შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-9 თავი)

27-03-2019, 21:52
ავტორი Alice76
ნანახია 1 347

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-9 თავი)

პარასკევი საღამო სხვებისთვის სიამოვნებისა და გართობის,ჩემთვის კი -ჯოჯოხეთში მოგზაურობის დასაწყისი იყო. მით უმეტეს იმ დროს,როდესაც “ბუნკერი” ჯერ არნახული რაოდენობის სტუმრებს ელოდა.
უნივერსიტეტში ლექციების დამთავრებისთანავე ბარში გავიქეცი. რატომღაც ველოდი,რომ საღამოს ექვს საათზევე იქაურობა გადაჭედილი დამხვდებოდა,მაგრამ სულ ტყუილად-ბარის მაგიდაზე მძინარე აკას და ორ მოდუდუნე მამაკაცს თუ არ ჩავთვლიდით,სრული სიცარიელე და სიმშვიდე სუფევდა.
ჰიმლერა,ტრადიციულად,სასმელებს უტრიალებდა,შუშის უზარმაზარ ბოთლში პატარ-პატარა ჭიქებს აქივლებდა.
-ბოს,დღეს ბევრი “წყევლა” გააკეთე და “ეშმაკის დედაც”-შევუყვირე და მივუახლოვდი.
-რატომ?-ისე მკითხა,რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
-იმიტომ,რომ ბევრ ხალხს ველოდებით-ცალი წარბი ავწიე.
-რაღაც არ მგონია,რომ მთლად მასე იყოს საქმე-დაღლილი მზერით მომიბრუნდა-ვიცი,ვაფასებ,როგორც იშრომე,მაგრამ ვიღაც უცნობი თაყვანისმცემლის იმედზე არ უნდა იყო,იქნებ,სულაც მოგატყუა,არ გიფიქრია?
-არა,დარწმუნებული ვარ,რომ მოვლენ-თავი გავიქნიე-ბევრი კოქტეილო,მეთაურო,ბევ-რიი!
სანამ პასუხს დამიბრუნებდა,სამზარეულოში შევსხლტი და შეშლილივით ამოვიკივლე,როდესაც ჟურნალით ხელში მჯდარი გია დავინახე.
-ეს... ეს რამე ხუმრობაა?-მივვარდი და კროსვორდები ხელიდან გამოვგლიჯე-რამდენიმე საათში აქაურობა ხალხით გაიტენება!
-მერე?-ნაწყენმა გაჰხედა ჩემს ხელში ჰურნალს და წამეპოტინა,რომ წაერთმია.
-მერე ის-ფურცლები გადავხიე და ურნაში ჩავყარე-თუ არ დაგავიწყდათ,ბატონო გია,აქაურობის მზარეული თქვენ ბრძანდებით! რაც გულისხმობს იმას,რომ საჭმელების გაკეთება გევალებათ.
-შენ სულ შეიშალე?-გაბრაზებული წამოდგა და წინ დევგმირივით ამესვეტა-მოვლენ და გავაკეთებ მერე,რა უნდა?
-კარტოფილი დათლილია?-არა! პიცისთვის ცომი გამზადებული?-არა! ქვაბები,ტაფები და საერთოდ რამე მომზადებული? არა! იცი,რა დღე გვეწევა,ერთბაშად ოც ან მეტ შეკვეთას თუ მივიღებთ? ჩავფლავდებით! ლოდინით უკმაყოფილო კლიენტი ადგება და იმ ბარში წავა,სადაც ზარმაცი,კროსვორდა მზარეული არ ჰყავთ!
-შენ ვინ დაგნიშნა აქ უფროსად,ერთი შემახსენე-უარესად აიფოფრა გია,მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.
-ჰიმლერამ.აი,ის კაცი,ვისი ბარიცაა და რომლისაც გეშინია! გეყოს,რაც აქამდე იზარმაცე,ახლავე შეასრულე შენი საქმე,თორემ ჩემი ხელით აგკუწავ იმ სტაფილოსავით,შენ რომ ხელს არ აკარებ!
-ზედმეტები მოგდის,გოგო!
-სიმართლე ზედმეტი არასდროსაა! შეიძლება ჟურნალის მიღმა არ ჩანს,მაგრამ მთელი თვეა გიჟივით ვცდილობ,ეს სიტუაცია გამოვასწორო და როგორ ფიქრობ,შევძლებ,თუ მზარეულიც მე ვიქნებ,დამლაგებელიც,ფსიქოლოგიც და მეზობლის კატაც? იმაზე არ გიფიქრია,რომ მალე ჰიმლერას უვარგისი მუშა-ხელისათვის ხელფასის გადახდის აღარც სურვილი ექნება და აღარც საშუალება?
-მშვენივრადაა ჰიმლერა,შენ კიდე პანიკას წევ!-ჩაიდუდუნა გიამ. მივხვდი,პოზიციებს თმობდა.
-ეტყობა,ანტონიმები “მშვენიერი” და “საშინელი” ერთმანეთში გერევათ,ბატონო გია. “ბუნკერი” სულს ღაფავს,ამიტომაც ან ახლავე ახალი სამსახურიც ძებნა დაიწყე,ან გააკეთე ეს წყეული სამუშაო! გაითვალისწინე,რომ სხვაგან საქმის კეთება ნამდვილად მოგიწევს!
-კარგი ჰო,კარგი. ვაკეთებ!-ხელები ასწია და უკანასკნელად დამიბღვირა-დაახლოებით რამდენ კაცს ველოდებით?
-ძალიან ბევრს. დაგეხმარები,მოვამზადოთ ყველაფერი,რაც მერე დაგჭირდება.
მთელი საღამო სამზარეულოში გავატარე,ვჭრიდი,ვრეცხავდო,ვხარშავდი,ყველაფერს ვამზადებდი,რაც კი შეიძლებოდა,სტუმრებს მოეთხოვათ. მე შავი სამუშაო მქონდა,გია კი უფრო სერიოზულ საქმეს აკეთებდა და როგორც თავად ამბობდა,მის ოქროს ხელებს ავარჯიშებდა.
-ხახვი უფრო წვრილად უნდა დაგეჭრა-ეს ბოლო იყო,რაც გიასგან იმ დღეს მოვისმინე,წინსაფარი მოვიგლიჯე და ბარს მივუბრუნდი.
ხალხის მომატება აშკარად იგრძნობოდა,თუმცა მხოლოდ ნაცნობ სახეებს ვხედავდი.
უკმაყოფილოდ გავხედე ტე-ს მაგიდას,სადაც მარიამს უკვე დაეკავებინა თავისი კუთვნილი ადგილი და გაცხარებული ეკამათებოდა ნუკრის.
უცნაურად გამიელვა აზრმა,რომ მის ადგილას ადრე მე ვიჯექი. დაჩის გამო ტე-ს სხვა ბიჭებთანაც აღარ ვკონტაქტობდი,თითქოს დისტანციას ვიცავდი,მაგრამ მათი საუბრები ძალიან მენატრებოდა.
თავი გავიქნიე,უსიამოვნო ფიქრები მოვიშორე და მობილური დავძებნე,რომ უცნობისთვის მეკითხა-სად ჯანდაბაში იყო ხალხი.
ეკრანი გავანათე თუ არა,უამრავი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი დავლანდე.
მათი უმრავლესობა იმ მომღერალს ეკუთვნოდა,კარაოკესთვის რომ დავიქირავე. გულმა ცუდი მომავალი იგრძნო,სასწრაფოდ ავკრიფე ნომერი და გადავურეკე.
სასოწარკვეთილი ვუსმენდი მის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ,რომ სხვა,უკეთესი შემოთავაზება მიიღო და ვეღარ მოვიდოდა.
-გესმით? ძალიან ვწუხვარ-ჩემს დუმილზე განაგრძო-უბრალოდ არ შემიძლია,ასეთი შანსი გავუშვა,ხომ ხვდებით,ბევრსაც მიხდიან და ძაან ცნობილი ფაბია...
-მესმის? არა,არ მესმის!-ვუთხარი წყნარად-მხოლოდ ის მესმის,რომ ვერაფერსაც ვერ მიაღწევ,სულ რომ ბიონსე იყო,იმიტომ,რომ პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაგაჩნია. იცი,რას გეტყვი? იდი ნა ჰუი!-მივაძახე და გავუთიშე.
ბარის მაგიდის მხრიდან სიცილი მომესმა.
თვით მისი აღმატებულება,ირისი გამოჩენილიყო.
გულიანად კისკისებდა და ირონიულ მზერას არ მაშორებდა.
-არა რა,თუ სადმე გაგზავნა გინდოდა,რაღა სასიამოვნო ადგილზე გაუშვი?-გადაიხარხარა და თმები მხარს უკან გადაიყარა-ახლა რას აპირებ?
მიმოვიხედე,ბარში სიწყნარე იყო,თუ ამ ადგილიდან ირისს დავუწყებდი საუბარს,კარგს არაფერს იფიქრებდნენ,პირველ რიგში ჰიმლერა,რომელიც ინტერესით მომჩერებოდა.
-რა ხდება?-გამომძახა.
-არაფერი... უფრო სწორად,ფერი. მომღერალი არ მოდის.
-მერე რა,ვინმე სხვა იმღერებს,ნუ ნერვიულობ.
-გავალ ორი წუთით-აკანკალებული ხმით ვუთხარი და კიბეებს ავუყევი.
გაანჩხლებულმა ძლივს ამოვაძრე ერთი ღერი სიგარეტი კოლოფიდან,მოვუკიდე და მშვიდად მდგარ ირისს გავხედე.
-რას აპირებ?-მკითხა და თავადაც ამოაძვრინა თავისი არარსებული სიგარეტი.
-არ ვიცი... იქნებ ხალხიც არ მოდის,იქნებ სულაც დავიკიდო ეს ყველაფერი და ახალი სამსახური ვეძებო.არავინ მეხმარება,თვითონ ჰიმლერაც უინტერესოდ ექცევა ამ ყველაფერს,მგონია,რომ მხოლოდ მე მაინტერესებს “ბუნკერის” ბედი...
-უბრალოდ გიყვარს აქაურობა,თანაც შეუპოვარი ხარ,რასაც ამბობ,ბოლომდე მიგყავს და პატარა უსიამოვნებების გამო რომ არ ნებდები,ეგ პირიქით,კარგია და არა აკვიატება. მთავარი სწორედ ესაა,რომ ისწავლო-თუნდაც არავინ გიჭერდეს მხარს,შენი ჩანაფიქრი აღასრულო. ეს თვისება არ დაკარგო,ეტო.
მობილურზე შეტყობინება დავწერე,სადაც უცნობს ვეკითხებოდი,სად იყო ხალხი,თუმცა სანამ პასუხს მივიღებდი,ჩემი “დაცვა” დამადგა თავზე.
-დავით! მოხვედი?-გახარებულმა შევძახე-ვიღაცამ მაინც არ გადამაგდო!-გადავეხვიე,მან კი ხელები მომხვია და ჰაერში ამიტაცა.
-ეთერა ბუმბულაძე ხარ შენ-გადაიხარხარა -ისეთ საქმეს მიკეთებ,გადაგდება იქნებოდა?
-თუ ხალხი მოვა,ძალიან დამეხმარები,დიდი მადლობა-მიწაზე დავბრუნდი და გავუღიმე.
-დაიცა,გადავრეკო გინდა? ერთი-ორს ვეტყვი.
-მინდა,აბა არ მინდა?-უფრო გავიბადრე და გადავწყვიტე,მისთვის მეორე სემესტრშიც დამეწერა რეფერატები.
-წამო,ლუდი ჩემზე იყოს-სიხარულით წავათრიე კიბეებისაკენ-გშია?
-კი,ვარჯიშიდან მოვდივარ...
დავიტი სამზარეულოში შევიყვანე,ჰოთ-დოგი და შემწვარი კარტოფილი მივართვი,ერთი კათხა ლუდიც მივუცუნცულე და დამტკბარი ვესაუბრებოდი ერთ-ერთ საგანზე,როდესაც სამზარეულოში ჰიმლერამ შემოჰყო თავი და დამიძახა.
-ეტო! ხალხი...
სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე ,დავითმა პირში მთლიანი ჰოთ-დოგი ჩაიტენა და უკან გამომყვა.
“ბუნკერის” კიბეებზე ხალხი ერთ ზოლად ჩამოდიოდა.
ძირითადად გოგონები იყვნენ,თუმცა ბიჭები ისედაც ბევრი გვყავდა.
-მიდი და სექსუალური ხმით უთხარი,რომ უნდა გაჩხრიკო-გადავულაპარაკე დავითას-მკაცრი სახე მიიღე,არ დაგავიწყდეს.
თავი დამიქნია და გოგონებს მიუახლოვდა,ეტყობოდა,ფრიად მოხიბლული იყო დავალებით.
კისკისი მომესმა და მივხვდი,ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.
ტე-ს ბიჭებმა თავები წაიგრძელეს,თვალებით ტატო მოვძებნე და მივვარდი.
-რამე კარგი მუსიკა ჩართე,ტატო! -კომპიუტერთან მივათრიე-და დეპრესიულ სიმღერებზე არც კი გაიფიქრო.-გავაფრთხილე და გულამოვარდნილი ბარისაკენ გავიქეცი.
თავზე ოფიცრის ქუდი დავიფარე,რომელიც წინასწარ შევიძინე მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში,წიგნაკსა და კალამს დავავლე ხელი და უკვე მაგიდებთან მსხდომ ხალხს ჩამოვუარე.
-მოგესალმებით ბუნკერში,carpe noctem,რას ინებებთ?
მთელმა საათმა ისე გაირბინა,დაფიქრების დროც კი არ მქონდა,ხალხის ნაკადი სულ უფრო და უფრო მატულობდა,იმდენად ბევრი საქმე მქონდა,რომ თავ-გზა ამებნა,ბართან მხოლოდ ჰიმლერა იდგა და არც ის იყო ჩემზე უკეთეს დღეში,სამზარეულოში გაქაფული გია იგინებოდა და მპირდებოდა,შენთვის მკითხავს ვნახავ და ერთ კარგ ჯადოს გაგიკეთებო.
ერთი წუთით შევყოვნდი ბართან,სასმელი ჩამოვისხი და სწრაფად გადავკარი.
-ასეთი რამ “ბუნკერს” არ ახსოვს-ჰიმლერა ჩემსკენ მოიწია და მხიარულად გადმომილაპარაკა-ყოჩაღ!
-ვეღარ ვერევით-ამოვისუნთქე და საწყალობლად შევხედე-მგონი ცოტა ხანში გული წამივა.
-მშვიდად,მშვიდად-მხარზე ხელი მომითათუნა-წადი,რამე შეჭამე და ცოტა დაისვენე.
-არა,ახლა ვერ დაგტოვებ...-შევეწინააღმდეგე,თუმცა სიტყვა ნუკრის ხმამ გამაწყვეტინა.
-ეტო! ეს რა ამბები დაატრიალე,გოგო? -ღიმილით დაეყრდნო მაგიდას-სიმართლე გითხა,ძალიანაც მომწონს,მთელი კვირა სიმშვიდეში ვართ,ასეთი გიჟობები კარგიცაა ჩვენთვის... ჰოდა,წადი მართლა,დაისვენე.მე მივეხმარები ჰიმლერას.
-რა?-თვალები გადმოვკარკლე.
-ჰო,რა იყო,”ბუნკერი” ჩვენიცაა,დაიკო. მიდი,მიდი.
-მადლობა-ამოვიბუტბუტე და სამზარეულოსკენ წავედი.
სენდვიჩი გავიკეთე და გარეთ გავედი. სიმშვიდეში ღრმად ამოვისუნთქე და ჭამა დავიწყე.
-კარაოკეს თემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია-ირისი ზურგით კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.
-არა უშავს,მერე რა... მაინც ბევრი ხალხია...
-ეგ დღეს. თუ ვერ გაერთობიან,მეორედ არ მოვლენ.
-ჯანდაბა,აბა რა ვქნა? არ მოდის ის დამპალი მომღერალი...
-მე ვიცნობ ერთ ძალიან კარგ მომღერალს-ეშმაკურად გადმომხედა ისიმ .
-ვის?-გამოტენილი პირით ვიკითხე და მის აწეულ წარბებზე თავი გავიქნიე-ეგ არც კი იფიქრო.
-ხომ იცი,რომ მშვენივრად მღერი,თანაც ეს შენი ოცნებაა!
-არაფერიც,მარიამივით ვმღერი და არც ჩემს ოცნებებში შედის ბარში სიმღერა.
-მოიცა,ისევ ცდილობ,მომატყუო? რით ვერ დაიმახსოვრე,ვინ ვარ?
-ჰო,კარგი,შეიძლება ძალიანაც მინდა,მაგრამ მაგას ვერასდროს გავბედავ. უბრალოდ არ შემიძლია.
-მე გავბედავდი. იცი,რატომ?
-არა.
-იმიტომ,რომ დაცინვის არ მეშინია. ვისაც უნდა,იმან გაიცინოს,ამით რა მაკლდება? სამაგიეროდ წარმოვიდგენ ჩემს სიმღერას აყოლილ ხალხს,ანთებულ და მხიარულ თვალებს...
-არა,ისი. გამორიცხულია. შეიძლება კარგად გამომდის სიმღერა,მაგრამ ასე სახალხოდ...დავიბნევი,სიტყვები ამერევა და მელოდიას ავცდები...
-მაშინ,წარმოიდგინე,რომ მარტო ხარ. წარმოდგენა ხომ კარგად გამოგდის?და აჩვენე ვაზელინის დედოფალს,რა არის ნამდვილი ნიჭი.
-აუფ!
-რა?
-ანუ ქვეცნობიერულად იმ გოგოს ვეჯიბრები? ეგ ხომ იმას ნიშნავს,რომ დაჩისთვის მინდა ვიმღერო...
-კარგია,რომ უფიქრდები. ჰო,სწორედ ეგ გინდა-ფიქრიანად თქვა ისიმ-და ეს იმ გეგმის ნაწილია,რომლითაც დაჩის გაგიჟება გინდა.
-ირი,შენ მაინც ნუღარ მიმძაფრებ ამ გრძნობას. ხომ არ მოგწონდა სულაძე? ხომ ყველანაირად გაურბოდი ჩემი და მის კავშირს?
-ჰო,მაგრამ სანამ შენ გეძინა,მე რაღაცები გავიგე-ჩვეული ეშმაკური მზერა დაიბრუნა.
-რა? როდის?
-შენი ყალბი ფეისბუქი. თუ ნდობას მოიპოვებ,ბევრი რამის გარკვევას შეძლებ.
-მაინც?-გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ეს იმას ნიშნავდა,რომ ირისი... ის...-ჩემს გონებას დაუკითხავად ეპატრონები,ისი?-აკანკალებულმა ვკითხე.
-კარგი ახლა,პანიკები არ გვინდა. აღარ ვიზამ,მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავარკვიე.
-რა?
-დაჩის ყოფილმა თავი მოიკლა. იმიტომ,რომ დაშორდა.
-რა-ა?-წამოვიკივლე.-ეგ როგორ გაარკვიე?
-მხოლოდ იმ შემთხვევაში გეტყვი,თუ იმღერებ-სიგარეტი ჩაქრო,გამომწვევად შემომხედა და კარში გაუჩინარდა.
-ჯანაბა! ჯანდაბა!-დავიკივლე და ფეხი კედელს მივარტყი. მეტკინა,ცალ ფეხზე ხტუნვას მოვყევი და თან იმაზე დავფიქრდი,რომ ისი უკვე მაშინებდა.
ბარში დავბრუნდი,უკვე იმდენი ხალხი ირეოდა,მაგიდებს შორის გავლაც ჭირდა. ნუკრი დავლანდე,რომელიც ერთ-ერთ,გოგონებით სავსე მაგიდას მისჯდომოდა და მომხიბლავი ღიმილით ესაუბრებოდა.
სხვა მაგიდებთანაც შევნიშნე ტე-ს ბიჭები.
სხვა თუ არაფერი,საუბარი კარგად გამოსდიოდათ,ამიტომაც გამიხარდა-თუ გოგონებს აქაურობა მოეწონებოდათ,თუნდაც ბიჭების გამო,ეს მხოლოდ “ბუნკერის” წისქვილზე ასხამდა წყალს.
ჰიმლერას დავუბრუნდი და სასმელების ჩამოსხმაში მივეხმარე.
-შეკვეთები ბართან უნდა მივიღოთ ამის შემდეგ-გადმომილაპარაკა-მაგიდებთან სიარულში ბევრი დრო იხარჯება,თავად უნდა მოვიდნენ და წაიღონ.
-ეგ როგორ გავაგებინოთ?
-სასმელზე რომ მოვლენ,ავუხსნათ.
-ნახევარი საათი გაძლებ კიდევ უჩემოდ?-ვკითხე,თაროებს გავხედე და მინაში ანარეკლი შევათვალიერე. თმები გამწეწვოდა,ქუდი გვერდზე მომქცეოდა,სახე შეშლილს მიგავდა.
არაყი ჩამოვისხი და სულმოუთქმელად დავლიე.
-რას აპირებ?
-უნდა ვიმღერო.
-დარწმუნებული ხარ,რომ არ დაგვაყრუებ?
-არა.
პერანგი გავიხადე,ბრეტელებიანი,თეთრი მაისური შარვალში ჩავიტანე,ბიუსჰალტერი დავიპატარავე და მკერდი მკვეთრად ამომებურცა ამოღებულ მაისურზე. ჰიმლერა გაოგნებული,ხმის ამოუღებლად მაკვირდევოდა. -წავედი-ვთქვი პატარა სცენისაკენ დავიძარი,რომელიც ხალხის გამო აღარც ჩანდა. ტატო კვლავ კომპიუტერთან იჯდა,სანამ მასთან მივაღწევდი,გამალებით ვფიქრობდი,რომელი სიმღერა შემერჩია,თუმცა ყველა ერთბაშად გადამავიწყდა,თავში ერთადერთი ხმა-ზუზუნი მიტრიალებდა და ვერც ერთ მელოდიას ვერ ვიხსენებდი.
გზა ძლივს გავირკვიე,ტატოს მივეჭერი და ხმაურის გამო დავუღრიალე.
-უნდა ვიმღერო,ყველაფერი გამართულია?
-შენ?-თვალები გაუფართოვდა.
-ჰო...-დახრილი ვიყავი,ვიღაცამ უკანალზე მომცხო ხელი,მივბრუნდი,რომ გამომელანძღა,მაგრამ ვერ მივხვდი,ვინ იყო,ტატოს მივუბრუნდი-ღმერთო,საგიჟეთია!
-ჰო,ნამდვილი ჯუნგლები-წარბაწეული დამეთანხმა.
-ჯუნგლები...-ჩავილაპარაკე და წამოვიყვირე-ჯუნგლები! ტატო,გენიოსი ხარ!
-რა? რატო...
“იუ თუბში” შესაბამისი სიმღერის სათაური ჩავწერე,კარაოკე მოვძებნე და ტატოს დავუბარე,როდესაც განიშნებ,ჩართე-მეთქი.
მიკროფონი ავიღე,საცდელად ჩუმად ვთქვი “გამარჯობა” .
გაძლიერებულმა ჩურჩულმა მოიცვა “ბუნკერი” და მეც თამამად განვაგრძე;
-გამარჯობა! “ბუნკერი” მოგესალმებათ,განსაკუთრებით კი ახალი სახეების დანახვა გვახარებს. ახლა ამ მისასალმებელ ლაყბობას მოვრჩები და საქმეზე გადავალ. ძალიან ბევრი ხართ,ჩემო კარგებო,რაც უმაგრესია,მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს-გემრიელი საკვების მაგიდებთან მოტანას ვერ ვასწრებთ,ასე რომ,თუ ბარის მაგიდასთან მიიღებთ შეკვეთებს,თქვენც მალე მიიღებთ საკვებს და ჩვენც აღარ ვინერვიულებთ. -აქა-იქ თანხმობის შეძახილები გაისმა,თავი დავუკარი და განვაგრძე-ახლა კი,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში! მაესტრო!-ტატოს გავხედე და მაშინვე გაისმა “welcome to the jungle “-ს საწყისი ბგერები.
ღრმად ჩავისუნთქე,კარგად ნაცნობ მუსიკას ავყევი,მარტოობა არ წარმომიდგენია,თვალ წინ დამიდგა დ იდი სცენა,ათიათასობით მაყურებელი სა გამაყრუებელი ყიჟინა,რომელიც ნაცნობ,საყვარელ მუსიკას მოჰყვა.
-“Welcome to the jungle we've got fun and games...”-პირველივე სიტყვებზე გახარებული შეძახილები მომესმა და ბედნიერებაში გადავეშვი. ვიგრძენი ძალა,რომელიც ექსტაზს მოაქვს,რომელიც ყველაფერს შესაძლებელა ხდის...
“We got everything you want honey, we know the names
We are the people that can find whatever you may need
If you got the money, honey we got your disease
Jungle, welcome to the jungle
Watch it bring you to your shun n-n-n-n-n-n-n-n knees, knees
Uh, I, I want to watch you bleed”
თვალები არ დამიხუჭავს,თუმცა მხოლოდ ინსტრუმენტალის დროს,როდესაც ჩემი ხმა საჭირო არ იყო,მოვავლე თვალი ბარს.
ხალხი ცეკვავდა, გახარებული, მთვრალი თვალებით ჩემსკენ იხედებოდნენ,ხელები მაღლა აღეპყროთ,ტე-ს მაგიდის ნაწილიც მოჩანდა,დაჩი ღიმილით მიყურებდა.
დაძაბულობა მთლიანად მომეხსნა,ირისი მართალი იყო,ამაზე დიდ ხანს,მალულად ვოცნებობდი.
“Its gonna bring you down, ha!”
დავასრულე და ყურისწამღებმა ყვირილმა რეალობაში დამაბრუნა. სტვენა,ტაში და შეძახილები მოწმობდა,რომ ტყუილად მეშინოდა.
-მადლობა !-ღიმილით ჩავილაპარაკე მიკროფონში-მოგწონთ ჯუნგლები?
თანხმობის შეძახილების შემდეგ განვაგრძე.
-კიდევ ერთზე რას იტყოდით?
ყიჟინა სიამოვნებით მოვისმინე და ტატოს ვუთხარი,”Another one bites to dust” ჩაერთო.
ასე გავხდი “ბუნკერის” დიასახლისთან ერთად მისი მომღერალიც.
ბედნიერი ვიყავი,სიმღერამ თითქოს ყველანაირი უარყოფითი ემოცია გამომაცალა და კმაყოფილებით,სიხარულითა და სიძლიერით ამავსო.
-არ არსებო-ობს-წვრილი,წკრიალა ხმა მომესმა ჩემს სიახლოვეს და გაოგნებულმა ავხედე ბარის მაგიდაზე გადმოწოლილ მარიამს-რა მაგრად იმღერე,ა?
-მ...მართლა?-ყურებს არ დავუჯერე და თვალები გადმოვკარკლე.
-მე კიდევ შევრცხვი გუშინ-ამოიკნავლა საწყლად-ცოტა ვინერვიულე,დაჩის წინაშე არ მემღერა აქამდე და... დავიბენი,საშინელება იყო!-ამოიღნავლა,მივხვდი,მთვრალი იყო.
-არაა,არა! საერთოდ არ იყო საშინელება-სინდისის ქენჯნა ვიგრძენი,მოხალული მიწისთხილი მივაწოდე და თანაგრძნობით შევხედე-ეგ არაფერი,ვის არ მოსვლია.
-რა კარგი ხმა გქონია,შენს ადგილზე “მომღერალი ქვეყნის” ქასთინგზე მივიდოდი.
-მადლობა,ძალიან სასიამოვნოა-ჩავახველე,მისგან კომპლიმენტს არ მოველოდი-როგორ ხარ? რაღაც სევდიანი ჩანხარ.
-იცი? როგორ აგიხსნა...-დაფიქრდა,ეტყობოდა,სიტყვებს ეძებდა-დაჩისგან ბავშვი მინდა! მინდა,ცოლად მომიყვანოს,ჩემი ქმარი ერქვას,ყოველ დღე მის პერანგებს ვაუთოვებდე და საერთოდ,პრეზიდენტობაზეც კი ვიტყოდი უარს მის გამო!
-მერე,რა გიშლის ხელს?
-მისგან იგივეს ვერ ვგრძნობ. ყოველ საღამოს მეპატიჟება,თაიგულებს მჩუქნის,ათასი ულამაზესი სიტყვით მეუბნება,როგორი მშვენიერი ვარ,მაგრამ სიტყვა”მიყვარხარ”? არაა,არა და მე ის მჭირდება!
-მართლა? არ გეტყობა,ასე რომ გიჟდები მასზე.-გაკვირვებისაგან წარბები შუბლზე კი არა,უკვე კეფაზე მიცოცავდნენ.
-თავს ვიკავებ და იმიტომ,არ მინდა,ფსიქოპატი ვეგონო...მაგრამ მიყვარს ,ძალიან მიყვარს,იდეალური კანდიდატურაა-განათლებული...
-ეწევი?-შევაწყვეტინე,მივხვდი,რომ იდეალური შესაძლებლობა მომეცა,რაღაც-რაღაცები გამერკვია
-არა,მაგრამ ახლა მოვწევდი-გადაიკისკისა.
მეც ეს მინდოდა,ხელი ჩავკიდე და სამზარეულოს გავლით,უკანა გასასვლელიდან გავიყვანე.
-ამბობდი,იდეალური კანდიდატურააო-შევახსენე,როდესაც სიგარეტს მოუკიდა და სიამოვნებით ამოიგმინა.
-დაჩი,ხო? კი,იდეალურია... ნასწავლი,მონდომებული,საზღვარგარეთ სწავლობდა,იცოდი? სულაძე მშვენიერი გვარია,თანაც კარგი ოჯახი აქვს და რაც მთავარია,მამაჩემს მოსწონს.
-მამაშენი იცნობს?-გული უსიამოვნოდ შემეკუმშა.
-კი,ერთხელ დავპატიჟე სახლში და შენ წარმოიდგინე,მოვიდა.კარგად გაუგეს ერთმანეთს-გაიბადრა და მეოცნებესავით აღაპყრო მზერა ღამის ცას-მამამ თქვა,მეგონა,ჩემს ახალგაზრდობას ვუყურებდიო.
-მამაშენიც იურისტია?
-იურისტიც. ამჟამად პარლამენტში მუშაობს-ამაყად გაიჯგიმა მარიამი.
-ა-ა!-წამოვიძახე და მივხვდი,რა იყო დაჩის ამგვარი სიტკბოების მიზეზი.
-რა?
-არაფერი,მაგარია.-მხრები ავიჩეჩე-მისმინე,მარიამ. ხომ იცი,ბიჭებისათვის დაოჯახება რთული თემაა,აცადე,გაიაზროს,რომ შენს იქით გზა არ აქვს,თუ არა,ათასჯერ უკეთეს ბიჭს იშოვი.ან შენ სად გეჩქარება? დაქორწინებას ყოველთვის მოასწრებ.
-ვიცი,ჰოო,მაგრამ სექსიც რომ ვერ გვაქვს? არა და ძალიან მიზიდავს-ამაზე ჩემი წარბები საერთოდ ჯანდაბაში გადაიკარგნენ-ერთხელ ფაქტობრივად შევეხვეწე,დამიპყარი-მეთქი,მაგრამ როგორც შენ არ მოგკარებია,ისე მე...
-ვახ!-ვეღარაფერი მოვიფიქრე და მხოლოდ ეს წამოვიძახე.-ასე უკეთესიცაა,იქნებ მერე მიხვდე,რომ არ ყოფილა საშენო და ინანო?-უკვე აღარ მომწონდა მარიამის დაქალის როლში ყოფნა,მით უმეტეს,აშკარა იყო,რატომაც კონტაქტობდა დაჩი მასთან. ის ნაბი*ვარი!
-მაგას როგორ მივხვდები? ის იდეალურია!
-იდეალური ადამიანი მაშინაა,როდესა კარგად არ ვიცნობთ. -მოვუჭერი და ვუთხარი,რომ ბარში უნდა დავბრუნებულიყავი,რაც ნამდვილად საჭირო გამოდგა,რადგანა ჩემს არ ყოფნაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულიყო.
“ბუნკერს” რამდენიმე შავკანიანი ადამიანი ესტუმრა ჩემს არ ყოფნაში.
როდესაც პოსტს დავუბრუნდი,დავინახე,როგორ ეცეკვებოდა(საკმაოდ სექსუალურადაც) ერთ-ერთი მათგანი რომელიღაც სტუმარ გოგონას.
მაშინვე ტე-ს მაგიდას გავხედე და მივხვდი,კარგი არაფერი მელოდა წინ.
ჰიმლერა დავძებნე და სიტუაცია ავუხსენი,მან კი მითხრა,რომ “ჩვენი ფაშისტი ბიჭები არ იყვნენ რადიკალები და არ უნდა მენერვიულა”,მეორე წამს კი თავისი სიტყვები უკან წაიღო,რადგანაც ჩხუბის ხმა მოგვესმა.
-დავით!-დავიკივლე და ჩემი დაცვის ძებნა დავიწყე. როდესაც მასთნ ერთად კონფლიქტის ადგილას მივედი,დავინახე მოცინარი, შავკანიანი სტუმარი,ტე-ს ბიჭების მიერ გაკავებული ნუკრი და ატირებული გოგონა.
-რა ჯანდაბაა?-დავიკივლე და ნუკრის შევაჩერდი,რომელსაც გაავებული თვალებიდან ნაპერწკლები სხვიოდა.
-როგორ ბედავს ეს **** და ქართველს,ჩვენ მანდილოსანს ასე ექცევა?-დაიღრიალა და მუსიკის ხმა გადაფარა.
ყველა სტუმარის მზერა მისკენ მიიმართა.
-სამზარეულოში გამოიყვანეთ-ვუთხარი დაჩისა და გუგას,რომლებიც მას იჭერდნენ და გაცოფებული მივყევი უკან.
-შენ სულ გადაირიე?-ვიწივლრ,როგორც კი კარი მივხურე და ნუკრის შევავლე თვალი.
-მერ არა,შენ? ზანგებს უშვებ ჩვენს შტაბში,შემდეგი რა იქნება,პიდარა*ტი მომიტყაპუნებს ტრა*ზე ხელს?-ხმის სიძლიერეში არც ის ჩამომივარდებოდა.
-და რაო,რადგანაც ზანგია,გოგოს ვერ უნდა მოეფეროს?-სულ გადავირიე.-თუ სანამ ვინმე მისცემს,შენთან მოვიდეს და დაგეკითხოს?
-არაა... შენ არ გესმის,ეტო,არ გესმის-თავი გაიქნია ნუკრიმ და ჭიქა მოისროლა-რასების აღევა უდიდესი დანაშაულია.
-ეგ იმ გოგოს უთხარი,სახესთან რომ უტრიალებდა საჯდომს მაგ შენს ზანგს! უთხარი,რომ არ შეიძლება,აუხსენი,მიდი! ა,ქალზე ძალადობა არ შეიძლება,ამ უაზრო ფიქრებს კი ძალადობის გარეშე ვერ განავრცობ,მაშინ კაცს ურტყი იმის გამო,რომ ქალი მოეწონა. შესანიშნავია,ნუკრი,ბრავო!
-არ გესმის,ეტო...
-ჰო,არ მესმის. და არც მინდა,ვიცოდე-მოვუჭერი-ძალიან ბევრი ვიშრომე,რომ ეს ხალხი მომეყვანა და “ბუნკერი” გადამერჩინა. ზედმეტი ათეულობით ათასი ლარი ხომ არ გაქვს? მიპასუხე!
-არა...
-მაშინ გვაცადე,რომ ფული ვიშოვოთ. ერთ შავკანიანს თუ გატყეპავ,ამით მსოფლიოს ვერ გადაარჩენ.მაგრამ თუ არ გატყეპავ,ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარები. ვიცი... ვიცი,რომ განსხვავებული შეხედულებები გაქვთ და არ ვაპირებ დავას იმაზე,სწორია თუ არა ისინი,უბრალოდ დამაცადეთ,დამაცადეთ,შევასრულო,რაც წამოვიწყე. თუ ყველაფერი კარგად წავა,შევძლებთ ძველი “ბუნკერის” დაბრუნებას. არც მე მომწონს ასეთი არეულობა,საშინლად დავიღალე,თქვენზე ათასჯერ მეტად,მაგრამ პირველ რიგში ჰიმლერაზე ვფიქრობ,ამ საყვარელ,კეთილ და ბუზღუნა კაცზე,თქვენ კი საერთოდ არ ფიქრობთ!
-ვფიქრობთ-დაჩის ხმა მოისმა და გული შემიფრთხიალდა-ნუკრი,სახლში წადი. საერთოდაც,ის გოგო თვითონ მიახტა.
-მაგრამ...
-წადი სახლში.
ბიჭმა თავი გაიქნია,გაბრაზებით შემომხედა და მკლავი გუგას გამოჰგლიჯა ხელიდან.
-წავალ! თქვენ კი დაიმახსოვრეთ,ერის გარყვნას უწყობთ ხელს.
უკანა კარისაკენ წავიდა,ერთხელ კიდევ შემომხედა სიძულვილით და გაუჩინარდა.
-რაც უფრო ბევრი რამის გაკეთებას ითავებ,მით უფრო მეტ შედეგთან მოგიწევს შეჯახება-მითხრა დაჩიმ,სანამ სამზარეულოს დატოვებდა-ეცადე,მხოლოდ მაშინ იმოქმედო,როდესაც შედეგი გეცოდინება.
მართალი იყო. ნეტავ ეს ადრევე გვცოდნოდა მეც და მასაც.
ნეტავ ეს სიტყვები მანამ მოსვლოდა თავში,სანამ ნუკრის ათასგვარი იდეით გამოუტენიდა თავს .
მეორე დილით უცხო ნომერმა დამირეკა. ტატო იყო,რომელმაც მითხრა,რომ ნუკრი დაიჭირეს და შეიძლებოდა,მე,როგორც მოწმე,გამომძიებელს გამოვეკითხე.
კითხვაზე -რატომ,მიპასუხა,რომ ნუკრიმ შავკანიანი,ის,ბედნიერად მოცეკვავე შავკანიანი სტუმარი მოკლა.
შემდეგ გავიგე,გამომძიებლისაგან,რომ ბიჭმა მსხვერპლს ოთხჯერ ჩაარტყა დანა გულ-მკერდში.
“ჯოჯოხეთის გზა კეთილი განზრახვებით არის მოფენილი”.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი Rania

Mgoni pirveli var. Arvici ragitxraaa. Yovel jerze maoceb. Am istoriashi imdeni sibrzne devs saertod. Arvici vinmem miaqcia tuara yurqdgebaa. Magram tes magidastan gajgerwbuli titeuli idea tu mosazreba. Aris grmad gaanalizebuli da nafiqri. Marto amistvis girs am istoriis cakitxva. Arafers vambob etos pirovnebaze. Romelic yoveldge izrdeba da vitardebaa. Moutmenlad gelodebi alissssaaaa. Chemo saocreba gogov
--------------------
Q.qimucadze

№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

Rania
Mgoni pirveli var. Arvici ragitxraaa. Yovel jerze maoceb. Am istoriashi imdeni sibrzne devs saertod. Arvici vinmem miaqcia tuara yurqdgebaa. Magram tes magidastan gajgerwbuli titeuli idea tu mosazreba. Aris grmad gaanalizebuli da nafiqri. Marto amistvis girs am istoriis cakitxva. Arafers vambob etos pirovnebaze. Romelic yoveldge izrdeba da vitardebaa. Moutmenlad gelodebi alissssaaaa. Chemo saocreba gogov

უზომოდ მიხარია,რომ სიუჟეტის მიღმა კიდევ ამდენი რამის დანახვა შეგიძლია♥️ ძალიან,ძალიან მახარებ,ქეთი. უდიდესი მადლობა ამისთვის♥️

№3 სტუმარი სტუმარი nancho

რა თქმა უნდა კარგი იყო.მომწონს ძალიან.

№4  offline წევრი მაია❤

შენი ნიჭიერება ამოუწურავია ❤
აღარ ვიცი ხოლმე რა დავწერო,რომელი სიტყვებით მოგეფერო,როგორ "შეგამკო" ❤
ყველაფერი ხარ ❤❤❤❤❤❤❤
მიხარია,რომ არსებობ ❤❤❤❤❤❤
საიტის ბ რ ი ლ ი ა ნ ტ ი ხარ ჩემთვის პირადად
❤❤❤❤❤❤❤

№5 სტუმარი ლალლა

ღმერთო, ეს რა იყო?
ნუკრი სისხლით ხორცამდე მძულს. ადამიანი ტვინის ანომალიით. რა თქმა უდნა გლობალიზაცია და ერების და რასების აღრევა არც მე მხიბლავს, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლა და ნუ ეს კიდევ სხვა თემაა...

ის რომ ირისი იმღერებდა უეჭველი ვიცოდი:დ უბრალოდ, თავიდანვე კარაოკეს იდეა რომ გააჟღერე, ვიფიქრ უეჭველი ერთს ეტოც "შეუბერავდა".
ეს თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდა, არა?

დაჩიზე უფროდაუფრო მეცვლება წარმოდგენა, ოღონდ ცუდისკენ:დ რა ვქნა? რამე გააკეთე რომ მომაწონო, თორემ ვ
ისე ავითარებ მოვლენებს, რომ მაინც გაიმეტებ ეტოს და არ მინდა ამდენ კარგ კაცში ერთი ხისთავიანი გამოგერიოს.

მარიამი ვაზელინთან ერთად დებილიც გყოლია და ატეხილიც.

დაჩის ყოფილი, წამით ვიფიქრე რომ ირისია:დ მაგრამ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ, რომ ჩვენი ირიჩკა იყოს ის საწყალი და სულელი გოგო. ამიტომ არ ვიცი( ნე ზნაიუ და ქილ მი რაა:დ

ჰოდა... დამავიწყდა რა უნდა მეთქვა კიდევ:დ
მოკლედ, ისე დააპორწიალებ ამ მოთხრობას, დასასრული კი არა დასაწყისიც აღარ ვიცი თუ მახსოვს:დ რაც არის.

პ.ს.ასე მალე არ გელოდი და ირისი ჯერ არც კი დამსიზმრებია ეე და ვერ მოვასწარი ნაფიქრალების აშლა-გაშლა უფფ

ფუ შენიი, ორჯერ დამეწერა კომენტარრიი აჰჰ

№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი nancho
რა თქმა უნდა კარგი იყო.მომწონს ძალიან.

დიდი მადლობა!♥️♥️

№7  offline წევრი ნანა73

სასწაული ხარ პირდაპირ! უფროდა უფრო მომწონს ეს ისტორია heart_eyes ❤️❤️❤️

№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალლა

რანაირად უნდა იყოს ირისი დაჩის ყოფილი,ნუ გადამრიე:დდდდ
ოჰ,ლალა,რა გიჟი ვინმე ხარ♥️

ნანა73
სასწაული ხარ პირდაპირ! უფროდა უფრო მომწონს ეს ისტორია heart_eyes ❤️❤️❤️

უზომოდ მიხრია,დიდი მადლობა♥️♥️

უჰ როგორ გამახარე ახალი თავით, თან რა მალე დადე ❤
დაჩი როგორი გაიძვერა ვინმე ყოფილა, მომინდომა ბიჭმა პარლამენტარობა , ეგ ან ააშენებს ან დაანგრევს ქვეყანას :) ერთ რამეში მართალია დაჩი "-რაც უფრო ბევრი რამის გაკეთებას ითავებ,მით უფრო მეტ შედეგთან მოგიწევს შეჯახება" კარგი იქნებოდა ეს თავადაც გაეთვალისწინებინა და ნუკრი ამ დღეში არ ჩაეგდო :)
ეტო, რამდენს შრომობს, როგორი მონდომებულია და ძალიან საწყენი იქნება ეს შრომა წყალში, რომ ჩაეყაროს.
ოხ, ისი ისი, წინა თავში მომეწონე და ახლა აღარ :) ასე შენს ნებაზე, რომ მოქმედებ სადაა ძმაო. ფრთხილად უნდა იყოს ეტო ირისთან მიმართებაში.
ხვალეც გაგვახარე რა❤

№10 სტუმარი ლაა

Alice76
ლალლა
ღმერთო, ეს რა იყო?
ნუკრი სისხლით ხორცამდე მძულს. ადამიანი ტვინის ანომალიით. რა თქმა უდნა გლობალიზაცია და ერების და რასების აღრევა არც მე მხიბლავს, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლა და ნუ ეს კიდევ სხვა თემაა...

ის რომ ირისი იმღერებდა უეჭველი ვიცოდი:დ უბრალოდ, თავიდანვე კარაოკეს იდეა რომ გააჟღერე, ვიფიქრ უეჭველი ერთს ეტოც "შეუბერავდა".
ეს თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდა, არა?

დაჩიზე უფროდაუფრო მეცვლება წარმოდგენა, ოღონდ ცუდისკენ:დ რა ვქნა? რამე გააკეთე რომ მომაწონო, თორემ ვ
ისე ავითარებ მოვლენებს, რომ მაინც გაიმეტებ ეტოს და არ მინდა ამდენ კარგ კაცში ერთი ხისთავიანი გამოგერიოს.

მარიამი ვაზელინთან ერთად დებილიც გყოლია და ატეხილიც.

დაჩის ყოფილი, წამით ვიფიქრე რომ ირისია:დ მაგრამ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ, რომ ჩვენი ირიჩკა იყოს ის საწყალი და სულელი გოგო. ამიტომ არ ვიცი( ნე ზნაიუ და ქილ მი რაა:დ

ჰოდა... დამავიწყდა რა უნდა მეთქვა კიდევ:დ
მოკლედ, ისე დააპორწიალებ ამ მოთხრობას, დასასრული კი არა დასაწყისიც აღარ ვიცი თუ მახსოვს:დ რაც არის.

პ.ს.ასე მალე არ გელოდი და ირისი ჯერ არც კი დამსიზმრებია ეე და ვერ მოვასწარი ნაფიქრალების აშლა-გაშლა უფფ

ღმერთო, ეს რა იყო?
ნუკრი სისხლით ხორცამდე მძულს. ადამიანი ტვინის ანომალიით. რა თქმა უდნა გლობალიზაცია და ერების და რასების აღრევა არც მე მხიბლავს, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლა და ნუ ეს კიდევ სხვა თემაა...

ის რომ ირისი იმღერებდა უეჭველი ვიცოდი:დ უბრალოდ, თავიდანვე კარაოკეს იდეა რომ გააჟღერე, ვიფიქრ უეჭველი ერთს ეტოც "შეუბერავდა".
ეს თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდა, არა?

დაჩიზე უფროდაუფრო მეცვლება წარმოდგენა, ოღონდ ცუდისკენ:დ რა ვქნა? რამე გააკეთე რომ მომაწონო, თორემ ვ
ისე ავითარებ მოვლენებს, რომ მაინც გაიმეტებ ეტოს და არ მინდა ამდენ კარგ კაცში ერთი ხისთავიანი გამოგერიოს.

მარიამი ვაზელინთან ერთად დებილიც გყოლია და ატეხილიც.

დაჩის ყოფილი, წამით ვიფიქრე რომ ირისია:დ მაგრამ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ, რომ ჩვენი ირიჩკა იყოს ის საწყალი და სულელი გოგო. ამიტომ არ ვიცი( ნე ზნაიუ და ქილ მი რაა:დ

ჰოდა... დამავიწყდა რა უნდა მეთქვა კიდევ:დ
მოკლედ, ისე დააპორწიალებ ამ მოთხრობას, დასასრული კი არა დასაწყისიც აღარ ვიცი თუ მახსოვს:დ რაც არის.

პ.ს.ასე მალე არ გელოდი და ირისი ჯერ არც კი დამსიზმრებია ეე და ვერ მოვასწარი ნაფიქრალების აშლა-გაშლა უფფ

ფუ შენიი, ორჯერ დამეწერა კომენტარრიი აჰჰ

რანაირად უნდა იყოს ირისი დაჩის ყოფილი,ნუ გადამრიე:დდდდ
ოჰ,ლალა,რა გიჟი ვინმე ხარ♥️

ნანა73
სასწაული ხარ პირდაპირ! უფროდა უფრო მომწონს ეს ისტორია heart_eyes ❤️❤️❤️

უზომოდ მიხრია,დიდი მადლობა♥️♥️

ჰოდა მერე ვინ თქვა არისო? გაგლახავვ
ალოგიკურიათქო ხომვთქვი? წარმოსახვააა და მაგიტომ კიდევ რა შემეშალა... მეზარება ეს სჯსჯჯჯჰა წერა:დ ხო კიდევ იქ ეტო უნდა დამეწერა და ირისი დავწერე....პრინციპში ორივე ერთია. მადლობთ ნახვამდის

№11 წევრი ablabudaa

ბოლო ნაწილმა ძალიან დამთრგუნდა, ამ ისტორიაშო ძალიან სათუთ და ძალიან აქტუალურ თემას ეხები და ეს ძალიან მომწონს, შენ გაქ გადმოცემის ძალიან მაგარი ნიჭი და მიხარია ამ საიტზე რომ აღმოგაჩინე <3

№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლაა

ხომ იცი,რომ ზარმაცი და ალოგიკური მიყვარხარ ♥️

№13 სტუმარი ვვ

აამ....ცოტა დაძაბული იყო.. მართლა მოკლა?

№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

ablabudaa
ბოლო ნაწილმა ძალიან დამთრგუნდა, ამ ისტორიაშო ძალიან სათუთ და ძალიან აქტუალურ თემას ეხები და ეს ძალიან მომწონს, შენ გაქ გადმოცემის ძალიან მაგარი ნიჭი და მიხარია ამ საიტზე რომ აღმოგაჩინე <3

ძალიან მახარებ♥️ კარგია,რომ რთული თემების მიუხედავად მოგწონს,ეს ძალიან მნიშვნელოვანია,მე მიხარია,რომ აქაურობა აღმოვაჩინე,ასეთი კარგი მიკითხველის სავანე♥️

ვვ
აამ....ცოტა დაძაბული იყო.. მართლა მოკლა?

კი,მართლა:(

№15  offline წევრი Lea

ისე დასრულდა, რაც ვიმღერე განსებზე და ქუინზე, ერთიანად უკან წაიღო :(
როგორ გვაპარებ თან ამ ემოციურ, რთულ, მძიმე და ძალიან საინტერესო ამბებს. ჰოგვარტსში რომ წაგიყვან, იქ დაგტოვებ, შე მართლა ჯადოქარო <3

№16  offline წევრი dakarguli

ვაიმეეე :(( საწყალი ,როგორ შემეცოდა...
აუ ისე ვიხალისე ამ თავში და ბოლოს გული მეტკინა , რა უღმერთოები ვართ ეს ადამიანები კანის ფერის და განსხვავებული შეხედულებების გამო როგორ შეგვიძლია ერთმანეთს ზიანი მივაყენოთ :( უფ...
აუ,ეს დაჩი კიდე ვეღარ გავიგე რა, არც შავია და არც თეთრი,რა უნდა რა მისია აქვს საერთოდ, რას ხლართავს ...
მართლა ძალიან ნიჭიერი ხარ, ჩემო ბრილიანტო ❤❤❤ როცა დამთავრდება მერე ხელმეორედ ერთიანად უნდა გადავიკითხო,
მართლა დავითრგუნე ამ თავით :((

№17  offline წევრი Moonlight Sonata

მაგარი ვინმე ხარ !!! ისტორიის თემატიკა, რომ იდეალურია, მაგაზე აღარაფერს ვამბობ ❤ მართლა ყოჩაღ !

№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
ისე დასრულდა, რაც ვიმღერე განსებზე და ქუინზე, ერთიანად უკან წაიღო :(
როგორ გვაპარებ თან ამ ემოციურ, რთულ, მძიმე და ძალიან საინტერესო ამბებს. ჰოგვარტსში რომ წაგიყვან, იქ დაგტოვებ, შე მართლა ჯადოქარო <3

წამიყვანე თვინო ჰოგვარსტში და დავწერ ზეაღმატებულად მხიარულ ისტორიას იქაურობაზე((
აქ კი დავდარდიანდით,მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება♥️

dakarguli
ვაიმეეე :(( საწყალი ,როგორ შემეცოდა...
აუ ისე ვიხალისე ამ თავში და ბოლოს გული მეტკინა , რა უღმერთოები ვართ ეს ადამიანები კანის ფერის და განსხვავებული შეხედულებების გამო როგორ შეგვიძლია ერთმანეთს ზიანი მივაყენოთ :( უფ...
აუ,ეს დაჩი კიდე ვეღარ გავიგე რა, არც შავია და არც თეთრი,რა უნდა რა მისია აქვს საერთოდ, რას ხლართავს ...
მართლა ძალიან ნიჭიერი ხარ, ჩემო ბრილიანტო ❤❤❤ როცა დამთავრდება მერე ხელმეორედ ერთიანად უნდა გადავიკითხო,
მართლა დავითრგუნე ამ თავით :((

შემდეგი თავი დაჩის მიეძღვნება და ბებრ რამეს გავიგებთ მასზე♥️ დასასრულისაე სრულად ავტვირთავ და შეგეძლება ისე ისიამოვნო.
უდიდესი მადლობა ჩემო საგანძურო♥️

Moonlight Sonata
მაგარი ვინმე ხარ !!! ისტორიის თემატიკა, რომ იდეალურია, მაგაზე აღარაფერს ვამბობ ❤ მართლა ყოჩაღ !

მუნლაით,შენი დანახვა ძალიან მახარებს♥️ დიდი მადლობა♥️♥️

№19 სტუმარი სოთამა

დღესაც უნდა გაგვახარო?

№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

სოთამა
დღესაც უნდა გაგვახარო?

ვეცდები,გვიან ღამისთვის მოვასწრებ ან ხვალ დილისთვის აუცილებლად♥️

№21  offline წევრი DI ANA

სირცხვილი, სიკვდილი აოხრება და არ გადარჩენა მე... გავქრი ეს დღეებია, ვერ მოვიცალე ვერანაირად და იმის დროც არ მაქ წესიერად კომენტარი დაგიწერო.

პირველ რიგში უნდა გითხრა რომ გუშინ თათული ღვინიანიძე ვნახე, მოგეხსენება ეგ ადრე აქ წერდა და ყველა დამწყებ მწერალს წარმატება გისურვათ.

ახლა დავუბრუნდეთ მოთხრობას, უკვე ვკვდები ისე მაინტერესებს ვინაა ის იდუმალი ტიპი, იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ დაჩის ასეთ დამოკიდებულებაში იმ ადამიანის სიკვდილს ურევია ხელი.

საკითხავი ისაა საბოლოო ჯამში რა მოხდება. მარიამის აზრები მაწუხებს, მაგ დებილს სულაძე მართლა

ათასი საქმე დამიგროვდა... გადავლახავ ამ თვეს და მერე გულიანად დავწერ ხოლმე კომენტარებს❤ გკოცნი , გეხუტები და ხანდახან შეტყობინებების საშუალებით დაგიკავშირდები ხოლმე❤

№22  offline მოდერი მარია.

ნუკრიმ?
არ მჯერა რააა
მესმის მისიც, იმის მიუხედავად რო სრული იდიოტია, თუმცა ნუკრი და მკვლელი?
კარგი რააა

მარიამი შემეცოდა
ძალიან

ისე გამიხარდა მსგავსი გემოვნება რო გვაქვს მე და ეტოს , მასტან ერთად ვმღეროდი

100%ით დარწმუნებული ვარ ის თვითმკვლელი გოგო რომ ირისია

დაჩი...
ამ თავში დამაკლდა
არ მინდა შემძულდეს,
მაგრამ მგონია მისი ხელი ურევია “ზანგის” მკვლელობაში
--------------------
Your happiness depends on you ))

№23 სტუმარი ლალალა

Alice76
სოთამა
დღესაც უნდა გაგვახარო?

ვეცდები,გვიან ღამისთვის მოვასწრებ ან ხვალ დილისთვის აუცილებლად♥️

აბაა, გვიან ღამისთვის დაველოდოთ?

ვაიმეეე ეს როგორ გამომეპარაააა?!!??!?!?!?!
რა ქარბორბალა თავი იყო. *_* სულ გაბადრულმა ჩავიკითხე.
რატომღაც არ ველოდი, რომ დამხვდებოდა და ისე შემოვირბინე, ჰოდა ბაც 9-ე თავიც შემეფეთაააა თან 1 დღის დადებულიიი :o ♡♡♡♡
არადა მომწონდა ნუტრი. ამ ტეს ბიჭებს თავს ამდენი სისულელით დაჩი უტენის თუ თვითონაც შვებუან? :დდ
მოკლედ ოქრო დ ბრილიანწიკი ალისა ხარ შენ, ამიერიდან ქართველი ფაშისტების ალისაც იქნები... ;დდ♡♡♡
ეტო , როგორი მონდომებულიაა *_* ♡ ბუნკერის დიასახლისი. ♡
მოკლედ და კონკრეტულად ნაკლს ვერ ვპოულობ აააამ ყველაფერში.. ამ ისტორიებში, წერის მანერაში, პერსონაჟებში, შენში... ♡♡♡♡
P.S. მეტი ეტო და დაჩი ♡

№25  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
სირცხვილი, სიკვდილი აოხრება და არ გადარჩენა მე... გავქრი ეს დღეებია, ვერ მოვიცალე ვერანაირად და იმის დროც არ მაქ წესიერად კომენტარი დაგიწერო.

პირველ რიგში უნდა გითხრა რომ გუშინ თათული ღვინიანიძე ვნახე, მოგეხსენება ეგ ადრე აქ წერდა და ყველა დამწყებ მწერალს წარმატება გისურვათ.

ახლა დავუბრუნდეთ მოთხრობას, უკვე ვკვდები ისე მაინტერესებს ვინაა ის იდუმალი ტიპი, იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ დაჩის ასეთ დამოკიდებულებაში იმ ადამიანის სიკვდილს ურევია ხელი.

საკითხავი ისაა საბოლოო ჯამში რა მოხდება. მარიამის აზრები მაწუხებს, მაგ დებილს სულაძე მართლა

ათასი საქმე დამიგროვდა... გადავლახავ ამ თვეს და მერე გულიანად დავწერ ხოლმე კომენტარებს❤ გკოცნი , გეხუტები და ხანდახან შეტყობინებების საშუალებით დაგიკავშირდები ხოლმე❤

მომაკლდა შენი კომენტარები ამ დღეებში და მივხვდი,დაკავებული იყავი,ჩემი ისტორიები კი აქაა და როცა მოისურვებ,მაშინ წაიკითხავ♥️
მიხარია,რომ მოუცლელობის მიუხედავად მაინც ჩემთან ხარ♥️♥️

მარია.
ნუკრიმ?
არ მჯერა რააა
მესმის მისიც, იმის მიუხედავად რო სრული იდიოტია, თუმცა ნუკრი და მკვლელი?
კარგი რააა

მარიამი შემეცოდა
ძალიან

ისე გამიხარდა მსგავსი გემოვნება რო გვაქვს მე და ეტოს , მასტან ერთად ვმღეროდი

100%ით დარწმუნებული ვარ ის თვითმკვლელი გოგო რომ ირისია

დაჩი...
ამ თავში დამაკლდა
არ მინდა შემძულდეს,
მაგრამ მგონია მისი ხელი ურევია “ზანგის” მკვლელობაში

შემდეგ თავში გაირკვევა მკვლელობის მიზეზი,ირისი თვითმკვლელია? დაჩის ყოფილს გულისხმობ? არ გადავიწყდეს,რომ დაჩი ეტოზე მხოლოდ რამდენიმე წლითაა უფროსი,ძველი ირისი,ის,ვინც ეტომ მოიძია,ეტოს დაბადების დროს გარდაიცვალა. ანუ ცოტა ავრიე ახლა,მაგრამ ირისი არაა დაჩის ყოფილი შეყვარებული,ამის თქმა მინდოდა♥️:დდ

ლალალა
Alice76
სოთამა
დღესაც უნდა გაგვახარო?

ვეცდები,გვიან ღამისთვის მოვასწრებ ან ხვალ დილისთვის აუცილებლად♥️

აბაა, გვიან ღამისთვის დაველოდოთ?

ვერა სიხ,აი,ვშრომობ და დილით დაგხვდებათ;დდ♥️♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ვაიმეეე ეს როგორ გამომეპარაააა?!!??!?!?!?!
რა ქარბორბალა თავი იყო. *_* სულ გაბადრულმა ჩავიკითხე.
რატომღაც არ ველოდი, რომ დამხვდებოდა და ისე შემოვირბინე, ჰოდა ბაც 9-ე თავიც შემეფეთაააა თან 1 დღის დადებულიიი :o ♡♡♡♡
არადა მომწონდა ნუტრი. ამ ტეს ბიჭებს თავს ამდენი სისულელით დაჩი უტენის თუ თვითონაც შვებუან? :დდ
მოკლედ ოქრო დ ბრილიანწიკი ალისა ხარ შენ, ამიერიდან ქართველი ფაშისტების ალისაც იქნები... ;დდ♡♡♡
ეტო , როგორი მონდომებულიაა *_* ♡ ბუნკერის დიასახლისი. ♡
მოკლედ და კონკრეტულად ნაკლს ვერ ვპოულობ აააამ ყველაფერში.. ამ ისტორიებში, წერის მანერაში, პერსონაჟებში, შენში... ♡♡♡♡
P.S. მეტი ეტო და დაჩი ♡

გავყოჩაღდი და აღარ ვაგვიანებ.დდ♥️
ქარბორბალა შენ ხარ,მებილიინ და კიდებ ერთხელ,ვგიჟდები შენს ნიკზე;დდდდ♥️
უდიდესი მადლობა,როგორც ყოველთვის,გამორჩეულად მაბედნიერებ♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent