შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 5


31-03-2019, 22:00
ავტორი katiusha
ნანახია 773

მარტოხელა  დედა. თავი 5

თავს საშინლად ვგრძნობდი და ვიდანაშაულებდი რომ ელენეს ძმასთან შეხვედრაში დავეხმარე და ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. მთელი დღე მომხდარზე ვფიქრობდი, ვაანალიზებდი თითოეულ ნათქვამ სიტყვას და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი,მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი რომ ელენემ რაღაც მნიშვნელოვანი იცოდა,ის რის გამოც გიორგი დამშორდა ან გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობის დასრულებაში,თუმცა ამას ვერ ვკითხავდი,ალბათ თვითონ უნდა მოენდომებინა რომ მოეყოლა..
რა თქმა უნდა ვიცოდი რამდენად ცუდად იქნებოდა ის და მარტო არ დამიტოვებია,თაკო გამოვაყოლე სახლში,ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
გიორგის მისი ნივთები მიმღებში დატოვა,ძირითადად ტანსაცმელი, წიგნები და კონსპექტები იყო….
შუადღის შემდეგ გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მომიხდა, სახლში გვიან დავბრუნდი, გიოს გამოყვანა ბაღიდან და ელენეს პატრონობა მთელი დღე თაკოს მოუწია,სახლში რომ დავბრუნდი ორივეს ეძინა,დაქალი კი მისაღებში ტელევიზორს უყურებდა.
-როგორც იქნა მოვედი,მაპატიე,ვერ გამოვედი და ალბათ შენც დაიღალე და მოგაცდინე.
-არაუშავს,ხომ იცი როგორ მიხარია ნათლულის გვერდით ყოფნა,-გაეცინა მას და ტელევიზორს ჩაუწია.
-ელენე როგორ იყო?
-მთელი დღე საძინებლიდან არ გამოსულა,იწვა და ტიროდა,საჭმელიც ძალით ვაჭამე. ძალიან მეცოდება,ჯერ პატარაა ამხელა ტვირთისათვის.
-სამაგიეროდ დაგვიმტკიცა რომ ძალიან ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს…
-იმედია ასე იქნება,შენ ფრთხილად იყავი,არავინ იცის მისი ოჯახი რას მოიმოქმედებს,წავედი ეხლა მე,საქმეები მაქვს,თუ რამე მოხდა ან შეგაწუხეს ან რამე, დამირეკე და მეც მაშინვე დაგადგები ჩემი თანამშრომლებით,-გაეცინა მას და დამემშვიდობა.მეც დაღლილი ვიყავი,ემოციურადაც და ფიზიკურადაც და მალევე ჩამეძინა...
დილით ყველას გვიანობამდე გვეძინა,შაბათი იყო- სახლში ყოფნის დღე,გიოს მაინც ყველაზე ადრე გაეღვიძა,არ მოისვენა და მეც გამაღვიძა,ოთახში ითამაშე,ელენეს სძინავს-თქო გავაფრთხილე და არ გამიშვია საძინებლიდან,მაგრამ ვეღარ მოითმინა და აბუზღუნდა, მოშივდა...ის იყო უნდა გამოვსულიყავით რომ თვითონ ელენემ დაგვიკაკუნა
-მარიამ გღვიძავთ?
-შემოდი ელე,-გავძახე შიგნიდან და საწოლში წამოვჯექი.
-რაღაცეების ყიდვა მინდა და გამომყვები?
-მითხარი რა გინდა,იქნებ მაქვს და გასვლა არ მოგიწევს.
-პირადი მოხმარების ნივთებია.
-ყველაფერი შემოსასვლელშია, ჩანთებში,გუშინ გიორგიმ დაგიტოვა და წამოგიღე.აღარ გაგაღვიძე,გვიანი იყო,სახლში რომ მოვედი.
-კარგი,მაშინ წავალ ჩემს ნივთებს დავალაგებ,-კარში გაუჩინარდა ელენე.გიო უკან მიჰყვა,მათთან რომ გავედი ინტერესით ათვალიერებდნენ ყველაფერს და თან შესაბამის ადგილს უძებნიდნენ.კარგად ხალისობდნენ..მეგონა ელენე დეპრესიაში ჩავარდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა,მასში უკვე მებრძოლი ქალი და დედა დავინახე…
თითქმის მთელი კვირა გავიდა რაც ჩემთან იყო და ჩემი ცხოვრება შეიცვალა,ისე გადავერთე მის პრობლემებზე,მეგობრები სულ დამავიწყდა.არადა დღეს შაბათი იყო და მორიგი შეხვედრა გვიწევდა.ისე გამომრჩა მათთან შეხმიანება, რომ არ დამირეკავს,სამაგიეროდ თვითონ დარეკეს.
-მშვიდობა გაქვს?-მომესმა კატოს ხმა.
-კი გოგოები,უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა და ვეღარ შეგეხმიანეთ.სამსახურშიც გადატვირთული ვიყავი.
-მითუმეტეს,ბავშვი სად მიგყავდა? -გაოცებული იყო ირმა.
-ელენეა ჩემთან.
-რააა?-მომესმა სამივეს ხმა ერთად,ალბათ ტელეფონი ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული.
-ხო,არ მოგესმათ,ის მოხდა რისიც მეშინოდა.
-ახლავე შენთან მოვდივართ, დღევანდელ შეკრებას შენთან გადმოვიტანთ.ყველაფერი უნდა მოგვიყვე.
ნახევარ საათში თაკოსთან ერთად ჩემი სახლში იყვნენ,სამზარეულოში მაგიდას ვუსხედით და ვსაუბრობდით.
ელენე არ შემოგვიერთდა,გიოსთან ერთად საძინებელში თამაშობდა.
-არ მჯერა,ზუსტად ის მოხდა,რაც შენს შემთხვევაში,-ჩემი მონაყოლის მერე ჩამოვარდნილი სიჩუმე პირველი კატომ დაარღვია.
-გიორგიმ რომ გაიგოს მის დას ეხმარები და სახლში წამოიყვანე, დარწმუნებული ვარ შენთან ჩხუბისთვის მიზეზს მოიგონებს ისევ.
-მოიგონებს კი არა,აქვს უკვე მიზეზი სოფია.რაზე ფიქრობ შენ?-მკაცრი იყო ირმა.
-რა უფლება აქვს რომ მეჩხუბოს?ან ვინ მისცემს ამის ნებას? ბოლოსდაბოლოს მასთან მეც შეიძლება მქონდეს პრეტენზიები და მიზეზები არ დაგავიწყდეთ.ჩემთან მაინც არაა მართალი და ის რაც მე დამმართა,არასოდეს არ უნდა იგრძნოს ელენემ,ეს კარგად დაიმახსოვრეთ..
-ბავშვზე იცის?
-კი სოფია,ყველაფერი მოვუყევი.გიო მამიდას ეძახის.ამასწინათ მკითხა მამა ვის დავუძახოო და გული მომიკვდა.ვერაფერი ვუპასუხე.
-თავისთავად ასე იქნება ეს.რაც უფრო გაიზრდება მით უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება და მით უფრო შეგაწუხებს ამ კითხვით,მერე რას იზავ?
-არ ვიცი,ალბათ დრო რომ მოვა ყველაფერს ვეტყვი.
-და როდის იქნება ეგ დრო?
-არც ეგ არ ვიცი ირმა,მხოლოდ ის ვიცი რომ ,ახლა ელენე და მე ერთნაირ მდგომარეობაში ვართ,არ მინდა მარტო იყოს,თუ შეგიძჺიათ დამეხმარეთ რომ თავი კარგად იგრძნოს,თუ არადა საერთოდ ნუ აგრძნობინებთ ნურაფერს,მისგან შორს დაიჭირეთ თავი.
-შენ ვინ გგონივართ ჩვენ?ასეთი უგულოები კი არ ვართ?უბრალოდ შენ გვეცოდები რომ არ გვინდა კიდევ დაგემატოს პრობლემები თორემ, ელენეს რომ ჩვენი სახით დამცველები და დამხმარები ჰყავს,მაგას თქმა არ უნდა, მიპასუხა კატომ.
-ამ პატარა გოგოსაც ვუპატრონებთ და დავაყენებთ ფეხზე.-მიპასუხა ირმამ და სამივე ჩამეხუტა.
-ჩემი გოგოები…-ბედნიერს ჩამეღიმა. მართლაც არავინ ყოფილა კარგ მეგობარზე ძვირფასი.
გოგოები რომ გავაცილე,ელენე მისაღებში დამხვდა,მოწყენილი იჯდა.
-მათაც ვეცოდები ხო?
-არა ჩემო კარგო.ეს როგორ იფიქრე? ძალიან კარგები არიან.მოვენატრე და ჩემს სანახავად მოვიდნენ.
-დარწმუნებული ვარ ისინიც შენსავით კარგები იქნებიან.
-ხშირად ვიკრიბებით,თითქმის ყოველ შაბათ კვირას ერთად ვატარებთ.ისინი რომ არა მე არ ვიქნებოდი დღეს ის ვინც ვარ.
-გაგიმართლა ამ მხრივ,მე მეგობარიც კი აღარ დამრჩა,ჩემი ამბავი ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვუთხარი, ვიფიქრე დამეხმარებიან და გვერდში დამიდგებიან-თქო,ისინი კი პირიქით მოიქცნენ და ხელი მკრეს.
-არ იდარდო შენ მაგაზე.მე და გიო ხომ გყავართ?ჩათვალე ჩემებიც შენი უფროსი მეგობრები არიან.მოდი ეხლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-რაზე?
-სწავლაზე.სკოლაში უნდა წახვიდე. სწავლა დაასრულო,ატესტატი აიღო, რომ მომავალში უნივერსიტეტში ისწავლო ან რავიცი,ხომ გქონდა გეგმები?მომიყევი მელაპარაკე.
-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა,ცეკვა ჩემი ოცნება იყო და სულ ცოტა მქონდა დარჩენილი რომ დიდ ანსამბლში გადავსულიყავი. -მოიღუშა გოგო უცებ ამ ყველაფრის გახსენებაზე.
-მერე ვინ თქვა რომ აღარ შეგიძლია?
-როგორ მარიამ?მე ხომ ორსულად ვარ?ეს ბავშვი ხელს შემიშლის ყველაფერში და სულ ამ შეცდომას გამახსენებს.
-ელენე ხომ შევთანხმდით რომ ამას აღარ დავუბრუნდებით და სულ წინ ვივლით?ორსულად ხარ,ავად ხომ არა? გააჩენ და გააგრძელებ ცეკვას,არ იქნება შენი ადგილი ძველ ანსამბლში?ახალს მოვძებნით,სხვას და მაინც მიაღწევს იმას,რაზეც ოცნებობდი.ბავშვს მე გავზრდი და მე მივხედავ შენ თუ არ გენდომება.
-რათ გინდა სხვისი შვილი მარიამ?ან როგორ გაზრდი?შენც ხომ მუშაობ?
-სხვისი შვილი არაა,ის ჩემი შვილის მამიდაშვილია,მისი სისხლი და ხორცია,ასე რომ დაივიწყე ყველაფერი ცუდი და შენს მომავალზე იფიქრე,ყველაფერი გააკეთე რომ მან შენით იამაყოს,აი როგორც კი ხელში დაიჭერ მაშინვე მიხვდები რისთვის ღირს სიცოცხლე.-კიდევ ერთხელ დავარიგე გოგო,მოვეფერე და გულში ჩავიხუტე.
*******
ორშაბათს ელენე სკოლაში მივაცილე, ცოტა ხანს დაველოდე რომ კლასში შესულიყო,გავამხნევე და წამოვედი, გიო დავტოვე ბაღში. სამსახურში მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი,რაღაცნაირად ვერ დავმშვიდდი,თითქოს ვგრძნობდი რომ ელენეს კარგი არაფერი ელოდა.
საბედნიეროდ შუადღეს თვითონ დამირეკა,მახარა გაკვეთილებმა კარგად ჩაიარა,არავის შევუწუხებივარ და ზედმეტი კითხვებიც არავის დაუსვიაო.გამიხარდა რომ ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდა.
გიოს გავუვლი ბაღში და სახლში წავალთო მითხრა და დამემშვიდობა საღამომდე.დამშვიდებულმა განვაგრძე მუშაობა და საღამოს სახლში დაბრუნებულს ერთად მოთამაშე მამიდა-ძმისშვილი დამხვდა იატაკზე გართხმულები და საყვარლად თამაშობდნენ.
-ორი ბავშვი,-ჩამეღიმა და მივესალმე.
-აბა როგორ გაატარეთ დღე?
-კარგად დეე,მამიდამ იცი რა მაგარი რაღაცეები მასწავლა?-შემომანათა გიომ ბედნიერი თვალები.
-მართლა?მაინც რა ისწავლეთ აბა?
-ცეკვა მასწავლა,აი ნახე,-ხელები გაშალა ბავშვმა და ერთი წრე ჩამოუარა.
-იმედია იცი რომ ცოტა ხანს უხეშ მოძრაობებს და ცეკვას უნდა ერიდო, სამთვემდე,მერე კი ბატონო,იცეკვე რამდენიც გინდა.
-კი,ვიცი,ხომ გამაფრთხილე.
-ჭამეთ რამე?
-კი,მაგრამ მაინც გვშია,ცოტა,- დაიმანჭა სასაცილოდ ელენე.
ვახშმის მერე სამეცადინოდ წავიდა,წიგნთან ერთად ჩაეძინა, საბანი მივაფარე და სინათლე ჩავუქრე,რომ ტკბილად დაეძინა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ მაინც არ მასვენებდა ეს უცნაური წინათგრძნობა.და აი ერთ დღეს როცა სამსახურში მყოფს საღამოს საბავშვო ბაღიდან დამირეკეს გიო არავის წაუყვანიაო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი იქ.თან ელენეს ვურეკავდი,ზარი გადიოდა,მაგრამ არ მპასუხობდა.
გიო ისე წამოვიყვანე,ხმა არ ამომიღია,ბავშვმა რამდენჯერმე მკითხა რაღაც,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
კარი ღია დამხვდა,ვლოცულობდი რომ სახლში ყოფილიყო.საძინებელში, საწოლზე მოკეცილი იწვა ელენე, ხელები ლოყების ქვეშ ამოედო და თვალები ტირილისგან დასიებოდა. საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი,რეაქცია რომ არ ჰქონდა ჩემს დაძახებულზე, ხელით მსუბუქად შევარხიე.
-ელე რა მოხდა?
-სკოლაში აღარ წავალ.
-პატარა ბავშვივით იქცევი და ახლა გიოსგან არაფრით განსხვავდები. მიდი,მომიყევი რა მოხდა?
-გაკვეთილს ვყვებოდი,ჩემმა ყოფილმა მეგობრებმა კი ამ დროს მთელი კლასის გასაგონად განაცხადეს ჩემი ორსულობის ამბავი და ისიც რაც მშობლებთან მოხდა,კიდევ დაამატეს რაღაცეები, რაც არ ყოფილა ისიც, მასწავლებელმა ვერ გააჩერა,ახლა მთელი სკოლა ჩემზე ლაპარაკობს.
-ამისთვის ხომ მზად ვიყავით?ხომ ვიცოდით რომ შესაძლოა ეს მომხდარიყო?
-მეგონა მზად ვიყავი,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი გამიჭირდა.
-არაუშავს,ამასაც გავუძლებთ,ამასაც გადავლახავთ,აი ნახავ შენს პატარას ხელში რომ დაიჭერ,მის სუნს რომ შეიგრძნობ,მაშინ მიხვდები რისთვის ღირდა სიცოცხლე.-ელენეს მოვეხვიე და გულში ჩავიკარი..
მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა მეორე დღიდან ის სკოლაში აღარ წასულა.ამიტომ მომიწია სკოლაში მისვლა და ჯანმრთელობის ცნობის მიტანა,რომ მას შეძლებოდა გამოცდებზე გასვლა და ატესტატის აღება...
რამდენი არ ვეცადე მაგრამ გოგოს აშკარად დეპრესია დაეწყო.იჯდა სავარძელში და იქიდან თითქმის არ დგებოდა,ფანჯარაში იყურებოდა მუდამ,თითქოს ვიღაცას ელისო.ალბათ ასეც იყო,რამდენიც არ უნდა მეცადა რომ მისთვის მაინც ვერ შევუცვლიდი მშობლებს და ძმებს.
არ ლაპარაკობდა, ჭამითაც თითქმის არ ჭამდა,საღამოობით სახლში დაბრუნებულს თითქმის ხელუხლებელი მხვდებოდა საჭმელი. ძალით ვაჭმევდი,რომ ცუდად არ გამხდარიყო.იძულებული გავხდი სამსახურში შვებულება ამეღო.
გიოც უკმაყოფილო იყო იმით რომ ელენე აღარც ბაღში აკითხავდა და აღარც ეთამაშებოდა.ბავშვი ხან რას ეტყოდა,ხან რომელ სათამაშოს მიუტანდა და ხან რომელს,მაგრამ ელენე ყურადღებას მაინც არ აქცევდა. ამან რა თქმა უნდა იმოქმედა მის მდგომარეობაზე იმოქმედა,გახდა, თვალები ჩაუცვივდა და სახეზე ფერიც დაკარგა.ამას დაერთო ტოქსიკოზი, რომელიც თითქმის ყოველ დილით ჰქონდა და ასევე დღეში რამდენჯერმე უმეორდებოდა.სასოწარკვეთილ გოგოს ალბათ გაგიჟებამდე არაფერი უკლდა.მიმალავდა,სანამ შემთხვევით არ მივადექი.მისი შუბლი მეჭირა და ვამხნებდი,მერე ცივი წყლით დავუზილე და საძინებელში წამოვაწვინე.აფთიაქში გადასმისთვის საჭირო საშუალებები ვიყიდე და რამდენიმე გადასხმა თითქმის ძალით გავუკეთე.
რამდენჯერმე გიომ თავის თეფშზე გადაღებული საჭმელი მას მიუტანა და კალთაში ჩაუდო.პატარა ხელებით კოვზით ამოიღო და პირთან მიუტანა.
-მამიდა,თუ არ შეჭამ დიდი არ გაიზრდები,-უთხრა ერთხელაც,როცა ამ მდგომარეობიდან ორი კვირა გავიდა.გოგომ გამოხედა და ჩაეღიმა.
-დედამ მითხრა ასე,ბევრი უნდა ჭამო რომ დიდი და ჯანმრთელი გაიზარდოო.-უღიმოდა ბავშვი
-იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ?-ხელში აიტაცა გოგომ და მუხლებზე დაისვა.
-ვიცი,დედამ ესეც მითხრა.
-ის თუ იცი რომ ყველაზე კეთილი დედიკო გყავს?-ხმას დაუწია გოგომ,მაგრამ მაინც გავიგე.
-ეგ არ ვიცი რა არის,მაგრამ ორივე ვუყვარვართ,
-მეც მიყვარხართ ორივე.
-მეც მიყვარხარ ელენე,ხომ სულ აქ დარჩები?ხომ მეთამაშები ხოლმე?
-ვეცდები პატარა,ვეცდები.მოეხვია გოგო და გულში ჩაიკრა.
დასაძინებლად რომ გავაცილე,ცოტა მოფერიანებული მომეჩვენა.
-მარიამ მოიცადე,-შემაჩერა,როცა შუქის ჩაქრობას ვაპირებდი.
-რა მოხდა საყვარელო?
-ვიცი ნერვიულობ,ალბათ გაინტერესებს რატომ ვარ ასე.-საწოლში წამოჯდა და მრავლისმეტყველი თვალებით მომაჩერდა.
-ძალიან მაინტერესებს,მგონია რომ მე ვარ დამნაშავე ყველაფერში. -საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი და მისი ხელი ხელებში მოვიქციე.
-დღეს ჩვენი ანსამბლის პირველი გამოსვლაა,იქ მე უნდა ვყოფილიყავი, ერთი თვის უკან ვიცოდი რომ ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო ეს ჩემს ცხოვრებაში,ახლა კი რა მაქვს?რა დღეში ვარ?სხვის სახლში ვარ,სხვის საწოლში და დარდისგან ვკვდები.-თვალები ცრემლებით აევსო.
-ვიცი ელე,მესმის რომ რთულია ამ ყველაფერს გაუძლო,მაგრამ მომავლის იმედი გქონდეს,არავინ იცის ხვალ ვის რა ექნება და ვინ რა იქნება.შენ ისევ იცეკვებ და არაერთ გასტროლზე წახვალ.გპირდები. დაიძინე ახლა,არაფერზე იფიქრო.-შუბლზე ვაკოცე და მარტო დავტოვე საკუთარ ფიქრებთან ერთად.
დილით გიო ბაღში რომ მიმყავდა ელენე ოთახიდან გამოვიდა, ჩვეულებისამებრ ჩაეხუტა ბავშვს და გააცილა,ორივეს გაგვიხარდა,ალბათ ბევრი იფიქრა.
-ჩვენ მივდივართ,მალე დავბრუნდები, რამე ხომ არ წამოგიღო?
-კი,სიმართლე გითხრა ძალიან მინდა მჟავე კიტრი ,-სასაცილოდ დაბრიცა სახე.გამეცინა,კარგად ვიცოდი რას ნიშნავდა ეს,რა რთული იყო მსგავს სურვილებთან გამკლავება,მითუმეტეს თუ მარტო იყავი და დახმარების იმედი არავისგან არ უნდა გქონოდა.
-მალე დავბრუნდები და წამოგიღებ, მანამდე თუ რამე კიდევ მოგინდა მოიფიქრე და დამირეკე.არ მოგერიდოს.-ხელი დავუქნიეთ და სახლიდან გავედით.
უკან დაბრუნებულს ელენე მისაღებში დამხვდა,წიგნები და კონსპექტები გაეშალა და მეცადინეობაში იყო გართული.გამიხარდა,რომ მაინც არ ტყდებოდა და ბრძოლას აგრძელებდა.
გავუღიმე და პარკები მაგიდაზე დავაწყვე სამზარეულოში.მასთან დავბრუნდი რომ რაღაც მეკითხა, სწორედ ამ დროს კარზე ზარი დარეკეს.გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს,არავის ველოდით,ალბათ ორივემ ერთი რამ ვიფიქრეთ და კარის გასაღებად წავედი,მან წიგნები დახურა და ერთმანეთზე დააწყო.
გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.კარს იქით ჩემი გოგოები იდგნენ,უამრავი პარკით ხელში. უკითხავად მიყოლებით შემოლაგდნენ და დააწყვეს ყველაფერი იქვე პატარა მაგიდაზე,რაც არ დაეტია იატაკზე.
-რა ხდება გოგოებო?-ვიკითხე.
-ჩიტმა ამბავი მოგვიტანა რომ ერთი ქალბატონი არაფერს არ ჭამს ,დეპრესიაშია და ტანსაცმელიც დაუპატარავდაო,-ღიმილით თქვა კატომ.
-ვერ გავიგე.გასაგებად ამიხსენით.
-ქალბატონო ელენე შენ ხომ არ გგონია რომ მარტო დარჩი?ან ვინმეს შენს თავს დავაჩაგვრინებთ?-გვერდით მიუჯდა ირმა.-მართალია შენი აქ მოყვანის ყველაზე დიდი წინააღმდეგი მე ვიყავი და არც შენი ძმა მეხატება გულზე,მაგრამ შენ მარიამმა მიგიღო,ეს კი იმას ნიშნავს რომ შენც ამ დიდი ოჯახის წევრი გახდი უკვე.
-და შენზეც ვიზრუნებთ,შენც დაგაყენებთ ფეხზე.შენს შვილსაც ნახე რამდენი დეიდა ეყოლება?-დაამატა სოფიამ.
-და გვერდით გეყოლები მე,ესენი თუ ხელჩართულ ბრძოლაში არიან მაგრები,მე კანონი მიმაგრებს ზურგს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იურისტი გიდგას წინ.-დაამატა თაკომ.
ელენეს სახე არასოდეს დამავიწყდება,მასზე და მის თვალებში უდიდესი სიხარული იკითხებოდა და თვალებში იმედის სხივი ციმციმებდა,იმ იმედის ოდესღაც მე რომ გადამარჩინა,ახლა ეს გზა მას უნდა გაევლო და ჩვენი ხუთეული მისი მეგზურები უნდა ვყოფილიყავით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Au kai raaaaa. Ise gelodii. Da ase patara tavi iyoo. Gtxov male dadeee. Rom icode rogor gelodebodiii
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

არ ვიცი რას ველოდი მაგრამ იმედი მქონდ რომ გიორგი ელენეს დაიცავდა და ასე სულელურად არ მოიქცეოდაა, მეგონა მხარში ამოუდგებოდა მაგრამ იმედი გამიცრუა ამ პერსონაჟმა, არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ მარიამმა დ ელენემ აპატიონ, მაგრამ მაინც მომხრე ვარ იმის რომ ბავშვზე უნდა იცოდეს, მეტი გიორგის პერსონაჟი მინდა, საერთოდ იშვიათად ჩანს და ბოლომდე დააკვნას ვერ ვაკეთებ, თან მისი სიმართლეც მაინტერესებს მარიამთან მიმართებაში.

 


№3  offline წევრი marikuna987

ძალიანნ კარგიააა მომეწნაა ❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

რა პატარა თავი იყო შემდეგს როდის დადებ?

 


№5  offline წევრი ვიპნი

კომენტარის დატოვებას ან პმ-ში მოწერას ვაპირებდი სად გაქრი თქო და დამხვდა მოულოდნელად ეს თავი.მანამდე წინა ნაწარმოებებიც გადავიკითხე,ძალიან მაგარი გოგო ხარ :*

 


№6 სტუმარი ნაინა

ძალან კარგი იყო როგორც ყოველთვის, ოღონდ ამდენს ნუ გვალინებ რა

 


№7 წევრი katiusha

ახალ თავს ვამზადებ ხვალ იქნება

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

სადაა დაპირებული თავი

 


№9 წევრი katiusha

ავტვირთე და ალბათ მალე დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent