შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 7


5-04-2019, 16:42
ავტორი katiusha
ნანახია 690

მარტოხელა  დედა. თავი 7

ყველანი სუფრას ვუსხედით და დიდი ხანია ქეიფიც გახურებულიყო. მამაკაცებს სასმელი მოჰკიდებოდათ, ბავშვებს ეძინათ,ჩვენ გოგოები კი ერთმანეთის გვერდით ვისხედით, შუაში ელენე ჩაგვესვა და ვსაუბრობდით.გოგო აშკარად დაძაბული იყო,ვერ ისვენებდა და წასვლასაც ფიქრობდა,მაგრამ არ გავუშვით
-საყვარელო არ მოგწონს ჩვენთან?-ჰკითხა კატომ.
-კი,მაგრამ დავიღალე,თან წამლების დალევის დროცაა,მგონი აჯობებს რომ წავიდე და დავისვენო.
-როგორც გინდა,წამოდი გაგაცილებ.
-არ მინდა კატო,იყავი გოგოებთან.უკვე ვიცი სადაც უნდა დავიძინო,არ დავიკარგები .
ელენე წამოდგა,ყველას დაემშვიდობა და დაგვტოვა.
-კარგი გოგო ჩანს ძალიან.თან ძალიან მორიდებული,-აღნიშნა ლაშამ.
-ჩემი ნათესავი ცუდი არ იქნება,-შევიფერე…
*******
შოთიკო ასლანიშვილი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იყო.ორი უფროსი და ჰყავდა და მათ შემდეგ იყო ძმა -ლაშა კატოს მეუღლე.ის გვიანეულ ასაკში გააჩინეს მშობლებმა და თავიდანვე მოინათლა ოჯახის ნებიერად.ათამამებდნენ და უსრულებდნენ ყველა სურვილს რაც კი შეეძლოთ. ახირებები არ აკლდა,მაგრამ პატიობდნენ, პატიობდნენ იმიტომ რომ უსამართლო,უზრდელი და თავგასული ნაძირალა არ იყო როგორც მისი ასაკის სხვა ახალგაზრდები.კარგადაც სწავლობდა,ამიტომ არ გაჰკვირვებიათ როცა საღვარგარეთ წასვლა მოინდომა,მშობლები საქვეყნოდ ცნობილი პროფესორები იყვნენ და შესაბამისად შვილის სწავლისთვის და ნორმალური განათლებისთვის ყველაფერი გააკეთეს.ისე გავიდა რვა წელი რომ იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში და მალევე გარბოდა უკან,ბოლოს როცა შემოთვალა ვბრუნდები სამუდამოდო, არავინ დაუჯერა სანამ საკუთარი თვალით არ იხილეს მთელი ბარგით დაბრუნებული.ეს დაბრუნება კი იმ შეკრებას დაემთხვა კატომ რომ დაგეგმა საკუთარ აგარაკზე.გეგმები აღარ ჩაშალეს და პირდაპირ იქ მიაყვანინეს ბიჭი.აქ კი პირველად წამოიჭრა წინაპრების მიერ მოწოდებული ანდაზა დღის წესრიგში - სადაც არიც ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.ხოლო ის რაც ზეცაში იყო გადაწყვეტილი,ალბათ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერანაირად ვერ შეცვლიდა მას და ვერ დაუდგებოდა წინ..
ვერაფრით მოისვენა შოთიკომ.იმ წამიდან როცა საქანელაზე მჯდომი, ჩაფიქრებული და სევდიანი ელენე დაინახა,რაღაცნაირად იგრძნო თავი,ისე რომ ვერც მიხვდა რატომ. პატარა ბავშვად ჩათვალა გოგო, მაგრამ სანამ მას დაშორდა, რამდენჯერმე ფარულად კიდევ შეათვალიერა.აშკარად არ იქნებოდა დიდი ასაკით,ყველაზე მეტად რაც დაინახა,ეს იყო მისი სევდიანი გამოხედვა და წყლიანი თვალები.
მერე მთელი დრო ყურადღებით აკვირდებოდა შორიდან,როცა გასაცნობად დაუძახეს,უხალისოდ წამოდგა გოგო და მისკენ წავიდა,არ ესიამოვნა უცხო მამაკაცი რომ გააცნეს,არც დაუგდია ყური ვინ იყო და არც სახელი დაამხსოვრდა, სამაგიეროდ შოთიკომ დაიმახსოვრა კარგად,როგორ თრთოლვით ჩამოართვა ხელი და წარმოსთქვა გოგომ თავის სახელი.
-ელენე,- მერე კი ვიღაც ექოსავით უმეორებდა ვიღაც მის სახელს მთელი საღამო.
გაშლილ მაგიდასთან რომ სხდებოდნენ,ისე მოახერხა,რომ გოგო მის წინ მჯდარიყო,რათა უკეთ დაჰკვირვებოდა.სასმელიც ნაკლები დალია,თითქმის არ დაულევია,ელენე რომ სუფრიდან წამოდგა და ყველას დაემშვიდობა,ცოტა ხანს ითმინა,მერე კი დასარეკი მაქვსო მოიმიზეზა და იმავე კარში გაუჩინარდა,სადაც ის…
დერეფანში,რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა,სიჩუმე იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იყო აქ ან როგორ უნდა გაერკვია რომელი იყო მისი ოთახი,მაგრამ იმდენად მიიზიდა,როგორც არასდროს არავის.
საბედნიეროდ გაუმართლა, ერთადერთი სააბაზანოს კარი ნახევრად ღია იყო,იქიდან კი ხმაური ისმოდა,უფრო სწორად ვიღაც აშკარად არ გრძნობდა თავს კარგად.კარი შეხსნა ფართოდ და დაინახა ელენე უნიტაზს ორივე ხელით იყო ჩაჭიდებული და არწყევდა.
-კარგად ხართ?-მივარდა მაშინვე და მის გვერდით ჩაიცუცქა,ზურგზე მოჰკიდა ერთი ხელი,მეორეთი კი შუბლი დაუჭირა.ელენე შეცბა,მოხედა და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ისევ წამოაზიდა და უნიტაზისკენ დაიხარა.მის გაფითრებულ სახეზე ძალიან შეეშინდა ბიჭს,მაგრამ ძლიერად იჭერდა,რომ არ დაცემულიყო.ძალა სრულიად გამოეცალა,რამდენიმე წუთში სხეული მოეშვა და შოთიკოს რომ არ ემარჯვა ალბათ დაეცემოდა კიდეც.იქვე იატაკზე ჩამოსვა,ონკანი მოუშვა,ხელები ცივი წყლით დაისველა და სახეზე მოუსვა,ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და იმ წამს ბიჭს შეეძლო დაეფიცა, რომ მისი მდგომარეობის მიუხედავად ამაზე ლამაზი და საოცარი ქალი,ბავშვის სხეულით და გულუბრყვილო სახით არსად არასდროს ენახა.
-კარგად ხართ?-ჰკითხა დაბნეულმა.
-კარგად ვარ,-ძალა მოიკრიბა გოგომ და ფერდაკარგულ ტუჩებზე ენა გადაისვა,რამაც კიდევ უფრო დააბნია ბიჭი.
-ავად ხართ?რამე გჭირთ?მარიამს დავუძახებ.
-არა,არ დაუძახო,გაერთოს,ცოდოა ისიც,სულ ჩემზე ზრუნავს,-ხელი დაუჭირა უკვე წამომდგარს და შეაჩერა.-დამეხმარე ოთახში წავიდე,წამოვწვები და გამივლის, წამლებიც იქ მაქვს.
-ესეგი მაინც ავად ხარ და უმალავ.
-არავის არაფერს არ ვუმალავ,ალბათ მალე შენც გაიგებ ყველაფერს,ახლა კი ნუ მკითხავ ნურაფერს,ოთახში წამიყვანე გთხოვ..
-კარგი,მოდი ადექი,-ხელი მოჰკიდა ბიჭმა,წამოაყენა,მხარქვეშ ამოუდგა,წელზე მოჰკიდა მეორე ხელი და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ ოთახისკენ.ელენე გზას კარნახობდა. მერე დაწოლაშიც მიეხმარა,ტუმბოზე დაწყობილი წამლები მიაწოდა, დაელოდა სანამ დაეძინებოდა,მერე შუქი ჩაუქრო და მარტო დატოვა გოგო თავის სიზმრებთან ერთად.
უკან რომ დაბრუნდა,ლაშას გიტარა ეჭირა ხელში და აჩისთან ერთად მღეროდა.ძმა რომ დაინახა,დაკვრა შეწყვიტა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
-ამდენ ხანს ვის ელაპარაკებოდი?
-რა ეჭვიანი ცოლივით იქცევი? დაკითხვას მიწყობ?-გაეცინა. -ტელეფონზე ვსაუბრობდი და ზემოდან ხმაური მომესმა,ის გოგო ცუდად გახდა და ამიტომ დამაგვიანდა.
-რაა?-მაშინვე შენიშნა რომ მარიამს საშინელი რეაქცია ჰქონდა და შეშინებული გავარდა ზემოთ.დანარჩენის კითხვის უფლება ბიჭებმა აღარ მისცეს,შუაში ჩაისვეს და ქეიფი გააგრძელებინეს.
*******
შეშინებულმა შევაღე საძინებლის კარი,სანამ აქამდე ამოვაღწიე გული ისე მიცემდა,ალბათ დარტყმებსაც ტოვებდა.რომ დავინახე მშვიდად ეძინა,ცოტა დავწყნარდი და ფრთხილად მივხურე კარი
მეორე მხრიდან მოვუარე საწოლს, ფრთხილად მივწექი ჩემს ადგილზე,რომ არ გამეღვიძებინა. ოთახების სიმცირის გამო ერთად გვიწევდა დაძინება,ან რა პრობლემა იყო ამხელა ორსაწოლიანი იდგა.
ვუყურებდი მის მშვიდ,ბავშვურ სახეს და როდის ჩამეძინა არ მახსოვს…
სამაგიეროდ დილით ადრიანად გაგვაღვიძა ქვემოდან ხმაურმა, როგორც ჩანს მამაკაცებს გაეღვიძათ და ეზოში როხროხებდნენ, ფანჯრები კი ოდნავ ღია იყო და ხმაური შემოდიოდა.ელენეს გადავხედე.
-დიდი ხანია გღვიძავს?-ვკითხე.
-არც ისე,ახლახანს გამეღვიძა. -მიპასუხა და საწოლში წამოჯდა.
-გუშინ ცუდად გახდი?
-იმ ბიჭმა გითხრა?
-კი.ოღონდ არაფერი უთხრა, შეშინებული იყო უკან რომ მობრუნდა.
-ცუდად არ ვიყავი,უბრალოდ გული ამერია ისევ და მაშინ შემოვიდა სააბაზანოშო,მას ჰგონია რომ ავად ვარ.-მიპასუხა გოგომ.
-და მე არაფერი ვიცი ხომ?
-ალბათ,-მხრები აიჩეჩა ურეაქციოდ.
-კარგი,მოდი ავდგეთ,ქვემოთ ჩავიდეთ, თორემ ესენი არ დაგვასვენებენ, მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში კარს შემოგვიღებენ და თავზე დაგვადგებიან.-გამეცინა
ნელა წამოდგა ელენე,ტანსაცმელი გამოიცვალა და სააბაზანოში წავიდა მოსაწესრიგებლად.საგაზაფხულო მუხლებამდე კაბა ჩაიცვა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი,რომ სიარული არ გასჭირვებოდა.ისეთი ლამაზი იყო,მე როგორც ქალს, მომეწონა და წარმომიდგენია მამაკაცები რას იზავდნენ მის დანახვაზე.არ მომეწონა მის მიმართ შოთიკოს მზერა,დარწმუნებული ვარ მოეწონა,მაგრამ თავს არასოდეს მისცემდა უფლებას რომ თავისი ძმის ოჯახისთვის ან ჩემთვის გადაებიჯებინა და მისთვის რამე ეგრძნობინებინა.არც უნდა დამეშვა ეს,რადგან წინასწარ ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა მას,როცა ელენეს ორსულობას გაიგებდა და სულაც არ იყო გოგო ავად.
ნელ-ნელა ყველა ქვემოთ მოვგროვდით, ბავშვებს უკვე ესაუზმათ, კატო ადრე ამდგარიყო და სოფიასთან ერთად სამზარეულოში საქმიანობდა. ირმა ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშობდა,მამაკაცებიც იქ იყვნენ და დილაადრიან ლუდს მიირთმევდნენ. თან საუბრობდნენ.როგორც გავიგე მოსალოდნელ მატჩს გეგმავდნენ.ისევ ისეთები იყვნენ,როგორებიც ადრე,წლების უკან როცა გავიცანი.
მე რომ დამინახეს,ჩემზე გადმოერთნენ და პირველი დილის ხუმრობაც აჩიმ გამოუშვა.
-მარიამს გაუმარჯოს,როგორ გეძინა ქალბატონო?ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ?
-არა ბატონო აჩი,მე ხომ იცი როგორი ყოჩაღი ვარ,ადრიანად ვდგები.
-იმ გოგოს ისევ სძინავს?
-არა,მასაც ღვიძავს,მალე შემოგვიერთდება.
-ერთი შენი ქმარი დაგვანახა,სხვა არაფერი გვინდა,როდის გვაღირსებ გოგო?
-თავი დაანებე ზურა,ეს ხო იცი ბოლომდე იმ სიყვარულის ერთგულებას აპირებს,-ჩაერია აჩი.
-დაიწყეთ ხო უკვე?-დოინჯი შემოვირტყი და წინ ავესვეტე.
-ვინ ჩვენ?კარგი რაა?რა სისულელეა, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ, უბრალოდ გვინდა ბედნიერი იყო.
-ასეც ბედნიერი ვარ ლაშა,თქვენ ყველა ერთად რომ მყავხართ ამით ვარ ბედნიერი,და მნიშვნელობა არ აქვს მეყოლება თუ არა ქმარი.
-როგორ არ აქვს,ამას მერე მიხვდები, როცა ასაკში შეხვალ,მაშინ იგრძნობ რას ნიშნავს გვერდით საყვარელი ადამიანი.
-კარგი რა ლაშა,ნუ ამატირე,- არარსებული ცრემლი მოვიწმინდე და მერე გულიანად გამეცინა.
-აი ელენე მოდის,არ გვინდა ახლა ასეთი რაღაცეების საუბარი,ბავშვი არ გადარიოთ,-გაეცინა ზურას და ელენეს მიესალმა.
-როგორ ხარ ელენე?როგორ გეძინა?
-კარგად,თქვენ როგორ ხართ?ასე მშვიდად დიდი ხანია არ მძინებია.თან დილით ჩიტების ჭიკჭიკმა რომ გამაღვიძა,თავი რაღაცნაირად ჩემს სოფელში მეგონა უცებ.
-ხოდა ხშირად ამოვიდვათ აქ,მარიამს უთხარი წამოგიყვანოს ხოლმე,დარჩი და დატკბი ამ სილამაზით,-უთხრა ლაშამ და ლუდი ჩამოასხა.
-ხომ არ მიირთმევ?-გოგოს შესთავაზა. რაზეც ელენე დაიღრიჯა,აშკარად არ ესიამოვნა სუნი.წამოაზიდა და პირზე ხელი აიფარა.
-აუ დამღალეთ რაა,ვითამაშოთ თუ ისევ ლაპარაკს აპირებთ?-ჩაერია ჩუმად მყოფი შოთიკო და ლუდი მოსვა.
-ამას უყურე რაა,დამაცადე ბიჭო ცოტა აზრზე მოვიდე.
-ხომ არ დამიბერდი ძმაო?-გაეცინა მას.
-აბა უყურე ეხლა ამას.რა სიბერე ბიჭო, შენზე ცოტათი დიდი ვარ.
-ხო ათი წელი ცოტა დიდია ხო?-არ დაინდო შოთამ.
-მოედანზე შევხვდებით,-ორი თითი ჯერ თვალთან მიიტანა ლაშამ,მერე ძმისკენ მიმართა.
-როგორ შემეშინდაა,-ენა გამოუყო მანაც.
-არც კი ვიცი რომელი ხართ ბავშვი,-გააშველა აჩიმ.
-გოგოებო ჩვენ წავედით,კალათბურთს ვითამაშებთ,სუფრას რომ გაშლით დაგვიძახეთ,-წამოდგა ზურა და მოედნისკენ გაუძღვა ბიჭებს.
ჩვენ უკან შემოვბრუნდით,გოგოებთან სამზარეულოში,ელენეს შიოდა და ვეღარ ძლებდა.მორიდებით ითხოვა ერთი ლუკმა შემაჭამეთ,თორემ გული მიმდისო.მაშინვე დაეხვივნენ გოგოები და რაც კი საუკეთესო იყო წინ დაუდეს თეფშით.
-ამდენიც არ იყო საჭირო,-გაეღიმა და პირველივე ნაჭერ ხაჭაპურს დასწვდა, გემრიელად გაილოკა ტუჩები.უცებ გადასანსლა ყველაფერი და მერე წამალი დააყოლა,არ დავიწყებია.ისე უფრთხილდებოდა თავს…
-ელენე,კიდევ ხომ არ გინდა?
-არა კატო,ისედაც ბევრი მომივიდა.
-ისე გული რას გიგრძნობს?გოგოა თუ ბიჭი.
-მე გოგო მგონია,-გაეცინა და მუცელზე მოისვა ხელი.
-ნეტავ მართლა,თორემ ხომ ხედავ ჩვენთან სულ ბიჭები არიან.გოგო ძალიან კარგი იქნება.რამდენ რამეს ვუყიდით და როგორ გავათამამებთ,- უთხრა თაკომ და გვერდით მიუჯდა.
-კარგი იქნება შენც რომ გეფიქრა რამე,უკვე დრო გაქვს.
-აუ სოფია,ახლა არ დაიწყო გთხოვ,რას გიშლით ხელს ჩემი გაუთხოვრობა, თავს მშვენივრად ვგრძნობ.
-ნუ მასწავლი რა არის მშვენივრად ყოფნა.
-მაინცდამაინც იმიტომ უნდა გავთხოვდე, რომ ქართული აზროვნება ესეთია ქალი უნდა გათხოვილი და ამ ასაკში არ იყოს მარტო?
-ხო თუნდაც.
-მე და მარიამი ამ შეხედულებებს არ ვითავისებთ და ევროპულად ვაზროვნებთ.ხომ ასეა?
-დიახ,გეთანხმები სრულიად,-დავიქნიე თავი და ელენეს შევხედე,რომელიც უკვე ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა.მერე რაღაცაზე ჩაეღიმა.გარეთ რომ გავიხედე,დავინახე მოედნისკენ იყურებოდა.სადაც ბიჭები თამაშობდნენ.
******
წუხანდელმა ქეიფმა უკვალოდ არ ჩაიარა და დილით ყველა ნაბახუსევი იყო.ამინდი შესანიშნავი იყო მზიანი და ჩიტების ჭიკჭიკიც არ აკლდა დილას.ეზოში შეიკრიბნენ ბიჭები ლუდის დასალევად ეგება გვიშველესო.აქვე წამოვიდა იდეა რომ ძველი დრო გაეხსენებინათ და კალათბურთი ეთამაშათ.მარიამი რომ გამოჩნდა,ინტუიციით იგრძნო რომ ელენეც უკან მოჰყვებოდა.არც შემცდარა.ნაზად,პატარა ნაბიჭებით მომავალი გოგო ძალიან ლამაზი ეჩვენა იმ კაბაში და გაშლილ შავ თმაში.დაიბნა,მაგრამ არ შეიმჩნია და ბიჭებს აჰყვა ლაპარაკში. მალე სათამაშოდ წავიდნენ და გამოლაპარაკება ვერ მოახერხეს. მთელი მატჩის განმავლობაში სახლისკენ იყურებოდა,იქნებ კიდევ მოვკრა თვალიო,მოგვიანებით შუა თამაშის დროს სამზარეულოს ფანჯრიდან მომზირალი შეამჩნია და ისე გაშტერდა,რომ ძმის ნასროლი ბურთი თავში მოხვდა და დაეცა.
-ოხ ამის..შეიგინა და ხელები ასწია.-აღარ მინდა თამაში.
-აღიარე რომ ბებერმა ძმამ დაგამარცხა.
-კარგი,მაგრამ რევანში აუცილებლად შედგება და მოემზადე,-მიაძახა და სახლისკენ დაიძრა…
შხაპი მიიღო,ლურჯი ჯინსი და ამავე ფერის მაისური გადაიცვა,თმა უკან გადაივარცხნა და კიბეებზე დაეშვა.
კიბის ბოლოს ელენეს შეეჩეხა,რომელიც გიოსთან ერთად ზემოთ ადიოდა,თან რაღაცეებს ელეპარაკებოდა.ღიმილით დაუთმო გზა და გაატარა,იქამდე ადევნებდა თვალს,სანამ ოთახში არ შევიდნენ.
გაგიჟდა როცა გოგომ ასე დააიგნორა და თან ისე რომ მისი მომხიბვლელობა სულ ვერ შეამჩნია, სამაგიეროდ ერთი დასკვნა გამოიტანა ის არ იყო ჩვეულებრივი გოგო,და არც იმ გოგოებს ჰგავდა,აქამდე რომ იცნობდა.ვერ გაარკვია რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ის,ამიტომ გადაწყვიტა დალოდებოდა მოვლენების განვითარებას და მომდევნო შეხვედრებს,ეს კი იცოდა აუცილებლად მოხდებოდა…
******
საუზმის შემდეგ ჩვენი გართობა ძირითადად ბავშვების ირგვლის ხდებოდა და მათზე გადავერთეთ. ყველამ ერთად ვითამაშეთ ბურთი,მერე დამალობანა,მერე „მგელობანა“ როგორც დაარქვეს,ანუ ბიჭებს გოგოები უნდა დაეჭირათ.ჩვენი მხიარული სიცილ-კისკისი ცას სწვდებოდა.მხოლოდ ელენე იჯდა იქვე შორიახლოს გრძელ საქანელაზე და გვიყურებდა,ალბათ როგორ უნდოდა მასაც ასე ერბინა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბავშვობის გემო კიდევ ერთხელ შეგრძნო.დავინახე როგორ მიუჯდა გვერდით შოთიკო და რაღაც უთხრა.ელენეს გულიანად გაეცინა.კატოს გადავხედე,აშკარად მანაც შეამჩნია,მაგრამ არ შეიმჩნია.
მერე მე გამომხედა და გვერდით ამომიდგა.
-ხომ იცი რომ ჩემი დედამთილი ამას არ დაუშვებს.
-ვიცი და დაველაპარაკები საღამოს, მაგრამ ერთი რამ ვიცი მარტო ელენემ კი არა, შოთიკომაც უნდა დაიჭიროს მისგან შორს თავი.მითუმეტეს არ იცის ელენეს მდგომარეობა.
-ხომ იცი რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ არც ბიჭები,არც მე და არც მათი მშობლები ამას არ შეეგუებიან.
-ვიცი,მაგრამ ისიც უნდა იცოდე მგონი რომ რაც უფრო დავუშლით,მით უფრო წინააღმდეგები წავლენ.
-შენ ელენეს დაელაპარაკე და დანარჩენი მე ვიცი.-მიპასუხა კატომ.
საღამომდე ვერ მოვახერხე ელენეს დამარტოხელება,საღამოს,როცა დავწექით,მაშინ ვკითხე.
-ელე დღეს დაგინახე შენ და შოთიკო ლაპარაკობდით.-შევაპარე ფრთხილად.
-მერე რაა,უბრალოდ ვსაუბრობდით, -მხრები აიჩეჩა გოგომ.
-ის ახალგაზრდა ბიჭია,მას შეიძლება მოეწონო…-შევაპარე ფრთხილად.
-ნუ დარდობ მარიამ,კარგად ვიცი და ვაანალიზებ ჩემს მდგომარეობას,მე საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე,ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემს შვილს უკავშირდება..
-ანუ მშვიდად ვიყო.
-კი მარიამ.მშვიდად იყავი,მასზე როგორც მამაკაცზე არასოდეს არ მიფიქრია,ან როგორ შეიძლება ვიფიქრო.
-კარგი,გასაგებია,დავიძინოთ,უკვე გვიანია,-გავუღიმე და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Su siujeti zslian nela vitardebaa. Vici tom asea sachiroo. Magram gtxov male dade ra sxsli tsvi saocrad momconss. Sul vnaxulob. A ali tsvi daido tuara. Elene. Rogor ugslata yvelam jer kidev bavshviaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს.ველოდები

 


№3  offline წევრი ablabudaa

ელენეს და შოთიკოს ამბავი მაფიქრებს, მიუხედავად იმისა რომ ელენეს კარგად ექცევიან, აქედანვე ჩანს მათი დამოკიდებულება. ორმაგ სტანდარტებს ვერ ვიტან, იმედია ეს სამეგობრო თუ რამე მოხდა შოთიკოს და ელენეს შორის უფრო საღად შეაფასებენ და არა შემორჩენილი სტერეოტიპების საფუძველზე

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა კარგი ისტორიის წერა დაგიწყია,მე კიდევ ახლა ვნახე.როგორ ველი შოთიკოს და ელენეს დაახლოებას, მაგრამ რა პრობლემები შეხვდებათ წინ წარმომიდგენია.ველი გაგრძელებას
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი katiusha

La-Na
რა კარგი ისტორიის წერა დაგიწყია,მე კიდევ ახლა ვნახე.როგორ ველი შოთიკოს და ელენეს დაახლოებას, მაგრამ რა პრობლემები შეხვდებათ წინ წარმომიდგენია.ველი გაგრძელებას

შენ შოთოკოს არ იცნოობ თორე ასე არ იფიქრებდი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent