შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 9


7-04-2019, 19:09
ავტორი katiusha
ნანახია 950

მარტოხელა  დედა. თავი 9

დილით ელენე გამოცდაზე გავაცილე. ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და არ გავყევი,როგორც კი ტაქსში ჩავსვი და თვალს მიეფარა,მაშინვე დავურეკე გოგოებს.
ნახევარი საათი არ იყო გასული,რომ ისინი შვილებთან ერთად მომადგნენ ტორტით,მზა საჭმელებით და დაბადების დღისთვის საჭირო სპეციალური ატრიბუტებით..
გიომ ყველა ერთად რომ დაინახა, მიხვდა რაღაც კარგი ხდებოდა და პირველმა კითხვამაც არ დააყოვნა.
-დეე რა ხდება?
-დედი მამიდას დაბადების დღეა დღეს.
-ვაშაა,რა მაგარია,ტორტიც გვექნება ხო?-აღფრთოვანებული იყო ბავშვი.
-კი,ტორტიც გვექნება და კარგადაც გავერთობით.
გახარებული გაიქცა ბავშვებთან და რაღაც უთხრა,მე ვერ გავიგე,ისინიც მაშინვე უკან გაჰყვნენ,სავარაუდოდ სათამაშოდ წავიდნენ.
ოთახის ცენტრში გასაშლელი მაგიდა დავდგით და სუფრის გაშლას შევუდექით მე კატო და სოფია,ირმა და თაკო ოთახის მორთვით დაკავდნენ. მაგიდის უკან მთელ სიგრძეზე გააკრეს „ Happy birthday“- პოსტერი,გაბერეს ბუშტები და ზოგი ჩამოკიდეს,ზოგი იატაკზე მიმოაბნიეს.დიდი ვარდების თაიგული გვერდით ჟურნალების მაგიდაზე დადეს,რომ მისვლისას მიეცათ,გვერდით საჩუქრები დაუდეს.
სამზადისი კარზე ზარმა შეგვაწყვეტინა.
ერთმანეთს გადავხედეთ. ნუთუ მოვიდა?-წამოვიძახეთ ყველამ ერთად.კარი რომ გავაღე გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა,უჩვენოდ აპირებდით რამეს?არ გაპატიებთ,-წამოიძახა ზურამ და დაუკითხავად შემოვიდა ოთახში და დანარჩენებიც შემოიყოლა. მომზადებულები მოსულიყვნენ თავზე ქუდებით,სასმელებით,კიდევ ერთი ტორტით,სასაჩუქრე პარკებით და საყვირებით.
-საიდან გაიგეთ?-გაუკვირდა ირმას.
-შენ დაგავიწყდა ვინაა შენი ქმარი?
-არა,მაგრამ…
-მაგრამ გავიგეთ და მორჩა,-უპასუხა მან.
-ამ ტორისთვის ვინმე ადგილს მაპოვნინებს თუ ჩემით მოვიძიო?-იკითხა შოთიკომ.ძალიან არ მომეწონა მისი აქ ყოფნა და ამ ამბავში ჩართვა,კატოს გადავხედე, ისიც უსიამოვნოდ დაიმანჭა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-აქეთ წამოდი,-ვუთხარი და სამზარეულოში გავიყვანე,ტორტი გამოვართვი,მაგიდაზე დავდე და შევაჩერე.
-ეს შენი იდეა იყო ხომ?-
-არა,მე საიდან უნდა მცოდნოდა დღეს რა ხდებოდა.-აიჩეჩა მხრები.
-შოთიკო…-დავუქაჩე თვალები.
-კარგი ხოო,შემთხვევით მოვკარი ყური თქვენს საუბარს და ბიჭებს ვუთხარი.
-მოიწიე აქეთ,-მოვწიე და ჩუმად ვუთხარი.-ელენესგან რა გინდა?
-არაფერი,რა უნდა მინდოდეს?
-მოგწონს?
-აი საიდან მოიტანეთ ეხლა ეს? რადგან ინტერესე გამოვიჩინე და მინდა ადამიანი გავახარო, მაინცდამიანც უნდა მომწონდეს?- გაბრაზდა ის.
-მომისმინე შოთი,გასაკვირი არაა,რომ ასე იყოს,ის ახალგაზრდა,ლამაზი გოგოა და არც შენ ხარ ცუდი ბიჭი,მაგრამ თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება,იმიტომ კი არა რომ არ იმსახურებთ,უბრალოდ არსებობს მიზეზი და ეს მიზეზი უკვე პრობლემაა.
-მომისმინე მარიამ არც შენ,არც ჩემ ძმას და არც ჩემი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოთ,რამე ამიკრძალოთ ან რამე მიბრძანოთ,თუ მე ადამიანი სერიოზულად მომეწონა,მისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველას დავუპირისპირდები,მაგრამ ახლა შეგიძლია მშვიდად იყოთ,თუ გოგოს მიმართ ინტერესი გამოვიჩინე იმას არ ნიშნავს,რომ მომწონს,არ შეიძლება უბრალოდ ადამიანის გახარება მინდოდეს?მითუმეტეს რომ როგორც მივხვდი ელენეს რაღაც რიგზე ვერ აქვს.-შემომხედა გაბრაზებულმა.
ვერაფერი ვუთხარი.იქნებ და მართალი იყო და სინამდვილეში ჩვენ მოგვეჩვენა?მითუმეტეს ელენემაც უარყო მის მიმართ ინტერესი.
საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა,ელენე იყო.
-გისმენ საყვარელო?
-ჩავაბარე მარიამ,ყველაზე მაღალი ქულა ავიღე,დირექტორმა უკვე მომცა ნიშნების ფურცელი.პირველი ვარ.ყველას ვაჯობე..
-ჩემო ნიჭიერო გოგო,-ვუპასუხე ბედნიერმა,-ახლა სახლში წამოდი პირდაპირ და ავღნიშნოთ.
-კარგი მარიამ,უკვე მოვდივარ..
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მისაღებში დავბრუნდი.
-უკვე მოდის,გზაშია.
-აბა მოვემზადოთ,ბავშვებო მოდით აქ, კატო მუსიკა ხომ მზად გაქვს?-ბრძანებები გასცა ირმამ,ჩვენში ორგანიზატორული ნიჭით ყველაზე მეტად ის იყო დაჯილდოვებული.ბავშვები მაგიდის წინ ჩაამწკრივა და უკანასკნელად გაამეორებინა სიმღერა და ტექსტი.მერე ყველას ქუდები დაამხო თავზე,საყვირები დაურიგა და მოემზადა.
არასოდეს დამავიწყდება ელენეს თვალები,სახლში რომ შემოვიდა და ალბათ არც შოთიკოს მზერა,რომელიც მისი მუცლისკენ იყო მიმართული.
-რა ლამაზი დღეა,რა ნათელი დღეა,იმიტომ რომ დღეს ელენეს დაბადების დღეა,-მღეროდნენ ბავშვები და ვყვებოდით ჩვენც.ისეთი შეძახილები იყო,მუსიკაც კი გადავფარეთ.მასთან მივედი სანთლებ ანთებული ტორტით.
-სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე.
ბედნიერებისგან ტიროდა გოგო.
-აბა ეხლა რა დროს ცრემლებია,არ გამაგიჟო,-გვერდით ამომიდგა ირმა.
ელენეს სანთლებს შეუბერა და ჩააქრო,ტაში ატყდა ოთახში.
-გილოცავთ,-ისევ აყვირდნენ ბავშვები.
მერე რიგ-რიგობით ყველამ მივულოცეთ.შოთიკო მის წინ შეჩერდა, თვალი კიდევ ერთხელ შეავლო,მერე კი ხელები გაშალა და მოეხვია.
-გილოცავ,მრავალს დაესწარი მეგობარო.-მეგობარი ხაზგასმით თქვა.
-აბა ჰეე,სუფრათან მივიდეთ. -შემოსძახა ლაშამ და სუფრის თავში დაჯდა.
-შენ თამადობას აპირებ?-
-აბა ყოველთვის შენ ხომ არ იქნები აჩი?დღეს მე მაცადე.
-არ იჩხუბოთ ძალიან გთხოვთ და ორივე იყავით თუ გინდათ,-გაეცინა ზურას და შუაში ჩაუჯდა.არ იმჩნევდნენ ბიჭები,მაგრამ აშკარად მიხვდენენ ელენე რომ ორსულად იყო.
დაბნეული გოგო გვერდით მოვისვი და სუფრას მივუჯექით.
ლაშამ ტრადიციულად დაიწყო ჯერ უფლის სადიდებელი შესვა,მერე მშვიდობის და მერე იუბილარის სადღეგრძელოზე გადავიდა.
-ელენე,ჩემო კარგო,წამოდგა ფეხზე ლაშა,-ცოტა მიჭირს ახლა სიტყვების პოვნა,მაგრამ რაღაცას მაინც მოვახეხებ.
-ხო,აბა რაა,ასეთ დროს ხომ სულ მე ვპოულობდი გამოსავალს და გკარნახობდი ხოლმე,-გაეხუმრა შოთა.
-აი ძმაც ასეთი უნდა,ხომ ხედავთ როგორ მეპასუხება?
-ჰაა,ახლა გვაღირსე,-ხელი მიჰკრა ზურამ.ყველას გაგვეცინა.ელენეს თვალები სიხარულით ჰქონდა სავსე.
-მოკლედ ჩემო ელენე,დიდი ხანი არაა რაც გიცნობ,არც ის ვიცით ნორმალურად მარიამის როგორი ნათესავი ხარ და საერთოდ რატომ ხარ აქ,ან მშობლები სად გყავს ან და-ძმა თუ გყავს,სამაგიეროდ ის ვიცით რომ რადგან მარიამმა ოჯახის წევრად მიგოღო ესეგი ეს ასეა და ჩვენი ამ დიდი სამეგობროს ისეთი სრულუფლებიანი წევრი ხარ, როგორიც თითოეული ჩვენგანი. კითხვების დასმა არაა საჭირო,რაც საჭირო იქნება ისედაც გავიგებ როცა ამის დრო მოვა.მოკლედ მინდა დაგლოცო ჩემო კარგო,გისურვო ყველაფერი საუკეთესო რაც კი არსებობს ქვეყანაზე,გისურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შენს მომავალ შვილთან ერთად, ნუ გაგიკვირდა ჩემო კარგო,გეტყობა და თანაც ორგზის მამა ვარ,მაგ საკითხში გამოცდილი.-გაეცინა ლაშას.
-აბა დავლიოთ,-წამოდგა აჩი და მანაც მიაყოლა ლამაზი სიტყვები,მერე ზურამ,აი შოთიკო რომ წამოდგა ყველა გაისუსა.
-ეხლა ეს რაღაც სასწაულს იტყვის,- დააკომენტარა კატომ
-რა თქმა უნდა რძალო,ხომ იცი როგორი სასწაული მაზლი გყავს?-შეიფერა იმანაც.-ხო,რას ვამბობდი,ელენე ჩემო კარგო მინდა მეც დაგლოცო და გისურვო ისე ყოფნა, როგორც შენ გინდა,როგორც შენს გულს უნდა,გიყურებ თვალებში და იქ სევდის და ტკივილის მეტს ვერაფერს ვხედავ,გისურვებ რომ ეგ ყველაფერი შეცვლილიყოს და მაგ თვალებს სიხარულიაგან და ბედნიერებისგან ებრწყინოს,ხოლო შენს გულში იმედი არასოდეს ჩამქრალიყოს.არა მაშინ ისე ძალიან კი შემაშინე,გამიხარდა რომ ავად არ ხარ და ამქვეყნად თუკი რამე არსებობს სასწაული,სწორედ ისეთ მდგომარეობაში ხარ შენ,სულ ვამბობდი რომ ქალი ყველაზე ლამაზი ორსულობის დროსაა და ყველაზე მეტად ეს მდგომარეობა უხდება თქო და აი სწორედ ასე ხარ ახლა შენც,გისურვებ რომ მშვიდობით გაატარო ეს თვეები და მშვიდობით იმშობიარო,მე კი,ისევე როგორც სხვა დანარჩენი,მიმიღე შენც ერთგულ მეგობრად.
-მართალია,მეც სულ ამას მეუბნებოდა საყვარელო,როცა ვბუზღუნებდი გავსუქდი თქო,მოვიდოდა,ერთს მეტყოდა ყველაზე ლამაზი ხარ ასეთ მდგომარეობაშიო და მორჩა ხასიათი უცებ გამომიკეთდებოდა…
-არც კი ვიცი რა ვთქვა,არ მეგონა მარიამს თუ ემახსოვრებოდა ჩემი დაბადების დღე,არადა მეც დამავიწყდა,სინამდვილეში მე მხოლოდ დღევანდელ გამოცდაზე ვნერვიულობდი,აქ კი თურმე რა ამბავი ყოფილა,-გაეცინა გოგოს
-ასე ვიცით ჩვენ,-ამაყად განაცხადა ირმამ.
-ახლა ერთ რაღაცას ვფიქრობდი,ამ წუთიდან კი სრულიად შემეცვალა აზრი.
-აბა გვითხარი.-სთხოვა თაკომ.
-აქამდე სახლიდან გასვლას ვერიდებოდი ჩემი მდგომარებოდან გამომდინარე,მცხვენოდა ხალხი რას იტყოდა,როცა ოჯახის შემარცხვენელს დამიძახებდნენ
-ელენე,იქნებ არ ღირს,-შევაჩერე.
-მოიცადე მარიამ,მათქმევინე.მე მარიამის ნათესავი არ ვარ,მე გიორგის და ვარ.
-რა თქვი?იმ არაკაცის?-უცებ წამოიძახა ზურამ და დაიძაბა.
-ზურა,გთხოვ,-გააჩერა ირმამ ქმარი.
-დიახ,მე იმ კაცის და ვარ,ვინც მარიამს არაკაცურად მოექცა,მე არ ვამართლებ მას,არც არასოდეს გამიმართლებია მარიამთან დაკავშირებით,ვიცი რომ საშინლად მოიქცა.მეც ასე მომექცა,მეც იმავე მდგომარეობაში ვარ,როგორშიც მარიამი იყო,ზუსტად იგივეში,მეც თავს ვიკლავდი,მაგრამ მან გადამარჩინა.ალბათ უფალს ძალიან ვუყვარვარ,იმ დღეს ის რომ შემხვდა,ცხოვრების გზაზე დამაყენა და დამიბრუნა იმედი იმისა,რომ შეიძლება მარტომაც მიაღწიო წარმატებას,სწორედ ამის ნიშანია ის რომ დღეს საუკეთესო ქულებით დავამთავრე სკოლა და ვიცი რომ ზაფხულში გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ.მე ამის მჯერა და მჯერა ისიც რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.მჯერა რომ ცხოვრებაში ხანდახან მნიშვნელოვანი ადამიანები ოჯახის წევრები კი არა,უბრალო ნაცნობები შეიძლება გახდნენ.მერე რა თუ ორსულად ვარ,სამაგიეროდ ბედნიერი ვარ რომ დედა უნდა გავხდე და ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს მარტოხელა დედას თუ დამიძახებენ. სამაგიეროდ კარგად ვიცი ისიც რომ ბევრი ქალია,რომელიც შვილზე ოცნებობს და არ უჩნდებათ,მე კი სრულიად გავიაზრე რამხელა ბედნიერებას მანიჭებს ამით უფალი და ისიც კარგად ვიცი რომ მამამისს არ ვუნდივართ, არც ოჯახს.ამიტომ მომიწევს მარტო შევებრძოლო ცხოვრების სირთულეებს.
-რა საყვარელი ხარ,ნუ აგვატირე გოგო,-მოეხვია სოფია და ცრემლი მოიწმინდა.
-ამინ საყვარელო,წარმატებას გისურვებ ყველაფერში,-უთხრა თაკომ
-აბაა რაა,ჩვენც შენს გვერდით გვიგულე,ჩათვალე რომ ჩვენი პატარა და ხარ,ჩვენ ვიქნებით შენი ოჯახი.-გაამხნევა ლაშამ.
-კარგი გოგო ხარ შენ,ამ ასაკში ასე მამაცურად რომ დგახარ ფეხზე. მართალია არც ისე კარგი ამბავია რაც შენ გადახდა,მაგრამ ჩვენ ვინ ვართ რომ განგსაჯოთ?უფალი სამართლიანია,ყველას ისეთ განსაცდელს უგზავნის,რომლის გადალახვაც შეუძლია, შენ რომ არ შეგძლებოდა,ასე მყარად ფეხზე არ დადგებოდი,-უთხრა შოთიკომ.
იმ საღამოს გვიან დავიშალეთ, ელენეს გასამხიარულებლად ბიჭებმა ხან იმღერეს,ხან იცეკვეს და ისიც აიყოლიეს,ხან სასაცილო ამბებს ყვებოდნენ.ქართული საცეკვაო რომ ჩაირთო ლაშამ გაიმაიმუნა და ელენე გაიცეკვა აბა ვნახოთ რა გოგო ხარო.რა იცოდა რომ ელენე ბავშვობიდან ცეკვავდა.
-სცენა მოცალეთ მეგობრებო,-იხუმრა მანაც და ისე ოსტატურად და პროფესიონალურად გაშალა ხელი და ჩამოუარა,რომ ყველა გაკვირვებული დატოვა.დანარნარებდა და დაცქრიალებდა ოთახში,სულაც არ უშლიდა ხელს ოდნავ წამოზრდილი მუცელი.
-აი გეფიცებით ამაზე ლამაზად ოდესმე ვინმეს თუ ეცეკვოს,-თქვა ირმამ.
-არა,რაა ახლა მაინც უნდა ამაცეკვოთ რაა,აბა მიყურეთ,-მაისური იდაყვებამდე აიწია შოთიკომ და მოცეკვევე ძმას შუაში ჩაუხტა.საოცარი დუეტი გამოუვიდათ.
-აი ხედავთ სად გამომადგა მშობლების მონდომება მესწავლა ქართული ცეკვა,-შეიფერა შოთამ,გოგოს ხელი მოჰკიდა და მსახიობურად დაგვკიკრეს თავი.
ბავშვებს ძილი რომ არ მორეოდათ ალბათ კიდევ გვიანობამდე დარჩებოდნენ.
მარტო რომ დავრჩით,სუფრის ალაგება დავიწყე,ელენემ შემაჩერა,ძლიერად ჩამეხუტა და თვალცრემლიანმა მითხრა.
-დიდი მადლობა მარიამ,არც კი ვიცი რა ვთქვა,უდიდეს მადლობას გიხდი და ალბათ არც არასოდეს დავიღლები ამით,მთელი ცხოვრება შემიძლია მადლობა გიხადო.
-შენს სახეზე ღიმილია ჩემთვის მადლობა საყვარელო,ახლა კი წამლები დალიე და მიდი დაიძინე..
-მოგეხმარები,-დასვრილ თეფშებს წაავლო ხელი.
-წადი მეთქი,-დავუცაცხანე და თითქმის ძალით გავუშვი საძინებელში.
*******
პატარა ბავშვივით იყო აღფრთოვანებული,რა სჭირდა თვითონაც ვერ გაეგო.არა როგორ არ იცოდა კარგად იცოდა ეს რომ ელენეს ნახვით იყო გამოწვეული,მაგრამ აღიარება უჭირდა.
ყველაფერი იყიდეს და ბიჭებთან ერთად მარიამის სახლს მიადგნენ.
თვალებით ეძებდა გოგოს,მაგრამ არ ჩანდა,თავი ხელში აიყვანა და გაიღიმა,ხუმრობაში აჰყვა ყველას,ტორტი სამზარეულოში გაიტანა,მარიამიც უკან მიჰყვა,ტორტს რომ ადგილი მიუჩინეს,მისმა კითხვამ რაღაცნაირად დააბნია,როგორც ჩანს მისი მონდომების მიუხედავად მაინც შეეტყო ელენეს მიმართ ინტერესი. აქაც იცრუა,იცრუა რომ მასზე არ ფიქრობდა და უბრალოდ როგორც მეგობარი ისე ფიქრობდა მასზე,არადა კარგად იცოდა თავიდანვე როგორ ფიქრობდა გოგოზე..
არასოდეს დაავიწყდება ელენეს შემოსვლა და გაბრწყინებული თვალები.გოგოს ტანზე საორსულო კაბა რომ დაინახა და ოდნავ წამოზრდილი მუცელი,თვალები მოისრისა,ხომ არ მეჩვენებაო.მაშინ აღიდგინა გონებაში რომ მის რძალსაც ერეოდა ხოლმე ხშირად გული.ახლა მიხვდა რა სჭირდა იმ საღამოს ელენეს.გულში რაღაც ჩასწყდა,რაღაც ძალიან ეტკინა,თვითონაც ვერ მიხვდა რა,სახელი ვერ მოუძებნა,მაგრამ საკუთარ თავთან აღიარა რომ ამაზე ლამაზი ორსული თითქმის არასოდეს უნახავს,მოკრძალება,მორიდება და ბავშვური გამოხედვა ისე უხდებოდა, რომ თვალს ვერ წყვეტდა..
ბოლოს თავი ხელში აიყვანა და მეგობრებს და მხიარულებას შეუერთდა.მისი დალოცვის დრო რომ მოვიდა სიტყვებს ძნელად მოუყარა თავი,იმიტომ რომ არ უნდოდათ სხვებს შეემჩნიათ მისი ინტერესი.მართალია რაღაცეები გაარკვია იმ საღამოს და გოგოს აღიარებამაც გული მოუკლა, მისმა ნათქვამმა გაანადგურა,როგორ შეიძლება საკუთარ დას ასე მოექცნენო,გაიფიქრა და მაშინ გადაწყვიტა ელენესთან თუ სიყვარულის გზა აკრძალული ჰქონდა, სამაგიეროდ მეგობრობას ვერავინ აუკრძალავდა და იქნებოდა მისთვის საუკეთესო მეგობარი,ცხოვრების ბოლომდე გვერდში ედგებოდა.
კიდევ ერთი სიუპრიზი იყო როცა გოგომ ცეკვა დაიწყო,ყველაზე ლამაზად ცეკვავდა და პეპელასავით დაფარფატებდა.როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე ჩაეცეკვა და შესანიშავად იცეკვეს, აბლოდისმენტებიც დაიმსახურეს. ხელი რომ ჩაჰკიდა და თავი დაუკრეს,მერე ვალსი იცეკვეს ერთად. მაშინ შეისუნთქა პირველად მისი სურნელი,მის სხეულს საოცარი სუნი ჰქონდა.ისეთი რომ სახლში დაბრუნებულს მთელი ღამე ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა.იმ ღამეს ისედაც ნასვამი,გათენებამდე იჯდა სახლის აივანზე და სვავდა.როგორ გათენდა არ ახსოვს,აქვე ჩაეძინა სარწეველა სავარძელში,სამაგიეროდ დილით კატოს ქოთქოთმა გააღვიძა,გაეღიმა და გაიზმორა. საძინებელში შედიოდა,მან მარიამი რომ ახსენა და ის რაც არასოდეს გაუკეთა ახლა გააკეთა,ყური დაუგდო ჩუმად.
*******
სახლიდან გავდიოდი,კატოს ზარი რომ გაისმა.ისედაც ვაგვიანებდი და გიო ცალკე მებუზღუნებოდა მეძინებაო,ელენეს პატარა ფურცელზე მივუწერე სამსახურში მივდივარ-თქო, და სახლიდან გავედით.
-გისმენ კატო,თან ტელეფონს ვუპასუხე.
-როგორ ხარ?ძალიან ხომ არ დაიღალე წუხელ?
-არა საყვარელო,უბრალოდ დილით ჩამეძინა და ახლა სამსახურში მაგვიანდება.
-ერთხელაც იქნება გამოგაგდებენ და მერე რა უნდა ქნა?სულ სხვის პრობლემებს რომ აგვარებ და სხვაზე ფიქრობ,ყველას მამიდა შენ ხარ.
-რას ამბობ კატო?ახლა ამის დროა? ისედაც ცოტა გამიჭირსა ფინანსურად, იმედია ხელფასი დროულად ჩაირიცხება, თორემ გზის ფულიც აღარ დამრჩა.
-გოგოებს ვეტყვი და რამეს მოგიხერხებთ.
-არა,არ გაბედოთ.უკვე თქვენც ბევრს აკეთებთ.-ვიუარე და ტაქსს გავუქნიე ხელი,გიო შევსვი,მერე მეც მივუჯექი და ბაღის მისამართი ვუკარნახე.
-ისე ის ვაჟბატონი არ იმსახურებდა ამას,აუტკივარი თავი აიტკივე.
-ელენესთვის კატო.მარტო მისთვის,აი ხომ იცი მე რა დღეში ვიყავი და თქვენ რომ არა ახლა ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი,როცა ვიცი ეს რასაც ნიშნავს,როგორ მიმეტოვებინა.
-მესმის შენი ადამიანობა და სიკეთე რამხელაზე შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ეს ამბავი ცუდად რომ შემოგიბრუნდეს?
-ყველაფერი კარგად იქნება…
-იძახე ახლა ეგ,ყველაფერი კარგად იქნება,-მითხრა გაბრაზებულმა,მერე უცებ დაწყნარდა და ხმადაბლა მკითხა:-მარიამ გულწრფელად მიპასუხე,ამას იმიტომ ხომ არ აკეთებ რომ გიორგის გული მოიგო და შენთან ვალში იყოს?
-არა,კატო რა სისულელეა,ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთება.
-უკვე გადაიკვეთა საყვარელო როცა ელენე გადაარჩინე და სახლში წამოიყვანე.ამას ვეღარ შეცვლი,და ის რომ გაიგოს შვილის არსებობა დაუმალე და ასევე თავისი და, წარმოდგენა არ მინდა რა მოხდება.
-ვერაფერსაც ვერ იზავს,მითუმეტეს ის მიამიტი და გულუბრყვილო, ბრმად შეყვარებული გოგო აღარ ვარ, შესაბამის პასუხს გავცემ,მითუმეტეს მან უკვე მიიღო ცხოვრებისგან მძიმე დარტყმა,უბრალოდ ელენეა ცოდო ასე რომ იტანჯება.
-ელენე აღარ იტანჯება,ის ფეხზე შენზე მეტად დგას მყარად,საკმაოდ მიზანდასაზულია და მჯერა რომ ის ისეთ რამეს მიაღწევს,რომ მისით ძალიან ვიამაყებთ.
-ვიცი,მეც მჯერა ამის.
-კარგი,წავედი საყვარელო აბა შენ იცი,ბავშვებმა გაიღვიძეს,მერე შეგეხმიანები,დროებით
მეგობარს დავემშვიდობე,ამასობაში მითითებულ მისამართზე მივედით შვილი ბაღში დავტოვე და სამსახურში წავედი.მადლობა ღმერთა მძღოლმა სწრაფად იარა და არ დამაგვიანა.
*****
რომ გაიგო დღეა მარიამი სახლში არ იქნებოდა და მუშაობდა,ვერაფრით მოისვენა,მთელი დილა ებრძოდა საკუთარ თავს,მერე ვეღარ გაძლო,თავი მოიწესრიგა და მანქანის საჭეს მიუჯდა.მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე,მაგრამ ერთი ნახევარი საათი კიდევ ქვემოთ იდგა.ვერ ადიოდა ზემოთ,ბოლოს ვეღარ მოითმინა და მანქანიდან გადავიდა…
კართან ისევ შეყოვნდა,ნეტავ თუ სახლშიაო გაიფიქრა და ზარიც დარეკა.რამდენიმე წამიც და კარი გაიღო.შეეძლო კიდევ ერთხელ დაეფიცა რომ ამაზე მშვენიერი არაფერი არსებობდა ქვეყანაზე.მის წინ იდგა თხელ,წვრილბრეტელებიან, ყვავილებიან,საორსულე კაბაში გამოწყობილი ელენე,თმა უწესრიგოს აეწია ზემოთ და კოსად შეეკრა, ხელში შოკოლადის კარაქით სავსე ქილა ეჭირა,რომელიც ტუჩზე მოსცხობოდა და იმდენად გულუბრყვილო სახით უყურებდა და იმდენად ბავშვური იყო, მოზრდილი მუცელი რომ არა,მართლა ბავშვი გეგონებოდა. საყვარლად აბრიალებდა იმ ლამაზ დიდ მწვანე თვალებს და ბიჭს გაშტერებული უყურებდა.
-გამარჯობა,-მოეგო გონს შოთიკო და თავიდან ფეხებამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-გამარჯობა,-გაუღიმა ელენემ.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც...სიჩუმე ჩამოვარდა.ელენეს კარისთვის მოეკიდა მეეორე ხელი და არ უშვებდა.
-აქ რაღაც გაქვს,-ხელით ანიშნა ტუჩზე ბიჭმა.
-უიჰ,-წამოიძახა გოგომ,როცა იქვე შესასვლელ კართან ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და გაეცინა. მოიშორა და გაეცინა,შოთასაც გაეცინა.
-მარტო ხარ?
-არა,სახლი დედიკო და მამიკო მყავს,და კიდევ ორი ძმა,-გაეხუმრა ელენე.
-ნეტავ მართლა ეგრე იყოს,-უპასუხა სერიოზულად და დაინახა როგორ მოეღუშა ის გაღიმებული სახე.-აბა ეხლა,მე ამიტომ კი არ მითქვამს,მე აქ შენს წასაყვანად მოვედი.
-წასაყვანად?-გაუკვირდა გოგოს.
-ხო,ვიფიქრე სახლში მარტო იქნება და გავისეირნებთ-თქო,თან გარეთ კარგი ამინდია.
-არ მინდა,სახლში ყოფნა მირჩევნია.
-რატომ არ გადიხარ გარეთ?სულ სახლში რატომ ხარ?
-მე უბრალოდ არ მინდა.
-ახლა ჩაიცმევ და სასეირნოდ წავალთ, უარი არ მიიღება.არც მიჩვეული ვარ ამას,მე რაც მინდა ყოველთვის ვიღებ იმას.
-შენ რაც გინდა იმას ყოველთვის ვერ მიიღებ,-კარის მიხურვა სცადა გაბრაზებულმა ელენემ,მაგრამ შოთამ ფეხი დაუხვედრა და არ დააკეტინა.
-ცუდად არ გაიგო,გთხოვ,ძმისშვილებს გეფიცები მე შენთვის კარგი მინდა, მხოლოდ მინდა რომ გავისეირნოთ და გაგამხიარულო,მეტი არაფერი.
-მართლა?-ეჭვით ჰკითხა გოგომ.
-ჰო,მართლა,-დაუქნია თავი.
-მაშინ მანდ დამელოდე,გამოვიცვლი და მალე გამოვალ.
-სერიოზულად?-გაეცინა ბიჭს,-აქ დაგელოდო სადარბაზოში?
-დიახ,სადარბაზოში,დიდხანს არ გალოდინებ,-უპასუხა ელენემ და კარი მიხურა.
შოთიკოს გაეცინა და მოაჯირს მიეყუდა.რა საყვარელია,-გაიფიქრა გონებაში და ტელეფონით დაკავდა.
თხუთმეტი წუთი დასჭირდა დაახლოებით ელენეს მოსამზადებლად. გოგოების ნაყიდი ტანსაცმელებიდან ყველაზე მეტად ჭაობისფერი საორსულე კაბა მოსწონდა,ის ჩაიცვა,თეთრი ბოტასები,წელამდე შავი თმა გაიშალა,პატარა ჩანთა აიღო და ბიჭის წინაშე წარსდგა.მარიამის გაფრთხილება დაავიწყდა,ალბათ გულისსიღრმეში მაინც გაიღვიძა მასში ქალმა და ბიჭს თავისდაუნებურად გაეპრანჭა.
შოთას ჩაეღიმა მის დანახვაზე და გული შეუფრთხიალდა,ისე მოეწონა, როგორ ყველა ფორმაში ლამაზიაო გაიფიქრა,ხმამაღლა კი უთხრა.
-არასოდეს დავლოდებივარ გოგოს სადარბაზოში.
-მე საერთოდ არ დამლოდებია არასოდეს ბიჭი სადარბაზოსთან კი არა,არსად.-მოწყენილმა უთხრა გოგომ.
-ბავშვის მამა?-დაიბნა შოთა.
-ეს მოკლე ამბავია,იმდენად მოკლე რომ რამდენიმე სიტყვაში შეიძლება მოვყვე.
ნელა გამოვიდნენ სადარბაზოდან გარეთ.
-თუ გინდა მომიყევი.
-მერიდება შენთან.შენ ხომ უცხო ხარ ჩემთვის.
-უკვე აღარ ვარ ელენე,გუშინ შენ ჩვენ ყველას შენი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი მოგვიყევი და გული გადაგვიშალე,მე კი დეტალები მაინტერესებს ბავშვის მამასთან დაკავშირებით.
-რატომ?
-იმიტომ რომ მინდა მეც შენი ისეთი მეგობარი ვიყო,როგორც მაგალითად მარიამი.
-რატომ გინდა ჩემთან მეგობრობა?
-იმიტომ რომ შენს თვალებში ვხედავ როგორი კარგი ხარ.
-ამის მიუხედავად?-მუცელზე მოისვა ხელი.
-ეს შეცდომა კი არა უფლის საჩუქარია და გეუბნები კი ყველაფრის მიუხედავად.
-კარგი,მაგრამ აქ ვიდგეთ ასე?
-იქ დგას ჩემი მანქანა,სადმე გავისეირნოთ.მითხარი საყვარელი ადგილი არ გაქვს?
-არ ვიცი,ჩემთვის საყვარელი ადგილი ისაა,სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიქნები.
-აჰაა,გასაგებია,მაშინ მე შევარჩევ დღეს,სხვა დროს შენ მოიფიქრე.
-კარგი,გაუღიმა ელენემ და ღვედი გადაიჭირა.
ქალაქში გადატვირთული მოძრაობა იყო და გადაადგილება ჭირდა,ამიტომ გაჭირვებით მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.პატარა კაფე იყო ქალაქის განაპირას,ბევრი ხალხიც არ იყო და გრილოდა. განაპირას დასხდნენ.
-რას მიირთმევ?
-რამე მჟავეს..
შოთიკოს გაეცინა.
-აქ კიტრის მჟავე არ აქვთ.
-ბროწეულის ნატურალური წვენი თუ გაქვთ?-მიუბრუნდა მიმტანს.
-დიახ.
-მაშინ ერთი ფორთოხლის წვენი და ერთი ბროწეულის,-დაასწრო ბიჭმა და კიდევ საფირმო ეკლერები.
-დიახ,ახლავე,-მიმტანმა მარტო დატოვა.
-აბა,მოგწონს აქ?
-კი,სიმშვიდეა და სიგრილე.-თითები ერთმანეთში ახლართა გოგომ.
-ნერვიულობ?
-ცოტას,არ ვარ მსგავს სიტუაციებს შეჩვეული.
-ანუ ბიჭთან ერთად არასოდეს ყოფილხარ კაფეში ან სასეირნოდ?
-არა.
-არც ბავშვის მამასთან?
-არა.
-არ ვიცი რა ვთქვა.
-რაზე?
-ყველაფერზე..
-რაც გინდა ის თქვი,მაგრამ არ შეგეცოდო გთხოვ,ოღონდ ეგ არა.თორემ უფრო ცუდად ვხდები მერე.
-მე არ მეცოდები,იმედია მიხვდი.მე უბრალოდ მინდა რომ გაგამხიარულო. თუ გინდა მომიყევი ყველაფერი რაც გაწუხებს,მე ხომ დაგპირდი გვერდით გეყოლები როგორც საუკეთესო მეგობარი.
-მეგობრები აღარ დამრჩა,მას მერე მითუმეტეს რაც ეს ამბავი გაიგეს.
-არ იდარდო,სამაგიეროდ მე ხომ მოვედი?-გაეცინა შოთას.
-ხო,შენ მოხვედი..
მიმტანმა შეკვეთა მოიტანა,ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ყველაფერი,რომ ელენემ თავი ვერ შეიკავა და ერთი ცალი მაშინვე შეჭამა და წვენიც დააყოლა.
-ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა რა საყვარელი ხარ,-გაეცინა შოთიკოს.
-თავს ვერ ვიკავებ ხანდახან ისე მინდა რაღაცეები.
-ეს ნორმალურია შენს მდგომარეობაში.
-ხო სად გავჩერდით.უნდა მომეყოლა ჩემი და ბავშვის მამის ამბავი.
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
-არა რატომ,მინდა იცოდე ყველაფერი.
ერთმანეთი ანსამბლში გავიცანით. ექვსი წლიდან ვცეკვავდი და საკმაოდ პერსპექტიულ მოცეკვავედ ვითვლებოდი.ვახო,ასე ჰქვია მას ჩვენთან სამი წლის უკან გადმოვიდა,დანახვისთანავე მომეწონა,ან რატომ უნდა მომწონებოდა დღესაც ვერ ვხვდები მერვე კლასელ ბავშვს,როცა ასეთი რაღაცეები არასოდეს მიზიდავდა.ისე შემიყვარდა ვერ გავიგე,ასე შორიდან ვეტრფოდი და მიყვარდა ცალმხრივად. საკონცერტო ჯგუფი რომ შედგა და საგასტროლოდ დავიწყეთ მზადება ჩემთან დააყენეს წყვილში. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო,ჩემს ყოფილ მეგობართან წამომცდა რომ მიყვარდა,მან კი სავარაუდოდ ვახოს უთხრა.ამას მერე მივხვდი,ის მეორე დღიდანვე შეიცვალა,მიჩვეული იყო გოგოების მხრიდან ყურადღებას და კისერზე ჩამოკიდებას,ეტყობა ჩემი მონადირებაც გადაწყვიტა. გასტორლებზე ერთი თვით წავედით, იტალია,საფრანგეთი და ბულგარეთი მოვიარეთ ერთი თვით.იქ ამიხსნა სიყვარული,ვითომ ვუყვარდი,რომ ვეტყოდი სადმე გავისეირნოთ თქო,უარს მეუბნებოდა,თითქოს საიდუმლოდ შენახვა აჯობებსო.უკვე ბოლო დღეები იყო,წვეულება გვქონდა საღამოს,არ დამილევია, მხოლოდ ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე,თავი ცუდად მალევე ვიგრძენი,დასაძინებლად წავედი,უკან მომყვა ოთახში, ვუძალიანდებოდი წადი თქო,მაგრამ არ წავიდა,მერე მოფერება დამიწყო, მეც თავი ვერ შევიკავე და ყველაფერი მოხდა...მერე კიდევ..კიდევ…
დილით მარტო გამეღვიძა,თავს საშინლად ვგრძნობდი,არ დამხვდა,ფეხზე ძლივს ვიდექი,მერე მოვძებნე,მაგრამ ვაი ამ მოძებნას. შენთან გავერთე,ის მივიღე რაც მსურდა,ახლა კარგად ბრძანდებოდეო.
გავნადგურდი.უხმოდ წამოვედი,იმ საღამოს ბოლო კონცერტზე არ გამოვსულვარ.ვერ გავიღიმებდი,მაშინ როცა სული მტკიოდა.რეზერვმა შემცვალა,დაბრუნების მერე აღარ მინახავს,ჩემებს რომ ეგონათ ცეკვაზე მივდიოდი,სინამდვილეში ქუჩაში დავბორიალობდი,ერთი თვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ რომ ორსულად ვიყავი.მაშინ ვნახე პირველად იმ ამბის მერე.მომისმინა,მერე კი გადაიხარხარა,საფულე გახსნა,ფული მომცა და მითხრა ბავშვი მოიშორე და სამუდამოდ დაივიწყე რაც ჩვენ შორის მოხდაო.მეც გამოსავალი ვერ მოვნახე და გადავწყვიტე.სწორედ მაშინ გადამარჩინა მარიამმა,ჩემებმა კი ჩემზე უარი თქვეს და ასე მოვხვდი მის სახლში.
ელენემ მოყოლა დაასრულა და შოთიკოს შეხედა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,ასეთი პატარა ხარ და ამდენი რამე გადაიტანე.ნუ გეშინია,შენ მარიამი კი არა მეც გყავარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები მეგობარო,-მისი ხელები თავის ხელში მოიქცია და ოდნავ მოუჭირა,აგრძნობინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან იმედ გაცრული ვარ გიორგის პერსონაჟით, არ ვიცი რა უნდა გააკეთოს რომ მარიამის და ელენეს პატიება დაიმსახუროს, არ ვიცი და შეიძლება მარიამისთვის არ გყავს გათვლილი ვერ ვიგებ ჯერჯერობით ვერაფერს ცოტა არ იყოს და ძალიან ნელა ვითარდება მოვლენები. ზედმეტად დრამატულში გადადის.

 


№2  offline წევრი Rania

Xarebas gilocav shegezios dgevandelibdgis zala da madlii. Ar gelodi namdvilad da zalian gamaxarett. Imedia axalbtavsac male shemogvacev. Tirwm gamzvreba suli moutmenlobisgannn
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ.ამ დღის მადლი შეგეწიოთ.
შოთიკოს მეგობარო მკლავს რა.ოხ ეგ მაინც მოსცხებდეს ერთი ვახოს, ბოროტი ვარ, გამიხარდება.ეს ერთი ჭიქა დავლიე და ცუდად გავხდიო,იმედია ვახოს ნამოქმედარი არ იქნება არაფერი.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

საბოლოოდ ვერ ვხვდები ეს ისტორია მარიამზეა თუ ელენეზე. უკვე მერამდენე თავია და არანაირი განვითარება არ აქვს ისტორიას. ბევრი უსარგწბლო დიალოგია, რომელსაც ვახტები. უფრო მეტად მაინტერესებდა, რა ჰქონდა გიორგის ასეთი მიზეზი, რომ ეს გოგო ქორწილის დღეს რომ მიატოვა. საბოლოოდ თუ აპირებ მარიამის და გიორგის შერიგებას, არ ვიცი რა დატვირთვას შეიძენს ეს ისტორია

 


№5  offline წევრი Xutu

Dges Dade ra zalian Kargil istoria momwons MEC marto xela deda var da zalian sheneesabameba Rialur adamianebs

 


№6  offline წევრი mia miako 15

ძალიან მომწონს .საინტერესო ისტორია.ველოდები შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent