შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (დასასრული)


1-04-2019, 20:33
ავტორი Alice76
ნანახია 1 541

ცხოვრება ირისთან ერთად (დასასრული)

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუთუ დაჩი ამდენი ხანი ამოჩემებული მხოლოდ იმიტომ მყავდა,რომ ირისთან ჰქონდა კავშირი?-გამალებული ვფიქრობდი,სანამ ზღურბლს გადავაბიჯებდი.
კაცმა რომ თქვას,ეს იყო ყველაზე ლოგიკური ახსნა იმისა,თუ რატომ მომწონდა ეს ბიჭი ასე ძალიან,თუმცა...
მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი,როდესაც პირველად ვნახე. თავი გავიქნიე და ფიქრები მოვიშორე-დაჩი მომწონდა,ძალიან მომწონდა და ამას ლოგიკური ახსნა არც უნდა ჰქონოდა.
გაუბედავად შევაბიჯე სახლში,კარი მივხურე და მუსიკის ჰანგებით ავსებული ჰოლი მოვათვალიერე. წინ წავედი,მელოდია მეცნობოდა,თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი სახელს.*
მისი გავლენით ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ღამით,ტყეში მოხეტიალე გოგონა ვიყავი,რომელიც შემთხვევით წააწყდა ქოხს და ინტერესით,ოდნავი შიშით ათვალიერებდა მის ყოველ კუთხე-კუნჭულს.
წარმოსახვა მაშინვე გაქრა,როგორც კი ჭურჭლის მსხვრევისა და გინების ხმა მომესმა.
კისერი წავიგრძელე,რატომღაც მომინდა,რომ სიტუაციით მესარგებლა და დაჩის ჩუმად დავკვირვებოდი.
მუსიკის ხმაზე აშკარად ვერ გაიგებდა,რომ მამამისი ვინმეს ესაუბრებოდა,თანაც,კაცმა რომ თქვას,ბინაში უკანონო შეჭრისთვისაც ვერ მომედავებოდნენ,რადგან ბატონმა ედუარდმა ფრიად გულისხმიერად შემიპატიჟა.
ფრთხილად გავიჭყიტე სამზარეულოსკენ გამავალი კედლიდან და ჩავიფხუკუნე.
დაჩი კვერცხს წვავდა,ტუჩებს შორის სიგარეტი მოექცია,წარბები შეეჭმუხნა და ცდილობდა,მწველ შხეფებს გაქცეოდა.
როგორც იქნა,მოათავა საქმე,ფრთხილად გადაიღო ერბოკვერცხი თეფშზე,მაგიდას მიუჯდა და თავის ნახელავს ისე დააჩერდა,თითქოს გალიაში გამოკეტილ შიმპანზეებს უყურებდა დაწყვილების მომენტში.
ტუჩები მოღრიცა,პური მოიტეხა და ჭამა დაიწყო.
უხერხულობა ვიგრძენი,ახლა უნდა დავლოდებოდი,როდის მორჩებოდა,აბა გამოტენილპირიანს ხომ არ მივახტები-მეთქი,გავიფიქრე და მოუსვენრად მოვინაცვლე ფეხი.
არც დაჩის დაცალდა ჭამა და არც მე-მისი მშვიდად ყურება,სიჩუმეში ჩემმა მობილურმა იმხელაზე დასჭექა,შევხტი,ჩემს გვერდით მდგარი მაღალი ლარნაკი გადავაყირავე და სასოწარკვეთილი სახით მივაჩერდი,როგორ დაიმსხვრა.
-მამა! რამე დაგრჩა?-დაჩის ხმა ახლოდან გაისმა და მისი პატრონიც მალე დამადგა თავზე,ლარნაკისაკენ დაძრულს,ფეხი ჰაერში გამიშეშდა,დამნაშავის ღიმილით შევხედე გაოგნებულს და როცა მივხვდი,გრინჩივით ბოროტულად ვიყავი წელში მოხრილი,გავსწორდი და გავიკრიჭე.
-აქ რას აკეთებ?-წარბები უფრო შეკრა .
-გავიგე,ერთი დასამსხვრევი ლარნაკი გქონიათ-ტუჩები ყურებამდე გავწიე-ჩემი ჰობია მტვრევა,თან აქვე ვიყავი და...
-ეტო!
-ბოდიში! მაპატიე,ჩემი ბრალია,რომ ვერ ვხვდებოდი და არ გიჯერებდი...უბრალოდ ამას ვერ ვიფიქრებდი. მოკლედ,ვწუხვარ.
მდუმარედ მომაჩერდა,თავი გაიქნია და სივრცეს უმისამართოს გაჰხედა.
-ნუ იხდი ბოდიშს-გაბრაზებულმა წამოიყვირა-შენი ბრალი არაა,მე კი ლაჩარი იდიოტი ვარ,რომელმაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა,გარდა იმისა,რომ ასე გაებრაზებინე. უნდა ამეხსნა,ყველაფერი უნდა ამეხსნა და ასე აღარ იქნებოდი...
-რა? ვერაფერი გავიგე-სულ გამოვშტერდი და კინაღამ ვკითხე,სიცხე ხომ არ გაქვს-მეთქი.
-წამოდი,დაჯექი-ხელით მანიშნა სამზარეულოსკენ-კვერცხი გინდა?
უკან მივყევი და ვუპასუხე:
-ყავა მირჩევნია.
-გაიკეთე,აქ დევს სადღაც-ხელით კარადისაკენ მანიშნა,თავად კი ფანჯარა გამოაღო,დარჩენილი საუზმე ნაგავში მოისროლა და სიგარეტს მოუკიდა.
მხრები ავიჩეჩე,კარადაში ხსნადი ყავა და შაქარი მოვძებნე და წლის მადუღარა ჩავრთე. დაჩიმ კი საუბარი დაიწყო.
-ტე და ერთი მეოთხედი დიდი ჯფუფია,ინტერნეტში შევქმენი. თავდაპირველად მინდოდა,ჩვენხელებში,ანუ ახალგაზრდებში რაიმე სხვა დაინტერესება გამომეწვია,ვიდრე უაზრო ვიდეოები და თამაშებია. საზოგადოება რომ გამოლენჩებულია,მაგას დიდი აღნიშვნა აღარ უნდა,ამიტომაც მინდოდა,რაღაც ისეთი გამეკეთებინა,რაც ახალგაზრდების გამოფხიზლებას შეუწყობდა ხელს,ეს ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე,როდესაც მეორე კურსზე ვიყავი და უნივერსიტეტის დამპალი პოლიტიკა გულს მირევდა. ვაქვეყნებდი უბრალო სიმართლეს სხვადასხვა თემაზე-ისტორია,აწმყო,სოციოლოგია,ხელოვნება... ნელ-ნელა შემომემატა ხალხი,როდესაც ოციათასი წევრი გაუჩნდა ჯგუფს,უფრო გავთამამდი და იმ იდეოლოგიის მცირე დოზებით შემოტანა დავიწყე,რასაც ჩვენს მაგიდასთან ისმენდი. შემდეგ ხალხმა უფრო მეტი მოითხოვა-სულა,გავცდეთ ინტერნეტს,რეალურად გავაკეთოთ რამეო. რა თქმა უნდა,თავიდან ამას გავურბოდი,მაგრამ შემდეგ წევრებმა თავისი ინიციატივით დაიწყეს შეხვედრები,რომლებიც ძირითადად პოლიციასთან შეხლა-შემოხლით მთავრდებოდა...-გარინდული ვუსმენდი,ყავა ორივესთვის გავაკეთე,მისი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და კომფორტულად მოვკალათდი ფანჯრის რაფასთან-ამიტომაც გადავწყვიტე,რომ ჯობდა,ამგვარი შეხვედრების მეთაური მე ვყოფილიყავი და ის ხალხი გამეცხრილა ჯგუფიდან,რომლებიც პიდარას*ების დანახვისას დორბლის ყრით ეძებენ სკამს და ნეხვს,რომ ესროლონ და ქვეყნის საამაყო შვილის სტატუსი მოიპოვონ. მოკლედ,ნახევარი წელი მაინც დასჭირდა ამ ძალად ნაციონალისტების მოშორებას,შემდეგ ჯგუფის აქტიური წევრებისგან შეიქმნა ის მაგიდა,რომელიც “ბუნკერს” ტვინს უჭამს.რეალურად არაფერს ვაშავებდით,გარდა იმისა,რომ ვირუსულად ვავრცელებდით სიმართლეს ამა თუ იმ თემაზე,მაგალითად თუ აქაური ***ჟურნალისტები სათავისოდ აქვეყნებენ ინფორმაციას,ჩვენ რეალობას ვასაჯაროვებთ.
ის,რომ ჰომოსექსუალების აღლუმი ან კანობპროექტები არ მოგვწონს,რომლებიც უცხოელებისათვის მიწისა და მოქალაქეობის გადაცემის პირობებს ამარტივებს,არ ნიშნავს,რომ რაიმე არაკანონიერი გზით ვებრძვით ამას.
ეს ტყუილისა და სიმართლის თამაშია,ხელისუფლება კი ვერასდროს იტანს სიმართლეს... მოკლედ,იმის თქმა მინდა,ჩვენ არც ზანგებს ვხოცავთ ღამ-ღამობით ქუჩებში და არც ჰომოსექსუალებს ვურტყამთ ბიტას,გეგონება ეგ რამეს შეცვლიდეს.
მაშინ,როდესაც ბარში დაიწყე მუშაობა,გამოგცადე,იმიტომ რომ აქამდე არაერთი ყლ*ქალა მოგვიგზავნეს,რომ ჩაეწერა ჩვენი რასისტული ზიზღის ამბავი და მსოფლიოსთვის ენახებინა,სასამართლოში მოეყოლა,როგორ ვცეკვავდით პაპუასებივით ჰიტლერის სურათის გარშემო-ამის წარმოდგენაზე გამეცინა,თუმცა დაჩის ნაკვთიც არ შეტოკებია-ყოველთვის ცდილობდნენ,რამე შეეთითხნათ,რადგანაც ჯგუფი უკვე ასორმოციათას წევრზე ავიდა. ნუკრის მაშინ ზედმეტი მოუვიდა,როდესაც ცეკვაზე გაუჭედა იმ ტიპს,მაგრამ...-ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა ხანს შეყოვნდა-ის ადვოკატი,შენ რომ იშოვე,ამბობს,რომ აუცილებელი მოგერიების შემთხვევა იყოო.
-ანუ ნუკრის თავს დაესხნენ?
-კი და მარტო დავტოვეთ. რომელიმე რომ გავყოლოდით,ეს ამბავი არ მოხდებოდა,დანის გამოყენება არ მოუწევდა,მაგრამ რაც არის,არის. შენ იმაში გადანაშაულებდი,რომ... შენ გამო ჩემი პრინციპები დავივიწყე,დაგეხმარე,რომ “ბუნკერში” ახალი კლიენტები მოგეზიდა,ჩემი ბრალია,რომ ჭკუა ვერ ვისწავლე და მიუხედავად იმისა,რომ თავს ვუმტკიცებდი,ერთი ჩვეულებრივი გოგოა-მეთქი,მაინც ვერ ვაზროვნებდი ისე,როგორც საჭირო იყო,როცა საქმე შენ გეხებოდა. ამიტომ გერიდებოდი ასე,ჩემი გონების არევა არ შეიძლება,ზედმეტად სერიოზულ რამეში გავყავი თავი.
გაოგნებული ვუსმენდი მის საუბარს,მგონი,მთელი ის დრო პირიც ღია მქონდა,რაფაზე შემომჯდარი,ცალ ფეხს ვაქანავებდი და შესაფერის სიტყვებს ვეძებდი.
-მხოლოდ იმის გამო მერიდებოდი,რომ სერიოზული საქმე გაქვს?-წარბაწეულმა ვკითხე-არ გეწყინოს,მაგრამ ბევრ დიდ ადამიანს ჰყოლია და ჰყავს საყვარელი ადამიანი და საერთოდაც,ეგ ხელს კი არ გიშლის,არამედ გეხმარება.
-არა,ეგ შედეგია,გესმის? საქმეს ვეღარ ვაკეთებ,იმიტომ,რომ ჩემთვის ბედნიერი ურთიერთობა არაა დაშვებული,უბრალოდ არ გამოდის,რამდენჯერაც არ უნდა ვცადო,მხოლოდ იმით სრულდება,რომ ხალხი უბედურდება ჩემთან. ერთი დეპრესიული ადამიანი ვარ,რომელიც კარგს არაფერს მოგიტანს,ეგ ვიცოდი,მაგრამ მაინც მინდოდი,ამიტომაც იყო,ტვინი ისე ამერია,რომ ისეთი მარტივი რამეები ვეღარ მოვწვი,როგორც ნუკრის მარტო გაშვებაა.
-ყველაფერს შენ ვერ გააკონტროლებ-თავი გავიქნიე-საიდან მოიტანე,რომ აუცილებლად უბედური იქნები? იქნებ მანამდე არასწორ ადამიანებთან იყავი...
-დამიჯერე,მე უბრალოდ არ შემიძლია,ვერ გამომდის კარგად ყოფნა. არის პერიოდები,როდესაც ყველაფრის,საერთოდ ყველაფრის სურვილი მიქრება,ვზივარ ოთახში,მხოლოდ ვსვამ და ვეწევი და ეს პერიოდები,რაც დრო გადის,უფრო ხშირდება და ზომაშიც იზრდება. არ მინდა ვინმე ამაში გავრიო,დამიჯერე,არ გიღირს,საერთოდ რაში გჭირდები?
-ეგ კითხვა ათასჯერ მაინც დავუსვი საკუთარ თავს-ჩემს მოქანავე ფეხს დავხედე-წარმოდგენა არ მაქვს,რატომ,მაგრამ მჭირდები.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,ვგრძნობდი,მიყურებდა,მაგრამ თავს ვერ ვწევდი,არ შემეძლო შემეხედა და მის მზერაში დამენახა წასვლის თხოვნა.
სულ ცოტაც,მინდოდა ცოტა დრო კიდევ მქონოდა მასთან საუბრისთვის,ყოველი მისი სიტყვით ვტკბებოდი,რადგან ვფიქრობდი,რომ უკანასკნელი შესაძლებლობა მქონდა,მისი ხმის გაგონებისა.
-ირისზე იცი რამე?-ვკითხე ხმადაბლა,ისევ არ ვუყურებდი.
-რა?-ხმაში შფოთი გაერია.
-ირისი.-უფრო მკვეთრად გავიმეორე.
-შენ რა იცი?
-უცნაური დამთხვევაა,უბრალოდ. მასზე ყველაფერი ვიცი,სად დაიბადა,სად გაიზარდა,რომელ სკოლაში გაიზარდა,ვის გაჰყვა ცოლად... მამაშენის სახელი და გვარი მახსოვდა,რადგანაც ირისი მახსოვს.
-როგორ თუ დამთხვევა?-ეტყობოდა,საკმაოდ დავაბნიე,წამოდგა,მომიახლოვდა და სახე ამიწია,თუმცა დისტანციას იცავდა.თვალებში არ შემიხედავს,კედელზე ნატურმორტს შევაჩერდი. სურათის ცენტრში მადისაღმძვრელი მსხალი იყო გამოსახული.
-პირველად უნივერსიტეტში დაგინახე,შენი სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი,ისე შემიყვარდი.-არ მეგონა,ასე მარტივად თუ ვიტყოდი იმას,რასაც დიდი ხანია,გულში ღრმად ვმარხავდი-მერე კი გავარკვიე,რომ ჩემი მუდმივი თანამგზავრი,ირისი,შენთან კავშირშია.
-როგორაა მამაჩემის პირველი ცოლი შენი მუდმივი თანამგზავრი?
-მნიშვნელობა არ აქვს,უბრალოდ მთელი ცხოვრებაა,ვიცნობ.
-და ახლა რატომ მეკითხები მასზე?
-მაინტერესებს,როგორი იყო.
-ეგ მამაჩემმა იცის მხოლოდ,მე კი ერთადერთი გრძნობა,რაც მაგ სახელზე მიჩნდება,სიძულვილია. დედაჩემი დიდ ხანს იტანდა მისი ხსოვნის საღამოებს,მაგრამ ალბათ მხოლოდ საღამოები არ იყო ასეთი. მამას დღემდე უყვარს ის ქალი,მგონი,მასზე მეტად არავინ არ ჰყვარებია.-უდარდელი ტონით მიპასუხა დაჩიმ,მივხვდი,ამაზე ადრე ბევრი ედარდა და ახლა უკვე სულ ერთი გამხდარიყო.
ხმამაღლა ვერაფრით ვიტყოდი,მაგრამ ვფიქრობდი,რომ მე ირისი ვიყავი,დაჩი კი მამამისი. ხმამაღლა მართლაც უცნაურად ჟღერს,თუმცა ის კავშირი,რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი,მთლად ბუნებრივი არ იყო,მე კი ზებუნებრივი ახსნები ყოველთვის მიზიდავდა.
ხმა აღარ ამომიღია,ვიფიქრე,თუ საუბარი აღარ უნდა,უბრალოდ გაჩუმდება და მეც მივხვდები,რომ წავიდე-მეთქი,მან კი საუბარი დაიწყო.
-ვამჩნევდი შენს მზერას. უნივერსიტეტში. ვგრძნობდი,როგორ მეძახდი,სიმართლე გითხრა,თავიდან ისიც კი გავიფიქრე,რომ “ბუნკერში” ჩემ გამო დაიწყე მუშაობა. დიდი ხნის განმავლობაში შეშლილი მეგონე.
გამეცინა,მხოლოდ მაშინღა შევხედე თვალებში და მთელი ტანი დამიბუჟდა,როდესაც მათში მხიარული ნაპერწკლები დავინახე.
-გეგონე? ახლა არ გგონივარ?
-ახლა სხვანაირი შეშლილი ხარ-მომეჩვენა,თითქოს ოდნავ ჩემკენ მოიწია-თითქოს ამაყობ ამით,მასეც უნდა იყოს.-თმაზე ხელი მომკიდა და ინტერესით ჩამოასრიალა თითები. ამ დროს სახლში შოპენის მუსიკა იღვრებოდა.**
-აზრი მაშინ შემეცვალა,როდესაც “ბუნკერში” შენი საქმიანობა შევისწავლე. მეც კი უკან მაყენებდი,შენთვის მიზანი იყო მთავარი,არა და ხომ ვიცი,როგორ დნებოდი ჩემი დანახვისას-ჩაიცინა და თმიდან თითები ყელზე გადმოიტანა. გავიფიქრე,რომ მალე გული წამივიდოდა,მაგრამ არც თავის გადარჩენას ვფიქრობდი.-ისე მიძვრები პრობლემებისკენ,როგორც თაგვი კატისაკენ. მე შენი პრობლემა ვარ,მაგრამ არ მეშვები და ამით ძალიან მაბრაზებ. ხომ იცი,რომ ერთხელაც იქნება,თავს ვეღარ შევიკავებ.
ყელიდან თითები მკერდისკენ ჩაასრიალა,ლავიწის ძვალზე მსუბუქად გადამისვა,შემდეგ მკლავზე გადავიდა და ბოლოს წელზე შემომეხვია.
-გული ძალიან გიცემს-ჩაიღიმა,სიამოვნებდა,თუ როგორ მოქმედებდა ჩემზე. ვიცოდი,რომ ხელი უნდა მეკრა და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი სახლიდან,მაგრამ სიკვდილი მერჩივნა წასვლას.
შარვალში ჩატანებული ზედა ამიწია და თბილი,თითქმის ცხელი ხელის გული გადამისვა კანზე. ჩემდა უნებურად ამოვიკვნესე,ამის გაგონებისთანავე თმაში შემიცურა ხელი,მიმიზიდა და ჩემს ტუჩებთან ჩაილაპარაკა
-მინდა,შენი კივილი მესმოდეს!
-ეს გარყვნილი-წამოიძახა ირისმა გონებაში,მე კი თვალები დავხუჭე,ფეხები შემოვხვიე და მივიზიდე. წამიც და ტუჩები შემეხო. რბილი,თბილი და იმდენად დიდი ხნის ოცნების ობიექტები,რომ სრულიად შემშალეს.
ხელებით ისე მეხვეოდა,ნეკნები მეტკინა,თუმცა ეს ტკივილიც მსიამოვნებდა,მკერდზე მაგრად მაწვებოდა,თითქოს უნდოდა,ჩვენი სხეულები ერთმანეთში ისე არეულიყო,რომ ერთი მთლიანი გამხდარიყო.
უცნაურ იმპულსებს ვგრძნობდი,თითქოს ჩემს ტანში ელვები იკლაკნებოდა,მუცელში პეპლების ნაცვლად პტერანოდონები დაფრინავდნენ,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როდესაც დაჩი ჩემს ტუჩებს მოწყდა და შევამჩნიე,რომ ბიუსჰალტერი აღარ მეცვა,ჩემი მარცხენა ღირსება კი დაჩის მუჭში იყო მოქცეული.
კლასიკური მუსიკა შეწყდა, კარგად ნაცნობი მელოდია გაისმა,ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის სიმღერა,რომელიც იწყებოდა სიტყვებით -“წადი,წყალი მომიტანე”.
-გაიქეცი,თორემ შეგჭამ-უკანალზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი და სწრაფად მომწყდა,უკან დაიხია და სამზარეუოს გვერდით მდებარე ოთახში,სავარაუდოდ,სააბაზანოში შევარდა.
ჩემი ნივთები დავძებნე,ბიუსჰალტერი პირდაპირ მაგიდაზე მიეგდო.
კართან მივედი და მივაკაკუნე.
-დაჩი!
-რა?-გამომძახა შეღონებული ხმით.
-კარგად ხარ?
-ჩქარა წადი- ინტონაციაზე სიცილი ამიტყდა,გულიანად გავიხარხარე,რითაც აშკარად გავაბრაზე,რადგან კარი სწრაფად გაიღო,მხოლოდ ერთი წამით შემომხედა გამძვინვარებული მზერით და ჩემსკენ წამოვიდა. უკან დავიხიე,მივხვდი,კარგს არაფერს მიპირებდა,გასასვლელი კარისაკენ მოვკურცხლე,თუმცა მოასწრო და მკლავით დამიჭირა.
ძლიერად მაკოცა და ტუჩზე მსუბუქად მიკბინა,შემდეგ კარი გამოაღო და ისე,რომ ტუჩები ბოლომდე არ მოუშორება,წაილაპარაკა:
-აუცილებლად მიიღებ,რასაც ეძებ-თვალი ჩამიკრა და მომიშორა.
სწრაფად გავსხლტი,კიბეებზე დავეშვი და ერთი წამით არ შევჩერებულვარ,მივიდიოდი უმისამართოდ,ხანდახან მივრბოდი,სულელივით ვიცინოდი,ვცეკვავდი,მგონი ვტიროდი კიდეც,გონებაში მუდმივად ვახვევდი იმ მომეტს,როდესაც დაჩის ტუჩები შემეხო,ერთი სიტყვით,თავად თუ არ შეეძლო ბედნიერად ყოფნა,მე ნამდვილად მარგუნა მსგავსი მდგომარეობა.

პირდაპირ “ბუნკერში” წავედი,რადგანაც იმდენად დიდ ენერგიას ვგრძნობდი,სახლში მისვლა არც მიფიქრია.
ჰიმლერამ ჩემი დანახვისას ოდნავ ჩაიღიმა,თუმცა მალევე დაუბრუნა წარბებს ჩვეული,მოღუშული მდგომარეობა და ამოილაპარაკა.
-როგორ ხარ?-დიდი ხნის უნახავი მეგობარივით მოვიკითხე და ბარის მაგიდასთან ჩემი პოზიცია დავიკავე.
-არ ვარ-თავი გაიქნია და დარბაზს გაჰხედა. მანამდე შევამჩნიე,რომ ჩვეულ შუა დღესთან შედარებით,ბევრი ხალხი იყო.
-გუშინ ძალიან გაგიჭირდა?-დამნაშავის სახით ვკითხე-პოლიციაში დამიბარეს,თანაც მართასთან ვიზიტი მქონდა.
-ვიცი,მითხრა. საპატიო მიზეზია,არ ვბრაზობ-კეფა მოიფხანა და თავისთვის მდგარი ბოთლების გადალაგება დაიწყო-პრესაში გაჟონა იმ ამბავმა,რომ თურმე “ბუნკერში” ჰიტლერის მზეზე მაფიცარი ხალხი ბინადრობს,ხოდა გუშინ იმდენი ადამიანი მოაწყდა აქაურობას,უბრალოდ გამოვაცხადე,საჭმელი არ იქნება და რაც გინდათ,ჩახეთქეთ-მეთქი.
-სამაგიროდ,სასმელი გაიყიდებოდა-გახარებულმა წამოვიძახე.
-მთელი მარაგი,ძველის ძველი ბოთლებიც კი ამოვზიდე,ბოლოს ვიფიქრე,ცოტა გავაძვირებ,იქნებ აღარ მოუნდეთ-მეთქი ,მაგრამ რაც უფრო ძვირს ვამბობდი,უფრო ეგემრიელებოდათ.
-შესანიშნავია!
-ერთი სამსახური უნდა გამიწიო.-ამოიოხრა.-ინტერნეტში ვაკანსია გამოაქვეყნე,ერთი შენნაირი გოგო იპოვე,არა,მთლად შენნაირი არა,მეტი ხალხი აღარ მინდა.სულ ცოტათი ნაკლებად მონდომებული.
გამეცინა,დავპირდი,აუცილებლად ვიპოვი-მეთქი,ტე-ს მაგიდას გავხედე,გულში ნემსივით მომხვდა მასთან მიმსხდარი უცნობი ადამიანები.
-ბიჭები აღარ მოსულან?-მაგიდისაკენ ვანიშნე ჰიმლერას.
-ტატომ შემოიარა,ტელეფონის დამტენი დამრჩაო-მხრები აიჩეჩა-ნუკრის ადვოკატისთვის ფულს აგროვებენ,კაი მეძვირე კი მოგიძებნია.
-სამაგიეროდ,საუკეთესოა. ბრალდებას ისე უშლის ნერვებს,საერთოდ ავიწყებს აზროვნებას-ჩავიცინე-მათ გარეშე რაღაც ვერაა “ბუნკერი”...
-ნუ გეშინია,დაბრუნდებიან.-თითქოს თავის თავს უთხრაო,ისე გაჰხედა ბარს ჰიმლერამ და თავის ბოთლებს მიუბრუნდა.

საღამოსათვის ხალხის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა,რამდენჯერმე შევამჩნიე,რომ მკვერთრმაკიაჟიანი,ოდნავ უცნაურად-ჭყეტელა ფერებში გამოწყობილი გოგონები ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობდნენ,იქვე,ბარის მაგიდაზე წამოსკუპებულმა ირისმა,რომელიც ჩემი მისვლიდან მალევე გამოჩნდა,მითხრა,ჟურნალისტები არიანო.
-ინფორმაციას აგროვებენ,ხომ ხვდები,რა სკანდალიცაა? კანის ფერის გამო ტიპს დანა გაუყარეს,უტუ-ტუ-დაიჯღანა და ჩემს წინ მდგარ გოგონას ენა გამოუყო.
რაც უფრო კარგად ვიაზრებდი,რომ ირისი ჩემი წარმოსახვა იყო,მით მეტ სიგიჟეს აკეთებდა იგი.
მაგიდებზე ადიოდა,მღეროდა,ერთ,დიდი ზომების გოგონას,მკერდი ხელით აუწონა და გამოაცხადა,ორმოცდაშვიდი ზომა მაინც იქნებაო.მოკლედ,ერთობოდა თავისთვის,მე კი უაზროდ დაინტერესებულ ხალხს ვიგერიებდი და სამზარეულოში დავრბოდი,რათა შეკვეთების დროულად მომზადება შემეხსენებინა გიასთვის.
ჩვენი მზარეული უცნაურად შეცვლილიყო,აღარ წუწუნებდა,შევამჩნიე,რომ რამდენიმე ახალი რეცეპტი ეცადა და თქვენ წარმოიდგინეთ,ღიღინებდა კიდეც.
საქმეში ჩაფლულს ნუკრის თავზე მომხდარი ამბავი მხოლოდ იმან გამახსენა,რომ ბარის მაგიდასთან უკვე ნაცნობი დეტექტივი გამომეჭიმა.
მირიან ჯანაშიას ისეთი დაღლილი იერი აღარ ჰქონდა,როგორც ჩვენი წინა შეხვედრისას,მზერაც უფრო მშვიდი ჰქონდა და მანამდე შეწუხებული,ოდნავ საწყალი სახე ახლა თავდაჯერებულად მიყურებდა.
-დეტექტივო!-მხიარულად წამოვიძახე ისე,რომ ჰიმლერას გაეგონა-აქ რას აკეთებთ?
-ვიფიქრე,მოვინახულებ-მეთქი.-თავაზიანად გამიღიმა-როგორ ხარ?
უცნაურად მომეჩვენა,რომ მე “თქვენობით” მივმართავდი,ის კი უშუალოდ,ძველი ნაცნობივით მესაუბრებოდა,ამიტომაც თავს ძალა დავატანე და ვუპასუხე.
-კარგად,შენ?
-არც ისე კარგად. გავიგე,რომ ჩვენი საერთო ნაცნობის ადვოკატი შენი წყალობით იცავს მას.
-ჩემი?არა მგონია-ქვედა ტუჩი გამოვწიე და გაკვირვებული მზერა მივიღე-უბრალოდ ვურჩიე.
-დღეს პირველი სასამართლო სხდომა იყო და ბრალდება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
-ბრალდება პატიმრობას ყოველთვის ითხოვს,ჩიფსის ქურდობისასაც კი-გავუღიმე.
-მაგრამ მკვლელობისას მოსამართლე აუცილებლად ეთანხმება ამ მოთხოვნას.
-ჰო,ძირითადად მასე ხდება ხოლმე-მხრები ავიჩეჩე.
უცნაურად მაკვირდებოდა,თითქოს ბრაზით.
-იცი,ეთერ. უნივერსიტეტიდან მახსოვხარ. წინა სემესტრში ერთ-ერთი საგანი,ქულის გაუმჯობესების მიზნით,ახლიდან ავირჩიე და შენც ესწრებოდი ლექციებს.
გამიკვირდა ასეთი დამთხვევა,თუმცა ის უფრო გამიკვირდა,რომ ვახსოვდი. ვერ მივხვდი,საუბარი საითკენ მიჰყავდა.
-ყოველთვის ბოლო მერხთან იჯექი და შენთვის ბუტბუტებდი,მაგრამ როცა რამეს გეკითხებოდნენ,ჭკვიანურად პასუხობდი. მაშინ ვიფიქრე,ეს გოგო სრულყოფილია-მეთქი. ლამაზი,ჭკვიანი,წყნარი.
სახეზე ცეცხლი მომედო,უცხო მამაკაცი,თანაც დეტექტივი მიყვებოდა,როგორ მოვწონდი. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.მგონი,ეს ესპანური სირცხვილის მსგავსი იყო-მის მაგივრად მრცხვენოდა.
-გუშინ რომ დაგინახე,მივხვდი,შემთხვევითობა არ არსებობს,შენგან ძალიან კარგი იურისტი დადგება,გააზრებულად ამბობ თითოეულ სიტყვას,არც მწვადს წვავ,არც შამფურს,მაგრამ გახსოვდეს,რომ დამნაშავეების მხარეს ყოფნით ეგ შენი ნიჭი უაზროდ დაიხარჯება.
-მაინც ვერ ვხვდები,რისი თქმა გინდა.-სიბრაზე შემეპარა-არავის მხარეზე არ ვარ,ადვოკატი ვურჩიე,იმიტომ,რომ სჭირდებოდა,ამით რამე დავაშავე?
-კი,იმიტომ რომ მოსამართლემ პატიმრობაზე უარი თქვა და შენს ნუკრის გირაო შეუფარდა,მართალია ბევრი,მაგრამ მაინც.-შევამჩნიე,რომ დიდ ძალისხმევად უჯდებოდა მშვიდი საუბარი. მეც გამიჭირდა სიხარულის დამალვა.
-უცნაურია,მართლა კარგი ადვოკატი ყოფილა.
-კი,ზედმეტად.
-ჩემგან რა გინდა,ეგ მაინც ვერ გავიგე. -ფრთხილად ვუთხარი.
-ის,რომ სრული სიმართლე მითხრა.
-თუ გნებავს,სიცრუის დეტექტორი მოიტანე ბარში და გამომკითხე. მეტს მაინც ვერაფერს გაიგებ,იმიტომ,რომ არ ვი-ცი!-დავუმარცვლე და მშვიდად ვაქციე ზურგი.
-მგონი ამას დაევასე,ხო იცი-ირისი შემეფეთა და ჩემს ზურგს უკან დეტექტივს გაჰხედა.
თვალები ავატრიალე,სამზარეულოს გავლით გარეთ გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.
სიმშვიდე ნახევარ ღერთან ერთად ჩაიფერფლა,როდესაც კარი გაიღო და გარეთ დეტექტივი გამოვიდა.
-მხოლოდ ერთი,ერთი წინადადებაა საკმარისი,რომ სამართლიანობა აღადგინო. -სერიოზულად შემომხედა -დაგავიწყდა,რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება? თუ შენ მეგობარს ეს შერჩება,უფრო მეტს დახოცავს,ამაზე არ გიფიქრია?
-და რა უნდა ვთქვა?-მობეზრებუმა ავატრიალე თავი.
-ის,რასაც ნუკრი გეუბნებოდა. შავკანიანები სძულს. სხვა არაფერი,მხოლოდ ეს და დიდ შანსს გაგვიჩენ,რომ სამართალი აღვასრულოთ.
დავფიქრდი იმაზე,რომ სიმართლეს ამბობდა,ნუკრის ხომ მართლაც ესაუბრა ამაზე? მაგრამ გულში გაჩენილი ეჭვი,მოსამართლის გადაწყვეტილება,დაჩის ნათქვამი,რომ ნუკრი თავს იცავდა... ყველაფერი მარწმუნებდა,რომ ჯობდა ეს ამბავი საიდუმლოდ შემენახა.
ჯანაშიამ აშკარად იგრძნო ჩემი ყოყმანი,ამიტომაც განაგრძო:
-ბევრი ნაცნობი მყავს პროკურატურაში,სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური გარანტირებული გექნება,არ გიღირს,ეთერ ამათი დაცვა,შენთვის თითსაც კი არ გაანძრევს არც ერთი...
ჯიბეში მობილური აზუზუნდა,დეტექტივის დამარწმუნებელ მზერას თვალი მოვწყვიტე,ნომერს დავხედე და მაშინვე ვიცანი-უცნობი იყო,ის უცნობი.
შეტყობინება სასწრაფოდ გავხსენი.
“ძალიან გემრიელი ხარ. საღამოს გამოგივლი.” ბოლოში კი პატარა ეშმაკუნა იყო დასკუპებული.
მოულოდნელად გამხელილმა სიმართლემ იმხელა ელდა მომიტანა,ადგილზე შევტორტმანდი,რაც დეტექტივს არ გამორჩენია.
-ყველაფერი რიგზეა?-შეშფოთებულმა მხარზე დამადო ხელი და შეეცადა,ეკრანში ჩაეჭყიტა.
ხმას ვერ ვიღებდი,თავი გავაქნიე,მობილური შევინახე და ღრმად ჩავისუნთქე.
-იმას ვერ ვიტყვი,რაც არ ყოფილა-ჩემი ხმა მეუცნაურა,ჩახლეჩილი და გასაცოდავებული მომეჩვენა-ბარში უნდა დავბრუნდე,ბევრი საქმე მაქვს.
-გემუქრებიან,არა?-ხელი არ გაუშვია,უფრო მაგრად მომიჭირა მკლავზე.
-თუ შეიძლება,თავი დამანებე-გაბრაზებულმა მოვიშორე და შევეცადე,დავმშვიდებულიყავი-ნუკრის საქმეა,თავს როგორ დაიცავს,თქვენი საქმე კი სიმართლის გარკვევაა. ჩემი-ბარში მუშაობა,მთხოვ,ის ვთქვა,რაც გამოძიებას წაადგება ისე,რომ არ იცი,ნამდვილად გავიგე ეგ თუ არა. მხოლოდ ვარაუდობ და ამ ვარაუდის გამო ზეწოლას ახდენ სავარაუდო მოწმეზე. სამართლიანობაზე მესაუბრები და კანონს თავად არღვევ! ნუთუ მეტი ხელჩასაჭიდი არ გაქვთ?
-ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს,უბრალოდ მინდა,სინდისი სუფთა გქონდეს.
-ისედაც სუფთაა. გმადლობ მზრუნველობისთვის!
ხელი გამოვგლიჯე და ბარში დავბრუნდი. ვერაფერზე ვფიქრობდი,ავტომატურად ვემსახურებოდი კლიენტებს,მათ კითხვებზე რობოტივით ვპასუხობდი,გამუდმებით საათსა და კარს ვუყურებდი,ველოდებოდი,როდის შემოვიდოდა დაჩი და დავრწმუნდებოდი,რომ ნამდვილად ის დამპირდა მოვლას.
ღამის პირველი საათი იქნებოდა,როდესაც “უცნობის” შეტყობინებამ კვლავ გაანათა ეკრანი. ნაშიმშილები ვეფხვივით ვეცი ტელეფონს და წავიკითხე.
“გარეთ გელოდები”.
მხოლოდ მაშინღა გამახსენდა ირისი,როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი. რა უნდა მექნა?
დაჩისთან ერთად თავს ვერ ვიკავებდი,იმის დაჯერებაც კი მიჭირდა,რომ იმ სასიყვარულო შეტყობინებებს სწორედ სულაძე აგზავნიდა. რა მიზნით? მართლა ვუყვარდი,თუ მეხუმრებოდა? თუ მასთან ერთად სახლში მარტო აღმოვჩნდებოდი,ჩემი ქალწულობა წამში გაქრებოდა,დაჩი უფრო მეტად შემიყვარდებოდა,იმის გარანტია კი არ გამაჩნდა,რომ ამ უკანასკნელს ვნების გარდა რაიმე აკავშირებდა ჩემთან.
-ეს არ გინდოდა ამდენი ხანი?-მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო ირისი. უდარდელი სახე ჰქონდა.
-სურვილებს გადავყავართ სწორი გზიდან-თავი ჩავღუნე.
-არ ვიცი,მე სიამოვნებით ვუყურებდი თქვენ სექსს-კმაყოფილი ტონი ჰქონდა.
-იმედია,ლაპარაკით ტვინს არ წაიღებ.
-არა,ჩემთვის ვიჯდები სავარძელში,პოპკორნით ხელში-გადაიხარხარა-აწიე ტაკო,წადი და ისიამოვნე. მაინც ისე გიყვარს,ჩემი ამდენი ხნის ჩიჩინიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგე,აისრულე წადილი,დაო.
-ბოს!-გავძახე ჰიმლერას-წავალ მე.
თავი დამიქნია და თავს მიხედეო,გამომიცხადა.
უკვე ბარს ვტოვებდი,როდესაც ირისმა გამომძახა.
-მოიცადე!
მკვეთრად შევბრუნდი,ჩემსკენ აღელვებული გამოიქცა,მომიახლოვდა და სერიოზულად მითხრა.
-არ გაბედო და მაგ პანდებიანი ტრუსით არ დაენახო! ფეხებზე ,სანამ არ გამოიცვლი,არც კი აკოცო!
-გაკლია,რა!-თავი გავიქნიე და კიბეებს ავუყევი.
უცნაურად ვგრძნობდი თავს. ჯერ კიდევ შემეძლო შეჩერება,საპირისპირო მხარეს წასვლა ან სულაც,”ბუნკერში” დარჩენა და იქ დაძინება,ასე ხომ საკუთარ თავს გავუფრთხილდებოდი,მაგრამ დაჩი თითქოს მასხვილი,მაგარი ბაწრით მექაჩებოდა თავისკენ და სხვა გზას არ მიტოვებდა.
ქუჩაში გასულმა გარემო მოვათვალიერე,სიწყნარე იყო,არც ვინმე მელოდა,გულამოვარდნილი გავუყევი გზას,იქნებ გადაიფიქრა და წავიდა-მეთქი.
თან მიხაროდა,თან საშინლად მწყინდა. ფარების ციმციმმა გამომაფხიზლა,რასაც დაჩის ხმაც შეუერთდა.
-მართლა ვერ მხედავ,თუ მეღადავები?-რამდენიმე მეტრის მოშორებით,თეთრი ფერის “ტოიოტასა” და ვერცხლისფერი,პატარა “ნისანს” შორის იყო მოქცეული დაჩის ნაომარი რაში,ფანჯრიდან კი მის პატრონს გამოეყო თავი.
გაბრწყინებული დავიძარი მანქანისაკენ და აკანკალებული მოვთავსდი სალონში.
ხმის ამოუღებლად დაძრა ავტომობილი,მთავარ გზაზე გასულმა სვლა შეანელა,ხელი ჩემს ფეხზე მოათავსა და ნელა გადამისვა.
-იმ შეტყობინებებს...-ვეცადე,ენა დამემორჩილებიმა-რატომ მიგზავნიდი?
-რეაქცია მაინტერესებდა-ჩაიცინა-მეგონა,ძალიან რომანტიკული სიყვარული გინდოდა და შევამოწმე.
-მერე,რა დაასკვენი?
-დავასკვენი,რომ მე გინდივარ-გადმომხედა და გავიფიქრე,იმ მცირერიცხოვან ადამიანებში შევდივარ,ვისაც ლუციფერის სახე ნანახი აქვს-მეთქი.
-ესე იგი,”ბუნკერში” სტუმრები შენ მოიყვანე?
-სამწუხაროდ,ერთ მომენტში გამო**ლევდი და ჩემი ცხოვრებისთვის ეგ გავაკეთე,ჰო-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა-მაგრამ აუცილებლად დაისჯები ჩემი შეცდენისთვის.
-საინტერესოა-მხოლოდ ესღა ამოვთქვი.
-ნუკრის გამოუშვებენ,განაჩენამდე,თუ ოციათასს მოვაგროვებთ.-ხმა უცბად გაუმხიარულდა.
-ვიცი.
-საიდან?
-დეტექტივი იყო მოსული.
-რაო,ფაშისტებს ხელს ნუ აფარებო?-ჩაიცინა.
-დაჩი.
-ჰო?
-ნუკრიმ მართლა იმის გამო ჩაიდინა ეს,რომ თავს იცავდა?
-მგონი მაგაზე პასუხი თავადვე იცი,რადგანაც კარგად იცნობ ნუტრიკოს-თვალი ჩამიკრა-მაგრამ მაინც გეტყვი,რომ ვფიქრობ,ეს შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ისინი უფრო ბევრნი იყვნენ და ურტყავდნენ. ვნახე,სახე აღარ ეტყობოდა,ისეთი დალურჯებული იყო-ჩემს ფეხზე დადებული მისი ხელიდან ვიგრძენი,როგორ დაიძაბა-ამიტომაც თავი არ დაიტანჯო იმაზე დარდით,რომ შენი ჩვენება რამეს შეცვლის. ისედაც მშვენივრად იციან ჩვენი საქმიანობა,უბრალოდ ეგონათ,დებილი ხარ და რასაც მოუნდებათ,იმას გათქმევინებენ.
-კარგია,თუ დებილი არ ვარ-ჩავილაპარაკე.

მთელი გზა განაბული ვფიქრობდი,რა მელოდა ღამით. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას,რომ თითქმის ყველანაირი სცენა წარმოვიდგინე,როდესაც მანქანა ჩემ კორპუსთან შეჩერდა,გამოვერკვიე და კარს წავეტანე.
-სად გეჩქარება?-ხელი მომხვია და უკან დამაბრუნა.
ჩემკენ გადმოიწია,ხელი თმებში შემიცურა და ნელა,რბილად მაკოცა.
იგრძნო,როგორ დამეძაბა სხეული,ვერც კი მოვიაზრე,როგორ მოახერხა,მაგრამ მალე მის მუხლებზე აღმოვჩნდი.
თმებში ჩავაფრინდი და მოწყურებულივით დავეწაფე,ტუჩებზე ენა გადამისვა და მითხრა,უფრო კომფორტულად დავმჯდარიყავი.
ფეხები გავშალე და მისი თხოვნა შევასრულე,ახლა მთელი ძალით,მოხერხებულად ვეკრობოდი და აშკარად ვგრძნობდი მის სურვილს.
ხელები შარვლის შიგნით შემიცურა და უკანალზე მომიჭირა,შემდეგ მკერდს წაეტანა,თავს ვეღარ ვიკავებდი,სხეული მეკლაკნებოდა,ერთი სული მქონდა,შარვალი გამეხადა,რომ უფრო თავისუფლად მომფერებოდა,თუმცა...
როგორც შემდეგ მივხვდი,ჩემი წვალება სექსზე მეტ სიამოვნებას ანიჭებდა.
უკვე გონებას ვკარგავდი,როდესაც მომწყდა,აწეული ზედა შარვალში ჩამიბრუნა და მითხრა,დღეისთვის საკმარისიაო.
-მეხუმრები?-მადლობა ღმერთს,სიბნელეში არ ჩანდა,რომ პომინდვრის ფერი დამედო სახეზე.
-არა,დასვენება გჭირდება,ემოციებისგან გადატვირთული ხარ-მშვიდად,ეშმაკურად ჩაილაპარაკა და ჩანთა მომაწოდა.
-ვერ გიტან!საზიზღარი ხარ!
-მიყარს,როცა კომპლიმენტებით მანებივრებ-გაიბადრა.
კარი გავაღე,მისი მუხლები გულდაწყვეტილმა მივატოვე და უკანმოუხედავად გადავვარდი მანქანიდან.

სახლში მისულს ნახევარი საათი დამჭირდა,რომ გონს მოვსულიყავი,შემდეგ ტანსაცმელი გავიხადე,ირისის დაწუნებული პანდებიანი ტრუსი გვირილებიანით ჩავანაცვლე და მხოლოდ მის ამარა დავებერტყე საწოლზე.
-ნაბი*ვარი- დავიყვირე და ბალიში წავიფარე თავზე-დებილი! იდიოტი! აი,მოუნდება თვითონ და მერე ნახოს!
-იცის,რომ გული გიკანკალებს მასზე და იმიტომაა,რომ გეთამაშება. შენს ადგილას,ცხვირს ჩავუმტვრევდი,ამ სხვა რამეს მოვაძრობდი-ირისის ხმა იყო.
-დამანებე თავი!
-ისე,არც გვირილებია საუკეთესო გამოსავალი-რა თქმა უნდა,არც კი უფიქრია ჩემი თხოვნის შესრულება.
-მისმინე,მნიშვნელობა არ აქვს,გვირილები ეხატება თუ ბრეჟნევი,მაინც არ მიდის აქამდე.
-რა იცი,იქნებ...
ირისს საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
-გამოიცვალე!-დამიცაცხანა და სააბაზანოსკენ წავიდა-კარგი,ისეთი უსინდისო არ ვარ,რომ გიყუროთ. მე აქ დავიცდი და ეცადე,ძალიან ხმამაღალი არ იყო.
მაისური დავძებნე,ტრუსის გამოცვლა არც მიფიქრია,ისე ჩავიცვი პიჟამის შარვალი და კართან უკმაყოფილო სახით ავისვეტე.
გამოვაღე და რა თქმა უნდა,სულაძის სახემ შემომანათა.
-მოთმინება ამომეწურა-ჩაიღიმა,შემოვიდა და ზურგს უკან კარი მიიხურა.

***
ტე-ს მაგიდასთან მოკალათებული,ნაღვლიანად გავყურებდი ბარს. ჰიმლერა,ტრადიციულად,სასმელებს ურევდა ერთმანეთში,ჯერ არნახული კოქტეილის მოსამზადებლად,მისგან მოშორებით გოგონა კლიენტებს ლუდს უსხამდა,მეორე კი მაგიდებს შორის მიმოდიოდა და შეკვეთებს იღებდა.
უკვე სამი თვე იყო,რაც “ბუნკერში” აღარ ვმუშაობდი,რადგანაც ნუკის ადვოკატმა და ჩემმა ლექტორმა თანაშემწის თანამდებობა შემომთავაზა.
ზამთარი იწურებოდა,მაგიდასთან კი განვიხილავდით სასამართლოს განაჩენს,რომლითაც ნუკრის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,თუმცა ეს მინიმალური სასჯელი იყო,ამიტომაც იმედი კიდევ არსებობდა,რომ ზედა ინსტანციები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებდენენ.
საქმე უკვე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა და ბიჭებს დიდი იმედი ჰქონდათ,რომ განაჩენი შეიცვლებოდა. ნუკრი არ გაუთავისუფლებიათ,რადგანაც სანამ საჭირო თანხა შეგროვდებოდა,წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეუფარდა.
ამის გამო დაჩი ბევრს დარდობდა,ისევე,როგორც დანარჩენები,თუმცა ტე-ს შეხვედრები მალევე განალხლდა და ბიჭები მთელ ძალისხმევას იშველიებდნენ,რომ რაიმე მოეფიქრებინათ.
დაჩი თითქმის ყოველ დღე იყო ჩემთან,თუმცა დრო და დრო აუხსნელი მიზეზით იკარგებოდა რამდენიმე დღით. არ ვფიქრობდი,ამას რატომ აკეთებდა და არც ვეკითხებოდი,რადგან ვიცოდი,უჩემოდ დიდ ხანს ვერ გაძლებდა და დამიბრუნდებოდა.
ირისი ამბობდა,ვიფიქრებდი,საყვარელი ჰყავს,მაგრამ საწყალს ქანცს ისე აძრობ,ეგეც გამორიცხულიაო.
ბოლოს,როდესაც ირი ვნახე,ახალი წელი დგებოდა. ჩემი მეგობარი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა,რაც მახარებდა,რადგანაც მის საჭიროებას ვეღარ ვგრძნობდი,ეს კი გამოწვეული იყო,ერთი მხრივ იმით,რომ მისი გაკვეთილები შესანიშნაბად ავითვისე და მეორე მხრივ ,მართას მონდომებით,რომელიც კვირაში ორ დღეს უთმობდა ჩემთან საუბარს.თავის დროზე იმდენად შემაშინა ირისის გაბატონებამ ჩემზე,რომ ამას ვეღარ დავუშვებდი.
-ეთ-ტატო მეძახდა. გამოვერკვიე და ღიმილით შევხედე-რამე გვიმღერე რა.
“ბუნკერის” თანამშრომლობა შევწყვიტე,მაგრამ მომღერლად დავრჩი,ბიჭები ყოველ დღე მთხოვდნენ სიმღერას და რამდენჯერმე,სახლიდანაც კი წამოვუყვანივარ ამის გამო.
-რას ინებებთ?-თვალები ავატრიალე.
-ჩემთვის შეარჩიე რამე-დაჩიმ ხელზე მომქაჩა,მიმიზიდა და ტუჩებზე მაკოცა.
-შენთვის?მმმ-ჩავფიქრდი,მიკროფონისაკენ წავედი და ტატოს ვანიშნე,მოსულიყო.
-რამშტაინის “amour” ჩართე-გადავულაპარაკე და მიკროფონი ავიღე.
დაჩის თვალები მოვძებნე და სიმღერა დავიწყე.
“სიყვარული ველური ცხოველია,
ის იყნოსავს შენ სუნს,გეძებს....”

***
მშვენიერია,შესანიშნავი!
ეტოს,ჩემს საამაყო მოსწავლეს წერის ნიჭიც ჰქონია,პირდაპირ გასაოცარია!
მკითხველო,ალბათ ძალიან ისიამოვნე მისი ისტორიით,თანაც როგორ მხატვრულად აქვს გადმოცემული მის თავს დატრიალებული მოვლენები!
ვაღიარებ,არც მე აღვუწერივარ ცუდად,მაგრამ მგონია,ჩემი რამდენიმე შესანიშნავი თვისება მაინც გამორჩა,მაგალითად,ძალიან კარგი მსახიობი რომ ვარ,ან მართაზე უკეთესი ფსიქოლოგი.
ეტო ფიქრობს,რომ ადამიანები მაშინ ჩნდებიან,როცა გვჭირდება,მაგრამ დაავიწყდა,რომ წასულები ბრუნდებიან მაშინ,როდესაც აღარ გვჭირდება და ახლიდან იწყებენ ყველაფერს.
რას ვიზამთ,ეს მისი შემოქმედებაა,ვერ ჩავერევი,თუმცა თავი ვერ შევიკავე და სანამ ნაწერს რედაქტორს გაუგზავნიდეს,ცოტა მაინც გავერთობი.
ახლა დაჩის მკლავებში ჩაძინებული,მშვიდად ფშვინავს და წარმოდგენა არ აქვს,ღამ-ღამობით როგორ ვერთობი. ადრე ვუთხარი,რომ სწორედ ღამე იყო ჩემი მშობელი,დემონებს სიბნელე იზიდავთ,მაგრამ დაავიწყდა,ყურადღება მოადუნა,თუმცა ეს მხოლოდ მახარებს.
როგორ ეწერა? უნდა გადავიკითხო...
სიცილით ვკვდები იმ მომენტზე,როდესაც თავისი უკანალის მდგომარეობა აღწერა დაჩის მუხლებზე,სერიოზულად?
მის ადგილას,იმაზე მოგიყვებოდით,ღამით,მძინარე დაჩის ტანგა რომ ჩავაცვი...
ან იმას,ზურგზე კომუნისტების დროშა რომ დავახატე...
იმ აბეზარ ვაზელინის დედოფალს,დღე და ღამ ჩემი მეგობრის შეყვარებულს რომ უჭამს ტვინს,ფოსტით ნეხვი რომ გავუგზავნე...
დაჩის ტელეფონით გეების საიტზე რომ დავრეგისტრირდი და მისივე შიშველი ფოტო და მისამართი ავტვირთე.
მაშინ ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალეს,მაგრამ მე ვიყავი,დაე გაიგოს მსოფლიომ!
ან როგორ წავიდოდი? ხომ ვიცი,ზედმეტად რომ ვუყვარვარ ეტოს და ალბათ უკვე თქვენც.
შეუძლებელი.
შეუძლებელია,რომ მე არ გიყვარდე.
შეხვედრამდე,ირისი.


***
ფიფქებით მონიშნული იყო მუსიკა,რომელსაც ეტო უსმენდა.
*-Blue is the night
**-Chopin-Nocturne op.9 No.2скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი makkkka

დედას გეფიცები სიტყვები არ მყოფნის

 


№2  offline წევრი Rania

Vaimeeeeeeee. Ai sheneuli dasasrulii. Axla ragas davelodoo. Armindoda dasruleba magramm sanamde gagrzeldebodaaaa. Au kidev rom mindodaaa. Saocari iyooo. Martlaaa da icode is shecyvetili istoria dadee. Gelodebii. Au alissss
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

makkkka
დედას გეფიცები სიტყვები არ მყოფნის


ეს ყველაზე კარგი სიტყვებია♥️

Rania
Vaimeeeeeeee. Ai sheneuli dasasrulii. Axla ragas davelodoo. Armindoda dasruleba magramm sanamde gagrzeldebodaaaa. Au kidev rom mindodaaa. Saocari iyooo. Martlaaa da icode is shecyvetili istoria dadee. Gelodebii. Au alissss

ქეთო,პირველ რიგში უდიდესი მადლობა,იცოდე,რომ ძალიან გაფასებ ყოველთვის თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვებისთვის♥️
აუცილებლად განვაგრძობ და სრულად შემოგთავაზებთ დომინუსს♥️

 


№4 სტუმარი ლალლა

ეჰჰ გამიხარდეს თუ მეწყინოს, გამიხარდეს თუ მეწყინოს? ვაააჰ
მოკლედ ყველაზე ძაან ირისი მიყვარს შენს ქალ პერსონაჟებში. გიჟია:დ ბოლოს. იმდენი ვიცინე:დდ მიყვარს ძაააააან და ვსო:დ
ნუ უნდა დამიჯერო რომ მართლა მომეწონა მეტს არაფერს არ გეტყვი ძაან მეზარება

 


ვააააათ?! წავედი წავიკითხოოოო *_____*
ასე მალე არ ვიყავი მზად იმისთვის რომ ყოველ საღამოს საიტი აღარ შევამოწმო დადე თუარა ირისი ;დდდდ ♡♡♡♡ მოკლედ წავედიიიი ♡♡♡♡
კომენტარის გაგრძელება იქნება მაქსიმუმ 1 საათში ;დდდ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალლა
ეჰჰ გამიხარდეს თუ მეწყინოს, გამიხარდეს თუ მეწყინოს? ვაააჰ
მოკლედ ყველაზე ძაან ირისი მიყვარს შენს ქალ პერსონაჟებში. გიჟია:დ ბოლოს. იმდენი ვიცინე:დდ მიყვარს ძაააააან და ვსო:დ
ნუ უნდა დამიჯერო რომ მართლა მომეწონა მეტს არაფერს არ გეტყვი ძაან მეზარება

ზარმაცუკა♥️♥️
შენ რომ მაგას ამბობ,ესე იგი,უნდა ავდგე და ვიცეკვო. ირისმა მეც მევასება და გადაეციო:3

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ვააააათ?! წავედი წავიკითხოოოო *_____*
ასე მალე არ ვიყავი მზად იმისთვის რომ ყოველ საღამოს საიტი აღარ შევამოწმო დადე თუარა ირისი ;დდდდ ♡♡♡♡ მოკლედ წავედიიიი ♡♡♡♡
კომენტარის გაგრძელება იქნება მაქსიმუმ 1 საათში ;დდდ


ველოდები შტორმ-მებილინს დიდი სიყვარულით♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

მიყვარს ეს ისტორია, მიყვარს მისი ავტორი და მიყვარს ირისი, ამიტომ გეთხოვე ცოტა ხნით და ვაბოდიალებ ჩემს ახალ ისტორიაში.
ყოჩაღ უანდერ, გახსოვს გითხარი ეს ის ისტორია იქნება რომლის გამოც მე შენ ვეტყვი მადლობას-თქო.
ხოდა მადლობა შენ ამ მონიჭებული სიამოვნებისთვის. ❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ენ ბლექი
მიყვარს ეს ისტორია, მიყვარს მისი ავტორი და მიყვარს ირისი, ამიტომ გეთხოვე ცოტა ხნით და ვაბოდიალებ ჩემს ახალ ისტორიაში.
ყოჩაღ უანდერ, გახსოვს გითხარი ეს ის ისტორია იქნება რომლის გამოც მე შენ ვეტყვი მადლობას-თქო.
ხოდა მადლობა შენ ამ მონიჭებული სიამოვნებისთვის. ❤

ეს ისტორია შენთან ერთად დაიწყო,თუ გახსოვს,ჯერ კიდევ თავში მიტრიალებდა,როდესაც გითხარი.
შენთან ერთად დავასრულე და ახლა ირისს სხვა გზაც გამოუჩნდა,რომ იცოდე,როგორ მახარებს ეგ ამბავი♥️
ირისმა შენთან გადმოინაცვლა,მე კი ბედნიერი დაველოდები შენ ისტორიას♥️
მადლობა ,ენ♥️

 


ხუთი წუთია თითებს ეკრანის გასწვრივ ვაფართხალებ და ვერ მოვიფიქრე, როგორ გადმოვსცე რასაც ვგრძნობ... ♡
დიდებული იყო, რაც იყო ♡♡♡
ჩემი ემოციაც განსაკუთრებული იყო ^_^
აი, დადებითი განწყობისგან გულზე რომ არ წამსვლოდა - ვიტირე...
მე - მეიბილინმა ვიტირე.
საერთოდაც ვაღიარებ უკიდურესად ემოციური ადმიანი ვარ, მაგრამ ბედნიერებისგან მეტიროს ძალიან იშვიათია. ეს სულ 3ჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. პირველად, წლების წინ როცა კურორტზე ვიყავი დასასვენებლად რამდენიმე კვირა და მონატრებულ მამას ჩავეხუტე (აი, ძალიან რომ გენატრება, უსაშველოდ, მთელი დღე ელოდები , ბოლოს ჩაეხუტები და მაინც არ ხარ კარგად. რამდენიმე წამი ვფიქრობდი რა მჭირს მეთქი, მერე ცრემლების ნიაღვარი რომ გადმოვუშვი და მომეშვა მივხვდი რაც მჭირდა ;დ) მეორედ როცა ჰარპერ ლის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" წავიკითხე - რედლი ბუას და ჭყიტას შეხვედრა ჩემთვის საზარლად ემოციური იყო და ახლა ირისის სიტყვებს, რომ ვკითხულობდი..... ♡♡♡♡
ალისა, ბედნიერებისგან მატირე. *____* ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ (სხვათაშორის იმედია შენი მობილური ამ გულთან მიმსგავსებულ სიმბოლოებს აღიქვამს და ტყუილად არ ვაწკაპუნე ამდენი ;დდდდ ემოჯის ვერ ვამატებ და თავს ,,მეიბილინად" ვერ ვგრძნობ).
ასეც ვიცოდი... უცნობი თაყვანისმცემელი დაჩი იყო. ^_^ უსაშველოდ მომწონს ეს წყვილი.... ♡♡♡ სხვათაშორის არ გამომრჩენია ამ დეტექტივის თვალების ჟუჟუნი ეტოსადმი ;დდდ დადებითი პერსონაჟიც იყო მაგრამ მაიმც ეტო და დაჩი ფორევაა;დდდ ♡ შოპენი ისედაც მიყვარდა და ახლა რომ მოვუსმენ სულ ეს ისტორია გამახსენდება ♡♡♡
ახლა რას დაველოდო ეს რომ დამთავრდა (რათქმაუნდა ახალს დაიწყებ(შეხედე გადაგიწყვიტე, დაიწყებ მეთქი ;დდ ) მაგრამ რაღაცას რომ მიეჩვევი ძნელია გადაჩვევა. :((( ♡♡♡
ერთი სიტყვით საშინლად კარგი ისტორია იყო, ყველანაირად გამართული და შენც საშინლად კარგი ალისა ხარ, ფაშისტების, ელფების, ჯადოქრების, სამყაროთშორისი განზომილებების ,
სამოთხის და ბნელეთის ალისა. ♡♡♡♡♡
მეიბილინს უყვარხარ ♡♡ :***

 


№10  offline წევრი იზუკა

ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიის წაკითხვით..უმაგრესი მწერალი ხარ შენ..ღრმა შინაარსის მქონე ისტორია იყო..გული დამწყდა რო დაამთავრე,მაგრამ ასეც ოყო საჭირო და უშველებლად დიდ ისტორიებსაც ვერ ვკითხულობ მე..ძალიაან ძალიაან დიდი მადლობა რომ გაგვილამაზე ეს რამოდენიმე დღე და ჩვენც დაგვანახე როგორია "ცხოვრება ირისთან ერთად" ..
გყვარობ ❤

ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიის წაკითხვით..უმაგრესი მწერალი ხარ შენ..ღრმა შინაარსის მქონე ისტორია იყო..გული დამწყდა რო დაამთავრე,მაგრამ ასეც ოყო საჭირო და უშველებლად დიდ ისტორიებსაც ვერ ვკითხულობ მე..ძალიაან ძალიაან დიდი მადლობა რომ გაგვილამაზე ეს რამოდენიმე დღე და ჩვენც დაგვანახე როგორია "ცხოვრება ირისთან ერთად" ..
გყვარობ ❤

 


სხვათაშორის სანამ შენ გამოჩნდებოდი 4ლავჯის ასპარეზზე ერთი ფავორიტი მწერალი მყავდა. სულ ველოდებოდი მის ისტორიებს. ახლა ახალი ისტორია დაიწყო და გადავავლე თვალი... თურმე როგორ დამხვეწია გემოვნება.. ;დდდდდ
აღარ შემიძლია ამ გოგოშკური რაღაცეების კითხვა. ,,ალექსანდრე მიყურებდა და მზერით მაშიშვლებდა" მზერით მაშიშვლებდა არა შვიშტოკი :დდდ ცოტა ამ ხალხმა უფრო რეალურ რამეებზე უნდა წერონ.. შენ შენი ორეულებით, ნიმფებით, საოცარი მწერლებით და ჯადოქრებით მილიონჯერ, მილიარდჯერ უფრო რეალური ხარ ვიდრე - ეს ვინმე ალექსანდრე მისი ცეცხლოვანი მზერით.:დდდ ეგეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ 10 things I hate about you ში სკოლის დირექტორი მახსენდება და მისი რომანი ;დდდდდდდ ლოლ ♡

 


№12  offline წევრი DI ANA

რა არ ვქენიიი რამდენი თეორია არ ავაგე და საბოლოოდ ის აღმოჩნდა მართალი რომელიც სულ პირველად დავწერე მაგრამ ათი ათასჯერ გადავთქვი :დდდ

გამიფრინდა ირისიი, წავიდა და დამტოვა ასე არაფრის იმედად მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს❤ სწორედ ამ გოგომ შთამაგონა მომეკრიბა ძალები და მომეწერა შენთვის ხოდა მადლობა მას ამისთვის❤

დღეს ერთი ახალი იდეა მომივიდა თავში მოთხრობასთან დაკავშირებით, რომ მოვიცლი გეტყვი და შემიფასე❤

იმედია დომინუსი მალე დაბრუნდება , მომენატრა მერიკო და კუკური :დდდ აუ რაც მე მაგაზე ვიცინე და ჩემი მეგობარი მერი გავაწვალე შენ არ იციი :დდდ

აბა წარმატებები ჩვენს ალისასს, საუკეთესო მუზების მოსვლას გისურვებ❤

 


№13  offline წევრი ნანა73

ბრავო! შესანიშნავი ხარ ალისა! მიხარია, რომ არ შევცდი და შეგაფასე. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ფანტასტიკის და ზებუნებრივის ლიტერატურაში, შენი წაკითხვა სიამოვნებას მანიჭებს. შეძელი და მიხარია! ❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი რუსკიმარუსია

დასასრულს და თან ასე უცებ არ ველოდი, შესაბამისად არ მეყო და უფრო მეტი მინდოდა, ნუ ეს შენი იატორიის მუდმივი თამნმდევი შეგრძნებაა❤
როგორ მიხაროდა ნუკრის არ დაიჭერენ თქო, მაინც ვერ მემეტება ციხისთვის.
რა გინდა ბოლოს დაჩიმ და ეტომ ერთმანეთს შეუსრულეს :)
ბოლოს ირისის მაიმუნობები კი კარგი იყო, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს მართას დახმარებით საბოლოოდ განთავისუფლსება ისისგან და გახდება ისეთი ქალი როგორიც უნდა რომ იყოს ❤ მიუხედავად ამისაისი მაინც მომენატრება❤
ალის მალე დაგვიბრუნდი და თავი ძალიან არ მოგვანატრო❤ შენი საოცარი ტვინის და წარმოსახვის უნარს ვენდობი და რაც შეიძლება მალე გელოდები❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ხუთი წუთია თითებს ეკრანის გასწვრივ ვაფართხალებ და ვერ მოვიფიქრე, როგორ გადმოვსცე რასაც ვგრძნობ... ♡
დიდებული იყო, რაც იყო ♡♡♡
ჩემი ემოციაც განსაკუთრებული იყო ^_^
აი, დადებითი განწყობისგან გულზე რომ არ წამსვლოდა - ვიტირე...
მე - მეიბილინმა ვიტირე.
საერთოდაც ვაღიარებ უკიდურესად ემოციური ადმიანი ვარ, მაგრამ ბედნიერებისგან მეტიროს ძალიან იშვიათია. ეს სულ 3ჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. პირველად, წლების წინ როცა კურორტზე ვიყავი დასასვენებლად რამდენიმე კვირა და მონატრებულ მამას ჩავეხუტე (აი, ძალიან რომ გენატრება, უსაშველოდ, მთელი დღე ელოდები , ბოლოს ჩაეხუტები და მაინც არ ხარ კარგად. რამდენიმე წამი ვფიქრობდი რა მჭირს მეთქი, მერე ცრემლების ნიაღვარი რომ გადმოვუშვი და მომეშვა მივხვდი რაც მჭირდა ;დ) მეორედ როცა ჰარპერ ლის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" წავიკითხე - რედლი ბუას და ჭყიტას შეხვედრა ჩემთვის საზარლად ემოციური იყო და ახლა ირისის სიტყვებს, რომ ვკითხულობდი..... ♡♡♡♡
ალისა, ბედნიერებისგან მატირე. *____* ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ (სხვათაშორის იმედია შენი მობილური ამ გულთან მიმსგავსებულ სიმბოლოებს აღიქვამს და ტყუილად არ ვაწკაპუნე ამდენი ;დდდდ ემოჯის ვერ ვამატებ და თავს ,,მეიბილინად" ვერ ვგრძნობ).
ასეც ვიცოდი... უცნობი თაყვანისმცემელი დაჩი იყო. ^_^ უსაშველოდ მომწონს ეს წყვილი.... ♡♡♡ სხვათაშორის არ გამომრჩენია ამ დეტექტივის თვალების ჟუჟუნი ეტოსადმი ;დდდ დადებითი პერსონაჟიც იყო მაგრამ მაიმც ეტო და დაჩი ფორევაა;დდდ ♡ შოპენი ისედაც მიყვარდა და ახლა რომ მოვუსმენ სულ ეს ისტორია გამახსენდება ♡♡♡
ახლა რას დაველოდო ეს რომ დამთავრდა (რათქმაუნდა ახალს დაიწყებ(შეხედე გადაგიწყვიტე, დაიწყებ მეთქი ;დდ ) მაგრამ რაღაცას რომ მიეჩვევი ძნელია გადაჩვევა. :((( ♡♡♡
ერთი სიტყვით საშინლად კარგი ისტორია იყო, ყველანაირად გამართული და შენც საშინლად კარგი ალისა ხარ, ფაშისტების, ელფების, ჯადოქრების, სამყაროთშორისი განზომილებების ,
სამოთხის და ბნელეთის ალისა. ♡♡♡♡♡
მეიბილინს უყვარხარ ♡♡ :***

მებილიინ,წუხელ სამჯერ დაგიწერე კომენტარი,საიტი ჭედავდა და იშლებოდა,ხოდა მეოთხედ უნდა გავიმეორო ,როგორი არაჩვეულებრივად კარგი ხარ!
ამდენ ემოციას რომ მიზიარებ,იცი რა მემართება? არც მე მიკლია ბევრი ტირილს(მაგან საერთოდ გადამრია,მართლა იტირე??)
უზომოდ მიხარია,რომ დასასრულმა შენი მოლოდინი გაამართლა ,ძალიან მიყვარხარ იმის გამო,რომ ასეთი ემოციებით გადმოსცემ შთაბეჭდილებას,გულსა და სულს უხარია♥️
კიდევ იმისთვის მადლობა,რომ მიუხედავად არარეალური თემებისა,მაინც ამას აღნიშნავ და კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევ.
ხომ იცი,როგორ ძალიან მიყვარხარ?♥️♥️♥️

იზუკა
ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიის წაკითხვით..უმაგრესი მწერალი ხარ შენ..ღრმა შინაარსის მქონე ისტორია იყო..გული დამწყდა რო დაამთავრე,მაგრამ ასეც ოყო საჭირო და უშველებლად დიდ ისტორიებსაც ვერ ვკითხულობ მე..ძალიაან ძალიაან დიდი მადლობა რომ გაგვილამაზე ეს რამოდენიმე დღე და ჩვენც დაგვანახე როგორია "ცხოვრება ირისთან ერთად" ..
გყვარობ ❤

ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიის წაკითხვით..უმაგრესი მწერალი ხარ შენ..ღრმა შინაარსის მქონე ისტორია იყო..გული დამწყდა რო დაამთავრე,მაგრამ ასეც ოყო საჭირო და უშველებლად დიდ ისტორიებსაც ვერ ვკითხულობ მე..ძალიაან ძალიაან დიდი მადლობა რომ გაგვილამაზე ეს რამოდენიმე დღე და ჩვენც დაგვანახე როგორია "ცხოვრება ირისთან ერთად" ..
გყვარობ ❤

უღრმესი მადლობა,ეს სიტყვები იმდენად მახარებს,ნორმალურად ვერც კი ვაყალიბებ სათქმელს,მიხარია,რომ ამდენად მოგეწონა,უზომოდ ბედნიერი ვარ♥️♥️

DI ANA
რა არ ვქენიიი რამდენი თეორია არ ავაგე და საბოლოოდ ის აღმოჩნდა მართალი რომელიც სულ პირველად დავწერე მაგრამ ათი ათასჯერ გადავთქვი :დდდ

გამიფრინდა ირისიი, წავიდა და დამტოვა ასე არაფრის იმედად მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს❤ სწორედ ამ გოგომ შთამაგონა მომეკრიბა ძალები და მომეწერა შენთვის ხოდა მადლობა მას ამისთვის❤

დღეს ერთი ახალი იდეა მომივიდა თავში მოთხრობასთან დაკავშირებით, რომ მოვიცლი გეტყვი და შემიფასე❤

იმედია დომინუსი მალე დაბრუნდება , მომენატრა მერიკო და კუკური :დდდ აუ რაც მე მაგაზე ვიცინე და ჩემი მეგობარი მერი გავაწვალე შენ არ იციი :დდდ

აბა წარმატებები ჩვენს ალისასს, საუკეთესო მუზების მოსვლას გისურვებ❤


დიანა♥️
ვამაყობ,რომ ირისმა ამდენი შეძლო და ჩემთან დაგაკავშირა^^
და მიარია ძალიან♥️
აუცილებლად მომწერე,დავინტერესდი.
უდიდესი მადლობა შენ,რომ არ იშურებ დროს და სულ ვრცელი კომენტარებით მანებივრებ♥️
დომინუსის მუზებს მოვუხმობ და ვეხდები,მალე დაგიბრუნოთ♥️♥️

რუსკიმარუსია
დასასრულს და თან ასე უცებ არ ველოდი, შესაბამისად არ მეყო და უფრო მეტი მინდოდა, ნუ ეს შენი იატორიის მუდმივი თამნმდევი შეგრძნებაა❤
როგორ მიხაროდა ნუკრის არ დაიჭერენ თქო, მაინც ვერ მემეტება ციხისთვის.
რა გინდა ბოლოს დაჩიმ და ეტომ ერთმანეთს შეუსრულეს :)
ბოლოს ირისის მაიმუნობები კი კარგი იყო, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს მართას დახმარებით საბოლოოდ განთავისუფლსება ისისგან და გახდება ისეთი ქალი როგორიც უნდა რომ იყოს ❤ მიუხედავად ამისაისი მაინც მომენატრება❤
ალის მალე დაგვიბრუნდი და თავი ძალიან არ მოგვანატრო❤ შენი საოცარი ტვინის და წარმოსახვის უნარს ვენდობი და რაც შეიძლება მალე გელოდები❤


გაბრწყინებული ვკითხულობ მუდამ შენ კომენტარებს♥️
მართალია,ირისი უნდა წავიდეს საბოლოოდ,რამდენად მოახერხებს ეტო ამას,მეც არ ვიცი,იმედს ვიტოვებ მაინც:დ
მე უფრო მენატრებით ხოლმე,ამიტომ დიდი ხნით ვერ დაგტოვებთ,თანაც ასეთი სიტყვების შემდეგ.
დიდი მადლობა მარუსი♥️

 


№16  offline წევრი dakarguli

დასრულდა, როგორც ვთქი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე წუხელ... ერთად კითხვა არის უდიდესი სიამოვნება თან თუ კარგ ნაწერს კითხულობ და უფრო საოცარი როცა თვითონ განძის ნაწერს კითხულობ.... ❤❤❤ ბევრი ისეთი თემა გაქვს ამ ისტორიაში, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდება კაცი... თუნდაც მარტო ქვეცნობიერი რად ღირს....
ვფიქრობ ირი უფრო ჯანსაღი მოაზროვნე იყო, ხომ არი ხოლმე ქვეცნობიერად რომ გრძნობ რაღაცას, რომ თითქოს რამე ცუდს თუ აკეთებ გეწინააღმდეგება (არა,არ მყავს ჩემი მეგობარი ქვეცნობიერი :დდ ნუ კაი იქნებოდა ისე უარს არ ვიტყოდი :)) ) ასე იყო ირიც, ეუბნებოდა დაჩიზე გააწვალე გააწვალე ცოტაო, მარა რათ გინდა :დდ ის,სულელი შეყვარებული ეთო :დდდ ლანგრით მიართვა დაჩის მისი თავი, ის ცუდი დაჩი როგორ გამიწვალა გოგო
მინდოდა ამათ შორის მე კიდე ბევრი ბევრი დიალოგები, დაჩის დატკბობა მინდოდა ცოოოოტათი , ეს ველური ესა :დდდ
მაგრამ.... დადაააააამ ზუსტადაც! ხო ჩაუტარა ირიმ ბოლოს,მასე ეკუთვნის მაგას :დდდდ
მართლა საოცარი აზროვნება გაქვს, შენებური, დამახასიათებელი მრავალფეროვანი,მრავალჟანრობრივი ❤❤❤
მოკლედ ბრილიანტი ხარ და ბაჯაღლო.
დაველოდები ახალ ისტორიას,ვგრძნობ დიდხალნს ლოდინი არ მომიწევს
საიტის დედოფალი ხარ ❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი მირა

ვაიმეეე ეს რა იყოო არ ველოდიი ასე მალე დასასრულლსს
როგორც ყოველთვის შეუდარებელიხარ
როგორიი სიგიჟითაც დაიწყოო ისე დამთავრდაა რაც მთავარია საინტერესოო სიუჟეტი ქონდა და ყველასგან განსხვავეუბულიი
ვაფანატებ შენზე და შენს ისტორიებზეე
რა გაუძლებს ახლა დაუმთავრებელ ლოდინს რომ არიცი როდის გააახარებს თვალს შენი ახალი ისტორია
მოკლედ ძალიან კარგი იყოო და ველოდები შემდეგს ❤️❤️❤️❤️

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
დასრულდა, როგორც ვთქი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე წუხელ... ერთად კითხვა არის უდიდესი სიამოვნება თან თუ კარგ ნაწერს კითხულობ და უფრო საოცარი როცა თვითონ განძის ნაწერს კითხულობ.... ❤❤❤ ბევრი ისეთი თემა გაქვს ამ ისტორიაში, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდება კაცი... თუნდაც მარტო ქვეცნობიერი რად ღირს....
ვფიქრობ ირი უფრო ჯანსაღი მოაზროვნე იყო, ხომ არი ხოლმე ქვეცნობიერად რომ გრძნობ რაღაცას, რომ თითქოს რამე ცუდს თუ აკეთებ გეწინააღმდეგება (არა,არ მყავს ჩემი მეგობარი ქვეცნობიერი :დდ ნუ კაი იქნებოდა ისე უარს არ ვიტყოდი :)) ) ასე იყო ირიც, ეუბნებოდა დაჩიზე გააწვალე გააწვალე ცოტაო, მარა რათ გინდა :დდ ის,სულელი შეყვარებული ეთო :დდდ ლანგრით მიართვა დაჩის მისი თავი, ის ცუდი დაჩი როგორ გამიწვალა გოგო
მინდოდა ამათ შორის მე კიდე ბევრი ბევრი დიალოგები, დაჩის დატკბობა მინდოდა ცოოოოტათი , ეს ველური ესა :დდდ
მაგრამ.... დადაააააამ ზუსტადაც! ხო ჩაუტარა ირიმ ბოლოს,მასე ეკუთვნის მაგას :დდდდ
მართლა საოცარი აზროვნება გაქვს, შენებური, დამახასიათებელი მრავალფეროვანი,მრავალჟანრობრივი ❤❤❤
მოკლედ ბრილიანტი ხარ და ბაჯაღლო.
დაველოდები ახალ ისტორიას,ვგრძნობ დიდხალნს ლოდინი არ მომიწევს
საიტის დედოფალი ხარ ❤❤❤

ჩემი ძვირფასზე უძვირფასესო,ოქროვ და 999 გოგოვ♥️♥️ როგორ ამავსებ ხოლმე ტკბილი სიტყვებით!
მიხარია,რომ შენი ერთი სასიამოვნო საღამოს მიზეზი მე ვიყავი,ძაალიან მიხარია♥️
უდიდესი მადლობა,ამ ტიტულს ვერც კი გავიმეორებ,მაგრამ დიიდი პატივია♥️
უყვარხარ ალისას,მალე დაგიბრუნდებით♥️♥️

სტუმარი მირა
ვაიმეეე ეს რა იყოო არ ველოდიი ასე მალე დასასრულლსს
როგორც ყოველთვის შეუდარებელიხარ
როგორიი სიგიჟითაც დაიწყოო ისე დამთავრდაა რაც მთავარია საინტერესოო სიუჟეტი ქონდა და ყველასგან განსხვავეუბულიი
ვაფანატებ შენზე და შენს ისტორიებზეე
რა გაუძლებს ახლა დაუმთავრებელ ლოდინს რომ არიცი როდის გააახარებს თვალს შენი ახალი ისტორია
მოკლედ ძალიან კარგი იყოო და ველოდები შემდეგს ❤️❤️❤️❤️

მე კი ასეთ შეფასებას არ ველოდი. მთელი დღეა გაბრწყინებული დავდივარ ასეთი სიტყვების წყალობით.
უდიდესი მადლობა ამ სიხარულისთვის♥️
ვეცდები,არ მოგაკლოთ ახალი ისტორიები♥️♥️

 


№19 სტუმარი ლიკა????

დედამიწელი ხარ??? მემგონი რომ არა! :) აი სასწაული მწერალი ხარ! ველოდები ახალ სიგიჟეს! :)
პ.ს. შემიყვარდი♥️♥️♥️♥️

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლიკა????
დედამიწელი ხარ??? მემგონი რომ არა! :) აი სასწაული მწერალი ხარ! ველოდები ახალ სიგიჟეს! :)
პ.ს. შემიყვარდი♥️♥️♥️♥️

ამის წაკითხვის შემდეგ დედამიწიდან კი ავფრინდი♥️
ახალი სიგიჟეც იქნება♥️
პ.ს. მეც^^

 


№21  offline წევრი სოფიო-სოფიო

ოიი ალისაა რანაირი გოგო ხარ შენ ჰა? ????აი ხო ვგიჟდები შენს ფანტაზიაზე მაგრამმ ამ სახელებს საიდან იგონებ მეც კი ვერაფრით ვხვდები ???? ❤️ ისე დაჩის მართლა მოუხდებოდა ჩემი ფეისბუქის გზავნილი ????
პ. ს. ფსიქოლოგი რომ ვიყო დიდი სიამოვნებით შევადგენდი შენს ფსიქოპორტრეტს ❤️

 


№22 სტუმარი lika????

Alice76
ლიკა????
დედამიწელი ხარ??? მემგონი რომ არა! :) აი სასწაული მწერალი ხარ! ველოდები ახალ სიგიჟეს! :)
პ.ს. შემიყვარდი♥️♥️♥️♥️

ამის წაკითხვის შემდეგ დედამიწიდან კი ავფრინდი♥️
ახალი სიგიჟეც იქნება♥️
პ.ს. მეც^^

♥️

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

სოფიო-სოფიო
ოიი ალისაა რანაირი გოგო ხარ შენ ჰა? ????აი ხო ვგიჟდები შენს ფანტაზიაზე მაგრამმ ამ სახელებს საიდან იგონებ მეც კი ვერაფრით ვხვდები ???? ❤️ ისე დაჩის მართლა მოუხდებოდა ჩემი ფეისბუქის გზავნილი ????
პ. ს. ფსიქოლოგი რომ ვიყო დიდი სიამოვნებით შევადგენდი შენს ფსიქოპორტრეტს ❤️

უჰ,უდიდესი მადლობა შემოგითვალა ჩემმა ფანტაზიამ,ძალიან გადიდგულდა:3♥️
სახელებს დიდ ხანს არ ვარჩევ,თავში რაც პირველად მომივა,იმას ვიყენებ♥️
მეც სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ ფსიქოპორტრეტს♥️

მარია.
ნერვები მეშლება
საშინლად მომენატრება ეს ისტორია


მეც მენატრება უკვე:(

 


№24  offline მოდერი naattii

არ გეგონოს დამავიწყდი, როგორც ყოველთვის დასასრულს ველოდი ❤️ რა უნდა დავამატო ჩემს იმ მომენტარებს რაც აქამდე მითქვამს შენთვის? უკვე იქამდე მივედი, როცა სიტყვებს ვეღარ პოულობ, მეთქი უცებ გადავიკითხავთქო და სინამდვილეში მოსწავლეებთან მისვლა დავიგვიანე დრო ისე გამეპარა :D არასდროს შეწყვიტო წერა და დიდი იმედი მაქვს მუზაც არასდროს მოგასვენებს ❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი Lea

სადღაც სხვა პლანეტაზე დაიბადე და ჩამოხვედი დედამიწაზე ამ სუპერძალებით და გვაგიჟებ აქ ხალხს!!!!!! მაინც გაგშიფრე!!!

ლავ,
შენი ფანი <3

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
არ გეგონოს დამავიწყდი, როგორც ყოველთვის დასასრულს ველოდი ❤️ რა უნდა დავამატო ჩემს იმ მომენტარებს რაც აქამდე მითქვამს შენთვის? უკვე იქამდე მივედი, როცა სიტყვებს ვეღარ პოულობ, მეთქი უცებ გადავიკითხავთქო და სინამდვილეში მოსწავლეებთან მისვლა დავიგვიანე დრო ისე გამეპარა :D არასდროს შეწყვიტო წერა და დიდი იმედი მაქვს მუზაც არასდროს მოგასვენებს ❤️❤️❤️

ვაიჰ,ახლა ვნახე შენი კომენტარი. მიხარია,რომ ასე მოგეწონა,მოსწავლეებთან დაგვიანებაც გამიხარდა ბოროტულად:D
დიდი მადლობა,ნათი♥️

Lea
სადღაც სხვა პლანეტაზე დაიბადე და ჩამოხვედი დედამიწაზე ამ სუპერძალებით და გვაგიჟებ აქ ხალხს!!!!!! მაინც გაგშიფრე!!!

ლავ,
შენი ფანი <3


გამომააშკარავა თვინუკამ♥️
როგორ გამახარებ ხოლმე უცბად(((
ლავ იუ თუ,მე შენი ვარ:3♥️

 


№27 სტუმარი ტინა

აიი, სუპეერ!
სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ რაიმე მსგავსს ????????

 


№28 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ალისაააა ტკბილოოო სად დამეკარგეე??
მომენატრე ძალიააან... ერთი სული მაქვს როდის გამოჩნდები შენი გიჟური ისტორიებიით ♡♡♡♡

 


№29  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტინა
აიი, სუპეერ!
სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ რაიმე მსგავსს ????????

დიდი მადლობა❤️ მიხარია,რომ მეტის წაკითხვის ინტერესი გაგიჩინა,იმედია,თავადვე დავაკმაყოფილებ ამ ინტერესს❤️

სტუმარი ანი ანი
ალისაააა ტკბილოოო სად დამეკარგეე??
მომენატრე ძალიააან... ერთი სული მაქვს როდის გამოჩნდები შენი გიჟური ისტორიებიით ♡♡♡♡

ვუაიჰ,სასხვათაშორისოდ შევამოწმე კომენტარები და ეს ვინ დამხვდა! სუულ მალე,იწერება ახალი❤️
მე როგორ მომენატრეთ,რომ იცოდე:( ❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.