შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ!" (5)


19-04-2019, 18:02
ნანახია 179

გიგრძვნიათ ოდესმე, რომ გენატრებათ ადამიანი, რომელიც რეალურად არასდროს გინახავთ. გაკლიათ და განიცდით უმისობას მაშინ, როცა მისი არც სურნელი იცით, არც თვალის ფერი, არც საყვარელი სიმღერა... ოდესმე გიგრძვნიათ მოლოდინით გამოწვეული გაუსაძლისი სევდა? როცა ელით, ეძებთ, ეძებთ და მერე ისევ გაუთავებლად, მოუბეზრებლად ელით, ის კი მაინცცც, მაინც ჯიუტად არსად ჩანს.
ამბობენ, თუ ადამიანის ნახვა, მასთან შეხვედრა გიწერია ცხრა მთას იქით რომ დაიმალო განგება ისე მარტივად მოაწყობს ყველაფერს, რომ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებითო. მაგრამ, ვაი, თუ ფორტუნამ ასე არ ინება. ვაი, თუ შეხვედრა განგების ძალითაც კი არ გიწერიათ. მაშინ შენი ყოველი მცდელობა ამაოებამდე დასული სისულელეა. ყველა ქუჩაზე რომ გაათენო და დააღამო, სადაც იცი, რომ ის იქნებაა, ყველა სახლთან მათხოვარივით რომ ჩამოჯდე და ელოდო, რომელშიც ის გეგულება, გაჯიუტებული განგება არა და არ შეგახვედრებს მას. იკითხავთ რატომ? ეს მარტივია. თანახმად ისააკ ნიუტონისა, ქმედება იწვევს უკუქმედებას. გამოდის რაც მეტად ცდილობ ადამიანთან მიახლოებას უფრო მეტად გოსხლტება ხელიდან და გშორდება. რაც უფრო ძლიერად გინდა ვინმესთან შეხვედრა მით უფრო შორი გზებით დადიხართ ორივე. მაშ, რა გამოდის? ჩვენივე ისტორიაში ჩვენვე გვიჭირავს მეორეხარისხოვანი როლი და ხშირად თამაშგარეშიც ვართ? მთავარი კი ბედი და უბედობაა?
აი, მე კი ხშირად მიგრძვნია...
ხშირად თუ არა ხანდახან მაინც მქონია განცდა, რომ რაღაც ან ვიღაც მაკლია და ეს გრძნობა ფიქრისთვის გამიყოლებია, ან ცუდსიზმარ ნანახივით წყლისთვის შემიჩივლია და ჩემი დარდიც თან წაუღია ხოლმე...
ახლაც ასეთ ხასიათზე ვიყავი, ხასიათში ზამთარი მედგა, (ეს მხოლოდ მაშინ როცა საკუთარ თავთან მარტო ვიყავი, იმ გარდამავალ წამს, სადღაც ძილსა და ღვიძილს შორის) თუმცა გარეთ გაზაფხული იდგა და ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე ახლოვდებოდა... ასე რომ დეპრესიულობა ცოტახნით გვერდით გადავაჩოჩე.
ჩემი არაპუნქტუალურობის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი. მეგობრების კონტაქტებში მიპოვით, როგორც «поздно», ან “later”. ჩემთვის სახალისოა, მაგრამ მათ ლოდინისგან გაცეცხლებულ სახეებს რომ ვხედავ ხოლმე, ვხვდები, რომ თავის გადასარჩენად რაიმე მაგარი მიზეზი უნდა მოვიფიქრო, თორემ ცოცხლად შემჭამენ.
ახლაც ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი. დღეს ნიაკოს დაბადების დღე იყო. აღნიშვნას კლუბში ვაპირებდით, თუმცა თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ.
ახლა ცოტას მოგიყვებით იუბილარზე. ნია დევდარიანი ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი იყო ამ გვარის, სიჯიუტით ლამის მეც მჯობნიდა ხოლმე. ბიჭებს მარტივად უჩენდა ნერვის კიბოს შავგვრემანი კანის, გრძელი, შავი თმისა და ასეთივე ფერის ბრიალა თვალების დახმარებით. საერთოდაც დიდი უჟმური ვინმე იყო ეს ჩვენი ნიაკო... ახლაც აიჩემა, რომ ეს დღე არ უყვარდა და არაფერსაც არ აპირებდა.
ჰჰმ... ნია დევდარიანო! კარგად ვერ გაგვიცანი როგორც ჩანს?! გგონია სახლში მარტო ჯდომას შეგარგებთ ამ დღეს ?!-ვიმუქრებოდით ცალ-ცალკე ყველანი და თან ხითხითით ვაგვარებდით კლუბამდე მოტყუების ადმინისტრაციულ საკითხებს დედამისთან.
მოსაღამოვდა და მომზადების დრო დადგა. ყველაზე მეტად ტანსაცმლის არჩევის პროცესი მძულდა. ძალიან მერყევი ვარ ამ საკითხში. ბევრჯერ ამოვბრუნებულვარ კიბეებიდან და გამომიცვლია ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი უნივერსიტეტში წასვლამდე. ახლაც კარადასთან დავდექი თუ არა მივხვდი, ამას მარტო ვერ გავუმკლავდებოდი, ამიტომ თითმის მუდარით დავურეკე სალიტას და ვთხოვე ჩემთან გადმოსულიყო და თვითონაც აქ ჩაეცვა. სალი მოდებაძეც არანაკლებ კერკეტი ქალბატონი იყო, ჩემ მსგავსად. მუქი ხორბლისფერი კანითა და წელამდე დაშვებული წაბლისფერი, ულამაზესი თმით. თმასთან შეხამებული თაფლისფერი, ყოველთვის მოციმციმე თვალებით. შინდისფერი, მოკლე, ტანზე მომდგარი კაბა თვითონ ჩაიცვა და ამავე ფერის ტუჩსაცხიც შეუხამა. მე ჭაობის ფერი მხრებზე გადასული კაბა შემარჩევინა, შავი, საშუალო ზომის ქუსლები ჩავიცვით და თითქმის მზად ვიყავით. ბოლო დეტალი ჩემი თმა და ტუჩსაცხი იყო. საშუალოზე გრძელი, წითურსა და ქერას შორის გაჩხერილი ხუჭუჭა თმა ყოველთვის ჩემი თავსატეხი იყო, ვიცოდი ახლაც არ გამახარებდა. ამიტომ უბრალოდ გვერდზე გავიყავი, და მხრებს უკან გადავიყარე. ეს კაბა ძალიან მიყვარდა, თითქმის ჩემი თვალების ფერი იყო. ძალიან ნაზი ყავისფერი ტუჩსაცხი გადავისვი, ჩანთას და გასაღებს ხელი დავავლე და საათს სასხვათაშორისოდ დავხედე.
-ჯანდაბა! უკვე 22:00 საათია! ამ დროს კლუბში უნდა ვყოფილიყავი, მე კიდევ სახლიდანაც არ ვიყავი გასული, ჩემ თავზე და სალის უკმაყოფილო სახეზე ძალიან გამეცინა. ეზიზღებოდა დაგვიანება, ყველგან ყოველთვის პირველი გარბოდა ხოლმე.
და აი, მე ხომ ასეთი ბედი მაქვს, როცა ყველაზე მეტად ვაგვიანებ ყველაფერი მაშინ უნდა მოხდეს უკუღმა, კარი როგორც იქნა ჩავკეტე და აღმოჩნდა, რომ სალის ტელეფონის დამტენი ოთახში დარჩა. აიფონის დამტენის გარეშე სადმე წაბრძანება რამხელა თავგანწირვაა იცით, დაწმუნებული ვარ. სწრაფად ავიღეთ და ახლა გასაღებმა გამოთქვა პროტესტი. ისევ გაიჭედა. არა და არ ტრიალებდა.
თავში ძალიან ძლიერად მომაწვა ბრაზი ამ წყეულ გასაღებზე და საკეტზე. სალი იდგა ჩემ წინ დოინჯებშემოყრილი და თვალით ეშმაკურად მითითებდა წინა მეზობელზე. თან ფხუკუნს ძლივს იკავებდა.
-არაააა, არა და არაა ქალბატონო! არავითარ შემთხვევაში! იცოდე სახლში დავრჩებით, მაგრამ დახმარებას აღარ ვთხოვ!
-კარგი, შენ ნუ თხოვ, მე დავაკაკუნებ, რა პრობლემაა,- ახლა უკვე კისკისებდა და სპეციალურად მიშლიდა ნერვებს.
-გირჩევნია მოხვიდე და მომეხმარო, თორემ სახლში შენ დაგტოვებ და მე წავალ,-დავეჯღანე ნიშნის მოგებით.
10 წუთი მაინც ვცდილობდით ხან ერთი, ხან მეორე, ხან ორივე ერთად, მაგრამ გასაღები ერთხელ ძლივს გადავატრიალეთ. ამ წყეულს კი ჩასაკეტად ორჯერ გადატრიალება სჭირდებოდა.
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ გოგოებო?- მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. უკან გახედვა არც იყო საჭირო, ზუსტად ვიცოდი ყურაბამდე იქნებოდა გაკრეჭილი თვითკმაყოფილების გამო.
-არა! დიახ!-ერთდროულად თითქმის ყვირილით ვთქვით მე და სალიმ. სამივეს სიცილის ოდნავ შესამჩნევმა ტალღამ გადაგვიარა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. დაქალის თვალების ბრიალმა ძალიან შემაშინა მომრნტალურად და განზე გადგომა ვამჯობინე, იმ იმედით, რომ კარს მაინც ვეტ დახურავდა და ამის გამო გემრიელადაც დავცინებდი:
-აი, მზადაა, შეაღო კარი და გაბადრული მიყურებს.
-ოო, ნამდვილი კუნთებიანი გენიოსი ხარ, ეს მე როგორ ვერ მოვიფიქრე?! აა, გამახსენდა, იმიტომ, რომ უპრობლემოფ იღება, დაკეტვა უჭირს,-ისევ გესლიანად წავუსისინე და ახლა მე ვიყავი თვითკმაყოფილების ზენიტში, სანამ ჩაკეტილი კარის და ხელებში მოთამაშე გასაღების დანახვამ პირდაპირ ძირს არ დამათხლიშა.
-ახლა რაღას იტყვი?-დოინჯებშემოწყობილი აშკარად მე მაჯავრებდა.
-მაგვიანდება, გასაღები დამიბრუნე,-ვუთხარი ცინიკური გამომეტყველებით და წამოვედი.
-დიდი მადლობა,-უკნიდან მომესმა სალის ბოდიშნარევი ხმა და ვიცოდი კარგ დღეს არ დამაყრიდა, როცა დამეწეოდა.
არც შევმცდარვარ, ტაქსიში გემრიელი ლექცია გამომიცხო და ტაქსის მძღოლიც კი დატუქსული ბაშვივით იჯდა მთელი გზა.
...საბედნიეროდ ნიას წვეულება შესანიშნავი გამოვიდა. ძალიან ბევრი დავლიეთ(სინამდვილეში ძალიან ცოტას ვსვამდით, მაგრამ ჩვენ გვეჩვენებოდა ასე), უფრო მეტი ვიცეკვეთ და ძალაგამოცლილები 4 საათისთვის ჩამოგვარიგა ტაქსიმ სახლებში.
ერთი ასეთი სასაცილო ჩვევა გვქონდა სადაქალოს. მიუხედავად იმისა, რომ შვიდნი ვიყავით ყოველთვის ერთი მანქანით ვმგზავრობდით, როგორი პატარაც არ უნდა ყოფილიყო ის და ტაქსისტს მთელი გზა საკუთარ ისტორიებს ვაყოლებდით, საპასუხო ახსნად იმას ვასახელებდით, რომ მომავალი ჟურნალისტები ვიყავით და ჩვენს ცნობისმოყვარეობას ყველა გვპატიობდა.
სახლში თითქმის გამთენიისას დავბრუნდი, ლიფტი არასდროს მიყვარდა, გადავწყვიტე 5 სართული ფეხით ამევლო. ნასვამი აღარ ვიყავი, მაგრამ ბედნიერებისგან და დაგროვილი ემოციებისგან ფეხი მაინც მერეოდა. ქუსლიანებისგან თავი გავითავისუფლე, ხელებში მოვიქციე და ასე ავუყევი კიბეებს.
თითქმის ასული ვიყავი სახლში კიბეებზე მოსიარულე ავტოკატასტროფა რომ შემეჩეხა.
არ ველოდი და შემეშინდა.
ამ დროს აქ რას აკეთებდა დამაინტერესა და რატომ არ იყო ყურებამდე გაკრეჭილი ამანაც დამაფიქრა:
-სანდრო! ხელით გავაჩერე სანამ კიბეებზე ჩავიდოდა და ჩემს ინტერესის ჭიასაც სატანჯველად გაიმეტებდა.
-ახლა არა, ლილიანა,-მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აქამდე. ამან კიდევ უფრო დამაინტერესა, გზა მოვუჭერი და წინ ავესვეტე.
-დამღუპავს ეს გრძნობა,(ყოველთვიდ ყველაფერი არ შეიძლება გაინტერესებდეს ადამიანს!)-გავიფიქრე გულში და ვეცადე არ შემემჩნია, რომ ნანახმა ამაღელვა. წარბი და ტუჩი გახეთქილი და სისხლიანი ჰქონდა, მზერა იმ ხელისკენ გამექცა, რომლითაც დავიჭირე და ისევ ჩაბღუჯული მქონდა, ისიც სისხლიანი და დაბეჟილი იყო.
-ნეტავ სად იყო? რა შეემთხვა? ასე მდგომარეობაში რამ ან ვინ ჩააგდო?-უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში და ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, რომ ეს ბიჭი არაფრით ჰგავდა იმას, ვისაც აქამდე "ვიცნობდი".скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ეს ისტორია.ძალიან კარგად წერთ.

 


№2  offline წევრი cheryl blossom

ოოოოო სად შეგვიძლიააა მომეწონა ძალიანდ და ახალს ველოდებიი

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.