შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 1] (18+)


16-04-2019, 15:19
ავტორი ჰაიკო
ნანახია 342

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 1] (18+)

....Alt tar slutt,
Alt vil bli flammars rov,
Love fornying når klokkå slår,
Løfte du blikket,
Alt som er dødt forgår,
Alt som har skjedd vil skje igjen!!!

 ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამისგან მოშორებით, დაახლოებით ორასი-ორას ორმოცდაათი მილით დასავლეთით, ხშირი, გაუვალი ტყის მასივს ნაცრისფერი, სულისშემხუთავი ნისლი დასწოლოდა, ყოვლისმომცველ, მისტიკურ ორთქლს მთლიანად დაეპყრო ცადატყორცნილი ამაყი ხეები, ღრუბლებში მცურავი უზარმაზარი მთვარე ხანდახან თუ გაიმეტებდა ხოლმე ერთ-ორ ცისფერ სხივს მდელოს გასანათებლად, რომელიც თითქოს სპეციალურად გაეკეთებინათ ამ უღრან ტყეში.
     წრიული მდელოს შუაგულში მაღალი, მძლავრი აღნაგობის მამაკაცი იდგა, გრძელი, ლომის ფაფრისებური თმა მხრებზე ტალღებად ეშვებოდა, რკინისგან ნაჭედი გულ-მკერდი ზღვასავით უღელავდა და აუდიოდ-ჩაუდიოდა, როგორც ოკეანის აზვირთებული ტალღები, სახის კუთხოვანი ნაკვთები პატრონის ვაჟკაცობაზე და თავზეხელაღებულ ხასიათზე მეტყველებდა, წელსზევით შიშველს მხოლოდ ირმის ტყავის შარვალი ემოსა, ფეხშიშველი იყო, თუმცა ერთი შეხედვით მიხვდებოდით, რომ ეს სულაც არ ადარდებდა, დაკუნთულ წელზე შემორტყმულ ფართო ქამარზე მოკლე, ორლესული მახვილი ეკიდა, რომელიც დისტანციური ბრძოლის დროს დიდი ვერაფერი იარაღი იყო, სამაგიეროდ ახლო, ხელდახელ ბრძოლისას მომაკვდინებლად ეფექტურ შედეგებს თესდა.
     მამაკაცმა სახე ღრუბელთა მორევში მცურავ მთვარეს მიაპყრო და როდესაც ღამის მნათობმა და ოკეანეთა მიქცევა-მოქცევის მბრძანებელმა მოწყალება მოიღო და თავისი სუსტი, ცისფერი შუქით ტყის კორომში ჩაწოლილი ნისლი გაფანტა, მამაკაცს მკერდიდან უცნაური, მგლისებური ყმუილი აღმოხდა, ხელები ოდნავ განზე გასწია, თითებიდან ნელა, მეთოდურად გამოეზარდა წამახული კლანჭები, პირიდან მოელვარე ეშვები ჩამოეზარდა, ლოყებზე შავმა ბალანმა იწყო ზრდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, რომელმაც ჯერ მწვანე შეფერილობა მიიღო, შემდეგ ფერთა პალიტრა ერთმანეთში აიზილა და ახლა მოყვითალო-მწვანედ ანათებდა, როგორც კი მამაკაცმა ტრანსფორმირება დაასრულა, მის გარშემო ჩაბნელებულ კორომში მიმალული ხროვა სიამაყის გამომხატველი ყმუილ-ღრიალით შეეგება წინამძღოლს.
     - ალფა! - ისმოდა ყველა მხრიდან.
     - ალფა! - გუგუნებდა ტყე.
     - ალფა! - ხმაშეწყობილად ყმუოდნენ მგელკაცები.
     ხროვის მეთაურმა და უპირველესმა მგელკაცმა მოელვარე თვალები ტყეს მოავლო, სადაც მისმა მგლურმა, მახვილმა მზერამ სულ ადვილად გაარჩია ხე-ბუჩქნარს შერწყმული ხროვის წევრები.
     - დესპანს ველოდები, - მტკიცე, დამთრგუნავი ხმით თქვა მგელკაცთა მეთაურმა.
     მისი სიტყვების საპასუხოდ, ტყის სიბნელეს რამდენიმე მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი გამოეყო, წინ მომავალი უდავოდ ამ პატარა ჯგუფის მეთაური იყო, ტანმაღალი, მედიდური გამომეტყველების, სალაშქრო ტანსაცმელი ემოსა, ორი ნაბიჯით მარჯვნივ და ორი ნაბიჯით უკან ფეხდაფეხ მეორე მამაკაცი მოჰყვებოდა, ტანმაღალი, ჯმუხი აგებულების, თვალებიდან სიმკაცრეში არეულ სისასტიკეს აფრქვევდა და ყურადღებით სწავლობდა გარსშემორტყმული ტყის თითოეულ კუთხე-კუნჭულს. ოდნავ მოშორებით კიდევ სამი მამაკაცი მოჰყვებოდათ, რომლებიც კბილებდაკრეჭილი, ნესტოებდაბერილი ცხვირით ხარბად ისუნთქავდნენ ჰაერს და დამხვდურთა სუნს იმახსოვრებდნენ.
     ბოგდანი და მისი ამალის წევრები მდელოს შუაგულში მდგარი მასპინძლისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შესდგნენ და გარემოს თვალი მოავლეს, რამაც მასპინძლის უდავო უკმაყოფილება გამოიწვია. მან თავის მკვეთრი აქნევით სახეზე ჩამოშლილი თმა გვერდზე გადაიყარა და ყრუდ დაიღრინა.
     - ბოგდან, როდის აქეთაა მგლების მოდგმას სიფრთხილით ეპყრობი?
     ბოგდანმა თვალები მოჭუტა, ერთხანს ყურადღებით სწავლობდა მასპინძლის სახეს, შემდეგ სუსტად გაიღიმა, სწრაფად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, ხელები გაშალა და ტყეს თვალი მოავლო.
     - სალემის მაქციათა კლანის მეთაური მოგესალმებით თქვენ, ფლორიდელო თანამოძმეებო!
     ტყეში გამაყრუებელი ყმუილ-ღრიალი ატყდა. მასპინძელმა გაიღიმა, დაელოდა როდის ჩაწყნარდებოდა აურზაური, შემდეგ მედიდურად წარსდგა წინ სამი ნაბიჯი, მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და შემდეგ სტუმარს გაუწოდა.
     - ფლორიდის მაქციათა კლანი მოხარულია თქვენი სტუმრობით, ბოგდან!
     ალფებმა ერთმანეთს ხელი მაგრად ჩამოართვეს, რასაც კვლავ მოჰყვა აღტაცებულ მგელკაცთა სულისშემძვრელი გნიასი.
     - შენთან დახმარების სათხოვნელად ჩამოვედი, ძმაო, - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბოგდანი, სიგარეტს მოუკიდა და მასპინძელსაც შესთავაზა.
     მასპინძელ ალფას არაფერი უთქვამს, ოდნავ დაუქნია თავი, ბოგდანს ხელი გამოსდო და ტყის სიღრმისკენ წაიყვანა.
     - ნამგზავრი ხარ, დასვენება და რამე მაგარი სასმელი არ გაწყენდა, საქმე არსად გაგვექცევა, მაგრამ სანამ რამეს მთხოვ, იქნებ მოკლედ, სულ ორი სიტყვით გეთქვა შენი სტუმრობის მიზანი?
     ბოგდანს თვალები დაუვიწროვდა, მზერა გაუცივდა.
     - პირველყოფილები, მათ ომში ჩაგვითრიეს, სალემში სისხლისღვრა მიმდინარეობს, ძმაო.
     - კარგი, კარგი, - დინჯად წარმოთქვა მასპიძელმა, - ამაზე შემდგომ, დღეს ჩემი სტუმარი ხარ...

*****
     შელტონმა ძლივს მოასწრო ყურმილის დაკიდება, რომ ფანჯრიდან შენიშნა შავი "შევროლეს" ჯიპი, მუქად ტონირებული შუშები გარეშე თვალს საჭესთან მჯდომის იდენტიფიცირების საშუალებას უსპობდა.
     ყოფილმა პოლიციელმა სამზარეულოში შეირბინა, დანების შესანახი კარადის უჯრა გამოსწია და შავად მოლაპლაპე "ბერეტა" ამოიღო, სავაზნე კოლოფი მოარგო და დატენა, ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, მით უმეტეს შერიფის გაუჩინარების შემდეგ. სამზარეულოს მაგიდაზე ვისკის ბოთლს წამოავლო ხელი, ნაჩქარევად გადაჰკრა რამდენიმე ყლუპი, შემდეგ იარაღი ქამარში ჩაიჩურთა, ქურთუკის კალთა გადმოიწია და მისაღებ ოთახში დაბრუნდა, კვლავ ოდნავ გადასწია ფარდის კუთხე და ეზოს გახედა. ჯიპი ისევ იქ იდგა, ამჯერად მისი ყურადღება უცნობმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც ჭიშკართან იდგა და ყურადღებით სწავლობდა სახლის შემოგარენს, მისგან ჯერჯერობით არ იგრძნობოდა საშიშროება.
     შელტონმა მობილური მოიმარჯვა და CALL სენსორს დააწვა, თან უცნობ მამაკაცს დააკვირდა, არ ეცნობოდა.
     მამაკაცმა ჯიბიდან მობილური ამოიღო, ეკრანს დახედა და შემდეგ ყურთან მიიდო.
     - ის არის, - გაიფიქრა შელტონმა, - სახლში შემობრძანდით, მისტერ მედოქს.
     FBI-ს სპეციალურ აგენტს არაფერი უპასუხია, მობილური ჯიბეში ჩაიცურა, გარემოს კიდევ ერთხელ მოავლო ცივი, რუხი თვალები და სახლისკენ დაიძრა. შელტონმა ღიად დაახვედრა კარი.
     - მობრძანდით.
     მედოქსმა თავი დაუკრა, დივანზე ჩამოჯდა და სახლის ინტერიერი შეათვალიერა, სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელის კვალობაზე შელტონის საცხობრებელი არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა.
     - ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან დაადგინეთ, მისტერ შელტონ? - დასვა შეკითხვა სპეციალურმა აგენტმა, როდესაც მასპინძელმა განიერი ჭიქები ვისკით შეავსო და მის პირისპირ ჩამოჯდა.
     - ეს არ არის მნიშვნელოვანი, - პასუხს თავი აარიდა შელტონმა, - ყოფილი პოლიციელი ვარ და მაქვს გარკვეული სახის კავშირები.
     - კარგი, მაშინ პირდაპირ საქმეზე გადადით, - მოითხოვა აგენტმა მედოქსმა.
     შელტონმა თვალი თვალში გაუყარა, თითქოს აგენტის მზადყოფნას ამოწმებდა.
     - მაძლევთ პირობას, რომ არ შემაწყვეტინებთ? და ჩემს ნაამბობს დაიჯერებთ თუ გიჟად შემრაცხთ, ეს თქვენი საქმეა.
     აგენტმა უხმოდ დაუქნია თავი.
     შელტონმა ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა, სიგარეტს მოუკიდა და სივრცეს გაუშტერა თვალი..

*****
     ლუციუსი, თავისი აზრით, პირველად ჩავარდა უცნაურ მდგომარეობაში, ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა მთელი თავისი ვამპირული არსებობის განმავლობაში, ასე იყო თუ ისე, შერიფი მაინც მტრად მიაჩნდა, მართალია არაპირდაპირ მტრად, მაგრამ მტერი ხომ ყოველთვის მტერია, შეეძლო გულგრილად-როგორც ვამპირებს შეუძლიათ, ისე მიეტოვებინა სისხლის გუბეში მცურავი მტერი, ან მისი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო, მაგრამ რა პასუხს აძლევდა კლინიკაში უგონოდ მყოფ მია ჯეკსონს, რომელმაც მასში დიდი ხნის წინ მივიწყებული მამაშვილური გრძნობები გამოაღვიძა? გოგონას გარდა კიდევ იყო ერთი უძლიერესი ფაქტორი, რაც ხელს უშლიდა შერიფის მოკვლაში, ეს მისი საკუთარი სინდისი იყო, ბოლოს, სინდისმა მის შინაგან მხეცზე გაიმარჯვა, წამიერად გაჩნდა შერიფის გვერდით და ჯიბეებზე ხელი მოუფათურა, მალევე მიაგნო, რასაც ეძებდა.
   - შერიფო, - ალდო ტომპსონის ოდნავ შეშფოთებული ხმა მოისმა ტელეფონიდან.
   - ეს მე ვარ, - ცივად თქვა ლუციუსმა.
   მისი ხმის მოსმენას რამდენიმეწამიანი დუმილი მოჰყვა ექიმის მხრიდან.
   - მისტერ ლუციუს, იმედია რამე სისულელე არ ჩაგიდენიათ, შეგახსენებთ, რომ ის...
   - მომისმინეთ, ექიმო, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში სიამოვნებით აგყვებოდით საუბარში,მაგრამ ახლა დრო არ ითმენს, ხომ გესმით? - მსგავს დაძაბულ დროსაც კი არ ჰკარგავდა ქერა ვამპირი ზრდილობას.
   - დიახ, დიახ, - სწრაფად დაეთანხმა ექიმი, - რამე უნდა მოვიფიქროთ.. ის თქვენთან არის, მისტერ ლუციუს?
   - მე მას სახვევი დავადე, ექიმო და ვფიქრობ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხვიდეთ ჩემთან!
   - თქვენთან? - შიშმა იელვა ექიმის ხმაში.
   - შემიძლია თქვენთან მოვიყვანო, - ირონიულად შესთავაზა ქერა ვამპირმა.
   - არა, არა, - სასწრაფოდ უარყო ექიმმა ლუციუსის შეთავაზება, - მე მოვალ თქვენთან, ახლავე, აი გამოვდივარ უკვე.
   - ძალიან კარგი, - ლუციუსმა საკუთარი სახლის კოორდინატები უკარნახა, - ნავიგაციაში რამდენად ერკვევით?
   - იმ დონეზე, რომ უპრობლემოდ მოვაგნებ თქვენს სახლს, - იყო პასუხი და ტელეფონი გაითიშა.
   ლუციუსმა შერიფის მობილური ტელეფონი მაგიდაზე დადო და სუსტად ჩაეღიმა, აშკარად მოსწონდა ეს დაბნეული, უკმეხი და გულადი ექიმი, რომელიც მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად ურჩხულის ბუნაგშიც კი მოდიოდა, ლუციუსის აზრით, ეს უდავოდ დასაფასებელი საქციელი იყო.

*****
     კოვაქსი უღონოდ და ძალაგამოცლილი ფართხალებდა დემონად ქცეული მარკუსის ულმობელ მარწუხებში, ყოველი წვეთი სისხლი, რომელიც მისი არტერიიდან მარკუსის პირში გადაედინებოდა, მას სიკვდილს აახლოვებდა, მის გონებაში წარსული ცხოვრების მომენტები ფილმის კადრებივით ელვის სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს, ხილვები გაურკვეველი, ბუნდოვანი და მტანჯველი იყო, ისევ და ისევ ხედავდა შოკოლადისფერთვალებიან მომხიბლავ გოგონას, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა თვითონ რა აკავშირებდა მასთან, მისი სახე რძისფერი ნისლიდან მოულოდნელად გამოჩნდებოდა და ისევ უჩინარდებოდა, ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად, შავგვრემანი პირველყოფილის ძარღვებში ალისფერი სითხე კლებულობდა, გონება ებინდებოდა, ძალა ეცლებოდა და უფრო და უფრო დამყოლი ხდებოდა, უკვე აღარც ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, როდესაც..
     - ხელი გაუშვი, - თითქოს შორიდან ჩაესმა მრისხანებით გაჯერებული ხმით ნათქვამი სიტყვები.
     ამ სიტყვების გაგონებისთანავე მარკუსის ტვინმა საფრთხის შემცველი იმპულსი გაუგზავნა კუნთებს, ვამპირმა საშიშროება იგრძნო, წამის უსწრაფესად გახტა გვერდით და საბრძოლო პოზაში მდგარი შემობრუნდა, ამჯერად მის თვალებში ფერთა უცნაური პალიტრა ირეკლებოდა, ეს იყო ხასხასა მწვანის, წითელის და მუქი შავი ფერის ნაზავი, რაც გუგებს საშინელ და ზარდამცემ ელფერს აძლევდა.
     მარკუსმა მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მდგარ მამაკაცს შეავლო მკვლელის მზერა, თვალებით გაბურღა, მაგრამ ჰეიტემ ვესტმორლენდს შიში სრულებით არ ეტყობოდა, ის ჯიქურ და გაფაციცებით შემოჰყურებდა, ყრუდ იღრინებოდა და გარემოს მახვილი მზერით და ყურით ზვერავდა, მის თვალს არ გამოჰპარვია უგონოდ მწოლიარე კონორი, შემდეგ ასფალტზე გართხმულ შავგვრემან უკვდავს შეავლო მზერა და ყურადღება კვლავ მარკუსს მიაპყრო.
     - ჰეიტემ, - დაიღრინა მარკუსმა და ნელა დაიწყო წრეზე მოძრაობა.
     - მარკუს, - უპასუხა პირველყოფილმა ჰიბრიდმა და მანაც მარკუსის მსგავსად წრის შემოვლა დაიწყო შემპარავი ნაბიჯით.
     - ალბათ ხვდები, რომ მტრის მოკვლაში ხელი შემიშალე, - მუქარით ჟღერდა მარკუსის ხმა.
     - მისი მოკვლის სიამოვნება მხოლოდ მე მეკუთვნის, - საპასუხოდ დაუღრინა ჰეიტემმა, - მე მას შენი ხელით სიკვდილისგან ვიხსნი...
     - რათა ხელმეორედ მოკლა იგი? - გაკვირვება დაეტყო მარკუსის ხმას, იგი შესდგა და ჰეიტემს თვალი-თვალში გაუყარა, - რაღაც არ გამოდის, ეს ყველაფერი უკვე გორდიას კვანძს ემსგავსება..
     ჰეიტემიც შესდგა.
     - მარკუს, შენ პირველყოფილი ინსტინქტების დონეზე დარჩი, მიიხედ-მოიხედე, აქ, სალემში ბევრი ისეთი უცნაურობა ხდება, ეს ამბავი არც ისე საინტერესოდ მოგეჩვენება... რაც შეეხება ამ სატანას, - მან კოვაქსს დახედა, რომელსაც უკვე შეხორცებოდა მარკუსის ნაკბილარი და ცნობიერება უბრუნდებოდა, - მე მასთან პირადი ანგარიშები მაქვს გასასწორებელი, ეს ოჯახური საკითხია და იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, რომ შემიძლია ჩემი მეგობრის მკვლელობისთვის შენთან ურთიერთობის გარკვევა მომავლისთვის გადავდო.
     მარკუსი ერთხანს უხმოდ უმზერდა, შემდეგ თავი გააქნია.
     - ის პრიმუმია, - მიუთითა კოვაქსზე, - მისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება მხოლოდ პრიმუმთა კლანის წევრს აქვს, ასე რომ, იმედი უნდა გაგიცრუო, მისი მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ.
     ჰეიტემმა ავად დაიღრინა.
     - ეს ჩემს ოჯახს ეხება!
     - მნიშვნელობა არ აქვს, - თავი გააქნია მარკუსმა, - ოდესღაც მან მე მომკლა.
     - რა? - გაოცებული შეჩერდა ჰეიტემი და ყურადღებით შეათვალიერა მარკუსი, - დიდი ხნის გარდაცვლილის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურები.
     - ალბათ, - ჩაიცინა მარკუსმა, - მან ჩემი სხეული გაანადგურა, როდესაც ტრანსში ვიყავი, შემდეგ ჩემმა ახლობლებმა საუკუნეების შემდეგ გამომაღვიძეს სხვის სხეულში..
     - ანუ..
     - ანუ ეს ჩემი სხეული არ არის, მარკ კრამერისაა, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავს ჩემს სხეულს.
     ჰეიტემი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა, შემდეგ თავი გააქნია.
     - ეს არაფერს ცვლის პირადად ჩემთვის, - თქვა მან, - წელში ოდნავ მოიხარა და ნადირივით შემპარავად იწყო სვლა მარკუსისკენ.

*****
     მანქანიდან გადმოსულმა ექიმმა ამწვანებულ გარემოს თვალი მოავლო და მაშინვე შეამჩნია პატარა, კოხტა სახლის ფიცრულ ვერანდაზე ამავალი კიბის თავში ძეგლივით გაშეშებული ქერა ვამპირი. ექიმმა ოდნავ დაუკრა თავი და ნელი ნაბიჯით გაეშურა მისკენ.
     თავის მხრივ ლუციუსმაც გაიღიმა, თუ ტუჩების ოდნავ მორკალვას გაღიმება შეიძლება ეწოდოს და ისედაც შეშინებული ექიმი უარესად რომ არ დაეფრთხო, დინჯი და მოზომილი ნაბიჯით გამოემართა შესახვედრად.
     - ჩემო ძვირფასო ექიმო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს მოკრძალებულ სამფლობელოში, - ტრადიციულად ზრდილობიანად და  მაღალფარდოვნად ჟღერდა მისი სიტყვები.
     ექიმმა ერთბაშად ზეაღმატებულ პიროვნებად იგრძნო თავი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამით, სწრაფადვე გაექცა ეიფორიას და ლუციუსს გამოწვდილი ხელი ჩამოართვა.
     - მისტერ ლუციუს, - მიმართა ვამპირს, - თავს მნიშვნელოვან პიროვნებად ვრაცხ, რადგან ასეთი პატივი მხვდა წილად..
     - რითიც ბევრი მოკვდავი ვერ დაიტრაბახებს, - ღიმილით ჩამოართვა სიტყვა ქერა პირველყოფილმა და სახლისკენ გაუძღვა, - ღრმად მწამს და იმედს ვიტოვებ, რომ სახლში ნანახი უაღრესად მძიმე სურათი უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, ბატონი შერიფი სულს ღაფავს და სწორედაც სულზე მოუსწარით.
     ექიმმა მოუთმენლად დაუქნია თავი და კარს მიადგა, ლუციუსმა დიდსულოვნად გაატარა, შემდეგ მობრუნდა, გარემოს ქორისებური გამჭრიახი მზერა მოავლო, ჰაერი დაყნოსა და როდესაც საფრთხის მანიშნებელი ინდიკატორები ვერ აღმოაჩინა, თვითონაც უკან მიჰყვა ექიმს.
     სურათმა, რაც ექიმს ოთახში წარმოუდგა თვალწინ, მართლაც მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე უგონოდ ესვენა შერიფი კრამერი, სახე გაფითრებოდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა, ყელის მიდამოში დახვეული ჩვრებიდან სისხლი მოჟონავდა. ექიმმა უხმოდ დაათვალიერა პაციენტი, რომლის მიმართაც მოვალეობის გრძნობა გაუასმაგდა, მის წინ ხომ მისი მომაკვდავი მეგობარი ესვენა.
      ლუციუსი კედელს მიეყრდნო, უხმოდ ადევნებდა თვალს ექიმ ტომპსონის მოქმედებებს და სწრაფადვე დარწმუნდა, რომ საქმე უმაღლესი დონის პროფესიონალთან ჰქონდა. ექიმი სწრაფად და ზუსტად მუშაობდა, ჩანთიდან გადაუდებელი დახმარების ყველა საჭირო ნივთი ამოალაგა, ავადმყოფს სისხლით გაჟღენთილი სახვევი მოხსნა, ჭრილობა სადეზინფექციო ხსნარით დაუმუშავა და სუფთა სახვევი დაადო.
     - საბედნიეროდ, არტერია არ არის დაზიანებული, - თქვა მან და საქმიანობა განაგრძო, - მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებლად გამოძვრება.
     - მოხარული ვარ, რომ შევცდი, - ღიმილით თქვა ლუციუსმა, - იცით, ექიმო, ერთ მომენტში მის გადასარჩენად მისთვის ადამიანობის წართმევაზეც ვიფიქრე, მაგრამ დროულად გამახსენდით..
     - რა თქვით? - ფეხზე წამოვარდა გაოცებული ექიმი და ლუციუსს გამკიცხავად შეაჩერდა ცივ ცისფერ თვალებში.
     - მეგონა არტერია ჰქონდა დაზიანებული, - თავის მართლებასავით გამოუვიდა ქერა ვამპირს, - ვიცი, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი რამდენიმე წუთში იღუპება, ამიტომ გამოსავალი არ მქონდა, ის იცოცხლებდა, მართალია არა როგორც ადამიანი, მაგრამ მაინც ხომ იცოცხლებდა.
     ექიმმა ჩანთიდან გლუკოზის პაკეტი ამოიღო, სწრაფად ჩამოჰკიდა კედელში ჩასმულ ლურსმანზე და გამჭვირვალე მილი შერიფის ვენას მიუერთა.
     - კატეგორიულად არ გეთანხმებით, მისტერ ლუციუს, სხვისი სიცოცხლით თამაში არ შეიძლება.
     ლუციუსს აღარაფერი უთქვია, უხმოდ დაუქნია თავი და კედლის ბარს მიუახლოვდა.
     - იმედია, რაიმე ცივი სასმლის დალევის წინააღმდეგი არ იქნებით.
     ექიმმა შუბლზე დამჯდარი ოფლის მსხვილი წვეთები მაჯით მოიწმინდა და შერიფის ფერხთით ჩამოჯდა.
     - ეს დღეები ისეთი ჯოჯოხეთური გამოდგა ჩემთვის, რამდენიმე ჭიქის გადაკვრაზე არ ვიტყოდი უარს, - მან ქერა ვამპირა ვისკის ჭიქა ჩამოართვა და მადლობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი.
     ლუციუსი ხის სარწეველა სავარძელში ჩაეშვა. ერთხანს უხმოდ სვამდნენ.
     - გოგონა როგორ არის, ექიმო?
     - მის ჯეკსონი, - ამოიოხრა ექიმმა და ხმა გაუმკაცრდა, - მას პრობლემები აქვს, ფედერალური ბიუროს ხალხია ჩამოსული ქალაქში და ყველგან ცხვირს ჰყოფენ, ვიღაც არასასიამოვნო ტიპია, კლინიკაში მოვიდა და უამრავ შეკითხვას სვამს, მის ჯეკსონიც გამოკითხა...
     - მერე? - დაინტერესდა ლუციუსი.
     - მასზე ნუ ნერვიულობთ, - ხელი ჩაიქნია ექიმმა, - ძალიან ჭკვიანია, იცის სად და ვისთან რა უნდა თქვას და რა-არა.
     - მე მასში დარწმუნებული ვარ, - გამოეხმაურა ლუციუსი და შერიფს გადახედა, - მას რას ვუპირებთ?
     ექიმმაც შერიფს დახედა, ერთხანს ფიქრობდა და ნელა ყლურწავდა ცეცხლოვან მუქ სითხეს.
     - აქ, ამ პირობებში რის გაკეთებაც შევძელი, ეს მაქსიმუმია, - თქვა მან, - მაგრამ ასე ვერ დავტოვებ, მისი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო.
     ლუციუსს ხმა არ ამოუღია, უხმოდ დაუქნია თავი.
     - შეძლებს მანქანით რამდენიმე მილის გავლას?
     - ვფიქრობ, რომ შეძლებს, - მიუგო ექიმმა.
     - უფრო სწრაფადაც შემიძლია ეს გავაკეთო, - თვალი თვალში გაუყარა ვამპირმა.
     - არა, არა, - ხელები გაასავსავა ექიმმა, - ჯობია მანქანით წავიყვანო, თქვენ მხოლოდ მისი მანქანამდე მიყვანაში დამეხმარეთ, ჩემთვის ძალიან მძიმეა.
     ლუციუსმა ჩაიცინა, წამოდგა და გონდაკარგული შერიფი ბუმბულივით აიტაცა ხელში.
     როდესაც ავადმყოფი მანქანაში მოათავსეს, ექიმი შეყოვნდა და ლუციუსს გახედა.
     - მადლობას გიხდი, რაც შენ მისთვის გააკეთე, ბევრი ადამიანი არ გააკეთებდა ამას.
     ლუციუსმა ოდნავ დაუკრა თავი და აგრძნობინა, რომ წასვლის დრო იყო.
     - მის ჯეკსონს გადაეცით, რომ რამდენიმე დღეში ვინახულებ, მანამდე რაღაც მცირე საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
     ექიმმა თავი დაუქნია და მისი მანქანა ნელი სვლით დაიძრა.

*****
     ქალაქგარეთ მდებარე ბარში სალემის მოქალაქეებს ღრეობა გაემართათ, ზომაზე მეტად ნასვამ საზოგადოებას მაგიდები შეეერთებინათ და მხიარულებას და თავაშვებულ ლოთობას მისცემოდნენ, ამიტომ არცერთს არ შეუნიშნავს, ბარის მიმდებარე ტერიტორია როგორ ივსებოდა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდებით, რომელთაგანაც ერთი ყველასგან გამოირჩეოდა მრისხანე, ზარდამცემი იერით, ჩაყვითლებული თვალებით და წამახული ეშვებით, მაქციათა კლანის ბეტა მგელკაცი-ურსაისი რეალურ სახეს აღარ მალავდა.
     მგელკაცებმა ყველა ფანჯარასთან, ყველა შესასვლელ-გამოსასვლელთან დაიკავეს პოზიციები. ურსაისმა ძირითად შესასვლელს მიაშურა, ბარში შეკრებილი მხიარული საზოგადოება ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რა ელოდათ.
     ურსაისმა თავი უკან გადააგდო, ყვითელი თვალებით მთვარეს ახედა და მკერდიდან შემზარავი ყმუილი ამოუშვა.
     - ყველა დახოცეთ, ყველა, უკლებლივ, - დაუღრიალა ხროვის წევრებს და ბარისკენ მიუთითა, - ყველა ამოხოცეთ და ბარი გადაწვით, ჯესიკასთვის, ბოგდანისთვის, ჩვენი დახოცილი ძმებისთვის!..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

კოვაქსი ? scream satisfied იმედია ისევ გამოძვრება მიუხედავად ყველაფრისა.
აქ ამბები დატრიალდებაა... :დდ
მიას რა დაემართა ? მაპატიე დამავიწყდა.
ხო და კიდევ ბარში რატო ხოცავენ ხალხს? flushed ჯესიკასთან ბარი რა შუაშია?
რამდენი კითხვა დამგროვებია. stuck_out_tongue_closed_eyes
გელი მოგელი.

 


№2 სტუმარი სტუმარი Unknown Girl

წყურვილი..
წესით ამ ისტორიის სახელს ჩემში არანაირი ემოცია უნდა გამოეწვია!
მაგრამ...
ისევ ისე ამიფართხალდა გული როგორც ადრე!
როცა სულმოუთმენლად ველოდი ყოველი ახალი თავის დამატებას!
რა უნდა ვთქვა?
ძალიან მიხარია რომ აგრძელებ!
ამ ისტორიას ნამდვილად ეკუთვნის ფინალი!

 


№3 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ბელუ შეროზია
კოვაქსი ? scream satisfied იმედია ისევ გამოძვრება მიუხედავად ყველაფრისა.
აქ ამბები დატრიალდებაა... :დდ
მიას რა დაემართა ? მაპატიე დამავიწყდა.
ხო და კიდევ ბარში რატო ხოცავენ ხალხს? flushed ჯესიკასთან ბარი რა შუაშია?
რამდენი კითხვა დამგროვებია. stuck_out_tongue_closed_eyes
გელი მოგელი.


ვნახოთ,შეიძლება გამოძვრეს კოვაქსი.
მია და შერიფი ავარიაში მოხვდნენ.
ბარში იმიტომ უნდათ ხალხის დახოცვა,რომ მაქციათა კლანის შელახული პრესტიჟი აღადგინონ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent