შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანსი /სრულად/ +18


18-04-2019, 08:40
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 3 837

შანსი /სრულად/ +18

შანსი
როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში.
მაინც, რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე დროის გაყვანა
1
სიგარეტის კვამლში და კლუბის გაცრეცილ ფერებში ჩაკარგულს, მიუხედავად იმისა რომ მის გვერდით უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, მარტოობის უღიმღამო კაეშნით შეპყრობილს, ვისკის მუცელ გაბერილ ჭიქას მთელი ძალით ჩაფრენილს, ყბის ძვლები დასჭიმვოდა და თვალს მომდგარ უემოციო, ემოციურობას მთელი ძალით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდა. ყოველთვის ასეთი არ იყო. ადრე სიცოცხლე უხაროდა, მეგობრებთან ყოფნა უყვარდა, ახლა კი თითქოს სამყარო მის გარეშე განაგრძობდა სვლას და ის იმდენად ჩამორჩენოდა ჟამთა ცვლას რომ ფეხს ვეღარ უწყობდა მის სწრაფ ცვლილებას.
ყველაფერი ჰქონდა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ერთ ადამიანს უნდა ჰქონოდა მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, მისთვის არ იყო საკმარისი, სულში გაჩაღებულ სიცარიელეს აღარაფერი უვსებდა, სოციუმის სიძულვილი მის ძვლებს ერთიანად მოსდებოდა, უნდოდა თუ არ უნდოდა ისიც ამ სოციუმის წევრი იყო, მაგრამ ყველაფერს გაიღებდა იმისთვის რომ ამ საშინელ, მისთვის საძულველ გარემოს გასცლოდა. ვისკის ჭიქას სინანულით დააშტერდა, ისევ სასმლით გაბრუებულ მეგობრებს მოავლო მზერა, იქ სიღრმეში ძალიან დიდი სიცარიელე და იმედგაცრუება იგრძნო, სასმელი მოლომდე ჩაცალა. მეგობრებიდან მზერა დარბაზში მოცეკვავე გოგონებზე გადაიტანა, ბევრი არ უფიქრია, ქერა, გრძელფეხება ლამაზმანი შეარჩია, რომელსაც თეთრი პროვოკაციულად მოკლე კაბა ძლივს უფარავდა მადისამღძვრელ უკანალს. ვისკის ცარიელი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა და ნადავლის მოსანადირებლად დაგეშილი დაიძრა. მოურიდებლად აისვეტა უცნობის ზურგს უკან და ხელი ფრთხილად, მაგრამ მიზანმიმართულად შეუცურა წელზე, წამით დამფრთხალი გოგონა მისი სახის დანახვის მომენტშივე ლღვება, მისკენ ბრუნდება, თხელ მკლავებს ყელზე ხვევს და რითმში ჩაკარგული უცნობის მკლავებს მინდობილი, თვალდახუჭული აგრძელებს ცეკვავს, ამასობაში კი მამაკაცი მოურიდებლად ათარეშებს ხელს, მის მკვრივ უკანალზე.
- აქვე? - ღიმილით კითხულობს გოგონა და უფრო მჭიდროდ ეკვრის უცნობის სხეულს.
- ვგავარ ადამიანს რომელიც კლუბის ბინძურ საპირპარეშოში გაგ/იმავს?
- მგონი არა. - მამაკაცის ქვედა ტუჩს ჩააფრინდა გოგონა.
- წამოდი. - თხელ მაჯაში ძლიერი მტევანი ჩაავლო და გასასვლელისკენ დაიძრა. ტაქსი გააჩერა მისამართი უკარნახა და უკანა სავარძელზე გოგონას გვერდით მოთავსდა, ეღიმეობდა, მკლავი გაშალა და თვალით ანიშნა რომ ახლოს მისულიყო, ისიც დაემორჩილა საოცრად სიმპატიური მამაკაცის მკლავებში უმწეოდ გაინაბა, ფრთხილად ჩააცურა მამაკაცმა ხელი მისი ბეჭიდან წელისკენ, ოდნავ წამოწია მისი მაისური და თითები შეუცურა შიშველ სხეულზე, გოგონამ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ხმაურით გადაყლაპა ყელში მომდგარი ნერწვი, ტუჩები გაისველა და ახლა თავად წაიღო ხელი მამაკაცის სხეულისკენ, თითები ოდნავ შეახო მის ფეხს და უფრო სიღრმისკენ გააცურა. - მოთმინება ახალგაზრდავ! - მკაცრი იყო მამაკაცი და მისი ხმის შეცვლით ცოტა არ იყოს და დამფრთხალი გოგონაც წამში დაჰყვა უცნობის სურვილს.
- მოვედით. - ამვტომობილი შეაჩერა მძღოლმა და უკანა სავარძელზე მჯდომთ მიუბრუნდა. მამაკაცმა თანხა მიაწოდა და კარი შეაღო.
- ხურდა დაიტოვე. - მიაძახა მძღოლს და გოგონას გადმოსვლაში დაეხმარა. სადარბაზოში შესულმა ლიფტი გამოიძახა და მოლოდინის რეჟიმი, რომელიც ასე ეჯავრებოდა გოგონას სახის შესწავლით განიქარვა, ლიფრტის კარი ხმაურით გაიღო და წყვილიც მასში გაუჩინარდა. სახლში შესულმა მამაკაცმა, ბარი გამოხსნა, ვისკი სტუმარსაც დაუსხა და რამდენიმე წუთით ინტერესით დააკვირდა მისი ბინის თვალიერებით გართულ ქერა ლამაზმანს, სავარძელში იჯდა, ვისკ ნება-ნება წრუპავდა და თავში დატრიალებული ქაოსის დალაგებას ცდილობდა. - რა გქვია? - სიჩუმე დაარღვია ბოლოს და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
- ირა. შენ?
- გაბრიელი. მოდი. - მუხლზე ხელი დაირტყა და ანიშნა მასზე დამჯდარიყო, ირაც წამში დაჰყვა მის ნებას და ახლა უკვე მის მუხლებზე მოკალათებული დინჯად უცქერდა უცნობი მამაკაცის საოცრად ღრმა თვალებს.
- რა გაწუხებს? - თხელი თითები ფრთილად აუსვა მის დაბალ წვერს და ნაზი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.
- ეს შენ არ გეხება. - წამში აიტაცა გაბრიელმა გოგონას მსუბუქი სხეული ხელში, იქვე სავარძელზე მიაწვინა და წამის წინ მის სახეს მოფენილი სიმშვიდე მომენტალურად შეიცვალა მასში შემოჭრილი უეცარი სიმხეცით. მტკივნეულად ჩააფრინა ქალის უკანალს და ოთახშიც ირას განწირული გმინვა გაისმა. მოშიშვლებული მკერდი მუჭში მოექცია და გამკვრივებულ კერტებს კბილებით აწვალებდა. ყოველგვარი სინაზის გარეშე გაათავისუფლა მისი სხეული ზედმეტი ტანსაცმლისგან. ხარბად შეათვალიერა გოგონას შიშველი სხეული, ორივე ხელი მკვრივ საჯდომზე შემოაწყო ქალს და უხეშად შეაღწია მასში. პირველივე ბიძგს პარტნიორის მხრიდან ძლიერი ამოყვირება და დამძიმებული სუნთქვა მოჰყვა. თითები ისე ძლიერად ჩაარჭო ქალის უკანალს ლამის ძვლებამდე შევიდა მასში. რამდენიმე ბიძგის შემდეგ, ოთახში გოგონას სიამოვნებით განცდილი კვნესა ისმოდა, მოშიშვლებულ მკერდზე წვდა გაბრიელი გოგონას. - მიდი! - დაუყვირა გოგონას და ისიც უფრო რითმულად აჰყვა მის მოძრაობას. გრძნობდა გაბრიელი ქალის სხეულში გამეფებულ ჰარმონიას და ძალიან სურდა მასაც იგივე ეგრძნო. სურდა. ფიზიკური სიამოვნება სულიერ სიამოვნებას შერწყმოდა და ასე დაესრულებინა ეს სასიამოვნო აქტი, თვალები ფართოდ გაახილა, როგორ სურდა მის წინ ვნებით შეშლილი ქალის სახეზე რაიმე ისეთი ამოეკითხა რას მასში გამეფებულ სიაცრიელეს თუნდაც წამით მაინც შეუვსებდა, როგორ გაუცრუვდა იმედი როდესაც ამის ნაცვლად, ორგაზ/ის სიამოვნების განცდით დაკრუნჩხული ქალის სხეული შერჩა. ქალმა ამოიკვნესა და სხეული სრულიად მოუდუნდა. უხალისოდ უშვა გაბრიელმა მის სხეულს ხელი და ისიც მოწყვეტით მიესვენა სავარძელზე. ირამ თვალები დახუჭა, ტუჩები გაბუშტა და ზეწარს ჩაფრენილი კიდევ რამდენიმე წამი თრთოდა განცდილი სიამოვნების გამო. გაბრიელი საწოლიდან წამოდგა, ძირს დაგდებული ქურთუკიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკოდა, სავარელზე ჩამოჯდა და სიგარეტს ღრმა ნაფაზი მოქაჩა. ზურგზე ქალის თხელი თითების შეხება იგრძნო.
- გშია? - უხალისოდ გამოაცალა ქალს თავისი სხეული, და ფეხზე წამოდგა.
- მგონი ჰო.
- რამეს მოგიმზადებ. - ტრუსი ჩიცვა გაბრიელმა და სამზარეულოში გავიდა. მაცივრის გამოხსნის შემდეგ, გულდასმით მოათვალიერა იქაურობა და მალევე დარწმუნდა რომ არანაირი პროდუქტი არ მოეპოვებდა, კარი ხმაურით მიხურა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. პიცა შუკვეთა და ისევ მისაღებში გაბრუნდა, სადაც სავარძელზე გაწოლილ შიშველ სხეულს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, მის სხეულთან დაიხარა, თითები ფრთხილად აუსვა ლამაზმანის ფეხს, ქალმაც მაშინვე დახუჭა თვალები და მოახლოებული სიამოვნების მოლოდინში მთელ ტანზე ჭიანჭველების არმიამ დაურბინა. გაბრიელმაც არ დააყოვნა, გამშრალი ბაგეები სიშმაგით დაუკოცნა, მის მკლავებში კიდევ ერთხელ აკვნესებულ ქალს უემოციოთ დააშტერდა, ისევ ვერაფერი იგრძნო გარდა ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა. ისევ არღვევდა ოთახის კედლებს ქალის სიამოვნებით გაჟღერებული ბგერები, რომელსაც მამაკაცის მძიმე სუნთქვა გასდევდა ფონად. კიდევ ერთხელ მიაღწია ქალმა სიამოვნების მწერვალს და ახლა უკვე საცოდავად მობუზული, უმწეოდ მისვენებოდა სავარძელს.
- მგონი ვეღარ ავდგები. - სიმწრით წაეპოტინა ქვედა ტუჩს და ხელი ფრთხილად გადაიტარა ფეხებშორის.
- რამდენი წლის ხარ ირა?
- ოცის.
- ოცის. - ირონია გაკრთა გაბრიელის სახეზე. პიცა უხმოდ მიირთვეს, ცოტა ვისკიც დალიეს და ის იყო გოგონა გაბრიელს ყელზე მოეხვია, მამაკაცმა რომ უხეშად მოიშორა მისი სხეული.
- შენი წასვლის დროა! - ზურგი აქცია ქალს და სიგარეტს მოუკიდა. მართალია ვერ ხედავდა მაგრამ მაშინვე იგრძნო როგორ აემღვრა გოგონას თვალები, უხმოდ მოშორდა მის სხეულს. ტანსაცმელი ჩაიცვა და კარისკენ წავიდა. გასვლამდე ერთხელ კიდევ შეავლო მამაკაცს თვალი, რომელსაც მზერა სივრცეში გაჰყინვოდა და საერთოდ ვერ ამჩევდა მიმავალ ქალს.
- კიდევ გნახავ? - ბოლოჯერ გაიბრძოლა ქალმა.
- რისთვის? - ცივად უპასუხა გაბრიელმა. სიგარეტი ჩააქრო და საწოლზე გაიშოტა.
- ნახვამდის. - ბოლომდე გატყდა ქალი და იქაურობას გაეცალა.
რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იჯდა ღია ფანჯრის წინ და ქუჩაში უთავბოლოდ მოხეტიალე ხალხს უცქერდა, გონება ისევ სიძულვილთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაფლულიყო, თავის გაუსაძლის ტკივილს ისევ ვერაფრით იჩერდებდა. მარჯვენა ხელის თითები ისევ გაშეშებოდა.
- ამის დედაც. - ერთი შეიკურთხა და ვისკის ჭიქა კედელს მიანარცხა. რეალობაში კარზე დარეკილმა ზარმა დააბრუნა, უხალისოდ წავიდა კარის გასაღებად და საერთოდ არ გაჰკვირვებია როდესაც ბავშობის მეგობარი ნია შერჩა.
- სად დატყდი. - საყვედური ჩანდა მეგობრის ხმაში, სავარძელში ხმაურით ჩაესვენა და გამომცდელი მზერა მიაპყრო მეგობარს.
- ნაშა მოვხსენი. - ზიზღით აივსო გაბრიელის სახე.
- ოჰ გამაკვირვე. - სავარძლიდან წამოდგა ნია, კარადიდან ჭიქა გამოიღო და სასმელი შეივსო. - გადაიწვები გაბრიელ.
- ხომ იცი სექსი ერთადერთი პროცესია როდესაც თავი არ მტკივა.
- ვიცი. - წამში გაუთბა ნიას ხმა. - თავს როგორ გრძნობ?
- ისევ ისე.
- ახალი არაფერია?
- რა უნდა იყოს ნია. - სავარძელს მთელი სხეულით აეკრო გაბრიელი და მეგობარს გამომცდელად მიაშტერდა. - გოგო ასეთი ლამაზი ხარ და ჯერ კიდევ მარტო რატო დადიხარ?
- იმიტო რო ყველა კაცი ყ/ით აზროვნებს და არა ტვინით. - გაიღიმა ნიამ და სასმელი მოსვა. - შენებს უთხარი?
- რა აზრი აქვს?
- შენი მშობლები სიმართლის ცოდნას იმსახურებენ გაბრიელ.
- ვიცი მაგრამ არ ვარ მზად მათთან ამაზე სასაუბროთ.
- ექიმი რას ამბობს?
- დასაიმედებელს ვერაფერს. - ზიზღი შეერია გაბრიელის ხმას.

უნივერსიტეტის ეზოში ბუზებივით არეულ სტუდენტებს შორის სწრაფად გაძვრა, კიბე აირბინა და მოაჯირს მიყრდნობილ მეგობარს ბრაზით შეანათა თვალები.
- ყოველთვის ასე იქცევი, არ შეგიძლია ერთხელ მაინც გამაფრთხილო სანამ ვინმესთან ერთად დატყდებოდე.
- კარგი რა ანკა. რომ იცოდე რა კარგი დრო ვატარე, სიმართლე გითხრა საბოლოოდ საკმაოდ უტაქტო აღმოჩნდა თუმცა საწოლში კი ფანტასტიური იყო.
- გულს მირევ ირა. - კუშტად შეკრა ანკამ წარბები და მეგობარს ამრეზილმა გახედა. - წამოდი დღეს ახალი ლექტორი უნდა გავიცნოთ, არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო.
- წიგნიდან რომ თავი აიღო, იქნებ ცოტა უფრო მსუბუქად შეხედო ცხოვრებას. - ენა გამოუყო ირამ მეგობარს თუმცა მის მოთხოვნას დაემორჩილა და წინ წასულ მეგობარს კუდში აედევნა. აუდიტორიაში სრული ქაოსი იდგა, ანკა კუთვნილ ადგილს მიუჯდა, ირა მაგიდაზე შემოჯდა და ჯგუფელებს, რომლებსაც დასანახად ვერ იტანდა ზიზღნარევი მზერა მოავლო.
- გამარჯობათ. - აუდიტორიის ქაოსი მამაკაცის დაბალმა ტემბრმა გაარღვია, წამით ყველა იყუსება და ახალ ლექტორს ყურადღებით აპყრობენ მზერას.
- ამის დედაც. - სიმწრით იკბინა ირამ ტუჩზე, მაგიდიდან ჩამოხტა და მეგობრის გვერდით უმწეოდ მოიკუნტა.
- რა? - ეჭვით ჩაეკითხა ანკა და მეგობრიდან მზერა ლექტორისკენ მიმართა.
- მე გაბრიელი ვარ. - მძიმეთ დაახეთქა მაგიდაზე ჩანთა, ხელებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და მზერა მოავლო აუდიტორიას. - დღეიდან მოგიწევთ ჩემი ატანა, ან პირიქით მე თქვენი ატანა. ერთი სიტყვით იმედი მაქვს მოვახერხებთ ერთმანეთს გავუგოთ. - სკამს მოწყვეტით მიესვენა გაბრიელი, წამით თვალები დახუჭა. საფეთქლები მძიმედ დაიზილა და ისევ აუდიტორიას მოავლო მზერა, წამით მის თვალებში მოულოდნელი ეიფორია გაკრთა, პერანგის საყელო საჩვენებელი თითით ოდნავ ჩასწია და კისერი შეათამაშა.
- არ მითხრა რომ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა ანკას ფერწასული ირას დანახვის გამო. - კარგად ხარ?
- არა. - საცოდავად ამოიკვნესა გოგონამ და ღრმად ამოისუნთქა, სულ რამდენიმე წამით შეხვდენენ ერთმანეთს გაბრიელისა და ირას თვალები მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ გოგონას გონებაში დატრიალებული ქაოსი ასე შესამჩნევი ყოფილიყო ახალი ლექტორისთვის. ღიმილმა და ბრაზმა ერთიანად მოიცვა გაბრიელის სახე. წამით ჩაფიქრდა, მერე ფეხზე წამოდგა, დაფასთან მივიდა, ცარცი აიღო და წერა დაიწყო.
სოციოლოგია როგორც მეცნიერება
- შეუძლია ვინმეს ამასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვას? - ცარცი ადგილზე დააბრუნა და მზერა სტუდენტებს მოავლო. - გისმენთ. ხელით ანიშნა უკანა მერხზე მჯომ ანკას.
- სოციოლოგია, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის შესწავლის ერთ-ერთი საშუალებაა. სოციოლოგები ცდილობენ გაიგონ რატომ იქცევიან ადამიანები გარკვეული სახით, რატომ ქმნიან ჯგუფებს, მიდიან ომში, თაყვანს სცემენ რამეს, ქორწინდებიან, ხმას აძლევენ, ე.ი. ყველაფერი რასაც ადგილი აქვს ადამიანებთან, როდესაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ. მოკლედ, სოციოლოგია შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოებისა და სოციალური უირთიერთობების მეცნიერული შესწავლა.
- ცუდი არ იყო. - ღიმილი მოეფინა გაბრიელის სახეს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი.
- რა შეცდომა? - წარბი ასწია ანკამ.
- როდესაც ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგომასა და სიტყვით გამოსვლას აპირებ, თავდაპირევალად სოციუმს შენი თავი უნდა წარუდგინო და შემდეგ დაიწყო საუბარი. - აუდიტორიაში ვიღაცამ ჩაიხითხითა, რამაც გაბრიელის გაღიზიანება და გაგულისიებული მზერის იქეთ მიმართვა გამოიწვია საიდანაც ხმა მოდიოდა. - ადექი. - მკაცრად მიმართა სტუდენტს, რომელიც მაშინვე დაემორჩილა. - არ გასწავლეს რომ დაცინვა დასჯადია?
- უკაცრავად. - დამნაშავე ბავშივით თავი ჩახარა ბიჭმა.
- ბოდიში მოუხადე.
- გამეცინა ასეთი რა გავაკეთე? - მხრები აიჩეჩა სტუდენმა.
- ბოდიში მოიხადე. - გაიმეორა გაბრიელმა და ხელით ანკასკენ ანიშნა, რომელიც ერთიანად აწითლებული მერხს მთელი ძალით აკვროდა.
- ბოდიში. - ყრუდ ამოთქვა ბიჭმა.
- ახლა კი აუდიტორია დატოვე. - კარისკენ მიუთითა გაბრიელმა სტუდენტს.
- ღიმილისთვის? - თვალები დაქაჩა ბიჭმა.
- დაცინვისთვის! - კბილებში გამოსცრა გაბრიელმა. ბიჭი დაემორჩილა და აუდიტორიის კარიც ხმაურით გაიხურა. რამდენიმე წამი აუდიტორიას სრული სიჩუმე ეუფლება, ბოლოს დაძაბულ ატმოსფეროს ისევ პროფესორი ანეიტრალებს. - ანუ სად გავჩერდით? - ღიმილით მიმართა ჯერ კიდევ აწითლებულ ანკას.
- მოკლედ, სოციოლოგია შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოებისა და სოციალური უირთიერთობების მეცნიერული შესწავლა.
- საკმარისია. - ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო და გოგონაც დაემორჩილა. ჩანთიდან ტესტები ამოიღო და ყველა სტუდენტს წინ დაუდო. - შეავსეთ! და ეცადეთ ეს ისე მოხდეს რომ თქვენი აქ ყოფნა ვერც კი შევნიშნო. - ფანჯარა შეაღო და სიგარეტს მოუკიდა, შემოდგომის სასიამოვნო სურნელი მოსდებოდა სამყაროს, ღრმად სუნთქავდა გაბრიელი საამო სურნელს თუმცა ახლა მასში არაფერს აღძრავდა გარეთ გამეფებული ეს ყოველივე, ახლა მის გონებას წყვდიადი დაპატრონებოდა და ყოველივე სასიამოვნოსთვის მუსრი გაევლო, ძვლებს უღრღნიდა მასში გამეფებული სევდა, ყბის ძვლები ძლიერად დასტყობოდა მის სახეს, ვერ ხედავდა მაგრამ მისი მისამართიდ მიპყრობილ თვალებს გრნობდა. ამის გამო საკუთარი თავი სძულდა, სძულდა რადგან ის ყოველთვის საინტერესო იყო სხვებისთვის, მისთვის კი არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარდა ერთისა, ძალიან უნდოდა თავის ტკივილი როგორმე შეეჩერებინა. სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და მზერა ისევ სტუდენტებს მოავლო, უმრავლესობა მათგანს დაესრულებინა წერა და აუდიტორიაც დაეტოვებინათ, არც ირა იჯდა უკანა მერხზე, აუდიტორიაში დარჩენილი ხუთ ადამინს შორის ანკაც იმყოფებოდა, რომელიც გაოცებული თვალებით უცქერდა მის წინ დადებულ ტესტს და ნერვულად აწვალებდა თითებს შორის კალამს. რამედნიმე წუთში დანარჩენმა სტუდენტებმაც დაასრულეს წერა და ახლა აუდიტორიას მხოლოს გაბრიელის მოლოდინი და ანკას გახშირებული სუნთქვა არღვევდა.
- არ შემიძლია. - ძლივს ამოთქვა გოგონამ და ეჭვით აღსავსე თვალები შეანათა ლექტორს.
- რა არ შეგიძლია? - ინტერესით ჩაეკითხა გაბრიელი, მაგიდას მოშორდა და გოგონას მიუახლოვდა.
- ვერ ვწერ.
- რატომ? - მაგიდიდან ტესტი ააცალა სტუდენტს და გაოცებისგან სახე ეცვალა. - არც ერთი პასუხი?
- ეს ხომ მეხუთე კლასის ტესტია? - ღიმილი შეერია გოგონას ხმას.
- მეექვსე. - კმაყოფილმა წარმოთქვა გაბრიელმა. - მგონი მთელ კურსზე ერთადერთი ხარ, ვინც მიხვდა რომ ეს ტესტი არ უნდა შეევსო. - ღიმილით მიმართა გოგონას და მის ცისფერ თვალებს ინტერესით დააკვირდა.
- სტუდენტების გაცნობის უცნაური მიდგომა გქონიათ პროფესორო. - ზურგჩანთა აიღო ანკამ და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ანკა, სოცილოგიაზე რატომ სწავლობ? - გასასვლელთან დაეწია მამაკაცის ხმა.
- იმიტომ რომ ასოციალური ვარ. - ღიმილით უპასუხა გოგონამ და კმაყოფილი გაბრიელი აუდიტორიაში მარტო დატოვა. გაბრიელმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კმაყოფილმა აკრიფა მოკლე ტექსტური შეტყობინება.
„მართალი იყავი“ - შეტყობინება ნიას გაუგზავნა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

2
უკვე რამდენიმე თვეა გაბრიელის ყოველი საღამო ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეული უაზრო რუტინით მიმდინარეობს, ყოველ საღამოს ან ბარში მიათრევენ ცხვირჩამოშვებულს მეგობრები ანაც მასთან სახლში გათენებამდე რჩებიან, იშვიათად აცდიან მარტო ყოფნას, სინამდვილეში კი ამ უკანასკნელს მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი სურს, ახლაც ძალით გამოათრიეს სახლიდან და ჩვეულებისამებრ კლუბში გასართობად წაიყვანეს, შესვლისთანავე ღიმილით მიეგება მათ ბარმენი და უკვე ჩვეულებად ქცეული მაგიდისკენ წაუძღვა. ხმაურით მოეწყვნენ მეგობრები კუთვნილ ადგილებზე და ნადირობის სეზონიც გახსნილად გამოაცხადეს, მხოლოდ გაბრიელი იჯდა მისთვის ყოვლად უინტერესო დიალოგით დაღლილი მეგობრს შორის და ვერ ხვდებოდა როდის გაექცა ის შინაგანი მე, რომელიც ყველაზე მატად მეგობრებთან ყოფნით ღებულობდა სიამოვნებას. ერთიდან მეორისკენ გადაჰქონდა მზერა, მეორედან მესამისკენ და ასე დაუსრულებლად.
- არ დაიღალეთ? - დაბალი ხმით მიმართა მეგობრებს და სასმელი მოსვა.
- გაბო რა გჭირს? - ეჭვით ჩაეკითხა ლევანი.
- ამ სირუ/ი გარემოთი არ დაიღალეთ? - კითხვა გაიმეორა გაბრიელმა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- რა გჭირს ბიჭო? - ახლა გუგა ჩაერთო საუბარში.
- ყელშია ეს ყველაფერი, დალევა, წამალი, სექსი. გულს არ გირევთ ეს ნეხვი?
- რა მოწიე შე ჩემა? - ახარხარდა ლადო და როგორც კი მეგობრის სერიოზულ თვალებს მზერა გაუსწორა ისიც წამში დასერიოზულდა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ოცი წლის ასაკში ჩავრჩით. - კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და დარბაზში მოცეკვავეებს მოავლო მზერა. - თხუთმეტი წელია აქ დავეხეტებით, ერთი და იგივე მაგიდასთან ვსხდებით, გათენებამდე ვსვამთ, უცხო ქალებს ვჟიმ/ვთ, მერე ვიღვიძებთ, სამსახურში მივდივართ, როგორც კი დაღამდება ისევ აქ მოვეთრევით და ისევ წინა დღის სისაძაგლეებს ჩავდივართ, მართლა არ დაიღალეთ? - ინტერესით მოავლო გაბრიელმა მზერა მეგობრებს.
- გაბო, თუ ეს არ მოგწონს შეგიძლია გვითხრა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ განიტვირთო და მარტო ყოფნის საშუალება არ მოგცეთ.
- ხედავ? - გაშეშებული თითები ცხვირთან მიუტანა ლევანს.
- ჰო. - თვალებით მაგიდის ზედაპირი ლამის გახვრიტა ამ უკანასკნელმა.
- დღეს გაშეშებული ერთი ხელი, ხვალ მეორე შეემატება, მერე ფეხი, მერე მეორე ფეხი, მერე ენა წამერთმევა, მერე გონებაც ამერევა, მე კი იმის მაგივრად რომ დარჩენილი დრო რამე ღირებულს მოვახმარო ვზივარ აქ თქვენთან ერთად და უაზროდ ვსვამ, ვიღაც გამვლელებს სახლში მივათრევ და გულის წასვლამდე ვჟი/ავ. თავი ღორი მგონია. - ირონიულად ჩაიღიმა გაბრიელმა და სასმელი მოსვა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა მაგიდასთან, გარემოს მხოლოდ კლუბში გაჟღერებული მუსიკა არღვევდა, გაბრიელის თვალები ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა, კონკრეტულ წერტილში მდგომ ქალის ლამაზ სილუეტს მოენუსხა მისი მზერა, შეპარული ღიმილი ნელ-ნელა მთელ სახეზე მოეფინა, წამით მეგობრებს მზერა მოავლო და ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე.
- სად?
- სადღაც. - გასასვლელს მიაშურა მამაკაცმა.
- გაბრიელ. - მოესმა ზურგს უკან გუგას ხმა.
- შემეშვი. - სწრაფად დაიძრა დარბაზის შეაგულში მოცეკვავე ქალის სილუეტისკენ, დაუკითხავად ჩაავლო მაჯაში ხელი და გასასვლელისკენ გაათრია, გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შეძლო მისი ქუჩაში გაყვანა.
- ავადმყოფო. - ამოიკვნესა კედელს აკრულმა გოგონამ და როდესაც მის წინ მდგომი მამაკაცის სახე გაარჩია წამის წინ აბობოქრობული მალევე დამშვიდდა. - უფრო თავაზიანი რომ იყო არ შეგიძლია?
- ვფიქრობ თავაზიანობა სულაც არ გხიბლავს. - უხეშად მოხვია ყელზე ხელი, წამით მზერა გაუყარა აღგზნებული ლამაზმანის თვალებს, ხედავდა სურვილით როგორ იცვლებოდა მისი გულის ცემა, მარტივად ააფრიალა ქალის მსუბუქი სხეული და მუცელზე შემოისვა, მთელი ტანით კედელს მიაყრდნო და გაშმაგებით დაეწაფა მის ბაგეებს. ორივე ხელით ძლიერად ჩაფრენოდა ქალის უკანალს და ძლიერი კოცნით ცდილობდა ისედაც აღგზნებული ქალის კიდევ უფრო მეტად აღგზნებას, მთელი ტანით ქალის მსუბუქ სხეულს მიაწვა და ერთი ხელით მის მკერდს წაეპოტინა. - გარყვნილი. - გაიფიქრა როგორც კი მაისურს მიღმა უბიუსჰალტერო მკერდის გამკვრივებული კერტი შერჩა, მტკივნეულად მოუჭირა ხელი და ახლა კბილი ჩაავლო ქალის მკერდს. ლამაზმანის აღგზნებული სუნთვა სმენას უხშობდა. გრძნობდა მისი სხეულის გარკვეული ნაწილიც იცვლებოდა და უფრო მეტის მიღება სურდა, ქალის სხეული ძირს დასვა და ისე რომ გოგონამ გააზრება ვერ მოასწრო სახით ააკრო კედელს, ახლა უკნიდან აწვებოდა მთელი ძალით, ერთი ხელით მისი მოკლე კაბა საჯდომზე აასრიალა და დაუკითხავად შეძვრა საცვლის შიგნით, როგორც კი გოგონამ ფეხებს შორის მოსრიალე მისი თითები იგრძნო სხეული ერთიანად აუფეთქდა და კვნესაც აღმოღდა მის ბაგეებს, ტუჩებზე აფარებული ხელის წყალობით, მისი გმინვა ყრუდ მოედო არემარეს, გაბრიელი გაჩერებას არ ფიქრობდა, უფრო ღრმად და რითმულად ასრიალებდა მის ვაგი/აში თითებს, ქალს სიამოვნებისგან მუხლები მოეკვეთა, მოწყვეტილ სხეულს ხელი შეაშველა მამაკაცმა და ისვე სახით მისკენ შემოაბრუნა. ათრთოლებულ მტევანში ხელი ჩაავლო და თვალებით მოფარებული ადგილი მოძებნა, გოგონა სიბნელეში შეათრია და მასთან ერთად ისიც წყვდიადს შეერწყა. ისევ კედელს აკრული აღმოჩნდა ქერა ლამაზმანი, ისევ მის მკერდს მოწყურებული წაეპოტინა გაბრიელი, მტკივნეულად მაგრამ სასიამოვნოთ მოექცია მისი სავსე მკერდი მუჭში.
- გთხოვ. - ქალის სუსტი ხმა ჩაესმა ყურში.
- ჯერ არა. - მოკლე ტოპისგამ გაათავისუფლა მამაკაცმა და ისევ მის ბაგეებს დაეწაფა. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. სურვილით აკანკალებულმა ქალმა ფრთხილად წაიღო ხელი ფეხებშორის მაგრამ გაბრიელმა შეაჩერა და თავად შეასრიალა მის სისველეში თითები.
- ჯანდაბა. - ყელზე ძლიერად უკბინა ქალმა. - შეუდარებელი ხარ. - დასრულება ვერ მოასწრო ისე აღმოაჩნდა მის გავარვარებულ ვაგინა/ი მამაკაცის მკვრივი პენი/ი. მის თმებს ჩაფრენილ გაბრიელს თვალები დაეხუჭა და სიამოვნების ზღვა ტალღებში მოცურავე ისევ ვერაფერს გრძნობდა გარდა ცხოველური ვნების დაკმაყოფილებისა.
- შეუდარებელი ხარ. - ამოილაპარაკა ძალაგამოცლილმა ლამაზმანმა მის ყურთად და თვალებით ძირს დაგდებული ტოპი მოძებნა.
- ვიცი. - უემოციოთ შეიკრა გაბრიელმა შარვალი და მის წინ მდგომ ქალს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა.
- ახლა რა იქნება? - ღიმილით მოხვია გოგონამ ხელი, რომელიც გაბრიელმა უემოციოდ მოიშორა.
- ახლა წახვალ და შენს მეგობრებს მოუყვები როგორ გაგ/იმა შენმა პროფესორმა. - ცხვირზე ხელი დაჰკრა გაბრიელმა გოგონას და ისევ მის მკერდს წაეპოტინა.
- მეჩვენება თუ გიზიდავ პროფესორო?
- ირა ხომ? იმედია სწორად მახსოვს შენი სახელი.
- ირა. - ხმაში წყენა შეეპარა გოგონას.
- მე არავინ მიზიდავს. კოშკებს ნუ ააგებ. შესაძლოა სხვა დროს ისევ მოხდეს რომ ჩემ პენი/ს შემომჯდარი აკვნესდე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცოლად მოგიყვან და შენგან ბავშვები მენდომება.
- რამდენადაც კარგი ხარ სექსში, იმდენად ხეპრე ხარ ცხოვრებაში. - ზიზღით კრა გოგონამ ხელი და იქაურობას გაეცალა. რამდენიმე წუთს უემოციოდ უქცირა მიმავალ გოგნას გაბრიელმა, ბოლოს სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გზას ფეხით გაუდგა. შემოდგომისთვის მახასიათებელი თბილი და საამო სურნელით გაჯერებული საღამო იდგა, ნელა მიაპობდა ქუჩებს და ჩაფიქრებული ღრმად ქაჩავდა სიგარეტს, წამის წინ განცდილი ხორციელი სიამოვნება მისი გონებიდან ისე აორთქლებულოყო თითქოს არც არაფერი მომხდარა, მის გონებას ისევ ჩაფრენოდა იმედგაცრუების სევდისფერი კაეშანი, თავი ისევ ძალიან სტკიოდა და შიგადაშიგ მარცხენა ხელის თითები ისევ უშეშდებოდა. ყბის ძვლები ბრაზით დასჭიმვოდა და ძალიან სძულდა სხეული, რომელშიც ცხოვრობდა რადგან უკვე სულს უხუთავდა. წამით შეჩერდა, მდუმარე ქალაქს თვალი მოავლო, ოცდაოთხსაათიანი სუპერმარკეტი შენიშნა და იქეთ წავიდა, საიდანაც მაღაზიის მწვანეთ განათებული რეკლამა მყიდველებს ეძახდა. შესასვლელთან წამით შედგა, სიგარეტი ნაგვის ურნაში მოისროლა და სუპერმარკეტში შევიდა, ბევრი არ უფიქრია, მაცივრიდან რამდენიმე ბოთლი ლუდი აიღო და სალაროს მიაშურა, მწვანე ჟილეტში გამოწყობილმა ახალგაზრდა მოლარემ დაღლილი ღიმილით მოიხადა სამსახურეობრივი ვალი, პროდუქცია პარკში ჩაალაგა და გაბრიელს მიაწოდა.
- ოცდახუთი ლარი. - უხმოდ მიაწოდა საკრედიტო ბარათი და მის მოუვლელ ფრჩხილებს ზიზღით დახედა. - ნახვამდის. - ისევ პროტოკოლით გაწერილი ღიმილით მიმართა მოლარემ.
- ნახვამდის. - ყრუდ ამოთქვა გაბრიელმა და მარკეტი დატოვა. ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და სალონის უკანა სავარძელზე მიესვენა, წამით თვალები დახუჭა და გონებაში გაჩაღებულ ომს დააკვირდა.
- დიდი ხანია რაც წამლებს იღებთ? - მძღოლის მოულოდნელმა კითხვამ რეალობაში დააბრუნა.
- უკაცრავად? - გაოცება აისახა მის სახეზე.
- ჩემი ძმა ორი წლის წინ დაიღუპა, ხუთი წელი ვუყურე მის ტანჯვას, ვიცი როგორ გამოიყურებიან ასეთ დროს ადამიანები. - სინანული და ტკივილი ჩანდა მძღოლის ხმაში.
- ჯერ მხოლოდ ერთი წელია. - მძღოლიდან მზერა ფანჯარაში მიმართა გაბრიელმა და იმაზე დაფიქრდა რომ ძალიან მალე ყველასთვის შესამჩნევი გახდებოდა მისი მდგომარეობა, იმაზე დაფიქრდა თუ რას ტოვებდა ის და ირონიული ღიმილი მოჰგვარა იმაზე ფიქრმა რომ არც არაფერს ტოვებდა გარდა გადატყნ/ლი ქალაქის ნახევრისა. მოულოდნელად მის გონებაში მშობლების სახე ამოტივტივდა და თვალის კუთხეში ცრემლი იგრძნო, სწრაფად შეიმშრალა და ყელს მომდგარი ემოცია როგორღაც ჩუმად გადააგორა. - ჩემი ტყუპისცალიც ორი წლის წინ დაიღუპა ავარიით. - ამოთქვა ბოლოს.
- ვწუხვარ. - გულწრფელი მწუხარება ჩანდა მძღოლის ხმაში.
- ჰო, მეც ვწუხვარ. - ისევ სიჩუმეში გაუჩინარდა გაბრიელი. - შეგიძლიათ სხვა მისამართზე წამიყვანოთ?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ ნუცუბიძის პლატოზე წავიდეთ.
- ვინმე ისეთი გეგულებათ ვისთანაც ყოფნა ახლა ყველაზე მეტად გინდათ?
- მგონი რომ კი. - გამხიარულება დაეტყო გაბრიელს. ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზე იყო, სწრაფად აირბინა სამი სართული და შავ რკინის კართან წამით შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და გაუბედავად დარეკა ზარი, რამდენიმე წამი საუკუნედ იქცა და როგორც იქნა კარს მიღმა მსუბუქი ფეხის ხმა მოესმა, ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა როგორ სწრაფად აძგერდა კარს აკრული ქალის სუსტი გული. - ევა მესმის შენი გულის ცემა, ვიცი რომ სახლში ხარ. - ორივე ხელის გული კარს მიაყრდნო გაბრიელმა და შუბლით ცივ ზედაპრს მიეკრო. - გთხოვ გააღე. - ყრუდ ამოთქვა და იგრძნო როგორ უკანკალებდა ხმა. კარის საკეტის გადატრიალება მოესმა და აი ისიც, მთელი თავისი ბუნებრიობით, მსუბუქად აწეული თმით, თხელ სარაფანში გამოწყობილი ქალის გამხდარი სხეული. წამით ცრემლიანი მზერა მიაპყრო დაუპატიჟებელ სტუმარს და შესასვლელი გაუთავისუფლა. სავარძელში ჩაფლული გაბრიელი ღიმილით უცქერდა მის წინ მჯომ ქალს. - მომენატრე. - როგორღაც გაბედა ამ სიტყვის თქმა
- გაბრიელ.
- რა იყო ევა.
- არ დაიწყო.
- რატომ არ მაძლევ შენი ნახვის უფლებას.
- გაბრიელ გთხოვ.
- ევა. - სავარძლიდან წამოდგა გაბრიელი მის წინ მოწყვეტით დაეშვა, შიშველ ფეხებზე მჭიდროდ მოჰხვია ხელები და თავი მის კალთაში ჩარგო.
- გთხოვ. - გატეხილი ჩანდა ქალის ხმა, გაბრიელი არ იძვროდა, უფრო მჭიდროდ მიკვროდა მის ფეხებს, ქალის თხელი თითები იგრძნო თმებში და შეაჟრჟოლა, თვალები დახუჭა და გონებაში დატრიალებული ქაოსი მთელ სხეულს დაეპატრონა. - გაბრიელ მარტო არ ვარ.
- ვიცი. - მზერა გაუსწორა ქალს. - მე ყველაფერი ვიცი. - ფეხზე ადგა, ქალის სახე ნაზად მოიქცია ხელებში და თბილი ტუჩები მიაკრო შუბლზე. მის ხელებში განაბული ქალის გული კიდევ უფრო ძლიერად აძგერდა.
- წადი. - სახიდან მისი ხელები მოიშორა ევამ.
- ჰო, მივდივარ. - ღიმილი მოირგო გაბრიელმა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- გაბრიელ. - კართან დაეწია ქალის ხავერდობანი ხმა.
- რა?
- ხომ იცი რატომ წავედი.
- ჰო ვიცი ევა. მის ნაცვლად მე უნდა ვყოფილიყავი იმ წყეულ ავტომობილში.
- შენები ნახე გაბრიელ. ორი წელი გავიდა.
- შენ ხომ ნახულობ ევა.
- რა თქმა უნდა მაგრამ...
- ჩემთვის ესეც სკმარისია. - კუშტად შეკრა გაბრიელმა მუჭები და კარში გაუჩინარდა.

დილის შვიდ საათზე დაყენებული მაღვიძარა უხალისოდ გათიშა, საწოლზე წამოჯდა და ნაბახუსევის გამო ატკიებული თავი ძლიერად დაიზილა. მარცხენა ხელის მტევანს დახედა, თითები აამოძრავა, კმაყოფილი წამოდგა საწოლიდან, აბაზანა მიიღო, ლურჯი პერანგი და ღია ფერის ჯინსი მოირგო, ორი აბი წყლის დახამრების გარეშე გადაისროლა ყელში და კიბე უცნაურად მხიარულმა ჩაირბინა.
- ესეც ასე. - ყოველგვარი მისალმების გარეშე შეაჭრა აუდიტორიაში, ჩანთა ჩვეულებისამებრ ხმაურით დაახეთქა მაგიდას და კმაყოფილი მზერა მოავლო გასუსულ აუდიტორიას. - ვის უნდა დღეს ლექცია ჩემს მაგივრად წაიკითხოს? - დადუმებული სტუდენტების უმრავლესობა მაგიდის ზედაპირს მიშტერებოდა იმ იმედით რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას როგორმე ასცდენოდა. გაბრიელის სახეს ირონიული ღიმი მკვეთრად დაეტყო. - დავიჯერო თქვენს შორის არავინ არის ისეთი ვისაც თავის წარმოჩენა სურს? კარგით მოდით საქმეს გაგიადვილებთ. შევეშვათ სოციოლოგიას და უფრო საჭირბოროტო საკითხებზე ვისაუბროთ, მაგალითად რამდენად დიდი როლი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში სექსუალურ მოთხივნილებებს, ვფიქრობ ეს ის საკითხია სადაც უმრავლესობა საკმაოდ წარმატებით უნდა ასპარეზობდეთ. - მზერა უკანა მერხზე ატუზული იარასკენ მიმართა გაბრიელმა.
- გინდათ რომ ჩვენი სექსუალური ცხოვრების შესახებ საჯაროდ ვისაუბროთ?
- კითხვის არს სწორად ვერ ჩაწვდით ახალგაზრდავ, მე ვთქვი ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რამდენად დიდი როლი უჭირავს სექსუალურ მოთხოვნილებას ადამიანის ცხოვრებაში. გისმენთ ხელით ანიშნა უკანა მერხზე მჯდომ ბიჭს.
- სექსის გარეშე რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას?
- რატომ?
- მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სასიამოვნო.
- ანუ ფიქრობ, რომ არა სექსი, შენ ცხოვრებას არანაირი სასიამოვნო დატვირტა არ ექნებოდა?
- დიახ.
- შენ როგორ ფიქრობ? - ახლა მეორე ბიჭს მიუბრუნდა გაბრიელი.
- მეც ასე მგონია, სექსი საოცრებაა, ხელოვნებაა.
- ხელოვნების უამრავი სხვა დარგი არსებობს. - ღიმილით მოუჭრა გაბრელმა.
- მაგრამ არც ერთი მიმიდნარეობა ისე არ აგამაღლებს როგორც ორგა/ით განცდილი სიამოვნება. - საუბარი შეაწყვეტინა ბიჭმა.
- საინტერესოა ამის შესახებ რა აზრის არიან გოგონები. - გასუსულ აუდიტორიაში საუბრის მსურველს ამაოდ ეძებდა გაბრიელი, არავის სურდა ამ თემის შესახებ საკუთარი შეხედულების საჯაროდ გამომზეურება. - თქვენ. - ანკას მიმართა პროფესორმა. - საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ.
- რატომ მე? - სიწითლე შეეპარა გოგონას.
- იქნებ იმიტომ რომ თქვენი გუშინდელი გამოსვლა დამამახსოვრდა, გისმენთ ნუ გერიდებათ, თამამად ისაუბრეთ.
- პირადად ჩემთვის სექს არანარი დანიშნულება არ აქვს გარდა ტკივილგამაყუჩებლისა. - ყრუდ ამოთქვა ანკამ და მისკენ მიმართული ოცდათექვსმეტი თვალის აღქმისას კიდევ უფრო დაიძაბა.
- ეს როგორ? - ღიმილით ჩაეკითხა პროფესორი.
- თუ ადამიანს დეპრესია აწუხებს და გარშემო ყველაფერი აღიზიანებს. გასათვალისწინებელია, რომ სექსის დროს ხასიათი საგრძნობლად უმჯობესდება. გარდა იმისა, რომ სექსის დროს განიცდი სიამოვნებას, ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ენდორფინს, რომელიც მოქმედებს ადამიანის კარგ განწყობაზე და სამყაროს პოზიტიურ აღქმაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხასიათის გაუმჯობესებაზე მოქმედებს ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში. ყველაფერი მარტივია, ხარისხიანი სექსის შემდგომ, ადამიანის განწყობილება უმჯობესდება ქიმიურ დონემდე და ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა მოეშვით და უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება. თუ ადამიანს ხშირად რაღაც აწუხებს და ტკივათ, მაშინ უნდა ისევ და ისევ სექსით მკურნალობის მეთოდს. ორგა/მის მიღებამდე, ადამიანის სისხლში გადადის ჰორმონი - ოკსიტოცინი, რომელიც ატარებს ტკივილგამაყუჩებელ ხასიათს და იგი მორფინის ანალოგიურია. ასე რომ სექსი საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია. - რამდენიმე წამი აუდიტორია სრულ სიჩუმეში უჩინარდება, დაძაბული ანკა სიკვდილმისჯილივით ელის პროფესორის პასუხს მის გამოსვლასთან დაკავშირებით.
- შთამბეჭდავია. - გაბრიელმა კმაყოფილმა შემოსცხო ხელის გულები ერთმანეთს. - ზედმეტად დამაჯერებელი ხართ, თქვენ ასე მკურნალობთ ტკივილებს?
- ვფიქრობ თქვენ სრულიად უადგილო კითხვით ცდილობთ ჩემი სექსუალური ცხოვრების გამომზეურებას, ეს ჩემი პირადია და არ ვაპირებ მის შესახებ საუბარს, მე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდეთ თქვენს მიერ დასმულ სულელურ კითხვაზე. - ბრაზით მიაყარა გოგონამ პროფესორს და კუთვნილ სკამს ნებართვის გარეშე დაუბრუნდა. - რამდენიმე წამი კმაყოფილებით აღსავსე უყურებდა გაბრიელი წყობიდან გამოსულ გოგონას. ბოლოს უხმოდ დაუბრუნდა მაგიდას, წიგნაკი გადაშალა და რაღაც ჩაინიშნა. ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტები ქაოსით წამოიშალნენ და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- შენ დარჩი. - ღიმილით მიმართა გაბრიელმა ანკას და წინა მერხისკენ მიუთითა.
- რისთვის? - დაიბნა გოგონა.
- გაიგებ. - თვალი ჩაუკრა პროფესორმა და მოთმინებით დაელოდა თუ როდის დაიცლებოდა აუდიტორია.

3
მის წინაშე მარტო დარჩენილი სტუდენტის გულის ცემას მკვეთრად გრძნობდა გაბრიელი, ნერვიულობით ანკას მსუბუქი ოფლიც შენიშნა შეუჩნევლად რომ უსველებდა მაღალ შუბლს. მის უძირო ცისფერ თავლებს მზერას ვერ წყვეტდა გაბრიელი, წამით დაფიქრდა, იგრძნო რომ ასე კარგად უკვე დიდი ხანია არ ყოფილა, არც თავი სტკიოდა, უცნაურად შეაჟრჟოლა და გოგონას ცქერით განცდილი სიამოვნების მარწუხებში ერთიანად გაეხვა.
- დიდხანს ვისხდებით ასე? - საუბრის დაწყება თავის თავზე აიღო გოგონამ. - შემდეგ ლექციაზე მაგვიანდება.
- ახლა ფანჯარა გაქვს, გამოდის მთელი ერთი საათი თავისუფალი გაქვს. - ღიმილით მიმართა პროფესორმა.
- არ ვაპირებ ერთი საათი თქვენთან ყოფნას.
- ძალიან დამაჯერებელი ხარ როდესაც რამე საკითხზე საუბრობ, თუმცა პიროვნული დამაჯერებლობა გაკლია, როგორც ჩანს ჩემ წინაშე გადაშენების პირას მყოფი წიგნების ჭიის უკანასაკნელი წარმომადგენელი ზის. - ირონია გაკრთა გაბრიელის სახეზე.
- კითხვა მიყვარს. - გამოტყდა გოგონა. - განა ეს ცუდია?
- პირიქით შესანიშნავია. მაგრამ მაინტერესებს რამდენდ გამოგიცდია ყოველივე ის რის შესახებაც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდი.
- არამგონია პროფესორთან ამის შესახებ საუბარი სწორი იყოს.
- შეგიძლია ერთი წუთით წარმოიდგინო რომ არ ვარ შენი პროფესორი, არც აუდიტორიაში ვიმყოფებით, წარმოიდგინე რომ სადმე ზღვის სანაპიროს ღია ბუნგალოში ვსხედვართ, ყავას მივირთმევთ და ერთმანეთს ვეცნობით.
- სიმართლეს თუ გეტყვით არ გეწყინებათ? - გამხიარულდა ანკა.
- არა.
- წარმოვიდგინე ის რაც თქვით და მივხვდი რომ თქვენთან ერთად ყავის დალევა სულაც არ მსურს.
- ჩაის? - ღიმილით მიუგო გაბრიელმა და გოგონაც გამხიარულდა.
- მხოლოდ ლიმნით და იმ პირობით რომ ჩემ საწოლში შეტყუებას არ აპირებთ.
- არ ვაპირებ. - კმაყოფილი მიეყრდნო გაბრიელი სკამის ზურგს.
- დედა ექიმია, აქედან გამომდინარე მედიცინაზე გარკვეულწილად მაქვს შეხედულება.
- საინტერესოა. კიდევ რის შესახებ მალავ ცოდნას?
- ზოგადი განათლება თუ ფეხბურთს არ ჩავთვლით ყველაფრის მიმართ გამაჩნია.
- რენესანსის პერიოდზე რა აზრის ხარ ანკა?
- ინტელექტუალური და მხატვრული აღორძინების ეპოქაა, რომელიც დაიწყო იტალიაში მე-14 საუკუნეში, ხოლო პიკს მე-16 საუკუნეში მიაღწია და ევროპულ კულტურაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.
- მე კი ვფიქრობ რომ გაბღენძილი ბურჟუაზიის ეპოქა იყო.
- გარკვეულწილად გეთანხმებით თუმცა ნუ დავუკარგავთ იმ ყველაფერს რაც მათ შექმნეს. ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა, გარდატეხის ეტაპი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. აღორძინების ეპოქის ესთეტიკური იდეალი ჩამოყალიბდა ახალი პროგრესული მსოფლმხედველობის - ჰუმანიზმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს ღირებულებად რეალური სამყარო, ადამიანი იქნა აღიარებული. - მონუსხული ისმენდა გაბრიელი ახალგაზრდა გოგონას სავსე ბაგეებს მოწყვეტილ თითოეულ სიტყვას და სხეულში დავლილი ემოციებით ხვდებოდა რომ სწორედ ეს ფერები აკლდა მის ფერწასულ ცხოვრებას, ინტერესი, კომუკიცია, ინტელექტი და არა ყოველ საღამოს თავაწყვეტილი სექსი უცნობებთან, გალეშვამდე დალევა მეგობრებთან, რომელთანაც საერთო უკვე აღარაფერი გააჩნდა.
- ყოფილხარ იტალიაში? - მოულოდნელი კითხვით გააწყვეტინა გოგონას საუბარი.
- არა.
- ოდესმე წაგიყვან. - ღიმილით მიმართა და ფეხზე წამოდგა. - იქამდე კი წარმოსახვით ბუნგალოსა და შეგრილებულ ჩაის დაჯერდი. - გოგონას მიუახლოვდა, ანკაც მაშინვე ფეხზე წამოხტა, მის სახესთან ახლოს თვალები დახუჭა გაბრიელმა და ღრმად ამოისუნთქა. - ლავანდა?
- დიახ. - ნერვულად ამოთქვა დაბნეულმა.
- შესანიშნავია. თავისუფალი ხარ. - გოგონას სხეულს მოშორდა და ჩანთას ხელი დაავლო. - ხვალ შევხვდებით ჭკუის კოლოფო. ეზოში გამოსულმა გაბრიელმა სიამოვნებით მოავლო მზის სხივებს მოფენილ სტუდენტებს თვალი, წამით მზერა მოაჯირს მიყრდნობილმა ერთ-ერთმა სტუდენტმა მიიპყრო. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და გოგონაც მოურიდებლად დაიძრა მისკენ. - მითვალთვალებ?
- მე აქ ვსწავლობ.
- სწავლობ თუ სექს პარტნიორებს აგროვებ ირა.
- ძალიან მინდიხარ. - მის ხელს ურცხვად წაეპოტინა ირა.
- თავი ხელში აიყვანე.
- გიფიქრია რა მოხდება თუ დეკანს ვეტყვი რომ შენს სტუდენს ჟიმ/ვ.
- მემუქრები? - ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა და აშკარად გამხიარულება დაეტყო.
- შემიძლია ახლავე შევიდე მასთან.
- დეკანი სამი წელია ჩემთან წევს პატარავ. - ნიშნისმოგებით მოუჭრა გოგონას და კმაყოფილმა შეათამაშა მხრები. - ასე რომ მოეშვი ინტრიგას და ეცადე საჯარო გამოხტომებს თავი არიდო.
- ძალიან მინდიხარ. - კიდევ ერთხელ წაეპოტინა გოგონა მის ხელს.
- მორჩი. - მკაცრი იყო გაბრიელის ხმა, მზერა ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მოავლო, შორიახლოს ანკა შენიშნა, რომელიც თვალს არ წყვეტდა მის მეგობართაბ მოსაუბრე პროფესორს.
- ანკა შენი მეგობარი არა?
- ასეა, მოგწონს?
- შეეცადე მისგან რამე მაგალითი მაინც აიღო. - მოუჭრა გაბრიელმა და აღგზნებულ გოგონას გაეცალა.
- რაზე საუბრობდით? - ინტერესით ჰქკითხა მასთან მისულ ირას ანკამ.
- შენ რა გადაწყვიტე მეგობარს კაცი წაართვა?
- აფრენ ხო?
- ცეცხლთან თამაშს მოეშვი ანკა, არც კი გაბედო მისი გულის მონადირება.
- ირა. - სასოწარკვეთილმა მიაძახა ანკამ მეგობარს, თუმცა მან კიბე სწრაფად ჩაირბინა და გაუჩინარდა.

სახლში მარტო იჯდა, სავარძელში ჩაფლული ნება-ნება ეწეოდა სიგარეტს და თავის სტუდენტზე ფიქრს გონებიდან ვერ იგდებდა, ბაგეს კმაყოფილი ღიმილი უპობდა, სიამოვნების ნირვანაში ერთიანად გადაშვებულიყო და მისი უღიმღამო ცხოვრებაც ცოტათი გაფერადებულიყო, გულიც უცნაურად უძგერდა.
- რა გჭირს შე ჩემა. - მხიარულად მიმართა თავის თავს როდესაც კარზე ზარი დარეკეს. ღიმილით გაეშურა კარის გასაღებად.
- აქ რას აკეთებ? - ბრაზმა მოიცვა მამაკაცი ირას დანახვის გამო.
- ახლა თუ არ მაკოცებ მოვკვდები. - ყელზე ჩამოეკიდა გოგონა და მისი ტუჩებიკენ გაიჭრა.
- გეყოფა. - უხეშად მოიშორა მისი სხეული, მაჯაში ხელი ჩაავლო, სავარძელს მთელი ძალით მიანარცხა, ორივე ხელი მისი სახის გასწვრივ დააწყო და მზერა მის თვალებს მიაპყრო. - კარგად მომისმინე. თავმოყვარეობა არ გაგაჩნია? ნუ ეცემი, ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს, რა გინდა ჩემგან?
- მინდიხარ. - ისევ მისი კოცნა სცადა გოგონამ.
- შენ სექსი გინდა, გარყვნილი ხარ და შენს თანატოლებთან ამას ვერ იკმაყოფილებ, გამოცდილი, შენზე უფროსი კაცი გჭირდება, რომელიც გულის წასვლამდე გჟი/ავს. ერთი პატარა კახ/ა ხარ ირა და სხვა არაფერი.
- ისე იყოს როგორც ამბობ, რა მნიშვნელობა აქვს. - ხელი მის უბეში შეაცურა გოგონამ და თითები რითმულად აათამაშა მამაკაცის პენი/ზე.
- გე-ყო-ფა. - დამარცვლა გაბრიელმა თუმცა ამჯერად აღარ უცდია მისგან გათავისუფლება.
- შენც ხომ მოგწონს როდესაც პატარა გოგოებს ჟიმ/ავ პროფესორო? - უფრო ღრმად შეაცურა გოგონამ ხელი და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ვნებით წაეპოტინა მამაკაცის ბაგეებს. კოცნაში აყოლილი გაბრიელი მტკივნეულად ჩააფრინდა ქალის მკვრივ უკანალს, რასაც ირას მხრიდან ყრუ კვნესა მოჰყვა.
- შენს თავს დააბრალე. - ამოთქვა გაბრიელმა და წამში დატოვა გოგონა მაისურის გარეშე.
დედიშობილა იჯდა სავარძელში და თავაწყვეტილი სექსის შედეგად ჩაძინებულ ირას უცქერდა, სიგარეტს ძლიერად ქაჩავდა და მასში მცხოვრები მხეცი უზომოდ სძულდა ლამაზმანის სხეულზე გაჩენილი სისხლჩაქცევების გამო. საფეთქლები მოისრისა და საათს გახედა, ნიას უნდა შეხვედროდა მაგრამ არც გათელილი ირას გაღვიძება სურდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ შეერია მის ბუნებას სინანული, გოგონას ხომ თავად სურდა ყოველივე, რასაც გაბრიელი უკეთებდა, მიუხედევად ამისა თავის თავს ვერ პატიობდა მხეცად ქცევასა და ნორჩი სხეულის ასე გათელვას. ტელეფონი აიღო და ნიას ნომერი აკრიფა.
- მაპატიე, მოგვიანებით გნახავ.
- რა ჩაიდინე. - არ აყოვნებს ყურმილს მიღმა ნიას შეშფოთებული ხმა.
- კიდევ ერთი იმედგაცრუებული ქალი სხეულის უამრავი დაზიანებით.
- გაბრიელ. კარგი რა. - მეგობრული დატუქსვა ჩანდა მის ხმაში.
- მოგვიანებით დაგირეკავ. - ყურმილი გათიშა გაბრიელმა და გაღვიძებულ ირას გახედა, რომელიც შეშინებული უცქერდა მის წინ მჯდომ შიშველ მამაკაცს. გაბრიელი წამოდგა და საწოლს მიუახლოვდა, ირა საცოდავად მიიკუჭა საწოლში. - ნუ გეშინია. - ღიმილის ნიღაბი მოიძია გაბრიელმა და შეეცადა ბუნებრივი ყოფილიყო. - ბოდიში.
- არ ვიცოდი თუ შენში ასეთი მხეცი ცხოვრობდა. - ცრემლები წასკდა გოგონას.
- ირა. - მის დამშვიდებას ეცადა გაბრიელი თუმცა სიტყვები ვერ დაალაგა.
- მინდა ეს კიდევ გავიმეოროთ. - ცრემლიანი თვალები შეიმშრალა გოგონამ და გაოცებულ პროფესორს ყელზე მოეხვია.
- მეგონა.
- რა გეგონა პროფესორო? - ქვედა ტუჩზე ჩააფრინდა გოგონა. - გეგონა თუ აგრესიული იქნებოდი და უხეშად მომექცეოდი ამის გამო შეგიძულებდი? ნუთუ ვერ მიხვდი რომ შენში თავიდანვე ვხედავდი ამ ცხოველს და სწორედ მისი გაღვიძება მსურდა. - გაოცებული გაბრიელის სახე ნელ-ნელა გალღვა, მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება იგრძნო. უხეშად გაითავისუფლა თავი ქალის მკლავებისგან და საპირფარეშოში შევარდა, უნიტაზს დაემხო და აღებინა. რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა იატაკზე, ბოლოს ადგა, სარკეში ამღვრეულ გამოსახულებას შეავლო მზერა და ამაოდ ეცადა ფაზლებად ქცეული ნაწილების შეერთებას.
- უნდა წახვიდე. - გასძახა ირას საპირფარეშოდან.
- ხვალ შევხვდებით პროფესორო. - მოესმა გოგონას მხიარული ხმა, რომელსაც კარის მიჯახუნება მოჰყვა.
- ჯანდაბა. - სამზარეულოში გავარდა გაბრიელი, თაროდან რამდენიმე აბი წამალი აიღო და გადაყლაპა. რამდენიმე წუთში შვება იგრძნო. სხეულის ტემპერატურა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. იბანავა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ქუჩაში საბოდიალოდ გავიდა.
თავისთვის იჯდა, სივრცეში მზერა გაყინული, თაფლისფერი თვალები ზეცისთვის მიეპყრო, კითხვები მონოტორულად კრთოდა მის დიდრონ, ცრემლიან გუგებში, თითებში კოხტად გარჭობილი სიგარეტი ისე ჩაეწვა ერთხელაც არ მოუქაჩავს მისთვის. მხოლოდ იმიტომ გადააგდო რომ ძირში ჩასულმა ნამწვმა თითები აუწვა, გახურებულ თითებეს ენა შეახო და სახე მოჭიმა. სუნმა გააღიზიანა და ხელი ჯიბეში ჩაიყო, ისევ ზესაც ახედა, ამჯერად ცრემლი სადღაც გამქრალიყო. ზეცას შავი ღრუბლები საბნად გადაფარვოდა. ის კი ისევ თავისთვის იჯდა, მარტო, თავზე კაპიშონი ჩამოეფხატა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფეხმორთხმით ისე მოკალათებულიყო, კუნძს უფრო მოგაგონებდათ ვიდრე ადამიანს. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ტუჩებს შორის მოიქცია, თვალები დახუჭა და ძლიერად მოქაჩა, რამდენიმე წამს ბოლი ფილტვებში გაიჩერა და ბოლოს ცხვირიდან გამოუშვა. ჩაახველა, ისევ მოქაჩა სიგარეტს, ხელები მუხლებს შემოხვია და თავი ჩახარა.
- გამარჯობა. - ზურგს უკან მოესმა ნანატრი ხმა, მაშინვე ფეხზე წამოხტა და მის წინ მდგომ სილუეტს ღიმილით შეავლო მზერა.
- მეგონა ისევ არ მოხვიდოდი.
- მეც ასე მეგონა, თუმცა როგორც ხედავ აქ ვარ.
- მაპატიე, უკეთესი ადგილი ვერ მოვიფიქრე. - ღიმილით მოავლო საფლავის ქვებს თვალი და სიგარეტი მოისროლა.
- არაუშავს. დიდი ხანია სამივეს ერთად არ გვისაუბრია. - ცრემლიანი თვალები მიაპყრო ქალმა საფლავის ქვიდან მომღიმარ გარდაცვლილ მეუღლეს.
- გენატრება?
- როგორ ფიქრობ გაბრიელ?
- მეც მენატრება.
- ვიცი. - მამაკაცის აცახცახებულ მხარს ნაზად შეახო ქალმა თითები, ფრთხილად აიღო მისი მტევანი გაბრიელმა და ნაზად აკოცა თლილ თითებზე.
- ჩემზე ისევ ბრაზობ ევა?
- მგონი აღარ.
- შეცდომით მოკლეს, ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.
- რომ გცოდნოდა ქუჩის ბოლოს როგორ გელოდა ჩასაფრებული სიკვდილი მეეჭვება მისთვის შენი ავტომობილი დაგეთმო გაბრიელ, არ იცოდი აქედან გამომდინარე არც დამნაშავე არ ხარ, დამნაშავე ვინც იყო ციხეში ზის და სასჯელს მკლელობისთვის იხდის.
- ეს არ მამშვიდებს.
- ცხოვრება გრძელდება. ავად თუ კარგად გრძელდება. გთხოვ გაბრიელ შენი მშობლები ნახე.
- შიდსი მაქვს. - ძლივს ამოიჩურჩულა გაბრიელმა. - წამით სამყარომ არსებობა შეწყვიტა, თითქოს ჰაერიც გაიყინა და ირგვლივ ყველაფერმა სუნთქვა შეწვიტა, მკვდრებიც კი გაოცებული იყურებოდნენ საფლავის ქვებიდან.
- გაბრიელ. - ტკივილით სავსე იყოს ევას ხმა.
- ჰო ევა, შიდსი მაქვს. - მზერა გაუსწორა მამაკაცმა აცახცახებულ ქალს.
- ჯანდაბა გაბრიელ. - აქვითინებული ევა გაბრიელის მკლავებში გაეხვია და მთელი სხეულით აცახცახდა. - აქამდე რატომ არ მითხარი? - ცრემლებით სავსე თვალები შეანათა ქალმა.
- არ ვიცი. - ძლიერად მოხვია გაბრიელმა მკლავები და შუბლზე აკოცა. - ალბათ იმიტომ რომ შენი ცრემლების კიდევ ერთხელ დანახვა არ მინდოდა.
- ეგოისტი ნაბი/ვარი ხარ. - მუშტი უთავაზა გოგონამ გაბრიელს.
- ჰო, ვიცი. - კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა ევას სხეული გაბრიელმა.
- ტკივილები გაწუხებს?
- არა.
- მატყუებ ხომ?
- ჰო.
- რატომ?
- იმიტომ რომ, ეგოისტი ნაბი/ვარი ვარ. - გაიღიმა გაბრიელმა და ევასაც გაეღიმა. - ევა.
- რა იყო?
- მგონი შემიყვარდა.
- მერე ამას რას სჯობს?
- ერთ წელში მოვკვდები. - ქალის სახე ხელებში მოიქცია გაბრიელმა და მის სევდიან თვალებში ჩაიძირა.
- არ მოკვდები.
- მის დაქალთან ვიწექი. ორჯერ!
- მაშინ საქმე ცუდად ყოფილა. - ბრაზი და ღიმილი ერთმანეთს შერწყმოდა ევას ხმაში.
- წამოხვალ ჩემთან? - წამში დასერიოზულდა გაბრიელი.
- ლუდი გააქვს?
- რა თქმა უნდა. - მხიარულმა მოხვია გაბრიელმა ევას ხელი და უცნაურად ამსუბუქებული გაუდგა გზას.

სავარძელში იჯდა, კმაყოფილი უცქერდა მის წინ მჯდომ ევას, რომელსაც შიშველი ფეხები მის კალთაში მოეთავსებინა და ნება-ნება სვამდა ლუდს. გაბრიელი მასაჟს უკეთებდა თხელ ტერფებზე და მთელი რეალობით გრძნობდა როგორ მონატრებია შეშლილი რძალი.
- როგორია ის?
- ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მასთან შეხვედრამდე არც მიცხოვრია.
- მან თუ იცის ამის შესახებ.
- არა.
- მგონი მართლა შეყვარებული ხარ. - გაიღიმა ევამ და სასმელი მოსვა.
- შენ ახალ მეგობარზე რას მეტყვი?
- კარგი ბიჭია.
- კარგი ბიჭია და მორჩა?
- ძალიან კარგი ბიჭია. - გაიღიმა ქალმა.
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- ვიცი გაბრიელ. შენ ის მითხარი რას აპირებ? არ გიფიქრია რომ საზღვარგარეთ წახვიდე სამკურნალოდ?
- აზრი არ აქვს.
- მედიცინა ძალია წინ არის გაბრიელ წასული, ამ საშინელ დაავადებასთან გამარჯვების შანსი უკვე არსებობს.
- ჩემ შემთხვევაში არა პატარავ. - ფეხზე წამოდგა გაბრიელი, ოთახში გაიარ-გამოიარა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა და ღრმად მოქაჩა.
- ეწევი, სვამ, ყოველ მეორე ქალთან წევხარ გეთანხმები შანსი არ გაქვს. - ბრაზით აივსო ევას ხმა.
- ბავშვივით ნუ მტუქსავ.
- შენზე ვღელავ.
- არ ღირს, ადრე თუ გვიან ყველანი მოვკვდებით, რა ჯანდაბათ მინდა ჯანმრთელი სხეული კუბოში.
- არ ხარ ნორმალური. - ლუდი ბოლომდე ჩაცალა ევამ და სავარძლიდან წამოდგა, შიშველ ფეხზე კოხტად მოირგო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კაბა შეისწორა, ჩანთას ხელი დაავლო და გაბრიელს მზერა მიაპყრო. - ძალიან მენატრებოდი.
- მეც ევა.
- დამპირდი რომ შენებს ნახავ.
- გპირდები.
- და ნაკლებს მოწევ.
- კარგი. - ხელი აიქნია გაბრიელმა.
- ნაკლებს დალევ.
- ევა.
- ნაკლებს... მოკლედ თავს მიხედე გთხოვ. - გაბრიელის მკლავებში გაინაბა ევა, ლოყაზე აკოცა მამაკაცს და მისი სახლი დატოვა.
4

ისევ მისალმების გარეშე შეაღო გაბრიელმა აუდიტორიის კარი, ისევ ხმაურით დაახეთქა მაგიდას ჩანთა, საფეთქლები ძლიერად დაიზილა თუმცა თავის ტკივილს ვერაფერი მოუხერხა.
- ექსკურსიაზე რა აზრის ხართ? - იკითხა მოულოდნელად და მზერა სტუდენტებს მოავლო, მათ სახეზე ამოკითხული სიხარულის აღქმა არ გასჭირვებია და პასუხის გარეშეც მიხვდა რომ მისი იდეა ყველას მოეწონა. - კარგი დეკანს მე ვთხოვ, სვანეთი?
- აუ არა რა. - გაისმა აუდიტორიის ბოლოდან.
- რატომ? სვანეთი გადასარევია. - წინა მერხიდან მეორემ უპასუხა.
- მოდი კენჭი ვყაროთ. - ვინ არის მომხრე რომ სვანეთში წავიდეთ? - დაახლოებით ოცდახუთმა სტუდენტმა ასწია ხელი. - როგორც ჩანს უმრავლესობა სვანეთის მომხრეა. სახლში წადით ბარგი ჩაალაგეთ და ხვალ დილით ყველანი სადგურზე შევხვდეთ. კმყოფილი სტუდენტები წამოიშალნენ და მხიარულად დაიძრნენ გასასვლელისკენ.
- მე ვერ წამოვალ. - მაგიდას მიუახლოვდა ანკა და გაუბედავად ამოილაპარაკა, როგორც კი აუდიტორიაში მარტო დარჩა.
- რატომ?
- უბრალოდ არ მსურს.
- ანკა. - ღიმილი შეერია გაბრიელის ხმას. - ჩემთან სიახლოვის გეშინია?
- უბრალოდ არ მსურს და ვფიქრობ ეს საკმარისია. - გასასვლელისკენ დაიძრა გოგონა თუმცა მაჯაში ჩაფრენილმა პროფესორის ხელმა შეაჩერა და წამში აღმოჩნდა კედელს აკრული, მის წინ ასვეტებული გაბრიელი მძიმედ სუნთავდა და გოგონას ცისფერ თვალებს მზერას ვერ წყვეტდა. - გამატარეთ. - ჯიუტად მიაწვა ხელის გულებით ანკა პროფესორს თუმცა მის გახევებულ სხეულს ძვრა ვერ უყო.
- დამშვიდდი. - ამოილაპარაკა გაბრიელმა ზედ მის ტუჩებთან. - უბრალოდ მოეშვი. - ამობრუნებული ხელის საჩვენებელი თითი ნაზად ჩაატარა გოგონას მფეთქავ არტერტიას და უფრო ქვემოთ მკერდისკენ ჩაუყვა, ათრთოლებულ ანკას მთელი სხეული დასჭიმვოდა და გულიც ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად უცემდა. - რას არ გაიღებდი იმის სანაცვლოდ რომ ახლა აუდიტორიის კედელს აკვრის ნაცვლად ჩემ საწოლში ნებივრობდე. - ტუჩებით ოდნავ შეეხო ყელზე და ხელი კიდევ უფრო ქვემოთ ჩაასრილა გაბრიელმა.
- თვითდაჯერებული იდიოტი ხართ პროფესორო. - ძლივს ამოილარაკა ანკამ და მთელი ძალით ფეხებს შორის ამორტყმული მუხლის გამო აუდიტორიას გაბრიელის შემზარავი ღმუილი მოედო. - არაუშავს თუ რამდენიმე დღე სექსისგან შეისვენებთ. - ღიმილით გახედა გოგონამ ჩაკეცილ პროფესორს და აუდიტორია დატოვა.
- ასე არა? - მოსულიერებულ გაბრიელს ადრენალით აღსავსე ღიმილმა გადაურბინა. - ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს პატარა ალქაჯო.

- გეყოფა ნია. - დაუყვირა სიცილისგან აწითლებულ მეგობარს გაბრიელმა თუმცა თავადაც ძლივს იკავებდა თავს მოხმდარის გამო გადაბჟირებამდე რომ არ ეცინა.
- არა მე უკვე ძალიან მომწონს ეგ გოგო. - სიცილისგან წამოსული ცრემლები შეიმშრალა ნიამ და ჩამოდღაბნილი ტუშის მოშორებას შეუდგა. - ისე რა გეგონა რომ უცებ დაგნებდებოდა?
- მინდოდა დავრწმუნებულიყავი. - კმაყოფილი ჩაეშვა გაბრიელი სავარძელში და სიგარეტს მოუკიდა.
- რაში გაბრიელ? წიხლის ამორტყმას თუ გაუძლებდა შენი ღირსება? - ისევ სიცილი დააყარა ნიამ.
- იმაში რომ პირველივე ცდაზე ჩემ მკლავებში არ აღმოჩნდებოდა. - მიუხედავად მიღებული ტრამვისა, ძალიან კმაყოფილი ჩანდა პროფესორი.
- ახლა რას აპირებ?
- არ მოვისვენებ სანამ არ შემეხვეწება.
- შეგეხვეწება? - გაოცებულმა მიაპყრო ნიამ მზერა.
- ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? - წარბები აზიდა გაბრიელმა.
- შენს ადგილას ფიასკოს შიშით რამდენიმე დღე თავს შევიკავებდი.
- მოკეტე. - პატარა მუთაქა ღიმილი ესროლა გაბრიელმა მეგობარს. - წამოხვალ დღეს კლუბში?
- კარგი რა და რა ვაკეთო იქ? ისევ თქვენ ოთხის გაუთავებელი ტრაბახი ვისმინო? - მოჩვენებითი სიბრაზით გაბუშტა ნიამ ტუჩები.
- გპირდები დღეს მხოლოდ შენი ვიქნები.
- მაგას შენ კი არა შენი დაზარალებულო პენი/ი მპირდება რადგან იცის დღეს თავისთვის მიყუჩებულს მოუწევს თავჩაქინდრულს ყოფნა.
- გულისამრევად მყრალი ენა გაქვს ნია.
- ჰო ვიცი.
- წამოხვალ თუ არა? ერთი კვირა აღარ ვიქნები ხომ იცი ქალაქში.
- მოიცა ის ანკა თუ არ მოდის შენ მაინც გინდა წასვლა?
- წამოვა. - ყბის ძვლები მხიარულად შეათამაშა გაბრიელმა. - ეჭვი არ შეგეპაროს რომ წამოვა.

დილით ადრიანად წამოხტა საწოლიდან, სპორტული შარვალი და მაისური მოიცვა, მოზრდილი თმა კეფაზე შეიკრა, ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და სახლი მხიარულ ნოტაზე დატოვა, ქვემოთ უკვე ელოდა ნია, რომელსაც წინა ღამით სთხოვა რომ ისიც მასთამ ერთად წასულიყო სვანეთში რაზეც მეგობარი სიამოვმებით დათანხმდა.
- დილამშვიდობის ზე სიმპატიურო, კვერც/ები როგორ გაქვს? - ღიმილით ჩაეკითხა მეგობარი.
- მზად არის ბრძოლისა და თავდადებისთვის. - ახარხარდა გაბრიელი და მეგობარს ლოყაზე ხმაურით აკოცა.
- გულწრფელად მითხარი გარდა იმისა რომ შენი წამლების მიღების საათები უნდა ვაკონტროლო რამე სხვა ფუნქციასაც ხომ არ მაკისრებ ეს ერთი კვირა?
- რა გინდა ნია? - ეჭვით აზიდა გაბრიელმა წარბები.
- იქნებ იმისთვის გჭირდები რომ ის ანკა აეჭვიანო, თუ ასეა იცოდე ზედმეტ ხელების ფათურს არ ვართ.
- უკვე დალიე? - ინტერესით დახედა გაბრიელმა საათს. - ძალიან ადრე ხო არ არის?
- მე სერიოზულად გეკითხები.
- ნია მსგავსი არაფერი შედის ჩემს გეგმებში და შეგიძლია მშვიდად იყო რადგან არ ვაპირებ ის წოდება ჩამოგართვა რასაც გაბრიელის გაუ/იმავი ქალი ქვია.
- იდიოტო.
- მეც მიყვარხარ.

ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ უკვე სადგურზე იმყოფებოდნენ. გაბრიელმა ნიას თავი წარუდგინა სტუდენტებს და არ გამოჰპარვია რამდენიმე ბიჭის ხარბი მზერა მისი საყვარელი მეგობრის მიმართ.
- პროფესორო აღარ მივდივართ? - აწუწუნდა ერთ-ერთი სტუდენტი.
- ყველანი ვართ? - თვალი ისე მოავლო გაბრიელმა სტუდენტებს თითქოს აქამდე ჯერ არ შეუნიშნავს რომ ანკა ჯერ არ იყო მოსული.
- ანკა გვაკლია. - კბილებში გამოსცრა ირამ. - მაგრამ როგორც ვიცი წამოსვლას არ აპირებდა.
- ცოტა ხანს დაველოდოთ. - ღიმილით მიუგო გაბრიელმა. - ხუთ წუთში თუ არ მოვა მის გარეშე წავიდეთ.
- ის არის? - მხარი გაჰკრა ნიამ გაბრიელს და მათკენ მომავალი ლამაზმანისკენ მიახედა.
- ჰო. - კმაყოფილმა გააჭრიალა გაბრიელმა კბილები.
- ამას მეც სიამოვნებით ვიხ/არდი.
- არ მეგონა ქალები თუ მოგწონდა. - ეჭვით ახედა გაბრიელმა ნიას.
- არც მე. - მხრები აიჩეჩა ნიამ. - რა გჭირს ვხუმრობ იდიოტო.
- გამარჯობა. - ზედმეტად ომახიანად მიესალმა გოგონა მომლოდინე სტუდენტებს. - ბოდიშით დამაგვიანდა.
- შეგვიძლია წავიდეთ. - სტუდენტებს მიმართა გაბრიელმა და მიკროავტობუსისკენ მიუთითა. ყველა სტუდენტის ასვლას და ადგილებზე მოკალათებას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა თავად. - ყველას შეხვდა ადგილი?
- კი.
- კი.
- კი
- ძალიან კარგი, მაშინ მოემზადეთ სვანური თავგადასავლებისთვის. - შემოსძახა გაბრიელმა, მიკროავტობუსის შუაში, გვერდიგვერდ მჯდომ ირასა და ანკას გახედა, გაეღიმა და წინა სავარძელზე ნიას გვერდით მოთავსდა.
- ახლა მესმის შენი ინტერესი მის მიმართ, მართლა კარგი გოგოა.
- მიხარია რომ წამოხვედი.
- მეც. გული მიგრძნობს კარგად გავერთობი. - ღიმილით ჩამოსდო ნიამ მეგობრის მხარზე თავი.
- რას აკეთებ?
- შენ გოგოს ცოტა ეჭვიანობა არ აწყენს, მოდუნდი.
- ხომ თქვი რომ ხელები არ გიფათურო? - გაეღიმა გაბრიელს.
- შენ არ მიფათურო თორე მე წაგეფათურები რა პრობლემაა.
- გიჟი ხარ ნია.
- ოჰ გამაოცე.
რამდენიმე საათიანია მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩააღწია მიკროავტობუსმა დანიშნულების ადგილზე. დაღლილი და სახეახეული სტუდენტები ძლივს ჩამოვიდნენ ტრანსპორტიდან.
- კარგით რა სახეები გაქვთ. - მიუბრუნდა მათ პროფესორი.
- აი ჩვენი სასტუმრო, დაისვენეთ და სამ საათში ყველანი ფოიეში შევიკრიბოთ, სასტუმროს ყველა ნომერი ორ საწოლიანია, შევეცადე ისე დამეჯავშნა რომ არც ერთ ნომერში არ ყოფილიყო ორ გოგოზე ნაკლები.
- ოოოო კარგი რა პროფესორო. - აქოთქოთდნენ ბიჭები.
- თქვენ ხომ გყავთ მეგობარი გოგონა.
- ეს შენი საქმე არ არის. - ღიმილით მიუბრუნდა კითხვის ავტორს, ნიას ზურგჩანთა მზრუნველად ჩამოართვა და სასტუმროსკენ აიღო გეზი, დანარჩენებიც მას მიჰყვნენ.
- დაიღალე? - საწოლზე გაშოტილ ნიას ხელიდან სიგარეტი აართვა და ღრმად მოქაჩა.
- ჰო.
- დაისვენე, მე გავისეირნებ. - შეუბლზე აკოცა მეგობარს და ნომერში მარტო დატოვა. სასტუმროს ეზოში უზარმზარი აუზის წინ შეჩერდა, ციოდა თუმცა ამის მიუხედავად ძალია მოუნდა ბანაობა, წამით იფიქრა კიდეც გადავეშვებიო თუმცა სურვილის განხორციელება საღამოსთვის გადადო, შეზლონგზე ჩამოჯდა და ულამაზესი ხედის ცქერით გაერთო.
- შეგეძლო ჩემთვის სხვასთან ერთად დაგეჯავშნა ნომერი. - მოესმა ზურგს უკან სანატრელი ხმა.
- მეგონა მეგობრები იყავით. - ისე ამოილაპარაკა მისთვის არ შეუხედავს.
- უკვე აღარ. - შეზლონგზე მის გვერდით დაჯდა გოგონა.
- შავი კატა?
- იდიოტი პროფესორი.
- ენა მოსწრებული ხარ.
- მეგობარი როგორ გყავს?
- ცოტა დაიღალა ისვენებს. - როგორც იქნა მზერის ღირსი გახადა გაბრიელმა გოგონა და მის ცისფერ თავლებში ისევ ისე ჩაიძირა როგორც ყოველ ჯერზე.
- მე სხვა მეგობარი ვიგულისხმე. - თვალებით ფეხებშორის მიანიშნა გოგონამ.
- ეგეც ისვენებს. - გაიღიმა გაბრიელმა.
- აქ რას ვაკეთებთ პროფესორო.
- მე ხედით ვტკბები და შენ რას აკეთებ აქ ანკა?
- არ ვიცი. - გული ჩვეულებრივზე სწრაფად აუძგერდა ანკას და მზერა მამაკაცის ტუჩებზე გაუშეშდა. მიუხვდა გაბრიელი ჩანაფიქრს და გამარჯვებულმა ღიმილმა მოიცვა მისი სახის თითოეული ნაკვთი. ფთხილად აასრიალა გოგონას ყელზე თითები და ახლოს მოიზიდა, ნელი კოცნით დაუსველა ყელი და მთელი სიცხადით შეიგრძნო გოგონას სხეულში დავლილი ემოცია.
- შემეხვეწები რომ გაკოცო. - ამოილაპარაკა გაბრიელმა ზედ მის ტუჩებთან და აღგზნებული გოგონა მარტო დატოვა.
- ჯანდაბა. - გამშრალი ტუჩები სიმწრით გაისველა ანკამ და სახეზე ღიმილი მოეფინა.
- ასე არა პროფესორო? კარგი ვითამაშოთ. - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა, აუზში ხელის ერთი მტევანი დაისველა და თითები ახურებულ ყელზე რითმულად გადაიტარა, სიგრილე ესიამოვნა, ცოტა ხანში სუნთქვაც დაურეგულირდა და შეზლონგზე კმაყოფილი მიესვენა.
ნომერში ასულ გაბრიელს ნია მძინარე დახვდა, მისი გაღვიძება არ ისურვა, კარი ფრთხილად მიიხურა და რესტორნის ბარს მიაშურა, ბარმენს ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა და სულმოუთქმელად ჩაცალა, კიდევ შეუკვეთა, სხეულში შემოპარული მისთვის უჩვეულო გრძნობის ალკოჰოლით მიძინება განეზრახა ამის გამო კიდევ მოითხოვა ვისკი, სიგარეტს ძლიერად ქაჩავდა, რამდენიმე ჭიქის შემდეგ როდესაც თვალებში ჩამდგარი ბურუსი იგრძნო მიხვდა რომ საკმარისზე მეტად გამოტყვრა, ბარბაცით წამოდგა ბარიდან, მის წინ დადებულ ცარიელ ჭიქას ხელი გაჰრკა რა იქაურობაც მსხვრევის ხმამ გამოაფხიზლა.
- არაუშავს. - უკმაყოფილოდ მიმართა ბარმენმა. - მარტო ხართ?
- არა, ჰო. - ამოიბლუყუნა მგზავრობით, ემოციებით და სასმლით ერთიანად გაბრუებულმა პროფესორმა.
- მე მივხედავ. - მოესმა ზურგს უკან ქალის ხმა, მისკენ შებრუნდა თუმცა ალკოჰოლი იმდენად ძლიერად მოჰკიდებოდა მისი სახის გარჩევა ვერაფრით შეძლო.
- ერთად ხართ? - ეჭვით ჩაეკითხა ბარმენი.
- დიახ. - პროფესორის მძიმე ხელი მხარზე გადაიდო გოგონამ და ძლივს გაათრია ბარიდან.
- მიტაცებ? - ღიმილით მიმართა სუფთა ჰაერით ოდნავ გამოფხიზლებულმა გაბრიელმა ქერა ლამაზმანს.
- გიტაცებ. - ყელზე თხელი თითები მოჰხვია ირამ და ვნებით წაეპოტინა მის ტუჩებს.
- არც ისეთი მთვრალი ვარ რომ დაგნებდე. - ღიმილით მოიშორა გაბრიელმა ქალის ხელები და უკან დაიხია.
- რა აქვს მას ისეთი რაც მე არ მაქვს. - საყვედური, ბრაზი და ზიზღი ერთად ჩანდა გოგონას ხმაში.
- ეს. - შეუბლზე თითი მსუბუქად მიადო გოგონას. - ეს. - ახლა გულზე მიადო თითი. - ეს კი. - ახლა ფეხებშორის მიადო თითი. - ყველა ქალს აქვს.
- მეზიზღები. - დაიყვირა გოგონამ და პროფესორს ძლიერად გაარტყა სახეში.
- ჰო. - სახეზე ხელი მოისვა გაბრიელმა.
- მაპატიე, მაპატიე. - ისევ მის ყელს ჩამოეკიდა გოგონა.
- ჯანდაბა ირა შემეშვი. - ხელი კრა გაბრიელმა გოგონას და იქაურობას ბარბაცით გაეცალა. შორიახლოს მოსეირნე ანკამ კმაყოფილებით აღსავსე თვალები გააყოლა არ დანებებულ პროფესორს. გულაჩქარებული დაუყვა ბაღის ბილიკს, სიგრილეში ხეებს შორის დაკიდებულ ჰამაკში ფრთხილად ჩაასვენა სხეული, თვალები დახუჭა და აჩქარებულ გულის ცემას მიუგდო ყური. ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა და მალევე დაიბრუნა სიმშვიდე. რამდენიმე წუთით ოცნებაში ფრენას მოჰყვა, ბოლოს თვალი გაახილა და აუზთან სიგარეტის მოწევით გართულ გაბრიელს მოჰკრა თვალი. მის დანახვაზე ტანში სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა და სხეულზე მორბენალი ჭიანჭველებიც ნათლად შენიშნა. წამოდგა და მისკენ წავიდა.
- ისევ გამარჯობა პროფესორო.
- ისევ გაგიმარჯოს. - პასუხობს გაბრიელი. - მითვალთვალებ?
- მებუტები?
- რა გინდა ანკა? - წელში გასწორდა გაბრიელი და მისკენ გადადგა ნაბიჯი. ანკამ უკან დაიხია. - რა თქმა უნდა. - ჩაიცინა გაბრიელმა და სიგარეტის ნამწვი მოისროლა.
- პატარა ბავშვს გავხარ, რომელსაც სათამაშო წაართვეს და გაბრაზებულია.
- არამგონია შენ სათამაშო იყო.
- შევრიგდეთ? - ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა ანკამ. გაბრიელმა ინტერესით აათვალიერა სასურველი ქალი, ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებში ეშმაკები გაუკრთა. წელში გასწორდა, ფრთხილად შეახო მის ნაზ თითებს ხელი, მისკენ ძლიერად დაქაჩა და სხეულზე მჭიდროდ აიკრო. ხელები ძლიერად შემოაჭდო სხეულზე და მზერა გაუყარა. - გაბრიელ.
- რა? - თითები რითმულად ჩააცურა მის უკანალზე და მსუბუქად მოუჭირა.
- გეყოფა.
- რა?
- ჩემზე თავდასხმები.
- გგონია კოცნას გიპირებ? - ცხვირის წვერი ნაზად აასრილა ქალის მოღერებულ ყელზე. ნაზად შეახო ტუჩები მფეთქავ არტერიას და ვნებით ჩაუყვა ყელიდან ლავიწისკენ. ერთი ხელი ნაზად აასრიალა გოგონას ნორჩ სხეულზე და სავსე მკერდთან შეაჩერა თითების მოძრაობა.
- გეყოფა. - უკვე აღგზნებული ხმით ამოილაპარაკა ანკამ.
- გახსოვს გითხარი რომ შემეხვეწები მაკოცეო. - ანკას გაეღიმა და სხეული ოდნავ მოადუნა. - ხოდა შემეხვეწები. - ხელი კრა გაბრიელმა გოგონას და აუზში ჩააგდო.
- იდიოტი ხარ. - შეუღრინა წყლიდან ამოსულმა გაწუწულმა გოგონამ.
- ორით ერთი პატარავ. - ღიმილით ამბობს გაბრიელი და ანკას შორდება.
- ასე არა? დამაცადე პატივცემულო პროფესორო. სისხლს ამოგწოვ. - გაიღიმა ანკამ და სასტუმროს კიბეები ღიმილით აირბინა.

5
სასტუმროს ნომრის საპირფარეშოში გამოკეტილი, სიმწრით ებრძოდა თავის გაუსაძლის ტკივილს, ნიჟარას მთელი ძალით ჩაფრენილს, ყბის ძვლები დასჭიმვოდა, ვენები დახეთქვამდე დაბერვოდა, ჩაწითლებული თვალებიდან სუსტად მაგრამ მაინც კიაფობდნენ ტკივილით გამოწვეული ცრემლები. ყოველი ნათელი ფერი ისევ წაშლილიყო მისი გონებიდან და ისევ ნაცრისფერი კაეშანი შეპარვოდა მის ავადმყოფ ტვინს. სარკიდან მოცქირალ მეს ბრაზით უცქერდა და მისი მოკვლის სურვილი ისევ იმონებდა მის შეშლილ გონებას. რამდენიმე წუთი საუკუნედ იქცა, აბებმა როგორც იქნა იმოქმედა და ტკივილი უკვე ისე შესუსტდა რომ ასატანი გახდა. დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლი იგრძნო სახეზე, ხელის გულით შეიმშრალა და სახეზე წყალი შეისხა.
- უსუსურო! - ბრაზით მიაძახა სარკიდან მოცქირალ ანარეკლს.
- გაბო. - კარს უკან მოესმა ნიას ხმა. ხმა არ გასცა. - კარგად ხარ?
- კარგად ვარ. - კარი გააღო და გაფითრებულ მეგობარს მოეხვია.
- რატომ არ გამაღვიძე? - საყვედური ჩანდა ნიას ხმაში.
- დაიკიდე რა ნია, უკვე კარგად ვარ.
- ძალიან გტკივა? - ფეხის წვერებზე აიწია ნია და მამაკაცს შუბლზე აკოცა.
- უკვე გამიარა. - მისი სხეული ხელში აიტაცა გაბრიელმა და საწოლზე მასთან ერთად გადაეშვა. გულაღმა იწვა, ნიას თავი მის მკერდზე მოეთავსებინა და განაბული ისმენდა მეგობრის აჩქარებულ გულის ცემას.
- არ დამტოვო რა. - ცხვირი ოდნავ ჩაჰყო მის ყელში და ფრთხილად აკოცა.
- ეს არც მე მინდა. - თითები შუაცურა გაბრიელმა მის თმებში, ახლოს მიიზიდა და შუბლზე აკოცა, წამით მზერა მის თვალებში ჩაეკარგა. - არასდროს შემიმჩნევია რომ მწვანე თვალები გქონდა. - ისევ შუბლზე აკოცა მეგობარს და თვალები დახუჭა. დიდხანს იწვნენ ჩუმად, სივრცეში ჩაძირულები, მოგვიანებით როდესაც გაბრიელს ღრმად ჩაეძინა, ნიამ მეგობრის მკლავებს თავი დააღწია, ჩანთა აიღო და სასტუმროს ბარს მიაშურა. ბარმენს ლუდი შეუკვეთა და მშვიდად დაიწყო დალევა. ნია გაბრიელს ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს როდესაც შვიდი წლის ასაკში იმ კორპუსში გადავიდა საცხოვრებლად სადაც გაბრიელი თავის ტყუპისცალთან და მშობლებლთან ერთად ცხოვრობდა, ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც თავში ვიღაცამ გამიზნულად ბურთი მოარტყა, ამის გამო ნია ძლიერად ატირდა, სწორედ გაბრიელი იყო ის ბავშვი, რომელმაც უცნობი გოგონა დაიცვა და ბურთის მსროლელ ბიჭს ცხვირი გაუტეხა, მას შემდეგ ისინი განუყრელ მეგობრებად იქცნენ, ნია ერთადერთი იყო გაბრიელის ირგვლივ ვის გამოც ეს უკანასკნელი ნებისმიერ ბიჭს ყელს გამოჭრიდა.
- შეიძლება? - ფიქრებში წასული ნია რეალობაში დააბრუნა ანკას ხმამ. წამით ახედა გოგონას ცისფერ თვალებს, გაუღიმა და უხმოდ ანიშნა რომ დამჯდარიყო. - მე ანკა ვარ.
- ნია. ლუდს დალევ?
- ალკოჰოლს არ ვსვამ.
- დასასვენებლად ხარ, ცოტა გამხიარულდი. - მის მაპუხს არ დაელოდა ნია ისე შეუკვეთა ბარმენს ლუდი, შეკვეთა მალე მოიტანეს და ანკამაც მოზრდილი ყლუპი გადაუშვა ყელში.
- საზიზღრობაა. - სახე დაეჭიმა გოგონას.
- დალიე, დალიე. - ღიმილით მიმართა ნიამ და ისიც დაემორჩილა.
- დიდი ხანია პროფესორს იცნობთ?
- პროფესორს? აჰ გაბრიელს გულისხმობ? იმაზე მეტ წელს ითვლის ჩვენი ურთიერთობა ვიდრე შენი ასაკი. - გაიღიმა ნიამ და ლუდი მოსვა, სიგარეტს მოუკიდა და ინტერესით დააშტერდა გოგონას ცისფერ თვალებს. - გინდა? - სიგარეტი მიაწოდა ანკას.
- არ ვეწევი.
- არ ეწევი, არ სვამ. რითი მოხიბლე ეს ბიჭი? - ღიმილი შეეპარა მის ხმას.
- თქვენც ქალების იმ სიას ეკუთვნით ვინც მასთამ წევს? - მის მიერ დასმული კითხვის გამო სახეზე ალმური მოედო ანკას.
- ვიღაც ეჭვიანობს. - წარბები ეშმაკურად აზიდა ნიამ.
- უბრალოდ ვიკითხე. - ლუდის მოზრდილი ყლუპი ნერვულად გადაყლაპა გოგონამ.
- უბრალოდ არავინ არაფერს კითხულობს საყვარელო. - სიგარეტს მოქაჩა ნიამ და კიდევ უფრო ინტერესით დააკვირდა მის წინ მჯდომ ცისფერ თვალებს. - არ ვწევარ. - სევდანარევი ღიმილით გასცა რამდენიმე წამის წინ ანკას მიერ დასმულ კითხვას პასუხი.
- გართობა ძალიან უყვარს არა? - ეშმაკური ღიმილით იკითხა ანკამ.
- თამაში უყვარს.
- შევნიშნე.
- თუმცა ყველასთან არ თამაშობს. ასე ვთქვათ არჩევს და მგონი ამჯერად ჩემ წინ მჯდომ გოგონაზე ღელვას დავიწყებ.
- რატომ?
- ემოციები გაგიჩნდა მის მიმართ?
- რა სისულელეა. - დაბნეული აეკრო ანკა სკამს.
- ჰო, სრული სისულელეა. - კმაყოფილმა ნიამ, ღრმად მოქაჩა სიგარეტს და გამონაბოლქვი ცხვირიდან გამოუშვა. - კიდევ დალევ? - ცარიელი ბოთლისკენ მიუთითა გოგონას.
- მგონი ჰო. - მხიარულად აიჩეჩა შეზარხოშებულმა ანკამ მხრები.

- რა უქენი? - ერთიანად გაფითრდა გაბრიელი კარში აქოშინებული ნიას დანახვის გამო, რომელსაც სიმწრით მოეკიდებინა ანკას სხეული ზურგზე. მამაკაცმა სწრაფად ააფრიალა გოგონას სხეული და საწოლზე მიაწვინა. - ნია. - ბრაზით მიუბრუნდა ნიას, რომელიც მოხრილიყო და ორივე ხელით მუხლებს ეყრდნობოდა.
- დამაცადე ადამიანო. - ძლივს ამოთქვა და წელში გასწორდა. - არაფერი, უბრალოდ ცოტა დავლიეთ.
- ცოტა რამდენია? - წარბი ასწია გაბრიელმა.
- ხუთი კათხა.
- მისთვის ბევრი ხომ არ არის?
- აშკარად. ძალიან მთხოვა რომ მის ნომერში არ წამეყვანა.
- რატომ?
- თავის დაქალთან ერთად ყოფნა არ უნდოდა.
- გინდა მთელი ღამე მის გვერდით გავატარო?
- ვაიმე გაბრიელ მგონი მეც ამ ნომერში ვარ და მეეჭვება ჩემი თანდასწრებით რამე მოგინდეს. იქნებ ჯგუფური მოგინდა?
- ტანსაცმელი გახადე და უაზრო ლაპარაკს მოეშვია ნია.
- თვითონ გახადე. დარწმუნებული ვარ ერთი სული გაქვს მის შიშველ სხეულს შეეხო.
- ნია, მორჩი ლაზღანდარობას და მიხედე, მე ქვემოთ ჩავალ და ვეცდები სხვა თავისუფალი ნომერი ვიშოვო.
- ლანგრით მოგართვი, შენ კიდე შეშინებული გარბიხარ? - გამხიარულდა ნია.
- მოკეტე. - ქურთუკი მოიცვა გაბრიელმა და კარიც ხმაურით მოიტოვა ზურგს უკან.
სასტუმროდან გამოვიდა, გარემო მოათვალიერა, ქურთუკიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ფეხით ჩაუყვა ქუჩას და მარტო ყოფნა ძალიან ესიამოვნა, შემოდგომის მიუხედავად საკმაოდ ციოდა, ქურთუკის საყელო ბოლომდე ასწია და ყელი მთლიანად ჩარგო შიგნით, თავი ისევ ტკიოდა თუმცა ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. კარგა ხანს იბოდიალა, ბოლოს ძალიან შესცივდა და ისევ სასტუმროს მიაშურა, თავისუფალი ნომერი არ აღმოაჩნდათ ამიტომ იძულებული გახდა ღამე ბარის მაგიდასთან გაეთია, სასმელს ნება-ნება სვამდა და განვლილ ცხოვრებას გონებაში აჯამებდა, ქაოტურად მოცურავე ნაწილებს ერთმანეთთან აერთებდა და მოგონებების გაფერადებას ცდილობდა, ევა გაახსენდა, ძალიან უყვარდა ტყუპისცალის მეუღლე, ტყუპისცალის მოგონებისას ცრემლი ნებართვის გარეშე მოწყდა მის თვალებს და მაგიდის ზედაპირზე წკაპუნით დაეცა, ღიმილით აუსვა თითი, სასმელი მოსვა. ნიას სახეს გონებიდან ვერ იშორებდა და ამის გამო ტავს უცნაურად გრძნობდა. მთელი ღამე ვისკის ჭიქასთან ჩახუტებულმა გაატარა, დრო და დრო მზერას აპარებდა ბარის უკან მდგომი ახალგაზრდა გოგონასკენ, რომელსაც თეთრი პერანგი ღრმად შეეხსნა, ქერა ხვეული თმები მსუბუქად შეეკრა და თვალს არ აშორებდა ბარში მჯდომ ერთადერთ კლიენტს.
- აქაური ხარ? - გაბედულად იკითხა შეზარხოშებულმა გაბრიელმა.
- არა.
- შესანიშნავია. - ღიმილმა მოიცვა მამაკაცის სახე. - სვანებთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს.
- ვერ მიგიხვდით. - ღიმილით დაეყრდნო გოგონა ბარს იდაყვით და მთელი ტანით კლიენტისკენ დაიხარა.
- მე კი ვფიქრობ შესანიშნავად მიხვდით. - მისი სახიდან მზერა მკერდისკენ გააპარა გაბრიელმა. - კლიენტების გაღვიძებებამდე რამდენი დრო დარჩა.
- ერთი საათი. - ღიმილით მიუგო გოგონამ.
- სრულიად საკმარისია. - ბარს სხარტად გადაევლო გაბრიელი, ქერა ლამაზმანს სწრაფად შეუცურა ყელზე თითები და ახლოს მიიზიდა, მისი კანის სურნელი ესიამოვნა, თვალები დახუჭა და მთელი სხეულით აეკრო, ორივე ხელი წელზე ჩაავლო და ბარის მაგიდაზე შემოსკუპებული ქალის გაშლილ ფეხებს შორის ოსტატურად მოექცა. ყელზე წაეპოტინა უხეშად, პერანგი ღილების გახსის გარეშე შემოაცალა მის სხეულს, მტკივნეულად ჩააფრინდა მკვრივ მკერდზე და ძლიერად მოიქცია მუჭში, კერტებს ირგვლივ წრიულად გადაატარა ენა და სწრაფი მოძრაობით გამოაცურა მოკლე კაბიდან შავი ტანგა.
- მოიცადე. - წამით შეჩერდა გოგონა, ვნებით აშლილი თვალები შეანათა კლიენტს და მის უბეში შეძვრა.
- როგორც გინდა. - ზემოდან დახედა გაბრიელმა მუხლებზე მდგომ გოგონას, თმებში ფრთხილად ჩაავლო ხელები და თვალები დახუჭა. მის ღირსებას ჩაფრენილი ქალის მძიმე სუნთქვა ერთიანად მოსდებოდა გაბრიელის სხეულს. - აშკარად არ ხარ აქაური. - მაჯებში ჩაავლო გოგონას ხელი, ფეხზე წამოაყენა და მუცლით ბარის მაგიდას ააკრო, ორივე ხელი თეძოზე შემოაწყო და უხეშად გაარღვია ქალის გავარვარებული ვაგი/ნა. სწრაფად და შესანიშნავად მოძრაობდა ქალის თხელი სხეული, რითმი წამით არ დაუგდია და სიამოვნებით პასუხხობდა მამაკაცის ყოველ ბიძგს. - შესანიშნავი ხარ. - დანამულ ზურგზე ღონემიხდილი აეკრო გაბრიელი ქალს.
- შენც. - მის მკლავებს თავი დააღწია გოგონამ, უჯრიდან სუფთა პერანგი ამოიღო და ტანზე მოირგო.
- რა გქვია?
- ტანია.
- გაბრიელი. - ხელი გაუწოდა გაბრიელმა. - მიხარია შენი გაცნობა ტანია. - შარვალი შეიკრა, ერთი ჭიქა ვისკი კიდევ დალია და იქაურობას გაეცალა. ნომერთან ასული წამით შეჩერდა, ბოლოს კარი დაკაკუნების გარეშე გააღო. საწოლზე გაშოტილ ნიასა და ანკას დახედა, გაიღიმა და სააბაზანოს მიაშურა. ცხელ წყალს სახე მიუშვირა და კედელს თავით მიყრდნობილი ფიქრებმა გაიტაცა. აბაზანის კედლებს ხელის გულებით მიეყრდნო და კეფა უფრო მკვეთრად მიუშვირა წყალს, ხუთი წუთი მაინც დაჰყო ამ მდგომარეობაში, გონებაში დაუკითხავად შეპარული მელანქოლია ბაგეზე ღიმილს გვრიდა, ტანზე ეკლებმა დააყარა და იძლებული გახდა წყლისგან გამოწვეულ ეიფორიისთის მალე დაეღწია თავი. ონკანი დაკეტა, პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში დაბრუნდა. ნიას უკვე გაღვიძებოდა და ამდგარიყო, ანკა ისევ ნებივრობდა და სულ არ ადარდებდა პირსახოცშემოხვეული გაბრიელი რომ ოთახში დააბოტებდა.
- ჩაიცვი თორემ რომ გაიღვიძოს კივილს ატეხავს. - ღიმილით უჩურჩულა მეგობარმა და სააბაზანოს მიაშურა. - გაბრიელმა წამით დახედა მძინარე ანკას. საწოლზე ჩამოჯდა და ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადაუწია სახეზე. გოგონა შეიშმუშნა, ტუჩები უფრო გაბუშტა და ნელა ააფახურა ცისფერი თვალები, რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად და საწოლში გიჟივით წამოხტა.
- დამშვიდდი. - მზრუნველობა ჩანდა გაბრიელის ხმაში.
- მე რა, ვაიმე მე და შენ.
- გითხარი დამშვიდდი, შენი წყალობით ღამე ქუჩაში გავათენე ასე რომ, თუ წინააღმდეგი არ ხარ იქნებ ჩემი ნომერი დატოვო რომ ცოტა მაინც გამოვიძინო.
- კარგი. - მორცხვად წამოდგა ანკა და როდესაც აღმოაჩინა რომ მხოლოდ საცვლის ამარა იწვა სახეზე ალმური მოედო.
- აიღე. - სავარძელზე დაყრილი ტანსაცმელი მიაწოდა გაბრიელმა და ზურგი აქცია, გოგონამ სრაფად ჩაიცვა და ოთახიც გიჟივით დატოვა. დაღლილი და ემოციურად გათიშული გაბრიელი საწოლზე გაიშოტა და მალევე ჩაეძინა კიდეც. საკმაოდ დიდხანს ეძინა თვალი რომ გაახილა სავარძელში მჯდომი ანკა შენიშნა. - აქ რას აკეთებ?
- გყარაულობ.
- რატომ? - საწოლიდან წამოდგა გაბრიელი და სიგარეტს მოუკიდა.
- იქნებ ჩაიცვა. - ტრუსებში გამოწყობილ გაბრიელს მზერა აარიდა გოგონამ.
- მე ეს არ მაწუხებს.
- კარგი. სავარძელს მოშორდა ანკა და საწოლზე მოთავსდა, ზეწარს ფრთხილად აუსვა თითები და თვალები დახუჭა.
- რას აკეთებ? - გაეღიმა გაბრიელს და სიგარეტი ჩააქრო, მასთან ახლოს მივიდა. მის სახესთან დაიხარა და ნაზად აკოცა ცხვირზე, გოგონამ ნელა გაახილა თვალები და მის წინ მდგომ მამაკაცს ვნებით შეანათა ცისფერი თვალები. - ცეცხლს ეთამაშები პატარავ.
- ვითომ? - საწოლს ზურგით აეკრო ანკა და გაიღიმა. ხელები თავზემოთ დაუჭირა გაბრიელმა და მის სხეულს აეკრო. ტუჩები ნაზად შეახო ყურზე. ანკას ყრუ კვნესა აღმოხდა და ქვედა ტუჩზე იკბინა. გაბრიელს ჩაეცინა. ახლა ყელზე დაუტოვა ვნებიანი კოცნა. ანკა უკვე უმწეოდ ამოძრავდა გაბრიელის სხეულის ქვემოთ მოქცეული.
- სხეული გააჩერე თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ? - ანკას ვნებიანი ღიმილი აესახა ბაგეზე. - ეგრე ნუ იღიმი. - თითებში მოქცეულ ანკას თითებს ძლიერად მოუჭირა გაბრიელმა და კბილი ჩაავლო ყურზე.
- ხომ იცი რომ შემიძლია ჭკუიდან აგჭრა. - ჩურჩულით ამბობს ანკა.
- არც მე ჩამოგრჩები. - თითები ნაზად აასრიალა ანკას ფეხზე გაბრიელმა და მოძრაობა მის საჯდომზე შეაჩერა. დაძაბული გოგონა სურვილით იწვოდა. მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. გამშრალ ტუჩებზე გაუაზრებლად გადაიტარა ენა და ორივე ხელი ყელზე მოჰხვია მამაკაცს. გაბრიელს სხეული დაეძაბა. სასურველ ქალს მაჯებში წვდა, ხელები კისრიდან მოიშორა და ისევ საწოლს ააკრა. - ხომ გითხარი რომ შემეხვეწები. - მის სხეულს მოშორდა მამაკაცი, ოთახიდან გამავალი კარი გააღო და ანკას ხელით ანიშნა რომ გასულიყო.
- იდიოტი ხარ. - ღიმილით მოუსვა მის სახეს გოგონამ თითები და ოთახი დატოვა.
- ამის დედაც. - გაიღიმა გაბრიელმა და აღგზნებული მეგობრის აღქმით გახალისებულმა ცივ აბაზანას შეაფარა თავი.
სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან ქვემოთ შეკრებილ სტუდენტებს კყოფილმა მოავლო მზერა, სურგჩანთებ მოკიდენული ახალგაზრდები მოთმინებით ელოდნენ პროფესორისა და მისი მეგობრის გამოჩენას, რომ სალაშქროდ წასულიყვნენ.
- წამლები ჩადე? - კითხულობს ნია და როგორც იქნა სრულ მზადყოფნაში მყოფი გამოდის სააბაზანოდან.
- კი. მორჩი მოკაზმვას?
- ჰო. - ენა გამოუყო მეგობარს და კარისკენ დაიძრა. სასტუმროდან გამოსულ პროფესორს ოვაციებით შეხვდა სტუდენტები.
- მზად ხარ გამიძლო? - უჩურჩულა გაბრიელმა ანკას და გვერდი ჩაუარა. - წავედით. - ომახიანად შემოსძახა პროფესორმა და მხიარულად გაუდგა გზას. ულამაზეს ხეობაში საკმაოდ ბევრი იარეს, დაღლილი სტუდენტები აწუწუნდნენ, დაბანაკებასა და შესვენებას ითხოვდნენ. გაბრიელმა ადგილი შეარჩია და მოზარდებს დასვენებისკენ მიუთითა. თვითონ გორაკის შემაღლებული ადგილისკენ დაიძრა, მწვერვალამდე ქოშინით მიაღწია და როგორც იქნა დანიშნულების ადგილზეც აღმოჩდნა, გრილი ნიავი სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. კმაყოფილმა მოავლო მის წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს თვალი. ღრმად ამოისუნთქა და ფეხმორთხმით დაჯდა ნამიან მინდორზე.
- დაილოცა შენი სილამაზე. - ამილაპარაკა კმაყოფილმა და მიწას ზურგით აეკრო. მზე ჩასვლას აპირებდა და მისი ცქერით სრულიად მონუსხული სიამოვნების საბურველში ერთიანად გახვეულოყო. შორიახლოს სტუდენტების მხიარული ხმა ესმოდა, ნია მათ კარვებისთვის საჭირო ადგილებს ურჩევდა, გაბრიელი თითქოს მოწყდა რეალობას და სადღაც ღრუბლებში ფრენას მოჰყვა. ცხოვრება გაჩერდა, თითქოს მისი გონებიდან ყოველივე უარყოფითი განიდევნა, თითქოს ის იყო სამყაროს ღერძი და დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა. ის ბედნიერი იყო. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივი მოედო მის სახეს და ახლა უკვე მიძინებული ბუნების აღქმით ტკბებოდა, სამყაროშო გამეფებული ხმების სმენით ნეტარებაში დაცურავდა.
- ბედნიერი ხარ? - მის გვერდით დაწვა ნია და გულზე თავი დაადო.
- ჰო. - ფრთხილად ათამაშებდა მის თმებში გაბრიელი თითებს.
- ძალიან მიყვარხარ.
- მეც პატარავ. - შუბლზე აკოცა მეგობარს და უფრო ძლიერად მოხვია ხელები.
- ბავშვებთან წამოდი.
- ახლავე მოვალ, ცოტაც მაცადა.
- კარგი. - იდაყვებს დაეყრდნო ნია, წამით მომღიმარ მეგობარს დააკვირდა სახეზე. - გაბრიელ.
- რა იყო ნია.
- არა, არაფერი. - ფეხზე წამოდგა ნია და კარვებისკენ დაიძრა. ისევ მარტო დარჩა გაბრიელი, ისევ ჩაიძირა მარტოობის სიამოვნების მორევში.
- მგონი კარგი აზრი იქნება თუ სიკვდილის შემდეგ აქ დამმარხავენ. - მხიარულად წამოდგა და კარვების წინ სტუდენტების მიერ გაჩაღებული კოცონისკენ აიღო გეზი.
ლაშქრობით დაღლილი სტუდენტების უმრავლესობამ კარვებს მიაშურა და დასაძინებლად წავიდენენ. კოცონს ირგვლივ ათიოდე ადამიანი დარჩა მათ შორის იყო ანკაც.
- პროფესორო, თუ საიდუმლო არ არის რამდენი წლის ხართ? - იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
- ერთ კვირაში ოცდათექვსმეტის ვხდები. - ღიმილით მიუგო კითხვის ავტორს გაბრიელმა. - არ გინდათ რამე ვითამაშოთ?
- მაინც რა? - ღიმილით იკითხა შეზარხოშებულმა ნიამ.
- მაგალითად ამის პატრონმა რა ქნას. - ამბობს ანკა და კმაყოფილებით აღსავსვე თვალებით უცქერს პროფესორს.
- კარგი. - მზერას უსწორებს გაბრიელი. თითო ნივთს ყველა თასში ათავსებს. ნია თასს კალთაში იდებს, თვალებს ხუჭავს, ნივთებს შორის ხელს აფათურებს, ერთ-ერთ მათგანს იღებს და ღიმილით კითხულობს.
- ამის პატრონმა რა ქნას?
- წინდა გაიხადოს, და ფეხის ცერა თითს აკოცოს. - ამბობს გაბრიელი.
- გულისამრევი ხარ. - სიცილით კრა ნიამ მეგობარს მხარი.
- კარგი რა პროფესორო. - სახე დაეჭიმა გიორგის თუმცა ბათინკი გვერდით მოისროლა, დემონსტაციულად გაიხადა წინდა, ღრმად ჩაისუნთქა და თითს აკოცა.
- მშვენიერია. - გახალისდა გაბრიელი და იქაურობაც მხიარულმა სიცილმა გააყრუა.
- კარგი და ამის პატრონმა? - ახალ ნივთს იღებს ნია.
- მმმ, გვაჩვენოს რა ფერის საცვალი აცვია.
- ჯანდაბა. - იღიმის ლოლა, ფეხზე დგება და შარვალს ოდნავ ქვემოთ სწევს.
- წითელი? ლაშქრობისთვის სექსუალური ფერი შეგირჩევია. - ღიმილით მიმართა პროფესორმა აწითლებულ სტუდენტს.
- ამის პატრონმა?
- იმღეროს.
- სიმღერა არ ვიცი. - საყვედური ჩანდა ირას ხმაში.
- მაშინ იცეკვე. - ღიმილით მიუგო გაბრიელმა.
- სტრიპტიზი? - გამომწვევად წამოდგა გოგონა.
- რაც გინდა. - მზერა ნიას მიაპყრო გაბრიელმა და ირას უაზრო მოძრაობები უყურადღებოდ დატოვა. - პირი დამუწე. - სიცილით მიმართა გიორგის, რომელიც დორბლმომდგარი უცქერდა ქერა ლამაზმანის გრეხვას. - კარგი ირა საკმარისია, დავრწმუნდით რომ კარგად ცეკვავ. უხალისოდ დაემორჩილა გოგონა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.
- ამის პატრონმა რა ქნას?
- საპირისპირო სქესის წარმომადგენელს აკოცოს.
- გაბრიელ მე მიკეთებ ამას? - მხიარულად მოავლო ნიამ მის წინ მჯდომ ბიჭებს თვალი.
- შენ ხარ? - გამხიარულდა გაბრიელი. - ვნახოთ ვის გაუმართლებს. - მხარი ჰკრა მეგობარს. ნიამ წამით მეგობარს შეანათა თვალები, მერე ადგა, წინ მჯდომ ბიჭებს დააკვირდა, ერთ-ერთ მათგანს საყელოში ჩაავლო ხელი, ფეხზე წამოაგდო და ვნებით შეუერთა ბაგეები.
- ჯანდაბა. - ყრუდ ამოთქვა გაბრიელმა და თავადაც ვერ მიხვდა რატომ დაეძაბა სხეული. ვნენიანი კოცნის შემდეგ ნიამ გაბრიელის გვერდით კუთვნილი ადგილი დაიკავა.
- რა იყო? - ღიმილით ჰკითხა მეგობარს და ტუჩზე შერჩენილი სისველე ცერა თითით შეიმშრალა.
- არაფერი. - ჩაახველა გაბრიელმა, თასში ხელი ჩაჰყო და ნივთი ამოაძვრინა. - ამის პატრონმა რა ქნას? თვალს არ წყვეტდა გაბრიელი ნიას.
- წავიდეს და სოკო დაკრიფოს. - წარბები შეათამაშა ნიამ.
- ამ შუაღამისას? - ყრუდ ამოთქვა ანკამ.
- რას იზამ თამაშის წესები ასეთია.
- სიბნელის მეშინია.
- გაგყვები. - ფეხზე ადგა გაბრიელი და დაძაბულობაც სადღაც გაქრა. მიმავალ წყვილს გააყოლა ნიამ მზერა, გაიღიმა და სტუდენტებს მიუბრუნდა.
- სანამ სოკოს მოიტანენ დალევა ვის უნდა?
- ყველას. - ახარხარდა გიორგი და არაყი ჩამოასხა.

ოდნავ დაძაბული მიუყვებოდა ანკა ბილიკს, უკან მისი სიახლოვით კმაყოფილი გაბრიელი მიყვებოდა.
- იქნებ წინ შენ იარო. - წამით მისკენ მობრუნდა გოგონა.
- რატომ? - ღიმილით მიეყრდნო გაბრიელი ხეს და გოგონას აღელვების გამო გუნების გამოსწორება იგრძნო.
- არ მომწონს როდესაც ჩემს უკანალს უყურებ.
- მე კი ძალიან მომწონს. - თვალი ჩაუკრა გაბრიელმა, სავსე მთვარის ფონზე კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა თავისი სტუდენტი. - ცუდია რომ შორიახლოს სტუდენტები არიან.
- რატომ?
- ამ წამს ძალიან მინდიხარ. - ჩაიღიმა გაბრიელმა რაზეც ანკასაც გაეღიმება.
- ზედმეტად პირდაპირი ხომ არ გახდი?
- ეს ცუდია? - გაბრიელი მიუახლოვდა და მის წინ აისვეტა. საჩვენებელი თითი სახეზე ნაზად ჩაამოუსვა და ანკამაც თვალები დახუჭა. - შენც გინდივარ არა? ანკას ყელი უკან გადაეგდო და გახშირებული ცხელი სუნთქვა დაუკითხავად წყდებოდა მის ბაგეს.
- კარგია რომ აქვე სტუდენტები არიან. - თვალი გაახილა და გაბრიელს მზერა გაუსწორა.
- რა საძაგელი ხარ. - წელზე ხელები მოხვია გაბრელმა და მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.
- დაგვინახავენ. - მის მოშორებას შეეცადა ანკა თუმცა გაბრიელის მკლავებს თავი ვერ დააღწია და შეწინააღმდეგებას თავი ანება.
- ძალიან მომწონხარ.
- ვიცი.
- აუტანელი ხარ.
- ვიცი.
- პატივმოყვარე. - გაბრიელმა ნაზად შეახო ტუჩები ყელზე.
- ვიცი.
- ბოროტი. - ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა გაბრიელმა, ანკას მუხლები მოეკვეთა. მამაკაცმა ძლიერი ხელი შეაშველა და თვალები დაუკოცნა. - თვალები არ გაახილო.
- მნებდები პროფესორო? ასე მალე გადაწყვიტე ფარხმლის დაყრა?
- თვალები არ გაახილო. - ღიმილით მიმართა გაბრიელმა.
- კარგი. - ამბობს ანკა და მის მკლავებს სრულიად მინდობილი მოზღვავებულ ემოციებს აღარ ეწინააღმდეგება. გაბრიელი ვნებიან კოცნას უტოვებს ყელზე. ლოყაზე, ტუჩის კუთხეში, ანკას აჩქარებული გულის ცემისგან უკვე გონება ებინდება, მძიმედ სუნთქავს, ერთი სული აქვს როდის მიწვდება პროფესორი მის ტუჩებს. შარვალში შეპარულ გაბრიელის ძლიერ ხელს გრძნობს ფეხებს შორის და კვნესა დაუკითხავად წყდება მის ბაგეს. წამოწეული მაისურიდან გაშიშვლებულ მკერდს თითები გადაატარა და კბილებ შორის მოიქცია მამაკაცმა. - ჯანდაბა გაბრიელ ვინმე დაგვინახავს.
- ერთი წუთით. - ტუჩები ყურთან აუთამაშა გაბრიელმა. - სულ ერთი წუთით გაჩუმდი და თვალები არ გაახილო. - მერე მის სხეულს მოშორდა. რამდენიმე წამი ანკა თვალებდახუჭული ელოდა სასიამოვნო აფეთქების გაგრძელებას. მერე თვალი ფრხილად გაახილა და როცა აღმოაჩინა, რომ მარტო იყო ხეებს შორის ნახევრად შიშველი და საშინლად აღგზნებული ჯერ გაბრიელის მოკვლა მოუნდა და შემდეგ სიცილი აუვარდა.
6
კოცონთან დაბრუნებულ ანკას ირონიული ღიმილი შეაგება გაბრიელმა რომელიც საკმაოდ შეზარხოშებულ ნიას სთხოვდა რომ დასაძინებლად წასულიყო.
- სოკო სად არის? - მხიარულად იკითხა ნიამ.
- გზად დათვს გადავეყარე და იძულებული გავხდი მისთვის მიმეცა. დანარჩენები სად არიან?
- დაწვნენ, ისე შენი ძილის დროც არის. - ტუჩების გაბუშტვით ამოთქვა ნიამ.
- არ მეძინება. - კოცონთან მათ მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ანკა და მზერა პროფესორისკენ მიმართა. წამიერ დაძაბულ ატმოსფეროს ისევ ნია არღვებს.
- კარგი მე დავწვები. - ლოყაზე მოწყვეტით აკოცა მეგობარს და ბარბაცით დაიძრა კარვისკენ.
- მგონი შენი მეგობარი შენზე შეყვარებულია.
- ვინ ნია? სისულელეა. ნია საკმაოდ ჭკვიანია. - ღიმილი მოერია გაბრიელს. - იცი გაბრაზება ძალიან გიხდება.
- არ ვარ გაბრაზებული.
- კარგი. - ფიჩხი აიღო გაბრიელმა და ნაკვერჩალში ქექვას მოჰყვა. მისი მზერა ცეცხლის მოთამაშე ალს შეერწყა და სადღაც ძალიან შორს გადაიკარგა, ინტერესით უცქერდა გოგონა სახეცვლილ პროფესორს და ძალიან უნდოდა მისი სევდის მიზეზი გაეგო.
- არ გინდა მესაუბრო?
- არა.
- წარმოიდგიმე რომ რომელიმე ცხელი კურორტის ღია ბუნგალოში ვსხედვართ და ჩაის ვსვამთ. - გაიღიმა ანკამ.
- ჩაი არ მიყვარს. - მზერა გაუსწორა გაბრიელმა. - იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?
- მგონი ვიცი.
- კარგია.
- გაბრიელ მინდა გაგიცნო.
- რისთვის? - ისევ ნაკვერჩხალში ქექვას მოჰყვა პროფესორი.
- რაღაცით ჩემ თავს მაგონებ.
- ანუ შენც გარყვნილი ხარ? - ღიმილმა მოიცვა მამაკაცის სახე.
- არ შეგიძლია ცოტა სერიოზული იყო? - ბრაზმა ერთიანად მოიცვა ანკა.
- ანკა. - წამით სევდა შეეპარა გაბრიელის ხმას. - რომ იცოდე ერთი წელი დაგრჩა სანამ სიკვდილი თავის ცივ ხელებს მოგხვევდეს და წყვდიადში წაგათრევდეს, რას იზამდი? როგორ გამოიყენებდი დარჩენილ დროს?
- რატომ მეკითხები? - ცოტა არ იყოს დაიბნა ანკა.
- მკითხე შემიძლია თუ არა ვიყო სერიოზული მეც გისვამ სერიოზულ კითხვას.
- დრო, რომელიც გვაქვს, ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებეთ. მნიშვნელობა არ აქვს დღეს მოკვდები, ერთი წლის თუ ათი წლის შემდეგ, ადამიანების პრობლემა ის არის რომ დროს სწორად არასდროს ვიყენებთ. - გოგონას პასუხის გამო ღიმილი მოეფინა გაბრიელის სახეს.
- შეგიძლია საუბარი განაგრძო?
- რატომ?
- მინდა ამ მომენტში დრო სწორად გამოვიყენო და ვისმინო შენგან გაჟღერებული თითოეული სიტყვა,
- ეს თამაშის ახალი ეტაპია პროფესორო? - ღიმილით მიმართა გოგონამ.
- მე შენ არ გეთამაშები ანკა.
- მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეტი დღეებით გავამდიდროთ ჩვენი სიცოცხლე, არამედ ის რომ დღეები გავამდიდროთ მეტი სიცოცხლით. თქვენ რას ეძებთ პროფესორო?
- ვისაც არ უყვარს და არ ცდება, ის თავის თავს ასამარებს.
- ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან არჩევანი მეტად დიდია.
- წარსულს როცა იგონებ რა შეგრძნება გეუფლება ანკა, არაფერს ნანობ?
- შეცდომას ყველა უშვებს. წარსულზე მეტად მომავალი მაინტერესებს, რადგან სწორედ მასზე ფიქრით ვცხოვრობ. ცხოვრების გზაჯვარედინებზე დგომისას საგზაო ნიშნები არ არსებობს, თავად უნდა აირჩიო რომელი გზით გსურს გზის გაგრძელება, მე მომავალს ვირჩევ. - გაიღიმა გოგონამ და თვალცრემლიან გაბრიელს ყურადღებით დააკვირდა. - უმჯობესია ხალხს შეცდომის ჩადენის ნება მისცე, ვიდრე გახდე მათი სიძულვილის საგანი იმის გამო, რომ, საბოლოო ჯამში, შენ აღმოჩნდი მართალი. ჩვეულებრივ ხალხი ბევრად უფრო იოლად პატიობს შენს შეცდომებს და წარუმატებლობას, ვიდრე შენს წარმატებებს და მართებულებას. ამავდროულად საკუთარი შეცდომების დანახვა აუცილებელია რომ ისევ არ ჩაიდინოთ ისინი. მეტოქე, რომელიც ეძებს მეორე ადამიანის შეცდომებს, უფრო სარგებლიანია, ვიდრე მეგობარი, რომელსაც უნდა დამალოს ისინი. - წამით ისევ დადუმდა ანკა და გაბრიელის სევდიან თვალებში ცურვას მოჰყვა. - შენს ცხოვრებაში ხდება რაღაც, რის გამოც საკუთარი არსებობის აზრი დაკარგე, წინ წასვლის სურვილი განა არ გაქვს, წარსულისა და დაშვებული შეცდომების ქექვაში დრო ისე გაგეპარა ვერც კი შენიშნე, საკუთარი ცხოვრების ფერმკრთალ აჩრდილად როგორ იქეცი, ამის გამო ცხოვრებამაც გვერდით ჩაგიარა, სწორედ ამიტომ გეზიზრება ყველა სულიერი არსება.
- შენზე რას მეტყვი, რატომ ხარ ასოციალური?
- იყო სოციმუის წევრი ნიშნავს შენც მათნაირი იყო. მე არ ვარ მათნაირი.
- რატომ?
- არასწორ დროს არასწორ ადგილზე დავიბადე.
- ანუ? - ღიმილი შეერია გაბრიელს.
- როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისით ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ მათი სურვილებისამებრ. თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან, ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, ოღონდ, რატომღაც, საკუთარი ცხოვრება ვერაფრით აუწყვიათ. ზოგჯერ, მთელ ჩემს ცხოვრებას ერთ საათში ვხედავ. თუ საკუთარი თავის მართვას არ ისწავლი, სხვები გმართავენ.
- ჩემთან საუბარი მოგწონს?
- ერთადერთი საშუალება გახდე უფრო ჭკვიანი, არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს. მე შენ აგირჩიე პროფესორო. - ვნებით გამოსცრა ანკამ კბილებში და გაიღიმა.
- გნებდები. - დანებების ნიშნად ხელები ასწია გაბრიელმა.
- ეს კარგია. - გაიღიმა ანკამ.
- ვაშლი გინდა? - დანა სწრაფად დაუსვა გაბრიელმა ნაყოფს და ვერც იგრძნო როგორ სწრაფად გაიხლიჩა ვაშლის კანი და როგორ იფეთქა მისი თითებიდან სისხლმა. - ჯანდაბა.
- კარავში პირველადი დახმარების ყუთი მაქვს. - ფეხზე წამოდგა ანკა. - რა? დედაჩემი ექიმია.
- აჰ, გამახსენდა. - კოცონს მოშორდა გაბრიელიც და გოგონას გაჰყვა.
- როგორმე მოთავსდი. კარავში შესვლისთანავე მიმართა გოგონამ, გაბრიელი კარვის კუთხეში ჩუმად მიიკუჭა. - მაჩვენე. - ხელზე შეეხო ანკა ისე რომ მისთვის თვალებში არ შეუხედავს. გაბრიელმა თვალი აარიდა რადგან მისკენ დახრილი ანკას მაისურიდან მკერდი თვალსაჩინოდ ჩანდა.
- რა იყო? პირველად ხედავ? - გაუღიმა გოგონამ და თითებზე სპირტი დაასხა.
- ჯანდაბა. მეწვის.
- ვიცი. - ვნებიანად გამოსცრა ანკამ კბილებში და ფრთხილად შეუბერა ჭრილობაზე სული. მის წინ ჩამუხლული ანკას დანახვისგან გაბრიელს ცივმა ოფლმა დაასხა. ანკამ სიტუაციის სადავე აიღო ხელში და გამარჯვებული წამოდგა. ხელზე ბინტი ნაზად შემოახვია და ფრთხილად შეუკრა. - ესეც ასე. მზად არის.
- მადლობა.
- ახლა შეგიძლია შენს კარავს მიაშურო. - თვალით ანიშნა გასასვლელისკენ და თვითონ საძილე ლეიბზე მიწვა. - გაბრიელს გაეღიმა.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა გავიდე?
- შენ ხარ დარწმუნებული რომ გასვლა გინდა?
- მეთამაშები?
- არ მოგწონს? - მათე წამში მოექცა ანკას სხეულს ზემოდან. მუხლზე ნაზად შეახო ჯანსაღი თითები. ფრთხილად ააცურა ქვემოდან ზემოთ. ანკა იდაყვებს დაეყრდნო და კისერი უკან გადააგდო. შარვლის ღილი წამში შეუხსნა მამაკაცმა და მის მუცელზე ვნებით აასრიალა ენა. ანკამ ნაზად შეაცურა მის თმაში ხელი და თავისკენ დაქაჩა. მამაკაციც წამებში მოექცა სასურველი ქალის სხეულს ზემოდან. სუნთქვა დაუმძიმდა, გაუხშირდა. ვენები დაასკდა. გოგონამ მისი მაისურის ქვეშ თითები ფრთხილად შეასრიალა, გაბრიელმა თვალები დახუჭა სიამოვმებისგან. ყელზე ნაზი კოცნა დაუტოვა. ხელი შარვლისკენ ჩააცურა. წამით მათი მზერა ერთმანეთს გადაეყარა და როგორც კი გაბრიელი სასურველი ქალის ტუჩებისკენ დაიხარა მაშინვე ტკივილისგან დაიკრუნჩხა და ყრუდ ამოიხრილა. ანკამ ნატკენ ხელზე ძლიერად მოუჭირა თითები და გაბრიელიც შეშლილი მოშორდა მის სხეულს.
- გეგონა შეგრჩებოდა?
- იცი რომ მეტკინა?
- თუ ფიქრობ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი გაგიჟება ძალიან ცდები პოროფესორო. - თვალი ჩაუკრა ანკამ და ღიღინ-ღიღინით მიუთითა გასასვლელისკენ. მისი კეკლუცობით გაბრიელი გახალისდა და მაშინვე დაავიწყდა წამის წინ განცდილი ტკივილი.
- მალე შევხვდებით პატარავ. - თქვა და გოგონა მარტო დატოვა. კარვიდან გავიდა თუ არა კმაყოფილი და ბედნიერი ანკას მთელი სხეულით დაეჭიმა, ბედნიერი იყო. გამარჯვებით და სამაგიეროს გადახდით სრულ ადრენალინს განიცდიდა. ღრუბლებში დაფრინავდა, გულის ცემას ვერ იოკებდა და ბედნიერების კივილი ყრუდ გაჩხეროდა ყელში. სიამოვნებისგან დამონებული საძილე ტომარაზე გულაღმა გაიშოტა და თვალებსაც დაუკითხავად მოწყდნენ სიხარულის ცრემლები.

- ისევ ნებივრობ? - კარავში შეუვარდა ნია მეგობარს და მის მუცელს ფეხებგაშილი შემოაჯდა.
- ვფიქრობ. - ხელები მის ფეხებს ჩაავლო გაბრიელმა და ნაზად მოეფერა.
- რაზე?
- იმაზე რომ ცხოვრება ძალიან მავნე რამ არის დამისგან ყველა იღუპება.
- ახლა სენტიმენტების დროა გაბრიელ?
- ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს. - თავისთვის აბუტბუტდა გაბრიელი.
- გაბო, ბედნიერება თავად ცხოვრებაში, გამუდმებით წინ სწრაფვაშია.
- და თუ შიდსი გაქვს? - სევდიანი თვალები შეანათა გაბრიელმა მეგობარს.
- და თუ შიდსი გაქვს კეთილი ინებე და ის დრო რომელიც დაგრჩენია რამე ღირებულს მოახმარე. - მის სხეულზე დაემხო ნია, თითები ნაზად აასრიალა მის ყელზე, თავი ოდნავ ასწია და თვალებში ჩახედა. - დანახვა შეძელი გაბრიელ.
- რისი ნია?
- ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.
- რას მთავაზობ?
- წადი მასთან უთხარი რასაც გრძნობ. - ხმა საგრნობლად აუთრთოლდა ნიას.
- ახლა არა. აქ არა. - ნიას სახე ხელებში მოიქცია გაბრიელმა და შუბლზე მოწყვვეტით აკოცა.
როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში. შეხვეულ ხელს ღიმილით დახედა, წუხანდელი ანკას ანცობა მოაგონდა და ტანში სასიმოვნო ჟრუანტელი იგრძნო, ორი აბი წამალი გადაუშვა ყელში და კარვიდან გამოვიდა, მკლავები განზე გაშალა და დილის საამო ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ღიმილით დახედა და ისევ ჯიბეში უკრა თავი. კმაყოფილმა მოავლო ჩრდილ ქევშ თავშეყრილ სტუდენტებს თავი და მათქკენ დაიძრა.
- დილამშვიდობის. - ომახიანად შემოსძახა გაბრიელმა. - მოეწყვეთ! - ღიმილი შეეპარა და გაოცებულ სტიდენტებს მოავლო თვალი.
- რისთვის? - იკითხა ერთ-ერთმა მათქანმა.
- როგორ თუ რისთვის? ცოტა გავხურდეთ და ტყეს სირბილით დავარტყათ წრე. - გახურებას შეუდგა გაბრიელი.
- კარგი რა პროფესორო. - აწუწუნდნენ მოზარდები, განსაკუთრებით კი გოგონები.
- კარგით, როგორც გინდათ. წესი ასეთია. ვინც ჩემთან ერთად სავარჯიშოდ წამოვა ის წლის ბოლოს საუკეთესო შეფასებას მიიღებს ვინც დარჩება ნიშნას დაემშიდობოს. - ხელის გულები ერთმანეთს შემოსცხო გაბრიელმა და გასაქცევად მოემზადა.
- შენთვის ასეთი დატვირთვა შეიძლება? - უჩურჩულა ნიამ მეგობარს.
- გავუძლებ. შენ დარჩი, ვიცი რომ სირბილს ვერ იტან. - ლოყაზე აკოცა მეგობარს, კიდევ ერთხელ მოუწოდა სტუდენტებს ვარჯიშისკენ და პირველიც თვითონ გაიჭრა ბილიკისკენ. სტუდენტების უმრავლესობამ მას მიბაძა და ისინიც უკან აედევნენ შეშლილ პროფესორს. თხუთმეტ წუთიანი სირბილის შემდეგ გაბრიელმა ნელ-ნელა სიჩქარეს უკლო და ბოლოს ძუნძულზე გადავიდა, ღიმილით ადევნებდა თვალს მის წინ გაჭრილ გოგო-ბიჭებს, უკან მიიხედა რამდენიმე გოგო ქოშინით მოძუნძულებდა, მათ შორის სასურველი სილუეტი ამოიცნო და სახეზეც კმაყოფილი ღიმილი აესახა, კიდევ უფრო უკლო სისწრაფეს და სულ მალე დაწეულ მანდილოსნებს შორის მორბენალი აღმოჩნდა.
- წინ წადით, მე ნუ დამელოდებით. - ქოშინით მიმართა გოგონებს.
- პროფესორო დაიღალეთ? - გამომწვევად ჰკითხა ანკამ.
- სირბილი ცუდი აზრი იყო. - წინ წასულ გოგონებს თვალი გააყოლა გაბრიელმა, ანკას მაჯაში ხელი ჩაავლო და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - სული ძლივს მოითქვა ხეზე აკრულმა გოგონამ.
- ნახევარზე მეტი ვერ მიხვდება რომ მათ აღარ მივდევთ. - მის წელზე თითები შეაცურა გაბრიელმა და ახლოს მიიზიდა.
- მგონი ვერ შენიშნე რომ ძალიან ოფლიანი ხარ. შენივე წყალობით. - ბრაზით დაჭიმა გოგონამ სახე.
- ლავანდის სურნელს მაინც არ კარგავ.
- გამატარე. - ხელის გულები მის მკერდს მიაბჯინა ანკამ და მისგან თავი გაითავისუფლა.
- ანკა.
- რა გინდა?
- კარგი არაფერი, წადი. - ხის მორზე ჩამოჯდა გაბრიელი და მიმავალ სტუდენტს სევდიანად გააყოლა მზერა. არაფერია იმაზე მტკივნეული როდესაც უყურებ როგორ სწრაფად მიდის შენგან ის რასაც შენი ცხოვრება ქვია. - ამის დედაც. ზიზღით გადააფურთხა გაბრიელმა და თავი ხელებში ჩარგო. რამდენიმე წუთი მაინც დაჰყო თავჩაქინდრულმა, სიჩუმეში ჩაკარგულმა. მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და სირბილით გაიქცა ბანაკისკენ, აქოშინებულმა დაავლო ნიას ხელი და კარავში შეათრია.
- რა გჭირს გაბრიელ?
- უნდა გელაპარაკო.
- რა მოხდა?
- კარგი ხო ვიმსახურებ, ვიმსახურებ სიკვდილს. - ცრემლი შეიმშრალა და ტკივილით სავსე ხმით განაგრძო თვითგვემა. - არაკაცი ვარ, დამპალი ნაბიჭ/არი, ყველაფრის ღირსი ვიყავი, ჰო ასეა. - უფრო მეტი ადრენალინი შეეპარა მის ხმას. - გათახსირებული პირუტყვი, რომელიც ყველაფერს მუსრს ავლებს რასაც კი ეხება. რამდენი ქალია ჩემგან გულმოკლული? შენც აგერია ხო უკვე სათვალავი? - ირონიული ღიმილი გაკრთა გაბრიელის სახეზე და თვალს მომდგარი ცრემლი მაისურით შეიმშრალა. - შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი, მაგრამ იცი ყველაზე დიდი შეცდომა როდის დავუშვი? გახსოვს ქალაქგარეთ დაჩაზე რომ ვიყავით, ჩემ ძმას ჩემი მანქანა რომ ვათხოვე და ქალაქში გავუშვი სასმლის მოსატანად, როდესაც ბედნიერებით გაბრწყინებული ევას უგონოდ გამოთრობა გამოვიყენე, თავი ჩემ ძმად გავასაღე და მის სხეულს დავეუფლე რადგან საშინლად მიზიდავდა ჩემი ძმის ცოლი. ეს ხომ შენთვისაც სიახლეა ნია, ზენც ხომ არ იცოდი რომ შენი საყვარელი მეგობარი იმდენად დიდი ყ/ლეა რომ საკუთარ რძალთან იწვა.
- გაბრიელ. - სახე გაუფითრდა ნიას.
- ახვარი ვარ, დამპალი ნაბი/ვარი. - უკვე ბოლო ხმით ღრიალებდა გაბრიელი. - იმ ღამით კი როდესაც მე ჩემი ძმის ცოლს ვჟიმ/ვდი ჩემი ძმა იმის გამო მოკლეს რომ ჩემში აერიათ, მიზეზი? ხომ გახსოვს მიზეზი, ჩემი ერთ-ერთი საყვარლის ქმარმა გაიგო რომ ცოლი ჩემთან ღალატობდა, ადგა და ტყვია დამაჭედა, უფრო სწორად მას ეგონა რომ დამაჭედა, სინამდვილეში უდანაშაულო ადამიანს გამოუყვანა წირვა. ვინ ვარ მე? - იღრიალა გაბრიელმა და ნიას წვდა მკლავებში. - მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა მეც ისევე მაწუხებს როგორც ყველას ჩემ გარშემო. სანამდე აქვს გასაქანი ჩემში არსებულ მრავალსახიანობას? არ ვიცი მე ხომ მრავალი ვარ. დღეს ერთი ვარ, ხვალ მეორე, შემდეგ მესამე და ასე დაუსრულებლად. ჩემი "სინადვილე" ჩემთვისაც ისევე შეფუთული და მიუწვდომელია როგორც ყველასთვის. ბევრჯერ ვეცადე საკუთარი თავი სარკეში მაინც გამომეჭირა ნიღბების გარეშე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი "აჰა ხომ დაგიჭირე" მაშინვე ხელიდან მისხლტებოდა. ისევ დაუსრულებელი ქაოსი და ფიქრი, ისევ დაუსრულებელი ძებნა და წუხილი, წამიერი აღმაფრენა და ისევ დაცემა, აღზევება და განადგურება... და მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა სრულიად კაცობრიობას ისევე აწუხებს როგორც მე რომელმაც არც კი ვიცი "ვინ ვარ მე".
ჩემი ისტორია დიდი ხანია ისტორიაც აღარ არის. ცოცხლად დარჩენილი "ადამიანის" დასჯას უფრო ჰგავს ვიდრე სიცოცხლის წყურვილით გულანთებული ადამიანის ყოფას. ერთი ახვარი ნაბი/ვარი ვარ.
- გაბრიელ გეყოფა. - სიმწრით ამოთქვა ნიამ.
- მე ის მიყვარს გესმის? ჩემი სტუდენტი მიყვარს და თავი იმის გამო მძულს რომ შეიძლება მასაც შევუყვარდე, შეუყვარდეს არაკაცი ნაბიჭ/არი.
- მარტო არ ვართ გაბრიელ. - სიმწრიდ წარმოთქვა და უკან დაიხია. გაბრიელს წამიერად გადაუარა სახეზე სამყაროში არსებულმა ყველა ფერმა, წამით ეგონა კიდეც რომ გული გაუჩერდა, ერთ ადგილს მიჭედილი გახევებული ელოდა განაჩენს, თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ზურგს უკან მდგომი გოგონას ლავანდას სურნელი. ფრთხილად შებრუნდა მისკენ და ცრემლიან ცისფერ თვალებს შეეფეთა, მათი დანახვის გამო გული ძალიან ეტკინა, ხელები უთრთოდა და მძიმედ სუნთქავდა.
- არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო. - ყრუდ ამოთქვა გაბრიელმა.
- მართალი ხარ პროფესორო, ერთი ახვარი ნაბი/ვარი ხარ და მიხარია რომ ეს იქამდე გავიგე სანამ შენგან გულმოკლული ქალების სიას მეც შევემატებოდი. - სწრაფად წარმოთქვა ანკამ და კარავი დატოვა.
- ანკა. - მის შეჩერებას ეცადა გაბრიელი. თუმცა ნიამ შეაჩერა.
- ახლა მასთან საუბარს აზრი არ აქვს, შენ კი. - საშინელი ზიზღი აისახა ნიას სახეზე, ყბის ძვლები სიმწრით დასჭიმვოდა, მარჯვენა ხელის თითები ნერვულად შეათამაშა, მასში არსებულ ძალას ერთად მოუყარა თავი და გაბრიელს სილა გააწნა. - მართლა ახვარი ნაბი/ვარი ხარ. - ზიზღით მიახალა ნიამ და კარავი მანაც დატოვა.

7
გაკვირვებული სტუდენტები გაბრიელის მოულოდნელი ცვლილების გამო მისთვის კითხვების დასმას ვერ ბედავდნენ, ბანაკი დააცარიელს, სასტუმრომდეც მდუმარედ იარეს, ნივთები ჩაალაგეს და ისე რომ მიზეზი ვერ გაიგეს თუ რატომ დასრულდა მათი ექსკურსია ასე სწრაფად თბილისისკენ აიღეს გეზი, გაბრიელის გვერდით მჯდომი ნია მთელი გზა ფანჯარაში ცქერით ირთობდა თავს და ყურებში გაჩრილ ყურსასმენებს წამით არ იშორებდა, სინანული მოედო გაბრიელის სულს და მთელ გონებას დაეპატრონა. თითქოსდა გაფერადებული ცხოვრება ისევ განაცისფრდა და ისევ მარტოობის სქელი საბურველი მოედო ამ უკანასაკნელს. ისევ მთელი არსებით გრძნობდა საკუთარი ცხოვრების უბადრუკობას და კაცობრიობაზე დაბოღმილი მხოლოდ იმას ნატრობდა რომ რაც შეიძლება მალე ჩასულიყო ავტობუსიდან. დამშვიდობების გარეშე დატოვა ნიამ გაბრიელი სადგურზე, არც ანკამ ისურვა მასთან საუბარი, არც დანარჩენ სტუდენტებს გამოუდიათ დიდათ თავი. მხოლოდ ირა მიუახლოვდა პროფესორს და შეპარვით გაუღიმა.
- არ ვიცი რა მოხდა და ალბათ ეს არც არის ჩემი საქმე, ცუდად გამოიყურები პროფესორო, გეტყოდი შენთან წამოვალ და ტკივილის დაძლევაში დაგახმარები-თქო, მაგრამ ვფიქრობ უადგილო იქნება, ნათლად დამანახე რომ არ გაინტერესებ და ამას შევეგუები, თავს აღარ შეგაწყენ, გაჯანმრთელებას გისურვებ. მე კი შევეცდები იმ კაცის გარეშე ვისწავლო ცხოვრება რომელმაც თავი დამაკარგვინა, თუმცა არაფერს ვნანობ. - მსუბუქად აკოცა ლოყაზე პროფესორს და ისიც სხვებივით გაუჩინარდა. რამდენიმე წუთი სივრცეში მზერა გაყინული იდგა სადგურზე მარტო დარჩენილი გაბრიელი, ბოლოს ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა. ხმაურით მიიხურა ბინის კარი, ზურგჩანთა იქვე დააგდო და მოწყვეტით დაენარცხა სავარძელს.
- ყოჩაღ გაბრიელ. - ღიმილით მიმართა თავის თავს, სავარძლიდან წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა, გამონაბოლქვი ღრმად შუეშვა ფილტვებში და რამდენი წამით გაიჩერა, ესიამოვნა. - ყოჩაღ შე ახვარო! - გადაიხარხარა და ვისკი დაისხა. - მაგარი სი/ი ხარ შ/ილი ვიყო.- თითის ქნევით მიმართა სარკიდან მოცქირალ ანარეკლს. რამდენიმე ჭიქა ვისკი ზედიზედ დალია, თავი საშინლად ასტკივდა, გულიც ერეოდა, ცხელი შხაპი მიიღო და ახლომდებარე ბარს მიაშურა. მყუდრო მაგიდა შეარჩია, კომფორტულად მოკალათდა და სასმელი შეუკვეთა, ინტერესით ეძებდა სასურველ ნადავლს. რამდენიმე წუთში მისი ცქერით უკვე აღგზნებული წაბლისფერთმიანი ლამაზმანი მიპატიჟების გარეშე მოთავსდა მის წინ.
- მეგობარი გჭირდება? - გამომწვევად გამოსცრა გოგონამ და ურცხვად აასრიალა ხელი მამაკაცის თითებზე.
- მგონი შენ უფრო გჭირდება. - მისი თითებიდან ხელი გამოასრიალა გაბრიელმა, სკამის ზურგს მიეყრდნო და სასმელი მოსვა.
- მარტოსულთან ერთად უკარებაც ყოფილხარ. - გაიღიმა ქალმა, იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და მთელი ტანით მისკენ გადაიხარა, გაბრიელმა წამით მოწყვიტა მზერა მის სახეს და თვალები უფრო ქვემოთ მკერდისკენ გადაიტანა. - მოგწონს? ბუნებრივია.
- შევამოწმო? - ჩაიღიმა მამაკაცმა.
- თუ გსურს, შეგიძლია შეამოწმო. - ფეხზე წამოდგა ქალი და მკვრივი უკანალის ქნევით დაიძრა საპიფარეშოსკენ.
- მაინც კვდები, მაინც არაფერს ტოვებ, მაინც მუსრი გაავლე ყველაფერ ღირებულს, მიდი ჰო ბოლომდე მძ/ნერი ჭამე. - ჩაიქირქილა გაბრიელმა, სასმელი მოსვა და უკან აედევნა. კაბინაში შეიკეტა თუ არა ქალს მჭიდროდ მოჰხვია ერთი ხელი, მეორე კი ძლიერად მოუჭირა მკერდზე.
- ჰმ. აშკარად ბუნებრივია. - კედელს მიაყრდნო ქალი, ორივე ხელით სავსვე მკერდს წაეპოტინა და ძლიერად დააკრო ტუჩები.
- ვნახოთ აქ რას მალავ. - ფრთხილად წაიღო ქალმა გაბრიელის უბისკენ თითები, და გამკვრივებული ას/ს ირგვლივ რითმულად აათამაშა ხელის გული. - უკვე ვგრძნობ წინ რა ბობოქარი ამბები გველის. - ამბობს კმაყოფილი ლამაზმანი და უფრო აჩქარებს ხელის მოძრაობას.
- ერთი წამით. - ქალის სხეულს შორდება გაბრიელი და ჯიბიდან პრეზერვ/ტივს იღებს.
- საშვილოსნო ამოჭრილი მაქვს. - მის ყელს ეხვევა ქალი.
- მე კი შიდსი მაქვს! - ზიზღით ისვრის გაბრიელი ამ რამდენიმე სიტყვას და საპირფარეშოს კედელს ზურგით ეყრდნობა, წამით ქალის თვალებში გაელვებულ შიშს ამჩნევს და ეღიმება. - კარგი, შეგიძლია წახვიდე.
- და თუ წასვლა არ მსურს?
- ვიტყოდი რომ ეს შესანიშნავია. - კმაყოფილმა ჩაავლო გაბრიელმა მის უკანალს ორივე ხელი და კედელს აკრულს ძლიერად დაუწყო კოცნა. ქალის გახშირებული სუნთქვა მის სმენას მელოდიასავით მოედო და ეშხში შესულმა მეგობრის სრული გამოღვიძება იგრძნო. წამში შეაბრუნა ლამაზმანის სხეული და სახით ააკრო საპირფარეშოს კედელს, ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა მისე სხეული მინი ქვედა ბოლოსგან და ყოველგვარი შეპარვის გარეშე სწრაფად შეასრიალა სისველეში თავისი მეგობარი, ერთი ხელით ქალის თმებს ჩაფრენოდა, მეორე ხელში კი ძლიერად მოექცია სავსე მკვრივი მკერდი და რითმული სწრაფი მოძრაობით არღვევდა ქალის გავარვარებულ ვაგი/ნას. ორივე ხელი კედლისთვის მიედო ქალს და უკვე ვეღარ ახერხებდა სიამოვნებისგან წამოსული კვნესის შეჩერებას.
- ჯანდაბა, ჯანდაბა. - ყრუდ გმინავდა და ორგაზმ/ის მწევრვალს მიღწეული სულ უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა გაბრიელის მკვრივ ას/ს.
- ადრე მოგიწყენია ლამაზო. - წამში შემოაბრუნა გაბრიელმა და ხელში აიტაცა მსუბუქი სხეული. ისევ ძლიერად მიაწვა და ისევ აჰყვა გოგონა მის მოძრაობას, კვნესას უკვე აღარ ერიდებოდა და იქაურობაც მისმა სურვილით სავსე ბგერებმა ააწიოკა. მაშინ როდესაც ქალმა იფიქრა რომ ეს სიამოვნების მწევრვალი იყო მწარედ შეცდა, სწორედ მაშინ უმატა გაბრიელმა რითმს და შედარებით ნაზი ალერსი უფრო უხეშ, ძლიერ ვნებაში გადაიტანა. შესუსტების ნაცვლად ყოველი ბიძგი კიდევ უფრო ძლიერი და მომთხოვნი იყო, ქალმა სიამოვნებისგან ამოიკივლა. ზუსტად ამ დროს გაბრიელმაც ყრუდ ამოიგმინა და მოდუნებული სხეულით აეკრო კედელზე აკრული ქალის სხეულს.
- დამსვი. - ყურში უჩურჩულა ქალმა და გაბრილიც მის ნებას დაჰყვა. ნაზად შეახო ქალმა ჯერ კიდევ მკვრივ პენი/ს თითები და მზერა შეანათა ვნებააშლილ მამაკაცს. - არასდროს მქონია ასეთი ორგა/ზმი უჩურჩულა გაბრიელს და ჩაიმუხლა.
- არ გინდა. - მაჯებში წვდა გაბრიელი და ფეხზე წამოაყენა.
- რატომ?
- უბრალოდ არ გინდა, ჩაიცვი და გადი. - ლამაზმანი დაემორჩილა, კაბა ჩაიცვა და გაბრიელი მარტო დატოვა. კედელს მიყრდნობილი გაბრიელი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, როგორც იქნა გამოუვიდა, პრეზერვატივი ზიზღით მოიხსნა და სინათლის შუქზე ირონიით გახედა. - მაპატიეთ შვილებო. - ჩაიღიმა და ნაგვის ურნაში ჩააგდო. შარვალი აიწია, წყალი მოუშვა, ხელ-პირი დაბანა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო მზერა. - შენ არ შეიცვლები. - სინანულით მიმართა ცხოველური მოთხოვნილებით დაკმაყოფილმა ანარეკლს. წამით ნიას მწვანე თვალები ამოუტივტივდა გონებაში. - ყოველთვის იდიოტი ნაბიჭვ/რი იყავი და ასეთად დარჩენი მანამ სანამ ეს წყეული ავადმყოფობა ძვლებს არ დაგირღნის და სოციუმს შენგან არ გაათავისუფლებს. - ზიზღით შეაფურთხა სარკეს და იქაურობას გაეცალა.

თავისთვის იჯდა, სივრცეში მზერა გაყინული, თაფლისფერი თვალები ზეცისთვის მიეპყრო, კითხვები მონოტორულად კრთოდა მის დიდრონ, ცრემლიან გუგებში, თითებში კოხტად გარჭობილი სიგარეტი ისე ჩაეწვა ერთხელაც არ მოუქაჩავს მისთვის. მხოლოდ იმიტომ გადააგდო რომ ძირში ჩასულმა ნამწვმა თითები აუწვა, გახურებულ თითებეს ენა შეახო და სახე მოჭიმა. სუნმა გააღიზიანა და ხელი ჯიბეში ჩაიყო, ისევ ზესაც ახედა, ამჯერად ცრემლი სადღაც გამქრალიყო. ზეცას შავი ღრუბლები საბნად გადაფარვოდა. ის კი ისევ თავისთვის იჯდა, მარტო, თავზე კაპიშონი ჩამოეფხატა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფეხმორთხმით ისე მოკალათებულიყო, კუნძს უფრო მოგაგონებდათ ვიდრე ადამიანს. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ტუჩებს შორის მოიქცია, თვალები დახუჭა და ძლიერად მოქაჩა, რამდენიმე წამს ბოლი ფილტვებში გაიჩერა და ბოლოს ცხვირიდან გამოუშვა. ჩაახველა, ისევ მოქაჩა სიგარეტს, ხელები მუხლებს შემოხვია და თავი ჩახარა. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა შემოესმა, შეაჟრჟოლა და ტანში დავლილი სითბო ერთიანად მოედო მის სხეულს, ქალის ნაზი სხეული იგრძნო, რომელიც ტანზე აეკრო და თხელი თითები შეუცურა მკერდზე, თვალები დახუჭა და ზურგით აეკრო ქალის მკერდს. ტუჩების ნაზი შეხება იგრძნო ყელზე. სხეული დაეჭიმა და გულიც უფრო სწრაფად აუჩქარდა, სიგარეტი მოისროლა, ქალის თხელ თითებს ჩაავლო ხელი და ნაზად აკოცა მტევანზე.
- ეს არ არის ნორმალური. - გაისმა ქალის ხავერდოვანი ხმა.
- რა?
- ვეკვროდე გარდაცვლილი ქმრის ტყუპისცალს და არ მძულდეს იმის გამო რაც გამიკეთა. - თითქოს ზურგში დანა ჩასცეს გაბრიელს, ერთიანად დაპატარავდა და სხეულიც აუცახცახდა. - მიუხედავად ამისა აქ ვარ, შენთან და სიმართლე თუ გინდა არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი. - უფრო მჭიდროდ მოჰხვია ევამ გაბრიელს ხელები და თავი მის ზურგს მიაყრდნო. წამით ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, უცქერდა გაბრიელი საფლავის ქვიდან მომღიმარ ტყიპისცალს და ძალიან უნდოდა ახლა მის ნაცვლად ტყიპისცალი ყოფილოყო ევას მკლავებში განაბული, თვითონ კი ჭიაღუების მიერ დახრული ძვლებით აქოთებული შერწყმოდა მიწას.
- რომ შემეძლოს მისთვის ადგილის გაცვლა არ დავფიქრდებოდი ევა. - უცებ მისკენ შებრუნდა გაბრიელი ქალის სევდიანი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თავლები ნაზად დაუკოცნა.
- გეყოფა. - გაუბედავი იყო ევა, თუმცა მისი მკლავებისგან თავის გათავისუფლება არ უცდია. - მხოლოდ ერთი მხარე არასოდეს არის დამნაშავე. - ჩუმად ამოთქვა და ვერ შეკავებულ ცრემლებს გზა გაუთავისუფლა. გაბრიელი წამით გაშეშდა და მზერა მიაპყრო მის მკლავებში აცახცახებულ ქალს. - იმ ღამით მიუხედავად იმისა რომ საშინლად მთვრალი ვიყავი პირველივე შეხებისას გიცანი, საკუთარი თავი მეჯავრება იმის გამო რომ არ შეგეწინააღმდეგე, უბრალოდ... - სიტყვა გაუწყდა ევას. - გაფითრებულ გაბრიელს წამით სიცივე შეეპარა სხეულში თუმცა მისი დადანაშაულება ვერ შეძლო, მისი სახის ნაკვთების კოცნას განაგრძობდა, ქალის მძიმე სუნთქვა სახეს უწვავდა. წამით გაჩერდა, თვალებდახუჭულ ევას დააკვირდა და ნაზად შეახო მის ცხელ ბაგეს ტუჩები, ფრთხილად კოცნიდა, თითქოს ეშინოდა მის წინ მდგომო ქალი მოჩვენება არ აღმოჩენილიყო და ხელიდან არ გასხლტომოდა.
- მენატრება. - ყრუდ ამოიჩურჩულა ევამ და გაბრიელის მკლავებში გაინაბა.
- ვიცი პატარავ.
- მეჩვენება თუ დასამშვიდობებლად მოხვედი? - როგორც იქნა მზერა გაუსწორა ევამ მამაკაცს.
- არ გეჩვენება.
- და სად მიდიხარ?
- ამის შესახებ რაც უფრო ნაკლები ინფორმაცია გექნება შენთვისვეა უკეთესი.
- ისევ ეგოისტურად იქცევი. - წყენა შეერია ევას ხმას.
- ასე სჯობს დამიჯერე.
- კიდევ გნახავ?
- არამაგონია. - მისი სახე ხელებში მოიქცია გაბრიელმა და კიდევ ერთხელ დაეწაფა მის ბაგეებს.
- გაბრიელ.
- მაპატიე. - უკან დაიხია გაბრიელმა და ღიმილით ახედა ქალს. - მშვიდობით ევა. - გაუღიმა და იქაურობას გაეცალა.

სახლში იჯდა, გასამგზავრებლად იბარგებოდა, გადმოყრილ ნივთებს ჩანთებში ალაგებდა, ვერაფერს გრძნობდა, არც გული სტკიოდა, არც რამე ადარდებდა, მისთვის ყველაფერს აზრი დაეკარგა, არეულ ოთახს მოავლო თვალი, სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა და საფეთქლები მოისრისა. კარზე ზარი დარეკეს, არავის ელოდა, ერთი კვირაა სახლიდან არ გასულა, არც ლექციებს უტარებდა სტუდენტებს, არც მეგობრები უნახავს, არც არავის ვაგი/ას წაპოტინებია, სამყაროსთან კავშირზე უარი განაცხადა. უსიამოვნოთ დაეჭიმა სახე მაგრამ კარის გასაღებად მაინც წავიდა, კარი გააღო და მომღიმარ ნიას შეეფეთა.
- გამარჯონა სიმპატიურო. არ შემომიშვებ?
- მეგონა ჩემი ნახვა აღარ გინდოდა. - ღიმილით დაუთმო მეგობარს გზა.
- შენ რა მიემგზავრები? - შეშფოთებულმა ამოიოხრა ნიამ და არეულ ოთახს მოავლო თვალი.
- ჰო.
- და წასვლას ისე აპირებდი რომ არ მნახავდი?
- ნია. - წყენა ჩანდა გაბრიელის ხმაში. - ამას როგორ გავაკეთებდი.
- სად მიდიხარ? - ცრემლი მოერია ნიას.
- ეს შენ არ გეხება.
- გაბრიელ.
- დალევ? - თემის გადატანა სცადა გაბრიელმა და ნიას ვისკით შეუვსო ჭიქა.
- შენ არ გინდა?
- არ ვსვამ.
- რა? - გადასაყლაპად გამზადებული ვისკი უკან გადმოაფურთხა ნიამ, ჭიქა მაგიდაზე დადგა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეფლო და სასაცილოდ პირდაღებულ მაიმუნის ბეწვიან სათამაშოს მთელი ძალით ჩააფრინდა.
- არ ვსვამ, არც ვეწევი. - ღიმილით დაამატა გაბრიელმა.
- ოღონდ არ მითხრა რომ ქალებთანაც აღარ წევხარ. - სასოწარკვეთა გაკრთა ნიას ხმაში.
- არა, თუ ძალიან მომერია ჰორმონები, პორ/ოს ვუყურებ და ბოლოს იმ მაიმუნის პირში ვათავ/ბ შენ რომ ასე საყვარლად ჩაფრენილხარ.
- რა? - ზიზღით იკივლა ნიამ და მაიმუნი მთელი ძალით მოისროლა.
- ძალიან სასაცილო ხარ. - მკლავებში ხელი ჩაავლო გაბრიელმა ნიას, ფეხზე წამოაგდო და მთელი ძალით მიიკრო სხეულზე. მის მკლავებში განაბულ ნიას უცნაურად უძგერდა გული, გაბრილის ხელები მჭიდროდ მოხვეოდა თხელ სხეულზე.
- გაბო.
- არაფერი თქვა. - შუბლზე აკოცა მეგობარს.
- მაგრამ მინდა რომ გითხრა.
- ორივესთვის ასე სჯობს. დამიჯერე რა. - მის აცახცახებულ ნიკაპს თითებით შეეხო და სახე ისე ახლოს მიუტანა რომ მისი სუნთქვა საკუთარში აერია. - როგორი ლამაზი თვალები გაქვს ნია. ფრთხილად დაიხარა და თვალები დაუკოცნა.
- გაბო. - ცრემლი შერეოდა ნიას ხმას.
- გეყოფა. - საჩვენებელი თითი მიადო ტუჩზე და გაუღიმა. - ერთადერთი ხარ ვინც ასე ძალიან მიყვარს ნია, ერთადერთი ხარ რომლის გულის ტკივილსაც ვერასდროს გავუძლებ, ერთადერთი ხარ ვინც მთელ სამყაროს მირჩევნია. ერთადერთი ხარ ვინც ჩემ გულში მუდამ იცოცხლებს, მაგრამ მე ხომ ნაბიჭ/არი ვარ, ეს არასდროს დაგავიწყდეს პატარავ. - ნიას სევდიან თვალებს ღიმილი შეეპარა.
- ბიჭებს ნახავ წასვლამდე?
- რა თქმა უნდა. - კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში გახალისებული მეგობარი და ხმაურით აკოცა ლოყაზე.

სიგარეტის კვამლში და კლუბის გაცრეცილ ფერებში ჩაკარგულს, მიუხედავად იმისა რომ მის გვერდით უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, მარტოობის უღიმღამო კაეშნით შეპყრობილს, ვისკის მუცელ გაბერილ ჭიქას მთელი ძალით ჩაფრენილს, ყბის ძვლები დასჭიმვოდა და თვალს მომდგარ უემოციო, ემოციურობას მთელი ძალით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდა. ყოველთვის ასეთი არ იყო. ადრე სიცოცხლე უხაროდა, მეგობრებთან ყოფნა უყვარდა, ახლა კი თითქოს სამყარო მის გარეშე განაგრძობდა სვლას და ის იმდენად ჩამორჩენოდა ჟამთა ცვლას რომ ფეხს ვეღარ უწყობდა მის სწრაფ ცვლილებას. ამიტომაც გადაწყვიტა ყოველივეს გარიდებოდა და სადმე შორს მთაში გახიზნულს გაეტარებინა დარჩენილი დრო.
- თქვი რომ ღადაობ გაბო. - მეგობრის განცხადებით სრულიად გაოგნებული ჩანდა ლევანი.
- არა. - ვისკი ხმაურით მოსვა და გაიღიმა.
- და რა უნდა აკეთო მარტომ?
- ფიქრობ მარტოობა ცუდია?
- ძნელია ბიჭო, ძნელი, როგორ შეიძლება მარტომ იცხოვრო, კომუნიკაციას სრულიად მოწყვეტილმა.
- ისედაც მალე მოვკვდები, ყელშია ქალაქის საღორე.
- ნია შენ მაინც უთხარი რამე.
- აზრი არ აქვს. - დანანებით დახარა ამ უკანასკნელმა თვალები.
- კარგი გეყოფათ. სახეები ნუ ჩამოგტირით. ერთად ბოლო საღამოს ვატარებთ, მოდი დავლიოთ. - ჭიქა ასწია გაბრიელმა და მეგობრებს გახედა. რამდენიმე წუთით მაგიდის ირგვლივ სრული სიჩუმე ისადგურებს. - ჰა? - დაიბღვირა გაბრიელმა.
- ჯანდაბაშიც წასულხარ. - გაიცინა გუგამ და ჭიქა ასწია. დანარჩენებმაც მას მიბაძეს და მეგობრებმა დილამდე სმაში და დროსტარებაში გალიეს დრო, ირიჟრაჟა თუ არა, გაბრიელი ბავშობის მეგობრებს მოეხვია, დაემიშვიდობა და ის იყო ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და წასვლას აპირებდა ნია რომ გიჟივით შეუხტა უკანა სავარძელზე და სხეულზე აეკრო.
- კარგი რა პატარავ. - მის დამშვიდებას ეცადა გაბრიელი და წამით ისევ მის მწვანე თვალებს მიაპყრო მზერა, ქალს ბაგე ისე უთრთოდა გაბრიელს სხეულში სითბომ ერთიანად დაუარა. - ინანებ ნია.
- ვიცი!
- გიჟი ხარ.
- არც ერთი გიჟი არ არის გიჟი, თუ მის არგუმენტს მოისმენ. - ამბობს ნია და მოწყვეტით ეკვრის ტუჩებზე. ხანგრძლივი კოცნის შემდეგ ისევე სწრაფად გადახტა მანქანიდან როგორც შემოიჭრა და ზურგით მანამ იდგა სანამ გაბრიელის ტაქსი თვალს ბოლომდე არ მიეფარა.

ხუთი თვის შემდეგ.

შატიალის მთებში გახიზნული, სოფელ კასტანში შვილმკვდარ ბარისახვანთ შეხიზნული გაბრიელი ბუნების წიაღში ტკბობითა და აშლილი სულიერების დალაგებით ატარებდა მთელ დროს. ეზოს შუაგულში უზარმაზარი წიფლის ძირას მიწოლილი წიგნებში ქექვით ირთობდა ქალაქის სიბინძურესა და გიჟურ რითმს ჩამოშორებული თავს. თავის ტკივილები ისევ სტანჯავდა, გულიც უფრო ხშირად ერეოდა ვიდრე აქამდე, გახდა, ფერიც დაკარგა თუმცა მოსალოდნელი, გარდაუვალი სიკვდილის მიუხედავად თავს მაინც მშვიდად გრძნობდა. მოხუცი ცოლ-ქმარი ბარისახვანნი როგორც საკუთარ შვილს ისე ექცეოდნენ მათ კართან შემთხვევით ჩავლილ გაბრიელს. სამი თვე გავიდა რაც გაბრიელი მათთან დასახლდა, ახლაც წიფლის ძირას ფეხმორთხმით მჯდარი, თვალდახუჭული ღრმად სუნთქავდა ჩამავალი მზის სითბოთი გაჯერებულ ნიადაგს. ზურგს უკან ფეხის ხმა მოესმა თუმცა ყური არ ათხოვა და რეალობას სრულად მოწყვეტილი განაგრძობდა სულში დატრიალებული სიმშვიდის შეგრძნებას. მოულოდნელი შეხება იგრძნო ზურგზე და წამით შეტორტმანდა მთელი სამყარო, ბუნებამ ძლირად დაიღრიალა და ქალის თხელი თითები იგრძნო გულზე. ვერ ხედავდა თუმცა მის ზურგს აკრული ქალის აჩქარებულ გულის ცემას მკვეთრად გრძნობდა. სხეული დაუბუჟდა, მოულოდნელმა ოფლმაც კი დაუსველა ხელის გულები, ზურგიდან მონაბერი ლავანდის სურნელი და ქარის მიერ ქალის აფრიალებული თმები ნაზად ელამუნებოდა მის სახეს. წამით ჩაიღიმა და ქალის თითებს ძლიერად ჩაავლო თავისი თითები, ფრთხილად შეახო ტუჩები აცახცახებულ მტევანს და კიდევ ერთხელ შეისუნთქა მისგან მომავალი სურნელი.
- აქ რას აკეთებ? - ღიმილით ამოთქვა და წამში აღმოჩნდა გოგონას მსუბუქი სხეული მწვანე ბალახებს აკრული, მშვიდი ღიმილი ასახვოდა გოგონას სახეზე და თლილ თითებს ფრთხილად ატარებდა მის დაბალ წვერზე.
- აქვე ვიყავი და შემოგიარე. - ჩაიღიმა გოგონამ და დაძაბულობაც სადღაც გაუჩინარდა.
- კასტანში? შატილში?
- ისევ ჩემ წვალებას განაგრძობ პროფესორო თუ პატივს დამდებ და მაკოცებ, ბოლოს და ბოლოს შენს გამო ამხელა გზა გამოვიარე. - გაიღიმა ანკამ და ღიმილმორეული პროფესორიც მის ბაგეს ვნებით დააცხრა.
კმაყოფილებით აღსავსე მოქცეოდა ქალის სხეულს ზემოდან და ნორჩი სხეულის სურნელის შეგრძნებით ტკბებოდა, გრძნობდა როგორ მონატრებია ფიზიკური ტკბობა და ამის გამო გაეღიმა, ვნებით დაეწაფა სასურველ ბაგეებს და ქალის სასიამოვნო სუნთქვას თავისი შეუერთა. ფრთხილად ეხებოდა გოგონას სხეულს და ნაზი ალერსით ცდილობთა მისთვის თავგზა აერია, წამით შეჩერდა, სახეზე დააკვირდა და ცისფერ თვალებში ჩაიძირა, ისევ დაიხარა და სავსე ბაგეებს ვნებით შეუერთდა შმაგი კოცნით. მის მკლავებს მინდობილი ანკა სურვილით იწვოდა. მოულოდნელად სხეული დაეძაბა გაბრიელს, თავი გოგონას მკერდზე მოათავსა და ღრმად ამოისუნთქა. გოგონას თითები რითმულად მოძრაობდა მის თმებში.
- არაფერია თუ ჩემთან სექსი არ გინდა. - ყრუდ ამოთქვა ანკამ და გახშირებული სუნთქვაც მალევე დაურეგულირდა.
- ნამდვილი სი/ი ვარ არა? - ირონია გაკრთა გაბრიელის ხმაში.
- როგორც იქნა მიხვდი? - გამხიარულდა გოგონა, მამაკაცის სახეს ხელები ჩაავლო და სევდიან თვალებში ცისფრად მოელვარე თვალები შეანათა. - შენ ის გიყვარს პროფესორო. - გაუღიმა და ფრთხილად აკოცა. - ვფიქრობ შანსი ჯერ კიდევ გაქვს დრო სწორად გამოიყენო.
- როგორ ხარ ასეთი კარგი? - გაეღიმა გაბრიელს.
- კარგი სულაც არ ვარ, უბრალოდ მე იმას ვხედავ რასაც სხვები ვერ ხედავენ.
- ჩემში რას ხედავ?
- გზააბნეულ იდიოტს, გამოსირ/ებულ ნაბიჭ/არს, რომელმაც ნახევარი ქალაქი გადატყ/ა, ბოლოს ეგონა რომ თავისი სტუდენტი შეუყვარდა და სანამ მის მკლავებში განაბული სწორედ ეს სტუდენტი არ აღმოჩნდა ვერც კი მიხვდა რომ ბავშვობის მეგობარზე სიგიჟემდეა შეყვარებული. უბრალოდ ძალიან ცუდია რომ ბევრი დრო დაკარგე უაზრო ყოფაში.
- ანკა. - სიმორცხვე შეერია გაბრიელის ხმას.
- ნუ ფიქრობ რომ გული მატკინე, მე და შენ მხოლოდ ინტელექტუალური ლტოლვა გვქონდა ერთმანეთის მიმართ, რომელიც ნაწილობრივ გადაიზარდა სექსუალ ინტერესში, ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთისთვის გავჩნდით. - გაუღიმა გოგონამ და წამით დადუმდა. - ეგოისტურად მიხარია რომ სწორედ ჩემ გამო მიხვდი რეალურად ვისთან გინდა ყოფნა.
- შეუდარებელი ხარ. - მკლავები ძლიერად მოჰხვია გაბრიელმა და სხეულზე მჭიდროდ აიკრო გოგონას სხეული.

იმავე საღამოს თბილისში დაბრუნდა გაბრიელი, საკუთარ ბინაში შესულმა უცნაური სიმსუბუქით მოათვალიერა იქაურობა, იბანავა, გამოიცვალა და გიჟივით გაიჭრა ბოლო შანსის გამოსაყენებლად. შეშლილივით აირბინა ხუთი სართულის ორმოცდახუთი საფეხური და სულისმოსათქმელად წამით შეჩერდა კართან, გული თინეიჯერი ბიჭივით უცემდა და ამის გამო თავის თავს დასცინოდა, სული მოითქვა თუ არა, ძალა მოიკრიბა და კარზე ზარი დარეკა, რამდენიმე წამის შემდეგ ოთახიდან სუსტი ნაბიჯების ხმა მოესმა და მთელი სიცხადით გრძნობდა გაბრიელი რომ სადაც იყო გული ემოციებით ამოუჯდებოდა. კარის საკეტი გადატრიალდა და აი ისიც, მწვანე, უძირო ღრმა და გაოცებული თვალები შეეფეთა, ათრთოლებული სხეული და კბილებით ტუჩებს ნერვულად ჩაფრენილი ნია, თხელ სარაფანში გამოწყობილი იდგა მის წინაშე და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა.
- საჭმელს საერთოდ აღარ ჭამდი? - ცრემლი მოერია ნიას მისი ფერმკრთალი და დასუსტებული სახის დანახვის გამო.
- სიმპატიური აღარ ვარ არა? - ირონიუალად ჩაიღიმა გაბრიელმა. წუთით ორივე დადუმდა. - მომცემ შანს საყვარელი ქალის მკლავებში მოვკვდე? - გაუბედავად ამოთქვა გაბრიელმა და მოულოდნელობით აცახცახებული ქალის სხეულს სურვილით მოჰხვია მკლავები. მის მკლავებში განაბული ნიას გულის ცემა საკუთარივით ესმოდა. - რამე მაინც მითხარი. - მისი სახე ხელებში მოიქცია გაბრიელმა და ვნებით შეანათა მზერა.
- ეგოისტი ნაბიჭ/არი ხარ.
- ვიცი. მაგრამ ამ ეგოისტ ნაბიჭ/არს ძალიან უყვარხარ და დარჩენილი დრო, რომელიც ასე ცოტა აქვს მხოლოდ შენთან სურს გამოიყენოს. - ნია ისევ დუმდა და ისევ თრთოდა მისი დაბნეული სხეული სასურველი მამაკაცის მკლავებში. - კარგი. - ღიმილით ამოთქვა გაბრიელმა და მის სხეულს მოშორდა. - როგორც ჩანს სულაც არ გსურს ჩემი სიყვარულის გაზიარება, მაპატიე რომ შემოგეჭერი. - მოკლედ მოუჭრა, ზურგი აქცია და წასვლა დააპირა.
- გაბრიელ. - დაიყვირა ნიამ და გაბრიელსაც სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ფრთხილად შეტრიალდა მისკენ და მხრები აიჩეჩა. ნიამ წამით გაიღიმა, მოწყვეტით დაეშვა მისკენ, ძლიერი მკლავები შეაგება გაბრიელმა და ქალის მსუბუქი სხეული ხელში ააფრიალა.
- ოცი წელი გელოდი ნაბიჭვ/არო, აქედან ფეხს ვეღარ გაადგამ! - ამოილაპარაკა ნიამ მის ტუჩებთან და დაუკითხავად მოწყვეტილი ცრემლი დაეცა გაბრიელის სახეს.
- მაპატიე, ვიცი რომ დავაგვიანე მაგრამ მომეცი შანსი უკანასკნელს რასაც დავინახავ შენი მწვანე თვალები იყოს. - ამოიჩურჩულა გაბრილემა და სასურველი ქალის ბაგეს ვნებით დაეწაფა.


ორი წლის შემდეგ.

შემოდგომის მშვიდი ცა საბნად გადაფარებოდა სამყაროს. საფლავებს შორის ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ქარის მსუბუქი სიო ერთვოდა მელოდიად. ქვეყანა ჯერ კიდევ მშვიდ ძილში ჩაკარგული ღრმა ძილით თვლემდა, მხოლოდ ერთი-ერთი საფლავის ქვასთან ფეხმორთხმით მჯდარი ქალის ტკივილიანი ცრემლი არღვევდა დედამიწაზე გამეფებულ ამ მშვიდ იდილიას. არც საყვედური ჩანდა მის ხმაში არც ბრაზი, მხოლოდ ძლიერი მონატრება იყო ქალის ასე ადრიანად აქ მოსვლისა ტირილის მიზეზი.
- შეიძლება? - გაუბედავად იკითხა მეორე ქალმა. წამით მზერა დაუპატიჟებელ სტუმარს მიაპყრო ნიამ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- დაბადების დღეს გილოცავთ. - ცრემლი ჩამოგორდა ევას სახეზე და მის წინ მომღიმარი ტყუპების სურათთან ყვავილები ფრთხილად დააწყო. - დიდხანს იჯდა ორი თვალცრელიანი ქალი საფლავის წინ და მათ თვალებში ჩამდგარი ტკივილი წამით არ ნელდებოდა. საბურავების ძლიერი მუხრუჭის ხმა მათ რეალობაში აბრუნებს, მექანიკურად ორივეს თვალები იქეთ ბრუნდება საიდანაც ხმა ისმის. მანქანიდან ანკა გადმოდის. ხელში ყვავილები უჭირავს, დაძაბული მიემართება საფლავისკენ და უხმოდ ათავსებს ყვავილებს საფლავზე, თვალეცრემლიანი შეჰყურებს პროფესორის მომღიმარ სახეს და ნიას გვერდით თავსდება. ისევ სიჩუმე, ისევ ტკივილი და ქაოსია გარშემო გამეფებული, არავინ იცის რა ცეცხლი ტრიალებს მათ გულებში. ისევ ირღვევა სიჩუმე, ისევ უახლოვდება მათ კიდევ ერთი ქალი. წამით ანკასა და ირას თვალები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ებმიან ერთმანეთს, თუმცა ბოლოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დგება.
- ძალიან უნამუსოდ ხომ არ ვიქცევი რომ მის საფლავზე მოსვლას ვბედავ. - მორცხვად ეკითხება ირა ნიას.
- არა. - გულწრფელი ღიმილით პასუხობს ნია. ირა ვისკის ბოთლს თავს ხსნის და ჭიქებს ავსებს.
- დაბადების დღეს გილოცავთ. - ამბობს და სვამს. სხვებიც იგივეს აკეთებენ.
- სინამდვილეში როგორი იყო გაბრიელი? - კითხვით მიმართა ანკამ ნიას. ამ უკანასკნელმა ჯერ ვისკი მოსვა, მერე ცრემლი შეიმშრალა, გაიღიმა, შეკრებილ გოგონებს თვალი მოავლო, კიდევ უფრო მეტად გაეღიმა.
- როგორი იყო გაბრიელი? - ვისკის ჭიქა მიაწოდა ირას და მანაც პირამდე შეუვსო. სულმოუთქმელად ჩაცალა სასმელი. - გაბრიელი ერთი ახვარი ნაბიჭ/არი იყო, რომელმაც აქ მყოფი ყველა ქალი იხმარა და იმის მაგივრად რომ ახლა მის საფლავზე მისგან გათავისუფლებულებმა ცეკვა დავიწყოთ, ვზივართ ყველანი ერთად და მოვთქვამთ იმის გამო რაც ისედაც გარდაუვალი იყო. იცით რატომ? - გაიღიმა და გოგონებს მოავლო მზერა.
- მე მასთან არ ვწოლილვარ. - ჩაახველა ანკამ.
- ბევრიც არ გაკდლა. - გაიღიმა ნიამ. - სიყვარულის ჩუქება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება, მას ამის საოცარი ნიჭი გააჩნდა. ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე, მეასეზე გადაერთვება. ის დამპალი. - საფლავის ქვისკენ გაიშვირა თითი. - ამაშიც იდეალური იყო. - სახე სასაცილოდ დამანჭა ნიამ. ზღვარგადასული, უპრინიციპო, უმორალო ნაბიჭ/არი იყო. - გაიღიმა და აწითლებულ ევას გახედა. - პირუტყვი მაგრამ სასურველი. - ახლა ირას გახედა რომელიც ნერვულად ჩაფრენოდა ვისკის ბითლს. - თითქოს მხიარული და ამავდოულად სევდიანი იყო, სულ თავის ფიქრებთან ერთად დადიოდა, ჩაალაგებდა გუდაში ფიქრებს და დადიოდა ასე, ხან სად, ხან სად, ხალხი ვერ უგებდა, ვერასოდეს გაიგებდა ადამიანი რას ფიქრობდა რეალურად, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრებისა სულ მარტოობისკენ ისწრაფოდა, ადამიანებს თითქოს ვერც ეგუებოდა, საათობით შეეძლო უხმოდ მჯდარიყო და თავისი ფიქრები ეთვალიერებინა, არასოდეს არავის გასჩენია სურვილი ხელი მოეკიდათ მისთვის და ფიქრებიდან გამოეყვანათ. მათ შორის არც მე! - აი ასეთი იყო გაბრიელი. - გაიღიმა ნიამ და საფლავის ქვიდან მომღიმარ გაბრიელს აცრემლებული თვალებით მიაპყრო მზერა.

როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში.
მაინც, რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე დროის გაყვანა.
დასასრული...


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი დეა

გამარჯობა ენ ბლექ :) ტრადიციას არ ღალატობ, ყოველ დილას ალამაზებ.
როგორც იქნა მიგვახვედრე სათაურის არს.
არ დაგიმალავ ისტორიის მთელი მსვლელობის პროცესში ეს ბიჭი ნერვებს მაწყვეტდა მაგრამ სიკვდილისთვის მაინც შემეცოდა.
ძალიან კარგი ისტორია იყო, უმრავი ქვეტექსტითა და შენეული ფსიქოლოგიური ხრიკებით.
შეუდარებელი ხარ.
ისტორიას რაც შეეხება, კიდევ ერთი საოცარი სიუჟეტი გვაჩუქე. გამიხარდა რომ გაბრიელმა ნიას მკლავებში დალია სული.

როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში.
მაინც, რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე დროის გაყვანა.
ყოჩაღ ენ ბლექ. kissing_heart

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
გამარჯობა ენ ბლექ :) ტრადიციას არ ღალატობ, ყოველ დილას ალამაზებ.
როგორც იქნა მიგვახვედრე სათაურის არს.
არ დაგიმალავ ისტორიის მთელი მსვლელობის პროცესში ეს ბიჭი ნერვებს მაწყვეტდა მაგრამ სიკვდილისთვის მაინც შემეცოდა.
ძალიან კარგი ისტორია იყო, უმრავი ქვეტექსტითა და შენეული ფსიქოლოგიური ხრიკებით.
შეუდარებელი ხარ.
ისტორიას რაც შეეხება, კიდევ ერთი საოცარი სიუჟეტი გვაჩუქე. გამიხარდა რომ გაბრიელმა ნიას მკლავებში დალია სული.

როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში.
მაინც, რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე დროის გაყვანა.
ყოჩაღ ენ ბლექ. kissing_heart



მადლობა დეა, მომენატრე heart_eyes
მიხარია თუ ისიამოვნე ამ ისტორიით kissing_heart

 


№3 სტუმარი ფეფო

მაგიტომ არ ვწერ თავებზე კომენტარებს...ვიცი რომ წაშლი.არადა ჩემი ღის შესანიშნავი კომენტარი წასაშლელია გოგოო?! :))))))
მოკლედ და კონკრეტნად...რავი რაა...რავიიიი.
როგორაა გაბრიელი,რას ამბობს?! :დ

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

ფეფო
მაგიტომ არ ვწერ თავებზე კომენტარებს...ვიცი რომ წაშლი.არადა ჩემი ღის შესანიშნავი კომენტარი წასაშლელია გოგოო?! :))))))
მოკლედ და კონკრეტნად...რავი რაა...რავიიიი.
როგორაა გაბრიელი,რას ამბობს?! :დ



შენ რომელი ხარ? confused

 


№5 სტუმარი ფეფო

ენ ბლექი
ფეფო
მაგიტომ არ ვწერ თავებზე კომენტარებს...ვიცი რომ წაშლი.არადა ჩემი ღის შესანიშნავი კომენტარი წასაშლელია გოგოო?! :))))))
მოკლედ და კონკრეტნად...რავი რაა...რავიიიი.
როგორაა გაბრიელი,რას ამბობს?! :დ



შენ რომელი ხარ? confused

მერცხენა....

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

ფეფო
ენ ბლექი
ფეფო
მაგიტომ არ ვწერ თავებზე კომენტარებს...ვიცი რომ წაშლი.არადა ჩემი ღის შესანიშნავი კომენტარი წასაშლელია გოგოო?! :))))))
მოკლედ და კონკრეტნად...რავი რაა...რავიიიი.
როგორაა გაბრიელი,რას ამბობს?! :დ



შენ რომელი ხარ? confused

მერცხენა....


kissing_heart

 


№7  offline წევრი Tamuna Gogaladze

ძალიან კარგი იყოო როგორც ყოველთვის♥♥ძალიან მომეწონა♥♥

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყოო როგორც ყოველთვის♥♥ძალიან მომეწონა♥♥


kissing_heart kissing_heart
უზომოდ მიხარია ეს ამბავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent