შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს რომანტიკა უყვარს (1)


4-04-2019, 16:50
ნანახია 481

გაზაფხულს რომანტიკა უყვარს (1)

ვუყურებდით მთვარეს და ვფიქრობდით, კიდევ რამდენი ხანი უნდა გაწელილიყო დრო იმდენად, რომ ვარსკვლავები არასოდეს მოსწყვეტოდა ცის კამარას და მთვარის ლურჯი სინათლის ქვეშ ერთმანეთის სახეები საუდამოდ ასე მკრთალად, თუმცა სიყვარულითა და სითბოთი დაგვენახა. თუმცა, ერთმანეთს ისედაც ვგრძნობდით, ყოველგვარი შეხებისა და შეხედვის გარეშე, მზერაც არსად გაგვრბოდა, მხოლოდ ცაზე ამობრწყინებული ერთ პატარა წერტილს მივშტერებოდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ აღარასოდეს განმეორდებოდა ეს მომენტი, შეუძლებელი იყო, ამაზე მეტად ოდესმე თავი დაცულად გვეგრძნო.
*************************
გაზაფხული დაიწყო. როგორც წესი, ამ სეზონისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნდა და ყოველთვის ყველაზე დადებითად ვეგებებოდი. ამჯერად, არც კვირტებმა დააყოვნეს და მთელი ქალაქი სურნელოვანი ყვავილებით აივსო, ხეებმაც დაიტიეს ვარდისფერი და ქათქათა თეთრი სილამაზე.
მთელი დილა ფანჯარაში გადაყუდებული, ვერც კი ვგრძნობდი, დრო როგორ გადიოდა, ამიტომ როგორც წესი, დედაჩემი დაჩემი ძმა მაჩქარედნენ ხოლმე სკოლაში. მიჭირდა კონცენტრირება საგაკვეთილო პროცესზე,როცა გარეთ ამდენი ტყემლის, ატმის, ალუბლის ხე ყვაოდა წითლად, ვარდსფრად, თეთრად, მსხვილი კვირტებით, წვრილი და ნაზი ყლორტებით, თხელი, მარყვისფერი ფურცლებით, ძირს დაცვენილი ყვავილები და ჰაერში დატრალებული საოცარი, არომატული სუნი, თითქოს გინდოდა, თან გეტარებინა და როდესაც გარეთ გავდიოდი, სიმშვიდე და კომფორტის განცდა მაქსიმალურად მეუფლებოდა.
დილით, როდესაც მაღვიძარამ არ დარეკა (იგულისხმება-დარეკა, მაგრამ მე ამ დროს ორივე ყური ბალიშზე მედო და ჩემ გარდა ყველა გააღვიძა მაღვიძარამ), დედას ამაღლებულმა ხმამ შედეგი გამოიღო და მუქარამ მეტი სტიმული მისცა ჩემს დროზე ჩაცმას.
-ნუ ზოზინებ.-გამიმეორა თორნიკემ და ჯინსის ქურთუკი საკუთარი ხელით მომაცვა მხრებზე.
-გისწავლია ჯელტმენობა-წარბები ავათამაშე.
-მარტო იმიტომ დაგეხმარე, რომ სამსახურში არ დამაგვიანო-მოკლედ მომიჭრა ა ირონიული ღიმილით ჩამიკრა თვალი. შევუბღვირე და მასზე წინ გავიჭერი, რომ მანქანამდე მიმესწრო.
-ჭკვიანად-მოვაძახა დედამ, თუმცა ვიღას ესმოდა მისი ხმა, უკან სერიოზული მზერითა და უზარმაზარი ნაბიჯებით მომყვებოდა ჩემი საკუთარ თავზე ღრმად შეყვარებული ძმა (აბა, სირბილს ხომ არ იკადრებდა ბატონი?).
-ჩაჯექი-გახსნა მანქანა და თავადაც ჩაჯდა.
როგორც წესი, უხმოდ მივყავდი სკოლამდე ან გზაში თაის მეგობრებს ელაპარაკებოდა ტელეფონით, თUმცა არსებობდა გამონაკლისებიც, როცა ჩემთან საუბარი ისეთივე სეროზული საჭიროების მქონე ხდებოდა, როგორც სხვა მატერიალური რამეები.
-რაღაც უნდა დაგაბარო და არ დაგავიწყდეს.-წამოიწყო აუბარი და ყურადღებით შევხედე.-ოღონდ ასე ნუ მიყურებ, სამკვდრო-სასიცოცხლოს არაფერს გაბარებ.
-კარგი-თვალები გადავატრიალე.
-დღეს ჩემი მეგობრები უნდა ამოვიდნენ ჩვენთან და სახლიდან თუ არ გააგდებ კარგს იზამ.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე უდარდელი სახით.
-ჰო და უთხარი, დამელოდონ სანამ მოვალ.
სკოლასთან ჩამომსვა და როგორც ყოველთის, გამაფრთხილა, რამე არ მოიწიოო.
************************
-არ ვაპირებ არსად წამოსვლას-კიდევ ერთხელ გავუმეორე მეგის და თვალები დავუბრიალე. ეს ხერხი მეგისთან არ ჭრიდა, თUმცა მაინც ვცადე.
-ისე იქცევი, როგორც მარტოხელა ბებერი ქალი.
-ბებერ ქალებს შეურაცხყოფას ნუ აყენებ-გავაფრთხილე მშვიდად.
-ჰო, უკეთესი იქნება, თუ მკვდარ ადამიანს შეგადარებდი.
-არ მიყვარს ხმაურიან კონცერტებზე სიარული და ვერ ვხვდები, რატომ უნდა წამოვიდე...
-იმიტომ, რო გაერთო და ცოტა ხნით მოეშვა, აღარც ასეთი მუდო სახე გექნება, არც რამეს მოიწევ, როგორც ყოველთვის გემართება..
უხმოდ მივაჩერდი თვალებში. საუკეთესო ვარიანტი სულაც არ იყო ცოცხალ კონნცერტზე შუაღამისას წასვლა, მაგრამ მეგის ძალიან უნდოდა, იმის შემდეგ, რაც გაიგო, რომ თავისი საყვარელი როკჯგუფი ამ კონცერტზე მღეროდა.
-ჯანდაბას-ამოვთქვი და გზა გავაგრძელე.
-რა ჯანდაბას?-ხმაში სიხარულის ნაპერწკალი დაეტყო და რომ შევხედე, თვალებიც აუციმციმდა.-შენს ენაზე ეგ "კის" ნიშნავს ხომ?
თავი დავუქნიე. გახარებული ახტა და წინიდან რომ ვერ შეძლო, გვერდიდან გადამეხვია(ცოტა უხერხული კი იყო, მაგრამ მისთვის მაინც არაუშავდა).
-იმედია, სახლში მისვლამდე დაწყნარდები და გზაშI მანქანა არ გაგიტანს ასე გახარებულს და აჟიტირებულს-გავაფრთხილე და კორპუსში ავირბინე კიბეზე.
ჩანთაშI გასაღებს ვეძებდი თავდახრილი, ამიტომ ვერ შევამჩნიე ბოლო სართულზე ასვლისას, რომ ჩემს სახლთან ვიღაც უცხო იდგა.
თავი ნელ-ნელა ავწიე, თUმცა მისი დანახვისას მაინც შევკრთი, რამაც მისი ჩაღიმება გამოიწვია და მერე-ჩემი გაღიზიანება.
-რა გაცინებს?-უხეშად მივუგე და გასაღები ამოვაძვრინე მხარზე გადაკიდული ჩანთიდან.
-დამშვიდდი,-ხმაში ირონიულობა დაეტო, ტუჩებზე კი-ცინიკური ღიმილისმაგვარი რამ.
-შენ ვინ ხარ?-პირდაპირ ვკითხე და თვალებშI ისე მივაჩერდი, როგორც თვითონ მიყურებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
-ქურდი ნამდვილად არ ვარ.-ხელები გადააჯვარედინა და წარბი ასწია.
პასუხის გაცემის ნაცვლად კარი გავაღე და მივუთითე შესულიყო.
-თუ ჩემი ძმის მეგობარი ხარ, დაელოდე, მაგრამ თუ ქურდი ხარ, მაინც დაელოდე, მალე მოვა.-გავაფრთხილე, როცა მისაღებში მდგარ ჩემს საყვარელ სავარძელში კომფორტულად ჩაჯდა და ტელეფონზე გადაერთო.
-ძალიან კარგი-გამოკვეთილი ბგერებით მიპასუხა და თავი ისევ ტელეფონში ჩარგო.
თვალები ავატრიალე და ჩემს ოთახში შევედი გამოსაცვლელად. სპორტულები ჩავიცვი და მაგიდაზე წიგნები ამოვალაგე, რომ მემეცადინა, თუმცა კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა და მობეზრებული გავედი.
კარი ჭუჭრუტანაში გავიხედე.
-მაღალი, ქერა ბიჭი, უცნაური დგომის მანერა რომ აქვს,თქვენი ძმაკაცია თუ ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი სურს ვიღაცას?-გამოვხედე ბიჭს.
ჩაეღიმა და მე მომაპყრო ყურადღება:
-ჩვენი ძმაკაცია, მაგრამ თუ შენ გინდა, ჭეშმარიტ ღმერთზეც გესაუბრება.
და აი, ისევ ირონიული ბგერები მის ხმაში. შევუბღვირე, თუმცა უკვე ვეღარ ხედავდა, რადგან მზერა სხვა ამეზე გადაეტანა.
კარი გავაღე და ქერას ვანიშნე, შემოსულიყო.
-შენ ლიზა, არა?
-კი, ლიზა ვარ-გამოვეპასუხე.
-მე-საბა.
თავი დავუქნიე და ვანიშნე მისაღებში დამჯდარიყო.
-კიდევ მოდის ვინმე?-ვკითხე საბას, რადგან იმ მუდოსთან შედარებით, მეტად ცოცხალი ჩანდა.
-არამგონია. თუ მოვლენ, თორნიკესთან ერთად.
-გასაგებია, ყავას ან ჩაის ხომ არ დალევთ?-აშკარად ორივეს ვკითხე, ამიტომ მეორემაც გამომხედა შავი, გამჭოლი თვალებით.
-მე ყავას.-მიპასუხა საბამ ღიმილით.
-მეც ყავას-გამომეპასუხა ისიც, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
-კარგი, ნალექიანი თუ უნალექო?
-ორივე უნალექო იყოს.-ორივეს მაგივრად საბამ მიპასუხა.
-შაქარი რამდენი?
-ორი.
-უშაქრო.-მისი ხმაც გავიგე და ჩამეცინა. ზუსტად ვიცოდი, რომ უშაქროს დალევდა.
ჩემი ჩაცინება რომ შეამჩნია არაფერი უთქვამს, თუმცა წარბი აზიდა.
-რძიანი თუ რძის გარეშე?
-ღმერთო...-ამოიბუტბუტა შაგვრემანმა და კვლავ ტელეფონში ჩარგო თავი თავისი უიმედო სახიანად.
-რძის გარეშე-სიცილით მომიგო საბამ და მერე დაამატა-მგონი ყავას მეტი არაფერი უნდა, ხო?
ჩამეღიმა და თავი გავაქნიე. ყავისთვის წყალი დავადგი სამზარეულოში და იქვე ჩამოვჯექი. ფანჯრის რაფას დავეყრდენი და ჰორიზონტზე ჩამავალ მზის სხივებს გავხედე. წითელმა სინათლემ თვალი მომჭრა, მონუსხული ვუყურებდი, სანამ იდილია და მშვიდი მომენტი ჩემ უკან მდგარმა მმუდომ არ დამირღვია.
-მგონი წყალი ადუღდა.
სწრაფად შევტრიალდი დაბნეული და მერე მივხვდი, რომ ვერც კი გავიგე, როორ შემოსულა ოთახში. ადუღებული წყალი გამჭირვალე შუშის ჭიქებში დავასხი ყავას და მოვურიე. მერე, ჩემ წინ მდგარს ავხედე და დავინახე, როგორ იღებდა სიგარეტს.
ჩემი მზზერა რომ იგრძო, ამომხედა და უემოციოდ მიპასუხა:
-მოსაწევად გამოვედი აქ.
მხრები ავიჩეჩე და ყავის ფინჯანი მივაწოდე. მანაც გამოიწვდინა ხელი გამოსართმევად და ვიგრძენი, ხელები ჩემზე ცივი ჰქონდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერავის ვიპოვიდი ამ ქალაქში, ვისაც ჩემზე ცივი ხელები ექნებოდა. შემკრთალმა ავხედე და დავინახე, რომ ისიც მომშტერებოდა. სასწრაფოდ სხვა მხარეს გავიხედე და ოთახიდან უფრო დაბნეული გავედი, ვიდრე შემოვედი.
ცოტა ხანში, ჩემი ძმაც დაბრუნდა და ბიჭებს მიესალმა.
-ლიზა...-დამიძახა და მომიწია, კიდევ ერთხელ დამეტოვებინა ჩემი მაგიდა და ოთახიდან გავსულიყავი. იმედი მქონდა, სახეზე შემატყობდნენ წინ და უკან სიარულით გამოწვეულ დაღლილობასა და უკმაყოფილებას.
-აქ ვარ-თავი გავყავი კარიდან და მხარე მივაყრდენი კარის ჩარჩოს.-რა იყო?
-ლუდი ამოგვიტანე რა.
-კიდევ რა გინდა.-წარბები ავზიდე და შებრუნება დავაპირე, მაგრამ იცოდა, როგორ უნდა დავეყოლიებინა და შემდეგი ფრაზაც დააყოლა:
-შოკოლადიც იყიდე.
ოთახის ზღურბლზე შევჩერდი და მოვტრიალდი. რამდენიმე წამით ვუყურბდი თვალებში და ფიქრის იმიტაციას ვაკეთებდი, თუმცა მისი სიტყვების გაგონებისთანავე ვიცოდი, რომ დავთანხმდებოდი.
-კარგი.-მოკლედ ვუპასუხე და მისი ხელიდან გამოწვდილი ფული გამოვაცურე.
-მარტოს უშვებ?-გავიგე მისაღებიდან ხმა, თუმცა, ვერ გავარჩიე,რომლის იყო და ცოტა ხნით შევყოვნდი დერეფანში.
-ახლოს არის მაღაზია, მალე დაბრუნდება-დაამჩვიდა ჩემმა ძმამ სტუმრები და მეც სკეპტიკურად განწყობილმა გამოვიხურე კარი.
დედა, ალბათ, მორიგეობაზე რჩებოდა, რადგან მანამდე არ დაბრუნდა. გზაში სეირნობით მივდიოდი და ჩემთვის ვღიღინებდი საყვარელ სიმღერას. მერე, ფეხს ავუჩქარე და ცოტა წავიბალერინე. ჩემს თავზე გამეცინა.
მაღაზიაში სითბო რომ ვიგრძენი, ამოვისუნთქე და პროდუქტებით სავსე დახლებს მივუახლოვდი. სანამ თორნიკეს დაბარებულ ლუდს ვნახავდი, ჩემთვის ტკბილეული ავიღე.
ლუდის სექციაში ვიდექი და თვალით ვეძებდი იმას, რომელიც დამაბარეს.
-დიდხანს უნდა იდგე და უყურო?-მომესმა გვერდიდან ნაცნობი ხმა და შეშინებული შევხტი. რომ გავიხედე, გვერდით ის შავგვრემანი მედგა, სახლში რომ დავტოვე. წარბშეჭმუხნული მივაჩერდი, უკვე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ გავგიჟდი.
-მეღადავებით\?-ამოვთქვი ხმაჩავარდნილმა.
ბიჭმა საყვარლად ჩაიცინა,თUმცა ის, რაც მე მისი ჩაცინების დროს გავიფიქრე, საერთოდ არმომეწონა.
წინ წაიწია და მაცივრიდან ლუდი აიღო:
-აი,ეს არის. წავედით?
ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, რადგან ისევ გაშტერებული ვიდექი და ვერ გამეგო რა ხდებოდა. წინ მიმავალს უკან მივყევი და ლუდთან ერთად დავალაგე ტკბილული მოლარეს დახლზე.
მაღაზიიდან გამოსულებმა (როცა ორივე პარკი მას ეჭირა და მე რატომღაც იმაზე მძიმედ ვგრძნობდი თავს ვიდრე მაღაზიაში შესვლამდე), კიდევ ერთხელ გავუმეორე კითხვა:
-აქ რას აკეთებ?
-მარტოს ვერ გამოგიშვებდით.-სერიოზული სახით მიპასუხა, იე, რომ ზედაც არ შემოუხედავს.
-რატომ ვითომ?!-სკეპტიკურად მივაჩერდი სახეზე და იძულებული გახდა, ჩემთვის შემოეხედა.
- იმიტომ, რომ შენმა ძმამ იცოდა, რამდენ ტკბილეულს იყიდდი და ჩამოვედი, რომ ატანაში დაგხმარებოდი.
შევუბღვირე და ძIრს დავიხედე.
-ჯობდა, გეპასუხა, იმიტომ, რომ გვიანიაო.
-მართლა?-შემომხედა და გაეცინა.-გცოდნია.
სახლამდე ჩუმად მივდიოდით. ლიფტში შესულები ერთმანეთის წინ ვიდექით და თვალს ვარიდებდი, თUმცა, საშუალება არ მეძლეოდა, რომ მისთვის არ მეყურებინა. გამოკვეთილმა ყვრიმალებმა პირველ რიგში დაიმსახურა ჩემი ყურადღება და სიმპათია, შემდეგ ჯერი კი ტუჩებზე მიდგა. უცნაურია, სრულყოფილი ტუჩები ჰქონდა ჩემთვი, ალბათ, სხვა ნებისმიერი გოგოსთვისაც. წარბები კი წამწამებივით მუქი, გრძელი და ლამაზი.
"ღმერთო"-გავიფიქრე და ზურგით მივეყრდენი კაბინას.
უეცრად, ლიფტი გაჩერდა და სინათლე თავისით ჩაქვრა.
-რა მოხდა?-თითქმის ყვირილით ვიკითხე და შეშინებულმა ავიფარე პირზე ხელი. ალბათ, მიხვდა კიდეც, რომ ლიფტში არასდროს გავჭედილვარ, ამიტომ, სიბნელეში ჩემი ხელი იპოვა და ჩამკიდა.
-მშვიდად-გამაფრთხილა.-არაფერი მომხდარა, მალე ამუშავდება.
შემდეგ, ტელეფონის ფანარი ჩართო და სახეზე მომანათა.
-დავბრმავდი-ამოვიწუწუნე.-ჯობია, სადმე დავრეკოთ. ჩემს ძმას დავურეკავ.
-მიდი.
ხელი გავუშვი და ნომერი ავკრიფე.
სინათლე ძირს დაეშვა, თუმცა ვიცოდი, რომ ისევ მე მიყურებდა.
-თოკო-ამოვისუნთქე, როცა ყურმილი აიღო-ლიფტშI გავიჭედეთ, მგონი მესამე და მეოთხე სართულებს შორის.
-კარგი, დამშვიდდი, ბევრი არ იმოძრაო, გამოგიყვანთ ახლავე.
ტელეფონი რომ გათიშა, სუნთქვა შემეკვრა.
-არ იმოძრაოთო-ამოვიჩურჩულე.-ეს ლიფტი ქვემოთაც ვარდება?
-არ ჩავარდება, მაგაზე ნუ ნერვიულობ-მიპასუხა მშვიდად.
ჩUმად ველოდებოდით, როდის დაიძვრებოდა ლიფტი.
როგორც კი სინათლე აინთო, შვებისგან ამოვისუნთქე და გულზე ხელი მივიბჯინე დამშვიდებულმა.
-ხომ ხედავ, არ მოვმკვდარვართ-გავიგე მისი ნახევრად ირონიული ხმა და თვალებდაწვრილებულმა გავხედე, თუმცა მალევე გაიღო ლიფტის კარი და ჩემს ძმას გადავეხვიე.


დიდი ხანია, რაც საიტზე არაფერი გამომიქვეყნებია. ახალი ისტორიით და ახალი პოზიტივით დავბრუნდი. იმედი მაქვს, იგივე ემოციებს გამიზიარებთ.
პ.ს. ძალიან მომენატრეთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Kaxcha

ძაან კარგია შემდეგ თავს ველი დიდი მოლოდინით❤❤????

 


№2 სტუმარი სტუმარი Kato

Dzalian sasiamovno casakitxia da didi molodini maqvs shemdegi tavis. Lizas personaji ukve dzalian momcons. Carmatebebi!!!

 


№3  offline წევრი LaLiDze

კარგი წასაკითხია,გელოდები <3

 


№4  offline წევრი Rania

Es kia kargi magraamm. Tyuila nu damacyebineb kitxvas. Sami istoria gaqvs mitovebuli shuagzazee. Gazafxulis cvimas ise vepodebodi da agar gaqgrzelw. Tu unda shecyvito gtxov tqvi. Torem mere agresia meuflebaa. Tuuila rom velodebi gagrzelwbass
--------------------
Q.qimucadze

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატუკა

საინტერესოააა

 


№6 სტუმარი სტუმარი ანანო

ძალიან კარგია<3 ველოდები ახალ თავს :-*

 


Kaxcha
ძაან კარგია შემდეგ თავს ველი დიდი მოლოდინით❤❤????

მალე იქნება შემდეგი თავი blush

სტუმარი Kato
Dzalian sasiamovno casakitxia da didi molodini maqvs shemdegi tavis. Lizas personaji ukve dzalian momcons. Carmatebebi!!!

მადლობა დიდი heart_eyes

LaLiDze
კარგი წასაკითხია,გელოდები <3

<3 kissing_heart

Rania
Es kia kargi magraamm. Tyuila nu damacyebineb kitxvas. Sami istoria gaqvs mitovebuli shuagzazee. Gazafxulis cvimas ise vepodebodi da agar gaqgrzelw. Tu unda shecyvito gtxov tqvi. Torem mere agresia meuflebaa. Tuuila rom velodebi gagrzelwbass

"გაზაფხულის წვიმას" არ ვიცი, დავამთავრებ თუ არა, რადგან როცცა სიუჟეტს დიდი დროის მანძილზე თავს ვანებებ, გაგრძელება მიჭირს ხოლმე და თუ ამ მოთხრობის წერას ვაგრძელებ, მაშინ მიწევს, თავიდან ბოლომდე ყურადღებით წავიკითხო. ამიტომ, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ გაგრძელებისგან, თუმცა ამ მოთხრობის სტიმულსა და მუზას ჯერ კიდევ არ მივუტოვებივარ blush

სტუმარი ნატუკა
საინტერესოააა

მადლობა <3
სტუმარი ანანო
ძალიან კარგია<3 ველოდები ახალ თავს :-*

მალე დაიდება ახალი თავიც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent