შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს შესახებ (6-თავი)


19-04-2019, 17:39
ავტორი ხმელიძე
ნანახია 160

ჩემს შესახებ (6-თავი)

ახლა ერთმანეთისაგან მხოლოდ მანძილი გვაშორებს.ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ,არც მე და არც ლუ მზერას არ ვაშორებთ ერთმანეთს.ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები!ჩვენი გულები ერთდროულად ძგერს!
-პასუხს მოელი ჩემგან
-თუ კი არის შანსი რამის მოველი
-არაფრის თქმა შემიძლია.სიტყვების თავმოყრა მიჭირს
-მე ამის თქმა არ მინდოდა,უბრალოდ პანიკაში ჩავარდი მე კი ვერ გამშვიდებდი
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-ვფიქრობ არანაირი
-მაშინ რატომ ყვები
-არვიცი.
-ახლა იცი რამე?
-კი
-გისმენ
-მიყვარხარ და შენგან პასუხს ველი
-მიყვარხარ და ჩემგან პასუხსაც ისმენ
-არ მჯერა
-მაშინ რატომ ელი პასუხს
-ვიცი რომ პასუხი უარყოფითი იქნება ამიტომ არ მჯერა
-მიყვარხარ და ჩემგან პასუხიც ეს არის
-ისევ არ მჯერა
-წადი და როცა დაიჯერებ მერე მოდი
-არ წავალ
-მაშინ დაიჯერე
-მაგრძნობინე
-მე შენ გაკოცე
-განა კოცნაა სიყვარული?ნუთუ გგონია რომ სიყვარულს კოცნით ამტკიცებენ?
-შენ არ გჭირდება დამტკიცება.თავადაც ფლობ ინფორმაციას რომელსაც ელი ჩემგან პასუხად
-მე ძალიან მიყვარხარ
-მე ამას გუშინ მივხვდი
-მე კი წლების წინ
-იქნებ ამდენ ლაპარაკს ჯობია-სიტყვა შევაწყვეტინე
-ჯობია მოხვიდე ჩემთან
-და ეს გინდა შენ?
-შენს მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობ ღიმილში კი შვებას.როცა გხედავ გული სწრაფად მიცემს.
განა ეს არ არის სიყვარული?
-სიყვარულია როცა მისი ბედნიერება უსაზღვროდ ბედნიერს გხდის,ტკივილი კი ძვლებამდე გძრავს და განგრევს!
-გიყვარვარ
-საკუთარ სიცოცხლეზე მეტად
-ჩამეხუტე
ჩამეხუტა.მისი ხელის შეხებისას სუნთქვა შემეკრა მაგრამ ჰაერს არ ვეძებდი მსიამოვნებდა ეს უჰაერობა.მისი ბადაგივით ტკბილი ტუჩები ისეთი რბილია მთელს სხეულზე ვგრძნობ შვებას.წელზე ხელი შემომხვია მასთან ახლოს მიმიყვანა.მხარზე მკოცნის,ახლა ყელზე,მე ვიღიმი და ფოსოებში მის პატარა და ლამაზ ცხვირს ყოფს.ნელნელა მოიწევს ტუჩებთან ისევ და აი ახლა თვალებში მიყურებს მისი თვალები ზღვის ფერია და მეც ვიძირები მის უსასრულობაში.ჩვენი ტუჩები ერთმანეთს მიეკრო და ნაზი მოძრაობით მაწვენს საწოლზე.ვეშვებით გრძნობების მორევში თავს ვერც მე და ვერც ის აკონტროლებს.ორივეს დაგვავიწყდა პრობლემა და ჩვენს გარშემო არსებული ისტორიები.გრძნობები ვეღარ იმალება და სისხლი დუღს ვენებში,იმაზე სწრაფად ჩქეფს ვიდრე წესია.წესია რომ სიყვარულია როდესაც მისი ბედნიერება უსაზღვროდ ბედნიერს გხდის ტკივილი კი ძვლებამდე გძრავს და განგრევს.ეს ღამე არასოდეს დამავიწყდება,რაც არუნდა მოხდეს!
ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება ისე როგორც -დღე როდესაც მე ვიპოვე ის ვისთვისაც სიცოცხლე ღირს-და მე მიყვარს!მე მიყვარს ლუ!

დილას თცალებს ვახელ.ის ჩემს გვერდითაა.ბედნიერი დილაა პოზიტივით აღსავსე,დიდი ხანია ასეთი დილა არ გათენებულა ჩემთვის.თმაზე ვეთამაშები ვხედავ როგორ იღიმის და ლოყაზე ვუწყებ მოფერებას.ის თვალებს ახელს, მაშტერდება . ლუს თვალებში უსაზღვრო სიყვარულს ვხედავ რომელშიც სევდა აღარ ერია.
ხელებს შლის და მის მკლავებში ვექცევი.მეც სწორედ ეს მინდოდა, ის ხვდება რა მინდა მე.
-დილამშვიდობისა-ლოყაზე მკოცნის
-ნამდვილად,მშვიდობიანი დილაა
-არ მჯერა
-რა არ გჯერა
-ის რომ გითხარი, არც ის მჯერა რომ ჩემი საკუთრება ხარ!
-მე შენ მიყვარხარ ლუ!
-მე შენ მიყვარხარ ლოყებჩხვლეტია
უფრო მეტად მეხუტება და მთელს სახეს მიკოცნის.ასე ვართ დიდი ხანი
-როგორ ფიქრობ საბუთები რომელიც დედას ეკუთნოდა რათ მინდოდა?
-ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი შენ უნდა იცოდე
-მაგრამ არ ვიცი
-არაუშავს-შუბლზე მაკოცა-გაიგებ ყველაფერს გაიგებ..
-ის მამაკაცი ალექსმა რომ აღწერა ძალიან გავდა უცხო მამაკაცს.
-ფიქრობ ისაა?
-კი.მაგრამ საბუთები რათ უნდოდა?
-დიალოგი საერთოდ არ გახსოვს?ერთი სიტყვაც კი?
-არა საერთოდ არაფერი მახსოვს
-იქნებ დემეტრე დაგვეხმაროს ამ მომენტის გახსენებაში?მგონი შეძლებს
-რა ყოჩაღი ხარ!-ნაზად ვაკოცე
-ხვალ დაველაპარკოთ დემეტრეს და პასუხსაც გვეტყვის.აი რომ გაიხსენებ ყველაფერი ცხადი გახდება.


-წასვლის დროა
-მოვდივარ ლუ-ოთახის კარები დავხურე და გამოვედი
-როგორი ლამაზი ხარ
-სხვანაირად არ შეიძლება-ვაკოცე
-წავედით,წავედით
გზაში მე და ლუმ ბევრი ვისაუბრეთ .როგორც იქნა მივედით.ლოდინი არ მოგვიწია და მე პირდაპირ შემიშვეს ოთახში.დემეტრე კი მოგვიანებით შემოვიდა
-სალამი ანასტანია
-დემეტრე როგორ ხართ
-გმადლობ თავად
-შეძლებისდაგვარად
-ანასტასია მე ახლა ლუკას ვესაუბრე.ყველაფერი ვიცი რაც გიჭირს დღეს უნდა ვცადოთ გახსენება
-დიახ რათქმაუნდა
-მაგრამ შენ უნდა დაეხმარო საკუთარ თავს მე მხოლოდ რჩევების მოცემა მევალება.
-დიახ დავიწყოთ.
-თვალები დახუჭე და წარმოიდგინე ის ადგილი სადაც შენმა მეგობარმა გითხრა რომ იყავი-თავის დაქნევით ვუპასუხე.
-ახლა ეცადე შენს შინაგან სამყაროში შეიჭრა.წარმოიდგინე ის კაცი ვისაც ესაუბრე ხმა გარეგნობა ნელა ეცადე არ იჩქარო,დააკვირდი კარგად და ყველაფერი დაიმახსოვრე.თან მესაუბრე
-მაღალია თაფლისფერ თვალება,შავ პალტოში ბოხი ხმა აქვს
-გესაუბრება?
-დიახ
-რას გეუბნება
-არვიცი არ მესმის
-ანასტაასია საკუთარი თავის კონტოლი დაიწყე აიძულე გაიგოს გაიხსენოს,ეცადე არ დანებდე ერთხელ შეიძლება არ გამოვიდეს
-არ გამომდის
-კიდევ სცადე
-ვცდილობ მაგრამ არ გამოდის
-დამშვიდდი დაწყნარდი არაფერზე იფიქრო გარდა ხმისა და მამაკაცისა რომელიც გესაუბრება-რამოდენიმე წუთი ჩუმად ვარ
-საბუთები,დედას საბუთებს მთხოვს.მაგრამ არ მეუბნება რატომ.მეუბნება რომ დედას იცნობდა და მეუბნება იმას რომ ის მთავარი მონაწლიეა.მაგრამ რისი არ მეუბნება
-კარგია!ყოჩაღ.შეგიძლია თვალები გაახილო.
თვალები გავახილე და დავმშვიდდი.
-შემდეგ ჯერზე კიდევ გავიხსენებთ კარგი?დღეისთვის საკმარისია.საათს დავხედე და უკვე 2-საათი გასულა.
ვისაუბრეთ და შემდეგ ოთახიდან გამოვედი
-რაქენი?
-გამოვიდა ლუ.-გახარებული ვეხუტები
-ყოჩაღ ძლიერი გოგო ხარ-მეხუტება
-საბუთები უნდოდა რომელიც დედას ეკუთნოდა და რომელიც ალექსთან დამრჩა.ის საბუთები იქიდან გამომიგზავნეს სადაც დედა მუშაობდა თქვეს რომ ეს საბუთი დედას საკუთრება იყო და იქ ამის დატოვება არ შეიძლებოდ.
-მამაკაცი?
-ის იყო ვინც სამსახურიდან გამოსვლისას ვნახე.
-ანუ წერილს უნდა ველოდოთ
-მეშინია.-ცრემლებს ძვლივს ვიკავებ
-ნუ გეშინია მე შენს გვერდით ვარ
-ახლა სახლში წავიდეთ
მე დაა ლუ სახლში წავედით და როდესაც სახლის კარებს მივუახლოვდით წერილი დავინახე რომელიც უცნობი მამაკაცის დატოვებული იყო გული მიგრძნობდა
....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



გადასარევია

 


№2  offline წევრი ხმელიძე

სიყვარული გულს გვტკენს
გადასარევია
მადლობაა heart_eyes

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.