შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურუსით მოცულნი


12-04-2019, 14:08
ავტორი მორი-ელი
ნანახია 428

ბურუსით მოცულნი

დაუცველობის სინდრომი
დავიწყებული ვალდებულებები;
მოქმედების უუნარობა;
მკრთალის ნათელი;

1995 წლის 17 ნოემბერი:თავდაჭერილი სიყალბე;
ბნელი დღე;
უფერო ფერები;
2005 წლის 17 ნოემბერი: ჩვეული შეცდომები ;
გარდატეხა;
2015 წლის 17 ნოემბერი:უგრძნობი გრძნობები;

მაღალი?!-არა უფრო საშუალო
გამხდარი?!-ოდნავ
ლურჯი თვალები,გრძელი უსაშველოდ გრძელი წაბლისფერი თმა,თანაც ხვეული,მუდამ გაშლილი
გამოხედვა?!-ნაზი,ხშირად უხეში,ცივი,მრავლისმეტყველი.
ბაგე მუდამ ალუბლისფერი,ტუჩსაცხი არა,ბუნებრივად მკვეთრი წითელი.
რა სურს ცხოვრებისგან?-ალბათ ის რასაც ყველა ადამიანი ისურვებდა-სიმშვიდე და ბედნიერება.
-მტკივნეულია ცხოვრება?!
-მგონი ცოტა აჭარბებთ-ამბობს ის და იღიმის,მისი თვალები გამუდმებით აცეცებენ თვალებს ირგვლილ,აკვირდებიან ყოველ დეტალს და აღწევენ ყველაფრის სიღრმეში.
-არაფრის არ გეშინიათ?-კითხულობს ისევ მის წინ მჯდომი,ქალი უწყვეტად უღიმის
-მე არ ვთვლი,რომ ყველაფერი შავია,ყველაფერშია ცოტ-ცოტა შავი,ეს უბრალოდ ცხოვრების დატვირთვაა,რომ ბრძოლა შეგვეძლოს.
-რის წინააღმდეგ?
-ჩვენი თავის.,ყველაზე ხშირად საკუთარი თავი გვამარცხებს,მაგრამ გვასწავლის ცხოვრებას.,საკუთარ შეცდომებზე უკეთესი მასწავლებელი არ არსებობს.
-საშიში ხართ
-რატომ?
-განსხვავებული ხართ
-ამით არაფერი შავდება,ყველა ადამიანი განსხვავებულია,ყველამ,რომ ერთნაირად იმსჯელოს საშინელება იქნება,იმასთან შედარებით ვიდრე ახლაა.
-თქვენ ამბობთ,რომ არ გყვარებიათ,მაგრამ ძალიან გაინტერესებთ რა გრძნობაა ეს.
-სიყვარული ყველას აინტერესებს,ადამიანის პირველი მოვალეობაა უყვარდეს,სამყარო ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა,ადამიანებს სიყვარული,რომ არ შესძლებოდათ.
-მაგრამ თქვენ არ გყვარებიათ
-არ მყვარებია საპირისპირო სქესი,მაგრამ მიყვარს მშობლები,ძმა,ნათესავები,ახლობლები,მეგობრები,ესეც ხომ სიყვარულია.
-რა თქმა უნდა,მეორედ ცხოვრების უფლება,რომ მოგეცეთ რამეს შეცვლიდით?
-კი,ვიპოვიდი ადამიანს,რომელიც. . .

***
-შენ ამბობ,რომ ადამიანი გააცოცხლეს?-გაოცებული ეკითხება ილია ბექას და მანქანას ამუხრუჭებს , ინერციის სიმძლავრით უკან მჯდომი სანდრო წონასწორობას ვერ იკავებს და წინ ვარდება.
-გაგიჟდი?-ყვირის შეშინებული და საყელოში ებღაუჭება.
-კლინიკური სიკვდილი იყო-ამბობს ბექა და თავადაც გაოგნებული ხელებში რგავს სახეს.
-როგორ ტიროდნენ მისი ახლობლებლი,შეესწარი?-ეკითხება აღელვებული ილია მეგობარს და სანდროს ჩაბღუჯულ ხელებს თავიდან იცილებს.
-საშინელება იყო,მადლობა ღმერთს უკან დაბრუნდა,თუმცა ჩვენ რატომ ვღელავთ მასზე არც კი ვიცნობთ.დაძარი ახლა მანქანა სახლში წავიდეთ.
-კარგი ხო-ჩაილუღლუღა ილიამ და ძრავი ჩართო.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ
-გუშინ ვნახე-თქვა უეცრად ილიამ,ორივე დამდუმდა
-სულ გააფრინე?-ჰკითხა ბექამ-როგორ ნახავდი,გოგოს კუბოთი მიასვენებდნენ.
-ღამით ვნახე-უთხრა ილიამ-ძალიან მთვრალი ვიყავი,ძლივს დავდიოდი,მაგრამ მკაფიოდ მახსოვს,როგორ ჩამიარა გვერდით და ალბათ არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილი-ერთხანს დადუმდა,მაგრამ ისევ განაგრძო მასზე საუბარი.
-ელენე ჰქვია მგონი.-ის შეგრძნებები,განცდები,ემოციები,იმდენად დაღალა სხეული შეაღონა,ჭკუიდან გადაიყვანა,ისევ გააჩერა მანქანა და გადავიდა.
-რა გემართება?-გადავიდა ბექაც და მივარდა მეგობარს,რომელიც გაშეშებული იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
-არ ვიცი,ის გოგო უნდა ვნახო აუცილებლად,უნდა ვნახო,რომ გავიგო-ცოტაც და ცრემლები წამოუვა
-რა უნდა გაიგო,ადამიანო!-გაბრაზდა ბექა
-რომ არაფერი უჭირს-ღრმად ჩაისუნთქა ილიამ და ბექას შეხედა
-ასე რატომ ნერვიულობ,მასზე,არ მესმის შენი
-ვგრძნობ,რომ ის ჩემი ნაწილია.“ჩემი მკრთალის ნათელი წერტილია“
-არა შენ სულ გაგიჟდი,წამოდი ადამიანო სახლში ხომ იცი ყველა გელოდება,რატომ ხარ ასეთი ჯიუტი,რატომ ცდილობ ყველაფრის არევას,როცა სიმშვიდეა.
-ჩემში არაა სიმშვიდე,მისი გამოჩენის მერე,აღარაფერია მშვიდად-ხელები სახეზე აიფარა,იმედგაცრუების საშინელი შეგრძნება და სიმძიმე გულში,ხმის ამოღება ვეღარ შეძლო.
-კარგი,წამოდი,ყველაფერი მოგვარდება,იმ გოგს ვიპოვით და დაველაპარაკებით.
-ხომ თქვი,რომ ცოცხალია
-კი ცოცხალია,ნუ გეშინია.
-ის ჩემთან იყო.ვერ დავკარგავ,უნდა ვუთხრა,რომ ჩემთვის დაბრუნდა.
* * *
-ელენე კარგად იქნება?-ჰკითხა ექიმს ნინომ და ზურას ამღვრეულ თვალებს მზერა მოარიდა
-კი ქ.ნ ნინო ნუ ნერვიულობთ,სასწაულებრივად გადარჩა-მიუგო ექიმმა-გინდათ ნახოთ?
-კი რა თქმა უნდა.

ელენე თვალებ დახუჭული იწვა,როდესაც იგრძნო როგორ მიუახლოვდა ვიღაც და ხელზე ხელი დაადო,შეცბუნდა და თვალები გაახილა.
-დედა!-გაოცებულმა თქვა-შენც აქ ხარ?-გაფართოებული თვალებით უყურებდა ნინოს
-ელენე მე შენს გვერდით ვარ,მადლობა უფალს,მეგონა,რომ დაგკარგე.
-კი,მაგრამ-ამოილუღლუღა მან-მეგონა აღრ დავბრუნდებოდი,რატომ?
-ეგ აღარ გაიმეორო-ხელი ააფარა ტუჩებზე-შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება,გესმის?
-ყველაფერი სხვანაირი იყო-თვალები დახუჭა და ცრემლები ჩამოუცურდა ლოყებზე.

***
ილიას დედა-ეკა ნატროშვილი,ლამაზი ქალი,შუა ხნის,ჭაღარა თმა ზედმეტადაც კი ამშვენებს მის მოვარდისფრო სახეს.
ასაკი?!-ასე 54 ი,მაგრამ არც კი ეტყობა,იმის და მიუხედავად,რა შვილის პარტრონია.
და?-ნინელი?,საკმაოდ ნაზი გოგონა,21 წლისაა მკრთალი სახე აქვს და მუდამ შეშინებულია,უყვარს ბევრი კითხვა,მაგრამ ხშირად ვერ კითხულობს,მისი ძმის გამო.
რატომ?-წიგნები ეზიზღება.ყველა გადაუყარა,კიდევ კარგი წაკითხვა მოასწრო,მისი იმედგაცრუებული სახე უნდა გენახა,როგორ ტიროდა უხმოდ და უცქერდა დამწვარ წიგნებს.
სანდროზე რას მეტყვი?-ჩვეულებრივი პიროვნებაა,არაფერი გამორჩეული,ილიას იცნობს დაბადებიდან და არ შორდება,ძალიან გულუბრყვილოა და ხშირად არ იცის რას აკეთებს ან რატომ,ცოტა მშიშარაა.მაგრამ უკიდურესად არა.
ბექა არც კი ღირს,ის უბრალოდ აბნეულია.
ყველა ჩუმად ისხდა და ელოდებოდა ილიას,ისიც ჩუმად,თავისთვის იჯდა სავარძელში,რომელიც ოთახის კუთხეში იდგა,წიგნების კარადის გვერდით.არ უნდოდა ლაპარაკი,არაფერი არ უნდოდა,საშინელ განცდებში იყო და როდესაც უჰაერობა იგრძნო სავარძლიდან წამოვარდა და აივანს მიაშურა.ბექაც წამოხტა და გაეკიდა.
-ცუდად ხომ არ ხარ?-ჰკითხა,როდესაც აივანზე გავიდნენ-გინდა სასწრაფოს გამოვუძახო?
-არა,ბექა,მე კარგად ვარ.
-მაშ,რაშია საქმე?ისევ ელენე?-გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა იგი.-როდემდე?
-დღეს უნდა ვნახო,მიდი ჩემებთან როგორმე მოაგვარე საქმე მე უნდა წავიდე
-უჩემოდ ვერსად ვერ წახვალ-მკაცრი ტონით მიუგო ბექამ და შიგნით შევიდა.
-ეკა დეიდა-მიმართა ილიას დედას-ჩვენ ისევ უნდა წავიდეთ-მორიდებით უთხრა მან
-რამე მოხდა?-გაფითრდა ქალი-საკუთარი და აღარ ახსოვს მაგას?-თითით ანიშნა,საწოლში მწოლ ნინელიზე,რომელიც სიცივეს აეტანა და საბანში გახვეულიყო-ისევ ცუდად,რომ გახდეს?-ნერვიულად ბოლთას სცემდა
-ილიას აღარაფერი ესმის,ყველა და ყველაფერი დაავიწყდა,მალე დავბრუნდებით გპირდებით,სანდროს დავტოვ და ძალიან გთხოვთ არაფერზე ინერვიულოთ-ეკას დამშვიდებას შეეცადა ბექა,სავარძელზე დასვა და ისევ ილიას მიუბრუნდა,ის უკვე მზად იყო წასასვლელად.
-დამელოდე-უთხრა ბექამ და ნინელის შუბლზე აკოცა-ნუ გეშინია კარგად იქნები,შენს ძმას თუ არ მივხედე ცუდად გვექნება საქმე,მერე შენც მოგხედავთ.-უთხრა და გაჰყვა ილიას.
-ავადმყოფი ხარ
-შემეშვი!
-შენი და ცუდადაა შენ კი
-აღარაფერი მითხრა!-შეევედრა ილია და მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა.
-კარგი-გაჩუმდა ბექაც და უკან მიჰყვა.
ილიამ არ იცოდა,როგორ უნდა მიემართა,უხმოდ მიდიოდა პალატისკენ .
უნდოდა კია ნახვა?!-კი ძალიან უნდოდა,უსაზღვროდ,რაღაც ამოუცნობი ძალით.
1.80 სმ-ის მქონე სხეული მძიმედ შევიდა ელენეს ოთახში.
მის მწვანე თვალებში ჭინკები ხორხოცებდნენ,სიხარულისგან ადგილზე არ ჩერდებოდნენ,ელენეს დანახვამ,თვალები ააღელვა და უნებურად ცრემლი მოადგათ.
სხეული შებოჭილობისგან ძლივსღა სუნთქავდა,ოხრავდა.აღარ იცოდა მიახლოვებოდა თუ არა.ელენეს ეძინა.
უკან გამობრუნდა,მისთვის ცქერაც კი საკმარისი აღმოჩნდა,მეტიც კი.გულის შეტევისთვის სრულებით საკმარისი,რომ ეგონა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა,მაშინ გადმოსკდა ყველაფერ ვულკანივით და მდუღარე ლავა ჩამოედინა სხეულში.
-ღმერთო,ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?!-გაოგნებული ეკითხება და მაღლა იყურება.-ადამიანს,რომელსაც არასოდეს დალაპარაკებიხარ -ძლივს სუნთქავს ფილტვები,გული სადღაც მიიმალა,მაჯაზე პულსი ქრება- და მისმა გაღიმებამ ყველაფერი თქვა.-მიუბრუნდა მის უკან მდგომ ბექას და თვალებით ანიშნა,წავიდეთო.
-სამკურნალო ხარ შენ-უთხრა როდესაც გზაში იყვნენ
-სიყვარული არ იკურნება
-ნუ მაცინებ,იცი შენ,რომ არასოდეს შეგიყვარდება,არც ცოლს მოიყვან და არც შვილები გეყოლება.დაგავიწყდა? მთელ ოჯახს განუცხადე.შენზე აუტანელი და უარგისი ამ დედამიწაზე არავინ დაიდოდა,დაბრუნდი რა.მეზიზღები,რომ გიყურებ,ასეთის ატანა არ შემიძლია.არ შემიძლიხარ,კაცს აღრ ჰგავხარ.დააწყნარე გული და გონებას მიაქციე ყურადღება,მას არ სჭირდება სიყვარული,არაფერში არგია.შეეშვი ელენეს,იცხოვრე ისე როგორც ცხოვრობდი ადრე,მიხედე საკუთარ ცხოვრებას,თორემ რაც კი აქამდე იყო მომავალში გაქრება.
-აქამდე არარაობა ახლა ადამიანია და შენ ეს არ მოგწონს?-გაკვირვებით შეხედა ილიამ-ნუთუ დალევაა ცხოვრება.გამოსწორება მინდა შენ კი არ მოგწონს
-მაშინ სენი გრძნობები მართე და მთელ ქვეყანას ნუ აგებინებ,რომ ვიღაც გიყვარს.
-მხოლოდ ეგაა პრობლემა?-სიმწრის ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე-დღეიდან მე ვიცი.-თქვა და მანქანა ადგილს მოსწყდა,რაც კი სიჩქარე ჰქონდა აკრიფა და ძალიან მალე ისინი უკვე სახლში იყვნენ.
-ნინელი მაპატიე,რომ დაგტოვე-მივარდა ილია დას და ჩაეხუტა
-არაფერია ილია,ხომ იცი არაფერი მწყინს შენგან-ლოყაზე აკოცა ნინელიმ ძმას და ძლიერად ჩაეხუტა-ძალიან მომწონს შენი ცვლილება,გთხოვ ასეთი დარჩი-ამღვრეული თვალებით მიუგო და ხელი მოუჭირა ხელზე-ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიხარულია შენს თვალებში,სითბო,ასეთი როდის გახდი,რატომ მოგინდა ჩამხუტებოდი.
-დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ ჩემო ძვირფასო,ახლა კი უნდა მაპატიო,უჩემობა და იცოდე,რომ აწი გვერდიდან აღარ მოგცილდები.
-იცოდე ვიმახსოვრებ-სიცილით უთხრა მან
-დაიმახსოვრე,დაიმახსოვრე,-გაეცინა ილიასაც-არ გინდა ხვალ ყავა დავლიოთ?
-პაემანია?
-დიახ ქალბატონო,თქვენი ძმა პაემანს გინიშნავთ
-კარგი თანახმა ვარ,თუ უკეთ ვიქნები
-უკეთ ახლაც ხარ,ნუ იგონებ რაღაცებს
-არა არ ვარ
-ოჰ,მე კი ვხედავ,რომ გადასარევად ხარ.

* * *
-რა კარგი ამინდია არა?
-საუცხოო!
-ახლა ხომ მარტო ვართ,ასეთი მომენტები ცოტა თუ მახსოვს ჩვენს ცხოვრებაში
-რამე გაინტერესებს?-ჰკითხა მან და მიაცქერდა
-რამ შეგცვალა
-არ შევცვლილვარ,მე ისევ მე ვარ,უბრალოდ . . .
-უბრალოდ ეს ჩემი აზრია,რომ შენ გამოსწროდი
-ალბათ,გინდა სახლში წავიდეთ?
-ვიყოთ,სახლში ყოფნა აღარ შემიძლია
-კარგი როგორც გინდა-თავი დახარა ილიამ,დაჰყვა დის ნებას,რადგან ხედავდა როგორი ბედნიერი იყო ის.თავადაც უკეთ გრძნობდა თავს.ბექას შემაწუხებელი ხმაც აღარ ესმოდა და არც ვინმე ცდილობდა მისთვის რაიმის,თუნდაც ფიქრების აკრძალვას.რა სისულელეა ფიქრების აკრძალვა,მაგრამ ბექა იმდენად იყო მიჩვეული ამ სამსახურს,მისი მიტოვება გონებაშიც არ დასდიოდა.
-ბექაზე გაბრაზებული ხარ?-როდესაც ილიამ დის შეკიხვა მოისმინა,გაკვირვებულმა შეხედა,ნინელის მისთვის არასოდეს უკითხავს,მის რომელიმე ძმაკაცზე,ყოველვის იმას ამბობდა,სრულებით არ მაინტერესებსო.
-არა რაიყო?
-ნუ მატყუებ,თავად მითხრა,რომ ყველაფერი უკეთესად იყოო,მაგრამ ახლა ილია შეიცვალა,რაც მე არ მომწონსო
-შენ მოწონს?
-რას გულისხმობ?
-იმას,რომ ბექამ თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს,მისი სურვილები დიდი ხანია ჩემთვის მიუღებელია და ვერ ვიგებ რატომ ცდილობს,უარესობისკენ წარმაროს ყველაფერი.
-თქვენ ხომ ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს,რატომ სანდრო არ ცდილობს იგივეს.
-ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ იაზროვნებს,სანდრო ძალიან კარგია,არც იმის თქმა მინდა ბექა ცუდია,მაგრამ ამ ბოლო დროს მისი სიკარგე სადღაც გაქრა.
-არ მესმის თქვენი.მეგობრობა არ გააფუჭო ელენეს გამო
-აჰა,თურმე რაში ყოფილა საქმე.
-ბექამ ყველაფერი მითხრა
-როდის მოასწრო?-გაღიზიანებას ვერ ფარავდა უკვე და გარეთ ყოფნის სურვილიც მალევე წაუხდა.
-სანამ გარეთ გამოვიდოდით.დამირეკა.
-თქვენ შორის რამე ხდება?
-სერიოზუად მეკითხები?-გაფითრდა ნინელი და მორიდებით დახარა თავი-საუბრის თემას ცვლი?
-არა,უბრალოდ შეგრძნება დამეუფლა,რომ ორივე მიტევთ და ჩემ გრძნობებს არაფრად აგდებთ-სიმწრით გაეღიმა ილიას და ნაბიჯს უმატა-არ გინდა შინ?-ჰკითხა უკან მყოფ ნინელის და გაჩერდა და რომ დაწეოდა.
-ნუ გწყინს,წავიდეთ,მაგრამ ვილაპარაკოთ,გთხოვ
-რაზე?შენ ხომ მოგეწონა ჩემი ცვლილება,აზრი რატომ შეიცვალე
-არ შემიცვლია,ძალიან მიხარია,მაგრამ არ მიდა შენ და ბექას ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.
ნამდვილად რაღაც ხდება-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-რაზე ამბობ?
-არაფერზე,ეს ისე უბრალოდ ვთქვი,ტაქსის გაგიჩერებ.
-არ მინდა,ფეხით წავალ.
-შორია,ჯერ კიდევ სუსტად ხარ
-არ მინდა, გთხოვ!
-კარგი,დროებით-დასცილდა დას და სირბილით წავიდა მანქანამდე,როდესაც ჩაჯდა ტელეფონის ხმა მოესმა,მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია,ძრავი ჩართო და ადგილს მოსწყდა.

* * *
რა საშინელებაა,თავს ყველაზე უბედურ ადამიანად,რომ გრძნობ-რას გულისხმობ?-მისი გული ვეღარაფრს იტანს.საკუთარ თავსაც კი.-ავადვე უნდა მოაგვაროს ეგ პრობლემა-,კი მაგრამ თავს ვერაფეს უხერხებს.აღარც ბექაა მის გვერდით,ლამისა ნინელიც დაკარგოს,თუმცა ნინელი აქამდეც არ ჰყოლია,არც დედა,არც მამა,არც და.
-სადრო ყოვეთვის გვავიწყდება.-სანდრომ იცის რაც უნდა გააკეთოს,ამჯერად. შეაძლებელია,რომ ყველაფერი მან მოაგვაროს,ბექა კი ვერ ხვდება რამხელა დანაშაული აქვს მისი მეგობრის წინაშე.

სითბო რომელიც სახელწოდება მეგობრობით გსმენიათ,გაქრა.
სიყვარული?მასზე ლაპარაკიც ზედმეტია,ყველაფერი ჩაქვრა,გაფერმკრთალდა.

ვერასოდეს იგრძნობს ადამიანი,შენს ტკივილს,თუკი მას ეს ტკივილი არ განუცდია.ბექა

ვერასოდეს გააცნობიერებს ილიას განცდებს,რადგან მას დარდი არასოდეს უგრძვნია.

-ნინელი,ილია სადაა?რატომ არ მოვიდა?-ჰკითხა ეკამ შვილს
-მე ჩემით წამოვედი,ის საქმეზეა წასული
-რატომ გახდა ასეთი მოუცლელი,აქამდე მთვრალს მაინც ვხედავდი და ახლა საერთოდ ვეღარ ვხედავ,შვილის ნატრული გავხდი,ნუთუ მისი ლოთობა გამიხდა სანატრებელი,ღმერთო გვაშორე.
-დედა!-მიუგო ნინელიმ-მე მირჩევნია ჩემი ძმა ფხიზელი იყოს და სულ ვერ ვნახო,ვიდრე მთვრალი და მასთან ხმის ამოღება ვერ შევძლო.დამერწმუნე გაგვაოცებს.ის კიდევ შეიცვლება,ახლა უბრალოდ ცვლილებასთან შეჩვევა უჭირს.
-ღმერთმა გისმინოს-.აემღვრა თვალები ეკას.
-ყველაფერი უკეთ იქნება,წავალ მე წამოვწვები დავიღალე
-არაფერს შეჭამ?
-არა,მადლობ.-ნინელი ოთახში შევიდა,ეკამ კი ილიას დაურეკა,მაგრამ ზარი უპასუხოდ დარჩა.იმედგაცრუებული ქალი სამზარეულოში შევიდა და საქმე განაგრძო.გული კარგს არ უგრძნობდა,მაგრამ ცდილობდა საქმეში გადაეტანა ყურადღება.

* * *
გალეშილი სხეული მიყრდნობილი იყო კედელს და ფშვინავდა,როდესაც ცოტა სიფხიზლე იგრძნო თვალები გაახილა დ რუდუნებით გადადგა ნაბიჯი.ბარბაცით გაუყვა ქუჩას,სადაც სამარისებული სიჩუმე იყო.მთვრალი მილასლასებდა და თავისთვის ბუტყუნებდა,როდესაც ვიღაცამ ჩაუარა,ისე თითქოს,არც არსებობდა.იგი შეკრთა,ცოტახნით გამოერკვა,მაგრამ მალევე მიეცა უგონებობას.ფეხების გრეხვით განაგრძო სიარული ფეხებში სისველე,რომ იგრძნო უკან დაიხია და ფართოდ გაახილა თვალები.ზღვის ნაპირთან იყო,გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით,როგორ აღმოჩნდა აქ.ძლივძლიობით ჩამოჯდა ნაპირთან და ძირს გაწვა.
გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა,მისი ტელეფონი კი განუწყვეტლივ რეკდა,მაგრამ ყურს არ იბერტყავდა,თვალები დაეხუჭა და მალევე ჩათვლიმა.

-აქ რა ჯანდაბა გინდა?-უყვიროდა ნახევრად მძინარეს ბექა,ისეთი შეგრძნება ჰქონა,ვიღაც ჩაბღაუწებულიყო მის სხეულს და მიათრევდა სადღაც,მართლაც ბექას ხელი ჰქონდა ჩავლებული მის მაისურზე და მიჰყავდა,თან გაბრაზებული ყვიროდა,ცოფებს ყრიდა-რა ადამიანი ხარ,ტელეფონს რატომ არ პასუხობ,ყველა ფეხზეა შენს გამო.-ლამის ეცემა,მაგრამ მოთმინება ჯერ კიდევ ჰყოფნიდა,ღვთის წყალობით.ილია კი ბაიბურში არ იყო რა ხდებოდა,ბექას ხმაც კი დახშულად ესმოდა,ხან არც კი,ასე ეგონა სიტყვებს ყლაპავსო.-დამუნჯდი?-ჰკითხა დამშვიდებული ხმით და მისი მარჯვენა ხელი მხარზე გადაიდო-მე უკვე დამღალე,ვინ თქვა,რომ ადამიანები სწორდებიან,შენ არაფერი გამოგასწორებს,პირიქით,ყველაფერი ელენეს ბრალია.-ელენეს გაგონებაზე ილიამ ვეღარ შეიკავა თავი და ბექას უღრიალა
-შემეშვი,არავის გადარდებთ ჩემი თავი,ცოტახნით მარო ყოფნა მინდოდა,ელენეს კიდევ ნუ იხსენიებ ცუდად,თორემ. . .
-მცემ?მის გამო საკუთარ ძმაკაცს ცემ?
-ისიც ჩემია-ამოიგმინა წამხდარმა და ფეხები მოეკეცა,ეგონა სისხლძარღვები ჩასწყდა
-რატომ ? იქნებ მას ჰყავს ქმარი,შვილი,იქნებ ჰყავს შეყვარებული-მისი გული კედლებს მოაწვა და ლამის გარეთ გამოსკდა,ძლიერად დაიწყო ფეთქვა და ილიას სისხლი ტვინში მოაწვა,საფეთქლებს ბაგაბუგი აუტყდა და თვალებზე სიმძიმე იგრძნო,ძლივსღა ახელდა.
-სახლში წავალ,ლაპარაკის სურვილი არ მაქვს,უბრალოდ იცოდე,რომ ის ჩემთვისაა და ვერავინ წამართმევს.-მკაფიოდ წარმოთქვა და ფეხების გრეხვით წავიდა,ბექას აღარც უცდია მიშველებოდა,ხელი ჩაიქნია და ლასლასით გაჰყვა უკან.შიში მაინც ჰქონდა,რომ ილია დაეცემოდა.ფეხებს ძლივს ადგამდა ასფალტზე.
-იმის ცოდნდა,რაც მე ვიცი ალბათ ჭკუიდან გადაგიყვანს-მიუგო უკან მყოფმა ბექამ და ილიას რეაქციას დაელოდა.
-რა იცი?-მოუბრუნდა ისიც და მიაცქერდა,რაიმის გაგების სურვილით.
-მისთვის არსებობს ადამიანი,რომელიც შენ არ ხარ.
-ამით რისი თქმა გინდა?-თვალებში ელვასავით გაუარა და ბექას მიუახლოვდა.
-შეყვარებულია-მიუგო დაზუსტებით მან და გვერდი აუქცია,ილიამ ხელი ჩაავლო პერანგში და გააჩერა
-რა იცი?-ჰკითხა და ხელები გადააჯვარედინა.
-ვიცი.საიმედო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია.
-მაგ წყაროს ბექა ხოარ ჰქვია?-ცინიზმით აღსავსემ მიუო და სიცილი აუვარდა,ისეთი სიმწრით იცინოდა,ასე ეგონებოდათ კაცი მოკლა და ჭკუიდან შეიშალაო.
-არა.გვეყოს.წავიდეთ შინ-ხელი მოკიდა და ძალდატანებით გადაადგმევინა ნაბიჯები.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Es adrec daicyee. Cavikitxe da shecyvitte. Zalian sainteresoaa ratomaa aseti iliaa. Maledade gtxovv
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent