შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა-მორალური /სრულად/ +18


29-03-2019, 10:11
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 4 227

ა-მორალური /სრულად/ +18

1
აწმყო
ჩვეულებისამებრ დილის შვიდ საათზე დაყენებულმა მაღვიძარამ მშვიდი ძილი დამიფრთხო და მეც საწოლში სხეულის გაწელვით დავიწყე დილა. გემრიელი „გაზმორების“ შემდეგ საწოლზე წამოვჯექი, ღია ფანჯრიდან ნიავი ოდნავ ირხეოდა მზე კი ახალი ამოსული იყო და სათანადოთ ჯერ არ გაეთბო მიდამო. აბაზანაში შევედი და მძინარე სხეული გრილ წყალს მივუშვირე, აბაზანის კედლებს ხელის გულებით მივეყრდენი და კეფა უფრო მკვეთრად მივუშვირე წყალს, ხუთი წუთი მაინც დავყავი ამ მდგომარეობაში, გონებაში დაუკითხავად შეპარული მელანქოლია ბაგეზე ღიმილს მგვრის, ტანზე ეკლებს მაყრის და მაიძულებს წყლისგან გამოწვეულ ეიფორიას მალე დავაღწიო თავი. ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და მისაღებში გავედი. ჩაიდანი გასქურაზე მოვათავსე და წყლის ადუღების მოლოდინში სიგრეტს მოვუკიდე.
- დილამშვიდობის. - წელზე სალის მსუბუქ მკლავებს ვგრძნობ და ყელზე მისი ვნებიანი ტუჩებიც ათამაშდა.
- დილამშვიდობის. - გავუღიმე და მის კოცნას კოცნით ვუპასუხე.
- მოხდა რამე?
- რატომ მეკთხები?
- სევდიანი მეჩვენები.
- სწორად აღნიშნე გეჩვენები. - აკივლებულ ჩაიდანს დავწვდი და ყავა გავიმზადე, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ სალის შევხედე, რომელიც ახლაც ისევ ისეთი ვნებაშლილი თვალებით მიცქერდა, როგორც სამი წლის წინ, როდესაც გავიცანი. -დღეს მეგი ჩამოდის. - თვალი ავარიდე სალის, თუმცა ვიგრძენი როგორ შეიცვალა მისი გამომეტყველება მეგის სახელის გაგონებისას.
- ანუ შენი გონების ამრევი ბრუნდება? - ნაძალადევი ღიმილი აისახა მის სახეზე
- ეჭვიანობ?
- უნდა ვიეჭვიანო?
- არა.
- მაშინ არ ვეჭვიანობ. - რაფიდან ჩამოხტა და წელზე შემომარტყა ხელები. - უბრალოდ არ მინდა ისევ აგრიოს.
- ვერ ამრევს. - გავუღიმე და კოცნა მოვპარე.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- როგორც ვხვდები დღეს გვიან დაბრუნდები, კარგი შევეცდები ჩემთვისაც გამოვნახო რამე გასართობი. ისე რამდენი წელი გავიდა?
- ხუთი.
- საინტერესო შეხვედრა იქნება, ხომ არ წამოგყვე?
- არა რა თქმა უნდა.
- კარგი. - ჩემი ჭიქიდან ყავა მოსვა და ოთახიდან გავიდა, სავარძელში ჩავესვენე და სიგარეტის ღრმა ნაფაზი შევუშვი ფილტვებში, მე და მეგის შეხვედრის სცენა ასჯერ მაინც წარმოვიდგინე თუმცა ზუსტად ვიცოდი წარმოდგენილი სცენებისგან რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა გვექნებოდა. მეგის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის მთელი ბავშობა, ჩემზე ხუთი წლით უფროსია და შესაბამისად უფრო სერიოზულიც, ის ფსიქოლოგია. ყავა დავლიე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. თხუთმეტ წუთში მზად ვიყავი მასთან შესახვედრად, მობილურზე შეტყობინება გავუგზავნე და დანიშნული ბარისკენ ავიღე გეზი, იქ შესულს მეგი უკვე მისული დამხვდა, ტრადიციულად ბარის კუთხის მაგიდა აერჩია და ამის დანახვისას ღიმილმა გადამირბინა. ისევ ისეთია, ავადმყოფურად სუსტი, შავი გრძელი თმით, არაორდინალური ჩაცმითა და საინტერესო თვალებით, როგორც კი შემნიშნა ფეხზე უხერხულად წამოდგა, თვალები შემანათა და ჩემს მიახლოებას ალბათ გულის ფანცქვალით დაელოდა.
- გამარჯობა მეგი.
- გამარჯობა დანილელ. - ამბობს და ჩემს შემდგომ ნაბიჯს მოუთმენლად ელის. მისკენ გადავდგი ნაბიჯი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, მისი სუნთქვა მკვეთრად ვიგრძენი და სურნელი, ის სურნელი რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა, მხრები უხერხულად შევათამაშე და მის წინ მოვთავსდი.
- როგორ ხარ?
- შენ?
- შესანიშნავად.
- მიხარია.
- რამდენი ხნით დაბრუნდი?
- ჯერ არ ვიცი, ჩემს მეუღლეს საქმე აქვს თბილისში და მას გამოვყევი.
- ბავშვი როგორ არის?
- კარგად მადლობა. - რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე ისადგურებს, ის ჩვეულებისამებრს წითელ ღვინოს უემოციოდ წრუპავს, მე კი ვისკს მივირთმევ და მის დაბნეულ ქმედებებს თვალს არ ვაშორებ, მთელი სიცხადით შევიგრძნობ მის დაძაბულობას და რაოდენ ბოროტულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიამოვნებასაც კი მანიჭებს. - კარიერაში რა ხდება?
- ასე ვთქვათ ზენიტში ვარ. - გავუღიმე, ჩანთიდან გამოფენის მოსაწვევი ამოვიღე და წინ დავუდე.
- მადლობა. - მოსაწვევის დიზანინს დახედა თუ არა ფერი ეცვალა, კითხვანარევი მზერა მომაპყრო. - სერიოზულად?
-კი სერიოზულად.
- პრობლემებს შექმნი, საზოგადოება გაგაქილიკებს.
-ეს უბრალოდ მოსაწვევის დიზაინია.
- დიზაინი რომელზეც შენი ძმის ცოლია გამოსახული. კარიერას რისკის ქვეშ აყენებ. ისევე როგორც შენს ცხოვრებას.
- ძალიან ადრე კარგი ფსიქოლოგი მყავდა, მან მასწავლა, რომ რისკის გარეშე ცხოვრებას არც აზრი აქვს და არც მიზანი.
- ხო მაგრამ.
- მაშინ არ ვეთანხმებოდი მის აზრს ახლა კი ვეთანხმები. კიდევ იმასაც ამბობდა, რომ საკუთარი სურვილებით უნდა იცხოვრო და არა საზოგადოების დაწესებული კანონებით, რას იტყვის ხალხი? მე ხომ არ ვერევი მათ ცხოვრებაში, არ განვიკითხავ და არ ვქილიკობ.
-კრიტიკას დაგაყრიან.
- არაუშავს. ვინმემ ხომ უნდა დაარღვიოს დადგენილი წესები. წესები ხომ იმისთვის არსებობს რომ დაარღვიო?
-შენი ცოლი რას ამბობს?
- მე არ მყავს ცოლი.
- ნუ ერთად ხომ ცხოვრობთ?
- არა, ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებით.
- ვერ გავიგე.
- საჭიროც არ არის. - მეგი ისევ ჩუმდება და ღვინოს ნება-ნება წრუპავს. - გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
- არა. - მზერას მარიდებს ეს უკანასკნელი.
- მე მახსოვს, ის თუ გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს?
- არა.
- მე მახსოვს, ის თუ გახსოვს პირველი დიალოგი რის შესახებ გვქონდა?
- არა. - მეღიმება.
- რა თქმა უნდა არ გახსოვს. შენთვის მე თავიდანვე პაციენტი ვიყავი, შეშლილი, გზააბნეული ბიჭი, რომელსაც თითქოს დახმარების ხელი გაუწოდე.
- ასე არ იყო.
- მართლა? მაშ როგორ იყო. - წამში ვიგრძენი როგორ ავდუღდი.
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- მე მინდა.
- გეყოფა გთხოვ, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. - ორივე ვჩუმდებით, ჩემი მზერა სივრცეში იყინება და ფიქრები წარსულში სამოგზაუროდ ემზადებიან, მეგი კი დაჟინებით მიცქერს და ჩემში დამალული გრძნობების გაშიფვრას ახლაც ისევე ცდილობს, როგორც წარსულში ჩატარებული ყოველი სიანსის დროს აკეთებდა. - შეცვლილი ხარ. - საუბრის წამოწყება თავის თავზე აიღო.
- ვიცი.
- ჩაკეტილი ხარ.
- არ მჭირდება შენი ფსიქოთამაშები მეგი. აღარ მჭირდება, საჭიროზე მეტი დოზით შეარყიე ჩემი ფსიქიკა, რა გინდა ხომ გამოძერწე ჩემგან ის რაც თავად ვერ გახდი.
- შენი ფსიქიკის შერყევა არ მიფიქრია, მე ის მინდოდა დაგენახა რაც შენში იყო, მისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიგეცა და ამით ტკბობის სიამოვნება მიგენიჭებინა საკუთარი თავისთვის. - ჩემში ახარხარებული დემონი ვერ დავიმროჩილე და ბარის კედლები ჩემმა შემზარავმა ხარხარმა გაარღვია. გააზრებისთანავე თვალებით მოვუხადე იქ მყოფ საზოგადოებას ბოდიში და მთელი ცინიზმი მეგისკენ მივმართე.
- სერიოზულად? და ფიქრობ სიამოვნება მივიღე იმით რაც ჩემგან დადგა?
- მე არაფერი დამიძალებია დანიელ, მე მიგიყვანე ზღვარზე რათა გრძნობები სააშკარაოზე გამოგეფინა.
- და მერე დამტოვე. შენთვის უბრალოდ კარგი ექსპერიმენტი ვიყავი, საცდელი ბაჭია. ხომ გაერთე რაც მთავარია, ის რომ დღეს საუკეთესო ხარ შენს სფეროში ვფიქრობ ჩემზე ჩატარებული ცდების დამსახურებაა, თამცა ვიმედოვნებ ჩემსავით სხვა აღარ გაებმება შენს გათვლილად დაგებულ მახეში, თუ კიდევ აბამ ხალხს?
- გეყოფა. - შემიღრინა მეგიმ.
- სიმართლე ყოველთვის მწარეა. - სკამის ზურგს მთელი სიძლიერით მივეკარი და ღრმად ჩავისუნთქე, საკუთარ თავს დამშვიდება ვაიძულე და როგორც ყოველთვის ახლაც შესანიშნავად გამომივიდა აშლილი გონებისთვის კონტროლ გამეწია. - კარგად გამოიყურები.
- შენც.
- დღეს საღამოს რა გეგმები გაქვს?
- არაფერი.
- გინდა კლუბში წავიდეთ?
- წავიდეთ.
- შენი ქმარიც წამოვა?
- არა.
- კარგია. ბავშვიც ჩამოიყვანე?
- არა ბანაკშია, გერმანიაში.
- გასაგებია. მომიყევი ახლა როგორ ხარ?
- ისევ ისე, ბავრი პაციენტი მყავს, თავისუფალ დროს თუ რა თქმა უნდა მაქვს ვხატავ, ერთი სიტყვით არაფერი შეცვლილა.
- ისევ ბევრს სვამ?
- როგორც შენ. - იღიმის.
- შენმა ქმარმა იცის რომ ახლა ჩემთან ერთად ხარ?
- არა.
- რატომ?
- ვერ გაიგებს, ისევე როგორც შენს გამოფენას ვერ გაიგებს საზოგადოება. ამის სააშკარაოზე გამოტანა საერთოდ როგორ იფიქრე?
- ეს შენ არ გეხება.
- მეხება დანიელ, თან როგორ მეხება, დარწმუნებული ვარ ყველა ნახატში ჩემი სახე გაქვს ასახული.
- რა გადარდებს, ის რომ ვინმე ამოგიცნობს? თუ ის რომ სასწორზე ჩემი კარიერა დევს? - გავუღიმე და პასუხის მოლოდინში სიგარეტს მოვუკიდე.
- ორივე. - სივრცე გაარღვია მისმა გაბზარულმა ხმამ.
- ჯერ გენახა როგორი ნახატებია.
- უნახავადაც ვხვდებიდა ვწვდები შენი ფანტაზიის უკიდეგანობას.
- არამგონია და იცი რა, მართალი ხარ, საზოგადოება ამას ვერ მიიღებს. თავადაც ვერ მიიღე შენი ისტორია სხვას როგორ უნდა მოსთხოვო მისი მიღება.
- მისმინე არ მინდა შენთან კამათი, ამდენი წლის მერე ჩამოვედი და მეგონა ერთად დავსხდებოდით, მშვიდად მოვწრუპავდით სასმელს, ვისაუბრებდით და ერთმანეთს აზრებს გავუზიარებდით.
- როგორც ადრე?
- თუნდაც.
- ხომ იცი რომ ეს შეუძებელია.
- რატომ?
- ახლა ან ჩემთან თამაშს მოეშვი ან არადა მთელი ხუთი წლის საგულდაგულოდ დავარცხნილ ემოციებს თავს მოვხსნი და სახეში შეგახეთქებ თითოეულ წამს, ყოველგავრი შელამაზების გარეშე. - მეგი უხმოდ ადგა, ჩანთას დაწვდა და გასასვლელისკენ დაიძრა, მიმავალს მზერა გავაყოლე და მისი შეჩერება არც მიფიქრია. ბარმენს კიდევ ერთი ჭიქა სასმელი შვუკვეთე, მისთვის ნაჩუქარი მოსაწვევი, რომელიც რა თქმა უნდა არ წაიღო ჩემკენ მოვასრიალე, დავაკვირდი და ასჯერ განცდილი საკუთარი ისტორიის ასმეერთედ განცდა დავიწყე...
***

ა-მორალური
პროლოგი:

გამარჯობა. პორველ რიგში მინდა მოგმართო შენ, ხო აი შენ, ვისაც ახლა ეს წიგნი გიჭირავს ხელთ და ფიქრობ ღირს თუ არა მისი ბოლომდე ჩაკითხვა. ვერ დაგაძალებ, ვერ გაიძულებ, ვერ გირჩევ, ვერ მოგთხოვ. არჩევანი შენთვის მომინდია. ხო შენთვის, მხოლოდ შენთვის. მე არავინ ვარ, უბრალო ადამიანი, სწორედ ისეთი როგორიც შენ, ისეთივე ემოციებითა და აზრებით როგორც შენ, მორალურიც და ამორალურიც, მოსიყვარულეც და უხეშიც, შეშლილიც და ჯამრთელიც, გენიოსიც და სულელიც. ადამიანი ვარ ადამიანური სისუსტეებითა თუ სიძლიერით. ეს უბრალოდ ისტორიაა, და თუ შენ გსურს გაეცნო ჩემს, დანიელ გელოვანის დემონებსა და ანგელოზებს მომყევი და ჩემთან ერთად იარე ამ ემოციურად მერყევი ისტორიის კვალდაკვალ. ვერ დაგპირდები რომ ყოველი წამი შენთვის მისაღები ან მისაბაძი იქნება მაგრამ შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრა. ცხოვრება მრავალსახიანია, ადამიანებიც მრავალსახიანები არიან. აქ არ იქნება აღწერილი "საყვარელი" "უცოდველი" გოგო-ბიჭების ისტორია. აქ იქნება ყველაფერი რაც კარგად შენიღბულია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ადამიანები ვართ და მე მინდა დავარღვიო ის ფენომენი რასაც ქვია. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი. ვფიქრობ შენ, ვინც ახლა ამ პროლოგს კითხულობ უკვე გადაწყვიტე მომყვები თუ არა ამ გზაზე. ამიტომ მოდი პირდაპირ თხრობას დავიწყებ.
ყველაფერი ასე დაიწყო...
2
წარსული
შუაღამე იყო, ოჯახში ჩემი უხასიათობის გამო ატეხილი მორიგი კინფლიკტის შემდეგ, სახლის კარი ხმაურით გავიჯახუნე და თბილისის სუსხიან ქუჩას თავი შევაფარე, თავზე კაპიშონი მოვირგე, სადარბაზოზს შესასვლელთან სიგარეტს მოვუკიდე და ქუჩას ფეხით ჩავუყევი. გულში გამეფებული სიცივე მომენტალურად შეერწყა ზამთრისთვის მახასიათებელ სუსხს და სხეული იმაზე მეტად ამეწვა ვიდრე აქამდე. თვალზე მომდგარ ცრემლს ახლაც ისევე ვაიძულე თავის კუთვნილ ადგილას დატეულიყო, როგორც ყოველთვის და ნელი ნარნარით უმისამართო სვლა განვაგრძე.
ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ გაიყარნენ, როდესაც მე სულ რაღაც რვა წლის ვიყავი. მამას დალევა უყვარდა და ძირითადი კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოსდიოდათ, დედა ბევრს მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა მამა კი მისი წვალებით შემოტანილი ფულის უბანში განიავებით იყო დაკავებული და უნდა ითქვას, რომ ამაში უდაოდ უბადლო გახლდათ. აგრესიული არასოდეს ყოფილა მაგრამ მისი არსებობა დედას ცხოვრებაში ტვირთი უფრო მეტად იყო ვიდრე შვება, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი სკანდალის გარეშე, დედამ მე და ჩემს უფროს ძმას ხელი მოგვკიდა და მისი ცხოვრებიდან სრულებით წაშალა ჩვენი კვალი. მამას ჩვენი დაბრუნება არც არასოდეს უცდია. დედის მხრიდან ხომ ზედმეტი იყო ამაზე ფიქრი. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მანამ მეჭირა, სანამ უფროსკლასელ გოგოზე ყურებამდე შეყვარებული არ გავხდი, როგორც კი ჩემ ცხოვრებაში, სიყვარულს მივეცი შემოსვლის საშუალება, სწორედ მაშინ აირია ჩემი თითქოსდა საათივით აწყობილი ცხოვრება.
ბევრი მეგობარი არასოდეს მყოლია, სკოლის პერიოდში ორ ბიჭთან ვმეგობრობდი აქედან ერთ-ერთი ჩემი ძმა იყო, მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებისა მე და ჩემ ძმას ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. სულ ეს იყო ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანთა ჩამონათვალი. როდესაც ნინი გავიცანი მეშვიდე კლასელი, სულელი ბიჭი ვიყავი. უზომოდ ლამაზი იყო და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მეც ბიჭების იმ კატეგორიაში გავერიე, რომელებიც ლამაზ, უფროს გოგოებზე ოცნებაში ათა/ებნდენ. მოკლედ მიუხედავად ჩემი მოკრძალებული ჩაცმისა, სიმპატიური ყოველთვის ვიყავი და ეს მის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია. შეხვედრა დავიწყეთ და ასე გახდა ის ჩემ ცხოვრებაში პირველი გოგო, მის მიმართ გაჩენილი გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერზე უარს ვამბობდი მის გვერდით გატარებული ხუთი წუთის სანაცვლოდ. ასე ჩამოვშორდი ყველაფერს განსაკუთრებით კი წიგნებს, რომლებთანაც ასეთი მჭიდრო მეგობრობა მაკავშირებდა. ნინიმ როგორც კი გული მოიჯერა უპრობლემოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე მიმატოვა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ხასიათის რადიკალური ცვლილება. აუტანელ ადამიანად ვიქეცი, ჩაკეტილი გავხდი, მძულდა ყველა და ყველაფერი რაც და ვინც ჩემს ირგვლივ მოძრაობდა. ეს იყო იმ პერიოდისთვის მახასიათებელი ასაკობრივი დეპრესია და სხვა არაფერი, თუმცა მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი და მეგონა ცხოვრება დასრულდა. ზუსტად ამ დროს გავიცანი მეგი... გოგონა რომელმაც ჩემში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
***
- გამარჯობა. - მეუბნება უცნობი გოგონა და ცდილობს მტკვარში გადასახტომად მომზადებული ჩემი სხეული ხიდიდან ღიმილით ჩამოხსნას. მის მისალმებას უპასუხოდ ვტოვებ და მზერა წყლის ზედაპირზე გადამაქვს.
- არ გინდა ვისაუბროთ?
- არა.
- ყავა დავლიოთ.
- არ მინდა.
- გინდა ერთად გადავხტეთ? - გაიღიმა უცნობმა და ხელი ფრთხილად შემახო მოაჯირს ჩაფრენილ თითებზე. შეხებისას მომენტალური ეიფორია ვიგრძენი და რომ არა მისი სისხარტე აუცილებლად წყალში ჩავარდებოდი. - დაგიჭირე. ამბობს გოგონა და მკლავში ჩაფრენილ ხელს თავისკენ ქაჩავს. არ ვეწინააღმდეგები, პირიქით ვეხმარები, რომ ჩემი სხეული სამშვიდობოს გაიტანოს. იქვე ხიდთან ფეხმორთხმით ვჯდები და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ.
- მედალს არავინ დაგკიდებს. - ვამბობ თვალებდახუჭული.
- რისთვის?
- ჩემი გადარჩენისთვის.
- მე მეგი ვარ. - ამბობს გოგონა და ჩემ გვერდით ჯდება.
- დანიელი. - ვპასუხობ სივრცეში მზერა გაყინული.
- რა გაწუხებს დანიელ?
- არაფერი.
- არაფრის გამო იკლ/ვდი თავს?
- ხო.
- თავის მოკ/ლა სუსტების საქმეა, შენ სუსტი ხარ?
- ხო.
- ასე რატომ გგონია?
- თავს ვიკ/ავდი, ესე იგი სუსტი ვარ.
- რამდენი წლის ხარ?
- ხვალ თხუთმეტის ვხდები.
- ანუ ხვალ აღვნიშნავთ?
- არასოდეს აღვნიშნავ.
- გამონაკლისზე რას იტყვი?
- რა აზრი აქვს?
- ჩემთვის აქვს აზრი.
- არც კი მიცნობ.
- ხოდა გაგიცნობ. - როგორც იქნა მზერა მის ფერმკრთალ სახეს მივაპყარი და ახლაღა შევნიშნე, რომ ჩემ გვერდით, საშინლად სუსტი, შეიძლება ითქვას ავადმყოფურად სუსტიც კი, ასე ოციოდე წლის გოგონა იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
- ავად ხარ?
- არა. - იღიმის მეგი. - ჭამა არ მიყვარს.
- გეტყობა.
- წავიდეთ? - ფეხზე წამოდგა და სუსტი მტევანი გამომიწოდა.
- სად?
- გავისეირნოთ. - ორიოდე წუთის ფიქრის შემდეგ მის ხელს ფრთხილად დავეყრდენი და უხმოდ გავუყევით უმისამართოდ გზას. - მოწევ? - სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.
- ჰო. - ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ.
- მომიყევი შენ შესახებ.
- მოსაყოლი არაფერია. ტრადიციული მოზარდისთვის მახასიათებელი რიგი პრობლემით მაქვს ტვინი გამოტენილი, სულ ესაა.
- თუ კი აცნობიერებ იმას, რომ ეს ასაკობრივია თავს რატომ იკლავ.
- არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მე კი ვერ ვიტან უსუსურობის განცდას.
- სცადე და ვერ შეცვალე?
- ჰო.
- გოგოს ამბებია?
- ჰო. - ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - რა გაცინებს? - მოულოდნელად ჩემკენ შემობრუნდა, ხელი ფრთხილად შემახო სახეზე და თვალებში ჩამხედა, მოულოდნელი ქმედებით ცოტა არ იყოს დავიზაფრე და გულიც ამიჩქარდა.
- ღირს კი შენს ნერვიულობათ? - ჩამჩურჩულა ყურში და მისი ამგვარი სიახლოვე კიდევ უფრო დაეტყო ჩემს აღელვებულ გულისცემას. - უხეშად გავითავისუფლე მისი ხელებიდან სახე და უკან დავიხიე.
- შეშლილი ხარ? - ვეკითხები მოურიდებლად.
- არა. შენ?
- არა.
- ძალიან კარგი. - ამბობს ღიმილით და გზას აგრძელებს. აღელვებულ გულს დამშვიდება ვაიძულე, ჩემ წინ მიმავალ სიფრიფანა სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდი, მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ, გონებაში გაჩენილი საგიჟეთი მხედველობას მიქვეითებდა. - მოდიხარ? - მეძახის ისე, რომ ჩემკენ არც ბრუნდება. პასუხგაუცემლად გადავდგი ნაბიჯი და მალევე დავეწიე.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცის.
- სად ცხოვრობ?
- არსად და ყველგან?
- ეგ როგორ?
- ჩვეულებრივ.
- მიწიერი არსება ხარ?
- ისეთივე როგორც შენ. - გამიღიმა და წამით ისევ ის მრავლისმთქმელი თვალები გამიყარა. - სიცივემ მომენტალურად ამიტანა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. რა გჭირს?
- უცნაური ხარ.
- თავს შენ იკ/ავდი და მე ვარ უცნაური?
- მაინც უცნაური ხარ.
- შენ ხომ მოგწონს უცნაური ადამიანები?
- შენ რა იცი?
- თავადაც ასეთი ხარ.
- მე ჩვეულებრივი ვარ.
- და მე ეშვები მაქვს თუ ფრთები? - გაიღიმა მეგიმ და ამ ორაზროვანი საუბრით ისედაც არეული გონება სრულიად ამიწეწა. - წამოდი, წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო.
- და სად მივდივართ?
- იქ სადაც ყველა შენს კითხვაზე იპოვი პასუხს.
- გვიანია, სახლში უნდა წავიდე.
- ნახევარი საათის უკან თავს იკლ/ვდი, მე რომ არა ასეც მოიქცეოდი და დღეს კი არა საერთოდ ვერასდროს მიხვიდოდი სახლში ხომ ასეა?
- კარგი, წავიდეთ. - გონებაში მომენტალურად გამჯდარი ამ ადამიანის ინტერესის გამო შეწინააღმდეგებას ვეღარც ვახერხებ, წამებში ვინუსხები და მისი ინტერესი ერთიანად მაბრმავებს, ჩემში შემოჭრილ ეიფორიას ვერაფრით ვხსნი და ვერც მის თვალებში ვახერხებ რაიმე პასუხების ამოკითხვას. ადამიანებთან ურთიერთობას ყოველთვის გავურბოდი თუმცა მეგის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად ვითარდებოდა. ამ გოგომ დანახვის წამიდან მომნუსხა, მიზეზი ვერაფრით ავხსენი, თუმცა არეული გონება რომ კიდევ მეტად ამირია ამაში ორი აზრი არ არსებობდა.
მთაწმინდამდე უხმოდ ვიარეთ. ერთ-ერთი სახლის სხვენზე, კიბის საშუალებით ამიყვანა და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ სხვენს საცხოვრებლად იყენებდა ელდა მეცა, ტანში უსიამოვნოდ გამცრა და აღშფოთება შიშში გადამეზარდა. იატაკზე უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს ფეხი კრა და ასე გაათავისუფლა ჩემთვის დასაჯდომი ადგილი. სხვენის ერთ კუთხეში საღებავით გასვრილი ტილოების მთა იდგა, ყველგან სიგარეტის ნამწვავები ეყარა. ერთი კედელი სავსე იყო დალუქული ყუთებით, სწორედ ამ კუთხემ მიიპყრო ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება.
- აქ რა გაქვს?
- პასუხები.
- რისი?
- ყველაფრის.
- შეგიძლია მარტივად მელაპარაკო? ქარაგმების გარეშე?
- გახსენი და ნახავ. - პირველივე ყუთს დავწვდი და თავი მოვხსენი. არ გამიკვირდა როდესაც ხელში წიგნებით პირამდე გატენილი ყუთი შემრჩა. მივყევი და ყველა ყუთი გავხსენი. აქ ყველაფერი იყო. აბსოლიტურად ყველაფერი.
- საიდან გაქვს?
- ვიპარავ. - გამიღიმა მეგიმ და მარი/უანას შეხვევა დაიწყო.
- ღადაობ ხომ?
- როგორ ფიქრობ მაქვს იმის რესურსი რომ ამდენი წიგნი შევიძინო? - თვალი მოავლო ოთახს და შეხვეული მარი/უანა პირთან მიიტანა. - მოწევ?
- არასოდეს მომიწევია.
- მართლა? - შემიძლია გაგასინჯო.
- კარგი. - მის წინ ფეხმორთხმით ვჯდები და მარი/უანას მოწევის შედეგად მოსალოდნელი რეაქციების შიშით მთელი სხეული მეოფლება.
- ნერვიულობ?
- ხო.
- რატომ? შენ ხომ თავს იკლ/ვდი?
- ძალიან იდუმალი ხარ მეგი.
- არც ისე. მიდი. - მარი/უანა გამომიწოდა და მეც ორი ნაფაზი ზედიზედ მოვქაჩე. -ერთიც მიაყოლე და გეყოფა. - ისე ვიქცევი როგორც მეუბნება და რეაქციის მოლოდინში ვგრძნობ თვალებში როგორ მიბნელდება.
არ ვიცი მართლა იმოქმედა თუ ფსიქოლოგიური მომენტი მჭირდა, მაგრამ სხეული რომ გამითბა, გონება რომ ამერია და პეპლებს რომ ვხედავდი ეს ფაქტი იყო. ვუცქერდი ჩემ წინ მჯდომ მეგის, რომელიც თვალს არ მაშორებდა და მის მზერაში გაურკვეველ სურვილებს ვამჩნევდი, მაშინებდა მაგრამ ინტერესი გამიჩნდა, სწორედ იმ შიშის ამოხსნა მინდოდა, რასაც ეს გოგო იწვევდა ჩემში. მისი თითები გაუაზრებლად მოვიქციე ხელში და კარგად დავაკვირდი. ისეთი თხელი თითები ჰქონდა ლამის ლანდი გასდიოდა. მტევნები ცივი, ზუსტად ისეთივე ცივი, როგორც თვალები, სახე ირონიით გაჟღენთილი, თხელი ფერმკრთალი ტუჩები, მაღალი ყელი, ფაქტიურად გამჭვირვალე კანი, ყველა კაპილარი ისე მკვეთრად ეტყობოდა მის სხეულს კარგად დახატულ ანატომიას უფრო გავდა ვიდრე რეალურ ადამიანს. ხელის გული ამომიბრუნა და თითები ფრთხილად გადამიტარა, ამას ისე აკეთებდა, რომ მზერას წამით არ მაშორებდა. სიცივეში ვიძირებოდი და შიშთან ერთად რაღაც ახალს და განსხვავებულს ვგრძნობდი. გულის ცემას უკვე ყელში ვგრძნობდი და აი მოხდა ის რასაც არ ველოდი. მზერა მის ტუჩებზე გამიშეშდა და გაუაზრებლად პირიც გამიშრა. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა ტუჩზე გამარჯვებული ღიმილი აესახა და სახე ძალიან ახლოს მომიტანა. - უბრალოდ მოეშვი. - თხელი, ყინულივით ცივი ტუჩები ნაზად შემახო ყელზე, წამიერად თვალები დავხუჭე და როგორც კი მისი სუნთქვა ტუჩებთან ვიგრძენი, შეშლილი თვალები შევანათა და ფეხზე გიჟივით წამოვიჭერი.
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- რა გავაკეთე?
- შეშლილი ხარ?
- როგორ ფიქრობ? - ისე მშვიდად მეკითხება, რომ წამით ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვა მგონია. - სახლში წადი. - მეუბნება ღიმილით და მეც გაუაზრებლად ვემორჩილები.
-იდიოტო. - შევუღრინე საკუთარ თავს როგორც კი ზურგს უკან მისი სოროს კარი მივიკეტე. - კოცნას გიპირებდა, რა ჯანდაბამ დაგზაფრა პატარა გოგოსავით.
აწმყო

- უკაცრავად. - რელაობაში მაბრუნებს ბარმენი. - თქვენი ტელეფონი ძალიან დიდი ხანია შეუჩერებლივ რეკავს იქნებ უპასუხოთ. - გამიღიმა და მარტო დამტოვა. ეკრანს დავხედე ათი გამოტოვებული ზარი და ათივე სალისგან. დარეკვის ღილაკს ხელს ვაჭერ და...
-კარგი რა დანიელ. - მესმის ყურმილს მიღმა მისი შეშლილი ხმა.
- ვერ გავიგე სალი.
- სად ხარ?
- სახლში მივდივარ.
- მარტო ხარ?
- ხო.
- გინდა მოვიდე?
- არა.
- მაინც აგეშალა ხომ ნერვები?
- კარგად ვარ.
- დღეს მნახავ?
- არამგონია.
- ასეც ვიცოდი. - გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
- გეყოფა კარგი? - შევუღრინე და ტელეფონი გავთიშე. ახლაღა შევნიშნე გაუხსნელი სმს. ტექსტის ავტორი მეგი იყო...
"მახსოვს სად შეგხვდი, მახსოვს პირველი დიალოგი, მახსოვს ყველაფერი" - წლების მანძილზე დალაგებული ემოციების საღერღელი ამეშალა და ბარი ნერვებდაგლეჯილმა დავტოვე. სახლში შევედი თუ არა მოგონებები უარესად მომეძალა, თავს ვერაფერს ვუხერხებდი. უთავბოლოდ დავეხეტებოდი ოთახიდან ოთახში, როდესაც კარზე ზარი გაისმა.
- აქ რას აკეთებ? - ვეკითხები ჩემ წინ ასვეტებულ სალის თუმცა პასუხის ნაცვლად ის ჩემ სახეს ხელებში იქცევს და ყელზე საშინელ ნაკბენს მიტოვებს. აშლილი ემოციებს კონტროლს ვერ ვუწევ და მის აგრესიას საკუთარს ვუერთებ. წამში ვრჩები ტანსაცმლის გარეშე და სალის ხარბ მზერას ვაწყდები.
- მინდიხარ.
- ვიცი. - ვამბობ და სხეულზე ვეხვევი.
3
-რაო იმ უმორალო ქალმა? - მეკითხება საწოლში გართხმული სალი და თითებს მკერდზე მითამაშებს.
- იმ ქალს მეგი ჰქვია. - ვიღიმი, მის თითს ხელს ვკიდევ და ენით ვეხები. მის სახეს მუჭში ვიქცევ და ვკოცნი.
- რაღაც ძალიან უხეში ხარ. - მისგან გავითავისუფლე თავი და სარკისკენ დავიძარი, შიშველ სხეულს თვალი შევავლე და ყელში გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო სალის გაბოროტებული მზერა ვესროლე.
- ხომ იცი ვერ ვიტან როცა ასე იქცევი. ხვალ გამოფენა მაქვს, ეს რა არის?
- არაუშავს შეეცადე ისეთი პიჯაკი შეარჩიო რომ არ გამოჩნდეს. - ზურგზე ამეკრო და ჩალურჯებაზე ფრთხილად გადამიტარა ტუჩები.
- ვერ გიტან. - ხელი ვკარი, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
- მეც მიყვარხარ. - მომაძახა სალიმ და ბრაზი მომენტალურად ღიმილში გადამეზარდა. ვისკი დავისხი, სიგარეტს მოვუკიდე, მაგიდის ზედაპირს იდაყვებით დავეყრდენი და წარსულში მოგზაურობისთვის მოვემზადე.
წარსული
სახლში შესვლისთანავე დედის ყვირილს ყურადღება რა თქმა უნდა არ მივაქციე, საძინებლის კარი ხმაურით გავიჯახუნე და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა დანიელ, რა გჭირს? - შევუღრინე საკუთარ თავს და აჩქარებულ გულს მუშტი დავუშვი დასაწყნარებლად. ზამთრის სუსხის მიუხედავად ფანჯარა ბოლომდე გამოვაღე და სახე ცივ ჰაერს მივუშვირე, აფორიაქებული სხეული ცახცახში გადამეზარდა და გაუაზრებლად დაბატონებულმა ფიქრებმა საბოლოოდ ამჭრა. თვალწინ მხოლოდ მეგის ირონიანარევი სახე მედგა და ვერაფრით ვახერხებდი მისი მოჩვენების გონებიდან განდევნას. საწოლის ქვემოდან სიგარეტის კოლოფი გამოვაძვრინე, ხელის ცახცახით მოვუკიდე და თავი ფანჯარაში გავყავი. - ვინ არის, ვინ არის, ვინ არის. -გონებაში მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა, როგორც კი მის ტუჩებს წარმოვიდგენდი და ყელზე დაკრული მისი ცივი ბაგე მახსენდებოდა სისხლი მომენტალურად მეყინებოდა, სხეულის გარკვეული ნაწილები გამაგრებას იწყებდა და ტახიკარდია უკვე პიკს აღწევდა, ის ღამე რა თქმა უნდა თვალებდაჭყეტილმა გავატარე და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, როგორც იქნა ირიჟრაჟა, მზემ ამოსვლა ინება და მეც საწოლიდან წამოვხტი. პირი დავიბანე, იტალიური ეზოს ტიპის საერთო საცხოვრებლის კიბე ჩავირბინე და ეზოდან გავარდი. გარეთ გასულმა თვალები დავხუჭე და ფილტვებში ცივი ჰაერი შევუშვი, წინა ღამის კოშმარი სადღაც გამქრალიყო, მოულოდნელი ეიფორია მიძინებულიყო და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა, სახეზე ღიმილმა გადამირბინა და თავისუფლების უკეთ შესაგრძნობლად მკლავები განზე გავშალე.
- დილამშვიდობის. - მესმის ზურგს უკან სუსტი ხმა. ხელები ჰაერში მიშეშდება, თვალებს ფართოდ ვახელ და ფრთხილად ვტრიალდები მისკენ.
- აქ რას აკეთებ? როგორ მომაგენი?
- გუშინ გამოგყევი.
- რატომ?
- შემეშინდა ისევ არ გეცადა თავის მო/ვლა. დაბადების დღეს გილოცავ. - ამბობს მეგი და ყვავილებს მაწვდის.
- ყვავილები? - სულელურად ვიღიმი.
- არ მოგწონს?
- არ ვიცოდი გოგოები ბიჭებს თუ ყვავილებს ჩუქნიდნენ.
- სამაგიეროდ არასდროს დაგავიწყდება ჩემგან პირველი საჩუქარი. - თვალი ჩამიკრა და წასასვლელად მოემზადა.
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- შეიძლება წამოვიდე?
- სკოლაში არ მიდიხარ?
- დღეს დაბადების დღე მაქვს. - ვამბობ ღიმილით.
- წამოდი. - ფეხდაფეხ ავედევნე და გზას გავუყევით.
- არ გცივა? - ვეკითხები მისი ჩაცმულობით ცოტა არ იყოს გაოცებული.
- მე არასოდეს მცივა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ბევრ ალკოჰოლს ვიღებ და შესაბამისად ჩემი სხეული მისი ზემოქმედების ქვეშ მუდამ მშვენივრად გრძნობს თავს.
- და რატომ სვამ?
- კითხვებმა რომ არ შემაწუხოს.
- რა კითხვებმა?
- აი იმ კითხვებმა რასაც ახლა შენ სვამ. - გამიღიმა მეგიმ და ფაქტიურად მითხრა რომ გავჩუმებულიყავი, ამ გოგოს მიმართ ყოველწამიერად მიმძაფრდებოდა ინტერესი, უფრო და უფრო მსურდა მისი იდუმალების ამოხსნა, ვგრძნობდი ვეჯაჭვებოდი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. ხელში ჩაბღუჯულ ყვავილებს კიდევ ერთხელ დავხედე, მივხვდი რა სასაცილოდ გამოვიყურებოდი თუმცა მისი საჩუქრის გადაგდებას მისივე თანდასწრებით ვერაფრით გავბედავდი, ამიტომაც შევეგუე ბედს და სვლა განვაგრძე. გზას უხმოდ ვაგრძელებდით. მოულოდნელად მეგი ჩემკენ შემობრუნდა გაყინული თითები ყელზე მომხვია, თავისკენ ახლოს მიმიზიდა და ჩამჩურჩულა.
- ძალიან პატარა ასაკში შეგიყვარდა მაგრამ შენი გრძნობა ფეხ-ქვეშ გათელეს, რწმენა დაკარგე, ახლაც ემოციურად ხარ მიჯაჭვული ყოფილ პარტნიორთან, მას მერე არავინ გყოლია, გგონია ცხოვრება დასრულდა, სინამდვილეში კი ცხოვრება შენ წინ არის, გადაშლილია, უბრალოდ ეცადე შეამჩნიო და წაიკითხო, იგრძნო, შიგრძნო. ყურთან ათამაშებული მისი ტუჩები შევიგრძენი და სხეულიც დამიბუჟდა. სახე უკან გადავწიე და ცივ თვალებში მზერა გავუყარე.
- გრძნეული ხარ?
- არა. - გამიღიმა და ხელები მომაშორა. - გინდა ცხოვრება ისწავლო?
- კი.
- კარგია. წამოდი. - დავემორჩილე და უხმოდ გავყევი. ბევრი სიარულის შემდეგ ერთ მიყრუებულ ადგილას გავჩერდით. - დაჯექი. - მეუბნება და ქვის ლოდზე მითითებს, მეც ვჯდები, ისიც ჩემ წინ ფეხმორთხმით ჯდება და სახეზე მომენტალური სიამოვნება ესახება. ზურგჩანთა გახსნა და ვისკის ბოთლი ამოიღო. - დალიე. - მაწვდის სასმელს.
- არ მინდა.
- დალიე. - იმეორებს ღიმილით.
- რა რჯულის ადამიანი ხარ?
- შენი რჯულის.
- არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ.
- როგორ?
- არ ვიცი, რაღაცნაირად.
- ხო და როცა მიხვდები როგორ ვლაპარაკობ ამიხსენი კარგი?
- ყველასთან ასე იქცევი?
- ვინ ყველასთან?
- საზოგადოებასთან.
- მე ასოციალური ვარ. იცი ეს რას ნიშნავს?
- კი ვიცი. მაშინ ჩემთან რატომ საუბრობ?
- შენც ასოციალური ხარ, მაგრამ ეს ჯერ არ იცი.
- შენ საიდან იცი?
- მე ბევრი რამ ვიცი.
- მაინც?
- მაგალითად ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ?
- და რაზე ვფიქრობ? - ვკითხულობ და ვისკის მოზრდილ ყლუპს გამშრალ ყელში ვუშვებ.
- მოდი შენ თვითონ მითხარი რა გინდა, ასე უფრო საინტერესო იქნება.
- მე მინდა რომ გაგიცნო.
- თუ შემიგრძნო? - ვისკის ბოთლი გამომართვა და ახლა თვითონ მოსვა. - ნუ იბნევი, ბუნებრივია რომ გრძნობები გიჩნდება.
- რას ბოდავ?
- ახლა რომ გაკოცო რას იზამ? რა გჭირს? გეხუმრე. ძალიან სასაცილო ხარ. ბიჭისთვის ზედმეტად მორიდებული და სულელი.
- ასე ნუ მეხუმრები.
- პატარა ბავშვს გავხარ, პრინციპში ხარ კიდეც.
- არ ვარ ბავშვი.
- ვითომ? დამიმტკიცე.
- რატომ მიწვევ?
- მეე?
- ჯანდაბა მეგი მოეშვი ასე ლაპარაკს. - გიჟივით ვეცი და ხელები ყელში წავუჭირე, წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი, ჩემს მკლავებში განაბული, ჩვეული ირონიით მიცქერდა და მისი ცივი თვალები კიდევ მეტს მთხოვდნენ. - გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი. - დავიღრიალე და კიდევ უფრო მოვუჭირე ხელები.
- რაღას ელოდები. - ძლივს მოახერხა ამის თქმა და დანებების ნიშნად ხელები განზე გაშალა. როგორ მინდოდა მისი ირონიისთვის ბოლო მომეღო, ბაგეზე ასახული ღიმილის დარღვევა სულს მიწეწავდა, სახე ახლოს მივუტანე.
- თუ ასე საუბარს გააგრძელებ, ერთხელაც თავს ვერ მოვერევი. - ვამბობ და ხელს ვუშვებ. მშვიდად დაიზილა ყელი და თითქოს იმედგაცრუებული მზერა მომაპრყო.
- უფრო ძლიერი მეგონე. - თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
- შემეძლო გამეგუდე.
- არ შეგეძლო.
- შემეძლო.
- შენ გაგუდვა არ გსურდა, სხვა რამ გსურდა და ვერ შეძელი.
- რა მსურდა?
- იცი რაც.
- რა?
- მე! - ისევ ირონია აისახა მის სახეზე.

აწმყო
- ის შეშლილი გირეკავს. - რეალობაში დამაბრუნა სალიმ და ტელეფონი მომაწოდა.
- ბატონო. როგორც გინდა. - ვპასუხობ და ტელეფონს ვთიშავ.
- რა უნდოდა?
- აქ უნდა მოსვლა.
- არც გაბედო მასთან დაწვე. - შემიღრინა სალიმ.
- პირველი, არ ვაპირებ მასთან დაწოლას, მეორეც ეს ჩემი სახლია და მესამეც ბოლო პერიოდია ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდის?
- დანიელ სამი წელია ერთმანეთს ვხვდებით, იმის უფლებაც არ მაქვს, რომ შენ ცხოვრებაში კორექტირება შევიტანო.
-კორექტირება? - გამეღიმა სალისგან წამოსროლილი ამ სიტყვის გამო. - იცი ეგ რას ნიშნავს?
- მეკაიფები კიდეც? - მკლავში მწვდა და ტუჩებში მაკოცა.
- ხომ არ დაგავიწყდა შენზე რამდენი წლით უფროსი ვარ, გინდა შეგახსენო?
- ვიცი დანიელ, მახსოვს რომ მე სულ რაღაც ოცდაორი წლის დამწყები ჟურნალისტი ვარ და შენ ჩემზე რვა წლით დიდი ხარ, რომ შენ წარმატებული მხატვარი ხარ და მე უბრალოდ შენი რიგითი თაყვანისმცემელი, რომელსაც გაუმართლა და შენს სარეცელს იყოფს.
- მართალია, ახლა კი გთხოვ ჩაიცვი და ყოველგვარი პანიკის გარეშე დატოვე ჩემი ბინა, კიდევ ერთი ასე მოულოდნელად როგორც დღეს გამომეცხადე აღარ მოიქცე, მე შენზე ვნერვიულობ, რას იტყვიან? ასაკიან კაცს ხვდებაო. გავუღიმე და ვაკოცე.
- აუტანელი ხარ.
- ვიცი. წადი ჩაიცვი მეგი მალე მოვა და არ მინდა აქ დახვდე. - მთელი არსებით ვიგრძენი, როგორ არ უნდოდა ჩემგან წასვლა მაგრამ კარგად იცოდა შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი რომ არ ჰქონდა, ამიტომ უხალისოდ ჩაიცვა, კართან შედგა და იმედგაცრუებულმა შემომხედა. - არ გინდა სალი, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ამაზე ხომ თავიდანვე შევთანხმდით? - მისი გამხიარულება კოცნით ვცადე თუმცა არ გამომივიდა. - დაგირეკავ.
- ვიცი, როგორც კი სექსი მოგინდება მაშინვე დამირეკავ. - სალიმ კარი გააღო და კარზე ზარის დასარეკად ხელშემართულ მეგის შეეფეთა.
- მეგონა მარტო იყავი. - უხერხულად გაიღიმა მეგიმ.
- უკვე მივდივარ. - ამბობს სალი, ყველაზე ბავშური რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა სწორედ ის გააკეთა. დემონსტრაციულად მომხვია ხელი და ტუჩებში მაკოცა.
- შემოდი. - გზას ვუთმობ მეგის.
- ამ ბავშვთამ წევხარ? - ჩვეული ირონია დამაყარა მეგიმ.
- საწოლში სულაც არ არის ბავშვი.
- იმედია.
- სიტყვაზე არ მენდობი?
- არ ჩაიცმევ? - მეღიმება. - სამზარეულოში ვისკია, შეგიძლია დაისხა. ახლავე მოვალ. -საძინებლში შევედი და სარკის წინ შევჩერდი.
როგორც კი საკუთარ გამოსახულებას თვალი მოვკარი წამიერი სისუსტე მთელ სხეულში გამიმძაფრდა. ჰაერი ყელში მომაჯდა და ემოციების შეკავების მიზნით, რითმული სუნთქვა დავიწყე. სულ რამდენიმე წამი დამჭირდა გონებაში გაღვიძებული ამორალობის მისაძინებლად და სხეულის ტემპერატურაც ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა. შარვალი და მაისური ჩავიცვი და სამზარეულოში შევედი. მაგიდასთან მჯდომი მეგი მოლბერტზე გასაშრობად დადებულ ახალ ნახატს დაკვირვებით უცქერს, გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა და მის ზურგს უკან იატაკზე მოვთავსდი. სიფრიფანა ზურგს მივაშტერდი და მაისურში მკვეთრად გამოჩენილი მალების დათვლას მოვყევი, მზერა თეთრ სუსტ ფეხებზე გადავიტანე, სიფრიფანა კანის ქვეშ ისევ ისე მკვეთრად რომ ემჩნეოდა თითოეული კაპილარი. მაღალი ყელი ჰქონდა და მოკლე თმის გამო მთელი კისერი მის შესაგრძნობლად მიწვევდა. გამშრალი ტუჩები გაუაზრებლად გავილოკე და იმის გაფიქრებამ, რომ ეს გოგო ისევ მსურდა მომენტალურად გამომიყვანა მდგომარეობიდან, ხელები გამიოფლიანდა და მათ ნერვიულ სრესას მოვყევი. დაახლოებით ათი წუთი ვითმინე ეს გაუსაძლისი სიჩუმე. ბოლოს ავდექი , მის სხეულს ფრთხილად მივუახლოვდი და თითები ნაზად შევახე ყელზე. წამიერმა დაძაბულობამ მოიცვა მისი სხეული.
- ახლა მაინც აღიარე.
- რა?
- რომ აი ამ მომენტში. - ნახატში ზუსტად ამოკითხულ აზრს ღიმილით აჟღერებს - ძალიან გინდოდა ჩემი კოცნა მაგრამ ვერ გაბედე.
- არ ვიცოდი რა მინდოდა. მაშინ არ ვიცოდი.
- ახლა ხომ იცი.
- კი ახლა ის ვიცი რომ შენ გინდა ჩემი კოცნა. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და სახე ახლოს მივუტანე. ზუსტად ისე როგორც ეს მან გააკეთა პირველად. - ვცდები?
- და რას ელოდები?
- ჩემ ძმას უკვე უთხარი ჩვენი შეხვედრის შესახებ? - ხელი გავუშვი და სიგარეტს მოვუკიდე.
- არა.
- რატომ?
- არ მინდა იჩხუბოთ.
- კარგია რომ ვინმეს გამო მაინც ღელავ.
- ვხედავ ახლა ბევრად ძლიერი ხარ. სურვილების კონტროლი გაცილებით უკეთ გამოგდის, კარგად ნიღბავ.
- მოეშვი ფსიქოანალიზს, მე შენი პაციენტი დიდი ხანია აღარ ვარ. - მითხარი რისთვის მოხვედი.
- მინდა რომ ეს გამოფენა არ მოაწყო. მინდა რომ ყველა ნახატი სადაც მე გყავარ ასახული გაანადგურო.
- მეკაიფები?
- არა.
- რატომ?
- ყველაფერს არევ.
- ყველაფერს რას?
- შენს ცხოვრებას. ჩემ ცხოვრებას. შენი ძმის ცხოვრებას - ჩემში გამეფებულ ირონიას ვერ ვერევი და სიცილი მივარდება. - რა გაცინებს დანიელ?
- თხუთმეტი წლის შეშინებულ დანიელს მაგონებ.
- ჩემზე ძლიერი არ ხარ და ტყუილად მებრძვი.
- მე არ გებრძვი მეგი. რა გინდა? რა უფლებით მოდიხარ და მითითებ რა გავაკეთო? არ გეყო წარსულში რა ზიანიც მომაყენე? არ გეყო რომ მთელი ცხოვრება დამიმახინჯე და მოსიარულე ნეხვს დამამსგავსე? შენი სიდამპლის გამო ჩემში მორალური ყველაფერი ჩაკალი. შენი სიამოვნების გამო ყველა გაგვწირე.
- ამორალობა შენში ახლაც არის.
- ჰო არის და კარგს იზამ თუ აღარ ეცდები მის გამოყენებას.
- გამოფენა არ გააკეთო.
- სტუმრების სიაში უკვე ჩაგწერე.
- დანიელ. - დაიღრიალა მეგიმ და სიფრიფანა ხელებით მწვდა ყელში.
4
- მიდი რაღას ელოდები. - დანებების ნიშნად ხელები განზე გავშალე.
- ჯანდაბა. - ხელები მომაშორა მეგიმ, უკან დაიხია და გულიანად ახარხარდა.
- რა გაცინებს?
- მართლა თხუთმეტი წლის დანიელს ვგავარ. - ისევ გადაიხარხარა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. ვისკის მოზრდილი ყლუპი მოსვა და ღიმილით შემომხედა. - მიხარია რომ ასეთი ხარ და მადლობა უნდა მითხრა ამისთვის.
- რისთვის მეგი? ამორალობისთვის? - მის წინ მოვთავსდი და ვისკი ჩემთვისაც დავისხი.
- ერთი უსუსური ბიჭი იყავი, ცხოვრებით შეშინებული, საკუთარი თავის არც ფასი იცოდი და არც შესაძლებლობები. შეხედე შენს თავს. ცხოვრება მშვენივრად ააწყე.
- და ფიქრობ რომ ამაში შენი დიდი წვლილი დევს არა?
- ასე არაა?
- სანაცვლოდ რას ითხოვ.
- მინდა რომ დამხატო. - მზერა გამიყარა მეგიმ და ვისკი ეშმაკურად მოსვა. - მინდა დამხატო რეალურად და არა შენი წარმოსახვების დახმარებით. მინდა დამხატო და ამჯერად შუა გზაში არ გაჩერდე.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო.
- როდის?
- ახლა.
- ხვალ გამოფენის შემდეგ.
- შევთანხმდით. - ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით, მხოლოდ მზერას ვცვლიდით ერთმანეთში და როგორც ადრე ახლაც ლაბირინთების ხლართვით ვიყავით გართულები. ჩემს თვალებში წარსულის ფრაგმენტებმა დაიწყეს მონაცვლეობით ასპარეზზე გამოსვლა. თვალები დავხუჭე და მერე ღრმად ამოვისუნთქე, მეგი კი ჩემ სახეზე გონებაში ამოტივტივებული წარსულის კითხვით სიაომვნებით დაკავდა.

წარსული
არ არის ეს გოგო მიწიერი, დემონია, ხორცშესხმული დემონი. გიღიმის და ადგილზე გყინავს, გიყურებს და მთელ სხეულს მზერით გიბურღავს. გესაუბრება და ისე გნუსხავს მხოლოდ მას ამჩნევ, საკუთარი რეალობაც წარმოსახვა გგონია. ისეთი განცდა მაქვს თითქოს სხეულს ვტოვებ და მასში შევდივარ, ვინუსხები, ვკვდები, მერე ისევ ვცოცხლდები და ასე დაუსრულებლად. ზოგჯერ წარმოვიდგენ როგორ ცეკვავს და ყელი მიშრება, ეიფორიას ვერ ვუმკლავდები, ზოგჯერ მინდა, რომ მე ის ვიყო და ვიგრძნო სამყარო ზუსტად ისე როგორც ის გრძნობს, ამოუხსნელია, ამოუცბობი. ისეთი კარტებს რომ ბოლომდე არ გიხსნის, შენ კი ისე გშიფრავს როგორც რენდგენი და მგონი რენდგენზე გაცილებით უკეთაც. ისეთი სუსტია, ისეთი უსუსური მაგრამ სინამდვილეში ნაღმია და არ ვიცი ამ ნაღმზე გავლას ასე ძალიან რატომ ვცდილობ. ზოგჯერ ისე მიცქერს მთელი სხეული მეწვის, სისხლი დუღილს იწყებს და ვენების დახეთქვას გამალებით ცდილობს. მოულოდნელი ქმედებები ახასიათებს. უცებ მოგაშტერდება. ხან დადუმდება და სივრცეში იყინება. ამ დროს ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი სადააცაა მის ნამდვილ სახეს დავინახავ, რომ ამ სიფრიფანა სხეულიდან გამოძვრება რაღაც უშველებელი მახინჯი არსება, თავს დამესხმება და სულს გამაფრთხობინებს. ღამით მესიზმრება, დღისით მელანდება. ჩემში დაუკითხავად შემოსახლდა და მე მისი განდევნა ერთი წამით აღარ მიცდია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალები მოსწონს მაგრამ არასოდეს მინახავს მის გვერდით ქალი, პირიქით მამაკაცებს ისეთი ტემპით იცვლის მეშინია რამე არ აიკიდოს. თავის თავზე არასოდეს საუბრობს, თუ რამეს ჰკითხავ ფროიდის ენით დაგიხაზავს ისეთ სქემას თავს და ბოლოს რომ ვერ გაიგებ და ბოლოს უბრალოდ თავს დაუქნევ. ის ამაზე გაიღიმებს და სიგარეტს ღრმა ნაფაზს დაარტამს. ათეისტია და მგონი ნელ-ნელა ჩემშიც ათეიზმი იღვიძებს. მასში ყველაფერი მომწონს. თითოეული დეტალი მიზიდავს და მაინტერესებს. თითოეული სიტყვა მნუსხავს და რაც უფრო ახლოს მივდივარ მასთან მით მეტად ვიძირები მის იდუმალებაში.

აწმყო

- სერიოზულად? - ღიმილით მომიბრუნდა მეგი.
- რა?
- ასე ძალიან მოგწონდა ჩემ გვერდით ყოფნა?
- უცნაური ხილი იყავი და შენი დაგემოვნების სურვილი მქონდა. - თვალი ჩავუკარი და გადავიხარხარე.
- ანუ აღიარებ რომ მოგწონდი.
- ასე გამოდის.
- მოგწონდი თუ მოგწონვარ?
- ისევ ჩემ შეცდენას ცდილობ?
- არა.

წარსული
მიუხედავად ჩემი მისდამი სიყვარულისა, ის ყოველთვის ისე მეპყრობა როგორც ბავშვს, როგორც გზააბნეულ თინეიჯერს რომელსაც მარტო ვერ ტოვებს, ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ცხოვრების შესახებ აზრის გაცვლით შემოიფარგლება, მასთან ყოფნის უფლებას არ მაძლევს, ამბობს რომ პატარა ბიჭი ვარ და არ უნდა გული მატკინოს, მას ყოველთვის გაცილებით უფროსი მამაკაცები აინტერესებს. თითქმის მის ყველა პარტნიორთან შევუსწარი რადგან მის სოროს მუდამ გაუფრთხილებლად ვსტუმრობ, ამის ნებართვა თავად მომცა. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდება. ის ირონიულად იწყებს შიშველი სხეულის ჩემ წინაშე დემონსტრირებას და პარტნიორს ჩემ თავს აცნობს.
-ეს დანიელია, ის ელოდება რომ გაიზარდოს, რადგან ფიქრობს ამის შემდეგ ჩემთან სექსის უფლებას მოიპოვებს, თუმცა ვერ ხვდება რომ ის მუდამ ჩემზე პატარა იქნება. - ღიმილით უკიდებს ყოველ ჯერზე სიგარეტს და სახეზე ცივ ხელებს მახებს. ყოველ ჯერზე მიმძაფრდება მისი მოკვლის სურვილი მაგრამ ამის ძალას ვერასდროს ვპოულობ ჩემ თავში.
ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც ჩემმა ძმამ გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს თავისი სასურველი ქალი გაეცნო ჩვენთვის და დედაც დასთანხმდა რომ სახლში მოეყვანა, გულის ფანცქვალით გავარდა ლევანი შეყვარებულის მოსაყვანად, მე დედას ვეხმარებოდი, დედა ძალიან ღელავდა რადგამ არ სურდა ლევანს ვინმე ისეთი მოეყვანა სახლში ვის მიმართაც კარგი შეხედულება არ დარჩებოდა. ასე იყო თუ ისე, საღამოს ათ საათზე კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ლევანი შემოვიდა, ნერვულად ჩაებღუჯა შეყვარებულის ხელი და მოუსვენრად ცქმუტავდა.
- დედა, ეს მეგია. - მისი თავი წარუდგინა ლევანმა.
- მეგი ეს დედაჩემია, ეს კი ჩემი პატარა ძმა, დანიელი.
- დანიელი. - ამოიბლუყუნა მეგიმ და პირველად ამდენი ხნის შემდეგ ვიგრძენი რომ მასაც გააჩნდა ემოციები და ფერწასულმა ნერვულად დაუწყო ქვედა ტუჩს წვალება.
- როგორი გამხდარი ხარ. - ღიმილით მიმართა დედამ და ლოყაზე აკოცა.
- ჰო. საჭმელთან არ მეგობრობს. - სიცილით დაამატა ლევანმა.
- ამას გამოვასწორებთ. - მაგიდისკენ მიუთითა დედამ. მისი ხასიათისთვის შეუფერებლად დაბნეული და დადუმებული მეგი თითებს ნერვულად ისრესდა და დედის მხრიდან გაჟღერებულ ყოველ კითხავს ორაზროვან პასუხებს სცემდა. ვიჯექი მის პირდაპირ და თვალს არ ვაშორებდი მის ფერმკრთალ სახეს, ნერვულ თვალებს და აცახცახებულ სხეულს. შეშინებულს გავდა. არ გავდა, იყო კიდეც.
- მაპატიეთ. - ვამბობ მაგიდას ვშორდები და გარეთ სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გავდივარ, მოაჯირს მთელი ძალით ვუტყამ ფეხს და ტკივილისგან იქვე ვიკეცები. რამდენიმე წამში მეგის სუსტი ნაბიჯების ხმა მომესმა და ის უკვე ჩემ გვერდით იდგა.
- დანიელ.
- რა ჯანდაბა გინდა?
- მაპატიე. არ ვიცოდი.
- რაღა ჩემი ძმა? იცის მაინც როგორი კახ/ა ხარ?
- დანიელ არ გინდა.
- ნუ მასწავლი რა მინდა. - მოქნეული ხელი მეგის სახეს ხმაურით შეეხეთქა, ურიაქციოდ გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. - რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება?
- ეს რა?
- რამდენი ხანია თქვენ ორნი ერთად ხართ?
- დანიელ..- აბლუყუნდა მეგი. მაგრამ მის მიმართ გაჩენილი სიძულვილის გამო მისი მოსმენა აღარ მინდოდა.
- რამდენი ხანია?
- შენს ძმას იქამდე ვიცნობდი სანამ მე და შენ გავიცნობდით ერთმანეთს. - სიგარეტს ღრმად მოქაჩა მეგიმ და სარკაზმი შემომანათა. - მაგრამ მართლა არ ვიცოდი თუ შენი ძმა იყო.
- ყოვლისმცოდნე კახ/ას ეს ფაქტი როგორ გამოგეპარა? ანუ ჩემ ძმას ჩემს გაცნობამდე ხვდებოდი და ამის მიუხედავად ას კაცთან ჟიმა/ბდი?
- დანიელ.
- კახ*ასავით იქცევი.
- იქნებ ვარ კიდეც.
- რა სიამოვნებას განიჭებს ასე ნე*ვში ცხოვრება. როგორ შეგიძლია ყველას მისცე უფლება, რომ შენი სხეული ფეხქევშ გაიფინოს?
- რაღაც სხვაგვარად აჭიკჭიკებული მეჩვენები. მგონი გაიზარდე იცი?
- გულს მირევ მეგი.
- მერე?
- არ გადარდებს რომ შენზე გული მერევა?
- შენ თუ ეს დაგამშვიდებს შეგიძლია აქვე აღებინო დანიელ.
- ავადმყოფი ხარ. მაგრამ იცი რა. ავადმყოფი კი არა საცოდავი არსება ხარ, ძალიან მაგარი გოგოს ნიღაბი აიკერე, სინამდვილეში ვინ ხარ?
- იქნებ შენ მითხრა ვინ ვარ. - სიგარეტს დაწვდა და გაუკიდა.
- იდიოტი ხარ, სასოწარკვეთილი, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული უბადრუკი არსება, უპრინციპო, უმორალო, უღმერთო.
- ოჰ ოჰ ოჰ. - გადაიხარხარა მეგიმ. - მგონი მართლა გაიზარდე იცი?
- როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ისმინო როცა შეურაცხყოფას გაყენებენ?
- რა გინდა დანიელ ჩემგან? რა გადარდებს, ის რომ ქალი რომელიც გიყვარს შენ ძმასთან წევს თუ ის რომ შენი ძმა შენ საყვარელ ქალს ჟი/ავს? - საშინელი კმაყოფილებით ახარხარდა მეგი.
- მორალის შესახებ რამე გსმენია?
- ეგ რა არის?
- რაც გინდა ის გააკეთე, ისე იცხოვრე როგორც გსურს, მე არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს. აღარასოდეს! - ავდექი და კიბისკენ დავიძარი.
- დანიელ! - ხმა გაარღვია მეგის ჩემთვის ჯერაც უცნობმა ხმამ. ადგილს ისე მივეყინე გეგონებოდათ ფეხები იატაკზე მიმილურსმნეს. - მობრუნდი! - გაიმეორა იგივე ხმამ. ვბრუნდები. ის მიახლოვდება ნიკაპზე თითებს მკიდებს და მზერას მისწორებს. - იცი რა გაცოფებს? სურვილი! ვერ ასრულებული სურვილი, ის გაცოფებს რომ იმ ტუჩებს რომლებზეც ასე ოცნებობ ჯერ კიდევ შენი ძმის კოცნის კვალი ატყვია. - დაასრულა ეს სიტყვა და ტუჩებზე კოცნა დამიტოვა.

აწმყო

- გაჩერდი გთხოვ. ნუღარ მაიძულებ შენ სახეზე ამ ყველაფრის კითხვას.
- არ მოგწონს?
- მე ეს გავიარე, თავის დროზე რომ მომწონდა იმიტომაც ვაკეთებდი.
- მე კი მომწონს ამის ტილოზე გადმონთხევა.
- შენზე ვდარდობ. დამიჯერე, ვიცი რა მოჰყვება ამ ყველაფერს. იცი რას გიზამენ? ჩაგქოლავენ, არ გაგახარებენ დანიელ.
- ბოლოსდაბოლოს შენში დედობრივმა მზრუნველობამ გაიღვიძა?
- მოეშვი სარკაზმს.
- ნეტა საიდან გავხდი სარკასტული.
- ჩემგან რისი მოსმენა გინდა? იმის მინდოდა თუ არა შენთან სექსი? ხო მინდოდა მინდოდა, მომწონდი, მინდოდი, მსურდი. მხოლოდ შენ მსურდი. მაგრამ ის უფრო მომწონდა ჩემი სურვილით გაგიჟებულს რომ გიყურებდი. მომოწნდა ყოველ ღამით ჩემი სხეულის დაუფლების სურვილით რომ იძინებდი. მომწონდა მე და შენს ძმას ფარულად რომ გვითვალთვალებდი. დანიელ.
- რა?
- დაფიქრდი გთხოვ. ამით მხოლოდ შენ თავს არ აზარალებ, შენ ძმასაც კლავ, მეც.
- შენი წასვლის დროა მეგი.
მეგის წასვლის შემდეგ მშვიდად შევუდექი ხვალინდელი გამოფენისთის მზადებას, თავს დავაჯერე, რომ მისი ჩამოსვლა არაფერს ცვლიდა, რომ არ უნდა მიმეცა სურვილებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება, რომ თუ ასე მოვიქცეოდი სანაცვლოდ ზუსტად იმას მივიღებდი რაც პირველად მივიღე. ერთხელ ხომ უკვე ვიგემე დამარცხების სიმწარე რაც იყო, მაშინ ბავშვი ვიყავი, ბავშური ემოციები მაწუხებდა და ვერც მოზღვავებულ ვნებას ვუწევდი სათანადო კონტროლს, ახლა კი გაცილებით უკეთ შემიძლია თავს, გულს და გონებას კონტოლი გავუწიო, შემიძლია ჩემი ამორალობა სამუდამოდ გამოვკეტო და დღის შუქი არასდროს ვაღირსო, კიდევ სხვა რამ შემიძლია და ზუსტად ეს სხვა რამ მიფრთხობს გონებას, შემიძლია მეგი გამოვიყენო, ვგრძნობ როგორ სურს ჩემთან ყოფნა, შემიძლია ისე მოვექცე, როგორც ის მე მომექცა და რა მოხდება შემდეგ? სულს დავიმშვიდებ მისი დამცირებით? გავთავისუფლდები მისთვის სამაგიეროს გადახდით? კიდევ არ ვიცი რა შეუძლია ჩემ ამორალურ მხარეს, ამიტომ ფიქრებთან ჭიდილს დროებით თავს ვანებებ და გადავწყვიტე უბრალოდ ზავი დამედო მასთან. მეგი ისევ წავიდოდა, ეს გააზრებული მქონდა, მხოლოდ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში არ უნდა მიმეცა უფლება არც მისთვის და არც საკუთარი თავისთვის, რომ წამებით გაკაფული ეკლიანი გზა ისევ ეკალბარდებით დაფარულიყო. ამ ფიქრებში მოფარფატეს არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა, დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და როდესაც ეკრანზე გამოფენის ორგანიზატორის სახელი ამოვიკითხე წამში გავიაზრე, რომ საკუთარ საღამოზე ვაგვიანებდი. - ნახევარ საათში ვიქნები. - ჩავძახე ტელეფონში და საოცარი სისწრაფით დავიწყე თავის მოწესრიგება.
***
- ბოდიში ჩამეძინა.
- არაუშავს. ჟურნალისტები როგორღაც დავაშოშმინე. - მეუბნება ლოლა და ტრიბუნისკენ მიმიძღვის. - კარგად გამოიყურები, ღელავ?
- ცოტას.
- ყველაფერი კარგად ჩაივლის.
- იმედია. - ტრიბუნაზე ფეხი შევდგი თუ არა დარბაზში გამაყრუებელი ტაში გაჟღერდა. შეკრებილ საზოგადოებას თავის დაკვრით ვიმესალმე, ლოლას გვერდით კუთვნილი ადგილი დავიკავე და ნერვიულობით გამშრალი ყელი ცივი წყლით გავისველე.
- მზად ხარ? - მეკითხება ლოლა.
- კი.
- მაშინ დავიწყოთ. - ამბობს ლოლა. - ძალიან გთხოვთ კითხვები თანმიმდევრულად დასვით და მხატვარს დასრულებამდე საუბარს ნურავინ შეაწყვეტინებს. პირველი თქვენ ხართ. - ხელით ანიშნა წინა რიგში მდგომ ახალგზრდა გოგონას.
- რატომ გადაწყვიტეთ ამგვარ თემას შეხებოდით? თითქმის ყველა ნახატი ამორალობის ამსახველ ისტორიებს ყვება. არ ფიქრობთ რომ შესაძლოა თაყვანისმცემლებში კითხვები გაჩნდეს და მათი დიდი ნაწილი დაკარგოთ?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ადამიანები უბრალოდ გავურბივართ ყველა იმ რიგ პრობლემას თუ თემას რაც ასე მძაფრად და მრავლად არის ჩვენს ირგვლივ, რაც შეეხება თაყვანისმცემელთა განაწყენებას, შემიძლია ერთი რამ გითხრა, მხატვარი მე ვარ და მე ვწყვეტ რის შესახებ მინდა ტილოსა და საღებავების დახმარებით საუბარი. მადლობა.
- თქვენი ჯერია. - ახალგაზრდა ბიჭს მიუბრუნდა ლოლა.
- გამარჯობათ. მაინტერესებს რამდენად რეალურია ყოველივე ის რასაც თქვენი ნამუშევრები გადმოსცემს.
- რეალურია.
- პირადის ასე სააშკარაოზე გამოტანა სარისკო ხომ არ არის?
- მე ვთქვი რომ ეს ჩემი პირადია? - გავუღიმე ჟურნალისტს და მანაც თავი დამანება. ახლა სხვა ურნალისტის კითხვამ გაიჟღერა აუდიტორიაში.
- ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, მათ შორის არიან ოც წლამდე ახალგაზრდები, არ თვლით, რომ თქვენი ნახატები შესაძლოა მათი ფსიქიკისთვის საზიანო აღმოჩნდეს?
- ყველა ნახატს ყავს თავისი ასაკისა და გემოვნების შემფასებელი, შესაბამისად მე მზად ვარ მივიღო გამოწვევა რაც შესაძლოა ამ გამოფენამ განაპირობოს.
- თქვენ არ ადასტურებთ, რომ ეს თქვენი პირადი ისტორიიდან აღებული ფრაგმენტების ტილოდ ქცევის ვარიანტებია, მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებული გამოძიებაზე დაყრდნობით, თქვენ გყავდათ მეგობარი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თქვენს ნახატებში ასახული ქალი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ქალბატონი თვენი ძმის მეუღლეა. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით? - გაისმა დარბაზში ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა და გაგულისებული მზერა იქეთ მივმართე საიდანაც სალიმ ეს კითხვა გააჟღერა. მის სახეზე ასახულმა პატივმოყვარეობის განცდამ წამებში დამაკარგვინა საკუთარ თავზე კონტროლი და რომ არა ლოლას მხრიდან მაჯაზე მოჭერილი ხელი თავს აუცილებლად დავკარგავდი. მისი შეხებით მალევე დავუბრუნდი რეალობას, წყალი მოვსვი და სალის გავხედე.
- ახალგაზრდავ თუ იმის მოსმენა გსურთ ვარ თუ არა ამოარალური პიროვნება, გიდასტურებ რომ ხო. ვარ! - ლოლამ შეშლილი თვალები შემანათა.
- რა ჯანდაბას აკეთებ დანიელ?
- საზოგადოებას სკანდალი ჭირდება ლოლა.
- ასეთი არა. ჩაგძირავენ!
- ანუ აღიარებთ რომ ძმის შეყვარებულთან იწექით? - დარბაზში გაჟღერებულმა კითხვამ ლოლას გაგულისებულ მზერას მომწყვიტა.
- მე ვთქვი რომ ამორალური ვარ და არა ის რომ ძმის საყვარელთან სარეცელს ვიყოფდი. - დარბაზის ბოლოდან მწველი მზერა ვიგრძენი და დავინახე როგორ დატოვა მეგიმ აუდიტორია. დარბაზში ატეხილმა ჩოჩქოლმა რეალობაში დამაბრუნა, თვალი დამსწრე საზოგადოებას მომავლე, ზოგიერთი გამწარებული რაღაცას ინიშნავდა წიგნაკში, ზოგიერთები ერთმანეთთან დიალოგში ჩაერთვნენ.
- უკაცრავად. - გაისმა დარბაზში ხმა, მაგრამ ლოლამ ხელის აწევით ანიშნა გაჩერება.
- გისმენთ. - კითხვის ავტორს საუბრის გაგრძელების უფლება მივეცი.
- ერთ-ერთი თქვენი ნახატი აღწერს თუ როგორ მალვით უცქერთ მეგობრისა და ძმის სექსულურ აქტს, ის ხომ თქვენი ძმა არის, როგორ შეგიძლიათ ამის ასე სააშკარაოზე გამოტანა.
- დღეისთვის საკმარისია, შეხვერდა დასრულებულია. მკლავში ხელი წამავლო ლოლამ და გასასვლელისკენ გამათრია. - გააფრინე? ასეთი განცხადების გაკეთებას თუ ფიქრობდი ხომ არ ჯობდა ჯერ ჩემთან შეგეთანხმებინა.
- ასეთი რა გავაკეთე?
- შენი კარიერა დაასამარე. წარმოდგენა არ გაქვს ესენი რას გიზამენ, ცოცხლად შეგჭამენ, არ გაგახარებენ.
- არ მეშინია.
- ჩემი რჩევა გაითვალისწინე, ნომერი შეცვალე, სახლიდან ფეხი არ გამოდგა სანამ მე არ გეტყვი, ჩემ მეგობარს ვთხოვ შენ სადარბაზოსთან დაცვა დააყენოს, პაპარაცებსაც ერიდე.
- ხელბორკილებსაც ხომ არ დამადებდი?
- სიამოვნებით! სახლში წადი დანიელ და ჩემ მოსვლამდე არავისთან კონტაქტზე არ გამოხვიდე. საღამოს დაელოდე შენს მიერ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას რა სახით მიაწვდის თითოეული ჟურნალისტი საზოგადოებას. რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი? -შემიღრინა ლოლამ და მარტო დამტოვა. ტელეფონი ავიღე და სალის შეტყობინება გავუგზავნე.
- დღეს საღამოს ჩემთან მოდი. - პასუხი არ აგვიანებს.
- მაპატიე სხვა გეგმები მაქვს.
- ლაწირაკი. - ჩავილაპარაკე გამწარებულმა, გარეთ ჯგროდ შეკრებილ ჟურნალისტებს თავი ძლივს დავაღწიე, პირველივე ტაქსში თავით გადავეშვი და იქაურობას გავეცალე.
5
ასჯერ მაინც ავკრიფე მობილურზე სალის ნომერი თუმცა ასჯერვე უპასუხოდ დატოვა.
- სულელი ბავშვი. - ტელეფონი საწოლზე მოვისროლე და სარკეში საკუთარ ანარეკლს შევეფეთე. - სერიოზულად? - შევუღრინე იქედან მოცქირალ უცნობს. - გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან, უფლებას არ მოგცემ გონებას ისევ დაეპატრონო. მუშტი სარკეს დავუშვი და სხეული მინის ნამსხვრევებში სრულიად ჩავმარხე. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე თუმცა ახლა, რომ თვალების კუთხეში ცრემლი ვიგრძენი ეს კიდევ უფრო დიდი სტრესი აღმოჩნდა ჩემთვის. ემოციებს კონტროლი ვერ გავუწიე და ბოლო ხმით ავღრიალდი. - ამორალური? - ამის გაფიქრებაზე ტირილი ხარხარში გადამეზარდა და ემოციებგარეცხილს მალევე ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი საათი მეძინა მაგრამ თვალი, რომ გავახილე და ჯერ კიდევ შეშუპებული თვალები ფანჯარას მივაპყარი მივხვდი, რომ კარგა ხნის დაღამებული იყო. ტელეფონს დავხედე, არც ერთი შეტყობინება, არც ერთი ზარი. - უცნაურია გავიფიქრე და სალის ნომერი კიდევ ერთხელ ავკრიფე. ისევ დუმილი. ემოციები ცხელი წყლით ჩამოვირეცხე, ვისკი დავისხი და ტელევიზორის წინ სავარძელში მოვთავსდი. საინფორმაციო გამოშვება ჩავრთე და მაშინვე ლოლა გამახსენდა. ყველა არხი ერთი და იმავე სიუჟეტს ატრიალებდა.
"დანიელ გელოვანმა აღიარა თავისი ამორალობა“
"მისი საიდუმლო სააშკარაოზე გამომზეურდა"
„ის ძმას და მის შეყვარებულს ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა“
„ის შეშლილი, ამორალური პიროვნებაა“
- თქვენ *იგ ხომ არ გაქვთ? - ავბუტბუტდი ჩემთვის და ტელევიზორი გამოვრთე. დიდი დრო დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ტელეფონის ეკრანს დიდხანს ვუცქირე ბოლოს ძალა მოვიკრიბე და მეგის შეტყობინება გავუგზავნე.
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- გზაში ვარ. - მომდის პასუხი იმავე წამს. ნახევარ საათში კარზე ზარი გაისმა. დამძიმებული სხეული ძლივს ავათრიე და კარი გავაღე.
- რას გავხარ? - მეუბნება შემოსვლისთანავე მეგი.
- მეუღლეს რა უთხარი?
- რომ ჩემს ერთ იდიტ მეგობარს დახმარება ჭირდება.
- დამამშვიდე. მადლობა.
- მე გაგაფრთხილე დანიელ. რისი დამტკიცება გინდოდა? რომ ჩემზე ძლიერი ხარ? ხომ იცი რომ ასე არ არის, არც ყოფილა და არც იქნება.
- მოეშვი რა დემაგოგობას.
- რისთვის დამირეკე?
- არ ვიცი.
- შესანიშნავად იცი.
- იქნებ შენ მითხრა ასე უფრო საინტერესო იქნება?
- დანიელ. - გაიღიმა მეგიმ. - ჩემზე ამას ვერ გამოიყენებ. - მის ცივ თვალებს მზერა გავუსწორე და მასში გამეფებული ირონია ისევ ისე მძაფრად შევიგრძენი, როგორც ადრე.
- კარგი. - ვამბობ და მასთან იმდენად ახლოს მივდივარ, რომ მის სუნთქვას საკუთარივით ვგრძნობ. მზერა მის ფერმკრთალ ტუჩებზე მიშეშდება, ცერა თითი ფრთხილად შევახე მის ცივ ბაგეს, გაუაზრებლად ვიკბინე ტუჩზე. ჩემი ხელი სახიდან მოიშორა და ახლა თვითონ შემიცურა თითები კეფაზე. თვალები დავხუჭე და დემონის მოსალოდნელი გაღვიძების მოლოდინით სხეული სრულებით ამიფეთქდა, მუცელში წვა ვიგრძენი და უჰაერობით გონებაც დამებინდა. ყელიდან ფრთხილად ჩააცურა თითები ბეჭისკენ. თვალებს ვახელ და ისევ იმ ცივ, იდუმალ თვალებს ვეფეთები. ტუჩები ფაქტიურად ტუჩებზე შემახო და არც შემახო.
- გაიხადე დანიელ! - ჩურჩულებს მეგი და მე უკვე გონება სრულად არეული მაქვს. ტუჩს ოდნავ მახებს ყურთან. - გაიხადე.
- რატომ?
- მინდიხარ.
- ეს წაიკითხე. - ხელი ვკარი, სავარძელზე მივანარცხე, ორივე ხელი მისი ტანის გასწრვივ სავარძელს მივადე და ვაიძულე ჩემ სახეზე ასახული წარსულის ფრაგმენტები დაენახა.
წარსული

- ასე ნუ მიყურებ.
- როგორ?
- მიწვევ.
- მერე?
- არ მინდა მეგი, ამ თამაშში ვერ ამიყოლიებ.
- შენი აზრით შენში ჩაკეტილი გრძნობები თამაშია და სხვა არაფერი? -დარწმუნებული ხარ? - ირონიულად ჩაიქირქილა და წამში მოიქცია ჩემი სახე გაყინულ ხელებში. მზერა გამიყარა და ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა. - რატომ ვარ დარწმუნებული, რომ საშინლად გიზიდავ. - მისი ხელები უხეშად მოვიშორე და ხელი ვკარი.
- ნერვებს მიშლი.
- დანიელ ჩემგან რატომ არ მიდიხარ? - მეკითხება და სიგარეტს უკიდებს.
- არ ვიცი.
- იცი.
- ვერ ვიტან ჩემ ნაცვლად რომ საუბრობ.
- მაშინ თავად ისაუბრე. - მომიახლოვდა. პირიდან სიგარეტის ბოლი გამოუშვა და სახეში შემაბოლა, ხელი ავიქნიე და თვალები დავხუჭე. სწორედ ამ დროს მისი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი. მისი კოცნა ორ წამზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა თუმცა ეს ორი წამი საკმარისი იყო, რომ ჩემი გული ჩვეულ მდგომარეობას საგრძნობლად აცდენოდა, სხეული გამეყინა, სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, ტვინი გაითიშა. მეგიმ უკან დაიხია კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჩვეული ირონიით გამბურღა.
- მეგი.
- რა.
- რატომ აკეთებ ამას?
- მე იმას ვაკეთებ რაც შენ გინდა მაგრამ ვერ ბედავ, გეშინია მაგრამ არ ვიცი რისი, გსურს მაგრამ სურვილებს ეწინააღმდეგები. რატომ აკეთებ ამას, ჩემი გეშინია? -სიგარეტი კედელზე მიასრისა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
- გაჩერდი მეგი.
- ყოველთვის იმის საპირისპიროს რატომ ამბობ რაც გსურს? - ის უკვე ჩემ წინ იდგა და მისი თითები ჩემს გახევებულ ყელზე ფრთხილად ასრიალდა. წამი დამჭირდა იმისთვის, რომ მისი სხეული კედელს მიმენარცხებინა. მისი სიფრიფანა სხეული ოდნავ მოიხარა და ტკივილით სახე აელეწა. ახლოს მივედი და ერთი ხელი ყელზე მივაბჯინე, მეორე ხელით სახე დავუჭირე, მის ცივ თვალებს მზერა გავუსწორე.
- შეშლილი ხარ. - ვამბობ და ტუჩებში ვკოცნი, ისიც მომენტალურად მყვება.

აწმყო

- რა გაცინებს?
-მაპატიე. - ამბობს მეგი, მართლა უფრო ძლიერი მეგონე.
დიდხანს ვისხედით უხმოდ. მხოლოდ მზერის საშუალებით ვკონტაქტობდით. სივრცეში ჩაკარგული მეგი ჩვეული ირონიით აბოლებდა სიგარეტს. შიგადაშიგ მზერა ჩემზე უშეშდებოდა. სავარძელში მუხლებმოკეცილი ვიჯექი, ორივე მკლავები ფეხებზე მქონდა შემოხვეული, ნიკაპით მუხლის თავებს ვეყრდნობოდი და სხეულს წინ და უკან გაუაზრებლად ვაქანებდი.
- გაჩერდი. - სიჩუმეს არღვევს მეგის ხმა. - ნევროზი გაქვს თუ რა გჭირს?
- არაფერი. როგორ ახერხებ?
- რას?
- იცი რასაც.
- მე მხოლოდ გეხმარები საკუთარი სურვილების გარეთ გამოტანაში. - გაიღიმა და ხელი ძლიერად მომიჭირა ფეხზე.
- კარგი რა. - მაჯაში წავავლე ხელი, უხეშად მოვიშორე და წამოვდექი. - მარტო მინდა ყოფნა.
- შენი ნებაა. - გასავლელისკენ დაიძრა მეგი.

არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი მისაღების შუაგულში სულელური გამომეტყველებით, სხეული დუღდა, სიცოცხლე, სიგიჟე, ვნება სურდა. შინაგანი ხმა ხარხარებდა, გამარჯვებას, ჩემზე გამარჯვებას ზეიმობდა. ცრემლმორეული ვისკის ბოთლს დავწვდი და სულმოუთქმელად ჩავცალე. მერე არ მახსოვს რა მოხდა როცა გავიღვიძე მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო. სააბაზანომდე ძლივ მივიტანე სხეული, წყალი მოვუშვი და სხეული მივუშვრე.
- მე შენში ვარ დანიელ. - ყურში ჩამესმის მეგის ხმა. შუბლით სააბაზანოს კედელს ვეყრდნობი და წარსულში ვუჩინარდები.
წარსული

- რაზე ოცნებობ?
- მინდა მხატვარი გამოვიდე.
- გამოხვალ.
- საიდან იცი?
- ვხედავ შენში სურვილს, ძლიერ სურვილს, როცა რაღაც ძალიან გსურს ამას ყოველთვის აღწევ.
- შენ რა გსურს მეგი?
- ჯერჯერობით არაფერი.
- სულ არაფერი?
- შენი სარეცელის გაყოფას თუ არ ჩავთვლით არაფერი.
- მაგრამ ეს ხომ უკვე აისრულე? ჯერაც ვერ მოვდივარ გონს რომ ჩემი ძმის საცოლესთან ვწევარ.
- ჰო მართალი ხარ. ახლა არ ვიცი რა მსურს. - მზერა ფანჯარას მიაპყრო და ჰორიზონტში ჩაიკარგა. მასთან მივედი ხელები ზურგზე მოვხვიე და თავი კისერში ჩავრგე. არც კი გატოკებულა, თითქოს არც უგრძვნია ჩემი შეხება.
- მეგი.
- რა.
- რომ შემიყვარდე?
- უკვე გიყვარვარ.
- და შენ?
- მე არავინ მიყვარს ფროიდისა და საკუთარი თავის გარდა.
- რა პირდაპირი ხარ, გული მეტკინა. - დავიმანჭე და შიშველ ზურგზე ვაკოცე.
- უნდა ისწავლო ტკივილთან გამკლავება.
- უცნაურად ლაპარაკობ.
- როდის არ ვლაპარაკობ უცნაურად.
- ჩემთან ერთობი არა?
- ისევე როგორც შენ დანიელ, ისვე ვერთობი შენთან როგორც ყველა იმ ადამიანთან რომელთანაც სარეცელს ვიყოფ.
- მე უფრო მეტი მინდა. - მეგიმ როგორც იქნა მზერის ღირსი გამხადა. სახე ხელებში მოიქცია და თვალებში სიცივე შემომანათა.
- არც იფიქრო ჩემგან რამე მოითხოვო, გპირდები ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან, რომ გააზრებას ვერ მოასწრებ.
- რატომ ამირიე ცხოვრება?
- მე დაგანახე რაც გინდოდა, რაც შენში იყო. მე დაგაყენე ცხოვრების გზაზე, უფრო სწორად გაგიჩინე ცხოვრების სწორი მიზანი და ახლა შენ თავად უნდა შეძლო სადავე ხელში აიღო, ცხოვრება დაიმორჩილო და შენს თანამოაზრედ აქციო, ხვდები რას გეუბნები?
- ვერა.
- დანიელ. გაიზარდე! - დამიღრიალა მეგიმ და ჩაცმა დაიწყო.
- რა გემართება მეგი?
-კარგი დაჯექი. - სკამისკენ მიმითითა და მეც დავემორჩილე, ჩემ წინ მოთავსდა, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და საუბარი დაიწყო. - არ გაჭედო, პანიკა არ მოაწყო, მომისმინე და მშვიდად მიიღე ის რასაც ახლა გეტყვი სხვა შემთხვევაში მომიწევს ჩემი ცხოვრებიდან აგაორთქლო. გულწრფელად ვამბობ არ მინდა რომ აგაორთქლო.
- რის თქმას ცდილობ მეგი. - ვიგრძენი როგორ დამეძაბა სხეული.
- მე შენი ძმა არ მიყვარს, არც მომწონს მაგრამ ის ზუსტად ის არის ვინც მე მჭირდება, მე მას ცოლად მივყვები და დღეის შემდეგ მე და შენს შორის აღარაფერი აღარ მოხდება. - სხაპასხუპით მომაყარა ეს სიტყვები და ამოისუნთქა. - რამდენიმე წამს რეალობას სრულებით ვწყდები, ვერც ერთ კიდურს ვერ ვგრძნობ, ნელ-ნელა სხეული მიბუჟდება და გონებაშიც ათასი ფიქრი ერთად იწყებს ტრიალს. - რამეს იტყვი? - უხმოდ ვაცლი ხელებს, ზომბივით მივდივარ საწოლისკენ და დაყრილ ტანსაცმელს გაუაზრებლად ვიცმევ, გასასვლელისკენ ფეხარეული მივდივარ. - დანიელ! - მკლავში ხელს მავლებს მეგი.
- მოკეტე! - შუშისებრი თვალები შევანათე და უკან ისე დაიხია მგონი შევაშინე კიდეც.
- დანიელ ვისაუბროთ.
- არა! - ვამბობ და ნაბიჯი ისევ კარისკენ გადავდგი.
- ახლა თუ ამ კარში გახვალ, იცოდე უკან ვეღარ დაბრუნდები. - მესმის ზურგს უკან მეგის ხმა. არ ვუყურებ, აღარც მისი ხმა მესმის. ნაბიჯი გადავდგი და მისი მოჩვენება ზურგს უკან მოვიტოვე.
აწმყო
რეალობაში კარზე გაბმული ზარი მაბრუნებს. ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და კარის გასაღებად წავედი.
- აქ რას აკეთებ?
- ჩაიცვი, აი ბილეთი, ცოტა ხნით ქვეყნიდან წადი. ყველაფერზე ვიზრუნე, სასტუმრო უკვე დაგიჯავშნე, ქვემოთ მძღოლი გელოდება აეროპორტამდე მიგიყვანს.
- ლოლა.
- ნუ მეწინააღმდეგები დანიელ. წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში ჩამაგდე, ტელეფონზე ისეთი ზარები შემოდის ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები. ასე რომ გამომართვი ეს წყეული ბილეთი, დროზე ჩაიცვი და წადი.
- არ წავალ.
- წახვალ.
- მე ვთქვი არ წავალ და მორჩა... - კიბეებზე ფეხის ბრახაბრუხის ხმა ისმის და გააზრებას ვერ ვასწრებ ის მხვდება სახეში ჩემი ძმის მოქნეული მუჭი.
- ასე როგორ მომექეცი. ნაბი/ვარო ავადმყოფო.
- შენ საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებ ჩემ სახლში? - ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელის გულით შევიმშრალე.
- ხვდები მაინც რა გააკეთე? ხვდები მაინც შენი ავადმყოფური წარმოსახვის გამო რამხელა ზიანი მომაყენე?
- შენ თუ ხვდები დამპალო რომ ცხოვრების სიყვარული წამართვი?
- ნაბო/ზარო ის ჩემი ცოლია შენ კი მთელი ეს დრო თურმე მასზე ან/რევ.
- ეს მან გითხრა? - დაგუბებული სისხლი გადმოვაფურთხე და ზიზღით გავხედე წლების უნახავ ძმას. საკუთარი ხმის სარკაზმა გაგამხიარულა.
- რის მიღწევას ცდილობ დანიელ? ყველაფერი გაქვს, რა არ გასვენებ? რატომ ინგრევ ან საკუთარ ცხოვრებას, ან სხვებს ვინც შევძელით ცხოვრებასთან ზავის დადება და გზის გაგრძლება, შენი პატივმყოვარეობის გამო რატომ გვანგრევ თავზე ყოველივეს.
- ყ/ეზე შენი მონოლოგი, წლებია არ გამოჩენილხარ, ახლა რა გინდა? ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ შეძლებთ შემაჩეროთ, თითოეულ თქვენგანს დედას მოგიტყ/ავთ. ბოლოსდაბოლოს იქნებ დაინახო რომ ეგ შენი ცოლი არც ისეთი ანგელოზია როგორიც გგონია.
- აღარ გაბედო მასთან მიახლოვება თორემ დავიკიდებ რომ ერთი სისხლი გვაქს და საკუთარი ხელით გამოგჭრი ყელს.
- არ გადარდებს რომ ჩემთან იწვა?
- მისი წარსული, წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიყვარს და არ მაინტერესებს არაფერი.
- ასეთი რა გაგიკეთა?
- ავადმყოფი ხარ, არ იფიქრე დედას რა მოუვა ამას რომ გაიგებს, ან ჩემ შვილს როგორ იმეტებ ასეთი მომავლისთვის, როგორ მიიღებს იმას რომ დედამისი მის ბიძასთან იწვა. გაფრთხილებ აღასდროს აღარ მიეკარო.
- აქედან გაეთრიე. - ვიღრილაე და ხელის კვრით გავაგდე ლევანი სახლიდან.
- დალევ? - მეკითხება ლოლა და სამზარეულოში გადის.
- ჰო დავლევ. ამ ყველაფერს ფხიზელ გონებაზე ვერ გავუძლებ.
- მგონი ვერც მე. - ღიმილით მომაწოდა ლოლამ ვისკის ჭიქა.
-ერთი ჭიქით ვერ გამოისყიდი დანიელ. - მეღიმება და ჭიქას ვუვსებ. - რას აპირებ? -მეკითხება ლოლა და პასუხის მოლოდინში თითებს ნერვულად ისრესს.
- შენ ძალიან ემოციურად მიუდექი ამ ყველაფერს, ყველა რატომ ფიქრობთ, რომ ეს გამოფენა ჩემი კარიერის დასასრულია? თუ ჩემი თაყვანისმცემლები ამ ნახატებს არ მიიღებს გამოდის ამდენი ტყუილად მიშრომია, სიმართლე გითხრა გული დამწყდება თუ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის.
- რატომ ხარ ასეთი მშვიდი.
- კარგი ფსიქოლოგი მყავდა. - ვამბობ და სიგარეტს ვუკიდებ.
- როგორია ის?
- ზუსტად ისეთი როგორიც ჩემ მიერ დახატული ყველა ქალი.
- გიყვარდა?
- ეს უბრალო სიყვარული არ არის ლოლა, ეს ინტერესია, ლტოლვა, ძიება, ვნება.
- რატომ ის.
- მე მასში საკუთარი ამორალობა მიყვარდა.
- გთხოვ ნუ იმეორებ. - ტუჩები დაპრუწა ლოლამ.
- რატომ?
- შეშლილი ხარ.
- როგორ არ იქნები შეშლილი იმ სამყაროში რომლის არც ერთ წესსა თუ კანონს არ იზიარებ და ემორჩილები.
- მე მაინც ვნერვიულობ შენ თაყვანისმცემლებზე..
- მეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ სკანდალი მალე ჩაცხრება.
- მომიყევი რამე მის შესახებ.
წარსული

იმ დღის შემდეგ რაც მეგიმ თავისი გათხოვების შესახებ გამომიცხადა ჩემი ემოციები სადღაც გაფრინდა. ასე უბრალოდ ყოველგავარი ცრემლისა და ისტერიკის გარეშე სხეულის ყველა უჯრედი გაარღვია და გადაიკარგა. ჩემში სერიოზული ცვლილება მოხდა მაგრამ ეს არ იყო დეპრესია, იმედგაცრუება ან რამე მსგავსი. ეს იყო სიცივე, სიბნელე, სოციუმის სიძულვილი და მარტო ყოფნის გაუსაძლისი სურვილი. სახლიდან დიდი ხნის წინ წამოვედი რადგან აღარ შემეძლო ჩემი ძმის ყურება. მას მერე ბევრმა წელმა გაიარა. მეგი მართლა გაყვა ჩემ ძმას. მე მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. ერთ დღეში, ერთ წუთში, ერთი განცხადების გაკეთების გამო მეგი სამუდამოდ ამოვიღე გონებიდან. საკუთარი თავისთვის მასზე ფიქრი არასოდეს ამიკრძალავს თუმცა მასზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ ვფიქრობდი. იმ დღის შემდეგ ცხოვრების სტილი შევიცვალე. სარკაზმი დავიმეგობრე და ადამიანების სუსტი წერტილებით სულის დამშვიდებას მივყავი ხელი, ან ვკითხულობდი, ან ვხატავდი, ან უბრალოდ გონების დაკარგვამდე ვსვამდი, მეგიზე არ ვფიქრობდი, მასზე არასოდეს არ ვფიქრობდი... ჩემი ნახატები ასე თუ ისე ნორმალურად იყიდებოდა, ხალხმა შეიყვარა როგორც ჩემი ნახატები ასევე თავად მე... ახლა კი ველი განაჩენს ზუსტად იმ ხალხისგან ვინც ერთხელ უკვე ამიყვანა მწვერვალზე და ხოტბა შემასხა ჩემ მიერ შექმნილი ნახატების გამო.
მეგის, გათხოვებიდან სამი წლის თავზე, სრულიად შემთხვევით შევეფეთე ქუჩაში. მახსოვს ღიმილი, აი ის ღიმილი, ირონიული, ცივი. მახსოვს ამდენი ხნის საგულდაგულოდ შეფუთული ემოცია ყელში როგორ მომაჯდა და წარნოდგენა არ მაქვს სად ვიპოვე ჩემში იმხელა ძალა, რომ გარეთ გამოსვლის საშუალება არ მიმეცა.
- გამარჯობა დანიელ.
- გამარჯობა.
- ეს მათეა. ჩემი შვილი. შენი ძმის შვილი.
- საყვარელია, ჩემ ძმას ჰგავს.
- კარგად გამოიყურები.
- შენც.
- ყავა ხომ არ დაგველია?
- ყავა? - პირველად მესმოდა მისგან ყავა ხომ არ დაგველია, ძირითადად ვისკი ან ღვინო იყო ჩვენი მეგზური.
- ან შენ რაც გსურს დანიელ.
- კარგი დავლიოთ ყავა. - ის იღიმის ზუსტად ისე იღიმის, როგორც ყოველთვის როდესაც რაღაცაზე მითანხმებდა.
აწმყო

- და ამდენი ხნის მერე ასე უბრალოდ ყოველგავრი კონცერტის გარეშე დაეთანხმე, რომ ყავას დალევდი მასთან ერთად?
- შენ მას არ იცნობ ლოლა.
- არც მაქვს სურვილი. - პირჯვარი გადაიწერა ლოლამ და ისევ სმენად იქცა.
წარსული

- როგორ ხარ? - მეკითხება მეგი და ყავას სვამს.
- შენ?
- შესანიშნავად. - უცნაურად იღიმის. თითქოს იგივე თვალები აქვს მაგრამ ის ჩემთვის კარგად ნაცნობი სხივი აკლია.
- შეცვლილი ხარ.
- შენც.
- მეუღლე... ჩემი ძმა? - კბილებში ძლივს გამოვცერი სიტყვა „ძმა“
- კარგად არის. - მაწყვეტინებს და ღიმილს მანათებს. - ხატვის ამბები როგორ მიდის?
- ნორმალურად.
- რამდენი დრო გავიდა.
- სამი წელი. - მოვუჭერი მოკლედ და სიგარეტს მოვუკიდე.
- ისევ ბრაზობ?
- რაზე?
- რაც მოხდა იმაზე.
- რაზე მეგი იმაზე, რომ ჩემი სხეულიც და ტვინიც კარგად ი*მარე და მიაგდე? თუ იმაზე, რომ ბოლოს ფეხი დაკარი და გათხოვდი თანაც ჩემ ძმაზე.
- შენ არც ერთ შემთხვევაში არ შეგიჩერებივარ. - გაიღიმა მეგიმ.
- მოკეტე.
- ჩუმად ვარ.
- ასე ნუ იღიმი.
- ისევ ის ბავშვი ხარ დანიელ.
- შენ კი ისევ ის ამორალური არსება რომლის ზუსტ სახელსაც ვერაფრით მივაგენი.
- შენ კი ისევ ამ ამორალურ ადამიანზე შეყვარებული. - თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა. - ასე ჯობს, ამბობს მეგი კიდევ ერთი გამარჯვებით კმაყოფილი.
აწმყო

- ამ გოგოს სიამოვმებით გავგუდავდი. - ბრაზით მაწყვეტინებს ლოლა საუბარს.
- რატომ?
- არ შეიძლება ადამიანის გრძნობებით ასე თამაში.
- ჰო არ შეიძლება. - სიგარეტს ღრმა ნაფაზი დავარტყი და თავი უკან გადავაგდე.
- ეს ახალია? მოლბერტისკენ მითითებს ლოლა.
- კი. - ვპასუხობ თვალებდახუჭული, ლოლა ნახატისკენ მიდის და ხელით ეხება.
- ჯერ ისევ სხველია.
- წუხელ მეგი აქ იყო. - მზერა გავუყარე ამ უკანასკნელს.
- რა? ისევ? მასთან? აუ დანიელ კარგი რა.
- მასთან არაფერი მქონია.
- არ მჯერა.
- შენი ნებაა. - გავუღიმე და ვისკი მოვსვი. კარზე ზარი გაისმა და ლოლამაც შიშნარევი მზერა შემომანათა.
- ვინმეს ელოდები?
- არა. - კარის გასაღებად მივდივარ.
- შეიძლება? - კითხულობს თავჩახრილი სალი და პირსახოცში გახვეულ სხეულზე ხარბად მაკვირდება. კარს უფრო ღრმად ვაღებ და უსიტყვოდ ვატარებ. - დანიელ მაპატიე რა. - ტუჩები დაპრუწა სალიმ.
- მარტო არ ვარ სალი.
- ის, ის, ის აქ არის არა? - წამში აილეწა მისი მშვიდი სახე და საძინებელში გიჟივით შევარდა.
- ღმერთო მართლა ძალიან ბავშვი ხარ სალი. ჩემთან ლოლაა, სამზარეულოშია.
- ახლა ლოლასთან წევხარ? მკლავებში მწვდა ეს უკანასკნელი. სახეზე ჯერ გაოცება ამესახა, მერე თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმით ავხარხარდი.
- რამდენჯერ გითხარი, რომ ამ ბავშვისგან თავი შორს დაგეჭირა. - ღიმილით ჩაგვიარა ლოლამ და კარიც გაიხურა.
- დამშვიდდი? - სალიმ უკან დაიხია. - ლოლა ჩემი გემოვნების არ არის. - ენა გამოვუყავი სალის და სამზარეულოში გავედი, ისიც უკან მომყვა. - წუხელ გირეკავდი.
- ვიცი მაპატიე.
- სად იყავი?
- არ ვიცოდი რა გამაკეთებინა.
- რატომ?
- დანიელ საშინლად მოგექეცი ჯერ იმ განცხადებით, მერე სახლში მოსვლაზე უარი გითხარი.
- იცი მე და შენს შორის რა განსხვავებაა სალი?
-რა?
- შენ ისევ ბავშვი ხარ.
- დანიელ.
- მე კი ზრდასრული კაცი, რომელსაც შენ ვერც ვერასდროს გააკონტროლებ და ვერ დაეწევი. მეგი იყო წუხელ ჩემთან. მოგწონს? გუშინ დავხატე. - ბოლომდე ვეცადე მის განადგურებას და ნახატზე მივუთითე.
- დანიელ. - სახეზე ალმური მოედო სალის.
- დალევ? - აჰ დამავიწყდა შენ ხომ ბავშვი ხარ. - გავუღიმე და წამში აღმოვჩნდი მის მკლავებში მოქცეული. ხარბად დაეწაფა ჩემ სხეულს, პირსახოცი შემომაცალა ერთი წამით არ გამიწევია წინააღმდეგობა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ანალოგიურად მექცეოდა ყოველთვის მეგი, მეც და ისიც ადამიანების გრძნობებისა და ემოციების მანიპულირებით ვიღებდით სიამოვნებას. ამიტომაც ვგრძნობდით ერთად თავს ასე კარგად...
6
- დაკმაყოფილდი? - ვეკითხები ჩემ მკერდზე გათხლეშილ სალის.
- დანიელ მიყვარხარ. - სხეულზე მის ცრემლს ვგრძნობ.
- ვიცი. - ვამბობ და თმაზე ვეფერები. - გაგივლის.
- სიყვარული როგორ გამივლის? - სევდიან მზერას მაპყრობს სალი, მის ვნებიან ტუჩებს ვეხები.
- მე ის არ ვარ ვინც შენ უნდა გიყვარდეს.
- და თუ უკვე მიყვარხარ?
- მე მონსტრი ვარ.
- მე მონსტრზე შეყვარებული. - იღიმის სალი და ტუჩებში მკოცნის. - რაო მეგიმ?
- ისეთი არაფერი, წამოვდექი, საძინებელში შევედი, ჩავიცვი და უკანვე გამოვბრუნდი. სალი სავარძელში გაშოტილი ყველა ჩემ მოძრაობას ხარბად აკვირდება. მერე საცვალი ჩაიცვა, მაგიდაზე შემოჯდა და თვალებში მომაშტერდა.
- რამე მომიყევი მის შესახებ.
- არ გინდა სალი.
- მინდა. - ამბობს და მოსასმენად ემზადება.
წარსული

სახლში მისულმა ვიგრძენი სამი წლის მანძილზე საგულდაგულოდ დავრცხნილი ემოციები, რომ საშინლად არეული მქონდა. ოთახში ბოლთას ვცემდი და გულს დამშვიდება ვერაფრით ვაიძულე. მეგიმ ბარში ყოფნისას განმიცხადა, რომ ამერეკაში გადადის ოჯახთან ერთად. ამ ფაქტმა იმაზე მეტად მომიღო ბოლო ვიდრე ველოდი. ნეტავ სულ არ მენახა მაშინ ხომ არც ვიდარდებდი მის გამგზავრებას. სახლში წინ და უკან სიარულში ვიყავი გართული როცა დაუპატიჟებლად მომადგა ეს უკანასკნელი. როდესაც კარში ასვეტებული მისი სიფრიფანა სხეული დავინახე ათასმა გრძნობამ ერთიანად გამანადგურა.
- გამოგყევი. ისე ვერ წავიდოდი. - ამბობს და მკოცნის. არც ერთი წამით წინააღმდეგობას არ ვუწევ. პირიქით მის ვნებას საკუთარს ვუერთებ და ის ისევ ჩემს სარეცელს იყოფს. - ხომ კარგად იქნები? - მეკითხება ჩემ გვერდით მწოლიარე მეგი. ხმას არ ვცემ. - ვიცი რომ კარგად იქნები დანიელ, შენ ძლიერი ხარ, იმაზე ძლიერი ვიდრე ფიქრობ. - ხმას ისევ არ ვიღებ. - არაფერს მეტყვი?
- კეთილი მგზავრობა მეგი. - ვამბობ და ჩაცმას ვიწყებ.
- სულ ეს არის?
- ჰო.
- კარგი. როგორც გინდა. - ამბობს ღიმილით, იცმევს და გასასვლელად ემზადება. -მართლა არაფერი გაქვს სათმელი დანიელ?
- უკვე აღარ. - მეგიმ ერთხელ კიდევ შემავლო მზერა და გაუჩინარდა. მისი გასვლიდან ორ წუთში ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლმა თვალები, არ შევეწინააღმდეგე. ამჯერად უფლება მივეცი დღის შუქით ტკბობის ნეტარება შეეგრძნო. მე რას ვრძნობდი? არაფერს, ისევ არაფერს, მხოლოდ სიცივეს და სიბნელეს...
აწმყო

- ყოველივე იმის შემდეგ რაც მის გამო გამოიარე როგორ შეგიძლია ისევ მისცე შენ ცხოვრებაში ხელების ფათურის უფლება? - ცრემლიანი თვალებით მომაშტერდა სალი.
- იქნებ მინდა და ამიტომ ვაძლევ უფლებას.
- არ გეყო ტკივილი და იმედგაცრუება?
- შენ ამას ვერ გაიგებ სალი.
- ხო რა თქმა უნდა, ვერ გავიგებ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და მზერა ჰორიზონტში გაუშეშდა. ტელეფონის ეკრანს დავხედე.
- არ გინდა საღამოს გესტუმრო? - მწერს მეგი.
- შენ გინდა?
- კითხვას ნუ აიგნორებ.
- მინდა.
- მაშინ მოვალ. - ეკრანიდან მზერა სალიზე გადავიტანე. ვუყურებდი მის გულწრფელ ემოციებს, რომლებიც ასე მკაფიოდ ეტყობოდა სახეზე და გულში რაღაც უჩვეულო ჩხვლეტა ვიგრძენი, ეს ალბათ სინდისის ქენჯნაა გავიფიქრე ჩემთვის.
- სალი.
- უკვე მივდივარ დანიელ. - ამბობს სალი და ტანსაცმელს იცმევს. სახლიდან დაუმშვიდობებლად გადის და კარსაც ხმაურით იჯახუნებს. ისე ამოვისუნთქე მგონი მთელი ემოციები ამოვანთხიე.
- რა გჭირს დანიელ? შევუღრინე საკუთარ თავს.
- იცი რაც. - ამომძახა შინაგანმა ხმამ. თავი ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე.

ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ როგორც იქნა ჩამეძინა და სწორეს ამ დროს მოვიდა მეგი.
- გეძინა?
- ახლახანს ჩანეძინა, შემოდი.
- როგორ ხარ?
- კარგად.
- ბოდიში მინდა მოგიხადო.
- რისთვის?
- დილანდელისთვის. - ერთი წამით დავიჯერე კიდეც მისი ბოდიში თუმცა მალევე გამახსენდა, რომ ის ბოდიშს არასრდოს იხდის და მივხვდი, რომ ეს მისი მხრიდან, მორიგი ფანდი იყო. - იცი დანიელ ძალიან გინდა ხოლმე რაღაცები დამიმალო მაგრამ არაფრით არ გამოგდის. - გამიღიმა და სავარძელში ჩაეშვა.
- ეს იმიტომ, რომ კარგად მიცნობ.
- არა, უბრალოდ მაძლევ შენი გაშიფვრის უფლებას.
- იქნებ მომწონს რომ მშიფრავ.
- იქნებ დროა შემეწინააღმდეგო.
- ჯერ არა, ახლა არა. - ვამბობ და მასთან მივდივარ. ის იღიმის ისევ ისე, ირონიული ღიმილით მბურღაბს და მე მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური მხარე უკვე სრულიად განადგურებულია, ამას ვხვდები, ვიაზრებ, ამას მეგიც ხვდება. მის წინ ვჩერდები. მის სახეს მუჭში ვიქცევ და ვკოცნი, ის რა თქმა უნდა არ მეწინააღმდეგება...
საწოლის სხვა და სხვა მხარეს ვიწექით და ერთმანეთს, როგორც ყოველთვის ახლაც უსიტყვოდ ვუცქერდით, სიგარეტის კვამლში გახვეული მეგი კიდევ უფრო იდუმალი და მრავლისმთქმელი მეჩვენა ვიდრე აქამდე.
- რაზე ფიქრობ?
- არაფერზე.
- სულ არაფერზე?
- არა.
- არ გაწუხებს ის, რომ ქმარს უღალატე? - მის სახეზე ღიმილმა გადაირბინა და სანამ პასუხი დამიბრუნა მყუდროება ფანჯრის ჩატეხვის ხმამ დააღვია და საძინებელში შემოყრილი მინის ნამსხვრევები თავზე დაგვეყარა. - რა ჯანდაბაა. - დავიყვირე და საწოლიდან წამოვხტი. მეგი მშვიდად ადგა და საძინებლის უკანა მხარეს გადაინაცვლა.
- სკანდალი იწყება დანიელ. მოემზადე. - ამბობს ჩვეული სიმშვიდით, ფრთხილად მივდივარ ფანჯარასთან და ფარდის უკნიდან თვალყურს ვადევნებ ქვემოთ გამართულ სცენას.
- გამოდი საზიზღარო და შენი საყვარელიც გამოათრიე. - ყვირის ერთ-ერთი მათგანი და ისევ ქვას ისვრის.
- პოლიციაში დავრეკავ. - ისევ ჩვეული სიმშვიდით ამბობს მეგი და ტელეფონს იღებს.
- სულ გააფრინეს?
- მე ხომ გაგაფრთხილე. - ამბობს მეგი. ტელეფონს დავწვდი და ლოლას ნომერი ავკრიფე.
- ვიცი. გზაში ვარ. - მესმის ყურმილს მიღმა მისი დაზაფრული ხმა. მერე მზერა მეგიზე გადავიტანე, რომელიც ძალიან მშვიდად იცმევდა ტანსაცმელს.
- მიდიხარ?
- სად? ვერც მარტო დაგტოვებ და რომც მინდოდეს ამათ თავი როგორ უნდა დავაღწიო.
- ჩემზე ბრაზობ?
- სიმართლე გითხრა არა, მეც იგივეს გავაკეთებდი რაც შენ გააკეთე. - სახეზე ღიმილმა გადამირბინა. სწორედ ამ დროს კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი წინადადება გაისმა ქვემოდან და კეფაში ნასროლი ქვა მხვდება. თვალს მიბნელდება და იქვე ვეცემი.

თვალს ვახელ და თავზე წამომდგარ მეგისა და ლოლას მზერას ვეჩეხები.
- როგორც იქნა. - აღმოხდა ლოლას და წამოჯდომაში დამეხმარა. - ახლა მაინც დამიჯერე და წადი დანიელ ქვეყნიდან. - შემევედრა ეს უკანასკნელი.
- არ წავა. - ჩემს ნაცვლად პასუხობს მეგი.
- შენ არავინ გეკითხება. - შეუბღვირა ლოლამ.
- მას ჩემზე უკეთ არ იცნობ, შესაბამისად მე უკეთ ვიცი წავა თუ არა.
- ორივე გაჩუმდით! - მემორჩილებიან. - მინდა რომ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შემახვედრო. - მივუბრუნდი ლოლას და მისი დაზაფრული თვალებიც წამიერად კიდევ მეტად აალდნენ.
- შენ ხომ არ აფრევ დანიელ.
- არა.
- სწორს ამბობს. - საუბარში ერთვება მეგი.
- მართლა საზიზღარი ადამიანი ხარ ხარ, გინდა რომ დაღუპო არა?
- კარგი რა ლოლა. - მის დამშვიდებას ვეცადე მაგრამ ეს უკანაკნელი ისე იყო წყობიდან გამოსული ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ სურდა.
- მოაწყე შეხვედრა. მეც მასთან ერთად მოვდივარ. - ამბობს მეგი და სიგარეტს უკიდებს.
ლოლა ჯერ მთლიანად თეთრდება მერე კი ხარხარს იწყებს.
- თქვენ სულ გააფრინეთ ხო? რა გინდათ რომ საზოგადოება სულ შეშალოთ?
- მეგი შენი წამოსვლა არც მე მინდა.
- მე მინდა დანიელ.
- ეს ჩემი ცხოვრებაა და შენ მასში არაფერი გესაქმება.
- ნუთუ? - გაიღიმა მეგიმ და აივნისკენ დაიძრა.
- რას აკეთებ? - გიჟივით წამოვხტი საწოლიდან მაგრამ ის უკვე აივნაზე იდგა და ქვემოთ შეკრებილ საზოგადოებას ზუსტად ისეთივე ირონიით უცქერდა, როგორც მე და საერთოდ ყველას.
- აი ისიც.
- უპრინციპო ნაბო/არი.
- შეშლილი.
- ავადმყოფი. - ერთი ჩოჩქოლი ატყდა ეზოში. - მეგი ისევ სარკაზმით სავსე თვალებით უცქერდა თითოეულ მათგანს.
- შემოდი გთხოვ. - შევევედრე მის ზურგს უკან უმწეოდ ატუზული. მოულოდნელად ხელი დამავლო და გარეთ გასვლა მაიძულა. წამით ყველა ისუსება და მე უკვე გონებას ვკარგავ.
- ხომ გინდოდა სკანდალი? ხოდა მიიღე. - ამბობს მეგი, ჩემ სახეს ხელებში იქცევს და მკოცნის. ეზოს წამიერი სიჩუმე საბნად ეფარება, სიჩუმეს კი გინება და ქვების სროლა მოჰყვა. ლოლამ ორივე შიგნით შეგვათრია. ამ ყველაფრით სრული შოკი განვიცადე, ყბა ისე მიკანკალებდა სიტვის თქმასაც ვერ ვახერხეbდი. ლოლა მეგის ისე ბურღვადა ცოტაც და ყელს გამოჭრიდა, ის კი ისევ ისე თვითკმაყოფილი მიცქერდა და კიდევ ერთ გამარჯვებას გულში ზეიმობდა.
- ავადმყოფი ხარ.
- ის მიიღე რაც გინდოდა. შეგვიძლია მთელი ცხოვრება აქ გამოკეტილებმა გავატაროთ. შენ ხომ მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდი? - იღიმის მეგი და სამზარეულოში ვისკის დასასხმელად გადის.
- მართლა შეშლილია. - გაურკვევლად ბუტბუტებს ლოლა. - ახლა აღარაფერი გეშველება, შენი პირადიც ისევე დაასამარე როგორც კარიერა, ამაზე თავიდანვე როგორ არ იფიქრე?
- გთხოვ გაჩუმდი და რამე იღონე რომ ეს ხალხი აქედან მოშორდეს.
- უკვე იშლებიან დანიელ, სადარბაზოსთან დაცვა დავაყენე, ვერავინ შეგეხება მაგრამ გიღირდა ეს ყოველივე ამის ფასად?
- ზუსტად ვიცოდი, რომ საზოგადოება ორად გაიყოფოდა, მე ის უფრო მაინტერესებს სად არის ის მეორე მხარე.
- ვინ მეორე მხარე? შენ ამის ისევ გჯერა?
- დარწმუნებულიც კი ვარ.
- მგონი ჭკუიდან იშლები.
- დამიჯერე ასე იქნება. - ფარდა ოდნავ გადავწიე და სულიც დამშვიდდა რადგან „მომიტინგეები“ უკვე დაშლილიყვნენ. - დახმარებისთვის მადლობა შეგიძლია წახვიდე, მასთან ანაგარიში მაქვს გასასწორებელი.
- რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი.
- თავს გაუფთხილდი რა და თუ კიდევ რამე მოხდა დამირეკე.
- მადლობა ლოლა. - ლოლამ მოსახური აიღო და გაუჩინარდა. - მეგი! - ვყვირი მისი გასვლის შემდეგ.
- რა? - ჩვეული ირონიით მპასუხობს ეს უკანასკნელი.
- მოგკლავ.
- რას ელოდები? - უკვე ზურგს უკან მესმის მისი ხმა და მთელი სხეული მიცახცახებს, შებრუნებას და მისთვის თვალის გასწორებას ვერაფრით ვერ ვბედავ. - მიდი. ჩურჩულებს ჩემ ყურთან. მისკენ ვტრიალდები მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებ, ადგილზე ვშეშდები და მის ხელში აღმართულ სამზარეულოს დანაზე მიშეშდება თვალი. - მეგი.
- რა?
- ეგ რად გინდა?
- მე არა შენ გინდა, შენ ხომ ეს გინდა დანიელ? - უკვე შემოსასვლელ კარს ავეკარი და ყელში მომჯდარი ცრემლი ვერ შევიკავე. - სუსტი ხარ დანიელ, სუსტი, უსუსური, უბადრუკი, სურვილების კონტროლი არ შეგიძლია, მიდი რას ელოდები აიღე ეს წყეული დანა და დამარტყი, შენ ხომ ეს გინდა?!
- მეგი გთხოვ გაწიე დანა. - სახეზე ავიფარე ხელები. მის გვერდით გატარებული ყოველი წამი საკუთარ სილაჩრეში უფრო და უფრო მეტად მარწმუნებდა.
- დროზე, სანამ გადავიფიქრე, ისევ მე გეხმარები იმაში რაც გსურს, მთელი ცხოვრება დაგათრევ, დამარტყი დანიელ, იცოდე დაგასწრებ და ამას თავად გავაკეთებ. დროზე! - ღრიალებს მისთვის შეუფერებელი არამიწიერი ხმით.
- მოკეტე. - დავიღრიალე ხელები მოვხვიე და ვნებით დავეწაფე მის ტუჩებს.
- გულისამრევად უსუსური ხარ. - ჩემი მკლავებიდან თავი დააღწია, კარი გააღო და ისევ ისე გაუჩინარდა როგორც ყოველთვის.


დიდხანს ვიჯექი ფეხმორთხმით, სივრცეში მზერა გაყინული, ისევ სიცივე, სიბნელე, არანაირი გრძნობები და ემოციები, ისევ სადღაც გაქრა ჩემში არსებული ყოველი გრძნობა. მფარველი ანგელოზი ამაოდ მოვიძიე, ის ისე ღრმად შემიძვრა გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში, რომ ხმაც კი ვერ მივაწვდინე, სხეული ავათრიე, წყალი გადავივლე, კარადა გამოვაღე, ის ზედა მოვძებნე რომელსაც მაშინ ვიცმევდი, როდესაც სოციუმს გავურბოდი, თავზე კაპიშონი წამოვიფარე და ჩემთვის სადარაჯოდ მდგარ დაცვასაც ისე ავუარე გვერდი, რომ ვერც კი შემნიშნა. უკვე შებინდებული იყო. ღრმად ამოვისუნთე და თბილისის ქუჩებს ფეხით ჩავუყევი. ვფიქრობდი-არაფერზე. -ვგრძნობდი-არაფერს. მსურდა-არაფერი. ეს მდგომარება მომწონდა, ჩემი ფიქრები სადღაც, რომ გაფრინდნენ და მხოლოდ ცარიელი სხეული რომ დამიტოვეს, ყოველგვარი ეიფორიისა და შეგრძენებების გარეშე დამტოვეს, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე.
- მშვენიერია. - გავიფიქრე და კიდევ ერთხელ მოვქაჩე.
- დამარტყი თორემ ამას მე გავაკეთებ. - ჩამესმა ყურში მეგის სიტყვები და მაშინვე ამაკანკალა. მერე ფიქრმა წამიღო, იმაზე დავფიქრდი მართლა რომ დამერტყა, სინამდვილეში ხომ იმ მომენტში მზად ვიყავი მისი სხეულიდან საკუთარი ხელებით გამომეღო მთელი შიგნეული, ფიქრების განდევნის მიზნით კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე. თავში სინქრონულად გამიელვა წარსულის კადრებმა, ზომბივით ავდექი და მტკვრის სანაპიროსკენ დავიძარი.
***
- გამარჯობა. - მეუბნება მეგი და ცდილობს მტკვარში გადასახტომად მომზადებული ჩემი სხეული ხიდიდან ღიმილით ჩამოხსნას. მის მისალმებას უპასუხოდ ვტოვებ და მზერა წყლის ზედაპირზე გადამაქვს. - დანიელ.
- თავის მო/ვლას არ აპირებ მეგი.
- ვიცი.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
- ვოცოდი რომ იცოდი. - ამბობს ღიმილით და ისიც ხიდზე გადმოდის.
- რას აკეთებ?
- სულ მაინტერესებდა რატომ გიყვარს აქ დგომა და წყლის ყურება. ერთმანეთს ვუცქერთ და ცქერა ღიმილში გადაგვდის.
- შეშლილი ხარ.
- არც შენ ხარ დალაგებული.
- შენთვის რომ ყელი გამომეჭრა არ შეგეშინდა?
- ჯერ არ ხარ მზად ამისთვის.
- ღმერთო რა იდიოტი ხარ მეგი.
- მართლა არ ხარ დანიელ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ დადგება დრო როდესაც ამას სიამოვნებით გააკეთებ.
- რას ბოდავ?
- გინდა გადავხტეთ?
- არა.
- არც მე. მაშინ წამოდი დავლიოთ.

- რას გრძნობ ჩემ მიმართ დანიელ?
- ინტერესს.
- მხოლოდ?
- შენ რას გრძნობ ჩემ მიმართ?
- იგივეს რასაც შენ.
- ანუ გეზიზღები?
- კი.
- რატომ?
- იმ ინტერესის გამო მეზიზღები რასაც ჩემში იწვევ.
- ხო ნაცნობია.
- ამერიკაში ვბრუნდები.
- ვიცი.
- ვიცი რომ იცი.
- როცა ისევ გაუჩინარებას აპირებ იმ დღეს ყოველთვის ჩემთან მოდიხარ. ხვალ მიდიხარ?
- ხო.
- ბედნიერი მგზავრობა. - გავუღიმე მეგის და ვისკი მოვსვი.
- ხომ კარგად იქნები?
- ისტორია მეორდება ხვდები?
- ეს ის ისტორიაა რომელიც მუდამ წრეზე ივლის დანიელ.
- ვიცი და არ ვეწინააღმდეგები.
- არც უნდა შეეწინააღმდეგო.
- მომენატრები.
- ვიცი.
- მიყვარხარ.
- ვიცი.
- ვერ გიტან მეგი. - ვიღიმი და თვალს ვუკრავ.
- მეც მიყვარხარ დანიელ. ამბობს და მკოცნის.
- კახ*პა. - მომესმა ბარის შუაგულიდან და წამიერმა სიბრაზემ მთელი სხეული ამიფექთა.
- შეეშვი. სწორად მიდიხარ, კარგი გათვლა გქონდა, შესანიშნავად დაიწყე და მე რომ არა არც მოპოვებულ სიმშვიდეს დაკარგავდი. შენ მშვენივრად იცი, რომ შენი ნახატები საოცარ აღიარებას მოიპოვებს, ეს მეც ვიცი. ხოდა დაჯექი და შედეგს მშვიდად დაელოდე, სკანდალი მალე ჩაცხრება, საზოგადოება რომელიც ახლა შოკშია შენი განცხადების გამო, გონს მალე მოეგება. მიხვდებიან, რომ შენი პირადი შენი პირადია და რომ მათთვის ისევ ის საყვარელი მხატვარი ხარ რომელიც ამ ამბის გამოაშკარავებამდე იყავი. შენ ხომ იცი რომ ესე იქნება დანიელ?
- ვიცი.
- მაშინ უბრალოდ მშვიდად დავლიოთ.
- მეგი.
- რა?
- მინდა რომ ამჯერად მართლა დაგხატო.
- ველოდი ამას. - ჩვეული ირონიით იღიმის მეგი. - კარგი ამბობს და ფეხზე დგება. -შენთან წავიდეთ...

***
ის ღამე ჩემთან გაატარა, მეორე დილით თვალი გავახილე და საწოლზე დატოვებული ბარათი ხელის კანკალით გავხსენი.
(არ გაგაღვიძე, არ მიყვარს დამშვიდობება. მე დავბრუნდები, შენ ხომ იცი ეს დანიელ?
პ.ს... მადლობა ნახატისთვის). საწოლზე მშვიდად მივესვენე და თვალები დავხუჭე.
სიცივეში ვუჩინარდები, ირგვლივ სიბნელე ისადგურებს. ყველაფერი მეორდება, მეგი მართალია ეს არის ისტორია, რომელიც წრეზე ბრუნავს და ჰო ის ისევ დაბრუნდება, დაბრუნდება და არევს ყველაფერ იმას, რასაც ყოველ დღე, ყოველ წუთს და წამს ვალაგებ. მე კი ისევ არაფერს ვეცდები ამის თავიდან ასაცილებლად. მე მომწონს ის არეულობა, რაც მას ჩემ ცხოვრებაში შემოაქვს, მომწონს და ამიტომაც არ ვეწინააღმდეგები. ის ჩემი ამორალური მხარეა და მას მანამ ვერ დავამცხებ სანამ თავად არ მოვინდომებ, რომ დავამარცხო. ახლა კი ზუსტად ვიცი მისი დამარცხება კი არა მასთან სიგიჟის გაყოფა მინდა, ვგიჟდები მასთამ ფსიგოლოგიურ თამაშებზე. ის ჩემშია, მე მასში და ორივე ერთად ვქმნით სწორედ იმ რეალობას რაც ასე მიუღებელია ჩვენი სოციუმისთვის. აზრები მონოტორულად დარბიან გონებაში. ტელეფონს ვიღებ, ლოლას ნომერს ვკრეფ და როგორღაც ვითანხმებ, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრა მომიწყოს. საკუთარი სურვილის გატანით ვბედნიერდები და საღამოსთვის თავის მოწესრიგებას ვიწყებ. მეგი უკვე წავიდა, როგორც ყოველთვის წავიდა და სანამ ისევ დაბრუნებულა და ჩემში ჩემივე ნებარდვით შემოსულა აწეწილი კარიერა უნდა დავალაგო. საზოგადოება უნდა ვაიძულო, რომ მომისმინონ და თუ ამის შემდეგ ისევ ჩემ განსჯას გადაწყვეტენ მაშინ ჩავთვლი, რომ არსებითი მნიშვმელობა არც ჰქონია ჩემ კარიერას. როგორც იქნა დაღამდა, ლოლამ მძღოლი გამომიგზავნა, რომელმაც დანიშნულების ადგილას მიმიყვანა, დაცვამ აუდიტორიამდე მიმაცილა, ღრმად ამოვისუნთქე და ნაბიჯი ტრიბუნისკენ გადავდგი...
- მინდა სანამ კითხვებს დასვამთ ერთი განცხადება გავაკეთო. - წყალი მოვსვი და საუბარი განვაგრძე. - აქ შეკრებილ საზოგადოებას კარგად მოგეხსენებათ ვინ ვარ, ჩემ ნახატებს კარგად იცნობს თითოეული თქვენგანი, მე უბრალო ადამიანი ვარ, ისეთივე როგორიც თქვენ, ისეთივე ვნებებითა და სურვილებით სავსე როგორც თქვენ, ისეთივე მიზნებითა და აზრებით აღსავსე როგორც თქვენ, მორალურიც და ამორალურიც, დამთმობიც და ურჩიც, მოსიყვარულეც და უხეშიც, ერთგულიც და მოღალატეც, საყვარლებითაც და მათ გარეშეც. როგორ ფიქრობთ მე რომ არ ვიყო იმ ყველა თქვენთვის საყვარელი ტილოს ავტორი, რომლებიც ასეთი გაფეტიშებული გაქვთ ჩემი ცხოვრება რომელიმე თქვენგანისთვის საინტერესო იქნებოდა? არა რა თქმა უნდა, რადგან მე ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი რიგირთი მოქალაქე და არც ერთ თქვენგანს არ გაგიჩნდებოდათ სურვილი არც ჩემ ცხოვრებაში ხელების ფათურის და არც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით თქვენთვის ძვირფასი დროის ფლანგვისა. ჩემი მხრიდან გეთანხმებით მეტი პასუხისმგებლობაა ის, რომ მე ვიცხოვრო "სწორი" გზით რადგან როდესაც, ასე ვთქვათ, არ ხარ „უბრალო“ მოკვდავი და ხარ ამდენი ადამიანის საყვარელი მხატვარი ალბათ უფლებაც არ გაქვს სხვაგვარად მოიქცე, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, ადამიანისთვის მახასიათებელი რიგი პრობლემებითა და ემოციებით. თუ თქვენ გაქვთ უფლება თქვენი პირადი ლტოლვა აკონტროლოთ ისე, როგორც თავად გსურთ, მე რატომ არ მაქვს ამის უფლება? - თუ შენ - წინა რიგში მჯდომ ერთ-ერთ ჟურნალისტს ხელით მივმართე. -ხო აი შენ, თუ შენ გაქვს უფლება წლები უერთგულო მეუღლეს, რადგან ის გიყვარს და სწორედ ის არის ის ერთადერთი ვინც შენ სულს, გონებას და სხეულს ერთნაირად ავსებს, მე რატომ არ მაქვს უფლება ისე წარვამართო ჩემი ცხოვრება, როგორც თავად მსურს? - შენ. - ახლა მეორე მამაკაცს მივუბრუნდი. - შენ, რომელსაც სახეზე გაწერია მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ, რა უფლება გაქვს მე განმსაჯო. შენ..- უკანა რიგში მდგომ პირსინგიან გოგონას მივუბრუნდი. - ვერავინ დამაჯერებს რომ მამაკაცები მოგწონს, შესაბამისად ვხვდები რომ ქალებით უფრო ხარ გატაცებული, რა უფლებით მოხვედი დღეს აქ იმისთვის, რომ ქვა მესროლო.
- შენ. ხო შენ გეუბნები. - მივუბრუნდი ჩემთვის კარგად ნაცნობ ჟურნალისტს.
- არ გინდა დანიელ. - სივრცე გაარღვია სალის ხმამ.
- მართალი ხარ, არ მინდა. - ვამბობ და ვიღიმი. - და ყოველივე ამის შემდეგ. -ვაგრძელებ საუბარს. - თუ მე ამორალური ვარ ეს თქვენ რაში გიშლით ხელს? თქვენ ცხოვრებაში ვერევი? თქვენ რატომ ერევით ჩემ ცხოვრებაში. ვინ მოგცათ უფლება განმსაჯოთ მაშინ როდესაც თითოეულ თქვენგანს უამრავი ცოდვა აწევს კიკერზე. ყველამ თქვენ დაბინძურებულ გონებაში მოაფათურეთ ხელები, გულში ჩაიხედეთ და რომელიც უცოდველი ხართ პირველმა მან მესროლოს ქვა. ვიმეორებ, მე ადამიანი ვარ ისეთივე როგორიც თქვენ მხოლოდ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება მაქვს, როგორც სულიერი ასევე გონებრივი. მართალია მე მიყვარს ჩემი ძმის ცოლი და ყოველთვის ასე იქნება. მე დავასრულე. - ვამბობ და ლოლას ვუყურებ, რომელიც ცოტაც და ცრემლებად დაიღვრება. აუდიტორიაში ჯერ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. რამდენიმე წუთში ოთახის ბოლოდან ყრუ ტაში ისმის, მას მოჰყვა უფრო ომახიანი ტაში და საბოლოოდ მთელი დარბაზი დაინგრა. ვიდექი ჩემთვის და ვუცქერდი სწორედ იმ ადამიანებს, რომლებაც ორი დღის წინ ქვები დამიშინეს, გარყვნილი ადამიანი მეძახეს, თავი გამიტეხეს, ფანჯრები ჩამიმსხვრიეს, ვუცქერდი ამ საზოგადოებას, ვუცქერდი მათ მიერ დაკრულ ტაშს და ვერაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ სიცივეს, სიცარიელეს და სიბნელეს.
- როდის დაიწყება თქვენი ტილოების გაყიდვა? - ხმა გაარღვია აუდიტორიაში ჟურნალისტის ხმამ.
- მალე.
- ვფიქრობ ეს ძალიან სერიოზული განაცხადია და მას აზრთა სხვადაახვაობა მაინც მოჰყვება.
- გეთანხმებით. მე როგორც ავტორი მზად ვარ პასუხი ვაგო ამ ნახატების გამო მაგრამ როგორც პიროვნება ეს მხოლოდ მე მეხება და არავის განსჯის საგანად არ უნდა იქცეს.
- საზოგადოება მაინც ორად გაიყოფა.
- ოპოზიცია-პოზიცია მუდამ არსებობდა და ეს ასე იქნება ყოველთვის.
- თქვენ ძლიერი ხართ.
- ვიტყოდი უფრო მიზანდასახული.
- შემდეგ გამოფენას როდის უნდა ველოდოთ
- ჯერ არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა ხნით შესვენებას ავიღებ და ქვეყნიდან წავალ, მინდა აშლილი და გადაღლილი გონება ცოტა ხანს დავამშვიდო და შვებულებაში გავუშვა. - გავუღიმე ამ კითხვის ავტორს და მანაც ღიმილი შემაგება.
- იმედი მაქვს დიდი ხნით არ დაგვემშვიდობებით.
- ვიმედოვნებ არა.
- რას ეტყვით იმ საზოგადოებას ვინც კრიტიკას არ დაიშურებს?
- როგორც უკვე აღვნიშნე მე მზად ვარ ამისთვის.
- საკმაოდ დიდი გამბედაობაა საჭირო ყოველივე ამისთვის.
- თუ არ გარისკავ ვერც ვერასდროს მიხვდები ღირდა თუ არა.
- ვფიქრობ საკმარისია. - საუბარში ერთვება ლოლა. - შეხვედრა დასრულებულია. - ამბობს და გასასვლელისკენ მიმყვება. აუდიტორია ფეხზე დგება და ტაშით მაცილებს, მე ისევ ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ სიცივეს და ირგვლივ გამეფებულ სიცარიელეს. - შესანიშნავი იყავი. - ამბობს ლოლა და როგორც კი თვალებში ჩამდგარ ცრემლს მამჩნევს, მის სახეზე ღიმილს მომენტალურად ანაცვლებს სევდა.
- რა გჭირს დანიელ?
- ჩემი პასპორტი ისევ თან გაქვს?
- კი აქ მაქვს.
- ცოტა ხნით შვებულება მჭირდება ლოლა.
- დარწმუნებული ხარ? - იქნებ ცოტა ხანს დაიცადო და შემდეგ წახვიდე.
- დარწმუნებული ვარ თავს გაართმევ. - გავუღიმე და თვალს მომდგარი ცრემლი უკვე სახეზე ვიგრძენი.
- რა გემართება დანიელ?
- წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ უნდა წავიდე. მომეცი პასპორტი.
- სად აპირებ წასვლას? - მეკითხება და პასპორტს მაწვდის.
- ჯერ არ ვიცი. - ლოლას ვეხვევი და შენობას ვტოვებ. გასასვლელში სალი მეჩეხება.
- ძალიან კარგი პრესკონფერენცია გამოგივიდა.
- მადლობა.
- გინდა სახლში წაგიყვანო?
- არა, სხვა გეგმები მაქვს.
- ჩემზე ისევ ბრაზობ? - თვალებში ვუყურებ, მისკენ ვიხრები და ტუჩებში ვკოცნი.
- არ ვბრაზობ მაგრამ უნდა წავიდე. - ვამბობ და მივდივარ. მძღოლი მანქანის კარს მიღებს, სალის მზერას მანამ ვგრძნობ სანამ მანქანა თვალთახედვიდან არ ქრება, მერე ისიც უჩინარდება, ისევე როგორც მეგი, ისევე როგორც მე...
მოგვიანებით ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
"ყოჩაღ დანიელ. შენ შესანისნავად შეგიძლია საზოგადოების მართვა, კარგი მონოლოგი გამოვიდა, გილოცავ, მიხარია და მჯეროდა რომ გაიზარდე. პ.ს მე და შენი ძმა ერთმანეთს დავშორდით.“ - მწერს მეგი თუმცა მის სიტყვებში გაცილებით მეტ სარკაზმს ვგრძნობ ვიდრე გულწრფელ მოლოცვას. არც მის გაყრას გამოუწვევია ჩემში რამე გრძნობა. ამიტომაც მის შეტყობინებას უპასუხოდ ვტოვებ.

წარსული

- როდესაც შენთან ვარ სხვანაირი ვხდები.
- ვიცი დანიელ.
- და ეს ძალიან მომწონს.
- ბოლოს აღარ მოგეწონება. - მიღიმის მეგი და მკოცნის.
- რატომ?
- საბოლოოდ ყველა გამირბის დანიელ.
- მე ხომ ყველა არ ვარ.
- ხო არ ხარ.
- ძალიან მინდა ბედნიერი იყო.
- როდესაც შენ ჩემგამ თავს დამოუკიდებლად დააღწევ და არა ჩემი დახმარენით ან ჩემი წასვლით მაშინ ვიქნები ბედნიერი.
- გინდა რომ წავიდე?
- მინდა რომ ეს შენ გინდოდეს.
- რატომ მეგი?
- ამას მიხვდები, აუცილებლად მიხვდები მაგრამ ჯერ პატარა ხარ. - მიღიმის მეგი და თავს კალთაში მიდებს.
- მეგი.
- ჰო.
- გიყვარვარ?
- შენ როგორ ფიქრობ დანიელ?
- არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე და ყელზე ფრხილად ვაკოცე.
- შენ თუ გიყვარვარ?
- არ ვიცი მეგი. მაგრამ თუ ეს სიყვარული არ არის მაშინ რა არის?
- მიზიდულობა, მიწიერსა და ზეცას შორის გაჩენილი მეათასე გრძნობა, სხვისთვის უხილავი მაგრამ შენთვის, ჩემთვის ხილული. განსხვავებული აღქმა ცხოვრების ნებისმიერ საკითხზე. შენ ივსებ შენთვის უცნობ არეალს ჩემით მე კი შენით ვივსები.
- მიყვარს შენი საუბარი მეგი.
- მე კი შენთან საუბარი მიყვარს.
ფიქრს თავს ვანებებ და ვგრძნობ რომ ვტირი. ისევ არ ვეწინააღმდეგები უფლებას ვაძლევ ჩემზე იბატონოს.
აწმყო
იმავე საღამოს იტალიაში გავემგზავრე...
ჩემი ბოლო გამოფენა სახელწოდებით წლის სკანდალურ მოვლენად იქცა, როგორც ველოდი საზოგადოება ორად გაიხლიჩა. ზოგნი მაკრიტიკებდნენ როგორც მხატვარს და მაკნინებდნენ როგორც პიროვნებას, ზოგნი კი პირიქით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ამ თამამი ნახატების გამო. მე ამ ყველაფერს შორიდან ვუცქერდი და მასში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებდი, ფაქტი იყო ნახატები იმაზე პოპულარული გახდა ვიდრე ველოდი. მე ისევ დავიბრუნე ჩვეული სიმშვიდე და სარკაზმი, ისევ ჩავკეტე ჩემი ამორალობა. უნდა დამესვენა, საკუთარი ემოციებისგან გათავისუფლება მჭირდებოდა. საკუთარი თავის რწმენას თუ ვერ დავიბრუნენდი ვიცოდი აუდიტორიის წინაშე არასდროს აღარ წარვსდგებოდი. თითქოს არაფერი, თითქოს არც ახლა გამოუწვევია მეგის წასვლას ჩემში არაფერი, მე ისედაც კარგად ვიცოდი, რომ ის ყოველთვის წავიდოდა. ამის მიუხედავად მაინც ვაძლევდი უფლებას ჩემში შემოსულიყო, ავეწეწე და შემდეგ წასულიყო, არასოდეს მიცდია მისი შეჩერება. არც ვიცი მინდოდა თუ არა. მე მასთან თავს კარგად ვგრძნობდი თუმცა სწორედ ეს მიუწვდომლობა მომწონდა, მისი გაუჩინარებები მიზიდავდა, ის ქიმია რაც მე და მასში ფეთქავდა დიდ ხანს ერთად ყოფნის შედეგად აუცილებლად ნაღმად იქცეოდა, ამიტომაც ვოცოდი, რომ ყოველთვის როცა კი ჩემ ცხოვრებაში შემოდიოდა მალე უნდა წასულიყო, ეს თავადაც იცოდა და ასეც იქცეოდა. ყოველთვის ის მიდიოდა, მე არასდროს, თუმცა არასდროს შემიჩერებია.
ასე გავიდა სამი წელი და მე როგორც იქნა მივაღწიე იმ სიმშვიდეს რაც დამერღვა. საკუთარ თავს დავუბრუნდი და ცხოვრებას კიდევ ერთხელ გავუსწორე თვალი.
- გამარჯობა დანიელ. - მესმის იტალიის ქუჩებში სუვენირების ყიდვით გართულს, კარგად ნაცნობი მშობლიური ენა. იქეთ ვბრუნდები საიდანაც ხმა მოდის.
- ამის დედაც. - ვამბობ და ვგრძნობ მოულოდნელობისგან მთელი სხეული მეყინება.
- რა პატარაა ეს მსოფლიო არა?. - ამბობს მეგი ჩვეული ირონიით და იღიმის...

დასასრული...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი nene

მთლიანობაში მართლა კარგი იყო და სრულიად ლოგიკურად დასრულდა. მეგი კი ერთი უთავმოყვარეო ქალია რომელმაც უბრალოდ 2 ძმა გამოიყენა და დანიელის გამოყენებას ისევ განაგძობს თამაშობს მისით და არ მომწონს ეს პერსონაჟი უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელი და ჩამოუყალიბებელია მას შეეძლო სწორად მოქცეულიყო ამგრამ არაარჩია კახპასავით მოქცეულიყო , აგრძელებს დანიელის ცხოვრების არევას და არ აძლევს იყოს ბედნიერი ეგოისტია ეს პერსონაჟი და მეტი არაფერი, დანიელი კიდევ მეგის ემსგავსება და მასავითაა საკუთარი თავი სათამაშოდ აქცევინა და გონია მეგი მხოლოდ ერთადერთია ასეთიგანსხვავებული და არამიწიერი უბრალოდ მაგ ქალმა კარგად იცოდა და იცის როგორ ითამაშოს სხვების გრზნობებით.
როგორც ავტორი საკმაოდ კარდა წერ და ემოციებსაც ძალიან კარგად გადმოცემ ველიშენს ახალ შემოოქმედებას...

 


№2 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

nene
მთლიანობაში მართლა კარგი იყო და სრულიად ლოგიკურად დასრულდა. მეგი კი ერთი უთავმოყვარეო ქალია რომელმაც უბრალოდ 2 ძმა გამოიყენა და დანიელის გამოყენებას ისევ განაგძობს თამაშობს მისით და არ მომწონს ეს პერსონაჟი უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელი და ჩამოუყალიბებელია მას შეეძლო სწორად მოქცეულიყო ამგრამ არაარჩია კახპასავით მოქცეულიყო , აგრძელებს დანიელის ცხოვრების არევას და არ აძლევს იყოს ბედნიერი ეგოისტია ეს პერსონაჟი და მეტი არაფერი, დანიელი კიდევ მეგის ემსგავსება და მასავითაა საკუთარი თავი სათამაშოდ აქცევინა და გონია მეგი მხოლოდ ერთადერთია ასეთიგანსხვავებული და არამიწიერი უბრალოდ მაგ ქალმა კარგად იცოდა და იცის როგორ ითამაშოს სხვების გრზნობებით.
როგორც ავტორი საკმაოდ კარდა წერ და ემოციებსაც ძალიან კარგად გადმოცემ ველიშენს ახალ შემოოქმედებას...


ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :) შემოგთავაზებთ მალე, ჩემთვის ცოტა უჩვეულო ისტორიას, მაგრამ იმედი მაქვს ყველანი ერთად გავხალისდებით

 


№3  offline წევრი guroo

ჩვენს ფანტაზიას დიდი საჩუქარი გაუკეთე, დანიელი და მეგი კვლავ რომ შეახვედრე ერთმანეთს და ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ ეს ისტორია მუდმივად იტრიალებს, არ დასრულდება... და ვინ იცის, რა მოხდება...

კომენტარებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ მეგის ერთადერთი მეხოტბე მე ვარ მხოლოდ :დდ ჩემი აზრით, მეგის გავლენა იმწამსვე გაქრებოდა, როგორც კი დანიელი მასზე ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლდებოდა. ამხელა მნიშვნელობას თავად ანიჭებდა მეგის და, რა გასაკვირია, რომ მეგიმ ეს ყველაფერი გამოიყენა? ამ საშინლად ამორალურ გოგოს არაფერი მოუტყუებია დანიელისთვის, წინასწარვე აფრთხილებდა, რომ მისგან კარჰს არ უნდა დალოდებოდა. მაშ რაღატომ არის იგი დამნაშავე? დიახ, როგორც პერსონაჟს, უარყოფითი თვისებები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ნაწარმოებშიც ის არის ყველაზე ნეგატიური მოქმედი პირი.

რაც შეეხება დანიელს, ყველაზე მეტად მისი სილაჩრე და უსუსურობა მაგიჟებს. ვერ ელევა მეგის და მასთან ერთად ყოფნის სიამეებს. როგორ ებღაუჭება ფსიქოლოგიურ კომფორტს, რასაც მეგისთან ურთიერთობისას გრძნობს... ეს ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის! როცა ადამიანს არ შეგწევს იმდენი ძალა, რომ საკუთარ ინსტიქტურ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგე და შენში არსებულ მანიაკალურ სიმახინჯეს შეეწინააღმდეგო. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედება, ანუ ნახატები დიდწილად დაეხმარა მეგის, რომ დანიელზე ზეგავლენა გაეძლიერებინა, რადგან ეს იყო უტყუარი ნიშანი იმისა, რომ დანიელი მართლაც იყო გახვეული მის მანიპულაციებში. დანიელის ნახატები მთელი სიცხადით უყვებოდნენ მას, თუ რა ხდებოდა დანიელის თავში, სულში და გულში.

სალიზე და ლოლაზე აღარაფერს ვიტყვი, არც დანიელის ძმაზე. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მეგი არანაირად არ მგონია ნეგატიური პერსონაჟი. პირადად შენთვის როგორები არიან ისინი?

დიალოგებით ძალიან ბევრს ამბობ, ძლიერი ხარ ამაში. პერსონაჟების ემოციურ მდგომარეობებსაც კარგად აღწერ და ჩვენ, მკითხველმა ზუსტად ვიცით ხოლმე რას გრძნობენ ისინი ან რა უნდათ. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მალევე, სწრაფად ითრევს მკითხველს. ამ ნაწარმოების კითხვა ჩემთვის იყო ღრმა და საინტერესო ფსიქოლოგიურ გვირაბებში მოგზაურობა, სადაც სრული სიბნელე იდგა, მაგრამ შენი ნაწერები ჩირაღდანივით მინათებდნენ ჩაბნელებულ გზას. წარსულისა და აწმყოს მონაცვლეობა ძალიან მომეწონა. არამარტო მკითხველისთვის იყო უფრო ოპტიმალური, რომ გაგვეაზრებინა რა, როგორ და რატომ მოხდა, არამედ შენთვისაც — მშვენიერი მეთოდია აწმყოში მომხდარი მოვლენების მიზეზ-შედეგობრიობის წარმოსაჩენად და ამავდროულად სიტუაციის განეიტრალებისთვისაც.

მოკლედ, მე ძალიან მომწონს “ა-მორალური”!!!

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

guroo
ჩვენს ფანტაზიას დიდი საჩუქარი გაუკეთე, დანიელი და მეგი კვლავ რომ შეახვედრე ერთმანეთს და ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ ეს ისტორია მუდმივად იტრიალებს, არ დასრულდება... და ვინ იცის, რა მოხდება...

კომენტარებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ მეგის ერთადერთი მეხოტბე მე ვარ მხოლოდ :დდ ჩემი აზრით, მეგის გავლენა იმწამსვე გაქრებოდა, როგორც კი დანიელი მასზე ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლდებოდა. ამხელა მნიშვნელობას თავად ანიჭებდა მეგის და, რა გასაკვირია, რომ მეგიმ ეს ყველაფერი გამოიყენა? ამ საშინლად ამორალურ გოგოს არაფერი მოუტყუებია დანიელისთვის, წინასწარვე აფრთხილებდა, რომ მისგან კარჰს არ უნდა დალოდებოდა. მაშ რაღატომ არის იგი დამნაშავე? დიახ, როგორც პერსონაჟს, უარყოფითი თვისებები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ნაწარმოებშიც ის არის ყველაზე ნეგატიური მოქმედი პირი.

რაც შეეხება დანიელს, ყველაზე მეტად მისი სილაჩრე და უსუსურობა მაგიჟებს. ვერ ელევა მეგის და მასთან ერთად ყოფნის სიამეებს. როგორ ებღაუჭება ფსიქოლოგიურ კომფორტს, რასაც მეგისთან ურთიერთობისას გრძნობს... ეს ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის! როცა ადამიანს არ შეგწევს იმდენი ძალა, რომ საკუთარ ინსტიქტურ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგე და შენში არსებულ მანიაკალურ სიმახინჯეს შეეწინააღმდეგო. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედება, ანუ ნახატები დიდწილად დაეხმარა მეგის, რომ დანიელზე ზეგავლენა გაეძლიერებინა, რადგან ეს იყო უტყუარი ნიშანი იმისა, რომ დანიელი მართლაც იყო გახვეული მის მანიპულაციებში. დანიელის ნახატები მთელი სიცხადით უყვებოდნენ მას, თუ რა ხდებოდა დანიელის თავში, სულში და გულში.

სალიზე და ლოლაზე აღარაფერს ვიტყვი, არც დანიელის ძმაზე. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მეგი არანაირად არ მგონია ნეგატიური პერსონაჟი. პირადად შენთვის როგორები არიან ისინი?

დიალოგებით ძალიან ბევრს ამბობ, ძლიერი ხარ ამაში. პერსონაჟების ემოციურ მდგომარეობებსაც კარგად აღწერ და ჩვენ, მკითხველმა ზუსტად ვიცით ხოლმე რას გრძნობენ ისინი ან რა უნდათ. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მალევე, სწრაფად ითრევს მკითხველს. ამ ნაწარმოების კითხვა ჩემთვის იყო ღრმა და საინტერესო ფსიქოლოგიურ გვირაბებში მოგზაურობა, სადაც სრული სიბნელე იდგა, მაგრამ შენი ნაწერები ჩირაღდანივით მინათებდნენ ჩაბნელებულ გზას. წარსულისა და აწმყოს მონაცვლეობა ძალიან მომეწონა. არამარტო მკითხველისთვის იყო უფრო ოპტიმალური, რომ გაგვეაზრებინა რა, როგორ და რატომ მოხდა, არამედ შენთვისაც — მშვენიერი მეთოდია აწმყოში მომხდარი მოვლენების მიზეზ-შედეგობრიობის წარმოსაჩენად და ამავდროულად სიტუაციის განეიტრალებისთვისაც.

მოკლედ, მე ძალიან მომწონს “ა-მორალური”!!!


ერთ-ერთი გამორჩეული მკითხველი ხარ, ეს ძალიან მახარებს.
პირადად ჩემთვის როგოები არიან?
ჩემთვის როგორც ავტორისთვის მნიშნელოვანია რას ჩავდებ ნებისმიერ ჩემ მიერ შექმნილ პერსონაჟში, მესმის საზოგადოების უმეტესი ნაწილის დამოკიდებულება მეგის მიმართ, ასევე მესმის შენი შეხედულებაც, პირადად მე მხოლოდ იმას ვიტყვი რომ რაც მსურდა ვფქრობ მთლიანად ჩავდე მასშიც და ისტორიაშიც. ნეგატიური? არა თქმა უნდა, მეგი უარყოფითი მაგარამ საინტერესო, განსხვავებული და ამოუცნობი პერსონაჟია რომელიც იღებს ყველაფერს რაც სურს, მიზანდასახულია, შესაძლოა და ასეც არის ის ამით გარშემომყოფთ ზიანს აყენებს, მაგრამ ფაქტია მის შეჩერებას არავინ ცდილობდა.... ის ტრიალ მინდორზე ისე ნებივრობდა როგორც სურდა.
მიხარია რომ ისიამოვნე

 


№5  offline წევრი ნანა73

ენ, გეტყვი რომ სერიოზული მწერალი ხარ, აზრის მკითხველამდე მოტანის საოცარი ნიჭი გაქვს. მთავარ გმირებს რაც შეეხება - არ ვარ არცერთის თაყვანისმცემელი, ეს უკვე იცი. მეტიც არ დავინტერესდები მსგავსი ადამიანებით, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო დანიელის მიმართვა პრესკონფერენციაზე და არ გავიზიარო სრულად მისი სიტყვები. ველოდები სიახლეებს blush ❤️

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

ნანა73
ენ, გეტყვი რომ სერიოზული მწერალი ხარ, აზრის მკითხველამდე მოტანის საოცარი ნიჭი გაქვს. მთავარ გმირებს რაც შეეხება - არ ვარ არცერთის თაყვანისმცემელი, ეს უკვე იცი. მეტიც არ დავინტერესდები მსგავსი ადამიანებით, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო დანიელის მიმართვა პრესკონფერენციაზე და არ გავიზიარო სრულად მისი სიტყვები. ველოდები სიახლეებს blush ❤️


ისე კარგად მესმის შენი, ისე ახლოს ვიღებ ამ შეფასებას. მიხარია რომ როგორც მწერალს ასე კარგად მიცნობ უკვე, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევეაში ამ ისტორიით მხოლოდ ამისთვის მსურდა ხაზის გასმა... კი მალე დავბრუნდები, თან ცოტა სახალისო ისტორიით :)

 


№7  offline წევრი სიბილა

ჰო, ისტორია მეორდება,და ამას რომ გაიფიქრებ, თავიდან იწყება wink

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სიბილა
ჰო, ისტორია მეორდება,და ამას რომ გაიფიქრებ, თავიდან იწყება wink



kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№9  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი ყველაზე მეტად სათაურის შედეგ იმ "სრულად"-მა გამახარა...
მე ხომ მოუთმენლად ველოდი ამ ისტორიის ფინალს...
საბოლოო ჯამში მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ისტორიით....
აი ამას ვიმეორებ ყოველთვის შენს ისტორიებზე და იმედია ასეც გაგრძელდება.. და არ მომცემ იმის საშუალებას რომ ოდესმე ამის საპირისპირო გითხრა ... რაშიც დარწმუნებული ვარ....




მომეწონა დასასრული მართლა...
დანიელისთვის ესე უფრო აჯობებს ...
მეგის გარეშე ყოველთვის არეული იყო...
ახლა იშვიათად იქნებიან..
აი რო იჩხუბებენ ხოლმე რა...
არ ვიცი ვის როგორი წარმოუდგენია მათი გაგრძელება.. თუმცა ჩემს არც ისე მრავალფეროვან ფანტაზიაში ძალიან მშვენივრად გაგრძელდა....
აქამდე მაშინებდა დანიელის სისუსტე მეგის წინაშე...
მაგრამ ხალხის წინ გამოსვლის შემდეგ...
ო ღმერთო როგორი თავდაჯერებული, თავდაჭერილი და ძლიერი ადამიანი იდგა მათ წინ რომელიც საყვარელი ქალის წინ ივიწყებს საერთოდ რომ ცოცხალია.. მხოლოდ მეგის არსებობის შეგრძნება აქვს...
მე როდის ვთქვი დანიელის არჩევანს პატივს ვცემ -თქო ... :დ
როგორც პერსონაჟი დანიელი ძალიან შემიყვარდა და ყველაფერს შევეგუები იმის გარდა რომ პერონაჟს რომელიც მოკლე დროში შემიყვარდება მისთვის მტკინვეული დასასრული ჰქონდეს...
მართლა ძალიან შემიყვარდა ეს პერსონაჟი...
როცა ამბობდა რომ მეგის ვგავარო..
ჰო სულ ოდნავ მართლაც გავს..
მასაც უყვარს ადამიანების ცხოვრებით თამაში..
თუმცა როგორც მისი ცხოვრებით თამაშობდნენ ეს არავის ცხოვრებასთან არაა მისატანი...


მეგი ...
შენც ხომ იცი რომ თავიდანვე არ გავგიჟებულვარ ამ გოგოზე??..
უბრალოდ მართლა ამაზრზენად მეჩვენებოდა მისი ქცევები...
უბრალოდ საზიზღრობა იყო მისი თამაში სხვებით...
არ ვიცი მგონი არც სინანულის გრძნობა გააჩნდა ,თორემ იცი როგორს შემიყვარდებოდა ოდნავ რომ მაინც ნანობდეს რაც დანიელს გაუკეთა...
არ ვიცი შეიძლება დანიელი ზედმეტად სუსტი იყო მის მიმართ როგორც ზემოთ აღნიშნეს...
მაგრამ არ ვიცი უბრალოდ ამ პერსონაჟს გული ვერ დავუდე...არც კი მიკვირს დანიელის თავ-გზის არევა, მაშიმ როდესაც მეგის ელაპარაკებოდა...მეგის ლაპარაკს რომ ვისმენდი თქვენ ჩემი დაბნევა უნდა გენახათ...
მაგრამ რაც ამ ქალში ვაღიარე ის მისი მეგობარი და თანამგზავრი სიმტკიცე და ირონიაა...
ხო ...რაც არ უნდა მძულდეს პერსონაჟი .. თუ ირონიულია სულ ცოტათი მაინც მომწონს ხოლმე...

არ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე რომ სალი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა მეთელი ისტორიოს მანძილზე...
უბრალოდ მისი დასასრული ყველაზე მეტად მომეწონა..
ხო რა არის მოსაწონიო მეტყვით ბოლოს მაშინ გამოჩნდა თვალმოფარებულ მანქანას რომ უყურებდაო მაგრამ...
რაც მთავარია დანიელს ხომ მოშორდა....
ხომ დაივიწყებს და ახლა ცხოვრებას ხომ დაიწყებს ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.....

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის რომ მომეწონა....
მართლა .. თანაც შეიძლება ითქვას გავგიჟდი...
ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას..
ყოველთვის ყველასგან განსხვავებული გადმოცემის უნარი გაქვს...
შენს ისტორიებს ყველასგან განსხვავებული სიუჟეტი ,აზრი ,პეროსნაჟები ,საიდუმლოები, უცნაურობა და სიგიჟე ახასიათებს...
შენ კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ...
მიყვარხარ...
მესასწაულებ'მესაოცრები....
იმედია მალე დაგვიბრუნდები...

 


№10 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

meocnebe avadmyopi
აი ყველაზე მეტად სათაურის შედეგ იმ "სრულად"-მა გამახარა...
მე ხომ მოუთმენლად ველოდი ამ ისტორიის ფინალს...
საბოლოო ჯამში მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ისტორიით....
აი ამას ვიმეორებ ყოველთვის შენს ისტორიებზე და იმედია ასეც გაგრძელდება.. და არ მომცემ იმის საშუალებას რომ ოდესმე ამის საპირისპირო გითხრა ... რაშიც დარწმუნებული ვარ....




მომეწონა დასასრული მართლა...
დანიელისთვის ესე უფრო აჯობებს ...
მეგის გარეშე ყოველთვის არეული იყო...
ახლა იშვიათად იქნებიან..
აი რო იჩხუბებენ ხოლმე რა...
არ ვიცი ვის როგორი წარმოუდგენია მათი გაგრძელება.. თუმცა ჩემს არც ისე მრავალფეროვან ფანტაზიაში ძალიან მშვენივრად გაგრძელდა....
აქამდე მაშინებდა დანიელის სისუსტე მეგის წინაშე...
მაგრამ ხალხის წინ გამოსვლის შემდეგ...
ო ღმერთო როგორი თავდაჯერებული, თავდაჭერილი და ძლიერი ადამიანი იდგა მათ წინ რომელიც საყვარელი ქალის წინ ივიწყებს საერთოდ რომ ცოცხალია.. მხოლოდ მეგის არსებობის შეგრძნება აქვს...
მე როდის ვთქვი დანიელის არჩევანს პატივს ვცემ -თქო ... :დ
როგორც პერსონაჟი დანიელი ძალიან შემიყვარდა და ყველაფერს შევეგუები იმის გარდა რომ პერონაჟს რომელიც მოკლე დროში შემიყვარდება მისთვის მტკინვეული დასასრული ჰქონდეს...
მართლა ძალიან შემიყვარდა ეს პერსონაჟი...
როცა ამბობდა რომ მეგის ვგავარო..
ჰო სულ ოდნავ მართლაც გავს..
მასაც უყვარს ადამიანების ცხოვრებით თამაში..
თუმცა როგორც მისი ცხოვრებით თამაშობდნენ ეს არავის ცხოვრებასთან არაა მისატანი...


მეგი ...
შენც ხომ იცი რომ თავიდანვე არ გავგიჟებულვარ ამ გოგოზე??..
უბრალოდ მართლა ამაზრზენად მეჩვენებოდა მისი ქცევები...
უბრალოდ საზიზღრობა იყო მისი თამაში სხვებით...
არ ვიცი მგონი არც სინანულის გრძნობა გააჩნდა ,თორემ იცი როგორს შემიყვარდებოდა ოდნავ რომ მაინც ნანობდეს რაც დანიელს გაუკეთა...
არ ვიცი შეიძლება დანიელი ზედმეტად სუსტი იყო მის მიმართ როგორც ზემოთ აღნიშნეს...
მაგრამ არ ვიცი უბრალოდ ამ პერსონაჟს გული ვერ დავუდე...არც კი მიკვირს დანიელის თავ-გზის არევა, მაშიმ როდესაც მეგის ელაპარაკებოდა...მეგის ლაპარაკს რომ ვისმენდი თქვენ ჩემი დაბნევა უნდა გენახათ...
მაგრამ რაც ამ ქალში ვაღიარე ის მისი მეგობარი და თანამგზავრი სიმტკიცე და ირონიაა...
ხო ...რაც არ უნდა მძულდეს პერსონაჟი .. თუ ირონიულია სულ ცოტათი მაინც მომწონს ხოლმე...

არ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე რომ სალი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა მეთელი ისტორიოს მანძილზე...
უბრალოდ მისი დასასრული ყველაზე მეტად მომეწონა..
ხო რა არის მოსაწონიო მეტყვით ბოლოს მაშინ გამოჩნდა თვალმოფარებულ მანქანას რომ უყურებდაო მაგრამ...
რაც მთავარია დანიელს ხომ მოშორდა....
ხომ დაივიწყებს და ახლა ცხოვრებას ხომ დაიწყებს ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.....

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის რომ მომეწონა....
მართლა .. თანაც შეიძლება ითქვას გავგიჟდი...
ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას..
ყოველთვის ყველასგან განსხვავებული გადმოცემის უნარი გაქვს...
შენს ისტორიებს ყველასგან განსხვავებული სიუჟეტი ,აზრი ,პეროსნაჟები ,საიდუმლოები, უცნაურობა და სიგიჟე ახასიათებს...
შენ კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ...
მიყვარხარ...
მესასწაულებ'მესაოცრები....
იმედია მალე დაგვიბრუნდები...


ჩემი საოცარი გოგო, საოცარი შეფასებით და ზღვა ემოციით, როგორ მავსებს ყოველ ჯერზე შენი შემოფრთხიალება და იმ ყველაფერს რასაც შენ შენი კომენტარებით გადმოსცემ, წარმოდგენა არ გაქვს რამხელა ბედნიერება შემოგაქვს ჩემში.
კი ჩემო საყვარელო, სავარაუდოდ ორშაბათს უკვე დაგიბრუნდები ახალი ისტორიით. ოღონდ ამჯერად თვითონაც არ ვიცი რა ჟანრი იქნება :დ laughing


 


№11 სტუმარი ნათია41

ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა სახარებიდან სამარიტელი მრუშის ჩაქოლვის მომენტი იყო. ქვა იმან ესროლოს ვინც მასზე წმინდაა. მაეთალია არ მომწონდა მათი ურთიერთოვა მაგრამ ყველას საკუთარი ჯვარი აქვს საზიდი . ან საკუთარ დემონს ებრძვის. სალის გაშვება უფრო გამიხარდა. კაია რომ მეგისნაირად არ მოიქცა და სათადარიგო სკამზე არ დაიტოვა. რატომღაც ვფიქრობდი რომ საბოლოოდ ვავშვი დანიელის აღმოჩბდებოდა. ნაგრამ ამ გოგონ ნაგეა იკაიფა ორი ძმის გრძნობებზე. ამიტომაც იყო ამორალური. კაი ჯანდაბას რას ვერჩი.
მომეწონა და გელი ახალი ისტორიით❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნათია41
ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა სახარებიდან სამარიტელი მრუშის ჩაქოლვის მომენტი იყო. ქვა იმან ესროლოს ვინც მასზე წმინდაა. მაეთალია არ მომწონდა მათი ურთიერთოვა მაგრამ ყველას საკუთარი ჯვარი აქვს საზიდი . ან საკუთარ დემონს ებრძვის. სალის გაშვება უფრო გამიხარდა. კაია რომ მეგისნაირად არ მოიქცა და სათადარიგო სკამზე არ დაიტოვა. რატომღაც ვფიქრობდი რომ საბოლოოდ ვავშვი დანიელის აღმოჩბდებოდა. ნაგრამ ამ გოგონ ნაგეა იკაიფა ორი ძმის გრძნობებზე. ამიტომაც იყო ამორალური. კაი ჯანდაბას რას ვერჩი.
მომეწონა და გელი ახალი ისტორიით❤


მიხარია რომ გხედავ... ახალიც მალე იქნება. ამჯერად არ "დავგრუზავ" არავის ზედმეტი ფსიქოლოგიით და სირთულეებით, პირიქით, მხიარულად გავუყვებით შარაგზას :დ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent