შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-10 თავი)


29-03-2019, 21:17
ავტორი Alice76
ნანახია 2 286

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-10 თავი)

-დაჩი! -ტელეფონში ჩავძახე და ცალი ხელი თმებში შევიცურე-დაჩი როგორაა?
-ჯობია,მაგაზე არც იფიქრო-მიპასუხა გუგამ,ტატომ არაფერი ამიხსნა,ამიტომაც მასთან დარეკვა მომიწია-მთავარი ისაა,რომ... შენთან მოვალ,მისამართი მითხარი!
ვუკარნახე,ტელეფონი საწოლზე მოვისროლე და აკანკალებულმა გავხედე ირისს,რომელიც მოღუშული იდგა აივნის კარის წინ.
-ეს ჩემი ბრალია? ჩემ გამო მოხდა?-ამოვიკნავლე და ტირილი დავიწყე.
-შენ რა შუაში ხარ?-გაკვირვებულმა შემომძახა-ვიღაცას ავადმყოფური აზროვნება თუ აქვს,შენი ბრალია?
-ირი,ვიცოდი,რაც იყო ტე-ს დაჯგუფება,ვიცოდი,რა იდეოლოგია ამოძრავებდათ და ეს მაინც ვერ გავთვალე...
-არ იცოდი. დაჩი ყოველთვის ამბობდა,რომ რადიკალური ზომები მათთვის მიუღებელი იყო-ხელები აიქნია ირიმ-ეგ თავად სულაძესაც არ მოსვლია აზრად,თორემ მიხედავდა იმ ნუკრის.
-ღმერთო! ადამიანი მოკლა,იმიტომ,რომ შავკანიანია! ღმერთო!-წამოვიკივლე და ვიგრძენი,ნელ-ნელა საღად აზროვნების უნარს ვკარგავდი.
-ტექნიკურად,მაგის გამო არ მოკლავდა,ალბათ შელაპარაკება მოუვიდათ. ჯერ არ იცი სიმართლე,შეიძლება სულაც არ ეხება “ბუნკერის” ამბებს,თანაც მაგათი აზროვნება კანის ფერზე რომ არ ჩერდება,ხომ იცი? ალბათ უფრო იმის გამო მოხდა,რომ სამშობლოს ან მის წევრს იცავდა,თავისი ჭკუით.
-ეს... საზიზღრობაა. გული მერევა...-სააბაზანოში გავვარდი და ბოლო,რაც მახსოვს,იყო ირისის შესაბრალისი,ოდნავ შეშფოთებული მზერა.
გამოვიღვიძე ღამით,ძალიან გვიან. თავის ტკივილთან ერთად კვლავ გულის რევას ვგრძნობდი. საწოლიდან წამოვიწიე და წამოვიძახე.
-ირი,აქ ხარ?
-ჰო-ო-ჩემს გვერდით რაღაც შეირხა,მას ჩემს საწოლში ეძინა-დამაძინე რა,ძაან დავიღალე...
-რა მოხდა? არაფერი მახსოვს.
-დაიძინე,ხვალ მოგიყვები,
უეცრად ვიგრძენი სისუსტე,ძილი მომერია,ქუთუთოები საშინლად დამიმძიმდა და ისევ სიზმრების სამყაროს მივუბრუნდი.
ერთხელ მოხუც ბრძენს ესიზმრა,რომ პეპელა იყო,ან პეპელას ესიზმრა,რომ მოხუცი ბრძენი იყო...
სიზმარში ირისი ვიყავი,ფრაგმენტულად ვხედავდი იმ დღეს,რომელიც გამოვიარე,მაგრამ მეძინა.
-არაფერი არ უნდა თქვა-მეუბნებოდა გუგა და წყლის ჭიქას ხელში მოუსვენრად ათამაშებდა-ჩვენზე,ხომ ხვდები? რასისტული შეუწნარებლობა არ უნდა ამოუქექონ,ეგ დამამძიმებელო გარემოებაა...
-შენი აზრით,ვინმე დაიჯერებს მაგას? ისედაც დიდი ხანია,თქვენზე ნადირობაა გამოცხადებული. მკვლელს ხელი დააფარეო,მთხოვ?-ჩემი ხმა თითქმის ვერ ვიცანი,ცივი და აუღელვებელი იყო
- მკვლელი ? ის ნუკრია,ჩვენი ნუტრი! არ გახსოვს,როგორ გეხმარებოდა? უბრალოდ არ თქვა,რომ შავკანიანებს ვერ იტანს,ეს ტყუილიც არ იქმება.
-და რომ მკითხონ,სძულს თუ არა ზანგებიო?-ჩავიცინე და განვაგრძე-“არაც” არ იქნება ტყუილი?
-უბრალოდ არ თქვა. შენ ყველაფერი არ იცი...
-მთხოვ,რომ სასამართლოში მოვიტყუო და თან არაფერს მიხსნი...
-ის ტიპი თვითონ აეკიდა,დაინახა,უკანა კართან ელოდებოდა,მარტო არ უნდა გაგვეშვა,სამნი იყვნენ,მაგათი...
-კარგი-ირისი ოდნავ მოლბა-ადვოკატი ჰყავს?
-დაჩი ეძებს,ჯერ არა...
-უთხარი,სხვა საქმეებს მიხედოს,მაგას მე მოვაგვარებ.
ვნახე,როგორ ვესაუბრებოდი ჩემს საყვარელ ლექტორს-ცნობილ ადვოკატ,შალვა მიქელიას. ირისი საკუთარ თავს არ ჰგავდა,აღელვებული და ათრთოლებული,ლექტორთან ზედმეტად ახლოს მდგომი ტირილით უყვებოდა,თუ როგორი უბედურება შეემთხვა მის მეგობარს და მხოლოდ აღნიშნული ლექტორი თუ შეძლებდა მის დახმარებას.
ვიგრძენი უხეში ხელი ჩემს თმაზე,რომელიც მეფერებოდა და ხმა კი მამშვიდებდა-არ ინერვიულო,საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება...
-ირის!-კივილით გამოვიღვიძე და გააფრთლებულმა შევხედე ჩემს გვერდით მშვიდად მძინარეს-გაიღვიძე,შე ძუ*ნა!
ტელეფონი აზუზუნდა,წამოვხტი და უცხო ნომერს ვუპასუხე.
მამაკაცის ბოხმა ხმამ ჩემი სახელი და გვარი წარმოთქვა და იკითხა,მე მესაუბრებოდა თუ არა.
-დიახ,მე ვარ-ამოვთქვი გაუბედავად-გისმენთ.
-დეტექტივი დეტექტივი მირიან ჯანაშია გახლავართ,მთელი დღეა,თქვენთან დაკავშირებას ვცდილობ,ყურმილს რატომ არ იღებდით?
-მე...ეეე...მეძინა-თავი მოვიქექე და მდუმარედ დაველოდე.
-კარგი დრო არ შეგირჩევიათ ძილისთვის,გთხოვთ,განყოფილებაში მობრძანდეთ...
მიკარნახა მისამართი და მანამდე გამითიშა,ვიდრე რაიმეს თქმას მოვასწრებდი.
მძინარე ირისს გავხედე და დავიწივლე
-გაიღვიძე! და ამიხსენი,რა ჩაიდინე!
თვალები აუღელვებლად შეარხია და ღიმილით შემათვალიერა.
-ცუდი არაფერი.
-ჩემს გონებას დაეპატრონე!
-არა,არა-ფრთხილად წამოიწია და ხელები მშვიდობის ნიშნად ასწია-პანიკაში იყავი,მოქმედება იყო საჭირო,დაუყოვნებლივ. აღარ გაითიშო უაზრო შიშებით და აღარც მაგას ვიზამ.
-ჩემი ლექტორი-ღრმად ჩავისუნთქე და ამოვთქვი-სექსის სანაცვლოდ დაიქირავე? მითხარი!
-შენ რა,სულ გააფრინე?
-აბა ის რა იყო?
-უბრალოდ ქალური მომხიბვლელობა გამოვიყენე. ტე-ს ბიჭები ფულს აგროვებენ და გადავუხდით დაცვისთვის,ნუ წივიხარ.
ოდნავ დავმშვიდდი,შარვალი და მაისური მოვძებნე,სწრაფად ჩავიცვი ვიღაც დეტექტივმა დამიბარა,წავედი...
-მოიცა-წამოხტა და წინ ამესვეტა-უჩემოდ არ უნდა წახვიდე,გუგას შევუთანხმდი,რაც უნდა ვთქვათ.
-ვთქვათ? -ტირილს აღარაფერი მეკლდა-მეხუმრები? ირის,შენ არ არსებობ! არა! როგორ უნდა თქვას რამე არარსებულმა ადამიანმა. რასაც შენ ამბობ,ჩემს მიერ დაგეგმილი და გაანალიზებულია! ჯობია,საერთოდ აღარ ჩაერიო,გაიგე?
-და იმას რატომ არ აღნიშნავ,რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გავაკეთე?
-იმიტომ,რომ ეგ მე გავაკეთე,თანაც არაცნობიერ მდგომარეობაში. წარმოდგენაც კი არ მინდა,რა შეიძლება მოხდეს,თუ ასე გაგრძელდება... არ მემახსოვრება,ვის რა ვუთხარი,სად ვიყავი,რა გავაკეთე. ირის,ეს უნდა შე-წყვი-ტო!-გულამოვარდნილმა გამოვიხურე სახლის კარი და კიბეებზე დავეშვი. გამალებული ვფიქრობდი,რა მექნა. ბოლოს დეტექტივს დავურეკე და ვთხოვე,ჩვენი შეხვედრა რამდენიმე საათით გადაედო,რადგანაც ექიმთან მქონდა ვიზიტი.
ყოყმანით დამთანხმდა,თუმცა ალბათ იგრძნო,რომ არ ვატყუებდი. ასეც იყო-ჩემი გონების ექიმთან მივდიოდი.
მართა სამსახურში არ დამხვდა,დავურეკე და პირდაპირ სახლში მივადექი.
კარი როდესაც გამიღო,მის ფეხს ამოფარებული,პატარა,წითური,ლოყაწითელა და ფუმფულა გოგონა დავინახე,ცოტა მოშორებით კი ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი,კეთილი სახით.
-ირისი?-მკითხა მართამ და ჩემს სახეს თვალი მოავლო.
თავი დავიქნიე და ფსიქოლოგს მივყევი,რომელმაც ბავშვი მამისკენ გაუშვა და კაბინეტში შემიძღვა.
-ვეღარ ვაკონტროლებ,მეგონა,რომ მეძინა და ამ დროს...
-კონტროლი მოიპოვა?-მართას სახეზე შეშფოთებამ უარესად ამაღელვა.
კვლავ თანხმობის ნიშნად შევარხიე თავი.
-ცუდი არაფერი უქნია,მგონი,მაგრამ... მაინც,ეს ძალიან მაშინებს.
-იმას იაზრებ,რომ თავად შექმენი ირისი. მისი გაკონტროლება რაღატომ გიჭირს?
-ალბათ... იმიტომ,რომ მას თავიდანვე უპირატესობა მივანიჭე. პირობითად ეთერზე ჭკვიანი და ეშმაკია.
-მაგრამ რეალურად მისი აზრები ვის ეკუთვნის?
-მე,მაგას რამდენი ხანია ვიმეორებ,თუმცა შედეგი არ აქვს.
-ვერც ექნება,სანამ ირისი საკუთარ დანიშნულებას არ ამოწურავს. შენ ის გარკვეული მიზნით შექმენი. მითხარი ეგ მიზანი.
-მეგობარი მჭირდებოდა...
-არა!
გაბრაზებულმა შევხედე,მაგრამ მართალი იყო.
-ალბათ სწორი,ცივსისხლიანი რჩევები,რომლებსაც უგრძნობი ადამიანი მომცდემდა...
-არა!-თავი მკაცრად გაიქნია.
-არ ვიცი... სიძლიერე.
-სიძლიერე! დიახ,სწორია,ეთერ.-გაიღიმა და ჩემსკენ გადმოიწია-განაგრძე.
-მინდოდა,არ ვყოფილიყავი ისეთი ქვეშაფსია,როგორც სკოლაში,უნივერსიტეტი ახალი შანსი იყო,აღარ უნდა მედარდა იმაზე,რომ ვერ მამჩნევდნენ,ვიცოდი,დრო იყო ცვლილებებისა,მაგრამ ძალას ვერ ვპოულობდი,იმდენად შევისისხლხორცე ეს... ეს როლი,ეს მე არ ვიყავი,გესმის? მეგონა,რომ სუსტი და საწყალი გოგონა ვიყავი,თუმცა ესეც როლი იყო,რეალურად სულ სხვა ვყოფილვარ,უბრალოდ სხვების თავით ვუყურებდი და აღვიქვამდი საკუთარ თავს...
-რა როლს თამაშობდი?-ინტერესით აენთო მართას თვალები.
-ეთერიკოს როლს. დაჩაგრული,საწყალი გოგონას როლს,რეალურად კი...-დავდუმდი და დავუფიქრდი იმას,რაც რამდენიმე წამის წინ ვთქვი. მხოლოდ მაშინ გავიაზრე,რომ წლების განმავლობაში საზოგადოების მიერ შექმნილი გოგონას როლს ვთამაშობდი,გამოგონილი მეგობარი კი იყო ჩემი რეალური სახე.
-ირისი-წარმოთქვა ფრთხილად მართამ-რატომ ეს სახელი?
-ბებიამ მიამბო ისტორია გოგონაზე,რომელიც ჩემი დაბადების მომენტში გარდაიცვალა,ეს რატომღაც ჩამრჩა გონებაში და მოვძებნე ის,ირისი. შემდეგ მრავალი თქმულება წავიკითხე ამ სახელზე,შეპყრობილივით ვიყავი.
-რატომ დაინტერესდი მკვდარი გოგონათი?
-მაშინ იმდენ რამეს ვკითხულობდი,იმასაც კი ვფიქრობდი,რომ ირისის რეინკარნაცია ვიყავი,მისი მეორე შანსი,რადგანაც უდროოდ წაართვეს სიცოცხლე. მისი ქმრის გვარიც კი გავარკვიე,მგონი ახლაც მწამს ამისა,მაგრამ ეს არაა მთავარი,ახლა მივხვდი,რომ ირი უბრალოდ არ არსებობს... მართა,მხოლოდ ახლაღა გავიაზრე ეგ!
შუბლი შეჭმუხნა და თავი გაიქნია.
-მომწონს,რომ იაზრებ,მაგრამ ისიც უნდა იცოდე,რომ ასე სწრაფად ვერ მოიშორებ. შენ მას წლების განმავლობაში ქმნიდი.
-ვიცი,ეს არცაა მთავარი,ახლა გავარკვიეთ,მივხვდით,რომ ჩვენს შორის უპირატერსი არ არსებობს,აქამდეც ასე ვამბობდი,მაგრამ სიცრუე იყო,ყოველთვის მეგონა,რომ მან უკეთ იცოდა... ახლა აღარ. მადლობა,მართა,დამირეკე,როდესაც გეცლება და მოვალ.
წამოვხტი,ღრმად ჩავისუნთქე და როგორც იქნა,სიმშვიდე ვიგრძენი.
მართამ დამიბარა,რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მისი იმედი მქონოდა და ირისისთვის არაფრის დიდებით აღარ მიმეცა საშუალება,დამოუკიდებლად ემოქმედა.
-ამას ვეღარ იზამს-ვთქვი მტკიცედ და სახლი დავტოვე.
ქუჩაში მარტო მივაბიჯებდი,სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი,გავხედე ცარიელ ქუჩას და სიამოვნებით შევიგრძენი სიჩუმე.
არავინ იყო,მარტოობა,ბოლოს და ბოლოს,მაბედნიერებდა. ირისი აღარ მჭირდებოდა,რადგანაც თავად ვგრძნობდი ყველა იმ თვისებას,რომელიც მას გადავაბარე.
განყოფილებაში მისულმა დეტექტივს დავურეკე,უკვე საკმაოდ გვიანი იყო,თუმცა ფხიზლად მიპასუხა და მითხრა,რომ მელოდებოდა.
გაბედულად შევედი შენობაში,ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ პატარა ოთახში აღმოვჩნდი,სადაც მალევე შემოვიდა ახალგაზრდა ,შავ ჟილეტიანი მამაკაცი. ქამარზე ბორკილები და იარაღი დაემაგრებინა,გასაღებების აცმასთან ერთად,ჩემი დანახვისას წამით უხერხულად შეიშმუშნა,უძილო და დაღლილი თვალები ინტერესით შემავლო და საპირისპიროდ მდგარ სკამზე მოთავსდა. ხელში დაკავებული ფურცლები მაგიდაზე დააწყო,გარკვეული დრო მათ უყურებდა,მე კი შესაძლებლობა მომეცა,კარგად შემეთვალიერებინა.
გრძელი წამწამები ჰქონდა,რომლებიც მუქ,ბრწყინავ თვალებს უფრო ულამაზებდა,ოდნავ გულუბრყვილო იერიც კი ჰქონდა,თუმცა ვიფიქრე,რომ მხოლოდ მეჩვენებოდა. ბოლოს და ბოლოს,დეტექტივი არ იყო?
აღნაგობა კარგი ჰქონდა,არც ზედმეტად მაღალი იყო,არც დაბალი. შავი თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი,თითქმის გადაპარსული,თვალები მის ყურებზე გამიშტერდა. პატარა და როგორღაც კოხტები ჰქონდა.
სანამ დეტექტივის ყურებით ვერთობოდი,ბოლოს და ბოლოს,ხმა ამოიღო,ჩემი უფლებები მშრალად გამაცნო და საქმეზე გადავიდა.
-ბარ”ბუნკერის” თანამშრომელი ხართ,ხომ?
-დიახ.
-იცით,რა საქმესთან დაკავშირებით დაგიბარეთ?
-კი.
-საიდან?
-“ბუნკერში” ვმუშაობ,რამდენიმე მუდმივ კლიენტთანაც უბრალო,მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ-ერთმა მათგანმა დამირეკა და მაცნობა,რომ ნუკრიმ დანაშაული ჩაიდინა.
გაკვირვებულმა შემომხედა,აშკარად არ ელოდა,რომ სიმართლეს ვეტყოდი,მაგრამ რაში მჭირდებოდა ტყუილი? თანაც ისეთი,რომელშიც მარტივად გამომიჭერდნენ. დღის განმავლობაში ტატოსაც ვესაუბრე,გუგასაც. ზარების შემოწმებას მარტივად შეძლებდნენ.
-ამ დანაშაულზე მომიყევით,რა იცით?
-საერთოდ არაფერი. როგორც მეგობარმა მიამბო,ბარიდან გასულ ნუკრის მსხვერპლი მეგობრებთან ერთად მიჰყვა და შელაპარაკება მოუვიდათ,თუმცა არ ვიცი,ეს ინფორმაცია სწორია თუ არა.
-თავად იცნობთ ბრალდებულს?
-რა თქმა უნდა,”ბუნკერში” თითქმის ყოველ დღე დადიოდა.
-რას ფიქრობთ მის პიროვნებაზე? არ შეგიმჩნევიათ განსაკუთრებული სიძულვილი რომელიმე რასის ან რელიგიის წარმომადგენლის მიმართ?
-მისი პიროვნება?-დავფიქრდი და ჩამოვარაკრაკე-მუდამ მხიარული,ხშირად მჩუქნიდა შოკოლადს,ყოველთვის მეუბნებოდა,რომ არ შევწუხებულიყავი და თავად მიჰქონდა შეკვეთა,ბარის საქმეებშიც მეხმარებოდა ბოლოს. მოკლედ,კარგი ბიჭია. თქვენ რაც აღნიშნეთ,ეგ არ შემიმჩნევია. ის და მისი მეგობრები ხშირად საუბრობდნენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე,უფრო სწორად,კამათობდნენ და მუდმივად იცვლიდნენ აზრს,მე კი ყოველთვის ბევრი საქმე მაქვს ბარში,არასდროს მქონია სურვილი ან შესაძლებლობა,უკეთესად გავრკვეულიყავი.
-ერთი თემაც არ გახსენდებათ? მაგალითად რისთვის მოგიკრავთ ყური?
ჩაფიქრებული სახე მივიე და შევეცადე,ყველაზე უწყინარი გამეხსენებინა.
-უამრავია,როგორ არ მახსოვს,მაგალითად ქართველ მეწარმეებზე...
-და რას ამბობდნენ ქართველ მეწარმეებზე? ხომ არ ფიქრობდნენ,რომ იაფი მუშა-ხელი,მაგალითად შავკანიანები გამოადგებოდათ?
-არა,არა-გამეცინა და ხელები გავასავსავე-ძალიან გთხოვთ,ჩემი სიტყვები თქვენებურად არ განმარტოთ. ის ამბობდა,რომ ქართველი მეწარმეები საქონელს იგივე ან უფრო მეტ ფასს ადებდნენ,რაც იმპორტულ პროდუქციას ჰქონდა. მაგალითად,ჩვენი წარმოებული შოკოლადი დაბალი ხარისხისაა,მაგრამ ფასი იგივე აქვს,რაც საზღვარგარეთ წარმოებულს,ამის მიზეზი კი ისაა,რომ მათ დროში არ აქვთ გაწერილი ფინანსები და ერთბაშად სურთ გამდიდრება,რაც განაპირობებს რამდენიმე წლიან ბრუნვას და შემდეგ საწარმოს დახურვას,რადგან მომხმარებელი იგივე ფასში რა თქმა უნდა,არაქართულს მიანიჭებს უპირატესობას,ნამდვილი სიღორეა,საკუთარ მოქალაქეს მიჰყოდო საქონელი ასე ძვირად და არ იფიქრო ბაზარზე...
-კარგი,გასაგებია-თავი გაიქნია და მომეჩვენა,რომ უფრო დაღლილმა გამომხედა-კიდევ?
-კიდევ ისტორიაზე,მითოლოგიაზე,ხელოვნებაზე,არ ვიცი,ყველაფერზე.
-ესე იგი,არ გაგიგიათ მისი რადიკალური შეხედულებების შესახებ?-ლამაზი თვალები შემომანათა,თუმცა უტეხად გავუსწორე მზერა.
-რადიკალური? ეგ როგორია?
-მემარჯვენე. მკაცრად ნაციონალური,დაახლოებით ისეთი,ნაცისტურ გერმანიას რომ ასულდგმულებდა.
-აჰ,ა-არა! ანუ არ ვიცი,სხვა რას საუბრობდნენ,მაგრამ მათ ადგილას,ასეთ რამეებს თუ ვიფიქრებდი,ოფიციანტს არ მოვასმენინებდი-უბრალო სახე მივიღე.
ძალიან დაღლილი ვიყავი,როდესაც მეგონა,მეძინა,მაშინაც არ დამესვენა,ჯერ იყო და ირისმა გამომაცალა ძალა,შემდეგ საკუთარ თავთან ომმა მართას სახლში,ახლა კიდევ მიწევდა გამოჩერჩეტებული ოფიციანტის როლის თამაში,მხოლოდ იმის გამო,რომ არ მინდოდა,ნუკრი ჩემ გამო აღმოჩენილიყო ციხეში.
და კიდევ,დაჩიზე ვფიქრობდი.
როგორ გადაიტანდა საუკეთესო მეგობრის წლობით ციხეში გამოკეტვას,თანაც დარწმუნებული ვიყავი,ბევრ რამეს მე მაბრალებდა,ამიტომაც აღარ მინდოდა სიტუაციის გამწვავება.
დეტექტივს მოვუყევი შემთხვევის ღამის შესახებ,არ დამიმალავს,რომ ვიყავი მომსწრე შელაპარაკებისა.
-მგონი ის ბიჭი ვიღაც გოგონას აწუხებდა და ნუკრიმ დაიცვა,არ ვიცი,მერე,როდესაც ცალკე გავიყვანეთ,სამზარეულოში,ასე თქვა. თუმცა გავბრაზდი და ვუთხარი,შენი საქმე არაა-მეთქი და მისმა მეგობრებმაც ურჩიეს,სახლში წასულიყო. წავიდა,ბარის უკანა გასასვლელიდან.-მოკლედ დავასრულე .
-მეტჯერ აღარ გინახავთ ბრალდებული?
-არა,საერთოდ აღარც გამხსენებია. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ახლაც,ალბათ ძალიან უჭირთ უჩემოდ,შეიძლება,წავიდე?
-ახლა ?-თვალები გაუფართოვდა-ღამოს თორმეტი საათი სრულდება!
-დიახ,თუ მივასწრებ,კარგი იქნება-ფრიადოსნის მონდომებული სახე მივიღე,ოქმზე ხელი მოვაწერე და წამოვხტი-თავისუფალი ვარ?
-დიახ,თუმცა შესაძლოა კიდევ დაგიკავშირდეთ.-მიპასუხა ფიქრიანად.
-კარგი.-მხრები ავიჩეჩე და დავამატე-ისე,კარგად გაარკვიეთ,რა მოხდა,დეტექტივო. ნუკრი კარგი ბიჭია.
სიტყვა “დეტექტივზე” შეკრთა,აშკარად ახალია-მეთქი,გავიფიქრე,დავემშვიდობე და კიბეებს ჩავუყევი.
უკვე მთავარი კარიდან გავდიოდი,რომ ვიღაცის ჩქარი ნაბიჯების ხმა მომესმა და უკან შევბრუნდი. დეტექტივმა ჩემი სახელი დაიძახა და მომიახლოვდა.
-გვიანია,ასეთ დროს მარტო სიარული საშიშია,მიგაცილებთ.
თვალები გაკვირვებით დავქაჩე,თანხმობა წავიბუტბუტე,რადგან თავის გამოდების დრო არ მქონდა და უკან მივყევი.
მგზავრობა განყოფილებიდან “ბუნკერამდე” ჩუმი და მშვიდი იყო,თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ისეთ კითხვას,რომელიც ეხებოდა სასწავლებელსა და მომავლის გეგმებს.
დანიშნულების ადგილას მისული,საბოლოოდ დავემშვიდობე დეტექტივს და “ბუნკერის” კიბეებისაკენ გავემართე,თუმცა არც მე მეწერა მშვიდად მუშაობა და არც ჰიმლერას-დახმარება,რადგანაც რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა,ვიღაცის ხელი მაგრად ჩამეჭიდა მკლავში და გვერდით გამათრია.
-რა ჯანდაბაა?-დავიყვირე და მხოლოდ შემდეგ ვიცანი დაჩი.-მანიაკივით რატომ მეცი?
-პოლიციელები უკვე სამსახურშიც გაცილებენ?-ჩაიქირქილა,ხელი გამიშვა,თვალებში ბრაზი ედგა.
-თქვენი წყალობით,დიდო მხედართმთავარო!-უეცარი სიბრაზე ვიგრძენი-თუ გგონიათ,ჩემი ნებით მომინდა განყოფილებაში მიცუნცულება და მკვლელი ფაშისტისათვის ხელის დაფარება?-ხმას დავუწიე და ჩურჩულში ჩავაქცსოვე მთელი აღშფოთება.
-მკვლელი ფაშისტი? აზრზე თუ ხარ,რას ამბობ? ზანგები მოყარე ჩვენს ბარში და კიდევ სხვას აბრალებ ამ ყველაფერს?
წამით გაშეშებულმა შევხედე. ვიცოდი,რომ მე დამაბრალებდა ამ ყველაფერს,მაგრამ ასე უბოდიშოდ და პირდაპირ ვაჟღერებულმა ბრალდებამ მაინც ძალიან მატკინა გული.
-ესე იგი,ჩემი ბრალია?-ხმა ჩამწყდარმა ვკითხე.
-სანამ ამას არ აიკვიატებდი,ყველაფერი მშვენივრად იყო-პირდაპირ პასუხს თავი აარიდა -გაფრთხილებდი,მაგრამ არ დამიჯერე...
ისტერიულად გადავიხარხარე.
-იქნებ ისიც მითხრა,რომ მე გამოვუტენე თავი ნუტრის ნაცისტური სისულელით? გახსოვს,როგორ ხარხარებდით? “არ იყო რასისტი,რასისზმი დანაშაულია,დანაშაული კი ზანგებისთვისაა”...
-ეს შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა-თავი გაიქნია დაჩიმ-ჩვენი იდეოლოგია არაფერ შუაშია.
-ჰაჰ...სულ მაინტერესებდა,რა მიზანი გქონდათ?-ვკითხე უცბად,გულზე ხელები გადავიჯვარედინე და ვეცადე,მშვიდად ვყოფილიყავი-ტე-ს მაგიდასთან შეკრებების საბოლოო დანიშნულება რა იყო?
მდუმარედ,დაღვრემილი შემომაჩერდა,რამდენჯერმე დააპირა საუბრის დაწყება,მაგრამ ჩერდებოდა.
-მინდა ვიცოდე-განვაგრძე,რადგან ხმას არ იღებდა-მე რა დავაშავე. დაჩი,ვისმენდი თქვენს საუბარს. არავის ვეუბნებოდი,მაგრამ ჩემს გონებაში ხომ რჩებოდა? თეთრი მამაკაცის სიძლიერე,შავკანიანების გონებრივი ჩამორჩენილობა,მუსლიმების შეურაცხყოფა... ჩემი აქ მოსვლის პირველივე დღეებში გავიგე,როგორ გძულთ რუსი,არაბი,ებრაელი ან შავკანიანი ტურისტები. ერთადერთი,ვისაც ხელგაშლილი ეგებებით,ტანადი,ევროპელი გოგონები არიან,როგორ ანაწილებთ ადამიანებს? ჩამოვიდა რუსი ტურისტი და მორჩა,ოკუპანტია?ზიზღის მეტი არაფერი დავანახოთ? იქნებ ისეთივე ადამიანია,როგორც ჩვენ? კითხულობს,სწავლობს,სამყარო აინტერესებს და მისი პატარა ნაწილი-ჩვენი ქვეყანა. ადამიანზე შეხედულება მისი ქცევის მიხედვით უნდა ჩამოიყალიბო და არა წარმომავლობით. უამრავი ქართველი ნაგავი დაიარება ევროპაში,ამის გამო იქ ფეხს დავდგამ თუ არა,ყელი უნდა გამომჭრან?
-გგონია,მაგ ყველაფერს არ ვიაზრებთ?-წამოიყვირა და მხრებზე ხელები ჩამჭიდა-მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს,რომ ევროპაში და ამერიკაშუ გაუპატიურებების პროცენტულ მაჩვენებელში ზანგები უპირობოდ ლიდერობენ. გერმენელ,შვედ,ნიდერლანდელ და ღმერთმა იცის კიდევ რომელი ქვეყნის ქალებს ჯგუფურად აუპატიურებენ. ის სი*ქალა რომ გადმოუხტა უკანალის ქნევიგ,რა ეგონა,ტრა*ის თამაშის მსოფლიო ჩემტპიონატზე იყო? მიაყენებდა სადმე კუთხეში და გაუკეთებდა შავ ბავშვებს,მარა არა,შევუშალეთ ხელი,ნუკრიმ შეუშალა და ამის გამო,უზრდელი,თავხედი და ატეხილი გოგოს გამო მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს...
ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო,აშკარად ძალიან უჭირდა. უხერხულად მიმოვიხედე და დავილაპარაკე.
-დაჩი... ახლა ჰიტლერის გერმანიაში ან სტალინის საბჭოთა კავშირში არ ვართ. მსოფლიო გათავისუფლდა,ადამიანებს იმის კეთების უფლებას აძლევენ,რაც უნდათ და ამით იმონებენ. ჰო,ვხვდები,რომ ამგვარ თავისუფლებას ნეხვის ფასი აქვს-შეუძლიათ მთელი დღე სმარტფონებში იცქირონ,სოციალურ ქსელებში ერთმანეთი გაჭორონ,უკანალის აწევაც აღარაა საჭირო მეგობართან დასალაპარაკებლად,შეგიძლია უბრალოდ დაურეკო და საათობით უფასოდ ეჭორავო. სერიალებსა და ფილმებში იმას გვანახებენ,რაც სურთ,ისე ვაზროვნებთ,როგორც რომელიღაც დიდ ორგანიზაციაში დაიგეგმა და ნელ-ნელა ვივიწყებთ,რომ გამორჩეულობა,ჩვენი ეროვნული ინდივიდუალიზმი გვასულდგმულებდა აქამდე და მეტი არაფერი.არის ხალხი,ვინც ამას ხვდება. მე,შენ,კიდევ ბევრი. დანარჩენ მასას კი,რომელიც ცხვირითაა გადაშვებული “თავისუფლებაში”,ვერაფერს უშველი,ვერ გამოაფხიზლებ,თუ თავად არ მოინდომეს. ძალადობა მხოლოდ აგრესიას წარმოშობს,როგორ ფიქრობ,რატომ ჰყავთ ამდენი უფლებადამცველი შავკანიანებს ან ჰომოსექსუალებს? ისინი საუკუნეების განმავლობაში მსხვერპლები იყვნენ,ადამიანებს კი,განსაკუთრებით იმათ,ვისაც სხვა არაფერი შეუძლიათ,სუსტების დაცვის მოთხოვნილება აქვთ,თუ ვინმეს დაიცავ,შემდეგ ამას მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომისას ან ვინმეს დაბადების დღეზე სიამაყით გაიხსენებ. აღარ წარმოაჩინოთ ვინმე მსხვერპლად,თუ გსურთ,საკუთარი ხალხი დაიცვათ,წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ხალხი აგიმხედრდებათ.
დაჩი ხმას აღარ იღებდა,არც მიყურებდა.
-ვიფქრობდი,რომ შენც ასე მიგაჩნდა,ამიტომაც არ მეგონა,თუ რომელიმე შენიანი ბარის სტუმარს მუცელში დანას გაუყრიდა-ჩემ ამ სიტყვებზე სწრაფად გაიმართა,სიძულვილით შემომხედა და ჩაბნელებულ ქუჩას გაუყვა.
ერთბაშად ვიგრძენი საშინელი გადაღლილობა,”ბუნკერში” აღარ შევსულვარ,სახლში წავედი და მაშინვე ჩამეძინა,როგორც კი თავი ბალიშზე დავდე.

-მძინარე მზეთუნახავო, ლექცია რომ გაქვს,დაგავიწყდა?-ირისის ხმამ და სახეზე ათამაშებულმა მზის სხივებმა გამომაფხიზლეს.
თვალები გავახილე,ოდნავ წამოვიწიე და თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
-შენ რა,არ იბუტები?-ირის გავხედე,რომელიც დივანზე მიწოლილი,საკუთარ თმებს ეთამაშებოდა.
-რატომ? სწორად მოიქეცი,ყველაფერი შესანიშნავად გააკეთე,უჩემოდაც კი.
-იმიტომ,რომ...
-ჰო,რეალურად მეც შენი ნაწილი ვარ,ვიცი,მაგრამ აქამდე გაუაზრებელი ფიქრები ვიყავი,ახლა პროგრესი აშკარაა.
-ლექციაზე არ წავალ-ამოვთქვი და ბალიშს დავუბრუნდი-საშინლად ვარ.
-დაჩიკოს ეჩხუბე.
-ისედაც სულ ვკამათობდით-ხელი ავიქნიე-მაგრამ ახლა ძალიან ცუდად იყო,თითქოს... არ ვიცი,ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე.
-მაშინ ახლა არ უნდა მიატოვო.
-რა?
-მაგას რა ფილოსოფოსობა უნდა. ტე-ს მხედართმთავარი ეგ იყო,სულას ეძახდნენ,დაგავიწყდა? ყველა მაგისაკენ გაიშვერს თითს,სიტუაცია ვერ გააკონტროლაო,სულელი ყოფილა და არა სულაო,რას უბჟუტურებდა ამ ბიჭს ისეთს,კაცი რომ მოაკვლევინაო.
-ის კიდევ მე მაბრალებს-სიბრაზე მომაწვა.
-დაგაბრალებს,აბა რა იქნევა,შენამდე მშვიდად იყვნენ და არც ზანგები უვარდებოდათ თავიანთ ბარში-ჩემს განრისხებულ სახეზე ჩაიცინა და დაამატა-მე არ ვფიქრობ მაგას,მაგრამ ის აუცილებლად იფიქრებს.მოკლედ,ორივე შეცდით,ენდეთ ჯერ კიდევ მოუმწიფებელ გონებას,ამიტომაც ახლა მის გვერდით უნდა იყო.
-როგორ თუ მის გვერდით? რანაირად?
-მისი მისამართი ხომ იცი? დაადექი სახლში და უთხარი,ვწუხვარ-თქო.
-მისამართი არ ვიცი...-ირისმა წარბები აწკიპა და გამახსენდა,რასაც ვაკეთებდი ღამ-ღამობით. სოციალურ ქსელში პოლიციის მუშაკი გავიცანი,ტკბილი საუბრით მოვხიბლე და ვითომ და ჩემი ვითომ და ნახევარძმის შესახებ ინფორმაციის მოძიება მოვთხოვე. ასე გავიგე,რომ დაჩი ორი წლის უკან ბრალდებულის სკამზე იჯდა,თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით,თუმცა გაამართლეს. გავიგე,რომ გოგონამ სიკვდილამდე წერილი დატოვა,სადაც არაორაზროვნად მიუთითებდა,ვის გამო იკლავდა თავს.
გოგონა ცხრამეტი წლის იყო,სახელად ანა.
ირისი თითქოს ჩემს აზრებს ტიტრებივით კითხულობდა და თავს იქნევდა.
-პირად ცხოვრებაზე ხელი აიღო და მოინდომა,რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა,თუმცა აქაც დააღალატა ადამიანის მგრძნობიარე ბუნებამ. ახლა ძალიან ცუდად იქნება და სადაც ამდენი დრო და ენერგია დაახარჯე,როცა სჭირდები,მაინცდამაინც მაშინ არ მოტყდე.
ცოტა ხნით გაშტერებული ვუყურებდი,შემდეგ სწრაფად წამოვხტი,ის ჩავიცვი,რაც პირველად მომხვდა ხელში,გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი და იმ მისამართზე გავვარდი,რომელიც პოლიციელმა ბიჭმა მითხრა.
ადგილზე ოციოდე წუთში მივედი,აბურდული თმა რეზინით შევიკარი,შესაბამისი სართული მოვძებნე და ხელი შევმართე დასაკაკუნებლად.
ეს მოქმედება რამდენჯერმე გავიმეორე,ბოლოს თავი გავიქნიე და გადავწყვიტე,რომ სისულელეს ვაკეთებდი. ის იყო,კიბეებზე უნდა დავშვებულიყავი,ჩემს წინ კარი გაიღო და გამოჩნდა ორმოცდაათამდე წლის,სრულიად ჭაღარა,სიმპათიური მამაკაცი,რომელიც ინტერესით მომაჩერდა. ხელში ყავისფერი,ტყავის ჩანთა ეჭირა,აშკარად სადღაც მიდიოდა.
დავიბენი,რატომღაც დარწმუნებული ვიყავი,რომ დაჩი მარტო ცხოვრობდა.
-დაგეხმაროთ?-თავაზიანად მკითხა.
-მე... დაჩი სულაძეს ვეძებ,მგონი შეცდომით მოვედი...-ამოვღერღე.
-დაჩის? არა,შეცდომით არ მოსულხარ. იგი ჩემი შვილია.
-აჰ-წამოვიძახე უცნაური ინტონაციით და ხელი გავუწოდე-ეთერი,სასიამოვნოა.
-ედუარდ სულაძე-ხელი ჩამომართვა,მე კი მთელი ტანი გამიბუჟდა. თავში ერთი დაუჯერებელი აზრი მომივიდა,ეს სახელი ხომ ძალიან მეცნობოდა.-დაჩი სახლშია,შეგიძლია შეხვიდე.სამწუხაროდ,მეჩქარება და უნდა დაგტოვოთ.
-მე,ისა...
-ნუ გერიდება,სამზარეულოშია.
-კარგი,მადლობა,ბატონო ედუარდ.
-სნახვამდის,ეთერ. -კიბეებს ჩაუყვა,ფეხი ღია კარისაკენ გადავდგი,მაგრამ ჰაერში გამიჩერდა,დაჩის მამას გავხედე და შევუძახე-ბატონო ედუარდ,ერთი კითხვა მაქვს.
-დიახ?-შემობრუნდა და მოუთმენლად მომაჩერდა.
-ვინმეს ხომ არ იცნობდით,სახელად ირისს?
უცნაურად შეტორტმანდა,თითქოს რაღაც მძიმე საგანი ესროლესო.ტუჩები დაებრიცა,მაგრამ თავი მალევე დაიმორჩილა,გამიღიმა და ამოთქვა.
-დიახ,ირისი ჩემს პირველ ცოლს ერქვა.-სწრაფად მიბრუნდა და კიბეები ჩაირბინა.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

ვიცი,რომ დილით დაგპირდით ატვირთვას,მზად იყო ახალი თავი,მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ავტვირთე. ახლა კი იმედი მაქვს,ინტერესით ჩაიკითხავთ♥️

 


№2  offline წევრი Rania

ალისსსსსსს. ეს რა საოცრება იყო. არველოდიიიიი. აი თურმე კავშირიიი. არველოდიიიი. გამაოცე ძალიანნ. ჩემი საოცარი გოგო ხარ შენ და მომდევნოს რა მოუთმენლად ველი რომ იცოდეეე
--------------------
Q.qimucadze

 


№3 სტუმარი ფეფო

ვაიმეეე მეორე ვააარ????????????????( ეე სმაილები სად მიდის კაცო).ბოლოდან რომ დავიწყე კითხვა დასაწყისის გაგება არ გამჭირვებია :დ შე უძალიანმაგრესად ნიჭიერო..ჩემო გოზინაყო და ჩურჩხელავ(ეგ მიყვარს მარტო)

 


როგორ მახარებ და მაბედნიერებ იცი ალისა? ^_^
დღეს მოკლე და კონკრეტული ვიქნები და როგორც ყოველთვის გადასარევი თავი იყო.♡ ირისის და ეტუკას სცენებს ვკითხულობ და Fight club-ი მახსენდება..♡♡ ახლა ეს ედუარდიც.... ძალიან დამაინტრიგე ბოლოს ♡♡♡ და მომდევნო თავს იმიტომაც ველოდები ეტოს და დაჩის სცენით რომ დაიწყებააა :3 ვშიფავ მე მაგათ ♡♡♡♡ სხვათაშორის დღეს ვხატავდი, თან არას - კის ვუსმენდი და მაგ წყვილზე ვფიქრობდი ^_^
დაღლილი მეიბილინი ვიზ ლავ ♡♡♡♡

 


რაღაც სასწაულს რომ გვიმზადებდი კი ვხვდებოდი, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. შოკში ვარ ჯერ ისევ. სასწაული გოგო ხარ შენ❤
დაჩი და ირისის კვანძი საკმაოდ საინტერესოდ გაიხსნა და ჩაიხლართება ვატყობ. რაღაცას გვიმზადებ ისევ თორემ ასეთი დამთხვევა არ იქნებოდა❤
აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მომეწონა ეტოს გამოფხიზლება და ირისის ჩამოშორებას რომ გეგმავს, მაგრამ ეს ისი დიდი გაიძვერა ვინმეა, რატომღაც მგონია,რომ მშვენივრად იცოდა ვინ იყო დაჩი სულაძე.
კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გეტყვი, რომ მაგარი გოგო და ძალიან მაგრად რომ წერ ხომ იცი❤ გელოდები❤

 


№6 სტუმარი ლალალაა

ჰაჰ, თავში დედამთილი რომ "ჩაგისახლდება" რა ჭკუაზე უნდა იყო:დ
ნუ რაღა დედამთილი, იმ დეტექტივს ისე უთვალიერებდა ყურებს რომ შეუყვარდა გეფიცები:დ და პლუს იმ შტერის ბლუკუნი. ვსო მიზანშია

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

Rania
ალისსსსსსს. ეს რა საოცრება იყო. არველოდიიიიი. აი თურმე კავშირიიი. არველოდიიიი. გამაოცე ძალიანნ. ჩემი საოცარი გოგო ხარ შენ და მომდევნოს რა მოუთმენლად ველი რომ იცოდეეე

ძალიან,ძალიან მიხარია,რომ ყოველი ახალი თავი ახალი ემოციაა,უდიდესი მადლობა ქეთო♥️♥️

ფეფო
ვაიმეეე მეორე ვააარ????????????????( ეე სმაილები სად მიდის კაცო).ბოლოდან რომ დავიწყე კითხვა დასაწყისის გაგება არ გამჭირვებია :დ შე უძალიანმაგრესად ნიჭიერო..ჩემო გოზინაყო და ჩურჩხელავ(ეგ მიყვარს მარტო)


ფეფო!!!
ვაიმე,შენ არ იცი,როგორ მიყვარს შენი აქ დანახვა♥️♥️♥️
შენს ბავშვს უყვარხარ ძალიან♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
როგორ მახარებ და მაბედნიერებ იცი ალისა? ^_^
დღეს მოკლე და კონკრეტული ვიქნები და როგორც ყოველთვის გადასარევი თავი იყო.♡ ირისის და ეტუკას სცენებს ვკითხულობ და Fight club-ი მახსენდება..♡♡ ახლა ეს ედუარდიც.... ძალიან დამაინტრიგე ბოლოს ♡♡♡ და მომდევნო თავს იმიტომაც ველოდები ეტოს და დაჩის სცენით რომ დაიწყებააა :3 ვშიფავ მე მაგათ ♡♡♡♡ სხვათაშორის დღეს ვხატავდი, თან არას - კის ვუსმენდი და მაგ წყვილზე ვფიქრობდი ^_^
დაღლილი მეიბილინი ვიზ ლავ ♡♡♡♡

შტორმუნია,შენ რომ მაბედნიერებ,ისე უნდა:3
მეც ერთი სული მაქვს,მაგათი სცენა აღვწერო ბოლოს და ბოლოს:დდდ როგორი იქნება,ეგ უკვე აღარ ვიცი:3
ხატავს მებილინი? და ამ დროს ჩემს პერსონაჟებზე ფიქრობდა^^
უჰ,ძალიან მიყვარხარ რა♥️

რუსკიმარუსია
რაღაც სასწაულს რომ გვიმზადებდი კი ვხვდებოდი, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. შოკში ვარ ჯერ ისევ. სასწაული გოგო ხარ შენ❤
დაჩი და ირისის კვანძი საკმაოდ საინტერესოდ გაიხსნა და ჩაიხლართება ვატყობ. რაღაცას გვიმზადებ ისევ თორემ ასეთი დამთხვევა არ იქნებოდა❤
აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მომეწონა ეტოს გამოფხიზლება და ირისის ჩამოშორებას რომ გეგმავს, მაგრამ ეს ისი დიდი გაიძვერა ვინმეა, რატომღაც მგონია,რომ მშვენივრად იცოდა ვინ იყო დაჩი სულაძე.
კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გეტყვი, რომ მაგარი გოგო და ძალიან მაგრად რომ წერ ხომ იცი❤ გელოდები❤


რა თქმა უნდა,ისიმ ყველაფერი წინასწარ იცის და მაგაზე დიდი გველი არ დასრიალებს საიტზე :3
ვნახოთ,რას მოუხერხებს ეტო.
ნამდვილი,ცხონებული ირისისა და დაჩის მამის ხაზი იქნება ჩემი აზრით ძალიან საინტერესო. მიხარია,რომ ასე მოგწონს,უდიდესი მადლობა ♥️♥️♥️

ლალალაა
ჰაჰ, თავში დედამთილი რომ "ჩაგისახლდება" რა ჭკუაზე უნდა იყო:დ
ნუ რაღა დედამთილი, იმ დეტექტივს ისე უთვალიერებდა ყურებს რომ შეუყვარდა გეფიცები:დ და პლუს იმ შტერის ბლუკუნი. ვსო მიზანშია

დედამთილი :დდდდდდ
თავში:დდდდდ
აუ ლალააა შეშლილი ხარ:დ
შენც შეამჩნიე,არა? მიზანშია:3

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

გამოვშტერდი :o

დაჩის და ეთუნიას წყვილს ვერ წარმოვიდგენ.. მგონი არც მიმეწონება.. გელი მოუთმენლად...
ჩემი უცნობი სად წავიდა... და.. ოოოო ღმერთო ეს უცნობი დაჩია??

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანი
გამოვშტერდი :o

დაჩის და ეთუნიას წყვილს ვერ წარმოვიდგენ.. მგონი არც მიმეწონება.. გელი მოუთმენლად...
ჩემი უცნობი სად წავიდა... და.. ოოოო ღმერთო ეს უცნობი დაჩია??

ჰუჰ,ასეთი რეაქცია შესანიშნავია♥️
უცნობი დაბრუნდება და რა თქმა უნდა,გაირკვევა,ვინც ბრძანდება. ეთერიკო და დაჩი რას იზამენ,თავადაც არ ვიცი მგონო:დდ

 


№10  offline წევრი ნანა73

ყოჩაღ! კარგია, ძალიან კარგია! ყოველთვის მომწონდა შენი გონიერება, ფანტაზიის უნარი და განათლება, რომელიც ასე ჩანს შენს ნაწარმოებებში. ❤️❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

მარია.
ვაიმე არააააა
აქ გაჩერება შეიძლებოდა?
ძაან კარგი თავი იყო
ვერაფერს ვიტყვი შემდეგამდე
აბა..გელი

ვეცდები,არ დავაგვიანო შემდეგი♥️
მარია,უდიდესი მადლობა!♥️♥️

ნანა73
ყოჩაღ! კარგია, ძალიან კარგია! ყოველთვის მომწონდა შენი გონიერება, ფანტაზიის უნარი და განათლება, რომელიც ასე ჩანს შენს ნაწარმოებებში. ❤️❤️❤️


არც კი ვიცი,რა ვთქვა,ძალიან გამაბედნიერეთ♥️
დიდი მადლობა,მიხარია,რომ ჩემს ნაწერში ამის დანახვაა შესაძლებელი,დიდი სტიმულია ეს კომენტარი♥️♥️

 


№12  offline წევრი DI ANA

გუშინ რაღაც ტრენინგზე მივდიოდი, დანიშნულების ადგილამდე სამარშუტო ტაქსი არ მიდის, ხოდა მივუყვები გზას ფეხით რომ ცენტრალური ბიბლიოთეკის გასწვრივ ავღმოჩნდე, გზად ერთმა დაწესებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, აქამდეც შემიმჩნევია მაგრამ გუშინ სპეციალურად გავჩერდი და დავათვალიერე, ძალიან უცნაური ადგილია, ეგრეთ წოდებული "პადვალი" (აჭარაში ეგრე ვეძახით) გადაკეთებული იყო მაგრამ მიღებული იერ სახით არ გავს არც კაფეს, არც ბარს, მოკლედ გაურკვეველია რამეა რა... და ამ გაურკვეველ რამეს "ადგილი"ქვია იქედან მუდამ სიგარეტის სუნი გამოდის და კუთხეში დადგმული მაგიდაა მხოლოდ სავსე, მოსამსახურე პერსონალის და ამ ადამიანების გარდა იქ ვერავის ვერ ნახავ და ჯამში სულ 10 კაცი თუ გამოვა, შეიძლება ნაკლებიც, ძაან გავს იქაურობა ბუნკერს, თუ ოდესმე მოგინდება შენი შექმნილი ადგილი რეალობაში იხილო იქ მოდი, მე მაგ "ადგილი"_ს ხშირი სტუმარი გავხდები დღეიდან. საინტერესო ისაა რომ მეგონა შენს მოთხრობაში ვიყავი, ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ბუნკერშია. გამიხარდა ძალიან, თითქოს იქ იყავი ჩემთან ერთად და დაწესებულებას ათვალიერებდი რომ შემდეგ მოთხრობაში უფრო უკეთ გადმოგეცა დეტალები❤

მოთხრობის პირველი ნაწილი თავიდან წავიკითხე, სწორედ სულაძის მამაა ის ბიჭი საავადმყოფოს ეზოში რომ იჯდა და ტიროდა, ცოლის სიკვდილს გლოვობდა...
მგონია რომ ირისის რაღაც ნაწილს სწორედ ეს ქალი წარმოადგენს.

ალბათ გახსოვს იყო პერიოდი როცა დაჩიზე აზრი შევიცვალე და ნორმალური ადამიანი მეგონა. ეგ აზრი გაქრა, საშინელი პიროვნებააა, მეცოდება მაგრამ ამ ფიქრს თავს ვერ ვანებებ.

თავიდან მეგონა რომ ეტოს საბოლოო ბედი დაჩი იყო, ახლა ვხვდები ის გამომძიებელია, ეტო ამას ვერ ხვდება მაგრამ ეგააა დარწმუნებული ვარ ან ეგ იქნება ან არავინ.

ეტო გახდება ის პიროვნება ვინც სულაძეს ამ ჭაობიდან ამოათრევს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც უშველის. რატომ კითხა ეტომ სულაძის მამას ირისის შესახებ? ალბათ რაღაც წესიერად ვერ გავიგე მაგრამ ჩემი მოსაზრებით იმიტომ რომ უნდოდა გაეგო ირისმა შემთხვევით მასთანაც ხომ არ გააბა დიალოგი, მეტი ახსნა ვერ მოვუძებნე.

უჰჰ ძლივს დავწერე ნორმალურად ყველაფერი. ამოვისუნთქე, მომდევნო ჯერზე იმ "ადგილი"_ის ახლოს თუ აღმოვჩნდები შევალ და ფოტოებს გადავუღებ და მერე გამოგიგზავნი❤ უყვარხარ შენს დიანას და ელოდება ახალ თავს❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
გუშინ რაღაც ტრენინგზე მივდიოდი, დანიშნულების ადგილამდე სამარშუტო ტაქსი არ მიდის, ხოდა მივუყვები გზას ფეხით რომ ცენტრალური ბიბლიოთეკის გასწვრივ ავღმოჩნდე, გზად ერთმა დაწესებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, აქამდეც შემიმჩნევია მაგრამ გუშინ სპეციალურად გავჩერდი და დავათვალიერე, ძალიან უცნაური ადგილია, ეგრეთ წოდებული "პადვალი" (აჭარაში ეგრე ვეძახით) გადაკეთებული იყო მაგრამ მიღებული იერ სახით არ გავს არც კაფეს, არც ბარს, მოკლედ გაურკვეველია რამეა რა... და ამ გაურკვეველ რამეს "ადგილი"ქვია იქედან მუდამ სიგარეტის სუნი გამოდის და კუთხეში დადგმული მაგიდაა მხოლოდ სავსე, მოსამსახურე პერსონალის და ამ ადამიანების გარდა იქ ვერავის ვერ ნახავ და ჯამში სულ 10 კაცი თუ გამოვა, შეიძლება ნაკლებიც, ძაან გავს იქაურობა ბუნკერს, თუ ოდესმე მოგინდება შენი შექმნილი ადგილი რეალობაში იხილო იქ მოდი, მე მაგ "ადგილი"_ს ხშირი სტუმარი გავხდები დღეიდან. საინტერესო ისაა რომ მეგონა შენს მოთხრობაში ვიყავი, ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ბუნკერშია. გამიხარდა ძალიან, თითქოს იქ იყავი ჩემთან ერთად და დაწესებულებას ათვალიერებდი რომ შემდეგ მოთხრობაში უფრო უკეთ გადმოგეცა დეტალები❤

მოთხრობის პირველი ნაწილი თავიდან წავიკითხე, სწორედ სულაძის მამაა ის ბიჭი საავადმყოფოს ეზოში რომ იჯდა და ტიროდა, ცოლის სიკვდილს გლოვობდა...
მგონია რომ ირისის რაღაც ნაწილს სწორედ ეს ქალი წარმოადგენს.

ალბათ გახსოვს იყო პერიოდი როცა დაჩიზე აზრი შევიცვალე და ნორმალური ადამიანი მეგონა. ეგ აზრი გაქრა, საშინელი პიროვნებააა, მეცოდება მაგრამ ამ ფიქრს თავს ვერ ვანებებ.

თავიდან მეგონა რომ ეტოს საბოლოო ბედი დაჩი იყო, ახლა ვხვდები ის გამომძიებელია, ეტო ამას ვერ ხვდება მაგრამ ეგააა დარწმუნებული ვარ ან ეგ იქნება ან არავინ.

ეტო გახდება ის პიროვნება ვინც სულაძეს ამ ჭაობიდან ამოათრევს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც უშველის. რატომ კითხა ეტომ სულაძის მამას ირისის შესახებ? ალბათ რაღაც წესიერად ვერ გავიგე მაგრამ ჩემი მოსაზრებით იმიტომ რომ უნდოდა გაეგო ირისმა შემთხვევით მასთანაც ხომ არ გააბა დიალოგი, მეტი ახსნა ვერ მოვუძებნე.

უჰჰ ძლივს დავწერე ნორმალურად ყველაფერი. ამოვისუნთქე, მომდევნო ჯერზე იმ "ადგილი"_ის ახლოს თუ აღმოვჩნდები შევალ და ფოტოებს გადავუღებ და მერე გამოგიგზავნი❤ უყვარხარ შენს დიანას და ელოდება ახალ თავს❤

ეს რა სასწაული კომენტარია!
დიანა,საოცრება გოგო ხარ შენ!♥️
არა,კი იქნებოდა “ბუნკერის” მსგავსი რეალობაშიც,მაგრამ ამას ჩემი უსაყვარლესი მკითხველი თუ აღმოაჩენდა,რას ვიფიქრებდი:O
აუცილებლად უნდა წავიდე და საკუთარი თვალით ვნახო!
ძალიან დიდი მადლობა,რომ მითხარი♥️♥️
სულაძის მამის სახელი ეცნო ეტოს,როდესაც ირისზე აგროვებდა ინფორმაციას,ადრეც ახსენა,რომ ირისის ქმრის ვინაობაც ნახა,აქედან ეცნო ედუარდის სახელი<3
ეტოს ბედი ვინაა,ეგ ჯერ კიდევ გაურკვეველია,მაგრამ დალაგების დრო მოვიდა ამიერიდან და ყველაფერში გავერკვევით♥️
ალისასაც უყვარხარ ძალიან♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ოხ ალისა უანდერ, შენი უსაზღვრო წარმოსახვა ძალიან მიყვარს მე kissing_heart

 


№15  offline წევრი Moonlight Sonata

მართლა არასდროს ვიცი ხოლმე რა სიტყვებით შეგაფასო და როგორ გადმოვცე ის ემოცია, რასაც ჩემში შენი იატორიები იწვევს. უბრალოდ გენიალური ხარ და ესეც გენიალური ნაშრომია ❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ენ ბლექი
ოხ ალისა უანდერ, შენი უსაზღვრო წარმოსახვა ძალიან მიყვარს მე kissing_heart

შენ რომ უანდერს ამბობ,მანდ მეთიშება ტვინი.
ენ უსაყვარლესი მწერალი რომ ამას გეტყვის...
რატომ “აბლატავებ” ალისას ასე?:((

Moonlight Sonata
მართლა არასდროს ვიცი ხოლმე რა სიტყვებით შეგაფასო და როგორ გადმოვცე ის ემოცია, რასაც ჩემში შენი იატორიები იწვევს. უბრალოდ გენიალური ხარ და ესეც გენიალური ნაშრომია ❤


ყოველ ჯერზე ისეთ რამეს მიწერ,მიჭირს დაჯერება,რომ ნამდვილად მე ვარ ადრესატი:O მუნლაით,უდიდესი მადლობა,თავად შესანიშნავი ავტორი ხარ და ორმაგად მიხარია♥️♥️

 


№17 სტუმარი მდნხ

იქნება დღეს?

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

მდნხ
იქნება დღეს?

არა,დღეს ვერ იქნება,ხვალ საღამოსთვის ელოდეთ♥️

 


ქართველი ფაშისტების დედავ, გელოდება შენი ერთგული აუდიტორია ;დ დღეს ხომ იქნება? წინა კომენტარისგან გამომდინარე ;დ ♡♡♡

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ქართველი ფაშისტების დედავ, გელოდება შენი ერთგული აუდიტორია ;დ დღეს ხომ იქნება? წინა კომენტარისგან გამომდინარე ;დ ♡♡♡

სირცხვილი მე,მაგრამ ვერანაირად ვერ დავწერე და დაპირებაც ვერ შევასრულე:(( ფაშიზმების დედას უყვარხართ და პატიებას ითხოვს((

 


Alice76
Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ქართველი ფაშისტების დედავ, გელოდება შენი ერთგული აუდიტორია ;დ დღეს ხომ იქნება? წინა კომენტარისგან გამომდინარე ;დ ♡♡♡

სირცხვილი მე,მაგრამ ვერანაირად ვერ დავწერე და დაპირებაც ვერ შევასრულე:(( ფაშიზმების დედას უყვარხართ და პატიებას ითხოვს((

არაუშავს, ხვალ იყოს, ზეგ იყოს ოღონდ იყოს!! :დ ♡♡

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
Alice76
Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ქართველი ფაშისტების დედავ, გელოდება შენი ერთგული აუდიტორია ;დ დღეს ხომ იქნება? წინა კომენტარისგან გამომდინარე ;დ ♡♡♡

სირცხვილი მე,მაგრამ ვერანაირად ვერ დავწერე და დაპირებაც ვერ შევასრულე:(( ფაშიზმების დედას უყვარხართ და პატიებას ითხოვს((

არაუშავს, ხვალ იყოს, ზეგ იყოს ოღონდ იყოს!! :დ ♡♡

ამის არ ყოფნა იქნება?♥️♥️♥️

 


№23 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანი
როდის დადებ

დღეს იქნება,1-2 საათში♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent