შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (9)


11-04-2019, 15:16
ავტორი მორი-ელი
ნანახია 844

სხვისი ცოლი (9)

ყველაფრის თავიდან დაწყებაა შესაძლებელი.ცხოვრება გვეხმარება წამოდგომაში და ვაგრძელებთ ჩვეული რიტმით სვლას,სანამ ახალი განსაცდელი მოგვევლინება.რას ვიზამთ,ესაა ადამიანი,იბადება,დედის მკერდით იკვებება,სწავლობს სიარულს და საუბარს,ვითარდება ბაღში,სკოლაში,უნივერსიტეტში და შემდეგ ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს,რომელთანაც სიკვდილამდე ყოფნა წარმოუდგენია,ყველაზე ცუდი კი ისაა,თუკი სწორად არჩეული არ აღმოჩნდება მეორე ნახევარი.
მე სწორედ ეგ შეცდომა დავუშვი.თავიდან ხომ ყველას გვგონია,რომ სწორად ვიქცევით,სანამ საპირისპიროს არ დაგვიმტკიცებს ცხოვრება.იმ პერიოდში ომარი ყველასთვის სასურველ მამაკაცად მიიჩნეოდა და მე სულელმაც დავიჯერე,რომ საუკეთესო ქმარი იქნებოდა.თუმცა წინასწარ არავინ ვიცით რა მოხდება.
მე და ომარს თავიდან ჩხუბი მოგვდიოდა,ყოველთვის იქ ჩნდებოდა,სადაც ვიყავი და საშინლად მაღიზიანებდა.ერთ საღამოს მეგობრებმა გადავწყვიტეთ მცხეთაში წასვლა,იქ რესტორანში დავსხედით და შევამჩნიე რომ ჩვენი მაგიდისი პირდაპირ მაგიდასთან ომარი იჯდა და ისეთი თვალებით მიყურებდა,უხმოდ მეჩხუბებოდა.ჩემი შემყურე კარგად გამოთვრა და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა,ჩემი მეგობრები პირდაღებულები უყურებდნენ ხელი რომ გამოიშვია და ბურდღუნით მითხრა "მეცეკვეო",მაშინ ომარი ყველასთვის მიუწვდომელი მამაკაცის იმიჯით სარგებლობდა და უკვირდათ მე რომ ამირჩია.იმ საღამოს შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია,მიმტკიცებოდა რომ პირველი ქალი ვიყავი ვინც მის გულამდე მიაღწია და მიგზავნიდა უამრავ ყვავილებს,წერილებს და საჩუქრებს,ფიქრობდა ამით მომისყიდიდა,მაგრამ სანამ არ დავრწმუნდი რომ რამე გრძნობა გამაჩნდა საჩუქრებს უკან ვუბრუნებდი.ბევრჯელ უთქვამს "მიყვარხარ",მაგრამ როდის იყო ეს სიტყვა ნამდვილი ეგ უკვე აღარ ვიცი.მე კი ყოველთვის დარწმუნებით ვეუბნებოდი.მან კარგად ვერ გაიაზრა რას ნიშნავს სიტყვა "მიყვარხარ",აი მე კი ამის ჩემებური განმარტება მაქვს და ასე მესმის "სამუდამოდ და არა რამდენიმე წლით ან დღით",მას კი რამდენიმე წლიანი სიყვარული სცოდნია.
მე შევცდი და ძვირად დამიჯდა ეს შეცდომა.ყოველ დილით გაღვიძებისას ხელს იმ მხარეს ვწევ,საითაც ომარი იწვა ხოლმე და ხელის გულს ცარიელ საწოლს რომ ვუსვამ,სახე მტკივნეულად მეჭმუხნება და მზად ვარ ვიტირო კიდეც,ძალიან მიჭირს იმ სურნელთან გადაჩვევა,რომელსაც წლები ვისუნთქავდი,აი ისეთია,ლექსს რომ დაიზეპირებ და სიცოცხლის ბოლომდე გახსოვს.რამხელა ტკვილი მომაყენა და მაინც რაღაც გრძნობა შერჩენილი მაქვს,მეტის ღირსი ვარ,დავიწყების მაგივრად ძველ ამბებს ვიხსენებ.
ნეტავ,დემეტრე რა მიზნით გამოჩნდა?!
ახალი გამოცდაა თუ ნამდვილი სიყვარული?!
ალბათ,ამას დრო მიჩვენებს,მაგრამ ახლა იმაზე მეტად ფრთხილი უნდა ვიყო,ვიდრე მაშინ.
თუმცა ერთი რამ მიკვირს,რატომ ჰქონდა ალის ცუდი რეაქცია,მომეჩვენა რომ მას ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა გააჩნია,მაგრამ ეს ხომ აფსურდია.სხვა ქალია მის ცხოვრებაში.
გახსენებაზე,ხომ არ დავურეკო და გავისეირნოთ,ამ უაზრო ფიქრებსაც მოვიშორებ და აპრილის საღამოთი დავტკბები.
* * *
-რამ გაგახსენა ჩემი თავი,მეგონა დემეტრესთან ერთად დასეირნობდი.
-არც შენ მავიწყდები ,- თვალი ჩავუკარი,- ჯერ შენ ხარ,მერე კი დემეტრე,-გაეცინა და ხელი მხარზე გადამხვია.
-კარგი ამინდია,არ ცივა,ძლივს ქალაქს თბილი ამინდები ეღირსა.
-წვიმაც მიყვარს და თბილი ამინდებიც.
-შენ რომ ორივე გეყვარება ეგ არცაა გასაკვირი,უცნაურობების მიმდევარი ხარ.
-ნაყინები ხომ არ გვეყიდა?
-თუ ძალიან გინდა ვიყიდოთ,არ მაქვს პრობლემა,- გამიღიმა,- აქ დამელოდე,მაღაზიაში შევალ და ვიყიდი,- კარის წინ გამაჩერა,თვითონ კი შიგნით შევიდა და ცოტახანში ნაყინებით ხელში გამოვიდა.თან უცნაურად იცინოდა.
-რა იყო? - ვკითხე და გამოწვდილი ნაყინი გამოვართვი.
-ვიპარავდი,-სიცილით მიპასუხა.
-რას იპარავდი?-გაკვირვებულმა შევხედე,-ნაყინს?
-სანამ ფულს ამოვიღებდი, უკან დავმალე ნაყინებე და სალაროს გამოვუარე,მოლარემ დამინახა,თორემ უთუოდ მოვიპარავდი.
-მერე?
-მივედი და ვუთხარი,რომ დიდი ბოდიშით ქალბატონო ჩემს ორსულ ცოლს მოპარული ნაყინი უნდოდა-მეთქი და სიცილი დაიწყო,მეც ავყევი,მერე ავდექი და გადავიხადე ფული და გამოვედი.
-ღმერთო,შენი გამოსწორება არ იქნება ალი,რა სულელი ხარ.
-რატომ,მოლარემაც ბევრი იცინა და მეც.
-შენ გაგიხალისებია საწყალი.
-მიირთვი თორემ დადნება,-შემახსენა.-არაა საჭირო ამდენი ტიკ-ტიკი.
-მადლობა ნაყინისთვის,ალი,-მივუგე და ჭამა დავიწყე.
-არაფერს,მართა,-კმაყოფილმა მითხრა და თვითონაც შეექცა,-წელს პირველად მივირთმევ.
- გაგიკვირდება და მეც.
- სულაც არ მიკვირს,სეზონი ახლა მოდის.გასულ წელს სად დაისვენე?
-ომარი ბათუმში წავიდა,მე კი დედაჩემის სოფელში.
-ბათუმში რატომ არ წახვედი?
-საქმე ჰქონდა და ვერ წამიყვანა,თუმცა სოფელში ბევრად უკეთესი იყო. სუფთა ჰაერი,პატარა მდინარე,მეზობლებში სიარული და მათი ამბების მოსმენა,ხეებს შორის ჩამოკიდებულ ჰამაკში წიგნის კითხვა.სოფელი ნამდვილად საჭიროა,იქ რომ სამსახური მქონდეს გადავცხოვრდებოდი,რა საჭიროა ამ დაბინძურებულ ქალაქში ყოფნა,სადაც არც სიმშვიდეა,არც ჯანსაღი პროდუქტი.
-სწორად მსჯელობ,მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ამის საშუალებას არ გვაძლევს,ან ჩვენ შევიქმენით ილუზია,რომ ქალაქში უფრო მეტად განვვითარდებით,ვიდრე სოფლად.ამიტომ სოფელში უმუშევრობის გამო,ქალაქში გამოვრბივართ.
- დრო მოვა და ყველა იქით გაიქცევა.
- შესაძლოა.
- ზაფხულში კიდევ წავალ.შენ რას აპირებ?
- მე ჯერ არ ვიცი,ალბათ ზღვაზე დავისვენებ.
-გიყვარს ზღვა?
-ზღვა ჩემი სიმშვიდის წყაროა.ტალღების შემყურეს სიცოცხლე ხელმეორედ მიყვარდება.

წვიმა წამოვიდა,ჩვენ კი ისევ ვაგრძელებთ საუბარს.ალი აღტაცებით მიყვება ზღვის სიყვარულზე.იქ გატარებულ დღეებზე.შესაძლებელი ყოფილა,ადამიანს ისევე უყვარდეს ზღვა,როგორც საყვარელი ადამიანები.

-ძაღლი მყავდა,რომელიც საოცარი თვისებებით გამოირჩეოდა.სახლში მისულს კართან მხვდებოდა.იჯდა ხოლმე და მელოდებოდა,როდესაც დამინახავდა კუდის ქიცინით ფეხებში მეცემოდა და ფუმფულა ბეწვით მელამუნებოდა.
-ახლა სად გყავს? - დამაინტერესდა ძაღლის ბედი.მეც ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები.
- უკვე დიდი იყო,დამიბერდა.მასთან გამომშვიდობება ძალიან გამიჭირდა,თითქოს ჩემი სისხლი ყოფილიყო.ყოველ საღამოს შევაღებდი სახლის კარს და იქ უკვე დიდი სიცარიელე მხვდებოდა,რადგან აღარ იყო ის ვინც მე მოუთმენლად მელოდა.
- ორი წელი თუთიყუში მყავდა,კოტე ერქვა.
-კოტე? -გაეცინა ალის ,- შენ შეურჩიე?
- არა,მაშინ ქართული ანიმაცია გადიოდა და იქ ერქვა თუთიყუშს კოტე.
-აალაპარაკე?-დაინტერესებულმა მკითხა.
- ვერა,მე კი მისი ენა ავითვისე,თითქოს გაიგებდა რამეს.ლურჯი ფრთები და ცისფერი გული ჰქონდა.ძალიან ლამაზი იყო.
მარტო რომ ცხოვრობდა შეგვეცოდა და მეორე თუთიყუში მოვუყვანეთ,იმას ქეთო დავარქვით.
-ქეთო? -ახლა ამ სახელზე დაიწყო სიცილი - საწყალი თუთიყუში.
- საწყალი კოტე,მაგის ხელში სულ ჩამოდნა,აღარ ჭამდა და იჯდა მოფუზული,ამიტომ ქეთო გავაჩუქეთ.
- უქალოდ დატოვე? საწყალი.
- დაჭამეს ერთმანეთი და რა მექნა,თუმცა მალევე კოტეც გაქრა. სახლში ფანჯარა დამრჩა ღია და გალიიდან გამოსული გაფრინდა,ახლაც არ ვიცი ცოცხალია თუ არა.
- რა სამწუხაროა.
- ნამდვილად.

ალისთან საუბარში ჩემი ბავშვობის ამბები გამახსენდა. ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლები,რომელთაც ვეღარასოდეს დავიბრუნებ უკან.რა საჭიროა გაზრდა,ადამიანი დიდხანს უნდა იყოს პატარა,სანამ არ მობეზრდება.დიდად ყოფნაში არაფერი ხეირი არაა.ასაკი გვართმევს ძვირფას ადამიანებს,მშობლებს,ბებია ბაბუებს და მერე ჩვენ ვდგებით მათ რიგებში, სიკვდილის მოლოდინით ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ზრდასრულ ასაკში გვახსენდება დედის მიერ გამთბარი საწოლი ცივ ზამთარში.დილაობით ცხელი ჩაი და ბლის მურაბა, საგანგებოდა ჩვენთვის გამზადებული.მუდამ სუფთა ტანსაცმელი და დალაგებული ოთახი.სკოლიდან ატირებული დაბრუნება და დედის კალთაში გულისს მოოხება. ეს ყველაფერი ძალიან ტკბილი და განუმეორებელია.სანამ არ დაგვაკლდება,ვერასოდეს აღვიქვამთ,როგორი ძვირფასი და მნიშვნელოვანი მომენტებია ჩვენთვის.

ალის ვუყურებ და ვხვდები რომ მასაც ძალიან ენატრება განვლილი დრო.რომ შეეძლოს დააბრუნებდა.

* * *

დასვენების დღეებში ყოველთვის გვიან ვიღვიძებ,მაგრამ დღეს კარის ხმამ დამირღვია წესი.გუშინდელი ბოდიალის შემდეგ ფეხები მტკივა.ძლივს ავდექი საწოლიდან კარი რომ გამეღო და სახტად დავრჩი.კართან იდგა გალია თუთიყუშით,რომელიც ლურჯი იყო ცისფერი გულით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



რა პატარა თავი იყოოოო, ამდენი ხანი აღარ მალოდინო, ისე კი ძალიან ძალიან მაგარი ხარ და მგრად წერ

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სიყვარული გულს გვტკენს
რა პატარა თავი იყოოოო, ამდენი ხანი აღარ მალოდინო, ისე კი ძალიან ძალიან მაგარი ხარ და მგრად წერ

მადლობა ჩემო კარგო <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორ მომეწონა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია როდის გააგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent