიდან გავდივარ თუ არა ნინის ლამის ვეჯახები, ისიც ამაყად მიყურებს და იბნევა
-მკაცრი იმიჯი საშუალებას არ გაძლევს ბუნებითაც ესეთი იყო, არაჩვეულებრივად გამოიყურებით და ამ ოფისსაც ამშვენებთ, რას იტყვით სადილზე რომ დაგპატიჟოთ?
-სიამოვნებით თავაზიანი ბრძანდებით.
-ჩემი ენა ჯერ კიდევ ცხელია, წარმოიდგინეთ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია
-დარწმუნებული ვარ- მიქნევს თავს
სალათს და წვენს ვუკვეთავ ჩემთვის და მრისხანე ქალბატონისთვის, რომელიც საოცრად მოხდენილად ზის თავის ადგილზე და გრძელი თითებით ასევე მოხდენილად მიირთმევს სალათს, გაშტერებული ვაკვირდები და თან მეცინება, ქალბატონმა ჩემზე იეჭვიანა, ეს კარგის ნიშანია, მაგრამ მომწონს თუ არა ეს ვერ ვხდები, იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა ამით არ გართულდება
-როგორც ჩანს მთელი დღე ძალიან დაკავებული ხარ- იწყებს საუბარს ისე რომ ზედაც არ მიყურებს და რომც შემომხედოს მაინც თვალებში ვერ მიყურებს, რადგან მე მისი მკერდით ვტკბები.
-ხო ასე გამოდის, მაგრამ არ ვიღლები
-რა დაგღლის?
-რას გულისხმობ?- ვინტერესდები და როგორღაცს მის მკერდს თვალს ვწვეტ
-ისე გიყვარს შენი საქმე რომ დაღლას საერთოდ ვერ გრძნობ
-ხო ნამდვილად ასეა- ვუქნევ თავს და პოლინას ვხედავ, რომელიც თვალებისცეცებით ჩვენ გვეძებს და საორად დახვეწილ შავ კაბაშია გამოწყობილი
-გემრიელად მიირთვით- გვიღიმის და ადგილს ჩემ გვერდით იკავებს
-დიდი მადლობა- მასწრებს პასუხის გაცემას ნინი
-მადლობა შენ რომ ცივილურად მელაპარაკები და რამე ისეთი არ თქვი, ფრანგულად საუბარს ნუ ეცდები, არ გიხდება და არც გამოგდის
-გასაგებია- ჩემდა გასაკვირათ ნებდება ნინი
-ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ სწრაფად შემოგირბინე- მეუბნება პოლინა და ჩანთიდან რაღაც საბუთებს იღებს
-ეჭვიც არ მეპარება- ბურტუნებს ნინი, საბედნიეროდ ეს პოლინამ ვერ გაიგო
-მოკლედ ეგ ჟანი საოცრება გყავს, შენი ქორწილის დეტალები თითქმის მოგვარებულია, მაგრამ არის რაღაცეები რომელსაც ვერ გაექცევი, გასაუბება რომელიც ძალია რთულია და იმედი მაქვს შენ სახელს გამოიყენებ, მაგრამ ამას რა ეშველება არ ვიცი ფრანგული ისე საუბრობს როგორც თინეიჯერი მოზადი ბიჭი
-ვერ გავიგე?- წარბებს კრავს ნინი
-რატომ ვერ მიტან რამე დავაშავე?- იძაბება პოლინა და ჩემი ჭიქიდან წყალს სვამს რის დანახვაზეც ნინის წარბები შუბლზე ადის
-საიდან მოიტანე რომ ვერ გიტან, მე საერთოდ არავინ არ მძულს- იბნევა ნინი
-კი, აშკარაა რომ პირველივე ნახვიდან ვერ მიტან
-ეს სისულელეა ორივეს გიცნობთ და გამირიცხულია ასე იყოს, აჭარბებთ და მოდი საქმეს დავუბრუნდეთ- ვერთვები საუბარში
-ვიღაც უნდა ჩამოიყვანოთ საქართველოდან ვინც თქვენ ურთიერთობას დაადასტურებს და კიდევ სურათები ან რამე თუ გაქვთ გამოიყენებთ
-ვერ გავიგე- დავიბენი და ვერ მიხვდი რას გულისხმობდა
-მაგიდაზე უნდა დაჯდე, ასე ვერაფერს გაიგებს- ირონიულად იღიმის ნინი
-ხომ გითხარი შენი საცოლე ვერ მიტანს, რატომ ვერ მიტან შენზე ბრენდული ტასაცმელი არ მაცვია თუ ჩემი გშურს
-ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, ასე არ დავეცემი- თავს აქნევს ნინი
-მოდი ესე მოვიქცეთ, ამ საქმეებს მე მიხვედავ შენ და ჟულიენი კი მოემზადეთ და ხვა ბორდოში წავიდეთ, ნინისაც უკეთ გაიცნობთ და მიხვდები რომ არ ძულხარ
-კარგი, მადლობა სასიამოვნო იქნება შენთან უქმეების გატარება, თან გადავიღალე- მერე ნინის უყურებს რომ არაფერს ამობს ფეხზე დგება და მიდის
-ყველაფერი რიგზეა- ვეკითხები სიცილით ნინის
-საერთოდ არა არის ეს სასაცილო, შენი ჭიქიდან წყალს სვამს
-მაგრამ ქორწინების ამბებში ძალიან მეხმრება, საოცარი ადამიანია
-ნადვილად, დღეს ყურძნის წვენი მოიტანე, ფელამუში უნდა გავაკეთო და ლალო უნდა დავპატიჟო, იმედი მაქვს წინააღმდეგი არ ხარ
-ასე როდის დაახლოვდით?- ვერ ვმალავ გაოცებას
-რა მნიშვნელობა აქვს? დავპირდი
-წვენს რაც შეეხება დამავიწყდა არ ვიცი სად ვიშოვი
-კარგი ერთი ამდენი ვენახები გაქვს და ყურძნის წვენ ვერ იშოვი?
-კი მაგრამ ეიფელის ქვეშ კი არ მაქვს გაშენებული ვენახები
-აჰა მიყვირი კიდევაც- ირონიულად იღიმის ნინი- ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მოვინდომე ვინმესთან დაახლეობა აქ და წინააღმდეგი ხარ
-ნინი სისულელეებს ნუ ამბობ, ვიშოვი და მოგიტან რამდენიც გინდა
-მე ვიყიდი მაღაზიაში
-ამ წვენს აქ არ ყიდიან ასე მარტივად იმიტომ რომ არავინ არაფერში იყენებს გარდა ღვინისა, მე მოგიტან ვინმეს ვეტვი და მოიტანს, შე კიდევ ვინც გინდა ის დაპატიჟე, წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ, პირიქით ეს სასიამოვნოც კია
-კარგი, მაშინ მე წავალ და საღამოს ლალოსთან ერთად მოდი
-კარგი
-მადლობა სადილისთვის- იღიმის და ფეხზე დგება
ლალოს ეს ამბავი რომ გავუმხილე ისეთი სახე მიიღო თითქოს ნაპოლეონთან ერთად ბრძოლაში წასვლაზე ველაპარაკებოდი, ერთიანად გაწითლდა და ბოლოს დამთანხმდა, ბორდოდან ყურძნის წვენის გამო ოფისში მხოლოდ მე და ლალო დავრჩით რაგან დააგვიანდა ჩამოტანას, ლალო კიდევ ნერვიულობდა
-ეს რას უნდა ნიშნავდეს- ვეღარ მოითმინდა და მკითხა
-რას გულისხმობ?- ვკითხე გაოცებულმა
-თქვენი საცოლე რომ მეპატიჟება
-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თქვა რომ შენთან დაახლოება უნდა
-ასეთ დღეში რატომ ჩამაგდეთ?
-კარგი ერთი, საერთოდ არაფერია, იმიტომ გეპატიჟბა რომ მოსწონხარ
-ასე არ არის, თავიდანაც კი მითხრა რომ მეპატიჟებოდა, მაგრამ დღესვე ეს რაღაც ცუდის ნიშანი უნდა იყოს
-ნინი ცუდი ადამიანი არ არის, საოცრად კეთილია და სულ არ არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი, ამის ნუ შეგეშინდება
-მაპატიეთ ამას რომ ვამბობ მაგრამ, მგონი თქვენ საცოლეს არ იცნობთ- ლამის ტირილი დაიწყო ლალომ
-აჭარბებ ნუ იღებ ამ ყველაფერს სერიოზულად მოეშვი და ორივემ ერთად დავაგემოვნოთ ფელმუში
-რა?
-რაღაცა, რასაც ყურძნის წვენი ჭირდება

კარზე ვაკაკუნებ და ხელი ლამის მუხლებამდე დამიგრძელდა, რადგან წარმოუდგენელი სიმძიმის ბოთლი მიჭირასვ ხელში, კარს ნინი აღებს
-ლალო, რა სასიამოვნოა, მიხარია რომ მოხვედი- ღიმილით გხვდება ნინი
-მეც- ამოიკნავლა ლალომ
ნინის ულამაზესი ყვითელი კაბა აცვია, რომელზეც ყვავილები და ეგზოტიკური ცხოველებია, ისე დაფრიალებს სახლში თითქოს პეპლებს დასდევსო
-აქ დადე- მეუბნება ღიმილით და სამზარეულოს მაგიდაზე მანიშნებს- ყველაფერი მზად მაქვს, ლალო დაგპირდი რომ გასწავლიდი არ გინდა შემომიერთდე
ლალო კიდევ უფრო იძაბება და ისეთი თვალებით მიყურებს მთელ წინადადებას ვკითხულობ, ნიკოლა მარტო არ დამტოვო მიშველეო
სამაზრეულოში ნინის ხმა ისმოდა, მთელი ერთი საათი, საბოლოოდ კი ღრმა თეფშზებზე დადებული ნოგვზიანი, ვარდისფეერი, ჟელატინისებრი მასა შემოაქვთ და მაგიდაზე დებენ, ლალოს ცოტა დამშვიდებული სახე აქვს და მორცხვად იკავებს თავის ადგილს
-ღვინო როგორი მოუხდება?- ამდენი ხნის შემდეგ პორველად ვერთვები საუბარში
-ეგ შენ უკეთ იცი- ცბიერი ღიმილით მიღიმის ნინი
-მე არასოდეს გამისნიჯავს და იმიტომ ვამბობ
-ლალოს როგორი მოსწონს?
-ლალოს წითელი ღვინო უყვარს
-გამოდის რომ ლალო დაგემოვნებული გქონია
-უყვარს და უხდება სხვადასხვა რამეა- თავს ვერ ვიკავებ და მეცინება
-ნახევრად ტკბილი ღვინო კარგი იქნება, ლალო შენ რას იტყვი?
-კი მოუხდება- ისეთი ხმით თქვა ლალომ ღვინის ასაღებად წასული უკან მოვიხედე ხომ მეგონა რომ ტირილი დაიწყო, მაგრამ ყველაფერი რიზგე იყო, ღვინის ჭიქებს გოგონებს ვუვსებ და ჩემ ადგილს ვიკავებ, ლალო ვარისფერ მასას კოვზით ზელს და არაბუნებრივად იღიმის
-პირველი შენ გასინჯე- უღიმის ნინი და ხელზე ხელს ადებს- ბევრი იწვალე, ნახე როგორი გამოგივიდა
-მუსიე ნიკოლა- იწყებს ლალო სასოწრაკვეთილი ხმით- მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, მაპატიეთ და მინდა იცოდეთ, ერთი პერიოდი მიყვარდით, ვოცნებობდი რომ საერთო შვილი გვყოლოდა, ვოცნებობდი როგორ უწმენდით უკანალს, აცმევდით და აბანავებდით
-ლალო, ინგლისურად ისაუბრე, ან რას ამბობ?
-ყველას უთხარი რომ მიყვარს
-რაო მეკითხება ნინი ქართულად
-არაფერი, აღფთოვანებულია
-რა ჟე ტემებიო?
-არაფერი- დავიძაბე
-ანუ არ მეუბნები, ხომ არ გინდა თეფშები შეგიცვალოთ?- ცბიერად უელავს თვალები ნინის
-შენ რა მართლა რამე ჩაუყარე?
-გასინჯე ლალო- იკრიჭება ნინინი
-დიახ, მადლობა- აქნევს თავს ლალო და პირში კოვზის ჩადებისთანავე ყვირის
-მგონი მივდივარ მუსიე ნიკოლა
-ლალო, ნუ ყვირი
-ძალიან გემრიელია-ამწლაკუნებს პირს, მერე კი როდესაც ვრწმუნდები რომ ლალოს არაფერი მოსდის, მეც ვჭამ, ფელამუში ჩემი აღმოჩენა გახდა, უგემრიელესი გამოდგა და თან თბილი საოცრად უხდებოდა ამ ცივ ამინდს
-არაჩბეილებრივი ხელები გაქვს ნინი- ვეუბნები ამაყად
-მიხარია, მაგრამ ლალოც უნდა შეაქო- თავს მიქნევს ნინი და ბედნიერია
-არ არის ჩემი შექება საჭირო- ამოიკნავლა ლალომ
როდესაც კერძის დაგემოვნება დავასრულეთ ლალოს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს თავის აღსასრულს ისევ ელოდებაო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი დასრულდა და ბედნიერი სახით დავემშვიდობეთ, ისევ მე და ნინი დავრჩით, ნინიმ თეფშები აალაგა და მეც უკან გავყევი
-მე გავრეცხავ- ვეუბნები და ნიჟარასთან მივდივარ
-ხო, მე არც ვაპირებდი- მპასუხობს ცივად
-იცი- მეცინება- შენ რომ მართლა ვინმემ გიღალატოს წარმომიდგენია რა მოხდება
-რას გულიხმობ?- სასაცოლოდ ბრეცს ტუჩებს
-არაფერს, რაღაცეებს ვამოწმებ და ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ხვალ მექნება, ისე უნდა დაფიქრდე და განსაჯო, სიყვარულმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოს და მერე ინანო
-მგონი შენი ფელამუში ღვინით იყო გაკეთებული და არა ყურძნის წვენით- კარგად გარეცხე შეიძლება რამე ნაწილი დარჩეს ტექსტურიდან გამომდინარე
-ვეცდები- ვუნევ თავს სიცილით
-სულ რატომ იცინი, მე დამცინი, სასაცილო ვარ?
-არა, საყვარელი ხარ
-კარგი ერთი- თქვა და ქვაბს თავი იმხელა ხმაზე დააფარა თეფში ხელიდან გამოვარდა- ესეც უნდა გარეცხო- მიდგებს ნიჟარაში ხმაურით
-მოდი ჭურჭლის სარეცხ მანქანას გამოვიყენებ
-ქვაბს ვერ გარეცხავს- წევს წარბს ზემოთ
-როგორც მიბრძანებთ, ვეცდები რადგან ამას პირველად ვაკეთებ
-ხო, აქ თავის შეკავება არ არის საჭირო, გამოცდილებაა რომელიც უნდა მიიღო რომ რაღაცეები დააფასო
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ბედნიერება წვრილმანებშია და ჭურჭელი თავისით ვერ გაირეცხება
- საერთოდ ვერ ვხვდები- დავიბენი
-მაგიდაზე დავჯდე რომ გაიგო?
-ასე ძალიანაც ნუ გამოამჟრავნებ.
-რას?
-არაფერს ხვალ გეტყვი, ისე რომ იცოდე რაღაც შენი ემოციების და გრძნობების დამალვა კარგად არ გამოგდის
-ძლილი ნებისა, მე ვიძინებ და არ იხმაურო
ჩემი დებიუტი ჭურჭლის რეცხვაში წარმატებით დასრულდა, საწოლში ვბრუნდები ქალბატონთან ერთად და საბანში ვიმალები
-კატოს ვუთხრათ ჩამოსვლის შესახებ?- ვეკითხები ნინის
-სიამოვნებით დაგთანხმდება, მაგრამ ეს არამგონია აუცილებელი იყოს
-რომ არ ყოფილიყო პოლინა არ იტყოდა
-ხო პოლინამ თუ თქვა მაშინ კარგი
ბოდროში წასასვლელად დილით ადრე ავდექი, ნინი გავაღვიძე და ისიც ბურტყნით ფეხზე ადგა, პოლინა და ჟულიენი დილით ჩვენთან მოვიდნენ, ჟულიენს ნინის ნახვა აინტერესებდა და პირველი მასთან მივარდა
-ნიკოლას მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარი, თქვენ კი ნინი ხართ არა, იმდენი რამ მსმენია თქვენზე და მიხარია ამ იდიოტმა, რაღაც ღირებული რომ მოიფიქრა და თათბირზე არ დაგვპატიჟა შენ გასაცნობაd
ნინი დაბნეული უყურებს და უღიმის
-მიხარია მეც, თქვენი გაცნობა- უქნევს თავს
-იმაზე ლამაზია ვიდრე შენ აღწერე- მითხრა ფანგულად ჟულიენმა
-ხო, ცოტა ფრთხილად იყავი თუ არა, გინება იცის, არამგონია ამის თარგმაც გაუჭირდეს- იკიჭება პოლინა
-გინება შენ ასწავლე?- ხარხარებს ჟულიენი
-მორჩი, მერე აგიხსნი- ვაწვეტინებ ჟულიენს და აწითლებულ ნინის გავხდედე დაბნეული იყურებოდა
-ყავას ხომ არ მიირთმევთ?- გვეკითხება ნინი
-არა გმადლობთ- თავს უქნევს ჟულიენი
-მაშინ მე გამოვიცვლი- ამბობს ნინი და ოთახიდან გადის
-ძალიან საყვარელი, ნაზი და ჰეროვანია- ლღვება ჟულიენი, ჩემი პოლინა რომ არა აუცილებლად წარაგრთმევდი და ჩვენ მეგობრობას დავასრულებდი
-მორჩი ჟულიენ
-ამას როგორ უძლებ სახლში?
-ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?- ვსერიოზულდები
-მათალი ხარ ნიკოლა- მხარს მიბამს პოლინა და ჟულიენს უბღვერს- დღეს გინების ხასიათზე არ არის თორემ ასე საყვარელი არ მოგეჩვენებოდა
-კარგი რა პოლინა, ხომ აგხსენი რომ მე ვთქვი და დაიჟინა მითხარი რა თქვიო, მეც მოვატყუე და ვუთხარი აქ საიდან გაჩნდის ნიშნავს მეთქი, პოლინას კი ეს მაშინ უთხრა როდესაც ჟანი ეუბნებოდა ფრაგული უნდა ისწავლოო და ამანაც თავისი მარაგი ამოწურა
ჟულიენი სიცილისგან ლამის გადაბრუნდა, ამასობაში ნინიც გამოჩნდა და მათი არსებობა გადამავიწყდა
ულამაზეს თეთრ გრძელ ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი და ჰაეროვნად მოემართებოდა ჩვენსკენ
-ჩემ შერჩეულ სამოს არ კადრულობს?- მკიტხა პოლინამ
-სამკარისია პოლინა, სირცხვილია, ინგლისურად ისაუბრე
საჭესთან მე ვიჯექი, ჟულიენი ჩემს გვერდით დაჯდა გოგონები კი უკან დასხდენ, ჟულიენმა საგანგებოდ მომზადებული მუსიკა ჩართო და სიმღერა დაიწყო, ნინის სარკიდან გავხედე და მოწყენილი ჩანდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ბორდო მოეწონებოდა, თბილი ამინდი დაგხვდა, ვენახებში მოქცეულ სახლს რომ მივუახლოვდი სიამაყით ავივსე
-მოვედით- ვეუბნები და კარს ვუღებ, ეს კაბა ამ ვენახებს ძალიან უხდება
-მადლობა- მიღიმის ნინი
-ეს ჩვენი ვენახებია- ამაყად ვაჩვენებ რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახებს და სახლისკენ ვტრიალდები, ეს ჩვენი სახლი, ახალი აშენებულია, რადგან ვერ ვიტან სახლებს სადაც ვიღაც უკვე ცხოცრობდა, სტილი მაქსიმალურად შევინარჩუნეთ, ამაზე პოლინამ იზრუნდა და იმედი მაქვს მოგეოწონება და კარგად დაისვენებ
-მართლა ძალიან ლამაზია, აქ არავინ ცხორობს?- მეკითხება ნინი
-არა, არავის უნდა რადგან ქალაქში ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია, ამ ვენახებიდან სიარული სუპერმარკეტებში არავის სურს
-ძალიან ლამაზია, არ მეგონა ელზასის შემდეგ ასე თუ მომეწონებოდა, მაგრამ საოცარი ხიბლი აქვს
-ხო, ახლა მოსავალს ვიღებთ, ღვინის ქარხანა ოდნავ მოშორებითაა და თუ სურვილი გექნება დააგათვალიერებინებ
სანამ სახლში შევალთ მოულოდნელად ჟულიენი პოლინას ეხვევა და კოცნის, კოცნას მე და ნინი ვუყურებთ, როდესაც სრულდება ჟულიენი ჩვენსკენ ტრიალდება და მხრებს იჩეჩს
-რა ვაქნა საოცარი ადგილია და ჩემი პოლინა უხდება ამ ადგილს
-ესენი დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებიან?- მესმის ნინის ჩურჩული
-კი რამდენიმე თქვეა, ისე შენთვის მნიშვნელოვანია მამაკაცი გამოყტყდეს პირველი ქალს გრძნობებში?
-რა?
-რამეს მხვდი?- ვეკითხები სიცილით
-კი
-გამოდის რომ საძინებლისკენ უნდა წავიდეთ
-თანახმა ვარ- ბურტყუნებს ნინი
-რას მიპორებ?
-უნდა გაღრიალო
-ოოო, ასეთს რას გეგმავ?
-ვნახოთ რა მომყვება ხელში მაგის მიხედვით- იკრიჭება და წინ გადის
-ნინი ასე ნუ ხუმრობ- ვეძახი სიცილით, უკან მივსდევ ვეწევი წელზე ხელს ვხვევ, თუმცა ხელზე ტკივილს წინასწარ ვგრძნობскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Vaime ra sayvarlebi ariann. Gegi saocrad rom cer kiici ukve. Ubralod moutmenlad gelodebiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

Rania
Vaime ra sayvarlebi ariann. Gegi saocrad rom cer kiici ukve. Ubralod moutmenlad gelodebiiii

დიდი მადლობა.

 


№3  offline წევრი ნორმი

საოაცრი წყვილი საოცარი მწერლითურთ.
უმაგრესი და სუპერ იყო!
--------------------
ფარვანა

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

ნორმი
საოაცრი წყვილი საოცარი მწერლითურთ.
უმაგრესი და სუპერ იყო!

დიდი მადლობა.

 


№5 სტუმარი ზინიკო

ასე აღარ დააგვიანო რა.. :)

 


№6 სტუმარი ჭორიკანა

იმედია შემდეგ თავზე ამდენს არ გვალოდინებ. მომკლა ნერვიულობამ )) ისეთი საინტერესოა, მინდა მთელი ცხოვრება ვიკითხო და აღარ დასრულდეს)) არადა დასასრულიც მაინტერესებს. საინტერესოზე უფრო მეტია))

 


№7  offline მოდერი GEGI გეგი

ჭორიკანა
იმედია შემდეგ თავზე ამდენს არ გვალოდინებ. მომკლა ნერვიულობამ )) ისეთი საინტერესოა, მინდა მთელი ცხოვრება ვიკითხო და აღარ დასრულდეს)) არადა დასასრულიც მაინტერესებს. საინტერესოზე უფრო მეტია))

დიდი მადლობა.

ჭორიკანა
იმედია შემდეგ თავზე ამდენს არ გვალოდინებ. მომკლა ნერვიულობამ )) ისეთი საინტერესოა, მინდა მთელი ცხოვრება ვიკითხო და აღარ დასრულდეს)) არადა დასასრულიც მაინტერესებს. საინტერესოზე უფრო მეტია))

დიდი მადლობა.

 


№8 სტუმარი Melusi

Zalian magari tavi iyo magram su ase rato gvsji su magar momentebze wyvet imedia kide didxans ar gvalodineb da sauketesod rom wer es ukve araertxel gitxari amitom agar daviwyeb kidev ferfect❤❤

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

Melusi
Zalian magari tavi iyo magram su ase rato gvsji su magar momentebze wyvet imedia kide didxans ar gvalodineb da sauketesod rom wer es ukve araertxel gitxari amitom agar daviwyeb kidev ferfect❤❤

ძალიან დიდი მადლობა.

 


№10 სტუმარი ია

სულ რამდენი თავია? ანუ მე მაინტერესებს, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი წვალება ახალი თავების მოლოდინში და კმაყოფილება და სიამოვნება მათი კითხვისას?

 


№11  offline მოდერი GEGI გეგი

ია
სულ რამდენი თავია? ანუ მე მაინტერესებს, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი წვალება ახალი თავების მოლოდინში და კმაყოფილება და სიამოვნება მათი კითხვისას?

მალე დასრულდება.

 


№12 სტუმარი Sh

ძალიან ბევრი ვიცინე ლალოს მომენტზე. საოცრება ხარ გეგი. ნინი უსაყვარლესია.

 


№13  offline მოდერი GEGI გეგი

Sh
ძალიან ბევრი ვიცინე ლალოს მომენტზე. საოცრება ხარ გეგი. ნინი უსაყვარლესია.

დიდი მადლობა.

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

მარია.
გული მერევა ნიკოლოზის ძალით საეჭვიანო დადგმულ სცენებზე.
როცა ნინისთან საუბრობდა პოლინაზე, როგორც მისი მომავალი “ნამდვილი” ცოლის კანდიდატზე, იმედი მაქვს იხუმრა. :)
ნუთუ ვერ ხვდება რამდენად გამაღიზიანებელია პოლინას ქცევები.
ზოგჯერ მგონია, ნინის მე დავასწრებ პოლინას თმით თრევას ;დ
რა თქმა უნდა ვხუმრობ
თუმცა ნადვილად არის ღირსი :D

ნინი იმიტომ მოვიდა რომ პოლინა მოვაო ნიკოლოზმა და გადაამოწმა, ნინი კი მოვიდა, მაგრამ პოლინას არ ელოდებოდა, ამიტომ შემოსვა მაგიდაზე.რა ქორწილზე იხუმრა, ჟულიენს აკოცაო და ეს მიხვდა რომ ეხუმრებოდა.

 


№15 სტუმარი სტუმარი სტუმარი

თეფშებს გაგიცვლითლო გავიგუდე ლამის, საწყალი ლალო შემეცოდა, ეს კიდე რა ცანცარაა ამხელა კაცი, შემდეგ თავში დიდ ამბებს უნდა ველოდოთ და ველოდები,კაცს რომ იუმორის გრძნობა აქვს ამას არაფერი ჯობია და აქდან გამომდინარე გეგი, შენ არაფერი გჯობია

 


№16  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სტუმარი
თეფშებს გაგიცვლითლო გავიგუდე ლამის, საწყალი ლალო შემეცოდა, ეს კიდე რა ცანცარაა ამხელა კაცი, შემდეგ თავში დიდ ამბებს უნდა ველოდოთ და ველოდები,კაცს რომ იუმორის გრძნობა აქვს ამას არაფერი ჯობია და აქდან გამომდინარე გეგი, შენ არაფერი გჯობია

დიდი მადლობა.

 


ძალიან კარგია, ველოდები ახალ თავს

 


№18 სტუმარი ია

GEGI გეგი
ია
სულ რამდენი თავია? ანუ მე მაინტერესებს, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი წვალება ახალი თავების მოლოდინში და კმაყოფილება და სიამოვნება მათი კითხვისას?

მალე დასრულდება.

ესე იგი ვერ გათქმევინე, ფინალისკენ როდის წავალთ, არადა როგორ მინდა მთელი ისტორია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხო, იმდენად მომწონს და მსიამოვნებს მისი კითხვა. რა ვქნა არ მყოფნის ასე ცოტა-ცოტა.
მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსითაც და წერის სტილითაც აბსოლუტურად განსხვავებული და გამორჩეული ისტორიაა ამ საიტზე.

GEGI გეგი
ია
სულ რამდენი თავია? ანუ მე მაინტერესებს, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი წვალება ახალი თავების მოლოდინში და კმაყოფილება და სიამოვნება მათი კითხვისას?

მალე დასრულდება.

ესე იგი ვერ გათქმევინე, ფინალისკენ როდის წავალთ, არადა როგორ მინდა მთელი ისტორია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხო, იმდენად მომწონს და მსიამოვნებს მისი კითხვა. რა ვქნა არ მყოფნის ასე ცოტა-ცოტა.
მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსითაც და წერის სტილითაც აბსოლუტურად განსხვავებული და გამორჩეული ისტორიაა ამ საიტზე.

 


№19  offline წევრი კლავდია

მეტი იუმორის გრძნობა ნინის! :D

 


№20  offline წევრი dakarguli

უკვე მოთმინება მელევა :)) ერთი სტროფიც კიარ წამიკითხავს ჯერ,არადა აქაც და ჯგუფშიც ყველგან რო მხვდება ცდუნებას ვეღარ ვუძლებ :დდდ
მოუთმენლად ველოდები დასასრულს რომ შემდეგ ერთიანად წავიკითხო, დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება
პ.ს. "დაჟე" კომენტარებსაც არ ვკითხულობ რომ ვინმემ არ დამასპოილეროს :დდდ
წარმატებები

 


№21 სტუმარი სტუმარი ნანა

ველოდები როდის დასრულდება რო წავიკითხო. რამდენიც დაუსრულებელი წავიკითხე, წერა შეწყვიტეს და დავრჩი შუა გზაში.

 


№22  offline მოდერი GEGI გეგი

კლავდია
მეტი იუმორის გრძნობა ნინის! :D

dakarguli
უკვე მოთმინება მელევა :)) ერთი სტროფიც კიარ წამიკითხავს ჯერ,არადა აქაც და ჯგუფშიც ყველგან რო მხვდება ცდუნებას ვეღარ ვუძლებ :დდდ
მოუთმენლად ველოდები დასასრულს რომ შემდეგ ერთიანად წავიკითხო, დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება
პ.ს. "დაჟე" კომენტარებსაც არ ვკითხულობ რომ ვინმემ არ დამასპოილეროს :დდდ
წარმატებები

სტუმარი ნანა
ველოდები როდის დასრულდება რო წავიკითხო. რამდენიც დაუსრულებელი წავიკითხე, წერა შეწყვიტეს და დავრჩი შუა გზაში.

დიდი მადლობა.

 


№23 სტუმარი ნფ

დღეს იქნება??

 


№24  offline მოდერი GEGI გეგი

ზინიკო
გეგი ახალი თავი გვენება დღეს?

მალე იქნება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა დღეს.

 


№25 სტუმარი სტუმარი ნუცა

სად შეიძლება ვნახო სხვა თქვენი ისტორიები?

 


№26 სტუმარი Takk

Maleo da dges mainc iknebaaa??

 


№27 სტუმარი ჭორიკანა

არ შეიძლება ახალბედა მწერალთა სიას დაემატოს თქვენი სახელი თავისი ისტორიებით? კიდევ მინდა. წავიკითხო რამე

 


№28  offline მოდერი GEGI გეგი

[quote=სტუმარი ნუცა]სად შეიძლება ვნახო სხვა თქვენი ისტორიები?
სხვას ჯერ ვერსად ნახავთ. მადლობა.

მზად არის ახალი თავი, მაგრამ პრობლემაა რაღაც.

 


№29 სტუმარი tamo

vee dadeb dgeees ?

 


№30 სტუმარი ტატუკა20

გეგი როგორ ველოდები შემდეგ თავს.რატომ ვერ დადე?რა პრობლემაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent