შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (8)


5-04-2019, 15:09
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 264

სხვისი ცოლი (8)

ქვაფენილზე მიმავალს ვიღაცამ ელვისსისწრაფით ჩამიქროლა და წკიპზე გადავურჩი,რომ არ დამეჯახა.
გავჩერდი და უკან მივიხედე,გაჩერებული იყო,წელში მოხრილს ხელის გულები თეძოებზე ეწყო და მისი ქოშინის ხმა ჩემამდეც აღწევდა.ნეტავ რა მოარბენინებდა ასე გამწარებულს,ლამისაა გული ამოასკდეს.წელში გაიმართა და შემამჩნია რომ ვუყურებდი,მარჯვენა ხელი ზემოთ აწია და დამიქნია.
- ჰეი ,- დამიყვირა და ჩემკენ წამოვიდა,დაბნეული ადგილზე გავშეშდი,ვეღარ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა,თითქმის ჩემს წინ დადგა,ღრმად ჩაისუნთქა და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ისე დაებრიცა სახე,თითქოს ენა კბილებს შორის მოჰყვა ,- გამარჯობათ , ქალბატონო ,- მომესალმა ღიმილიანი სახით ,- ასე უცნაურად რატომ მიყურებთ ?
- ისეთი მორბოდით,ვიფიქრე თავ-პირი არ დაილეწოს-მეთქი.
- რომც დამელეწა,თქვენ საკმაოდ მოშორებით იდექით და გამოიქცეოდით?
- ადამიანებს ყველანაირ შემთხვევაში ვეხმარები.
- გულკეთილი ყოფილხართ. არ იფიქროთ,რომ ქურდი ვარ,უბრალოდ მე და ჩემი მეგობარი შევეჯიბრეთ,ვინ უფრო სწრაფად ჩაირბენდა დაღმართს.
- პრიზი რა არის?
- ქუჩაში შემხვედრი ლამაზი ქალის კოცნა.
- მაშ,გზამშვიდობისაა.
- ცუდად არ მიიღოთ,ვიხუმრე.
- არც ისეთი კარგი ხუმრობა იყო.
- თუ არ გეჩქარებათ,სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ.
- ზუსტადაც რომ მეჩქარება.
- სახელი მაინც მითხარით ,- მოისაწყლა თავი.
- მართა.
- დემეტრე,სასიამოვნოა,
ნომრები გავცვალოთ და მოგწერ ხოლმე,თუ არ შეგაწუხებ. - წამიერად ჩავფიქრდი,ჯერ კიდევ უცნობს თვალებში დავუწყე ყურება.მანიაკს არ ჰგავს,სახეც ნორმალური აქვს.მივცემ ნომერს და თუ ცუდად მოიქცევა დავბლოკავ.
-კარგი ,- მივუგე და ნომერი მის ტელეფონში ჩავწერე ,- მომწერე და შევინახავ შენს ნომერს.
-როგორც გენებოს,ახლა აღარ მოგაცდენ,მართა.
- მაშ,კარგად დემეტრე - დავემშვიდობე და ქვაფენილს ავუყევი.

* * *
- რაღაც უნდა მოგიყვე ,- საბუთებში თავ ჩარგულ ალის ზედ დავაცხერი ყვავივით და შეშინებულმა ამომხედა.
-ახლა რაღა მოხდა? -შეწუხებული ხმით მკითხა და საბუთები უჯრაში ჩააწყო -ისევ ომარი?-ეჭვნარევი მზერა მომაპყრო.
-არა,ამჯერად დემეტრე.
-დემეტრე ვინღაა?-თითქოს ხმაში ბზარები გაუჩნდა,წამოწითლდა და სავარძლიდან წამოდგა ,-ახალი შარი აიკიდე ? - ხელები მომუჭა და მაგიდაზე დააბჯინა ,-დაწვრილებით მომიყევი, -მისმა უეცარმა გაბრაზებამ ცოტა არ იყოს შემაშფოთა.
- შემთხვევით გავიცანი ქუჩაში.
- თვითონ გამოგელაპარაკა?
- კი,ცუდი პიროვნება არ ჩანდა.
-ასე უცებ საიდან დაასკვენი?
- კეთილი მზერა ჰქონდა.
- დამცინი? მაგით ადამიანის შეფასება შეუმცდარია?
- შესაძლოა ვცდები,მაგრამ ერთი შეხედვით ასე ჩანდა და რატომ გაქვს ასეთი ცუდი დამოკიდებულება,ადრე სხვანაირად ფიქრობდი.
-ადრე ადრე იყო,ახლა ახლაა და სულაც არ მომეწონა ვიღაც უცხოს რომ გამოელაპარაკე,რაც უფრო მეტად გიცავ უფრო მეტ შეცდომებს უშვებ,მეშინია გესმის? არ მინდა რომ რამე მოგივიდეს.
- რატომ ? ვინ ვარ შენთვის,მეგობარი,რომელსაც დიდი დიდი ორი წელია იცნობ,რა ხელი გაქვს ჩემთან,ასე გამალებით რატომ მიცავ.
- განა მეგობრობა საკმარისი არ არის,რომ დაგიცვა?- კიდევ უფრო გაღიზიანდა,მაგიდას ჩამოსცილდა და ჩემკენ წამოვიდა,-მე ასეთი ვარ,თავს ვივალდებულებ,რომ დაგეხმარო,სხვანაირად არ შემიძლია,-ძალიან ახლოს მოვიდა და მისი ცივი ხმის ტემბრიც ნელ-ნელა შეიცვალა.
- სიყვარულმა სულ გადაგრია,ვინც დასაცავია ის დაიცავი,ჩემთან არ გაქვს ასე ცივად საუბრის უფლება,მე და შენ არასოდეს გვიჩხუბია და მიზეზად სხვა მამაკაცს ნუ გავიხდით,თითქოს გიყვარვარ და ეჭვიანობდე მასზე.
- გემუდარები,გაჩუმდი,ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ რამდენი რამის დაშავება შეუძლია მამაკაცს შენთვის.
- რას მერჩიან კი მაგრამ.
- საკმარისად ლამაზი ხარ,იმისთვის რომ ყველამ შენი შებმა მოინდომოს.
-ასე ახლოს ნუ მოდიხარ,სული მეხუთება რომ სუნთქავ და ჰაერი სახეზე მეცემა.
- გულიც ხომ არ გიჩქარდება?
- მიჩქარდება,მერე და როგორ,ლამის ამომასკდეს,-სიცილით ვუთხარი ,- ო,როგორ მინდა შენს მკლავებში ყოფნა,შენ გულში ჩახუტება.
- რას ბჟუტურებ,თუ ტყუილია ტყუილი იყოს,მეც აგყვები,ო,როგორ მინდა შენს ალუბლისფერ ბაგეებს დავეწაფო,ლერწამივით ტანზე ხელები შემოგახვიო და გულში ჩაგიკრა,შენს სურნელოვან თმაში ხელი შევაცურო,შუბლზე გეამბორო,როგორც პატარა დაუცველ ბავშვს.
- რა რომანტიკოსი ყოფილხარ,მე კი მინდა მთელი დღე ვიჯდე და შენს თვალებს ვუცქირო,ხელებით სახეზე მოგეალერსო ,- ისეთი ხმით ვამბობ,თითქმის ვიჯერებ რომ მართლაც მინდა ალის სახეზე ხელი მოვკიდო. მისკენ ვიწევი და ლოყაზე ვჩმიტავ.
- ეგ არაა მოფერება ,- ხელი წელზე მომხვია და მიმიხუტა.
- ჩვენ უბრალოდ ვხუმრობთ,- შევახსენე,რადგან მისი ქცევა უცნაური მომეჩვენა,გულიც აჩქარებული ჰქონდა და საკმაოდ გაცხელებოდა ხელის გულები.
- ჰო,ვიცი,არაფერს ვაპირებ,ნუ ცახცახებ,უბრალოდ ჩაგეხუტე,ოფისში სექსი არ მხიბლავს.
- თავს მაცემინებ,ალი,ხუმრობა ხუმრობა იყოს.
-სადაც ხუმრობა იყო,იქაც გავარეალუროდ,ცოტახნით ჩაგეხუტები და წადი მერე დემეტრესთან.
- წავალ აბა რას ვიზამ.
- არსად დაგეკარგოს.
- შენს შეყვარებულს მიხედე.
- ის თავისთვისაა,რა გინდა მისგან?
-არაფერი,რა უნდა მინდოდეს,წავალ მე და გააგრძელე მუშაობა.
-კარგს იზამ,მაცდენ უკვე ,-ცივად ჩამომცილდა და მაგიდასთან მივიდა ,- წარმატებებს გისურვებ დემეტრესთან.
- შენ კი . . .
- ევა ჰქვია.
-ჰო,ევასთან.

* * *
საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე,დაღლილობისგან სულ მთლად გამოვიფიტე.უკვე ძილისკენ მივდიოდი ტელეფონი რომ ახმაურდა,ავიღე და შეტყობინება გავხსენი,რომელიც სავარაუდოდ დემეტრესგანაა.არც შევმცდარვარ.
- ღამის მყურდოებას ხომ არ გირღვევ,მართა ? დემეტრე ვარ. - წავიკითხე და შეტყობინების წერა დავიწყე.
- არა,არ მირღვევ,მაგრამ რატომ მწერ ასე გვიან ? - გავგზავნე და პასუხს დაველოდე.ტელეფონი მუცელზე დავიდე და შეტყობინება რომ მოვიდა ხმამ მთელ შინაგან ორგანოებში გაიარა.
-არ მეძინება და გადავწყვიტე მომეწერა. - იმედია მანიაკი არაა და არ შევცდი.
-დაღლილი ვარ,მაგრამ არც მე მეძინება.
-თუ გინდა გარეთ გამოდი,-სად გარეთ,ასე მგონია ჩემს სახლთან დგას.
-სად გამოვიდე?
-შენი კორპუსის წინ რომ სკვერია ,- ღმერთო ჩემო,უკვე მეშინია.
-საიდან იცი ჩემი სახლი?
-მეც მაგ კორპუსში ვცხოვრობ,-ცოტა ამოვისუნთქე.
- გასაგებია.
- ნუ გეშინია,მანიაკი არ ვარ,მართლა აქ ვცხოვრობ.
-არ მეშინია,ახლა გვიანია და არ მინდა გარეთ გამოსვლა,არ გეწყინოს.
-ვეცდები,არადა შენი ნახვა მინდოდა.
-ვწუხვარ.
-მაშ,ხვალამდე.
-ხვალამდე! - ესღა მივწერე და ტელეფონი გავთიშე,გვერდით გადავდე და დაძინება ვცადე.



პ.ს ველი შეფასებას. გამიხარდება ძალიან.მიყვარხართ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი თავი იყო საკმაოდ წაკითხვა გამიჭირდა

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ნამდვილად,უშველებელია. )))
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი tasusuna

პატარას მოკითხვა :)
საინტერესოა ალი გრძნობებს როდის გაამხელს,მაგრამ,მაინც მგონია,რომ მათი წყვილი ვერ შედგება ...
ან, იქნებ, კი?!

პატარას მოკითხვა :)
საინტერესოა ალი გრძნობებს როდის გაამხელს,მაგრამ,მაინც მგონია,რომ მათი წყვილი ვერ შედგება ...
ან, იქნებ, კი?!

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

tasusuna
პატარას მოკითხვა :)
საინტერესოა ალი გრძნობებს როდის გაამხელს,მაგრამ,მაინც მგონია,რომ მათი წყვილი ვერ შედგება ...
ან, იქნებ, კი?!

მადლობა მოკითხვისთვის. <3 არ მგონია ალიმ მართა დათმოს. დემეს ჯინზე გამოტყდება.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


მაგარი ხარ, შემდეგს ველოდები, პატარა და საყვარელი თავებია, წარმატებები

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი ხარ, შემდეგს ველოდები, პატარა და საყვარელი თავებია, წარმატებები

მადლობა საყვარელო <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent