შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(1)


7-06-2019, 23:39
ავტორი Stranger things
ნანახია 2 898

პაემანზე ვიყავი...
დაკრძალვაზე...
კი, კი სწორად გაიგეთ პაემანზე დაკრძალვაზე ვიყავი, ერთხელ ვანდე გოგოს პაემნის ადგილის არჩევა და მანაც ეს აირჩია...
თავისი თანამშრომლის დაკრძალვა...
ორიგინალურიაო...ჰმ...
ვერ მივხვდი ორიგინალურობაშ რა იგულისხმა, ხალხის ყალბი ტირილი, თუ ცისფერი გვამი...
ისე საწყალი, ალბათ სულ რაღაც 30 წლისაა, შეიძლება არც კი...
კარგი, თავი დავანებოთ ამ ყველაფერს...
ეს გოგო ბარში გავიცანი, ქერა, ლამაზი შესახედაობის, მწვანე თვალებით, მარწყვისფერი ტუჩებით...
კარგი,კარგი ვიტყუები...დიდი მკერდი აქვს
რაც არ უნდა იყოს...
პირველი პაემნისთვის საააშინელებააა...! -ნუუ, რბილი ნათქვამია.
ახლა ჩემს გვერდით ზის და ტირის...მგონი ჰგონია რომ ასე თავს მაწონებს
ვდგები და მისაღებში გავდივარ
ეზოში კაცები სიგარეტს ეწევიან და ცდილობენ მათი სიცილი ვერავინ გაისგოს
სამზარეულოში ქალები ყავას სვამენ და ცდილობენ სიგარეტის კვამლი აქეთ არ გამოუშვან...
სკამზე ბავშვები ტელეფონებში არიან ჩამძვრალნი...ბებიები კი თვალებს უბრიალებენ და დასცაცხანებენ რომ ხმას მაინც ჩაუწიონ
ტიპიური დაკრძალვაა...ყველაფერი იდეალურადაა...
ერთის გარდა...
კიბეზე ახალგაზრდა, დაახლოებით 24-25 წლის გოგო ზის, ქერა თმა და თაფლისფერი თვალები აქვს, კაბა არა...დიდი შარვალი და უზარმაზარი ზედა აცვია, თან არც შავია...ღია ცისფერია.
ჩემი ვარაუდით შორეულზე, შორეული ნათესავია,აი ისეთი ქორწილებში არა და_ დაკრძალვებზე რომ ახსენდებათ...
სახეზე არანაირი ემოცია არ აქვს აღბეჭდილი...
არა აქვს...
მგონი დაღლილია აქაურობით და ერთი სული აქვს როდის წავია, ხოლო ის ერთადერთი მიზეზი კი რის გამოც აქ რჩება ,ჩემსავით, ისაა რომ სულ რაღაც -საათზე ვიყურები- რვა წუთი და ოცდათორმეტი წამია რაც აქაა...სირცხვილია ნახევარი საათი მაინც გავიდეს.
გვერდით ვუჯდები...ვიღიმი...მგონი არ გამომდიას...კარგი, ჯანდაბას არაუშავს...
-გამარჯობა.-ვამბობ დაბალი ხმით.
ცალ თვალს აპარებს ჩემსკენ, ყურადღებით მათვალიერებს და ისევ წინ ბრუნდება.
-არ გიცნობ.
-აქ არავის ვიცნობ.-ვამბობ გულწრფელად.-იმ ერთის გარდა.-ხელით ვანიშნებ ქერაზე.-აქ მასთან ერთად პაემანზე ვარ.
-აჰა...
-როგორი ენაწყლიანი ხარ.
-ჰო.-მპასუხობს მობეზრებული სახით.
-ჰეი, მე მეგობრი ვარ. -ვამბობ და მშვიდობის ნიშნად ხელებს ვწევ.-მეც იმ დღეში ვარ როგორშიც შენ.
-არა მგონა.-ეცინება..ღმერთო როგორც იქნა...-თუ შენც ჩემსავით დედამ არ წამოგიყვანა ძალით, რომელმაც ორსაათიანი ლექცია ჩაგიტარა რომ დაკრძალვაზე შავი კაბით უნდა მიხვიდე და არა ცისფერი ნაგვის ყუთივით და წარმოდგენაც კი არ გაქვს აქ რას აკეთებ.
-მხოლოდ ბოლო.-თავს ვაქნევ.
-ის ქერა არ გელოდება?-თავით მაინშნებს წინ.-დროზე მიდი თორემ მთელი მაკიაჟი ჩამოირეცხა ცრემლებით...ისე ეგ ყალბი ცრემლები ისე როგორც კაბა და ფეხსაცმელი,ასე მონდომებით რომ ასაღებს ორიგინალად, ხომ არ გამოიწერა?-გაკვირვების ნიშნად ქვედა ტუჩს ატრიალებს.
-არაა ,არ მელოდება...ჩემს მაგივრად გასაბერ ბიჭს გამოიწერს.-ვამბობ და მეცინება.-ჩვენ რა გავაკეთოთ?
-ვითამაშოთ.-ამბობს და პირველად მიყურებს სახეში.- მეც მოვიწყინე და ახლა შენ ყველაზე ცუდი თამაში მოიფიქრე რაც კი არსებობს და ერთად გავაუარესოთ დღე...რას იტყვი?
-კარგი...-თითს ნიკაპზე ვიდებ.-მოვიფიქრე...ვინც პირველი წავა დაკრძალვიდან ის იქნება წაგებული...
-ყოჩაღ...ახლა ამაზე უარესი პრიზი გამარჯვებულისთვის და ეგაა...-წამითაც არ ცვლის მობეზრებულ სახეს.
-ეგ შენზეა.
-კარგი...ვინც წააგებს ის იხდის ბარში
-კშევთანხმდით.-ვეუბნები და ხელს ვართმევ.
რამდენიმე წუთში ოთახიდან ჩემი პარტნიორი გამოდის ჯერ მე მიყურებს,შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომსაც ხედავს, უკმაყოფილოდ იბზუებს ზედა ტუჩს და იწყებს.
-არ წავიდეთ?-ახლაღა ვაკვირდები სახეზე, აღარ ტირის, ტუშიც გაუწმენდავს სახიდან,მაგრამ აქა-იქ დარჩენია.
-წავიდეთ.-ვეუბნები და სწრაფად ვდგები.
-კარგი,ორ წუთში მოვალ.-მეუბნება და როგორც ვხვდები სააბაზანოსკენ იღებს გეზს.
-მოგიგე.-ამბობს უცებ გოგო და ტუჩის კუთხეს ტეხს.
-გავიყვან და მოვალ.-ვეუბნები და სწრაფად მივაბიჯებ გასასვლელისკენ,ქერა შუა გზაში მეწევა კარს ვუღებ და ისიც სწრაფად თავსდება მანქანაში.
-ახლა სად წავიდეთ.-უაზროდ იღიმის,ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ არ ტიროდა.
-სახლში გაგიყვან...მე საქმეები მაქვს.
რაღაცის თქმა უნდა მაგრამ სწრაფად ჩერდება და ფანჯრისკენ იხედება.
-დამირეკე.-მეუბნება მანქანიდან გადასვლისას,მეც სწრაფად ვუკრავ თანხმობის ნიშნად თავს ,იმის მიუხედავად რომ აღარც კი მახსოვს ნომერი ჩავიწერე თუ არა...რა მნიშვნელობა აქ.
გზას მივუყვები და თან ვფიქრობ,უცნაურია ამ გოგოს სახელიც კი არ ვიცი მაგრამ მგონია რომ უახლოეს მეგობართან ერთად ვაპირებ დალევას, საერთოდაც ასეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებდი,მაგრამ თითქოს ამ გოგოში არის ის რაც მიმიზიდა და დამაინტერესა. სახლში შევდივარ,გოგო ისევ ისე ზის და უაზროდ აშტერდება კედელს, რამდენიმე წამში მამჩნევს და ფეხზე დგება.
-მოიცადე...-ხელით მაინშნებს და სამზარეულოსკენ მიდის,იქ რამდენიმე წამით ყოვნდება და ქურთუკით ხელში მიახლოვდება.
-წავედით...-მეუბნება და კარისკენ მიანიშნებს.
-არ წახვალ.-სამზარეულოდან ქერა ქალი გამოდის და გვიახლოვდება.
-ღმრთო...-თავისთვის ოხრავს გოგო და ქალს მუდაროს თვალებით უყურებს.-კრგიი რაა დედა, აღარ მინდა აქ ყოფნა.
-რა დავაშავე შვილო შენ ხელში.-წარბს წევს ქალი და კარში გამავალ გოგონას უკმაყოფილოდ აჩერდება,შემდეგ ერთ თვალს მეორე ოთახში მდგარი კუბოსაკენ აპარებს და ოხრავს.
წამში ვფხიზლდები და მეც გარეთ გავდივარ.
-მე თეკლა ვარ.-მანქანაში ჩაჯდომისთანავე,ხელს მიწვდის გოგო.
-დიმიტრი.-ხელს ვართმევ და გასაღებს ვატრიალებ.
მანქანას ნაცნობ ბართან ვაჩერებ, სწრაფად მივიწევ მაგრამ თეკლა მასწრებს და თვითონვე გადმოდის.
-შევიდეთ.-ამბობს და დაუფიქრებლად დგამს ნაბიჯს.
ბარში სიჩუმე და სიმყუდროვეა, რაც დღის ამ პერიოდისათვის საკმაოდ დამახასიათებელია,თეკლა ბართან მიდის და სასმელს უკვეთავს.ბარმენი ჭიქებში მოყავისფრო სითხეს ასხამს კითხულობს ვინებებთ თუ არა კიდევ რამეს და უარყოფითი პასუხოსთანავე გვშორდება. პირველი წუთი ჩუმად ზის და ჭიქას დაჰყურებს შემდეგ კი ჭიქა ცოტაოდენი ზიზღით მიაქვს ტუჩებთან და თითქოს გადაიფიქრაო უკანვე აბრუნებს, წამით მიყურებს და ამ დროში თან ჭიქას გვერდით აქცევს,თავიდან მგონია რომ ბაღზე დაღვრას აპირებს და ოდნავ ვიხრები რომ ზედ არ დამეწვეთოს მაგრამ ვხვდები რომ ახლა მისი სასმელიც ჩემ ჭიქაში ასხია.
-ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება.-ჩუმად სთხოვს ბარმენს და ისიც მობეზრებული სახით სწრაფად იწყებს შეკვეთის მომზადებას.
-სასმელი არ მიყვარს ზედმეტად მწარეა.-მიხსნის და იმ წამს მოტანილ მდუღარეს ისე სვამს წარბსაც არ ხრის.-დამშვიდდი მიჩვეული ვარ ბავშვობიდან ასე ვსვამ.
დრო ისე გადის ვერც კი ვგრძნობ,თეკლა უშუალოდ და გახსნილად საუბრობს ყველაფერზე, ყოველ წინადადებაზეც კი ეტყობა რომ ძალიან განათლებულია. ბარი ნელ-ნელა ივსება, ხმაური იმატებს მაგრამ ჯერ არ მინდა წასვლა რატომღაც თითქოს არ მეთმობა ახალგაცნობილი.
-გყვარებია?-საკმაოდ შემთვრალი სრულად ფხიზელს ვუსვამ კითხვას.
-ეგ სიტყვა საერთოდ არ არსებობს.-ეღიმება მას.
-აბა?
-ან გიყვარს ან სიყვარული არც ყოფილა.
-რატომ?...მე მიყვარდა მართლა ძალიან მიყვარდა მაგრამ ახლა სრულიად მზად ვარ ახალი სიყვარულისთვის.
-მაშინ გიყვარს,შენი აზრით გული მხოლოდ ერთ სიყვარულს იტევს? ეგ ადამიანები მიდიან მაგრამ სიყვარული რჩება, ჩვენ კი ეგოისტურად მას გარე სამყაროსთან ყველანაირ კავშირს ვუკარგავთ და ღრმად ვკეტავთ სულში.-ისე ამოთქვა რომ არც კი შემოუხედავს.-არ ჩადის და ძალით ვტენით ეგ გვტკივა ყოველთვის ეგ გვტანჯავს, მაგრამ როცა ერთხელაც სული მიიღებს ჩვენ „უადამიანო“ სიყვარულს მაშინ ტკივილიც ქრება.სულში კი ჩვენი სიყვარული დაცულად და დავიწყებულად ინახება თითქოს არც უარსებიაო, მხოლოდ იქ რჩება ტვინის გაზას გულამდე არ ეხება.
ბარი უფროდაუფრო ივსება და ხმაურიც იმატებს.
-გადი.-კარისკენ მანიშნებს.
თავს ვუქნევ და უსიტყვოდ გავიდივარ,არ ვიცი რატომ მაგრამ ამ გოგოს უცნაური რამ ახასიათებს გაიძულებს ყოველი მისი სიტყვის გჯეროდეს,არ ვიცი თვითონ ამჩნევს თუ არა მაგრამ გითრევს და ამოსვლა არც გინდება.
-ანუ ამბობ რომ სიყვავარული გონებას ეხება მხოლოდ?
-და გული სადაა თუ არა გონებაში.გგონია როცა ამბობენ გულით უყვარსო მართლა მაგას გულისხმობენ?-წყნარად ეცინება.
-რატომ იცინი?
-გაუნათლებელი ბრბო,მეტი არაფერი ბიოლოგიის წიგნი არ გადაუშლიათ და სისულელებს გიმტკიცებენ,რომანტიზმით ფუთავენ ,შეფუთული კიდე გან*ვ*ლ*ც საინტერესოა თუ არ გახსნი,გული დამოუკიდებელი რომ იყოს შენი აზრით მაინც ექნება კავშირი სიყვარულთან?
-და რადგანაც გული დამოუკიდებელი არაა და ყველაზე მეტად ის რეაგირებს?
-და ტვინი რომ დომინანტია?
-ანუ ამბობ რომ ტვინით გვიყვარდება?
-აბა გულით?-ცალყბად ეცინება-ყოველგვარი ტვინის გარეშე არაა?
-იქნებ უბრალოდ მეტაფორაა?
-გასეგებია,რადგანც თვლიან რომ გული მთავარი ორგანოა, სიყვარული კიდე მთავარი გრძნობა ერთმანეთთან ყველაზე მეტად არიან კავშირში?
-ზუსტად.-რა თაქმა უნდა... სწორად ჩასწვდა.
-კომის შესახებ თუ გსმენია რამე?-მეკითხება და სწრაფად ჭრის ქუჩას.
-მოიცა, იქით გადავიდეთ და ტაქსს უფრო მარტივად გავაჩერებთ.
-ტაქსი არ მინდა ჩემი ბინა აქვეა.-მოპსუხობს თეკლა.
-მაგრამ ჩვენ საუბარი არ დაგვიმთავრებია.-ნაშინვე ვაჩერებ როდესაც ვხვდები რომ უკვე ვიშლებით.
-ხედაავ?-ეცინება.-ასე უნდა ენის წატლეკვა,რისი თქმა ვერ მოვასწარი?
-ბევრი რამის და მაინტერესებს...ხვალ დაკავებული ხომ არ...
-ამოდი.-მაწყვეტინებს და კორპუსში შედის.
წამით მზერა მეყინება,შუაღამეა,რადგან მეპატიჟება დიდი ალბათობით მარტო ცხოვრობს და დაუფიქრებლად პატიჟებს სახლში ვიღაც უცნობს. წამით იმ აზრს ვუშვებ რომ შესაძლოა ჩემ ადგილას სრულიად სხვა პიროვნება... განსხვავებული ფიქრებით და მოტივებით იდგეს...ამ კადრს სხვა უფრო ბნელი კადრი ანაცვლებს და გაყინული შევყურებ ჩაბნელებულ კარს სადაც წამის წინ სიბნელეს მიეფარა თეკლა.
-ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო?-ამოვთქვამ და უკან მივყბები.- ვიღაც მანიაკი.-ამ სიტყვის წარმოთქმა მწარე გემოს მიტოვებს პირში და ზიზღის ნიშნად სახეს ვმანჭავ.
-თავდაცვა შემიძლია,ასე რომ თუ რამეს აპირებ და გაინტერესებს თავის დაცვას შევძლებ თუ ვერა...-ჩუმად ეცინება.-გეტყვი რომ შეგიძლია ეხლავე აორთქლდე -ერთი-ერთი ბინის კარს აღებს და შედის.
-კარგი.-ვამბობ პასუხით დაბნეული.
შუქს რატომღაც არ ანთებს და პირდაპირ გვერდით ოთახში გადის.
-ტვინი ითიშება, გული კი აგრძელებს მუშაობას.-ამბობს და დივანზე ჯდება.
ვერ ვხვდები რას ამბობს და იმ წამში სანამ დივანზე გვერდით ვუჯდები ვცდილობ მისი ბოლო ნათქვამი დავუკავშირო რამეს.
-კომა...-ვიხსენებ უცებ.
-თუ ტვინი არაა მაშინ არც გრძნობებია და თუ გული არაა არც სიცოცხლე, ტვინით გვიყვარდება... მაგრამ გულს აკონტროლებს.
-ყველა სიყვარული განსხვავებულია.
-ისევე როგორც ყველა გზა გულამდე. - ამბობს და ეღირება.
-მაშ... გიყვარს?-სხვანაირად ვუსვამ კითხვ იმავე კითხვას.
-ისე რომ მგონი ყველა გზა ტვინსა და გულს შორის გადამწვარი მაქ.-ამბობს და ეცინება.
-წარუმატებელი ურთიერთობა?
-უფრო ზედმეტად წარმატებული...-ტუჩებს უკმაყოფილოდ ბრეცავს.-ალბათ წარუმატებელი იყო.
-მწერალი ვარ ვერფრით გამაკვირვებ.-ვეუბნები და მოურიდებელ ქვეკონტექსტში მოვითხოვ რომ მომიყვეს.
-ზედმეტად უსირცხვილოდ მთხოვ რომ პირადი სივრცე გადაგიშალო.-სიბნელეში ვერ ვარჩევ,არც ხმაა მაგრამ მგონია რომ გაეცინა.
-კარგი პირდაპირ გეტყვი...ახალი პროექტია,გამსხვავებულ ადამიანებს ვეძებ განსხვავებული ისტორიებით...შენ კიდევ ძალიან მომწონხარ, სტატიას ვწერ.
სიჩუმეა ხმას არ იღებს,ალბათ ფიქრობს.
-თუ არ ჩაიწერ.-ამბობს ბოლოს.
-უბრალოდ მოგისმენ.-ვთანხმდები და მეღიმება იმის წარმოდგენაზე რომ ახლა მართლა მოვისმენ რამე საინტერესოს.-არც იმაზე ინერვიულო რომ შენი სახელი იქნება მითითებული არ რამე, თუ დავწერ ყველანაირი იდენტური მონაცემი დაფარული იქნება გპირდები,მეცინება სიტუაციის ასე სწრაფად შემობრუნებაზე და ამ გოგოს უცნაურობაზე,აქ რომ მოვდიოდით ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აქაც ვიმუშავებდი.
-არ აქვს მნიშვნელობა.-მეუბნება,მაკვირვებს მისი გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ მოყოლას აპირებს,მეგონა იმდენად გაღიზიანდებოდა რომ სახლიდან გამაგდებდა, მაგრამ კითხვას ვეღარ ვასწრებ ლაპარაკს აგრეძელებს.-გამთენიისას აქ აღარ ვიქნები და ალბათ საქართველოში აღარც ჩამოვალ ასე რომ მირჩევნია ეს ისტორია აქ დარჩეს,არ გამაწყვეტინო და არც გამამეორებინო ვეცდები დაწვრილებით მოგიყვე.
*************
თბილისში საშინლად ცხელოდა,მორიგი ზაფხული იწურებოდა,აგვისტოს ბოლო დღეებს ვითვლიდით და ყველანაირად ვცდილობდით მისი მწველი შეტევებისათვის გაგვეძლო,როგორც ყოველტვის ამჯერადაც სამსახურში ამოხარშვა მომიწია ,როდის იყო ხალხი მხოლოდ ზამთარში ხდებოდა ავად.ჩემი მორიგეობა დაახლოებით ორმოც წუთში მთავრდებოდა, ორი დღის განმავლობაში ექვს საათზე მეტი არც მიძინია და ერთი სული მქონდა საავადმყოფოს ცისფერი კედლებისგან თავი დამღწია და ჩემ ბალიშს ჩავხუტებოდი, მაგრამ ცალკე გარეთ იმ სიცხეში ტაქსით მგზავრობა იმდენად მეზარებოდა რომ დახუთული ჰაერის წარმოდგენაზე უკვე ფილტვები მეწვოდა,რაც არ უნდა იყო,საავადმყოფოს მრავალი კონდინციონერის მადლიერი ვიყავი, მიმღებში კი ხალხის ნაკადი არადა არ წყდებოდა, პატარა ბიჭი მეჯდა წინ და იმის მიუხედავად რომ გაგიჟებამდე ვიყავი დაღლილი მაინც მეღიმებოდა მის უკმაყოფილო სახეზე. საყვარლად წუწუნებდა რომ თამაში უნდოდა და დედამ აქ სულ ტყუილად მოიყვანა, არადა ზუსტად მზეზე ამდენი თამაშისთვის მოხვდა აქ, მხის დარტყმა ქონდა მიღებული, დედამისი სწრაფად დავაკვალიანე,სისხლდენა შევუჩერე ცხვირიდან და ექიმთან გავუშვი. ბიჭი არ წყვეტდა წუწუნს მაგრამ უზრდელობაში არ გადასდიოდა, დედამისი ძალიან ახალგაზრდა ჩანდა, ბავშვის წუწუნხე უბრალოდ ეღიმებოდა და არწმუნებდა რომ ახლა თუ მოისვენებდა მალე გაუშვებდნენ აქედან და უკან დაბრუნებაც აღარ მოუწევდათ. ძლაინ მიყვარდა ჩემი მომავალი პროფესია და არც ვწუწუნებდი ამდენ გათენებულ ღამეზე მაგრამ ხანდახან დაუძლეველი სურვილი მიპყრობდა იმ პაციენტებს რომლებსაც ვმკურნაობდით და სახლში მიდიოდნენ მეც უკან გავყოლოდი,იქნებ ასე ვერავისაც ვერ შეემჩნია ჩემი გაქრობა.
-ბლიაძე!-გამომაფხიზლა კიროვას ხმამ.-გამოიცვალე და სასწრაფოდ საოპერაციოში გელოდები-იმდენად გამიხარდა ამის აგონება აღაც კი მითქვამს, ჩემი მორიგეობა რომ მთავრდებოდა,ქალს ფეხდაფეხ მივდევდი.-გამაცანი.-მითხრა და ცისფერი საქაღალდე გამომიწოდა.
-ნოდარ ახვლედიანი,54 წლის, თქვენი პაციენტია უკვე სამი წელია,რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს აღენიშნება ღვიძლის ციროზი,ქრონიკული ჰეპატიტი,სასწრაფო ცოცხალი გადანერგვაა საჭირო ,მარჯვენა წილი.
-დონორი გვყავს?
-დიახ, ნაწილობრივი დონორი გვყავს.
-დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, პაციენტს უკანასკნელი ანალიზები გამოიტანე და საოპერაციოსთან გელოდები.
სწრაფად მოვაგვარე ყველაფერი და საოპერაციოში შევედი, ოპერაცია საკმაოდ რთული იყო,მე დიდად არაფერს მავალებდნენ მაგრამ ისიც მესმოდა რომ მესამე კურსელს არავინ დაავალებდა სერიოზულ საქმეს, მითუმეტეს როცა,საქმე ასეთ რთულ ოპერაციას ეხებოდა. ოპერაციამ მცირე გართულებებით ჩაიარა და დაახლოებით ექვს საათში დამთავრდა, კიროვა ცოტაც და დაღლილობისგან წიქცეოდა მაგრამ თავს იმაგრებდა, მანიშნა პაციენტის ახლობლებთან მივსულიყავი და თვითონ თავის კაბინეტში წავიდა.
-გამოიცვალე და ჩემთან შემოდი.-მომაძახა და თვალს მიეფარა.
-ექიმო...მამაჩემი...-მომვარდა თვალებჩაწითლებული ,დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო.
-ახვლედიანის ახლობლები ბრრძანდებით?-ვკითხე მას და მის უკან მდგომარე ხალხს.
-დიახ.
-ოპერაციამ მცირე გართულებებით ჩიარა მაგრამ დაახლოებით ორი-სამი დღე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილირია, პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი.
-ნახვა როდის შეგვეძლება?-მკითხა გოგომ.
-დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეგ ქირურგს უნდა შეუთანხმოთ ,ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საათი არაფერი იქნება.
დაღლილი გამოვბრუნდი,გამოვიცვალე, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი ჩანთა მოვიკიდე და კიროვას კაბინეტში შევედი. ქალს მაგიდაზე თავი ჰქონდა ჩამოყრდნობილი და ისვენებდა.
-ჩემი ნახვა გინდოდათ?
-მოდი...-თავი ასწია და სკამზე გასწორდა.-მგონი უნდა გესმოდეს რომ შენი საქციელით საფრთხის ქვეშ აყენებ პაციენტების სიცოცხლეს-გაკვირვების ნიშნად ტუჩები დავაშორე ერთმანეთს და ვეცადე გონებაში ეაღმედგინა თუ რა შემეშალა.- კარგ ექიმს ზუსტად უნდა შეეძლოს გათვალოს საათები,შენი უძილობით პირველ რიგში შენივე ჯანმრთელობას აზიანებ და მეორეც პაციენტს რა პასიხი უმდა გასცე გული რომ წაგივიდეს დღლილობისგან?-მისი მზრუნველი ტონი რომ არ მეცნობოდეს,ამას იმხელა სიმკაცრით მეუბნებოდა ადგილზე მივეყინებოდი, მართალიც იყო.- მინდა რომ საათების ზუსტი განსაზღვრა ისწავლო.-თავი გააქნია და წამოდგა.-ახლა წადი და ორი კვირა შენი ფეხი არ ვნახო აქ, ნორმალურად დაისვენე.-სერიოზილი მზერა მესროლა და კაბინეტიდან გავიდა.
გამეღიმა და გასასვლეისაკენ წავედი, გარეთ საკმაოდ ბნელოდა და კიდევ უფრო მეტად ცხელოდა, სწრაფად მივირბინე ტაქსთან ,მისამართი ვუკარნახე და დმაყრუებელი მუსიკის ხმა რომ არა ალბათ იქვე ჩამომეძინებოდა. გადასვლისას მძღოლს მადლობა გადავუხადე და კორპუსის კიბეებს დავუყევი.
-თეკლა!-გზაში წამომეწია მეზობელი.
-გისმენთ თამილა დეიდა.
-თეკლა შვილო ლიფტი ისევ გაფუჭდა მეზობლები ფულს ვაგროვებთ და კიდევ კარგი გნახე.
-ვიცი თამილა დეიდა,მეგონა ანანომ მოაგვარა და იმიტომ აღარ შემოგიარეთ.-ვუთხარი ჩემს დაზე.
-არა გენაცვალე ანანოს საერთოდ ვერ ვხედავ.
-კარგი, ინებეთ-ვუთხარი და საფულიდან ოცლარიანი ამოვიღე.
-კარგი გენაცვალე.-მითხრა და ისევ უკან ჩავიდა, უაზროდ გავაქნიე თავი იმის აღმოჩენისას რომ თამილა თურმე ჩემ მოსვლას დარაჯობდა.
კარი გავაღე, როგორც ჩანს ანანო ისევ სამსახურში იყო, შუქი არც ამინთია ისე შევედი ოთახში და დაღლილს ტანსაცმლიანად ჩამეძინა.
არ ვიცი რა დრო იყო გასული,ანანო ქოთქოთებდა სახლში რაღაცას ეძებდა,იპოვა,ვერ იპოვა ვერაფერი გავიგე ისე წავიდა. მე კიდევ გამოფხიზლებულმა ძილი ვეღარ შევიბრუნე, ავდექი,გამოვიცვალე, შხაპი მივიღე და იმის აღმოჩენის შემდეგ რომ სახლში არაფერი მქონდა საჭმელი, პიცა გამოვიძახე. ჩემი ტელეფონი გათიშული იდო ჩანთაში, დასამუხტად შევაერთე და პიცის მოლოდინში მარიამს დავურეკე.
-გისმენთ...ვინ ბრძანდებით?მე თეკლას არავის ვიცნობ,ნუუ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღეა ეს სახლიც კი არ მსმენია.
-მორჩი მაიმუნობას-გამეცინა მე
-რაო ქალბატონმა კიროვამ თხუთმეტ წუთში აქ იყავიო?
-შენ წარმოიდგინე და სულ ცოტა აირიე რიცხვებში.-მარიამი ყოველთვის გამოხატავდა უკმაყოფილებას იმაზე რომ ცუდი გრაფიკი მქონდა.-ორი კვირით ვისვენებ.
-არ არსებობს!-წამოიყვირა მარიამმა.-მაგრამ მე რა მიხარია მარტო მოგიწევს დასასვენებლად წასვლა.-უცებ გაახსენდა რომ შვებულება ივნისის ბოლოს აიღო და ახლა რაც არ უნდა ეცადა ვერ გამოაღწევდ სამსახურიდან.
-აჰაა,დასასვენებლად მივდივარ?-გამეცინა მე.
-დიახაც...აჰაა მოვაგვარე.
-რა მოაგვარე?
-ტყეში ჩადგმული სახლი გიქირავე...აბა შეხედე თან როგორი იაფაია,ნეტა მე რატო არ მომაფიქრდა აქ წასვლა, ვაიმე რა საყვარელი სახლია,რატოა ესეთი იაფი?აჰაა სეზონი მთავრდება?....-ბოლოს უკვე თავისთვის ლაპარაკობდა.
-სად მქონდა ტვინი საკრედიტო ბარათის კოდს რომ გაძლევდი?!-გამეცინა მე, თან იმის წარმოდგენაზე რომ მშვიდად დავისვენებდი და მარიამმა ზედმეტად კარგად იცოდა ჩემი ხასიათი ბოლომდე ვერც ვბრაზდებოდი.-იქნებ ზღვა მერჩივნა,ან საერთოდაც არ მინდოდა დასასვენებლად წასვლა.
-ნუ მიძაბავ რააა...გაჩუმდი,დაისვენე,ჩაბარგდი და ხვალ საღამოს იქ იყავი...დამაცადე მისამართს გიგზავნი.
-კარგი ხოო, ვგიჟდები შენზე.-ვუთხარი დამტკბარმა.
-ვიცი ჩემზე უკეთესს ვერც ნახულობ რომ იცოდე მაინც რა ხდება საავადმყოფოს გარეთ.
-კარგი ჰოო,ნუ დაიწყებ წავედი მე, პიცა მოვიდა.-გავიცინე და კარის გასაღებად წავედი.
-ექიმი ქალი ხარ სხვებს მკურნალობ და ქუჩის საჭმლით იწამ...-დასრულება არ ვაცადე სიცილით გავუთიშე და პიცა სახლში შემოვიტანე.
******
მეორე დღეს მარიამის მოცემულ მისამართზე მივდიოდი და თან მისიკას ვუსმენდი.
-მოვედით.-მითხრა ტაქსის მძღოლმა,ფანჯარაში გავიხედე მაგრამ ტყის გარდა ვერაფერი დავინახე.-აქ მანქანის სავალი გზა წყდება.-მითხრა, ტაქსიდან გადავიდა, ჩემოდანი მომაჩეჩა და წავიდა.ენა უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე და მარიამს დავურეკე. მანაც ამიხსნა რომ „შემთხვევით“ გამორჩა რომ სახლამდე ბილიკი იყო გასავლელი.
-რა ჩემი ბრალია რუსულად ეწერა და ეხლა მივხვდი,დაწყნარდი ნახევარ საათში იქ ინები.-დამამშვიდა და გამითიშა.
გზას გავხედე, სახე დამემანჭა მოსალოდნელი სიარულის წარმოდგენისას და უკვე დავიწყე ყველაფრის მობეზრება რაც დასვენებას უკავშირდებოდა,ერთ საათიანი სიარულის შემდეგ უკვე საავადმყოფო მენატრებოდა, საგრძნობლად აცივდა და ჩემოდანიდან ჯინსის ქურთუკი ამოვიღე.ტყეში სიმშვიდე იყო მაგრამ ჩემოდანი ნელა მოგორავდა ნახევრად ატალახებულ ბილიკზე და ყურისგამაწვრილებლად ხმაურობდა ქვებზე გადავლისას,ისიც ვიფიქრე რომ უკვე დავიკარგე მაგრამ მალე ბილიკი სხვანაირი გახდა და აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონებიც შემხვდა. ნელ-ნელა წვიმას იწყებდა და მეტად ბნელდებოდა
-ახლა რომ გადავიჩეხო ან დათვმა შემჭამოს იქიდან არ მოგასვენებ ქალბატონო.-დავემუქრე მარიამს და გზა განვაგრძე, მალე სახლიც გამოჩნდა, ნანახისგან გაოცებული წამით გავხევდი, ულამაზესი იყო იქაურობა,ნამდვილად ღირდა ასეთ წავალებად, სახლი უზარმაზარ ეზოში იყო ჩადგმული, გარშემო ტყე ერტყა და როგორც ვიცოდი რამდენიმე მეტრში ტბაც უნდა ყოფილიყო...სამოთხეში მოვხვდი.გამეღიმა და იქვე მდგარი პატარა საწყობისკენ გავეშურე. საიდანაც სანდომიანი შესახედაობის რუსი ქალბატონი გამოვიდა და გასაღები გამომიწოდა. ამიხსნა რომ ყველაფერი ისე იყო როგორც საიტზე ჰქონდა აღწერილი და თუ რამე დამჭირდებოდა დავკავშირებოდი.
გასაღები გამოვართვი და კარგი გავაღე, ქალი აღარც მომყოლია, მივხვდი რომ წავიდა. სახლი დავათვალიერე,იგი საოცრად კომფორტული და გემოვნებიანად მოწყობილი იყო, ერთი საძინებელი, დიდი საწოლით და კარადით ,სააბაზანო, სამზარეულო,მისაღებ-სასადილო,ტელევიზორი, მაგრამ ინტერნეტი არ იყო, სახლი სხვა მხრივ ყველაფრით იყო აღჭურვილი და ინტერნეტიც იმიტომ არ იყო რომ მეტად ყოფილიყო იგი იზოლირებული. ჩემოდანი ამოვაბარგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და წიგნი ავიღე,გარეთ საშინლად წვიმდა და შიგადაშიგ ელავდა კოდეც ,ცოტა ხნით მარიამს ველაპარაკე და უკვე საკმაოდ გვიანი იყო დასაძინებლად რომ დავწექი. ნახევრად მეძინა, რაღაც ხმა რომ გავიგე და უეცრად ვიგრძენი რომ ოთახში შუქი ანითო, გულგახეთქილი წამოვვარდი და უნებურად ვიკივლე. ღია კარში ახალგაზრდა კაცი იდგა და ისეთი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა იმის შანსი რომ ქურდი ყოფილიყო მინიმუმამდე დავიდა მაგრამ იმ შუაღამისას ვიღაც სახლში რომ შემოიპარა და თავზე დამადგა ფაქტი იყო. დაფეთებული წამოვვარდი და პირველი რაც მომხვდა იმას წამოვავლე ხელი.
-ვინ ხარ?-ვკითხე აკანკალებული ხმით.
-თქვენ თვითონ ვინ ხართ?-კაცი გაკვირვებული იყო, არ ინძრეოდა და გაბრაზებული მომჩერებოდა.-ჩემს სახლში რას აკეთებ?
-ქურდი არ ხარ?-ვკითხე შეშინებულმა.-მაშ რა გინდა?
-რა ქურდი?!-უფრო გაბრაზდა ის.-შენ თვითონ რა გინდა აქ?-იმდენად შეშინებული და შოკირებული ვიყავი რომ რა გამეკეთებინა იმასაც ვერ ვხვდებოდი, ჩემი ხმაც თითქოს შორიდან გავიგე.
-აქ ვისვენებ.-ვთქვი რაც გონებაში პირველი ამომიტივტივდა.
-რა ჯანდაბააა?!-თაველები წამოენთო კაცს.-არ გაინძრე აქ დამელოდე.-სანათს დახედა რომელსაც ორივე ხელით ვებღაუჭებოდი, თითქოს თვალები წამოენთო ხელი ძლიერად მოჰკიდა და უცებ წამართვა, შემდეგ ოთახიდან გავიდა და კარი მოიჯახუნა.
შეშინებული მივვარდი მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.
-გამიღე!გაგიჟდი?!-ვიკივლე მე.-ღმერთო-ამოვიკივლე, ჭექა-ქუხილი გაძლიერდა და უცებ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა...დენი ჩაქრა?...ჯანდაბა...-ვინ ხარ რა გინდა?!
-არ იჭერს...ფუ შენიი...-დახშულად გავიგე როგორ შეიკურთხა კაცმა კარის მეორე მხრიდან.-მანდ იყავი გაიგე?ნუ ყვირი!გავარკვევ ვინ ხარდა გამოგიშვებ.
-რა ხდება საერთოდ?!გაგიჟდიი?!შენ ვინ ხარ? იცოდე გიჩივლებ!
რამდენიმე წუთი გარედან ხმა არ ისმოდა, მე კიდევ ოთახს წრებს ვურტყავდი იმის იმედით რომ ტელეფონი სიგნალს დაიჭერდა.
-არ არსებობს...-გავიგე გაბრაზებული ხმა და ოთახის კარი გაიღო, სიბნელეში ძლივს გავარჩიე კაცის სილუეტი.-აღარ იყვირო, ყველაფერი ჩემი ასისტენტის ბრალია,რამდენჯერ ვუთხარი დამიანეს ასისტენტს რომ არჩევ მკერდს კი არა სივს უყურე-თქო, აჰაა რუსულიც არ ცოდნია ქალბატონს.-ბოლო წინადადება დაბალი ხმით,უფრო თავისთვის თქვა და საოცარი მუქარის ნოტები გამოურია.-...ეს სახლი ორი დამსვენებლისთვისაა გათვლილი.

თავი 3
-რას ამბობ?!-ვიკივლე მე.-ტელოფონს მიღება არ აქ და ეგ როგორ გაარკვიე?!-ხმას ვუწევდი შეშინებული, კაცის სხეულს უკან ვუბიძგე, კარი დავხურე და ძლიერად დავიჭირე.
-ხო გითხარი ნუ კივიხარ-თქო.-მომესმა დაღლილი ხმა მეორე ბოლოდან, წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი,იქნებ მანიაკი იყო და უაზრო სცენებს აწყობდა.
რა საოცარია როგორც არ უნდა ვეცადოთ ადამიანები განვითარებას, ინსტიქტები მაინც ყველაზე ძლიერად რჩება, ექსტრემალურ სიტუაციაში ერთმანეთზე საშიში არაფერია, მართალია გავიძახით განვითარების მწერვალებს ვაღწევთ,განათლება,განათლებაო მაგრამ ადამინს ადამიანის ეშინია. დაუწესებელ ბუნების კანონებს ვერანაირი განვითარება ვერ აღუდგება წინ
-ტელეფონში მქონდა საიტის ინფორმაცია სახლზე, დაწყნარდი და გამოდი.-მეუბნებოდა ის.
-ტელეფონი შემომაწოდე.-ვუთხარი რამდენიმე წამიანი დაწყნარების შემდეგ.
-რუსულად წერია.
-გავიგე.-თაველები გადავატრიალე იმაზე რომ კიდევ მახსენებდა. კარი სულ ცოტათი გამოვაღე და დაველოდე სანამ ტელეფონს მომაწვდიდა, სიბნელეში ნელ-ნელა გამოიკვეთა,ლამაზი, გრძელი,თლილი ,კაცის თითები რომელსაც ტელეფონის ცისფერი შუქი დასთამაშებდა, უნებურად თვალები დავახამხამე და ვეცადე ტელეფონი ისე გამომერთმია არ შევხებოდი, ჯერ კიდევ შემომრჩენოდა საშინელი პანიკის და შიშის გრძნობა.
ტელეფონი აკანკალებულ თითებში მოვიქციე და საბოლოო დამშვიდებისთვის საწოლზე ჩამოვჯექი, ბიჭს არც უცდია ჩაუკეტავი კარის გაღება,ამან მეტად დამამშვიდა და განათებულ ეკრანს დავხედე. ტექსტს წინ სახლის ფოტოები უძღვოდა და ამით მივხვდი რომ სწორად ვკითხულობდი, სწრაფად ჩავიკითხე და შედარებით დამშვიდებულმა სახეზე ჩამოვისვი ხელი, როდესაც საშინლად დაიჭექა და მეც ინსტიქტურად წამოვვარდი საწოლიდან.
-ჯანდაბა.-ამოვთქვი შეწუხებულმა და ნელა გავაღე კარი.
ტელეფონის განათებაზე ბუნდოვნად გავარჩიე რომ ბიჭი კარის წინ, კედელს მიყრდნობოდა, კარის ხმაზე ამომხედა.
-ინებეთ.-გავუწოდე ტელეფონი და სწრაფადვე გამოვწიე ხელი უკან.
-ვწუხვარ უხეშობისთვის, მაგრამ პანიკა არ იყო საჭირო.-მითხრა მკაცრად...მოიცა, ეხლა ეს იყო გაბრაზებული?
-უხეშობისთვის?!რას ამბობთ?!კარი ცხვირწინ მომიკეთ და მიყვირეთ უხეშობა კი არა გაუგონარი უზრდელობა იყო ეგ!-გავბრაზდი მეც.
-რას წარმოვიდგენდი რომ ჩემ ასისტენტს რუსული არ ეცოდინებოდა და ვიღაც გოგოსთან ერთად გამიშვებდა დასავენებლად...ის კი არა, როგორც მივხვდი თქვენც არ ყოფილხართ მთლად პოლიგლოტი.-მითხრა და სამზარეულოსაკენ დაიძრა.
-რუსული მშვენივარად ვიცი!-გაბრაზებისგან ერთიანად წამოვწითლდი და ბიჭს უკან მივყევი,სიბნელეში სავარძელს წამოვედე და წაქცევას ძლივს გადავურჩი.
-ეს დაიჭირე.-მითხრა და ტელეფონი მომაჩეა,თვითონ კი უჯრა გამოხსნა და ორწამიანი დაყოვნების შემდეგ მომაძახა.-აქეთ გაანათე-თქო ვიხულისმე,ზედ კი ნუ ინათებ.- ხმაში გაღიზიანების ნოეტები გამოურია და უჯრის ჩხრეკვას მოჰყვა.
ბოლოს ერთ-ერთი უჯრიდან სანთელი ამოიღო,იქვე ასანთიც იპოვა, კარადა გამოხსნა და ყავის ჭიქა გამოიღო.შემდეგ მაგიდასთან მივიდა და სანთელი ჭიქაში ჩადო, მე დაჰიპნოზებული დავყვებოდი ტელეფონით.
-მომეცი.-მითხრა მას შემდეგ რაც სანთელი აანთო და დივანზე ჩამოჯდა,მეც სწრაფად მივაწოდე თავისი ტელეფონი და ჩემის მოსატანად საძინებელში გავედი.
-არ იჭერს.-ვთქვი ბოლოს და ბიჭს გავხედე,მას უკვე გადაედო ტელეფონი და დივანზე ისე იჯდა რომ თავით საზურგეზე გადაწოლილიყო,ეტყობოდა მასაც ეწურებოდა მოთმინება. უკეთეს განათებაზე სახეზეც დავაკვირდი,ღმერთო,სუნთქვა შემეკრა, მარმარილოს ქნდაკებას ჰგავდა.საშუალო ზომის ტუჩები მკაცრად მოეკუმა, სწორი თხელი ცხვირი ჰქონდა, ხშირი წარბების ქვეშ კი თვალები მოეხუჭა, ამ სიბნელეში ფერს მაინც ვერ გავარჩევდი. არ ვიცი სიბნელის ბრალი იყო თუ მძიმე გარემოსი მაგრამ ყველაფერს ზედმეტად მძაფრად აღვიქვავდი.ცვიდად იჯდა,გაუნძრევლად და ეტყობოდა რომ არაფრის თქმას არ აპირებდა.
-წვიმა გადაიღებს და ვეცდები გარეთ მაინც დავიჭირო სიგნალი.-მიპასუხა მშვიდად.
-რუსული ვიცი.-დავიწუწუნე ის რაც ტვინში მერჭობოდა.
-აბა რატომ გაგიკვირდა აქ რომ დამინახე?-ზუსტად ვერ დავინახე მაგრამ თითქოს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, ნელა წამოიმართა და მომაცქირდა,სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა და ჩავთვალე რომ მომეჩვენა,ახლა უკვე მთლიან სახეს ვხედავდი და მივხვდი რომ სიბნელე არაფერ შუაში არ იყო, იმდენად პროპორციული და დახვეწილი ნკვთები ჰქონდა რომ მართლა გამოქანდაკებულს ჰგავდა... ძალიან ლამაზი მომეჩვენა.
-არა ვერ გაიგე აქ ჩემმა მეგობარმა გამომიშვა და სწორედ მან წაიკითხა ყველაფერი...ახლა ნამდვილად გასაგებია რატომ იყო გაკვირვებული ასეთი დაბალი ფასით ამ ადგილის კვალობაზე.-აჰაა ეგ არაა სანდო-...სულ ძალით ვატარებ რუსულის გაკვეთილებზე.-ჩავიბუზღუნე ჩემთვის.
-გასაგებია.
-გადაიღებს თუ არა წავალ.
-დღეს ალბათ ვერ გადაიღებს.-მითხრა მან.
-იქნებ სჯობდეს დავიძინოთ.-ვუთხარი რამდენიმე წუთიანი სიჩემის შემდეგ.
-მე დივანზე დავწვები.-მითხრა და საძინებელში შევიდა, ჩემი ადგილიდან ბუნდოვნად დავინახე როგორ გამოაცურა საწოლის ქვემოდან რაღაც,ჩემოდანია, გავიფიქრე მე. უკან პლედითა და ბალიშით დაბრუნდა, ზემოდან თეთრი მაისური და სპორტული შარვალი იდო, სწრაფად წამოვდექი და საძინებელში გავედი. ანუ ნივთები ისევ ჩემოდანში უდევს მაგრამ ჩემოდანი საწოლის ქვეშ იყო...ანუ ის უკვე ცხოვრობდა აქ?
-დიდი ხანია რაც აქ ხარ?-ვკითხე, მაგრამ თან ვინატრე რომ არც გაეგონა.
-სამი დღეა.-გავიგე ხმა მეორე ოთახიდან.
არაფერი აღარ მითქვამს საწოლში ჩავწექი, კარი არ დამიხურია, უკვე ვიძინებდი საოცრად მშვიდი და ბუბუნა ხმა რომ კიდევ ერთხელ გავიგე.
-მართლა ძალიან ვწუხვარ რომ გეუხეშე.
არაფერი მიპასუხია, თვალები დავხუჭე და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.
მეორე დღეს გაღვიძებულს ბიჭი სახლში აღარ დამხვდა, გარეთ გავედი, და წამიერი შოკისგან გავხევდი, ისევ წვიმდა ირგვლივ კი ყველაფერი ატალახებული იყო, აქედან კიდევ დიდ ხანს ვერ გავაღწევდი.
-ბედი ხომ გინდა არაა?-დავიწუწუნე „დასვენებით“ გაბრაზებულმა და უკან შებრუნებას ვაპირებდი ხმა რომ გავიგე საწყობიდან და მალე ბიჭიც გამოჩნდა... ერთიანად ტალახში იყო ამოსვრილი, სწრაფად მომკიდა ხელი და სახლში შემაგდო.
-ასე გაცივდები.-მითხრა ,გაყინული, მკაცრი ხმით და ცივად შემომხედა ,ამის მიუხედავად მის მსერაში საერთოდ ვერ ვგრძნობდი გაბრაზებას ან სიბოროტეს, თითქოს ეს მისი ჩვეული ტონი იყო.-სულ სველი ხარ.-შემათვალიერა უცებ-სააბაზანოში.-თავით მანიშნა და თვითონ სველი ჟაკეტი და ტალახიანი ფეხსაცმელი გაიხდადა. გაკვირვებული ვუყურებდი, რას აკეთებდა? რაში ადარდებდა გავცივდებოდი თუ არა? გაბრუებული დავემორჩილე და აბაზანაში შევიკეტე, უცებ მივიღე შხაპი,თმა გავიშრე და უკან თბილად ჩაცმული დავბრუნდი. ბიჭი ჩემ დანახვაზე წამოდგა და უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში.
ჯანდაბა...თუ სახლი ორი დამსვენებლისთვისაა, მაშინ რატომ არაა ორი საწოლი ანდაც სააბაზანო? ყველაფერი ხომ მე უნდა დამემართოს! გაბრაზებული წამოვდექი და საჭმლის კეთება დავიწყე, ბლონებს ვაცხობდი კარის ხმა რომ გავიგე და მაღალი სხეული ამომიდგა გვერდით, სწრაფად გატეხა კვერცხი და მომზადება დაიწყო.
-დენი არ მოსულა?-ვკითხე მე. უსიტყვოდა გადასწვდა ჩამრთველ-ამომრთველს და მაჩვენა არაო.ისევ მე მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა და ჩუმად აგრძელებდა საჭმლის კეთებას,მეც შიგადაშიგ გავხედავდი ხოლმე და მის თვალებში თითქოს ტკივილს ვიჭერდი, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ისიც უემოციოდ, ამის ყურებისას გული მეწურებდა მაგრამ თან ვერ ვხვდებოდი რატომ ის ხომ ერთი მორიგი უცნობი იყო.
უკვე ღამდებოდა, ბიჭმა სანთელი აანთო და ტელეფონს დასწვდა, მე სავარძელში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ სიტყვებს უკვე ვეღარც ვარჩევდი.
ფეხზე წამოვდექი და მაგიდიდან კარტი ავიღე.
-ვითამაშოთ რაა.-ვუთხარი ბიჭს, რომელიც მშვიდად იწვა დივანზე, თვალები გაახილა და წარბშეკრულმა გამომხედა.
-ვითამაშოთ.-მითხა ყოყმანით და დივანზე ჩამოჯდა.არ ველოდი, მეგონა უარს მეტყოდა და გამეღიმა რომ დამთანხმდა,გვერდით მივუჯექი კარტი ამოვიღე და ფურცელს ვეძებდი მისი ტელეფონი რომ განათდა.
-ტელეფონმა სიგნალი დაიჭირა.-მითხრა სწრაფად და სადღაც გადარეკა...რუსულად დაიწყო თუ არა ლაპარაკი, მივხვდი რომ სახლის პატრონს ესაუბრებოდა.-გამარჯობა... დიახ პრობლემაა, მე და ჩემმა თანადამსვენებელმა არც კი ვიცოდით რომ ერთად მოგვიწევდა ცხოვრება.... დიახ გაუგებრობა მოხდა...არა, ყველაფერი მოვაგვარეთ, ის გავანიტერესებს როდის შევძლებთ აქედან გამოსვლას...გასაგებია, დიახ მესმის.-სახეზე გაღიზიანება გამოესახა, მაგრამ თავაზიანობა არ დავიწყებია.-კარგი.-თქვა და დაკიდა.-სანამ წვიმა არ გადაიღებს ვერსად გავალთ.-თქვა მან. შემდეგ წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა, მიყურადება არც მიცდია მაგრამ დახშულად მაინც გავიგე ხმა.
-ხო...არ იცოდი არაა ჩემმა ასისტრნტმა რუსული რომ არ იცოდა?... სახლი ორი დამსვენებლისთვისაა გათვლილი... მეგონა რომ ეს გოგოც იმისი გამოგზავნილი იყო... რა იარაღი, ბიჭო რამდენჯერ გითხარი ყველგან მაგ ჯანდაბით არ ვივლი...გასაგებია... მე თვითონაც მოვუვლი ,შენ კიდე შენი საყვარლები გაათავისუფლე სასწრაფოდ...ნუ მიშლი ნერვებს შენც უკან მიგაყოლებ.-ბოლოს ხმაში სიცილის ნოტებიც კი გამოური,შემდეგ როგორც მივხვდი სხვაგან დარეკა.-გამარჯობა პატარავ...არა საყვარელო ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო, უბრალოდ აქ ტელეფონს მიღება არ ჰქონდა...აჰაამ წვიმს...შენ არ ინერვიულო როგორც კი მოვახერხებ შემოგივლით...ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრად ...მეც,ძილინებისა.-ხმა დაუთბა და რომ არ მცოდნონდა ჩვენს გავრდა აღარავინ არავინ იყო სახლში,სხვა მეგონებოდა...ცოლს ურეკავდა?წარბები შევკარი,შენ რაში გაინტერესებს!გავბრაზდი ჩემ თავზე, მალე ისიც გამოვიდა.



№1 სტუმარი Anna

დიალოგები რომ გამოყო, უკეთესი იქნება.
ველოდები გაგრძელებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent