შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 8


6-04-2019, 20:01
ავტორი katiusha
ნანახია 852

მარტოხელა  დედა. თავი 8

ჩემს ცხოვრებაში ელენეს შემოსვლიდან კიდევ ერთი თვე გავიდა.ამ დროის განმავლობაში წამლებმა და დასვენებამ შედეგი გამოიღო,გოგო მოფერიანდა და მოკეთდა.მუცელიც წამოეზარდა, ტოქსიკოზმაც გაუარა.მის გვერდით ვიყავი,ყოველდღიური სამსახური სმენიანზე გადავცვალე და ახლა მორიგეობებზე დარჩენა მიწევდა სამ დღეში ერთხელ,ამ დროს ელენესთან და გიოსთან თაკო რჩებოდა, დანარჩენო ორი დღე სახლში ვიყავი და ვცდილობდით ნაყოფიერად გამოგვეყენებინა ეს დრო ვსწავლობდით და ვუყვებოდი ყველაფერს რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა ორსულობის პერიოდში,მშობიარობისას და შემგდომ.პარალელურად მასწავლებლებთან ჰქონდა კონტაქტი და სწავლაზეც არ ამბობდა უარს. მიზნად ჰქონდა დასახული რომ წარმატებით დაასრულებდა საატესტატო გამოცდებს და უნივერსიტეტშიც ჩაირიცხებოდა. საოცრად მიზანდასახული იყო,მის ასაკში მე ალბათ ამდენს ვერ გავუძლებდი,მითუმეტეს რომ მსგავს სიტუაციაში როცა აღმოვჩნდი,მართალია მასზე დიდი ვიყავი ასაკით და ასე თუ ისე ყველაფერი აწყობილი მქონდა,მაინც შემეშინდა,მასში კი ამას ვერ ვხედავდი და მიხაროდა რომ დედობისთვის ემზადებოდა და ცხოვრებისთვის იბრძოდა..
დროდადრო მაინც ემართებოდა ერთი-ორდღიანი დეპრესიები,რაც ვერაფრით ავხსენი,იჯდა ერთ ადგილზე, მოულოდნელად გაშტერდებოდა და ერთ წერტილს თვალს არ აშორებდა. ასეთ დროს გიო ბუზღუნს იწყებდა,რადგან ვერაფრით ახსნა რატომ არ ეთამაშებოდა მამიდა.
-დეე,ისევ გაშეშდა,არ მელაპარაკება, გამებუტა,-მოირბენდა ჩემთან და წუწუნს დაიწყებდა ხოლმე.
-დეე,ხომ იცი რომ ხანდახან არ შეუძლია შენთან თამაში?ცუდადაა და გაუგე,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ?
-მერე შენ ხომ ექიმი ხარ? უშველე, ნემსი გაუკეთე.
-დედი ავად არაა,ნემსი არ უშველის. მან პატარა ბაია უნდა მოიყვანოს და მასზე ფიქრობს.ის შენი და იქნება,ხომ მიხედავ დეე?
-რა მაგარია,-ტაში შემოჰკრა გიომ და მისკენ გაიქცა.დარწმუნებული ვარ აზრი ვერ გაიგო,მაგრამ პატარა ჩაიბეჭდა გონებაში და რაღაც კარგთან დააკავშირა, აღფრთოვანებული გაიქცა მისკენ,წინ დაუდგა და უთხრა.
-მე მინდა რომ პატარა გოგო მომიყვანო.
ელენე უცებ გამოარკვია მისმა ნათქვამმა.
-რა თქვი გიო?
-ხო,პატარა გოგო,აი ისეთი ლამაზი ბაღში ტასო რომ არის,მას მინდა ჰგავდეს.
-მოგიყვან პატარა,აუცილებლად მოგიყვან,-გაეცინა ელენეს,გიო კალთაში ჩაისვა და ჩაეხუტა,მერე ლოყები მიყოლებით დაუკოცნა და იქამდე ეფერებოდა,სანამ გიომ ბუზღუნი არ დაიწყო.
-აბა ახლა მაინც მოხვალ სუფრასთან და შეჭამ?-დრო ვიხელთე მეც და მაშინვე ვუთხარი.
-კი,მოვალ,-გამიღიმა და გიოსთან ერთად მიუჯდა სუფრას.
ორსულობის მეოთხე თვეში რომ გადავიდა ნანა ექიმს მივაკითხეთ დანიშნულ კონსულტაციაზე.ამჯერად მოეწონა მისი მდგომარეობა და შეაქო.
-ყოჩაღ ელენე,ძალიან კარგი გოგო ხარ,შენი მდგომარეობაც მომწონს და ბავშვისაც,-უთხრა და თან მუცელზე აპარატს დაატარებდა.ისევ ისე ისმოდა პატარას გულისცემა ოთახში მკვეთრად და ძლიერად.
-გოგოა,პატარა,საყვარელი,ჯანმრთელი გოგო,-სიხარულით თქვა ნანამ.
-ჩემი გოგო,-თვალები გაუბრწყინდა და შემომხედა,-ხომ ხედავ მარიამ გული არ შემცდარა.მართლაც გოგოა.
-ჩემო ლამაზო,დარწმუნებული ვარ შენსავით ლამაზი და საყვარელი იქნება.
-რაც უფრო გადის დრო,მით უფრო მეტად ვითავისებ ამას და მით უფრო მეტად ვხვდები რამხელა სასწაულია როცა ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება და ვითარდება..
-ჯერ სად ხარ?ხელში რომ დაიჭერ მაშინ უფრო მიხვდები ამას,-უპასუხა ჩემს მაგივრად ნანამ.
იქიდან რომ წამოვედით,ცოტა ფეხით გავისეირნეთ,მერე ბაღიდან გიოს გამოყვანის დრო დადგა და მას გავუარეთ,ყურადღება არ მოგვაქცია იქამდე სანამ ტასო არ წავიდა სახლში.დიდი კაცივით გააცილა, დაემშვიდობა,ერთმანეთს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნეს და მერე ჩვენსკენ გამოიქცა.
-პატარა მექალთანე,-ჩაეცინა ელენეს,- როგორ ჰგავს ჩემს ძმას,ასე მგონია სულ მას ვუყურებ და ის მელაპარაკება. იცი მარიამ ყველა ადამიანში,ყველა მისი ასაკის მამაკაცში მას ვეძებ,ასე მგონია რომ უცებ მოვა ხელს ჩამკიდებს, ჩამიხუტებს მან რომ იცის ხოლმე ისე და სახლში წამიყვანს…-მოიღუშა გოგო.
-ამაზე ფიქრობ და ამიტომ ითიშები ხოლმე?რეალობას ამიტომ სწყდები?
-კი,ამიტომ.არა,განა ნიკა არ მიყვარს, ან ნაკლებად მიყვარს,მაგრამ გიოს უფრო მეტად გამოსდიოდა იმ სიყვარულის და სითბოს გამოხატვა, რასაც გრძნობდა.
-ეგ მეც კარგად ვიცი,უბრალოდ მგონია რომ მერე იკარგება ხოლმე ამ სიყვარულში და რეალობას ცდება,სადღაც სხვაგან მიდის მისი სიყვარული,ერთი პატარა საშინელი ქცევა კი რამდენი კარგიც არ უნდა აკეთოს ყველანაირ კარგ საქციელს უსვამს ხაზს.
-ადამიანები არ არიან უშეცდომონი, ისინიც ცდებიან,უბრალოდ მიტევება და პატიება უნდა შეგვეძლოს. სინამდვილეში ეს უფრო რთული, ვიდრე შეცდომის დაშვება.
-შენ აპატიე მათ?-ვკითხე
-მე ვაპატიე,მაშინ ვაპატიე როცა ჩემი შვილის გულისცემა მოვისმინე,არ შემიძლია ისე ცხოვრება,რომ გული სიძულვილით მქონდეს სავსე,ეს მე უფრო გამანადგურებს ვიდრე მათ.
-და ამის შემდეგ კიდევ მე მეტყვი რომ დიდებული ადამიანი ხარო.ეს შენ ხარ ყველაზე წმინდა და სუფთა გულის ადამიანი.გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება.ნახავ ოჯახი შეგირიგდება.
-მე მეშინია გვიანი არ იყოს,საქმე იმაშია რამდენად მომინდება მათთან ურთიერთობა,პატიება არ ნიშნავს იმას,რომ მათთან ისევ ისე იყო,როგორც ადრე.-სევდიანად გაიხედა ფანჯარაში ელენემ და შეეცადა თვალს მომდგარი ცრემლი დაემალა,მეც ვითომ ვერ შევიმჩნიე, გიოზე გადავიტანე ყურადღება. ჩასძინებოდა,თავი ჩემს კალთაში ედო და გემრიელად ფშვინავდა…
*********
იმ დილითაც ჩვეულებრივად დავემშვიდობე ელენეს,გიო მე წავიყვანე ბაღში,დღეს მორიგეობა მიწევდა.
-ელე,დღეს თაკოს არ სცალია და გიოს გამოიყვან?თან მარტო უნდა დარჩეთ..
-წადი მარიამ,ყველაფერს მივხედავ, მშვიდად იყავი,ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მივეჩვიო ბავშვის მოვლას.-გაეცინა.
-მოკლედ ფული მაგიდაზეა,საჭმელი მაცივარში,თუ რამე დაგჭირდა დამირეკე აუცილებლად,მე თუბარა გოგოებს მაინც,თუ ვერ გიპასუხე,ისინი აუცილებლად გიპასუხებენ და დაგეხმარებიან.
-ყველაფერს ისე ვიზავ,როგორც მითხარი,-ხელი დამიქნია და დამემშვიდობა.
სამსახურშს მისულს დიდი ამბები დამხვდა,წუხელ რამდენიმე მძიმე პაციენტი შემოეყვანათ,ორს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ორივეს მე ვატარებდი,უკვე გაწერილი იყო გრაფიკი.ჩემს გუნდთან ერთად სწრაფადვე შევუდექი საქმეს..
საღამოს გვიან მოვიცალე,ისეთი დაღლილი ვიყავი,რომ ფეხზე ძლივს ვიდექი.ყავა ვიყიდე,საავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი და თან მობილური მოვიმარჯვე,ელენესთან დავრეკე.
-აბა როგორ ხართ?-მხიარულად შევძახე.
-ახლა მოვრჩით ვახშამს,ხელ-პირს დავიბანთ და დავიძინებთ.
-დედიკოა?დამალაპარაკე რა,-მომესმა გიოს ხმა.
-მარიამ ვიდეოთვალი ჩართე,ისე ვილაპარაკოთ.
რამდენინე წამში ეკრანზე ორი გადარეული გამოჩნდა- ორი ბავშვი.გიოს სახე და პირი მთლიანად შოკოლადით ჰქონდა მოსვრილი, ელენე კი სასაცილოდ გაწუწულიყო და თმები აბურდვოდა.
-რა დღეში ხართ?რა ჩაიდინეთ?- ამიტყდა სიცილი.
-ვჭამეთ და ჭურჭელი დავრეცხეთ.
-გიო შენ შოკოლადი ჭამე დეე?ხომ იცი საღამოს არ შეიძლება.
-ოო,კარგი რაა დეე.ელენე მამიდა ისე საყვარლად ჭამდა ვერ მოვითმინე.
-არც შენთვის შეიძლება ქალბატონო ბევრი შოკოლადი.
-თავი ვერ შევიკავე და ცოტა შევჭამე მარიამ,არ გამიბრაზდე,-მოიბუზა უცებ.
-კარგით,მეტი აღარ ჭამოთ,დაიძინეთ ახლა,გვიანია.
-როდის მოხვალ დეე?მომენატრე…
-ხვალ დილით,მანამდე კი მამიდას დაუჯერე.
-კარგი დედა,მიყვარხარ..ხელი დამიქნია შვილმა.
-გამარჯობა მარიამ,-მომესმა უცებ ზურგსუკან და ვიგრძენი როგორ შეხტა ჩემი გული საგულეში,სწრაფად გავთიშე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე,ნეტავ ხო არ გაიგო რომ ელენეს ველაპარაკებოდი.ვფიქრობდი გონებაში.სკამზე შევწორდი,ყავის ჭიქას ორივე ხელის თითები შემოვაჭდე და მიწას დავუწყე ყურება.გვერდით მომიჯდა.ჯანდაბა, ისევ ის სუნამო ესხა, სურნელი კი ისევ ისეთი ჰქონდა თავისებური,უფრო სწორად ჩემებური,ჩემი,რაზეც სულ ჭკუას ვკარგავდი.
-აქ რა გინდა?-დავსვი პირველი კითხვა.
-არ ვიცი,-მიპასუხა ყოვლად უაზრო პასუხი.მის ხმაში ის სევდა შევნიშნე,რაც არასოდეს,ძველებურად ომახიანად აღარ ჟღერდა მისი სიტყვები.
-რა სისულელეა,როგორ შეიძლება არ იცოდე .
-ჯანდაბა მარიამ,რომ ვიძახი,ესეგი მართლა არ ვიცი რატომ ვარ აქ.
-ნასვამი ხარ…
-უნდა დამელია…
-მერე გშველის?
-არა,პირიქით უფრო მეტად მახსენდება სიმთვრალეში ელენეს საქციელი და უფრო ვნადგურდები. მისმა აღიარებამ ბოლო ჩემში რაღაც გაანადგურა.ახლა გავუგე ჩემს ძმას,ახლა მივხვდი მან რა ვერ მაპატია და რატომ მოიქცა ასე.ახლა მივხვდი რომ ჩემზე მეტად ის დაიტანჯა.
-და რატომ არ გინდა თავი მის ადგილზე წარმოიდგინო?ხომ არ იცი ეს როგორ ან რატომ მოხდა? სიყვარულისთვის ხომ ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი შეიძლება გააკეთო საყვარელი ადამიანისთვის.
-შეიძლება,მაგრამ მას არა,მას არ უნდა გაეკეთებინა ეს.იცი ყველაზე მეტად რაზე ვოცნებობდი?მინდოდა რომ როცა დრო მოვიდოდა სახლიდან თეთრი სადედოფლო კაბით გაგვეშვა, დაგველოცა და მისთვის ბედნიერება გვესურვებინა.შენ ვერ წარმოიდგენ რა რთულია როცა იმედს გიცრუებს საყვარელი ადამიანი.
-უცნაურია ამას მე რომ მეუბნები,იქნებ დაფიქრდე და მიხვდე რომ მეც მსგავს სიატუაციაში ვიყავი,მეც გამიცრუვე იმედები,დამინგრიე ცხოვრება და დამაკარგვინე ოჯახი.
-ხო..შენც…-ჩაიდუდღუნა რაღაცნაირად.
-იცი რაა,არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ახლა ამის შანსი მაქვს და არ დაგინდობ.
-მარიამ გთხოოვ..
-იცი ელენეს რატომ შეემთხვა ეს ყველაფერი?შენს გამო.შენ ხარ ამის მიზეზი,შენი ცოდვები მას მოეწია და ძალიან ვწუხვარ რომ ის აგებს ამისთვის პასუხს…
-ცოდვები..ცოდვები...ეს ოხერი ცოდვები.როდიდან გახდა მექალთანეობა ცოდვა?-ჩაეცინა ირონიულად.
-მას შემდეგ რაც შენს გამო სხვა სიცოცხლის დასრულებას ფიქრობს და ალბათ გამოუვიდოდა,შემთხვევით კარგ მეგობარს რომ არ მიესწრო.
-ასეთი სუსტი აღმოჩნდი მარიამ?- მაშინვე მიხვდა რომ ეს მე ვცადე.
-შენი სიყვარულის წინაშე სუსტი აღმოვჩნდი.
ისე ვსაუბრობდით,თითქოს ძველი დრო დაბრუნებულიყო,მაგრამ ერთმანეთს მაინც არ ვუყურებდით, ორივე სიბნელეს გავყურებდით
-რატომ გიორგი?
-რა რატომ?
-რატომ მიმატოვე?წლებია ამ კითხვის დასმა მინდა და პასუხის მოსმენა.
-ეჰ რომ შემეძლოს ამის ახსნა…-თავი ჩაღუნა.
-ღვთის გულისათვის ახლა მაინც მითხარი სიმართლე,მითხარი ოდესმე გიყვარდი თუ არა.მითხარი თუ სხვა მიზეზი იყო,გაგიგებ..ნუ ვეცდები გაგიგო..
-კი მიყვარდი,მიყვარდი..მართლა მიყვარდი,მაგრამ ხანდახან ორ შეყვარებულ ადამიანს ერთად ყოფნა არ უწერია.თან ხომ ხედავ არც შენ არ ხარ მარტო,შენც გათხოვდი,შვილი გყავს,ალბათ ქმარიც გიყვარს…
-პირველი სიყვარულის დავიწყება მარტივად არ ხდება გიო,მერე რა თუ გავთხოვდი?მაინც ჩემი სიყვარულის ერთგული ვარ,იმ სიყვარულის, გულწრფელად,უანგაროდ და ბრმად რომ მიყვარდი.შენსავით რომ არასოდეს მითამაშია გრძნობებით.
-არც მე არ ვთამაშობდი,ამაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს,სამაგიეროდ დარწმუნებული იყავი რომ მეც ისევე ძლიერად მიყვარდი,როგორც შენ.შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, ყოველთვის მისმენდი.ყოველთვის უხმოდ იგებდი რა მინდოდა და რა მსურდა.
-როგორც ჩანს არ მესმოდა,თორემ ასე უღმერთოდ ხომ არ გამწირავდი?
-ამდენი წლის მერე მაინც ვერ დაივიწყე?
-რა დამავიწყებს რომ?მე ვოცნებობდი ჩვენს ქორწილზე,შენ კი წახვედი, ზღაპარი დაასრულე,იყო და არა იყო რას მსგავსი.დღეს კი აღარ აქვს მნიშვნელობა რა იყო მაშინ და მიზეზებიც უმნიშვნელოა,შენ ცოლი გყავს,მე ქმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი,ახლა კი წავედი,ისედაც დიდი დრო დაგითმე და დავყავი შენთან.-მოვბრუნდი და წასვლა დავაპირე,ხელში რომ ჩამკიდა ხელი და მომატრიალა.
-მარიამ…
-რა?-შევატყვე რაღაცის თქმა უნდოდა, სახეზე ეწერა,მართლა კარგად ვიცნობდი მას.
-არა,არაფერი.
-ელენე მოძებნე გიორგი,ვიცი მასზე უნდა გეკითხა,არ ვიცი სად არის, მაგრამ გთხოვ თუ ჯერ კიდევ გაქვს თავმოყვარეობა დას დაეხმარე, გთხოვ, შენთვის ასე უკეთესია.ის გაუკეთე,რასაც იმსახურებს,შენს გულს მოუსმინე,ყველაფერ წმინდას გაფიცებ გიო,იმ ყველაფერი ლამაზის ხათრით მაინც,რაც ოდესმე ჩვენს შორის ყოფილა.-ვუთხარი და წამოვედი,ოსტატურად კი ვიცრუე,მაგრამ მას რომ ნამდვილად მოეძებნა ელენე,ვიცოდი ისევ პრობლემები გვექნებოდა….
****’
თვის ბოლოს ელენეს გამოცდები დაეწყო,დილით ადრიანად დგებოდა,ცოტას წაიმეცადინებდა და სკოლაში მიდიოდა,მე და გიო ეზოში ველოდებოდით და ყოველი გამოცდიდან გამოსვლის მერე მის ბედნიერ სახეს რომ ვხედავდი, ვხვდებოდი რა დიდ საქმეს ვაკეთებდი ამით.
ამასობაში მუცელიც წამოეზარდა, ხშირად შემიმჩნევია როგორ ეფერებოდა და როგორ ელაპარაკებოდა ბავშვს,უამბობდა დღისით გადამხდარ სასიამოვნო სიახლეებზე. ვხვდებოდი რომ უკვე სრულიად გაანალიზა რას ნიშნავს იყო დედა,დარწმუნებული ვიყავი რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევდა…
ბოლო გამოცდას რომ ასრულებდა, მაშინ გამახსენდა რაღაცნაირად რომ მაისის ბოლოს მისი დაბადების დღე იყო.მაშინვე გოგოებს მივაკითხე.
-უნდა დამეხმაროთ.
-რა ხდება?-იკითხა კატომ და ბავშვს გასვრილი ზედა გამოუცვალა.მერე კი სათამაშოდ გაუშვა.
-ელენეს დაბადების დღეა ხვალ,თან გამოცდებს ასრულებს,მინდა ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჰქონდეს.
-ოო,წვეულების სუნი მცემს,-ტაში შემოჰკრა სოფიამ და გოგოებს გადახედა..
****’*
სახლიდან გასვლას აპირებდა,როცა შემთხვევით ელენე ახსენეს მისმა რძალმა და დაქალებმა.არ უნდოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,ყური მიუგდო,გულგრილად ვერ ხვდებოდა ამ გოგოზე ვერც ერთ სიახლეს,არადა ერთ თვეზე მეტი იყო გასული არაფერი გაეგო მასზე,არც შეხვედრია და არც უკითხავს,ერთი ორჯერ კი იფიქრა ნეტავ როგორ გრძნობს თავს,ისევ ავად ხომ არ არისო და გადაიფიქრა კატოსთვის კითხვა.ახლა კი შანსი გაუჩნდა.
ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩუმად გამოვიდა იქიდან და დასახმარებლად ძმასთან კი არა,მის მეგობართან წავიდა.ზურას გაუკვირდა მისი სტუმრობა,კაბინეტში შეიპატიჟა და მოსასმენად მოემზადა,ყველაფერი რომ მოისმინა,ცოტა ხანს ჩუმად იყო,მერე ჰკითხა.
-ჩემგან რა გინდა?
-ისეთი არაფერი.ბიჭები უნდა დაარწმუნო რომ იმ წვეულებაზე თქვენც წაგიყვანონ ცოლებმა და მათ შორის მეც.
-დიდი მამაძაღლი ვინმე ხარ შენ,-გაეცინა მას და დაჰპირდა დაგეხმარებიო.ბედნიერი გამოფრინდა იქიდან ბიჭი და საჩუქრის ასარჩევად წავიდა..რადაც არ უნდა დასჯდომოდა ელენე უნდა ენახა,ოღონს ისე რომ არავის ეჭვი არ აეღო,ზურა კი იცოდა საიდუმლოს ნამდვილად შეუნახავდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

არ ვიცი რატომ მაგრამ მარიამ ვერანაირად ვერ ვამართლებ სიმართლეს რომ არ ეუბნება ბავშვზეე, გიორგიზე კი გული ვერ მოვიბრუნე, ისეთ აბსურდულ რაღაცებს აკეთებს, იმ კითხვაზე როდის იყო მექალთანეობა დანაშაული რომ იყოო უპასუხა, აღარანაირად აღარ მესიმპატიურება ეს პერსონაჟი უარყოფითი განცდაც კი გამიჩნდა მის მიმართ, მგონი ამ ისტორიაში ყველაზე მეტად შოთიკო მომწონს ჯერჯერობით.

 


№2  offline წევრი Rania

Didi madloba rom dade axali tavi. Zalian gamaxarew. Mainteresebs shotikos reaqcia fegmzime elenes naxvisaa. Zalian kargiaaaa. Moutmenlad veli debi momdevnossa
--------------------
Q.qimucadze

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ისტორია,გამოხარდა ახალი თავივრომ ვნახე,,მალე დადე რა შემდეგი

 


№4 წევრი ablabudaa

როგორ გამიხარდა დღეს ახალი თავის დადება, მინდა რო სულ ვკითხულობდე, ველოდები მოუთმენლად ისტორიის გაგრძელებას

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.