შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (6)


30-03-2019, 22:25
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 063

სხვისი ცოლი (6)

საწოლიდან წამოვდექი.გონებას ვაიძულე ომარიზე აღარ ეფიქრა.ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გავყავი თავი.არც თუ ისე ცუდი უბანია,განათებაც ყოველ ორ ნაბიჯშია.გარშემო სულ კორპუსებია და მათ შორის მცირე ზომის სკვერი,სადაც ბავშვები თამაშობენ.სკვერს გარშემო ალვის ხეები აკრავს.თვალი წამიერად პატარა ბავშვისკენ გამექცა,რომელიც სიცილით მირბოდა ვიღაც ქალისკენ,ალბათ მისი დედაა.ქალი დაიხარა და ბავშვი მკერდზე მიიხუტა.მათ შემყურეს ცრემლები ჩამიგროვდა თვალებში.გამახსენდა,როგორ ვნატრობდით ჩვენს შვილს,თუმცა ამაზე ფიქრი აფსურდია.ცრემლები შევიმშრალე,ფანჯარა დავხურე და საწოლის მილაგება დავიწყე.
ისე მოვთქვამ,თითქოს ყველაფერი დასრულდა,აუცილებლად მივცემ დავიწყებას ომარს და გავათავისუფლებ გულს მარწუხებისგან,ისეთ ვინმეს ვიპოვნი და შევიყვარებ,ვისაც ეცოდინება გრძნობების ფასი და ერგულება.
ტანზე გამოვიცვალე და ოთახი დავტოვე. აბაზანაში შევედი,ონკანი მოვუშვი,წყალი ხელის გულებში ჩავიგროვე და სახეზე შევისხი და ,როდესაც გამშრალება დავიწყე,სარკეში საკუთარ თავს დავუწყე ყურება.უპეები შავი,ტუჩები ფერმკრთალი,საშინელი შესახედი ვყოფილვარ. თმაში ჭაღარებიც გამჩენია.არ შემიძლია ამ ქალის ყურება. საჩქაროდ გავიმშრალე და გამოვედი.რაც კი სილამაზე გამაჩნდა სადღაც გაქრა,რაღაცამ შთანთქა და უბრალო,ფერმკრთალი ქალი დატოვა.ომარს მთელი ჩემი ცხოვრება წაურთმევია,მისი შემყურე აშკარად დამავიწყდა,რომ ქალი ვარ და ის,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ქალისთვის გარეგნული მომხიბვლელობაა.როდესაც ქალი კარგავს ვიზუალურ სილამაზეს უინტერესო ხდება მამაკაცისთვის. იქნებ ეს არის მიზეზი,რომ ჩვენი ოჯახი არ შედგა? თავს რომ მივხედო ჩემთან ყოფნა მოუნდება? გამორიცხული არაფერია,თუმცაღა მას არ ექნება შანსი რომ გული მომილბოს.უბრალოდ თავს დავიმცირებ მის წინაშე,მეტად ამაყი და პრინციპული უნდა ვიყო.

***
შუქნიშანზე მწვანე კაცუნა აინთო და მშვიდი ნაბიჯით გადავედი გზის მეორე მხარეს. ჩავუყევი ტროტუარს და ნაცნობ სალონში შევედი.
-გამარჯობათ,-მივესალმე და ცარიელ სავარძელზე დავჯექი.
-გამარჯობათ,-ღიმილიანი სახით მომიახლოვდა ახალგაზრდა ქალი.
-თქვენ ახალი ხართ?
-დიახ,ელე სხვა სალონში გადავიდა.
-გასაგებია,თმის შეჭრა მინდა მოკლედ და შავად შეღებვა.
-კიბატონო,სარკესთან ახლოს მიიწიეთ და ახლავე მოგემსახურებით. -შავი მოსასხამი აიღო,ტანზე შემომახვია და თმის შეჭრა დაიწყო.
-კიდევ ცოტაც -ვუთხარი რომ გაჩერდა ,-არ მენანება,მინდა სხვანაირი ვიყო,-ქალს გაეცინა და კიდევ მომაჭრა ,-ასე უკვე კარგია,მომწონს.
-წავალ,საღებავს გავაზავებ და დავბრუნდები მალე.-ლოდინით რომ არ დავიღალო ტელეფონი ავიღე და თვალიერება დავიწყე.

-თმის შეჭრა მინდა,-ნაცნობი ხმა სიჩუმეს არღვევს და გულ-აჩქარებული ტელეფონს ხელს ვუჭერ.რატომ დღეს და არა ხვალ,ან ზენ,ან მაზეგ,რატომ?მისი ბოხი ხმა ექოსავით მეორდება გონებაში.ვტრიალდები ნელა.ზურგით დგას და ქალს ესაუბრება,შემდეგ მიდის და ჩემს ზურგით სავარძელზე ჯდება.ომარის ხმას,თმის საჭრელი აპარატი ახშობს და თითქოს მავიწყდება კიდეც ,რომ ჩემს უკან ზის. ვტრიალდები და თავს მეტად ვრგავ ტელეფონში.ღმერთმანი, სუნი,ჩემი ნაჩუქარი სუნამო.რამდენი ხანი მატყუებდა აღარ მაქვს დავცალეო.ახლა მითუფრო არ უნდა ისხავდეს. მთელმა წარსულმა თვალწინ გამირბინა. კინო,თეატრი,მისი დედის სოფელი,ბილიარდის მაგიდა,ბიბლიოთეკა,ადგილი სადაც გავიცანი და შემდეგ მილიონი წუთი,საათი და დღე ერთად. ახლა გული გამისკდება. ძლიერი უნდა ვიყო,ძლიერი.
-მზად არის,შეგვიძლია შევცვალოთ თქვენი თმის ფერი ,-მითხრა და თმაზე საღებავის წასმას შეუდგა.თვალები დავხუჭე და ვეცადე ფიქრები გამეფანტა.
ფაქტობრივად გათიშული ვიჯექი.შეღებვა დაასრულა და თმა შემიფუთა.
-ნახევარ საათში ჩამოგბანთ,-მითხრა მან და მე საათისკენ გავიხედე.მალე მინდა გავიდეს დრო.
-ცდილობ გალამაზდე? - უკნიდან მისი ხმა გავიგე და სიბრაზე მომერია,ნეტავ ვინ ჰკითხავს,-ჩემთვის უკვე სულერთი ხარ,-ვითმენ მის აუტანელ ხმას და სიტყვებს.საზოგადოებრივ ადგილში რომ არ ვიყო წამოვხტებოდი და ზუსტად ისე დაველაპარაკებოდი,როგორც ის,მე.არც კი ვიცი ასე მშვიდად როგორ ვზივარ,-დაყრუვდი? შენ ვეღარასოდეს იქნები სასურველი ქალი,ტყუილად კარგავ დროს,-ღმერთო მომეცი მოთმინება,არ ვაპირებ მასთან საუბარში ჩართვას,რაც უნდა ის თქვას,-ყველა ქალი სულელია,იქმნიან ილუზიებს და იქამდე ცხოვრებენ მათში,რომ რეალობასთან შეხვედრა ანადგურებთ მათ.სიყვარული ილუზიაა და სწორედ ეგ გღუპავთ თქვენ,მთელი არსებით იყვარებთ მამაკაცს და მერე მისგან დადებითის ნაცვლად უარყოფით შედეგს რომ იღებთ უკან მოუხედავად გარბიხართ.შენ არ უნდა გჭირდებოდე მე,მე უნდა მჭირდებოდე შენ და ეს არის მთავარი ურთიერთობაში,მუდმივად შეყვარებული ქალი სულელია,რადგან მამაკაცს შესაძლოა არ უყვარდეს მუდმივად და სანამ ბალიშს ცრემლით დაასველებ,იმაზე იფიქრე რომ ისეთი ქალი გახდე კაცს შენთან ყოფნა უნდოდეს და არა პირიქით,შენ ასრულებდე სხვადასხვა მოქმედებებს მამაკაცის მოსაპოვებლად.-ყელში ამოდის ამის დარიგებების მოსმენა,თითქოს ანგელოზი იყოს,არც კი რცხვენია,დამნაშავეც მე გამომიყვანა,თურმე ჩამოკიდებული ვყოფილვარ მასზე.რას ბოდიალობს.
-ტყუილად იღლები საუბრით,შენთან არაფერი მაქვს გასარჩევი,სადაც გინდა წადი,მუხლებშიც ჩაუვარდი ვისაც გინდა,ჩემთვის სულერთია.
-არამგონია შენ განსხვავებული იყო სხვა ქალებისგან,ფარული ზრახვები გაქვს,თავს მაჩვენებ რომ არ გაინტერესებ,მაგრამ ზუსტად ვიცი,როგორც კი შანსი მოგეცემა შერიგებას მთხოვ.
-ეგ იმედი არ მოგიშალოს ღმერთმა,სანამ მხედველობა მაქვს,მესმის და ვგრძნობ შენთან ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი lia

ძალიან სასიამოვნო მოთხრობაა,მაგრამ სწრაფად ამთავრებ პატარა თავებია.

თავები გაადიდე,ნუ აუფასურებ ისტორიას

 


რა ძალიან პატარა თავი იყო, რა ძალიან დაიგვიანე, რა ძალიან ცუდი თავი იყო, იცოდე ახალ თავს უფრო მალე, უფრო კარგს და უფრო დიდს ცელოდებიიი

 


№3 სტუმარი ია

სასწაულად დიდი თავებია,ალბათ როგორ იღლებით წერით

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

:-D ვიცი და თუ ასეთ კომენტარებს დაწერთ გაგებუტებით. :-D ისედაც ემოიციური ორსულობა მაქ და გულს ნუ მწყვეტთ. :-D კაი ჰო მეტჯერ აღარ დავაგვიანებ და თავს ასე პატარას აღარ დავდებ. :-D აი პრომესს.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5 სტუმარი Qeti

დამაინტერესა ძალიან. ეს პერიოდი მაქვს ზუსტად. არ დააგვიანო რა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent