შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(დაბრუნება)№8


13-04-2019, 00:31
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 10 588

ნადირობა(დაბრუნება)№8

სამსახურიდან გამოსული სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა გაჩერებისკენ. სიცივისგან დასამალად პალტოს საყელო წამოწეული ჰქონდა და ხელთათმანიანი თითებით ნიკაპთან იჭერდა. საკუთარი სახელი რომ ჩაესმა, იძულებული გახდა შეჩერებულიყო. ზურგს უკნიდან სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა ყურებამდე გაღიმებული ლაშა ფხაკაძე. ფხაკაძეს მისი დასაწუნო ნამდვილად არაფერი სჭირდა, კარგი ოჯახის შვილი, განათლებული და სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო. ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ თავსა და შესძლებლობებში. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი პირველივე შეხვედრისას რომ გააღიზიანა. მანდილოსნების ყურადღებას არასდროს უჩიოდა ბატონი ლაშა და ცოტა არ იყოს ამ ყველაფრის ფონზე ამპარტავნებით დაავადებულს ჰგავდა. ყველა სიტყვითა თუ საქციელით თითქოს გულმოდგინედ არწმუნებდა დამსწრე საზოგადოებას: "ნახეთ მე ლაშა ფხაკაძე ვარ, მე ოქროს კვერცხები მაბია!". ცნობილ იურისტს მის მფლობელობაში მყოფი ფირმის ახალბედა თანამშრომელი პირველი დღიდან მოხვდა თვალში. ქალის უნაკლო ვიზუალით მოხიბლული კანიდან ძვრებოდა მისი ყურადღების მისაქცევად, რაც გარეშე თვალისთვის ადვილად შესამჩნევი გახლდათ და მისი ასეთი შემოტევები ერგემლიძეს ხშირად აყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. თავიდან სამსახურიდან წასვლაზეც ფიქრობდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და იგნორის რეჟიმზე გადართული, ყინულის ფარით ვაჟკაცურად იდგა მის მოსატეხად გალაშქრებული ფხაკაძის წინაშე. მანამ, სანამ ზედმეტად ჭკვიანმა ფხაკაძემ სხვა ხერხს არ მიმართა და ერთ საღამოს იტალიური შავი შოკოლადით და მოზრდილი ყვავილების თაიგულით არ აადგა სახლში. გაოგნებული ერგემლიძის სახე არაფრად ჩაუგდია, გაოცებულ ლილის ღიმილით ჩაახუტა ყვავილების თაიგული და მაღალფარდოვანი კომპლიმენტების სრული არსენალის დაცლის შემდეგ კიდეც დაიმსახურა შვილიშვილის ბედ-იღბალზე დამწუხრებული ბებიის კეთილგანწყობა. სტუმრობებს მოუხშირა ბატონმა ლაშამ და ქალბატონი ლილიც სახეგაბადრული გაიჭრა ოცნებებში. უკვე წარმოედგინა, როგორ იდგა მისი შვილიშვილი ლაშა ფხაკაძის გვერდში საკურთხეველთან და როგორ იცვლებოდა მათი მომავალი ნელ- ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. მისი შვილიშვილის საძინებელში ყოფილი სიძის აღმოჩენამ კი ხუხულასავით ჩამოანგრია ბებიის ოცნების კოშკები და კიდევ ერთხელ გაჯიუტდა და გაკაპასდა ისედაც ხასიათით მამის ასლი ტასო, რომელიც ფხაკაძის ყველა სტუმრობას წარბშეკრული, დაწვრილებული თვალებით ხვდებოდა. ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი სათამაშო, რომლითაც პატარა დათუნაშვილის გულის მოგებას შეძლებდა გაწბილებული ფხაკაძე, რომელიც ჯიუტად არ წყვეტდა იერიშებს სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად და თანახმა იყო მთელი თავისი მონდომება და ქონება ტასოს მოქრთამვაში დაეხარჯა, რომელიც ხელს უშლიდა ერგემლიძემდე ნორმალურად მისვლაში ( ეს რა თქმა უნდა ლაშა ფხაკაძის აზრით)
. - საით გაგიწევიათ, მშვენიერო?! - როდესაც ლიზამ ჯიუტად სვლა განაგრძო ნაბიჯს აუჩქარა ფხაკაძემ, დაწინაურებული წინ ჩაუდგა და უკან სვლით მიწევდა წინ
. - სახლში. - ძლივს მოთოკა თავი მობეზრებულმა ერგემლიძემ, თვალები რომ არ აეტრიალებინა.
- გაგიყვან, ან იქნებ მანამდე ყავა დაგველია სადმეე?! - გაიკრიჭა ისედაც ყურებამდე გაბადრული ფხაკაძე და დადარაჯებული მიაჩერდა სახეზე. - გარეთ საშინლად ცივა. მიდი რა, ლიზ!
- მაპატიე, ლაშა, დღეს არ შემიძლია.
- კარგი რა, ლიზ - გაეცინა ფხაკაძეს. - ნუ გეშინია, არ შეგჭამ. ვხედავ, ეს ბოლო პერიოდი ცდილობ თავი ამარიდო.
- ლაშა, მისმინე. - ღრმად ჩაისუნთქა ლიზამ და სვლა შეწყვიტა. - არ ვიცი რას ფიქრობ, ან რისი იმედი გაქვს, მაგრამ…
- ჯანდაბა, რა გჭირს, ლიზიკო?! - სახე დაუსერიოზულდა ფხაკაძეს და წელზე დოინჯი შემოირტყა. - მეგობრულად გთავაზობ ყავის დალევას. არანაირი სხვა ფიქრები და გეგმები.
- ახლა არ შემიძლია.
- რატომ? - გაჯიუტდა ლაშა. - არასდროს არ შეგიძლია. ყოველთვის უარს მეუბნები. კარგი რა, ლიზაა, კარგი! - ხელები ფართოდ გაშალა უკვე გაბრზებულმა ფხაკაძემ. ქალისთვის ამდენი არასდროს უხვეწნია და ახლა რამდენადაც აზარტში იყო შესული მიუწვდომელის მისასაკუთრებლად, იმდენად ბრაზობდა და სურვილი ჰქონდა ყველა უარზე მწარედ ეგებინა პასუხი ამ ენითაღუწერელი მშვენიერებისთვის. - ჰა, გადაწყვიტე. ყავა თუ ჩაი?! - თვალი თვალში გაუყარა ფხაკაძემ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მოზრდილი ჯიპი, მანამდე ნელი სვლით, თითქმის რომ მოგორავდა მათ უკან, პირდაპირ ბორდიულთან შეჩერდა და წამიც არ გასულა ისე ჩამოიწია მძღოლის მხარეს დაბურული შუშა. საჭესთან მჯდარი მამაკაცი წარბ შეკრული ათვალიერებდა წყვილს. ბოლოს კარი დინჯად გამოაღო და მანქანიდან გადმოსულმა თავით ფეხამდე შეათვალიერა მამაკაცი.
- დიდხანს გალოდინე, პატარავ? - ჩაეკითხა მასზე დამფრთხალი თვალებით მიშტერებულ ერგემლიძეს, რომელსაც არ გამორჩენია დათუნაშვილის ლაღი ღიმილის მიღმა, რამხელა მრისხანება იმალებოდა. ლარივით დაჭიმული სხეული და ყბის ძვლები, იღიმოდა, მაგრამ თვალებიდან იმხელა სიცივეს აფრქვევდა,  ტანში მისდა უნებურად გასცრა ქალს.
- ნიკა? - საწყლად ამოილაპარაკა ლიზამ და წარბშრკრულ ფხაკაძეს შეფარვით ახედა, რომელიც მზერით ბურღავდა არსაიდან გამოჩენილ მამაკაცს, რომლიც თავისუფლად მოეხვია ერგემლიძის კისერს და ახლოს მიზიდულს ხმაურიანად აკოცა სიცივისგან გალურჯებულ ბაგეებზე. სიმწრისგან მუშტები შეკრა  ფხაკაძემ და უფლება რომ მიეცათ, ისე ეცემოდა საყვარელი ქალის ყოფილ ქმარს, კბილებით ისე გამოღადრიდა ყელს, თვალს არ დაახამხამებდა.
- წავიდეთ? - ჩაეკითხა მის მკლავებში ჩაკარგულ ქალს ნიკა და ირონიული მზერა შეაგება ხახამშრალ, მის ქალზე მონადირე ლაშა ფხაკაძეს.
- კი. დროებით, ლაშა - მისკენ არც გაუხედია ისე მიაძახა ერგემლიძემ, რადგან თეძოზე მტკივნეულად ჩავლებული ნიკას ხელი წინ მიარბენინებდა და თითქმის ძალით შეტენა მანქანაში. კარი მიუხურა და დინჯად შემოუარა მანქანას. ერთ ადგილზე გახევებულ, ასაფეთქებლად გამზადებულ ფხაკაძეს მტრული მზერა ესროლა და საჭესთან მოთავსებულმა კარი ისე მიიჯახუნა, მგზავრის სავარძელში მჯდარი ერგემლიძე შეცბა. ნიკამ მანქანა დაძრა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ისევ შეაჩერა. მდუმარედ მჯდარი ქალისკენ შეტრიალდა ნახევარი ტანით და გზას მიშტერებულ ლიზას ყბაში ისე სტაცა ხელი, ისე შეატრიალებინა თავი, რომ ქალმა მოულოდნელობისგან წამოიკივლა.
- მოგკლავ, ბო*ზის შვილი ვიყო! - სუსხით გამოსცრა კბილებს შორის და თვალებამღვრეულ ქალს სიტყვის თქმაც არ აცადა, ისე დაეტაკა ბაგეებზე.
- რა ჯანდაბას აკეთებ?! - როგორც იქნა  თავი დააღწია მამაკაცის ტუჩებს ლიზამ და ხელის კვრით შეეცადა მის მოშორებას. - იმას ვიცავ, რაც ჩემია! - საჭეს მიუბრუნდა დათუნაშვილი და მანქანა ადგილიდან გიჟივით დაძრა.
- შენ ექვსი თვის უკან დაკარგე უფლებები! - ხმას აუწია ლიზამ და არ უცდია სიბრაზის დამალვა. - ახლა რაა?! აპირებ კუდში მდიო და იქ გამოჩნდე სადაც არ გელოდებიი?! რას ცდილობ, ნიკა?
- გითხარი უკვე - მისკენ არც გამოუხედია ისე გადაუხვია გზიდან დათუნაშვილმა და მანქანა ქვაფენილით მოპირკეთრბულ აღმართზე შეაგდო.
- მეც გასაგებად გითხარი, შენთან შერიგებას არ ვაპირებ.
- ბატონოო?! - ფეხი მთელი ძალით დაადგა მუხრუჭის პედალს და მანქანაც რყევით შეჩერდა. წინ გადაქანებული ერგემლიძე უსაფრთხოების ღვედს რომ არ შეეჩერებინა, შუბლით მიეჯახებოდა საქარე მინას.
- სულ შეიშალე?! - იკივლა ბოლო ხმაზე და მამაკაცისკენ შეტრიალდა. - აბა, რა ჯანდაბას აპირებ?! - მისი კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია დათუნაშვილს
- რას აპირებ, გსიამოვნებს ხო, კუდში რომ დაგსდევ? ამის დედაც! ჯერ ისიც არ მომინელებია ეგ .... როგორ ამოდის შოკოლადებით და თაიგულებით შენს სახლში.
- რა? - არ თქვა, რომ ტყუილს ვამბობ და რაღაცას ვიგონებ. არ გამაგიჟო ლიზა. ვითომ შემთხვევით ჩნდება იქ სადაც შენ ხარ და მე ვით უნდა ვიდგე და ვითმინო ვიღაც ჰალსტუხიანი პიჟონი, როგორ გაშიშვლებს მზერით და როგორ ცდილობს საწოლში შეგიტყუოს?
- ავადმყოფი ხარ.
- ავადმყოფობა არაფერ შუაშია იმაზე მაქვს პრეტენზია რაც ჩემია და თვალს ვერ დავხუჭავ მაგ ს შენს სახლში წინ და უკან სუარულზე
  - ვინ გითხრა ეს ყველაფერი? - ეჭვით ჩაეკითხა ერგემლიძე და ბოლოს თითქოს გონება გაუნათდაო, თვალები უცნაურად აუელვარდა და ხმა უარესად გაიმკაცრა. - ტასო! რა თქმა უნდა, ტასოი. შე , ბავშვით მანიპულირებ? ჯაშუშად გყავს გამხდარი? ნიკა ყველაფერს გეფიცები...
- ვერაფერს ვერ იზამ, ლიზა და ტყუილად დაფიცვებს შეეშვი. სულაც არ არის გასაკვირი ჩემს შვილს თუ არ მოსწონს დედამისის .... უფროსი, როგორ ადის მათ სახლში და უჟუჟუნებს თვალებს დედას, რომელიც მხოლოდ მის მამას ეკუთვნის. ტრაკში გავთხრი იმ ვარდებს ს შვილი ვიყო კიდევ ერთხელ, რომ ამოვიდეს და შენც ამ ხელით მოუდუღო ყავა - მარჯვენა მაჯაზე ჩააფრინდა თითებით და მტკივნეულად მოუჭირა.
- არ ხარ ჯანმრთელად. - ხელი გაინთავისუფლა ლიზამ და ზიზღით დააკვირდა. - ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება. შენ არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ჰყოფდე ცხვირს. ასე რომ, უბრალოდ შემეშვი, გესმიის?!
- მოთმინებას ასე მიმოწმებ, ჰოო?! - ჩაეცინა ნიკას და ღრმად ჩაისუნთქა. - კარგი, გადადი მანქანიდან!
- რა? - წამოიძახა გაოგნებულმა ლიზამ და შუშის მიღმა ჩამოწოლილ სიბნელეს გახედა.
- გადადი მანქანიდან. - კბილებში გამოსცრა გაცოფებულმა და ქალის გაოგნებული სახე არაფრად ჩაუგდია მისკენ გადაიხარა, კარი გააღო და სახით მის სახესთან ზედმეტად ახლოს მისულმა კბილებში გამოსცრა. - გადადი მანქანიდან.
- მეზიზღები - სახის გაწევა არც უფიქრია ერგემლიძეს, ზედ მის ტუჩებთან გამოსცრა და მანქანიდან გადასულმა ზურგს უკან მთელი ძალით მიაჯახუნა კარები, რასაც გაბმული სიგნალი მოჰყვა. პასუხად კი სამი თითის კომბინაცია მიიღო დათუნაშვილმა და ადგილიდან ისე გიჟივით მოსწყვიტა მანქანა და გააქროლა, აღარ გაუგია ქალის განრისხებული კივილი.
- მეზიზღები, დათუნაშვილოო! - ფეხი ჭირვეული ბავშვივით დაარტყა აქა-იქ აყრილ ქვაფენილზე და რადგანაც ტაქსის ლოდინში გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. მეჩხრად განათებულ გზას გაუყვა. ქუჩა მიყრუებული იყო და ტაქსი მგზავრის შემოსაყვანად თუ შემოვიდოდა და გასვლისას გაიყოლებდა. თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა და ცდილობდა კისერში გაჩხერილ სომწრის გირგალს მორეოდა, ხმამაღლა რომ არ აქვითინებულიყო. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ბრაზისგან და ბოღმისგან, რომელიც მთელს ორგანიზმს უდუღებდა, ისე იყო იფიქრებდით სადაცაა გასკდებაო. ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით, ვაი შავი დღით მიუყვებოდა გზას. დასარეკად ტელეფონის ამოღება რომ გადაწყვიტა, მაშინღა გაახსენდა, რომ ჩანთა მანქანის უკანა სავარძელზე დარჩა და უარესად გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ შეუკურთხა მსოფლიოში ყველაზე უნამსო ქმარყოფილს. - აქედან მშვიდობით გავაღწიო და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, ნიკა. - ბუზღუნებდა და გაყინულ სახეს პალტოს საყელოში ამაოდ მალავდა. უხელთათმანო თითები წაჰყინვოდა და ცხოვრებაში პირველად ინანა ქუსლიანი ფეხსაცმელების სიყვარული. ყურადღება არ მიუქცევია ქუჩის მაწანწალა ძაღლებისთვის, ნაგვის ყუთთან რომ გამაგრებულიყვნენ და ტერიტორიას ზვერავდნენ. არც გზის მეორე მხარეს მობანდალე ნასვამი მამაკაცებისთვის, რვიანების ხაზვით და სამშობლოზე შექმნილი სიმღერების პოპურით, რომ მიიწევდნენ წინ. ნაბიჯს აუჩქარა და შეეცადა ცენტრალურ გზამდე გასულიყო, ათიოდე მეტრში გაჩერებული ნაცნობი მანქანა რომ დალანდა. მანქანის პატრონი გამოღებულ კარში იჯდა, ფეხები ასფალტზე გადმოეწყო და სიგარეტს ისე ნეტარებით ეწეოდა, გეგონება მსოფლიო მასშტაბის საქმეს აკეთებდა. ქალის გამოჩენაზე სახეზე აკრული ირონია არ მოუშორებია, მშვიდად მოისროლა სიგარეტის ნამწვი და მანქანიდან გადმოსული დაელოდა, როდის მიუახლოვდებოდა ერგემლიძე, რომელმაც გზის გადაჭრა გადაწყვიტა მეორე მხარეს გადასასვლელად. მაგრამ გადაიფიქრა, ბრაზმა თავისი გააკეთა ნაბიჯს აუჩქარა და ლამის სირბილით მიეჭრა მომღიმარ მამაკაცს, მთელი ძალით მოუქნია ხელი და როდესაც მისი გაშლილი ხუთი თითი დათუნაშვილის მარცხენა ლოყაზე დაეშვა, ერთიანად იფეთქა.
- შე ნაგავო, ვერ გიტან. მსოფლიოში ყველაზე უნამუსო ადამიანი ხარ. ჯანდაბა, წყეულიც იყოს ის დღე, შენ რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. - კივილს არ წყვეტდა და ბოლოს ორივე ხელი თმაზე იტაცა და წელში მოხრილმა იკივლა
- ვერ გიტან!    ნიკას გაეცინა წელში მოხრილს ძლიერად მიხვია წელზე ხელი და მთელი ძალით მიიხუტა სხეულზე. მეორე ხელით თმა გადაუწია სახიდან და ცრემლიან თვალებში ჩახედა. - ვერ გიტან! - მარილიანი წყლის წვეთები ყვრიმალებს უსერავდნენ ქალს და გაწითლებული ცხვირი სასაცილოზე მეტად საყვარელი იყო. ტუჩები დაებრიცა და ნიკაპი უთრთოდა.
- მეც ესეთი შეგრძნება მაქვს შენ რომ უყლ*ევებ - ქალის სახე ხელისგულებში მოიმწყვდია და შუბლით შუბლზე დაეყრდნო. - მეც ესეთი სურვილი მაქვს მოგკლა, პატარავ. შენ კი ყოველ დღე, წუთს თუ წამს ცდილობ ჭკუიდან საბოლოოდ გადამუყვანო და გამაგიჟო.
- არ ხარ ჯანმრთელი. - ტუჩები ხელმეორედ დაბრიცა ქალმა. - სამაგიეროდ, სიგიჟემდე მიყვარხარ. მჭიდროდ შემოხვია მკლავები და იმდენად ძლიერად ჩაიხუტა, ძვლები ასტკივდა ერგემლიძეს.

***********
ღებინების შეგრძნებამ გააღვიძა და საწოლიდან ფეთიანივით წამოხტა,ფეხშიშველმა გაირბინა საპირფარეშომდე მისასვლელი მანძილი და უნიტაზში თავით გადაკიდებულმა, ამოუშვა მუცელში არეული ის საჭმელი ამ ბოლო დროს ვერაფრით რომ ვერ ირგებდა.თვალებიდან წამოსული ცრემლები,ხელის ზურგით გაიწმინდა და ღონე მიხდილი უნიტაზის გვერდით ჩაჯდა ბეტონის იატაკზე,რომლის სიცივეც საშინლად სიამოვმებდა.
-კარგად ხარ?-ზურგს უკნიდან დასმულმა კითხვამ,კიდევ ერთხელ უბიძგა და ისევ გადაეყუდა უნიტაზში.-შენ გეკითხები,რა ჯანდაბა გჭირს?!-მასთან დაიხარა მამაკაცი და თმაში ჩასტაცა ხელი,მეორე ხელის გული შუბლზე ამოსდო და რამდენიმე წამის განმავლობაში ეჭირა, სანამ სრულიად არ ამოიღებდა ყველაფერს ქალი.
-არ ვიცი...-ამოიტირა ღინე წართმეულმა და აკანკალებული თითები სახეზე აიფარა.
-ალბათ მოიწამლე.-დიაგნოზი დაუსვა მამაკაცმა და ყურადღება არ მიუქცევია იქვე მჯდარი ქალისთვის ისე გაიჯგიმა უნიტაზთან და შარდის ბუშტის დაცლა დაიწყო.შარდის ჩხრიალის ხმა და ნაბახუსევის საშინლად მყრალი სუნი, რომელიც უარესად ხდიდა ქალს...გაჭირვებით წამოდგა იატაკიდან და უკან,სა წოლისკენ გალასლასდა.ოფლის უნად აქოთებულ ქვეშაგებზე დაეგდო ღონე მიხდილი და შეეცადა დაეძინა,მაგრამ ამაოდ.ძილი და მოსვენება უკვე დისი ხანია დაკარგული ჰქონდა,წასვლით ვერსად მიდიოდა.პროტესტს, ძლიერი მუშტი და უშვერი გინება მოჰყვებოდა,საკუთარ თავთან დასმული ბოლო განაჩენი"ღირსი ხარ გვანცა" და გამორეცხული მზერა რომელსაც ჭერს არ აშორებდა როდესაც ზურგზე გადმობრუნებულს,საშინლად სტკიოდა გვერდები,გულ მუცელი ემღვრეოდა და თავი უსკდებოდა ფიქრით, როგორ დაეღწია თავი ამ სიტუაციიდან?დღე,დღეს მისდევდა და სასიკეთოდ არაფერი იცვლებოდა.საპირფარეშოდან ტელეფონის ზარის ხმა მისწვდა მის სმენას და სულ მალე მამაკაცმაც შეიგინა.სმენა დაძაბა და შეეცადა სიტყვები გაერკვია.
-რა ხდება ბესო?!სად ჯანდაბიდან გაიგეს ძაღლები ჰყავთ მაგ განყოფილებაში თუ დინოზავრები ამ ტალახში ასე გულმოდგინედ რომ იკვლევენ გზას?! შენ რატომ ნერვიულობ მამა?!ფეხებზე მკი*დია...ფული არ მაქვს,ეს ძუკნ*აც არაფერში მჭირდება...ვერ მომაგნებენ.ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მაგ სირ*ებს...ამის გამო მირეკავ ამ დროს?!-ბრდღვინავდა კაცი.შემდეგ საუბარს მორჩა და კიდევ ერთხელ შეიკურთხა,ბრახუნის ხმაც მისწვდა გვანცას სმენას და მძიმე ნაბიჯების,რომელიც საწოლს უახლოვდებოდა.თვალები ძლიერად დახუჭა და შეეცადა თავი მოემძინარებინა.კაცი,მის თავთან დაჯდა.ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა როგორ ბურღავდა მზერით..ბოლოს ამოიოხრა და სავარაუდოდ ორივე ხელი გაწეპილ თმაზე გადაისვა.იმ ღამეს საწოლში აღარ დაწოლილა სერგი სვანიძე.ფიქრობდა საიდან ეშოვა ფული რონელიც არ ჰქონდა,კიდევ უამრავ რამეს ფიქრობდა წამლისგან და სასმლისგან ჩაობებული ტვინით, რომელსაც ფუნქცია მოშლოდა და ერთადერთი რაც უტრიალებდა ჯერ ისევ ცოცხალ უჯრედებში ეს იყო წამალი,რომელსაც ვენებში შეიშვებდა და დროებით,ახალ ლომკამდე მოსწყდებოდა რეალიბას.
********

კედელთან მიგორებულ, გორგოლაჭებიან სავარძელში იჯდა და მოზრდილ ჭიქაში ჩამოსხმული ყავის გაგრილებას ელიდებოდა.ოთახი საშუალო ზომის იყო,რამდენიმე სამუშაო მაგიდით აღჭურვილი,რომელსაც ლაღიძის გუნდის წევრები შემოსხდომოდნენ,არა ორი იჯდა, ორიც ერთ-ერთის თავთან დახრილიყო და კომპიუტერის ეკრანს მისჩერებოდნენ მხიარული სახით,სადაც როგორც ყოველთვის,ახლაც უსაქმურობისგან გაბეზრებულებს კურიოზული ვიდეოები ჩაერთოთ და თავს ირთობდნენ.
-მეტი საქმე არ გაქვთ ჰოო?!-გაღებულ კარში ჯერ წარბ შეკრული ლაღიძის თავი გამოჩნდა,შემდეგ კი მთლიანი ტანით შემოვიდა.
-კაი შეჩ*ემა რა გჭირს?-გაიკრიჭა ერთ-ერთი და ზუსტად იმ დროს მიძინებული მონიტორისკენ გაიხედა,რომელიც განათდა.თვალები დააწვრილა,ეკრანს დააკვირდა და ადგილს მოწყვეტილი ორ ნაბიჯში გაჩნდა საკუთარ მაგიდასთან
-რეკავს!...რეკავს,ამის დედაც...-სკამი გამოსწია და ზედ თითქმის დაეხეთქა,თითების სხარტი მოძრაობით რაღაც აკრიფა კლავიატურაზე და ზემოდან დაჩერებულ ხუთეულს ახედა.
-ხმა ჩართე!-წამოიყვირა ლაღიძემ და აღარ დალოდებია თავად აუწია.ზუსტად ოთხი წუთი გრძელდებოდა ბესო ქუთათელიძის და სერგი სვანიძის საუბარი.მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ადგილ მდებარეობის დასადგენად.
-კასპის რაიონი...ჯანდაბა. კავთისხევი.-წელში გასწორდა გიორგი და რატომღაც დათინაშვილს გადეხადა, რომელიც ზედმეტად მშვიდად სვამდა კუთვნილ ყავას.-ბიჭები გააფრთხილეთ,ათ წითში გავდივართ.-კარისკენ დაიძრა ლაღიძე,გამოაღო და ზღურბლზე შემდგარმა უკან,ბიჭებს გამოხედა.-ლევან, დარეკე კასპის რაიონულ პოლიციაში,ჩვენს ჩასვლამდე თადარიგი დაიჭირონ...გადაეცი: მძევალი ჰყავს და შესაძლოა შეიარაღებულიც იყოს...ღიმილით და ტაშ-ფანდურით არ დაგვხვდება ეგ ნაბიჭ*ვარი.ცოცხალი მჭირდება...
კარი გაიჯახუნა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა უფროსის კაბინეტისკენ.

*********
ახალი შებინდებული იყო,უსიამოვნოდ ჟინჟღლავდა და ჰორიზონტზე სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო.ქვა ღორღიან გზაზე დიდი სიჩქარით მიიწევდა შავი ჯიპი,აღმართი აიარა და ერთ ერთი ეზოს წინ შეჩერდა, რომლის წინაც პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟს გზა გადაეკეტათ.ეზოს წინ ჯგუფ,ჯგუფად შეკრებილიყვნენ პოლიციელები.აქვე იდგა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც და ნიღბიანი სპეც რაზმელები კი მოსახერხებელ ადგილზე ნაწილდებოდნენ,ვინიცობაა სახლის შტურმით აღება გამხდარიყო საჭირო.
-რა ხდება?-მანქანის ნორმალურად გაჩერება არ აცადა ლაღიძემ ისე გადახტა და კასპის პოლიციის წარმომადგენელს დაუწყო ძებნა,რომელიც მათი გამოჩენისთანავე გამოეყო თავის ბიჭებს და დაწინაურებელი შუა გზაში შეეგება გამომძიებელს.
-არსენ თუშიშვილი.-მარჯვენა ხელი გაუწოდა ლაღიძეს და ძლიერად ჩამოართვა.
-იქნებ გამარკვიოთ სიტუაციაში?
-რა თქმა უნდა,სახლი ალყაშია-კეფა მოიქექა თუშიშვილმა.-სახლში არის ისიც და მისი მძევალიც, გვსურს რომ წინააღმდეგობის გარეშე ჩაგვბარდეს.
-თქვენ გსურთ, მაგრამ თავად ის ნაბი*ჭვარი რას ფიქრობს?!-საუბარში ჩაერთო ლაღიძის გვერდით ამომდგარი დათუნაშვილი-შეეცადეთ მოლაპარაკებას?!
-თქვენ გელოდებოდით.-დაიბნა თუშიშვილი და თვალები დამნაშავესავით გააცეცა აქეთ-იქით.
-ამის დედაც...-კბილებში გამოსცრა ნიკამ და ლაღიძეს გადახედა.შემდეგ კი ერთ -ერთი პოლიციელისკენ დაიძრა,მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული მეგაფონი გამოართვა და ეზოს კარს მიუახლოვდა.
-სერგი,მე გამომძიებელი ნიკოლოზ დათუბაშვილი ვარ.სახლი ალყაშია, ასე რომ დროა დაყარო იარაღი..თუ გაქვს რათქმა უნდა და შენი ნებით ჩაგვბარდე.
დრო ისე გაიწელა,იფიქრებდით ხუთი წუთი კი არა უკვე საუკუნე გავიდაო. სახლიდან ჩამი ჩუმი არ ისმოდა.სეირის მოყვარული მეზობლების რაოდენობა კი ნელ-ნელა მატულობდა.შემდეგ თითქოს რაღაც დაბრახუნდა და ქალის კივილმა გამოაღწია ფარდა დაშვებული ფანჯრების მიღმიდან.
-იქნებ დროა,სახლი შტურმით ავიღოთ?-ლაღიძეს მიუბრუნდა თუშიშვილი,რომელიც კართან მდგარ დათუნაშბილს არ აცილებდა თვალს.
-მძევლად 15 წლის გოგო ჰყავს,რომელიც კაცმა არ იცის რა მდგომარეობაში დაგვხვდება.მისი სიცოცხლით ვერ გავრისკავთ...
-აქ,დილამდე დარჩენას აპირებთ?
-დაველოდოთ მის პასუხს.-მტკიცედ თქვა ლაღიძემ და ნიკასკენ გაემართა.-ცოტა ხანში შევდივართ,შენ ან მანქანაში რჩები ან ჩემს უკან მოდიხარ.
-სოსკა და საფენებიც წამომიღეე?-კბილებში გამოსცრა ნიკამ და მეგობარს თვალი-თვალში გაუყარა.
-ამჯერად შენს სიცოცხლესა და ყოველ ჩადენილ საქციელზე მე ვარ პასუხის მგებელი...ნამდვილად არ მინდა უიარაღოს ვინმე გამოსირებულმა დაგაჭედოს ტყვია.-სახე დაეძაბა ლაღიძეს.
-ერთი წყალწაღებული ნარკომანია...-ხელში შერჩენილი მეგაფონი,მკერდზე მიაკრა ნიკამ-ისიც კი არ ვიცით საერთოდ აქვს თუ არა იარაღი.
-მაგ ნაბიჭ*ვრის ანგარიშზე ორი ქალის მკვლელობაა...-ხმას აუწია ლაღიძემ.
-ჰოდა რაღას უცდიით?-არც დათუნაშვილი დარჩენილა ვალში-შევიდეთ და მაგ ახვარს ტყვია დავაჭედოთ თვალებს შორის.
-ნიკაა...
კაცმა არ იცის რამდენ ხანს გაგრძეელდებიდა მათი კამათი სახლის კარი რომ არ გაღებულიყო და ქალის სუსტ სხეულზე,რომელსაც ორი ზომით დიდი შარვალი ეცვა და თმა გაწეწილი ჰქონდა.შემოხვეული მამაკაცი გამოჩნდა.ქალისთვის შუბლზე იარაღი ჰქონდა მიდებული და თვალებს დამფრთხალი ცხოველივით აცეცებდა.ქალს,ფერი უარესად დაჰკარგვოდა და იმდენად გამხდარი იყო ტანზე მორგებული გაზეთილი ძონძები გულის შემაწუხებლად ეკიდა.
-უკან დაიხიეთ!-იარაღ მომარჯვებული პოლიციელებისკენ შეტრიალდა დამფრთხალი ლაღიძე და ორი ხელის აწევით შეეცადა,სუნზე დაგეშილი ძაღლებივით წამოშლილი სპეც რაზმელების დაშოშმინებას.-ცოცხალი გვჭირდება...მძევალი ჰყავს.
-სერგი...-მამაკაცისკენ დაიძრა ნიკა.
-ნიკა,რა ჯანდაბას აკეთებ?- ახლა ორი ნაბიჯით დაშორებული დათუნაშვილისკენ შეტრიალდა გიორგი და ორად გაყოფილს რა გაეკეთებინა აღარ იცოდა.
-არ მომიახლოვდეთ...-ამოიხრიალა აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სწოპამ და ქალს იმდენად ძლიერად მოუჭირა კისერზე ხელი, გაფითრებული გვანცა, უარესად დაფრთხა და თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოსცვივდა,ჰაერის ჩასასუნთქად ნაპირზე ამოგდებული თევზივით დააფჩინა პირი.
-მშვიდად..მშვიდად...-ხელები გაშალა ნიკამ, მაგრამ სვლას მაინც განაგრძობდა -სისულელე არ ჩაიდინო სერგი.გოგონა გაუშვი და ჩვენ,მე და შენ შევთანხმდებით..გვითხარი,რას ითხოვ?გოგო,უბრალიდ გაუშვი..
-ვერ გამაცურებთ...-ჩაეცინა მამაკაცს.-როგორც კი ამ ბოზ*ანდარას გავუშვებ ეგრევე მესვრით..
-გპირდები...არავინ,არაფერს დაგიშავებს...უბრალოდ,ქალი გაუშვი.-იარაღს დამცავი გადახსნა სერგიმ,ნიკამ კი ხელები ისევ ასწია.-უიარაღოდ ვარ...არაფერი მაქვს.შენს მოკვლას არავინ აპირებს სერგი...გოგო გამოუშვი და...
-წადი შენიც...-იღრიალა სვანიძემ.--ისე ცნობისთვის ეს ძუ*კნა თავად ამეკიდა და გამომყვა, მე ძალა არ დამიტანებია...მოსწონდა ჩემი ფალ*ოსი...რა,ასე არ არის ძვირფასოო?!-თმაში სტაცა ხელი და თავი ააწევინა გვანცას, რომელსაც სისუსტისგან და დაძაბულობისგან მუხლები საშინლად უკანკალებდა და ისევ სვანიძის ხელი რომ არა სახით გაერთხმებოდა მიწაზე.-მოყევი..მიდი, მოყევი როგორ გამირიგდი მამაშენის გასამწარებლად..ფული ბევრი მაქვსო,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ, კაპიკიც არ გაქვს.მე კი კისერში მაქ უკვე შენთან სექსი...მე, თავისუფლება მინდა...არ მინდა ამ ძუკნ*ის გამო ციხეში მოვხვდე.
-სერგი...გოგო გამოუშვი.-აღრიალებულ სვანიძეს დადარაჯებული მონადირესავით თვალს არ აშორებდა ნიკა და ცდილობდა მისი ყველა ქმედება გამოეცნო.სვანიძე,აფექტურ მდგომარეობაში იყო და დატენილ იარაღს ისე ხმალივით იქნევდა აქეთ-იქით სად და როდის გაისვრიდა კაცმა არ იცოდა.ამასობაში უკვე კარგად ჩამობნელებულიყო და წესიერად გარჩვევა შეუძლებელი იყო ვინ სად იდგა,ან ვინ რას აკეთებდა.სახლის კართან მდგარი სვანიძეც არ აპირებდა დანებებას და უარესად ბრდღვინავდა. სადღაც ძაღლმა დაიყმუვლა გაბმულად,ერთ-ერთი პოლიციის მანქანის ფარებმა ეზო გაანათა და შემდეგ უკვე აღარავის დაუნახია რა მოხდა,ყველაფერი ერთმანეთში აირია.ერთადერთი რაც გაიგეს და რამაც მთელი თუ არა ნახევარი სოფელი გააყრუა დათუნაშვილის ღრიალი იყო:
-შენი დედა მოვტ*ყანა!
რასაც ლაღიძის შეშლილი ხმა შეუერთდა,კაცმა რომ არ იცის ვის ყუვიროდა.
-რას აკეთებ?!არ ისროლო!!!
წამით ჩამქრალი ფარები, პროჟექტორმა ჩაანაცვლა და ეზო ხელისგულივით გაანათა. რომლის შუაგულში გვანცა ჩერქეზიშვილი, პირდაპირ მუხლებით იდგა ტალახში და ხელები სისხლით ჰქონდა მოსვრილი.მის გვერდით კი შუბლ გახვრეტილი,უსულოდ ეგდო სერგი სვანიძე.მარჯვენა ხელში შერჩენილი იარაღით და ღიად დარჩენილი თვალებით, რომელშიც ამღვრეულ,გადაგლესილ გუგებში სიცოცხლის ნიშან წყალი აღარ ეტყობოდა და სუცოცხლე ასე უცაბედად ჩამქრალიყო.
-თქვენ სულ გამოსირდით?! -ღრიალებდა ლაღიძე სპეც რაზმელების მისამართით.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას,გვანცა ჩერქეზიშვილი გადაჰყავდათ მანქანაში.ნიკა კი სვანიძის უსულო სხეულთან დახრილიყო და უემოციოს სახით დაჰყურებდა გვამს, თითებიდან იარაღი გამოაცალა და სხარტი მოძრაობით გადაკეტა დამცველი,ღილაკ ფიქსატორი გადასწია და ხელის გულზე დადებულ მჭიდს შუბლ შეკრული დააკვირდა.არც ერთი ვაზნა არ იდო მჭიდში.
-შენი დედაც...-ამოიღმუვლა ნირ წამხდარმა და ფეხზე წამოდგა.-იარაღში ტყვიები არ ჰქონდა.-ლაღიძეს მიაჩეჩა დაშლილი იარაღი და კარისკენ, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
-გვამს მიხედეთ და მორგში გადაასვენეთ.იმ ყლ*ემ კი მოხსენეააბითი ბარათი ჩამაბაროს..სიტყვა სიტყვით მინდა ამიღწეროს რა დედისტყვნამ აიძულა გასროლა,მაშინ როდესაც ამ ნაბიჭ*ვარს იარაღში არც ერთი ვაზნა არ ედო.
-ბატონო გიორგი...
-სიტყვა სიტყვით..-გამოსცრა ლაღიძემ და უკვე მანქანაში მოთავსებული დათუნაშვილის გვერდით დაიკავა ადგილი, რომელიც სიგარეტს უკიდებდა ბრაზისგან აკანკალებული თითებ ით.
-რა მოხდა?
-რა ჯანდაბისთვის იყო საჭირო ჩემი ამ საქმეში ჩარევა, როდესაც თქვენც შესანიშნავად მოაგვარეთ ყველაფერი? ერთი ტყვია და საქმე გადაჭრილია...
-ესე გამოვიდა.-ამოიოხრა გიორგიმ და სიგარეტს მოუკიდა.
-იმ სირმა,თავისი უკონტროლო საქციელის გამო ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლა...იქნებ დროა მითხრა რა თამაშს თამაშობთ შენ და შენი ნაბიჭ*ვარი უფროსი?!-ყბის ძვლები დაეძაბა ნიკას და მეგობარს თვალი-თვალში გაუყარა.
-რა თამაშს ნიკო...
-იმ სირმა გირჩია ჩემი ამ საქმეში ჩართვა ხოო?! წამით მაინც რატომ არ დაფირებულხარ რა ჯანდაბისთვის ვუნდივარ...-ხმას აუწია ნიკამ და კისრის ძარღვებიც დაებერა და კანზე გამოაჯდა.
-არ გინდა საქმეს დაუბრუნდეე?! -არ ჩამირჩა ღრიალში ლაღიძეც.-რამდენ ხანს აპირებდი იქ ჯდომას?
-რომელ საქმეს?! რა ჩემი ყლი*სთვის ვარ აქ და ვაბშე რა ჯანდაბას ვაკეთებ?! რომელ საქმეს? ამის დედაც...კუდში დაგსდევ მეძებარი ძაღლივით და კაცმა არ იცის რა დედისტყვნას ფიქრობს ეგ ნაბი*ჭვარი,რომელ საქმეს? ჯანდაბა...-გაცოფებულმა ხელი მთელი ძალით დაარტყა საჭეზე-დამწყებ სირებთან მიწევს კუდში დევნა და იმის თავიც კი არ აქვთ, როცა დამნაშავის აყვანის ოპერაცია ტარდება ნერვები აკონტროლონ..რომელ საქმეს?! საქმე გაკეთებული იყო...სვანიძე ხელში მყავდა...რამდენიმე წუთი...რამდენიმე წუთი და დააგდებდა იმ წყეულ იარაღს,შენ მასწავლი დამნაშავის ფსიქოლოგიას?! რომელიც შენც უკეთ იცი...რა საქმეს გიორგი?!რას ვერ გახსნიდი ჩემს გარეშე?დამნაშავე,სადაც არ უნდა წაენძრას ადრე თუ გვიან მაინც უბრუნდება სახლს...ცოტა აქტოურიბა და საქმეც გახსნილი იქნებოდა.
-უმადური ნაბიჭვ*არივით იქცევი-სახე მოექუფრა ლაღიძეს.
-იქნებ ვარ?!იქნებ ვარ უმადურიი?! არ შემიძლია ვიღაც ს დაკრულზე ვირბინო..არ შემიძლია, ვიდგე და სეირს ვუყურო.არ შემიძლია, ბატონო გიორგი, მაშინ როდესაც ჩემი მეგობარი საქმეს აკეთებს მე ვიდგე და ყავა ვსვა...არ შემიძლია, იმ ჰალსტუხიან პიდარასტს აღსარება ვაბარო კვირაში ორჯერ, რომელიც რა ჯანდაბას ეძებს ჩემს ტვინში თვითონაც არ იცის.-სახეზე აიფარა ორივე ხელი ნიკამ და რამდენიმე წამით ასე იყო,შემდეგ კი მოიშორა ხელები და მეგობარს გადახედა-რაზე გაურგიდი ჭყონიას?
-ნიკო...
-რაზე გაურიგდი ჭყონიაას?!-გაიმეორა ნიკამ და თვალები დააწვრილა.
-შენს ჟეტონზე.-ამოიოხრა ლაღიძემ.-შენ თუ დაგაბრუნებდი შემპირდა,რომ ჟეტონს დაგიბრუნებდა.
-სხვას გამოყევი ქალაქამდე.-თვალი აარიდა ლაღიძეს და საჭეს ძლიერად ჩააფრინდა დათუნაშვილი.
-ნიკო...
-ახლა არა,ძმობას გაფიცებ...უბრალოდ,სხვას გამოყევი გიორგი.
-შენ სად მიდიხარ?-კარის სახელურს ჩაავლო ხელი ლაღიძემ, მაგრამ გადასვლამდე წამით შეყოყმანდა.
-არსად,ხვალ შევხვდებით სამსახურში...-კარის მიხურვაც არ აცადა ისე დაძრა მანქანა ადგილიდან და ქვა ღორღიან გზაზე ბოლომდე აკრეფილი სიჩქარით დაეშვა.
********
ღამის თორმეტ საათს უკვე დიდი ხნის გადაცილებული იყო, მაგრამ ბარის დახლთან მჯდარი დათუნაშვილი სახლში წასვლას ჯერ არ ჩქარობდა.უკვე მერამდენე ვისკის სვამდა უსიტყვოდ და დახლის ზედაპირზე იდაყვებით დაყრდნობილი,რატომღაც თვალს არ აშორებდა დადუმებულ ტელეფონს.არავის ზარს არ ელოდა,არც სახლიდან მოიკითხავდა ვინმე და უსაყვედურებდა დაგვიანებითვსი.არც მეგობრები დაურეკავდნენ და დაპატიჟებოდენ სადმე დასალევად,არც ცოლი იკითხავდა ეჭვნარევი ხმით მის ადგილ სამყოფელს და საკუთარ მდგომარეობაზე ეცნებოდა.მაგრამ მხოლოდ გულში,არად როგორ უნდოდა პირი მოეღო და ბოლო ხმაე ეხარხარა...არავისზე არ ბრაზობდა,არც ლაღიძეზე იყო ნაწყენი...არც მოქმედ უფროსზე განრისხებული და არც ყოფილ ცოლზე გულ დაწყვეტილი.თითქოს ორგანიზმში თითის ერთი მიჭერით გათიშა ის ღილა,რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ იმპულსებს აგზავნიდა ტვინამდე.აი,ესე უბრალოდ ადგა და დაასტოპა..ახლა კი იჯდა სრულიად გონება გათიშული და იმაზეც კი არ ფიქრობდა როგორ,ან რა გზით მოახერხა გონების გათიშვა.
-გაიმეორე.-მუცელ განიერი ჭიქა ბარმენის მიმართულებით გაასრიალა და ნახევარი ტანით შეტრიალდ დარბაზის მიმართულებით.არაფერი ახალი და განსხვავებული,არაფერი საინტერესო და საყურადღებო.მთვრალი "ნაროდი", დაქანცული მიმტანები,მობეზრებული ბარმენი და ხმაურიანი ფუტკრებივით აბზუებული კლიენტები.ისევ რახა-რუხა ცოცხალი მუსიკა.ისევ ის ბას გიტარისტი,თხასავით წვერით და გრძელი ნაწნავით.ისევ ყველაზე ბანძი გემოვნებით შერჩეული ინტერიერი და რატომღაც ყვითელი განათება, ყველას ბოტკინიანს რომ აჩენდა სახეზე.მის წინ დადგმული ვისკით სავსე ჭიქა და ისევ დადუმებული ტელეფონი.
ერთ ყლუპად ჩაიყვანა სავსე ჭიქა ნახევრამდე და დახლისკენ მომავალ ქალს მზერა გაუსწორა.თავით ფეხამდე შეათვალიერა შემთვრალი მზერით და დახლის ზედაპირზე დაყრდნობილ იდაყვზე, ლოყით დაეყრდნო.ქალმა მის მზერას თავისი შეანათა.ჭაობისფერი თვალები, ნიკას რატომღაც ყვითელი რომ მოეჩვენა,ესეც განათების ბრალი იყო ალბათ.კოხტად ამოქნილი წარბები და მსხვილი ტუჩები...
-მერვე მაგიდას ორი ჯეკი.-ლანგარი დახლის ზედაპირზე დადო გოგონამ და ბარმენს მიმართა,შემდეგ კი თავადაც ჩამოეყრდნო შეკვეთის მოლოდინში დახლს და დათუნასვილს თვალი-თვალში გუყარა.
-ნენე..-ჩაეცინა ნიკას და ტუჩები ენის წვარით გაისველა.
-მთვრალი ხარ?-გაეცინა ქალს და უკეთ დააკვირად დათუნაშვილს.
-სახლში წამიყვან?!-თვალები დააწვრილა ნიკამ და ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა.
-მერე?-გაეცინა ქალსაც და მარგალიტებივით ჩამწკრივებული კბილები გამოაჩინა.
-საშინლად მექალთანე ვარ..-ქვედა ტუჩი,კბილებს შორის მოიქცია ნიკამ.-ცოლმაც ამის გამო დამადო.
-საინტერესოა...-მისკენ დაიხარა ქალი და სახე ახლოს მიუტანა.-ჯანდაბა,რა მთვრალი ხარ ნიკუშა.
-ჰო, არაა?! არაფრის ტრ*აკი არ მექნება ბოზ*ის შვილი ვიყო.-სიცილით გაშალა ხელები მამაკაცმა და თავისკენ დახრილ ქალს ნიკაპში ჩაავლო თითები.-მწვანე თვალები, გაქვს მშვენიეროო?!
-არ მოგწონს?-თვალები მოჭუტა ქალმა.
-ცისფერი თვალები მიყვარს...-ნიკაპზე ოდნავ მოუჭირა თითები და შემდეგ მოშორდა.
-სამწუხაროა...-გაეცინა ქალს და გამზადებული შეკვეთა დახლიდან აიღო.
-დაიკიდე.-ხელის ჩაქნევით დაამშვიდა ნიკამ და ბოლომდე ჩაცალა ვისკი.სკამიდან წამოდგა და ჯიბიდან ამოღებული საფულიდან მსხვილი კუპიურა ამოაცურა,ბარმენს გაუწოდა და ოდნავ ფეხ არეული გაემართა გასასვლელისკენ.სითბოდან გამოსულს,დადარაჯებულივით შეეფეთა ცივი ჰაერი და გახურებულ შუბლზე სიცივის შეხება ესიამოვნა.სკუთარი მანქანისკენ გაემართა და საჭესთან მოთავსებულმა,სანამ გასაღებს გადაატრიალებდა, მილიონჯერ აკრეფილი და გონებაში კარგად ჩამახსოვრებული ნომერი აკრიფა ტელეფონზე.აპარატი,მხარსა და ლოყას შორის მოიქცია და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.რამდენიმე ზუმერის შემდეგ გაისმა ნანატრი, ნამძინარევი ხმა.
-მსოფლიოში ყველა ფერზე მეტად ცისფერი რომ მიყვარს იციი?!-ცენტრალურ გზაზე გაიყვანა მანქანა და სიჩქარეს მოუმატა.
-რატომ? გეი გახდი?!-გაეცინა ქალს.-ამ შუაღამეს ამის გამო მაღვიძეებ ნიკოლოზ?!
-ამ შუაღამეს,იმის გამო გაღვიძებ ერგემლიძე,რომ მაგარი არასწორი ხარ...-ხმას აუწია ნიკამ
-ნიკაა...
-მიყვარხარ.
-ვიცი...
-მე ამოვიდე და ბებიაშენი ფანჯრიდან გადმოვაგდო თუ, შენ ჩამოხვალ და უბრალოდ ჩამეხუტები?-სიცილი აუტყდა დათუნაშვილს.
-მთვრალი ხარ?
-ცოტა...
-სახლში წადი ნიკოლოზ.
-იქ,სადაც შენ არ ხარ?
-იქ,სადაც მხოლოდ შენ ხარ ხოლმე...ძილი ნებისა.-გათიშვას აპირებდა ქალი,თითქოს რაღაც რომ გაახსენდა და ხმას აუწია.-მთვრალი ხარ შე იდიოტო და საჭესთან ზიხარ?!
-ძილინებისა პატარავ.
-ნიკა,მოგკლავ!-ხმა გაებზრა ქალს.-სად ხარ? მითხარი და მოვალ...ნიკა!!
-მართლა მოხვალ?-ხმას დაუწია ნიკამ და შეთქმულივით ჩაეკითხა.
-სად ხარ ნიკოლოზ?
-შენს სადრბაზოსთან პატარავ...
-ვერ გიტან..ჯანდაბა,როგორ ვერ გიტან.-ამოიტირა ერგემლიძემ და სწრაფად გათიშა ტელეფონი.საწოლიდა წამომხტარმა, პირველი რაც გააკეტა ფანჯრიდან გადაიხედა და ეზოში ნაცნობი მანქანის დანახვაზე გული ლამის საგულედან ამოუხტა.პიჟამაზე სწრაფად შემოიცვა გრძელი დუტის ქურთუკი და ოთახის ჩუსტებში შეყო წინდებიანი ფეხები.უხმაუროდ გამოაღო საძინებლის კარი და ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ,ფეხ აკრეფით გაემართა გასსვლელი კარისკენ.საკეტი გადაატრიალა და სადარბაზოში გამსხლტალი სირბილით დაეშვა კიბეებზე.



ესეიგი დავიწყოო?! კარქიი...(ჩემს სახლში არის "ბალნიცა" :დ ჩემს პატარას ვირუსი აქვს მეხუთე დღეა და მაღალი სიცხით და სპაზმური ხველით მთელ ღამეებს ვუთენებ. მეორე ავადმყოფი,კვირას ჩემი დედამთილი ჩამოვაფრინეთ იტალიიდან ინსულტი აქვს და მე მიწევს მისი მოვლაც...მანამ,სანა მშევძლებთ და მომვლელს ავუყვანთ. მდგომარეობა საშინლად დამღლელია და ყოველი დღის ბოლოს ჩემი სახელი და გვარი თუ მახსოვდეს დედას გეფიცებით.
ამას იმიტომ გიყვებით,რომ ძალიან მცხვენია ასე რომ ვაგვიანებ.ორივე ისტორიას ვაგრძელებ და ორივეს შესაძლოა ორი სამი დღის დაგვიანებით ავტვირთოხოლმე.იმედი მაქვს გამიგებთ და დიდი იმედი მაქვს მაპატიებთ...რა თქმა უნდა ეს დროებითია.მალე ყველაფერი გამოსწორდება და აღარ მოგიწევთ დაგვიანებაზე მეწუწუნოთ...გპირდებით) იმედი მაქვს მოგეწონებათ,იმედი მა ვს ღირდა ლოდინად და ძალიან დიდი იმედი მაქვს ადეკვატურად და გაგებით შეხვდებით ჩემს თხოვნას.
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ჩემს გვერდით რომ ხართ და მომყვებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი აბლაბუდა

ვაი არ ველოდი დღეს ამ ისტორიას, და როგორ გამიხარდა. მიყვარს ეს შეურაცხადი და გიჟი ადამიანი ლიზასთნ ერთად, ნამდვილად ღირდა ლოდინად ეს თავი

 


№2  offline წევრი Rania

Ras ambob fefo zalian cudia. Gmertma gamoajanmrtelos maleve orivee. Tqven iyavit kargad. Da romelnistoriazea saubari. Axlac rom ar dagedo mere raaa. Ufali gfaravdes. Saocrad pasuxismgeblobit savse xarr. Tqmaarunda saocari tavi iyooo. Ubralod arijavro. Moqgvare priblemebi da chven dagelodebittt. Ufali gfaravdett
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი დარინა

ეს იდიოტი თავკერძა და ყველაზე დიდი ეგოისტი ნიკოლოზი მომნატრებიაა, რა ვქნა რომ მე ლიზიკოზე და ნიკოლოზზე ვგიჟდები, აი იმ მომენტს ველოდები იმ იდიოტ ფხაკაძეს როდის გადაიმტვრევს ნიკოლოზიი, რა ქნას ლიზიკოსიც მესმის ვერ პატიობს წყენას, მაგრამ ბევრსაც ნუღა აწვალებს მეც კი მომილბო გული ნიკამ, ამათი ახსნილი სიყვარული მაინც სულ სხვააა, პირველი ნაწილისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი ემოციააა, ისეა ეს გამოძიება ჩახლართული ერთი სული მაქვს როდის იპოვის ნიკოლოზი კვანძს, შენ ხომ იცი შენზე როგორ ვგიჟდებიი, ვერ ვხვდები რა პრობლემაა დაგვიანებული თავები არ უნდა გიწევდეს ახსნები, ყველას გვაქვს პირადი პრობლემები, მერე რა როცა შეძლებ ახალი თავების დადებას ჩვენც მაშინ წავიკითხავთ მთავარია შენ მოაგვარო პრობლემები, ვგიჟდები შენზეე მიხარია რომ ჩვენთან ხარ, სულ თვალებიდან გულებს ვისვრი შენი ნიკის დანახვისას.

 


№4 სტუმარი Tamo

Gamojanmrtelebas vusurveb shens pataras da dedamtils cheno kargo. Saswauli gogo xar shen. Vgijdebi nikolozze da ra gavaketo? ????????????

 


№5  offline წევრი kasssi

საოცრება ხარ)კი გული მწყდება,რომ აგვიანებ,მაგრამ ისეთი მიზეზი გქონია წუწუნს არ დავიწყებ)გელოდები სულმოუთქმელად ))წარმატებები შენ

 


№6  offline წევრი kora

ღმერთო, საოცრებას მმართებს ეს ისტორია! უბრალოდ ვგიჟდები და ისეთი ემოციებით ვივსები, რომ ვერანაირი სიტყვით ვერ ვხსნი ჩემს დამოკიდებულებას ამ პერსონაჟებისადმი. პირველი ნადირობის პირველივე თავიდან მომაჯადოვე და თან იმდენად, რომ სულ მგონია ამაზე მეტად წარმოუდგენელია სხვა რომელიმემ ასევე გადამრიოს.
ნიკა და ლიზა უკონკურენტოა და გაიდეალებული მყავს, მიუხედავად იმისა რომ რაღაც მინუსი ორივეს აქვს, ისევე როგორც ჩვენ ყველას და ეს ჩვეული მოვლენაა:)

ეს თავი იყო ზღვა ემოცია! ჯერ დაწყებული პატარა დათუნაშვილი როგორი ოქრო ბავშვია:)) ლაშას ბიუჯეტს არ ინდობს :)) აბა რა დედა მამასთვის უნდა ამ პატარა მაჭანკალა ქალბატონს))
მამას კი ისე უყვარს დედა, რომ ცოტ-ცოტას ჭკუასაც ასწავლის. გაბრაზება მოუხდება ლიზიკოს, აბა რა გონია ამხელა გამომძიებელ კაცს რო საკუთრების დაცვის უფლებას უკრძალავს.
გიორგიზე რომ ვგიჟდები მაგას თქმაც არ უნდა, ისედაც აშკარაა.
გამოძიებას რაც შეეხება, მგონია რომ ჯერ კი არ დამთავრდა აწი იწყება ყველაფერი, რაღაც ვეჭვობ ასე მარტივად არცერთი საქმე არ დასრულებულა რასაც ეს ორი კიდებდა ხელს. სერგის მოშორება ვფიქრობ გამიზნული იყო, ან უბრალოდ ვაჭარბებ, ნუ არ ვიცი...
და ბოლოს, ჯერ იქიდან წამოსულ ნიკოს პირდაპირ ლიზასთან ველოდი. მერე ბარიო. მერე ის მიმტანიო. (სახელს შეგნებულად არ ვწერ, გამაღიზიანებს ეგეც კი.). აუ, რო ვაღიარო ის ნაწილი აჩქარებული გულით წავიკითხეო ცუდი გოგო ვიქნები ხომ?! შემეშინდა და ახლა სინდისი მაწუხებს(
"ცისფერი თვალები მიყვარს..." - ყველაფერი თქვა ამით.
"გათიშვას აპირებდა ქალი,თითქოს რაღაც რომ გაახსენდა და ხმას აუწია.-მთვრალი ხარ შე იდიოტო და საჭესთან ზიხარ?!
-ძილინებისა პატარავ.
-ნიკა,მოგკლავ!-ხმა გაებზრა ქალს.-სად ხარ? მითხარი და მოვალ...ნიკა!!
-მართლა მოხვალ?-ხმას დაუწია ნიკამ და შეთქმულივით ჩაეკითხა.
-სად ხარ ნიკოლოზ?" - ლიზას მზრუნველობამაც ყველაფერი თქვა. მშვიდად ვარ, ძლივს მოვიპოვე ის სიმშვიდე რაც თვეები მქონდა დაკარგული.
ფეფო, ყველაზე ოქრო გოგო ხარ. აი წარმოუდგენლად მიყვარხარ, ნიკას და ლიზას შექმნისთვის და ამ ემოციებისთვის მადლობაც კი მეცოტავება ❤️❤️❤️
--------------------
kira.G

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

შენ ყოფილხარ ქალი ენერგია რა მიზეზებიც ჩამოთვალე იმის მერე კიდე თავი თუ გაქვს რამე დაწერო. რა დაგვიანებაზე წუწუნი კი არა ყოჩაღ ფეფო

 


№8  offline წევრი LI_BE

ორივე ერთნაირი გიჟია smile smile

 


№9  offline წევრი manonreom

გვესმის ფეფო ,ველოდით ძალიან მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა შევა შენს მდგომარეობაში. ახალ თავს რაც შეეხება ,ძალიან კარგია ,ორივე გიჟია ,ერთმანეთზე შეყვარებული გიჟი.
--------------------
ი.მ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ოოო როგორ ველოდი ...
დილიდან ვცდილობ კომენტარის დაწერას და ვერ ვახერხებ...

შენ არ იცი როგორ მომეწონა...
ხო ცისფერი უყვარს ჩემს ნიკოლოზს...ზუსტად არ მახსოვს ლიზას ცისფერი თვალები აქვს თუ არა ,თუმცა დიალოგიდან სჩანს რომ ეგრეა....
აი ამ ემოციების გამო მიყვარს ეს წყვილი...
იმდენად დიდი ემოციები მოაქვთ ,რომ ვერც კი გადმოვცემ...
ვწერ გაუჩერებლად რა შთაბეჭდილება დამრჩა,თუმცა რას რომ ვიცოდე რა მიჭირს....

სრული სიგიჟეა დათუნაშვილი ერგემლიძეს გარეშე და ეს ორი ერთად კი კიდევ უფრო დიდი სიგიჟე...
სიგიჟე??კიდევ უფრო რბილი ნათქვამია..
აი ეს წყვილია ,ჩემთვის ამ ისტორიას რომ ყველაზე დიდ ელფერს სძენს...
განა ბევრი რამაა ასეთი ,მაგრამ ამათი მსგავსი ,სულ არაფერია..
ჰო ,თქვა ნიკამ მისი საკუთრებაა ლიზა და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ,აი საერთოდ ვერაფერი ,შეიძლება შენ შეცვალო ისტორიაში ,მაგრამ ჩემთვის ეს არასდროს შეიცვლება...
იქ სადაც ახსენებენ დათუნაშვილს ,მის გვერდით ყოველთვის ერგემლიძეს ვხედავ...
ვხედავ და ეს სიკვდილამდე მომწონს..
მომწონს კი არა მიყვარს...
ეს წყვილი მიყვარს ერთად...
ეს ისტორია მიყვარს...
აი "მიყვარს" ეგეც კი მსუბუქი ნათქვამია...
ვგიჟდები..
ვაფრენ ...
ამათი ერთად ხსენება და ამათი ერთობლივი მომენტების ხსენებისას გულებს ვისვრი თვალებიდან....
ვინ ფხაკაძე რა ფხაკაძე სადაც დათუნაშვილია იქ ლაშას რა უნდა..
და რის ნენე რა ნენე ,სადაც ერგემლიძეა იქ ნენე სახსენებელიც კი არ არის...
ხო ვიცი დათუნაშვილი და ერგემლიძე მესამეს გარეშე შეუძლებელია ,მაგრამ იქნებ იყოს ამ ერთხელ...
რა ვიცი... რა ვიცი....
ერთი ვიცი ,რომ ამ ისტორიას სიგიჟემდე მივყავარ....
ისტორიაა ,რომლის კითხვისას ათასგვარ ემოციას ვიღებ ,თუმცა სიტყვები არ მყოფნის,რომ აღვწერო...
აი იცი რა დამემართა სახელი ნენე რომ წავიკითხე??
აი გულმა ფეთქვა შეწყვიტაო ,რომ იტყვიან ისე ვიყავი...
ერთი ორი წუთი შევწყვიტე კითხვა და შემდეგ არც ისე დამშვიდებულმა გავაგრძელე...
მაგრამ შემდეგ იყო რაც იყო , ლამის მეცხრე ცაზე ავფრინდი...
ვკითხულობდი დათუნაშვილის ნენეს და დათუნაშვილის დიალოგს და მხოლოდ დათუნაშვილის სიტყვები მახარებდა ,მახარებდა თანაც როგორ...
შემდეგ იყო ზარი ლიზასთან და დიალოგი ,რომელმაც დღე გამიხალისა...
ლიზას ზრუნვა დათუნაშვილზე, ნიკოს სიხარული ლიზას თანხმობაზე და ჩემი უდიდესი სიხარული და სიყვარული ,რომელიც ჩემში ამ ისტორიისადმი სწორედ ამ წყვილმა შექმნა...
ამ ისტორიას ჩემთვის ესენი ქმნიან ,მაგრამ შენი რომაა იმას როგორ გამოვტოვებ...
შენი როა ეგეც ხომ ყველაზე დიდ ელფერს სძენს არა...
ავტორი,რომ არა რა იქნებოდა თითოეული ისტორია...
შენ ხარ ამ საოცრების თავი და თავი ....
ჯანდაბა ..ვგიჟდები ამ ისტორიაზე და მისი კითხვისას სერიოზულად ვაფრენ....
ამდენად დიდი ემოცია ჩემში რომელიმე ისტორიას?? არასდროს ,აი არასდროს რა...

ვგიჟდები შენზე...
დათუნაშვილზე ჩვეულებრივად შეყვარებული ვარ...
ლიზაზე ჭკუა მეკეტება ...
ამათ შვილზე თვალებიდან გულებს ვისვრი...
და ისტორიის მთავარ გვერდზე დანახვისას გული გაორმაგებულად იწყებს ძგერას ....

ველი ამის შემდეგ თავსაც და მეორე ისტორიასაც ...

 


№11  offline წევრი ხოსე

მახსოვს ლიზას ყავისფერი თვალები ქონდა, ნინიას ლურჯი, ნენეს მწვანე...

 


№12 სტუმარი ფეფო

ხოსე
მახსოვს ლიზას ყავისფერი თვალები ქონდა, ნინიას ლურჯი, ნენეს მწვანე...

ბებიაჩემს ქონდა ცისფერი თვალები და მიყვარს...აა..ჰო კიდევ დედაჩემს და ჩემს შვილს.ასე რომ ხოსე..შეეშვი იმას,რასაც აკეთებ საყვარელო.მით უმეტეს იცი კეთილად ვარ შენს მიმართ განწყობილი..და უბრალოდ არ არის ლამაზი.თუარა რაც გინდა ის თქვი

meocnebe avadmyopi
ოოო როგორ ველოდი ...
დილიდან ვცდილობ კომენტარის დაწერას და ვერ ვახერხებ...

შენ არ იცი როგორ მომეწონა...
ხო ცისფერი უყვარს ჩემს ნიკოლოზს...ზუსტად არ მახსოვს ლიზას ცისფერი თვალები აქვს თუ არა ,თუმცა დიალოგიდან სჩანს რომ ეგრეა....
აი ამ ემოციების გამო მიყვარს ეს წყვილი...
იმდენად დიდი ემოციები მოაქვთ ,რომ ვერც კი გადმოვცემ...
ვწერ გაუჩერებლად რა შთაბეჭდილება დამრჩა,თუმცა რას რომ ვიცოდე რა მიჭირს....

სრული სიგიჟეა დათუნაშვილი ერგემლიძეს გარეშე და ეს ორი ერთად კი კიდევ უფრო დიდი სიგიჟე...
სიგიჟე??კიდევ უფრო რბილი ნათქვამია..
აი ეს წყვილია ,ჩემთვის ამ ისტორიას რომ ყველაზე დიდ ელფერს სძენს...
განა ბევრი რამაა ასეთი ,მაგრამ ამათი მსგავსი ,სულ არაფერია..
ჰო ,თქვა ნიკამ მისი საკუთრებაა ლიზა და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ,აი საერთოდ ვერაფერი ,შეიძლება შენ შეცვალო ისტორიაში ,მაგრამ ჩემთვის ეს არასდროს შეიცვლება...
იქ სადაც ახსენებენ დათუნაშვილს ,მის გვერდით ყოველთვის ერგემლიძეს ვხედავ...
ვხედავ და ეს სიკვდილამდე მომწონს..
მომწონს კი არა მიყვარს...
ეს წყვილი მიყვარს ერთად...
ეს ისტორია მიყვარს...
აი "მიყვარს" ეგეც კი მსუბუქი ნათქვამია...
ვგიჟდები..
ვაფრენ ...
ამათი ერთად ხსენება და ამათი ერთობლივი მომენტების ხსენებისას გულებს ვისვრი თვალებიდან....
ვინ ფხაკაძე რა ფხაკაძე სადაც დათუნაშვილია იქ ლაშას რა უნდა..
და რის ნენე რა ნენე ,სადაც ერგემლიძეა იქ ნენე სახსენებელიც კი არ არის...
ხო ვიცი დათუნაშვილი და ერგემლიძე მესამეს გარეშე შეუძლებელია ,მაგრამ იქნებ იყოს ამ ერთხელ...
რა ვიცი... რა ვიცი....
ერთი ვიცი ,რომ ამ ისტორიას სიგიჟემდე მივყავარ....
ისტორიაა ,რომლის კითხვისას ათასგვარ ემოციას ვიღებ ,თუმცა სიტყვები არ მყოფნის,რომ აღვწერო...
აი იცი რა დამემართა სახელი ნენე რომ წავიკითხე??
აი გულმა ფეთქვა შეწყვიტაო ,რომ იტყვიან ისე ვიყავი...
ერთი ორი წუთი შევწყვიტე კითხვა და შემდეგ არც ისე დამშვიდებულმა გავაგრძელე...
მაგრამ შემდეგ იყო რაც იყო , ლამის მეცხრე ცაზე ავფრინდი...
ვკითხულობდი დათუნაშვილის ნენეს და დათუნაშვილის დიალოგს და მხოლოდ დათუნაშვილის სიტყვები მახარებდა ,მახარებდა თანაც როგორ...
შემდეგ იყო ზარი ლიზასთან და დიალოგი ,რომელმაც დღე გამიხალისა...
ლიზას ზრუნვა დათუნაშვილზე, ნიკოს სიხარული ლიზას თანხმობაზე და ჩემი უდიდესი სიხარული და სიყვარული ,რომელიც ჩემში ამ ისტორიისადმი სწორედ ამ წყვილმა შექმნა...
ამ ისტორიას ჩემთვის ესენი ქმნიან ,მაგრამ შენი რომაა იმას როგორ გამოვტოვებ...
შენი როა ეგეც ხომ ყველაზე დიდ ელფერს სძენს არა...
ავტორი,რომ არა რა იქნებოდა თითოეული ისტორია...
შენ ხარ ამ საოცრების თავი და თავი ....
ჯანდაბა ..ვგიჟდები ამ ისტორიაზე და მისი კითხვისას სერიოზულად ვაფრენ....
ამდენად დიდი ემოცია ჩემში რომელიმე ისტორიას?? არასდროს ,აი არასდროს რა...

ვგიჟდები შენზე...
დათუნაშვილზე ჩვეულებრივად შეყვარებული ვარ...
ლიზაზე ჭკუა მეკეტება ...
ამათ შვილზე თვალებიდან გულებს ვისვრი...
და ისტორიის მთავარ გვერდზე დანახვისას გული გაორმაგებულად იწყებს ძგერას ....

ველი ამის შემდეგ თავსაც და მეორე ისტორიასაც ...

ჩემი ისტორიის ყველაზე მაგარ შემფასებელი :* არც კი ვიცი რა გიპასუხოხოლმე..ჩვეულებრივად დებილი ბავშვივით ვიკრიჭები შენს კომენტარს რომ ვხედავ...მადლობაა...სასწაულად მიხარიხარ :*

manonreom
გვესმის ფეფო ,ველოდით ძალიან მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა შევა შენს მდგომარეობაში. ახალ თავს რაც შეეხება ,ძალიან კარგია ,ორივე გიჟია ,ერთმანეთზე შეყვარებული გიჟი.

ძალიან დიდი მადლობა :*

სტუმარი მაკო
შენ ყოფილხარ ქალი ენერგია რა მიზეზებიც ჩამოთვალე იმის მერე კიდე თავი თუ გაქვს რამე დაწერო. რა დაგვიანებაზე წუწუნი კი არა ყოჩაღ ფეფო

ვცდილობ,ყოველ შენთხვევაში.მადლობა ჩემო კარგო თანადგომისთვის და გაგებისთვის :*

kora
ღმერთო, საოცრებას მმართებს ეს ისტორია! უბრალოდ ვგიჟდები და ისეთი ემოციებით ვივსები, რომ ვერანაირი სიტყვით ვერ ვხსნი ჩემს დამოკიდებულებას ამ პერსონაჟებისადმი. პირველი ნადირობის პირველივე თავიდან მომაჯადოვე და თან იმდენად, რომ სულ მგონია ამაზე მეტად წარმოუდგენელია სხვა რომელიმემ ასევე გადამრიოს.
ნიკა და ლიზა უკონკურენტოა და გაიდეალებული მყავს, მიუხედავად იმისა რომ რაღაც მინუსი ორივეს აქვს, ისევე როგორც ჩვენ ყველას და ეს ჩვეული მოვლენაა:)

ეს თავი იყო ზღვა ემოცია! ჯერ დაწყებული პატარა დათუნაშვილი როგორი ოქრო ბავშვია:)) ლაშას ბიუჯეტს არ ინდობს :)) აბა რა დედა მამასთვის უნდა ამ პატარა მაჭანკალა ქალბატონს))
მამას კი ისე უყვარს დედა, რომ ცოტ-ცოტას ჭკუასაც ასწავლის. გაბრაზება მოუხდება ლიზიკოს, აბა რა გონია ამხელა გამომძიებელ კაცს რო საკუთრების დაცვის უფლებას უკრძალავს.
გიორგიზე რომ ვგიჟდები მაგას თქმაც არ უნდა, ისედაც აშკარაა.
გამოძიებას რაც შეეხება, მგონია რომ ჯერ კი არ დამთავრდა აწი იწყება ყველაფერი, რაღაც ვეჭვობ ასე მარტივად არცერთი საქმე არ დასრულებულა რასაც ეს ორი კიდებდა ხელს. სერგის მოშორება ვფიქრობ გამიზნული იყო, ან უბრალოდ ვაჭარბებ, ნუ არ ვიცი...
და ბოლოს, ჯერ იქიდან წამოსულ ნიკოს პირდაპირ ლიზასთან ველოდი. მერე ბარიო. მერე ის მიმტანიო. (სახელს შეგნებულად არ ვწერ, გამაღიზიანებს ეგეც კი.). აუ, რო ვაღიარო ის ნაწილი აჩქარებული გულით წავიკითხეო ცუდი გოგო ვიქნები ხომ?! შემეშინდა და ახლა სინდისი მაწუხებს(
"ცისფერი თვალები მიყვარს..." - ყველაფერი თქვა ამით.
"გათიშვას აპირებდა ქალი,თითქოს რაღაც რომ გაახსენდა და ხმას აუწია.-მთვრალი ხარ შე იდიოტო და საჭესთან ზიხარ?!
-ძილინებისა პატარავ.
-ნიკა,მოგკლავ!-ხმა გაებზრა ქალს.-სად ხარ? მითხარი და მოვალ...ნიკა!!
-მართლა მოხვალ?-ხმას დაუწია ნიკამ და შეთქმულივით ჩაეკითხა.
-სად ხარ ნიკოლოზ?" - ლიზას მზრუნველობამაც ყველაფერი თქვა. მშვიდად ვარ, ძლივს მოვიპოვე ის სიმშვიდე რაც თვეები მქონდა დაკარგული.
ფეფო, ყველაზე ოქრო გოგო ხარ. აი წარმოუდგენლად მიყვარხარ, ნიკას და ლიზას შექმნისთვის და ამ ემოციებისთვის მადლობაც კი მეცოტავება ❤️❤️❤️

შენს შეფასებაზე უბრალოდ ვგიჟდებიი...ამით ყველაფერი ნათქვამია.მადლობა :*

kasssi
საოცრება ხარ)კი გული მწყდება,რომ აგვიანებ,მაგრამ ისეთი მიზეზი გქონია წუწუნს არ დავიწყებ)გელოდები სულმოუთქმელად ))წარმატებები შენ

უღრმესი მადლობა შენ:*

Tamo
Gamojanmrtelebas vusurveb shens pataras da dedamtils cheno kargo. Saswauli gogo xar shen. Vgijdebi nikolozze da ra gavaketo? ????????????

ძალიან დისი მადლობა :*

დარინა
ეს იდიოტი თავკერძა და ყველაზე დიდი ეგოისტი ნიკოლოზი მომნატრებიაა, რა ვქნა რომ მე ლიზიკოზე და ნიკოლოზზე ვგიჟდები, აი იმ მომენტს ველოდები იმ იდიოტ ფხაკაძეს როდის გადაიმტვრევს ნიკოლოზიი, რა ქნას ლიზიკოსიც მესმის ვერ პატიობს წყენას, მაგრამ ბევრსაც ნუღა აწვალებს მეც კი მომილბო გული ნიკამ, ამათი ახსნილი სიყვარული მაინც სულ სხვააა, პირველი ნაწილისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი ემოციააა, ისეა ეს გამოძიება ჩახლართული ერთი სული მაქვს როდის იპოვის ნიკოლოზი კვანძს, შენ ხომ იცი შენზე როგორ ვგიჟდებიი, ვერ ვხვდები რა პრობლემაა დაგვიანებული თავები არ უნდა გიწევდეს ახსნები, ყველას გვაქვს პირადი პრობლემები, მერე რა როცა შეძლებ ახალი თავების დადებას ჩვენც მაშინ წავიკითხავთ მთავარია შენ მოაგვარო პრობლემები, ვგიჟდები შენზეე მიხარია რომ ჩვენთან ხარ, სულ თვალებიდან გულებს ვისვრი შენი ნიკის დანახვისას.

მე როგორ ვისვრი გულებს ეომ იცოდე :)) მიხარიხარ სასწაულად

Rania
Ras ambob fefo zalian cudia. Gmertma gamoajanmrtelos maleve orivee. Tqven iyavit kargad. Da romelnistoriazea saubari. Axlac rom ar dagedo mere raaa. Ufali gfaravdes. Saocrad pasuxismgeblobit savse xarr. Tqmaarunda saocari tavi iyooo. Ubralod arijavro. Moqgvare priblemebi da chven dagelodebittt. Ufali gfaravdett

გაიხარეთ,ძალიან დიდი მადლობა.:*

აბლაბუდა
ვაი არ ველოდი დღეს ამ ისტორიას, და როგორ გამიხარდა. მიყვარს ეს შეურაცხადი და გიჟი ადამიანი ლიზასთნ ერთად, ნამდვილად ღირდა ლოდინად ეს თავი

მიხარია მართლა თუ მოგეწონათ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ.მადლობაა რომ კითხულობთ და მელოდებით.მიყვარხართ და გაფასებთ :*

 


№13  offline წევრი ხოსე

ჩემ შვილსაც ცისფერი თვალები აქვს მეც მიყვარს...

 


№14 სტუმარი Mari

Shegidzliat gamagebinot sad wavida wina nadirobis istoria? Me mgoni avtors sruladac edo atvirtuli da exla ubralod ver vnaxulob arada sashinlad minda wakitxva.am nadiroba2-s verafrit davude guli da isev dzveli minda wavikirxo.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent