შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ბორბალი (სრულად)


6-04-2019, 18:42
ნანახია 2 509

ორი ბორბალი (სრულად)

წვიმის წვეთები შხაპუნით ეცემოდა ასფალტს და ჯერ კიდევ გახურებულის გაგრილებას ცდილობდა. მთელი დღე მწველი მზე აცხუნებდა დედამიწას და რა თქმა უნდა ყველაფერი ავარვარებული იყო. ამინდმა კი ამ ცხელ დღეებში გადაწყვიტა ადამიანთა გულების გაგრილება და როგორც იცის ხოლმე თავისი სურნელი მოჰფინა არემარეს. ასფალტიდან ბოლი ადიოდა, რასაც თავისებური სურნელი მოყვებოდა. ცხელსა და გრილს შორის რომაა ისეთი. ავრორას ყოველთვის უყვარდა ეს სუნი. სახლიდან ფეხშიშველი გამოვარდებოდა და ცხელ ასფალტზე იწყებდა ცეკვას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მის ცხოვრებაში ერთი საშინელი ინციდენტი არ მოხდა.
წვიმის წვეთები გოგონას თმას უსველებდა, რომლებიც არეულად ჩამოყროდა მოშიშვლებულ მხრებზე და მის გაგრილებას ცდილობდა. თვითონ კი ფეხის წვერებზე იდგა და თავის საყვარელ ილეთებს აკეთებდა. ცეკვავდა მთელი გულით და სულით. გეგონებოდათ სადაცაა ფრთებს გაშლის და გაფრინდებაო. გარეგნულად შეიძლება ვერა, მაგრამ მისი სული შინაგანად უკვე ცაში ფრინავდა და ჩიტებს ეთამაშებოდა. ლაღი, ლამაზი და ამავდროულად მომხიბვლელი მტევნები ჰაერში ნაზად ირხეოდნენ, გოგონას სხეულიც რიტმულად ყვებოდა მათ. მუსიკა არსაიდან ჟღერდა, გარდა ავრორას გულისა, რომელიც ძალიან ხმამაღლა უკრავდა მის საყვარელ მელოდიას.
უეცრად, ქუხილის ხმა გაისმა, რამდენიმე მეტრში ელვამ ხე შუაზე გააპო და საზარელი ხმა გამოუშვა. გოგონა შიშისგან შეხტა და გულზე ხელი დაიდო დასამშვიდებლად.
-ეს უბრალოდ ელვა იყო.- გაუმეორა თავის თავს, ღიმილიანი სახით გააქნია თავი და კვლავ ცეკვის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც რაღაც ხმა შემოესმა. ეს არ იყო ელვა. მუხრუჭების ხმას უფრო ჰგავდა. რამდენიმე მეტრში მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლს, მანქანა სველ ასფალტზე მოუსრიალდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კატასტროფა მოხდა. გოგონას მოცეკვავე სხეული წამიერად გაშეშდა. ძლიერი დარტყმისგან ინერციით უკან გადავარდა და თავი ქვას დაარტყა. მის გარშემო შეიკრიბნენ მეზობლები. მშობლები სახლში არ იყვნენ, ამიტომ ახლა მათ უნდა ეზრუნათ გოგონაზე. მანქანის მძღოლი ავრორას მიუახლოვდა. დაინახა თუ არა მისი სახე, თითქოს თავზე წყალი გადაავლესო, გაშეშდა და შეშფოთებულმა სახეზე ხელები შემოირტყა გამოსაფხიზებლად.
-მე... ახლავეს საავადმყოფოში წავიყვან.- თქვა ყველას გასაგონად და გოგონას სხეული წამში აიტაცა ხელში. უკანა სავარძელზე დააწვინა და რაც შეიძლეოდა სწრაფად მოწყდა ადგილს. ნაცნობი სახე, ნაცნობი სხეული, ნაცნობი კანი, ნაცნობი სურნელი ყველაფერი მის თავში აირია, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ გოგონა გადაერჩინა, მხოლოდ ის უნდოდა, რომ საყვარელი ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირა.
საავადმყოფოს წინ სწრაფად გააჩერა მანქანა და ავრორა ხელში აიტაცა. მიმღებში შევიდა თუ არა, მაშინვე მოიტანეს საკაცე და გოგონა ზედ დააწვინეს, შემდეგ კი საოპერაციო ოთახისკენ წაიყვანეს. აბელი წინ და უკან ნერვიულად დადიოდა. ახლა ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ოღონდაც არაფერი დაშავებოდა ავრორას და თუ ენდომებოდა მთელი ცხოვრება თვალშიდაც აღარ მოხვდებოდა. მის სურვილს შეასრულებდა და დაივიწყებდა, ოღონდაც ახლა გადარჩენილიყო. რაღა მაინდამაინც იქ მოუსრიალდა ავტომობილი ისე, რომ დატორმუზებაც კი ვერ მოახერხა. ყველას და ყველაფერს გაანადგურებდა, ვინც ავრორას ოდნავ მაინც ზედმეტად შეეხებოდა, ან რამეს დაუშავებდა, მაგრამ ახლა რა გააკეთა? გოგონას ცხოვრება დაუნგრია და ვინ იცის რა დამართა.
არც მეგობრები გახსენებია, არც ავრორას მშობლები, რომ მათთვის რაიმე ეთქვა. ახლა უბრალოდ იმაზე ფიქრობდა რა მოხდებოდა ავრორას რამე, რომ დამართნოდა. მისი სიცოცხლე, რომ შეეწირა, ალბათ თვითონაც უკან გაყვებოდა, მაგრამ მთავარია ცოცხალია და სუნთქავს, სხვა ყველაფერს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. რამდენიმე საათი ანერვიულებული უცდიდა აბელი ექიმს, ექთანს, ვინმეს მაინც, რომ საყვარელი ქალის ამბავი გაეგო, თუმცა უშედეგოდ. ორი საათის განმავლობაში მასთან არავინ გამოჩენილა. მოთმინების ფიალა ამოეწურა და სადაცაა შევარდებოდა საოპერაციოში, როდესაც იქიდან ექიმი გამოვიდა. პირბადე მოიხსნა და დამწუხრებული მიაშტერდა აბელს, რომელიც თვალებ ანთებული ელოდა გოგონას ამბავს და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ექიმო, გთხოვთ მითხარით, რომ ავრორა კარგადაა, გთხოვთ.- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და გული გამალებით უცემდა, ისე უნდოდა ავრორას ნახვა, მისი მდგომარეობის გაგება.
-თქვენ გოგონასი ვინ ხართ?
-მე მეგობარი ვარ. გთხოვთ მითხარით რა ჭირს?
-სამწუხაროდ გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მას ზურგის ტვინი დაუზიანდა, თუმცა მისი განკურნება შეიძლება.-
-მოიცათ, ანუ ავრორა ფეხზე ვეღარ გაივლის?-
-გაივლის, რა თქმა უნდა, თუმცა ამას დრო ჭირდება. იმედს ნუ დაკარგავთ, ვარჯიშის და ოპერაციის შემდეგ შეიძლება ამის გამოსწორება, მანამდე კი მის მშობლებს უნდა გავესაუბროთ.- ექიმის ბოლო სიტყვები საერთოდ აღარ გაუგია. თვალებში ცრემლები ჩაუდგა, როდესაც გაიაზრა რა გააკეთა. მიხვდა, რომ ავრორა ვეღარასდროს შეძლებდა თავისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას, ის ვეღარასდროს შეძლებდა ცეკვას. მისი ლამაზი ფეხები ვეღარასდროს გაივლიდნენ და შეიგრძნობდნენ ასფალტის სიმხურვალეს. ამის წარმოდგენაზე სისხლმა თავში აასხა და შეაქანა.
-ეს რა გავაკეთე?- ლუღლუღებდა თავისთვის და დერეფანში ბოლთას ცემდა. არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი, ავრორას მშობლებისთვის მისი ახლობლებისთვის, ან თვითონ გოგონასთვის. როგორ უნდა გაემხილა, რომ ის დაეჯახა მანქანით და მისი ბრალი იყო გოგონას ახლანდელი მდგომარეობა.
რამდენიმე წუთში ავრორა საოპერაციოდან გამოიყვანეს და პალატაში გადაიყვანეს. წვეთოვანი დაუდგეს და აბელთან მარტო დატოვეს. ბიჭი საწოლის გვერდით მდგარ სავარძელზე იჯდა და გოგონას უყურებდა, რომელიც რიტმულად, ძალიან მშვიდად სუნთქავდა და მკერდი ნელა აუდ-ჩაუდიოდა. მისი წაბლისფერი თმა, თეთრ ბალიშზე ეფინა და თითქოს უსიცოცხლო ფერს, სიცოცხლეს მატებდა. ყველაფერმა აბელის თვალწინ გადაირბინა. ის დღე პირველად, რომ შეხვდა ავრორას უნივერსიტეტის წინ. მათი პირველი ჩხუბი, პირველი გასეირნება ქალაქში, პირველი კოცნა და პირველი მიყვარხარ, შემდეგ კი მისი არაკაცური საქციელი და გოგონაზე შორიდან მიდევნებული თვალები. როგორ უნდოდა ყველაფერი გამოესწორებინა, როგორ უნდოდა გოგონა დაებრუნებინა და მისი საქციელი საერთოდ დაევიწყებინა, თუმცა მათი ბედი უკუღმა წარიმართა და ბიჭის ოცნებებიც გაბათილდა. ახლა ავრორა აპატიებდა კი არა, ზედაც არ შეხედავდა აბელს. ეს ფიქრები გულს კიდევ უფრო ტკენდნენ, მაგრამ რა ექნა? რაც სიმართლე იყო ზუსტად ის ფიქრები აწუხებდა. ვერ მოთხოვდა გოგონას ამდენი რამ ეპატიებინა მისთვის. ჯერ ღალატი, ახლა კი ნახევარი სიცოცხლის დაკარგვა. ამდენს ვეღარ გაუძლებდა, თავისი თავი ხო, მაგრამ ავრორას ვეღარ ატკენდა გულს. ეს მისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა. ობლად წამოსული ცრემლი მუჭით მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. ავრორას შუბლზე ნაზი კოცნა დაუტოვა და პალატიდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა. უკან მიხედვას ვეღარ ბედავდა, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება მისი არჩევანი შეეცვალა და ავრორასთან დარჩენილიყო. საავადმყოფოდან გამოსულმა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ავრორას დედის, მანანას ნომერი მოძებნა. ყურმილი აიღო თუ არა ქალმა, იმ წამსვე შემოესმა მხიარული ხმა.
-უკაცრავად, მანანა ბასილაძე ბრძანდებით?- აკაკნკალებული ხმით კითხა.
-დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-თქვენი შვილი ავრორა, ავტო ავარიაში მოყვა, თუ შეგიძლიათ ტატიშვილის კლინიკაში მობრძანდით.
-რაა? ავრორა ავარიაში მოყვა? როგორაა ჩემი შვილი? თქვენ ვინ ბრძანდებით?- ატირებულმა ხმამ ბიჭის სული კიდევ უფრო დაამძიმა, ქალის კითხვებისთვის არაფერი უპასუხია, ტელეფონი გათიშა და მანქანისკენ წავიდა, როდესაც გზად პოლიციის მანქანა გაჩერდა და იქიდან რამდენიმე ოფიცერი გადმოვიდა. იცოდა თავისი ვინაობა, რომ გაემხილა ამას აუცილებლად გაიგებდა ავრორა, ეს კი არ უნდოდა. კიდევ ერთ შეცდომას უშვებდა მისი დანაშაულის დამალვისთვის, მაგრამ რა გაეკეთებინა? ვითომ არაფერიო, ოფიცრებს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. ახლა ყველაზე მეტად სადღაც წასვლა და გადაკარგვა უნდოდა. ისეთ ადგილას მისვლა, სადაც ვერავინ ვერ იპოვიდა, სადაც მის გრძნობებს გაექცეოდა, სამწუხაროდ ასეთი ადგილი მისთვის ბარი აღმოჩნდა, სადაც მარტოდ მარტო გაეშურა და იმდენი დოზით მიიღო ალკოჰოლი, სანამ საბოლოოდ არ გაითიშა.
ავრორას ნაცრისფერი თვალები აქვს, ღია და ძალიან ლამაზები. გახელისას ყველაფერს, რომ აღიქვამს და როგორც ჩამოყალიბებულ ადამიანს შეშვენის ისე იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა ახლა ეს ულამაზესი ირისები თითქოს დამძიმებულია, თითქოს ზედ უზარმაზარი ლოდები ადევს და გახელისას ცრემლებიც კი ცვივა. გოგონას თავის ტკივილიც უმძაფრდება და ცდილობს გვერდი იცვალოს, თუმცა ამაოდ. ცალ ფეხს ვერ არყევს, ფიქრობს ალბათ დამიბუჟდაო და რამდენიმე წუთი ასე გაშეშებული წევს. გარემოს ათვალიერებს და მხოლოდ ახლაღა ამჩნევს, რომ პალატაშია, თუმცა არ ახსოვს აქ როგორ აღმოჩნდა, რა მოუვიდა ან ვინ მოიყვანა. აპარატების წკაპუნის ხმა კიდევ უფრო მოქმედებს მის ნერვებზე და სურს ყველაფერი მოიგლიჯოს, რაც კი ხელებზე აქვს მიერთებული და სადღაც შორს ისროლოს. ახლაღა ახსენედება მისი მტევნები, რომლებიც რატომღაც საშინლად ტკივა, ამიტომ დაბლა იხედება და ამჩნევს, რომ ბორკილებით საწოლზეა მიჯაჭვული. ეს კი კიდევ უფრო აბნევს და გულის ცემასაც უხშირებს, შეშინებული კივის დედის სახელს და ცდილობს ფეხები აამოძრაოს, მაგრამ ვერ ახერხებს, კიდევ ერთხელ იბრძვის და უკვე ბოლო ხმაზე კივის, როდესაც პალატაში შეშინებული მანანა და ექიმი შემოდის ექთანთან ერთად, რომელსაც წვეთოვანში რაღაც წამალი შეყავს, სავარაუდოდ დამამშვიდებელი.
-დე, რა მჭირს?- ეკითხება ავრორა და ტირილს იწყებს.
-დე, გთხოვ მითხარი, ფეხებს ვერ ვამოძრავებ, რა მოხდა? გთხოვ მითხარი.- ლუღლუღებს და თავს აქეთ-იქით აქნევს, თვითონაც იცის რა ჭირს, თუმცა ამის აღიარება არ სურს. არ უნდა გაიაზროს ის, რომ წელს ქვემოთ ძალა დაკარგა. რამდენიმე წუთში წამალიც მოქმედებს მასზე და უკვე დაწყნარებულს, თითქოს აქაც არაფერიო მშვიდად ეძინება.
მანანა ერთხანს შვილის საწოლთან იჯდა და გოგონას სახეს უყურებდა, რომელზეც უდიდესი ტანჯვა იყო გამოსახული. იმხელა ტკივილს იტევდა ეს ერთ დროს მოცინარი სახე, რომ ქალს გული ეკუმშებოდა. ასეთია დედის გული, ვერ იტანს შვილის ტანჯვას. ურჩევნია თვითონ იყოს ამ მდგომარეობაში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, ვიდრე ავრორას უყუროს ასეთ მდგომარეობაში. პალატიდან გადის და თვალებით ქმარს ეძებს, რომელიც სკამზე ზის და თავი ხელებში აქვს ჩარგული. მისთვისაც არა ნაკლებ ძნელია ერთადერთი ქალიშვილის ტანჯვას უყუროს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ავრორამ ფეხზე გაიაროს. მთელ თბილისს დაკითხავს და იმ ნაბიჭვარს მაინც იპოვის, ბედის ანაბარა, რომ დაუტოვა შვილი. მანანა მერაბის გვერდით ჯდება და ხელს მხარზე ადებს ნუგეშის მიზნად. ახსენდებდა როგორ მდგომარეობაში იყო ავრორა წეხან და სხეულში თითქოს ყველაფერი ეთუთქება. არ იცის ვის უნდა დაურეკოს, რომ ავრორა ცოტა ხასიათზე მოიყვანოს. მისი ჯგუფელები და მეგობრები დასასვენებლად არიან. როგორ ნანობს მათთან ერთად, რომ გაუშვა და აიძულა მშობლებთან დაესვანა მთაში.
-ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება.- ეუბნება მერაბი ცოლს და გულში იხუტებს. თვითონაც ჯერა ამ სიტყვების, თუმცა რამდენად ახლოსაა რეალობასთან ეგ არ იცის.
-ვიფიქრე, აბელისთვის ხომ არ დაგვერეკა? ის ახლოსაა ავრორასთან, იქნებ დაეხმაროს კიდეც.
-კარგიი აზრია. თან აბელს ძალიან უყვარს ჩვენი გოგო. დაეხმარება ამ ტვირთის შემსუბუქებაში.
-კარგი, ახლავეს დავურეკავ.- ამბობს მანანა და შარვლის ჯიბიდან ტელეფონს აცურებს. აბელის ნომერს სწრაფად პოულობს და ელოდება როდის უპასუხებს ბიჭი.
ტელეფონი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ისე აგდია, რომ თითის შეხება და იმ წამსვე იატაკზე დაეცემა. თეთრი საბანი წყვილის სხეულს მხოლოდ წელს ქვემოთ ფარავს. გოგონას შოკოლადისფერი მხრები მიმზიდველად იყურებიან. ქერა თმა ბალიშზე აქვს მიმოფანტული, ცალი ხელი ბიჭის მკერდზე უდევს, ცალი კი ბალიშის ქვეშ აქვს ამოდებული. წინა ღამით მიღებული სიამოვნება ჯერ კიდევ ემჩნევა სახეზე, ამიტომ მშვიდად ფშვინავს და სრულიად არ ანაღვლებს რომელი საათია. მის გვერდით მწოლიარე ბიჭს ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული. გათიშულს ძინავს მანამ, სანამ მისი ტვინი გამოფხიზლებას არ იწყებს. ეს კი მხოლოდ ტელეფონის ზარის დამსახურებაა, რომელიც გაუჩერებლად უკრავს ერთსა და იმავე მელოდიას ყურის წამღები ხმით. ცალ ხელს ტუმბოზე აფოთიალებს და ტელეფონის კუთხეს გრძნობს თუ არა, უნდა გამორთვის ღილაკს დააჭიროს ხელი, მაგრამ ამაოდ. ტელეფონს ბეწვზე შენარჩუნებული წონასწორობა ერღვევა და იატაკზე მკვახე ხმით ეხეთქება. ზარი წყდება, რასაც ბიჭის შვების მომგვრელი ოხვრა ყვება, თუმცა ტელეფონზე კვლავ ვიღაც რეკავს და ამჯერად ნერვებ მოშლილი აბელი ფეხზე დგება, ტელეფონს ხელში იღებს და გაღიზიანებული პასუხობს უცნობს.
-გისმენთ.
-გამარჯობა აბელ, როგორ ხარ?-ნაცნობი ხმა ჩაესმის ყურში, რაზეც სუნთქვა უხშირდება და თავს იმით იიმედებს, რომ ეს ის არ არის რაც გონია.
-მადლობთ კარგად. თქვენ?
-ჩვენ ცუდად ვართ შვილო. ავრორა ავარიაში მოყვა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შეიძლება ფეხზე ვეღარ გაიაროს. ცოტა ხნის წინ პანიკის შეტევა ქონდა. მე და მერაბიმ ვიფიქრეთ, რომ შენ შეგიძლია მისი დამშვიდება, ამიტომ თუ გცალია, ძალიან გთხოვ ტატიშვილის კლინიკაში მოდი.
-ახლავეს გამოვალ მანანა დეიდა. თქვენ არ ინერვიულოთ.
-მადლობა საყვარელო.- აბელი ტელეფონს თიშავს და კვლავ ტუმბოზე აბრუნებს. მარჯვნივ იხედება და გოგონას სხეულს ავლებს თვალს. ახლა თავისი თავი უფრო მეტად ეზიზღება. მან კიდევ ერთხელ უღალატა ავრორას და მათი სიყვარული შეურაცყო. იქ გოგონა პანიკაშია და სიკვდილს ებრძვის, ეს კი გათიშვამდე სვამს და დილით უცნობ გოგოსთან შიშველი იღვიძებს.
-რას აკეთებ აბელ, ეს არ შეგშვენის.- ეუბნება თავის თავს და ტანსაცმელს სწრაფად იცვამს. ტელეფონს და მანქანის გასაღებს იღებს და სასტუმროდან გადის. სუფთა ჰაერის შესუნთქვის შემდეგ ფილტვები ჟანგბადით ევსება და ტვინიც მუშაობას იწყებს. მანქანას ძალიან ფრთხილად ატარებს, რადგან არ უნდა გუშინდელი ინციდენტი კვლავ განმეორდეს. საავადმყოფოს წინ ჩერდება და თავს საჭეზე დებს. ღრმად სუნთქავს და ცდილობს ნერვები დაიწყნაროს. ახლა მშვიდად შევა კლინიკაში, ავრორას მშობლებს დაამშვიდებს და ავრორას გვერდით იქნება მანამ, სანამ არ გამოჯანმრთელდება. ოდესღაც კი ყველაფერს მოუყვება ამ ამბის შესახებ, მაშინ როდესაც ფეხზე გაივლის და შეეძლება კვლავ იცეკვოს წვიმაში.
აბელი მანქანიდან გადმოვიდა და როგორც უნდოდა, მშვიდად შევიდა საავადმყოფოში, თუმცა გული მაინც სწრაფად უცემდა. არ შეეძლო, ვერ გაუძლებდა ავრორას ნახვას ასეთ მდგომარეობაში. ეს მისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ ავრორას ახლა ის სჭირდება, აბელი კი ყველაფერს გააკეთებს თავისი სიყვარულისთვის, სიკვდილზეც არ იტყვის უარს, ოღონდ ავრორას დარდი შეუმსუბუქოს.
მიმღებში აბელმა ავრორას სახელი და გვარი იკითხა და ახალგაზრდა გოგონამაც ზედმიწევნით მიასწავლა პალატის ადგილი. აბელი მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა, თითქოს საუკუნე გასულიყო, სანამ ავრორას მშობლებს დაინახავდა, რომლებიც ერთმანეთზე იყვნენ მიკრულები და დადარდიანებულები აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. აბელმა ღრმად ამოიოხრა და მათთან მივიდა. მანანას მის დანახვაზე თვალები გაუნათდა, გულში იმედის ნაპერწკალმა გაუელვა და ბიჭს ჩაეხუტა.
-ავრორა როგორაა? შეიძლება ვნახო?- იკითხა აბელმა.
-რა თქმა უნდა, თუ გინდა შედი, მალე გაიღვიძებს.- უთხრა მანანამ და ხელი მხარზე მოუთათუნა.
-კარგი, შევალ მაშინ.- აბელმა ფრთხილად გააღო პალატის კარი და შიგნით შევიდა. გოგონას ხელებზე ბორკილები დაინახა თუ არა გაცეცხლდა, მისი ნაზი მტევნები გაწითლებულიყო. ალბათ როგორ ტკივა. გაბრაზებულმა დაუძახა ექთანს.
-თუ შეიძლება ეს ბორკილები მოხსენით.
-უკაცრავად ბატონო, მაგრამ ვერ მოვხსნით, შესაძლოა ისევ პანიკის შეტევა დაეწყოს.
-მე რა გითხარით? არ მაინტერესებს რა არის შესაძლებელი, ახლავეს მოხსენით ეს რაღაც ავრორას. ის ამას არ იმსახურებს.- უღრიალა ექთანს და მანაც დანებების ნიშნად თავი დაუქნია. ავრორას ბორკილები მოხსნა და პალატიდან გავიდა. აბელი ერთხანს ოთახის კუთხეში იდგა და გოგონას სილამაზეს მეათასედ აღიქვამდა. თვალებს მის თმაზე დაატარებდა არეულად, რომ ეყარა ბალიშზე, ხელები კი უძლურად ედო მუცელზე. ორივე ხელის მაჯები გაწითლლებული ჰქონდა. ალბათ როგორ დაიტანჯა, როცა ეს ამბავი გაიგო, ალბათ როგორ ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი ხუმრობა ყოფილიყო. ფეხზე წამომდგარიყო და უწინდებურად ეცეკვა. მისი ლამაზი ფეხები ახლა უმუძრაოდ, რომ არიან საწოლზე დადებულნი, ერთ დროს ძალიან ბევრს დარბოდნენ და ცეკვავდნენ.
ბიჭს ამდენი ფიქრისგან თავი გაუსკდა. გაბრუებული იყო, აღარ იცოდა რა მოექმედებინა, უბრალოდ დინებას მიყვებოდა. კედელთან მდგარი სავარძელი ავრორასკენ მიაჩოჩა და ჩამოჯდა. გოგონას ცალი ხელი მის ხელებში მოაქცია, ხელის გული ტუჩებთან მიიტანა და მისი ტკბილი გემო კიდევ ერთხელ შეიგრძნო. ავრორას ნატიფი, თლილი თითები ჰქონდა, ასე მონდომებით, რომ არხევდა ცეკვის დროს.
უეცრად, საჩვენებელი თითი აამოძრავა და ოდნავ შეირხა. აბელი დაიძაბა, რადგან მიხვდა გონს მოდიოდა. ავრორამ ნელ-ნელა გაახილა თვალები და კვლავ თეთრ კედლებს შორის გამომწყვდეული აღმოჩნდა. რამდენიმე წამის წინ ეგონა, რომ ყველაფერი ის, რაც დილით განიცადა სიზმარი იყო. ახლა თავის ფუმფულა საწოლში იქნებოდა გახვეული დედოსთან ერთად, რომელიც ყეფით გააღვიძებდა და სახეს აულოკავდა, მაგრამ მწარედ შეცდა. ეს გაიაზრა თუ არა ისტერიულად ატირდა. აბელმა ვეღარ მოითმინა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, გულში თითქოს რაღაც ჩაწყდა. გოგონას მიუჯდა საწოლთან და ჩაეხუტა. ავრორას თავიდან გაუკვირდა, რადგან ვერ გაეგო ვინ ეხუტებოდა, თუმცა შემდეგ ნაცნობი სურნელი იგრძნო, ნაცნობი თითები მის მხრებზე წრიულ მოძრაობებს, რომ აკეთედებდნენ და თითქოს რაღაც მოეშვა. გაუხარდა აბელმა ასეთ მდგომარეობაში, რომ არ დატოვა და მის გვერდით დარჩა იმის მიუხედავად, თუ რა სიხშირით თხოვდა მისგან წასულიყო.
-აბელ, შენ… არ დამტოვე.- ამოილუღლუღა დაბალი ხმით.
-ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებდი, საყვარელო.
-მადლობა აბელ.- უთხრა ავრორამ და თბილი ტუჩები მიაკრა ლოყაზე. ბიჭს გააჟრჟოლა, თითქოს ყველა ემოციამ თავიდან ამოხეთქა მასში და მიხვდა, რომ კიდევ ერთხელ შეუყვარდა ავრორა.
-არ მახსოვს ეს როგორ მოხდა.- ერთმანეთს მოშორდნენ თუ არა, იმ წამსვე თქვა ავრორამ.
-არც არის საჭირო.
-რატომ? მინდა ვიცოდე ვინ გამიკეთა ეს, ვინ დამტოვა ბედის ანაბარა, ასეთ მდგომარეობაში.
-მან საავადმყოფოში მოგიყვანა, შემდეგ კი გაიქცა.
-კიდევ კარგი შუა ქუჩაში არ დამტოვა და სასიკვდილოდ არ გამიმეტა.- გაბრაზებით წარმოთქვა ავრორამ. აბელი კი ყველანაირად ცდილობდა მისი სიტყვები გულთან არ მიეტანა, თუმცა ეს არც ისე კარგად გამოდიოდა.
-კარგი დაწყნარდი, ახლა შენი ნერგიულობა არ შეიძლება.
-აბელ, მითხარი როგორ გავძლო მთელი ცხოვრება ასე? მე ცეკვის გარეშე არ შემიძლია, მოვკვდები აბელ.
-ნუ გეშინია, არ მოკვდები. ექიმმა თქვა, რომ შეიძლება შენი განკურნება.-
-ამის შანსი ალბათ 30%-ია.
-არა ავრორა, ცდები. ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ შენ კვლავ გაიარო, უბრალოდ ამას დრო და მოთმინება ჭირდება, არ უნდა დანებდე საყვარელო.-
-მადლობა აბელ.
-რისთვის მიხდი მადლობას?
-ჩემი სიტყვების მიუხედავად მაინც, რომ აქ ხარ.
-მაშინ არაფრის.- გაუღიმა აბელმა და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გოგონა გულში.
-შეგიძლია დედას და მამას დაუძახო? დღეს დილით ალბათ როგორ ინერვიულეს.-
-ახლავეს დავუძახებ.- უთხრა აბელმა და პალატიდან გავიდა. მანანასთან და მერაბთან მივიდა და თხოვა შიგნით შესულიყვნენ.
-შენ არ შემოხვალ?- კითხა მერაბიმ.
-არა, ჰაერზე გავივლი და მოვალ, თქვენ მშვიდად ისაუბრეთ.- უთხრა და საავადმყოფოდან გავიდა. ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და რამდენიმე ნაფაზი დაარტყა. ავრორას არ მოწონდა, როცა ეწეოდა და თხოვდა, რომ თავი დაენებებინა. ამას ყოველთვის ცდილობდა, თუმცა ახლა მისთვის ერთადერთი დამაწყნარებელი ეს იყო.
ნახევარი საათის შემდეგ აბელმა ცუდი ფიქრები თავიდან მოიშორა და გადაწყვიტა, რომ ავრორასთვის საუკეთესო წუთები ეჩუქებია ამ ცუდ პერიოდში. საავადმყოფოში შებრუნდა და ავრორას ექიმი ნახა.
-ექიმო, როდის შეძლებთ ავრორას გამოწერას?
-დღეს აქ იყოს, ხვალ კი შეგვეძლება გამოწერა. ორი კვირის შემდეგ, კი კვლავ უნდა მოიყვანოთ, თუ რა თქმა უნდა მკურნალობა უნდა.-
-ძალიან დიდი მადლობა.- უთხრა აბელმა და ავრორას პალატაში შევიდა ახალი ამბის საცნობად.
-ავრორა, ხვალ შეგიძლია სახლში წახვიდე.
-რა? რა კარგიააა, მაგრამ ასე როგორ?- ბოლო სიტყვები დამწუხრებულმა ჩაიბურტყუნა.
-შენ არ ინერვიულო საყვარელო, სავარძელს გიყიდით და სანამ ფეხზე არ დადგები ყველგან შეგეძლება წასვლა.- უთხრა მერაბიმ და მშვიდად გაუღიმა.
-ხო იმედია. აბელ დღეს აქ დარჩები?- მიუბრუნდა ავრორა აბელს.
-კი, თუ გინდა დავრჩები.
-რა თქმა უნდა მინდა, თან ჩემი მშობლები სახლში წავლენ და ტანსაცმელს მომიტანენ ხვალისთვის.
-არა, ჩვენც აქ ვიქნებით.- გააპროტესტა მანანამ.
-არა მანანა დეიდა, მე ვიქნები აქ. მშვიდად იყავით.- დაამშვიდა აბელმა და ქალიც დაითანხმა. საღამოს მანანა და მერაბი სახლში წავიდნენ, აბელი და ავრორა კი კვლავ მარტო დარჩნენ, თავიანთ ფიქრებთან ერთად.
მშობლების წასვლის შემდეგ ავრორამ თითქოს მოიწყინა. იცოდა როგორ ძალიან უჭირთ მშობლებს მისი ამბის გადატანა, ამიტომ ბოლომდე ცდილობდა, რომ მათთან მხიარულად დაეჭირა თავი. ისე თითქოს არ ადარდებს თავისი ამბავი და დიდი იმედიც გააჩნია, რომ მალე ფეხზე გაივლის, მაგრამ როცა თავის თავთან მარტო რჩება, ეს იმედები სადღაც მიფრინავს და სრულიად ცარიელი რჩება. თავის ცხოვრებაზე, თავის ბედზე, განაწყენებულია, რადგან ცხოვრებამ მას ყველაზე დიდი ოცნების ასრულების უფლება არ მისცა. შესაძლოა ფეხზე კვლავ გაიაროს და ამის ცოდნა ცოტათი მაინც აიმედებს, მაგრამ ავრორამ იცის, რომ მას დიდი მოთმინების უნარი არ გააჩნია. შეიძლება ერთ წამს დიდი სილაღით და მონდომებით იყოს სავსე, თუმცა დამარცხების შემდეგ მისი ყველა ოცნება წყალში იყრება და აღარც ცდილობს ამ ყველაფერს თავიდან მიუბრუნდეს, როგორმე ეცადოს და თავიდან, ამჯერად კარგად გააკეთოს ყველაფერი. ახლა თავისი თავის ყველაზე მეტად ეშინია, რადგან იცის პირველ ცდაზე, რომ ვერ გაიაროს, მეორედ ამას აღარ გააკეთებს და სიკვდილამდე ინვალიდის სავარძელში მოუწევს ჯდომა.
ავრორას არ უნდა ვინმეს აწყენინოს, არც მშობლებს და არც აბელს. მას კეთილი გული აქვს. აბელი სიგიჟემდე უყვარს და იცის, რომ ისიც იმავეს გრძნობს, ავრორას მიმართ ასე, რომ არ ყოფილიყო მასთან არ გაჩნდებოდა პირველივე ზარზე. უნდა აბელთან იყოს ისე როგორც ადრე, მაგრამ ამ სატანჯველისთვის ვერ იმეტებს. მას ავრორასთან ბევრი რამის გადატანა მოუხდება, შესაძლოა ბედნიერი დღეებიც იყოს, მაგრამ არა იმდენად ბევრი, რომ ავრორას გული სრულმა ბედნიერებამ მოიცვას.
აბელმა სავარძელი ავრორას საწოლთან მიწია და გოგონას ცქერა დაიწყო. ავრორას ეღვიძა და ტელეფონში სოციალურ ქსელს ამოწმებდა. მეგობრებისგან არაფერი ისმოდა, ზღვაზე იყვნენ ყველანი წასულები და ვინ იცის ავრორა ახსოვდათ თუ არა.
-რატო მიყურებ?- მწველი მზერა შენიშნა თუ არა გოგონამ აბელს კითხა.
-არ შეიძლება?
-კი, უბრალოდ გამიკვირდა.
-რა გაგიკვირდა?
-კარგი არაფერი. ნუ იცი ყველაფრის ჩაძიება.- ჩაიხითხითა ავრორამ.
-ხო იცი როგორიც ვარ.
-კი, თან ძალიან კარგად.
-რა თქმა უნდა ხუთი წელი საკმაოდ ბევრი დროა.
-თუმცა ამდენი ხნის შემდეგ შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.- დანანებით ამოიოხრა ავრორამ.
-მაპატიე… ვიცი, რომ საშინელი ადამიანი ვარ. ვიცი, რომ შენი სიყვარული არ დავაფასე, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.
-ასეთ მდგომარეობაშიც?
-ავრორა, ნუ სულელობ, რა მდგომარეობა შენ გაქვს? გპირდები ძალიან მალე გაივლი ფეხზე, არ ინერვიულო.
-სათქმელად ადვილია.- გოგონას თვალებზე ცრემლები მოადგა. ეს საკითხი მისთვის საშინლად მტკივნეული გახდა და მისი გადატანაც ძალიან ძნელი გახდება.
-ავრორა მენდობი?
-კი.- თავი დაუქნია გოგონამ.
-მაშინ მენდე და გპირდები, რომ აუცილებლად გაივლი ფეხზე.
-კარგი. მეც მინდა ეგ, მაგრამ არ მინდა წინასწარ დიდი იმედები მქონდეს, შემდეგ კი ყველაფერი წყალში ჩამეყაროს.-
-არ ჩაგეყრება წყალში, ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ.
-მადლობა აბელ.
-ავრორა გიყვარვარ?- ბიჭმა შეპარვით კითხა, რადგან პასუხი აქამდე ყოველთვის გაბრაზებით წარმოთქმული უარი იყო. დარწმუნებულია, რომ ავრორაც იგივეს გრძნობს მის მიმართ, რასაც თვითონ, მაგრამ ამის აღიარება უჭირს. მართალიცაა... ის რაც აბელმა გააკეთა ადვილად დასავიწყებელი არ არის.
-კი აბელ. ძალიან მიყვარხარ.- ავრორას სახეზე ღიმილი მოეფინა. ზუსტად ისე გაიღიმა აბელს, რომ უყვარს და მთლიანად დამშვიდდა. არცერთის მუცელში არ აფრენილან პეპლები, არცერთს არ აჩქარებია გული, არცერთს არ შეკვრია სუნთქვა და არ აკაკნკალლებია ფეხები, ორივეს სული და სხეული სრულ სიმშვიდეს განიცდიდა. სიმშვიდეს, რომელიც წრფელი სიყვარულის მაუწყებელია.
-აბელ?
-ხო საყვარელო.
-მშიაა.
-ახლავეს მოგიტან რამეს.-აბელი ფეხზე წამოდგა და კარისკენ მიდიოდა, როცა ავრორამ შეაჩერა.
-აბელ, გთხოვ რამე გემრიელი წამომიღე რა. ამ საავამდყოფოში საშინელი წვნიანი აქვთ.
-კარგი ვეცდები.- ღიმილით გამოვიდა აბელი პალატიდან და კაფეტერიისკენ წავიდა. ავრორას საყვარელი ფორთოხლის წვეენი და პიცა იყიდა და კვლავ პალატისკენ წავიდა. შიგნით შესვლისას ავრორასთან ვიღაც გოგო დაინახა.
-გამარჯობა.- მიესალმა მას და შეხედა თუ არა იმ წამსვე ამოიცნო მისი ყოფილის სახე. ლანა ყიფიანი ავრორას ვითომ კეთილად უღიმოდა და უსამძიმრებდა დაინვალიდებას.
-გამარჯობა აბელ, როგორ ხარ?- კისერზე ჩამოეპონწიალა და ლოყაზე აკოცა. მის ქმედებაზე ავრორას თვალები საბუდედან გადმოეყარა. რამდენს ბედავს შეყვარებულის თვალწინ?
-კარგად ლანა. შეგიძლია გამიშვა? ავრორას უნდა ვაჭამო.
-ხო რა თქმა უნდა. ავრორას ვეუბნებოდი ძალიიან ცუდია, რომ ვეღარ იცეკვებს. შეიძლება ქორეოგრაფმა მისი ადგილი მე მომცეს.- გესლიანად ჩაილაპარაკა და გველურად გადახედა ავრორას, რომელიც სადაცაა ტირილს დაიწყებდა.
-ლანა, მადლობა, რომ მოხვედი. ახლა კი შეგიძლია წახვიდე. ხო ხედავ აქ ზედმეტი ხარ.- აბელმა გაბრაზებით უთხრა და ცოტაღა აკლდა თავისი ხელით, რომ არ გაეგდო პალატიდან. სისხლი უდუდღდა ავრორას ასეთ მდგომარეობაში, რომ ხედავდა. მითუმეტეს ვიღაც ბ*ზის გამო, ის ამად არ ღირდა.
-კარგი საყვარლებო, შეხვედრამდე.- ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ორივეს და პალატიდან გავიდა. თავიდან მოიშორეს თუ არა ყიფიანი, აბელმა პიცა და წვენი ლანგარზე დააწყო და ავრორას ფეხებზე დაუდო.
-ავრორა, მის სიტყვებს ყურადღებასს ნუ მიაქცევ კარგი? ხო იცი როგორიცაა? არ ღირს შენს ცრემლებად.-აბელმა ტუჩის კუთხეში აკოცა და პიცა ყუთიდან ამოიღო.
-კარგი ვეცდები.- უთხრა ავრორამ და ნაძალედავად გაუღიმა.
-ახლა ჭამე.
-კარგი. მადლობა, რომ რაღაც გეემრიელი მომიტანე, თან ჩემი საყვარელი.- ავრორას გულწრფელად გაუხარდა, რომ როგორც იქნა გემრიელად ივახშმებდა. აბელი კვლავ სავარძელზე მოთავსდა და ავრორას ცქერა განაგრძო.
-შენ არ გინდა?- ერთი ნაჭერი პიცა მიაწოდა ავრორამ აბელს.
-არ მინდა შენ ჭამე. ძალიან საყვარელი ხარ.
-მადლობა, მაგრამ მეტს ვეღარ შევჭამ, შეგიძლია აიღო?
-რა თქმა უნდა ახლავეს.- აბელი ფეხზე წამოხტა და ავრორას ფეხებიდან ლანგარი აიღო, რომელიც ტუმბოზე დადო, შემდეგ ექთანს გაატნევდა გადასაგდებად.
-ახლა დაიძინე, ხვალ დილით კი სახლში წავალთ.- უთხრა აბელმა.
-მოდი, შენც ჩემთან დაწექი.
-არა იყოს, არ მინდა შეგაწუხო.
-აბელ, არ შემაწუხებ. მოდი თუ გიყვარვარ.- ავრორამ თხოვნის ნიშნად ქვედა ტუჩი საყვარლად გადმოაგდო და აბელსაც მეტი რა უნდოდა. გოგონა ოდნავ კიდისკენ მიაჩოჩა, ფეხსაცმელი გაიხადა და ავრორას მიუწვა. ერთმანეთის სურნელი და ჩახუტება იმდენად ჰქონდათ მონატრებული, რომ ღრმად ისუნთქავდნენ სურნელს და ძლიერად ეკვროდნენ ერთმანეთს.
-მიყვარხარ ავრორა.
-მეც აბელ. გთხოვ არასდროს წახვიდე ჩემგან.
-არსად წავალ მანამ, სანამ შენ თვითონ არ მთხოვ ამას.
-ტკბილი ძილი.
-შენც საყვარელო.- ძილის წინ აბელმა მონატრებული კოცნა კვლავ მოპარა ავრორას ტუჩებს, შემდეგ გოგონამ დაიძინა. აბელმა კი მხოლოდ გამთენიას მოხუჭა თვალები, მანამდე გოგონას სუნთქვას უგდებდა ყურს და ამით აქარწ....ბდა იმ დანაშაულის გრძნობას ასე, რომ ეკიდა მხრებზე.
დილით ავრორა აბელის თბილი ტუჩების შეხებამ გააღვიძა. ძალიან ესიამოვნა ეს ყველაფერი და გაინაბა კვლავ იგივე შეგრძნების მოლოდინში.
-სიცოცხლე გაიღვიძე.- ბიჭის ხმა სასიამოვნოდ ჩაესმა და აიძულა თვალები გაეხილა. პირველი რაც დაინახა ეს თაფლისფერი, სულში ჩამწვდომი თვალები იყო, სიყვარულით აღსავსენი, რომ უყურებდნენ ავრორას, შემდეგ საყვარელი მამაკაცის სახე და მასზე შემოხვეული თლილი თითები. ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ აბელი მთელი სულით და გულით უყვარდა.
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის სიცოცხლე.
-აუუ ეგრე ნუ მეძახი.- ამოიბუზღუნა ავრორამ.
-რატომ? არ მოგწონს?
-კი, თან ისე, რომ ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა გისმენ.- აბელს მის სიტყვებზე გაეღიმა და კიდევ ერთხელ მიმართა იგივე მეტსახელით.
-ჩემი მშობლები ჯერ არ მოსულან?
-არ ვიცი ახლა ავდგები და ვნახავ, თან ყავას მოვიტან ორივესთვის.- უთხრა აბელმა და ფეხზე წამოდგა, თუმცა გოგონამ ცალი ხელით დაიჭირა, მისკენ დაქაჩა და ტუჩებზე კვლავ დაუტოვა სამახსოვრო კოცნა, ისეთები აბელს უკვე მრავლად, რომ ქონდა.
-მიყვარხარ სიგიჟემდე.- სიტყვები კოცნას ამოაყოლა და ძლივს მოშორებული ბიჭი პალატიდან გაისტუმრა. ღიმილი კიდევ ცოტა ხანი ქონდა სახეზე შერჩენილი, ცერა თითს კი ქვედა ტუჩზე იტარებდა და წეხანდელს იხსენებდა.
ცოტა ხანში ავრორასთან ექიმი და მანანა შევიდა. ექიმმა გასინჯა, რეცეფტი გამოუწერა და კვირის ბოლოს დაიბარა ოპერაციაზე მოსალაპარაკებლად, თან ეტლი აჩუქა, რომლითაც შეეძლებოდა გადაადგილება, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. დედა ავრორას ჩაცმაში მოეხმარა, შემდეგ კი აბელს დაუძახა დასახმარებლად. მან ავრორა ხელში აიყვანა და ასე გაიყვანა საავადმყოფოდან. გულს უღრღნიდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ავრორას ამ ეტლით ევლო და არც უნდოდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა, სულ ხელით სატარებელი, რომ გამხდარიყო. მერაბიმ ეტლი მანქანაში ჩადო და ყველანი ავრორას სახლისკენ წავიდნენ. წყვილი უკან იჯდა და ერთმანეთის მონატრებას ჩახუტებით იკლავდა. ეს მანანას საერთოდ არ გამოპარვია და გზა და გზა ღიმილ შეპარული უყურებდა ამ საყვარლობის განსახიერებებს.
სახლში მალევე მივიდნენ. აბელმა ხელით გადმოიყვანა ავრორა მანქანიდან და შიგნით შეიყვანა, დივანზე დასვა და მეტი კომფორტისთვის უკან რამდენიმე ბალიში დაუდო, თვითონ კი მის გვერდით ჩამოჯდა.
-აბელ, შვილო, დიდი მადლობა, რომ ასე დაგვეხმარე და არ მიგვატოვე.- უთხრა მანანამ.
-არაფრის მანანა დეიდა, მე ავრორა ძალიან მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-უკვე შერიგდით?- შეპარვით იკითხა მანანამ და როგორც კი შვილის ყურებამდე გაღიმებული სახე დაინახა იმ წამსვე დარწმუნდა თავის ეჭვებში.
-ძაალიან მიხარია, რომ შერიგდით, თორე თქვენს ტანჯვას ვეღარ ვუძლებდით.
-ახლა ჩვენი ბედნიერებით დატკბით.- უთხრა აბელმა და ავრორას ლოყაზე აკოცა.
-ახლა დაგტოვებთ და ხვალ კვლავ გამოგივლით. ავრორა შენ დაგირეკავ და ტელეფონი ახლოს გქონდეს.- გოგონას ჩაეხუტა, მის მშობლებსაც გაუღიმა და სახლიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა და თავისი სახლისკენ წავიდა. ორი დღეა არც რამე ეჭამა და არც უძინია. ახლა ყველაზე მეტად ფიქრი და დასვენება ჭირდებოდა. უნდა დაეგეგმა როგორ გაეხარებინა ავრორა ამ ერთი კვირის განმავლობაში. გზად მარკეტში გაიარა, ერთი პორცია პიცა და კოკა-კოლა იყიდა და სახლში მივიდა. ისადილა თუ არა საწოლს მიაშურა, რადგან ქუთუთოები იმდენად დაუმძიმდა, რომ ვეღარ ახელდა, თუმცა მაინც ვერ მოისვენა ავრორასთვის რამე, რომ არ მიეწერა.
„მიყვარხარ საყვარელო.“ შეტყობინა გაგზავნა და თვალები დახუჭა.
ავრორასთვის სახლში გატარებული პირველი დღე, თანაც ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთული აღმოჩნდა. დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლაც კი არ შეეძლო. მართალია წელს ქვემოთ ვერაფერს ვერ გრძნობდა, მაგრამ მთელი არსებით სურდა ერთი ნაბიჯი მაინც, რომ გადაედგა. ამ მუდამ მხიარული და მორბენალი გოგოსათვის დიდი ტრამვა იყო მთელი დღე დივანსა და ეტლში ჯდომა. მშობლები წუთითაც არ ტოვებდნენ მარტო, მაგრამ საკმარისი იყო სხვა მხარეს გაეხედათ, რომ იმ წამსვე ევსებოდა თვალები ცრემლებით და სურდა მთელი გულით ეტირა. თითოეული გრძნობა და ტკივილი რასაც განიცდიდა გარეთ გამოეტანა და ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა თავი, თუმცა ამ ყველაფერს პირიქით აკეთებდა. გულში იკლავდა იმას, რაც აუცილებლად ვინმესთვის მაინც უნდა ეთქვა. აბელის მოწერილმა საერთოდ ააფორიაქა. ის სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ არ უნდოდა დაეტანჯა. რამდენიც არ უნდა ეფიქრა საბოლოო გადაწყვეტილებამდე მაინც ვერასდროს ვერ მიდიოდა, ვერ ახერხებდა გაეკეთებინა ის რაც უნდოდა გონებას. მას გული მართავდა და გულს ხომ ვერასდროს ვერაფერს ვერ უბრძანებ. მთელი დღე სრულ მოწყენილობაში გაატარა ავრორამ. მხოლოდ დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ბოლოს მობეზრდა და გადაწყვიტა ცოტა ხანი ეტლით მაინც გაესეირნა.
-მააა- დაიყვირა მთელ ხმაზე და რამდენიმე წუთში მის წინ ორი დაფეთებული მშობელი იდგა.
-კაი რა იყოთ, კი არ ვკვდები.- ხმამაღლა გაიცინა მათ სახეებზე.
-გინდოდა რამე?- კითხა მანანამ.
-კი, ეტლში ჩამსვით რა, ცოტას გავივლი, თორე მომბეზრდა.-
-ახლავეს საყვარელო.- მამამ ხელში აიყვანა და ეტლში მოათავსა.
-ხომ იცი როგორ უნდა მართო?
-რა თქმა უნდა, ადვილია.- მშობლებს უდარდელად გაუღიმა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ეშინოდა, რადგან არ იცოდა როგორ უნდა ემართა. მშობლების მოცდენა კი არ უნდოდა, ამიტომ ნერვიულად დაატრიალა უკანა ორი ბორბალი და ნელ-ნელა წავიდა წინ.
-აი, ხომ ხედავთ გამომდის.- დაუძახა მშობლებს და სახლიდან გავიდა. კიდევ კარგი კიბეები არ აქვთ, თორე დაგორდებოდა. თავის საყვარელ ბაღში გაისეირნა. ძალიან უნდოდა როგორც ყოველთვის ჰამაკზე ეკატავა, თუმცა ამას ახლა ვეღარ გააკეთებდა. გვირილების სურნელს ხარბად ისუნთქავდა და ჩიტების ჭიკჭიკს ყურს უგდებდა. ცოტა ხანში ესეც მობეზრდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა. მისი არცერთი მეგობარი ონლაინში არ იყო. ალბათ კარგად ერთობიან და ავრორა არც კი ახსოვს. ტელეფონში რაღაც თამაშები გადმოიწერა და საღამომდე ამით ერთობოდა. ექვსი საათი იყო დედამ, რომ დაუძახა.
-ავრორა, არ შემოხვალ? ვახშამის მომზადებაში დამეხმარე.
-კაი დე, ხუთ წუთში მოვალ.- უთხრა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარემოს. იმედოვნებდა, რომ საღამოს აბელი მოაკითხავდა და ერთად დასხდებოდნენ ვარსკვლავების საყურებლად. ხუთი წუთიც არ იყო გასული ჭიშკრის წინ აბელის მანქანა, რომ გაჩერდა და იქიდან გადმოვიდა. გახარებულმა ავრორამ კი ბორბლები სწრაფად დაატრიალა და დიდი სისწრაფით წავიდა მისკენ. ის სულ დაავიწყდა ჭიშკრის წინ დიდი ქვა, რომ იდო და ყოველ გარეთ გასვლაზე ფეხს, რომ იტეხდა ზედ. ეტლი ვეღარ დაიმორჩილა და ინერციით მარჯვნივ გადავარდა. გულმა წუთში ათასჯერ დაიწყო ფეთქვა ისე შეეშინდა. აბელი შიგნით შემოვარდა და ავრორას ზედ დაცემული ეტლი მოაშორა. გოგონას კი თვალებიდან ცრემლები წასკდა და ხმამაღლა ატირდა.
-ავრორა, კარგად ხარ? რამე ხომ არ იტკინე?- ანერვიულებული აბელი სახეზე ხელებს უსმევდა და გულში იკრავდა.
-ვსო მორჩა, არ იტირო კარგი? დაწყნარდი. წამოდი შიგნით შეგიყვან, ოღონდ არ იტირო. ხომ იცი მანანა როგორ ინერვიულებს.- ავრორამ თავი დაუქნია და თვალებიდან ცრემლები მოიშორა. ბიჭმა ის ხელში აიყვანა და ორივენი სახლში შევიდნენ.
-რა მოხდა აბელ, ავრორა ხელში აყვანილი რატომ მოგყავს?- იკითხა მანანამ.
-ისე უბრალოდ, არ ინერვიულო, მე ავრორას თავის ოთახში წავიყვან.- ქალმა თავი დაუქნია და თვალი გააყოლა მეორე სართულზე მიმავალ წყვილს. გულზე დიდი ლოდი ედო, რომელსაც სახელად ავრორა ერქვა.
ავრორა აბელს მიეხუტა და არც აპირებდა მოშორებას. ორივენი საწოლზე დაწვნენ და დიდი ხანი იყვნენ ასე, ერთმანეთზე ჩახუტებულები.
-დღეიდან თუ რამე დაგჭირდება მე დამირეკავ. გარეთ გასვლაც, რომ დაგჭირდეს მაინც დამირეკავ, გასაგებია?- უთხრა ბიჭმა მკაცრად.
-კარგი რა აბელ, ყოველ წუთში წინ და უკან ხომ ვერ გარბენინებ?
-დიახაც ვირბენ, თუ საჭირო იქნება მთელი დღეები აქ ვიქნები.
-არა, არ მინდა ასე ძალიან გაწვალდე ჩემს გამო.
-ავრორა, დღეს მომხდარი ხომ არ დაგავიწყდა? თავი, რომ დაგერტყა? არა ნამდვილად ვერ დავუშვებ ამას.-
-ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ, მშობლებიც ჩემს გვერდით არიან და მომხედავენ.- ნაზი თითები აბელის სახეს შეახო და მისკენ მიაბრუნებინა, შემდეგ ტუჩებზე ეამბორა. მართალია, ამჯერად დანებდა ბიჭი, თუმცა გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია. უნდოდა თუ არა ეს ავრორას მაინც მის გვერდით იქნებოდა.
ცოტა ხანში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
-მობრძანდით.- დაიყვირა ავრორამ და შიგნით მანანა შემოვიდა.
-ბავშვებო, წამოდით ვივახშმოთ.
-კაი დე, ახლავეს ამოვალთ.- უთხრა ავრორამ, მანანამ კი კარი გაიხურა.
-წავედით?
-წავედით.- აბელმა ავრორა ქვემოთ ჩაიყვანა და თავის ეტლში ჩასვა, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდნენ. მანანა საოცარი მზარეულია, მის შედევრებზე ყველა თითებს იჭამს. განსაკუთრებული ინგრედიენტები არ აქვს, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის არის ყველაფერს მთელი გულით, რომ აკეთებს და საკვებს აჯადოებს თავისი სიყვარულით. საღამო მშვიდად გაატარეს. ვახშმობის შემდეგ ფილმს უყურეს და ჩაიც გემრიელად მიირთვეს. გვიანი იყო უკვე აბელმა წასვლა, რომ გადაწყვიტა.
-ხვალ ავრორას მოგტაცებთ ცოტა ხნით.- უთხრა მანანას და მერაბის.
-რატომ?
-სადღაც მინდა წავიყვანო.
-კარგი, თუ თვითონაც თანახმაა, თქვენი ნებაა.
-სად მივდივართ?- ავრორამ ყურები ცქვიტა და აბელს შეხედა.
-სურპრიზია საყვარელო, დაწყნარდი.
-კარგი, ნახვამდის.- გაუღიმა და აბელიც სახლიდან გავიდა. გზაში ფიქრობდა როგორ და როდის ეთქვა იმის შესახებ, რომ თვითონ დაეჯახა ავრორას და გადაწყვიტა, რომ პირველივე შესაძლებლობაზე გაუმხელდა ამ საიდუმლოს.
დილით გოგონას თვალები მხურვალე მზის სხივებმა მოჭრეს. ხელები სახეზე მოისვა გამოსაფხიზებლად და ფანჯარაში გაიხედა. მხოლოდ მზიდან წამოსული სხივები და ცისფერი ცა დაინახა. უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ გაახსენდა, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ დანებებით ჩამოყარა ხელები. დღეს სამშაბათია. პარასკევს კი საავადმყოფოში უნდა წავიდეს. ვინ იცის, შეძლებს კი კვლავ გაიაროს? პირველ ოპერაციაზე თუ ვერ მოახერხებს ამას, შემდეგზე აუცილებლად გამოვა, თანაც ექიმმა უთხრა, რომ 20%-ია მხოლოდ იმის შესაძლებლობა ავრორამ გავლა, რომ ვერ შეძლოს. აბელიც ისეთი შემართებითაა განწყობილი, მისი გონებაც თითქოს პოზიტიურად ფიქრს იწყებს და იჯერებს, რომ ოპერაციის შემდეგ შეეძლება გაიაროს. თანაც თავი ისე ძლიერად არ დაურტყამს სამუდამოდ, რომ დაინვალიდდეს. ფიქრებში იყო გართული ოთახის კარზე ვიღაცამ, რომ დააკაკუნა და პასუხის გაცემა ვერც მოასწრო ისე შემოვიდა ოთახში აბელი. ხელში მისი საყვარელი გვირილები ეჭირა, შემოსვლისთანავე საოცარი სურნელი, რომ დაატრიალეს ოთახში. ცალ ხელში კი დიდი დათუნია ეჭირა, რომელიც ავრორას კალთაში ჩაუსვა, თვითონ შუბლზე აკოცა და საწოლზე ჩამოჯდა.
-აბა, როგორაა მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო?- კითხა და ყურებამდე გაუღიმა.
-მშვენივრად, შენ როგორ ხარ?
-დღეს ისეთი კარგი რამ გველის, რომ მეც მშვენივრად ვარ.
-მადლობა ყვავილებისთვის, შეგიძლია ლარნაკში ჩადო?
-მანანას მივცემ და ჩადებს. ხო იცი ეგეთები არ მეხერხება.- უთხრა აბელმა და ოთახიდან ისეთი სისწრაფით გავიდა გოგონამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
-მანანა დეიდა, ესენი ლარნაკში ჩადე კარგი?
-კარგი შვილო, როდის მოხვედი? ვერ შევამჩნიე.
-ახლახანს და ავრორას მივაკითხე პირდაპირ.
-ამას ლარნაკში ჩავდებ და ამოვალ, ავრორას დავეხმარები ჩაცმაში.
-კარგი.- გასძახა სამზარეულოში და სწრაფად აირბინა კიბეები. ავრორა მის მოსვლამდე დათუნიას ეხუტებოდა და გრძნობდა ჯერ კიდევ შერჩენილ აბელის სურნელს. ბიჭმა კარი, რომ შეაღო ძალიან გაუხარდა.
-ნუ დარბიხარ აქეთ-იქით, ჩემთან იყავი.- ამოიბუზღუნა მოწყენილმა.
-ახლა ისე ვიზამ, რომ თავს მოგაბეზრებ.-
-არა, მაგას ვერ ეღირსები.
-ხო კაი, მანანა მოვა და ჩაიცვი, შემდეგ წავიდეთ და სადმე ვისაუზმოთ.-
-მე მეგონა სახლში ვისაუზმებდი.
-არა, დღეს მთელი დღე ჩემი ხარ.- ამ სიტყვებზე მკვეთრად შეამჩნია აბელმა ავრორას გაღაჟღაჟებული ლოყები და გულიანად გაეცინა. უნდოდა კვლავ ეკოცნა მისთვის, მაგრამ ოთახში მანანა შემოვიდა და ისიც მისაღებ ოთახში ჩავიდა. მერაბი სამსახურში წასულიყო და ვერ დაელაპარაკებოდა, ამიტომ სანამ გოგონა მოწესრიგდებოდა ლოდინი მოუწევდა. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მეორე სართულზე ავიდა და ავრორას ოთახში შევიდა. გოგონა უკვე მზად იყო.
-ახლა ვაპირებდი შენთვის დამეძახა.- უთხრა მან.
-კარგი წავიდეთ?
-წავიდეთ.
-ბავშვებო ჭკვიანად იყავით.- მიაძახა კარებში გასულ წყვილს მანანამ. აბელმა ავრორა მგზავრის სავარძელზე მოათავსა, ეტლი საბარგულში ჩადო და იმ ადგილისკენ დაიძრა, სადაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ეს კი პატარა ბარი იყო, აქვე ახლოს, სადაც საოცარ საკვებს ამზადებდნენ.
-სად მივდივართ?- ცოტა ხანში ავრორას მოუსვენრობა დაეტყო. ისე უნდოდა გაეგო სად მიდიოდნენ, რომ ერთ ადგილას ცქმუტავდა.
-კარგი საყვარელო, დაწყნარდი. მალე მივალთ და ნახავ.- აბელმა მშვიდად გაუღიმა და ცალი ხელი გოგონას მტევანს ჩაჭიდა. დანიშნულების ადგილას მალევე მივიდნენ. ავრორამ ეს ადგილი დაინახა თუ არა გონებაში ამ ადგილთან დაკავშირებულმა თითოეულმა გრძნობამ გაუელვა. აქ იყო პირველად აბელს ცხელი ყავა, რომ გადაასხა. დანაშაულის მიუხედავად სახეში სილაც უთავაზა და მთელი დღე მკვლელის თვალებით უყურებდა.
-აქ ჩემი ყველაზე მწარე მოგონებაა.- ჩაილაპარაკა აბელმა.
-აბა რა იქნება, ჯერ ყავა გადაგასხი, მერე სახეში გაგარტყი.
-და თვალებით მომკალი.- დაამატა სიცილით აბელმა.
-დიახაც.
-წამოდი შევიდეთ.- უთხრა აბელმა და გოგონა ეტლში ჩასვა. შიგნით შესვლისას საოცარი სურნელი იგრძვნეს. ისეთი არომატი იყო, რომ წამში მოაჯადოვებდა აქ შემოსულ ნებისმიერ პიროვნებას.
-ფანჯარასთან დავსხდეთ კარგი?
-კარგი.- აბელმა გოგონას თავი დაუქნია და მისი საყვარელი ადგილისკენ წაიყვანა. აქედან ძალიან კარგად ჩანდა პარკი, საიდანაც ბავშვების ხმამაღალი ჟრიამული ისმოდა. ოფიციანს სპაგეტი და თითო ბოკალი ღვინო შეუკვეთეს. აბელი ავრორას უყურებდა ავრორა კი ხედით ტკბებოდა. მწველ მზერას გრძნობდა თუმცა არ იცოდა რა გაეკეთებინა ბიჭის ეს ქცევა ძალიან აბნევდა და დრო და დრო ვერც იმას ხვდებოდა ს ზედმეტი სიყვარულით იყო გამოწვეული თუ სიბრალულით ტუმცა ეს უკანასკნელი აბელს ნამდვილად არ შეეფერებოდა ის არაფერს აკეთებს სიბრალულის გამო ასეთია თუ ვინმე უყვარს მას მთელი ცხოვრება ვერ გადაიყვარებს.
ოფიციანტი მალევე მოვიდა. ავრორა გაშტერებით უყურებდა აბელს, რომელმაც ხელის ნაზი მოძრაობით გამოართვა ბიჭს მენიუ და შიგ დაიწყო ჭვრეტა. ავრორას გული რიტმულად ძგერდა. გაღიმებული უყურებდა მის წინ მჯდომ საყვარელ მამაკაცს და გულში სიყვარული ეღვენთებოდა. იმდენად უყვარდა ეს ადამიანი, რომ აღარ შეეძლო. სიყვარულით იწვოდა და უნდოდა ამის ბოლომდე გამოხატვა, თუმცა სიტყვებით აღწერა არ შეეძლო. ნამდვილად ვერაფერს გააკეთებდა ისეთს, რომ აბელისთვის ბოლომდე, მისი სიყვარულის ბოლო წვეთამდე გაენდო ყველაფერი. აბელმა ისედაც იცოდა გოგონას გრძნობების შესახებ და ჯეროდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა. მის გულს მხოლოდ ერთადერთი ტკივილი აწუხებდა. დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და რომელსაც ჯერ კიდევ ვერ უმხელდა ავრორას.
გოგონა უყურებდა აბელს, რომელიც ინტერესით ჩაჰკირკიტებდა მის წინ გადაშლილ ფურცლებს და საყვარელი ქალისთვის რაღაც განსაკუთრებულს ეძებდა. ჯინსის შარვალსა და უბრალო მაისურში კი იმაზე სიმპათიურად გამოიყურებოდა ვიდრე კოსტიუმში.
ხელის დახვეწილი მოძრაობით უხმო ოფიციანტს და შეკვეთა ჩააწერინა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ოფიციანტმა ხმა ამოიღო რათა ავრორა გამოეფხიზლებინა.
-ქალბატონო თქვენ რას ინებებთ?- ავრორა სწრაფად გამოერკვა, ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია და მათ მაგიდასთან, ასვეტილ ბიჭს გაუღიმა.
-იმავეს რაც აბელმა შეუკვეთა.
-კარგით, შეკვეთა მალე იქნება.- ოფიციანტი წყვილს მოშორდა და რესტორნის სიღრმეში დაიკარგა.
-მოგწონს აქაურობა?- კითხა აბელმა.
-რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ჩემში შენდამი პირველ გრძნობებს აღძრავს.
-იცი, რა ვიფიქრე, როცა პირველად დაგინახე?
-რა?
-როგორი ჭკვიანი მზერა აქვს ამ პატარა გოგოსთქო.
-მე კი იცი რა ვიფიქრე? ღმერთო, რა იდიოტია, ტვინი საერთოდ არ აქვსთქო?- ავრორას სიტყვებზე ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
-არა, მაშინ მართლა მეგონა, რომ თავში ტვინი არ გქონდა. თან იმხელა ხმაზე ღრიალებდი, რომ გულში გამოგლანძღე კიდეც.
-არც ისე დაგიკლია.
-ხო მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
-მეც.- თქვა აბელმა და ავრორას ხელს თავისი თითები შემოხვია. გოგონას ტანში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და აბელის მტევანს ცერა თითი მოუთათუნა. გულში უდიდესი სითბო და სიყვარული ეღვრებოდა და სრულ სიმშვიდეს განიცდიდა. აბელთან ყოფნისას ყველაფერს ივიწყებდა მის გარშემო და მხოლოდ საყვარელ მამაკაცზე ფიქრობდა. მის სიყვარულზე, მის ბედნიერებაზე, მასთან ყოფნაზე. უყვარდა და ამ სიყვარულს სიტყვებითაც ვერ გადმოცემდა.
რამდენიმე წუთში ოფიციანტი მოვიდა შეკვეთით. ავრორა გაოცებული დარჩა, როცა მაგიდაზე სუში და თითო ბოკალი ღვინო დაინახა. სუში არასდროს ქონდა გასინჯული და არც აპირებდა, რადგან ვიზუალურად საერთოდ არ მოწონდა და ეგონა ასეთივე გემოც ექნებოდა. ასე იყო აბელიც, თუმცა ახლა რატომღაც მოუნდა ავრორასთან ერთად გაესინჯა პირველად ეს კერძი და მასთან ერთად შეეგრძნო მისი ცუდი, ან კარგი გემო.
-აბელ, სუში არასდროს მიჭამია.
-არც მე. ერთად გავსინჯავთ.
-ცუდი, რომ იყოს?
-ავრორა, რესტორანში ვართ. თუ არ მოგვეწონა სხვას შევუკვეთავთ.- გაუღიმა აბელმა, ჩხირები ხელში აათამაშა და ერთი ცალი სუში პირისკენ გაიქანა. ავრორამაც მას მიბაძა და გემო გაუგო თუ არა მისთვის აქამდე უცნობ საკვებს, პირში სასიამოვნო გემო იგრძნო და გაურკვეველი ბგერები მოწყდა ტუჩებს. აქამდე ეგონა, რომ ეს საზიზღრობა არასდროს მოეწონებოდა და არც აპირებდა ოდესმე გაესინჯა, თუმცა ახლა იმდენად მოეწონა, რომ უნდოდა ეს გემო სამუდამოდ შერჩენოდა.
-მმმ, ძალიან გემრიელია, არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა.- თქვა ავრორამ.
-მართლა ძალიან გემრიელია. მეც მომეწონა.- აბელმა გაუღიმა და ორივენი გემრიელად შეექცნენ სუშს.
-აბელ მიყვარხარ.- წამოიძახა უეცრად ავრორამ. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აბელს ხმამაღლა გაეცინა. მას ყოველთვის ეცინებოდა ავრორას ბავშვურობაზე და მისი სიყვარულის თავისებურ გაამოხატულებაზე.
-რა გაცინებს? მიყვარხართქო და შენ დამცინი?- ამოიბუზღუნა ავრორამ და ხელები გადაიჯვარედინა.
-კარგი, მაპატიე. უბრალოდ ისე მოულოდნელად მითხარი, რომ გამეცინა.
-შენ არ გიყვარვარ ხო?
-რაებს ბოდავ ავრორა?- მისმა სიტყვებმა აშკარად გააღიზიანა ბიჭი.
-კარგი ვიხუმრე უფ.
-მიყვარხარ ავრორა, ეს დაიმახსოვრე, რაც არ უნდა მოხდეს. მე ყოველთვის მეყვარები.
-აბელ, რამე ხდება?
-არა სიცოცხლე. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან.- გაუღიმა ავრორამ და წითელი ღვინო მოსვა.
-მგონი წასვლის დროა ხო?
-ხო წავიდეთ, უკვე გვიანია.- უთხრა ავრორამ და უკან დაიხია. აბელმა ოფიციანტს დაუძახა თანხა გადაიხადა და ავრორა გარეთ გაიყვანა. გოგონა მის გვერდით დაისვა, ეტლი კი საბარგულში ჩადო და ავრორას სახლისკენ გაეშურა. გზად ბიბლუსის მაღაზიას ჩაუარეს.
-აბელ, გააჩერე, გააჩერე სწრაფად.- ყვირილი დაიწყო გოგონამ, აბელმაც შეშინებულმა გააჩერა ავტომობილი და დაფეთებულმა შეხედა ავრორას.
-რა მოხდა? რამე გტკივა?
-კარგად ვარ, დაწყნარდი. გთხოვ ბიბლუსში შედი და ერთი წიგნი მიყიდე.
-რა წიგნი?
-შორენა ხუხუას “შემოვალ ეტლით”.
-რად გინდა?
-რად უნდა მინდოდეს აბელ, უნდა წავიკითხო. თან ამ პერიოდის გადატანაში მომეხმარება.
-კარგი, ახლავეს მოგიტან.- აბელი მანქანიდან გადახტა და ათ წუთში წიგნით ხელში დაბრუნდა. გოგონას მიაწოდა და მშვიდად გაუღიმა.
-ავრორა, არ მინდა ამ საკითხზე ზედმეტად იდარდო, არ მინდა ამის დრო გქონდეს. მინდა სულ შენ გვერდით ვიყო.
-არ ვდარდობ. იცი შენმა ასეთმა შემართებამ მეც ჩამისახა იმის იმედი, რომ ოდესმე გავივლი.
-ასეც იქნება მერწმუნე.- უთხრა აბელმა და საყვარელ ტუჩებს დაეწაფა.
-ახლა წავიდეთ.- გოგონა მოშორდა და მანქანა დაძრა. ავრორამ ხელი მაგნიტოფონისკენ წაიღო და ორივესთვის საყვარელი სიმღერა. Ed sheeren-perfect ჩართო. თავი მინას მიადო და უკიდეგანო ფიქრებში ჩაიძირა. აბელი მშვიდად, გაწონასწორებულად მართავდა მანქანას. დრო და დრო ავრორას გადახედავდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა. კიდევ უფრო რწმუნდებოდა, რომ გოგონა სიგიჟემდე უყვარდა.
სახლში ერთ საათში მივიდნენ. უკვე საღამოს რვა საათი იყო. ავრორას მინაზე თავ მიდებულს ჩაძინებოდა. ისეთი საყვარელი იყო, რომ აბელმა თვალი ვერ მოწყვიტა. გრძელი წამწამები კანზე ლამაზად ეფინენ, ვარდისფერი ტუჩები წინ ქონდა წამოწეული, გაშლილი თმა კი სახეზე ჩამოყროდა. აბელმა ერთი ხელის მოსმით გადაუწია თმა ყურს უკან და მის ხავერდოვან კანს ლოყაზე ნაზად შეეხო. ტუჩები შუბლზე მიაწეპა და მისი კანის სიმხურვალეც შეიგრძნო. არ უნდოდა გოგონა გაეღვიძებინა, ამიტომ ცდუნებას გაუძლო და მანქანიდან გადავიდა. ავრორასკენ კარი გააღო და გოგონა ხელში აიტაცა. კარი მერაბიმ გაუღო.
-გამარჯობა- მიესალმა აბელი.
-გაგიმარჯოს, შემოდით. ავრორას ჩაეძინა?
-დიახ, თავის ოთახში ავიყვან და დავბრუნდები.- აბელმა ავრორა ოთახში აიყვანა და თავის ფუმფულა საწოლში ჩააწვინა. საბანი გადააფარა, შუბლზე აკოცა და ოთახისან ფეხაკრეფით გავიდა. ავრორას სახლში მეტ ხანს აღარ გაჩერებულა, მანქანიდან ავრორას ეტლი გადმოიღო, გოგონას მშობლებს დაემშვიდობა და სახლისკენ გასწია. გზაში ტელეფონი აწკრიალდა, ნომერს დახედა და როცა ქრისტინეს სახელი დაინახა ტანში უსიამოვნოდ გაცრა. ეს გოგო არა და არ ანებებდა თავს. ერთი ღამე გაატარა მასთან და იმის შემდეგ უკვე ტვინი შეუჭამა იმდენჯერ თხოვა შეხვედრა. ყურსასმენები მოირგო და ყურმილი აიღო.
-გისმენთ.
-აბელ, როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად. შეგიძლია შემხვდე?
-ახლა არ მცალია.
-ხვალ შეძლებ?
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.
-მხოლოდ ესაა მიზეზი?
-კი, მხოლოდ ეს?
-არ ვიცი, სამსახურში უნდა მივიდე. სავარაუდოდ ვერ შევძლებ.
-კარგი რა აბელ, მხოლოდ ნახევარი საათით.
-ქრისტინე, ავრორასთან უნდა მივიდე.- მოთმინება დაკარგულმა ხმამაღლა წამოიყვირა.
-ავრორა შენი შეყვარებულია ხო?
-ხო ჩემი შეყვარებულია. ახლა კი გთხოვ თავი დამანებო, კარგად იყავი.- გოგოს პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა და სიჩქარეს მოუმატა. სახლამდე მალევე მივიდა. გაბრაზებულმა აღარ იცოდა რა ექნა, ძულდა ისეთი გოგოები, როგორიც ქრისტინე იყო და არ უნდოდა მისნაირთან ოდესმე რაიმე სახის ურთიერთობა ქონოდა.
დილით აბელმა ახალი იდეის მოფიქრება დაიწყო, თუ როგორ გაეხარებინა ავრორა. ის დიდი დილემის წინაშე იდგა. თან უნდოდა და თან არ უნდოდა სიმართლე ეთქვა ავრორასთვის. გულში ხენჯად ქონდა ეს ყველაფერი და არც შეეძლო რაიმე მოემექდებინა. ერთადერთი საშუალება ავრორასთვის ტკივილის შესამსუბუქებლად იყო მისი გახარება სხვადასხვა გზით. აბელმა დილით შხაპი მიიღო, ისაუზმა და პირდაპირ ავრორასკენ წავიდა. გზაში ტელეფონი აწკრიალდა, ნომერს დახედა თუ არა სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა. მანქანა გადააყენა და ტელეფონს უპასუხა. ის ხმა გაიგონა, რომელიც უკვე ორი წელიწადია არ გაუგონია. ის გრძნობები კვლავ თავიდან ამოუტივტივდა თავში, რომელიც ორი წლის წინ განიცადა. გულში რაღაც წვა იგრძნო, თითქოს რაღაც ჩაწყდა, სევდა და ბრაზი ერთიანად მოაწვა და თვალებიც ჩაუწითლდა დაძაბულობისგან.
-აბელ, შვილო როგორ ხარ?
-მადლობ კარგად თქვენ?
-ცუდად ვარ შვილო. გთხოვ მოდი- ქალის სიტყვებზე გული სწრაფად აუძგერდა. ნეტავ რა დაემართა? აინტერესებდა რა ჭირდა, მაგრამ სიამაყის გრძნობა არ აძლევდა იმის საშუალბას მასთან მისულიყო.
-დაკავებული ვარ.- უთხრა და ტელეფონი მანამ გათიშა, სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდა. მანქანა სწრაფად დაძრა და ავრორას სახლისკენ გაემართა. ანერვიულებულს ისიც დაავიწყდა მისთვის ყვავილები ეყიდა. ეს მხოლოდ ოთახში შესვლისას გაახსენდა, როცა მისი ნაჩუქარი ყვავილები ავრორას ტუმბოზე დაინახა.
-როგორ ხარ?- გოგონას საწოლზე ჩამოუჯდა და ლოყაზე აკოცა.
-კარგად შენ?
-კარგად.
-დღეს სად წავიდეთ?
-არსად, სახლში ვისხდეთ.-
-რატომ?
-ისე. ფილმებს ვუყუროთ. წამოდი წავიდეთ.- უთხრა აბელმა და ავრორა ხელში აიტაცა.
-აბელ, დამსვი. ჯერ არც ჩამიცვამს. დედას დაუძახე აბეელ…- აბელს ყურადაც არ უგდია ავრორას სიტყვები, ისე ჩაიყვანა მისაღებ ოთახში და დივანზე დასვა.
ამ დროს სამზარეულოდან მანანა გამოვიდა.
-ბავშვებო რას შვებით?
-ფილმის ყურებას ვაპირებთ.
-ავრორა არ გინდა რამე ჩაიცვა?
-არა დე, ასე ვიქნები.- უთხრა და აბელის ყურება გააგრძელა, რომელმაც რაღაც ფილმი მონახა და ჩართო.
-წვენს ხო დალევთ?- იკითხა მანანამ.
-კი დე და პოპკორნიც მოგვვიტანე რა.
-შენ უნდა ისაუზმო ჯერ.- უთხრა აბელმა, თუმცა ავრორას ყურადღებაც არ მიუქცევია. ერთი გაუღიმა და დედის მოტანილი წვენი მოსვა. ამასობაში ფილმიც დააიწყო და მშვიდად დაიწყეს ყურება. “ყველაფერი ყველაფერი” ავრორასთვის საყვარელი ფილმი იყო. ის და აბელი სულ ამას უყურებდნენ. ავრორას ფილმის ბოლოს ბედნიერებისგან ცრემლები ყოველთვის ცვიოდა, აბელი კი თავზე ხელს უსმევდა და აწყნარებდა. ფილმის შუამდეც არ იყვნენ მისულები, როდესაც აბელს ტელეფონზე დაურეკეს.
-ვინაა?- კითხა ავრორამ, თუმცა აბელმა მხრები აიჩეჩა და გაუთიშა. რამდენიმე წუთში კვლავ დარეკა ვიღაცამ. ავრორამ ამჯერად ისეთი თვალებით შეხედა, რომ აბელს უნდოდა თუ არ უნდოდა, მაინც აიძულა ყველაფრის მოყოლა დაეწყო.
-დედაჩემია. ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა. მითხრა ცუდად ვარ და გთხოვ მოდიო.
-მერე? რატომ არ მიდიხარ?
-არ მინდა.
-აბელ, რას ქვია არ გინდა? ის დედაშენია, შენი ვალია, რომ ნახო. იქნებ რა უჭირს?
-მისი ვალი არ იყო ჩემთან ყოფნა? ორი წლის წინ ჩემი ძმა, რომ წაიყვანა და მე აქ მიმატოვა, ამაში არ არის დამნაშავე?
-აბელ, ის ცუდადაა. მერე ინანებ.
-თვითონ რატომ არ ნანობს?
-გთხოვ, ჩემი ხათრით ნახე.
-არ ვიცი, არ ვიცი.
-აბელ, გთხოვ?- ავრორამ თხოვნის ნიშნად სამი თითი ყელთან მიიტანა და გაიწელა, ტუჩები წინ წამოწია და კატის თვალებიც მიაპყრო.
-კარგი, წავალ. მხოლოდ შენი ხათრით.
-მადლობა სიცოცხლე. იცოდე ყველაფერი მომოყევი როგორც კი მოხვალ.
-კარგი, მალე დავბრუნდები. დიდ ხანს ვერ ავიტან მის ხედვას.- აბელი ფეხზე წამოდგა, ავრორას ტუჩები მიაწეპა და სახლიდან გავიდა.
-დეე შეგიძლია დამეხმარო?- გასძახა ავრორამ დედამისს სამზარეულოში, მანანაც იმ წამსვე გამოვიდა. ავრორას ეტლში დაჯდომაში დაეხმარა და თავის ოთახში შეიყვანა პირველ სართულზე. ტანსაცმელი ჩამოუტანა და ჩაცმაშიდაც დაეხმარა. შემდეგ ავრორამ ფილმის ყურება დაასრულა, აბელის ნაყიდი წიგნიც ნახევრამდე წაიკითხა და ისადილა კიდეც. უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც აბელზე ფიქრი დაიწყო, რადგან იცოდა როგორ უჭირდა მას დედამისთან მისვლა, მისი ოჯახის გახსენება და ის ტკივილი რაც მათთან ერთად გადაიტანა.
აბელი 15 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაცილდნენ. ბავშვი ხან ერთ მშობელთან იყო, ხან მეორესთან. რამდენიმე კვირაში გაიგო, რომ დედამისი ფეხმძიმედ ყოფილა და მას პატარა ძმა ეყოლებოდა. ამან ძალიან გაახარა ისიც და მამამისიც. დავითი და გულო შერიგდნენ და სანამ ბავშვი დაიბადებოდა კარგი ურთიერთობაც ქონდათ. ბავშვი დაიბადა თუ არა დავითმა აღსანიშნავად კარგად მოილხინა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ტოტალიზატორში წავიდა და ბავშვისთვის რაღაცების საყიდლად ცოტაოდენი ფულიც მოიგო. ამის შემდეგ თვეში ერთხელ დადიოდა ამ ეშმაკის მიერ შექმნილ დაწესებულებაში, შემდეგ უფრო მოუხშირა, კვირაში ორჯერ, სმასაც მოუმატა და საბოლოოდ დამოკიდებული გახდა ამ ყველაფერზე. ერთ ღამეს, როდესაც სახლში მთვრალი მოვიდა გულოს კამათი დაუწყო, ბოლოს ხელითაც შეეხო და საცოდავ ქალს დანა მიაჭირა ყელზე. აბელი ამ ყველაფერს უყურებდა. 16 წლის იყო უკვე და საკმაოდაც ესმოდა რა შეცდომას ჩადიოდა მამამისი. სასწრაფო დახმარებაში დარეკა და ნახევარ საათშიც დავითი ხელბორკილებ დადებული გაიყვანეს სახლიდან. ძალადობის გარდა კიდევ ბევრი რამ ჩაუდენია ვაჟბატონს, თანაც ძალიან მძიმე დანაშაულები, რის გამოც 14 წელი მიუსაჯეს. რამდენიმე წელი მშვიდად ცხოვრობდნენ მანამ, სანამ გულომ ვიღაც კაცი არ გაიცნო და მასთან არ გადავიდა საცხოვრებლად. აბელი კი სახლში მარტო დატოვა. ამ უკანასკნელმა თვითონ აიწყო საქმე. პატარა კომპანია შექნა, სადაც ბიზნესმენებისთვის ვებ-გვერდებს აკეთებენ და ამით საკმაო ფულსაც გამოიმუშავებს. დღეს კი კვლავ გამოჩნდა დედამისი. მასთან მისვლისას აბელი ძალიან დაძაბული იყო. კარზე დაკაკუნებისას კარი მისმა პატარა ძმამ დაჩიმ გააღო.
-ძმაო, შემოდი.- ისეთი საყვარელი, ტიტინა ხმა ქონდა, აბელს თვალები გაუბრწყინდა. ბიჭმა მისაღებამდე მიაცილა, აბელიც დივანზე ჩამოჯდა.
-როგორ ხარ?- კითხა ძმას.
-მე კარგად, შენ?
-მეც. დედა სადაა?
-თავის ოთახშია, წამოდი.- უთხრა და აბელს წინ გაუძღვა. დედის ოთახში შევიდა და საწოლში დაწოლილი, რომ დაინახა გული შეეკუმშა.
-დედა, რა მოხდა?- მასთან ახლოს მივიდა და შუბლზე აკოცა. შვილის ინსტიქტი კვლავ გაუძლიერდა, ვერ გაძლო მასთან სითბოს გამოხატვის გარეშე. ბოლო-ბოლო მან გააჩინა და გაზარდა.
-გავცივდი, ვეღარ ვსუნთქავ, წამლის ყიდვის საშუალებაც არ მაქვს. ჯაბამ მიმატოვა. საზღვარგარეთ წავიდა, უკვე სამი თვეა მე და დაჩი მარტო ვცხოვრობთ.
-დედა, აქამდე რატომ არ დამირეკე? მოვიდოდი და დაგეხმარებოდით.
-ვიცოდი, რომ ცუდად მოვიქეცი, ვიცოდი, რომ უარს იტყოდი ჩვენზე, სანამ საბოლოოდ არ გამიჭირდა მანამდე ვერ გავბედე შენთან დარეკვა.
-ექიმთან იყავი?
-არა, ვერ მოვახერხე.
-კარგი, ბარგი ჩაალაგე და ჩემთან წამოდით ორივე.
-არა შვილო, ასე ვერ დაგაწვებით ტვირთად.
-დედა, მე მაქვს საკმაო საშუალება იმისთვის, რომ ჩემი დედა და ძმა ვარჩინო.
-კარგი, დაჩის დაუძახე და დამეხმარება.
-ახლავეს.- აბელი მისაღებში გავიდა და დაინახა მისი ძმა როგორ იჯდა ტელევიზორთან და კალათბურთს უყურებდა. გაეღიმა. როგორ მონატრებია ეს არსება. თავიდან, რომ დააიბადა ხელიდან არ უშვებდა. სულ თვითონ დაატარებდა. გიჟდებოდა მის სურნელზე, პატარა კოტიტა ხელს საჩვენებელ თითხე ჩაჭიდებდა და მთელი სახე უციმციმებდა სიყვარულისგან. ახლა კი უკვე რვა წლისაა, სკოლაშიც დადის და რაღაც მისწრაფებებიც აქვს. მისწრაფებების განხორციელებაში კი ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა. პირიქით, აპირებდა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა მისი განსწავლულობისთვის.
-დაჩი, წამოდი ბარგი ჩაალაგე, დღეს ჩემთან გადმოდიხართ.
-მართლა? ერთად ვიცხოვრებთ?
-კი, ამიერიდან სულ ერთად ვიცხოვრებთ.
-მიყვარხარ ძმაო.- დაჩი გამოიქცა და აბელს წელზე შემოხვია ხელები. ისეთი სიყვარულით ჩაეხუტა, რომ აბელმა ვეღარ გაუძლო და პატარა ძამიკო გულში ჩაიკრა.
-მეც. მიდი ახლა გაიქეცი, დედას დაეხმარე.- უთხრა ბიჭს, რომელიც სირბილით შევიდა ოთახში და ბარგის ჩალაგება დაიწყო. აბელი კი დივანზე ჩამოჯდა და ავრორას შეტყობინენა გაუგზავნა.
“დედა და დაჩი ჩემთან მომყავს”
“მართლა? რა კარგია. მიხარია, რომ დედას შეურიგდი.” საპასუხო ესემესი მალევე დაუბრუნდა.
“მიხარია, რომ მყავხარ”
“მეც.” აბელი ამ ერთმა სიტყვამაც კი დაარწმუნა იმაში, რომ ავრორა სამუდამოდ მისი იქნებოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო.
აბელმა დედა საავადმყოფოში გაარონია, ექიმს გაასინჯა და საჭირო წამლებიც უყიდა. პრეპარატების მიღების შემდეგ ქალი ცოტათი გამოკეთდა, იმდენად აღარ ახველებდა. საღამოს აბელმა ავრორა თავისთან წაიყვანა და პირველად იგრძნო ოჯახის სითბო ამდენი ხნის შემდეგ მაშინ, როდესაც დედის მომზადებული გემრიელი საჭმელი დააგემოვნა და საყვარელ ქალს სიყვარულით აღსავსე თვალებში ჩახედა. სწორედ ეს იყო მისთვის ერთადერთი ბედნიერება. ოჯახი დაა მეტი არაფერი. თუნდაც ღარიბი ყოფილიყო, თუნდაც საკვების ფულიც არ ჰქონოდა, მაინც, მისთვის ოჯახზე ძვირფასი და საყვარელი არაფერი იყო.
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც დაჩი და გულო აბელთან ცხოვრობენ. ქალი უკვე გამოკეთდა, დაჩი აბელმა კალათბურთზე შეიყვანა, ავრორას ოპერაციის დღეც ახლოვდება. მართალია ყველაფერი კარგადაა, თუმცა მაინც ღელავს. აბელი უფრო მეტად არის დაძაბული, რადგან არ იცის როგორ უთხრას ავრორას სიმართლე. დღეს მისი მეგობრები მოდიან. ბიჭები ერთად შეიკრიბებიან და ფეხბურთს უყურებენ. აბელმა დილიდანვე გააფრთხილა ავრორა, რომ დღეს ვერ ნახავდა და უთხრა, რომ ხვალ დილითვე მივიდოდა მასთან და მთელ დღეს ერთად გაატარებდნენ. ბიჭები შუადღეს მოვიდნენ, ლუდით და ჩიფსებით დატვირთულნი. ყველაფერი გაამზადეს და ფეხბურთის ყურება დაიწყეს. აბელი ყველაზე გახსნილი მეგობრებთან იყო. არც ცუდი სიტყვების თქმა ეხათრებოდა, არც რამეს უმალავდა მათ, პირიქით ყველაფერს დეტალურად უამბობდა. ლუკა, ბექა, გიორგი და აბელი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. სკოლაში ერთად სწავლობდნენ, უნივერსიტეტშიდაც ერთად დადიოდნენ და ბიზნესშიდაც თითქმის ერთნაირი წინსვლა აქვთ. ერთმანეთი ძალიან უყვართ და რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის უდგანან გვერდით.
-აბელ, ავრორა როგორაა?- კითხა გიორგიმ პირველი ტაიმის დასრულებისას.
-კარგად, რამდენიმე დღეში ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
-კარგია, იმედია გაივლის და ბევრი წვალებაც აღარ დაგჭირდებათ.
-ხო, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუთხრა სიმართლე.
-რა სიმართლე?- გაიკვირვეს ბიჭებმა. აბელს მათთვის არაფერი უთქვამს აქამდე. ნანობდა კიდეც, ისინი უფრო დაეხმარებოდნენ და სათქმელად გზას უპოვნიდნენ.
-მე დავეჯახე ავრორას. თქვენთვის აქამდე არ მითქვამს.
-რა? ეგ როგორ? რატომ არ გვითხარი?
-ვერ მოვახერხე. სულ ავრორას გვერდით ვიყავი, არ ვიცი რა გავაკეთო.
-რომ არ უთხრა?- აზრი გამოთქვა ლუკამ.
-არ ვიცი, სინდისი მქენჯნის, თან მინდა ვუთხრა და თან მისი რეაქციის მეშინია.
-ბაზარი არაა, ძალიან გაბრაზდება.- დაეთანხმა ბექაც.
-ამ დღეებში ვეტყვი აუცილებლად. შევაპარებ და ყველაფერს მოვუყვები, არ მინდა ჩვენ შორის საიდუმლო იყოს.
-ხო ეგრე ჯობია. ვინმემ, რომ უთხრას და გაიგოს ძალიან გაბრაზდება.
-თქვენ თუ არ ეტყვით ჩემ გარდა ვერავისგან გაიგებს.
-არა, ჩვენ რა უნდა ვუთხრათ. მთავარია, რომ ადვილად გამოხვიდე.
-ხო რა, ვნახოთ.-თქვა აბელმა და ფეხბურთის ყურება გააგრძელა, თუმცა ისეთი ინტერესით ვეღარ, როგორც დაწყებისას, რადგან ავრორაზე ეფიქრებოდა და ეს ყველაფერი სულს უფორიაქებდა.
ფეხბურთის ყურება საღამოს დაასრულეს. ბიჭები თავიანთ გზაზე წავიდნენ, აბელი დაჩის დაეხმარა გაკვეთილების მომზადებაში, ივახშმა და ადრიანად დაწვა, რადგან დილით ავრორასთან მისვლას აპირებდა. უნდოდა მის საყვარელ ადგილას წაეყვანა ცოტა, რომ განტვირთულიყო.
აბელის სახლიდან გამოსვლისას ლუკა და ბექა ერთად წავიდნენ. გიორგიმ კი განაცხადა, მე ბარში მივდივარო. მანქანაში ჩაჯდა და კლუბში წავიდა. ძალიან უნდოდა განტვირთვა, ამიტომ გადაწყვიტა იქამდე დაელია, სანამ ყველა არ წავიდოდა. ბარმენის წინ ჩამოჯდა და ტეკილა შეუკვეთა. ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მეოთხე და ცოტა ხანში იგრძნო როგორ იმოქმედა მის სხეულზე ალკოჰოლმა. მოცეკვავე სხეულებში ერთ-ერთი მათგანი ამოირჩია და მისკენ გაემართა. ხელები წელზე შემოხვია და უკნიდან აეკრა. გოგონა შემობრუნდა თუ არა ქრისტინე იცნო, მას აბელთან მოკლე ვადიანი ურთიერთობა ქონდა, თუმცა თავს მაინც არ ანებებდა. ცოტა იცეკვეს, შემდეგ ქრისტინემ ყურში ჩაჩურჩულა.
-გინდა ჩემთან წავიდეთ?
-კარგი წავიდეთ.- გიორგიც თამამად დათანხმდა და თავისი მანქანით გოგონას სახლისკენ წავიდნენ. ქრისტინე მარტო ცხოვრობდა, ამიტომ არასდროს ერიდებოდნენ ბიჭები მასთან ასვლას, ამის გამო ბევრს აბავდა მის მახეში.
-გინდა ცოტა დავლიოთ?- შეთავაზა ქრისტინემ.
-კარგი.- დათანხმდა გიორგი, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ნასვამი იყო. ამ ღამეს ქრისტინეს ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. დივანზე ჩამოსხდნენ და წითელი ღვინოს დალევა დაიწყეს. ქრისტინე გამომწვევად იჯდა, რითაც გიორგის უფრო მეტად ანდომებდა თავს. ბიჭი გონზეც კი ვერ მოვიდოდა მისი ზრახვები, რომ ამოეცნო.
-აბელი როგორაა?- შეაპარა ქრისტინემ საუბარში.
-აქ აბელზე სასაუბროდ მოვედით?- ცოტა ეწყინა გიორგის.
-არა, უბრალოდ გკითხე.
-კარგადაა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ შეყვარებულთან აქვს პრობლემები.
-ავრორასთან?
-ხო.
-რა პრობლემები?
-აპ, აპ მაგას ვერ გეტყვი. მოდი ჩვენი საქმე დავიწყოთ.- უთხრა გიორგიმ და ქრისტინეს ყელში აკოცა, თუმცა გოგონამ სწრაფად მოიშორა.
-გიო, ჩვენ მეგობრები ვართ, მითხარი რა მოხდა.
-ავრორას აბელი დაეჯახა მანქანით, ახლა კი მოდი გავაგრძელოთ.- უთხრა და ქრისტინეს კოცნა გააგრძელა. გოგონამ სარკასტულად ჩაიცინა. ის მიიღო რაც უნდოდა, ახლა კი შეეძლო სიამოვნების მორევში ჩაძირულიყო.
ავრორას კაშკაშა შუქი თვალებს ჭრის და აცნობიერებს, რომ საწოლთან მდგარ მაგიდაზე მიტოვებული და უხმო რეჟიმზე გადაყვანილი მობილური ტელეფონი ანათებს. გადასაფარებლიდან ხელი გადაწია, ტელეფონის ეკრანი გაანათა. ეკრანიდან იგებს, რომ აბელისგან რამდენიმე ტექსტური შეტყობინება აქვს მოსული. ალბათ როგორ ინერვიულა, რომ არ პასუხობდა. სწრაფად აკრიბა მისი ნომერი და დაელოდა როდის უპასუხებდა.
-ავრორა, ერთი საათია გირეკავ, სად ხარ?
-მეძინა სიცოცხლე. შენ?
-შენთან მოვდივარ, ნახევარ საათში მზად იყავი.
-კარგი მოვემზადები.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ აბელ.- უთხრა და სახე გაბადრულმა გათიშა ტელეფონი. საწოლში ხელები ფართედ გაშალა და მხრებში გასწორდა. ცოტა ხანში მანანა შემოვიდა ოთახში, გოგონას კაბის ჩაცმაში დაეხმარა და მერაბის დაუძახა.
-აბა როგორაა ჩემი ულამაზესი გოგონა?
-კარგად მაა, შენ?
-შენ თუ კარგად ხარ, მაშინ მე რა მომკლავს.- თქვა და გაიცინა.
-ჩამიყვანეთ ახლა რომელიმემ ქვემოთ.- დაიწუწუნა ავრორამ.
-ახლავეს ჩემო ლამაზო, მაგაზე გაწყენინებ?- მერაბიმ გოგონა ხელში აიყვანა და პირველ სართულზე, თავის ეტლში ჩასვა.
-ისე ამ ეტლს როგორ მივეჩვიე. მგონი მერეთაც ამით ვივლი ფეხზე, რომ გავივლი.- თქვა ავრორამ და ხმამაღლა გაიცინა, თუმცა მშობლების დაღვრემილი სახეები, რომ დაინახა მიხვდა რაც თქვა და სწრაფად გაჩუმდა.
-კარგი ბოდიშით. წამოდით ვისაუზმოთ.- თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა. თავისი საყვარელი შოკოლადიანი ბლინები მიირთვა და წვენიც მიაყოლა. ნახევარ საათში აბელი მოვიდა. გოგონას ჩაეხუტა და მის ტუჩებს ერთი კოცნაც მოპარა.
-მე ავრორას წავიყვან და მალე მოვალთ.- დაუბარა აბელმა გოგონას მშობლებს და ავრორა მანქანაში ჩასვა.
-აბელ, სად მივდივართ?
-სურპრიზია საყვარელო.
-მიყვარს სურპრიზები, მაგრამ მაინც, რომ მითხრა არაფერი დაშავდება.- უთხრა და თვალები დაიწვრილა თხოვნის ნიშნად, თუმცა აბელს მისთვის არც შეუხედავს ჩაიღიმა და გზა მშვიდად გააგრძელა. დღეს ავრორასთვის ძალიან კარგი რაღაც ქონდა მოწყობილი, ამიტომ ვერაფრით ეტყოდა. ერთ საათში დანიშნულების ადგილას მივიდნენ. უფროსწორად აბელმა ერთი კილომეტრით შორს დააყენა მანქანა.
-ახლა თვალებს აგიხვევ და ისე წაგიყვან.- უთხრა და უკანა სიდენიიდან იასამნისფერი შარფი აიღო.
-რა საჭიროა?
-აუცილებელია საყვარელო, აუცილებელი...
-აუ! მაინტერესებს სად ვართ.
-მივალთ და ნახავ. ახლა კი დაწყნარდი.- უთხრა აბელმა და თვალები აუხვია. მანქანიდან გადმოიყვანა და თავის ეტლში ჩასვა, შემდეგი ერთი კილომეტრი იარეს და საბოლოოდ დიდი შენობის წინ გაჩერდნენ. აბელმა კმაყოფილებით შეხედა კარს მაღლა მიკრულ აბრას, რომელიც გვაუწყებდა, რომ ისინი ცეკვის სტუდიაში იყვნენ. კარი შეაღო და ავრორაც შიგნით შეიყვანა. სარეპეტიციო დარბაზისკენ წავიდნენ, საიდანაც წყნარი მუსიკის ხმა გამოდიოდა.
-აბელ, ეს რა ხმაა? სად ვართ?- კითხა ავრორამ და შარფს ხელი წაატანა მოსახსნელად, თუმცა აბელმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და გოგონა შეაჩერა.
-მივალთ და მოგხსნი, მოისვენე.- უთხრა და დარბაზში შეიყვანა. მუსიკა სწრაფად გამორთეს და ავრორას გაშტერებულები მიაცქერდნენ. აქ იყვნენ ავრორას მეგობრები: მარიამი, ნინი, ელენე, ლიკა, გიორგი, ვანო, ნიკა, ზურა, რომლებიც გოგონას გაოცებულები უყურებდნენ. აბელისგან იცოდნენ რაც მოხდა, თუმცა, როდესაც რეალობას თვალებში ჩახედეს გული აუფანცქალდათ. გოგონებს თვალებიდან ცრემლები წასკდათ და ავრორას ჩასახუტებლად გაიქცნენ. თვალებიდან შარფი მოხსნეს და გულში ჩაიხუტეს. ავრორას რეაქცია საოცარი იყო. აზრზეც კი ვერ მოვიდა რა ხდებოდა. ხელებს არეულად იქნევდა და ვეღარ გაეგო, რომელს ჩახუტებოდა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. სიხარულის, მონატრების, სიყვარულის და ყველაფრის ერთად. რვავე მის წინ, რომ დაინახა გული სიყვარულით და სიხარულით აევსო. ყველას ჩაეხუტა და რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა ბავშვებს, შემდეგ გაეღიმა და თქვა.
-თქვენ რა, ჩემ გამო ჩამოხვედით თბილისში?
-ხო. აბელმა როგორც კი გვითხრა ყველაფერი გამოვიქეცით.- უთხრა ლიკამ.
-შენ გარეშე იქ მოწყენილობა იყო.- დაამატა მარიამმა.
-ძალიან მიყვარხართ, მაგრამ აქ რატომ მოვედით მაინც ვერ ვხვდები.- ჯერ აბელს ახედა, შემდეგ კი ბავშვებისკენ გაიხედა, რომლებიც კიდევ ერთი სურპრიზის გაკეთებისთვის ემზადებოდნენ. აბელმა ავრორა გოგონებთან ერთად დააყენა. რომლებმაც აჭარულის მუსიკა ჩართეს და ცეკვა დაიწყეს. ავრორას თვალებზე ცრემლები მოადგა. ძალიან უნდოდა ცეკვა, მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო მათთან ერთად გაეკეთებინა საყვარელი ილეთები, შეესრულებინა თავისი სოლო. ფართედ გაეღიმა და ფრთები გაეშალა. ზუსტად ისე, ყოველი ცეკვის დროს, რომ აკეთებდა. დაევიწყებინა ყველა და ყველაფერი მის გარშემო და მისი სხეულისთვის თავისუფლების საშუალება მიეცა. არ შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ტიროდა. გული ტკიოდა, თუმცა თავისი მეგობრებისთვის მაინც უკრავდა ტაშს და მათ ამხნევებდა. ავრორას სოლოს დრო მოვიდა თუ არა, აბელმა ეტლი დაძრა და გოგონა დარბაზის შუაში მიიყვანა.
-შენ ხელებით იცეკვე, მე კი გატარებ.- უთხრა და რამდენიმე ნაბიჯი ჯერ წინ გადადგა, შემდეგ კი გვერდით. ავრორამ თავი დაუქნია, ცრემლები მოიწმინდა და ხელები გაშალა. მტევნებს ჰაერში ნაზად და ძალიან ლამაზად არხევდა. მთელი სახით იცინოდა და თვალებიდან უზარმაზარ სიხარულს აფრქვევდა. აბელი კი ამ ყველაფრით მონუსხული, ცდილობდა თითოეული დეტალი სწორად გაეკეთებინა და ავრორა სწორი გზით ეტარებინა. ფინალის დროს ყველანი ავრორას გარშემო შეიკრიბნენ, აბელმა გოგონა რამდენჯერმე დაატრიალა და მუსიკაც დასრულდა. გოგონა ხმამაღლა იცინოდა, ბავშვები ტაშს უკრავდნენ. ავრორა კი მათ თავს უქნევდა მადლობის ნიშნად. გული ისე უცემდა, ფიქროდა, სადაცაა ამომივარდებაო. აბელი მისკენ დაიხარა და საყვარელ ტუჩებს დაეწაფა.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ავრორა.- უთხრა და ეტლს ხელი გაუშვა. ცოტა ხანი კიდევ იყვნენ სტუდიაში. მშვიდ სიმღერას უსმენდნენ და თავიანთ ამბებს ყვებოდნენ. ბავშვებმა ბათუმში გატარებული თითოეული დღის შესახებ უამბეს ავრორას და ისიც დაამატეს ძალიან მოწყენილები ვიყავით შენ გარეშეო. ავრორამ კი აბელი ადიდა და აქო. მის გარეშე არც კი ვიცი რა უნდა გამეკეთებინაო. საღამო ხანი იყო, რომ დაიშალნენ. ბავშვები თავიანთ გზაზე წავიდნენ, ავრორამ და აბელმა კი ვახშმობა გადაწყვიტეს და ერთ-ერთ რესტორანში წავიდნენ.
ორკესტრი მშვიდად უკრავდა და იქ მყოფ ხალხს სიმშვიდეს ჰგვრიდა. აბელმა და ავრორამ ვახშამი შეუკვეთეს და ერთხანს ერთმანეთის ცქერა დაიწყეს.
-აბელ, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.- უთხრა ავრორამ.
-პირიქით მადლობა, რომ არსებობ.
-ბავშვებს როდის უთხარი?
-გუშინ დავურეკე და დღეს დილით უკვე აქ იყვნენ.
-საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
-ვიცი და მიხარია.- უთხრა აბელმა და ავრორას ხელზე ეამბორა. გოგონას ტანში სასიამოვნოდ გაცრა და ბიჭს გაუღიმა. ცოტა ხანში ოფიციანტიც მოვიდა შეკვეთით. გემრიელად ივახშმეს და სახლისკენ წავიდნენ.
-მე წავალ, გვიანია უკვე.- უთხრა ბელმა ავრორას, როგორც კი სახლში მიიყვანა.
-კარგი, ხვალ ხომ მოხვალ?
-კი. ხომ იცი პარასკევს ექიმთან უნდა წავიდეთ.
-ხო ვიცი და ძალიანაც ვნერვიულობ.- უთხრა ავრორამ და თავი დახარა.
-სანერვიულო არაფერია. მე შენ გვერდით ვარ. აი, მერწმუნე ფეხზე აუცილებლად გაივლი.- აბელმა ლოყაზე აკოცა გოგონას და თვალებში ჩახედა.
-მიყვარხარ.- უთხრა და გულში ჩაიკრა.
-მეც.
-ახლა წავალ.- ბიჭმა ავრორას აკოცა და სახლიდან გავიდა.
მეორე დღეს ავრორა ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ გააღვიძა. თვალები არც გაუხელია ისე გადაწია ხელი და ტუმბოზე დადებული ტელეფონი აიღო, შემდეგ კი დაუფიქრებლად გათიშა. ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ვინც არ უნდა ყოფილიყო არ აპირებდა მის გამო დილა უთენია ადგომას, თუ აბელი იქნებოდა სახლში მოაკითხავდა, ამიტომ ამაზე საერთოდ არ დარდობდა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ტელეფონმა კვლავ დაიწყო სიმღერა. ავრორამ ღრმად ამოიოხრა, თვალები მოიფშვნიტა და ყურმილი აიღო.
-გისმენთ.- უპასუხა დაგუდული ხმით და უცნობი ხმა, რომ გაიგონა აზრზეც ვერ მოვიდა ვინ იყო.
-ვინ ბრძანდებით?
-გამარჯობა საყვარელო, მე ქრისტინე ვარ.
-უკაცრავად, მაგრამ გიცნობთ?- ავრორამ დაამთქნარა და ეცადა საწოლზე წამომჯდარიყო, მაგრამ შემდეგ გაახსენდა მისი მდგომარეობა და უღონოდ ჩამოყარა ხელები.
-შენ არა, მაგრამ მე ძალიან კარგად გიცნობ.
-მაშინ იქნებ ამიხსნა ვინ ხარ?
-დღეს შემხვდი კაფეში და ყველაფერს იქ მოგიყვები.
-თუ მიცნობ გეცოდინება, რომ ფეხზე ვერ დავდივარ.
-კარგი, მაშინ მე მოვალ შენთან, მისამართი გამომიგზავნე.
-კარგი...- ავრორამ ტელეფონი გათიშა და უცნობს თავისი მისამართი გაუგზავნა. აზრზე არ იყო ვინ დაურეკა, ან რა უნდოდა, ან საიდან იცნობდა, თუმცა აინტერესებდა რა ხდებოდა, ამიტომ თამამად დათანხმდა შემოთავაზებას, თან მისი მშობლებიც სახლში იყვნენ და თუ რამე მოხდებოდა დაეხმარებოდნენ.
ნახევარი საათში ავრორა უკვე ჩაცმული, ბაღში იჯდა და ელოდებოდა უცხო სტუმარს, რომელიც ისე მალე მოვიდა, გოგონას ეგონა ალბათ მორბოდაო. ჭიშკრის კარი გააღო თუ არა, ეზოში მაღალი, ქერა გოგო შემოვიდა, წვრილი წელი, ცისფერი თვალები და არა ამქვეყნიური ღიმილი. ავრორა მონუსხული დარჩა მისი სილამაზით.
-გამარჯობა.- მიესალმა გოგონას და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-გაგიმარჯოს.
-წამოდი დავსხდეთ.- უთხრა ავრორამ ქრისტინეს და ბაღში მდგარი მაგიდისკენ გაუძღვა. რამდენიმე წუთში მანანამ ყავა და ტკბილეული მოიტანა და კვლავ სახლში შევიდა.
-აბა, მომიყევი რა ხდება?- ავრორა ინტერესით ცქმუტავდა.
-მე ქრისტინე ვარ.
-სასიამოვნოა, მე ავრორა.
-ვიცი ვინც ხარ. მე შენს შეყვარებულსაც ვიცნობ.
-აბელს?
-დიახ აბელს, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთ დროს.- ავრორა ამ სიტყვებზე დაიძაბა და ფინჯანს ხელი გაუშვა.
-რა სახის ურთიერთობა?
-თითქმის შეყვარებულები ვიყავით.- თქვა ქრისტინემ და ცინიკურად გაიღიმა.
-მერე?
-მერე შენ გამოჩნდი და დავშორდით.- ეს სიტყვები ბრაზით ჩაილაპარაკა და ავრორას თვალი თვალში გაუყარა.
-ახლა რა გინდა?
-მხოლოდ სიმართლის თქმა.
-რა სიმართლე?
-მე ვიცი ვინ დაგეჯახა მაშინ, მანქანით.- ქრისტინეს სიტყვებზე ავრორას ის ფაქტები გაახსენდა, რომელთა დავიწყებასაც ცდილობდა და თვალები აუწყლიანდა.
-ვინ არის?
-აბელი.- ეს თქვა თუ არა ავრორას ხმამაღლა გაეცინა. რამდენიმე წუთი თავს ვერ იკავებდა.
-კარგი დაგიჯერე.
-მერწმუნე სიმართლეა.
-როგორ დამიმტკიცებ?
-აი ამით.- უთხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. რამდენიმე წუთში კი ავრორამ გიორგის ხმა გაიგონა, რომელიც დაწვრილებით უყვებოდა ქრისტინეს როგორ დაეჯახა აბელი ავრორას. რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა, თითქოს თავზე ყინულივით ცივი წყალი გადაავლესო. თვალებიდან ცრემლები ისე წამოუვიდა ვერც გაიაზრა. მთელი სხეული აუთრთოლდა, ხელები აუკანკალდა. გულში რაღაც წვა იგრძნო, რომელმაც კუჭისკენ გადაინაცვლა და მუცელი საშინლად ატკივდა. ყურებში რაღაც წუოდა, თვალებზეც ბინდი გადაეკრა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის გარშემო. არ ჯეროდა... ან როგორ დაიჯერებდა? როგორ უნდა დაეჯერებინა ის ფაქტი, რომ საყვარელმა ადამიანმა მისი ცხოვრება სრულიად გაანადგურა? როგორ უნდა დაეჯერებინა ის ფაქტი, რომ იმ ადამიანის გამო, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო შესაძლოა ვერასდროს გაეარა? აბელის თითოეული გამოხედვა, თითოეული სურპრიზი, მასთან გატარებული თითოეული მომენტი თვალწინ დაუდგა და ხმამაღლა ატირდა.
-არა, არა, ეს სიმართლე არ იქნება, გთხოვ მითხარი, რომ მატყუებ. არა...- თავი ხელებში ქონდა ჩარგული და ტიროდა. ქრისტინე კი ღიმილით უყურებდა ამ სურათს და საერთოდ არ აინტერესებდა გოგონას მდგომარეობა, რომელსაც ყველაფერი თავზე დაექცა. ის სიყვარული მიწასთან გაუსწორდა, რომელსაც აქამდე გრძნობდა. ადამიანი, რომელსაც ყოველ ღამეს წყევლიდა და მასზე დიდ ტკივილს უსურვებდა, მისი სიყვარული აღმოჩნდა. აბელზე საერთოდ არ იყო გაბრაზებული, შესაძლოა გაეგო კიდეც ეს ყველაფერი მისი პირიდან ნათქვამი, მაგრამ... ამ ქალისგან გაგებულმა სიტყვებმა საბოლოოდ გაანადგურა.
რამდენიმე წუთში ჭიშკარი გაიღო და შიგნით აბელი შემოვიდა. გაღიმებული სახე ქონდა, პირდაპირ ბაღისკენ წავიდა, რადგან იქიდან ხმაური გაიგონა. მიუახლოვდა თუ არა დანიშნულების ადგილას დაინახა, როგორ ყრიდა მაგიდაზე არსებულ ნივთებს ავრორა ძირს. ყავიანი ფინჯნები და მაგიდის გადასაფერებული მინდორზე ეყარა, ავრორა კი ხმამაღლა ტიროდა. დაინახა მის წინ მჯდომი გოგონაც და მისი თვალებიდან იმხელა ზიზღი გადმოიფრქვა, გეგონებოდათ აქვე მოკლავსო. ქრისტინეს ხელი მკლავში ჩაავლო და ჭიშკრისკენ წაიყვანა.
-აღარ გაბედო და მე და ავრორას აღარ მოგვეკარო, გასაგებია?- იმხელა ხმაზე უღრიალა, გოგონა შეხტა.
-ნუ ღელავ, რაც მინდოდა ის გავაკეთე. ახლა კი მოგშორდებით.- გაუღიმა და გარეთ თავდაჯერებული ნაბიჯებით გავიდა.
აბელს ავრორამდე მისასვლელად საუკუნე დაჭირდა. დრო ისე იწელებოდა ეგონა ერთი წამი ერთ საათში გადიოდა. მუხლები ეკვეთებოდა. მიხვდა... ავრორას რეაქციით, მიხვდა რაც უთხრა ქრისტინემ და გულში რაღაც ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაც ხელით ებღაუჭებოდა და მის ამოგლეჯას ცდილობდა. ავრორას დანახვაზე მასაც ცრემლებით აევსო თვალები. გოგონას თავი ხელებში ჩაერგო, ტანს აქეთ-იქით არხევდა, ტიროდა და თან რაღაცას ლუღლუღებდა. აბელი მის წინაშე ჩაიმუხლა და თავი ხელებიდან ააწევინა. მის თვალებში იმდენი ტკივილი, იმდენი იმედგაცრუება ამოიკითხა, რომ გააჟრჟოლა. ეს იყო ის, რაც უნდოდა, რომ არასდროს მომხდარიყო. ეს იყო მისთვის ჯოჯოხეთი, ეს იყო მისთვის სიკვდილი. ავრორას ამ მდგომარეობაში ნახვას ერჩივნა მიწას ჩაეტანა. ავრორას ჩაწითლებულ თვალებს ვეღარ უყურებდა. გულში უდიდეს ტკივილს გრძნობდნენ ორივენი. ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, იმ განსხვავებით, რომ ახლა ავრორას სიყვარული ტკივილით და იმედგაცრუებით იყო სავსე. ბიჭმა გოგონას ხელები მოხვია და მისი გაძალიანების მიუხედავად გულში ძლიერად ჩაიკრა. ცალი ხელი თმაზე დაუსვა და მთლიანად მის სხეულში ჩამალა საყვარელი არსება.
-ეს რატომ გამიკეთე? რატომ?- ამოილუღლუღა ავრორამ.
-ავრორა ეს შემთხვევით მოხდა, გეფიცები. ხომ იცი მე შენ ძალიან მიყვარხარ. განა გამიზნებით დაგეჯახებოდი? გთხოვ მაპატიე.- ავრორამ ერთხელ კიდევ გაიბრძოლა და აბელის მოშორებაც მოახერხა.
-წადი. თუ გიყვარხარ მარტო დამტოვე.- უთხრა და სწრაფად წავიდა სახლისკენ. აბელი განადგურებული იყო. მან სიყვარული დაკარგა. ის სიყვარული, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა და იპოვა, ის სიყვარული დაკარგა, რომელიც ეგონა, რომ სამუდამოდ მასთან იქნებოდა, ის სიყვარული დაკარგა, რომელიც მისი ცოლი, მისი შვილების დედა უნდა ყოფილიყო, ის სიყვარული დაკარგა, რომელიც მისი გული და სული იყო...

ორი კვირის შემდეგ:
ავრორა დილით სიმღერის ხმამ გააღვიძა, ed sheeren-perfect. მისი და აბელის საყვარელი სიმღერა მთელ სახლში ჟღერდა. ტანში გააჟრჟოლა ნაცნობი გრძნობების გახსენებისას და თვალები მოიფშვნიტა. ალბათ მანანამ და მერაბიმ ჩართეს, რადგან მათაც ძალიან უყვარდათ ეს მომღერალი. გოგონამ საბანი გადაიძრო და შიშველი ტერფები ფუმფულა ჩუსტებში გაუყარა. გაიზმორა და სააბაზანოსკენ წავიდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რამდენიმე რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ავრორა უკვე კარგად დადიოდა. შხაპის ქვეშ ერთი საათი ინებივრა, შემდეგ ატმისფერი კაბა ჩაიცვა, რომელსაც დიდი თეთრი კოპლები ქონდა, ცოტაოდენი მაკიაჟი გაიკეთა, თმაც დაივარცხნა და კიბეებზე ნელ-ნელა ჩავიდა. არ უნდოდა მშობლების სიმყუდროვე დაერღვია. პირდაპირ მისაღები ოთახისკენ წავიდა, სადაც შუქი ჩამქვრალი იყო და გარედანაც სინათლე არ შემოდიოდა. ალბათ ფარდები ქონდათ ჩამოფარებული, თუმცა ვერ მიხვდა რატომ. ხელი ჩამრთველისკენ წაიღო, როდესაც მის წინ სანთლის შუქი აბჟღვიალდა და ოთახი განათდა. ძირს დაიხედა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. მის წინ მუხლმოყრილი აბელი იყო, რომელსაც ცალ ხელში პატარა წითელი ყუთი ეკავა. ამ ყუთიდან წამოსული ბეჭდის ბრწყინვალება კი გოგონას თვალს ჭრიდა. რამდენიმე წამში სინათლე აანთეს, ავრორამ გარშემო მიმოიხედა და მისი და აბელის მეგობრები და ოჯახის წევრები დაინახა, რომლებსაც ხელში თითო ცალი ფორმატის ფურცელი ეჭირათ, რომელზედაც რაღაცები ეწერა. ავრორას თვალებიდან სიხარულის ცრემლები წასკდა, როდესაც წაიკითხა.
"მაპატიე, ცოლად გამომყვები?" ხმამაღლა გაეცინა და აბელს დახედა.
-გამომყვები ცოლად?- გაუმეორა ბიჭმა და ავრორას სიყვარულით აღსავსე თვალებით შეხედა. როგორ უნდა ეთქვა უარი, როდესაც გული ამოვარდნას ქონდა და სიხარულისგან ლამისაა ხმამაღლა ეკივლა? ხმაც კი ვერ ამოიღო ისე დაუქნია თავი. ძალა მოიკრიბა და წამოიყვირა.
-კი, კი, კი... მიყვარხარ.- ყვიროდა და თან აბელს ეხუტებოდა. ბიჭმა გოგონას ბეჭედი გაუკეთა და მონატრებულ ტუჩებს დაეწაფა. ამ სურათის მაყურებლებმა კი წყვილს ტაში დაუკრეს და დიდი სიხარულით მიულოცეს.
-ხომ მაპატიე?- კითხრა აბელმა.
-გაპატიე.
-ხომ გიყვარვარ?
-მიყვარხარ.
-ხომ გენატრებოდი?
-მენატრებოდი?
-ცოლად ხომ მომყვები?
-მოგყვები.
-და არასდროს დამშორდები ხომ?
-არასდროს.
-მუდამ ჩემ გვერდით იქნები?
-ვიქნები.
-რაც არ უნდა მოხდეს?
-რაც არ უნდა მოხდეს.
-სიცოცხლე მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ აბელ.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

გამარჯობა მეგობრებო <3 ამ ისტორიას თითქმის ერთი თვე ვწერდი და მინდა გითხრათ, რომ ამდენი დრო არცერთი ისტორიის დაწერისთვის არ დამიხარჯავს. არ ვიცი რა გითხრათ, ვიცი, რომ ისეთი არ გამოვიდა როგორიც მინდოდა და ისიც ვიცი, რომ სრულყოფილი არ არის. შეიძლება სხვაგვარადაც დამესრულებინა, უფრო გამევრცო და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემმა გულმა ასე გადაწყვიტა და თითებმაც მისი დავალება შეასრულეს. შეზღუდულ შესაძლებლობებთან ჩემი დამოკიდებულა ძალიან განსხვავებულია, ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი და ვცდილობ, რომ ყველა შშმ პირს გვერდით დავუდგე და ეს ტკივილი გადავატანიო. იმედია თქვენც დააფიქსირებთ თქვენს აზრებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ველოდები თითოეული თქვენგანის კომენტარს. ეს იყო აბელის და ავრორას პატარა ისტორია. ჩემი აზრით, საყვარელი და ერთი წაკითხვისთვის სასურველი. მოკლედ ბევრი, რომ არ ვილაპარაკო შემიფასეთ და შენიშვნებიც მომეცით, რომ შემდეგისთვის გავითვალისწინო. ხო და ისიამოვნებთ იმედია <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ნორმი

ნამდვილად კარგი იყო.
ძლაიან მომეწონა.
ნუ იყო ისეთი რაღაცეები რისი დაჯერებაც ცოტა გამიჭირდა,მაგრამ მტლიანობაში მაგას არარ ექცევა ყურადღება და შესანიშნავი იყო.
--------------------
მორფეოსი

 


გადასარევი იყო, მე კიდევ დაგელოდები, წარმატებები სიხარულო

 


№3  offline წევრი izabella

ხერხემალში გადატეხილი ადამიანი სახლში გაწერის შემდეგ ეტლით გადაადგილებას კი არა წამოჯდომასაც ვერ ახერხებს, ერთი თვე ან უფრო მეტიც გაუნძრევლად უნდა იწვეს. ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს სანამ ფეხზე დადგება.
ძალიან არ მინდა საწყენად მიიღო ეს კომენტარი, მაგრამ უთქმელობაც არ გამოდიოდა.
მთლიანობაში კარგი ისტორიაა, უბრალოდ მაგ პატარა ხარვეზს უნდა გასწორება.

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

ნორმი
ნამდვილად კარგი იყო.
ძლაიან მომეწონა.
ნუ იყო ისეთი რაღაცეები რისი დაჯერებაც ცოტა გამიჭირდა,მაგრამ მტლიანობაში მაგას არარ ექცევა ყურადღება და შესანიშნავი იყო.

მადლობა მიხარია თუ მოგეწონა <3

სიყვარული გულს გვტკენს
გადასარევი იყო, მე კიდევ დაგელოდები, წარმატებები სიხარულო

მადლობა <3 ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ <3

izabella
ხერხემალში გადატეხილი ადამიანი სახლში გაწერის შემდეგ ეტლით გადაადგილებას კი არა წამოჯდომასაც ვერ ახერხებს, ერთი თვე ან უფრო მეტიც გაუნძრევლად უნდა იწვეს. ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს სანამ ფეხზე დადგება.
ძალიან არ მინდა საწყენად მიიღო ეს კომენტარი, მაგრამ უთქმელობაც არ გამოდიოდა.
მთლიანობაში კარგი ისტორიაა, უბრალოდ მაგ პატარა ხარვეზს უნდა გასწორება.

მადლობა შეფასებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში <3

 


ძალაიან მაგარი ხარ, მე მომწონს შენი ისტორიები, და მიხარია რომ ვარ ასეთი ადამიანის მომსწრე

 


№6  offline მოდერი მარტო სახლში

სიყვარული გულს გვტკენს
ძალაიან მაგარი ხარ, მე მომწონს შენი ისტორიები, და მიხარია რომ ვარ ასეთი ადამიანის მომსწრე

მადლობა კიდევ ერთხელ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent