შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. თავი 10


11-04-2019, 00:30
ავტორი katiusha
ნანახია 880

მარტოხელა  დედა. თავი  10

მეორე დღეს სახლში დაბრუნებულს ელენე შეცვლილი მეჩვენა,არ მიკითხავს რა იყო ამის მიზეზი. ვცდილობდი ზედმეტი კითხვებისგან თავი არ მომებეზრებინა.მართალია მეცადინეობდა,მაგრამ მაინც კარგად შევამჩნიე ის რომ რამდენჯერმე ტელეფონში შეტყობინება მოუვიდა და ბოლო მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ ეს ცოტა უჩვეულო იყო.
-ელე,მე რომ დავიძინო ცოტა ხანს წინააღმდეგი ხომ არ იქნები?წუხელ ძალიან დავიღალე.
-არა,არანაირად,მე ვიმეცადინებ ცოტა ხანს და მერე ხომ შეიძლება გავისეირნო?კარგი ამინდია.
-მე ნუ მეკითხები საყვარელო,შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი,პირიქით გამიხარდება კიდეც სულ სახლში ხომ არ იქნები?
-კარგი.-გაუხარდა პატარა ბავშვივით. -მარიამ…
-დიახ?
-არა,არაფერი.-როგორც ჩანს ბოლომდე მაინც ვერ გაბედა თქმა.
-კარგი,აბა დროებით,რომ წახვალ გამაღვიძე,გიოს მე გამოვიყვან ბაღიდან.
-არ შეწუხდე,მე გამოვიყვან,ისეთ დროს წავალ რომ მასაც გავუვლი.
-მიხარია რომ სახლში აღარ იკეტები.
-ერთმა ადამიანმა მიმახვედრა რომ პრობლემას თვალი უნდა გავუსწორო და ჯიუტად დავუდგე წინ,თორემ ისევ მე დავრჩები წაგებული.-გამიღიმა გოგომ და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ...დიახ,მე ვარ..როდის?... არამგონია მოვიდე,მაგრამ თუ მოვიფიქრე,აუცილებლად მოვალ.. რომელ საათზე?..კარგით...ნახვამდის.
ხანმოკლე საუბრიდან ვერაფერი გავიგე,სანამ თვითონ არ მითხრა.
-დამრიგებელმა დამირეკა,კვირის ბოლოს დამამთავრებელი კლასის გამოსაშვები საღამოა და მომიწვია
-მერე რას აპირებ?
-არ ვიცი,არა მგონია წავიდე.
-კარგი იქნება თუ წახვალ.
-იქამდე ჯერ დრო არის,მოვიფიქრებ.
-როგორც გინდა საყვარელო,წავედი მე,აღარ მოგაცდენ..
ელენე ისევ წიგნებს მიუბრუნდა, მაგრამ დავინახე მოსულ შეტყობინებას ისევ უპასუხა.
********
შესანიშნავი დღე იყო.კარგად გაერთნენ და კარგად იმხიარულეს, ერთანეთს გული გადაუშალეს,პატარა საიდუმლოებები მოუყვნენ მათ ცხოვრებაზე.გული მოუკვდა ელენემ რაც უთხრა. არასოდეს უფიქრია რომ გოგოს ამით დაიწუნებდა.პირიქით შეაქო და მის მიმართ კიდევ უფრო მეტი სიმპატიით განეწყო,რომ ასეთ პატარა ასაკში ასეთი განათლებული, მიზანდასაზული და ძლიერი იყო. პატივს სცემდა ელენეს და ქალის ეტალონად მიიჩნია.ელენე ყველაფრით განსხვავდებოდა მისი ასაკის ახალგაზრდებისაგან.სრულიად სხვანაირი იყო.მერე რა თუ ბავშვს ელოდებოდა.მერე რა თუ მისთვის პირველი მამაკაცი არ იქნებოდა ეს ნამდვილად არ იყო შოთიკოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ევროპაში გაზრდილს სხვა პრიორიტეტები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა ვიდრე ეს. ელენე არ იყო ცარიელი ფიტული, რომლის მხოლოდ გარეგნობა მიგიზიდავდა და სასურველის მიღების შემდეგ მისი მიტოვების სურვილი გაგიჩნდებოდა. შოთიკოსთვის ელენე იყო ქალი, რომელსაც ამოუწურავი შესაძლებლობები ჰქონდა, რომელიც არასოდეს შეგარცხვენდა არანაირ სიტუაციაში,მასთან ერთად ყველგან რომ თამამად გამოჩნდებოდი.ყველა თემაზე რომ შეძლებდი მასთან საუბარს და არც სილამაზე აკლდა, როგორც შინაგანი,ასევე გარეგნული.
ბედნიერი გაფრინდა იმ დღესაც შეხვედრაზე,წინა დღეს ტელეფონის ნომრები გაცვალეს და მიმოწერაც გააბეს.თავი ასე არასდროს არც ერთ გოგოსთან არ უგრძვნია.
სადარბაზოდან რომ გამოვიდა ელენე,მანქანიდან გადავიდა და ღიმილით შეეგება.
-შესანიშნავი ხარ,-გადაკოცნა,ცალი ხელი დაუჭირა და დაატრიალა.
-მადლობა,-გაუცინა გოგომ.
-ხომ არ გაცდენ?
-არა,უკვე ვიმეცადინე.ცოტას დავისვენებ და საღამოს ისევ ვიმეცადინებ.
-მანამდე მოდი ცოტა გაგამხიარულებ, მოიფიქრე სად წავიდეთ?
-რავიცი,ყოველთვის მიყვარდა მთაწმინდაზე წასვლა და სეირნობა და იქ წავიდეთ.
-წავიდეთ,როგორც მიბრძანებთ ქალბატონო.-მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში მიეხმარა.მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს და ნელა დაძრა. ფრთხილად მიჰყავდა.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად.-უპასუხა გოგომ.- ადრე ჩემს ძმებს ხშირად მივყავდი ხოლმე მთაწმინდაზე.ძალიან მიყვარდა ატრაქციონები და ხშირად სხდებოდნენ ჩემთან ერთად.მარტო მეშინოდა და არასოდეს მტოვებდნენ. მეგონა ეს სულ ასე იქნებოდა და სამუდამოდ გაგრძელდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა,პირველივე დაბრკოლებაზე შეშინდნენ.
-ყველას არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ცხოვრების გამოწვევას და გამოცდას.რას იზავ?ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერს გადალახავენ და გაუძლებენ,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგებიან რატომღაც კურდღლებივით იმალებიან. მოდი ამაზე აღარ იფიქრო კარგი?ნუ უბრუნდები იმას რაც უკვე აღარ შეიცვლება.მომავლისკენ იყურე.
-მომავლისკენ ვიყურები და უკვე გადაწყვეტილი და მოფიქრებული მაქვს რას ვიზავ.
-შეიძლება მეც გავიგო რას აპირებ?
-პირველ რიგში გამოცდების ჩაბარებას.
-მერე?
-მერე რავიცი ბავშვიც დაიბადება და მომიწევს ერთმანეთს შევუთავსო დედობა და სტუდენტობა.
-ცოტა რთული იქნება..
-კი,მაგრამ არა შეუძლებელი.ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-გოგოა თუ ბიჭი?
-გოგო.
-უკვე წარმომიდგენია რა საყვარელი და რა ლამაზი იქნება,თუ შენ დაგემსგავსა.
-ხო,მინდა რომ მე მგავდეს,ცოტა ეგოისტური ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ ასე მინდა.არ მინდა ვახოს ჰგავდეს.არ მინდა რამემ გამახსენოს მისი თავი.
-რომ მოვიდეს,ბოდიში მოგიხადოს და შერიგება გთხოვოს,რას იზავ?
-არ მოხდება ეგ ამბავი.ადამიანი ერთხელ რომ წავა შენგან და უარს იტყვის,ის აღარ უნდა დაიბრუნო. ადამიანს თუ თავიდან არ აინტერესებ, არც მერე არ დაანიტერესებ და ვერც ძალით გააჩერებ შენთან.იძულებით არც სიყვარული გამოვა და არც არაფერი.
-მე ხომ არ გამიშვებ შენი ცხოვრებიდან?-შიშით შეხედა ბიჭმა.
ელენეს გაეცინა.
-მართალია ცხოვრებაში ბევრი არაფერი მინახავს და არ ვარ გამოცდილი სასიყვარულო და ასეთ მეგობრულ ურთიერთობებში,მაგრამ ბევრი წამიკითხავს ამაზე და ერთი რამე ზუსტად ვიცი არსებობენ ადამიანები,ვინც შენს ცხოვრებაში შეიძლება უცებ გამოჩნდეს, ვინც იმდენად მნიშვნელოვანი გახდება, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგიდგენია.
-ანუ მე ასეთი ვარ?
-დიახ,შენ ასეთი ხარ.დიდი ხანია არაა რაც გიცნობ,მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან კარგი ხარ და კეთილი.
-ადამიანმა შეიძლება ითამაშოს და თავი კეთილად მოგაჩვენოს. მითუმეტეს ამის მაგალითი უკვე გაქვს წინ.
-შენ სხვანაირი თვალები გაქვს შოთიკო,შენ არ შეიძლება ცუდი იყო.
-კარგი მოდი ახლა იცი რა ვქნათ, მანქანა დავაყენოთ და ფეხით გავისეირნოთ,თან საუბარი გავაგრძელოთ იქ.
მანქანიდან რომ გადავიდა ელენე, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, ჩიტების ჭიკჭიკს მიუგდო ყირი.
-ნახე როგორი სასიამოვნო სიგრილეა, როგორი სიმშვიდე.
-კი,ნამდვილად,რა გავაკეთოთ გავისეირნოთ თუ სადმე კაფეში დავსხდეთ?
-ცოტა ფეხით გავიაროთ გთხოვ.-საყვარელი,ბავშვური თვალებით შეხედა ელენემ და სათვალე ცხვირზე დაიკოსა,მზემ შეუჭყუტუნა თვალებში.შოთიკო გვერდით ამოუდგა და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ,თან საუბარი გააგრძელეს.
-მე დიდად არ მიყვარს აქ მოსვლა, ადრე უფრო მიყვარდა, ბავშვობაში.
-შენს ბავშვობაში რამე განსხვავებული იყო?-გაეცინა გოგოს.
-ხო,ნუ რაღაცეები იყო,არც მთლად ასე კომფორტული და კეთილმოწყობილი იყო,მე რომ წავედი არც ამდენი კაფე-ბარი და ატრაქციონი იყო.
-ანუ ამით გინდა თქვა რომ ჩემზე ბევრად დიდი ხარ ასაკით, მართლა რამდენი წლის ხარ?
-ბევრის,-გაეცინა შოთიკოს.
-მაინც?-არ შეეშვა გოგო.
-ოცდაექვსის.
-ეტყობა ევროპაში კარგად უვლიდი თავს,არ გეტყობა ასაკი საერთოდ..
-არაა ასე,იქ არც ისე მარტივია ცხოვრება,მუდმივად უნდა იშრომო და ფეხი აუწყო იქაურ ყოფას.იქ არავინ გადაგყვება ზედ,არც ვინმესგან დახმარებას უნდა ელოდო,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.
-განა აქაც ასე არაა?-გაუკვირდა გოგოს.
-არა,სულაც არაა ასე.აქ რომ წაიქცე,ვიღაც მაინც შეგაშველებს ხელს,იქ არა.
-მე მაგალითად გასტროლებზე რომ ვიყავი,იმდენი სითბო ვიგრძენი და ისეთი სიყვარული იქაური ხალხისგან, გამიკვირდა კიდეც.ერთხელ მახსოვს იტალიაში ვიყავით,თავისუფალი დღე გვქონდა და ქალაქის დათვალიერება გადავწყვიტეთ,უეცრად რომის ერთ-ერთ ხალხმრავალ მოედანზე ქართული მუსიკის ხმა შემოგვესმა. იქით გავიქეცით.ორი შუახნის მამაკაცი უკრავდა დოლს და გარმონს და ქართული მუსიკის ჰანგებს აჟღერებდნენ.წინ სკამზე პატარა ყუთი დაედოთ,სადაც ფულს უყრიდნენ გამვლელ-გამოვლელი.მათთან მივედით,დაველაპარაკეთ.რომ გაიგეს ქართველები ვიყავით,ისე გაუხარდათ, სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ.მერე ერთმა ჩვენმა მოცეკვავემ უთხრა აჭარული დაუკარითო და მათაც ისე გულიანად დაუკრეს,მგონი ასე ჩვენი ანსამბლის მუსიკოსებიც ვერ უკრავდნენ. გადმოხტა და ცეკვა დაიწყო,მას ჩვენც ავყევით.მერე სხვა საცეკვაოებიც მიაყოლეს,ჩვენ აზარტში შევედით.ვხედავდით როგორ იზრდებოდა ხალხის რიცხვი და იზრდებოდა ყუთში თანხის რაოდენობაც.ისეთი გახარებულები იყვნენ ის კაცები,დღემდე არ დამავიწყდება მათი აცრემლებული თვალები.მაშინ კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ ჩვენი ფოლკლორი რამდენად უნიკალურია,რადგან თითოეული ცეკვის მერე ხელებს გვიკოცნიდნენ და გვეხუტებოდნენ. მერე იცი რა მოხდა?ჩვენმა ხელმძღვანელმა გამოიარა შემთხვევით იქ და დღეს ის კაცები ჩვენი ამსამბლის მუსიკოსები არიან.ნუ ჩემი ყოფილი ანსამბლის.-ბოლოს მაინც მოღუშულმა დაამთავრა.
-ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა ის მუსიკოსებიც,თქვენც და თქვენი ხელმძღვანელიც.
-ასე გამოვიდა.თან ის ხალხი იმდენად ნიჭიერი გამოდგა,რომ საკუთარი მუსიკა ჰქონიათ შექმნილი და მათი მოსმენის შემდეგ ახალი ცეკვები შეიქმნა ამ მუსიკაზე.
-გული გწყდება ხომ მათთან რომ არ ხარ?
-რა თქმა უნდა,არ შეიძლება ის რაც პატარაობიდანვე შენი ცხოვრებაა,ასე დათმო და მარტივად დაივიწყო.
-მერედა არ დათმო.ხომ შეიძლება დაუბრუნდე ისევ საყვარელ საქმეს?
-ძნელია,მაგრამ ვეცდები.-ელენე სკამზე ჩამოჯდა და ცოტა შევისვენოთო სთხოვა ბიჭს.
-თუ გინდა კაფეში შევიდეთ.
-არა აქ ვიყოთ,-უცებ ელენეს თვალები ბედნიერად აენთო.მის წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაყინმა ჩამოიარა.შოთიკოს არ გამორჩენია და მაშინვე საყიდლად გაიქცა.მალე ორი ნაყინით დაბრუნდა
-ერთი შენ,ერთიც მე,-გაუცინა,მიაწოდა და გვერდით დაუჯდა.ელენემ როგორც კი გემო გაუგო,სიამოვნებისგან მაშინვე თვალები დახუჭა.
-რა გემრიელია.
-მიხარია,რომ მოგწონს.
ამ დროს ერთმა მოხუცმა,შავებში ჩაცმულმა ქალმა ჩაიარა,წელში მოხრილიყო და ძლივს დაფარფატებდა, ხელში ყვავილები ეჭირა და რაღაცას ბუტბუტებდა. წყვილი რომ დაინახა,მათკენ წამოვიდა და გაღიმება სცადა,მაგრამ დანაოჭებულ სახეზე ვერ შეამჩნევდი ღიმილს.
-ბედნიერება შვილებო და მშვიდობით მშობიარობა,-უთხრა მან.
-მადლობა ბებო,მაგრამ ჩვენ არ ვართ წყვილი,-უხერხულად შეიშმუშნა ელენე,-ჩვენ მეგობრები ვართ.
-მე ვხედავ რომ ხართ,აი მაჩვენე შენი ხელი.-ისე უცებ დასტაცა ელენეს ხელი და ხელისგულზე დახედა,რომ გოგომ უკან გაწევა ვერ მოასწრო.-მე მომავალს ვხედავ,აქ ვხედავ რომ ხართ.მალე შვილიც გეყოლებათ გოგო.
-ბებო ცდები,ასე არაა.-შეშინებულმა გამოსტაცა ხელი.
-ძალიან ხარ შეშინებული,ნუ გეშინია,შენ ისეთი მომავალი გელოდება,შენზე დიდხანს ილაპარაკებენ.ეს დარდიც რაც ეხლა გაწუხებს,მალე გაივლის.დამიჯერე,აი ნახავ გამიხსენებ,-უთხრა ქალმა და ისე გაშორდა,როგორ სწრაფადაც მიუახლოვდა.
-ბებო,მოიცადე,-მისი შეჩერება სცადა შოთიკომ,რომ ფულით დახმარებოდა.
-მე მათხოვარი არ ვარ შვილო, -გაუცინა რაღაცნაირად,ისე რომ ელენეს ტანში გასცრა და შოთას გაუაზრებლად ჩაჰკიდა ხელი.-მოიცადე,არ დამტოვო.
-აქ ვარ,არ წავალ,ნუ გეშინია,-მხარზე მოხვია ხელი და გულზე მიიხუტა. -ძალიან შეგეშინდა?
-არც ისე,მას რა უნდა დაეშავებინა, მაგრამ რაღაცნაირად მიყურებდა.
-ხომ იცი რომ სისულეებია ეს ყველაფერი.
-კი ვიცი,მომავლის დანახვა არავის შეუძლია.წავიდეთ კარგი?თან გიო უნდა გამოვიყვანოთ ბაღიდან,არ მინდა მარიამმა ინერვიულოს.
ბავშვი კარებთან ელოდათ,საცობების გამო მისვლა ცოტა დააგვიანდათ.რომ დაინახა ელენე,მასწავლებელს დაემშვიდობა და მაშინვე მისკენ გამოიქცა,ხელები გაშალა და ფეხებზე მოეხვია.
-ჩემო ლამაზო მოგენატრე?-გაეცინა ელენეს ბავშვის ქცევაზე.
-მომენატრე,მამიდა ეს ბიჭი რატომ დადის შენთან ერთად სულ?
-იმიტომ რომ ელენეს მეგობარი ვარ,-ხელი გაუწოდა მეგობრობის ნიშნად შოთამ,ბავშვმაც კაცივით ჩამოართვა.
-ჩემი მეგობარიც იქნები?
-შენ თუ გინდა ვიქნები.
-მინდა,-დაუქნია თავი.
-მაშინ სახლში წავიდეთ.
-არ მინდა სახლში.
-გიო დედა გველოდება.
-შენ ხომ დამპირდი რომ გასართობად წაგიყვანო?-სატირლად მოემზადა უკვე,ელენეს გაეცინა მის აფერისტობაზე,იცოდა რომ მაიმუნობდა.
-კარგი ხო,დედას დავურეკავ და წავიდეთ,-დასთანხმდა ბოლოს.
-სანამ ელენე დედას მოელაპარაკება, მანამდე ჩვენ მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
-გასართობ ცენტრში.-გაუბრწყინდა თვალები ბავშვს.
-წავიდეთ.-დაუქნია თავი.
-აბა სად მივდივართ?-მიუბრუნდა ელენე,როცა ტელეფონზე საუბარს მორჩა.
-გასართობად,-ხელები გაშალა გიომ.
მანქანაში ჩასხდნენ და უახლოესი ფილიალისკენ აიღო გეზი შოთამ.
კარგად გაერთნენ,რაც უნდოდათ ყველაფერი უყიდს,ელენეს არ დაახარჯვინა ფული.ტყუილად ეხვეწებოდა გოგო მე დაგპატიჟებთო.
-მე რა კაცი ვიქნები,ორი ბავშვი,არა სამი რომ ვერ დავპატიჟო თამამად?
-გაეცინა ბიჭს.
ისე კარგად გაერთნენ,რომ ბავშვს წასვლა აღარ უნდოდა.შოთა და გიო გასართობ ცენტრში ისე ხტუნავდნენ და გადადიოდნენ ყირაზე თითქოს ერთი ასაკისები იყვნენ.ხან ბატუტზე იხტუნავეს,ხან ბუშტების ზღვაში იცურავეს,როგორც გიომ შეარქვა.
მერე გათამაშებაში დიდი დათუნიაც მოიგეს,ელენეს რომ არ სწყენოდა მეორე მასაც უყიდა,ცოტა პატარა და ასე ხელდამშვენებული დაბრუნდნენ სახლში.
უკვე დაბინდებული იყო.შოთიკომ ფანჯარას ახედა და მარიამი დაინახა, რომელიც თვალს არ აშორებდა მათ.
-ხომ არ გეჩხუბება?
-არ ვიცი,სიმართლე გითხრა მისი და შენების რეაქციის მეშინია.
-რატომ გეშინია?რამე ისეთს ვაკეთებთ?
-არა,არ ვიცი,ჩვენი მეგობრობა შეიძლება სხვანაირად გაიგონ.
-მე არ მაინტერესებს არავის აზრი.ასე რომ შენ არ ინერვიულო და გაიქეცი ეხლა სახლში.მოგვიანებით მოგწერ,სახლში რომ მივალ და იმედია მიპასუხებ.
-კარგი შოთიკო,დროებით,გაუღიმა გოგომ,გიოს ხელი მოჰკიდა და სადარბაზოში გაუჩინარდნენ.
********
ეჭვი იმის შესახებ თუ ვინ სწერდა ელენეს,მაშინ დავადასტურე,როცა შითიკომ მოაცილა სახლში.იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ არც კი ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ან რა მომემოქმედებინა.მე თუ უარი ვთქვი პირად ცხოვრებაზე და გიორგის შემდეგ არავინ მყოლია,ელენეს ამას ვერ ავუკრძალავდი.ახალგაზრდა გოგო იყო,რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა და მას უნდა გადაეწყვიტა რა იქნებოდა მისტვის კარგი.უბრალოდ მე რომ არაფერი მეთქვა,ვიცი შოთიკოს ოჯახის მხრიდან გადააწყდებოდა ახალ პრობლემებს.
-დედა ნახე შოთიკომ რა გვიყიდა მე და მამიდას?-აღფრთოვანებულმა ახარა გიომ.
-ის შოთიკო კი არა შენი ბიძიაა,ისევე როგორც ლაშა,აჩი და ზურა
-მაგრამ მან რომ მითხრა ძია არ დამიძახოო?ძმაკაცები ვართო და ძმაკაცები ძიას როდის ეძახიან ერთმანეთს?-გაუკვირდა ბავშვს,მე და ელენეს გაგვეცინა.
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ იტყვი,-დავთანხმდი,-აბა მეტყვით სად იყავით?
-გასართობ ცენტრში.იცი რამდენი ვითამაშეთ?იქ შეჯიბრი იყო და ჩვენ ყველას ვაჯობეთ.ეს დათუნია მოვიგეთ,მერე ელენე მამიდას რომ არ ეტირა,მასაც უყიდა,-გულუბრყვილოდ ყვებოდა ბავშვი დღევანდელ ამბებს.
ვუსმენდი და მეცინებიდა მის მონაყოლზე.ამასობაში ელენემ გამოიცვალა და ჩვენთან დაბრუნდა.
-გიო დეე გაიქეცი ოთახში,ჩვენ ცოტა ხანს ვილაპარაკებთ და მოვალ მერე გეთამაშები.
ბავშვმა თავის დათუნია ძლივს გაათრია ოთახისკენ და მარტო დაგვტოვა.
-ელე,მოდი ვილაპარაკოთ.
-რაზე?-მიპასუხა მან და წინ ჩამომიჯდა.
-იმაზე თუ რა ხდება შენ თავს.
-არ ვიცი მარიამ,მართლა არ ვიცი..
-გულწრფელი იყავი ჩემთან,ხომ იცი ყველაფერში გიგებ და გვერდში გიდგავარ,არ მომატყუო, გულწრფელად მითხარი რა ხდება შენსა და შოთიკოს შორის?
-მეც არ ვიცი მარიამ და შენ რა გითხრა,უბრალოდ ვმეგობრობთ.ნუ მან ასე მითხრა,მე კი უკვე შეგუებული ვარ იმას რომ შვილიან ქალს ბევრის იმედი არ უნდა მქონდეს.
-ამის თქმა არ მინდოდა საყვარელო, შენ ჯერ პატარა ხარ და არ მინდა ამ ასაკში ისევ გეტკინოს გული.რომ გითხრა შოთას კარგად ვიცნობთქო მოგატყუებ,სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი,მაგრამ ვიცი რომ კარგი ადამიანია და საშინლად ჯიუტი,თუ რამე აიჩემა ვიცი თავისას გაიტანს.მე კი არ მინდა მისი აჩემება გახდე.მინდა რომ ბედნიერი იყო.დაფიქრებულხარ რა რეაქცია ექნება თქვენს ურთიერთობაზე მის ოჯახს?რომ არ მიგიღონ?მაშინ შვილიც უნდა დაკარგონ და ეს შენც ხომ იცი რასაც ნიშნავს?
-მარიამ ვიცი რომ ჩემზე შეგტკივა გული,ვიცი ჩემზე ნერვიულობ,მაგრამ ჯერ რაც არ არის იმაზე რატომ ნერვიულობ?ნუთუ არ იცი რომ რაც უფრო ბევრს მელაპარაკებიტ მაგაზე და წინააღმდეგები იქნებით ჩვენი მეგობრობის,მით უფრო მეტად მივეჯაჭვებით ერთმანეთს?-
ვერაფერი ვუთხარი.მართალი იყო.იქნებ და მართლაც არაფერი ჰქონდათ საერთო?იქნებ ტყუილად გვეშინოდა.ან რა იყო საშიში?განა პირველი წყვილი იქნებოდა ან შოთიკო პირველი მამაკაცი იქნებოდა შვილიანი ქალი რომ მოჰყავდა ცოლად?მართლაც რატომაა ეს პრობლემა საქართველოში?რატომაა რომ ადამიანებს უჭირთ ოდნავ განსხვავებულის მიღება?
-შენთვის როგორც უკეთესი იქნება ისე მოიქეცი საყვარელო,მე შენს გვერდით ვიქნები,მაგრამ ერთს გთხოვ მეტი აღარ შეცდე კარგი?-გავუღიმე თბილად.
-მადლობა მარიამ,ვიცოდი რომ გამიგებდი.-გამიღიმა მანაც და წამოდგა,-წავალ ვიმეცადინებ.მალე გამოცდები იწყება და არ მინდა რომ იმედები ისევ გამიცრუვდეს,მინდა წარმატებას მივაღწიო,ეს კი ვიცი რომ ადვილად არ მოდის.
-მე წავალ დავიძინებ,გვიანობამდე არ იყო იცოდე ფეხზე,გავაფრთხილე და დასაძინებლად წავედი.
ის იყო უნდა დავწოლილიყავი,რომ ელენეს კივილი შემომესმა,მეძახდა. გიჟივით გავიქეცი მისაღებში,ცოტა ამოვსუნთქე როცა მდივანზე დამჯდარი დავინახე საღ-სალამათი.
-გაინძრა მარიამ,ჰო მგონი მართლა გაინძრა,-ხელებს იდებდა მუცელზე და ეფერებოდა.-შენ რომ მიხსნიდი მართლა ისეთი შეგრძნება ყოფილა,არა კიდევ უფრო განსხვავებული,მიჭირს გადმოცემა.-თვალები უბრწყინავდა.
-ჩემო გოგო,-გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე,მუცელზე მოვეფერე მეც.
ამ ხმაურში გიოც გამოტანტალდა ფეხშველა,პიჟამოებით და თვალებს ისრესდა.
-მე რატომ არ მეფერებით?-მოიღუშა სატირლად.
- მოდი დედი ჩემთან,-შუაში ჩავისვით და მორიგეობით დავუკოცნეთ ლოყები.
-მამიდა მუცელს რატომ ეფერები?-გაუკვირდა გულწრფელად.
-მე ხომ გითხრაო პატარა გოგო უნდა მოგიყვანო თქო,ხოდა ის აქ არის ჯერ,-აუხსნა ელენემ,მაგრამ არამგონია მას გაეგო აზრი.თუმცა ელენესკენ მიტრიალდა და პატარა ხელებით მოეფერა.
-გამარჯობა პატარა,მე გიორგი ვარ,მინდა რომ მალე მოხვიდე ჩემთან და მეთამაშო.
-მაოცებს ამ ბავშვის გონებაგახსნილობა, საიდან რას მოიფიქრებს ხოლმე.-მითხრა ელენემ.
-მეც მიკვირს,-ვუპასუხე და შვილი გულზე მივუხუტე.-ხვალ გავისეირნოთ კარგი,სადმე წავიდეთ,სულ სახლში ხომ არ ვიქნებით.
-წავიდეთ,თან კაბას ვიყიდი წვეულებისთვის.
-ესეგი მაინც გადაწყვიტე წასვლა?ძალიან მიხარია.
-შოთიკომ დამარწმუნა ამაში.
-ძალიან კარგი,ესეგი თანამოაზრე გამომიჩნდა.
-ასე გამოდის.-გაეცინა მას.
მეორე დღეს როგორც ამინდი იყო შესაშური,ასევე იდეალურ ხასიათზე ვიყავით ჩვენც.დილიდანვე ხმაური იყო სახლში.ელენე და გიო ერთმენთს ეჯიბრებიდნენ ჩაცმაში და გაპრანჭვაში.გოგომ რომ აჯობა გიო გაიბუტა და მერე მის შემოსარიგებლად დაპირებების მიცემა დაგვჭირდა რომ ელენე ახალ მანქანას უყიდდა.
ზაფხული ძალას იკრებდა და მზეც უფრო და უფრო აცხუნებდა. ნახევარი დღე მოვანდომეთ მაღაზიებში სიარულს და შესაფერისი კაბის არჩევას.ზოგი ელენეს არ მოსწონდა,ზოგი არ მოერგო და ამის გამო მოღუშული დადიოდა.ბოლოს შემთხვევით ატმისფერ საორსულო კაბას წავაწყდით და ისეთი გაუხარდა ზუსტად მის ტანზე რომ იყო გამოჭრილი,სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო.საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ავურჩიეთ შესაფერისი სამკაულებით.ბოლოს გიო აბუზღუმდა დავიღალეო და წუწუნი დაიწყო,თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვივლიდით.
-ეს ბავშვი მამამისის ასლია,ისიც ასე წუწუნებდა ხოლმე,როცა საყიდლებზე მომყვებოდა.
-რამდენიც არ უნდა ვეცადო ამას ვერ შევცვლი,რაც დრო გადის,სულ უფრო ემსგავსება მას.კარგი დეე,წავედით ახლა რამე ვჭამოთ და მერე სახლში წავიდეთ.
-არ მინდა სახლში,შოთიკოს დაურეკე და ისევ გასართობ ცენტრში წამიყვანოს,შემპირდა,-გაჯიუტდა ბავშვი.
-დედი მომისმინე,არ შეიძლება ყველაფერზე მისი შეწუხება,გპირდები მე წაგიყვან,ოღონდ დღეს არა,ძალიან დავიღალეთ დღეს.
-მპირდები?
-გპირდები.
უახლოეს კაფეში შევედით, საჭმელი მივირთვით,მერე კი სახლში წამოვედით.ელენეს ნერვიულობა შევნიშნე გზაში.ვერ ვკითხე,მხოლოდ მაშინ ვუთხარი რა ხდებოდა როცა მარტო დავრჩით.
-დღეს შოთიკო არ შემხმიანებია,- სევდიანად მიპასუხა.
-ეტყობა საქმეები აქვს,არ გაგიკვირდეს,მოიცლის და მოგწერს ან დაგირეკავს.წადი ახლა დაისვენე,არ ინერვიულო კარგი.
-კარგი…
მეორე დღეს სამსახურში წავედი,ბევრი საქმე მქონდა და საღამომდე ელენესთან დარეკვა ვერ მოვახერხე.სამაგიეროდ მორიგი პაციენტი რომ გავუშვი და კაბინეტში შევედი დასასვენებლად თვითონ დამირეკა,გიო გამოვიყვანე ბაღიდან და შენთან მოვდივართ,დედიკოს ნახვა უნდაო.გელოდებით-თქო ვუთხარი და კაბინეტში ჩამოვჯექი დასასვენებლად. არ დამცალდა
ექთანმა მამცნო რომ ჩემთან იყვნენ.პაციენტი მეგონა,მაშინვე თანხმობა განვაცხადე მის შემოყვანაზე.სავარძელში შევსწორდი და მის მისაღებად მოვემზადე,მაგრამ როცა სტუმარი დავინახე,მაშინვე ფერი მეცვალა სახეზე.ალბათ გავწითლდი კიდეც.
-გამარჯობა,-მომესალმა კარიდანვე, ექთანს გვერდი აუარა და დაუკითხავად ჩამოჯდა სკამზე.
-გამარჯობა,-დავუბრუნე პასუხი,-ახლა რაა,ასე დაუკითხავად უნდა მომადგე სამსახურში,იქნებ არ მცალია?- ვუსაყვედურე.
-მაგრამ რომ გცალია?
-ნუ მეკიდები სიტყვებზე..
-შენ წინააღმდეგი ხარ ამის?
-დიახ ვარ.-ვუპასუხე გაბრაზებულმა.-უფლება არ გაქვს როცა მოგესურვება მაშინ მომადგე სანახავად.
-სანახავად?ჰმ,რა იცი რომ შენს სანახავად მოვედი?-ჩაეცინა ირონიით.
მისკენ გადავიხარე და ვუპასუხე.
-ასე თუ არაა,აბა ახლა ჩემს კაბინეტში რატომ ზიხარ?-ჩამეცინა ირონიით.
-ადრე რომ გიხაროდა ჩემი მოსვლა?-გადმოიხარა ისიც.
-ჯანდაბა გიორგი,ეგ ადრე იყო,რით ვერ გაიგე რომ იმ საშინელ წარსულში დარჩა ეგ ყველაფერი?შენც იქ დარჩი, რაა პატარა ბავშვი გგონივარ რომ ვერ ვხვდებოდე რატომ ხარ აქ?გინდა გამამწარო ისევ თუ დარწმუნდე იმაში ისევ მაქვს თუ არა შენს მიმართ გრძნობა.
-ასეც რომ იყოს..
-არ უნდა იყოს,-გავაწყვეტინე,-შენ ცოლო გყავს,მე ქმარი და სხვათაშორის სულაც არაა ლამაზი როცა ყოფილ საყვარელთან მარტო ხარ მის კაბინეტში.რა?რა გაგიკვირდა?ასე არ თქვი მაშინ? შენც ჩემი საყვარლების სიას შეუერთდიო?
-დაივიწყე ეგ წარსული რაა.
-როგორ დავივიწყო?როგორ?-ავუწიე ხმას,მისმა ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ისე გამაღიზიანა, რომ საქაღალდეს დავტაცე ხელი და ვესროლე.ძლივს მოასწრო სახეზე ხელების აფარება.თვალებზე ცრემლი მომადგა და ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყები.ის წამოხტა, მაგიდას მოუარა და წინ დამიდგა.
-გაეთრიე აქედან,არასოდეს აღარ მომეკარო,არ გაბედო ჩემთან მოახლოება,-ხელით ვანიშნე კარზე. უცებ ხელში მწვდა,ორივე დამიჭირა და თავის ტორებში მომიქცია,გულზე მიმიხუტა,ძველებურად მომეფერა თმაზე,ისე როგორც მაშინ.ამაოდ ვუძალიანდებოდი.
-შენ არავინ არ გგავს,დღემდე მესიზმრები და დღემდე ვერ დაგივიწყე,-ჩამჩურჩულა ყურში.
-ჯანდაბა გიორგი,გამიშვი ხელი არ შეიძლება ასე,არ შეიძლება,
-მიჭირს გაშვება.-სულ უფრო მიხუტებდა
-ერთხელ ხომ გამიშვი,არც ახლა გაგიჭირდება.
-არც მაშინ ყოფილა ადვილი.
-აბა რა მოხდა,ახლა მაინც მითხარი გთხოვ.-შევევედრე და ამოვისლუკუნე.
-არ შეიძლება,შეგეცოდები.
-მე ახლაც მეცოდები,იმიტომ რომ უბედური ხარ.
-არაუშავს,მთავარია რომ შენ ხარ ბედნიერი.-ჩაეღიმა სიმწრით.
-ბედნიერება მოჩვენებითია,არავინ იცის გულში რა ხდება.
უეცრად ხელი გამიშვა,ოდნავ უკან დამწია,სახე დამიჭირა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენი ქმარი გიყვარს?
-ისე,როგორც შენ გიყვარს შენი ცოლი. დავინახე როგორ გაუნათდა სახე, ჩაეღიმა და შუბლზე მაკოცა.
უეცრად კარი გაიღო და ხმაურით შემოიჭრა გიო.ხელი გამიშვა და ბავშვს შეხედა.
-დეე,მე და მამიდა მოვედით.
სახეზე ფერი გადამივიდა,ახლა ელენე რომ შემოსულიყო,აქ რა ამბავი ატყდებოდა მტრისას,წარმოდგენაც არ მინდოდა..გიორგიმ ყურადღება ბავშვზე გადაიტანა,მის წინ ჩაცუცქდა და ხელი გაუწოდა,
-გამარჯობა ვაჟკაც.
კარისკენ ზურგით იდგა და კიდევ კარგი ელენე არ დაინახა,რომელიც ძმის დანახვაზე შეშინებული გასხტლა იქიდან.მომეშვა და თავისუფლად ამოვისუნთქე.
-თქვენ ის ცუდი ძია ხართ,-მაშინვე გაიხსენა ბავშვმა და ფეხებზე მომეკრო.
-ცუდი არ ვარ,ბოდიში ხომ მოგიხადე. მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაპატიებ?
გიო უცებ მოითაფლა,მისკენ წავიდა და ვაჟკაცურად ჩამოართვა ხელი.მერე მე გამომხედა.
-დედიკო დღეს ეს ძია არ ყვირის. ორივეს ჩაგვეღიმა.გული მომიკვდა,როცა დავინახე რამდენიმე წამში როგორ ისხდნენ ერტმანეთის პირისპირ და ტკბილად საუბრობდნენ მამა-შვილი.
-იცი დღეს ბაღში ვიჩხუბე.ერთი გოგო მომწონს,მან კი ხელი სხვა ბიჭს ჩაჰკიდა და ერთად ითამაშეს,-ტიტინებდა გიო.
-მაგარი ბიჭი ხარ,ყოჩაღ,შენს გოგოს ხელი არავინ არ უნდა დაადოს.-დაარიგა უფროსმა გიორგიმ.
-რას ასწავლი ბავშვს?-გავუბრაზდი, -დეეე მე ხომ გითხარი არ შეიძლება ჩხუბი-თქო.თუ იმ გოგოს არ მოსწონხარ,ჩხუბით ვერაფერს იზავ,იმ გოგოს ვინ მოსწონს?
-არ ვიცი,ვერ გავიგე,ხან მე მეთამაშა, ხან სხვას.-დაიბნა ბავშვი და სასაცილოდ გაშალა ხელები.
-ხოდა ჯერ უნდა გაარკვიო და მერე იჩხუბო.-დავტუქსე ბავშვი,მაგრამ ისე იყო აღფრთოვანებული მამამისით,საერთოდ არ მოუსმენია ჩემთვის.
-მერე იმ ბიჭმა რა ქნა?-ჰკითხა გიორგიმ.
-იტირა.მე კიდევ დავცინე და ის გოგო გამებუტა.
-ცუდი ბიჭი ხარ დედი შენ და ამისთვის დაისჯები.
-დაანებე თავი.კარგი ბიჭია ძალიან. იცი მეც სულ ვჩხუბობდი პატარა რომ ვიყავი და ხშირად გოგოებისთვის.
-რა ვიცი ჩემთვის არასოდეს გიჩხუბია.-ვუთხარი ირონიით.
-ჯერ ერთი შენ სხვანაირი იყავი, ერთგული და ჭკვიანი,მიზეზი არასოდეს მოგიცია რომ ვინმე გაგპრანჭვოდა,არა ისე კი იყო ერთი-ორი,მაგრამ შენ არ იცი.
-უნდა მომეცა მიზეზი და გამეხედა სხვისკენ,მაგის ღირსი იყავი.
-არაფერს გეტყვი მაგაზე.მოკლედ გიო,კაცმა ყოველთვის უნდა მოიქნიოს მუშტი და დაიცვას საყვარელი ქალი.
-ბავსვს ნუ მირყვნი და ნუ ათამამებ.
-ვინმემ ხომ უნდა ასწავლოს.
-მამამისი ასწავლის,შენ კი იმ ბავშვს ასწავლე ასეთი რაღაცეები,შენი ძვირფასი ცოლუკა რომ გაგიჩენს.-ვუპასუხე უკმეხად.-თუ სათქმელი აღარაფერი გაქვს,წადი და დამტოვე მარტო ჩემს შვილთან. ისედაც სულ მენატრება ჩემი სამსახურის გადამკიდე.
-კარგი,წავალ,აბა გიო,ახლა მივდივარ,მაგრამ კიდევ გნახავ.-კაცურად ჩამოართვა ხელი ბავშვმა და დამშვიდობებისას უთხრა.
-დედას ვეტყვი და ჩემთანაც მოდი სახლში.ვითამაშოთ კარგი?-დაპატიჟა უცებ და კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა როცა ისიც დასთანხმდა აუცილებლად მოვალო.კაბინეტიდან ეშმაკური ღიმილით გავიდა.
-გიკრძალავ ჩემთან და ჩემს შვილთან მოახლოებას.-მივაძახე და კარი მივაჯახუნე,გაბრაზებულმა შევხედე გიოს,რომელსაც ვერ გაეგო რა დააშავა და კუთხეში მიიყუჟა.ან მას რას ვამტყუნებდი?ის ხომ ბავშვური გულუბრყვილობით აკეთებდა ყველაფერს?ან იქნებ მამის სითბოს ეძებდა ქვეცნობიერად და ამას იმ მამაკაცთან ცდილობდა,რომელიც სინამდვილეში მართლაც მამამისი იყო...აშკარად დამცინოდა განგება...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Rogor velodi am tavs. Gmerto amati codvit mecvis guli raaa. Imedia dhotikos mshoblebi ar gamoxtebian. Vaime moutmenlad veli momdevnos.msle dadet gtxov
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი მაია❤

როგორ გამეხარდააა ❤❤❤❤❤ როგორ ველი მოვლენების განვითარებას არ იცი.❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

შოთიკოს მშობლები და ოჯახი აუცილებლად გამოხტება მაგრამ თუ კაცი გქვია უნდა გაუძლო და იბრძოლო ბედნიერებისთვის. ძალიან ვისიამოვნე ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი ablabudaa

ძალიან მინდა რომ მარიამის მეგობრებმა ღირსეულად აღიქვამ და გაიგონ შოთიკოს და ელენეს ამბავი. აი რაც შეეხება გიორგის ამბავს იმედია ისეთი მიზეზი ქონდა მარიამის მიტოვების რომ შესაძლებელი იყოს გამართლება მისი ქმედების. მაგრამ ისეთი პირი უჩანს ცოტა ეჭვი მეპარება, რა ვქნა ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქ გიორგიზე. მალე გაგვახარე ახალი თავით :)))

 


№5 წევრი katiusha

უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდიტ ყველას რომ კითხულობთ და ინტერესდებით ჩემი შემოქმედებით,თქვენც ჩემთAნ ერთად ცხოვრობთ ჩემი გმირებთან..
მერე ის რომ თავიდან როცაისტორია დავწერე სულაც არ მქონდა შოთიკოს გმირი,შემთხვევით შემომეყვანა და ვშიშობდი რომ სათაურიდან გამომდინარე ვერ მიიღებდით კარგად,მაგრამ მიხარია თუ მოგწონთ მოვლენების ასე განვითარება.
რაც შეეხება მარიამს და გიორგის თავდაპირველ ვერსიაში ისინი უფრო მყავდა წინა პლანზე,ასევე მინოდოდა დამენახვებინა რეალუად რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა და ასეთი სასიყვარულო სცენები არ მქონდა დაგეგმილი.ვფიქრობ რომ ესეც საჭიროა და აი იწყება გიორგის და მარიამის ხელახალი ისტორია,რომელსაც ისევ ელენე დააყენებს საშველს,თუ როგორ ამისთვის დაცდა მოგიწევთ,სიმართლე გაირკვევა,მოვლენებს გავასწრებ და გეტყვით რომდასასრული არ ვიცი რამდენად კარგი იქნება ტქვენთვის რადგან არ მაქვს ჰეფი ენდი გათვლილი,თუ მანამდე რამე არ შეიცვალა :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

საინტერესო თავია.ჩქარა დადე ახალი თავი.❤❤❤

 


№7  offline წევრი Xutu

ვაიმე რა კარგი ხარ გენაცვალე მალე დადე შემდეგი თავი ფლიზ ????????????????

კატიუშა მალე დადე ახალი ფლიზ ????????????????

მეფანატებიი ჯერ არ დაამთავრო გთხოვ ????????????????

 


№8 წევრი katiusha

ხვალ იქნება ახალი თავი,

 


№9 სტუმარი ნაინა

უკაცრავად მაგრამ რაწესია ს ნახევარზე მიგდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent