შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიტყუე საწოლში XXII დასასრული +18


31-03-2019, 17:25
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 776

შემიტყუე საწოლში XXII დასასრული +18

სახლში შევდივართ, ყველაფერი თავის ადგილზეა, უნაკლო სისუფთავეა რაც ყველას აღფრთოვანებას იწვევს, ნინი დაძაბულია ხელებს ისტერიულად უსვამს ერთმანეთზე და თვალს არ მაშორებს, თვალს ვუკრავ და შეშდება, მერე ეცინება და ახლი პატარძალივით ისე საყვარლად იმოცხვებს რომ მინდა ლოყებზე ხელი მოვუჭირო ისე ძალიან, რომ იყვიროს. ვაცნობიერებ რომ ხელი ისე ძალიან მოვმუშტე რომ სისხლის მოძრაობა შენელდა, პოლინა მოსასხამს იხდის
-ნინი, წამოხვალ სამზარეულოში თუ ჯერ მაგინებ? -ეკითხება სიცილით
-არა წამოვალ
სამზარეულოში არშესაშვები ქალია, მაგრამ ხანდახან რაღაც ისეთ გემრიელს ამზადებს, რაც ჩემს გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევს
გაბუტული ბავშვივით პოლინას მისდევს, მაგრამ უნდა ვაღიარო ჩემ გოგოს ბევრად უფრო ლამაზი ტანი აქვს ვიდრე პოლინას და მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ყვავილებიანი კაბა მოსავს, იმდენად სექსუალურია რომ სუნთქვის არსებობა მავწიყდება, ათი პოლინა ვერ შეედრება, ჟულიენი ჩემს გვერდით ადგილს იკავებს და იღიმის
-ვინ იფიქრებდა რომ ეს დღე დადგებოდა- ამბობს და ისე ოხრავს თითქოს მსოფლიოს დარდი მის კისერზე იყოს
-რას გულისხმობ?
-ჩვენი გოგოები, ნახე რა ლამაზები და მშვენიერები არიან, ვგიჟდები ჩემ ქალზე, პოლინა გიჟია ყველგან
-ხომ გითხრაი შენი სექსუალური თავგადასავლები არ მაინტერესებსთქო
-რა მოხდა, მერე, ისე ნინის როგორ უძლებ, ასეთი რომ გყავს სახლში?
ისე გავხედე ჟულიენს ფერი შეეცვალა
-ხორცს დავჭრი- მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა, მე ცეცხლი დავანთე, სანამ ბუხარში ვიქექებოდი ნინი მომეპარა
-ცეცხლის დანთება გამოგდის, ვერაფერს იტყვი- გამიღიმა მაცდურად
-საწოლშიც ვანთებ ხოლმე, თან უფრო ძლიერს
-მოიცა, დამწვრის სუნი რომ საძინებელში დგას ამის გამოა?
-კი, ისე შენც დაგწვი- მეცინება
-რას გულისხმობ?- მეკითხება და თვალები საოცრად უელავს, ვსწორდები და მის ტუჩებთან თავს ვხრი
-მერე გეტყვი- ვჩურჩულებ
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?- ინაბება ჟულიენი
-არა, ღვინოს მოვიტანთ მე და ნინი
ნინი უკან მომყვება, გული ისე მიცემს მგონია ყველას ესმის, მარანში ჩავდივართ, სიამაყის გრძნობა მეფლება, ჩემი ბედიერება აქ არის, მინის თაროებზე დაახლოებით ათასამდე ბოთლი მაქვს, ნინი თვალებგაფართოებული უყურებს და ხმას არ იღებს
-საოცრებაა- ამოიოხრა
-არის რა- კარგად ვიცი რაც არის- სახლიდან გადმოვიტანე ღვინოები და იქ ისეთები დავტოვე რისი გახსნაც არ მენანება
-ჩემი ნაჩუქარი რატომ დატოვე, საკმაოდ ძვირფასი ღვინოებია, თქვენ გაბერილი ფასები გაქვთ, თორემ ქართული ღვინო ძალიან მაღალი ხარისხისაა.
-არა, იმას ვერ გადმოვიტანდი
-რატომ?
-მინდა რომ ჩემთან ახლოს იყოს, სხვა ემოციური კავშირი მაქვს- ვუღიმი ნინის და ისიც წითლდება
-გასაგებია- ამოიოხრა
-ძლიერი თუ მსუბუქი?
-ძლიერი
-მათრობელა ღვინო მოგწონთ?
-კი- იღიმის და თვალებს ვერ ვუჯერებ ზედმეტად საყვარელია
-რამე მოხდა?- ვეკითხები გაკვირვებული
-არაფერი- ინაბება
-დალევას აპირებთ ჩემო დედოფალო?
-დიახ, უნდა დავთვრე
-კარგი ერთი, უკვე მთვრალი ხარ
-რას გულისხმობ?
-ხომ ხვდები გამოთქმა რომ არის, მესმის ცოტა რთულია არ დათვრე
-რას ამბობ, მგონი შენ ხარ ნასვამი
-ესეც მართალია
ტუჩები ეპობა და თვალებს გამალებით ახამხამებს, სხეულზე თხელი კაბა ისე ლამაზად ეშვება რომ ვშტერდები
-ულამაზესი ხარ- ვამობ გაუაზრებლად
-მადლობა, ღვინო აიღე
-ხო, მართალია
ნინისთან საუბარში დრო ისე გადის რომ ზემოთ ასლის შემდეგ ჟულიენს ხორცი უკვე შემწვარი აქვს, ვერ ვიტყვი რომ მრავალფეროვანი სუფრა გვაქვს, მაგრამ რაც არის საოცრად გემრიელია, ჟულიენის გვერდით პოლინა იკავებს ადგილს, ჩემათან კი ნინი ჯდება მხრებში გამართული ზის, ფეხები მოკეცილი აქვს და ქუსლიანი ფეხსაცმლის დასასრულის შემდეგ ულამაზესი თეთრი კანი ჩანს, თვალებგაფართოებული ვუყურებ და ვაცნობიერებ რომ ბოთლი რამდენიმე წუთია ხელში მიჭირავს
-რას უყურებ?- მეკითხება ჟულიენი
-იატაკი, შევცვალო?- დაბნეული რას ბოდავს არ ვიცი
-რა?
-არაფერი
დედოფალი ჭიქას მაწვდის და პირველი მას ვუსხამ
-თავაზიანი ხარ, მუსიე ნიკოლა- ამბობს წკრიალა ხმით, მადებილებს თუ რა თამაშს თამაშობს
-აქეთ ვართ ნიკოლა- მეუბნება ჟულიენი და პოლინას ჭიქა უჭირავს
-თუ კიდევ დამიძახებ ამ სახელს სარდაფში ჩაგიყვან!- ვცრი ქართულად
-კარგი აზრია- მიქნევს თავს და ფეხს ისე წევს რომ ჩემს ფეხს ეხება, ბოთლი ხელიდან მივარდება და კიდევ კარგი დაჭერას ვასწრებ, მთელი სხეული მიხურს, ტემპერატურა გადაცდა სასიცოხცლოდ აუცილებელ მინიმუმს, ტუჩებს გამალებით ვიჭამ და ჩანგალს ვებღაუჭები, საოცარ სიმსუბუქესთან ერთად არანორმალურ დაძაბულობას ვგრძნობ, ნინის ჩემი საყვარელი სუნამო ასხია, თმებზე კი ისეთი სურნელი ასდის, მთელი მარანი რომ დავლიო ისე ვერ დაგათრობთ.
ნინი ღვინოს წრუპავს და ისევ მე მიყურებს, ოღონდ ახლა თავდაჭერილი აღარ არის
-რა მოხდა?- ვეკითხები ქართულად
-წვერი გიხდება- ინაბება და თვალებს აფახურებს, სხეულს ისე ადუნებს, მეშინია სავარძლიდან არ გადავარდეს
-მადლობა- კმაყოფილების და ბედნიერების განცდა ისე აღწევს ყელამდე სადაცაა ვიყვირებ
დამუხტული ნაწილაკებს გამო საუბარი ყველას უჭირდა, ნინიმ თითქმის ერთი ბოთლი დალია, მხარზე ხელს მადებს და ოდნავ მიჭერს
-ოოო, რა გაფუჭებული კაცი ხართ მუსიე ნიკოლა- მეუბნება ღიმილით
ასეთი უსუსუსური ვარ საკუთარი თავის მრცხვენია, ენას ვერ ვატრიალებ, ყველა მთვრალია ჩემს გარდა, მაგრამ ყველაზე დაბნეული აქ მე ვარ
-რა თამაშს თამაშობთ, მადმუაზელ?- ისეთი ხმით ვეკითხები ყველა მე მიყურებს
-არ მიყვარს თამაშები, რამდენი დავლიე რომ იცოდე-კისკისებს ნინი
-ღვინო მოგეწონა?
-საოცრებაა, მათრობელა, ძლიერი, სხეულიანი, საოცარი გემოებით, რომელიც ერთმანეთს ისე ასვებს და ერწყმის რომ საბოლოო ჯამში საოცარ ჰარმონიას და ერთიანობას კრავს, თქვენ გგაქვთ მუსიე ეს ღვინო
-რა?- მეცინება
-კიდევ გაიცინებ და მარანში მე ჩაგიყვან, ხომ იცი კარგი არაფერი მოგელის
-ხშირად უნდა დალიო ხოლმე- თავს ვხრი და ხელზე ვკოცნი
-როგორი ჟესტი უყო, ოჰოჰოჰო- ტუჩებს ბრეცს ნინი- აქ ცივა, მგონი მოთოვს
-ზამთარია და ბუნებრივია
-ჩემს გულში არა- ამბობს ნინინი და მიღიმის ისე განსხვავებულად, როგორც არასდროს
-თქვენც იღიმით
-იმიტომ რომ მთვარლი ხარ- ვეუბნები სიცილით
-არა, მე მთვრალი ვარ მაგრამ ღვინით არა
-არ გინდა წავიდეთ და ესენი აქ დავტოვოთ?
-სად წავიდეთ?
-სადმე
-შენთან ერთად სადაც გინდა
მანქანას ყურადღებით ვმართავ, მაგრამ ჩემი გული გამალებით ცემს, პარიზში რამდენიმე საათში ვიქნებით, ნინი რაღაცეებს მიყვება, მაგრამ არ მესმის, ვერ ვხდები.
ეიფელის კოშკს ვხედავ, გული გამალებით მიხემს, უკვე ღამეა, მოიცა, პარიზში თივს თუ რა ხდება? თოვს, ქალაქი საახალწლო განათებებითაა სავსე და ეიფელიც იმაზე ლამაზია ვიდრე აქამდე იყო
-მუსიე თოვს?- კივის ნინი
-დიახ, მადმუაზელ
-არ გადამრიო ახლა- ხარხარებს ნინი და პირზე ხელს იფარებს
-შენ გადაირე და რას დავეძებ
-ჩემი სექსუალური ბიჭი ხარ შენ!- მეუბნება და ხელს მხარზე მირტყამს
მანაქანას ისე ვამუხრუჭებ რომ ნინი კივის
-მუსიე ფრთხილად, რამდენი დავლიე, ქალი ვარ ახლა მე, გამალოთეთ, ძროხასავით გახდები ახლა და მერე ბალეტიდან სუმოში გადავინაცვლებ.
-შეგიძლია რამდენიმე წუთი გაჩუმდე? - თავს ვერ ვიკავებ და მეცინება
-რატომ?
-მაბნევ
-ულალა- საოცარი აქცენტით ამბობს ნინი
მერე ჩუმდება, წინ მივიწევთ, უქმეებია, მაგრამ საცობები მაინც არის ნინი სავარძელზე თავს ადევს და ოხრავს
-არ დაიძინო!- ზემდეტად მკაცრად გამომდის
-რატომ ხარ ასეთი კარგი?- ატრიალებს ლურჯ თვალებს ჩემკენ და სილურჯე მალე ცრემლებით იფარება და ტირილს იწყებს- რა გავაკეთო არ ვიცი
მანქანას ვაჩერებ
-რამე მოხდა?- ვეკითხები და უსუსურობის განცდა კიდევ ერთხელ მიპყრობს
-არაფერი- ოხრავს და თვალებიდან ცრემლებს გრძელი თითებით იშორებს
-არ იტირო
-შენ თუ მეტყვი, კარგი, მე ბოროტი არ ვარ- ამბობს- მგონია რომ ცუდი ადამიანი არ ვარ
-არ ხარ
-მართლა არ ვარ
-ვიცი
-მგონია რომ არავს ვუყვარვარ
-ასე არ არის
-რა გავაკეთო?- ღრიალებს ნინი
სამყაროში არაფერია იმაზე საყვარელი ვიდრე მშვენიერი ქალი, რომელიც მთვრალია, მაგრამ ნინის ტირილის გამო ვიცინო თუ მეც ვიტორო არ ვიცი
-ყველაფერი რიგზეა?
-რას მიშვები მუსიე ნიკოლა- ღრიალებს ნინი
-ასე ნუ მეძახი
-შენ კიდევ ნუ მიყვირი!- მეუბნება მკაცრად და ტუჩებს ბრეცს, ტირილს წვეტს და იბუტება
-არ გიყვირი
-მასწავლის ახლა ეს
-რატომ არავის ვუყვარვარ- ისევ თავიდან იწყება, აქ უკვე თვალებს ვატრიალებ და საჭეს ხელს ვურტყამ
სიჩუმე და ნინი ტირილს წყვეტს და მოულოდნელად სიმღერას იწყებს
-გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებიამე ხომ გულით ვიხედები გული ჩემი თვალებია. - ჩერდება
-მერე?- ვეკითხები განაბული
მერე, არარაფერი
-წამოდი- ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ, ძლიერი თოვაა, ასეთი არ მახსოვს, ყველაფერი თეთრია და ბრჭყვიალებს, უჩვეულოდ თბილა, ნინი მანქანიდან გადმოდის, მიყურებს, ფეხი ერევა და ჩემთან მოდის ხელს მიწვდის
-მეცეკვე- ამბობს ჩურჩულით
-მართლა ბევრი დალე- მეცინება, მაგრამ სხვა გეგმა მაქვს ახლა და წამოდი იქ ვიცეკვოთ
ეიფელთან მივდივარ, აქ არავინაა, მხოლოდ კოშკის დაცვა, რომელიც ჩვენ დანახვაზე თვალებს ატრიალებს
-დაკეტილია- ამბობს მამაკაცი ინგლისურად
-ფრანგი ვარ- ვპასუხობ ფრანგულად
-მერე ხომ იცით კოშკი არ მუშაობს
-ჩემ დედოფალთან ერთად მოვედი, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-მუსიე, მორიგი თავგადასავლების მოყვარული ხართ, დაკეტილია
-ხელფასი რამდენი გაქვთ?
-რაო?- მეკითხება ნინი
-დამაცადე
-ნუ მიყვირი- მეუბნება მკაცრად
-რას ნიშნავს ეს?- ინტერესდება კაცი
-ერთი წლის ხელფასს მოგცემ თუ კოშკზე ამიშვებ
-გამორიცხულია, ლიფტი არ მუშაობს
-ფეხით ავალ
-არა, მუსიე
-ორი წლის ხელფასს
-მუსიე, გთხოვთ დატოვოთ ტერიტორია
-სამი წლის
-მუსიე
-არ გეგონოს ოთხი წლის ხელფასს შემოგთავაზებ
-რატომ არ გვიშვებს?- ბურტყუნებს ნინი
-დამაცადე- ვეუბნები მშვიდად
-რატომ მიყვირი, ქალის პატივისცემა მარტო მანქანის კარის გაღება არ არს
-მუსიე, კოშკზე ასვლას ვითხოვ
-გამაგდებენ- ამბობს კაცი
-თუ გაგაგდებენ ჩემთან დაგაწყებინებ მუსაობას
-აქ, კიდევ სამი დაცვაა
-კარგი ერთი, ძმაკაცები იქნებით სამი წლის ხელფასს გადაინაწილებთ, ნუ ცდილობ ჩემი ხელგაშლილობით ბოროტად ისარგებლოთ
კაცი უცნაურად ცქმუტავს
-სურათები არ გადაიღოთ
-გპირდები, არ მიყვარს
-არაფერი გაანათოთ ზემოთ
-ალბათ ცეცხლს დავანთებთ
-ბატონო?- აფართოვებს კაცი თვალებს
-არაფერი, ვიხუმრე
-მუსიე, ცუდ მდგომარეობაში ვარ
-ცოლი გყავთ?
-დიახ
-გიყვართ?
-რა თქმა უნდა
-ხო და შემარგე, ახალგაზრდა კაცი ვარ
-ვერ ვხდები რას ლაპარაკობთ, ამდენი რატომ დავლიე?- ბურტყუნებს ნინი
-ნინი შენ ფრაგული არ გესმის და იმიტომ- ვუღიმი
-კიდევ დამიყვირებ და აქედან გადავხტდები
-საიდან?
ნინი დაბნეული იხედება
-მოვიფიქრებ რამეს
-კი თუ არა?
-მობრძანდით- ამბობს კაცი, კიბით ადთ, უბრალოდ სველია და ფრთხილად იყავით, მადამი ნასვამია?
-არა მადმუაზელი
-დიახ
-რომ ჩამოვალთ მადამი იქნება
-ხელი უნდა თხოვოთ?
-მეორედ ვქორწინდებით
-რას ამბობთ?
-მერე მოგიყვებით

-არ თქვა აქ უნდა ავიდეთო- ამბობს ნინი
-ხო, ბევრი ვიწვალე აქ ამოსასვლელად
-ხო შენ ბევრს წვალობ მწვერვალების დასაპყრობად
-ეგ როგორ გავიგო?- ვეკითხები სიცილით
-თუ დაგეწიე მუსიე, ვერ გამასწრებ, რა გვინდა აქ?
-წამოდი და ნახე რა სილამაზეა პარიზი თოვლის დროს
-გაჩერდი ერთი- კისკისებს ნინი
-რატომ მკითხე შენთვის მნიშვნელობა აქვს ვინ გამოუტყდებაო, დედა ვერ ვპლპარაკობ- ბურტყუნებს ნინი და კიბეებზე კაკუნით ამოდის- გაიხედე ნახე, ხომ ლამაზია?
-ძალიან- ვუღიმი
-ნიკუსუნი, ეს განათება ძალიან ციმციმებს
-ნიკუსუნი რაღაა?
-აბა მუსიე ნიკოლა არ დამიძახოო
-კარგი

სიმაღლეზე ნელ-ნელა ავდივართ, მაგრამ ნახევარიც არ გვაქვს ჯერ გავლილი, ვიღლები ნინის ქუსლიანებით სიარული უჭირს, თუმცა ბალეტის დამსახურებით მარტივად არ იღლება
-რაღაც მინდა გითხრა, ფხიზელი ვერ გეტვი
-თქვი
-ლამაზი უკანალი გაქვს- სრული სერიოზულობით ამბობს- ბევრს შეშურდებოდა, სულ მინდა რომ დაგარტყა
მოაჯირს ხელს ვუჭერ და სისხლი სიცივისგან მეყინება, აშკარად ყველამ ერთი ღვინო დალია, მაგრამ იმედია პოლინაც ამ დღეში არ არის, მის კომპლიმენტს უპასუხოდ ვტოვებ და გზას ვაგრძელებ
-ვინ უთხრა წამოდიო- ბურტყუნებს თავისთვის ნინი- წავსულიყავი იქ, რანაირი კიბეა ეს, ოხოხო, ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიაააანს და ბულბულები ისე მღერიააან, სად მოვყვები ნეტა რა მინდოდა, ცეხლი დალიე გოგო, ასეთ დღეში... რატო ვუთხრი, ხვალ კი შემრცხვება, ვუთხრი რა მოხდა მერე, ოო პარიზო, ნიკოლაა- ასე გაგძელდა მანამ სანამ დანიშნულების ადგილზე ერთ საათში არ მივედით
ნინის გავხედე, მოაჯირს დავეყრდენი და განათებულ მოციმციმე პარიზს თვალი შევავლე, სუნთქვისშეკვრელი სანახაობაა, გული გამალბით მიცემს, ნინი ჩემს გვერდით ადგილს იკავებს და ოხრავს
-რა სილამაზეა
-ნამდვილად ღირდა ამოსვლა
-კი დავიღალე, მაგრამ ძალიან ლამაზია
-რაღაცის თქმა მინდა- სისხლი სხეულში სასიცოცხლოდ აუცილებელ მაქსიმუმს ავითარებს
-გისმენ- ინაბება
-რადგან შენთვის მნიშვნელოვანია რომ მამაკაცი იყოს ინიციატორი და ქალს გრძნობებში გამოუტყუდეს თანახმა ვარ
-გისმენ- თავს გვერძე ხრის და მიყურებს
-შენ ხომ არაფერი გაქვს სათქმელი?- ნინის თავს ვაწევინებ, ვგრძნობ როგორი ნაზია, ტუჩები ეპობა და ნუნთქვს წყვეტს
-ნიკოლოზ გემუდარები
-არაფერს მეტყვი?
-რას?
-რატომ იეჭვიანე პოლინაზე?
-მე ნიკოლა
-ნუ მეძახი ნიკოლას
-მე არ ვიცი
-იცი
-დაასრულე
-არა ყველაფერი ახლა იწყება
-მუსიე ნუმ მტანჯავ
-კარგი, შენ ყველაზე ლამაზი რამ ხარ ჩემ ცხოვრებაში, ყველაზე რთული, ყველაზე მიუღწეველი და ყველაზე დიდი ბედნიერება- თვალები ცრემლებით ევსება- სახლში რომ ვბრუნდებოდი და ვიცოდი იქ დამხვდებოდი ეს მაბედნიერებდა, სახლში დაბრუნება მიხაროდა
-ნიკოლოზ- საოცარი სინაზით წარმოთქვას სიტყვებს
-ბალეტზე რომ ვიყავით და ყველა შენ გიყურებდა, ყველაზე ამაყი ვიყავი. საქართველოში ჩემი ბიზნესისთვის არ დავბრუნებულვარ
-აბა?
-შენს გამო, ბაბუამ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა
-ნიკოლოზ
-დამაცადე
-კარგი
-ყველაზე დიდი საჩუქარი, ის რაც შენთან დაახლოების შესაძლებლობას მომცემდა, მომწონს რომ ჭკვიანი ხარ, მომწონს რომ შენ საქმეს აკეთებ, ჩემი ოცნება მართლა იყო ბალერინა ცოლი მყოლოდა
-ნიკოლოზ
-მაგრამ ბალერინა რომ არც იყო, მაინც მომეწონებოდი, მეშინია ახლაც აღიარების, მეშინია იმის აღიარების რასაც საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებ
-გისმენ
-მე მეშინია რომ ქორწილის მერე წახვალ და ბალეტს დაუბრუნდები, მეშინია იმ საზღვრების რაც ჩვენ შორისაა, მეშინია რომ შენთან ურთიერთობას ვერ შევძლებ, მაგრამ მე- ღრმად ვსუნთქვ- მე, ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემთან იყო, მე ყველაფერს ვიზამ რომ ბედნიერი იყო, მე ყველაზე ბედნირს გაგხდი, ის რაც შენთვის იქნება საჭირო, ნებისმიერ რამეს, ოღონდ არ მიმატოვო ქირწილის შემდეგ, აღარ დაბრუნდე
თვალებიდან ცრემლს ვწმენდ
-ვიცი რაც ხდება შენ გულში, მეც ვნერვიულობ რადგან ეს პირველად ხდება. რადგან ქალებისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამიტომ ვართ აქ და შენც განსაკუთრებული ხარ, მე ყველაზე მეტად მეშინია რომ მიმატოვებ, მაგრამ იცოდე არსად გაგიშვებ, ვგრძნობ რომ ეს შენც არ გინდა
-ნიკოლოზ- ტუჩებით მოიწევს ჩემსკენ
-ხო, ვაღიარებ რომ მიყვარხარ, მეც მიყვარხარ, მიყვარხარ.
ნინის ტუჩებისკენ მივიწევ, კბილებით ვეჯახები, ენას ვეძებ და მთელი არსებით ვგრძნობ, ქალბატონი პიჯაკს ექაჩება, აღარ ცივა, ყველაფერი რიგზეა, თმებში ხელებს მიცურებს და ვხვდები რომ ეს უკვე ახალი ეტაპის დასაწყისია, აქ და ახლა, ესეც განსხვავებულია. მიყვარს, მთელი არსებით მიყვარს და ბედნიერი ვარ რომ ეს შემიძლია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



მართალია არველოდი ასე მალე დასრულებას,მაგრამ იყო ის რაცუნდა ყოფილიყო???? ძალიან კარგი,დახვეწილი,სასიამოვნო, და უამრავი დადებითი ემოციით დატვირთული ისტორიაა ეს...ყველაზე მეტად კიის მომეწონა რომ არის +18 ისტორია და ყველაფერი ძალიან კარგად იყოგადმოცემული...კატოზეც უნდა ვთქვა,ქალიი პოზიტივი,გენიალურობა,ჰიპერენერგია..ისტორია არშედგებოდა მისგარეშე ????...რაც შეეხება გმირებს,ნიკოლა ორიგალურობა დახვეწილობა,კაცი მამაკაცურობა ჯენნტლმენობა,ნინი კიდე რაღაც საოცრება იყო..მართლაც შესაფერისი წყვილი❤???? რაც მავარუა საოცრება ხარ შენ თავად ასეთი კარგი ნაწერისთვის,წინა ისტორიასთან შედარებით ხიდი წინსვლა და პრიგრესია და ნამდვილად გამოგივიდა ის რისი გადმოცემაც და დაწერაც გინდოდა ^^
პ.ს კატოს მარტო დატოვება დიდი უსამართლლობა იყო ????

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

გოგონა ლურჯის ელფერით
მართალია არველოდი ასე მალე დასრულებას,მაგრამ იყო ის რაცუნდა ყოფილიყო???? ძალიან კარგი,დახვეწილი,სასიამოვნო, და უამრავი დადებითი ემოციით დატვირთული ისტორიაა ეს...ყველაზე მეტად კიის მომეწონა რომ არის +18 ისტორია და ყველაფერი ძალიან კარგად იყოგადმოცემული...კატოზეც უნდა ვთქვა,ქალიი პოზიტივი,გენიალურობა,ჰიპერენერგია..ისტორია არშედგებოდა მისგარეშე ????...რაც შეეხება გმირებს,ნიკოლა ორიგალურობა დახვეწილობა,კაცი მამაკაცურობა ჯენნტლმენობა,ნინი კიდე რაღაც საოცრება იყო..მართლაც შესაფერისი წყვილი❤???? რაც მავარუა საოცრება ხარ შენ თავად ასეთი კარგი ნაწერისთვის,წინა ისტორიასთან შედარებით ხიდი წინსვლა და პრიგრესია და ნამდვილად გამოგივიდა ის რისი გადმოცემაც და დაწერაც გინდოდა ^^
პ.ს კატოს მარტო დატოვება დიდი უსამართლლობა იყო ????

დიდი მადლობა.

 


№3  offline მოდერი ^paradise^

თქვენთანაც დასასრული წერია ? კარგი რა, ერთადერთი იმას ვებღაუჭები რომ ეს პირველი ნაწილის დასასრული იყო ... ისტორია შეუდარებელია!!!

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

^paradise^
თქვენთანაც დასასრული წერია ? კარგი რა, ერთადერთი იმას ვებღაუჭები რომ ეს პირველი ნაწილის დასასრული იყო ... ისტორია შეუდარებელია!!!

კი დასასრული წერია.

 


№5 სტუმარი anna

სულ დასრულდა თუ აქ აქვს კიდე გაგრძელება?

 


№6  offline წევრი Rania

Dasasrulic isetive originaluri da arachveulebrivi aqvs. Rogorc mtlianad istoriaaa. Imedia axalitac male dabrundebii. madloba am siamovnebistvis rac kitxvisas ganvicadeee. Yochaggg
--------------------
Q.qimucadze

 


№7  offline მოდერი GEGI გეგი

Rania
Dasasrulic isetive originaluri da arachveulebrivi aqvs. Rogorc mtlianad istoriaaa. Imedia axalitac male dabrundebii. madloba am siamovnebistvis rac kitxvisas ganvicadeee. Yochaggg

დიდი მადლობა.

 


№8  offline წევრი L.eli13

ახალს მალე დაიწყებ?

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

L.eli13
ახალს მალე დაიწყებ?

ვეცდები.

 


№10  offline წევრი დარინა

ანუ ეს ისტორია დასრულდა სულ თუ ეს ნაწილი? როგორც მახსოვს ჯგუფში წავიკითხე კატოს მომენტები და ახალი პერსონაჟიც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ აქ ის მომენტები არ იყო.

 


№11  offline წევრი ნანა73

შესანიშნავია! მთელი ამ დრიოს მანძილზე რაც ვკითხულობდი, იმედი არ გამცრუებია და ყველა თავი სასიამოვნო ნალექს ტოვებდა. მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო - რატომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დასასრულში რაღაც ისე არ იყო როგორც გინდოდა, თითქოს რაღაც დაუმტკიცე მკითხველსაც და საკუთარ თავსაც. blush წარმატებები!

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

მოიცაააა ამის გაგრძელება აღარ იქნებააა?????????????????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

აბა ჩავუჯდეე

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინი

ესრო არგააგრძელოოო გიპოვნიიი დამოგკლაბვ

 


№15  offline მოდერი GEGI გეგი

ნანა73
შესანიშნავია! მთელი ამ დრიოს მანძილზე რაც ვკითხულობდი, იმედი არ გამცრუებია და ყველა თავი სასიამოვნო ნალექს ტოვებდა. მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო - რატომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დასასრულში რაღაც ისე არ იყო როგორც გინდოდა, თითქოს რაღაც დაუმტკიცე მკითხველსაც და საკუთარ თავსაც. blush წარმატებები!

თქვენ მართალს ბრძანებთ.

 


№16 სტუმარი Melusi

Yvelaferi zalian kargi iyo magram titqos bolo tavs ragac daklda magram mainc zalian kargi iyo da imedia male dadeb axals❤❤

 


№17 სტუმარი lizi

ჩავედი ბოლოში, დავამთავრე კითხვა და ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს შუა გზაში შეწყვიტე წერა და უცბათ გადაწყვირტე აქ დაგესრულებია ისტორია. ძალიან კარგად წერ და უნიჭიერესი მწერალი ხარ, მაგრამ დაუსრულებელ ისტორიას გავს. მახსოვს ამ ისტორიის პირველი ვერსია რომ წავიკითხე, მაშინაც ასეთი გრძნობა დამრჩა ბოლოში და იმედი მქონდა რომ ეხლა მაინც გამიმარტლებდა იმედებს. worried იმედია ეს დასასრული არ არის და აქვს გაგრძელება ამ ისტორიას.

 


№18 სტუმარი nini

amis gagrdzeleba iqneba tuaraa?

 


№19 სტუმარი სტუმარი გვანცა

გეგი გეეგიი.ოოხ კაი საზიზღარი ბიჭი ხარ ????????????????????????ბოლომდე ხოარ გაახარებრა კაცს ????????????????საზიზღარი კიიარა სასწაული ნიჭის მქონე ადამიანი ხარ .საოცრად წერ დაა არვიიც სიტყვებიად მოფნის.ველი ახალისტორიას.დასასრუკს რაცშეეხება უკმაყოფილო ვაარ და გაგებუტეე ???????????? მაინც არ ქენი ბოლოს ის როგორრც იყო საჭირო.მგონი საერთოდსხვა ჩანაფიქრი გქონდა თავიდან მაგრამ არაუშავს აააოცრებაა იყოო ნამდვილად !!????????????????❤️

 


№20 სტუმარი ლალლა

ძველი ვერსია იყო მესამე მოთხრობა რომელიც ფორლავზე წავიკითხე და ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები.
პირველ რიგში რაც ახალ ვერსიაში მომეწონა არის ის რომ აღარ არიან "პაპსა" პერსონაჟები და ბევრად დაიხვეწნენ.
მომეწონა ის სცენა რომ გააქრე, ნიკოლოზი ნაშებს რომ შეყრის და ნინის დაურეკავს:დ ერთს მგონი ოლივია ერქვა, ნუ არ მახსოვს.
მთვრალი ნინი ნიკოლოზის პირისპირ უფრო მომეწონა, ვიდრე ტელეფონით რომ დაურეკა საქართველოდან.
ის მომენტი არ უნდა ამოგეჭრა საფრანგეთის, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტით დასახლებულ ქუჩაში "კაცი მინდა-თი" რომ აყვირე ნინი:დ
მოკლედ, საკმაოდ დახვეწილი მოთხრობა/რომანი არის თავის ჟანრში და განსაკუთრებით მომწონს ძირითადი აზრი შეფარულად რომ გადმოეცი.
წარმომიდგენია რამდენს გაუტყდა "უსექსოდ" რომ დასრულდა:დ

 


№21 სტუმარი ლაკე

ის არ არის რაც უნდა ყოფილიყო

 


№22  offline წევრი Taattu

გეგიი...
საიდან დავიწყო არ ვიცი
დამთავრდა პირველი ნაწილი და იმედი მაქვს ასე არ დამთავრდება და ამ შესანიშნავ ისტორიას ექნება გაგრძელება
პირველად გიწერ კომენტას სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული შენი სხვა ისტორიები, რომელიც აღარ დევს საიტზე
თუმცა მახსოვს კალეს კითხვისას ჩემი ემოციები...
რაც შეეხება შემიტყუე საწოლში, რომელმაც ალბათ ყველა ჩვენგანი თავისი სათაურით მოგვხიბლა და დაგვატყვევა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს ამ საიტზე
სათაური შესანიშნავია ზუსტად მორგებული, ზუსტად გათვლილი
შესანიშნავი სიჟეტით, პერსონაჟებით...
ძალიან კარგადაა ნაჩვენები საფრანგეთისა და საქართველოს კულტურა, ტრადიცია, რომელიც ნიკოლოზს სულ სხვა თვალით გვანახებს
ნიკოლოზის პერსონაჟი არავის გავს სხვანაირია, გამორჩეული...
ალბათ რაც აქამდე წამიკითხავს ყველაზე მაიახლოებული კაცის იდეალთან(ჩემთვის)
ისეთი სიზუსტითაა გადმოცემული თითოეული დეტალი, ემოცია, საოცრებაა
მართლაც რომ გაჯაჭვებს ნაწარმოებს
ნინიც ძალიან მომწონს საყვარელი, კეთილი, რაღაც ჰაეროვნება შემოაქვს
სათაურსაა ამოფარებული ღირებულებები რომელსაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის...
ისინი არ არიან იდეალურები ყველას აქვს ნაკლი,თუმცა მაინც განსხვავებულები და გამორჩეულები არიან...
მართლაც გაოცებული ვარ... რაღაც ამდაგვარ დასასრულს ველოდი ბატონო გეგი
დარწმუნებული ვარ წიგნის მაღაზიაში თუ "შემიტყუე საწოლში" დავინახავ აუცილებლად ვიყიდი დიდი სიამოვნებით
ერთგული მკითხველი შეიძინეთ ჩემი სახით, წარმატებები heart_eyes

პ.ს იმედი მაქვს კატოს დაპირებას აასრულებ ბატონო გეგი და მართლაც ვიხილავთ მას პარიზში blush

 


№23 სტუმარი ეფემია

პირველივე თავის დადებიდან ვკითხულობ და ამ საიტზე შემოსვლისას პირველს ყოველთვის ამ ისტორიას ვეძებდი. მადლობა შენ ბევრი სასიამოვნო შეგრძნებებისთვის რომელებიც ამ ისტორიის კითხვის დროს მეუფლებოდა. მაგრამ ასეთი დასასრული სრულიად შეუფერებელი იყო. გმირები არ გავდნენ საკუთარ თავებს:/ უკეთესი იქნებოდა დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანა და მკითხველი გაგეხარებინდა. "კალეზეც" ასე დამწყვიტე გული და ახლაც. ნუ ჩემს შემთხვევაში ასეთმა დასასრულმა მთლიანად ჩაძირა ეს ისტორია))

 


№24  offline წევრი Somebody

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ საოცრება ხარ ^_^ .
ამ ისტორიის ორივე ვერსია მიყვარს, ვგონებ ზოგზოგიერთებს გაგვიმართლა იმიტომ, რომ ოფოფები და ცეცხლის დანთებები ძირითადად იქ იყო(ნინი რო დაბრუნა და -შოკი- ქნა თუნდაც ეგ :დ).
გამიხარდა ეს ვერსია მეტად გრძნობებს რომ დაეთმო მაგრამ გაგრძელება ჭირდება ისეთი გრძელი 2-3 თავი შენ რომ იცი და ვუალა საოცრება იქნება <3

ყოჩაღ, გეგი

პ.ს. შენი სახელი და ნიკოლოზი შენ შემაყვარე :დ
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№25  offline წევრი Barbare ❤

gavtbii ❤️ am istoriam erti diiidi siamovneba machuqa am dgeebis ganmavlobashi madloba shen amistvis goga ❤️ warmatebebi mshvenialuri iyo ❤️

 


№26 წევრი აბლაბუდა

მთელი ისტორიის მანძილზე როგორ ველოდი, ეს ბოლო თავი ცოტა უმარილო მომეჩვენა თითქოს ან უბრალოდ მეტი მინდოდა, არადა როგორ ველოდი ნიკოლას მღვიმეში შესვლას :))

 


№27 სტუმარი თინა

რაღაც ისე ვერ არის,როგორც იყო ან უნდა იყოს.

 


№28 წევრი თუთა პირველი

პირველი ვარიანტიც წაკითხული მაქვს და მიუხედად იმისა, რომ ეს, მეორე ვერსია ბევრად გამართული და დახვეწილი იყო, იმედები მაინც გამიცრუვდა.
21 თავი ისეთი ნელი ტემპით მიდიოდა და უცებ, ასე ერთ თავში, ასე ნაჩქარევად რატომ დაამთავრე ვერ ვხვდები.
ძალიან არაბუნებრივი იყო ნინის ასეთი სახეცვლილება, ანუ პერსონაჟი კი არ განავითარე ისე, რომ საბოლოოდ მსგავსი მეტამორფოზა განეცადა, უბრალოდ ხელოვნურად დააჩქარე( იმიტომ, რომ უნდა დაგემთავრებინა).
რაც ყველაზე მეტად დამაკლდა, იყო ბალეტი. მაშინ, როცა მთელი სიუჟეტი ბალეტის ირგვლივ ვითარდება, კარგი იქნებოდა ღიად არ დაგეტოვებინა ეს საკითხი მთავარი გმირის ცხოვრებაში.
წარმატებები))))

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ ძალიან მაგარი ხარ, იმიტომ რომ ეს ისტორია უბრალო ვნებებით არ გააფუჭე

 


№30  offline მოდერი D-roni

არ ვპანიკიორობ , რატომღაც არ მგონია გეგი ასე ასრულებდე შენ ამ ისტორიას! ვიცი რო მალე შემოაგდებ ბომბივით ენადერ ნაწილს !
რაც შეეხება ამ დასასრულს და თუ ეს მართლა დასასრულია მაგ დასასრულსაც ... ქამ ან რა , არ დავიწყებ ახლა კლდემას როლის თამაშს , შენ მაინც იცი რომ მე შენ სექსის და ჰორონების ასათუხთუხებლად არ გკითხულობ! მე მიყვარხარ შენ , შენი იუმორი , შენი ცოცხალ-ცეცხლოვანი პერსონაჟებით და რა თქმა უნდა იმიტომ რომ ასე ესთეტიკურად გადმოსცემ ამ ჰორმონალურ ატეხილობასაც და სექს ამორალურ წასაკითხს არ ხდი! ყველამ კარგად ვიცით რომ აქ ყველას აინტერესებს მღვიმეში შესვლაც , გამოსვლაც და იქ კატოც , კატოს კაციც და ვაფშე ყველაფერი!
მე ეს თავი არ მესასრულება იმიტომ რომ აქ არც ის კატოს ისტორია არაა რაც კატომ გამოგძალა იქნება თუ არაო და არც სექსი და კიდევ არც ის ურთიერთობა რომელიც ძალია მაინტერესებდა , წყვილად შედგომის შემდეგ მათი ცხოვრება , აი ეს არის ის რაც მე ამათგან და შენგან მინდა !
ნიკოლოზი და ნინი ურთიერთობაში. ასე რომ ეს ჩემთვის დასასრული არ არის და არც შენთვის იმედი მაქვს! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent