შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 6


3-04-2019, 21:30
ავტორი katiusha
ნანახია 771

მარტოხელა  დედა. თავი 6

ელენეს სახეზე იმხელა სიხარული იკითხებოდა,როგორიც იმ პატარა ბავშვის სახეზე,უამრავ შოკოლადს რომ მიუტანენ ან საოცნებო სათამაშოს უყიდიან.გვერდიდან ვუყურებდით მას თითოეული ნივთის ან ტანსაცმელის მოზომების შემდეგ და გული ჩვენც სიხარულით გვევსებოდა,რომ ასეთი მცირედით ამხელა ბედნიერება მივანიჭეთ მას.
-მართლა ბავშვია ჯერ კიდევ, -გადმომიჩურჩულა ირმამ
-ასე თუ გავახარებდით ვერ წარმოვიდგენდი,-თქვა კატომ.
-კარგით გოგოებო გვიანია,წავიდეთ, დასვენება უნდათ.-წამოდგა სოფია.
-ელენე,ჩვენ მივდივართ,-გასძახა თაკომ,გოგო წამოდგა და მათკენ წამოვიდა.
-არც კი ვიცი რა გითხრათ,ისე გამახარეთ,ისეთი ბედნიერი ვარ ახლა,-აციმციმებული თვალები მიანათა ელენემ.
-არაფერი,რა უნდა გვითხრა,უბრალოდ ისეთი ელენე იყავი როგორიც აქამდე,როგორიც ამ ამბავამდე,სხვა ყველა დანარჩენს ეშველება.-უპასუხა ირმამ და მოეხვია.
გოგოები რომ წავიდნენ,გიო დავაწვინე და მე და ელენე სალაპარაკოთ ჩამოვჯექით.
-იცი მარიამ დედაჩემაც ასე იცოდა, მოულოდნელად გამახარებდა საჩუქრებით,თუ რამე წამომცდებოდა რომ მინდოდა,არაფერს იტყოდა, ვითომ ვერ გაიგო,მერე კი მოულოდნელად დამახვედრებდა ხოლმე,-სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-მესმის შენი,მეც ძალიან კარგი მშობლები მყავს,დარწმუნებული ვარ შენებიც კარგები არიან,უბრალოდ არსებობს რაღაცეები,რაზეც თვალს ვერ ხუჭავენ,იმიტომ კი არა რომ არ უნდათ?არა,იმიტომ რომ სახელს უფრთხილდებიან და ხალხის აზრს იმაზე წინ აყენებენ,ვიდრე შვილის სურვილები და კარგად ყოფნაა. სწორედ ამიტომ ისინი უფრო მეტად იტანჯებიან,ვიდრე ჩვენ.
-არ ვიცი მარიამ,მართლა ვერ ვუგებ,არ შემიძლია გავუგო,ახლა როცა მეც მალე დედა გავხდები, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ იმას რომ მან რაც არ უნდა დააშავოს,რაც არ უნდა ჩაიდინოს,როგორ შეიძლება მას ხელი ვკრა და ბედის ანაბარა მივატოვო.
-ამით განვსხვავდებით ჩვენ მათგან,ეგ არ დაგავიწყდეს.-გავუღიმე.
-ალბათ,ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას,ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი,მაგრამ თურმე ასეთი ყოფილა ცხოვრება,რასაც არ წარმოიდგენ,სწორედ ის გელოდება.ამ ასაკში დედა თ გავხდებოდი,ეს სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა.
-ხო,ასეა,მაგრამ ის თუ გახსოვს ხვალ რა გელოდება?-გამეღიმა.
-არა,არ მახსოვს…
-ხვალ ეხოსკოპიაზე მივდივართ,ხვალ შენ პატარას პირველად დაინახავ და მის გულისცემას მოისმენ.
-მართლა?არ მახსოვდა.ერთი სული მაქვს დავინახო ჩემი ბარტყი, -ბედნიერმა მოისვა მუცელზე ხელი.
დილით გიო ბაღში დავტოვეთ როგორც ყოველთვის ბუზღუნით,მერე კი საავადმყოფოში წავედით.ერთი საუკეთესო გინეკოლოგი გვყავდა ქალბატონი ნანა და სწორედ მასთან ჩავეწერეთ.ელენე ნერვიულობდა და თითებს იწვალებდა,სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა.მანამდე ანალიზები ჩავაბარეთ და ჩვენი რიგი რომ მოვიდა პასუხებით მივადექით ნანას.
ისედაც ვიცოდი რომ მასში ცვლილებები იქნებოდა და რა თქმა უნდა უარესობისკენ,რაც ნანამაც დაგვიდასტურა.წამლები გამოუწერა და ვიტამინებიც დაუნიშნა. წოლითი რეჟიმიც არ დავიწყებია,სანამ მოღონიერდებოდა მკვეთრ მოძრაობებს და ნერვიულობას უნდა მორიდებოდა.
ეხოსკოპიაზე აპარატი რომ დაადო მოშიშვლებულ მუცელზე,დავინახე როგორ გააჟრჟოლა გოგოს და ეკალმა დაააყარა,მერე კი ოთახში გულისცემა გაისმა,ჯერ სუსტი,შემდეგ უფრო ძლიერი.ელენემ გაბადრულმა შემომხედა და ხელი ჩამკიდა, ძლიერად მომიჭირა ნაზი თითები ხელზე.
-ეს..ეს..-ენა დაება მას.
-ეს შენი შვილის გულისცემაა,ბავშვი ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს,მაგრამ შენ ხარ სუსტად,უნდა მოღონიერდე.ჩემი დანიშნულება ზუსტად შეასრულე და ერთ თვეში გელოდები,შემდეგ ვიზიტზე სქესს გავიგებთ,-უპასუხა ჩემს მაგივრად ნანამ.
საავადმყოფოდან ბედნიერები გამოვედით.ელენე სასწაულად შეცვლილიყო.ბედნიერი მიწას ალბათ ფეხს არ აკარებდა და გადმოცემაც უჭირდა იმ გრძნობის რასაც განიცდიდა.მე ხომ უკვე გამოცდილი მქონდა რა შეგრძნება იყო ეს?
წამლები ვიყიდეთ და ტაქსს ხელი გავუქნიე,სახლში ვბრუნდებოდით,თან ვსაუბრობდით. შუქნიშანზე გავჩერდით,უეცრად გოგოს თვალი მაღაზიებისკენ გაექცა. მის მზერას გავაყოლე თვალი და დავინახე საბავშვო მაღაზიები იყო ჩაყოლებაზე.
-გინდა რაღაცეები ვიყიდოთ ბავშვისთვის?
-კი მინდა,-მომანათა ანთებული თვალები.
-აქ გაგვიჩერეთ,სადმე,-ვთხოვე მძღოლს,თანხა გადავუხადე და გადავედით.
მაღაზიაში შესულებს მაშინვე მოგვეგება კონსულტანტი.გვკითხა ვისთვის გვინდოდა ტანსაცმელი. ელენე დაიბნა.
-მარიამ რომ არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი?
-ჩვენც ისეთი ვიყიდოთ ორივესთვის რომ გამოადგება,-ვიპოვე გამოსავალი და სექციებში შევედით.
ელენე ნელა და დაკვირვებით არჩევდა ყველაფერს,ისე თითქოს ამაში დიდი გამოცდილება ჰქონოდა.
-მარიამ რა საყვარელია,ნახე,-ხელში შეათამაშა პატარა ფაჩუჩები.
-ეს რომ გოგოსია?
-გული მიგრძნობს გოგო იქნება,ჩემი წინათგრძნობა ყოველთვის მართლდება.-ჩაილაპარაკა და მოლარეს მიაწოდა.
პატარასთვის ნივთები ვიყიდეთ, გიოსაც ვუყიდე რამდენიმე მაისური და შარვალი და ხელდამშვენებულები გამოვედით მაღაზიიდან.ელენემ თავი გაიგიჟა და მან გადაიხადა თანხა,ის რაც გიორგიმ დაუტოვა.ახლა მივხვდი რატომაც გამოართვა ის ფული.არ უნდოდა ჩემზე ყოფილიყო მთლიანად დამოკიდებული.
-მარიამ ცოტა გავისეირნოთ,-ფეხით დავუყევით ქუჩას თავისუფლებიდან რუსთაველამდე.მერე უცებ საიდანღაც ცხელი ხაჭაპურის სუნი მოვიდა და ტუჩები საყვარლად გაილოკა.
-მოგვშივდა,ვჭამოთ რაა.-შემომხედა საყვარელი თვალებით.
-შევიდეთ,ყველაფერზე ნებართვას რატომ მთხოვ?შენი სურვილი ჩემთვის კანონია,-გამეცინა.
მაჭახელა ხალხის ნაკლებობას არ უჩიოდა,გაგვიჭირდა ადგილის პოვნა.ბოლოს ერთი ადგილი განთავისუფლდა და მაშინვე დავიკავეთ.სწრაფად გამოჩნდა მიმტანი,წინა კლიენტების დატოვებული წამში აალაგა, გადაწმინდა და მენიუ დაგვიდო წინ,შეკვეთა მან მისცა.რამდენიმე წუთში ისეთუ სუფრა გაიშალა, იტყოდით რომ ორი ადამიანი კი არა მთელი ბატალიონი სადილიბსო.
-არასოდეს მყვარებია აჭარული ხაჭაპური,პირიქით ამ თოხლო კვერცხზე სულ გული მერეოდა,ახლა ისე მომინდა,ალბათ გული წამივიდოდა,რომ არ მეჭამა,-მითხრა სიცილით რამდენიმე ლუკმის შემდეგ.
-ჭამე საყვარელო,ჭამე,შეგერგოს, -ვუპასუხე და ცეზარი გადმოვიღე თეფშზე.
ისე მადიანად შეექცეოდა,მის სახეზე მეცინებოდა,პირველს მეორეც რომ მიაყოლა კმაყოფილი გადაწვა სკამზე და ღრმად ამოისუნთქა.
-მგონი ბევრი მომივიდა,მაგრამ თავი ვერ შევიკავე,-ჩაილაპარაკა დამნაშავესავით.
-ეს ნორმალურია შენს მდგომარეობაში. მეც ასე ვიყავი.
-გამიმართლა რომ შენ მყავხარ გვერდით და ყველაფერს მისრულებ.
-ნამდვილად გაგიმართლა,მე კი სულ მარტო ვიყავი,აქედან შორს,ჩემს საცოდავ მეგობარს,რომელიც თავიდან დავტანჯე ჩემი პრობლემებით,ხშირად ჩემთვის არ ეცალა,მითუმეტეს შუაღამით როცა რაღაც ისე მომინდებოდა,გული ლამის წამსვლოდა,ან რა აზრი ჰქონდა,ქართული კერძები იქ თითქმის არ იშოვებოდა.-ჩემი წარსულის გამო მომეწყინა,რაც აშკარად შემეტყო.
-ამ დროს კი შენს გვერდით ჩემი ძმა უნდა ყოფილიყო..-ჩაილაპარაკა,
-მართალი ხარ არ იყო.
-რატომ დაუმალე?შეგეძლო გეთქვა,მაინც ვერ ვხვდები ამას.
-იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.
-რატომ მარიამ?რატომ მაქვს იმის შეგრძნება რომ რაღაცას მიმალავ.
-ისევე როგორც შენ.ხომ ასეა?-აი სწორედ ის შემთხვევა იყო ახლა,როცა შემეძლო მეკითხა რა იგულისხმა რაც იმ შეხვედრაზე გიორგის უთხრა.
-ისეთი არაფერია,-დაიბნა გოგო.
-ელენე გთხოვ მითხარი..
-ჩემს რძალს ჩემთვის არაფერი დაუშავებია,უფრო სწორად თავიდან, ზედმეტად კარგადაც კი მექცეოდა,რაც კი მომწონდა,მაგრამ ბავშვური გონებით მაინც ვხვდებოდი,რომ ეს გულსწრფელი არ იყო.ამბობდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ და სიყვარულით დაქორწინდნენ.ჩემს მიერ დასმულ ბავშვურ კითხვაზე თუ სად წავიდა მარიამი და რატომ იყო აქ ნათია როგორც გიორგის ცოლი,პასუხი არავინ გამცა,ჩემებმაც კი აკრძალეს შენი ხსენება.ამბობდნენ რომ საოცნებო რძალი შემოუვიდათ ოჯახში,ჩემი ძმაც ამტკიცებდა რომ უყვარდა,მაგრამ მისთვის არასოდეს შეუხედავს ისეთი თვალით და მათი მზერა არასოდეს ყოფილა ისეთი,როგორიც თქვენი,მითუმეტეს ის დღესაც კი ასე გიყურებს,იმ დღეს გიორგის თვალებში მე იმედის სხივი დავინახე,რომელიც შენი დანახვისას ჩაუდგა თვალებში..
-მოგეჩვენა ალბათ.თან ეს უკვე წარსულია,-გავაწყვეტინე.
-არა,არ მომჩვენებია.ნუ გგონიათ რომ პატარა ვარ ისევ რა რაღაცეებს ვერ ვიგებ ან ვერ ვანსხვავებ ყალბს ნამდვილისგან.
-შენი მონაყოლი ჩემს კითხვას ისევ უპასუხოდ ტოვებს.
-ხო სად გავჩერდი..თავიდან მართლა ყველაფერი კარგად იყო,მერე კი მათაც დაეწყოთ პრობლემები. მოუხშირეს კამათს და ამას ჩვენთანაც არ ერიდებოდნენ.ბავშვი იყო პრობლემა.გიორგის ბავშვი უნდოდა, ქალბატონი ამბობდა ჯერ ახალგაზრდები ვართ,რა გვეჩქარება კარიერა უნდა ავაწყოო,თანაც გავსუქდები და ფორმაში ვეღარ ჩავდგებიო.მერე ამ ჩხუბში ერთხელ წამოაძახეს ერთმანეთს ის ფული არ მომეცა,ვნახავდი როგორ იჭიკჭიკებდიო.
-არ მინდა დავიჯერო რომ შენმა ძმამ სიყვარული ფულზე გაყიდა.
-არც მე,მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობ მით უფრო ვრწმუნდები ამაში,
-ექნება ამის მიზეზი,არა მგონია ეგ სიმართლე იყოს…-მაინც გავამართლე.
-ისე რომ გაიგოს გიორგი მისი შვილია,ნეტავ რას იზავს?
-აქამდე ხო დავუმალე,ახლა აღარ მინდა ვუთხრა.არც ის მინდა რომ მათ შორის ჩავდგე,რაც არ უნდა იყოს დღემდე ერთად არიან და არ მინდა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გავხდე..
-მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს,მე გთხოვ პატიებას.
-არა ელე,შენ არაფერ შუაში ხარ,ეს ჩვენი პირადი საქმეა და იმის გამო,რომ ჩემთან ხარ არ ჩათვალო თავი ვალდებულად.
უეცრად გოგოა მზერა შემოსასვლელ კარზე გაუშეშდა და დაიძაბა.
-რა მოხდა?-ვკითხე.
-ბიძაჩემია ოჯახთან ერთად,ახლა რომ დაგვინახოს შენც გიცნობს და შეიძლება დიდი ამბავი ატეხოს,-შეშინებულმა მენიუ აიფარა სახეზე.
-ელე,მოიცადე,ასე ნუ იქცევი,ოდნავ ჩამოვაწევინე მენიუ.-ახლა ადგები და მშვიდად გახვალ უკანა კარიდან,მე ანგარიშს გავასწორებ და გარეთ შეგხვდები.
ამ ეტაპზე მისი სიმშვიდისთვის ისევ ასე სჯობდა.ამიტომ მეც ანგარიში გავასწორე და შეუმჩნევლად გავედი იქიდან.შეშინებული ელენე გარეთ მელოდა.ტაქსი გავაჩერეთ და გიოა გამოსაყვანად წავედით ბაღში..
*******
ჩემი გოგოები როგორც მე ვუწოდებდი ყურადღებას არც ელენეს აკლებდნენ და არც მე და გიოს. მართალია ამ ამბავთან მწყრალად იყო ირმა,მაგრამ არ უგრძნობინებია ელენესთვის რომ მის ძმაზე გაბრაზებული კი არა გაცოფებული იყო.ალბათ მე უფრო ვაპატიებდი მას,ვიდრე ის.
იმ საღამოსაც გვესტუმრნენ,რადგან იცოდნენ ექიმთან ვიყავოთ და ელენეს ამბავი აინტერესებდათ.როგორც ყოველთვიდ ამჯერადაც დატვირთულები მოგვადგნენ სახლში საკვები პროდუქტებით და გიოსთვის სათამაშოებით.
-ახლა მართლა გავბრაზდები,თქვენს ქვეოქმედებას ბოლო არ უჩანს,ასე მგონია უმწეო მოხუცი ვარ,-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-შენ ვინ გეკითხება?სამი ბავშვი გყავს სახლში,ხომ არ გავიწყდება,-მიპასუხა ასეთივე სიბრაზით კატომ.
-მაგრამ მე შემიძლია სამივე უზრუნველყო.
-გაჩერდი მარიამ,სანამ რამე გაწყენინეთ,
-თაკო შენც ამ აზრზე ხარ?
-აბა რა გგონნია?გგონია ადვილია ეს ყველაფერი?გგონია დიდხანს გაუძლებ?გგონია ის ფული სესხად რომ აიღე ბანკიდან დიდხანს გეყოფა?
-ეგ საიდან იცით?
-ახლა ამას მართლა ვეჩხუბები და არ გამაჩეროთ,-აიფოფრა ირმა.
-გამიგეთ გოგოებო,მეც მაქვს თავმოყვარეობა და სირცხვილის გრძნობა,-დავთმე და წინასწარ მომზადებულ ჭიქებში უკვე მოზადებული ყავა ჩამოვასხი.
-ამას შენთვის არ ვაკეთებთ,ამას ელენეს,გიოს და იმ მომავალი ბავშვისთვის ვაკეთებთ.-მიპასუხა აქამდე ჩუმად მყოფმა სოფიამ.
-აბა რაო ექიმმა?როგორ მიდის ორსულობა?
-ბავშვი კარგადაა კატო,სამაგიეროდ ელენეა სუსტად,ანალიზებში ცვლილებები აქვს,ექიმმა კარგი კვება,ვიტამინები,სუფთა ჰაერი და დასვენება ურჩია.
-აი ხედავ,შენ კიდევ იძახი რომ ეს ყველაფერი არ გჭირდება.-სალაპარაკო მიეცა ირმას.
-ისე იცი რა მაინტერესებს ელენეს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო,ასე მოიქცეოდი?-მკითხა თაკომ,-ასე დაარღვევდი კანონს და სახლში წამოიყვანდი,ასე მოიპოვებდი მის მეურვეობას თითქმის კანონის დარღვევით და ყალბ ცნობას წარადგენდი სკოლაში?
-ჯერ ერთი სულ პატარა დანაშაული ჩავიდინე,მერე რა თუ ვიცრუე,რომ მამაჩემის უკანონო შვილი იყო და დედა გარდაეცვალა,მეორეც ჯანმრთელობის ცნობაში ოდნავ დავამძიმე მისი მდგომარეობა,თანაც ხომ ნამდვილად ცუდადაა?
-გაგიჟდი შენ?ამას ასე მშვიდად ამბობ?მისმა ოჯახმა რომ გიჩივლოს,იცი რომ დაგიჭერენ ან პირობითს მაინც მოგცემენ,-თვალები დაქაჩა ირმამ.
-მერე რისთვის მყავს იურისტი მეგობარი ან შენი ქმარი რას მიკეთებს პოლიციაში?-გამეცინა
-სულელი ხარ,სულ არ ფიქრობ არაფერზე.
-ვფიქრობ,როგორ არ ვფიქრო სოფია, თანაც მალე ელენე ჩვიდმეტი წლის ხდება,როგორც ვიცი ჩვენი კანონი თექვსმეტი წლისას უკვე სრულწლოვანად ცნობს ადამიანს.
-ოპაა,კარგად წაგიკითხავს ეგ ყველაფერი,-ტაში შემოჰკრა თაკომ.
-გეკითხები სხვასაც ასე მოექცეოდი თქო,ნუ გადაგაქვს საუბარი.
-არა,ირმა,გპასუხობ რომ არა,მართალია მასაც რაღაცა დოზით დავეხმარებოდი,მაგრამ სახლში არ წამოვიყვანდი.არც ასეთი სულელი ვარ.
-რადგან ამას მაინც ხვდები,კარგია.
-აქ რატომ მოხვედით?ისევ უნდა მეჩხუბოთ და გამკიცხოთ თუ..
-უკვე იცი რატომაც,ბავშვებთან,- გაეცინა სოფიას.რადგან დაინახა ელენე და გიო ისე თამაშობდნენ, როგორც მათი შვილები და სულ არ იგრძნობოდა ასაკობრივი სხვაობა.
-იცით ახლა რა მომაფიქრდა?რადგან ელენეს დავსვენება და სუფთა ჰაერი უნდა,ერთი ორი დღით წყნეთში ხომ არ ავიდეთ?ბავშვებსაც წავიყვანთ და გავერთობით.
-კატო,მართლა მაგარია იდეაა,მოკლედ მოემზადეთ,პარასკევს მივდივართ,-ბეჭედი დაარტყა სოფიამ და წასასვლელად მოემზადნენ.
-ერთი პირობით,თუ თქვენი ქმრები ელენეს არაფერს აგრძნობინებენ.
-აბა უყურე ეხლა ამას.ეცი ეხლა პატივი,-გაეცინა ირმას.-ვიტყვით რომ ელენე შენი ნათესავია და მორჩა,ზედმეტ კითხვებს თავს ავარიდებთ,სასწავლებლად ჩამოვიდა სოფლიდან.
-ყოჩაღ,მოგიფიქრებია ყველაფერი.
-მოკლედ ახლა წავალთ და შენ ელენეს დაელაპარაკე,მოამზადე და პარასკევს საღამლა გავალთ.-გამაფრთხილა კატომ.
ელენეს მიყოლებით დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
-ძალიან საყვარლები არიან,-მითხრა გაბადრული სახით,როცა უკან შემოვბრუნდი.
-გეთანხმები ამაში,სხვათაშორის ამ შაბათ-კვირას კატოს აგარაკზე გავატარებთ,აბა მზად ხარ?
-მეც უნდა წამოვიდე?
-რა თქმა უნდა,შენს გამო მივდივართ იქ და კიდევ პატარების გამო,მართალია,ჯერ ისევ ცივა,მაგრამ გაზაფხულია და ბუნება უკვე იღვიძებს, მზე ძალას იკრებს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედს გვაძლევს.
-ჩემი იმედი კი შენ ხარ მარიამ.-გამიღიმა გოგომ.-წავალ დავწვები კარგი?ცოტა დავიღალე და წელიც მტკივა.
-წამლები დალიე,არ დაგავიწყდეს.- გავაფრთხულე და ძილი ნებისა ვუსურვე,მეც გიოსთან ერთად დასაძინებლად წავედი..

პარასკევი უცებ მოვიდა,წინაღამეს ჩავლაგდით,რომ სამსახურიდან გამოსულს დრო არ დაგვეკარგა და პირდაპირ წავსულიყავით. დათქმულ დროს გაისმა ქვემოდან მანქანის გაბმული სიგნალი და მივხვდი რომ თაკომ მოგვაკითხა,დანარჩენებთან ჩვენ ვერ ჩავეტეოდით.
ყველაზე გვიან მივედით,მამაკაცები არ დაგვხვდენ.ბავშვები ეზოში თამაშობდნენ,გიო მაშინვე მათკრნ გაიქცა.
-ფრთხილად დეე,ბევრი არ ირბინო.არ გაიოფლო,-მივაძახე და გოგოებს მივუახლოვდით.დაბინავების შემდეგ მათი ქმრები მოვიკითხე
-უძღები შვილი ოჯახს უბრუნდება,-გაეცინა ირმას.
-ვერ მიგიხვდი..-დავიბენი.
-შოთიკო ბრუნდება,-ამიხსნა კატომ.-ჩემი ქმარი მის დასახვედრად წავიდა აეროპორტში,აჩი და ზურა საჭმელების მოსატანად,ვაჟბატონმა განაცხადა ქართული კერძები მომენატრა და რაც შეიძლება ბევრი რამე დამახვედრეთო.
-ვაა,რა მაგარია,ძალიან გამიხარდა. სულ ბრუნდება?
-კი,აღარ მიდის.ალბათ უკვე ჩამოფრინდა,მალე მოვლენ.მოდი მომეხმარე სუფრის გაშლაში,-მითხრა კატომ და თეფშები მომაჩეჩა.მერე კი ელენეს მიუბრუნდა.
-ელე,საყვარელო,შენ თუ გინდა ზემოთ ადი,დაისვენე,დაგიძახებთ მერე.
-არ დავღლილვარ კატო,უბრალოდ გარეთ გავალ ეზოში,საქანელა დავინახე,ცოტა ხანს ბავშვობას გავიხსენებ.
-მიდი საყვარელო,მიდი,თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში…
ელენე ქვემოთ ჩავიდა,ვუყურებდი და თან სუფრას ვშლიდი.გოგოები ვსაუბრობდით და ძველ ამბებს ვიხსენებდით..მალე ეზოდან ჯერ მანქანების ხმაური მოისმა,მერე კი ხმაურით გამოჩნდნენ მამაკაცები, ზოგი პარკებით დატვირთული,შოთა და ლაშა კი ხელიხელ გადახვეულები.მათ პირდაპირ ელენე იჯდა,ოღონდ ისე იყო გოგონა ჩაფიქრებული,ვგონებ საერთოდ არაფერი გაუგია.
-ძმობას გაფიცებთ,გამოტყდით, რომელმა იმაიმუნეთ ღრმა ბავშვობაში და ეს გოგო რომლის შვილია?-გაიხუმრა შოთამ და მაშინვე სიცილი ატეხა.
-რომელი გოგო?-დაიბნა ლაშა.
-აი ის,-მიუთითა თითით საქანელაზე მჯდარ გოგოზე.
-აჰ,ეს,-თითქოს შვებით ამოისუნთქეს ბიჭებმა.
-ეს ელენეა,მარიამის ნათესავი, გოგოებმა ასე აგვიხსნეს,-გაარკვია აჩიმ.
-ზედმეტების გარეშე იცოდე,-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ლაშამ ძმას,-არ მიეკარო,არ გაბედო.
-რა გჭირს ძმაო,როდის იყო მე ასეთები მომწონდა,პედოფილი კი არ ვარ?-გადაუჩურჩულა,მაგრამ ნათლად დავინახე როგორ გააპარა მაინც თვალი მისკენ,სანამ ჩვენთან ამოვიდოდნენ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

სულ უფრო და უფრო ვკარგავ გიორგიზე წარმოდგენას, ანუ გამოდის მარიამი არ ყვარებია და ფულის გამო მიატოვა ისე რომ არც დაფიქრებულა, არ ვიცი ამის მერე რა უნდა გააკეთოს რომ გული ამ პერსონაჟისკენ მომიბრუნდეს, მარიამმა უკვე ზედმეტები აიღო საკუთარ თავზე და იმედია მერე უკა ცუდად არ მოუბრუნდებაა.

 


№2 სტუმარი nini

როგორ ველოდი .ყოველდღე დადე ახალი თავიიი ????

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
სულ უფრო და უფრო ვკარგავ გიორგიზე წარმოდგენას, ანუ გამოდის მარიამი არ ყვარებია და ფულის გამო მიატოვა ისე რომ არც დაფიქრებულა, არ ვიცი ამის მერე რა უნდა გააკეთოს რომ გული ამ პერსონაჟისკენ მომიბრუნდეს, მარიამმა უკვე ზედმეტები აიღო საკუთარ თავზე და იმედია მერე უკა ცუდად არ მოუბრუნდებაა.

მართალია,მარიამმა მართლა ბევრი აიღო საკუთარ თავზე,მაგრამ მოდი მოვლენებს გავასწრებ და ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება :)

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

შემდეგს როდის დადებ

 


№5  offline წევრი Rania

Rogor gelodebodiiii. Mariamis ketilshibulebas bolo aruchanss. Saocrad gulisxmieri. Imedia giorgis aqvs gasamartlebeli mizezi. Mteli ojaxia smashi chatreuli chanss. Fuuuu aset kacobass. Male dade ra gtxovvv
--------------------
Q.qimucadze

 


№6 სტუმარი სტუმარი Masho

Istoria dzalian momswons magdam gtxov ese gvian nu deb tanac wina tavshi xval davdebo dawere da kargi xani ardagidia (!

 


№7  offline წევრი მაია❤

დღეს გიპოვე ❤ ძალიან ,ძალიან მომეწონა ეს ისტორია❤ წავედი ეხლა სხვა შენი ისტოეიებიც წავიკითხო❤❤❤❤

 


№8  offline წევრი katiusha

სტუმარი Masho
Istoria dzalian momswons magdam gtxov ese gvian nu deb tanac wina tavshi xval davdebo dawere da kargi xani ardagidia (!

მთლად ჩემი ბრალი არაა,ისტორია დილით ავტვირთე და ჯერაც არ გამოქვეყნებულა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent