შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ზაფრანები [სრულად]

10-04-2019, 00:13
ავტორი ელპინი
ნანახია 1 338

წითელი ზაფრანები [სრულად]

წყვდიადისფერ ღამეს თეთრი მთვარე ანათებდა, ლაქები მკრთალად აჩნდა და ღრმულებიდან მზისფერი ნაპერწკლები იყრებოდა. თევზისფერი იყო ცა. პირქუშად და უემოციოდ მოძრაობდნენ ღრუბლები. სიკვდილის ცეკვააო, ფიქრობდა ღმერთი, მაგრამ ეშმაკს ჯერ ამის სუნი არ უგრძნია. ბამბის ქულებში ყვითელგულა ჩიტები ფარფატებდნენ, მაგრამ ფრთები ბოლომდე ვერ გაეშალათ. ცარცისფერი ტკივილები დაჰკრავდა ფანჯარაზე არეკლილ მთვარის ღია განათებას. შიგნით იოლად აღწევდა. ქარი საგულდაგულოდ წყვეტდა შემოდგომისფერ ფოთლებს ხეებიდან, ჯერ ჰაერში აცეკვებდა, აშრიალებდა და მერე ზათქანი გაჰქონდა მინებზე ისეთი ძალით ეკვროდა ფანჯარას. მიწისფერი ხდებოდა ირგვლივ ყველაფერი.
თეთრკაბიანი ქალი ზანტად მიუყვებოდა ქვიან ბილიკს. გზადაგზა მწვანე ცრემლები იკავებდნენ მშრალ ადგილებს. მწვანე იმიტომ იყო, რომ თავად ამ ქალს ეზიზღებოდა. ძირს დაიხარა, მუხლებით მიწას დაეყრდნო, ხელებში ხრეშიანი მიწა ჩაიბღუჯა, მტევანი გაშალა და სული შეუბერა:
- ერთმანეთში აირივნენ სულები.
ლავიწებს წვრილი თითებით მიაგნო და მიწა ზედ დაიყარა.
- ძვლებიც შეჭამოს, იქნებ.
თმაში ჩამაგრებული წითელი ზაფრანა ამოიღო და ლავიწზე მიწაში ჩამარხა.
- ნეტავ, ზაფრანებმა ფერი დაკარგონ.
ფეხზე წამოდგა, უცებ თვალები დახუჭა, ინატრა წვიმა და პირველი წვეთი იგრძნო ლავიწზე.
- ალბათ, ჩამოგრეცხავს.
რამდენიმე წუთი ასე იდგა, გაქვავებულს ჰგავდა. შემდეგ ისევ დაიხარა და აღარ დაეძებდა ზაფრანას უკვე. მთელი ძალით თხრიდა მიწას, ქვითინს მოჰყვა, მაგრამ მალევე ღრიალში გადაეზარდა. მუჭებს უშენდა მიწას.
- შეშლილ ქალს პირველად ვხედავ.
ხმამ ვერ შეაჩერა, ისევ აგრძელებდა.
- ზაფრანებზე შეყვარებულ შეშლილ ქალს, თან.
გახელილი თვალები სწრაფად დახუჭა და შუბლით მიწას დაეყრდნო.
- გწყურიათ?
- მიწა. - ხმადაკარგულმა ამოთქვა.
- გჭირდებათ?
- მიწა.
- ვერ სუნთქავთ?
- მიწით.
- იხრჩობით?
- მიწით.
- იქცევით?
- მიწად.
ერთდროულად შეკრთა ორივე.
- ადამიანი ხართ?
- მიწა.
- წვიმს, ამინდი ადამიანებს წალეკავს, რისთვის ხართ გარეთ? - ქალთან არ მისულა, იქვე ჩამოუჯდა, ახლოს.
- თავი უნდა დავიმარხო.
- მერე ზაფრანები?
- ფერს დაკარგავენ.
- წვიმას გრძნობთ?
- ვგრძნობ.
- მოუსმინეთ, ჭირსაც წაუღია მიწა, თავის დამარხვა ყოველთვის შეიძლება.
- რომ დავაგვიანო?
- მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მიწაზე უკრავს წვიმა.
- თუ ქვემოთ ვიქნები, გავიგებ ამ დაკვრას?
- სხეულში წყალი დაგიგუბდებათ.
- მიწაშეჭმულს, თუ უნდა, მატლებმაც შემჭამოს.
- ვერ იგრძნობთ წვიმას.
- მოუსმინეთ, უკრავს, კლავიშები ციდან ცვივა, თითებში შენახული ისტორიები თან მოჰყვება.
- ნუ მაგვიანებთ.
- თქვენ გააგრძელეთ, მე გიყურებთ, თან წვიმას ვუსმინოთ.
კვლავ განაგრძო მიწის თხრა, ახლა უფრო ძლიერად.
- წვიმას თქვენ ერევით.
- ჩემი მწვანე ცრემლები.
- ახალი მელოდია იქმნება.
- მოუსმინე შენ, ვიდრე დავიმარხები.
- ისევ გჯერათ?
- მოუსმინე.
- ზაფრანებს ფერი არ გადასდით.
- გადაუვათ. აუცილებლად გადაუვათ. მე ხომ დავიმარხები.
- მერამდენედ?
- გაჩუმდი!
- სხეულში სისხლის აღრევას გრძნობთ.
- გაჩუმდი!
- არტერიებში და ვენებში სხვანაირად მოძრაობს.
- გაჩუმდი!
- სიტყვები მატლებად გექცევათ სხეულში.
- გაჩუმდი!
ფეხზე წამოდგა, ქალს მიუახლოვდა, დაიხარა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა.
- მიწა არ ხართ. ზაფრანების სუნი გაქვთ.
- ჩემი შვილები.
- და ახლა გინდათ ფერი გადაუვიდეს მათ?
- თავი უნდა დავიმარხო, ნუ მაგვიანებ.
- მიწას თხრით და ისევ გროვდება, ხედავთ?
- თვალები დახუჭული მაქვს. მხოლოდ ვისმენ.
- შემომხედეთ, იქნებ, თქვენ გადასარჩენად მოვედი.
- წვიმას მოუსმინე, ნუ მაგვიანებ, არ მელაპარაკო.
- მე ვუსმენ… წვიმას კი არა, თქვენს გულისთქმებს, დარდებს, წუხილებს. დახუჭულ თვალებში ვგრძნობ ტკივილებს.
- მინდა, შემეხო. - შეჩერდა ქალი და გრძნობები ამოაყოლა სიტყვებს.
ფეხზე წამოდგა, თვალებზე თითების შეხებას გრძნობდა და ნელ-ნელა ახელდა.
- ღმერთი გყავთ თვალებში, შეშლილო. ვერ გამიგია, რისთვის იმარხავთ თავს?
- როდის დამიბრუნდა? ისევ მაგვიანებ…
- სულ გყავდა. არსად გაგვიანდებათ…
- უბრალოდ შეგეხები.
სახის ნაკვთები სათითაოდ შემოიარა და ყველა წერტილს ფაქიზად ეხებოდა. თითებში უცნაურ სითბოს გრძნობდა.
- გულმა მიკარნახა, რომ ახლა ზაფრანები მიწაში უნდა დავმარხო. - უცებ თქვა ქალმა და სწრაფად დაიწყო ზაფრანების დარგვა.
წვიმდა. უფრო ახმაურდა გარემო. ძლიერად უკრავდა წვიმა მიწაზე. წამის მეასედებში იზრდებოდნენ ზაფრანები და უფრო ხასხასა წითელს იკიდებდა ყველაფერი.
- ზაფრანები ფერს არ დაკარგავენ.
- არასდროს დაკარგავენ, შეშლილო. წვიმას უსმინე, შენთვის უკრავს.
- არ დავიმარხები. თვალი არ მომაშორო, მიყურე.
- გილოცავ, შეშლილო.
- მე ზაფრანებზე შეყვარებული შეშლილი ქალი ვარ. იქნებ, ჩემთან კი არა, შენ გყავს თვალებში ღმერთი… დავბრუნდი ისე უცებ, რეალური არც კი მგონია.
- ზაფრანებზე შეყვარებული შეშლილი ქალი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 მოდერი სალანდერი

დავბრუნდები . . .

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები . . .

მიყვარხარ!

№3 მოდერი სალანდერი

"ღმერთი გყავთ თვალებში, შეშლილო. ვერ გამიგია, რისთვის იმარხავთ თავს?" - ეს ჩემია და შევინახე!
დაბრუნდა, შეშლილი ქალი წითელი ზაფრანებით, შენ როდის დაბრუნდები? როდის გაფერადდები? მომენატრა იცი?
ზოგჯერ მგონია რომ სული შეგიჭამე(ს)! ფერადი სული, მე რომ ასე მიყვარდა, ხან ყვითელი, ხან ლურჯი! რატომ გააშავთეთრე? მომენატრე რა, არ შეიძლება ასე! მერე რა რომ გენიოსი ხარ? მინდა ფერადი გენიოსი დამიბრუნო, აქ არ გაჩერდე რა!
ასე ლამაზად როგორ უნდა წერდე ფერზე, რომელიც შენი სულაც არ არის? გენიოსი ხარ შენ არა?'ადამიანო! საოცრება ხარ შენ ელ და მაინც, მოდი რა, დააბრუნე ჩემი ლურჯი, არ შემიძლია ასეთს გიყურო. . . იმედი მომცა დასასრულმა!
უმაღლეს დონეზე იცი ჰო? შენ რომ ძალიან დიდი ხარ ეგეც, უნდა დებდე ამ დონეს, ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ბოლოს და ბოლოს! რა დაგიწუნო? მხოლოდ სევდას გიწუნებ ბოლო დროს რომ განსაკუთრებით დაჰკრავს შენს ნაწერს!
მომენატრე რა, მალე დაბრუნდი!
მიყვარხარ მე შენ და ამისთვის მადლობა, მენატრებოდა . . .

№4 მოდერი tasusuna

"წვიმას უსმინე,შენთვის უკრავს!"-მიგნებული,ზუსტი სიტყვებია..
___
მწვანე კი, ზიზღის ფერი ვერასდროს იქნება,ასე მგონია..
თუ რამე ახალი საწყისი იშვება, მწვანე უნდა იყოს,მე ასე ვფიქრობ..
___
იზრდები და მიხარია,წარმატებები ან..
ძალიან ბევრი კარგი ფრაზა დავიჭირე,მაგრამ,მწვანემ თითქოს გული დამწყვიტა..

№5  offline ახალბედა მწერალი ელპინი

შენ ხომ მაინც იცი, როგორ არ მიყვარს წითელი . . .
მწვანე . . .
მაგრამ . . .
საერთოდ შენია ყველაფერი და შე(მ)ინახე!
ძალიან მომენატრა ყველაფერი, ისიც, ესეც . . .
შენ მომენატრე . . .
დავაბრუნებთ!
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო!
მადლობა შენ უამრავი რამისთვის!

tasusuna
"წვიმას უსმინე,შენთვის უკრავს!"-მიგნებული,ზუსტი სიტყვებია..
___
მწვანე კი, ზიზღის ფერი ვერასდროს იქნება,ასე მგონია..
თუ რამე ახალი საწყისი იშვება, მწვანე უნდა იყოს,მე ასე ვფიქრობ..
___
იზრდები და მიხარია,წარმატებები ან..
ძალიან ბევრი კარგი ფრაზა დავიჭირე,მაგრამ,მწვანემ თითქოს გული დამწყვიტა..

ტასო, არ გელოდი, მართლა.
ძალიან მიხარია, რომ ისევ აქ ხარ . . .

მწვანე მეზიზღება.
ალბათ, ყველაზე ამაზრზენი ფერია ჩემთვის.
საშინელი . . .
ამიტომ იყო ისე, როგორც იყო.

მადლობა ძალიან დიდი შენ!
წარმატებები ასევე!

№6  offline წევრი Kalina

მწვანე ჩემი გულის ფერია.
იცოდი?
მე არა. ახლა გავიგე.
იქედან წამოსული ცრემლებიც მწვანე იქნება.
ხოდა, ახლა ტირილი მინდა და ვიტიროთ.

გამოუძინებელი, გამოშტერებული მოვედი შენთან და უარესად გამაბრუე.
დაგიჭერენ, ანუშკი!
მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№7 სტუმარი სტუმარი nancho

აზრებით ,ემოციებით ,სიტყვებით სავსე ხარ.იცლები ააინტერესო ისტორიებად,კარგი ხარ.

სტუმარი nancho
აზრებით ,ემოციებით ,სიტყვებით სავსე ხარ.იცლები საინტერესო ისტორიებად,კარგი ხარ.

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Kalina
მწვანე ჩემი გულის ფერია.
იცოდი?
მე არა. ახლა გავიგე.
იქედან წამოსული ცრემლებიც მწვანე იქნება.
ხოდა, ახლა ტირილი მინდა და ვიტიროთ.

გამოუძინებელი, გამოშტერებული მოვედი შენთან და უარესად გამაბრუე.
დაგიჭერენ, ანუშკი!
მიყვარხარ.

მარიკუნა,
მე მწვანე არ მიყვარს, არ ვიცი . . .
იტირე, თუ კი გიშველის . . .

მეც მიყვარხარ, მარიკუნა!
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.
მადლობა რომ ხარ!

სტუმარი nancho
აზრებით ,ემოციებით ,სიტყვებით სავსე ხარ.იცლები ააინტერესო ისტორიებად,კარგი ხარ.

სტუმარი nancho
აზრებით ,ემოციებით ,სიტყვებით სავსე ხარ.იცლები საინტერესო ისტორიებად,კარგი ხარ.

ძალიან თბილი შეფასება იყო, დიდი მადლობა, მიხარია რომ მკითხულობ!

№9 წევრი guroo

წავიკითხე და თითოეულ ფრაზაში გამიცოცხლდა და სხეულში შემომეჭრა ის ექსტაზი, რასაც წერის დროს გრძნობდი. იმხელა ტკივილი და სევდა დევს ამ ისტორიაში, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

ზეციური რიტუალი ხარ!
თავში რაღაც ძლიერ მტკივა. თითქოს შენი წაკითხვა ისე მავსებს მძაფრი ემოციებითა და განცდებით, რომ ტვინი მეშლება მათი ტალღების შეხეთქებისგან.

ციდან კლავიშები ცვივა და თან მოჰყვება თითების ისტორიებიოო...
მაპატიე, ზუსტად ვერ ვციტირებ.
შენთვის ყველაფერი ასე ძვირფასი, ინტიმური და სათუთია.(?) წინადადებებში შენი სული იგრძნობა. მადლობა, რომ მისი წაკითხვის უფლებას გვაძლევ❤️

ამ საიტზე ჩემი ფავორიტი ხარ, ელპინ!

№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

guroo

დავიბენი . . .
მართლა დავიბენი . . .
ახლა მეღიმება, ოღონდ არ ვიცი, რაზე.
ერთი ვიცი, კარგად წამიკითხე.

ავირიე კიდეც, მგონი.
აზრებს ვერ ვალაგებ, რა გიპასუხო.
უბრალოდ, მართლა, მთელი გულით მიხარია შენში გამოწვეული ემოციები. მეც გული ამიჩქარდა ახლა და ამის მეორედ წაკითხვაც არ შემიძლია, ისე ვარ.

ზეციური რიტუალი ვარ . . .

აქ ჩემი სული ტრიალებს,
უკვე გაიგე.
მადლობა შენ რომ ასე უცებ მოხვედი, ქარიშხალივით დატრიალდი და წამიკითხე.

იმედია, კიდევ შევხვდებით.
სტატუსს შევიფერებ.
შენ კიდევ გიბრუნებ ისეთივე არეულ და თან თბილს მადლობას,
როგორიც მივიღე შენგან!

❤️

№11 წევრი guroo

ელპინი

აუცილებლად შევხვდებით კიდევ, თუ მალე დაგვიბრუნდები ახალი “ექსტაზით”.
შენ ისტორიებს სულ ვკითხულობ. უბრალოდ მაშინ საიტზე დარეგისტრირებული არ ვიყავი და თავს ვიკავებდი ხოლმე კომენტარების წერისგან.
მე დაგელოდები... მალე მოდი!
❤️

№12  offline წევრი სიბილა

ღმერთი გყავს თვალებში, ოღონდ მართლა.ზეციური რიტუალი შემდგრად გამომიცხადებიაძ!

ძ))რა იყო ესაააააააა

№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მომავალ შეხვედრამდე, მკითხველო!
დავბრუნდები . . .
❤️

სიბილა
ღმერთი გყავს თვალებში, ოღონდ მართლა.ზეციური რიტუალი შემდგრად გამომიცხადებიაძ!

ძ))რა იყო ესაააააააა

რუსა,
გავწითლდი, მართლა!
ბედნიერებით ავივსე და მადლობა შენ, უზარმაზარი და ტკბილი მადლობა,
ბევრი ჩახუტებები კიდევ!
❤️

ვაიმეეეე, ყოჩაღ შენ, საღო რა, იმდენი ემოცია დაგროვდა ჩემში რომ რა ვქნა არ ვიცი

№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეეე, ყოჩაღ შენ, საღო რა, იმდენი ემოცია დაგროვდა ჩემში რომ რა ვქნა არ ვიცი

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ წაიკითხე, ბევრი სითბო და ღიმილი შენ! ❤️

"ძლიერად უკრავდა წვიმა მიწაზე..."
"ზაფრანებზე შეყვარებული შეშლილი ქალი..."
"სიტყვები მატლებად გექცევათ სხეულში..."
"კლავიშები ციდან ცვივა, თითებში შენახული ისტორიები თან მოჰყვება..."
შენ ვინ ხარ?
ღმერთო... მომიყვანე აზრზე :))
მიყვარხარ ❤️

№17  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
"ძლიერად უკრავდა წვიმა მიწაზე..."
"ზაფრანებზე შეყვარებული შეშლილი ქალი..."
"სიტყვები მატლებად გექცევათ სხეულში..."
"კლავიშები ციდან ცვივა, თითებში შენახული ისტორიები თან მოჰყვება..."
შენ ვინ ხარ?
ღმერთო... მომიყვანე აზრზე :))
მიყვარხარ ❤️

ქეთიიიიი!!!
აი, ჩემი გულის და სულის ნაწილი ხარ შენ,
ადამიანო საოცრება,
ადამიანო უთბილესო,
არ ვიცი რა,
უბრალოდ ძალიან ბევრი ხარ შენ ჩემთვის!
მადლობა, მადლობა და მადლობა!
ძალიან მიყვარხარ მეც! ❤️

№18  offline წევრი აბაშიძე

იციი? დღეს გიპოვნე.
რამდენიმე ისტორია წავიკითხე
და დავშტერდი!
არ ვიცი როგორ გადმოგცე რამდენად დადებითად დამმუხტე შენი გენიალურობით.
მიხარია რომ აღმოგაჩინე.
მიყვარს ემოციური ადამიანები,რომლებიც მთელი ემოციით გადმოსცემენ სათქმელს.
ემოციიის კონტროლია საჭოროო,სწორად გამოხატვა და შენ ეს იმდენად საოცრადვგამოგდის ვვოცდები.
შეიძლება ჯერ არ უნდა დამეწერა კომენტარი,კიდევ მეტ ნაშრომს გავცნობოდი და შემდგომ,მაგრამ არაა...
მე რამოდენიმე ნაშრომმა დამარწმუნა შენს გენიალურობაში.
იმხელა ემოციით წერ,მთელი გულით.
იმდენად ლამაზად,ფაქიზად და ჰაეროვნად.
დიდი სევდაც იგრძნობა,მტკენს მე ეს.მაგრამ ყველაფერი იმდენად კარგიაა...
ყველა შენს ისტორიას წავიკითხავ...
ზუსტად ვიცი კიდევ უფროოო გავვოცდები...
ამ კონკრეტულ ისტირიაზე არ დავწერ...
არ ვიცი როგორ გადმოვცე და ამიტომ.
ღმე
რთმანი საოცრებაა...
საოცრება ხარ...
დაა უკვე მიყვარხარ...
ასე დაუსწრებლად ...
მთელი შენი ემოციითა და ყველაფრით...

№19  offline ახალბედა მწერალი ელპინი

აბაშიძე

არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ მიხარია რომ ჩემამდე მოხვედი და გამოჩნდი.
გისურვებ ემოციების გორგალს, ზუსტად იმ და იმდენ ემოციას, რამდენიც შენ გინდა და გჭირდება.
ამის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ . . .
მადლობა ყველაფრისთვის, რაც აქ თქვი და მადლობა ამდენი დადებითისთვის.
ძალიან მინდა იგივე დაგიბრუნო და მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია,
ისეთივე მადლობა, როგორი დახუნძლულიც შენი სიტყვები იყო ახლა!
გამიხარდა ძალიან!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent