შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(დაბრუნება)№3


29-03-2019, 21:23
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 1 888

ნადირობა(დაბრუნება)№3

ნადირობა №3


ხელის კვრასავით უცებ გამოფხიზლდა ზედმეტად რეალური სიზმრიდან და საწოლზე ფეთიანივით წამოჯდა.წელს ზემოთ შიშველს,მთელი სხეული ოფლისგან ჰქონდა დაცვარული და ვენებში ისეთი სისწრაფით მოძრაობდა სისხლი კანს უწვავდა.გახშირებული სუნთქავდა და მკერდში ისეთი ძალით უფეთქავდა გული, თითქოს გარეთ გამოღწევას ლამობსო.ატკივებულ თავზე თითები მოიჭირა და გაჭირვებით ადგა საწოლიდან.სააბაზანოს კარი ფეხით შეხსნა და ხელსაბან ნიჟარასთან დახრილმა თავის ონკანს შეუშვირა.რამდენიმე წამით სუნთქვა შეკრულს, კეფაზე ცივი წყლის ჭავლი ესხმებოდა და მის ბოლომდე გამოფხიზლებას ცდილობდა.წყალი გადაკეტა,წელში გაიმართა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა სარკეში.თვალები,მთელი ღამის უძინარივით ჩასწითლებოდა და სახეზე ცარცის ფერი ედო.წარბ შეკრული ათვალიერებდა საკუთარ სხეულს,შემდეგ ზურგით შეტრიალდა და ვერც კი მიხვდა ისე გაუოფლიანდა ხელის გულები,ისე დაეჭიმა კისრის ძარღვები და ფეხის გულებიდან წამოსული სიმხუვალე მთელ სხეულში გავრცელდა. ჯერ ისევ აჩნდა კისრიდან, წელამდე ჩასული წითლად შეფერილი ნაიარევი.რომელიც იმდენად საშინელი შესახედავი იყო თავისით დაებერა ცხვირის ნესტოები და ღრმად და ხმაურიანად დაიწყო აბაზანის ნესტიანი ჰაერის სუნთქვა. რონელიც სულ რაღაც ორი სანტიმეტრით ასცდენოდა ხერხემალს.
-თემო-ყრუდ ამოილაპარაკა და თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო ისე გაუნათდა გონება.გიჟივით გამოიჭრა სააბაზანოდან და საათისთვისაც არ შეუხედია ისე ეცა ტელეფონს,სწრაფად აკრიფა ნაცნობი ნომერი და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-მშვიდობაა?!-გაისმა ლაღიძის ნამძინარევი ხმა.
-თემო სად არის?
-ვინ თემო? რომელი სათია ნიკო რას ატრა*კებ?
-თემო სად არის,კილასონია?!-მოთმინება დაკარგულმა ხმას აუწია და ლაღიძეც წამში მოვიდა აზრზე.
-მერავიცი შეჩ*ემა თემო სად არის? დაურეკე და გეტყვის...
-კარგი...-ყრუდ ამოილაპარაკა და ტელეფონი გათიშა,საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და წინ გადმოხრილმა თავი ხელებში ჩარგო.
***********
ათი სრულდებოდა, განყოფილების წინ ტაქსიდან რომ გადმოვიდა და უკმაყოფილო სახით აიარა კიბეები.რამდენიმე თანამშრომელს თავის დაკვრით მიესალმა და თავისი კაბინეტის კარის წინ მდგარი ჭანტურიას დანახვაზე თავი ძლივს შეიკავა გემრიელად რომ არ შერკურთხა.
-გავიგე,ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს უკმაყოფილება გამოგითქვამს და მისვლას აღარ აპირებ.-მბრძანებლურ ტონს ვერ ელეოდა თორნიკე ჭანტურია.
დერეფნის ბოლოსკენ მიმავალი ნიკა უცებ შედგა,ზურგს უკან მდგარისკენ შეტრიალადა,წამით თვალი-თვლში გაუყარა და თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ გადაიფიქრა. ღრმად შეისუნთქა,პირზე ხელი ჩამოისვა და ისე ცივად შეაქცია ზურგი ვითომ იქ არც მდგარიყოს.
-რამე სიახლე გვაქვს?- ერთჯერადი ყავის ჭიქა ჩამოართვა ლაღიძეს,კაბინეტში შესვლისთანავე რომ გაუწოდა და მაგიდასთან მოთავსდა.
-ალავიძის ექსპერტიზის პასუხები გვაქვს.გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსიაა.ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი გვამი თავიდან მოიშორეს.
-ვიცით რას საქმიანობდა?-ექსპერტიზის პასუხებს ჩახედა დათუნაშვილმა და ყავა მოსვა.
-დიღომში,ავერსის აფთიაქში ფარმაცევტად მუშაობდა.დედამისი ინვალიდია,ჰყავს მამინაცვალი რომელიც წყალკანალში მუშაობს რიგით მძღოლად.
-ქმარს გაშორებულია.გასაგებია,დედამისს და მამინაცვალს უნდა ვესაუბროთ,შემდეგ მის თანამშრომლებს აფთიაქში.გავიგოთ როგორი ადამიანი იყო,ვისთან მეგობრობდა,

დავიჯერი ერთი მესაიდუმლე მაინც არ ეყოლება სამსახურშიი?შემდეგ მისი ქმარიც დავკითხოთ.
-არამგონია ეგ ამბავი მოხერხდეს.კაცის შვილმა არ იცის მისი ასავალ დასავალი.აი,ვინმე ბექა მიმინოშვილი დაბადებული
1993 წლის 18 აპრილს.-ახალგაზრდა კაცის ამობეჭდილი სურათი გაუწოდა ლაღიძემ და სიგარეტს მოუკუდა.
-ეს გასაგებია.დაკარგულ გოგონაზე არის რამე სიახლე?
-არაფერი,გუშინ საღამოს მამამისმა დარეკა და მთელი განყოფილება თავზე დაიხურა,საშინლად წინააღმდეგია გამოძიების და ჯიუტად მოითხოვს შეწყდეს მოკვლევა და საქმე დაიხუროს.
-ეგ რა თამაშს თამაშობს ვერ ვხვდები.იმედი მაქვს მაგის ხუშტურებზე სიარულს არ აპირებს ჭანტურია და გვაცდის საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.ფაქტია გოგონა ამდენი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა...
-იქნებ მართლა მამამისს გაურბის?-წარბები შეკრა გიორგიმ.
-ყველაფერი გაირკვევა გიორგი.ახლა მთავარია მიცველებულის მშობლებს გავესაუბროთ და ჯობია მამინაცვლით დავიწყოთ.შემდეგ კი მე გვანცას მეგობრებს მოვინახულებ,შენ კი ალავიძის სამსახურში წადი.
-კარგი.-ამოიოხრა ლაღიძემ და კარისკენ გაემართა. გარდაცვლილის მამინაცვალი დაახლოებით შუა ხანს გადაცილებული ჭაღარა,სანდომიანი სახის მამაკაცი.უკვე მოსაცდელში იჯდა და მოთმინებით ელიდა როდის მიაქცევდნენ ყურადღებას.
-ბატონო ბესო!-სკამიდან წამომდგარ მამაკაცს თავისი მარჯვენა გაუწოდა ლაღიძემ და ძლიერად ჩამოართვა.-თუ შეიძლება კაბინეტში წამობრძანდით.
ხელით დერეფნის ბოლოსკენ ანიშნა და გვერდით ამოუდგა.
ნიკა ისევ გულმოდგინედ ეცნობოდა საქმის მასალებს კარი რომ გაიღო და ლაღიძე გამოჩნდა გარდაცვლილის მამინაცვალთან ერთად.კაცი,თავმდაბლად მიესალმა და მითითებულ სკამზე მოთავსდა.
-ეს გამომძიებელი დათუნაშვილია.ჩვენ ნინოს საქმეს ვიძიებთ. დიდხანს არ მოგაცდენთ, სულ რამდენიმე კითხვით შემოვიფარგლებით.ასეთ დროს ძნელია საუბარი მაგრამ ალბათ ჩვენც გაგვიგებთ...
-გასაგებია-თვალები აემღვრა ბესოს და მზერა ლაღიძიდან შეკრული წარბებით მჯდარ დათუნაშვილზე გადაიტანა, რომელიც შემოსვლის წამიდან ისეთი თვალებით უყურებდა თითქოს რენდგენში ატარებსო.
-რამდენი წელია რაც გარდაცვლილს იცნობთ?-სიგარეტს მოუკიდა ნიკამ.
-ბავშვობიდან.მე და დედამისი რომ დავქორწინდით ნინო მაშინ სამი წლის იყო...საკუთარი შვილივით გავზარდე.-ხმა გაუტყდა მამაკაცს.
-ძალიან ვწუხვარ ბატონო ბესო...-დათუნაშვილის ხმაში თანაგრძნობის ნოტებმა გაიჟღერა.-მაგრამ უნდა დაგვეხმაროთ.-იქნებ გაიხსენოთ ბოლოს რამე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევიათ მის ქცევაში? ვინმე ხომ არ ემუქრებოდა?საერთოდ არაფერს ლაპარაკობდა სახლში?!
-არა,საეჭვო ნამდვილად არაფერი ყოფილა.ბავშვობიდან გულჩათხრობილი ადამიანი იყო,თითქმის არაფერს ჰყვებოდა სახლში.არც მის საქციელში ყოფილა საეჭვო რამე რასაც შეიძლება ჩვენი,ჩემი და დედამისის ყურადღება მიექცია.
-მისი მეუღლე? ყოფილი მეუღლე..რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
-არაფერი შვილო-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-ბავშვი, დაბადებულიც არ იყო რომ გაშორდნენ და იმის მერე ერთხელ გამოჩნდა ის გარეწარი...ბავშვი წესიერად არც უნახია.
-ახლა,არ იცით სად შეიძლება იყოს?-ჩაეძია დათუნაშვილი.
-როგორც ვიცი საქართველოდან წავიდა.-ამოიოხრა მამაკაცმა.საუბარი უჭირდა,თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და საუბრის დროს ნიკაპიც სატირლად უკანკალებდა ისე როგორც ხელის თითები.
-გასაგებია.-სავარძლიდან წამოდგა ნიკა და ფანჯარას მიუახლოვდა.რომლის რაფაზეც წყლით სავსე გრაფინი და ორიცალი მაღალი ჭიქა იდგა.ერთ ჭიქაში წყალი ჩამოასხა და მაგიდას დაუბრუნდა.
-წყალი დალიეთ და დამშვიდდით.-ჭიქა უხმაუროდ დადგა მაგიდაზე და თავის ადგილს დაუბრუნდა.-ერთ კითხვასაც დაგისვამთ და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ.
-კარგით.-წყალი ბოლომდე ჩაცალა ბესომ და გამომძიებელს მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-მეგობარი მამაკაცი ჰყავდა? ახალგაზრდა ქალი იყო და გამორიცხული არაფერია.-თვალი თვალში გაუყარა დათუნაშვილმა და მის მზერას არ გამოჰპარვია წამიერად როგორ გაფითრდა მამაკაცი.ხელები უფრო აუკანკალდა და მის გამჭოლ მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები დახარა.
-არ ვიცი...მე ხომ არ მეტყოდა?-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ტუჩები ნერვიულად გაილოკა.
-გასაგებია.-თავის დაქნევით წამოდგა სავარძლიდან ნიკა-დიდი მადლობა ბატონო ბესო,ჯერ ჯერობით დავასრულეთ.საჭიროებსი შემთხვევაში შესაძლოა კიდევ მოგიწიოთ აქ მოსვლა.კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და შეგიძლია წაბრძანდეთ.მისაღებში დაგხვდებიან,ფორმალობაა მოსაგვარებელი და შემდეგ შეძლებთ მიცვალებულის გადასვენებას.
-კარგით...კარგით...-კარისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მამაკაცი და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს ერთი სული ჰქონდა დროულად გასცლოდა იქაურობას.
-რას ფიქრობ?-ჩაფიქრებული მეწყვილის დანახვაზე წარბები შეკრა ლაღიძემ.
-დაინახე როგორ ნერვიულობდა?!
-რა გასაკვირია-მხრები აიჩეჩა გიორგიმ-შვილივით გაზრდილი გერი მოუკლეს.
-ჰოო?! რაღაცას მალავს და უნდა გავარკვიოთ რას.-მაგიდას მიეყრდნო ნიკა, მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და ცოტა ხანს თვალმოუშორებლად უყურებდა მეგობარს.ბოლოს წარბები შეკრა და მზერა ლაღიძიდან ფანჯრის მიღმა ჰორიზონტზე გადაიტანა.
-როდის აპირებდი თქმას?
-რის თქმას?-ქაღალდებიდან თავი ასწია გიორგიმ და გაკვირვებული მიაშტერდა.
-კარგად იცი...
-მაშინ როცა შენ მკითხავდი.
-და მე რომ არ მეკითხა?
-მაშინ არ გეტყოდი.-მხრები უდარდელად აიჩეჩა გიორგიმ და ისევ საქმეს მიუბრუნდა.-აფთიაქის თანამშრომლები გვყავს დაბარებული დაკითხვაზე,შენ დაკითხავ თუ მე დავკითხო?
-შენ დაკითხე.
კარისკენ დაიძრა დათუნაშვილი.

*********

პარკის შუაგულში ორი დაახლოებით 15,16 წლის გოგონა მოკალათებულიყო სკამზე.არა, ერთი სკამზე იჯდა,მეორე კი სკამის საზურგეზე და წინ გამოეშალა კეტებიანი ფეხები.სიგარეტს ეწეოდნენ და რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ.მათი მიმართულებით მომავალი მამაკაცისთვის ყურადღება არც ერთს მიუქცევია,მაგრამ როდესაც გრძელ, დუტის ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი პირდაპირ მათ შორის ჩამოჯდა სკამზე, მაშინ კეთილი ინებეს და მისი სითავხედისგან გაკვირვებული მიაშტერდნენ.
გასაპროტესტებლად რაღაცის თქმას აპირებდა საზურგეზე მჯდარი,მაგრამ მამაკაცმა დაასწრო და ფართოდ გაუღიმა.
-ხატია ხავთასი და ვიკი წიკლაური? მე გამომძიებელი ნიკოლოზ დათუნაშვილო ვარ.
-ჩვენი სახელები საიდან იციი?!-სიგარეტი ნამწვი ძირს დააგდო ვიკით წოდებულმა და საღეჭი რეზინის ღეჭვით მიაშტერდა მამაკაცს.
-პროფესია მაქვს ესეთი..-მხრები ღიმილით აიჩეჩა ნიკამ.
-მაგარია გამომძიებლობა.-ბუშტი გაბერა და მერე ტკაცუნით დააბრუნა საღეჭი რეზინი თავის ადგილზე.
-კი,კარგად ვერთობით.თქვენი მეგობრის გაუჩინარების საქმეს ვიძიებ,იქნებ დამეხმაროთ?-თვალები დააწვრილა ნიკამ და ჯერ ერთს გახედა,მერე კი მეორეს რომელიც სკამის საზურგიდან ჩამოსულიყო და ახლა მათ წინ პირდაპირ მიწაზე იჯდა.
-რომელი მეგობრის?-ერთმანეთს გადახედეს გოგოენაბმა.
-გვანცა ჩერქეზიშვილის.-სიგარეტს მოუკიდა ნიკამ.
-აუ,ეგ იძიოტკაა?-გაიცინა ვიკიმ და ხატიას გადახედა,რომელიც ირონიულად იცინოდა.ტუჩები დაბრიცა და ისე გახედა ნიკას.
-საიდან მოიტანე რომ ჩვენი მეგობარია?!ეგ,მაშინ გაბანძდა იმ ტიპს რომ აეკიდა..აუ,ვიკი რა ერქვაა?!
-სწოპაა-გაიცინა ვიკიმ.-რა ტიპი იყოო?! აი პროსტა,რონელიღაც "ჭ" კლასის ქართული როკ ჯგუფის დრამერიი...
-მოიცა,ვერ გავიგე.ვის აეკიდაა?!-სმენა დაძაბა ნიკამ.
-აუ,ვიღაც სწოპა...აი,ტიპშას გაჭედილი ჰქონდა თან არ დაგავიწყდეს ეგ სწოპა ჩვენზე კარგად დიდია...ვაბშე პაპაა...-გამომძიებლის კარგი დაქალივით აჭორავდა ხატია და თან სიცილს არ წყვეტდა.
-ეგ სწოპა, სად უნდა ვნახო?რა ჰქვია მის ბენდს?
-აუ რავიი?! მაშინ სად იყო ხატ? სადღაც ტუსოვკაზდ ვიყავით და იქ გაიცნო არვიციი.. ვაბშე,სად უკრავდა არ ვიცი.ტიპს მე დავევასე და გვანცა ეგრევე შეახტა. რა ახვარკაა პროსტაა...მერე შენ გგონია იმ ტიპს მოსწონდა და რამეე? ეტყობა გაბაზრდა რომ მამამისი სერიოზული მაყუთაა და ის ტიპიც კარგად ახევდა ფულებს.პროსტა ჩემი შეყვარებულიაო და მაგასთან რჩებოდა და აუ...
-ბოლოს როდის ნახეთ გვანცა?
-რავე ძაან ადრე რაა
-ეგ ადრე,მაინც როგორი ძაან ადრეა?!-სიცილს ძლივს იკავებდა ნიკა.
-ალბათ ესე ხუთი დღის უკან.-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა ვიკიმ და სიგარეტის ახალი ღერი ამოაძვრინა ჩანთიდან.
-ანუ,გაუჩინარების დღეს?
-კაი რა გაუჩინარებაა? შენც გჯერა მაგ ზღაპრის? გამოჩნდება...-აკისკისდა ხატია-თავის ბიჭთან ერთად სადმე იქნება და მაგრად გულაობს.ჩვენ დაგვ*იკიდა არც კი შეგვხმიანებია...ჰოდა ჩვენც გვკ*იდია რაა...
-იმ სწოპას ნორმალური სხელი არ აქვს?
-აუ კიიი...სერგო ქვია-ისევ აკისკისდა ვიკი.-აუ გვარი არ მკითხო მართლა არ ვიცი გეფიცები..თან სწოპა უფრო უხდება რა
-არც მისამართი იცით?ან ტელეფონის ნომერი? რამე ხომ უნდა იყოს ისეთი რითიც შევძლებთ მის მოძებნას?იქნებ ბენდის სახელი გაიხსენოთ,ან სამუშაო ადგილი.
-აუ რავი..შავი ლაბრადორი ყავს რაა...აზრზე არ ვართ ჩვენ სულ ორჯერ გვყავს ნანახაი და ისიც არც გვილაპარაკია რაა
-კარგი გოგონებო.-სკამიდან წამოდგა ნიკა-ერთი კითხვაც და მივდივარ.რომელიმე გვანცა რომ იყოთ სად წახვიდოდით?
-ღადაოობ?!-ერთ დროულად შესძახა ორივემ და აკისკისდნენ.
-მაინც?-ნიკასაც გაეცინა.
-აუ მართლა არ ვარ აზრზე...შეიძლება სწოპასთან არიან მაგას წყნეთში ხომ აქვს სახლი.სადღაც ტყეში ერთხელ ვიყავით და აუუ..ყველა ვზროლის იყო რაა
-ვზროსლში რამდენს გულისხმობთ კი მაგრამ?
-შენ რამდენი წლის ხარ?-ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია ვიკიმ.
-მე ძაან დიდი...-მის ქცევაზე გაეცინა ნიკას-ანუ ჩემხელაა?
-არა,შენ მაგარ ვიდზე ხარ. ასე 30 წლის იქნებოდა. ცოლი გყავს?
-კარგით,მადლობა გოგონებო.ნომერი მაქვს და საჭიროების შემთხვევაში დაგირეკავთ.
სწრაფად გაეცალა იქაურობას და მანქანამდე სანამ მივიდოდა ლაღიძეს დაურეკა.
-ვიღაც სწოპაა...დაახლოებით 30 წლის...როკ ჯგუფის დრამერი.გვანცა შეიძლება მას ჰყავდეს წაყვანილი
-სახელი და გვარი არ აქვს? თუ უნდა ვიმკითხაოთ?!
-აზრზე არ ვართ ვინ არისო-ძრავი ჩართო ნიკამ და მანქანა გზაზე გაიყვანა.-ვიცით სახელი სერგი, რომელსაც ჰყავს შავი ლაბრადირი.რამდენ ჰყავს შავი ლაბრადორი და ჰქვია სერგიი?! მაგის დედაც...სიზმარში თუ დაგესიზმრება.
-მე აფთიაქის თანამშრომლები დავკითხე დიდი ვერაფერი...ჩვენი ნინო მართლაც ზედმეტად გულჩათხრიბილი ადამიანი ყოფილა.ჩუმი და უპრეტენზიო.ერთადერთი ბავშვობის მეგობარი ჰყოლია ლელა თურმანიძე,რომელიც გასული აღმოჩნდა ქალაქიდან,ველაპარაკე და უკვე გზაშია დღეს საღამოს აქ იქნება და მოვახერხებთ გასაუბრებას. იქნებ რამე ხელჩასაჭიდი გავიგოთ.მოხვალ განყოფილებაში?
-ეხლა ფსიქოლოგთან მივდივარ.შენს უფროსს გამოჭერილი ვყავარ დაგავიწყდაა?!

********

ზაალ ხავთასს,საკუთარ კაბინეტში დათუნაშვილის კიდევ ერთხელ ხილვა დიდად არ გაჰკვირვებია.გულწრფელი ღიმილით შეხვდა წარბშეკრულ გამომძიებელს,რომელიც მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და ხელები მკერდთან დაიკრიფა.ფეხები წინ გამოშალა და თვალები მობეზრებით აატრიალა.
-დამავიწყდა მეთქვა თირნიკე ჭანტურია,ნამდვილი ტრ*აკი რომ არის და კუდზე მაზის.ასე რომ ნუ მიყურებ ესეთი თვალებით
-როგორ ხარ?
-გულწრფელად გიპასუხო თუ?
-გულწრფელად.-გაეცინა ზაალს და ფეხი-ფეხზე გადაიდო.
-ისე როგორც დათვს გამოკიდებული მონადირე, რომელსაც მის მოსაგერიებლად შიშველი ხელების მეტი არაფერი აქვს.
-რთულად ყოფილა საქმე.
-ანუ,აქ წუწუნი შეიძლება?
ზაალს გაეცინა მაგრამ ხმა არ ამოუღია.
-გქონია ისეთი შეგრძნება, თითქოს ცხოვრების რაღაც მონაკვეთში ისეთ შარში გაეხვიე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა განვლილ ან განუვლელე წლებზე და ეს ნაცხოვრებიც ილუზიაა, რაღაც არარელაური... მომენტი, რომელც შენს მეტს არავის ახსოვს, არავის უცხოვრია შენთან ერთად იმ დროს და სინამდვილეში არ მომხდარა ის რაც გგონია, რომ მოხდა, რაც გადალახე, რამაც გატკინა ან იმ მომენტში შენ ატკინე ვინმეს. რეალურად შენი ქვეცნობიერის დაცინვაა შენი პიროვნებისადმი და სინამდვილეში კაცმა არ იცის რა ჯანდაბას აკეთებდი იმ დროს, რომელიც ისე განიავებულია და ქარს გაყოლილი, ახლა რომ ფიქრობ საკუთარი თავისადმი ბრაზი გიპყრობს. - წინ გადმოხრილი, მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილი საუბრობდა და მასზე თვალმოუშორებლად მიშტერებულ ზაალს აც კი უყურებდა.
-ანუ, მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯობია გაიხსნა და ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენო, ვიდრე გაჯიუტდე და საკუთარ დაბნეულ თავს ვერაფერი მოუხერხო?
-რაღაც მაგდაგვარი.
-გადასარევი ამბავია .ვისაუბროთ იმ თემაზე რაც ასე გაწუხებს. ახლა საკუთარ თავს გარეშე თვალით რომ შეხედო, რა შეგიძლია მითხრა ორი სიტყვით.
-თავმოყვარე ნაბი*ჭვარი!
-უფრო კონკრეტულად?
-თავმოყვარეობას ვერ ვახტები რათა ვაღიარო, რომ ვსაჭიროებ დახმარებას. დაბნეული ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სამყარო დაცარიელდა. არ ვიცი რეალურია ეს თუ არა... არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ჩემს მდგომარეობას, როდესაც იღვიძებ და აცნობიერებ, რომ შენი მშობლებიც კი იმდენად გაუცხოვებულნი არიან,-სიმწრით ჩაეცინა და თცალები ძლიერად მოისრისა.-არაფერი მახსოვს... რა მოხდა, როგორ, ან მე რა დამემართა. ვინ მოკვდა, ვინ ცოცხალია... რას ვგრძნობდი ადრე იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ და შეესაბამება თუ არა ჩემი ახლანდელი გრძმობები ძველს.
-ცოლი?
-არ მყავს...აღარ მყავს.
-შეგიძლია მითხრა მიზეზი რის გამოც გადაწყვიტე ნორმალური, აქტიური ცხოვრებიდან გაქცევა და გახიზვნა იქ, სადაც ჩვეულებრივად ადამიანს არ გაუჩნდება სურვილი?
-რთული ასახსნელია... იცი დღეს აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობარი თემო რატომღაც მკვდარი მეგონა, არა და ცოცხალი ყოფილა, ჯანმრთელი და საღ-სალამათი.
-და ეს დღევანდელ დღემდე არ იცოდიი?
-არა, არ მისაუბრია არავისთან. ავდექი და წავედი... რატომ, რა მიზნით, რა მიზეზით ... მაგის დედაც! შეიძლება, მოვწიო?
-მოთმენა არ შეგიძლია?-წარბები შეიკრა ზაალმა.
-არა.
-მაშინ მოწიე.
-მადლობა...-აღელვებულმა დათუნაშვილმაგ ათრთოლებული თითებით სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.-ეს მეხსიერების დაბინდვაა?!
-გავიწყდებოდეს წარსული და ცხოვრობდე კომაში სიზმრად ნანახი ცხოვრებით?-კითხვა დააზუსტა ზაალმა.-არა, რთული ასახსნელია. შეგიძლია იმ ორ თვეზე მომიყვე?
-შემიყვარდა.-ჩაეცინა.-სასაცილოა, ამის დედაც... ვიღაც შემიყვარდა, კაცმა არ იცის ვინ ოხერია.
-ახლა რას გრძნობ? გიყვარს?
-დაბნეული ვარ... ეს მდგომარეობა მაგიჟეებს. თავში ერთი დიდი დომხალია, რომლის დამლაგებელიც ჯერ არ ჩანს -ისევ გაეცინა. -მეშველება რამეე?
-ყველაფერს ეშველება, ნიკოლოზ... შენ - მითუტეს.
-ღმერთო... უნდა ავღნიშნო! -ხელი ხელს შემოჰკრა ნიკამ და სავარძლიდან წამოდგა.

*********
დილიდან მოქუფრული ამინდის გამო მალე ჩამობნელდა და ქურდივით,ფეხაკრეფით მოიპარებოდა ზამთრის ღამე.მაკდონალდში მაინც უამრავი ხალხი ირეოდა,ბავშვები მშობლებთან ერთად,მოზარდები მეგობრების გარემოცვაში.იცინოდნენ და საშინელი ხმაური იყო.ნიკამ,ფანჯრის მხარეს,თავისუფალ მაგიდასთან დაიკავა ადგილი და ის იყო ტელეფონი მოიმარჯვა შემოსასვლელ კარში რომ გამოჩნდა ის ვისაც ელოდებოდა.ლაღიძეს ხელი პატარა გოგონასთვის ჩაეკიდა და თვალების ცეცებით ეძებდა დათუნაშვილს.რომელიც სკამიდან წამოიწია და ხელის დაქნევით მიიხმო თავისკენ.
-მაა...-სკამიდან წამოდგა და მისკენ გამოქცეული ბავშვის შესაგებებლად დაიხარა.რომელიც ხმამაღალი კივილით შეაფრინდა და თითქმის ერთ დროულად შემოაჭდო კისერზე წვრილი მკლავები და წელზე ფეხები.-ჩემო სიცოცხლე.-ბავშვის სიფრიფანა სხეული ძლიერად ჩაიკრა გულში მამაკაცმა და მონატრებულ შვილის სახე დაუკოცნა.-ჩემო პატარა,რამხელა გოგო ხარ მაა.
-მომენატრეე...-ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები შეანათა ბავშვმა და უფრო მჭიდროდ მოეხვია.-სად იყავი?!
-მეც მომენატრე მამიკო...ძალიან,ძალიან მომენატრე.-ბუტბუტებდა დათუნაშვილი და ისე აკვირდებოდა სახეზე, თითქოს დაკარგული დროის ასანაზღაურებლად დეტალურად სწავლობს მისი სახის ნაკვთებსო.სკამზე ისე დაჯდა ბავშვისთვის ხელი არ გაუშვია და კალთაში მოთავსებულს,ტკიპასავით რომ მისწებებოდა.არც თავად იშორებდა და მჭიდროდ ხვევდა მკლავებს.
-ტასუნა რას შეჭამ?!-
ლაღიძე,ღიმილით უყურებდა მამა-შვილს.შემდეგ კი მაგიდასთან დაიხარა და ისე ჰკითხა პატარას.
ჭამა არ გახსენებია ისეთი ბედნიერი იყო.მამამისის კალთიდან სკამზე გადაჯდომა გააპროტესტა და ნიკასაც მეტი აღარ შეუთავაზებია.ცალი ხელი მონატრებული შვილისთვის ჰქონდა მოხვეული,მეორეთი კი თავად აჭმევდა.
-ჩვენთან იცხოვრებ?-კოკა კოლა ხმაურით მოსვა ტასომ და მომლოდინე თვალები შეანათა მამას,რომელმაც გიორგის გადახედა მაგრამ არ დაბნეულა,ფართოდ გაუღიმა შვილს და თავზე აკოცა.
-არ ვიცი მა.
-ტასო,მამიკო მუშაობს და ცოტა ხანს ვერ იცხოვრებს თქვენთან.-ლაღიძე მიხვდა რომ დრო იყო თავადაც ჩარეულიყო საუბარში.
-ისევ მიდიხარ?-წამში აემღვრა თვალები ბავშვს და ტუჩები სატირლად დაბრიცა.
-არა მაა...-შვილის შემხედვარე ნიკას სახე მოერყა და სატირლად გამზადებული ბავშვი გულზე მიიკრა.-არსად არ მივდივარ მამიკო...გპირდები, ყოველ დღე გნახავხოლმე..შენ არ იტირო ხო? ხომ არ იტირებ ტასო?-თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.-იციი? მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ჭკუიანი შვილი ვის ჰყაავს?
-ვის?-სახე გაებადრა ტასოს.
-ვის და შენს მამიკოს.
ტასო,ისევ მოვიდა ხასიათზე და მხიარულად უყვებოდა ბაღის ამბებს სახე გაბადრულ მამას.რომელიც აციმციმებული თვალებით უყურებდა ატიტინებულ შვილს საუბრის დროს პატარა თითებს აქტიურად რომ იშველიებდა და წარბებს ხან შეკრავდა და ხანაც ფართოდ იღიმოდა.დრო და დრო თავზე ჰკოცნიდა და თავადაც უსვამდა კითხვებს.დამღლელი დღის ყველაზე სასიამოვნო დასასრული იყო დათუნაშვილისთვის. შვილთან გატარებული ორი საათი, რომელმაც ისე განტვირთა და ისე გააბედნიერა კანში ვეღარ ეტეოდა .ღრმად ისუნთქავდა მონატრებული შვილის სურნელს და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
ტასუნას,გზაში ჩაეძინა.მამისთვის ძლიერად მოეხვია წვრილი მკლავები და სახე მის კისერში ჩაერგო.
-რა თქვა?-სარკიდან მომზირალ ლაღიძეს გახედა ნიკამ.
-შენი დანახვაც კი არ უნდა.-თანაგრძნობით ამოილაპარაკა გიორგიმ.
-რატომ არ მიკვირს?!-ჩაეცინა ნიკას და ისევ ბავშვს დახედა,რომელსაც ტკბილად ეძინა.შემდეგ ისევ სარკეს შეხედა და თითქოს წამით ყოყმანობსო,ვერ გადაეწყვიტა დაესვა თუ არა ის კითხვა რომელიც ასე აწუხებდა.ბოლოს ღრმად შეისუნთქა და უცნაურად ხმა შეცვლილმა იკითხა:
-ვინმე ჰყავს?
-არ ვიცი...
-არ გამოგდის ეგ ტყუილები ლაღიძე.შენდა სამწუხაროდ საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ...
-ამის დედაც.-მანქანა შეაჩერა ლაღიძემ და უკანა სავარძლისკენ შემოტრიალდა.-არის ერთი,მაგის თანამშრომელი.
-დედაც მოვ*ტყან-ყბის ძვლები დაეჭიმა დათუნაშვილს და ფანჯრიდან გზას გახედა.-ხვდები ბიან და რამე?
-რაღაც მაგდაგვარი...ზუსტად არ ვიცი.
-კარგი.-ცხვირით შეისუნთქა ნიკამ და ისევ მეგობრისკენ შეატრიალა სახე.-ტასოს შენ აუყვან ჰო?
-ავუყვან.-თავი დაუქნია ლაღიძემ და სავარძელზე გასწორებულმა ძრავი ჩართო,მანქანა გზაზე გაიყვანა და მანქანების უწყვეტ ჯაჭვს ნელი სვლით შეუერთდა.







скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი kora

როგორ გელოდებოდი შენ და როგორ ველოდებოდი ზუსტად ასეთ ნიკოლოზს!
ისევ ფორმაშია და ისევ მაგიჟებს! პერსინაჟის გაიდეალება და გაღმერთება სადამდეც კი შეიძლება იქამდე მყავს ეს კაცი გაიდეალებული.
შვილთან შეხვედრის სცენა ისე გაქვს აღწერილი, ბოლოს მივხვდი რომ იქ არ ვიყავი და არ ვხედავდი და მაინც სცენა თვალწინ მიტრიალებდა. უამრავი, თითქმის ყველა მათი დეტალია გასაოცარი - "მხიარულად უყვებოდა ბაღის ამბებს სახე გაბადრულ მამას.რომელიც აციმციმებული თვალებით უყურებდა ატიტინებულ შვილს" აი ეს სცენა გონებაში ჩამებეჭდა.
ნუ ცოლი. მძიმე თემაა. და მაინც კარგს შემოვულაწუნებდი გონს მოსაყვანად! რას ქვია ვიღაცა ჰყავს?!
"ღრმად შეისუნთქა და უცნაურად ხმა შეცვლილმა იკითხა:
-ვინმე ჰყავს?"
აი ამის მერე გაჩენილ იმედს რა ჯანდაბა ვუყო?!
ვგიჟდები შენზე და მადლობა იმისთვის რომ შექმენი ასეთი პერსონაჟი ❤️
--------------------
kira.G

 


№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

kora
როგორ გელოდებოდი შენ და როგორ ველოდებოდი ზუსტად ასეთ ნიკოლოზს!
ისევ ფორმაშია და ისევ მაგიჟებს! პერსინაჟის გაიდეალება და გაღმერთება სადამდეც კი შეიძლება იქამდე მყავს ეს კაცი გაიდეალებული.
შვილთან შეხვედრის სცენა ისე გაქვს აღწერილი, ბოლოს მივხვდი რომ იქ არ ვიყავი და არ ვხედავდი და მაინც სცენა თვალწინ მიტრიალებდა. უამრავი, თითქმის ყველა მათი დეტალია გასაოცარი - "მხიარულად უყვებოდა ბაღის ამბებს სახე გაბადრულ მამას.რომელიც აციმციმებული თვალებით უყურებდა ატიტინებულ შვილს" აი ეს სცენა გონებაში ჩამებეჭდა.
ნუ ცოლი. მძიმე თემაა. და მაინც კარგს შემოვულაწუნებდი გონს მოსაყვანად! რას ქვია ვიღაცა ჰყავს?!
"ღრმად შეისუნთქა და უცნაურად ხმა შეცვლილმა იკითხა:
-ვინმე ჰყავს?"
აი ამის მერე გაჩენილ იმედს რა ჯანდაბა ვუყო?!
ვგიჟდები შენზე და მადლობა იმისთვის რომ შექმენი ასეთი პერსონაჟი ❤️

არც კი ვიცი რა შეიძლება გითხრა...ძალიან დიდი მადლობა შენ,ჩემო კარგო.მიხარია რომ კითხულობ და ის რომ მოგწონს? ეგ სიხარულიც კი აღარ არის..ბედნიერი ვარ რადგან მე ჩემი ყველა შექმნილი გმირი საკუთარი შვილივით მიყვარს და ისეთი ამაყი ვარ როგორც შვილის შექებით გახარებული დედა. ვცდილობ საინტერესო ისტორია გამომივიდეს.თითქმის ერთი წელია რაც ნადირობის პირველი ნაწილი დაიწერა და ის თუ შეცვლილია ნიკა ან რომელიმე პერსონაჟის ხასიათი არ უნდა გაგიკვირდეთ.რადგან ერთი წლის უკან ნაფიქრი და დღევანდელი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მადლობა კიდევ ერთხელ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ღმერთო ...
აი ის "ვიღაცა შემიყვარდა" და მაგის მერე დაკარგული გოგო და , მეორე მკვდარი მაშინებს მე....
მაგ მომენტის წაკითხვისას ვიგრძენი დიდი შიში იმისა,რომ მესამეჯერ გამიცრუვდებოდა იმედი...
აი ის "არ მყავს ....აღარ მყავს" -მაგ მომენტზე გული მომიკვდა...კიდევ უფრო გამიმძაფრდა ზემოთ ხსენებული შიში...
მაგრამ იცი სად მომეცა კიდევ ერთი ყველაზე დიდი იმედი??
დაძაბულმა რომ იკითხა ვინმე ხომ არ ჰყავსო.....
მეტჯერ მართლა ვერ გადავიტან ერგემლოძის და დათუნაშვილის ერთად არ ყოფნას...

ვიცი...ვიცი...
სულელი ფანატივით ვიქცევი...
რომელიც ერგემლიძეზე გიჟდება..
ისე ლაპარაკობს რომ თითქოს გთხოვს რომ ერთად დატოვეო..
და ამის გამო ჩემი თავი მძულს...
მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია გავჩუმდე ...
უბრალოდ აწ უკვე წაშლილ მეორე ნაწილზე ამის გამო იმდენი ვიტირე...
ლიზას მონოლოგზე ყოველთვის გიჟივით ვტიროდი..
და ეს მაწამებს..
მაგიჟებს.. თან ეგოისტურად არ ვეშვებოდი იმ მომენტის ხელმეორედ წაკითხვას...
ჩემს თავს ვწყევლი მაგის გამო..
ვიცი ახლაც დებილივით ვლაპარაკობ ,მაგრამ ენის გაჩუმება ჩემი ჰობი არ არის..
არ შემიძლია და მომკალით...

იმას რა თქმა უნდა რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე..
შეიძლება ზემოთ ამის ანალოგიური არაფერი დამიწერია..
სიმართლე გითხრა სანამ თავიდან არ გადავხედავ მანამდე ვერ გავიგებ რა დავწერე...
ისტორია რომლის კითხვისას ემოციებს ვერ ვიკავებ...
ისტორია რომელიც რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ემოციები არ მეცველბა ,ყოველთვის ისე ვარ თითქოს პირველად ვკითხულობ...

ღმერთო როგორ ველოდი შენ რომ იცოდე...
ყოველ დღე ათასჯერ მაინც ვამოწმებდი...
ბოლოს ისე გააჩერე რომ...
და დღეს დავიწყე კითხვა და "თურმე სიზმარი ყოფილა"-მხოლოდ ამ სამ სიტყვას ვყვიროდი...ვყვიროდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...
ბოლო თავი მილიონჯერ მაინც წავიკითხე ...
რაც დღეს დაწერე რომ საღამოს დავდებო...
საიტს არ მოვშორებივარ...
დათუნაშვილზე ეგოისტურად შეყვარებული ვარ და რა ვქნა მოუთმენლად ველოდი...
არ ვიცი რა გითხრა...
ყველაზე მეტად მაინც ისტორიის ფინალი მაინტერესებს...
მაგრამ ზუსტავ ვიცი კმაყოფილი ვიქნები...
გინდა იყოს ეგ დასასრული ჩემთვის მისაღები და გინდა არა...
უბრალოდ შენს შესაძლებლობში ეჭვი არ მეპარება...
არასასურველ დასასრულსაც კი სასურველად გადამიქცევ...
უბრალოდ ვგიჟდები შენზე,შენს ისტორიებზე და ამაზე განსაკუთრებულად....
ველი შემდეგ თავს მოუთმენელზე მოუთმენლად ...

გელით შენ და დათუნაშვილს შემდეგი თავით...
❤ ❤ ☺ ❤ ❤

 


№4  offline წევრი Rania

ველოდებოდი რამდენიმე თავის დაგროვებას ფეფო. საოცარი დაბრუნებაა. ახლანდელი ნიკოლოზი გაცილებით უკეთესია. ვიდრე წინაა. თუმცა როგორ შეიძლება დათუნაშვილი გაამტყუნოს ვინმემ. გეფიცები ახლაც ვერ გამოვედიბშოკიდან. იმდენადბმოულოდნელი იყო ასეთი განვითარება. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. ამ საიტის მელოდრამების დედოფალი ხარ
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline წევრი LI_BE

ოხ, რა ინტრიგანი ხარ, ფეფო wink smile

 


№6  offline წევრი blondeangel631

flushed heart_eyes ძალიან მომწონს და ბოლო იმედს ვებღაუჭები რომ ნიკას ვინც უყვარს მასთან იქნება არ ვიცი მოვლნები როგორ განვითარდება მაგრამ მოუთმენლად გელი heart_eyes
სიმართლე რო გითხრა ჩემი აზრით ლიზა ნიკას არიმსახურეს ეს უნდა მეთქვა flushed grin

 


ისე მიხარია კილასონია ცოცხალი, რომ არის. მგონი ასე იმის გააზრება არ გამხარებია, რომ ის ყველაფერი უბრალო სიზმარი იყო. თემოს სიკვდილი ისეთი საშინელება იყო და ახლა ის ცოცხალია❤
ახალი ნიკოლოზი მინდა ძველი ჟილკით, რომ აკეთებს ყველაფერს და იბრძვის ყველაფრისთვის რაც მისია.
სურვილი მაქვს ამ ნაწილში ლიზიკო უფრო აქტიურად იყოს წინ წამოწეული, საერთოდაც მე ამ ორის თანამშრომლობა ძალიან მომწონდა და მომენატრა კიდეც ❤
ახალ თავს დაველოდები❤

 


№8  offline წევრი ხოსე

რაღაცეები კი ამერია ქრინოლოგიურად მაგრამ ნინიასთან საუბარიც მგონი კომაში არ უნდა ჰქონოდა ამას, სადაც ეუბნება, რომ ლიზას შეყვარება ვერ შეძლოდა საქმე ქონდა თუ არა მაინც სამსახურში იყო რადგან სახლში მისვლა არ უნდოდა და ასე შემდეგ მგონი ეს მეორე ნაწილში არ იყო ნადირობის, მეორე მეორე ნაწილში კომას, რომ მივაწეროთ. ნუ ამ ყველაფრის მიუხედავად და კომაში განცდილი იმ დიდი სიყვარულის, რომელიც ლიზას მიმართ არასდროს ჰქონია და ცოტა ემოციურად გამოყოლილი უნდა ჰქონდეს წესით როგორი ყოფილა თურმე ნდვილი სიყვარული, ვჰგონებ ლიზა ბრუნდება :-D არის ასრულდა ოცნება :-D მოკლედ ამ ნაწილში ჩემი აზრი იცი, რომ ლიზა ჩემთვის ძაან უფერულია და შენი თქმის არ იყოს არც არაფერი თემა არ ყოფილა :-D მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჯადოქარი ხარ საიდა რას შემოაბრუნებ ხოლმე კაცი ვერ გაიგებს და ფიქრობ უიმე ეს ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო თურმე :-D როგორც ამ შემთხვევაში რომ გონია რომ ასეა და მორჩა თურმე არ მორჩა და სხვა რეალიბაც შეუძლება იყოს :-)

 


№9  offline წევრი მაია❤

პირველი,რაც ამ საიტზე წავიკითხე,იყო "ნადირობა" !!!!!
და დავვაადდი ......
შენით დავვაადდი ფ ე ფ ო ❤❤❤
და შენს მეტი ვერავინ მიმკურნალებს :D

პ.ს მკურნალობა დაწყებულია და პაციენტის მდგომარეობის გაუჯობესება 2-3 დღეში ერთხელ შეინიშნება :D:D ❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი ნათია41

ყველაზე მეტად გამიხარდა რომ თემო ცოცხალია . ხომ ცოცხალია?!

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენა

თავიდან რომ თქვა ვიღაც მიყვარდაო მეგონა ნენეზე ამბობდა მაგრაამ მაგრამ მერე გამახსენდა რომ აქამდე და თან ყველაზე მეტად მას ნინია უყვარდა... და შენ თუნინიაა დააბრუნე აზრზეც არხარ რაგადატრიალებას მოახდენ და როგორ გამახარებ :დ ანუ ლიზას არაფერს ვერვი უბრალოდ ძალიაან შეუფერებელი მგონია ნიკასთვის აი ერთხელ რომ არმომეწონება და მერე აღარ მომწონ არ ვიცი ასევარ და რავქნა :/ აი როვიცი ნინიასთან რაც გადაიტანაა და როგორც უყვარდათ ერთმანეთი უბრალოდ ეგუნდა იყოსრ <3

 


№12  offline წევრი ხოსე

როგორც მე მივხვდი კომაში ყოფნის ორი თვე იგულისხმა და კომაში ყოფნის დროს სიყვარული ალბათ ნენე ასე მგონია :-) ანუუ კომაშიც ისეთი უყვარდა როგორიც შეუყვარდებოდა სინამდვიკეშიც :-D

 


№13  offline წევრი ნინ ია

ძალიან მიხარია ამ ისტორიის გაგრძელება და ყველაზე მეტად ლიზის გამოჩენას ველოდები. გამოძიებაზე არც ვდარდობ რადგან სამ რომელსაც გიორგი-ნიკა კიდებენ ხელს აუცილებლად მიდის ბოლომდე და მაინც, იმედია ის გოგო ცოცხალია და მამა არაა გარეული. ნუ აი მეორე გოგონას მამა ცოტას კი მაეჭვებს

 


№14 სტუმარი nene

ნადირობის მეორე ნაწილი რომელშიც ნენეა ვერ ვიპოვე და წაშლილია? :(((((

 


№15  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

რომ არ თქვათ ეს რა ნაგლი ავტორია პასუხს არ გვიბრუნებს კომენტარებზეო.განა მეზარებაა?! არა უბრალოდ ვერ მოვიცალე.

ძალიან დიდი მადლობა ყველას და უსაზღვროდ მიხარია რომ კითხულობთ.
აგრეთვე,მადლობა საკუთარ აზრს რომ მიზიარებთ.სასწაულად მიხარიხართ და მაბედნიერებთ ჩემო ერთგულებო...ვნახოთ რა მოხდება,როგორ მოხდება და დაველოდოთ სიუჟეტის განვითარებას.ჯერ მთელი სიამოვნება წინ გვაქვს ...
რაც შეეხება მეორე ნაწილს კი ბატონო წაშლილია.ახლა დამიკომენტარებთ რატომოო?!
მე კი გიპასუხებთ რატომ და იმიტომ( ეს ხუმრობით.არც ისეთი ნაგლი ვარ :დ)...დიდხანს იდო საიტზე და ვისაც წაკითხვა სურდა წაიკითხა.მიხარია რომ გაინტერესებთ და გინდათ კვლავ წაკითხვა. ბევრი ისეთი კომენტარია არ ვიცი რა ვუპასუხო მაგალითად ხოსეს? რა გიპასუხოო?! ვერ ითმენ და მოვალ ნებს უსწრებ...იმედია არ გეწყინება თუ შენს კომენტარს უპასუხოდ დავტოვებ.მართლა არ ვიცი რა გიპასუხო ჩემო კარგო. ვერც იმ კომენტარს ვუპასუხებ ლიზა რომ გაუცერულდა მისთვის რადგან მისი მოსაზრებაა და ვფიქრობ პასუხი არ სჭირდება.შესაბამისად კამათსაც ავირიდებთ თაბიდან როგორც სჩვევიახოლმე ნადირობას. :დ
მეოცნებე ავადმყოფი.( მგონის სწორად წავიკითხე ჰოო? არ ვიცი რა გიპასუხო ესეიგი იმხელა და იმდენი ემოციაა შენს კომენტარში ჩვეულებრივად დავმუნჯდი.მადლობის მეტი რა ვთქვაა? ფაქტიურად სათქმელი არ დამიტოვე.
ნათია41 კი ბატონო თემო ციცხალია.
ცუნცულა: უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო და მიხარია რომ გაგიჩნდა სურვილი და წაიკითხე...მადლობა შენ ამისთვის.
და კიდევ ბევრს და ბევრს...ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილებო..იმედი მაქვს ბოლომდე ჩემთან იქნებით და ერთად ვიხილავთ ამ ისტორიის ფინალს.
მიყვარხაართ :*

 


№16  offline წევრი Someone wandering

ვიღაც შემიყვარდაოო ნიკომ თქვაა.ცოტა დავიბენი. ლიზის ახაალ ტაყვანისმცემელზე გაჭედა,რატომ? ჰმ.
ტასოზე და ნიკოზე ვაფრენ.
გაუჩინარებული გოგოს ამბავი ძალიან მაინტერესებს.
ის მოხუცი რაღაცას მართლა მალავს,რა ჯანდაბაა.
და ჰო, წინა თავში შეიძლება შეგეშალა,ანუ ''რა თქმა უნდა'' ცალკე იწერება და ''ავღწერო'' არა, ''აღვწეროა'' სწორი heart_eyes

თემოოო იისააა აფეთქებას რომ გადაურჩა? ცოცხალიააააა? ვაიმეეეე. კომენტარებით გავიგე

 


№17  offline წევრი ხოსე

nene
ნადირობის მეორე ნაწილი რომელშიც ნენეა ვერ ვიპოვე და წაშლილია? :(((((

ავტორმა აიღო ნადირობის მეორე ნაწილი სადაც ნენეა და ეს სხვა მეორე ნაწილია სადაც ნენე მგონი კომაში მყოფი ნიკოლოზის წარმოსახვაბიყო და სადაც მგონი ლიზა ბრუნდება :-) ხოდა რადგანაც ერთ აზრზე ვარ ამ შემთხვევაში ჩვენს მეხსიერებაში მეორე მეორე ნაწილი შევინახოთ :-D

არ ვკამათობ კაცი რაა საკამათო, შენი ისტორიაა რასაც გინდა უზავ, უბრალოდ ყველას ასეთი ეჭვი გაგვიჩნდა ლიზას ფანკლუბსაც და ნენეს გულშემატკივრებსაც, რომ ლიზა ბრუნდება მარტო მე რატო მაბრალებ :-D ლიზა კიდე თავიდანვე რომ უფერული იყო ჩემთვის ყოველთვის ვაფიქსირებდი ეხლანკი არ გაუფერულდა და შენც არ იყავი დიდად ლიზას სასწაულობის მომხრე :-D შენი გაბრაზებული კომენტარი მახსოვს რა თემა იყო ეს ლიზა ასეთი არც არაფერიო :-D ხოდა ეხლა მარტო მე ნუ მაბრალებ რაღაცეებს. :-D თორემ შენგან რო გვგონია იმას რო არ უნდა ველოდეთ ვიცი და მოვლენებს არ გავუსწროთ :-D ხოდა აბა ვნახოთ რა იქნება :-)

 


№18 სტუმარი likuna

ოპაა დაიწყო?! გადაბრალებები: შენ ესე ამბობდიი,მე ასე ვამბობდი.შენ ესე გააკეთე,მე ესე გავაკეთე.კიდევ დიდ ხანს გაჰყვა ჩუმად ყოფნა ამ ისტორიას.ლიზა ბრუნდება,ლიზა წავიდა,ნენე დაბრუნდა,ნინია სად არის.კარგით რაა ჩვენ მაინც გვაცადეთ ნორმალურად წავიკითხოთ.

 


№19 სტუმარი სტუმარი რონი

დღეს შეძლებ მეოთხე თავის ატვირთვას?

 


№20  offline წევრი აბლაბუდა

არანორმალური რომ იყავი ვიცოდი, და “მე როგორც მინდა ისე დავწერ” ( აუ როგორ ავხსენი :-))) ) ასეთიც რომ ხარ კი ვიცოდი. მოკლედ ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი ხარ, რომელთანაც არ ჭრის არაფერი, ხოდა იყავი როგორიც ხარ ოღონდ და წერე მსგავსი სიუჟეტიანი და შინაარსიანი ისტორიები ჰეფი ენდებით ოღონდ:)) რომ ვიკითხო ხოლმე აქ შენი ისტორიები

 


№21  offline წევრი ხოსე

likuna
ოპაა დაიწყო?! გადაბრალებები: შენ ესე ამბობდიი,მე ასე ვამბობდი.შენ ესე გააკეთე,მე ესე გავაკეთე.კიდევ დიდ ხანს გაჰყვა ჩუმად ყოფნა ამ ისტორიას.ლიზა ბრუნდება,ლიზა წავიდა,ნენე დაბრუნდა,ნინია სად არის.კარგით რაა ჩვენ მაინც გვაცადეთ ნორმალურად წავიკითხოთ.

და ნორმალურად წაკითხვაში ვინ შეგიშალათ ხელი? არავის კომენტარს არ ვეკიდები საკუთარს ვწერ მარტო ყოველთვის და მოდი ყველამ ჩვენს კომენტარებს მივხედოთ. გისურვებთ მშვიდად წაკითხვას და სიამოვნების მიღებას.

 


№22 სტუმარი anna

[quote=ხოსე][quote=likuna]ოპაა დაიწყო?! გადაბრალებები: შენ ესე ამბობდიი,მე ასე ვამბობდი.შენ ესე გააკეთე,მე ესე გავაკეთე.კიდევ დიდ ხანს გაჰყვა ჩუმად ყოფნა ამ ისტორიას.ლიზა ბრუნდება,ლიზა წავიდა,ნენე დაბრუნდა,ნინია სად არის.კარგით რაა ჩვენ მაინც გვაცადეთ ნორმალურად წავიკითხოთ.[/quote]
და ნორმალურად წაკითხვაში ვინ შეგიშალათ ხელი? არავის კომენტარს არ ვეკიდები საკუთარს ვწერ მარტო ყოველთვის და მოდი ყველამ ჩვენს კომენტარებს მივხედოთ. გისურვებთ მშვიდად წაკითხვას და სიამოვნების მიღებას.[/quot

გეთანხმები, დაიწყებენ ეხლა არა ნენე ჯობია, არა ლიზა ჯობიას ძახილს, კომენტარს მარტო იმიტომ წერენ რომ ის იძახონ ნენე ჯობია, ლიზა თუ ნინია. grin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent