შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (7)


1-04-2019, 23:36
ავტორი მორი-ელი
ნანახია 0

სხვისი ცოლი (7)

- ზედმეტად ამბიციური ხარ.
- არ მცალია,თმა უნდა დავიბანო ,- წამოვდექი,გვერდი ავუარე და თავის დასაბანთან დავჯექი,მალევე მოვიდა ჩემთან ის ქალი და საღებავის ჩამორეცხვა დაიწყო.ომარის ხმა აღარ გამიგონია,ალბათ წავიდა.
ისეთი მელაპარაკებოდა,თითქოს მე ვუღალატე,როგორი ამბიციური გამოსვლაა.ამაყად მიყურებდა ზემოდან და ცდილობდა დემონსტრაცია მოეხდინა. ტანჯული მამაკაცი,რომელსაც ქალი გაექცა და ახლა მისი დამცირებით საზრდოობს.დედამისიც მასსავით ქედმაღალი იყო.თუკი რამეს დააშავებდა,იმ წამსვე იცოდა ვისთვის გადაებრალებინა.არასოდეს აღიარებდა,თუნდაც სცოდნოდა რომ არ იყო მართალი.თუ იტყოდა შავზე თეთრიაო,ომარიც კვერს უკრავდა.აღზარდა ისეთი შვილი,როგორსაც არცერთი ქალი არ ისურვებდა ქმრად,მაგრამ მე შევცდი,თვალები დამიბრმავდა,იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი როგორ რადიკალურად განსხვავდებოდა ნორმალური მამაკაცებისგან.ქალი მარტო იმიტომაა სულელი,რომ მამაკაცს უფლებას აძლევს თვალებზე შავი ნაჭერი აუხვიოს და ისე ატაროს.

ვფიქრობ,თანაც დაუსრულებლად,ამასობაში დამბანეს თმა და ისევ სარკესთან მისვლა მთხოვეს.
თმა გამიშრო,გამისწორა და მომაცქერდა რას ვიტყოდი.
-ძალიან მომწონს ,-მივუგე და თმის თვალიერება დავიწყე სარკეში.მართლაც არაჩვეულებრივია.
- მიხარია რომ კმაყოფილი ხართ ,-ღიმილით მითხრა,მეც გავუღიმე,საფულიდან ფული ამოვიღე და გავუწოდე.
-მადლობა,-ვუთხარი მე ,- ნახვამდის ,-დავემშვიდობე და სალონიდან გამოვედი.
ალი ჩემ თმას რომ დაინახავს გაოცებისგან პირს დააღებს.ისე,არც დაურეკავს დღეს,იმედია მშვიდობაა მის თავს. საყვარელ ადამიანში მას მაინც გაუმართლოს.

***
საღამოხანს წვიმა წამოვიდა,ჩამორეცხა ქალაქის მტვერი და ჰაერში წვიმიანი მიწის სუნი დატრიალდა.აივანზე სკამი გავიტანე,ჩამოვჯექი და ხელში ცხელი ყავა დავიკავე.გარშემო სიწყნარეა,წვიმაში გარეთ არავინ მოძრაობს,ყველას შუქი უნთია და მიჰყვებიან ცხოვრების დინებას.ყავას სული შევუბერე და ცოტა მოვსვი.სასიამოვნოა,მითუფრო სიჩუმეში,როცა ქალაქის ერთ პატარა კუთხეში,აივანზე ზიხარ და ნახევრად განათებულ უბანს უყურებ.სიმშვიდე მთელ სხეულში იღვრება და ისეთი თვალებით შეჰყურებ სამყაროს,თითქოს სადარდებელი არც კი გქონია.
შუქები ერთი მეორეს მიყოლებით ჩაქვრა მოპირდაპირე კორპუსში და კიდევ უფრო მეტად ჩამობნელდა.წამოვდექი და ისე დავიწყე თვალიერება.
-ფრთხილად,-ალის ხმა გავიგე და შემოვბრუნდი,-ისე გაფაციცებით იცქირებოდი,თითქოს ვიღაცას ელოდებოდე და არ მოდიოდეს.
-არავის ველოდი,მითუფრო შენ.
-თმას რა უქენი?
-შევიჭერი,არ მიხდება?
-გიხდება,უბრალოდ სხვანაირად გამოიყურები.
-მადლობა,უცებ გადავწყვიტე.
- დეპრესიის ნიშანია.
- არა,უბრალოდ,მინდოდა ძველი მართა გამექრო და ახალი მომეხმო.
- გამოგივიდა,ნამდვილად ახალი მართა ხარ ,-გაეცინა.
- კარი ღია დამრჩა?
- ისევ !
- დღეს ომარი ვნახე და უხასიათოდ ვიყავი.
- სად ნახე?
- სალონში,თმას რომ ვიკეთებდი მოვიდა და თავისი ბრძნული აზრები გადმოაფრქვია.
- დაივიწყე,ჩათვალე არ გინახავს.
- ჰო,ვცდილობ.
- არ გცივა? მოდი, სახლში შევიდეთ,თან რაღაც მინდა გითხრა,უფრო სწორად,რჩევა გკითხო.
-მე,რჩევა? -საკმაოდ გამიკვირდა ალის ნათქვამი.
- კი,კი,შენ,-მიპასუხა და ხელი მომკიდა,-წამოდი.

სახლში შევედით და მისაღებში დივანზე ჩამოვსხედით.
-გისმენ! - მივაცქერდი ალის.დაბნეული და აღელვებული მომეჩვენა.
-მემგონი შეყვარებული ვარ.
- სასწაული,ალი შეყვარებულია.
- რაც გინდა უწოდე,მაგრამ უკვე აღარ შემიძლია,როცა მარტო ვრჩები მასზე მეფიქრება,ძილი არ მეკარება.
-მე როგორ დაგეხმარო?
- მასწავლე,როგორ მოვიქცე,რომ მასაც შევუყვარდე.
- იქნებ უყვარხარ?
- არა,ზუსტად ვიცი რომ როგორც მამაკაცს არ მიყურებს.
- იმ ქალს გულისხმობ ? - ეჭვით შევხედე.აშკარად საუბარიც კი უჭირს.
- არა,ის უბრალოდ ნაცნობია.
- მაშინ,ისე მოექეცი,როგორც იმსახურებს,თავაზიანი იყავი,თბილად ესაუბრე,აგრძნობინე რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ.
- შეგიძლია ჩამეხუტო ? - მის თხოვნაზე თვალები გამიფართოვდა ,- ცუდად არ მიიღო,უბრალოდ მეგობრის ნუგეში მჭირდება.
- კარგი,ჩაგეხუტები და დამშვიდდი,თუ სწორად იმოქმედებ,მის სიყვარულს მოიპოვებ,- ჩემსკენ მოიწია და ჩამეხუტა,გული საშინლად უცემს,ალბათ მასზე რომ მიყვება უჩქარდება.
- საუკეთესო ხარ ,- უფრო მეტად მიმიხუტა და დარდიანი ხმით თქვა.
-ასეთი შეყვარებული არ მინახიხარ,მოვკლავ იმ ქალს გულს თუ გატკენს.
-არამგონია მოახერხო...
-რატომ?
- ეგ შეუძლებელია.
- გამოგონილი თუ არაა,მაშინ შესაძლებელია.
-გამოგონილი არ არის,მაგრამ მაინც ვერ მოკლავ.
- გაჩუმდი,თორემ უკვე ნერვები მეშლება.
- ჩუმად ვარ.

ხელი თმაზე მომკიდა და თამაში დაუწყო.მე მის მხარზე ჩამოვდე ხელის მტევანი და თითებით სიარული დავიწყე ჯერ ყელისკენ,შემდეგ ყურზე და თვალები მილულა.
- ყურს თუ ამდენი შეეძლო არ მეგონა,-სიცილით ვთქვი და მოვქაჩე.
- ეგ აღარ მომეწონა ,-შეშინებულმა გაახილა თვალები.
-ჩაგეძინა და რა მექნა.
- დავიძინო რა,შენი რა მიდის,მაინც ზედ მაწვები და ძლივს ვსუნთქავ.
-რა უმადური ხარ.
-გეხუმრე,იყავი,ასე ბევრად უკეთესია,მეტად ვმშვიდდები.
-რა სასაცილო ხარ,ალი.
-ნუ იტყვი,მე ვზივარ,მიხუტებული მყავს ქალი და ვარ განცხრომაში.
- იცოდე ავდგები.
- მეგობრობის ხათრით იყავი ასე,ვერც წარმოიდგენ,როგორ მეხმარები გრძნობებთან გამკლავებაში.
- ნუ მაცინებ.
-სიცილი ყველაზე უებარი წამალია,უნდა იცინო,აბა რა უნდა ქნა.
- ალი ,-შევუბღვირე ,-წადი იმ ქალთან და იმას ჩაეხუტე.
-წავალ ხო,მაცადე ცოტახანი,-ამოიბურტყუნა.
- მინდა რომ ბედნიერი იყო.
- რა დედაჩემივით მელაპარაკები,-გაეცინა და ხელი გამაშვებინა ,-ჯობია წავიდე.
-ცუდად რა გითხარი.
-არაფერი,კარგია რომ ჩემი ბედნიერება გინდა,მეც ეგ მინდა.
- ხოდა იბრძოლე ბედნიერების მოსაპოვებლად.
-ზუსტად მაგას ვაპირებ.
-წარმატებები.
დივნიდან წამოდგა,გამიღიმა და კარისკენ წავიდა.
- ხვალამდე,მართა,- დამემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
აშკარადა შეყვარებულია,ასეთ ალის პირველად ვხედავ,რაც მას ვიცნობ.დაბნეული,გაფითრებული,ემოციების გამოხატვაც კი დაკარგული აქვს.თითქოს ქალის შეყვარებამ მისი ხასიათის ცვლილება მოახდინა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,მაგრამ არ შევიმჩნიე,თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო.მას პირველად უყვარს და ცდილობს ახალ გრძნობას შეეჩვიოს,როგორც გარეგნუად, ისე შინაგანად.ძალიან მაინტერესებს,როგორ გამოიყურება ქალი,რომელმაც შეძლო და ალის გულში შეაღწია,ალბათ ძალიან ლამაზია,მოხდენილი ქალური ფორმებით,ზღვისფერი თვალებით და გრძელი ტალღოვანი თმით,ადრე სულ ასეთ ქალს აღწერდა ოცნების ქალად და ახლაც ეგრეა ალბათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ძალიან მომწონს და არ გაწყვიტო რა.

 


ოჰჰჰ, შენ გენაცვალე და შენს პატარას ჩემს მაგივრად მოეფერე, მოკითხვა გადაეცი, ასე უთხარი პატარავ შენი დედიკოთი ლიზი ამაყოფსო, შენი ისტორიააა, ძალიან კარგია, გადასარევია, შენს პატარას გაუფრთხილდი და თუ გოგო გეყოლა ლიზი დაარქვი (რა თქმა უნდა ვხუმრობ) წარმატებები საყვარელოოო

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სიყვარული გულს გვტკენს
ოჰჰჰ, შენ გენაცვალე და შენს პატარას ჩემს მაგივრად მოეფერე, მოკითხვა გადაეცი, ასე უთხარი პატარავ შენი დედიკოთი ლიზი ამაყოფსო, შენი ისტორიააა, ძალიან კარგია, გადასარევია, შენს პატარას გაუფრთხილდი და თუ გოგო გეყოლა ლიზი დაარქვი (რა თქმა უნდა ვხუმრობ) წარმატებები საყვარელოოო

რა საყვარელი ხარ,მადლობა. :-* სქესს რომ გავიგებ გეტყვი. :-D გამახარა შენმა კომენტარმა. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.